ფოტოგრაფის აღმოჩენა 5
-გაზაფხულები ძალიან, ძალიან თბილი და ფერადი გოგოები არიან. სადაც ეს გოგონები გამოჩნდებიან, სადაც რა, რომელი ადამიანის ცხოვრებაშიც გამოჩნდებიან ყველაფერ ახალისებენ. უარყოფითს და მძიმეს ყველაფერს ამსუბუქებენ. ყველა გაზაფხულს თავისი ფერი აქვს. მე მხოლოდ ერთ გაზაფხულს მივაგენი, 26 წელია ვეძებ და ჩემი გაზაფხული უბრალოების და სისუტავის ფერია, სიყვარულის ფერიც დაკრავს. ჩემს გაზაფხულს გრძელი წაბლისფერი თმა აქვს, ცხვირზე აქა-იქ შემორჩენია ჭორფლები. ლოყა ეჩხვლიტება ჩემს გაზაფხულს და ტუჩთან ხალი აქვს, ჩემი ხალი. შეგიძლიათ წარმოიდინოთ რა ხდებოდა ახლა ჩემს გულში? უნდა წარმოიდგინოთ. მე ამას ვერ გადმოვცემ ვერანაირი სიტყვით. პირღია ვიჯექი და ვერ ვხვდებოდი უნდა გამხარებოდა თუ უნდა მწყენოდა. ერთადერთს, ბედნიერებას ვგრძნობდი. როგორ უცნაურადაც შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში ისე უცნაურად აგრძელებს პარპაშს ჩემს გულში. ამასობაში მიმტანს შეკვეთა მოაქვს და ეს გოგო ანგელოზად მეჩვენება, მაგრამ ღიმილით გვტოვებს და მე ისევ ფაქტის წინ ვდგები. ნაცრისფერთვალებას ნათქვამს ვიაზრებ და ყველა წინადადებას ცხრაჯერ მაინც ვიმეორებ გონებაში. მჯერა, ყველა სიტყვის მჯერა. შეთე, ჩემშია.. თან იმდენად მაქვს სული მოწამლული ამ ბიჭით, რომ შეუძლებელია მისი არ მჯეროდეს. სხვა თუ არაფერი მის თვალებში ყველაფრის წაკითხვაა შესაძლებელი. ცოტა დაბნეული ვარ მისი უეცარი გამოჩენით ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ უზომოდ ბედნიერი. მე ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი. მთელ ძალას ვიკრებ დახრილ თავს მაღლა ვწევ და პირდაპი თვალებს ვაწყდები. ჟრუანტელი ტავიდან ფეხებამდე მივლის და ისევ ვხრი ტავს. -დალიე, გაცივდება. ისევ მშვიდი და შეუცვლელი ტონი. რაო? დალიეო? მეგონა პასუხს ელოდა. მეგონა მკითხავდა მე ვინ ვარ შენთვისო. ღმერთო ჩმო, რა ამოუცნობია ეს ბიჭი. ბედნიერებისგან ლამისაა წამოვხტე და ჩავეხუტო, ტკივილამდე. მეღიმება და თლილ თითებს ვხვევ ფინჯანს. ის თვალს არ მაშორებს. მე კი თავს მაღლა ვერ ვწევ, არ მინდა მის თვალებს წავაწყდე და ისევ დავიბნე ბრინჯივით. -გაზაფხულო, ოცნებობ რამეზე? სიგარეტის კოლოფს ათამაშებს და კითხვას სასხვატაშორისოდ მისვამს. ჯერ მეცინება ჩემი სახელი, რომ არ იცის. სიამოვნების ჟრუანტელი გაზაფხულის გაგონებისას მივლის. -ნაინა,ნაინა მქვია. ვამბობ გაუბედავად. სულ, სულ ვოცნებპბ ისევ გულწრფელი ვარ. ცალყბად და ირონიულად იცინის. -ნაინა, ნაინა კარგი სახელია, ლამაზიც,მაგრამ ჩემს შერქმეულს ვერ შეედრება. იმიტომ, რომ გაზაფულო მხოლოდ ჩემია. ნაინა კი ბევრის, ძალიან ბევრის. მშვიდად თუმცა კატეგორიული ტონით ამბობს და ისე მიყურებს, რომ მიწის გასკდომაზე და ჩემს ჩატანაზე ვარ თანახმა. -ეგოისტი. როგორციქნა ვბუტბუტებ რაღაცას და აშკარად ეცინება. -რაზე ოცნებობ? უფრო რბილი და თბილი ტონით მეკითხება და დაჟინებულ მზერას ვგრძნობ. -ბევრს ღიმილზე. მინდა, რომ ერთ დღესაც მე და ჩემს ფოტოაპარატს ბევრი ბედნიერი და კმაყოფილი სახის დაფიქსირება მოგვიწიოს. ცუდია, ძალიან ცუდია სიმუქე და მოწყენილობა. რამდენი უპატრონო ბავშვი, მოხუცი, ახალგაზრდა და რამდენი გაჭირვებული უნდა გადავიღო. აი, ესენი ყველა ერთად, რომ გაბედნიერდნენ ეგ არის ჩემი ოცნება. ნათელი, ლამაზი და ღიმილიანი თბილისია ჩემი ოცნება. ვჩერდები, თორემ ცრემლით ავსებულ თვალებს ვეღარაფერს მოვუხერხებ და ავტირდები. თავს ფანჯრისკენ ვაბრუნებ. უხმოდ დგება სკამს ჩემს გვერდით დგამს და მკლავებს მხვევს. ცოტაც და დავდნები. ეკლები მთელს ტანზე მაყრის . არც ის ვიცი უნდა მივცე თუ არა ამის უფლება, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ. -შენ, შენ გააქვს ოცნებები? თავის მოუბრუნებლად ვუსვამ კითხვას. -მე აღარ. ხომ გითხარი ჩემს ცხოვრებაში გაზაფხული გამოჩნდა მეთქი და აღარაფერია ცივი, მუქი და საშინელი. აშკარად იღიმის და თმაზე მიწყებს თამაშს. კაფედან გამოვდივართ. მე მისი პერანგი მიმშვენებს მხრებს და დროდადრო თითებს ვუყურებ ჩემსაში, რომ აუხლართავს და პერიოდულად მიჭერს. საღამოა უკვე და საკმაოდაც გრილა. გზაში ხმას არც ერთი ვიღებთ. ნელი ნაბიჯით ვუახლოვდებით სადარბაზოს. ნაზი ღიმილით ვბრუნდები მისკენ და მადლობას ვუხდი უკვე სადარბაზოში შესული. პირველ საფეხურზე ვადგამ ფეხს და მაშინვე მაჯაში მწვდება ვიღაც. ისევ კედელზე მაკრავს და როგორც იცის ისე მიღიმის. გაურკვევლად ვაცეცებ თვალებს. -ნუ გავიწყდება. კატეგორიულ ტონს ირგებს და მთელი სინაზით მკოცნის ხალთან. მუხლები მიცახცახებს. ისევ ისე ახლოს დგას. მინდა ვიყვირო, ვუთხრა, რომ ასე არ შეიძლება, მაგრამ არ შემიძლია, ხმას ვერ ვიღებ. იმიტომ, რომ მეც მინდა. იმიტომ, რომ შეთემ მეც გამაფერადა. იმიტომ, რომ იმიტომ! მთელი ძალისხმევის მოკრეფა მჭირდება გასაღიმებლად. მერე არ ვიცი რა მემართება. საკუთარ განაჩენს ვაწერ ხელს. თითისწვერებზე ვიწევი და გაღიმებულს ლოყაზე ვკოცნი. -შენი თუ ნაინას ხალია, მშინ მთლიანად შეთეა ჩემი! წარბებს ვკრავ და დადვანის აციმციმებულ თვალებსაც ვამჩნევ, მაგრამ რად გინდა ძლივს ვდგავარ ისეთ დღეში ვარ. - შეთე შენთვის მიჩუქნია ! სრული სერიოზულობით ამბობს და მერე ეცინება. მე ვეღარ ვაზროვნებ. ხმამაღლა ვიცინი და უკანმოუხედავად ავრბივარ კიბეზე. ბედნიერებისგან ენერგიის საოცარ მოზრვავებას ვგრძნობ და მინდა ქვეყანას გავაგებინო ჩემი ბედნიერების მიზეზი. კარს სწრაფად ვაღებ და ისევე სწრაფად ვკეტავ შიგნით შესული. ზურგით ვეყრდნობი კარს და ღრმად ვსუნთქავ. უაზროდ ვიღიმი(ღიმილი თუ ქვია ამას). ტანსაცმელს გზადაგზა ვიხდი და სააბაზანოში ცივი წყლის ქვეშ ვდგები. ცივი წყალი კი არა ყინულების მორევი ვერ მიშველის. ბედნიერი ვეხეთქები ლოგინზე. ისე მშვიდად და ტკბილად არასდროს მიძინია, როგორც იმ ღამეს. დილით საშინელმა ბრახუნმა გამაღვიძა. გიჟივით წამოვხტი საწოლიდან, ხალათს დავწვდი და კარისკენ წავედი. შიშმა ამოიტანა ისეთი გამეტებით აბრახუნებდა ვიღაც. გავაღე თუ არა გიჟივით შემოვარდა ლიკო, რომელსაც წარბშეკრული გიორგი შემოყვა. -ჩამოხვედით? დაბნეულმა და გახარებულმა მიცვაძახე მისაღებში შესულ წყვილს. -ჩვენ ვინ ვართ შენთვის? წიკვინს იწყებს ჩემი ბავშობის მეგობარი. სირუაციაში გარკვევას კი არა სიტყვის თქმასაც ვერ ვასწრებ ისე აგძელებს ჩხუბს, რომ თავი სამშობლოს მეგობარი მგონია შეთეზე რატომ არაფერი გვითხარი? გიორგის დეიდაშვილია და მაგას, რომ არ ეთქვა ერთად ვართო შენ ქორწილში გვეტყოდი მიყვარსო ხო. არ მშვიდდებოდა ლიკო. გიორგის ჩემი სახის შემხედვარეს სახე დაუმშვიდდა და დაურბილდა. თვალების ბრიალით გადახედა ცოლს და ისიც წამში მიეკრა დამშვიდებული. -მე.. არც კი ვიცი, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ... სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდით. გიყვარსო ერთად ხართო ეს ყველაფერი გონებაში გავლებულიც კი არ მქონდა. -დაგაბნია ხო? მასეა, შეთეს ვერაფერს გაუგებ, მაგრამ მიხარია ბედნიერები რომ ხართ. მთელი გულწრფელობით ეღიმება გიორგის. და ლიკოსაც ეპარება ღიმილი ტუჩის კუთხეში. -მაგრამ ჩვენ მაინც გაბრაზებულები ვართ. ყვირის ჩემი დაქალი და სამზარეულოში გადის, სავარაუდოდ ყავისგასაკეთებლად. მე დივანზე ფეხმორთხმით ვჯდები და გიორგის ვუყურებ -მე არც კი ვიცოდი ვიწყებ დამნაშავესავით, თან დადვანზე ვბრაზდები. -ვიცი, ვიცი მაგის ხასიათი. შეიძლება შვილი გააჩინო და მერე მიხვდე, რომ დაქორწინდით, იდუმალია. ხარხარებს გიორგი. ამასობაში ჩემს მეგობარს ტკბილეული და ყავა გამოაქვს და მარს უჯდება გვერდით. -კითქვებს აღარ დაგისვამ. ყველაფერი შენით მომიყევი, რომ გაერკვევი მერე ახლა ჩემი მეგობარი დამცინის. არა კი მინდოდა ვინმეს, რომ გადაერიე, მაგრამ ეს ვინმე თუ ჩემი შეტიკო იქნებოდა და თან ასე აგხლართავდა ფიქრების ლაბირინთში რას წარმოვიდენდი. წარბებს ვკრავ და ვუბღვერ, მაგრამ ისევ პოზიტიურად იწყებს. -ესპანეთი არის შოკი... მერე იმდენ ამბებს ყვება, რომ აქ დასაწერად არ ღირს. მთელი დღე უნდა ვწერო. ბოლოს სიცილისგან მუცელი მტკიოდა. მერე ფოტოები დაათვალიერა. მერე ვუთხარი ის ხუთი მეგობარი კაფეში, როიმ დავაფიქსირე შეთე და მისი მეგობრები იყვნენ მეთი. "ბედის წერააო" დაასკვნა ჩემმა მეგობარმა, სიცილით. გიორგისთან კამათიც მოასწრო და შერიგებაც. ბოლოს წავიდნენ და დამტოვეს გაკრეჭილ, დაპოზიტიურებული. დღესაც საოცარი მზე იყო და გუშინდელს აშკარად ჯობდა. გარეთ მინდოდა გასვლა და მგონი პირველად არ მიმქონდა ფოტოაპარატი ტან. ვიცოდი, რომ ვინანებდი. ახლა იმდენ საინტერესო და კარგ კადრს ვნახავდი, რომ უფოტოაპარატობას ვინანებდი. ნელა გადავკეტე კარი და კიბეს ჩავუყევი. გულში ისევ მერეოდა შეთეზე ბრაზი. ვეტყოდი, აუცილებლად ვეტყოდი, რომ გავბრაზდი. არ შეიძლება მასე. ჯერ ახლა გავიცანით ერთმანეთი და არ უნდა ეთქვა ლიკოსთვის და გიორგისთვის რაც უთხრა. "კი ნაინა. უეჭველი ეტყვი ყველაფერს" დამცინოდა ჩემი მეორე მე. სადარბაზოდან გავდიოდი, რომ შემეჩეხა. -დროებით უნდა წავიდე. მომახალა ყოველგვარი შესავლის გარეშე და ნაღვლიანი დამაჩერდა. გამიხარდა, როგორ არ გამიხარდა. მაგრამ სად მიდიოდა... რამდენი კითხვის დასმა მინდოდა. -დღეს ლიკო და გიორგი იყვნენ დავიწყე და თვალებში ჩავხედე სულ ორი წამით. -მერე? უკვე ეღიმებოდა. -ერთად ხართო ასე გვითხრაო და რატომ არ გვითხარიო. ვბუზღუნებ და თავს მაღლა არ ვწევ. -არ ვართ? ნიკაპზე მკიდებს ხელს და თავს მაღლა მაწევინებს. თვალების დახრას მაინც ვახერხებ, მაგრამ რად გინდა?! უკვე პარა;ლელურ სამყაროში ვყავდი მოსროლილი მის მრავლისმთქმელ თვალებს. -არ ვიცი. ვცდილობ სიმკაცრის შენარჩუნებას. -ხოდა მე ვიცი, რომ ვართ! დარწმუნებული მახლის და თმაზე მისვამს ხელს. -სად მიდიხარ? გაუბედავად ვეკითხები, შიშნარევი ხმით. -ბებიასთან, სვანეთში. ოხრავს და ისევ მიღიმის. სამ დღეში აქ ვარ. მარხცენა ხელის მაჯაზე გაკეტებულ საათს უყურებს -უნდა წავიდე, დანანებით ამბობს. ჯერ ლოყაზე მკოცნის, მერე ხალზე. ამდენ ემოციას ვეღარ ვუძლებ და სადაცაა ავტირდები. -დროებით. ვამბობ და უკან ვბრუნდები. ამჯერად უკნიდან მხვევს ხელ მუცელზე და ისემაბრუნებს. -ნუ გავიწყდება! ხმას იმკაცრებს და ვერ ვხვდები რა მავიწყდება. კითხბით სავსე თვალებს ვანათებ დადვანს. ლოყაზე თითს იდებს და წარბებს კრავს. მეცინება, ბედნიერებისგან მეცინება. თითისწვერებზე ვიწევი და ნაზად ვკოცნი ლოყაზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.