შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერ გხედავ, გგრძნობ! (ნაწილი 1)


19-01-2017, 23:30
ავტორი chica sol
ნანახია 9 048

ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით.
პირველ რიგში გეტყვით იმას რომ უზომოდ მომენატრეთ.
როგორც იქნა დავასრულე ეს ისტორია და სამ ნაწილად გავანაწილებ. იმედია მოგეწონებათ.
პ.ს დაკოპირებისას ჩემმა ვორდმა ცოტა :აურია" და იმედი მაქვს ყველაფერი სწორად გადმოიტანა.
1

მეღვიძება, ვგრძნობ, რომ უკვე გათენებულია, თავს მშვიდად და გამოძინებულად ვგრძნობ. მღვიძავს, მაგრამ თვალებს არ ვახელ. ყოველ დილით ერთი და იგივე, ყოველ დილით მოლოდინი, რომ ამჯერად გამომივა, რომ ამჯერად გავიხარებ...
ნელ-ნელა, მძიმედ ვაშორებ ქუთუთოებს ერთმანეთს და თვალს ვაშტერებ, ისევ იგივე, ისევ სიბნელე, ისევ უკუნი... ყოველ დილით ველი სასწაულს, რომელიც არ ხდება, რომლის მოლოდინიც ნელ-ნელა მიქრება, ხალისი მერთმევა...
ცრემლები არღვევს ჯებირებს და საფეთქელისკენ ნელა მიიკვლევს გზას. სველ ხაზებად მიტოვებს კვალს ყოველი ახალი, ცხელი ცრემლი და თმაში იკარგება...
ღრმად ვისუნთქე ჰაერს, უნდა შევეგუო, მივეჩვიო ჩემს მდგომარეობას, უნდა შევწყვიტო ლოდინი, რომ ოდესმე კიდევ ვიხილავ დღის სინათლეს, სამყაროს, დავინახავ დედას, მამას, მეგობრებს, სამყაროს, ფერებს, მზეს, ზღვას, მთას...
საწოლზე ვჯდები და შიშველ ფეხებს იატაკზე ვაწყობ. უკვე ორი წელია, რაც მხედველობა დავკარგე და მას შემდეგ ვცდილობ ფეხშიშველმა ვიარო, სადაც შესაძლებელია. დავკარგე მხედველობა, თუმცა სხვა მგრძნობელობის ორგანოებმა გაორმაგებულად დაიწყეს მუშაობა. სმენა და ყნოსვა შესამჩნევად გამიუმჯობესდა.
ტუმბოზე ხელებს ვაფათურებ და წიგნი ვიღებ ხელში. ყდას ხელს ვუსვამ, ნელა ვფურცლავ... ყოველ ფურცელს ვეფერები... ეს არის წიგნი, რომელის კითხვასაც ვერასდროს დავასრულებ...
ოხვრით ვაბრუნებ წიგნს თავის ადგილზე, საწოლს წვალებით ვასწორებ, ფანჯრასთან მივდივარ და ფარდას ვწევ. ვცდილობ დამოუკიდებლად გავაკეთო ყველაფერი, ვცდილობ, არ ვიყო ზედმეტი ბარგი, თუნდაც ჩემი მშობლებისთვის... სახის კანზე სითბო და თვალებში მონაცრისფრო ფერი... ეს ნიშნავს რომ მზიანი დღეა. მხოლოდ ამის აღქმა შემიძლია, მხოლოდ მზის „დანახვა“ შემიძლოა... ისიც ასე, ნაცრისფრად...
ორი წელია თვალებზე ჩადრჩამოფარებული ვცხოვრობ, ორი წელია არ ჰქვია ჩემს ცხოვრებას ცხოვრება...

___
ნაბიჯების ხმა მესმის, ძალიან ფრთხილი... ვხვდები, დედა რომ იქნება. საფეხურებს ამოდის და ჩემი ოთახისკენ მოემართება. ახლა უკვე სუსტ ვიბრაციასაც ვგრძნობ შიშველი ტერფებით. კარის სახელურს ფრთხილად სწევს და ნელა აღებს კარს.
-გაიღვიძე, ანა?- ვხვდები როგორ მიღიმის.- დილა მშვიდობის!
-დილა მშვიდობის, დედა!- მეც ვუღიმი.
-ხომ გითხარი, ნუ წვალობ საწოლის გასწორებაზე, მე მივხედავ-მეთქი?-ისევ ნაბიჯების ხმა და ვიბრაცია ფეხის გულებში. ოთახში შემოდის.
-მეც ხომ გითხარი, დახმარება არ მინდა-მეთქი? -უკვე მერამდენედ განვიხილავთ ამ და მსგავს თემას აღარც მახსოვს. -თვითონ გავასწორებ საწოლს, გავიხეხავ კბილებს, დავიბან და ჩავიცვამ, არ ვარ ავადმყოფი, არ მჭირდება დახმარება...- ნერვებმა მიმტყუნა, ისევ...
-კარგი, ანა, მაპატიე საყვარელო, მაპატიე!- ახლოს მოდის დედაჩემი და ფეხზე წამოჭრილს ისევ საწოლზე მსვამს.
-არა, შენ მაპატიე, ლულუ, მაპატიე, ცხოვრება გაგიმწარე.-ისევ ცრემლები, ისევ ეს მლაშე სითხე... ღმერთო, როგორ მძულს ჩემი გამოუსადეგარი თვალიდან ჩამოღვენთილი თვითოეული მათგანი... ნეტავ შემეძლოს ამოვკვეთო ისინი ჩემი ცხოვრებიდან და სამუდამოდ დავივიწყო მათი არსებობა...
-რას ამბობ ანა?-დედას შეშფოთებულ ხმა მესმის და ვგრძნობ როგორ აკანკალდა. სახეზე ხელები მკიდებს.- შენ ჩემი შვილი ხარ. ხომ იცი, რომ მეც და მერაბსაც ძალიან გვიყვარხარ და გვჯერა, რომ მალე ყველაფერი გამოსწორდება და ძველი ანა დაგვიბრუნდება.- სულ მიკვირს ისე როგორ აკვეხებს მამაჩემს ჩვენს საუბარში, რომ არ გავღიზიანდე? სველ ლოყებს თითებით მიმშრალებს, შუბლზე მკოცნის და ჩუმად მთხოვს.-იმედი არ დაკარბო ანა, გთხოვ!
მხოლოდ თავს ვუკრავ, თუმცა არაფერს ვამბობ... უკვე დიდი ხანია, რაც იმედი დავკარგე, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ დილით ასე ველოდები სასწაულს, ვიცი რომ არ მოხდება, ვიცი რომ ლოდინი ამაოა.
-კარგი, ჩამოდი, ვისაუზმოთ და ექიმთან წავიდეთ.
-ჩამოვალ ახლავე.-გაღიმებას ვცდილობ, მაგრამ მგონი ეს სახის მოღრეცვას უფრო ჰგავს.
დედა ოთახიდან გადის, რამდენიმე წუთი ვიცდი და მეც ნელა, ხელების ცეცებით გავდივარ გარეთ. კიბის მოაჯირს ვკიდებ ხელს და დაბლა ვეშვები ფრთხილი ნაბიჯებით: ერთი, ორი, სამი... ხუთი... ცხრა... ათი...
მშვიდობიანად ჩავდივარ კიბეებს და ღრმად ჩასუნთქვით გამარჯვებას ვზეიმობ. სამზარეულოში შესვლისთანავე, დედა მიჩენს ადგილს და მშვიდად ვსაუზმობთ.

___
ექომთან ვიზიტი ჩვეულებრივსამებრ მიმდინარეობს, არაფერი განსაკუთრებული, მსინჯავენ, თვალის ფსკერი მითვალიერებენ, თავზე ტომოგრაფია და ანალიზები მიღებენ... უკვე ორი წელია ასეა, ორი წელია ყოველ თვე მოვდივარ აქ და ერთი და იგივე პროცედურებს ვიტარებ, და ისევ იგივე მესმის, რომ ანალიზები და ზედაპირული დათვალიერება იუწყება, რომ ყველაფერი წესრიგშია, რომ მე უნდა ვხედავდე...
უნდა ვხედავდე, მაგრამ ვერ ვხედავ...
-ანა დერეფანში დაგველოდე საყვარელო, დედას გავესაურები და გაგიშვებთ.-მეუბნება დათო ექიმი.
-კარგი.-ვდგები და მაშინვე ვგრძობი, როგორ დგება დედაც.-თვითონ გავალ დედა!- მკაცრად ვამბობ და იმ მხარეს ვაბრუნებ თავს, სადაც ლულუ მეგულება.
-კარგი, ახლავე გამოვალ.-აღელვებული მპასუხობს დედაჩემი.
ექიმს ვემშვიდობები, გაჭირვებით ვაგნებ კარს და კაბინეტიდან გამოვდივარ. სანამ კარს ბოლომდე მოვხურავ, ექიმის ხმა მესმის და ადგილზე მყინავს.
-რამე უნდა მოიფიქროთ ქალბატონო ლუიზა. გოგონა აბსოლიტურად ჯანმრთელია, თვალი, თავის ტვინი, ანალიზები, ყველაფერი მწყობრშია. აქ უკვე ფსიქოლოგიასთან გვაქვს საქმე. რამე იღონეთ, მოანდომეთ ამ გოგოს ყველაფრის დანახვა, ცხოვრებით ტკბობა.... გირჩევთ ექიმს, მაგრამ როგორც ვიცი, ანა უარს აცხადებს ფსიქოლოგთან სიარულზე, ასეა?
-ასეა.- დედას სევდიანი ხმა აღწევს ჩემამდე. ვხვდები, როგორ ვტკენ, მაგრამ არ შემიძლია, აღარ შემეძლო მეტის გადატანა, კიდევ ერთი იმედგაცრუება ბოლოს მომიღებს, მიწასთან გამასწორებს...
სამი ოპერაციის შემდეგ ისევ უსინათლო ვარ, არადა პირველივე ოპერაციის წინ მაიმედებდნენ, რომ დავინახავდი...
-ვხედავ, ცდილობს დამოუკიდებლად აკეთოს ყველაფერი. იცით ეს რას ნიშნავს? ასე ცხოვრებას სწავლობს, ეჩვევა, აღარ იბრძვის...
კარს ვშორდები, მეტის მოსმენა აღარ შემიძლია, ექიმი მართალია... მე ვეგუები, თითქოს ველოდები, რომ ოდესმე დავინახავ, თითქოს ყოველ დილით მოლოდინით, იმედიანად ვახელ თვალებს და ამ დროს მე შევეგუე ამ ყველაფერს. სიბნელეში ცხოვრება ვისწავლე...
ხელს კედელს ვადენ და გზას მივუყვები. რამდენიმე მაბიჯის შემდეგ სკამს ვეჯახები, წელში ვსწორდები და ვჯდები.
ფიქრებისგან დაღლილი მანამდე ვზივარ გაუნძრევლად სკამზე, სანამ დედას ხმა არ მაფხიზლებს:
-ანა, წავიდეთ საყვარელო!

___
საავადმყოდოს კარს ვაღებთ თუ არა, მაშინვე მესმის წვიმის ხმა, არადა დილით მზე ანათებდა. ისედაც საშინლად სევდიანი, უარეს ხასიათზე ვდგები.
-მე გაჩერებასთან დაგელოდები და შენ მანქანა მოიყვანე, არ მინდა დავსველდე. -ვთხოვ დედას და ისე ვიბუზები თითქოს ძალიან მციოდეს. მანქანა საკმაოდ მოშორებით გავაჩერეთ და აქამდე ფეხით მოვედით.
-მარტო როგორ დარჩები?-ნერვიულად მეკითხება ლულუ და მხარზე ხელს მადებს.
-არ დავიკარგები დედა, მიმყევი გაჩერებამდე და მოიყვანე მანქანა შენ.
-კარგი, წამოდი.- ხელკავს ვუკეთებ და გვერდით მივყვები. ნელა მივიწევთ წინ.
-აქ დამელოდე. ჩამოჯექი. მალე მოვალ მე.-ვგრძნობ მის ხმაში პანიკის ნაპერწკლებს, მაგრამ არაფერი ვიმჩნევ.
-კარგი, მიდი.-ვუღიმი დასამშვიდებლად.
მიდის...
ღმერთო, როგორ მახრჩობს, როგორ მგუდავს ჩემი უსუსურობა... რა გავაკეთო? მინდა დავინახო კვლავ სამყარო, მინდა! მინდა! არ მინდა ამას შევეგუო, მაგრამ ჩემდაუნებურა
დ ასე გამოდის. არ მინდა ფსიქოლოგი, არ მინდა ვიღაცას ჩემი შინაგანი სამყარო გავუხსნა, ჩემი გულის ტკივილი გავუზიარო, მერე ის ყველა სიტყვაზე გამომეკიდოს, ჩამიღრმავდეს და საკუთარი დასკვნა დადოს, ან მე ისევ შემაგუოს იმას, რომ ერთ დილით ყველაფერი შეიცვლება და მე ამ დღეს მთელი ცხოვრება ველოდო, აღარ მინდა იმედგაცრუება ისევ ვიგრძნო...
ნერვიულობისგან ხელები მიკანკალებს, სუნთქვა მიხშირდება, სახე მიხურდება და პირღია ღრმად ვიწყებ სუნთქვას, მაგრამ ჰაერი მაინც არ მყოფნის... ფეხზე ვდგები და ხელების ცეცებით ვცდები მოსაცდელს. სახეზე მიყოლებით ვგრძენობ წვიმის წვეთებს, შვებით ვისუნთქავ ჰაერს. ხელებს ოდნავ ვწევ განზე და წვიმის წვეთებს ნებას ვრთავ ჩემს მკლავებზეც თავისუფლად ითარეშონ. ორი წელია წვიმა არ შემხებია, ორი წელია არ შემიგრძვნია. ახლა კი ვგრძნობ, როგორ მეცემა წვეთი კანზე, როგორ ისვრის შხეფებს და როგორ იშლება თვითოეულ უჯრედში...მეღიმება... თურმე რა სასიამოვნო გრძნობაა...
წვიმის წვეთებს მინდობილი, ვერც ვიგებ როგორ მიახლოვდება ვიღაც და უკნიდან მეჯახება. ვკივი, ინერციით ვვარდები წინ და გუბეში მუხლებითა და ხელებით ვემხობი...
-უკაცრავად.-მესმის შორიდან ვიღაცის მოძახება, მაგრამ იმასაც ვერ ვაცნობიერებ რომელი მხრიდან მესმის ხმა. ორიენტაცია მეკარგება, ვერ ვხვდები საითაა მოსაცდელი და საით გზა... ისევ მუხლებით ვდგავარ წვიმის გუბეში და სახეს წვიმასთან ერთად, ახლა იმ წამს წამსკდარი ცრემლებიც მინამავს. პანიკა მეწყება, მანქანების ხმა ყოველა მხრიდან მესმის... ვირევი!
კიდევ ერთხელ ვგრძენობ ჩემს უმწეობას, კიდევ ერთხელ მინდება არსებობის შეწყვეტა...
ხელებს განზე ვწევ, იქნებ რაიმეს მოვეჭიდო, ან რაიმეს შევეხო, მაგრამ არაფერი...
-დამეხმარეთ...-ჩემდაუნებურად მხდება სასოწარკვეთილს.
-აქ ვარ, მოდი დაგეხმარები!-მესმის აღელვებული ხმა. მხრებზე ხელების მოხვევას გრძენობ და სწრაფად ვშორდები გუბეს. ფეხზე მაყენებ აცახცახებულს, მერე წელსა და მუხლებში მიცურებს ხელებს და წამში მიყვანს ხელში.-აი ასე, დამშვიდდი! რამე იტკინე?
ასლუკუნებული, ვერც ვიაზრებ როგორ პოულობს ჩემი ხელები მის ქურთუკს. წყალწაღებულივით მთელი ძალით ვეჭიდები. შეშინებული სლუკუნს ვერაფრით ვიკავებ.
-დამშვიდდი, ყველაფერმა გაიარა. რამე გტკივა? -მესმის მისი ხმა. მაგრამ ხმას ვერ ვიღებ პასუხი რომ დავუბრუნო.
როგორც ვხვდები ბარდიულზე ჯდება და გვერდით მისვამს. ისევ გვაწვიმს, ხელებს მის ქურთუკს არ ვაშორებ.
-დაწყნარდი, ხელი გამიშვი აბა, შემოგხედო.-მესმის მისი სიცილნარევი ხმა და მეც შერცხვენილი სწრაფად ვუშვებ ხელს. დაუცველობის შეგრძნება იკავებს ჩემში ადგილს, მე კი ვცდილობ ამის დაიგნორებასა და დაწყნარებას ვაიძულებ თავს.
-მოდი ერთი შემოგხედო...- სახეზე მიკრული თმას სათითაოდ მიწევს ყურს უკან, -ასე არ ჯობია? -ღიმილი ვგრძენობ მის ხმაში.
ხელი ჩემდაუნებურად მიმაქვს მისკენ და მის სველ თმას ვგრძნობ. ნელა გადამაქვს სახეზე თითები, შუბლიდან ვასრიალებ ქვემოთ, ცხვირის გავლით ტუჩებისა და ნიკაპისკენ, მერე მარცხენა თვალსა და ლოყაზე ვატარებ, სწორი ცხვირი აქვს, მაღალი შუბლი, მოზრდილი თმა, მსხვილი ტუჩები, სწორი წარბები, ოდნავ წამოსული წვერი...
მელამაზება...
პირველად ვაკეთებ ამას, პირველად „ვხედავ“ასე ადამიანს, პირველად აღვიქვამ სახეს თითებით...
-რას აკეთებ?-მისი დაბნეული ხმა მესმის
-შემოგხედე!-ჩუმად ვამბობ.
-კარგი, უცნაური ვიღაც ხარ!-ეცინება. -მე რეზი მქვია!
-ანა.- რაღაცნაირად გულზე მხვდება, ვეუცნაურები...
-ანნა...-ისე წარმოთქვმს ჩემი სახელს... ისე განსხვავებულად...
უცებ მანქანის დამუხრუჭების ხმა მესმის და დედას კივილიც არ აყოვნებს.
-ანა!- მის ხმაში შეშფოთებას ვგრძენობ. სწრაფი ნაბიჯებით მოდის ჩვენსკენ.
რეზი ხელს მაშველებს, ფეხზე ვდგები და დედას ხმის მიმართულებით ვბრუნდები.
-რა დაგემართა? რა მოგივიდა?-სახეზე ხელებს მისვამს და დედას ამ ქმედებაზე, უკნიდან რეზის ჩაცინება მესმის.
-ლულუ, კარგად ვარ, გეყოფა! -კბილებში ვცრი.-უბრალოდ წავიქეცი და რეზი მომეხმარა...
-რეზი? ვინ?-უაზროდ ისვრის დედა სიტყვებს და ახლა მხრებსა და ხელებს მისინჯავს.
-დედა გეყოფა! -ისევ ვუღრენ, მერე უკან ვბრუნდები და თავდახრილი, დაბალ ხმაზე ვამბობ. -დიდი მადლობა რეზი, კარგად!- მინდა ვუთხრა „მშვიდობით“, მაგრამ არ ვამბობ, თითქოს ამით ჩემს თავს ვაიმედებ, რომ ისევ შევხვდები მას...
მკლავზე ხელი მკიდებს და მანქანისკენ მივყავარ ლულუს, კარი მიღებს და უკანა სავარძელზე მოთავსებაში მეხმარება. ავარიის შემდეგ წინა სავარძელზე აღარ ვმჯდარვარ...
-ახლავე დავბრუნდები საყვარელო!- მეუბნება დედა და კარებს მიხურავს.
___


ირგვლივ სიმწვანეა, გულყვითელა ჩიტები ჩემს ირგვლივ დაფრინავენ. ხეებით შემოფარგლულ ლამაზ მინდორზე ვდგავარ, ცაზე მზეა გამოკიდებული და სხივებს უხვად მაფრქვევს, ანცად დამთამაშებს სახეზე და ცხოვრებას მილამაზებს.
მომწონს ყველაფერი, ეს ფერადი და მშვიდი გარემო საოცრად დამამშვიდებლად მოქმედებს ჩემზე, მაგრამ სადღაც შიგნით რაღაც მიბობოქრებს, რაღაც მაფორიაქებს. ვიცი, რომ აქ არ უნდა ვიყო, რომ ეს ჩემი სამყარი არაა, აღარაა...
-ანნა!-ძალიან ახლოდან მესმია ჩემი სახელი, ისევ ისე უცნაურად გამოთქმული, როგორც ერთხელ მოვისმინე.
ხმის მიმართულებით ვბრუნდები და ჩემს წინ მდგარ ბიჭს ვაწყდები. სახის ნაკვთებს ბუნდოვნად ვხედავ , მაგრამ ვიცი ისაა, თვალებს ვისრეს, იქნებ მხედველობა აღმიდგეს-მეთქი, მაგრამ არა...
დეჟა ვუს გრძნობა მკლავს და ამავდროულად სიუცხოვე მახრჩობს...
ახლოს მივდივარ, ხელი გაუაზრებლად მიმაქვს მისი სახისკენ და თითებით უკვე განვლილ გზებს გავიდივარ. ისევ ვგრძნობ მის სილამაზეს თითის ბალიშებით, ისევ აღვიქვამ მის თმას, თვალებს, ცხვირს, ტუჩებს, ნიკაპს...
უცებ ყველაფერი წყნარდება, აღარც ჩიტების ჟღურტული, აღარც ფოთლების შრიალი, არც მზე, ბალახები და სიმწვანე... აღარც ის...
მეღვიძება... მწარე რეალობა მემსხვრევა თავზე. ისეთ საშინელ წვას ვგრძნობ გულში, სუნთქვა მიჩერებს. ჩემდა გასაკვირად ხმამაღლა მივარდება ტირილი, ვერ ვჩერდები... იმ ავარიის შემდეგ, მხოლოდ ამ უბედურ შემთხვევას ვხედავ სიზმარში, სხვას არაფერს, ახლა კი... ამ ცვლილებამ შემძრა...
-ანა!- დედა აღებს ჩემი ოთახის კარს. ჩემს საწოლთან მორბის და ჩემთან ახლოს ჯდება. -რა მოგივიდა? -სახიდან ხელებს მაწევინებს.
-დამესიზმრა...- ტირილს ვაყოლებ სიტყვას. მუხლებს ვიბჯენ მკერდზე და ორივე ხელს მთელი ძალით ვიხვევ ზედ.
-ავარია? -ხმაში შეშფოთება ესახება ლულუს. მარცხენა ლოყაზე ცრემლს ნაზად მწმენდს.
-არა, რეზი!- წამიერად მეღიმება. თითის ბალიშებს ერთმანეთს ვუხახუნებ, ისევ ახსოვს თითებს მისი კანი, ისევ ახსოვს ჩემს ცხვირს მისი სურნელი, ჩემს ყურებს - მისი ხმა...
-ის ბიჭი?-შეშფოთება ახლა გაოცებამ შეცვალა.-რა გესიზმრა?
-ვხედავდი დედა, აღარ ვიყავი ბრმა! ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მეგონა...- ვიღიმი და საწოლში ვწვები. გონს მოვდივარ... -მაპატიე თუ შეგაშინე, ლულუ. დაიძინე შენც, გვიანაა უკვე. კარგად ვარ მე.-ყველანაირად ვცადილობ მშვიდი ხმა მქონდეს. მარტო დარჩენა მინდა, ფიქრი მჭირდება...
-გინდა შენთან დავრჩე?- არ ცხრება ლულუ. როგორც ჩანს საკმაოდ შევაშინე.
-არა დედა. მეძინება!-საბანს ყელამდე ვიწევ, თვალები ვხუჭავ და გულში ვლოცულობ, რომ მარტო მალე დავრჩე ოთახში.
რამდენიმე წამი გაუნძრევლად, თუმცა დაძაბული ზის, მერე იხრება მკოცნის და ნელი ნაბიჯებით ტოვებს ოთახს. მესმის მისი მძიმე ნაბიჯების ხმა.
როგორ ვაწვალებ საკუთარ დედას, როგორ ვტკენ... როგორ ვტანჯავ...
მთელი ღამეს საკუთარ თავთან ბრძოლაში ვათენებ. არ უნდა ვიფიქრო რეზიზე, ვიცი, მაგრამ მაინც ვერ ვიგდებ თავიდან... არ ვიცი რატომ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ამ ბიჭზე ფიქრი მცვლის. სიხალისეს მიბრუნებს, სხეულს მიცოცხლებს... სადღაც შინაგანად ვგრძნობ, რომ კიდევ მომიწევს მასთან შეხვედრა. ვცდილობ, მთელი განვლილი ღამე ვცდილობდი, რომ ეს აზრი უკუვაგდო, არ მინდა, რაიმე უაზრო აზრები შთავაგონო ჩემს თავს.

2
____
-ძილის გუდავ, გაიღვიძეეე...-ლელას ყვირილი მესმის და მაშინვე ვჯდები საწოლში.
-გოგო, შენ სულ გამოშტერდი?-გაბრაზებული ვყვირი.
-კი, გამოვშტერდი! არ იცოდი სიყვარულმა გამოშტერება რომ იცოდა? -საწოლთან მორბის და მკლავებს კისერზე მხვევს.-მომენატრე!
-მეც მომენატრე!- ღიმილი გადამდის სახეზე და ხელებს მჭიდროდ ვაჭდობ.
ლელა თორია, ერთადერთი მეგობარია, რომელიც ავარიის შემდეგ შემომრჩა. ნელ-ნელა ყველა დაიფანტა, მაგრამ ლელა - არა!
-ხოდა თუ მოგენატრე, ხვალ მთელი დღე დამითმე, რა. თუ გიყვარვარ, არ დამიწყო ახლა შენებურად. ხვალ ირაკლის დაბადების დღეა და მივდივართ ყველა წყნეთის სახლში. მხოლოდ ძალიან ახლობლები იქნებიანო ირაკლიმ. გევედრები რა, ანნ...
-ხომ იცი, როგორ ვერ ვიტან ხალხმრავლობას და ხმაურიან ადგილებს... -მაინც ვიბრძვი, კი ვიცი, რომ ლელასთან არ აქვს აზრი, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო და...
-გეფიცები, ანა, როგორც კი მეტყვი რომ დაიღალე, მაშინვე ოთახში აგიყვან, იქ უნდა დავჩეთ...-მაპარებს.
-რა? არა, არ მინდა! ამაზე აღარც კი მელაპარაკო. წამოვიდოდი, ერთი საღამო რომ ყოფილიყო, მაგრამ დარჩენა? არა!
-კარგი, მაშინ წამოგიყვანთ უკან, თუ არ დარჩები. წამოდი რა, გთხოვ, გთხოვ, გთხოოოვ... -ვედრებით მიწელავს სიტყვებს და ხელზე მეჯაჯგურება.
-ყველა ნასვამი იქნება და ვინ წამომიყვანს?
-ხომ იცი, ირაკლი არ სვამს და ჩამოგიყვანს, ოღონდ წამოდი, ძალიან გთხოვ.-ისეთი ხმით მეუბნება, ვეღარ ვეწინააღმდეგები და მეცინება.
-წამოვალ, კარგი, მაგრამ ერთი პირობით!-მახსენდება უცებ.
-რა პირობით?-ხტუნვას იწყებს ლელა.
-საჩუქრის ყიდვაში უნდა მომეხმარო. მაღაზიაში გამყვე და ამარჩევინო.-ვაყენებ ჩემს პირობას კატეგორიული ტონით.
-კარგი! მიყვარხარ! ჩემი ხარ, რა, ჩემი გოგო ხარ!-კივილით მეხვევა ლელა და მის სიგიჟეზე მეც ვეღარ ვიკავებ სიცილს.
ნახევარ დღეს საჩუქრის შერჩევას ვანდომებთ. ბოლოს შესანიშნავ საათზე ვაჩერებთ არჩევანს (ლელას თქმით შესანიშნავი). და რადგან ლელას უკვე შეძენილი აქვს საჩუქარი, სახლში ვბრუნდებით.
____
უკვე წყნეთში ვართ. მე სამზარეულოში, მაგიდას ვუზივარ და ხელსახოცებს სამკუთხედ ფორმას ვაძლევ, ლელა კი დიასახლისობს.
-აი, ხომ დავბრმავდი, მაგრამ ქათმის ხორცს ახლაც ვერ ვიტან...-შემწვარი ქათმის სუნზე ცხვირი ვიბზუებ.
-გოგო!- მკაცრად მაჩუმებს ლელა.-ენას ამოგაცლი, შენს თავს კიდევ ერთხელ თუ უწოდებ ბრმას! სხვათაშორის, შენ მხედველობა დაკარგე დროებით, გემოვნება კი არ შეგცვლია, რა შუაში იყო ახლა ეს?-ფეთქდება ლელა.
-აქამდე მეგონა იმიტომ ვერ ვჭამდი, რომ „ვიდს“ ვუწუნებდი. თურმე ასე არ ყოფილა...- ვაიგნორებ მის ქოთქოთს.
-შენ მე სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ!- ისევ მიტევს. რა დააოკებს ახლა ამას...
-ვინ აბრაზებს ჩემს მეგრელკას?-ირაკლი შემობრაგუნდა სამზარეულოში და ლელას მიეჭრა.
-მე, მხოლოდ მრმა ვარ, ყრუც კი არა...-კოცნის ხმაზე ვაჯავრებ ორივეს.
-გოგო, ენა-მეთქი!-ისევ ბრიალებს ლელა.
-ბოდიში, ბოდიში! -ხელებ დანებების ნიშნად ვწევ და შემდეგ ისევ მაგიდაზე ვათათუნებ ხელსახოცებს რომ მივუბრუნდე.
სუფრას ლელა და ირაკლის და, ლიზა შლიან. მხოლოდ ჩვენ სამნი ვართ გოგონები და ირაკლის ჩათვლით ოთხი ბიჭია სახლში. ყველას მაცნობენ ირაკლი და ლელა, მაგრამ თავს მაინც უხერხულად ვგრძნობ. არც ერთის სახელი არ მახსოვს ორი წუთის შემდეგ, არც ერთის სასიამოვნოა არ სწვდება ჩემს ყურებს, არც ერთი ხუმრობა არ მოდის ჩემამდე... ვგრძნობ, რომ აქ ჩემი ადგილი არ არის, ვგრძნობ, მათ დაძაბულობას. ცდილობენ ისეთ თემებზე ისაუბრონ, რომ მეც გავმხიარულდე, თავი ზედმეტად არ ვიგრძნო... ხან რას მთავაზობენ, ხან რას... ვგრძნობ, როგორ ვეცოდები მათ, ვგრძნობ და შიგნიდან ვიწვი... არ მინდა ვინმეს ვებრალებოდე, არ მინდა... მხოლოდ ლელა და ირაკლი არიან ჩუმად. ორივე მიცნობს და იციან, რომ ვერ ვიტან ასეთ მოპყრობას. უხერხულობა უფრო და უფრო მავლებს კლანჭებს, მათი გადამეტებული ყურადღება მკლავს, ნერვებს ძლივს ვიმორჩილებ, რომ ოთახიდან არ გავვარდე... ხომ შეიძლება ყველამ თავის თავს მიხედოს და მე შემეშვან? ისე თითქოს აქ არ ვიყო?
კარის ხმა მესმის. დაუკაკუნებლად ვიღაც შემოდის სახლში. არა, აშკარად ორნი არიან, ფეხის ხმა ამას მეტყველებს...
-ვაახ, დავით! როგორ ხარ? როგორ გვიკადრე?-ირაკლის ხმა მესმის.
-გილოცავ დაბადების დღეს! გაიცანი,ჩემი მეგობარი, რეზი.
-საღამო მშვიდობის!- ოთახის ბოლოდან გამოტყორცნილი სტუმრის ხმა მის ადგილმდებარეობას ააშკარავებს ჩემთვის და ნაბიჯების ხმაზე ვხვდები, რომ მაგიდისკენ მოდის.
სანამ ტვინი აღიქვამს ხმას და გადაამუშავებს, სანამ აღიქვამს იმას, რომ ხმა საშინლად ეცნობა, მანამდე მიძგერდება გული და გვერდზე მჯდარ ლელას უფრო მჭიდროდ ვეკრობი მხარზე.
-ანა, რამე ხომ არ გინდა?-გრძელი მაგიდის ბოლოდან ხმამაღლა მეკითხება ლიზა.
ჯანდაბა, ბრმა ვარ თუ ყრუ?
-ლიზა!-მოთმინებადაკარგული ირაკლი უტევს დას.-ანა პატარა არაა, რამე თუ სჭირდება იტყვის, რას გაუ****ეთ საქმე!
-ეზოში გამიყვანე, რა. გთხოვ! -უკვე ტირილის პირას მისული ვთხოვ ლელას. ვერ ვხედავ, თუმცა ვგრძნობ, რომ ყველას მზერა ჩემსკენ არის მომართული. სირცხვილისგან ლამის მოვკვდე, მინდა მიწა გამსკდეს და თან ჩამიტანოს. ის ხდება რისიც მეშინოდა, ჩემი აქ ყოფნით ყველას ვუფუჭებ განწყობას...
-კარგი!-ფეხზე დგება ლელა, მეხმარება, რომ უსაფრთხოდ მოვშორდე მაგიდას და მეც მის ხელს მივყევები.
-მე შენ რა გაგაფრთხილე?-ოთახის კარს ვხურავ თუ არა, მაშინვე ირაკლის ბრაზმორეული ხმა სწვდება ჩემს სმენას.
სწრაფად მივყვები ლელას უკან, რომელიც ზღურბლს მაცილებს და ეზოში გავყავარ. აღარაფრის მოსმენა აღარ მინდა!
აპრილის შუა რიცხვებია, ყველაფერი ყვავის და ეზოში მოხეტიალე საამო სურნელი, მაშინვე მელამუნება ცხვირზე . ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და თავს დამშვიდებისკენ მოვუწოდებ. არ მინდა ირაკლის და ლელას ყველაფერი ჩაშხამდეთ ჩემს გამო.
-მაპატიე!-ლელას ასრუტუნებული ხმა მესმის და ყელზე ძლიერად მაჭდობს ხელებს.
-ჩჩჩ...- მეც ვხვევ ხელებს და ნიკაპით მხარზე ვეყრდნობი. ღმერთო, როგორ დავიღალე! როგორ დავიღალე...
-მოდი აქ, საქანელაზე ჩამოჯექი, მეც მალე მოვალ. რამეს მოვიტან მოვიფაროთ, ცივა.-
ლოყაზე თბილად მკოცნის, შემდეგ კი საქანელაზე მსვამს და თვითონ სახლისკენ მიდის.
აპრილის სუსხი კანს მიწიწკნის, მკლავებს ერთმანეთს ვაჭდობ და ხელების ხახუნით ვცდილობ სხეულის გათბობას.
-ჯერ კიდევ ცივა, ასე სასიარულოდ...-ვერც კი ვიგებ, როგორ მიახლოვდება ხმის პატრონი.-შეიძლება?-სვამს ჩემთვის გაურკვეველ კითხვას და სანამ დაბნევას მოვასწრებ, მანამდე ჯდება ჩემს გვერდით.
-ბრმებს ასე ჩუმად არ უნდა მიეპარო.-ვამბობ, ჯერ კიდევ გაღიზიანებული.
-ფეხაკრეფით სიარული ჩემი ერთ-ერთი ღირსებაა...-ეცინება.
-თვალში საცემი ღირსება გქონია.
-ასეც ვიცოდი. - იცინის ხმადაბლა .- მიხარია, რომ არ გავიცდი...- ამბობს უცებ დასერიოზებული.
-მადლობა, რომ დამეხმარე!- მაშინვე ვლბები და მადლიერების გრძნობას წინ ვწევ.
-ჩემთან ვალში ხარ, სიკვდილს გადაგარჩინე.-მეუბნება სერიოზული ტონით. შემდეგ ვგრძნობ, როგორ დგება საქანელიდან და შრიალის ხმები იქცევს ჩემს ყურადღებას. -ეს მოიცვი, ცივა! -მეუბნება მზრუნველი ტონით და მხრებზე მის ნაქსოვ ჟაკეტ მახვევს. მაშინვე მცემს ნაცნობი სურნელი და თავს ძლივს ვიკავებ, რომ კმაყოფილს არ გამეღიმოს.
-რით გადაგიხადო მადლობა? რეზი? -სულაც აღარ მეხუმრებ-მებრაზება. ვსერიოზულდები.
-შეხვედრაზე უნდა დამთანხმდეთ. თანაც 9-ჯერ შეხვედრაზე. -მეუბნება სრულიად სერიოზული ტონით, მაგრამ მაინც ეჭვი მეპარება, მისი სიტყვების სერიოზულობაში.
ხელს ვწევ და მისი მიმართულებით ვიწვდი, სივრცეში ვატარებ, მაგრამ მის სახეს ვერ ვაგნებ და იმედგაცრუებულს უკან მიმაქვს მუხლზე დასადებად, როცა მაჯაზე თითებს მავლებს რეზი და ლოყაზე იდებს.
მისი გაშლილი ხელისგული, მთელ ჩემს მტევანზე უდევს და ნელ-ნელა ერთად გაგვყავს გზა შუბლისკენ... ნელა გავდივართ იგივე გზას მის სახეზე, როგორც მაშინ, საავადმყოფოსთან... წვიმაში...სრული სიმშვიდე აწერია სახეზე, ისევ ისეთია...
ისევ მელამაზა...
სახეზე ღიმილი მედება, ჩემდაუნებურად...
-რატომ ცხრა შეხვედრა? და არა, მაგალითად შვიდი?-ჩემდა გასაკვირად ხმამაღლა წარმოვთქვამ ფიქრებს.
-ცხრა სიცოცხლეო, ხომ გაგიგია? ერთი ხომ გადაგირჩინე?მაგრამ... მოდი, იყოს 8 შეხვედრა: არც შენი, არც ჩემი...
-არჩევანის უფლება მაქვს?- მეცინება.
-არა!
-მე, ბრმა ვარ, რეზი!-ვახსენებ, მინდა დაფიქრდეს საკუთარ შემოთავაზებაზე.
-მე, ბრტყელტერფიანი!-მეუბნება სრულიად სერიოზული ხმით, მერე კი ეცინება.- ხო, კიდევ ბრმა ნაწლავისა და გლანდების ოპერაცია მაქვს გაკეთებული. იმედია, შენს პასუხზე ეს არ იმოქმედებს. ა და კიდევ, მარცხენა ხელი ორჯერ მაქვს მოტეხილი...
მის პასუხზე ხმამაღლა მეცინება. ვიცი, რომ არასწორად ვიქცევი, მაგრამ გული იმდენად ძლიერად მიბიძგებს დადებითი პასუხისკენ, რომ უბრალოდ სხვანაირად ვერ ვიქცევი...
-იყოს 8 შეხვედრა. ოღონდ ეს მეგობრული შეხვედრებია და სხვა არაფერი.
-შენ დაარქვი ამ შეხვედრებს სახელები. შენი ნებაა, მეგობრული იქნება თუ უბრალოდ შეხვედრა. შენ გადაწყვიტე. შევთანხმდით?
-კარგი.-რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ ვთანხმდები.
საკონტაქტო ნომრებს ვცვლით. ფრთხილად მისვამს თმაზე ხელს და ფეხზე დგება.
-ხვალ დაგირეკავ, დილით და დავგეგმოთ ყველაფერი.-კმაყოფილი ჩანს.
-კარგი.-ფართო ღიმილის თანხლებით ვუკრავ თავს.
-მალე შედი სახლში, არ გაცივდე. მე უნდა წავიდე, ნახვამდის!- უეცრად ახლოს ჩნდება რეზი, თავზე მკოცნის და მიდის, ხმის ამოღებაც ვერ ვასწრებ. ხელებს სივრცეს ვავლებ, მაგრამ ის აღარაა ჩემთან. ხელებით მის ჟაკეტს ვეჭიდები და თბილად ვეხვევი შიგ. ისევ ისე წავიდა, როგორც გამოჩნდა, ისე ჩუმად...


____
მეორე დილით ტელეფონის ზარი მაღვიძებს. ქუთუთოებს ერთმანეთს ვერ ვაცილებ, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოუძინებელი ვარ. რა თქმა უნდა ასეა... შუა ღამეს ჩამომიყვანეს ირაკლიმ და ლელამ სახლში...
ხელებს გარდიგარდმო ვშლი, ორიენტაციის გასამყარებლად და როცა ვხვდები როგორც ვწევარ, მერე ვწევ ხელს მარცხენა მხარეს და ტუმბოზე მოთავსებული მობილურს ხელის ცეცებით ვპოულობ.
-გისმენთ.- მწეველის ხმით ვპასუხობ.
-გამოძინება ვერ მოასწარი?-რეზის ხმა მესმის.
მაშინვე ვჯდები საწოლზე და თავბრუს ხვევას ჯანდაბაში ვგზავნი.
-რომელი საათია?-ავტომატურად ვეკითხები.
-შვიდს უკლია ცამეტი წუთი.
-ადრეა...
-ვითმენდი...
-რას ვაპირებთ?
-რომელზე შეძლებ გამოსვლას?
-12 საათის შემდეგ...
-პირველის ხუთ წუთზე გელოდები...-სწრაფად მეუბნება.
-სად?- მეცინება.
-შენს ჭიშკართან.
-არა სადმე შევხვდეთ, ლელა მომიყვანს.
-კარგი. ბუკიას ბაღში ვიქნები.
-კარგი.
-პირველის ხუთ წუთზე...-დროს მახსენებს.
-პირველის ხუთ წუთზე.-ვჩურჩულებ დასადასტურებულად და ვთიშავ.
სახიდან ღიმილს ვეღარ ვიშორებ. თან მინდა წასვლა, თან საშინლად ვნერვიულობ. რაღაც მაწუხებს, რაღაც უკან დახევისკენ მიბიძგებს. „ჩემს თავს შანსი უნდა მივცე“, ვწყვეტ ბოლოს და საწოლში ღრმად ვძვრები.
აღარ მინდა ამაზე ფიქრი, აღარ მინდა აზრის შეცვლა. აღარ ვიმჩნევ გულზე მოჭერილ მარწუხებს და დანაშაულის გრძნობას...
ლელას ვურეკავ და ჩემთან ვიბარებ. ყველაფერი ვუყვები, ყველა დეტალს, ყოველ გულის აჩქარებას და არარიტმულ დარტყმას...
ვხვდები, რომ ნერვიულობს, ხმაზე ვამჩნევ, აურაზე, სიარულზეც კი. ისე მძიმედ ადგამს ნაბიჯებს, ასე მგონია მალე სახურავი ჩამოვარდება.

___
ზუსტად პირველის სამ წუთზე მივდივართ ბუკიას ბაღთში. სკამზე ვჯდები და მზეს სახეს ვუშვერ. გული ისე მიცემს, თითქოს სასიკვდილო განაჩენს ველოდები. თითებს ნერვიულად ვათამაშებ მუხლის თავებზე და თავს ვაიძულებ ღრმად ვისუნთქო დასამშვიდებლად.
-მოვიდა.-მესმის ლელას ხმა და გული უარესად მიძგერდება.
ფეხის ტერფებს, რომლებზეც თხელძირიანი კეტები მაცვია, მთელი ძალით ვაჭერ მიწას. მინდა მისი ნაბიჯები ვიგრძნო, მაგრამ ვერაფერი ვგრძნობ... ისევ ისე მოვიდა, ჩუმად...
-გამარჯობა.-ლელას მისალმებიდან ვხვდები, რომ უკვე ჩვენთან ახლოსაა, მაგრამ ისაა გაუგებარი, სად დგას.
-მეგონა დაიგვიანებდი.-გულწრფელად მეუბნება და ლოყაზე ორ თითს მისვამს.
მეცინება, არაფერს ვპასუხობ.
-ათეს ქუწი, გოწყინებაფუასუნ ართი გინორთინაფი სიტყვა გიწუასუნ თოლემს გემწუოთანქ (ამას უთხარი, რომ გაწყენინოს, ერთი გადაბრუნებული სიტყვაც რომ გითხრას, თვალებს დავთხრი)-მეგრულად მეუბნება ლელა და მხარზე ხელს მადებს.
-ლელა!-საყვედურნარევი, შეშფოთებული ტონით ვტუქსავ.
მთელი ბავშვობის არდადეგებს ლელას სოფელში ვატარებდი და მეგრული კარგად მესმის, თუმცა არასდროს ვსაუბრობ.
-სკან დაქალს ქუწი, ბიცო მიუნს მაეგაი დო იფრელ გევგინ (შენს დაქალს უთხარი, ბიცოლა მყავს მეგრელი და ყველაფერი გავიგე)-მეუბნება რეზი სიცილით.
-ხოლო უჯგუში... (მთლად უკეთესი...)-ახალის ლელა და ხელის მტევანზე ხელს მავლებს.-დამირეკე ნებისმიერ დროს და წაგიყვან.
-არ დასჭირდება, თვითონ მივაცილებ სახლამდე.-უდარდები ტონით ამბობს რეზი.
-ანა!-მკაცრი ხმით მომმართავს ლელა და პასუხს მოითხოვს.
-თუ დამჭირდი, დაგირეკავ. მიყვარხარ!-ხმადაბლა ვბუტბუტებ.
-მეც. დროებით!-აი, მისი ფეხის ხმა კი მესმის და თან ვგრძნობ... ყოველთვის ასე დააბოტებს, როცა რამეზე ნერვიულობს ან გაბრაზებულია.
-შენს დაქალს არ მოვწონვარ! -მტკიცედ მეუბნება და უფრო ახლოს მიჯდება რეზი. -აბა, გავიაროთ ყოველდღიური ფროცედურა და მივხედოთ საქმეს.
ის იყო, უნდა ვიცითხო, რა პროცედურას გულისხმობ-მეთქი, რომ მის ხელს ვგრძნობ მაჯაზე. ხელისგულითა და თითების ბალიშებით ერთდროულად შევიგრძნობ მის კანს. ნელა დამატარებინებს თითებს სახეზე იგივე მიმდევრობით, და ბოლოს ხელისგულზე მისი ტუჩებიც მეხება.
სხეულს ვერ ვიმორჩილებ, მეორე ხელით განწირულივით ვეჭიდები ძელსკამს და მთელი ძალით ვცდილობ ემოციების შეკავებას. ვგრძნობ, როგორ მიკანკალებს შიგნიდან ყველაფერი... ამავდროულად, ისეთი უცნაური გრძნობა მეუფლება, თავადაც ვერ ავღწერ, თითქოს შვება ვგრძნობ, სამშვიდობოს ვიგულებ თავს, თითქოს ომი დამთავრდა და ფრონტის ხაზიდან უვნებელი ვბრუნდები. თითქოს, ყველა ცოდვა ერთდროულად მეხსნება მხრებიდან და ჰაერში ვფრიალებ...
-რას უწოდებ დღეს ჩვენს შეხვედრას?-ისევ მისმა ხმამ მაბრუნებს რეალობაში.
-შეხვედრას!- მხრები ვიჩეჩ.
-როგორს? მეგობრულ შეხვედრას?-როგორც სჩანს ვერ კმაყოფილდება ჩემი პასუხით.
-არა, უბრალოდ შეხვედრას!
-კარგი, მე „გაცნობა“-ს ვუწოდებდი, ჩვენს „უბრალოდ შეხვედრას“.
-კარგი. -მეცინება.
-წავიდეთ, ჩაიზე გეპატიჟები.-ვგრძნობ როგორ დგება ფეხზე. მაჯაზე ხელს მავლებს დასახმარებლად.
-წავიდეთ.

___
-აქ კიბეა! -წყნარად მეუბნება და ხელიდან წელზე გადმოაქვს ხელი.-სამი საფეხურია, ანნა!- ისევ ისე მომმართავს, როგორც პირველად, როგორც მხოლოდ თვითონ მეძახის...
შეკვეთას თვითონ აძლევს და ლანგრით თავადვე მოაქვს ჩაი. მესმის როგორ საქმიანობს, როგორ ანაწილებს ჩაის ჭიქებს მაგიდაზე. რას არ მივცემდი, ახლა ამას რომ ვხედავდე... თუნდაც წამიერად...
- კრუასანიც უნდა მიაყოლო. -მეუბნება ისე თითქოს პატარა ვიყო.
-კარგი. -მეცინება.
-დაგეხმარები! -ვგრძნობ ჩემსკენ როგორ იხრება.
-მე ვიზამ... -სჯობს დისტანცია დავიცვათ, ასე უფრო თავისუფლად ვსუნთქავ და ვვაზროვნებ.
მის ხმას ყურებდაცქვეტილი ვუსმენ . „ოღონდ არ შემიცოდოს, ოღონდ არ შემიცოდოს“ მხოლოდ ეს ფრაზა დამირბის გონებაში...
-მოდი დასაწყისისთვის გეტყვი, რომ რეზი ახვლედიანი ვარ, 25 წლის. დავამთავრე საერთაშორისო ურთიერთობები. მერე ორი წელი ამერიკაში ვიყავი, ახლახანს ჩამოვედი აქ...
-რატომ დაბრუნდი?- მიხარია რომ თვითონ იწყებს საუბარს და არა მე.
-ჩემს ძმას დავჭირდი. -ხმა საკმაოდ უსერიოზულდება, აღარაა ისეთი ლაღი, როგორიც აქამდე.
-ისევ აპირებ წასვლას?-თითქოს, შიშის მსგავსი რაღაც მივლის გულში. ვითრგუნები, ვიწყენ წამიერად...
-მსგავსს აღარაფერს ვგეგმავ.
კმაყოფილს ღიმილი მეფინება სახეზე, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს გულიდან დიდი ლოდი აგაცალესო.
-შენ მომიყევი ახლა.-მაშინვე ვიძაბები, როგორც კი ამას მეუბნება. -ნებისმიერი რამ...
-არ ვიცი რა მოგიყვე. ანა გოცირიძე, 22 წლის, მყავს დედა ლუიზა და მამა მერაბი. 11 წლის ვიყავი, რომ დაშორდნენ და მას შემდეგ დედასთან ვცხოვრობ. მამასთან არ მაქვს კარგი ურთიერთობა. ლულუ, დედაჩემი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადვოკატია საქართველოს მაშტაბით. მეამაყება, არც ერთი წაგებული პროცესი არაა მის დოსიეში. -ფართოდ ვიღიმები...
-რაზე ოცნებობ, ანნა? -ხელზე ხელს მავლებს და ჩაის ფინჯანზე მაჭდობინებს თითებს.
- ჩემნაირისთვის ბევრი აუხდენელი ოცნება არსებობს... მე ხომ ბრმა ვარ...-სევდიან ღიმილს ვაყოლებ სიტყვებს. ჯერ კიდევ იმას ვცდილობ მივახვედრო „რასთან“ აქვს საქმე... უღირს კი ეს ურთიერთობა რამედ?
-ყოველ წინადადებაში ნუ უსვამ ხაზს შენს პრობლემას! -მტუქსავს. -მიდი, მითხარი. აი, ამ წუთას რაც თავში აზრად მოგივა, ის მითხარი, ის რისი ახდენაც შესაძლებელია და არ გამოგდის...
-მმ... მინდა ის წიგნი დავასრულო, რომელიც ორი წელია ჩემს ტუმბოზე დევს...მინდა დასასრული ვიცოდე...-დაუფიქრებლად ვპასუხობ და თან მიკვირს, რა თქმა უნდა, მინდა ამ წიგნის დამთავრება, მაგრამ ამხელა მნიშვნელობას თუ ვანიჭებდი, რომ ნომერ პირველ „ოცნებად“ დავასახელე, თავადაც არ წარმომედგინა...
-ეს ადვილია!-ღიმილნარევი ხმა სწვდება ჩემს სმენას.
-მაგრამ არა ჩემთვის!
ჩაის თეფშიდან ფინჯნის აღების ხმა მესმის. თითქმის უხმაუროდ სვამს ცხელ, სურნელოვან სითხეს და ისევ თეფშზე აბრუნებს.
-ჩაი დალიე, გაცივდება!-ფინჯანზე შემოვლებულ თითებზე მეთამაშება.
-ცოტა შეგრილდეს...-ვამბობ, მაგრამ მექანიკურად ვიღებ ხელში ცხელი ჩაით სავსე ფინჯანს და ფრთხილად ვსვამ.
-რა გაკლია, ანნა? რას ისურვებდი?- ოჰ, ეს „ანნა“... მისი წარმოთქმული...ისე მრევს, ისე მბურდავს...
-მგონი, ისედაც ცხადია რაც მაკლია. მინდა ვხედავდე... შეგრძნებები მაკლია. ვეღარ განვიცდი ვერაფერს, ჩავიკეტე, „ჩავჯექი“. -მხები ვიჩეჩ, ემოციების დასამალად.- ავარიამდე აქტიურ ცხოვრებას ვეწეოდი... მე და ჩემი მეგობრები როლიკებით, ციგურებით ვსრიალებდით. ვგიჟდებოდი ქარის სიძლიერის შეგრძნებაზე. მიყვარდა, როცა ქარი სახეზე მეცემოდა...ადრენალინი... -ვჩუმდები, არ მინდა მთლად წარსულში გადავარდნა. თითქოს ყველაფერს კარგს ვიხსენებ, მაგრამ ეს ყველაფერი აუცილებლად ტკივილს მომიტანს... ვიცი!
კიდევ ბევრს ვსაუბრობთ, სტუდენტურ წლებზეც მიყვება, ბევრს ვიცინით... მეც ვუყვები ჩემს ბავშვობაზე, ჩემზე და ლელაზე, სამეგრელოში გატარებულ საზაფხულო არდადეგებზე, ჩვენს თავქარიანობაზე...


___
ტროტუარს ხელჩაკიდებულები მოვუყვებით. ალბათ თხუთმეტი წუთის სავალ გზას გავდივართ ასე, მაგრამ სიჩუმეს არც ერთი არ ვარღვვევთ...
-მე და შენ, ერთად, სადმე მიყრუებულ ადგილზე რომ ვიყოთ, შეგეშინდებოდა?-მოულოდნელად მეკითხება.
მისი კითხვა მაბნევს. ნუთუ მთელი გზა ამაზე ფიქრობდა? ან, რატომ უნდა შემეშინდეს მისი?
-შეგეშინდებოდა, ანნა?-ფიქრებიდან მაფხიზლებს მისი ხმა.
-არა!-მტკიცედ ვპასუხობ, სრული გულწრფელობით.
-რატომ?-უკვირს, ხელზე მქაჩავს და ერთ ადგილას მაჩერებს.
-არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ გენდობი.-მხრები ვიჩეჩ.
- მე ხომ შენთვის სრულიად უცხო ვარ?
-მერე რა? მე მაინც გენდობი!-პატარა ბავშვივით ვჯიუტდები, თუმცაღა სიმართლეს ვამბობ. მე მას ვენდობი!

3
სახლამდე ასე უხმოდ მივდივართ. ისევ მის ხელის გულშია ჩემი თითები ჩამალული და არც კი ფიქრობენ მათგან თავის დაღწევას...
-შენი სახლის წინ ვდგავართ.- ჩუმად მეუბნება.
-ვიცი.- მეცინება.- აქ ყველა ქვაფენილს, ფილას, ყოველ კიბეს, ყოველ მოაჯირს, სუნსაც კი ვცნობ...-ვუხსნი.
თითებზე თითებს მიჭერს, შემდეგ სიმძლავრეს ოდნავ ასუსტებს, მერე კი ორ-ორი წამის ინტერვალით ერთმანეთის მიყოლებით მაშორებს და ნელა საბოლოოდ მიშვებს ხელს. ჩემს თითებს სიგრილე ეკვრის ირგვლივ და უსიამოვნო შეგრძნება მეუბლება. ისევ მინდა მის ხელის გულში დაბრუნება... ისე უკმაყოფილოდ ვმუშტავ თითებს, თითქოს საკუთარ ადგილს დაუკითხავად მოსწყვიტეს...
-ხვალ დაგირეკავ! - ეზოს ჭიშკრის კარს ჭრიალით მიღებს.
-ხვალამდე!- სიბნელეს ნაძალადევად ვუღიმი და ჭიშკრის კარს ვხურავ. არ მინდა წავიდეს...
სწრაფი ნაბიჭებით მივაბიჯებ სახლისკენ. უპრობლემოდ მივდივარ ზღურბლამდე და მძიმე კარს ნელა ვაღებ. დარწმუნებული ვარ ლულუს არ სძინავს და მე მელოდება, ამიტომ შესვლისთანავე ვეძახი ხმამაღლა:
-დედა! დე...
-მისაღებში ვარ, ანა!-მეპასუხება მისაღები ოთახიდან და მეც მისკენ მივაბოტებ, წინ გაბზეკილი ხელებით . -მოდი! -ოთახში შესვლისთანავე მეუბნება, მის ხმას რომ მივყვე. მეც დივანზე დაღლილი ვეხეთქები. -გშია?
-კი. -ახლა ყველაზე ნაკლებად ჭამა მინდა, მაგრამ ვახშამი კარგი მიზეზია, საუბრის წამოსაწყებად.
-გავაწყობ და დაგიძახებ!- მეუბნება და სწრაფი ნაბიჯებით სამზარეულოსკენ მიდის.
დივნის საზურგეს მთელი ძალით ვეყრდნობი და ფრჩხილებს ნერვიულად ვისვამ კისერზე. არ ვიცი, ასე რა მაღელვებს? ან რატომ ვანიჭებ ამ ერთ „უბრალოდ შეხვედრას“ ამხელა მნიშვნელობას? რატომ ვაპირებ ამ ყველაფრის ლულუსთან მოყოლას? დიდი და გულითადი მეგობრები არასდროს ვყოფილვართ. იშვიათად ვუმხელდი საიდუმლოს და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უბრალოდ სხვა გზას ვერ ვხედავდი.
-ანა, მოდი!- მეძახის დედა სამზარეულოდან.
უხმოდ ვდგები. სააბაზანოში გავიდივარ, ხელებს და სახე ვიბან და სამზარეულოს მაგიდასთან ვჯდები.
-ალუბლის წვენს დაგისხამ!- ლულუ ჯერ კიდევ საქმიანობს.
-კარგი...-გაპარული ხმით ვეუბნები. ნერვიულობის დასაფარად ტუჩები ერთმანეთს ვაჭერ...
-ანა...-შეშფოთებას ვიჭერ მის ხმაში. ჭიქაც მძიმედ დგამს მაგიდაზე. და სწრაფად ჯდება სკამზე. ნერვიულობს...
-დე, დღეს რეზის შევხვდი. გახსოვს ის ბიჭი, გზიდან რომ გადმომიყვანა? საავადმყოფოდან რომ...-ჩემდაუნებურად „მივარდება“ ლაპარაკი...
-მახსოვს!-მაწყვეტინებს სიტყვას.
-ხოდა მაგას...- მაგიდაზე ხელს ვათათუნებ, წვენის ჭიქას ვაგნებ და ნელა ვსვამ, ვცდილობ ყელში ამომჯდარი გული უკან გადავატანინო.- უბრალოდ, მინდოდა გცოდნოდა... მგონი კიდევ შევხვდები და არ მინდა ინერვიულო...-ნერწყვს ხმაურით ვყლაპავ.
-კარგი! -მისი ხმიდან ვერ ვახერხებ ემოციების ამოკითხვას.
ასე უბრალოდ „კარგი“? სადაა ის ქალი, რომელიც ყოველთვის პრობლემას ქმნიდა მსგავს თემებზე? რომელიც დიმასთან ურთიერთობას მიკრძალავდა? რომელიც გამუდმებით ცდილობდა ჩვენს დაშორებას ?
მართალია, ამ ამბების შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და დღესდღეობით ყველაფერი სხვანაირადაა, მაგრამ მაინც არ ველოდი მისგან ამ პასუხს.
-კარგი, რადგან ასეა, ოთახში ავალ!-ვაცხადებ ჯერ ისევ მისი პასუხისგან გაოგნებული და ვდგები.
-ვახშამი?- მაჩერებს.
-აღარ მინდა, ბოდიში!-ვჩურჩლებ და სწრაფი ნაბიჯითა და ხელების ცეცებით ავედივარ ოთახში.


___
დილით ისევ ტელეფონის ზარი მაღვიძებს. ხელის ფათურით ვპოულობ აპარატს და ვპასუხობ.
-დილა მშვიდობის!- მესმის რეზის ხმა ყურმილის მეორე მხრიდან.
-გამარჯობა!-მისი ხმის გაგონებისთანავე სახის კუნთებს ვერ ვიმორჩილებ და ჩემდაუნებულად მეღიმება.
-როგორ გეძინა?
-გაუნძრევლად!- სახიდან ისევ არ მშორდება ღიმილი. ნეტავ, ჩემი ყოველი დღე ასე დაიწყოს...
-დღეს შენი ნახვა მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ საქმე გამომიჩნდა!- თითქოს სევდას ვამჩნევ ხმაში... ან უბრალოდ ძალიან მინდა, რომ ასე იყოს.
-რამე პრობლებაა?-გულისცემის დასაოკებლად ხელს ვიჭერ მკერდზე.
-ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ ქალაქიდან მიწევს გასვლა,არ ვიცი რამდენი დღით...
-გასაგებია.-არ მინდა ასე მწყდებოდეს გული მისი წასვლით, არ მინდა... ვღიზიანდები! საკუთარ თავზე ცალკე მეშლება ნერვები.
ცოტა ხანს ჩუმდება და მეც მხოლოდ მისი ღრმა სუნთქვა მესმის. ალბათ მასაც ესმის როგორ ვსუნთქავ გულამოვარდნილი.
-შევხვდეთ!-მეუბნება მოულოდნელად.
-ახლა არა! -უფრო მეშლება ნერვები და ისევ ვერ ვხვდები რატომ. რამ მაღიზიანებს ასე, მისი წასვლის ამბავი თუ, ეს ამბავი ასე რომ მოქმედებს ჩემზე, ის?
-ათ წუთში შენს ჭიშკართან ჩამოდი.-ხმას არ მაღებინებს ისე მიკიდებს ყურმილს.
„არ ჩავალ“- ვიძახი ხმამაღლა, თუმცა მაშინვე ვდგები საწოლიდან და ფეხშიშველი მივაბოტებ სააბაზანოსკენ.
რამდენიმე წუთში უკვე ჩაცმული ვზივარ საწოლის კუთხეზე და ფეხებს ნერვიულად ვაბაკუნებ. ვგრძნობ, გული როგორ დამიხტის ორგანიზმში, მოლოდინით გაბრუებული... სადღაც შიგნით კმაყოფილების გრძნობაც მიღიტინებს... ისევ მესმის ტელეფონის ხმა. ვფორიაქდები!
-გისმენთ!-ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ ვპასუხობ.
-გელოდები!- მესმის რეზის დაბოხებული ხმა და ისევ კიდებს ყურმილს.
ბურდღუნით ვდგები ფეხზე და მოაჯირს ჩაჭიდებული, ბურდღუნითვე ჩავდივარ კიბეზე. რაც უფრო ვუახლოვდები ჭიშკარს, მით უფრო მეტად მემატება მღელვარება და მისი ნახვის სურვილი.. ერთი წუთის წინ ჩასუნთქულ ჰაერს ხმაურით ვუშვებ ორგანიზმიდან და ჭიშკრის კარს მძიმედ ვაღებ.
უხმოდ, ჯერ ხელზე მკიდებს ხელს, მერე მხრებზე მხვევს და უეცრად მიყუდებს გულმკერდზე. გაოცებულს წარბები მაღლა ამდის... თან, თან... სიამოვნებს მისი შეხება.
-გეწყინა?-ჯერ ისევ მასზე მიყრდნობილს მეკითხება. მარჯვენა ყურში მისი ხმა და გულის ცემა ერთდროულად მიგუგუნებს.
-არა, არ ვიცი...-ჩემი ფიქრები და გრძნობები ახლა ჩემთვისაც გაუვალი ტყესავითაა.
-მაპატიე, რა...-ღრმა სუნთქვას აყოლებს ნათქვამს.
-კარგი!- ვიღიმები ჩემდაუნებურად. თუმცა ვერც კი ვხვდები რისთვის მთხოვს პატიებას და რას ვაპატიობ...
მხრებზე ხელს მკიდებს და განზე მწევს, თავისი თითებით ჩემს თითებს ეთამაშება, შემდეგ მაჯაზე მეჭიდება და ისევ მისი მოგრძო, საოცრად რბილი თმა მებლანდება თითებში.
ათასჯერ უფრო მგრძნობიარე მიხდება თითის ბალიშები, ათასჯერ უკეთ აღვიქვამ, ათასჯერ უფრო ცხადად „ვხედავ“ ვიდრე აქამდე. ხარბად დავატარებ თითებს მის სახეზე და ვსწავლობ, შევიგრძნობ...
-უნდა წავიდე! -ჩემი თითების ქვეშ მოქცეული გლუვი ბაგეებით მეჩურჩულება.
მისი ამოსუნთქული ცხელი ჰაერი ჯერ თითის ბალიშებს ეხება, შემდეგ თითებს ეკვრის ირგვლივ, მტევანზე ცოცდება, და ბოლოს მთელ სხეულს მიწვავს. ჩემს თავს ვეღარ ვცნობ მის გვერდით. „ რა ჯანდაბა გჭირს, ანა?“-გონებაში ვქოლავ საკუთარ თავს.
მხოლოდ თავს ვუკრავ, თუმცა მისი სახის ნაკვთებიდან თითებს არ ვაშორებ. ვგრძნობ, როგორ მირბენს მთელს სხეულში უცნაური ტალღები, როგორ მაკანკალებს სხეული შიგნიდან, როგორ ვიმღვრევი... საჩვენებელი და შუა თითით ვხაზავ მის ნიკაპს, მერე კი ისევ თვალ-წარბისკენ ვაპარებ ხელს. მინაბულ თვალებზე ნელა ვატარებ, წარბებს შორის ვასრიალებ და მის ორ ხაზთან ვჩერდები...
ისევ მაჯაზე ვგრძნობ მის ხელს. თითებს მაშლევინებს და ხელისგულზე მკოცნის ორჯერ.
-სახლში შედი! -არანაირი ემოცია არ იკითხება მისი ხმიდან. არც გაბრაზებულია, არც ნაწყენი, არც გახარებული...
ისევ უხმოდ ვუქნევ თავს და ზურგს უკან ჭიშრის კარს ვხურავ.


___

ისე გადის სამი დღე, რეზი არ გამოჩენილა. არც დაურეკავს!
რას ვგრძნობ? ალბათ, მოლოდინს! დიახ, მოლოდინს!
ველოდები! ყოველი შემოსული ზარი მობილურზე, ყოველი დაკაკუნება კარზე...
ველოდები!
თუმცა ამაოდ!
-ანა!- საძინებლიში ლელა შემორბის .
-ცოტა ჩუმად არ შეგიძლია?- ვჯუჯღუნებ ცხოვრებაზე დაბოღმილი.
-არ შემიძლია... სხვათაშორის 11 საათია უკვე. შენ კი ამ დროს არასდროს გძინავს. ყავა არ გინდა? ადექი რა...- საწოლზე ხტება.
-რა გინდა ლელა? საქმე არ გაქვს? მიდი რა, ირაკლის მოუშალე ნერვები...-ისევ ვაგრძელებ ბუზღუნს, თუმცა ყავის ხსენებაზე, მაშინვე ვჯდები საწოლზე.
-ირაკლი მუშაობს და არ სცალია. მე სამზარეულოში ჩავდივარ და სანამ ყავისთვის წყალი ადუღდება, ქვევით ჩამობრძანდი იცოდე! -ხმაში მუქარას ურევს და მეღიმება. სანამ პასუხის დაბრუნებას მოვასწარებ, მანამდე გადის ოთახიდან.
შიშველ ფეხებს ვაწყობ საწილიდან და ცივ იატაკს მჭიდროდ ვაჭერ. ტუმბოზე დადებულ წიგნს თითებით ვეთამაშები. ჯერ ყდას ვსწავლობ და მერე რამდენიმე გვერდსაც ვფურცლავ.
-ანაა...-სამზარეულოდან მესმის ლელას კივილი.
-მოვდივარ!- მთელ ხმაზე ვკივი მეც და სააბაზანოსკენ მივდივარ.
სამზარეულოში შესვლამდე მიღიტინებს ყავის ნეტარი სურნელი ცხვირზე.
-ოჰ, მიკარდე ქალბატონო?- მკვახედ სისინებს ლელა.- მაგიდაზეა შენი ყავა!
-როგორც თავად ხედავთ...-არც მე ვაკლებ.- გმადლობ!
-ეს ბოლო დღეები სულ გაღიზიანებული ხარ, ანა!- წარმომიდგენია, ახლა რა სახით მიყურებს, ცალი წარბი აწეული აქვს ალბათ და ეჭვიანი, მოჭუტული თვალებით შემომცქერის...
-სახის მიმიკა არ შეცვალო ლელა და ჩემთან ახლოს მოდი, გთხოვ...-სწრაფად ვეუბნები.
-რატომ? -გაოცებული, მაგრამ „გაქვავებული“ მეკითხება და ჩემსკენ მოდის.
ფეხზე ვდგები და ხელებს სახეზე ვუსვამ,ზუტად ისეთი სახე აქვს, როგორიც გონებაში დავხატე. ზუსტად ის ემოცია აქვს ასახული, რაც ხმიდან ამოვიცანი.
-სახეზე ემოციების კითხვა უნდა ვისწავლო. დამეხმარე რა...-მუდარით ვიწელავ ყელს.
მთელი დღე ლელას მიმიკებისა და ემოციების გამოცნობა-წაკითხვაში გამყავს... მხოლოდ რამდენიმე ემოცია ვერ „ ვკითხულობ“ სწორად.
უნდა ვისწავლო თითებით სწორად დანახვა და აღქმა... ვერ ვხედავ, თუმცა ყველას ემოცას წავიკითხავ მათ სახეზე...


___
მეოთხე დილაც გათენდა... საშინლად ვარ გაბრაზებული საკუთარ თავზე, რომ რეზის გარეშე გათენებულ დღეებს ვითვლი, ვბრაზობ, რომ საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებ, რომ ასე ველი...
ისევ თვალებდახუჭული ვწევარ, ბოლოს გამბედაობა ვიკრებ და ნელა ვახელ თვალებს.
ისევ არაფერი, სიბნელის გარდა....იმედგაცრუებისა და გულის წყვეტის, ტკივილის გარდა...
ღრმად ვისუნთქავ ოთახში არსებულ დახუთულ ჰაერს და თავს შთავაგონებ, რომ უნდა მივეჩვიო ასეთ ყოფას, რომ აღარ უნდა ვიტირო...
ნელა ვდგები და ტუმბოზე დადებულ წიგნს ვუთათუნებ ხელს. ვიღებ და ყდაზე ვატარებ თითებს, ვფურცლავ და ცხვირს ვრგავ შიგ...
მობილურის ხმას გამოვყავარ ფოქრებიდან, ანერვიულებული ვუპასუხობ.
-ანა, დილა მშვდობის! მე დილით ადრე გავედი, პროცესი მაქვს რამოდენიმე დღეში და საქმე დამიგროვდა. -ლულუს ხმა მესმის.
-კარგი დედა.
-ლელას დავურეკავ და შენთან გამოვა. საჭმელიც მაცივარშია.
-თვითონ დამირეკავს, დედა, როცა მოიცლის. მიხედე შენს საქმეს, არ ინერვიულო!
-კარგი. ანა, რამე თუ დაგჭირდება, დამირეკე!
-კარგი!-ვპასუხობ და ვუთიშავ.
იმედგაცრუებული და გაბრაზებული საწოლზე ვისვრი მობილურს და ღრმად ვისუნთქავ ჰაერს დასამშვიდებლად.
-იცი, საკუთარ სახლში მცხოვრები ხალხის რა მომწონს? -მესმის უცებ ხმა ჩემს უკნიდან და დაფეთებული, კივილით ვხტები ფეხზე.-ანნა, რეზი ვარ! ბოდიში თუ შეგაშინე...-მამშვიდებს მისი მზრუნველი ხმა.
-აქ როგორ შემოხვედი?-ხმის გაკონტროლებას ვცდილობ და ხელისგულს მკერდზე ისე ვიჭერ, თითქოს გაქცევას ლამობს და ვაკავებდე.
-ახლა ვაპირებდი ახსნას. ის მომწონს საკუთარ სახლში მცხოვრები ხალხის, რომ კარს იშვიათად კეტავენ, ალბათ ფიქრობენ, რომ ეზოს ჭიშკარი დაიცავს მათ სახლს...
-გული გამიხეთქე!-მე მაინც ჩემსას ვერეკები. არ მინდა შევიმჩნიო, რამდენად გამახარა მისმა გამოჩენამ. ნელ-ნელა ვაცნობიერებ, რომ რეზი მართლაც ჩემს ოთახშია, მე კი მის წინაშე სრულიად მოუწესრიგებელი, საღამურებში ვდგავარ და სახე საშინლად მიხურდება.
-მაპატიე, მართლა არ მინდოდა შენი შეშინება. დაჯექი!
უხმოდ, ხელების ცეცებით ჩემს საწოლთან მივდივარ და ვჯდები.
-მოკლედ, აქ რაღაცისთვის მოვედი!-მეუბნება სრულიად მშვიდად და ჩემს გვერდით ჯდება საწოლზე.
-რისთვის?-ვერც კი ვხვდები რა შეგრძნება მეუფლება, შიში? გაოცება? ცნობისმოყვარეობა?
-პირველი, მინდოდა შენი ოთახი მენახა და მეორე- შენი სურვილი უნდა ავასრულო.
-რა სურვილი?-სასწრაფოდ ჩვენს საუბრებს ვავლებ თვალს გონებაში. ნუთუ რამე ვთხოვე და არ მახსოვს?
საწოლიდან დგება და ტუმბოდან რაღაცას იღებს, მერე ფანჯრისკენ ჩერდება და რაღაც მძიმე აცურებს საწოლისკენ. სავარძელი?
-საწოლში დაბრუნდი, ანნა! -მესმის ბრძანებანარევი ხმა.
დაბნეული უხმოდ ვძვრები საწოლში, თვითონ კი სავარძელში თავსდება და ფურცლების შრიალის ხმაც მესმის. სასწრაფოდ ტუმბოს ვუსვამ ხელს, ჩემი წიგნი იქ აღარ დევს...
-რეზი...-ყელში რაღაც მეჩხირება.
-იმედია, წინააღმდეგი არ ხარ წიგნის დამთავრებაში დაგეხმარო...- ჩემგან ნებართვას ითხოვს, აშკარად...
-არა, რა თქმა უნდა, არა!-ვჩურჩულებ.- წიგნში სანიშნია...-მეტი ვერაფრის თქმა ვახერხებ. გული ამომიჯდარი მაქვს... ტუჩებს მთელი ძალით ვაჭერ ერთმანეთს, რომ არ ავტირდე რეზის თვალწინ.
-კარგი...
და იწყებს... მიკითხავს წიგნს, მთელი მონდომებით, მთელი მხატვრულობით... მის მიერ ამოკითხულ ყოველ სიტყვას, სასიცოცხლო მნიშვნელობა ეძლევა ჩემთვის, ისე ხარბად ვისრუტავ თვითოეულ წინადადებას, ისე მჭირდება ეს ყველაფერი, როგორც ჰაერი...
„მე რომ სამოთხეში მოვხვდე, ნელი, იქ ძალიან უბედური ვიქნებოდი!... ერთხელ მესიზმრა სამოთხეში ვიყავი... ვერ აღვიქვი სამოთხე ჩემს სახლად... მეტირებოდა... გული მეფლითებოდა. დედამიწაზე დაბრუნებას ვესწრაფვოდი. ჰოდა, ანგელოზებიც გაბრაზდნენ და პირდაპირ უღელტეხილის ბარდნარში გადმომაგდეს, მე კი სიხარულისგან ავქვითინდი. ჩემი საქმე ისევე არ არის ედგარ ლინტონის ცოლობა, როგორც სამოთხეში ნეტარება!... ახლა კი ჰიტკლიფთან დაქორწინება მის დონემდე დაშვებას ნიშნავს. ისე ვერასოდეს შეიტყობს რა ძალიან მიყვარს! თანაც სილამაზისთვის ხომ არ მეყვარება? მიყვარს იმიტომ, რომ ჩვენ ერთნი ვართ! რისგანაც არ უნდა იყოს შექმნილი ჩვენი სულები, ვერაფერი დაარღვევს მათ ერთიანობას. ლინტონის სული კი ისე განსხვავდება ჩვენი სულებისგან, როგორც მთვარის შუქი ელვის, ხოლო თვრთვილი-ცეცხლისაგან“
სიტყვას სიტყვას ანაცვლებს, წინადადებას - წინადადებას, ფურცლები ერთმანეთის მიყოლებით იშლება... მეც ვგრძნობ ნელ-ნელა როგორ ვივსები, კმაყოფილების გრძნობა მთელს ორგანიზმს მოსდებია და მიუხედავად იმისა, რომ წიგნის სიუჟეტი ახლა სხვა განწყობას უნდა მიქმნიდეს, მე მაინც საშინელ ბედნიერებას და კმაყოფილებას განვიცდი...
წიგნის დასასრულს სრულიად მოულოდნელად მივარდება ტირილი. ფრუტუნით ვიწმენდ ცრემლებს და წამიერად შეყოვნებულ რეზის ხელით ვანიშნებ, რომ კითხვა განაგრძოს... მინდა სულ მესმოდეს მისი ხმა, მინდა სულ ასე იყოს, მინდა სულ ჩემთან იყოს...
არ ვიცი რამდენ ხანს გრძელდება ეს ყველაფერი, რამდენიმე საათს? იქნებ წუთსაც? მე ხომ მხოლოდ წაუკითხავი 97 გვერდი მქონდა დარჩენილი? არ მგონია დიდ ხანს გაგრძელებულიყო კითხვის პროცესი...
დასრულდა! ოცნება ამისრულდა. კმაყოფილებისა და ბედნიერების შეგრძნება ბოლომდე მავსებს. მინდა წამოვხტე და ამ საჩუქრისთვის რეზის მთელი ძალით მოვეხვიო, მინდა ვაგრძნობინო, რომ მისმა მცდელობამ გაჭრა, რომ ბედნიერი ვარ, რომ სიცოცხლე გამილამაზა თუნდაც ერთი საათით. მაგრამ...
ისევ ცრემლები... ისევ შეუკავებელი ემოციები...
ამჯერად რეზი სავარძლიდან დგება და ჩემს გვერდით, სახით ჩემს პირდაპირ ჯდება. ცერა თითით მწმენდს ბედნიერების ცრემლებს და მთელი ძალით მეხვევა. მაშინვე ვწყვეტ ტირილს...
-არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადო.- ჩუმად ვამბობ.
-მე ვიცი, უფლება მომეცი შენს სამზარეულოში ყავა მოვამზადო ჩვენთვის...- ვხვდები როგორ ცდილობს სიცილი შეიკავოს და მე ხმამაღლა მეცინება.
-უფლება მოსილი ბრძანდებით! სანამ შენ ყავას გააკეთებ მე მოვწესრიგდები.
-კარგი. წამოხტი ახლა და მალე ჩამოდი ცხელ ყავას ვსვამ და მარტო არ დამტოვო.
-კარგი.-ისევ ბედნიერი ღიმილი მესახება სახეზე და თან შვებაც ვგრძნობ, როგორც იქნა მოწესრიგდები, ანა!


4
სახე გაბადრული, ემოციებით სავსე და უგონოდ გახარებული ვზივარ საწოლზე და ჯერ კიდევ ვერ ვგრძნობ მუხლებში ძალას, რომ წამოვდგე და ჩავიცვა... ისე ვარ სავსე ემოციებით, ასე მგონია ერთი ზედმეტი მოძრაობა და გავსკდები... რომ წარმოვიდგენ, რომ ახლა ჩემს სახლში, ჩემს სამზარეულოში, რეზი, ჩემთვის და მისთვის, ჩვენთვის, ყავას ამზადებს და მელოდება, რომ მეც მასთან ერთად მივუჯდე მაგიდას, თავს საოცრად ბედნიერად ვგრძნობ. ჯერ თავადაც ვერ ვაცნობიერებ რატომ ვთრთი ასე და რას ნიშნავს ჩემთვის რეზის ეს ქცევა. რას ნიშნავს ის, რომ რეზიმ, რომელსაც სულ რამდენიმე დღეა რაც ვიცნობ,ჩემთვის ოცნებების ახდენა დაიწყო.
ან ვიცნობ კი?..
ვფიქრობ და ვერ ვხვდები, რატომ უნდა იყოს ახლა აქ, სრულიად უცხო, ბრმა გოგოსთან და მის გახარებასა და ოცნებების ახდენაზე ფიქრობდეს, როცა შეუძლია იყოს სხვა, სრულყოფილ გოგონასთან ერთად?
სიბრაზე, უსიამოვნო და ტკივილიანი ფიქრები ზედმეტ ძალასაც კი მანიჭებს და სასწრაფოდ ვხტები ფეხზე და ხელს ისე ვიქნევ, თითქოს ეს ფიქრები ხილული იყოს და მის მოშორებას ასე შევძლებ.
ხელებს თმაზე ვივლებ და წინა ღამით გაკეთებული ნაწნავს სწრაფად ვიშლი, შემდეგ კოსად ვიკარავ და სააბაზანოსკენ ბუტბუტით მივდივარ საკუთარ თავზე გაბრაზებული...

____
მოწესრიგებლი ჩავიდივარ კიბის საფეხურებს და უკვე სამზარეულოს მოახლოვებულს, ფინჯნების მყარ ზედაპირზე დადების ხმაც მესმის.
-ანნა! - სამზარეულოში შესულს ისეთი ხმით მომმართავს, სული მითბება და უაზროდ ვუღიმი სივრცეს. რამდენიმე წუთის წინანდელ ფიქრებს კი ჯანდაბაში ვგზავნი. -კარადებშიც შევიხედე და მაცივარშიც. შავ შოკოლადს მივაგენი, იმედია არ გაბრაზდები, ასე რომ მოვშინაურდი... -ვხვდები, მიღიმს... საპასუხო ღიმილი ვერც მე ვიკავებ.
-არა, რა თქმა უნდა.-მარჯვენა ხელს ოდნავ წინ ვწევ და მაგიდისკენ მივდივარ...
-ორ წუთში მზად იქნება ყავა.
-კარგი. -სკამს ხმაურით ვწევ და ვჯდები.-მოაგვარე საქმეები? -როგორ ვეცადე, მაგრამ ხმაში მაინც მიკრთება წყენა...
-საქმეების რაღაც ნაწილი-კი! -რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ მპასუხობს...
-კარგია!- თავი ვხარი, რომ ახლა უკვე სახეზე ასახული წყენა და ხმაში გამკრთალი ნაღველი არ შეამჩნიოს.
-ანნა, ვიცი, ნაწყენი ხარ! მე ხშირად მომიწევს ასე წასვლა და შენ არ უნდა გეწყინოს, გესმის?-მაგიდის ზედაპირზე ჩამოდებულ, ჩემს მომუშტულ ხელს თავის ხელში იქცევს...
ეს... ეს რა ჯანდაბაა, ანა? რა გჭირს? რას იბუტები? ღმერთო, რა სირცხვილია! გრცხვენოდეს, ანა! საკუთარი საქციელი თავზარს მცემს.
სახეახურებული და დარცხვენილი მხოლოდ თავს ვუქნევ... ჯანდაბა, როგორ მინდა ახლა უბრალოდ გავქრე...
რეზი ფინჯნებში წყალს ასხამს და მაგიდთან მოაქვს ორივე. თვითონ ჩემს წინ ჯდება და ხელზე თითებით მეხება.
-ხელები სულ გაგეყინა...-ორივე ხელს თავის ხელებში იქცევს და ხახუნით მათ გათბობას ცდილობს. -ლამაზი თითები გაქვს! -ორივე ხელზე მისი ტუჩების შეხებას ვგრძნობ, ისეთი თბილი და რბილია... თითებს ჩემივე ფინჯანზე მაწყობინებს და თავის თითებსაც მაჭდობს ზევიდან.
მოულოდნელად ნათქვამი კომპლიმენტი, ნაზი კოცნა ხელზე, მისი ზრუნვა, ჩემში უცნაურს გრძნობა იწვევს. ჯერ ისედაც აჩქარებული გულისცემა უარესად მიჩქარდება, სახეზე ალი მედება. „დაწყნარდი, ანა!“- ვტუქსავ საკუთარ თავს...
-დღეს რა გეგმები გაქვს?- მეკითხება მოულოდნელად...
-არაფერი!-მხრებს ვიჩეჩ. რა გეგმები უნდა მქონდეს? მე ხომ ბრმა ვარ და რაც არ უნდა ვეცადო დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შემიძლია... ჯანდაბა!
-ძალიან კარგი. მაშინ მე მაქვს ჩვენთვის საერთო გეგმები და იმედია შენც არ იქნები წინააღმდეგი.
რა? დღეს ჩემთან ერთად გეგმავს? მეჩვენება, ნამდვილად! ღმერთო!
-რა გეგმები?-გაოცება და ცნობისმოყვარეობა, აი რა იკითხება ჩემს ხმაში...
-ჯერ დამთანხმდი და დანარჩენს მოგვიანებით გაიგებ. -ეცინება რაღაც არაამქვეყნიური ხმითით.
-კარგი!-შემიძლია კი სხვანაირად მოქცევა? მე ხომ მის გეგმებში შევდივარ...


___
-ასე, ანნა! თავი დახარე!- მანქანაში მოთავსებაში დამეხმარა რეზი. არ ვიცი საიდან, მაგრამ იცის, რომ მე მანქანის წინა სავარძელზე არ, აღარ ვჯდები.
გულში ცალკე იმის გამო ვგრძნობ სიხარულს, რომ ასეთი დაკვირვებულია. ალბათ მაშინ შენიშნა ეს, როცა საავადმყოფოს წინ ის „ინციდენტი“ მოხდა.
რამდენიმე წუთიანი ჩუმი მგზავრობის შემდეგ, მე ვიღებ ხმას. უკანა სავარძელზე წრიალს ვწყვეტ და (სავარაუდოდ) რეზისკენ ვიხედები.
-ლაპარაკი დიდად არ გიყვარს არა?-გაღიმებას ვცდილობ.
-ახლა თუ პირი გავაღე მხოლოდ ისეთ თემაზე მომიწევს საუბარი, რომელმაც შეიძლება ხასიათი გაგიფუჭოს, შენ კი შესანიშნავ ხასიათზე ხარ და მე გეგმებისთვის შენი მხიარული განწყობა მჭირდება.- მშვიდად მირაკრაკებს.
-არა უშავს. ვისაუბროთ. ვერ ვისვენებ სიჩუმეში. მანქანის ძრავის ხმა მაღიზიანებს!-ბოლო სიტყვებს მგონი ჩემს თავს ვეუბნები.
-შეგიძლია ავარიის შესახებ მომიყვე?-რეზის ფრთხილი, შემპარავი ხმა მესმის. -თუ არ გინდა არა უშა...
-არა მოგიყვები... -გავაწყვეტინებ სიტყვას.
„ანა, არა! რას აკეთებ?“ მუხლის თავებს მთელი ძალით ვაჭერ წინა სავარძელს.
რამდენიმე წუთი ორივე უხმოდ ვმგზავრობთ. რეზი სავარაუდოდ უხერხულად გრძნობს თავს, მე კი სიტყვებს ვეძებ, რომ ჩემი „ისტორია“ ნაკლები დრამატულობით გადმოვცე...
-მაშინ... ლელას დაბადების დღეზე ვიყავი, -ღრმა ამოოხრებით ვიწყებ თხრობას. -ლელა და ირაკლი „ახალი“ შეყვარებულები იყვნენ, ირაკლიმ აუჩემა, გინდა თუ არა ჩემთან წყნეთში გადავიხადოთ შენი დაბადების დღეო... -თითქოს ვცდილობ არაფერი შევიმჩნიო, მაგრამ ხმის დამორჩილება მიჭირს. მითრთის... ყოველ მეორე წამს ხმის ინტონაცია მეცვლება, ნიკაპი მიკანკალებს... ნერვიულ ცახცახს ვერ ვიჩერებ... ნერწყვს ხმაურით ვუშვებ სასულეში და ამომჯდარი გულის გადატანას ვევედრები. მე ხომ პირველად ვსაუბრობ ამ თემაზე, პირველად ვუბრუნდები წარსულს...
-ანნა!- რეზის ხმაში საშინელი სევდა იკითხება.
-არა, დამამთავრებინე! მინდა ბოლომდე ამოვთქვა, რადგან დავიწყე მინდა ვთქვა...- ხმა უარესად მითრთრის. თუმცა ცრემლებს უფლება არ ვაძლევ თვალზე მომადგეს. -მაშინ ირაკლი და დიმა, ჩემი შეყვარებული, ერთმანეთს არ იცნობდნენ, არ ლელას და ლულუს მოსდიოდათ დიდად თვალში დიმა, ამიტომ დაბადების დღეზეც ვერ მოხვდა... წამოსვლისას დიმას გარეთ ველოდი და საშინელ ქარბუქში ძალიან შემცივდა. ამიტომ როცა მოვიდა, ვიჩხუბეთ. გზაჯვარედინზე, შუქნიშანთან გააჩერა მანქანა და უცებ დავინახე, ჩვენს წინ სწრაფად მიმავალი მანქანა მოსრიალდა და საპირისპიროდ მხარეს მიმავალ ავტომობილს შეეჯახა. შეჯახება ისეთი ძლიერი იყო, რომ მოსრიალებულ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მესმოდა დიმა რაღაცას მიყვიროდა გვედრიდან, თუმცა იმდენად ვიყავი შოკირებული, თვალს ვერ ვაშორებდი ჩემს წინ შექმნილ საშინელ სურათს. მგონი მითხრა: არ გადმოხვიდეო... გვერდიდან სიცივე დამეტაკა. მერე კარის დახურვის ხმაც გავიგე, თუმცა, მე ცეცხლის ალში გახვეულ მანქანას მივშტერებოდი და ალბათ ადრენალინის მოზღვავების ბრალი იყო, რომ ზუსტად მახსოვს რაც მოხდა... მოხდა აფეთქება და წნევამ ის მანქანა ჰაერში ააგდო, რომელსაც ცეცხლი ეკიდა. სწორედ ამ წნევამ შემოლეწა დიმას მანქანის საქარე მინა და... და... და ნამსხვრევები ჩემს თვალებში მოხვდა...
გულამომჯდარი ძლივს ვითქვამ სულს. სხეულის არც ერთი ნაწილი აღარ მემორჩილება და ერთიანად ცახცახი მივარდება... რეზის არსებობაც კი მავიწყდება... ეს ჩემი ტკივილია, ტკივილი, რომელსაც პირველად ვუსწორებ დღეს თვალს...
-საავადმყოფოში რომ მოვედი გონს, ვერ ვხედავდი... დიმას არაფერი სჭირდა, ნაკაწრიც კი არ ჰქონია... მეც მხოლოდ თვალების პრობლემა მქონდა, და რამოდენიმე ნაკაწრი სახისა და ყელის მოდამოებში, თუმცა არაფერი სერიოზული. შემდეგ გავიკეთე პირველი ოპერაცია თვალებზე, ყველა ჩემთან იყო, დედ-მამა, დიმა, ლელა და დანარჩენი სხვა მეგობრები, ირაკლიც კი... თუმცა პირველი ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა. მოგვიანებით მეორე ოპერაციაც დაიგეგმა, ისევ ვეპოტინებოდი ოცნებებს. მაგრამ ისევ წარუმატებლობა... საშინელება მჭირდა...აუტანელი გავხდი, არავის ვიკარებდი და არავის ახლოს ყოფნა არ მინდოდა...მეშინოდა ამ მდგონარეობის, მეშინოდა სიბრმავის, ალბათ გული მიგრძნობდა, რომ ასე მოხდებოდა. მესამე ოპერაცია და ისევ წარუმატებლობა. მე დავმარცხდი. მაშინვე ვერ შევნიშნე, როდის, მაგრამ მერე ნელ-ნელა გამახსენდა, როდის დამტოვა მარტო ჯერ დიმამ, შემდეგ სათითაოდ ყველა მეგობარმა. მესამე ოპერაციის შემდეგ, რაც გაიგო დიმამ, რომ ისევ ვერაფერს ვხედავდი, მაშინ წავიდა საბოლოოდ. იმის შემდეგ აღარც გამოჩენილა, ლელასგან ვიცი რომ საქართველოშიც არაა. წავიდა... უკვე ორი წელი გავიდა ამის შემდეგ... ყოველი დღე მას შემდეგ, იმ ოხერი ავარიის შემდეგ ჩემთვის ჯოჯოხეთია. არ მინდა ასეთი არსებობა, არ მინდა მთელი ცხოვრება ვიღაცის კისერზე შემომჯდარმა გავლიო, არ მინდა სათრევი ბარგი ვიყო, არ მინდა ხელს ვუშლიდე ხალხს... არ ვადანაშაულებ დიმას. გეფიცები... მან სწორი გზა აირჩია, როცა ჩამომშორდა. ყველა ერთხელ მოვდივართ ამ ქვეყნად და ლაღად უნდა გალიოს ცხოვრება და ზედმეტი ბარგი არ უნდა აიკიდო ზურგზე... რთულია მთელი ცხოვრება მისი თრევა...- ლაპარაკს უეცრად ვწყვეტ და ფილტვებში დარჩენილ ქაერს, ქშენით ვუშვებ გარეთ... მეტი აღარ შემიძლია... ბგერასაც ვეღარ ამოვუშვებ ახლა.
მტკივა, თუმცა... თუმცა რაღაც სასიამოვმოს ვგრძნობ. ეს შვებაა... დიახ, მე შვება ვგრძნობ. პირველად ამ ორი წლის მანძილზე. ვთავისუფლდები და ისეთ სიმსუბუქეს ვგრძენობ, თითქოს დედამიწაზე უხილავი ძაფებით ვიყავი მიმაგრებული და როგორც იქნა გამანთავისუფლეს ამ მარწუხებისგან. მეც წამსვე უწონადობის სამყაროში გადავეშვი. სახეზე კმაყოფილი ღიმილი მესახება...
კარის გაღების ხმა მესმის,მაშინ როცა ისიც ვერ გავიგე როდის მიწყდა მანქანის ძრავის ხმა და როდის გავჩერდით.
რეზი ჩემს გვერდით სავარძელზე ჯდება და ჩემი მოცახცახე სხეულს გულში იკრავს. ტირილს და ცახცახს კი არა, სუნთქვას, გულისა და პულსის ცემასაც კი ვწყვეტ.
მის მკერდზე მიყრდნობილი მშვიდად რომ ვიწყებ სუნთქვას, მხოლოდ მაშინ წყვეტს რეზიც ჩემს თმაზე ხელების სრიალს და მშვიდად მეკითხება:
-ისევ გიყვარს? ის, დიმა?- უხილავი ნერვიული ნოტები იწყებს ხტუნვას მანქანის მყუდრო სალონში.
-ახლა ვფიქრობ, რომ არც მაშინ მიყვარდა. უბრალოდ მასთან კარგად ვგრძნობდი თავს... თუმცა ვხვდები, რომ თან ვერ ვიტან მას. იმიტომ კი არა, რომ მიმატოვა, იმიტომ, რომ მან ჩემი იმედებიც თან წაიღო. ამის შემდეგ ბრძოლა შევწყვიტე... ყოველი შეჭიდება ჩემს სიბრმავესთან მარცხით დამთავრდა და თითოეულმა მარცხვა ერთმანეთის მიყოლებით დამაკარგვინა ჩემთვის საყვარელი ადამიანები... დიმას წასვლამ მიმახვედრა, რომ იმედი მხოლოდ მე არ მიცრუვდებოდა ჩემს ირგვლის... იმედი წამართვა და ვერ ვიტან მას ამის გამო...
-ბრძოლა არ უნდა შეწყვიტო, არასდროს!
-ახლა ყველაფერი რიგზეა.-მხრებს ვიჩეჩ. - ექიმები ამბობენ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დავინახო... მხოლოდ მონდონებაა საჭირო, თუმცა უკვე ორი წელი გავიდა. არადა, გამოგიტყდები, მე მართლა მინდა ვხედავდე...-ფხუკუნით ვამბობ ბოლო წინადადებას. „ეჰ, მთლად დალაგებული ვერ ხარ ანა! რა ნახე სასაცილო?“
-ყველაფერი კარგად იქნება, ერთ დღესაც გაახელ შენს ლამაზ თვალებს და ყველას და ყველაფერს დაინახავ!-თავის მხარზე მადებინებს თავს.
-შენც დაგინახავ?
-მე- პირველ რიგში! -ღიმილი ერევა ხმაში.
დიდხანს ვზივართ ასე. მგონი საუკუნეც კი გადის... მე რეზის მხარზე მაქვს თავი ჩამოდებული, მისი ხელი ჩემს მხარზეა მოხვეული, მეორეთი კი ჩემს თითებსაა ჩაჭიდებული და ცერა თითით მეფერება. ლამის ჩამეძინოს ისეთი სიმშვიდე და სიწყნარეა მანქანის სალონშიც და ჩემს სულშიც...
-სიურპრიზი აღარ გაინტერესებს?- ჩურჩულით მეუბნება რეზი და ისე ლამაზად ერწყმის ეს სიტყვები დასადგურებულ სიჩუმეს ენა მივარდება. -ანნა! -კისერს შეძლებისდაგვარად აბრუნებს და როგორც ვხვდები, ამომწმებს მძინავს თუ არა. ამის შემდეგ ვკადრულობ ხმის ამოღებას:
-მაინტერესებს! -ვბუტბუტებ. ახლა ისე ვგრძნობ თავს, თითქოს ჩემი მყუდრო და რბილი საწოლიდან ძალით ამაგდეს.
-ძალიან კარგი, მაშინ გადავიდეთ მანქანიდან, სიურპრიზი გარეთაა.- აჟიტირებულია, ნეტავ რა ხდება? რა სიურპრიზია?
სწრაფად გადადის მანქანიდან და მეც მეხმარება : „ ფრთხილად“, „თავი დახარე“, „ ნელა გადმოდი“-ს ძახილით... რამდენიმე ნაბიჯს გავდივართ ფეხით ბალახიან გზას და შემდეგ ვჩერდებით.
-მოკლედ ანნა, როგორც პირველ „უბრალოდ შეხვედრისას“ მითხარი, ავარიამდე აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდი, რომ სისწრაფის და ქარის სიმძლავრის შეგრძნება გიყვარდა და ახლა გაკლია...-თან მელაპარაკება ჩემს წინ მდგარი და თან რაღაც მოძრაობებს აკეთებს, - აქ მოდი! -ხელს მკიდებს და მარჯვენა ხელს რაღაც მყარ საგანზე მადებინებს.
თითები ნელა ვათათუნებ. ტყავია...მგონი სავარძელი. მარცხენა ხელსაც ვაშველებ მარჯვენას და ხელებით ვცდილობ უცხო საგნის შესწავლას.
- ეს, ეს მოტოა? -ვიყვირი გაოგნებული, როგორც კი ვიცნობ ჩემს წინ მდგარი უზარმაზარ მოტოციკლს.
-დიახ! მოდი დაგეხმარები.- მეუბნება და ორ წამში უკვე ტყავის სავარძელზე ვზივარ.
-მოიცა!- გაოგნებისგან ყბა მივარდება. -დაგავიწყდა რომ ვერ ვხედავ? ჩემთვის არ შეიძლება... ვერ ვმართავ!-ნერვიულად ვამბობ. მუხლის თავებიც კი მიკანკალებს მოულოდნელი შეხებისა თუ შემოთავაზებისგან.
-შენ არც უნდა მართო. ხელები განზე გასწიე...-მპასუხობს საქმიანი ხმით.
-რეზი! -ხმაში შიში მეპარება.
-ანნა! მენდობი?- ეს ჩამჭრელი კითხვაა? „ჯანდაბა, ანნა! ხომ გინდოდა სიურპრიზი? ხოდა უპასუხე ახლა! ქარაფშუტავ!“
-გენდობი!- მტკიცედ გამომდის. იმაზე მტკიცედ ვიდრე ველოდი...
-ძალიან კარგი. ახლა ხელები განზე გასწიე.
ხელები მორჩილად ვაშორებ ტყავის სავარძელს და შეძლებისდაგვარად ვწევ განზე.
სწრაფად მიჯდება რეზი წინ, წელზე რაღაცას მაჭდობს, მერე ბრუნდება და მთელი ძალით მიკრავს ზურგზე მკერდით.
-რეზი!- მოულორნელობით შემკრთალს ჩემდაუნებურად მცდება მისი სახელი..
-ნუ გეშინია! -სწორად ხვდება ჩემს განწყონას. ისე არეულად ვიწყებ სუნთქვას, ლამისაა ფილტვებიც კი დამისკდეს.
როგორც ვხვდები რეზიმ საკუთარი ქამრით მიმამაგრა მისივე ზურგს...
-ახლა?-ხმაც სხეულივით მითრთის.
-ახლა დამშვიდდი და ხელები მომხვიე...
-კარგი. -ვჩურჩულებ საკუთარი თავის გასამხნევებლად. „ჯანდაბა, ანა! მგონი მალე სულს განუტევებ!“
რეზი წინ იხრება და მეც მისი სხეულის მიმართულებას ვყვები, ჩემდაუნებურად...
-ანნა, ნუ ნერვიულობ! ხელები ოდნავ შემიშვი, სუნთქვა რომ შევძლო, ისე.-სიცილით მეუბნება.
-უი, მაპატიე. -ხელები სასწრაფოდ ვაშორებ, ერთს ღრმად ვისუნთქავ და ისევ ვხვევ.
-მზად ხარ?- მისი ხმა გასცემს მის ემოციებს და ვხვდები, რომ ძალიანაც მოსწონს ამ სიტუაციაში ყოფნა.
-მალე, სანამ გადავიფიქრე!- ნერვები უკვე მთელს სხეულს მატკიებს და მთელი შემართებით ვყვირი.
რეზი უბრალოდ იცინის და ძრავის ხმაც აყრუებს არემარეს... ძალიან მსუბუქად იძვრება მოტოციკლი ადგილიდან. გული საგულიდან ლამის ამომიხტეს ისე მიცემს... მკლავებს კონტროლს ვეღარ ვუწევ და მგონი ისევ მთელი ძალით ვეხვევი რეზის წელს. ძრავის ხმა მთელი სიმძლავრით მიგუგუნებს ყურებში და ასე მგონია მთელი ხმითაც რომ ავკივლდე, რეზიც კი ვერ გაიგებს.
ქარი სახეში მცემს... მისი სიძლიერით ვხვდები, რომ ძალიან სწრაფად მივიწევთ წინ... თმა ისე მიფრიალებს ქარში, ასე მეგონია უკნიდან ვიღაც მექაჩება... გული ისევ მიფართხალებს, თუმცა ახლა უკვე სიამოვნებისგან. მუცლის კუნთებში ადრენალინი მიღვივდება და წამში ედება მთელ სხეულს. მავიწყდება წამის წინანდელი შიში... თვალებს ძლიერად ვაჭერ ერთმანეთს და მთელ მონდომებას ვდებ იმაში, რომ წარმოვიდგინო, თითქოს ვხედავ და უბრალოდ თვალები მაქვს დახუჭული შეგრძნებების გასამძაფრებლად...
ისეთი სიხარული ისადგურებს ჩემს გულში, რომ ვეღარ ვიტევ...ჯერ ვიღიმი, შემდეგ ვხითხითებ, ბოლოს კი მთელ ხმაზე ვიწყებ სიცილს. რა მაგარია, არც კი მჯერა!
-ხელები გაშალე, ანნა!-რეზის ხმა მოტოციკლის გუგუნსაც კი ფარავს.
ჯერ შიში მიპყრობს, მაგრამ... არა! მჯერა მისი! მიდი, ანა!
ხელებს ნელა ვუშვებ მუცელზე და განზე ვშლი. ეს... ეს რაღაც ზღაპრული შეგრძნებაა... როგორ მომნატრებია ეს განცდა, ადრენალინი... სიცოცხლე მომნატრებია... ნახევარი საათი ვბოდიალობთ ასე, არ ვიცი რა მიმართულებით და დიდად არც მაინტერესებს... მთელი ეს დრო ხელები განზე მაქვს გაშლილი, თვალები დახუჭული და თავი უკან გადაგდებული...
ბედნიერი ვარ! ცხოვრებით ბედნიერი...
რეზით ბედნიერი...



5
-ხელი ჩამკიდე, ახლა გადმოდი!-მითითებს.
რეზის დახმარებით ფრთხილად ვბობღდები მოტოდან... სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებ, არც მინდა... მინდა ხედავდეს რეზი თავისი ქმედების შედეგს, მინდა ხედავდეს, როგორ გამახარა... ხედავდეს, რომ ბედნიერი ვარ!
-მოგეწონა?- ვხვდები მიღიმის. სახეზე უსწორმასწოროდ მიმოფანტულ, სქელ კულულებს სათითაოდ მიწევს უკან.
-ხუმრობ? ამაზე მაგარი გრძნობა არ არსებობს.-ვყვირი აჟიტირებული. -საშინლად მომეწონა, მართლა, ძალიან მაგარი იყო...-ემოციებს გასაქანს ვაძლევ.
-მაშინ ხშირად გავიმეოროთ.- ხელს მხარზე მხვევს. -წამოდი მანქანაში, სულ გაყინულხარ.-გვერდულად მიხუტებს და საფეთქელზე ვგრძნობ მის ტუჩებს.
მე გავყინულვარ? შეიძლება, მაგრამ ვგრძნობ, როგორ მეწვის მუცელი და გულ-მკერდი, რითაც რეზის ზურგს ვეკვროდი, მკლავები, რითაც რეზის ვეხვეოდი... ახლა უკვე მხრებიც, სადაც რეზის მკლავები მეხვევიან და საფეთქელი, სადაც მის ტუჩებს ვგრძნობ...ერთიანად ვიწვი შიგნიდან!

___

მის მანქანაში ვარ მოკალათებული უკანა სავარძელზე და სავარაუდოდ ჩემი სახლისკენ მივდივართ. ეიფორია ნელ-ნელა მიცხრება,აფორიაქებული სხეულის დამორჩილებაც ვახერხებ, აღარც ვთრთი იმდენად. ადრენალინიც შოშმინდება და საღი აზროვნების უნარიც მიბრუნდება. ახლა რომ ვიაზრებ რა გავაკეთე, გავაკეთეთ... ღმერთო! ეს ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა და უგუნურებაა ჩემი მხრიდან. ლულუმ რომ გაიგოს... გაფიქრებაც კი არ მინდა!
-ანნა, რა მოხდა?- როგორც ჩანს უკანა ხედვის სარკიდან მაკვირდება რეზი, ან სულაც, იქნებ ჩემსკენაცაა მობრუნებული? რას გავიგებ? მე ხომ ბრმა ვარ! ბრმა, რომელიც მოტოზე იჯდა! ღმერთო, რა იდიოტი ხარ, ანა!
-არაფერი!- ჩემი ხმა სულ სხვა რაღაცას მეტყველებს.
-ანნა!- არ მეშვება!
-უბრალოდ, ახლა დავფიქრდი და... ასე არ უნდა მოვქცეულიყავით, რამე რომ მოგვსვლოდა? ლულუ გაგიჟდებოდა... რომ ვერ შემემაგრებინა თავი და გადმოვვარდნილიყავით? -ხელებს ნერვიულად ვიქნევ და მერე ერთმანეთს ვკიდებ, ნერვიული კანკალის დასამალად.
მანქანა სვლას ანელებს, შემდეგ კი საერთოდ ჩერდება. ასე მალე მოვედით? რეზი გადადის მანქანიდან და მეც კარზე ვაფათურებ ხელს გასაღებად, მაგრამ ჩემს გვერდით კარი იღება და რეზი ჯდება.
-მისმინე, ანნა!-მხრებზე ხელს მავლებს და მისკენ მაბრუნებს.- ჩემს თავში მცირედი ეჭვიც რომ შემპარვოდა, იმ გასეირნებას არ მოვაწყობდით. ერთი პროცენტიც რომ ყოფილიყო შანსი შენი დაშავების, მოტოზე ვერ დაჯდებოდი. არასდროს გავაკეთებ ისეთ რამეს, რომ შენ გავნო! გესმის?
ღმერთო, მესმის! მესმის, მაგრამ ისე მიცემს ახლა გული... ნეტავ რეზისთვისაც იგივე დატვირთვას ატარებს ეს სიტყვები რამდენსაც ჩემთვის? იმედია, იმედია!
პასუხად კი მხოლოდ თავს ვუქნევ.
-ძალიან კარგი, და თუ დედაშენი ინერვიულებს, ნუ გაუმხელ საერთოდ. -უდარდელი ტონით მიჭრის პრობლემას. მართალია რეზი, ლულუს არაფერს ვეტყვი, თორემ ნამდვილად გაგიჟდება... -ახლა წაგიყვან სახლში.
ისე ახლოსაა ჩემთან, ვერც კი ვაცნობიერებ როდის მიმაქვს ხელი მისი სახისკენ. რეზი სავარძლის საზურგეს ეყრდნობა და თავი უკან სწევს. მის სახეზე დავატარებ მარცხენა ხელს და სიამოვნებისგან მეღიმება. რეზიც იღიმის. სახეზე კანი უბუსუსდება და ამაზე უფრო მძაფრ რეაქციას ითხოვს ჩემი სხეული. მინდა ჩავეხუტო, მაგრამ თავს ვიკავებ. მარჯვენა ლოყაზე ხელის გულს ვადებ და ცერა თითს თვალ-წარბზე ვატარებ. მაჟრიალებს...
საკმარისია...
უკან წამოღებულ ხელს რეზი მიკავებს და როგორც ყოველთვის ხელის გულზე მკოცნის, ახლა მე ვბუსუსდები...

___

ისევ საჭესთან ჯდება და ძრავიც ყრუ ხმაურს იწყებს. მანქანაში დაბალ ხმაზე რადიოა ჩართული და ძრავის ხმას ერწყმის. თვალებს ვხუჭავ და საზურგეს ვეკრობი. ადრენალინის შეგრძნება თავს მახსენებს და მეღიმება. რა მაგარი იყო... როგორ მაკლდა...
რამდენიმე წუთიანი უხმო მგზავრობის შემდეგ, სიჩუმეში ნინო ქათამაძის სიმღერა „ქუჩაში ერთხელ“ ჟრღერდება. იმ წამსვე უფრო ხმამაღალი ხდება მუსიკა და პირველივე ნოტებიდან ჰყვება სიმღერას რეზიც.
„ქუჩაში ერთხელ, ნაცნობმა ქარმა,
მე მომიტანა, სურნელი თმების,
სურნელი თმების, ის იყო შენი,
ასე ნაცნობი და მრავალ ფერი.
ნუთუ სადღაც აქ არის...
შენი ლურჯი თვალები... (so lonely day)
არაფერს დავიშურებდი ერთხელ რომ მათ შევხებოდი...
ერთხელ რომ მათ შევხებოდი...”
მონუსხული, ისევ სავარძლის საზურგეს ვარ აკრული, თვალებ დახუჭული და თავ გადაგდებული, მხოლოდ ტუჩებს ვაყოლებ სიტყვებს, ასე უხმოდ... არ მინდა ხელი შევუშალო ჩემს ყურებს, მინდა ბოლომდე შევისრუტო ყველაფერი, რეზის ყოველი ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვისას ბგერებად ქცეული ჰაერი, წამიერი პაუზები სიტყვებს შორის... ისეთი ხავერდოვანი, დამჯდარი და ღრმა ხმა აქვს, მოსმენა ერთი ბედნიერებაა... ლამისაა გულიც კი გავიჩერო, ასე მგონია მისი ბაგა-ბუგი, სმენაში მიშლის ხელს...
-ასე მგონია ეს სიმღერა ჩვენზეა, ასე არ იყო ზუსტად? „ქუჩაში ერთხელ“...- ჩუმად ამბობს, როცა სიმღერა ბოლომდე მთავრდება.
მხოლოდ ვიღიმი... არ მინდა საუბარში ჩაბმა, მხოლოდ სიჩუმე მინდა, მინდა მისი ხმა ბოლომდე ჩამრჩეს გონებაში და სამუდამოდ გამოვკეტო ჩემს მეხსიერებაში.

_____

სახლში მისულს მახსენდება, რომ მობილური სახლში დამრჩა, სავარაუდოდ ოთახში და კიბეებზე ავდივარ. ჩემი ოთახიდან მობილურის ხმა, კიბის ბოლოშიც კი აღწევს. ხელების ცეცებით სწრაფად მივიწევ წინ. ძლივს ვაგნებ მოცეკვავე მობილურს.
-გისმენთ.- სუნთქვა გახშირებულ ვპასუხობ.
-გოგო, შენ ნორმალური ხარ? უკვე მეათასედ ვრეკავ მგონი.-ლელას ხმა ყურმილის მეორე მხრიდანაც კი აზანზარებს კედლებს, ისე კივის. სახე მოჭმუხნული ვიშორებ ყურიდან მობილურს, სმენა რომ არ დამიქვეითდეს.- ნახევადი დღე თქვენს სახლთან გავატარე...
-ლელა!- ისეთი ხმით ვეძახი, მაშინვე ჩუმდება. მე სიცილს ვეღარ ვიკავებ და ფხუკუნი მიტყდება.
-დამცინი, არა? მე თხუთმეტ წუთში მანდ ვიქნები და შენ ილოცე, რომ გზაში გაბრაზებამ გადამიაროს... საკუთარი ხელით მოგკლავ!-არადა და არ ცხრება ლელა.
-კარგი, კარგი! შენს მოსვლამდე აბაზანაში შევალ, მერე ჩემი ცხედრის გასუფთავებაზე რომ არ შეწუხდეთ, სიცოცხლეშივე მოვიწესრიგებ თავს.-სიცილს ვაგრძელებ მე.
-აი, ამ სიტყვებისთვის ცალკე მოგევლება, შე დეგენერატო!- მიკივის ისევ.
-კარს არ ვკეტავ და შემოდი!- ჩავძახი და ყურმილი ვკიდებ.
მაისურის ბოლოებს ხელს ვავლებ და ვიხდი, ტელეფონი ისევ წკრიალებს, რომელიმე მუქარის სიტყვა ვერ ჩააკვეხა ნეტავ, თუ რა ხდება? საწოლზე უდიერად მიგდებული აპარატს ვიღებ და ვპასუხობ.
-ხომ გითხარი, სიკვდილის წინა პროცედურა უნდა ჩავიტარო-მეთქი. საქმეს გიიოლებ, რით ხარ უკმაყოფილო?-სიცილით ვსაყვედურობ დაქალს.
-ეს რომელი პროცედურაა, ვერ მეტყვი? იქნებ მეც წამადგეს?-რეზის ხმა სახეზე მიყინავს ღიმილს.
-რეზი?- „ჯანდაბა, ანა, რა ცანცარა ხარ? სიკვდილის წინა პროცედურა არა?! ფუჰ! -მეგონა ლელა რეკავდა და...- ჩემი ხმა მეც კი ძლივს მესმის.
რა საცოდავი ხარ, ანა! რა კარგ დროს ჩაგიწყდა ხმა...
-ეს მერე განვიხილოთ. -სიცილის შეკავებას რომ ცდილობს, აქედანაც გადასარევად ვხვდები, მაგრამ ხმა ჩამწყდარი ჩუმად ვისმენ მის ჩუმ ხითხითს.- მინდოდა ხვალინდელ გეგმებზე მეთქვა შემთვის...
-რა გეგმებზე?- ყურებს ვცქვეტ და ისეთი სიხარულით მევსება გული, როგორც დაახლოვებით მაშინ, მოტოციკლზე რომ ვიჯექი.
-ამას ხვალ გაიგებ, უბრალოდ გთხოვ, რომ ხვალ არაფერი დაგეგმო,- მუდარა ისმის მის ხმაში.
-ვნახოთ, გადავხედავ ჩემს გრაფიკს და...-ირონიას ვერ ვმალავ.
-იმედია, ჩემთვისაც გამონახავთ დროს!-ხუმრობაში მყვება რეზიც.
-თქვენთვის, აუცილებლად...-მეცინება.
- ძალიან კარგი. დროს ხვალ შეგითანხმებ.
-ნახვამდის, რეზი!



_______
სამზარეულოს მაგიდასთან უხმოდ ვსხედვართ მე და ლელა. გატრუნული, მისი მზერის დაიგნორებას ვცდილობ, რომელიც უკვე ათი წუთია უხმოდ „მადევს“ სახეზე და მთელი სხეულით ვგრძნობ. დაძაბულობის განსამუხტავად საერთოდ არაფერს არ ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ კოვზის ტარს რიტმულად ვუკაკუნებ მაგიდია პრიალა ზედაპირზე.
-ამოიღებ ხმას? რა მოგიყევი ახლა ისეთი?-რა თქმა უნდა, ისევ მე ვკარგავ მოთმინებას და კოვზს მაგიდაზე ხმაურით ვანარცხებ.
-რა, რა მომიყევი გოგო? იმ საცოდავს ცოცხლად დავმარხავ, თანაც პირქვე! როგორ გაბედა შენი მოტოზე დასმა? რომ გადმოვარდნილიყავი? ხვდები მაინც რამდენად გარისკე?-ახლა უკვე ხმის ტემბრის სიძლიერეში ვიწყებთ შეჯიბრს.
-აუუ, გეხვეწები რა! საყვედურები და დატუქსვა რომ მდომოდა, შენ კი არა ლულუს მოვუყვებოდი ყველაფერს. -ვყვირი და სკამიდან ვდგები.
-ელოდები, რომ ამ უპასუხისმგებლო საქციელის შემდეგ, თავზე ხელს გადაგისვამ?-აშკარად ცდილობს არ ამყვეს.
-არა, ველოდები რომ გამიგებ, რომ მხარს დამიჭერ. ორი წელია, ცოცხალი მკვდარი ვარ, დავიღალე! ძლივს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ნათელი წერტილი, ძლივს გავიღიმე, გავრისკე... მინდა გვერდით დამიდგე და ჩემი სიხარული გაიზიარო, მეტი არაფერი. ძნელია?-მორჩა, ზღვარს გადავდივარ! სახეზე ხელებს ვისვამ, ცრემლებს ვიმშრალებ.
-ღმერთო, მოგწონს არა? ანა, მოგწონს?-ხმაში შიში ეკვეთება. ნეტავ რას ფიქრობს? სკამს ხელი ვავლებ და ისევ მაგიდასთამ ვჯდები.
-მგონი მომწონს! არა, მგონი კი არა, მომწონს!-მტკიცედ ვამბობ, მეგონა ამას ისედაც ხვდებოდა. მე კი იმას ვერ ვხვდები, თავად მას რატომ არ მოსწონს რეზი. -რეზი პირველად იკას სახლში ნახე?
-კი. -თითქმის ჩურჩულით ამბობს. ჩაფიქრებლია.
-რატომ არ მოგწონს? რამე იცი მასზე ისეთი? ირაკლიმ რამე გითხრა?- ცნობისმოყვარეობა მაწვება.
-არა, ირაკლიმაც პირველად თავის სახლში ნახა, დათოს რომ ამოჰყვა. არაფერს ვერჩი, უბრალოდ, მეუცნაურება, ასე უცებ რომ... რომ...- საჭირო სიტყვაა ვერ პოულობს ლელა.
-ასე უცებ ბრმა გოგოსთან რომ მონდომებოდა ურთიერთობა, არა? -მეცინება, თუმცა გულში რაღაც ძალიან მტკივდება, ხელს ვიჭერ მარცხენა მკერდზე და რამდენიმე წამით სუნთქვას ვწყვეტ,
-არა, ეს არ მიგულისხმია!- ვგრძნობ როგორ იძაბება, ალბათ ცოტაც და ატირდება.
-არადა, მართალია. რატომ უნდა იყოს ჩემი, ბრმა გოგოს გვერდით, როცა შეუძლია, რომ სხვა სრულფასოვან გოგონასთან გაატაროს დრო?- საფეთქლები კაკუნს მიწყებს, თითებს ვიდებ და ვიზელ, დაძაბულობისგან კანი თითქოს მიქვავდება. ამობერილი კაპილარები სუსტად მიცემს. თითქოს ვიწროვდებიან და ცდილობენ სისხლი აღარ გაატარონ მათში, თითქოს საკუთარ ფუნქციას ივიწყებენ...
-არა, შენი მხედველობის დროებითი დაქვეითება, არ მიგულისხმია, თუნდაც ხედავდე, უცნაურად მეჩვენება, რომ ბიჭმა დანახვის დღიდან შენი ოცნებების ასრულებას შეალიოს დრო, ან ძალიან რომანტიკულია, ან ეს ერთი ნახვით სიყვარულია, ან მექალთანეა, ან პროფესიონალი მატყუარა ... -სავარაუდო ვარიანტების ჩამოთვლას იწყებს ლელა.
-მე პირადად, მეორე ვარიანტს ვირჩევ-სიცილს ვერ ვიკავებ.
-მისთვისაც ასე აჯობებს, თორემ კი ემახსოვრება რასაც შევპირდი და იკას გეფიცები ავუსრულებ.-აშკარად ნელ-ნელა წყნარდება.
-აუ, ლელ, დღეს ჩემთან დარჩი რა, მარტო არ მინდა ყოფნა!- საწყლად ვიკუნტები სკამზე.-ერთად დავიძინოთ.
-ჩემი კნუტი ხარ! დავრჩები, ირაკლის მივწერ, რომ “girls party” გვაქვს და საღამოს ვერ შევხვდები.-მისაღებში გარბის, სავარაუდოდ მობილურის მოსატანად. რა თქმა უნდა ჩანთა ისევ შემოსასვლელში მიაგდო, კართან...

___
საღამოს ლულუც მოდის, გადაქანცულია... რაღაც საქმეს შეეჭიდა და როგორც ჩანს რთულადაა საქმე. უკვე რამდენიმე დღეა ფეხზე დგომაც კი უჭირს. კიდევ კარგი, ციცო ბებო ყოველ დღე მოდის და სახლსა და საჭმელზე ის ზრუნავს, თორემ ლულუს ამის დრო აღარ აქვს. ახლა მეც მის ზურგზე ვარ, არც მუშაობა შემიძლია... ამას პლიუს ჩემი გამოკვლევები... საწუწუნოდ არ გვაქვს საქმე, არ გვიჭირს, მაგრამ ეს იმის ხარჯზე, რომ ლულუ წელებზე ფეხს იდგამს...
სამივე ერთად ვვახშმობთ. ლულუ და ლელა ერთმანეთზე გიჟდებიან. რაც თავი მახსოვს ლულუ იძახის, რომ ორი ქალიშვილი ჰყავს და ლელაც ასე მიმართავს „დედუცა“. ძალიან მახარებს მათი ერთმანეთისადმი ასეთი თბილი დამოკიდებულება.
ვახშმის შემდეგ მე და ლელა ჩემს ოთახში ავედივართ, რიგ-რიგობით შევდივართ სააბაზანოში და მოწესრიგებულები საწოლში ვხტებით.
-ფილმს ვუყუროთ რა.- იდეას ვაყენებ მე.
კი! მე და ლელა ხშირად „ვუყურებთ“ ფილმს ერთად. მე ვუსმენ, ლელა კი ჩემი თვალებია. პირველად ეს იდეა ლელას მოუვიდა, მე კი ამან ძალიან გამაღიზიანა. ვბრაზობდი ლელაზეც, ლულუზეც, დიმაზეც, მერაბზე, მთელ სამყაროზე... პირველი ცდა, ფილმის ყურების წარუმატებელი გამოდგა. შუა ფილმის დროს ისტერიკა დამეწყო, მინდოდა დამენახა... არ მყოფნიდა ლელას სიტყვები, ვერ მავსებდა... მეტი მინდოდა... დროთა განმავლობაში ლელაც დაიხვეწა ამ საქმეში, მეც ვისწავლე - მეკმარა ის, რასაც მაძლევდნენ.
ახლაც ლეპტიპი მუხლებზე უდევს ჩემს გულითად დაქალს და ფილმს არჩევს.
-მოდი, “room”-ს ვუყუროთ. ბრი ლარსონი მონაწილეობს და სხვათაშორის ოსკარიც აიღო საუკეთესო ქალის როლისთვის.- სასწრაფოდ უკეთებს ფილმს რეკლამას.
-ვუყუროთ. - ვეთანხმები.
ფილმს რთავს და მუცლიდან გაშლილ ფეხებზე გადააქვს ლეპტოპი. მე მხარზე ვადებ თავს და ფილმის მოლოდინში ვიტრუნები.
„ერთხელ,ჩემს დაბადებამდე, შენ სულ ტიროდი, მთელი დღე ტელევიზორს უყურებდი და ზომბს ემსგავსებოდი. შემდეგ კი მე მოვედი ზეციდან და სინათლე შემომყვა ამ ოთახში, შიგნით შემოვიჭერი და ხალიჩაზე დავეცი, ღია თვალებით, შენ კი თოკი გაჭერი და თქვი: „გამარჯობა, ჯეკ!“ - მესმის პატარა ბავშვის ხმა. ლელა კი მოხერხებულად და თითქმის ჩურჩულით პაუზებს შორის მესაუბრება:
-დედა და შვილი რკინის დაწოლზე წვანან, კედლებზე დაჭმუჭნულ ქაღალდებზე შესრულებული ნახატებია აკრული, ბავშვს გრძელი თმა აქვს, ძალიან ლამაზია, რომ არა სახელი, რთული გასარჩევია გოგოა თუ ბიჭი. დედას მოვარდისფრო, გაცრეცილი პიჟამო-შარვალი აცვია და სახე დამწუხრებულია...
ფილმის შუა ნაწილი აღმოჩნდა ჩემთვის კულმინაციური. ასლუკუნებული, ერთდროულად ვუსმენ ლელასა და ლეპტოპიდან გამოტყორცნილ ხმებს. მაშინ როცა, პოლიციელებს ჯეკი მიჰყავთ ოთახთან (ფარდულთან)... ნერვიულ ცახცახს ვერ ვიკავებ, საკუთარი თითების დამტვრევას ვლამობ, ტუჩებს ვიჭამ...
მძღოლ პოლიციელზე, ბოღმით ვივსები, როცა ბავშვს გრძელი თმისა და დედის კბილის ქონის გამო „სექტის წევრად“ რაცხავს, ეს უგულო ნაბი*ვარი!
დედა-შვილის შეხვედრის სცენას ჭკუიდან გადავყავარ. ლელას ხმა ცალკე მირტყამს ნერვებზე და უკვე მეორედ ვტირი ფილმის მსვლელობისას.
-ჯეკი ისევ მანქანაშია და ფანჯარასაა აკრული. ცდილობს, მაგრამ კარს ვერ აღებს, არ იცის... –„დედა, დედა! კარი გააღეთ, გააღეთ!“ მესმის ამ დროს ჯეკის ხმა. -სიბნელეში იკვეთება პლედ მოფარებული ჯოი და სახე შეშლილი, ტირილით მანქანისკენ მორბის. კარს აღებს პატარა ჯეკი ხელში აჰყავს...
არ შემიძლია, მეტი აღარ შემიძლია!
__

ფილმი დამთავრდა. ლელასაც სძინავს და მე საწოლში მოკუნტული ყურებიდან ვერ ვიშორებ პატარა ჯეკის ხმას. ჯანდაბა! ფილმმა საშინლად იმოქმედა ჩემზე. არ ვიცი რატომ ასე ღრმად, მაგრამ ჯოისა და ჯეკის ამ სულის შემძვრელმა ამბავმა, მართლაც რომ შემძრა. რატოღაც მათი ცხოვრება, ჩემს ცხოვრებასთან დავაკავშირე.
სწორედ ასეთ სამყაროში ვარ გამოკეტილი, როგორც პატარა ჯეკი, ორი წელია ერთი და იგივე სივრცეში ვტრიალებ, მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც საჭიროა, მხოლოდ იმიტომ ვსუნთქავ, რომ არ გავიგუდო, მხოლოდ იმიტომ ვარსებობ, რომ ასეა საჭირო, მხოლოდ იმ სამყაროში ვარ, სადაც მითითებენ, ამ მაიძულებენ - ვიყო...
თუმცა ბოლო რამოდენიმე დღეა ეს შეიცვალა, საგრძნობლად შეიცვალა და ჩემი სიხარულიც თითქმის ხელშესახებია, გული მისივდება სიამაყით, მე ეს შევძელი, ოთახიდან გავაღწიე, სხვისი დახმარებით, მაგრამ მაინც შევძელი. ჯეკს, ჯოი დაეხმარა, მე კი-რეზი.
-ხვალ ვნახავ. -საკუთარ თავს ვეჩურჩულები და ვგრძნობ, როგორ მეუფლება სიმშვიდისა და სიხარულის ნაზავი.
ჯანდაბა,ანა, არ შეგიყვარდეს! იცოდე, არ შეგიყვარდეს!



6
დილით მე და ლელა უხმოდ ვიშლებითთ. ნუ, მე სახლში ვრჩები და ის მიდის. ვხვდები, რომ ჩემზე ნერვიულონს, რომ ეშინია ჩემს გამო, არ უნდა გული ვინმემ ისევ მატკინოს. ჩემი საყვარელი და მზრუნველი გოგო!
სანამ ციცო ბებო სახლის დასალაგებლად მოვა, მანამდე თავის მოწესრიგებას მოვასწრებ.დედაც დილიდან გასულია, როგორც ყოველთვის „ საქმეზე“. ორი კიბის გამოტოვებით, თუმცა ფრთხილი, მოზომილი ნაბიჯებით და მოაჯირს ჩაფრენილი ხელებით ავდივარ კიბეზე. კარადაში ადვილად ვაგნებ სასურველ ჯინსსა და მოკლემკლავიან მაისურს, ნაწნავს ერთი ხელის მოსმით ვიშლი და სააბაზანოსკენ ვიღებ გეზს.
წყლის დამამშვიდებელი ჭავლის ქვეშ ვარ, მაგრამ გული არა და არ მიმშვიდდება, მგონი ყელში მიცემს. მოსალოდნელი შეხვედრა სრულიად მაფორიაქებს და ყოველი მცდელობა იმისა, რომ ფიქრი სხვა თემაზე გადავიტანო, წარუმატებლად მთავრდება.
სავარაუდოდ მთელი დღე მასთან ერთად უნდა გავატარო, არც კი ვიცი რა გეგმები აქვს, სწორედ ამიტომ ვარჩიე ჯინსის შარვალი, რომ ნებისმიერ სიტუაციაში კომფორტულად ვიგრძნო თავი.
თბილი, მზიანი დღეა. წესით არ უნდა შემცივდეს, თუ რეზიმ რაიმე სიგიჟე არ მოიგონა. აი, მაგალითად: იალბუზის დაპყრობა. ოჰ, რა იდიოტი ხარ, ანა!
თმას ფენით ვიშრობ და უკან ვიწავ. წამში ვთიშავ ფენს დენის წყაროდან, რომლის მიერთებაზეც რამდენიმე წუთის წინ საკმაოდ ვიწვალე. ხან როგორ მბეზრდება ყველაფერი... როგორ მტკივა ჩემი უმოქმედობა, ჩემი უსუსურობა, ჩემი დამოკიდებულება სხვაზე...
„დღეს არა, ანა! ხასიათის გაფუჭება არ გაბედო!“- საკუთარ თავს ვიმხნევებ და ღიმილდაყენებული კიბეებს ქვემოთ მივუყვები. ცელოფნების შრიალისა და ფეხის ხმა მატყობინებს, რომ ციცო ბებო უკვე სახლშია და სამზარეულოში დაგვანგვალებს. ჩემი ტკბილი მოხუცი! სამზარეულოსკენ გახარებული მივდივარ, წასვლამდე მის მომზადებულ საუზმეზე ნამდვილად არ ვიტყვი უარს...
-ციცო ბებო, ბოსტნეულიც მაცივარში შევაწყო?- მოულოდნელად რეზის ხმა მაბნევს და ორიენტაცია დარღვეული მთელი ძალით ვასკდები სამზარეულოს კარს. შუბლს ისეთი ძალით ვარტყამ კარის ჩარჩოს, ლამის უკან გადავვარდე. ისევ კედელზე მიყრდნობით ვშველი თავს და „ჯანდაბას“ ძახილით შუბლს ვისრეს. ღმერთო, ერთი დიდი კოპი გარანტირებული მაქვს! ესღა მაკლდა...
-ანნა!- რეზის შეშფოთებული ხმა ჩემამდე აღწევს და მახსენდება რომ მარტო არ ვარ.
-კარგად ვარ. -ხელს გაუაზრებლად ვიქნებ და ვცდილობ ტკივილისგან დამანჭული სახე გავასწორო. თუმცა, არ ვიცი როგორ გამომდის... სირცხვილის მძლავრი ტალღა მივლის და უკვე მერამდენედ ვნატრობ დედამიწიდან გაქრობას, სათვალავი მერევა.
-მოდი!-მკლავზე ხელი მკიდებს და კუთხის სავარძლისკენ მივყავარ.- დაჯექი, შემახედე...
აქამდე შუბლზე მიჭერილ ხელს ქვემოთ მაწევინებს და სავარაუდოდ მირტყმულ ადგილს
აჩერდება. ჩემთან ახლოს დგას, მისი სუნთქვა მთელ სახეზე მეფინება და წრიალს ვიწყებ.
-მოისვენე ერთი წუთით!- მხრებში მავლებს ხელებს.
-მტკივა!- ურცხვად ვიტყუები მოუსვენრობის მიზეზს და ისე ვაცეცებ ჩემს გამოუსადეგარ თვალებს, თითქოს ვცდილობ მის მზერად დავემალო.
-გაწითლებული გაქვს. აქ იყავი...- წელში სწორდება და მიდის, მე კი შეკავებულ სუნთქვის აღდგენას ვცდილობ. მხოლოდ წყლის ჩხრიალის ხმა მესმის, მაცივრის კარის ხმაც აღწევს ჩემს ყურამდე და შემდეგ ისევ მიახლოვდება.-აი, ეს დაიდე ცოტა ხანს. მგონი, პატარა კოპი გექნება...-ღიმილი ეპარება ხმაში და შუბლზე სველ ხელსახოცში გახვეულ ყინულებს მადებს. ტკივილისგან ისევ წარბები მეჭმუხნება და ბრაზი მივლის.
-ვერ მეტყვი, აქ რა გინდა? გული გამიხეთქე! -არც კი ვიცი რატომ ვცდილობ ჩემი მოუქნელობის გამო „ შეძენილი კოპი“ მას გადავაბრალო.
-გუშინ ხომ გაგაფრთხილე, დღეს რომ გნახავდი?-უკვირს.
-მაგრამ ასე? ციცო ბებო სადაა? საიდან იცნობ? -გაოცებას ვერ ვმალავ.
- ტანსაცმელს გამოვიცვლიო ოთახშია.-მპასუხობს ჩაფიქრებული, ვხვდები, რომ დაჟინებით მაშტერდება და მე ისევ სკამზე ვიწყებს ცქმუტვას.
.-გინდა დღევანდელი დღე გადავდოთ?-მეკითხება უეცრად და სანამ მე კითხვას გავიაზრებ, გული არანორმალურად მიწყებს ცემას.
-არა!- წამოყვირებასავით გამომდის, მაგრამ არ მადარდებს. არ მინდა წავიდეს, არა!
-ძალიან კარგი! -შვება ისმის მის ხმაში.- მგონი გეგმების შეცვლა მომიწევს, არა მგონია შეძლო თავატკიებულმა იმის გაკეთება, რაც დავგეგმე.
-და რა დაგეგმე?- მართალია არაფერი ვიცი მისი გეგმის შესახებ, მაგრამ საშინლად არ მინდა მისი გეგმების შეცვლა. არ მინდა ჩემმა მოუქნელობამ რამე შეცვალოს. მე ჩემი სიბრმავით უკვე საკმარისი დაბრკოლება ვარ მის გეგმებში...
-დაივიწყე, ანნა! ახალ რამეს მოვიფიქრებთ.?-როგორც ჩანს უკვე მოიფიქრა რაღაც.
-ძველი მერჩივნა.-საბოლოოდ მიხდება ხასიათი. საშინლად იმედგაცრუებული ვარ საკუთარი თავით.
-თავბრუ არ გესხმის?-მოულოდნელად ცვლის თემას.
-არა! -მტკიცედ ვპასუხობ. ნუ, ვცდილობ მაინც...
-კარგი, მაშინ პირველ გეგმას მივყვეთ. -მიცინის, მის ტონში კიდევ რაღაც ვამჩნევ, მოლოდინი? ჩემს რეაქციას ელოდა?
-მართლა?- ერთი ოქტავით ხმამაღლა ვიძახი გახარებული. შუბლზე მიბჯენილ ხელს, რომელშიც ჩვარში გახვეული ყინულის ნატეხები მიკავია, დაბლა ვწევ. სახეზე ფართო ღიმილი მედება.
-ხო, მართლა. ოღონდ ჯერ ეს დაიდე შუბლზე.-ხელს მაჯაზე მკიდებს და ისევ შუბლზე მაბჯენინებს ყინულიან ხელსახოცს.

_____

-ახლა ფეხზე გაიხადე და ჩემსკენ წამოდი. -კიდევ ერთი თხოვნა, როდის დაამთავრებს?
ვიცი, რომ სადღაც ტყეში ვართ. ჯერ მანქანით ვიმგზავრეთ, მერე კი ფეხით. ხეები, უშნოდ გამოშვერილი ფესვები, უსწორმასწორო გზები, ქვები, შვერილები და რა ვიცი კიდევ რა დაბრკოლება არ გადმოვლახე აქ მოსასვლელად. ცალი ხელით რაღაც მოჰქონდა რეზის, ცალი ხელი ჩემს ხელზე ჩაებღუჯა და მთელი გზა მითითებებს მაძლევდა სად თავი უნდა დამეხარა, ქვას ან ხის ფესვს როგორ ავრიდებოდი...
როგორც იქნა დანიშნულების ადგილს მოვაღწიეთ. ცოტა მოვდუნდი და წყლის ჩხრიალის ხმას ახლაღა ვაქცევ ყურადღება. აქამდე მხოლოდ რეზის ხმაზე ვიყავი კონცენტრირებული.
-მდინარესთან ვართ?-საკუთარ აღმოჩენას აღფრთოვანებამდე მივყავარ, მაგრამ ნუთუ ასეთი ხმამაღალია კალაპოტში მიმავალი წყლის ხმა?
-ანნა, გელოდები!- ღრმად ისუნთქვს რეზი ჰაერს. მთელი გზა, რაც ფეხით გამოვიარეთ, ალბათ მეასედ ვუსვამ, ერთმანეთის მსგავს კითხვებს, თუმცა პასუხს ვერ ვეღირსე.
გაბუსხული კეტებს ვიხდი და ხელებგაშვერილი მისკენ მივდივარ ფრთხილი ნაბიჯებით. პირველივე ნაბიჯით ვგრძნობ მიწაზე დაგებულ პლედს. მეღიმება. ეს პიკნიკია? მარჯვენა ხელზე მისი შეხებას ვგრძნობ.
-დაჯექი.-მეუბნება და ხელს მაშველებს.
-პიკნიკი მოაწყვე ჩვენთვის? სად ვართ?- ვეკითხები გაბადრული.
-ბულაჩაურში, არაგვთან. პლედი, წიგნი, ცოტა ხილი, წვენი და ჰამჰურგერი...არ ვიცი, პიკნიკია?
-პიკნიკზე ვართ. - ტაშს ვკრავ აღფრთოვანებული.-არასდროს ვყოფილვარ პიკნიკზე. ერთხელ გადავწყვიტეთ წასვლა მე, ლულუმ და მერაბმა, მაგრამ მერე იჩხუბეს და...- მოულოდნელად სევდა მაწვება. ვერასდროს ვიტანდი და რა დროს არ უნდა გავიდეს, ისევ საშინელ სევდას მგვრის მშობლების განქორწინების გახსენება. სწორედ ამის შემდეგ გამიფუჭდა მამასთან ურთიერთობა.
-არ მოიწყინო.- ხელს თმაზე მისვამს. ვირინდები. მაშინვე ქრება ჩემი სევდა. -მაინტერესებს ჩემი არჩეული წიგნი თუ მოგეწონება.
-რა წიგნია?
-ჯინსების თაობა. ტურაშვილის...- მომლოდინე ხმით მეუბნება.
-მართლა? მიყვარს... -სიხარულს ვერ ვმალავ.
-ე.ი მოგეწონა. ცუდია, რომ წაკითხული გაქვს.
-არა უშავს. სამაგიეროდ გამიხარდება იმ ამონარიდებს თუ წამიკითხავ, რომელიც მოგწონს. -ვამხნევებ.
-ერთი პირობით.
-მითხარი.
-შენს საყვარელ მომენტებს მეტყვი და მე წაგიკითხავ.
-კარგი...- მართალია, წიგნი დიდი ხნის წინ წავიკითხე , მაგრამ ირაკლი ჩარკვიანის დაკითხვის მომენტები გონებიდან ჯერ კიდევ არ ამომვარდნია.-ირაკლის დაკითხვის ეპიზოდი მინდა.
-ახლავე.- წიგნის გადაფურცვლის ხმა მესმის.
სანამ რეზი წიგნში იქექება, მე ისევ მდინარეს ვუგდებ ყურს. ხელებს ჩემს უკან ვაწყობ, მათ ვეყრდენობი და თავს უკან ვწევ. სასაცილოა, მთელი 19 წლის მანძილზე ვოცნებობდი პიკნიკზე, ახლა ეს ოცნება ამისრულდა, მაგრამ მე ვერაფერს ვხედავ. ვერც მოჩხრიალე წყალს, ვერც მოშრიალე ხეებს და ვერც ნამიან, მობიბინე მწვანე ბალახს. სასაცილოა!
რეზის ხმამისევ ცხადში მაბრუნებს:
“-თქვენ რატომ არ შემოგთავაზეს მათთან ერთად გაფრენა?
-ვინ?
-თუმდაც გეგამ, ის ხომ თქვენი უახლოესი მეგობარი იყო.
-რატომ - იყო, გეგა ახლაც ჩემი უახლოესი მეგობარია.
-მაპატიეთ, ცუდად გამომივიდა, იმედია ისეთ რამეს არ იგულისხმებთ, რისი თქმაც არ მინდოდა.
-რისი თქმა გინდოდათ?
-იმის თქმა მინდოდა, რომ ჩემთვის მართლაც გაუგებარია,რატომ არაფერი გითხრათ გეგამ. ის ხომ თქვენ კარგად გიცნობდათ. მაპატიეთ, კარგად გიცნობთ?
-კარგად რომ მიცნობს იმიტომ არაფერი მითხრა, იცოდა რომ უარს ვეტყოდი.
-რაომ, დავიჯერო ისე მოგწონთ საბჭოთა კავშირი, რომ ვერ უღალატებდით?
-მგონი თქვენთან საურსისას არცერთხელ არ გამომიხატავს სიმპატიები საბჭოთა ხელისუფლების მიმართ. მაგრამ დისიდენტიც არ ვარ და არც მინდა რომ ვიყო.
-მეც სწორედ ეგ მაინტერესებს და მაგის გაგება მსურს,რა პრინციპით შეარჩიეს თვითმფრინავის გამტაცებლები და თქვენ, გეგას უახლოესი მეგობარირატომ არ აღმოჩნდით მათ შორის.
-ხომ გითხარით უკვე, გეგამ იცოდა, რომ მე უარს ვეტყოდი.
-რატომ, გაფრენა არ გინდოდათ?
-გაფრენა ყოველთვის მინდოდა, ახლაც მინდა და გავფრინდები კიდეც, ოღონდ არა თვითმფრინავით.
რუსი გამომძიებელი ცოტა ხანს დუმდა, ირაკლის პასუხზე ფიქრობდა, მაგრამ მაინც ვერ მიხვდა, რისი თქმა უნდოდა ამ ახალგაზრდა ქართველ კაცს და ამიტომ ბოლო შეკითხვა მხოლოდ იმიტომ დაუსვა ირაკლის. რომ უხერხული სიჩუმე დაერღვია:
-რომ ვერ გაფრინდეთ?
-მაშინ ზღვას გადავცურავ.
-რას?
-ზღვას.
-როგორ?
-სიმღერით.
-ხუმრობთ?
-არ ვხუმრობ.
-დაკითხვის ოქმშიც ასე შევიტანოთ?
-კი, ბატონო.
-მაინც როგორ ჩავწეროთ?
-სიტყვასიტყვით.
-მაიც როგორ?
-მე გადავცურავ ზღვას...
იმ დღეს დაკითხვიდან დაბრუნებულ ირაკლი ჩარკვიანს პირველად გაუჩნდა ეჭვი, რომ გეგას და თვითმფრინავის დანარჩენ გამტაცებლებს ალბათ დახვრეტას მიუსჯიჯდნენ და ეს ვარაუდი თავის მეგობრებს გაუზიარა - მათ, ვინც გეგას მეგობრებიც იყვნენ. თუმცა არა მხოლოდ გეგას მეგობრებს,არამედ ყველას, მაშინდელ თბილისსა და მთელ საქართველოში, მაინც ეგონა, რომ თვითმფრინავის გამტაცებლებს სიკვდილისთვის არ გაიმეტებდნენ.“

გასუსული ვისმენ რეზის ხმას და მახსენდება, როგორი გრძნობით წავიკითხე პირველად „ჯინსების თაობა“. მერე ამას მოჰყვა მეორე, მესამე და ვინ მოთვლის მერამდენე წაკითხვა. სიტყვა-სიტყვით მახსოვს ყოველი წინადადება, რასაც ახლა მიკითხავს რეზი. გულში რამდენჯერ ვაყოლებ კიდეც მის სიტყვებს ჩემი სიტყვებს. წარმოუდგენელია... როგორც სჩანს წიგნებში მსგავსი გემოვნება გვაქვს.
კიდევ უფრო მაკვირვებს ის, რომ დოჩანაშვილი მოთხრობებიც აქვს თან. არ ვიცოდი რას მოინდომებდი და ამიტომ რამდენიმე წიგნი წამოვიღე-ო, მიხსნის...
მაოცებს ამონარიდიც. მისი გემოვნებით არჩეული, ჩემსას ემთხვევა...
„როგორ მოვაწყობდი? - კაბინეტში დადის, დაიარება, ბოლთასა სცემს, სურათებს შესცქერის: ღრმა დეკოლტეიან ქალებს, როგორც წესი, სერიოზული გამომეტყველება აქვთ, ალბათ, თამამი დეკოლტეს გასაწონასწორებლად, მკერდდაფარულნი - იღიმებიან, არის გამონაკლისიც - ღიმილი და დეკოლტე ერთად, ორიოდ ქალს ყალბი ტრაგიზმი აღბეჭდია სახეზე, აგერ, ის კაციც, გუშინ სამჯერ რომ გააშავეს, თვალსაჩინო ადგილზეა სტენდში, აქავეა ვიღაც ყმაწვილი, ბოროტად იღიმება, ისიც თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი, ცოტათი ქვემოთ - ვიღაცაა, სუფთა გაიძვერა, იმის გვერდით კი უნდობლად იმზირება წვრილტუჩა კაცი. არის კეთილი სახეებიც, ბავშვი იღიმება, „როგორ მოვაწყობდი? - ამბობს რესპონდენტი, ცოცხლდება, - როგორ და მთელ ქალაქ კარცერებით მოვფენდი“. „რაო? - ყურს არ უჯერებს ხელმძღვანელი, - როგორ თუ... ეს რა - დესპოტიზმია?“
- არა, გეთაყვათ, დესპოტიზმისაგან ღმერთმა დამიფაროს, - ღიმილით ამშვიდებს რესპონდენტი, - ეს არ იქნება კარცერი ჩვეულებრივი გაგებით, ეს იქნება კარცერ- ლუქსი...
- როგორ თუ ლუქსი?!
- თქვენი გაკვირვება სამართლიანია, - ეთანხმება რესპონდენტი, - არის ქვეყნად სიტყვები, რომლებისთვისაც ძალზედ ძნელია გვერდიგვერდ ყოფნა, ამ შემთხვევაშიც ასეა, სად „კარცერი“, და სად „ლუქსი“, მაინც არ არსებობს დედამიწაზე ისეთი ორი სიტყვა, ოდესმე ერთმანეთს რომ არ შეეხამოს, ახლაც ასეა, - ეს იქნებოდა კარცერი- ლუქსი, წიგნებიანი თაროებით სავსე, რბილი, მოხერხებული სავარძლით, კოხტა მაგიდაზე ნათურა - სოკოთი, ეს იქნებოდა კარცერი - ოცნება ყოველი წიგნის მოყვარულთათვის, რას იზამ, ყველას არ შეუძლია ბიბლიოთეკაში კითხვა, და ვინც თავისი ფეხით შევა ჩემს მიერ შემოღებულ მოწყობილობაში, მაშინ ეს ოთახი იქნება უბრალოდ - ლუქსი, მრავალთათვის კი - კარცერი-ლუქსი... აი, სწორედ აქედან უნდა დამეწყო - მე და ჩემნაირები, ეე, ჩემნაირები - ეს იქნებოდა უთვალავი კლიმი, ქუჩა-ქუჩა ვივლიდით, აი, ვთქვათ, მივდივართ... მივდივართ, ავიარეთ, ჩავიარეთ, კედელს ორი ჯეელი მიყუდებია, დგანან, მასლაათობენ, იფურთხებიან, დგანან, არსად არ აპირებენ წასვლას, ფეხებზე ჰკიდიათ, რომელი საათია, რა დროა, ღამეა თუ შუადღე, დგანან, გოგოებს ეანგლებიან, წაუსტვენენ, წაუღიღინებენ, ხანდახან ერთმანეთს გაეხუმრებიან თავისებურად - პანღურს ამოარტყამენ ერთურთს, იკრიჭებიან და სწორედ ამ დროს მე და ჩემნაირები - ტაც! - ხელს ვსტაცებთ და ზემოაღწერილ კარცერში მიგვყავს...“



___

-შენთვის რაღაც მაქვს... -სიჩუმეში ჩაკარგულსა და პლედზე გაწოლილს ყურთან მეჩურჩულება რეზი, მერე კი იწევა და შუბლზე მკოცნის.
თვალები ვახელ. ღმერთო! ისე მეუცნაურა ეს სიბნელე, თითქოს მასთან ერთად არ ვიცხოვრე 2 წელი, თითქოს ამ წყვდიადში არ ვარ ჩაკარგული და მასთან ერთად ცხოვრებას მე არ ვცდილობ.
უბრალოდ ვუღიმი. ისე მაკრთობს ეს წყვდიადი, ხმის ამოღება ვერ ვახერხებ.
-თავად გახსენი.- მარჯვენა მაჯაზე ხელს მკიდებს, მაწევინებს და ხელში რაღაც ყუთს მიდებს.
ნელა ვჯდები. პატარა, ოთხკუთხედ ყუთს ხელებით ვსინჯავ, როცა ვრწმუნდები, რომ სწორად მიჭირავს, ვხსნი და შიგთავსს ხელს ნელა ვუსვამ. ორი პატარა ნივთია. ერთ-ერთს ყუთიდან ვიღებ და თითებით ვსინჯავ. ეს რა, საყურეა? საყურე მიყიდა? ჯანდაბა!
-საყურეა?- ნერწყვს ნელა ვუშვებ გამშრალ ყელში. ხმაშიც შესამჩნევად მეტყობა უხერხულობის შეგრძნება.
-კი. -მპასუხობს გაბადრული. ისე აშკარად ჟღერს ღიმილი მისი ხმიდან, თითქოს ვხედავდე.
-კი, მაგრამ... მე არ მაქვს ყურები გახვრეტილი...- ვბურტყუნებ. საკუთარ თავზე მეშლება ნერვები. 22 წლის გოგოს, რატომ არ უნდა მქონდეს ყურები გახსვრეტილი?
-მართლა? -იქუფრება, ღიმილიც სადღაც ქრება.
არ გინდა! ხელი მისი სახისკენ მიმაქვს, მოგრძო თმაზე და ლოყაზე ვატარებ. თითებმა თავად პოულობენ რეზის დახუჭულ თვალებს. მეღიმება.
-იცი რა? ამის გამოსწორება შეიძლება.- უეცრად მშვენიერი იდეა მომდის თავში.
-ხო?- ჩემს უცაბედ გამოხტომაზე ეცინება.
-წავიდეთ რა, ყურები უნდა გავიყვრიტო. წამიყვანე რა, გთხოვ! -ხელზე პატარა ბავშვივით ვექაჩები. -რეზი, ადექი!
-დარწმუნებული ხარ?-ხმაში შეშფოთებას ვამჩნევ.
-კი, წავიდეთ!- უფრო ფართოდ ვუღიმი.
სანამ მე მოუსვენრად ვაბაკუნებ ფეხებს, რეზი პლედიდან ყველაფერს იღებს. ისევ იგივე გზას გავდივართ მანქანამდე. ამჯერად ისეთი დაძაბული აღარ ვარ, სამაგიეროდ, ვამჩნევ როგორი დაძაბულია რეზი. რა თქმა უნდა ხელს არ მიშვებს და ისევ მითითებებს მაძლევს. მეც უსიტყვოდ ვასრულებ. არც კი მჯერა, რომ ასეთი დაძაბული ჩემი იდეის გამოა. თუ მეჩვენება?
თუმცა არ მანაღვლებს, მინდა მისი ნაჩუქარი საყურე მეკეთოს და გავიკეთებ კიდეც...
__

-დარწმუნებული ხარ? - უკვე მერამდენედ მეკითხება, სანამ მანქანას აჩერებს, აღარც მახსოვს.
-აბსოლიტურად.-თვალებს ავატირელებდი სიამოვნებით, ფუნქცია რომ არ ჰქონდეს გუგებს დაკარგული.
-კარგი, დამელოდე კარს გაგიღებ.- დანებების ნიშნად ხმა უმძიმდება და მანქანიდან გადადის.
რა თქმა უნდა მეშინია, მაგრამ... არ ვიცი საიდან მომივიდა ასეთი აზრი თავში. უბრალოდ მინდა მასთან ერთად კიდევ ერთი „სიგიჟე“ ჩავიდინო.
ნელა გადავდივარ მანქანიდან და მის ხელზე ჩაბღაუჭებული შევდივარ სალონში. დაძაბულობისგან მუხლები მიკანკალებს, მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო, რეზის ყოველ შეხებაზე უაზროდ ვიღიმები, არადა ერთი სული მაქვს აქაურობას მოვშორდე.
-ამ სკამზე დაბრძანდით.- როგორც სჩანს მე მომმართავს გოგონა, რადგან რეზის მარჯვნივ მივყავარ.
-ანნა! არ გინდა რა, წავიდეთ..-მუდარით მეუბნება რეზი.
ლამის დავნებდე. რა სჭირს კი მაგრამ ასეთი? ეს ხომ უბრალო ყურის გახვრეტაა? ამას ხომ ყველა აკეთებს?
-გთხოვ რა!- ვემანჭები.
-დაჯექი!
სკამზე მსვამს და მოშორებით დგება. ვგრძნობ მის მზერას. ტერფებით მის ნერვიულ ტოკვასაც ვგრძნობ, მაგრავ ვცდლობ ყურადღება არ მივაქციო. თავად ისედაც გული ამივარდნას მაქვს.
-ხომ არ ნერვიულობ?- ღიმილს ვიგრძნობ გოგონას ხმაში, რომელიც რაღაც სითხით დასველებული ბამბით, ყურსის ბიბილოს მიწმენდს. მგონი, სპირტია...
-არა.- მინდა მტკიცედ ვთქვა, მაგრამ აშკარად მემჩნევა ხმაში შინაგანი კანკალი.
-საერთოდ არ გეტკინება, ვერც კი იგრძნოდ ნორმალურად.-გოგონას კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა ცოტას მაწყნარებს. ვუღიმი.
ორივე ბიბილოს მისუფთავებს და ფანქრით წერტილებს მასვამს, რომ სისწორე შეინარჩუნოს და აპარატს ამზადებს.
-არ გაინძრე კარგი? ერთი წუთის საქმეა. -ხელზე ხელს მისვამს გოგონა.
„ჯანდაბა! ნუღარ წელავ!“ - ვკივი გონებაში. თავს ვუქნევ და ადგილზე ვშეშდები. აპარატი ყურთან მოაქვს, მე კი შეშინებული ქუთუთოებს ერთმანეთს ვაჭერ.
-გაჩერდი! - რეზი წამოძახილი მაკრთობს. -ადექი, ანნა! -მკლავზე ხელს მკიდებს და სკამიდან მაყენებს.
დიდებულია.
-რეზი!- უკმაყოფილებას ვერ ვმალავ.
-ჯერ მე გავიკეთებ ამ ოხრობას!-ისე მეუბნება, მგონი კბილებს არ აშორებს ერთმანეთს.
-რას გაიკეთებ?- თვალები მექაჩება გაოცებისგან.
-მე გავიხვრეტ ჯერ.-იმ სკამზე ჯდება, სადაც წუთის წინ მე ვიჯექი.
-რა? ხუმრობ?-ვერ ვიჯერებ.
-არა! ვნახოთ, რამდენად ასატანი იქნება შენთვის.-მეუბნება მშვიდი ხმით.- გახვრიტე! -როგორც სჩანს, ახლა გოგონას მიმართავს.
-ნუ მაცინებ. შენ ხომ მოტოციკლზე ისე დამსვი, არც აღელვებულხარ და ახლა ამაზე ნერვიულობ?-ეს რაღაც აფსურდია.
-იმ მოტოზე მე რომ ვიჯექი, იმიტომ დაგსვი შენც. ახლა მეც გავიხვრეტ ყურს და თუ შენთვის ასატანი იქნება, მერე შენც გაიხვრეტ.-ისევ მშვიდად მპასუხობს და მერე კვლავ გოგონას მიმართავს.- გახვრიტეთ თუ შეიძლება.
-გიჟი ხარ!- სიცილს ვერ ვიკავებ.
საოცარი სიამოვნება ედება ჩემს გულს. აი, ეს მინდოდა, ეს მინდა... ერთად შექმნილი სიგიჟე, ჩემი და რეზის სიგიჟე...
„ჩხაკ“ მესმის აპარატის ხმა და გაუაზრებლად სიცილი მივარდება...
რეზიმ ყური გაიხვრიტა, ჩემს გამო... რა სიგიჟეა...




7 თავი
ახალ გაღვიძებული, გაუნძრევლად ვწევარ საწოლში და თვალების გახელის პროცესს რაც შემიძლია ვწელავ. ვცდილობ მივეჩვიო, ყველას ისე ვაჩვენებ თავს, თითქოს ისე აღარ განვიცდი ჩემს სიბრმავეს, როგორც აქამდე, მაგრამ ჩემს გულში რაც ხდება მხოლოდ მე ვიცი.
გვერდით ვბრუნდები და ფიქრების სხვა თემაზე გადატანას ვცდილობ. ყურის ბიბილოზე ხელს ვისვამ და „წერტილ“ საყურეს ვატარებ „გაწვრთნილი“ თითებს. სახეზე ღიმილი მედება. ყოველთვის მეღიმება იმ დღის გახსენებაზე, როცა მე და რეზიმ ყურები გავიხვრიტეთ. რეზიმ მხოლოდ ერთი ყური. ტკივილის ხარისხის შემოწმების შემდეგ, მეც მომცა ამის უფლება. ეს არის ერთ-ერთი სიგიჟე, რომელიც ჩვენი ნაცნობობის 2 თვეში ჩავიდინეთ. არის კიდევ ბევრი სიგიჟე, მაგრამ ამას ყველაზე წარმოუდგენლად და მნიშვნელოვნად მივიჩნევ.
ვგრძნობ, ამ ორი თვის მანძილზე როგორ მეზრდება ნდობა და მიჯაჭვულობა რეზის მიმართ, ვგრძნობ და ვერაფერს ვაკეთებ ამის შესაჩერებლად, უფრო სწორად- არაფერს. არ მინდოდა და არც ახლა მინდა სხვანაირი იყოს ჩვენი ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ სახელს ვერ ვარქმევ ჩვენს ერთმანეთთან დამოკიდებულებასა და გრძნობას, მაინც მსიამოვნებს და მაკმაყოფილებს ის, რაც არის.
სამაგიეროდ, ლელა ისევ უკმაყოფილოა, ისევ ჩამჩიჩინებს რომ არ ვენდო, არ მოვუშვა გულამდე, არ მივეჯაჭვო რეზის. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საღამო ერთად გავატარეთ მე, რეზიმ, ლელამ და ირაკლიმ, მაინც არაფერი შეცვლილა. ლელა გესლს არ იტოვებდა და რეზის აფრქვევდა, ეს უკანასკნელი კი წარმოუდგენელი სიმშვიდით პასუხობდა, რაზეც მე და ირაკლი კარგად ვხალისობდით, აი ლელასი კი რა ვთქვა…
ვერც ლულუს ვამჩნევ ბედნიერებას მას შემდეგ რაც გრაფიკი ამერია, რაც რეზისთან ვატარებ დღეების უმეტესობას. მხოლოდ მაშინ ვარ ძველ გრაფიკს მორგებული, როცა რეზი ქალაქიდანაა გასული საქმეებზე. აი, კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ბრაზობს ლელა, მე არასდროს ვიცი სადაა და რას აკეთებს რეზი ამ დღეების განმავლობაში. ეს ნაწილობრივ მეც მაწუხებს. ნაწილობრივ არა- საშინლად მაწუხებს. მე მასზე არაფერი ვიცი და ვერც კითხვებს ვუსვამ. ვცდილობ ამ თემაზე არ ვიფიქრო, არ მინდა ამას დიდი მნიშვნელობა მივანიჭო და თავს იმით ვიმშვიდებ, რომ თავად მომიყვება ყველაფერს, როცა საჭიროდ ჩათვლის. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მე მის წინაშე შიშველი ვდგავარ, ის კი თბილადაა შემოსილი. ეს მკლავს!
თუმცა მაშინვე მინელდება და სადღაც უჩინარდება უარყოფითი შეგრძნებები და ფიქრები, როცა უკან ბრუნდება, როცა მთელ დღეს ჩემთან ერთად ატარებს, როცა ოცნებებს მისრულებს და გაორმაგებული რაოდებობით მისახავს ახალს...ულევი იდეები და გეგმები აქვს ჩემთვის და მისთვის. ჩვენთვის...
დღეს კიდევ ერთი, მესამე დილა გათენდა მის გარეშე. ვიცი - საქმეებზეა წასული! საქმეებზე... ჯანდაბა!
რატომ არ მეუბნება არაფერს ამის შესახებ? რატომ არ მიყვება?
ნერვიულად ვივლებ ხელს ყურის ბიბილოზე და ოდნავ ვქაჩავ, თითები თმაზე გადამაქვს, მასში ვაცურებ და ისევ ოდნავ ვქაჩავ, თვალებსა და წარბებზე, შუბლზე, ცხვირსა და ყვრიმალებზე, ნიკაპზე, ტუჩებზე ვიტარებ თითებს. საშინელი უკმაყოფილების შეგრძნება მიჩნდება, ეს ის სახე, ის თმა არაა, რასაც ჩემი თითები და გონება ითხოვს, ეს ის კანი არაა, რომლის შეხებაზეც თითის ბალიშები მეშანთება... ყელში ცრემლების ბურთი მეჩხირება და მონატრება მთელ სხეულში კრუნჩხვასავით მივლის და საშინელად მინდა ბოლო ხმაზე ვიკივლო.
პირდაღებული ბალიშში ვეფლობი და ჩემს უხმოობას ვიხშობ. ასე ძალიან მისი არცერთი წასვლა არ გამჭირვებია. მესამე დღეა არც დაურეკავს. არასდროს მირეკავს როცა ქალაქიდანაა გასული, მაგრამ ახლა თითქოს ბრაზი მახსჩობს და მწყინს ერთდროულად. გული მეწვება, როცა წარმოვიდგენ, რომ რეზი უჩემობას ისევე არ განიცდის, როგორც მე უმისობას.
თვალებს ყველანაირი შემზადებისა და ღრმა სუნთქვების გარეშე ვახელ. იმდენად მაფორიაქებს ეს ფიქრები, ჩემი სიბრმავეც კი უკანა პლანზე იწევს.
ისევ სიბნელე!
რა თქმა უნდა! ვხვდები, რომ საკმაოდ გვიანია, მაგრამ საწოლიდან არ ვიძვრი. ადგომის სურვილი არ მაქვს. ისეთი დაღლილი ვარ, თითქოს უკვე საღამო იყო და დაღლილი ჩავწექი საწოლში დასაძინებლად. მანამდე კი მთელი დღე შრომაში გავლიე.
ლულუც ორი დღეა სახლში არაა, ისიც ქალაქიდანაა გასული და ჩემთან ციცო ბებო და ლელა რჩებიან. დღეს ლელას გამოცდები აქვს, მოგვიანებით კი ის და ირაკლი ერთად მიდიან ირაკლის ნათესავის დაბადების დღეზე, ამიტომ ჩემთან ციცო ბებო რჩება.
ნელა ვიზლაზნები საწოლოდან. სხეული ვჭიმავ და შიშველ ტერფებს მყარად ვაარავ იატაკს. სამ დღეზე მეტ ხანს არასდროს წასულა რეზი, ამიტომ სადღაც მჯერა, რომ დღევანდელ დღეს არ გადააცილებს და დაბრუნდება. ამ ფიქრებმა ხასიათი მიკეთდება და ღიმილ გადაკრული მივაბიჯებ სააბაზანოსკენ. რა უცნაურია, წუთის წინ ბრაზისგან ცეცხლებს ვყრიდი!



_____

სამზარეულოში ციცო ბებო მხვდება. ხაჭაპურის სასიამოვნო სურნელს მადაზე მოვყავარ და ხასიათი უფრო კიდევ უფრო მიკეთდება. პიტნის ჩაის ხაჭაპურს ვაყოლებ და თან ბებოსთან საუბრით ვირთობ თავს. სამზარეულოდან გამოსვლა და ისევ ჩემს ფიქრებთან მარტო დარჩენა არ მინდა, ამიტომ შუა დღემდე ცხვირს არ ვყოფ გარეთ. ჯერ ბოკლების გაპრიალებაში ვეხმარები, შემდეგ ყავას ერთად მივირთმევთ, მერე მთელი მონდომებით ვეკითხები შვილებისა და შვილიშვილების ამბებს და ბოლოს თავს ვანებებ საბრალო მოხუცს.
ოთახში შესული უკანა ჯიბეში ჩაჩურთულ მობილურს ვიღებ და ტუმბოზე ვდებ, რომელსაც აქამდე ყოველ ხუთ წუთში ვამოწმებდი თან მქონდა თუ არა, რომ შემოსული ზარი არ გამომპარვოდა. ისევ ვღიზიანდები, ნუთუ არ ჩამოვა დღეს?
ტელეფონის ზარი ფიქრებს მაწყვეტინებს. გულაჩქარებული ვწვდები მობილურს და ვპასუხობ.
-ანა, როგორ ხარ?-ლელას ხმა მესმის და ვგრძნობ, იმედები როგორ მიცრუვდება.
-კარგად, ლელ, შენ? -ეს ახლა დაბადების დღეზე არ უნდა მიდიოდეს?
-მისმინე, არ გინდა შენც წამოხვიდე ჩემთან და ირაკლისთან ერთად? -ეს გოგო სულ დამნაშავედ რატომ გრძნობს თავს ჩემს წინაშე, როცა სადმე ჩემს გარეშე უწევს წასვლა?
-არა, ლელა, არ მინდა! -ხმაში სიმტკიცეს ვურევ.
-წამო რა, გთხოვ, გავერთობით. მარტომ რა უნდა აკეთო? თუ ის ვაჟბატონი ჩამოვიდა და...
-არ ჩამოსულა!- შუაში ვაწყვეტინებ სიტყვას. ჩემი გასაჭირი არ მეყოფა, ახლა ესეც რომ მიმატებს? -არ მინდა წამოსვლა, წადით თქვენ და გაერთეთ.-მკვახედ ვახლი.
-კარგი რა, ანა! - ვედრებასა და სინანულს აქსოვს ხმაში ლელა, მაგრამ მე საბოლოოდ მიხდება ხასიათი და ამას აღარაფერი შეცვლის.
-ციცო ბებო მეძახის, უნდა წავიდე!-უსირცხვილოდ ვამბობ წამში შეთხზულ ტყუილს, რომ ლელამ ხვეწნა შეწყვიტოს.
-კარგი, მიდი და გნახავ ხვალ. მიყვარხარ.-ოხრავს ფარხმალდაყრილი.
-მეც. კარგად გაერთეთ, ირაკლი მომიკითხე.- ხმის ამოღებას არ ვაცლი, ისე ვთიშავ ტელეფონს, იმედგაცრუებული იქვე სკამზე ვეშვები და ოდესღაც სამეცადინო მაგიდაზე ლოყით ვეკვრები.
ცოტაც და ალბათ ფსრუკუნი ამიტყდება, ტუჩებს ერთმანეთს მთელი ძალით ვაჭერ და ვცდილობ თავი როგორმე შევიკაო. ვცდილობ, არ გავტყდე და არ ვიტირო. არადა მთელი ჩემი სხეული მთხოვს ემოციებისგან დაცლას, გულის მოოხებას. მინდა სულიდან გირები მომეხსნას, გულიდან ეს სიმძიმე მოვიშორო. ხელებს კისერზე ვივლებ, ოდნავ წამოზრდილ ფრჩხილებს ხერხემლის პირველ მალას ვასობ და ტივილისგან ეგოისტურ სიამოვნებას ვიღებ.
კარზე კაკუნს გონს მოვყავარ. თავს ვწევ და სახის დალაგებას ვცდილობ, ციცოსს გული გაუსკდება ასე რომ დამინახის. თმაზე ხელებს ვისვამ და ნაწნავს წინ ვიწევ.
-შემოდი, ციცო ბებო!- ვიძახი და სახეზე კიდევ ერთხელ ვიტარებ თითებს.
კარი იღება და იხურება. ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ! მთელი სხეულით ვგრძნობ, რომ ჩემს უკან ციცო არ დგას. გული მიჩქარდება, სახეზე სისხლი მაწვება. „ჩამოვიდა, ჩამოვიდა!“ მიკივის გონება, მაგრამ მთელი ძალით ვცდილობ შინაგანი სიხარული სახეზე ნაკლებად გამოვსახო. ჩემსკენ ნელა მოიწევს, ახლა ამ ფრთხილ ნაბიჯებზეც ცხადია, რომ ჩემს უკან რეზია. მინდა წამოვდგე, გავქანდე მისკენ და ამდენი დღის მონატრება ჩახუტებით გავცრიცო, მაგრამ მუხლებში ძალა მერთმევა.
უკვე თავზე წამომადგა, ალბათ დამცქერის კიდეც. მთელი ზურგი მეწვება. მხრებზე ხელებს მაწყობს და მისი ხელის გულებიდან წამოსული სითხო მხრებიდან სწრაფად იშლება მთელ სხეულში.
-ანნა.- ჩუმად ამბობს ჩემს სახელს და მეც აღარ ვცდილობ თავის შეკავებას. ვდგები, ვბრუნდები მისკენ და ვეხვევი. -მენატრებოდი! -მეჩურჩულება ისევ და სახეს მიბადრავს მისი სიტყვები. საოცარია სად გაქრა წუთის წინანდელი სევდა და ტკივილი?
-მძულს შენი სამსახური!- ვბუტბუტებ და ისევ ვიღიმი.
-ვიცი. -ეცინება და უნებურად აცახცახებულ მხრებს ხელით მისრესს.
ვშორდები და ხელს მისი სახისკენ ვწევ, მინდა შევეხო, დავინახო. ასე მგონია საუკუნე გავიდა სანამ წასული იყო და მეშინია შეცვლილი არ იყოს... პირველი მისი მოგრძო, რბილი თმა მხვდება თითებზე. სახეზე თითებს ვატარებ, მის სიმშვიდეს შევიგრძნობ და მეც სიმშვიდეში ვეშვები.
-შეგიძლია ეს საღამო დამითმო?-არ მიკვირს რომ არჩევანის უფლებას მიტოვებს? ის მაკვირვებს რომ მაინც მეკითხება, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პასუხი ყოველთვის დადებითია.
-შემიძლია.-მიხარია, რომ ამდენი დღის შემდეგ საღამოს ერთად გავატარებთ. რეზი ხელს მიჭერს და ხელის გულზე მკოცნის.
-რაღაც მოგიტანე.- მეუბნება შემპარავი ხმით და კიდევ ერთხელ მკოცნის ხელზე.
-ხო?-ვიბნევი. ხელიდან ხელს ვართმევ და შარვლის უკანა ჯიბეში ვიჩურთავ. უხერხულობის გრძნობით დამუხტულს, სახე მიხურდება. -არაა საჭირო ამდენი საჩუქარი. -ენას ვერ ვიტრიალებ, ვერ ვეუბნები რომ თავადაა საჩუქარი ჩემთვის და საჭირო არაა ეს დანამატები...
-საჭიროა, სხვანაირად ჩემი პიჯაკის შესაფერისი კაბის ძებნაში დიდი დრო დაგვეხარჯებოდა.-ისე წარმოთქვამს ამ წინადადებას თითქოს მართლა აინტერესებდეს ჩემი კაბის ფერი... მოიცა, კაბა და პიჯაკი?
-სად მივდივართ? -ხმაში ნერვიული ნოტები მეპარება.
-ამას მერე გეტყვი, ვაგვიანებთ. კაბა საწოლზეა. მე ქვევით ჩავალ და ციცო ბებოს გამოვუშვებ. დაგეხმარება.-ოთახიდან ისე გადის ხმას ვერ ვიღებ.
მგონი, პანიკა მეწყება! კაბა? პიჯაკი? ხუმრობს? სად მივდივართ რესტორანში? კლუბში? ბარში? უნდა ვივახშმოთ? რომენტიკული ვახშამი? იქნებ მერე... ანა, გეყოფა! არაა საჭირო ამ სულელურ ოცნებებში გადაშვება, გამოფხიზლდი!
ოთახში ციცო რომ შემოდის, მე ისევ ისე ვდგავარ გაშეშებული, როგორც რეზიმ დამტოვა. ციცო ბებოს თქმით კაბა მუქი ლურჯია, უბრალო და მოხდენილი. წელში გამოყვანილი, ნორმალური სიღრმის დეკოლტით, სიგრძე მუხლამდე არ აღწევს, ფეხზე თხელძირიან ბალეტკებს ვიცვამ და კიბეზე ფრთხილად ჩავდივარ. ვერ ვიტყვი, რომ თავს კომფორტულად ვგრძნობ, ბოლოს კაბა როდის მეცვა, აღარც კი მახსოვს...
ჩემს ფეხის ხმას, რეზის ფეხის ხმაც ერთვის და კიბის ბოლოს მეგებება. უხერხულად ვწრიალებ, სანამ ბებოს გამოვეთხოვებით და გარეთ გასული სულს ძლივს ვითქვამ.
-ძალიან კარგად გამოიყურები.-ღიმილნარევი ხმით მეუბნება რეზი და ჭიშკრისკენ მივყავარ ხელჩაკიდული.
-სად მივდივართ? -ცმობისმოყვარე ენა წინ მისწრებს.
-ნუ ხარ სულსწრაფი.- სიცილით მპასუხობს, მაგრამ მაინც არ მიმხელს დღის გეგმებს. მაცადე, მაინც გამოგტეხავ!
ჭიშკრიდან უხმოდ გავყავარ და მანქანის კარის გაღების ხმა მახტუნებს. საშინლად დაძაბული ვარ, თუმცა არ ვიცი რატომ.
-ჩაჯექი და გეტყვი.-მეუბნება ნიშნისმოგებით.
ტუჩს ვიბზუებ და მანქანაში მოუხერხებლად ვჯდები. სანამ რეზი მანქანას შემოუვლის და მძღოლის ადგილზე დაჯდება ხელებს წინა სავარძლის საზურგისკენ ვიშვერ ჩასაჭიდებლად, რომ სკამზე მოხერხებულად მოვთავსდე მაგრამ ხელებში რაღაც მყარი, „წინდა დაფა“ მხვდება.
ხელები მიშეშდება, ადგილზე ვიყინები. ვხვდები როგორ ჯდება რეზი ჩემს გვერდით სავარძელზე, მინდა გამშრალ ყელში გადავუშვა ნერწყვი, ხმა ამოვიღო, მაგრამ არაფრით გამომდის. ნუთუ დაავიწყდა, რომ წინა სავარძელზე არ ვჯდები? ჯანდაბა!
-რეზი! -ხმა მიწყდება, ვჩუმდები და ღრმად ვიწყებ სუნთქვას, თუმცა ვხვდები, რომ არ გამომდის. მარჯვენა ხელს ვაცეცებ კარზე, მინდა გავაღო და გადავიდე. აქ ჯდომა არ შემიძლია. ვგრძნობ, მალე პანიკა დამეწყება...
-ანნა! -ხელებს მიკავებს და აქოშინებულს მისკენ მაბრუნებს.- ყველაფერი კარგადაა. საშიში და სანერვიულო არაფერია. ჩემს გვერდით ხარ და არაფერი არ მოხდება ცუდი. ხომ გჯერა ჩემი?
-არ შემიძლია...- თავს ვაქნევ, ყელში რაღაც მებჯინება და სუნთქვას მიშლის.ვცდილობ ორი წლის წინანდელი მოგონებები არ ამომიტივტივდეს, ვცდილობ, ისევ მეხსიერების ყველაზე ღრმა კუნჭულში მოვაქვიო და სამუდამოდ იქ გამოვკეტო, თუმცა სხეული აღარ მემორჩილება, ერთიანად ვცახცახებ.
-ანნა, მენდობი?- ისევ ჯიუტად მიმეორებს, ხელებს სახეზე მავლებს და ოდნავ მანჟღრევს, რომ ჩემი ყურადღება სრულად მიიპყროს. ხელს ხელზე მავლებს, სახეზე იდებს და წამის შემდეგ ხელის გულზე მკოცნის.
-რეზი...-ვსლუკუნებ და ვცდილობ როგორმე დავწყნარდე, სხეული დავიოკო. არეული სუნთქვისგან თავბუსხვევას ვგრძნობ.
-გჯერა ჩემი?-ისევ დაჟინებით მეკითხება, მის დაჟინებულ მზერას ვგრძნობ. -მენდობი?
„ჯანდაბა, ანა, გეყოფა, დაივიწყე! მსგავსი აღარაფერი მოხდება!“ საკუთარი თავის გამხნევებას ვცდილობ, მაგრამ აქვე მახსენდება, რომ ეს ყოველთვის ყველაზე საშინლად გამომდიოდა...
-მჯერა! -მონდომებით ვუქნევ თავს და ვგრძნობ, რომ მისდამი ისეთი ნდობით ვარ განმსჭვალული, როგორც არავის მიმართ. საკუთარი თავი მაშინებს.
-ხოდა გეუბნები, რომ ცუდი არაფერი შეგემთხვევა, გესმის? -მის სახეზე მიყინულ ჩემს ხელს მაბრუნებინებს და ისევ ხელის გულზე მკოცნის, მერე ჩემსკენ იწევა და მარცხენა ლოყაზე თვალთან ნაზად მკოცნის. მისი სურნელი ცხვირზე მედება. თითქოს მთენთავს რეზის ეს ჯესტი და მთელი დაძაბულობა წამში მეხსნება.
თავს ვუქნებ და სავარძელზე ვსწორდები. რეზი წამიერად მისვამს თმაზე ხელს და მანქანას ნელა ძრავს. ვიძაბები, საზურგეს მთელი ძალით ვეკრობი, მარჯვენა ხელით კარის სახელურს ვეჭიდები, მარცხენა ხელს კი მუხლის თავზე ვიჭერ.
-ყველაფერი კარგადაა, დამშვიდდი.- მეჩურჩულება რეზი და მანქანაც მსუბუქად იწყებს მოძრაობას.
მე პასუხად მხოლოდ თავს ვუქნევ და ტუჩებს ერთმანეთს ვაშორებ, რომ ღრმად ვისუნთქო. მოულოდნელად ჩემს მუხლზე მოთავსებულ ხელზე რეზის თბილ ხელს ვგრძნობ, თითებზე მეჭიდება და მსუბუქად მიჭერს, მამხნევებს. მისკენ ვბრუნდები და მადლიერების ღიმილი მესახება სახეზე, ასე შედარებით მშვიდად და დაცულად ვგრძნობ თავს.
-ახლა მაინც მეტყვი სად მივდივართ? -საუბრის წამოწყებას ვცდილობ, მინდა დაძაბულობა ოდნავ მომეხსნას.
-დაბადების დღეზე.- უდარდელი ტონით მეუბნება.
-ირაკლის ნათესავის დაბადების დღეზე?- ყურებს არ ვუჯერებ. ნუთუ ლელამ რეზის დაურეკა და ჩემი იქ მიყვანა სთხოვა? არ არსებობს...
-არა, ჩემი დეიდაშვილის დაბადების დღეზე მივდივართ.-ხელს მიშვებს და ჩემი მტევნის ქვეშ თავის თითებს აცურებს. ხელს ჩემი მუხლიდან სიჩქარის გადამრთველზე გადააქვს და ჩემს ხელსაც მეგზურად იყოლებს თან.
სითბო მეღვრება გულში, როგორ შეუძლია ასეთი თბილი და მიხვედრილი იყოს? როგორ შეუძლია ასე უსიტყვოდ ესმოდეს ჩემი?


_______________
-იქნებ სხვაგან წავსულიყავით? -ანერვიულებული თითებს ვიწვალებ, როცა მანქანა ჩერდება.
-რატომ? -მისი ხმა გაოცებას გამოხატავს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მიზეზს თავადაც ხვდება.
-რეზი, მერიდება! მე არ ვარ დაპატიჟებული.- ყველაზე უსუსური მიზეზს ვამბობ, რაც ახლა შემიძლია ვთქვა და თავს ფანჯრისკენ ვაბრუნებ, რომ ჩემი ახურებული სახე არ შეამჩნიოს.
-შენ ამაზე არ იდარდო. -მიღიმის რეზი და ამაზე უფრო ვღიზიანდები.
-შენ, იცი რატომ არ მინდა წამოსვლა.- მკვეთრად ვბრუნდები რეზისკენ და გაკაპასებული ქალის ცოცხალ მაგალითად ვევლინები.
-მინდა შენგან გავიგო, მითხარი მიზეზი და თუ იქნება მისაღები და იმდენად სერიოზული რომ ჩემი დეიდაშვილის დაბადების დღის გამოსატოვებლად ღირდეს, მაშინ გამოვტოვოთ.-მაოცებს მისი თავშეკავებულობა.
-რეზი...-ჯანდაბა! სიტყვა მიწყდება. ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და ვცდილობ დარჩენილი ნებისყოფა მოვიკრიბო. საშინლად არ მინდა ამ სიტყვების თქმა... - დარწმუნებული ხარ, რომ შენს დეიდაშვილს გაუხარდება, როცა ჩემთან ერთად დაგინახავს მის დაბადების დღეზე? მე ბრმა ვარ!
-ვიცი! უკვე ბევრჯერ გთხოვე, რომ ყოველ ათ წინადადებაში არ ჩააკვეხო შენი დროებითი უსინათლობა. - ხმაზეც კი ემჩნევა როგორი გაცეცხლებული და კრიჭაშეკრულია. რამდენიმე წამით ჩუმდება და მერე ღრმად ისუნთქავს ქაერს, ალბათ დასამშვიდებლად.-თუ მხოლოდ ესაა მიზეზი, მაშინ გადავიდეთ მანქანიდან.
-დროებითი უსინათლობა? ეს უკვე აღარაა დროებითი, უკვე სამი წელია გრძელდება.
- 2 წელი და 5 თვეა!- მისწორებს. -და დიახ, ეს დროებითია.- მანქანის კარი აღებს და გადადის.
ჯანდაბა! რატომაა ასეთი ჯიუტი? რატომ ვერ ხედავს ჩემს სიბრმავეში პრობლემას? სახეზე ხელებს ვისვამ და გონზე მოსვლას და დამშვიდებას ვცდილობ.
-კარგი, ახლა გადმოდი!- მეუბნება მას შემდეგ, რაც მანქანის კარს მიღებს.
ნელა გადავდივარ მანქანიდან. მის ხელს ჩაბღაუჭებული ვკვეთ მთელ ეზოს. აშკარაა, საკუთარ სახლს მოვლილი ეზო აქვს, ყვავილების სურნელი ცხვირში ისე სასიამოვნოდ მეჩრება, რომ ასე დაძაბულსაც კი მეღიმება. ხმაური და მუსიკის ხმა მესმის, მაგრამ არა სახლიდან, სადღაც გაშლილი სივრციდან. ნეტავ ამ სახლს უკანა ეზოც აქვს?
-რეზი!- შორიდან მესმის კივილი. იმდენად მოულოდნელია ჩემთვის, რომ ვკრთები.
-ბაია! -რეზიც ეპასუხება და აქამდე ძლიერად ჩაკიდებული ხელი მიშვებს.
ადგილზე ვქვავდები. მარცხენა ხელში ჩაბღუჯულ საჩუქრის ყუთს (რომელიც რეზიმ მანქანაში მომაჩეჩა, უსაჩუქრობა რომ არ მომემიზეზებინა), ორივე ხელით ისე ვეჭიდები, თითქოს ვინმე წართმევას მიპირებდეს. ღმერთო, ალბათ რა სასაცილოდ გამოვიყურები ახლა. ნეტავ სხვისი თვალით დამანახა ჩემი თავი.
ბაია კივილით, რეზის ძახილითა და სირბილით გვიახლოვდება და რეზის ეხვევა.
-ნელა, შე გადარეულო!- იცინის რეზიც. მის ლაღ ხმაზე მეც მეღიმება. მგონი კარგი ვქენი, რომ წამოვყევი. -გილოცავ, ქაჯანავ! საჩუქარიც მოგიტანე. -ხმადაბლა ეუბნება რეზი, მაგრამ მაინც ვიგებ.
-ასე ნუ მეძახი რა, მოგკლავ!- უკმაყოფილოდ ბუზღუნებს ბაია, ტუჩები ერთმანეთს ვაჭერ და თავი ძლივს ვიკავებ სიცილისგან. -რა მიყიდე? -ისეთი ცნობისმოყვარეობა გამოსჭვივის მის ხმაში ვვოცდები. მიკვირს, 21 წლის გოგონასგან მსგავსი რამ, ისეთი ხმა აქვს თითქოს მამა დაბრუნდა სამსახურიდან საღამოს და 4 წლის პატარა დაპირებულ სიურპრიზს ითხოვდეს. თუმცა საოცარ პოზიტივს ასხივებს...
-ჩადი ჩემი სხეულიდან და გეტყვი, ნუ ჩამაწყვიტე წელი.- სამაგიეროდ რეზი არ იკავებს თავს სიცილისგან. - სადაა შენი გადარეული ძმა?
-რა ვიცი სადმე აქ იქნება. ალბათ ჩემს კურსელებს აბამს. ისევ... - თავმობეზრებული უხდება ხმა ბაიას.
-მოდი, ვიღაცას გაგაცნობ! ბაია ეს ანნაა. ანნა, გაიცანი - ბაია, ჩემი ქაჯანა დეიდაშვილი!
-სასიამოვნოა. -სახიდან ღიმილს არ ვიშორებ და სავარაუდოდ ბაიასკენ ვიწვდი ხელს ჩამოსართმევად
-ააა... ჩემთვისაც სასიამოვნოა. -გაოცება და დაბნევა უფრო იკითხება ბაიას ხმაში, ვიდრე ჩემი გაცნობით მიღებული სიამოვნება. რამდენიმე წამში გაწვდილ ხელზე რეზის რბილი ხელის ჩაჭიდებას ვგრძნობ და ნელა მაწევინებს მარჯვნივ!
მომენტალურად მეშლება სახიდან ღიმილი. წამი მჭირდება ბაიას დაბნეულობის მიზეზის ამოსაცნობად. ხელი სხვა მხარეს გავიწოდე, რამაც ჩემი მდგომარეობა ნათელი გახადა.
-ეს რამხელა ამბავი მოგიწყვია აქ?-სიტუაციის განმუხტვა ცდილობს რეზი, მას შემდეგ რეც ბაია ხელს მართმევს და ძლივსგასაგონად ჩურჩულებს სასიამოვნოაო.
-აა ხოო... -ბაიაც მალე ეგება გონს და ხელს მიშვებს.
-საჩუქარი ანამაც მოგიტანა.- რეზის ხმა მეც მაფხიზლებს და აქამდე ხელში ჩაბღუჯულ საჩუქრის პატარა ყუთს, რომლის არსებობაც კი აღარ მახსოვდა, ცივად ვიწვდი წინ.
-დიდი მადლობა, ანა!- მეუბნება ბაიამ და მეხვევა. ეს სიბრალულია! ვეცოდები! ჯანდაბა, არ მინდა აქ ყოფნა!- რატომ შეწუხდი?
-სიმართლე გითხრა რეზის არჩეულია. - მოკეტე, ანა! ეს ხომ ისედაც ცხადია? ნერვები ისე მეშლება, რომ მინდა საკუთარი თავი თმით ვითრიო.
-რეზი, გამოჩნდი როგორც იქნა!-ხმის პატრონი მამაკაცი გვიახლოვდება და როგორც ვხვდები რეზის ეხვევა.
როგორც მოგვიანებით რეზი მეუბნება, ეს ბაიას ძმა და რეზის დეიდაშვილი - გოგაა.
რეზიმ გოგას და რამდენიმე მათ მეგობარს მაცნობს, თუმცა ამით მხოლოდ დაძაბულობა მემატება და არა პირიქით. მით უმეტეს გოგას რეპლიკები და კომენტარები იმდენ ირონიას იტევს, რომ საშინლად ვღიზიანდები. ერთი სული მაქვს აქედან როდის წავალ. რას არ მივცემდი ახლა ჩემს ოთახში ვიყო. დიდი ხანია თავი ასე საშინლად არ მიგრძვნია.
-ანნა, როგორ ერთობი? ხომ არ მოიწყინე? - მეკითხება ბაია. მას ხმაზე უკვე თავისუფლად ვცნობ, სასწაულად ჟღერადი და მაღალი ტემბრი აქვს. მხარზე ხელის მოთათუნებას ვგრძნობ.
-არა, კარგად ვარ.- გაღიმებას ვცდილობ.
-ვითომ მისთვის სულერთი არ არის სად იქნება? -გვერდიდან გოგას უადგილო და ირონიით გაჟღენთილი ჩაფხუკუნება მესმის. ალკოჰოლის გადამეტებული დოზისგან ენას უკიდებს.
ეს უკვე მეტისმეტია. ტუჩემს გამწარებული ვმუწავ, რომ პირზე მომდგარი სიტყვები შევიკავო. პულსი გაორმაგებულად მიცემს და ღია ცის ქვეშ მდგარს ჰაერიც მეცოტავება. რისხვისგან საფეთქლებზე სისხლი იმდენად ძლიერად მეხეთქება, ასე მგონია თავის ქალა ამეხდება, ბოღმისგან ყელში ბურთი მისივდება და ჰაერის ნაკადს არ ატარებს ფილტვებამდე. ვგრძნობ, აქ კიდევ ერთი წუთი რომ გავატარო, გული წამივა.
-რეზი! -ჩემგან 2-3 მეტრის მოშორებით მდგარ რეზის ვეძახი, რომელიც მეგობართან საუბრითაა გართული და მისკენ ხელს ვიწოდებ.
-გისმენ ანნა!- ხელზე მაშინვე მკიდებს ხელს.
-წავიდეთ რა, დავიღალე. - მისი შეხება დამამშვიდებლად მოქმედებს ჩემზე და ტონიც შედარებით მირბილდება.
-კარგი, წავიდეთ. -ხელის გულზე მხურვალე ტუჩებს მაკრავს და მობობოქრე ნერვიული სისტემა საბოლოოდ ყრის ფარხმალს. მომენტალურად ვმშვიდდები. თავს ისე დაცულად ვგრძნობ, თითქოს რეზის სახით დამცავი კედელი აღიმართა ჩემსა და გოგას შორის. სახეზე ღიმილი მედება. - ბაია, მივდივართ!
ძალიან თბილად გვემშვიდობება ბაია, მისი ძმისგან განსხვავებით, მასზე კარგი შთაბეჭდილებით აღსავსე მივდივარ ჭიშკრისკენ. საკუთარ თავში გარკვევას და ჩემი განწყობის გამოცნობას ვცდილობ. ნაწყენიც ვარ, თავს დამცირებულად და დაცინვის ობიექტად ვგრძნობ, ჩემი სიბრმავე გულზე ლოდად მაწევს და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს, მაგრამ ამავდროულად რეზის გვერდით ყოფნა დაცულობისა და სიმშვიდის შეგრძნებას მიღვივებს.
-რეზი, მიდიხარ? - აჰა, აშკარაა, ჩემს გარდა კიდევ გოგას აქვს მხედველობის პრობლემა. მრისხანება ისე მიბობოქრებს, ლამის თავი რინგზე წარმოვიდგინო და გოგას მუშტები დავუშინო.
-მივდივართ! – „თ“ განსაკუთრებულად კვეთს, ჩემზე ჩაჭიდული ხელი და ხმა ერთდროულად ეძაბება რეზის. ნუთუ მანაც შეამჩნია გოგას ტონში დაუფარავი ირონია და სითავხედე?
-ერთი წუთით, საქმე მაქვს!
-ახლა არა, ანნა სახლში უნდა წავიყვანო, დაიღალა.-იგივე ტონით უბრუნებს გოგას პასუხს და ხელს უფრო მეტად მიჭერს ხელზე.
-მოდი რა, ერთი წუთით, დაგელოდება ანა.- ისევ შეფარული ირონია ხმაში და ისევ მრისხანება ძარღვებში. რა უნდა, რას მერჩის?
-დაგელოდები, არა უშავს. - თავი ვიქნევ თანხმობის ნიშნად, მაგრამ ფეხები აშკარად აქედან გაქცევას მთხოვენ.
-ერთ წუთში მოვალ.- ვხვდები, რომ მიღიმის, მერე ხელს მიშვებს და რამდენიმე მეტრით მშორდებიან.
სრულიად მარტო ვდგავარ ეზოში, არც ხეა მისაყრდნობად, არც სკამი-ჩამოსაჯდომად... ადგილიდან არ ვიძვრი, უცხო ადგილები საშინლად მძაბავს , ამიტომ ყურადღების გადასატანად ისევ სმენას ვიყენებ და რეზის ხმას ვეძებ ამ ხმაურში, არც მიჭირს...
-დაფიქრდი რას მეუბნები, გოგა!- რეზის გაცეცხლებული ხმა სწვდება ჩემს სმენას და ისედაც დაძაბული, ადგილზე ვქვავდები.
-რომ ვფიქრობ, ამიტომაც გეუბნები! მოიშორე ეს გოგო. არ მითხრა მიყვარსო და არ გამაცინო. რომც გიყვარდეს, მთელი ცხოვრება ამას უნდა უარო? ისედაც ამდენი პრობლემები გაქვს რას გადაეკიდე ამ საცოდავს? -დამრიგებლური ტონს ვიჭერ გოგას ხმაში.
ჯანდაბა! ისინი ჩემზე ლაპარაკობენ... გულმა ისე გამალებით მიწყებს ცემას, ასე მეგონა მისი ხმაური დამაყრუვებს. ვგრძნობ, ყელში, ხორხზე როგორ მენარცხება ბურთი და ნელ-ნელა როგორ იწყებს გასიებას. ვგრძნობ, როგორ მონდომებით მიკეტავს სუნთქვას...
-გოგა, არ გაბედო ჩემს ცხოვრებაში ჩარევა და გაფრთხილებ, ანა ასე აღარ მოიხსენიო! ნუ დამაკარგვინებ იმას, რაც ახლა ხელს მიშლის რომ ცხვირ-პირი გაგიერთიანო. რომ გამოფხიზლდები, ამაზე მერე ვილაპარაკებთ! -აქედანაც კი ვგრძნობ რეზის მრისხანებას, მისი ხმა შიშშაც კი მგვრის და უნებლიედ ერთ ნაბიჯს ვდგამ უკან.
ნეტავ ახლა როგორ გამოიყურება? ალბათ შუბლი შეკრული აქვს, თვალები ბრაზისგან უელავს, ტუჩებსა და კბილებს ერთმანეთს ბრაზით აჭერს და... ჯანდაბა! ანა, რაზე ფიქრობ,ახლა ამის დროა? სმენას ვძაბავ...
-არ მისმენ?-ისევ გოგას ხმა, ისევ დამრიგებლური, თუმცა სიმტკიცე დაკარგული და შიშნარევი ხმა მესმის. -კარგი რა, ვერ დავიჯერებ, რომ ეს ბრმა მოგწონს! დავიფიცებ, შენი თმაც კი უფრო მეტად გიყვარს, ვიდრე ის გოგო! -მის ირონიას საძირკველი აღარ უჩანს.
ვგრძნობ, სადაცაა გული ამერევა. ღმერთო, ასე დამცირებულად და ასე განადგურებულად როდის ვიგრძენი თავი? მინდა მივბრუნდე და გავიქცე. მინდა აქაურობას რაც შეიძლება მალე მოვშორდე და ეს დამპალი ნაბი*ვარი აღარასდროს არსაც გადამეყაროს. თუმცა მე ისევ ისე ვდგავარ, ერთ ადგილს მიჯაჭვული და ვერსად მივდივარ. იძულებული ვარ ეს სიტყვები მესმოდეს, გავიაზრო და მტკიოდეს. ასეთია სიმართლე, მტკივნეული, მწარე, მაგრამ სიმართლე...
მოულოდნელად ხმაური, მგონი დარტყმის თუ სუსტი შეჯახების ხმა მესმის. წამიც და ხალხის ჩოჩქოლიც და აღშფოთების გამომხატველი შეძახილებიც აღწევს ჩემამდე. არა, არა, გთხოვ, არა!
-ბაიას უმადლოდე, ახლა ამას რომ ვჯერდები, მაგრამ ესეც დროებითია!- ათასჯერ მგრძნობიარე გამხდარა ჩემი სმენა, რადგან სხვანაირად შეუძლებელია ამდენ მეტრში გაიგო რეზის ამოსისინებული სიტყვები.
ტერფებით მძაფრად შევიგრძნობ ვიბრაციას. რეზი სწრაფი ნაბიჯით მოემართება ჩემსკენ. თავზარი მეცემა. ახლა რა მოხდება? რა ვქნა? თავი ისე დავიჭირო, თითქოს ვერაფერი გავიგე?
მგონი სჯობს რეზის ქცევასა და ლაპარაკს მივყვე. გადაწყვეტილებას ვიღებ და რეზიც მიახლოვდება.
-წავედით, ანნა! -მეუბნება ოდნავ შერბილებული ხმით, იდაყვზე ხელს მკიდებს და მივყავარ. მიკვირს ფეხის გადადგმა რომ შემიძლია, მეგონა წავიქცეოდი...


____



ველი შეფასებებს სულმოუთქმელად.
სიყვარულით, მარიამი.



vaiberi gadmovwere da radhi gamoviyeno azrze arvar:(

 


№2  offline მოდერი chica sol

მოსიარულემკვდარი )
vaiberi gadmovwere da radhi gamoviyeno azrze arvar:(

flushed გამოყენება შეიძლეა, მაგრამ შენ თუ ვერ ხედავ აზრს წაშალე...

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე მარიამ როგორ გამახარე ამ ისტორიის დასრულება რომ გადაწყვიტე.იცი როგორ მიყვარს ეს ისტორია და გული მწყდებოდა რომ არ დებდი.ძალიან მაგარი ისტორიაა.მისი აზრი ყველაზე მეტად საინტერესოა.რეზიზე მაბოდებს იმდენად მომწონს.მიხარიხარ ჩემო შოკოლადო
--------------------
ლანა

 


№4  offline მოდერი chica sol

La-Na
ვაიმე მარიამ როგორ გამახარე ამ ისტორიის დასრულება რომ გადაწყვიტე.იცი როგორ მიყვარს ეს ისტორია და გული მწყდებოდა რომ არ დებდი.ძალიან მაგარი ისტორიაა.მისი აზრი ყველაზე მეტად საინტერესოა.რეზიზე მაბოდებს იმდენად მომწონს.მიხარიხარ ჩემო შოკოლადო

მიხარია რომ გაგახარე, მაპატიე რომ გალოდინე ჩემო კარგო. ასე აღარ მოვიქცევი, ხვალვე იქნება ახალი თავი. მადლობა, რომ კითხულობ heart_eyes heart_eyes

 


№5 სტუმარი Guest Darina

Chemi tkbili tbili da gemrielii gogo dabrunebula sul gelodi rodis gamochndebodi rom shemovedi da sheni siaxle damxvda sixarulisgan ar vici ra meqna, xom ici Mariam rogor miyvarxaaar sul gelodebiii sheni personaji bichebi gansakutrebit miyvars da arc rezia gamonaklisi gelodebiii cxelcxeli tavebit

 


№6  offline მოდერი chica sol

Guest Darina
Chemi tkbili tbili da gemrielii gogo dabrunebula sul gelodi rodis gamochndebodi rom shemovedi da sheni siaxle damxvda sixarulisgan ar vici ra meqna, xom ici Mariam rogor miyvarxaaar sul gelodebiii sheni personaji bichebi gansakutrebit miyvars da arc rezia gamonaklisi gelodebiii cxelcxeli tavebit

დარი❤ ჩემო საყვარელო გოგოვ. როგორ გამახარე. ვიცი შენ და "ჩემი ბიჭები" რა დღეში ხართ :დდ
ხვალ იქნება ახალი თავი. მიყვარხარ და მადლობა შეფასებისთვის❤

 


№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

მარიამ ზაქარაშვილი
La-Na
ვაიმე მარიამ როგორ გამახარე ამ ისტორიის დასრულება რომ გადაწყვიტე.იცი როგორ მიყვარს ეს ისტორია და გული მწყდებოდა რომ არ დებდი.ძალიან მაგარი ისტორიაა.მისი აზრი ყველაზე მეტად საინტერესოა.რეზიზე მაბოდებს იმდენად მომწონს.მიხარიხარ ჩემო შოკოლადო

მიხარია რომ გაგახარე, მაპატიე რომ გალოდინე ჩემო კარგო. ასე აღარ მოვიქცევი, ხვალვე იქნება ახალი თავი. მადლობა, რომ კითხულობ heart_eyes heart_eyes


მე რომ მიყვარს ისე გემრიელად დაასრულე და ყველაფერი დამავიწყდება არაა :) სულმოუთქმელად ველი ხვალინდელ დღეს
--------------------
ლანა

 


№8  offline მოდერი chica sol

La-Na
მარიამ ზაქარაშვილი
La-Na
ვაიმე მარიამ როგორ გამახარე ამ ისტორიის დასრულება რომ გადაწყვიტე.იცი როგორ მიყვარს ეს ისტორია და გული მწყდებოდა რომ არ დებდი.ძალიან მაგარი ისტორიაა.მისი აზრი ყველაზე მეტად საინტერესოა.რეზიზე მაბოდებს იმდენად მომწონს.მიხარიხარ ჩემო შოკოლადო

მიხარია რომ გაგახარე, მაპატიე რომ გალოდინე ჩემო კარგო. ასე აღარ მოვიქცევი, ხვალვე იქნება ახალი თავი. მადლობა, რომ კითხულობ heart_eyes heart_eyes


მე რომ მიყვარს ისე გემრიელად დაასრულე და ყველაფერი დამავიწყდება არაა :) სულმოუთქმელად ველი ხვალინდელ დღეს

:დდ უკვე დასრულებულია. იმედია არ გაგიცრუვდება იმედები❤

 


№9 სტუმარი Shore shore

avoieeeeee megirsa chemo tkbilo tbilo da gemrielo zalian magaria vnaxot ra moxdeba shemdegshi miyvarxar me shen

 


№10  offline მოდერი chica sol

Shore shore
avoieeeeee megirsa chemo tkbilo tbilo da gemrielo zalian magaria vnaxot ra moxdeba shemdegshi miyvarxar me shen

შორე :დდდ
კი, კი შენც გეღირსა და მეც. ვნახოთ, აბა ვნახოთ ❤❤

 


№11  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუ ძაან მააგრი იყო. ზოგადად ასეთიი მოთხრობები მძიმე წასაკითხია ხოლმე თუმცა ეს ძალიან ზომიერი იყოო არაფერი ზედმეტი არ იყო და არც არაფერი აკლდა. მე ძაან მომეწონა. მოუთბენად ვეოდები შემდეგ ნაწილებს. თავიდან რეზის საქციელი მომეჩვენ ასაეჭვოდ მაგრამ ნელნელა გდავიფიქრე და არ ვიცი რა ვიფიქრო. ვფიქრობ მართლა მოსწონს /უყვარს ანნა. ეჰჰ გოგა რა მაგარი საზიზღარი ტიპია ვარ მომეშAლა ნერვებიიი. აბა შენ იცი მოუთვენლად ველი შემდეგს!!!!!!!!!!!!!!

 


№12 სტუმარი გვანცა))

ახლაც არ მჯერა რომ ამ ისტორიას ვკითხულობ,
ერთისული მქონდა როდის დადებდი,ძალიან მაგარი ისტორიაა,და ძალიან მიყვარს,
წარმატებები მარიამ ❤

 


№13  offline ახალბედა მწერალი lullaby

მართალია ბოლოსკენ უკვე ცალი თვალით ვკითხულობდი, მაგრამ მაიმც კაი იყო <3 მარ, შენი იუმორი ისტორიებში სასწაულად ჯდება :დდ გახსენება მეამა, ახლა გაგრძელებას ველოდები. კიდევ იქნება ცოტა ნაცნობი სიუჟეტი ხო? ხოდა მერე უკვე მეც მაინტერესებს ^^

პ.ს. " ავღნიშნო " აღარ დამანახო //

 


№14  offline მოდერი chica sol

nawkas12345
აუ ძაან მააგრი იყო. ზოგადად ასეთიი მოთხრობები მძიმე წასაკითხია ხოლმე თუმცა ეს ძალიან ზომიერი იყოო არაფერი ზედმეტი არ იყო და არც არაფერი აკლდა. მე ძაან მომეწონა. მოუთბენად ვეოდები შემდეგ ნაწილებს. თავიდან რეზის საქციელი მომეჩვენ ასაეჭვოდ მაგრამ ნელნელა გდავიფიქრე და არ ვიცი რა ვიფიქრო. ვფიქრობ მართლა მოსწონს /უყვარს ანნა. ეჰჰ გოგა რა მაგარი საზიზღარი ტიპია ვარ მომეშAლა ნერვებიიი. აბა შენ იცი მოუთვენლად ველი შემდეგს!!!!!!!!!!!!!!

მიხარია რომ წაიკითხე, მიხარია რომ მოგეწონა და რომ ელოდები. კარგია რომ რეზიმ შენი ნდობაც დაიმსახურა ისევწ როგორც ანას ნდობა.
დიდი მადლობა, რომ გამოხატე შენი აზრი❤

გვანცა))
ახლაც არ მჯერა რომ ამ ისტორიას ვკითხულობ,
ერთისული მქონდა როდის დადებდი,ძალიან მაგარი ისტორიაა,და ძალიან მიყვარს,
წარმატებები მარიამ ❤

მაპატიე რომ გალოდინე, ძვირფასო. დიდი მადლობა❤❤

lullaby
მართალია ბოლოსკენ უკვე ცალი თვალით ვკითხულობდი, მაგრამ მაიმც კაი იყო <3 მარ, შენი იუმორი ისტორიებში სასწაულად ჯდება :დდ გახსენება მეამა, ახლა გაგრძელებას ველოდები. კიდევ იქნება ცოტა ნაცნობი სიუჟეტი ხო? ხოდა მერე უკვე მეც მაინტერესებს ^^

პ.ს. " ავღნიშნო " აღარ დამანახო //

მარიამ, ეს შენთვისაა ნაცნობი, თორემ ბოლო ნაწილი არ დადებულა საიტზე აქამდე :დდ
პ.ს. არის უფროსო :დდდ

 


№15  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე ჩემი ტკბილი, თბილი, გიჟი და გადარეული გოგო..
როგორ გამიხარდი
ისტორია როგორ გამიხარდა...
არ ვიცი რა ვთქვა უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის...
ვერ ვხვდები ასეთ ემოციებს როგორ ქმნი... აი წარმოუდგენლად კარგ სიუჟეტს წერ და მერე ამ ყველაფერს იმდენად ლამაზად ფუთავ ემოციებით, გრძნობებით, დადებითი თუ უარყოფითი აზრებით რომ საოცრება გამოგდის...
ვგიჟდები მე შენზე მარიიი...
ყველაზე კარგი ხარ.
ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებ, პატარა ბავშვივით ვარ აჟიტირებული...
ახალ თავს ველოდები მოუთმენლად...

 


№16  offline მოდერი chica sol

უცნობი ქ
ვაიმე ჩემი ტკბილი, თბილი, გიჟი და გადარეული გოგო..
როგორ გამიხარდი
ისტორია როგორ გამიხარდა...
არ ვიცი რა ვთქვა უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის...
ვერ ვხვდები ასეთ ემოციებს როგორ ქმნი... აი წარმოუდგენლად კარგ სიუჟეტს წერ და მერე ამ ყველაფერს იმდენად ლამაზად ფუთავ ემოციებით, გრძნობებით, დადებითი თუ უარყოფითი აზრებით რომ საოცრება გამოგდის...
ვგიჟდები მე შენზე მარიიი...
ყველაზე კარგი ხარ.
ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებ, პატარა ბავშვივით ვარ აჟიტირებული...
ახალ თავს ველოდები მოუთმენლად...

სალო, ჩემო საყვარელო გოგო. მიხარია რომ მოგეწონა და ემოციებს იწვევს შენში ჩემი ნაწერი.
მიყვარხარ ❤

 


№17  offline აქტიური მკითხველი terooo

დავიწყე და ახლა დავამთავრე
,,საბუთების თავზე დაყრილი ვკითხილობდი"
საოცრება ხარ.... დიდზე დიდი სასწაული... მიხარია რომ გაგიცანი...
მიხარია რომ ერთ დღეს აქ მოვხვდი და კითხვა დAვიწყე...
იმდენად ემოციური გავხდი ამ წამს... მინდა ჩაგიხუტო და აღარ გაგიშვა.
იცი მინდოდა მეკითხა და არ დასრულებულიყო.
მადლობა ამ გამოცდისთვის...
საოცარი წყვილია....
შენეული და ბევრი პოზიტივით აღსავსე....
მებედნიერები მე შენ

 


№18  offline მოდერი chica sol

terooo
დავიწყე და ახლა დავამთავრე
,,საბუთების თავზე დაყრილი ვკითხილობდი"
საოცრება ხარ.... დიდზე დიდი სასწაული... მიხარია რომ გაგიცანი...
მიხარია რომ ერთ დღეს აქ მოვხვდი და კითხვა დAვიწყე...
იმდენად ემოციური გავხდი ამ წამს... მინდა ჩაგიხუტო და აღარ გაგიშვა.
იცი მინდოდა მეკითხა და არ დასრულებულიყო.
მადლობა ამ გამოცდისთვის...
საოცარი წყვილია....
შენეული და ბევრი პოზიტივით აღსავსე....
მებედნიერები მე შენ

ვაიმე, ვაიმე, ვაინეე, ტერო, ტკბილო უღრმესი მადლობა. საოცარი შენ ხარ ასე რომ მახარებ.
პ.ს. მოდი ჩამეხუტე :დ ❤

 


№19  offline აქტიური მკითხველი terooo

რაღაც მაკლდა... რაღაც მინდოდა... შეგრძნება... სითბო სიყვარული ბედნიერება...
აქ ვპოულობ... შენს ნაწერებში

 


№20  offline მოდერი chica sol

terooo
რაღაც მაკლდა... რაღაც მინდოდა... შეგრძნება... სითბო სიყვარული ბედნიერება...
აქ ვპოულობ... შენს ნაწერებში

ვაიმეე, ჩემო გოგო'ვ. როგორ მახარებ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent