შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აუხდენელი ოცნება (საცდელი თავი)


20-01-2017, 19:37
ავტორი ბზიკინა
ნანახია 1 248

-დე,ასე ჯობია ხომ?-სარკის წინ დავტრიალდი და სკოლის ფორმა შევათვალიერე.
-ტასო,დედა უკვე მეხუთეჯერ ჩაიცვი ეგ ფორმა,იქნებ გააფუჭო ხვალამდე აბა -უკმაყოფილოდ გადმომხედა დედამ.
-ოო, კაი რა, არ იცი ყოველთვის ასე ვარ ხოლმე ,სკოლის წინა დღეებში.
-კაი ,ახლა თავი მოიწესრიგე და დაიძინე,ხვალ ადრე ხარ ასადგომი.
-დე ,ხათუნა მასწავლებელი ხომ გააფრთხილე,არავის არაფერი უთხრას ჩემს დაბრუნებაზე?
-კი დედი,შენ მაგაზე არ ინერვიულო.
აბაზანაში შევედი,შხაპი მივიღე.გამოსულმა თმა ჩავიწანი და ლოგინში შევწექი.ახლა იწყება ტანჯვა-წამება.ყოველთვის მიჭირს ხოლმე დაძინება,როდესაც რაღაც მნიშვნელოვანის მოლოდინში ვარ.ხვალ სკოლის პირველი დღეა, ისევ იმავე სკოლაში ვბრუნდები ,სადაც ორი წლის წინ ვსწავლობდი.ჩემს კლასელებს სიურპრიზს ვუკეთებ და მოულოდნელად დავადგები თავზე.ვფიქრობდი მომავალ დღეზე და ძილი არ მეკარებოდა.დიდი წვალების შემდეგ,როგორც იქნა ჩამეძინა.

დილით დედამ გამაღვიძა.უცებ წამოვფრინდი ფეზე და მომზადებას შევუდექი.სკოლის ქვედაბოლო,თეთრი პერანგი და პიჯაკი ჩავიცვი,ფეხზე ბატინკები ამოვიცვი და უკვე მზად ვიყავი.თმა ჩავიწანი და ჩემი ძმის ჩამოსვლას დაველოდე.
მე ანასტასია კალანდაძე ვარ, 16 წლის.სუსტი და მაღალი გოგო ვარ,ყავისფერი თვალებით,კურნოსა ცხვირით და გრძელი ქერა თმით.პატარა ოჯახში ვცხოვრობ-მშობლებთან და ძმასთან ერთად,რომელიც ჩემზე ერთი წლით დიდია.ლუკა(ჩემი ძმა) და მე ერთ სკოლაში ვსწავლობთ.დედა ადვოკატად მუშაობს-ლილი სვანიძე.მამა კი ლექციებს კითხულობს უნივერსიტეტში- დავით კალანდაძე.

-ტასო,წავედით!-გამომაძახა ლუკამ და კარები გაიხურა.ჩემი თავი კიდევ ერთხელ შევათვალიერე სარკეში და კარებში გავუჩინარდი.მანქანას მოვუარე და მძღოლის გვერდით დავიკავე ადგილი.ჩემ ძმას გავუღიმე და მუსიკას ავუწიე.საერთოდ,მრავალფეროვანი გემოვანება მაქვ ყველაფერში.თუმცა,მუსიკის ამოჩემება ვიცი და შემიძლია ერთ სიმღერას მთელი დღე ვუსმინო.ბავშვობიდან პიანინოზე ვუკრავდი,ამასთან ფოლკლორში და აკადემიურ გუნდში ვმღეროდი.პიანინოს ატესტატი ავიღე თუ არა, მაშინვე სოლო სიმღერაზე შევედი და მას შემდეგ ვმღერი.ახლაც მუსიკას აყოლილი თბილისის ქუჩებს ვათვალიერებდი.სკოლაშ მალევე მივედით.გაჩერებული არ იყო მანქანა,ეგრევე კარები გავაღ,ამაზე ლუკამ ყვირილი დაიწყო და ჩემი მშვენიერი განწყობა წამებში დაინგრა.დამრიგებელი მოვძებნე და მასთან ერთად შევედი კლასში.როგორც ყოველთვის,მხოლოდ ეს კლასი ხმაურობდა მთელს სართულზე.ჩემი შესვლა და თათუკას წივილი ერთი იყო.ეგრევე მომვარდა და ჩამეხუტა.ამ კლასში მე,ქეთი და თათა საუკეთესო მეგობრები ვიყავით.ისევ ერთად დავჯექით და გაკვეთილები ცხრილის ჩაწერა დავწყეთ.მთელი დასვენება ვჭორაობდით, დასვენებაზე კი დერეფანში გავედით.მეორე გაკვეთილიც მალევე დასრულდა და სახლში წასვლის დრო მოვიდა.საერთოდ, ამ სკოლაში ესეთი წესი იყო,პირველ დღეს ორ გაკვეთილზე მეტი არასდროს ტარდებოდა.სიცილით გამოვედი კლასიდან და ჩემი ძმის კლასისკენ წავედი.მის ძმაკაცებთან ერთად კარებში იდგა და რაღაცაზე გულიანად იცინოდა,მივედი თუ არა,ყველა გადავკოცნე.სანამ ალექსანდრე არ გადავკოცნე,ვერ მივხვდი როგორ შეცვლილიყო და გასიმპატიურებულიყო.ორ წელში ძალიან შეცვლილიყო-თეთრ პერანგში მშვენივრად ეტყობოდა ნავარჯიშები სხეული(ეს არც მიკვირს ,რადგან თითქმის ყველა სპორტით იყო დაინტერესებული.ბოლოს მახსოვს ხელბურთზე დადიოდა,მაქამდე კალათბურთზე და წყალბურთზე.ახლა არ ვიცი,ალბათ ისევ შეიცვლიდა ინტერესის ობიექტს.)ყავისფერი თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი, ღიმილის დროს კი ყვრიმალებზე ფოსოები უჩნდებოდა,თვალები კი იმდენად უწვრლდებოდა ,რომ მხოლოდ წამწამების ხილვა იყო შესაძლებელი.ისეთი საყვარელია ღმერთო ჩემო.ფიქრებს შევეშვი ,რომ თავი არ გამეცა და ლუკას მივუბრუნდი:
-ლუ,არ წავიდეთ?
-კი ტას,აი ბიჭების ამოდიან და ყველა ერთად წავიდეთ.წინ მე დამსვეს ,ხოლო ბიჭები უკან მოთავსდნენ.მაღაზიასთან გამიჩერეს და სასუსნავები დამაბარეს.რაც კი მომეწონა,ყველაფერი ვიყიდე,საბოლოოდ კი იმდენი პარკით დატვირთული აღმოვჩნდი,რომ მარტო ვერ მოვერიე.ლუკას მივწერე მოდი წამაღებინეთქო და იქვე სალაროსთან დავუცადე.კარები რომ გაიღო და მოცინარი სანდრო გამოჩნდა ,ლამის ინფაქტი მივიღე.პარკები გამომართვა და წინ გამატარა.კარები გავუღე და გავატარე.მე წინ ჩავჯექი და დაველოდე როდის მოთავსდებოდა ისიც.
ლუკამ მანქანა დაქოქა თუ არა, სანდრომ ეგრევე ლაპარაკი დაიწყო
-რა არის ტო,მეტი არაფერი იყო ,რომ წამოგეღო?-თქვა თუ არა,გაიცინა.
-კაი ერთი,თქვენი ამბავი ,რომ ვიცი ,მაქედან ორი ლუკმა თუ შემხვდება -არც მე ჩამოვრჩი და სარკიდან გავხედე.მან მხოლოდ ჩაიცინა და ფანჯარა ჩამოსწია.ხუთ წუთში, უკვე სახლში ვიყავით.მე სასუსნავები ჯამებში გადავანაწილე და ბიჭებს გავუტანე,შემდეგ ჭიქები და წვენებიც გავიდანე და იქვე მდებარე სავარძელში მოვკალათდი.
-მიდი რა ანასტასია, ყავა მომიდუღე ოღონდ, შენ რომ იცი ისეთი-მთხოვა სანდრომ და ტვალი ჩამიკრა.
-კარგი ახლავე,თქვენ არ გინდათ ბიჭბო?-ვკიე და ნასიამოვნები სამზარეულოში გავედი.ოთხი ჭიქა გამოვიღე და ყავის მოდუღებას შევუდექი.მსიამოვნებდა ის ,რომ ალექსანდრეს სურვილების ასრულება შემეძლო.ფიქრები მისმა მზერამ შემაწყვეტინა,დიდად არ შევიმჩნიე და ჩემი საქმე კვლავინდებურად გავაგრძელე.ის იკამზე დაჯდა და თვალერება დამიწყო.როცა უხერხულად ვიგრძენი თავი შევბრუნდი,მან მხოლოდ გამიღიმა და ისევ უტიფრად განაგრძო თვალების ფათური ჩემს სხეულზე.ღმერთო, რა იყო ასეთი ალექსანდრე მდივანი.ვგრძნობდი რაღაც შეუცნობელს და ამასთანავე რაღაც მიუღწეველს,თითქოს ჰაერი არ მყოფნიდა,თითქოს გულის სიღრმეში ლამობდა შესვლას ,თუმცა რაღაც აკავებდა.ვხვდებოდი , რომ სანდროსადმი არსებული სიმპათია თავისუფლად შესაძლებელი იყო, გადასულიყო უფრო ღრმა გრძნობებში.ვუფრთხოდი მას ,რადგან ის დაამთავრებდა თუ არა სკოლას , კაცმა არ იცის რამდენად ხშირად მომიწევდა მისი ხილვა.ყავა მოვამზადე,ჭიქებში ჩავასხი და სანდრიკოს მივუბრუნდი.
-აქ დალევ , თუ ოთახში გავიტანო?-შევხედე კითხვისნიშნიანი თვალებით.
-მე გავიტან ანასტასია,მადლობა-ჩემი სახელი ისე საყვარლად თქვა დამბურძგლა.არავინ მომმართავს ასე და მსიამოვნებს რომ ამ სიტყვების საავტორო უფლება მხოლოდ მას აქვს.წასვლისას კისერში ‘გემრიელად’ მაკოცა და გახევებული დამტოვა.მინდოდა ჩემი შეგრძნებები გამომეთავისუფლებინა.ყველა ჯებირი დამენგრია,მეყვირა მეცინა და მეტირა.ვგრძნობდი შეუცნობელ განცდებს , ვეუფლებოდი მათ და რაც უფრო ღრმა იყო ის , მით უფრო მინდებოდა მისი შეხება ,რომ ეს შეგრძნებები არ დამთავრებულიყო ,რომ გაასმაგებულად მეგრძნო ყველაფერი.

გამარჯობათ!!!
რა თქმა უნდა ახალი ვარ !!(მომილოცეთ)დიდი ხანია ვწერ ამას და ჩანაფიქრებიც დიდი მაქვს.უბრალოდ მაინტერესებს კარგია თუ, არა.ამიტომ გთხოვთ,ვისაც მოგეწონებათ და ვისაც არ მოგეწონებათ ყველამ დააფიქსიროთ თქვენი აზრი.მადლობაა წინასწარ



№1  offline აქტიური მკითხველი neneusi

აი მე პირადად მიყვარს ესეთი სტილის ისტორიები...მითუმეტეს, რომ სახელ ალექსანდრეზე ვაფრენ ისე მიყვარს, ჩემს ყველა ისტორიაში მთავარ პირებს ყოველთვის სანდრო ქვიათ :D არაჩვეულებრივია მომწონს ძაან <3 კარგი გოგო ხარ და თუ ყოველ დღე დადებ და დიდ თავებს ბევრად გამახარებ <3 მართლა ძაან კარგია აბა შენ იცი მე დღეიდან შენი ერთგული მკითხველი ვარ და არცერთ შენ დაწერილ შემდეგ თავს უკომენტაროდ არ დავტოვებ. აბა შენ იცი ჩემო კარგო შენი იმედი მაქვს <3 კარგი გოგო ხარ შენ! იმის მიუხედავად , რომ ახალი ხარ მშვენივრად დაიწყე წერა. <3

 


№2  offline წევრი ბზიკინა

neneusi
აი მე პირადად მიყვარს ესეთი სტილის ისტორიები...მითუმეტეს, რომ სახელ ალექსანდრეზე ვაფრენ ისე მიყვარს, ჩემს ყველა ისტორიაში მთავარ პირებს ყოველთვის სანდრო ქვიათ :D არაჩვეულებრივია მომწონს ძაან <3 კარგი გოგო ხარ და თუ ყოველ დღე დადებ და დიდ თავებს ბევრად გამახარებ <3 მართლა ძაან კარგია აბა შენ იცი მე დღეიდან შენი ერთგული მკითხველი ვარ და არცერთ შენ დაწერილ შემდეგ თავს უკომენტაროდ არ დავტოვებ. აბა შენ იცი ჩემო კარგო შენი იმედი მაქვს <3 კარგი გოგო ხარ შენ! იმის მიუხედავად , რომ ახალი ხარ მშვენივრად დაიწყე წერა. <3

დიდი მადლობაააა <3 უკვე ძალიან შემიყვარდი <3 შევეცდები ყოველდღე დავდო და გაგახაროო <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი neneusi

ბზიკინა
neneusi
აი მე პირადად მიყვარს ესეთი სტილის ისტორიები...მითუმეტეს, რომ სახელ ალექსანდრეზე ვაფრენ ისე მიყვარს, ჩემს ყველა ისტორიაში მთავარ პირებს ყოველთვის სანდრო ქვიათ :D არაჩვეულებრივია მომწონს ძაან <3 კარგი გოგო ხარ და თუ ყოველ დღე დადებ და დიდ თავებს ბევრად გამახარებ <3 მართლა ძაან კარგია აბა შენ იცი მე დღეიდან შენი ერთგული მკითხველი ვარ და არცერთ შენ დაწერილ შემდეგ თავს უკომენტაროდ არ დავტოვებ. აბა შენ იცი ჩემო კარგო შენი იმედი მაქვს <3 კარგი გოგო ხარ შენ! იმის მიუხედავად , რომ ახალი ხარ მშვენივრად დაიწყე წერა. <3

დიდი მადლობაააა <3 უკვე ძალიან შემიყვარდი <3 შევეცდები ყოველდღე დავდო და გაგახაროო <3

შენი იმედი მაქვს ჩემო მწერალო!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent