მე ასეც მიყვარხარ (თავი 2)
-ანუ დედა ჰყავს ცუდად?! -ვიკითხე ნაღვლიანად. -ხოო თან ძალიან მძიმედ... -ღმერთო რა საშინელებაა... -ცოტაც და ტირილს დავიწყებდი. -საწყალი ლუკა! -ტირილით დაამატა ანიმ. ბავშვობიდანვე ძალიან გულჩვილი იყო. მასწავლებელი 5 იანის მაგივრად 4ს რომ დაუწერდა ერთი კვირა დეპრესიაში იყო. ჩემს თვალზე კი ცრემლს იშვიათად თუ ნახავდით. -აი ასე. ფულიანი ოჯახია მაგრამ სულ პრობლემები აქვთ რა... დაჭრილიც კი იყო. -დაჭრილიი?! რატომ?! -ინტერესით ვიკითხე. -ფული, ბიზნესი და გოგოები რა... ექვსი წლის წინ ერთ ბიჭთან ვმეგობრობდით. ამ ბიჭს ერთი გოგო, ლიკა უყვარდა ძალიან. დაქორწინებას აპირებდნენ და ქორწილამდე ერთი კვირით ადრე ამდგარა ეს გოგო და გამოუცხადებია მე ლუკა მესხი მიყვარს და მასზე უნდა დავქორწინდეო. არადა ლუკას წარმოდგენაც არ ჰქონდა ამ გოგოზე. ის ბიჭი იმდენად გამწარდა რო ლუკას დახვდა ქუჩაში და ესროლა. 2 თვე საავადმყოფოში იწვა. ძლივს გადაარჩინეს. -და არ უჩივლა ლუკამ?! -ვიკითხე დაბნეულმა. -არა რა უჩივლა. გინდა თუ არა ეს კომფლიქტი მოლაპარაკებით უნდა მოვაგვაროო. იმას კიდე სისხლის ღვრა ურჩევნია. თან ლუკას მამა და იმის მამა მეგობრები იყვნენ. ბიზნესი ჰქონდათ წამოწყებული, მერე ამ ბიზნესის გამო პრობლემები შეექმნათ და კამათის დროს იმ ბიჭის მამა გულის შეტევით გარდაიცვალა. ამასაც ლუკას ოჯახს აბრალებენ და ერთ ამბავში არიან. არ ვიცი ეს ამბავი როგორ დამთავრდება... -და ანი შენ იცნობ იმ ბიჭს?! -ვკითხე ანის. -არა... ხო იცი არ ვერევი მე ამათ საქმეებში. *** ლუკა მესხი. -დედა... -შევედი პალატაში და დედას შუბლზე ვაკოცე. -ლუკა შვილო... -გულს მიკლავდა ის ფაქტი, დედას რომ უძლურს და დასუსტებულს ვხედავდი. მისი ხმაც ძალზედ მთრგუნავდა. -როგორ ხარ?! -ვკითხე და ხმა ამიკანკალდა ცუდი პასუხის მოლოდინში. -კარგად ვარ. -დედა ვიცი რომ არ ხარ კარგად... -მართლა კარგად ვარ ლუკა. -დედას ღიმილიანმა სახემ გული ამიჩუყა. -და სულ რომ ტკივილები გაქვს? -ფრთხილად ვკითხე. -მართლა სულ ტკივილები მქონდა მაგრამ ბოლო ორი დღეა არაფერს არ შევუწუხებივარ. უფრო მშვიდად ვარ... სიძლიერეს და ენერგიას არ ვგრძნობ მაგრამ მთავარია რომ არაფერი მტკივა. -და ექიმი რას ამბობს?! -სიხარულით ვკითხე. -შეიძლება სიმსივნე გაქრობას იწყებსო... -ხოდა უნდა გამაგრდე დე!... -ცრემლი წამომივიდა, რომელიც სიხარულნარევი იყო. -შევეცდები შვილო შენ რომ მყავხარ ამით ვარ ბედნიერი. ვამაყობ შენით... შენ მაბედნიერებ ლუკა!... -ამჯერად ტირილი ვეღარ შევიკავე. მომდიოდა ცრემლები, რომლებსაც დედის გადარჩენის იმედი ჰქონდათ. -მიყვარხარ დე! -ხმადაბლა ვუთხარი და ჩავეხუტე. -მეც მიყვარხარ. ახლა წადი, უკვე საღამოა. დღეს მამაშენი დარჩება ჩემთან. მშვიდად იყავი, დაისვენე და კარგად გამოიძინე. მე კარგად ვიქნები... -მპირდები?! -ვიკითხე იმედიანად და თან ცრემლები შევიმშრალე. -გპირდები!!! -ამ სიტყვამ დამამშვიდა. -მაშინ მე წავალ... -ვუთხარი და კარისკენ წავედი. -და ხვალ რომ მოვალ უფრო უკეთესად დამხვდები -კარგი ლუკა. კარგად... *** ნინა ჩოხელი. სახლში ვიჯექი როცა ანიმ დამირეკა. -ჰო ანი... -საჭმელს ვჭამდი და პირი გამოტენილი მქონდა როცა ვუპასუხე. -ხვალ ხო კვირაა... -რიტორიკულად მკითხა. -კიი კვირაა. -ხოდა კარგად ვიცი რომ ხვალ არ მუშაობ. მე და ვატო ვართ სახლში. მოდი და ერთად ვივახშმოთ ლუკაც უნდა მოვიდეს. კარგი ამბავი მაქვს. -სიხარულით მითხრა ანიმ და ხმაზე ეტყობოდა რომ მოლოდინი ჰქონდა, დავთანხმდებოდი. -ლუკა?! ლუკაც უნდა მოვიდეს? მერე უხერხული არააა ჩემი მოსვლა?! -ვიკითხე ისე თითქოს მისვლა არ მინდოდა. -არაფერი არააა უხერხული. აუცილებლად მოხვალ. კარგი ამბავი მაქვს მეთქი გითხარი. ხოდა გაჩუმდი, მანქანაში ჩაჯექი და ჩემთან დააწექი. -კარგი კარგი ხოო. ავიღე მანქანის გასაღები და ანისთან წავედი. *** ლუკა. -კარს მე გავაღებ... -ვთქვი და პასუხის გარეშე წავედი კარისკენ. -გამარჯობა!... -თქვა ჩოხელმა და ზღურბლთან შეჩერდა. -გამარჯობა ნინა! -ლოყაზე კოცნით შევეგებე. ჩალისფერ თმაზე მარწყვის შამპუნის სურნელი ასდიოდა. თავს ვძლიე და უკან დავიხიე. ეტყობოდა როგორ გაუკვირდა და როგორი მოულოდნელი იყო მისთვის ჩემი ასეთი ქმედება. ნინა სახლში შემოვიდა, ანის ცალი მხრით გადაეხვია და ტახტზე ჩამოჯდა. -აბა რა ამბავი გაქვს ანი?! -ღიმილით მიმართა, წამის მეასედში მე გამომხედა და მე მის მზერაზე უბრალოდ დავდნი. თვალის ზემოთ მსუბუქი თვალის ჩრდილი ჰქონდა, რომელიც მის მწვანე თვალებს მკვეთრად გამოკვეთდა. მივშტერებოდი მის სახეს და უბრალოდ ოცნებებმა შემითრია. -რ... რა იყო ლუკა რატომ მიყურებ ასე... -დაბნეულმა და ღიმილნარევი სახით შემომხედა. -არა არაფერი... ჩავფიქრდი. მაპატიე! -ვთქვი სწრაფად და სამზარეულოში გავედი. -მოდი სუფრას მივუსხდეთ და ვიტყვი. -ანი ისევ ბედნიერი იყო. *** ნინა. მაგიდასთან ისე ვისხედით რომ ლუკას პირდაპირ ვუყურებდი. თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობდი და ყოველი მხრივ ვიყურებოდი ოღონდ, არა პირდაპირ. -აუ ნინ... -ლუკას ხმა მომესმა -ის სალათი მომაწოდე რა!... -თბილად და გვერდული ღიმილით მომმართავდა. -აი აიღე. -თავაზიანად მივუგე, სალათი გავუწოდე ისე რომ თეფშს დავყურებდი. -მადლობა!... -თვალებში შემომხედა და ვიგრძენი ხელზე მისი ხელის შეხება. უცბად გამაჟრიალა მთელ სხეულში. -თქვი... -მოუთმენლად ვუთხარი ანის და ფორთოხლის წვენი მოვსვი. -მოკლედ!... -მხიარულად დაიწყო ანიმ. -ეს ის ამბავია რომელიც ვატომაც კი არ იცის... -ვაიმე ანი მაშინებ... -შეშინებულმა თქვა ვატომ -არაფერია საშიში... -ფეხზე წამოდგა და თქვა. -ანი ამოღერღე. -სიცილით მივმართე. -ფეხმძიმედ ვარ!... -აღტაცებულმა წარმოთქვა... -რაა?! -გაოგნებული ვატოს სახე არ დამავიწყდება. -ანუ მე მამა ვხდები?! -თვალები გაუფართოვდა მას... -არა დედა ხდები! -ცალი წარბის აწევით უთხრა ანიმ. -მამა ხდები აბა რაა!... -შეჰკივლა ანიმ და ვატოს ჩაეხუტა. -ბიჭია?! -გახარებულმა იკითხა ვატომ და ანის მუცელს მოეფერა. -ვატო ჯერ ორი კვირის ვარ... -არაუშავს. მაინც დარწმუნებული ვარ რომ ბიჭია. -აი მე კი ვფიქრობ რომ გოგოა. ხომ იცი დედის გული ყველაფერს წინასწარ ხვდება... -გილოცავ ძმაო პატარა გეყოლება! -გახარებული ლუკა ფეხზე წამოდგა და ვატოს გადაეხხვია. მე ანის ჩავეხუტე. მერე ვატოსაც, ბოლოს კი ვერ გავაცნობიერე ლუკას რომ ვეხებოდი. *** ლუკა ეს სპეციალურად გავაკეთე... ნინას ჩავეხუტე. ახლა ყველაზე მეტად ეს მინდოდა. თან იმის გამოსწორება მინდოდა დღეს რაც მოხდა. ნინას ძალიან ცივად ველაპარაკე... რამოდენიმე წამის შემდეგ ისევ სუფრას მივუსხედით. -ნათლიები თქვენ იქნებით!... -მოგვმართა ანიმ მე და ნინას. -... -სიჩუმემ დაისადგურა -მ... მშვენიერია... -დაბნეულად წარმოვთქვი. -მე და ნნ... ნინა დავნათესავდებით -ენის ბორძიკით დავამთავრე წინადადება. -გაგვიმარჯოს!!! ჩვენც... და პატარასაც... -თქვა ვატომ და შამპანიურის ჭიქები ოთხივემ ერთმანეთს მივუჭახუნეთ. ****************************************************************** -მოდი მე წავალ ხო... -თქვა ნინამ და ფეხზე წამოდგა. დავითრგუნე როცა გავიგე, წასვლას აპირებდა. -დარჩი ცოტახანიც რა... -სთხოვა ანიმ. -მეც მივდივარ... -ვთქვი და ვატოს გადავეხვიე. -კარგით რა გაეწყობა... ხშირად გამოგვიარეთ ხოლმე -"თ"ს რატომ ავატებდა ვატო არ ვიცოდი. კი მსიამოვნებდა მაგრამ გაურკვევლობაში ვიყავი. ნინას კარი თავაზიანად გავუღე, ყველანაირად ვეცადე მომხიბვლელი ღიმილი მქონოდა სახეზე და ხელით კარისკენ ვანიშნე რომ გასულიყო. -გმადლობ! -ასევე თავაზიანად მიპასუხა და გარეთ გავიდა. მანქანისკენ მიდიოდა როცა გავაჩერე. -აუ მე მიგიყვან რა სახლში! -თითქოს ვთხოვდი. -მანქანით ვარ. -არც კი შემოუხედავს ჩემთვის ისე მიპასუხა. როგორც ჩანს ნინა ჩოხელს საერთოდ არ ვაინტერესებ... -როგორც გინდა... -დაბალი ხმით ვუთხარი -უბრალოდ მეც მაგ გზაზე მივდივარ და ვიფიქრე... კარგი კარგად -სწრაფად დავასრულე. *** ლუკა მესხს თავს ყველანაირად ვარიდებდი... ვატოს ნათქვამიდან გამომდინარე არ მინდოდა ლუკას მორიგი "ნაშა" ვყოფილიყავი. ძალიან მაღიზიანებდა ამაზე ფიქრი. პასუხი არ გამიცია ისე ჩავჯექი მანქანაში და ადგილიდან გავქრი. 11 საათი ხდებოდა და ბნელოდა. ლამპიონები მთელ ქუჩებს ანათებდა და მსიამოვნებდა გადატვირთულ გზაზე მანქანით სეირნობა. ნუ სეირნობას თუ დავარქმევდით ამას... დაძაბული ვიყავი როცა სარკეში ვიხედებოდი და ვხედავდი ჩემს უკან მომავალ შავ BMW X5-ს ვხედავდი. მოდი შევთანხმდეთ რომ მას მშვენივრად შეეძლო ჩემთვის გაესწრო ან უბრალოდ სხვა გზით წასულიყო მაგრამ ის უბრალოდ მე მომდევდა. -გისმენ ანი! -ვუპასუხე როცა ტელეფონზე დამირეკა. -ჩქარაა ვეღარ ვითმეენ მაინტერესებს შენი და ლუკას ამბები. -რა ამბები?!!! -ზედმეტად მკაცრად ვკითხე. -კარგი რა... ვხვდებით მე და ვატო ყველაფერს. არც შენ და არც ლუკა დღეს ჩვეულებრივ არ იქცეოდით. -ანის სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი როგორ ეშმაკურად იღიმოდა. -ანი დაიმახსოვრე და მუდამ გახსოვდეს რომ ჩემსა და ლუკას შორის არაფერი არ ხდება და არც არაფერი მოხდება. არანაირი საერთო არ გვაქვს, არც მეგობრობა და არც მომავალი ნათესაობა. ეს სამუდამოდ გაგრძელდება. გესმის?! სამუდამოდ... -მინდოდა ეს სიტყვები ლუკასაც სცოდნოდა რადგან მისი ასეთი სიახლოვე მაშინებდა. -რა ჯიუტი ხარ ღმერთო ჩემო! -გაბრაზდა ანი. -აუ ანი კარ... -ტელეფონი ჩამივარდა. მოდი ვაღიაროთ რომ მძღოლობის წესებს მკვეთრად ვარღვევდი. ტელეფონის ასაღებად დავიხარე და ჩემი მზერა გზას მოშორდა. მიკვირს ეს როგორ დამემართა... საჭეს ხელი როგორ გავუშვი. ძლივს ტელეფონი სავარძლის ქვეშიდან ამოვაძვრინე და მხოლოდ ახლა შევხედე გზას. წამის მეასედში კი დავინახე ჩემი მანქანა როგორ მკვეთრად მიდიოდა არასწორი მიმართულებით მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. ვხედავდი როგორ ვუახლოვდებოდი ბორდიურს და მასთან მდგომ გაჩერებულ უზარმაზარ სატვირთოს. ჩემს უკან მომავალი მძღოლი გაუჩერებლად მისიგნალებდა. ჰოდა აი ასე... ავწიე თავი და შევეჯახე კიდეც ამ სატვირთოს... ჩემი მანქანა ჯართად იქცა. სატვირთოს არაფერი მოსვლია. თავი საჭეს დავარტყი. წინა საქარე მინა დაიფშვნა და ფეხი გავიჭერი, ხელზეც და შუბლზეც დიდი ჭრილობა მქონდა. მკლავიდანაც სისხლი მომდიოდა. შოკში ვიყავი. მოდი სიმართლე ვთქვათ რომ ავარიამდე 1 წამით ადრე ჩემთვის მთელ ცხოვრებას თვალწინ არ ჩაუვლია... უბრალოდ იმაზე ვფიქრობდი ისევ როგორ შევრცხვი ლუკა მესხთან... უკვე მერამდენედ! სატვირთოდან მძღოლი ლანძღვით გადმოვიდა... უფრო სწორად რომ ვთქვათ გინებით. -აი ესეც ქალი მძღოლი! -ყვიროდა ის -თვალები სად გქონდა შვილო -თქვა მანამდე სანამ მანქანას მოუახლოვდებოდა. მე პირდაპირ ვიყურებოდი და შოკიდან ჯერაც არ გამოვსულვარ. ვაღიარებ რომ ამ ავარიას ძალიან უმნიშვნელოდ მივიჩნევდი. თვალები დავხუჭე და შეგნებულად არ ვინძრეოდი. -ნინა!!! -გავიგონე როგორ მორბოდა გაგიჟებული ლუკა და როგორ მოუახლოვდა მანქანას შეშინებული. -ლუკა?! -თითქოს შევიცხადე -ღმერთო ჩემო!!!... -ამოისუნთქა ლუკამ და სახეზე ხელები აიფარა. -რაიყო!... -ნაძალადევი გაკვირვება დამეტყო ხმაზე. -მეგონა... -შეწყვიტა. სიტყვებს თავს ვერ უყრიდა-ნინა შენ ცოცხალი ხარ!!! -ისევ ამოისუნთქა მან... თითქოს ეს შვება იყო. -ხოო ცოცხალი ვარ... -უმნიშვნელოდ მივუგე. -მოდი ეხლა ჩემს თითს თვალი გააყოლე. რამდენი თითია?! დაითვალე!... ერთი?! ორი?! სამი?! ნინა ტვინის შერყევა ხომ არ გაქვს?! გონება არ დაკარგო ფხიზლად იყავი კარგი?! ახლავე დაგეხმარები. -კითხვები დამაყარა ლუკამ. აღელვება ეტყობოდა. -მოიცა ლუკა -შევხედე მას. -შეგიძლია შენი გზა განაგრძო... მე მანქანიდან ჩემით გადმოვალ და ჩემს თავს მეთვითონ მივხედავ კარგი?! -კარგი... -საყვედურის გამოხატვით ხელები გადააჯვარედინა და დადგა. მე გადმოსვლა დავიწყე... ჯერ ერთი ფეხი გადმოვდგი მანქანიდან და უკვე მეორეც უნდა გადმომედგა რომ მივხვდი როგორ მტკიოდა... -აუუ!!! -შევყვირე როცა მეორე ფეხის გამოძრავება ვცადე. მან კარი გააღო, რომელიც მაშინვე ჩამოვარდა და ლუკას ფეხზე მსუბუქად დაეცა. -რას აკეთებ?! -მბრძანებლურად ვკითხე როცა მას უკვე წელზე ხელები ჰქონდა შემოხვეული. -ვცდილობ დაგეხმარო რომ არ მოკვდე!... -ცალი წარბის აწევით მიპასუხა მან. მე კი რამოდენიმე წამში უკვე მესხის მკლავებში ვიყავი. შვება ვიგრძენი, როცა მივხვდი რომ მანქანაში უსულოდ აღარ ვეგდე. -ლუკა დამსვი! -კი არ ვთხოვე... არამედ ვუბრძანე. -ვერა. -გითხარი ვცდილობ დაგეხმარო მეთქი და გთხოვ უბრალოდ დაკმაყოფილდი. ნუ ხარ ჯიუტი! -ლუკა!!! -დავუყვირე მას. და თან შევეცადე ხალხის მზერა არ შემემშნია. -ნინა!!! -დამიყვირა მანაც და ვხედავდი როგორ მივყავდი თავისი მანქანისკენ. რომელიც წესის დარღვევით იყო გაჩერებული შუა ქუჩაში. -მოიცა ჩემი მანქანა?! -ვცდილობდი უკან დარჩენილი მანქანისთვის მიმეხედა. -შენს მანქანას უბრალოდ ჯართში ჩააბარებენ შენ მაგაზე არ იღელვო. უბრალოდ ეცადე გონება არ დაკარგო და ჩემთან დარჩე!... -მისი თბილი ტონით ნათქვამი სიტყვების მოსმენისას ტანში მაჟრიალებდა. ხოლო როცა გავაცნობიერე მას მთელი სხეულით ვეყრდნობოდი, მთლიან ტანში გამაჟრჟოლა და უცებ ავკანკალდი. შემცივდა... "ჩემთან დარჩი"-ამ სიტყვებმა უბრალოდ დამატყვევა... --------------------------------------------------- -ძალიან გთხოვ ფრთხილად ატარე! -მივუგე როცა მანქანაში ვისხედით. -ნუ გეშინია! -მშვიდი და დაბალი ხმით მითხრა და ცალი ხელით ყურზე თმა გადამიწია. თან რამოდენიმე წამში ერთხელ გამომხედავდა ხოლმე. -კიმაგრამ სად მივდივართ?! -ვკითხე ინტერესით. -ეგვიპტეში. სად წავალთ ნინა... საავადმყოფოში. -გაეცინა მას და მალევე შეწყვიტა სიცილი. -და იქ რა გვინდა?! -შევეკითხე ისე თითქოს არ ვიცოდი. -რა და ექიმმა უნდა გაგსინჯოს. და ეგ ჭრილობებიც გასაკერია. -აა... -მივხვდი. -რატომ კანკალებ?! -მკითხა მოულოდნელად. -შემეშინდა. ახლაც მეშინია... მეგონა მოვკვდებოდი -ერთი ცრემლი ჩამომიგორდა -როცა ჩემს გვერდით ხარ არ მოკვდები ნინა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.