ვერ შეგელევი მესამე თავი (18+)
რეგისტრაცია გავიარეთ და გავემართეთ თვითმფრინავისკენ. ჩვენი ადგილები მოვნახეთ და კომფორტულად მოვეწყეთ. დაახლოებით ათი წლის წინ მე და ჩემი ოჯახი ინგლისში წავედით დასასვენებლად, მაშინ თვითმფრინავში პირველად ვიჯექი, როდესაც ავფრინდით მოულოდნელი შიშისა და ემოციისაგან გონებაც კი დავკარგე, ახლა კიდევ ერთხელ ვარ ასეთ სიტუაციაში და სიმართლე გითხრათ ძლიან მეშინია, მაგრამ ყველაფრის მიუხედაად იმედიანად ვარ რადგან ჩემს გვერდით ანდრიაა. მას ჩემი განცდები შეუმჩნეველი არ დარჩენია, დავინახე ჩემი აღელვებული სახის დანახვისას როგორ გაეღიმა და მითხრა: - ნუ გეშინია, მე შენს გვერდით ვარ, ცუნცულ,- მითხრა და ფრთხილად შემახო კისერზე გავარვარებული ტუჩები. მთელს სხეულში საოცრად სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, გულმა ძგერა შეწყვიტა, წამით თითქოს ამქვეყნიურ ცხოვრებას მოვწყდი და უსასრულობის ზღვაში შევცურე. მდგომარეობიდან მისმა თბილმა და ძლიერმა ხელმა გამომიყვანა, რომელიც ჩემს ხელს ნაზად შეეხო. ჩემდა გასაკვირად ისე ავფრინდით ვერაფერი ვერ გავიგე, ეს მხოლოდ ერთი ადამიანის დამსახურება იყო, წუთით თითქოს ბედნიერიც კი ვიყავი რომ მას ჩემი ქმარი ერქვა. ემოციებისგან დაღლილს ისე ჩამძინა ვერაფერი გავიგე. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ გამომეღვიძა, ანდრიასკენ ფრთხილად გავაპარე თვალი, ჩემი ხელი მაგრად ჰქონდა ჩაბღუჯული და მშვიდად ეძინა. მომენტით ვისარგებლე და მისი სახე მთლიანად შევისწავლე, ლამაზი ცხვირი, დიდი ტუჩები და საბოლოო ჯამში საკმაოდ სიმპათიური სახლის ნაკვთები საოცრად მიმზიდველს ხდიდა მას. წამით მომინდა მისთვის მეკოცნა, ჩემი გული და გონება ერთმანეთს ებრძოდა, საბოლოოდ მაინც გულმა გაიმარჯვა, მივუახლოვდი მის სახეს და ნაზად ვაკოცე. რამდენიმე საათში უკვე პარიზში აეროპორტში ვიყავით, ამ დროის განმავლობაში ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს ჩემთვის, უბრალოდ იჯდა და მაცდური სახით მაკვირდებოდა. მის თვალებში საოცარი ცეცხლი და ვნება იგრძნობოდა. რაღაც სასიამოვნოს მოლოდინში მისი შავი თვალები საოცრად ბრწყინავდა. პარიზში აქამდე არასდროს ვყოფილვარ, ემოციისაგან ხმის ამოღებასაც ვერ ვახერხებდი. ვუყურებდი ქუჩებს და ვტკბებოდი მისი სილამაზით. ტაქსი უზარმაზარი სასტუმროს წინ გაჩერდა. ოთახი წინასწარ ჰქონია დაჯავშნილი, მიმღებში გასაღები მოგვცეს, კიბეებს ნელა ავუყევით. დუმილი ანდრიამ დაარღვია- ჩემდა საბედნიეროდ ერთ ნომერში მოგგვიწევს დაძინება, ვერ დაგპირდები, რომ შენთვის ეს ღამე მშვიდობიანი იქნება.- როდესაც გაბრაზებული სახე დაინახა, სიტყვის თქმა არ დამაცადა, მომღიმარი სახით განაგრძო,- ასეთი სახით ნუ მიყურებ, არ დაგავიწყდეს, შენ ჩემი ცოლი ხარ, შენი სულიც და სხეულიც მე მეკუთვნის, შესაბამისად როგორც მოვინდომებ ისე იქნება ყველაფერი.- სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, საოცარი სისწრაფით კედელს მიმანარცხა და თავისი ცხელი ტუჩემით ჩემს ტუჩებს დაეძგერა. მთელი სხეული ვნებისაგან ამიკანკალდა , ვერ ვხვდებოდი როგორ შეეძლო ასეთი ზემოქმედება მოეხდინა ჩემზე, თუმცა მისი თითოეული შეხება ჩემში საოცარ გრძნობას იწვევდა, ვხვდებოდი რომ მისდამი დამოკიდებული ვხდებოდი, რაც ძალიან არ მინდოდა მაგრამ ის ჩემთვის ნარკოტიკივით იყო. -გასაგებია? ახლა ხომ ხვდები რასაც ვგულისხმობდი- მითხრა ტუჩების მოუშორებლად. -დანარჩენი საძინებელში.- მდგომარეობიდან ვერაფრით გამოვდიოდი, ნაბიჯის გადადგმაც კი მიჭირდა ფეხები ისე მიკანკალებდა, არ ვიცოდი ჩემი ასეთი მდგომარეობა ვნების ბრალი იყო თუ შიში იმის რაც წინ მელოდა, რადგან არ ვიყავი ჩემს თავში დარწმუნებული, არ ვიცოდი შევძლებდი თუ არა თავის გაკონტრლებას. ოთახი ძალიან მდიდრულად გამოიყურებოდა, საშინლად დაღლილი ვიყავი, ძილის გარდა არაფერი არ მინდოდა. ოთახის დათვალიერებაში გართულმა უცბად შევამჩნიე, როგორ დაიწყო ანდრიამ პერანგის ღილების შეხსნა, მორცხვად თავი დავხარე და მისკენ ზურგით, ფანჯრისკენ მივბრუნდი. პარიზის თვალიერებით გართულს ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა და ზურგზე ამეკრო და ხელები ჩემს მუცელზე, მაისურის ქვეშ შემიცურა. კისერზე ნაზად მაკოცა, მისი ტუჩები საოცრად მიწვავდა კანს, თავისკენ შემომაბრუნა, ტუჩებზე დამეძგერა და მაისური მაღლა აქაჩა. - გთხოვ!- ვუთხარი აკანკალებული ხმით. - ნუ მთხოვ! სხვანაირად არ შემიძლია, თავს ვერ ვიკავებ, საოცრად მინდიხარ! - მითხრა ვნბიანი ხმით. - ასე არ შემიძლია! არ ვარ მზად ამ ყველაფრისთვის.- ჩემს ხმაში მუდარა იგრძნობოდა, მივხვდი, რომ ჩემს მდგომარეობაში შედიოდა, ერთხელ კიდევ მაკოცა და ჩემს სხეულს მოშორდა. - ახლა შეგიბრალე, მაგრამ მეორედ ასე ადვილად ვერ გადამირჩები! - მითხრა მკაცრი ტონით და სააბაზანოში შევიდა. დრო ვიხელთე, ტანსაცმელი გამოვიცვალე და ლოგინში ჩავწექი. ფიზიკურად და სულიერად დაღლილს რამდენიმე წუთში ჩამეძინა. დილით უჩვეულო მდგომარეობაში გამეღვიძა, ვიგრძენი რომ მარტო არ ვიწექი. ანდრიას მაგრად ვყავდი მიკრული გულზე. ერთ წამს ვიფიქრე ავმდგარიყავი, მაგრამ რატომრაც ამის გაკეთება არ მინდოდა, არ მინდოდა მის სხეულს მოვშორებოდი. მის მკლავებში მოქცეული თავს ძალიან კომფორტულად და დაცულად ვგრძნობდი. თუმცა არ მინდოდა მას ასეთ სიტუაციაში ვენახე, არ მინდოდა მიმხვდარიყო ჩემს გრძნობებს, რომელიც ყოველდღიურად იზრდებოდა. თავს ძალა დავატანე და წამოვდექი და სააბაზანოში გავედი. არ ვიცი რატომ მაგრამ საძინებელში საცვლების ამარა დავბრუნნდი. ანდრია სავარძელში ჩამჯდარიყო და ყავას გემრიელად მიირთმევდა, ჩემი დანახვისას შევამჩნიე, როგორ გაუშეშდა ხელი, რომლითაც ფინჯანი ტუჩებთან მიჰქონდა და ნერწყვი ხმაურიანად ჩაყლაპა. ფეხზე წამოდგა და აჩქარებული ნაბიჯით წამოვიდა ჩემსკენ. ხელები წელზე მომხვია და ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა: - მაგიჟებ! მეტის მოთმენა აღარ შემიძლია! - თქვა და ტუჩებზე დამეწაფა, მკოცნიდა უხეშად, თუმცა მე ეს ყველაფერი სიამოვნებას მანიჭებდა, ვხვდებოდი რომ ეს ბოლო წვეთი იყო და გაჩერებას ვეგარ შევძლებდი, ამიტომ წინააღმდეგობის გაწევა არც მიცდია. ხელში ამიყვანა და ლოგინზე დამაწვინა, ზემოდან, კომფორტულად მომექცა და ტუჩებიდან ყელზე გადაინაცვლა და ნელ-ნელა ქვემოთ დაუყვა. ოთახში ტელეფონის ზარის ხმა გაისმა, ანდრიას ხელები ლიფის შესაკრავთან გაჩერდა, მან თვალები გაბრაზებულმა დაატრიალა და მწარედ შეიგინა. ტელეფონის ეკრანიდან გირგის სახე მიცქერდა, ტანში უსიამმოვნო ჟრუანტელმა დამიარა. - გისმენ!- გავაგონე აკანკალებული ხმით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.