შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისტორიები ნაწილი 2


20-01-2017, 01:02
ავტორი ლილუუ
ნანახია 1 387

მოულოდნელობისგან წამით ყველა გაშეშდა, ალბათ, არავინ ელოდა კიდევ ვინმეს გამოჩენას. ოთხივემ თავი ასწია და ხმის მიმართულებით. განრისხებული ანდრეა უცქერდა მათ, მის გვერდით კი იოანე იდგა.
-ანდრეა, _გახარებულმა წამოიძახა თორნიკემ და ლილუსთან ერთად ადგა.
-ახვლედიანო, ბედავ და იარაღით გვემუქრები?_ჰკითხა ერთ-ერთმა
-გელა, შენს მეგობარსაც უთხარი, არ გვინდა შარი, შეეშვი ჩემს ძმას და მოვგვარდებით ჩვენ,_მშვიდად ლაპარაკობდა ანდრეა
-ეგ სიტყვები მითხრა შენმა ძმამაც, მაგრამ რაღაც ვერ მოვგვარდით
-პატარა ბავშვებს როდიდან ემუქრები და უჯერებ? ჩვენ დავილაპარაკოთ, ზრდასულმა ადამინებმა
-დღეს უნდა მოეტანა ფული, ჩვენ ჩვენს სიტყვას არ გადავალთ, დღეს და მეტი მოლაპარაკება აღარ იქნება,_ამ სიტყვებზრე ლილუ უნებურად ისევ თორნიკეს წინ დადგა, რაზეც გელასა და მის ამხანაგს გაეცინათ.
-გოგონა, დღეს ისედაც ზედმეტი პრობლემები შეგვიქმენი, დაუპატიჟებელი სტუმრები არ მჭირდება, არ ვიცი ვინ ხარ და არც მაინტერესებს,_ღვარძლიანად ამოილაპარაკა გელამ
-მოიცა, მოიცა, ამ გოგოს არ ვიცნობთ, არც ერთი ჩვენგანი, ის აქ შემთხვევით აღმოჩნდა,_დაიცვა ლილუ თორნიკემ და კვლავ გვერდით ამოიყენა. ანდრეამ და იომ ერთმანეთს შეხედეს და გაკვირვებული მზერა გაცვალეს.
-გელა, დაწიე იარაღი, არ გინდათ, მოვაგვარებთ ამ საქმეს,_კვლავ მოლაპარაკება სცადა ანდრეამ.
-ამ გოგოს არ ვენდობი და არც თქვენ, თუ ძალიან გაინტერესებთ
-გელა, იცოდე, თუ თორნიკრეს რამეს დაუშავებ...
-მემუქრები, ახვლედიანო?!_გაიცინა გელამ, იმავ წამს მზერა თორნიკესა და ლილუზე გადაიტანეს. ანდრეამ და იომ მათკენ გაიწიეს, მაგრამ გაისმა გასროლის ხმა. ლილუ თორნიკეს ჩაეხუტა და ძირს დაწვნენ, ანდრეა სწრაფად ეცა გელას, იო მეორე იარაღიანს და წართმევა დაუპირეს, იოაემ ეს მალევე მოახერხა, მაგრამ გაისმა კიდევ ერთი გასროლის ხმა. დანელიამ იარაღი ჩაიგდო ხელში და ჰაერში გაისროლა. ლილუმ წამოიყვირა, ანდრეამაც შეწყვიტა წინააღმდეგობა, გელამ და მისმა პარტნიორმაც ამით ისარგებლეს და გაიქცნენ. გაკიდება უნდოდა იოს, მაგრამ სისხლიანი ანდრეად და ძირს მწოლიარე გოგონასა და თორნიკეს დანახვისას იარაღტი ძირს დააგდო. აღარ იცოდა რომელს მიხმარებოდა.
-ჰა, ამოიღეთ ხმა, ვის რა გჭირთ, ცოცხლრები ხართ?_იყვირა განერვიულეულმა იოანემ
ლილუმ და თორნიკემ თავი წამოყვეს და წამოსხდნენ, ანდრეაც წამოიწია, მაგრამ ტკივილისგან სახე დამანჭვოდა.
-ანდრეა კარგად ხარ?_ჰკითხა შეშფოთებულმა ძმაკაცმა
-ხოო, ხოო, ნუ გეშინია, უბრალოდ გამეკაწრა მუცელი, ტყვიამ გვერდი გამიხია, მეტი არაფერი,_თქვა და მათმა მზერამ თორნიკეზე გადაინაცვლა, რომელიც ლილუს ეხმარებოდა წამოდგომაში, გოგონა კოჭლობდა და ხელი ფეხზე ედო, საიდანაც სისცხლი სდიოდა. ორივემ მასთან მიირბინა, ანდრეა ცდილობდა ტკივილი არ შეემჩნია და თავისუფლად ევლო.
-ექიმი გვჭირდება,_ თქვა თორნიკემ
-ასე ქალაქში ვერ გავალთ, სისხლიანები, ჩემსმეგობარს დავურეკავ და მოგვაკითხავს, ექიმია, ასე რომ დაგვეხმარება,_თქვა იომ და ტელეფონზე დარეკა, მოკლედ აუხსნა სიტუაცია და მისამართიც უთხრა. ამ დროს თორნიკემ ლილუ ქვაზე დასვა და გვერდით მიუჯდა, თან ხელს არ უშვებდა. გოგონა ღრმად სუნთქავდა, თვალები ცრემლიანი ჰქონდა, მაგრამ მშვიდად იტანდა არსებულ სიტუაციას.
-მაჩვენე, ტყვია შიგნით ხომ არაა?_ჰკითხა ანდრეამ და ხელი ნელა შეახო მის ფეხს. გოგონას წინააღმდეგობა არ გაუწევია და უსიტყვოდ მისცა საშუალება მისი ჭრილობა ენახა.
-ძალიან ღრმა ჭრილობა არაა, არ შეგეშინდეს, მეც მასეთი მაქვს, ტყვიამ უბრალოდ კანი გაგიცხია, ადვილად გადავრჩით,_გამამხნევებლად გაუღიმა ბოლოს
-არ მეშინია და ვიცი რომ ეს პატარა ჭრილობა არ მომკლავს,_მშვიდად დაბრეუნა პასუხი და გაუღიმა
-ვააა შენ რა ყოჩაღი ხარ, მაგრამ იქნებ გვითხრა ვინ ხარ და აქ როგორ აღმოჩნდი?_ინტერესით კითხა იოანემ
-მე ლილუ ვარ, ლილუ წერეთელი, ქალაქში ახლა გადმოვედი მამასთან და ვსეირნობდი, მოულოდნელად წავაწყდი ამ სიტუაციას და...
-და როცა ჩემთვის უნდა ესროლათ საიდანღაც გამოჩნდა და წინ გადამეფარა, ლაპატაკით ცდილობდა მოგვარებას, მაგრამ კედლის უკან დამალვა მოგვიწია, მერე კი თქვენცმოხვედით. მოკლედ რომ გითხრათ ამ გოგომ სიკვდილს გადამარჩინა,_სიტყვა ჩამოართვა თორნიკემ და ღიმილით დაასრულა
-ვააა..._გაოცებულს აღმოხდა იოანეს
-მადლობა, რომ ჩემი ძმა გადაარჩინე, მე ანდრეა ახვლედიანი ვარ, ეს იდიოტი, ჩემი ძმა თორნიკეა, ეს კი ჩემი ძმაკაცი იოანე დანელია,_გარეცნო ანდრეა და მადლიერად გაუღიმა.
-სასიამოვნოათქვენი გაცნობა,_ლილუმაც გაუღიმაბიჭებს.
-ლანა რეკავს, მოვიდა, წავედით,_თქვა იოანემ და ანდრეას მიეხმარა წამოდგომაში. ლილუც თორნიკემ წამოაყენა და ძმას მიყვა.



სალომემ შორიდანვე გაუღიმა მისკენ მომავალ ბიჭს და დიდი სიყვარულით ჩაეხუტა.
-ღმერთო, კოსტა, როგორ მომენატრე,_ჩაიჩურჩულა და კიდევ უფრო მოუჭირა ხელები.
-მეც, ჩემო სიყვარულო,_ლოყაზე აკოცა და ხელი ჩასჭიდა
-სადმე წავიდეთ,_პატარაბავშვივით უთხრა შეყვარებულს
-სადაც შემთხვევით შენი ძმები ვერ დაგვინახავენ?_წარბშეკრულმა ჰკითხა კოსტამ.
-ლექსო და ირაკლი საქმეებზე არიან და არ სცალიათ,_არ შეიმჩნია მისი ნათქვამის ირონია
-ააა, მეც არ ვთქვი როგორ მოხდა ეომ მნახა-მეთქი?_თეატრალურად ასწია ბიჭმა წარბები.
-კოსტააა,_იწყინ სალომემ და მხარი გაკრა
-რა კოსტა, როდემდე უნდა ვემალო შრენს ძმებს, მე მათი არ მეშინია სალო, ჯაფარიძეების მთელ კლანთანაც რომ მომიწიოს დაპირისპირება, მე შენთვის ამას გავაკეთებ,_დასერიოზულდა კოსტა
-ვიცი, მეც ძალიან მიყვარხარ, მაგრამ..._ხმა გაუწყდა გოგოს
-მაგრამ საკმარისად არა, რომ ჩემთვის რამე დათმო, უკვე 22 წლის დამოუკიდებელი ქალი ხარ, მაგრამ შენი არჩევანი გასაგებია,_მკაცრად ლაპარაკობდა და თვალებში უცქერდა
-კოსტა, მე, მართლა მიყვარხარ
-სამსახურში უნდა დავბრუნდე, დღეს ბევრი საქმე მაქვს,_ცივად უპასუხა და დაუმშვიდობებლად გაბრუნდა. სალომემ სევდიანად გააყოლა თვალი და ცრემლებიც უკითხავად ჩამოგორდნენ მის ლოყებზე. დაბნეული იყო, არ იცოდა რა ექნა. მისი ძმები გაგიჟდებოდნენ რომ გაეგოთ მათ არ დაუჯერა და კვლავ შეხვდა კოსტა მეტრეველს, ქალაქის პროკურატორის მთავარი გამომზიებლის დამხმარეს, რომელსაც შესაფერის სასიძოდ არ თვლიდნენ ჯაფარიძეები. კოსტას მისი არ ესმოდა, ან უბრალოდ ლოდინით დაიღალა. ბიჭისგან დიდ სიყვარულს კი გრძნობს, მაგრამ ის ყოველთვის ასე რეაგირებს ამ თემაზე. მუჭით მოიწმინდა ცრემლები და მიხვდა, რომ საკმაოდ დიდხანს იდგა ერთ ადგილას გაშეშებული.
-აბა, სად მივდივართ, როგორც ვხვდებით საავადმყოფოში ვერა?!_იკითხა საჭესთან მჯდომმა ლანამ
-ჩემთან წავიდეთ, სახლში არავინაა და ხელსაც არავინ შეგვიშლის,_უპასუხა იოანემ
გოგონამ თავი დაუქნია და მალე ორსართულიანი სახლის წინ გააჩერა. ასევე მალე შევიდნენ სახლში, ლანამ სამედიცინო ყუთი გადმოიღო მანქანიდან და ისიც უკან მიყვა.
-ჯერ ლილუს მიხედე,_უთხრა ანდრეამ და სავარძელში მძიმედ ჩაეშვა. ლანამ მაკრატლით ფრთხილად ამოჭრა ლილუს შარვაკი ისე, რომ ჭრილობა კარგად დაენახა. ახლა და აქ მორფს ვერ გაუკრეთებდა, ამიტომ ნელა დაიწყო ჭრილობის გაწმენდა, ლილუმ თვალები დახუჭა, მაგრამ ცრემლების შეკავება მაინც ვერ შეძლო. თორნიკე გვერდით მიუჯდა და ამხნვებდა.
-ფეხა გაგიბუჟებ, არ მეგონა გაკერვა თუ დასჭირდებოდა, მხოლოდ ერთი ნემსი მაქვს და ანდრეა, შენ ნამდვილად დაგჭირდება...,_ დაიბნა ექიმი
-ლილუს გაუკეთე, გაუკეთე მე არ მინდა
-არა, ჩემი ჭრილობა ისეთი მძიმე არაა როგორც შენი,_თავის მხრივ ლილუმაც გააპროტეტა
-ლილუ, ისედაც ვალში ვართ შენთან, გაუკეთე მეთქი
ლანამ თავი დაუქნია და გამაყიჩებელი გაუკეთა. მალევე გაუარა ტკივილმა და თავისუფლად გაუკერა და შეუხვია ჭრილობა. შემდეგ კი ანდრეას მიხედა. ბიჭი გაფითრებული ცდილობდა ტკივილს მორეოდა, ლილუ მისმაგივრად ტიროდა და თორნიკეს უჭერდა ხელს, იოანე კი აქეთ იქით დადიოდა. ლანა თავის საქმე რომ მორჩა ყველამ შვებით ამოისუნთქა. გოგონამ ბოლო დარიგებებიც მისცა დაზარალებულებს, იოას ლოყაზე აკოცა და სამსახურში გაიქცა. ლილუმ თავის ჭრილობას დახედა, რომელიც ბარძაყს გასდევდა, მაგრამ ჯერ არ სტკიოდა.
-მადლობ, გამაყუჩებლისთვის,_ჩაიჩურჩულა ანდრეას მისამართით
-პირიქით, შენ მადლობა ყველაფრისთვის,_მანაც გულთბილად გაუღიმა.
ლილუ ფრთხილად ადგა ფეხზე, და გაიარ-გამოიარა.
-ჯერ გამაყუჩებელი მოქმედებს, მერე, ალბათ, ცოტა აგტკივდება,_დამნაშავესავით ჩაილაპარაკა თორნიკემ.
-არაუშავს, დიდი არაფერი,_მხიარულად მიუგო ლილუმ.
-აუ, ფუ ამის, იმ კაცმა ტვინი წაიღო, მე მაგის..._ჩხუბით შრემოვიდა სახლში უცხო, ლილუსთვის უცხო, ბიჭი შემოვიდა. ლაპარაკის გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ წელს ზემოთ შიშველი და დაჭრილი ძმა რომ დაინახა გაოცებული მიაჩერდა. ახლა მისთვის დააპირა რაღაცის თქმა, მაგრამ ლილუ რომ დაინახა გაფართოებული თვალებით მიაჩერდა. გოგონამაც შეხედა და მიხვდა, საიდანღაც ეცნობოდა, თუმცა მის თვალებში იმდენი სიძულვილი და ზიზღი დაინახა შეშფოთებულს ყველაფერი დაავიწყდა.
-დანი, რა გჭირს, რანაირად უყურებ?_გაიოცა თორნიკემ
-ფუ ამის, იმის შვილს აქ რა უნდა?_კბილებში გამოსცრა აცახცახებულმა
-ვისი? დანი, დამშვიდდი
-ვისი და იმ გამომძიებლის, ნაბ*რი წერეთლის,_დაივირა და ისე, რომ პასუხსაც არ დალოდებია ლილუს ეცა, უხეშად წაავლო მკლავში ხელი, ლილუმ გაქცევა სცადა, მაგრამ თმით დაიჭორა და ძლიერად მიახეთქა კედელზე. ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ბიჭებმა გააზრებაც ვერ მოასწრეს. პირველი გონს იო მოვიდა და ალექსი ლილუს მოაშორა. შეშინებულ გოგონას კი ძმები გადაუდგნენ წინ.
-შენ ხომ არ გაუბერე ბიჭო, რას აკეთებ?_უყვირა ანდრეამ
-მეე? მე გავუბერე? იმ ახვრის შვილია და...
-იმ ახვრის შვილამ, როგორც შენ უწოდებ, დღეს სიკვდილს გადამარჩინა და ჩემ გამო დაჭრეს,_არც თორნიკემ დააკლო ყვირილი, დანიელმა კი მაშინღა შეხედა ლილუს ფეხს.
-რას ბოდიალობ,_ცოტა დაწყნარდა და ისე კითხა
-გელასთან ჰქონდა პრობლემა ჩვენს თოკუნას და კინაღამ ტვინი მიასხმევინეს ამ სულელს, მერე ვილაპარაკოთ,_ბრაზით შეხედა ანდრეამ პატარა ძმას და ისე უთხრა.
-მე უნდა წავიდე,_ სანამ მამა სახლში მოვა უნდა მოვწესრიგდე, თორემ ჭრილობა რომ ნახოს პრობლემები შეგვექმება,_ბიჭებს მიმართა ლილუმ და დანის გვერდი აუარა.
-მოიცა, მოიცა ასე სად წახვალ?
-თქვენც დასვენება გჭირდებათ, გამცილებელი არ მინდა, კარგად, თორნიკეს გაუღიმა და გასასვლელისკე წავიდა.
-მეც მივდივარ და მე გაგიყვან,_ ეს თქვა თუ არა უფროსმა ახვლედიანმა ყველა მას მიაჩერდა შუბლშეკრული
-დანი...
-ნუ ღელავთ გზაში არ მოვკლავ, წეღან უბრალოდ კონტროლი დავკარგე
-და გზაშიც რომ დაკარგო და ჩემი მანქანიდან გადაგდება მოიდომო? არ მინდა იყოს,_ირონიით უთხრა ლილუმ
-ხომ ფითხარით, მშვიდობიანად მივიყვან სახლში, დაჭრილია ასე გარეთ ვერ ივლის, ყველადაინახავს მის ჭრილობას,_ბოლოს ყველა დათანხმდა და ლილუც იძულებული გახდა მანქანაში ჩაჯდომოდა ირონიულად და ეშმაკურად მომღიმალ დანიელს.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ეე მაგარა. ახლა წავიკითხე ორივე და ძაან მეწონა. იმედია გააგრძელებ ხო?
ველოდები შემდეგს!!!!!

 


№2  offline წევრი ლილუუ

მადლობა, რომ კითხულობთ ^_^ კიი აუცილებლად გავაგრძელებ, დღეს 12ის მერ დავდებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent