შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანეთვალებას გადაყვარება რთულია 4


14-03-2015, 17:02
ავტორი je ne sais pas
ნანახია 2 534

-კარგი, რომ წამოვალ ვეტყვი და წამოვიყვან. ვუთხარი ლუკას და ტელეფონი გავთიშე.
-გამარჯობა ანდრეა კიდევ ერთხელ. შენ მგონი ლიკა ხარ ხომ? მივუბრუნდი ლიკას.
-დიახ. მე ლიკა ვარ. ლიკა ცხადაძე ვარ. და შენ ნია?
-დიახ.ნია შედანია. ხელი გავუწოდე და ჩამოვართვი.
-ესეიგი ნია და ლიკა, დაიწყო ანდრეამ. ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს ჯგუფს. ლექტორებმა ჩვენ აგვირჩიეს. და ამიტომ მოდით დღეს წავიდეთ კაფეში და იქ ვისაუბროთ ჩვენს ექსკუსიაზე.
-კარგი. დავეთანხმეთ მე და ლიკაც.
ლიკა ცუდი ბავშვი არ ჩანდა ძალიან კარგი და მოწესრიგებული ადამიანი იყო. ცოტა ხანი ამ ექსკურსიის პატარა თემები მიმოვიხილეთ და მერე წავედით კაფეში. რა თქმა უნდა მე ჩემ მაროს ყველაფერი უთხარი და ისე წავედით იქ. აბა, რომ არ მეთქვა ხომ გადამერეოდა ჩემი კუსი. და მე, როგორც ნამდვილი მეგობარი, და ასე რომ ვთვათ ნამდვილი ადამიანი, არაფერში არ მაწყობდა მაროს გადარევა და სახლში მოვარდნა გიჟივით, რატომ არ გამაფრთხილეო. ამიტომაც, ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, მე მაროს ყველაფერი უთხარი... მე ანდრეა და ლიკა წავედით კაფეში და დავიწყეთ ჩვენს ექსკურსიაზე ლაპარაკი.
- აბა, ბავშვებო, დაიწო ანდრეამ. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ გავარკვიოთ ჩვენი ექკურსიის ხარჯები და მარშრუტი..
მოკლედ რომ ვთქვათ შევათანხმეთ ყველაფერი და კმაყოფილები წამოვედით კაფედან. იქიდან გამოსულებს გამახსენდა ჩემი ძმის ნათქვამი,რომ ანდრეა მასთან მიმეყვანა. და ანდრეას დაუძახე.
-ანდრეა, შენ ლუკა შედანიას იცნობ? ვკითხე და გავჩუმდი პასუხის მოლოდინში.
-კი, და რა იყო? ჩემიო ძმაკაცია, და ჩემი სკოლელია.
-იცი, ლუკა, ჩემი ძმაა.
-რააა? შესძახა გაკვივებულმა.
-კი,კი ჩემი ძმაა, და მთხოვა, რომ დღეს ჩემთან ამოსულიყავი. რაღას საქმე აქვს და.
-ვიცი მე მაგის საქმე, და ჩაიცინა. კარგი ნია, გამოგყვები.
ლიკას დავემშვიდობეთ მე და ანდრია, ანდრეას ჩავუხტი მანქანაში და წავედით ჩემი სახლისაკენ.
-ისე, ნია როგორ, ვერ მივხვდი, რომ შენ ლუკას და იყავი. მკითხა გაოცებულმა.
- რავიცი, მე. ვუთხარი. ეგ შენ უნდა მიმხვდარიყავი და გავუღიმე.
-კარგი ჰოო. ვსო. მითხრა და თავისი საფირმო ღიმილით დამასაჩუქრა. მეც გავინაბე. აბა სხვა რა უნდა მექნა?
ძლივს მივაღწიეთ სახლამდე.
სახლში, როგორც ყოველთვის დედა დაგვხვდა.
-დე, როგორ ხარ?
-კარგად, ნია და შენ? ეს ბიჭი ვინ არის? მკითხა გაოცებულა. აშკარად ძალიან მოეწონა.
-ეს ბიჭი. ანდრეა რაზმაძეა. ლუკას ძმაკაცი და ჩემი მეგობარი. ისე, დე ლუკა სადაა?
-ოთახშია, დაუძახებ.
-კარგი დე. უთხარი მე.
მე და ანდრეა მისაღებში დავჯექით და მალე ლუკაც ჩამოფრინდა. ისე სწრაფად მორბოდა, მაგას მართლა, ჩამოფრინება ერქვა. ანდრეა დაინახა და გულში ჩაიკრა.
-ვაა, ანდრო როგორ ხარ ძმაო?
-კარგად ლუკა და შენ?
-რავი, ბიჭო, კარგად, მაგრამ შარში ვარ.
შარშიო? რა მომესმა? ჩემი ძმა შარშია? რა მოუვიდა?
-და რა შარში ხარ ბიჭო? იკითხა ანდრეამ.
-აუ, ბიჭო. ერთი გოგო მომწონს, და მაგას არ მოვწონვარ და არ ვიცი რა ვქნა.
-ვინაა ესეთი?
-ლიკა ცხადაძე. ჩემს მეგობართან გავიცანი, მაგრამ ახლოს არ მიკარებს.
რაო? მომესმა? ლიკა ცხადაძე? ეს ის ლიკაა ნეტა?
-ლუკა, ჩავერთე მეც საუბარში. მგონი ჩვენ ვიცნობთ. მე და ანდრია მგონი ვიცნობთ ლიკა ცხადაძეს და ანდრეას თვალი ჩაუკარი.
-კი, ძმაო ვიცნობთ, ერთად, ვადგენთ ხევსურეთის გეგმებს.
-რა ხევსურეთის გეგმებს? გაუკვირდა ლუკას.
-ექსკურსიაზე მივდივართ,ჩვენი უნივერსიტეტი და ლიკაც მოდის.
-ბიჭებო იდეა მაქვს. და უცებ ძალიან მაგარი აზრი მომივიდა თავში...

_____________________________________________________________________________________-
ესეც, 4 თავი, დიდი მადლობა მათ, ვინ კითხულობთ. ასევე დიდი მადლობა მინდა მოუხადო ირმას, რომელიც ყოველთვის მიფასებს ხოლმე, ჩემს ნაწერს და ასევე ვიღაცას. დიდი მადლობა რომ კითხულობთ <3



№1 სტუმარი unknown

Dzaan magaria gaagrdzele :D <3 <3 da cota didi tavebi la :( <3

 


№2  offline წევრი je ne sais pas

დიდი მადლობა. მიხარია, რომ მოგწონთ <3. დიდი მადლობა,რომ კითხულობთ <3 <3

 


№3 სტუმარი Natalii

Dzaan momwonsss yochaxx

Mexute tavi axaaraa :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent