შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო შემთხვევა სვანეთში (სრულად)


19-01-2017, 03:49
ნანახია 7 151

აი ხომ ხდება სასწაულები, უცანური მოვლენები და თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. ასე ხელს დაავლებს ყველაფერს შენეულს რასაც მუქი ფერები აქვს და გაავარდისფერებს ცხოვრებას გაგილამაზებს და იმდენად შენი ხდება ეს ფერები რომ ვეღარ შორდები აღარ შეგიძლია ძველის დაბრუნება როცა გულის ხმას უსმენ ის გეუბნება რომ ეს თითქმის შეუძლებელიცაა ვეღარასოდეს იქნები ისეთი როგორიც იყავი, ეს შეუძლებელია.

-ტასოოო გამოეტიე რა სახლიდან და ზოგადად ისწავლი ადრე გაღვიძებას შენით? - უკვე მერამდენედ მეგონა რომ მია ჩემი მობილოურიდან გადმოხტებოდა და თმაში ხელს წამავლებდა თუმცა კიდევ კარგი ჯერ ტექნოლოგიები ეგრე არ განვითარებულა და მია ჩემთან ახლოს არ ცხოვრობდა
-აუუ რა გინდა გოგო დღეს მაინც დამასვენე - ვუთხარი წკმუტუნით და ბალიშში დავმალე თავი
-რა? გოგო არ გახსოვს დალიმ რა თქვა? დღეს იმ ბიზნესმენის შეხვედრაა ფრანგებთან და ჩვენ პირველ ცვლაში ვართ
-აუუუუ რატოო ღმერთოო - დავიღრიალე მობილური მივაგდე და სააბაზანოში შევაჭერი. განწყობაც ასეთი უნდა ჩავრთე ჩემი თურქული მუსიკა და ცეკვა დავიწყე არა ნუ ინგლისურებსაც კი ვუსმენ მაგრამ თუ მინდა ხასიათზე მოვიდე ეს ყველაზე მეტად მეხმარება. ჩავიცვი ჩემი ორნამენტებიანი კაბა (შავი თეთრში) ფეხზე შავი კეტები და ოდნავ თავისუფალი სტილის ოდნავ ტოპივით ფირუზისფერი მაისური შავი რუგზაკი მოვიგდე ზურგზე სათვალეები მობილური და ეგაა სახლიდან გავდივარ. არა არა არა რაღაც მავიწყდება... ხო როგორც ყოველთვის კარი არ ჩამიკეტავს მივბრუნდი კარი ჩავკეტე და გზა მხიარულმა გავაგრძელე კაფეში შევაჭერი ღიმილით და ღიღინით და მხოლოდ მაშინ მივხვდი სად ვიყავი და რა ხდებოდა. ის ბიზნესმენი უკვე მოსული იყო და როგორც ჩანს მთელი ყურადღება ჩემზე გადმოიტანეს მეც ბოდიში მოვიხადე და მიასთან მივედი სამზარეულოში
-დალი გიბარებს - მითხრა მიამ და მანიშნა თავს მოგაჭრისო - მეც ეგრევე დალის (ჩემი უფროსის) კაბინეტისკენ წავედი და კიბეებზე ამავალს აშკარად ვიღაცის მზერა მწვავდა მხარს გავჩერდი არ მოვბრუნებულვარ ისე ჩამოვედი რამოდენიმე ნაბიჯით დაბლა და მწვანეთვალებას მზერას რომ გადავაწყდი მხრები ავიჩეჩე და მიმიკებით ვანიშნე რამე მოხდათქო? მას გაეცინა და მანიშნა არაო მე თავი დავუკარი გავუღიმე და კიბეებზე ასვლა განვაგრძე თან უკან ხმა დამეწია ,,ბატონო ერეკლე გვისმენთ? ბატონო ერეკლე'' ,,დიახ, დიახ მაპატიეთ ვფიქრობდი აი ამ პროექტზე იქნებ უკეთესი ყოფილიყო...'' მერე დალის კაბინეტის კარი შევაღე და ნეტა არ შემედგა ეს დაწყევლილი მარჯვენა ფეხი.
-შემოდი შემოდი ანასტასია, მგონი ეს შენი ბოლო ფეხის შემოდგმა იქნება ამ კაბინეტში
-რატომ - გავიკვირვე გულწრფელად თითქოს მე არ ვყოფილიყავი ის ვინც ყოველდღე აგვიანებდა მინიმუმ 1 საათით, ის ვინც სულ ყველაფერზე იცინოდა და არასოდეს სერიოზულად არ უყურებდა ამ სამსახურს. რა ჩემი ბრალია თუ ანჩხლი უფროსი მყავს და არ მომწონს არც ეს სამსახური და არც მასთან მომუშავე პერსონალი (მიას გამოკლებით)
-რას ქვია რატომ, მგონი ასეთი რეაქცია არ უნდა გქონოდა. შენი ამთვის ხელფასი დაირიცხა თუმცა დღეიდან... - ლაპარაკი შევაწყვეტინე და ირონიულად გავუღიმე
-მოიცადეთ მოიცადეთ, მე მინდა ეს ვთქვა, იცით რა? რატომღაც აღარ მინდა აქ მუშაობა მე მივდივარ აბა კარგაად, ინატრეთ კიდევ ჩემნაირი - ღიმილიანი სახით ბედნიერმა დავტოვე იქაურობა და კიბეზერომ ჩამოვდიოდი თან დალის ქმედებებს ვიმეორებდი ალბათ ძალიან სასაცილო ვიყავი იმიტომ რომ მაღლაწოდებულ (ერეკლეს) აშკარად ეცინებოდა ჩემი შემხედვარე მეც ბოლო კიბეზე რომ ვიდექი ჩამოვხტი და გაოცებულმა ისევ მიმიკებით ვკითხე ,,რამე მოხდა?'' ,,არაფერი'' მიპასუხა და მეც მისაკენ წავედი
-მიაა გამიშვა - ვუთხარი დაქალს და ჩემი სათვალე და ჩანთა ავიღე
-მერე რა გაცინებს შე დარტყმულო
-მაიმუნობის ხასიათზე ვარ - ვთქვი და ტყავის რუგზაკი მოვირგე მერე სათვალე გავიკეთე და სანამ კაფეს დავტოვებდი ერეკლეს ლოყაზე ვაკოცე დანარჩენებს უბრალოდ დავემშვიდობე და ღიმილით დავტოვე იქაურობა...

ერეკლე

დილით უცნაურმა გრძნობამ გამაღვიძა წყალი გადავივლე მოვემზადე და შეხვედრაზე წავედი კაფეში. უინტერესოდ მიდიოდა მოლაპარაკება როდესაც კაფეში ანგელოზივით ლამაზი გოგო შემონარნარდა ღიმილიანი სახით ბოდიში მოიხადა და უკან გავიდა მალევე გამობრუნდა და კიბეებზე ასვლა დაიწყო თვალს ვერ ვწყვეტდი ის ისეთი სასაცილო და საყვარელი იყო რომ... განსაკუთრებით მაშინ დალის კაბინეტიდან გამოსულს კიბეებზე ჩამომავალს ვიღაცას რომ განასახიერებდა ნუ რთული მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო ვის სიცილი დავიწყე ის კი მომიბრუნდა და მიმიკებით მკითხა ,,რამე მოხდა?'' ,,არაფერი'' ვანიშნე ასევე მიმიკებით. 4 წუთი არ იქნებოდა გასული ლოყაზე რომ მაკოცა და კაფე დატოვა.

ანასტასია

მივდიოდი და სრულიად არ ვღელავდი არაფერზე ანდა რომ მეღელვა რაა რო? გადავწყვიტე იმ ფულით რაც ბარათზე მქონდა კიდევ დამემატებინა რაც მქონდა და სვანეთში წავსულიყავი მთელი ზაფხული თან სწავლა ახლახანს დავამთავრე და ეს იდეალური იქნებოდა. ყველაფერი მოვამზადე და მეორე დღეს ჰერი ჰერი სვანეთისკენ. მიყვარდა ეს მხარე ეს მთები ყველაფერი მიყვარდა იქ. მიუხედავად იმისა რომ სვანი არ ვიყავი ყოველ ზაფხულს გამოწერილი მქონდა აქ დასვენება და დილიდან საღამომდე სვანეთში ხეტიალი... სასტუმროში შევედი და ნაცნობ პერსონალს გადავეხვიე
-ტასოოო როგორ მოგვანატრე თავი შე გადარეულო - მომეხვია ნატა და მეც ხელები შემოვხვიე
-მეეც მეეც როგორ მომენატრეთ თქვენ ხომ არ იცით - დიდი სიყვარულით შევხედე ყველას და თვალი ჩემოდნით ჩვენკენ მომავალ ალექსანდრეს გავაყოლე უცებ შევძვერი შოთიკოს კომპიუტერის მაგიდის ქვეშ და ვუსმენდი
-მოგესალმებით ნომრის დაჯავშნა მინდა ერთ კაცზე
-მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება, რამდენი ხნით?
-2 ღამე - მკაცრი იყო ბარიტონი როგორი მამაკაცური ხმა ქონდა მე გამოსვლა მინდოდა მაგრამ მაგიდას თავი ავარტყი და წამოვიყვირე ,,აუ აუ მეტკინა'' მერე გამოვძვერი და მის დაბნეულ მზერას წავაწყდი
-რას მიყურებ? - გავბრაზდი უცებ და თან თავზე მქონდა მარჯვენა ხელი წავლებული
-არაა არაფერს - გაეცინა თავი გააქნია და იქაურობა დატოვა მეც არ ჩამოვრჩი და ლიფტში ერთად შევედით. ყველაზე სასაცილო ის იყო რომ ჩვენი ნომრები ერთმანეთის წინ იყო. შევედი წყალი გადავივლე ტანზე თეთრი სარაფანი მოვირგე ფეხზე კეტები და თავზე აბადოკი არ დამვიწყებია მობილურს დავტაცე ხელი და ნომრის კარი გამოვიხურე ერეკლეც ამ დროს გამოვიდა და მე ვუთხარი
-შენ რა მითვალთვალებ?
-მე გითვალთვალებთ თქვენ?
-აჰამ- ვთქვი და ცოტა დამაკლდა სიცილი რომ არ დამეწყო - ასე ძალიან თუ მოგწონვარ შეგიძლია ყავაზე დამპატიჟო იცი? - მან მიმიკით მომიწონა იდეა შემდეგ თქვა
-კარგი იდეაა
-მეც კარგი ვარ - შევიქე თავი და ნარნარით წავედი კიბეებისკენ
...
-კარგი აბა მითხარი შენი სახელი- მითხრა ცოტახანში და ყავა მოსვა
-ანასტასია - გავუღიმე და შოკოლადის ფილა ყავაში ჩავაგდე
-ერეკლე სასიამოვნოა
-რომ გაგიცნობ უკეთესად მერე გეტყვი ჩემთვის სასიამოვნოა თუ არა ხომ შეიძლება? - გულუბრწყვილოდ მივანათე ჩემი თაფლისფერი თვალები და იმ წამს ვერავინ იფიქრებდა რომ 23 წლის გოგო ვიყავი
-რატომ მამხიარულებ ხოლმე ასე? - დამისვა სრულიად მოულოდნელი კითხვა და ცოტა დამაბნია თუმცა მალევე ვუპასუხე
-პოზიტივის მატარებელი რომ ვარ მაგიტომ ვერ ხედავ დავდივარ და პირდაპირ თვალს ვჭრი ყველას ისე ვანათებ - გაიცინა მეც გამეცინა
-რამდენი წლის ხარ ანასტასია?
-23 შენ?
-28
-უჰ დაბერებულხარ და ეგაა - ხელი ჩავიქნიე მე
-ნეტა რაღა მეშველება ამ სიბერის ჟამს ჯერ რომ არავინ შემყვარებია და ცოლიც რომ არ მყავს - მითხრა მოწყენით
- რა პრობლემაა წამოდი და დავიწეროთ ჯვარი დამიჯერე მალევე შეგიყვარდები - ვუთხარი მხიარულად მან კი თავი გააქნია და მითხრა
-სულ ასეთი ხარ?
-კი სულ სულ სულ
-არასოდეს შეიცვლები?
-ვიმეგობროთ და გაიგებ - მოვუჭერი მოკლედ
-საწინააღმდეგო არაფერი მაქვს
- იცი მე მაინც დაფიქრება მჭირდება უცხოს და თან 28 წლისას ღიირსვითომ შენთან მეგობრობა?
-მემეგობრე და გაიგებ - გაიმეორა ჩემი სიტყვები
-სვანეთი გიყვარს? -ვკითხე მოულოდნელად
-როგორ შეიძლება სვანეთი არ მიყვარდეს
-ვითომ რატომ? არიან ისეთები რომ არ უყვართ და უაზროდ ისვრიან სიტყვებს ,,მთებია მეტი არაფერი რაარისმანდ სანახავიო''
-სვანი ვარ - მითხრა და ჩემი სიმპათიაც დაიმსახურა
-რა მაგარია - თვალები გამიბრწყინდა და ტაში შემოვკარი - მოიცა თუ სვანი ხარ მაშინ სასტუმროში რაღა გინდა
-2 დღით აქ გავჩერდი დამლგებელმა სახლი უნდა მოაწესრიგოს 6 წელია აქ ფეხი არ დამიდგამს სახლი კი გამოკეტილი იყო
-ხოდა თუ სახლი გაქვს და თან სვანი ხარ ხვალიდან ტური იწყება
-რა ტური?
-შენ ეხლა შემომთავაზებ რომ მე ფული არ ვყარო სასტუმროში და შენთან გადმოვიდე სახლში მერე კი სვანეთს დამათვალიერებინებ და მიამბობ მასზე - ჩემი უცებ შედგენილი გეგმა მოვახსენე და დაველოდე
-გიჟი ხარ
-ანუ არა? - დავიჭყანე უცნაურად
-კარგი ეგრე იყოს
-მაშინ მე წავედი უნდა დავიძინო...
...
ერთი კვირა იყო გასული მას შემდეგ რაც ერეკლესთან გადმოვბარგდი სახლში დავდიოდით და ყველაფერს ვათვალიერებდი რაც ვიცოდი და რაც არ ვიცოდი (იშვიათად მაგრამ მაინც) ყველფერზე ვალაპარაკებდი თითოეული ქვის ისტორიას ვაყოლებდი და ისიც მორჩილად ჩემს კითხვებს პასუხობდა არ ვიცი რის ფასად უჯდებოდა ჩემი გაძლება მაგრამ აშკარად არ იხევდა უკან.

-კარგი მოდი შევთანხმდეთ - დაიწყო ერეკლემ და ჰამაკში მწოლიარეს ნაოშნიკები გამომაძრო
-გისმენ
-მშია ანასტასია მშია
-ჭამე მერე - გავიკვირვე
-ნორმალური საჭმელი მინდა და არა ის წყალი ვითომ სუპს რო ეძახი და სინამდვილეში წყალი და მარილი რომაა
-ხო კარგი ხოო - ბურტყუნით ავდექი ჰამაკიდან და სახლში შევლაზლაზდი ჩემი ადგილი კი კმაყოფილი სახით ერეკლემ დაიკავა. ჯუჯღუნით გავაკეთე საჭმელი და სუფრა გავაწყვე
-საყვარელოო შეგიძლია მოხვიდეე - დავუძახე ერეკლეს და ჩავილაპარაკე - ცეცხლი ჭამეე დასასვენებლად ვარ აქ თუ მოსამსახურედ
-დასასვენებლად საყვარელო დასასვენებლად - გამიღიმა და უკნიდან მომეკრო
-ერეკლე რას აკეთებ -დავიწყე ფართხალი და წამში მის კალთაში აღმოვჩნდი მაგიდასთან
-ჩემით უნდა გაჭამო იქნებ მწამლავ - გაიოცა და ჩემი თვალების ტრიალს ყურადღება არ მიაქცია ისე მომიტანა კოვზი პირთან ჯერ სული შეუბერა მერე კი მანიშნა ჭამეო რომ გავსინჯე მართლა გემრიელი იყო
-ეე მოიცადე - გავიოცე უკეთესად მოვეწყვე მის კალთაში და პირი კიდევ გავაღე - ძალიან გემრიელია შეგიძლია მაჭამო - მან თავი გააქნია და ასე მაჭმევდა პატარა ბავშვივით თან თმაზე მეფერებოდა მეც ვაკვირდებოდი კმაყოფილი მისი სახის ნაკვთებს და მის თვალებს
-ლამაზი თვალები გაქვს - ვუთხარი როცა უკვე მის წინ სკამზე მოვკალათდი და მის ჭამას ვუყურებდი
-ხოო? მაინც როგორი ლამაზი?
-გულწრფელი ფერის ფერია - ვუთხარი დაუფიქრებლად და მისი ღიმილიც დავიმსახურე
-იცი საერთოდ არ გეტყობა 23 წლის რომ ხარ
-ხოო?
-ბავშვივით ხარ - მერე თეფში წინ გაწია ადგა და ხელი მომკიდა პლედს დაავლო ცალი ხელი და ჰამაკისკენ წამიყვანა ორივე შიგნით მოვთავსდით და ვარსკვლავებს ვუყურებდით
-დალიმ რატო გამოგიშვა სამსახურიდან? - მითხრა ისე რომ თმაზე ფერება არ შეუწყვიტავს
-ეჰ.. ყოველდღე ვაგვიანებდი 1 საათით მაინც და კიდევ სულ კარგ ხასიათზე ვიყავი არა აი მითხარიეხლა რა ჩემი ბრალი იყო მაგ ანჩხლს თუ ჰორმონების პრობლემა ქონდა და ჩემს ბედნიერ სახეს რომ ხედავდა ტვინში სისხლი ექცეოდა? -ვთქვი ცოტა გაბრაზებით და ტუჩებიც გამომებზიკა უნებურად.
-მიყვარს როცა ასეთი ხარ
-ასეთი როგორი?
-ბავშვური
შეიძლება დღეს აქ რომ დავიძინო?
-დაიძინე - მითხრა და თავზე მაკოცა მეც მასზე მიხუტებულს თავი კოსმოსში მეგონა სადაც უამრავი ვარსკვლავი იყო გარშემო და მხოლოდ ბედნიერება ტრიალებდა ჩვენთან ერთად მარცხენა ხელი უფრო მაგრად მოვხვიე და მის მკლავებში გავიტრუნე. არ ვიცი რას ვგრძნობდი მის მიმართ მომწონდა ასე რომ მექცეოდა მომწონდა რომ ჩემთან მისი მკაცრი ტონი და გამოხედვა ქრებოდა მომწონდა როცა ჩემი ლაპარაკის მოსმენისას მისი თვალები და სახე თბილი ღიმილით მიყურებდა და მომწონდა ის. მასზე ფიქრებში გართულს ჩამეძინა დილით მზის სხივებმა მომჭრეს თვალი თუმცა ჰამაკში აღარ ვიწექიოთახში ვიყავი იქაურობა რომ მოვათვალიერე მიხვდი ერეკლეს ოთახი იყო მისი სუნამოს სუნით იყო გაჟღენთილი იქაურობა. მანამდე ამ ოთახში არ ვყოფილვარ აქ მისი ბავშვობის ფოტოები ელაგა ნელ-ნელა მივყევი ის თვალიერებას მერე კმაყოფილს გამეღიმა როცა მივხვდი რომ ტანსაცმელზე ზემოდან მისი ჟაკეტი მქონდა შემოცმული ცხვირი ჩავმალე და ღრმად ჩავისუნთქე მერე კი კიბეებზე დავეშვი და ერეკლეს გვერდით დივანზე მოვთავსდი
-აბა ხელმწიფევ დღევანდელი გეგმა მომახსენეთ - ვუთხარი მხიარულმა და ფეხები მის ფეხებს დავალაგე
-მოდი დღეს არსად არ წავიდეთ რამე ვითამაშოთ ან დავლიოთ
-კარგი ოღონდ ჯერ ვჭამოთ რამეს მოვამზადებ - წამოვხტი ლოყაზე ვაკოცე და ღიმილით შევედი სამზარეულოში ვჭამეთ წყალი გადავივლე ტანსაცმელი გამოვიცვალე ზემოდან მისი ჟაკეტი მოვიცვი და მის ოთახში შევედი დაუკაკუნებლად
-ერეკლე... -სიტყვა გამიწყდა როცა წელს ზემოთ შიშველი ერეკლე დავინახე უცებ თვალები დავხუჭე და მოვტრიალდი მივხვდი რომ გაეღიმა ვიგრძენი თუმცა სერიოზული ხმით მიპასუხა
-რამე გინდოდა ტასო?
-აამ კი ვიფიქრე ვითამაშებდით
-კარგი ჩამოვალ ცოტახანში
-კარგი - კარს ვხურავდი ისე რომ არ ვუყურებდი როცა მომიახლოვდა და ჩემს ხელსმისი ხელი შეახო მერე თავისკენ მიმიზიდა და მისი ცხვირი ჩემს ყელში ჩარგო ნაზად ააყოლა ცხვირი ყურებამდე მერე მაკოცა ჯერ ყურის ძირში შემდეგ ლოყაზე ცხვირზე და გამოშტერებული გამომიშვა იქიდან ,,ეს რა იყო ანასტასია? '' დავუსვი ჩემს თავს კითხვა კიბეზე ჩამავალმა და ღრმად ამოვისუნთქე ცოტახანში ერთმანეთის პირისპირ ვიდექით და კარტს ვთამაშობდით
-კი მაგრამ ასე მუღამი არ აქვს რაზე ვითამაშოთ? - მითხრა მან
-მოიფიქრე
-თუ შენ წააგებ დარჩენილი დრო ღამე ყოველთვის ერთად დავიძინებთ და ეს დრო ვიცხოვრებთ ისე როგორც შეყვარებული წყვილი და თუ მე წავაგე მოიფიქრე
-ჰა? - წამოვიყვირე -
-რაიყო ეჭვი გეპარება შენს შესაძლებლობებში და იცი რომ წააგებ?
-არა არა მე მოვიგებ თუ მოვიგებ ნებისმიერ სურვილს შემისრულებ გაწყობს?
-კი - მოკლედ ვითამაშეთ და მე წავაგე. ნეტა რას ავიტეხე ეს კარტი რაა
-კარგი ხო
-მშია საყვარელო - მითხრა საწყლად
-ჭამე მერე - ვუთხარი გაბრაზებულმა
-ტასო რატომ ბრაზობ? არ იცოდი ნორმალურად თამაში და წააგე
-რაა? - გავბრაზდი თამაში არ იცოდიო რომ მითხრა იმიტომ რომ დღემდე არავის მოუგია ჩემთან თამაშისდროს
-კარგი მე მოვამზადებ საჭმელს წამოდი - ლოყაზე მაკოცა და ცალი ხელი მომკიდა. შკარადაზე ვიჯექი და ყურადღებით ვადევნებდი თვალყურს მის ქმედებებს და თან ვგრძნობდი გაბრაზება მივლიდა დრო და დრო ჩემსკენ თვალს აპარებდა ხოლმე ერთი ორჯერ ჰაეროვანი კოცნაც გამომიგზავნა
-იმედია არ მოვიწამლები - ვთქვი როდესაც სავახშმოდ დავსხედით
-მოიცადე - ვუთხარი სანამ შეჭამდა. გაოგნებული მიყურებდა მე წამოვდექი კალთაში ჩავუხტი ჩემი თეფში გადმოვდგი და იქიდან გავასინჯე პირველი კოვზი
-აბა ცოცხალი ხარ ხო?
-იცი რა? მომწონს ასე მაჭამე - მშვიდად მივირთმევდით ორივე დრო და დრო ვიცინოდით და ერთმანეთის ყურებით ვტკბებოდით. ღამე ჩემს ოთახში შევედი და გავძახე მოვალ ეხლავეთქო მოვწესრიგდი გრძელი მაისური და მისი ჟაკეტი ჩავიცვი მოკლე შორტიც და მის ოთახში გავკუსკუსდი საწოლში შევძვერი მგონი ეძინა მისკენ გადავბრუნდი და მივუახლოვდი ის იყო ლოყაზე უნდა მეკოცნა რო დაიღრუტუნა და გადაიხარხარა მე კიდევ წამოვიკივლე და გულზე ხელი მივიდე
-ერეკლეე ნორმალური ხარ? გული გამისკდა - თვალებში ჩამდგარი ცრემლი რომ დაინახა მომიახლოვდა და მაკოცა
-ტაას ბოდიში რაარ მინდოდა არ ვიცოდი ასე თუ შეგეშინდებოდა - მერე გადავიკისკისე და მან თქვა
-ასე არა? - ჟაკეტი გვერდით მოისროლა და ღუტუნი დამიწყო უკვე სიცილით ცუდად რომ ვიყავი ვთქვი
-ააუუ..ა..ი... ვაააიი...მეეე...აჰაჰა...აჰაჰა....აუუ....კა..აიიი...რ..ა.ა. შე..მე..შ....ვ..ვ...ი... აჰაჰა...
-მაკოცებ? თუ მაკოცებ დაგანებებ თავს- მკითხა და თან არ წყვეტდა
-კ..იი.... კ...იი.... - მერე მომშორდა და ზემოდან მომექცა სული რომ მოვითქვი და სერიოზულისახით ჩავხედე თვალებში ოდნავ წამოვიწიე და ვაკოცე მერე კი ჩემს ადგლს დავუბრუნდი
-ასე არა პატარავ.. - ჩემს ტუჩებს დააცხრა ნაზად და ნელა მკოცნიდა პირველი კოცნა რაღაც საოცარი იყო ამან კიდევ უფრო გამიმძაფრა მისი მოწონებადა ვხვდებოდი რომ კიარ მომწონდა ეს ადამიანი მიყვარდა მას ავეკარი ხელები მაგრად მოვხვიე და დაძინებას ვაპირებდი რომ ვუთხარი
-ეკეე...
-ჰჰმ
-დილით რომ გაიღვიძებ არ წახვიდე რა აქ იყავი კარგი? - ვკითხე რაღაცნაირად
-ჩემი ბავშვი ჩემი გოგო კარგი - თავზე მაკოცა და ორივემ დავიძნეთ ასე ტკბილად როგორც ეს ბოლო პერიოდია მძინავს კარგა ხანნია არ მიძინია
...
-ხვალ ვბრუნდებით ხო? -ვიკითხე მოწყენილმა
-ხო სხვა გზა არაა... საქმეები მაქვს -
-აჰამ მესმის - გავუღიმე და ვუთხარი
-წავალ რა ცოტახანი წამოვწვები
-ცუდად ხომ არ ხარ?
-არა არა უბრალოდ თავი მტკივა - წამოვდექი დივნიდან და კიბეებს ავუყევი თან ცრემლებსვერ ვიკავებდი და ერთი მეორეს მიყოლებით მოდიოდნენ. ამდენი ხანია უკვე აქ ვართ ერთად ეს ნიძლავი კი რომელიც მაიძულებდა ამდენი ხანი მასთან შეყვარებულის როლში ყოფნას ისე შევეჩვიე რომ ვხვდებოდი ხვალიდან ყველაფერი დასრულდებოდა ეს ფიქრები მოსვენების საშუალებას არ მაძლევდნენ ფანჯრიდან გადავხედე ღამის სვანეთს და ცრემლები უფრო მომაწვა კიბეების ხმა რომ გავიგე ცრემლები სწრაფად შევიმშრალე და საწოლზე დავწექი თვალები დავხუჭე
-სტაას - მითხრა და ფრთხილად მაკოცა ამან უფრო ცუდად გამხადა და ვიცოდი თვალები რომ გამეხილა ცრემლების ტბას შევქმნიდი ოთახში ამიტომ არ გავახილე მან ხელში ამიყვანა და ჰამაკში ჩამაწვინა თვითონაც გვერდით მომიწვა და პლედი დამაფარა თმაზე მეფერებოდა და თან ლაპარაკობდა
-ჩემო საყვარელო, ჩემო ტკბილო, როგორ არ მინდა დამთავრდეს ეს დღეები როგორ მინდა ხვალ ერთ გზაზე მივდიოდეთ ერთ სახლში ნეტავი ის დღე იყსო სასტუმროში რომ მითხარი ცოლად გამოგყვებიო არც დავფიქრდებოდი ისე მოგიყვანდი ცოლად. იმ თეთრ სარაფანში ნამდვილ მტრედს გავხარ ჩემი მტრედი ხარ - თვალები გავახილე და ცრემლიანი თვალებით მას ავხედე მიხვდა რომ ყველაფერი გავიგონე.
-ტასო მინდა რომ ჩემი ცოლი იყო მინდა აქედან ერთ სახლში წავიდეთ ხვალ. მინდა ჩემი მშობლები გაგაცნო მინდა რომ გაგაბედნიერი. მინდა შენნაირი ტიტინა ბავშვები გვყავდეს და არასოდეს დავიღალო მათი მოსმენით ისევე როგორც შენი მინდა რომ ჩემი მტრედი იყო მხოლოდ ჩემი - ბეჭედი ამოიღო ჯიბიდან და თანხმობის შემდეგ თითზე მომარგო...
...

-დედიტო დედიტო ჩულ ცვანეთი და ცვანეთი ლა ალის ლაა - ამოიფრუტუნა ნუცამ და ტუჩები გამობზიკა
-დეე რატო წუწუნებ არ გინდა ცხენზე დაგსვას მამამ?
-მაა მაა მათლაა? - გაბრწყინებული თვალებით შეხედა ნუცამ ერეკლეს და ამ დროს ცოლ-ქმარმა გადაიხარხარა
-ხო მა ხო რო ჩავალთ აუცილებლად დაგსვავ ცხენზე
-და დეე ნიკუცაც იქ იქნება ქო?
-კი დე იქ იქნება - ლოყები შეუვარდისფერდა ნუცას და თავისი ვარდისფერი კაბა შეისწორა
-ჩემი ორი მტრედი ხართ თქვენ - თქვა ერეკლემ და ანასტასიას ხელზე აკოცა ნუცას კი მოეფერა...

გამარჯობათ.. აი ასე სპონტანურად უცებ გადავწყვიტე რამე დამეწერა იმედია მოგეწონებათ <3 <3 <3 მიყვარხართ და ველი შეფასებებს <3



№1 სტუმარი მთვარის შვილი

ღმერთო შენ მიშველე ბოლომდეც არ წავიკითხე, ისეთი უაზრობა იყო.

 


№2  offline წევრი maglakelidze

სპონტანურობა კარგია
--------------------
ანამარია მაღლაკელიძე

 


№3 სტუმარი ნემო

და?
რა უბედურება იყო?
ბოლომდე'ც ვერ წავიკითხე

 


№4 სტუმარი nino

ძალიან სახალისო და კარგი იყოოო

 


დიდი მადლობა ვინც თქვენი აზრი გამოხატეთ და ვისაც მოგეწონათ რათქმაუნდა შეცდომები არის მაგრამ ვეცდები შემდგომში გამოვასწორო. ვისაც არ მოგეწონათ რათქმაუნდა და იმედია არც პირველია და არც უკანასკნელი რასაც კითხულობთ ასე რომ საყვარლებო გადადით სხვა გვერძე ❤️ სიყვარულით ღამის ანგელოზი ❤️

 


№6  offline წევრი NARA

კარგი იყო მომეწონა სასიამოვნო წასაკითხი იყო მააგრააამ, უბედურება ვერსად დავინახე და სათაური რა შუაშია ვერ გავიგე

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Dzaan zgapari iyoo

 


№8 სტუმარი Guest მარიამი

ყაზბეგშია ეს ფოტო გადაღებული

 


№9  offline ადმინი მწარე

ბოლოში დასასრულს სხვანაირად შევცლიდიი ისე კარგიაა მომწონს ძალიან
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent