შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის 13 (თავი 22 23 და 24)


20-01-2017, 20:02
ავტორი ნანიკო_ნანო
ნანახია 1 510

კინაღამ ჩაიკეცა ჩემი დანახვისას. იმდენად ღრმად ამოისუნთქა თითქოს დიდი ხანი ელოდა ამ მომენტს. მოსრესილი სიგარეტის ღერი ხელიდან ეშვება და თვალები უცრემლიანდება. აჩეჩილი ჰქონდა თმა... ხელები სახეზე აიფარა, თითქოს აქვითინდა და ორსაფეხურიან კიბეზე თავზარდაცემული, უსულოდ ჩამოჯდა.
-დემეტრე! -ძლივს წარმოვთქვამ. ჰაერი აღარ მყოფნის გული გამალებით მიცემს. ჩემი ხელი სახელურს სწყდება რადგან ძალა აღარ მაქვს ძლიერად ჩავეჭიდო. ხმა მითრთის და თითქოს ფეხებს ვერ ვგრძნობ. ადგილიდან ვერ ვიძვრები. ანდაც რომ გავმოძრავდე რა უნდა ვქნა?!
***
მისი დანახვისას ჩემს ორგანიზმში თითოეული უჯრედი თითქოს ერთმანეთს მოშორდა. ძარღვებს სისხლი მიეყინა. ტვინში თითოეული ქსოვილი ჩაწყდა და ჩემს არსებობას თავადაც კი ვერ აღვიქვამდი. მთელ სხეულში ყოველი სასიცოცხლო პროცესი ერთ წამშივე გაჩერდა. გული სწრაფად მიცემს მაგრამ ვერ ვგრძნობ მას... თითქოს ამომგლიჯეს. ჰაერი ფილტვებამდე ვერ აღწევს.
სანამ კარებს გააღებდა არ ვიცოდი რა დამხვდებოდა. ახლა ვიცი მაგრამ წარმოდგენაც არ მაქვს რა უნდა გავაკეთო. განადგურებული ვარ. არ უნდა გამიკვირდეს თუ მის ზღურბლთან მოვკვდები. ორჯერ მომმართა მაგრამ არ ვიცი პასუხი როგორ გავცე. თვალებში როგორ უნდა შევხედო წარმოდგენა არ მაქვს.
ფეხზე ისე ვდგები, თითქოს მთვრალი ვიყო. ზურგით ვდგავარ მის წინ და მძიმედ ჩამესმის ყურში მისი გახშირებული სუნთქვა.
-დემეტრე! -მიმეორებს ქეთი ათრთოლებული ხმით და მე ისევ ცუდად ვხდები
***
-დემე! -ზღურბლს ვუახლოვდები რადგან საშიშროება შემექმნა იმის რომ შეიძლება ძალიან ცუდად გახდეს. მის სახელს ვიმეორებ და გულში სითბო მეღვრება. თვალებზე ბინდი მეკვრება რომელიც მაიძულებს წონასწორობა შევინარჩუნო რომ არ წავიქცე.
-ცოცხალი ხარ! -აღმოხდა... მხოლოდ ფაქტის ღნიშვნას ვერ დავარქმევდი ამას.
-რა გჭირს?! -მისთვის ხმის მიწვდენას ვცდილობ
-რა მჭირს?! -ჩაწითლებული თვალებით ტრიალდება და კითხვას მიმეორებს. -ქეთი! -მომმართავს და თვალებს ისრესს.
-რა იყო... -ცრემლიანი თვალებით შევყურებ მას
მაისურს გულის მხარეს ხელს უჭერს და თითქოს მოგლეჯვას აპირებს. სახე ეჭმუხნება და მეორე ხელით კარს ეყრდნობა. თვალებში არ მიყურებს და ბარბაცით მიახლოვდება
-რა უნდა იყოს... -ჩემს სახეს ხელებში იქცევს და დაჟინებით მაცქერდება -ვეღარ გავძელი ქეთი. შენს გარეშე ვერ ვსუნთქავდი თბილისში. ვერ შეგეშვი ვერა! -ტონს თანდათან უწევს და ცრემლებს მიმშრალებს. -გეფიცები არ შემიძლია. ცუდად ვარ, დამიჯერე! -მიახლოვდება
-მერე?! -ხმა მისუსტდება
-რაც გინდა ის ქენი! მიყვირე, დამარტყი. თოფი აიღე და გულში დამახალე. ხელს მაგრად ჩაგკიდებ და შენი ნებით... თუ ჩემი სურვილით, მაინც წაგიყვან თბილისში! შენს გარეშე აქედან ფეხს არ გავადგამ. პირობას ვდებ, აქვე და ახლავე, თეთრ კაბას ჩემი ხელით ჩაგაცმევ და ცოლად მოგიყვან! დიდ პატივს გცემ მაგრამ არ მაინტერესებს გინდა თუ არა ეს... შენზე ჯვარს დავიწერ და სიყვარულს შეგფიცებ. დაგაქორწინებ და თუ ისევ მეტყვი რომ არ გიყვარვარ, დაგაქვრივებ! თუ გინდა რომ სხვას გაყვე ცოლად, გაყევი! მაინც დაგაქვრივებ... თან თვალსაც არ დავახამხამებ ისე! -წამოიწია და შუბლზე ძლიერად მაკოცა
-ანუ?! -განცვიფრებულმა ჩავხედე თვალებში
-ანუ ის, რომ მიყვარხარ მე, შენ! -თქვა და ამოისუნთქა. მთლიანად თქვა თავისი სათქმელი და დაიცალა
-მეც მიყვარხარ! -ნებით, თუ უნებლიეთ ამოვღერღე და ძლიერად მივეკარი. მოვეხვიე და ხელს არ ვუშვებდი. ვიგრძენი მისი ცრემლების დაცემა ჩემს მხარზე და მეც ავქვითინდი. ვერ ვიტყვი, რომ წამომცდა. ის ვთქვი, რაც გულს უნდოდა
-წამოდი! -ხელი ჩამკიდა და სახლიდან სწრაფად გამიყვანა.
-რა.. რას აკეთებ? -შეჩერება ვცადე და კარი გამოვხურე. -
-მიმყავხარ! -მტკიცედ წარმოთქვა და ხელი უფრო მომიჭირა
-სად, თბილისში?! -გავიკვირვე.
-არა. მივდივართ იქ, სადაც 13 ნოემბერს ვიყავით! -მკაცრ ტონს ხმას არ აშორებდა.
-ფეხით?! -კარს გავხედე იმიტომ რომ დავრწმუნებულიყავი კარგად იყო ჩაკეტილი.
-აბა მანქანით?! ხოო ფეხით. -გამიღიმა
-შემოსაცმელს მაინც ავიღებდი...
-ჩემი აიღე. -ქურთუკი გაიხადა და მხრებზე მომაფარა
-მერე შენ? -ფრთხილად მივმართე
-მე არ მცივა. შენი ყურება მათბობს! -ხელი გადამხვია და ჭიშკარი გააღო. -რატომ გქონდა ჩაკეტილი? -თითქოს მისაყვედურა.
-ალბათ იმიტომ რომ გარეთ გასვლას აღარ ვაპირებდი.
-და ეხლა როგორ გააღე თუ გასაღები არ გაქვს? -ცალი წარბის აწევით, მაგრამ მხიარულად გამომხედა. მიხაროდა მისი ბედნიერება. აშკარად ბედნიერი და გახარებული იყო ჩემი ნახვითა და სიყვარულით
-ესეთი ფუნქცია აქვს -სიცილით მივმართე -გარედან იკეტება და შიგნიდან იღება. -მოკლედ ავუხსენი
-როგორღა შევალთ? -ცალყბად გაიღიმა
-როგორც შენ შემოხვედი წეღან. -ხელით ვანიშნე მაღალ, ქვებით ნაშენებ ღობეზე.
-გინდა თქვა, რომ გადავძვრებით?! -გადაიხარხარა
-ჰო... აბა უკვე ჩაიკეტა და. -მხრები ავიჩეჩე -ისე, როგორი ცვალებადი ხასიათი გქონია. -ფრთხილად აღვნიშნე ფაქტი
-ამას რატომ ამბობ? -ოდნავი გაკვირვება გამოხატა
-რავიცი, რამოდენიმე წუთის წინ სულს ძლივს ითქვამდი, ცუდად იყავი ახლა კი როგორ კარგად ხარ.
-მითხარი რომ გიყვარვარ და ცუდად როგორ უნდა ვიყო? ჩემს გვერდით ხარ, ჩემი ქურთუკი გაცვია, გეხები, თვალებში შემოგცქერი და რა უფლება მაქვს კარგად არ ვიყო?! -მხარზე ჩამოყრილი თმა ნაზად გამისწორა
-რაიცოდი აქ რომ ვიყავი?! -გამახსენდა უცბად.
-რა მნიშვნელობა აქვს?! -მართლაც რომ უმნიშვნელოდ იკითხა
-მნიშვნელობა ყველაფერს აქვს დემე! -სახეზე ღიმილი შემეპარა
-გინდა რაღაც გითხრა?! -გამომცდელად შემომხედა
-მითხარი აბა...
-სვანეთში ვიყავი! -ჯიბიდან ფურცელი ამოიღო რომელზეც შევამჩნიე რომ ჩემი სახლის ადგილმდებარეობა ეწერა.
-იქ რა გინდოდა? -შევიცხადე.
-ხო გითხარი თავი ვერ დაგანებე და ვერ შეგეშვი თქო... -ეს ისედაც აშკარა იყო -მხოლოდ ის ვიცოდი რომ სვანეთში გადასახლდი. მერე ძალიან შემეშინდა შენ შესახებ არაფერი რომ არ ისმოდა და გადავწყვიტე მენახე. თანაც აუცილებლად უნდა მენახე. ისე არ შეიძლებოდა... მისამართი მარიამმა მითხრა. მოკლედ წავედი იმ სახლში და მეზობლებმა მითხრეს რომ დიდი ხანია რაც იქ არ ყოფილხარ. უკან წამოვედი და ნანასთან მივედი
-ნანასთან?! -გავიკვირვე
-ჰო... წინა სახლში შენი მეზობელი რომ იყო. აი ის, ქეთევანს რომ გეძახის -ჩაეცინა
-ვიცი. მერე?! -გაგრძელება მოვთხოვე.
-ძალიან ვთხოვე და ეს მომასწავლა.
-დამავიწყდა რომ მანაც იცოდა...
-და რა გაშინებს ასე?! რატომ მალავდი ასე... -ჩამაცივდა
-მინდოდა გაუსაძლის მომენტებში მაინც წავსულიყავი ისეთ ადგილას სადაც ვერავინ მომაგნებდა. მექნებოდა საშუალება მარტო ყოფნისა...
-მოიცა შენ ჩემს არსებობას გაუსაძლის მომენტებად თვლიდი?! -შემაწყვეტინა და რამოდენიმე ნაბიჯით მომშორდა
-არა უბრალოდ დაფიქრება მინდოდა ყველაფერზე! -მისი დარწმუნება ვცადე
-მერე დაფიქრდი?! -ისევ მომიახლოვდა და ხელი გადამხვია
-აბა ამ გადაწყვეტილებას სხვანაირად ვერ მივიღებდი. -თბილი მზერა მის თვალებს მივაპყრე
40 წუთი დაგვჭირდა აქამდე მოსასვლელად.
-რას ვიფიქრებდი შენი სახლი ასე ახლოს თუ იქნებოდა ამ ადგილთან -თქვა როცა იმ ბილიკთან შევჩერდით, სადაც ოთხი წლის წინ ვიდექით -სკამი დაუდგამთ... -გაუკვირდა მას.
-ისე რა საინტერესოა, ვის მოუვიდა აზრად ამ ადგილას სკამი დაედგა. -გამეცინა მე
-ხომ არ გეშინია? -დავსხედით და ცალი მხრით გადამეხვია.
-შენ არ თქვი რომ როცა ჩემს გვერდით ხარ არაფრის არ უნდა მეშინოდეს? -მხრები ავიჩეჩე
-ჰოო და სწორადაც იქცევი -მტკიცედ თქვა
-კახეთში რას აკეთებდი? რითი ერთობოდი?! -მოუთმენლობამ განაპირობა მისი, ეს შეკითხვა.
-უბრალოდ თავს ვირჩენდი -მხრები ავიჩეჩე
-არ მოგენატრე?! -იმედიანი გამომეტყველებით შემომხედა
-რათქმაუნდა! -გამამხნევებლად ვუთხარი
-გეცოდინება ალბათ იქ როგორც ვიყავი შენს გარეშე. -თქვა და სიგარეტის ღერი ჯიბიდან ამოიღო. უნდოდა დიალოგი ამ თემაზე გაგვეგრძელებინაო.
-სვამსო, ეწევაო! -მის ხელს შეწუხებული თვალებით დავაჩერდი და მივახვედრე რომ არ მესიამოვნა. -თავის თავს არ ეკუთვნისო!
-გპირდები მოწევას შევეშვები! -ფეხით გასრისა
-მინდა შეგახსენო რომ ჩემ გამო არაფერში არ ხარ ვალდებული. უნდა აკეთო ის, რაც გინდა ოღონდ ზომიერად. -ბოლოს მაინც დავამატე იმის მიმანიშნებელი სიტყვა რომ არ მომწონდა ეს სიტუაცია -ისე ძალიან გამიკვირდა როცა გავიგე მოწევა დაგიწყია. არასოდეს მოგიწევია აქამდე და...
-ჩემ თავს მართლა არ ვეკუთვნოდი და იმიტომ ქეთო! -სახე მოეღუშა
-შენ ისევ ქეთოს მეძახი... -სასიამოვნოდ ავღნიშნე ფაქტი
-რათქმაუნდა! -თითქოს შეიფერა და შუბლზე მაკოცა -ნეტა როდის დადგება ის დღე, მე და შენ ერთად და ბედნიერად რომ ვიცხოვრებთ -ჩაფიქრდა
-მანამდე რომ დიდი დროა ხვდები ალბათ -არ მინდოდა რამე წყენოდა და შევაპარე
-ვიცი ქეთო, ვიცი! -უფრო მოხერხებულად მიეყრდნო სკამის საზურგეს
-არც ახლა გცივა? -გამახსენდა რომ მისი ქურთუკი მე მეცვა
-ოთხი წლის წინ ზუსტად იგივე კითხვა დაგისვი და ახლაც მე უნდა გეკითხებოდე. გცივა?!
-არა. შენ ისე მეხუტები როგორ უნდა მციოდეს. -ვიცი როგორ მიბრწყინავს თვალები
-გაწუხებ?! -სწრაფად მკითხა
-რასისულელეა! -ხელები მოვხვიე და თავი მხარზე დავადე
-ჰმ.. პირველი საათი გამხდარა. შეიძლება დამაგვიანდა მაგრამ მთელი გულით გილოცავ დაბადების დღეს!
-ძალიან დიდი მადლობა... -მორცხვად გავხედე
-საჩუქარი რომ არ მაქვს შენთვის? -დაღონდა
-მერე რა?! ჩემთვის ისიც საჩუქარია შენ რომ ჩემთან ხარ.
-იცი რა ქეთო? -ეშმაკურად ჩაიღიმა
-რა...
-ეხლა უნდა გაკოცო და არ გაგიკვირდეს. იცოდე ხელებს დაგიჭერ და ვერ დამარტყამ, კაი? -მოულოდნელად ჩავთვალე მისი წინადადება
-კაი! -მოულოდნელადვე ვუპასუხე და მისი თბილი ტუჩები ჩემსას შეეხო.
მის მკლავებში დავდნი. თავი კოლიბრი მეგონა, გული ისე ამიჩქარდა
ნახევარი საათის შემდეგ წამოვედით. კოცნის შემდეგ ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია. უბრალოდ თბილად ერწყმოდა ჩვენი მზერები. თითქოს კოცნა განაპირობებდა ჩვენს თითოეულ სათქმელს. ამით ვთქვით ყველაფერი.
-ჯერ შენ გადახვალ თუ მე გადავიდე? -იკითხა როცა სახლის ღობეს მივუახლოვდით
-გადადი და კარი გააღე. თუ რამეა აქ ვარ დაგიჭერ -მხიარულად მივმართე.
-თან ისეთი მსუბუქი ვარ დამიჭერ აბა რას იზამ. ხელით რომ არ მატარებ მიკვირს... -გადაიხარხარა დემეტრემ და ღობეზე გადაძვრა
სახლის კარი შევაღე და შესვლა დავაპირე
-მიდი ჩაალაგე ყველაფერი და წავედით! -მანქანის გასარები ჯიბიდან ამოიღო.
-მოიცა სად წავედით. ეხლა გვიანია... თან დიდი დრო უნდა ბარგის ჩალაგებას. -ჩემი ტონი თხოვნას უფრო გამოხატავდა
-კარგი მაშინ... ამ შუაღამისას ხომ არ გამიშვებ? -ფრთხილად მკითხა
-დარჩი, სად უნდა გაგიშვა! ოღონდ სხვა ოთახში დაიძინებ
-მზად ვარ არ დავიძინო, ოღონდაც აქ ვიყო -სიცილით მომმართა
-გშია? -მზრუნველი ტონი გამოვიყენე
-შენთან ერთად მოვამზადებდი რამეს... -თქვა და კიდევ ერთხელ ჩამიხუტა
****************************************************************
-სტუმრები გყოლია... -ნაწყენი ხმით აღნიშნა ფაქტი, როცა სახლში შეომვიდა და კარი მიხურა
-ჰოო.. ალაგება დამავიწყდა. -შეუმჩნევლად გადავეფარე მაგიდას რომ მისი მზერა სხვა რამეზე გადასულიყო
-რამდენი იყო? -პირქუშად იკითხა -ოთხი? ხუთი? ექვსი?! -ჭიქები შეათვალიერა.
-მხოლოდ ერთი ბიჭი იყო.. -ხმადაბლა წარმოვთქვი
-ბიჭი? -მწარე ღიმილი შეჰპარვოდა მის სახეს -შეყვარებული გყავდა გოგო?! -თმაზე ხელი ნერვიულად გადაისვა და მოუსვენრად მკითხა. გაბრაზებაც იგრძნობოდა მის გამომეტყველებაში და წყენაც.
-რას ამბობ! -ვუსაყვედურე -ჩემი მეზობელია -ფანჯრიდან გავახედე და გვერდით მდგომ სახლზე ხელით მივანიშნე -დაჩი ჰქვია. დაჩი კორინთელი. ცოლი გარდაეცვალა, ფეხმძიმე. მშობლები არ ჰყავს. ჩემსავით... -უცებ მომეღუშა სახე -ბიძამისის დასახმარებლად ჩამოვიდა კახეთში.. მაღაზია ჰქონდათ რომლის სივრცესაც აფართოვებდნენ. დაჩი ძალიან დამეხმარა აქ ცხოვრებაში. ერთმანეთს გავუგეთ და დავმეგობრდით. იმ მაღაზიაში დავიწყე მუშაობა და ამით გამყავდა დრო.
-ეხლა? ეხლაც აქაა? -ჩემი ნათქვამიდან გამომდინარე დამშვიდება შეეტყო
-არა. თავისმა დამ იმშობიარა და მშობიარობის შემდეგ რაღაც პრობლემები შეიქმნა. შუადღისას ჩამოვიდა, მაღაზია გაყიდეს რომ ფული ეშოვნათ. აქ აღარ ჩამოვა.
-კარგი ბიჭი ყოფილა! -თვალები გაუბრწყინდა -ანუ არ მაქვს ეჭვიანობის მიზეზი...
-არა, რათქმაუნდა. არც იფიქრო.. -დავარწმუნე და გადავეხვიე
ერთად მოვამზადეთ სადილი და ვივახშმეთ.
-შენი ძმა როგორაა? -მზრუნველი ტონით მივმართე მას და ჭიქა ფორთოხლის წვენით გავუვსე.
-ძმაკაცებთან ერთად ბაკურიანშია. ერთობა.. დედას არ უნდოდა იქ გაეშვა მაგრამ მე გავუშვი. ფული მივეცი რო გამოეყენებინა. სულ სახლში ხო არ ჩავკეტავდით არა? ახალგაზრდა ბიჭია ბოლოსდაბოლოს
-და ისე კარგადაა? -ჩავაცივდი. მისი გზის აცდენილობის შესახებ არ მინდოდა თემის გაგრძელება მაგრამ ინტერესი მკლავდა.
-კიი კარგადაა... ისწავლა ჭკუა.
ჭურჭელი სწრაფად გავრეცხე და ვახშმობის შემდეგ მასთან გავედი მისაღებში.
-მეძინება. შენ არა? -ფრთხილად ვკითხე.
-არა, მაგრამ დავწვები. დავიღალე ძალიან... თუმცა ამისთვის ღირდა. -თვალი მომხიბვლელად ჩამიკრა და ფეხზე წამოდგა
-შენ აქ დაიძინებ. -ჩემი ოთახის გვერდით მდებარე ოთახის კარი შევაღე. შუქები ჩავაქრე. ყველაფერი გავთიშე და ოთახში შესვლა დავაპირე
-რამე თუ დაგჭირდება ხო დამიძახებ? -იმედიანად გამომხედა გაღებული ოთახიდან
-არამგონია რამე დამჭირდეს მაგრამ თუ რამეა დაგიძახებ! -თბილად ვუთხარი, ლოყაზე ვაკოცე და ჩემს ოთახში შევედი.
ემოციებისგან ისეთი დატვირთული ვიყავი არ გამომიცვლია ისევე მივწექი ლოგინზე. მოხერხებულად მოთავსება ვცადე და ხელი თავქვეშ დავიდე. ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქი ისეთი კაშკაშა იყო თვალებს ვერ ვხუჭავდი. არც მეძინებოდა და ნახევარმა ღამემ თეთრად ჩაიარა. უცბად ოთახის კარზე კაკუნი გაისმა. ჩაფიქრებული ვიყავი და შიშმა ამიტანა. რათქმაუნდა აშკარაა ვინც აკაკუნებს მაგრამ მაინც მოულოდნელი იყო ჩემთვის
-ხო მშვიდობაა?! -აქედანვე გავძახე.
-გააღე რა -თხოვნას გამოხატავდა მისი ხმა
-რა იყო? -სახელური ჩამოვწიე და ჩემს პირდაპირ მდგომ მაჩაბელს თვალებში ჩავხედე.
-ვერ ვიძინებ. -დაიწუწუნა
-მერე? -უმნიშვნელოდ მივმართე
-აქ შემოვალ რა.. -საწყალი თვალები ჰქონდა. პატარა ბავშვივით მემუდარა
-შემოდი მაგრამ.. -მხრები ავიჩეჩე
-არ შეგაწუხებ. უბრალოდ ვიჯდები, ჩემთვის. ხმას არ ამოვიღებ.
-ისეე... ხომ არ გეშინია? -ჩემდაუნებურად ჩამეღიმა როცა შემოუშვი.
-ბავშვი კი არ ვარ. ამხელა ბიჭი ვარ, რისი უნდა მეშინოდეს?! -წარბები მომხიბვლელად აათამაშა და ლოგინის გვერდით სავარძელში მოკალათდა.
-მე დავწვები. დაღლილი ვარ და ასე მირჩევნია -ისევ ლოგინს მივუბრუნდი და ამჯერად მარცხნივ გადავტრიალდი. მის მხარეს. ზურგი რომ არ შემექცია. ბალიში ისე დავდე რომ კისერი არ მტკენოდა.
-უნდა დაიძინო? -დაიჩურჩულა, თითქოს თავისთვის...
-თუ გამომივა -ვუპასუხე და თვალები დავხუჭე.
-არ გცივა, არაფერს რომ არ იფარებ? -მოუსვენრობამ შეიპყრო
-არა. რომ მციოდეს მაგ ფანჯარას არ გავაღებ. თბილა, ვერ ატყობ? -დემეტრე ისე იჯდა რომ მთვარის სხივებს "აფრთხობდა". ხელს უშლიდა ოთახში შემოსვლაში. საშუალება მქონდა მშვიდად დამეძინა მაგრამ შეგნებულად არ ვაკეთებდი ამას.
-ჰოო... -ჩუმად თქვა და სიჩუმე ჩამოწვა.
თვალები გავახილე რამოდენიმე წუთში და მას შევხედე. თავი გვერდით ქონდა მიტრიალებული და მთვარეს გაჰყურებდა.
-დემე! -მშვიდად დავუძახე
-ხო, ქეთი! -სწრაფად მიპასუხა. თითქოს შევაშინე
-დაწექი.. -ხელი ლოგინზე დავდე და ვაგრძნობინე რომ ამის გაკეთება თავისუფლად შეეძლო
-რომ შეგაწუხო? დავეტევით? -ფეხზე წამოდგა.
-ორსაწოლიანში როგორ ვერ დავეტევით, კარგი რა. -ჩამეცინა და ნაპირთან კიდევ უფრო გამოვიწიე.
-არ გადავარდე -თითქოს დამცინა
-როდის იყო საწოლიდან ვვარდებოდი! -წარბები შევკარი
-თუ გცივა მოგაფარებ რამეს. -შემომთავაზა და ჩემს გვერდით დაახლოებით ერთი მეტრის დაშორებით ზურგზე წამოწვა
-არა დემე, არა! ასე ძალიანაც ნუ ცდილობ თავი შეიწუხო! -იმედიანად ვუთხარი
-მე მარტო მაშინ ვწუხდები, შენ რომ ვერ გხედავ! -დაასკვნა და ხელები თავქვეშ დაიდო. -ისე.. როდის დავქორწინდეთ?
-დაიძინე დემეტრე! -ვუთხარი და პასუხს არ დაველოდე. უხერხლი სიტუაციისგან თავის დაღწევის მიზნით თვალები დავხუჭე.
-ღამე ხვრინავ?! -ზედმეტი სერიოზულობით მკითხა და გადაიხარხარა
-დაიძინე! -ვუბრძანე და ბალიში მხრისკენ გავუქანე
ზურგზე იყო დაწოლილი მაგრამ მივხვდი როგორ გადმოტრიალდა ჩემკენ.
მთელი დარჩენილი ღამის განმავლობაში არ ჩამძინებია. არც მას დაუძინია. თვალს არ მაშორებდა. თითქოს სიამოვნებდა ჩემი ყურება ძილის დროს. თავს ისე ვაჩვენებდი თითქოს ღრმა ძილში ვიყავი. რამოდენიმეჯერ ზურგიც კი შევაქციე და გადავტრიალდი თუმცა რამოდენიმეჯერ შუმჩნევლად შევხედე. რა ემართება ამ ბიჭს... რატომ არის გაგიჟებული ასე ძალიან ჩემზე. როგორ გარდაიქმნა ჩემი გაცნობის შემდეგ სულ სხვა ადამიანად. მთელი ღამე დაჟინებით შემომცქეროდა. ალბათ ერთხელაც არ გაუხედავს. გამთენიისას ჩამეძინა. აი ისეთი ძილი იყო რომ ვერ გაიგებ გძინავს თუ გღვიძავს. ნახევრად რომ აზროვნებ და წამებიანი სიზმარიც რომ შეგაშინებს...
დილით ხმაურმა შემაწუხა და თავი წამოვწიე.
-რა ხდება? -დემეტრეს ვკითხე, რომელიც აქეთ-იქით დადიოდა. ალბათ ჩემს გაღვიძებას ცდილობდა.
-ვცდილობ ყველაფერი შევათვალიერო. აი ეს აიღე -ლოგინზე დიდი, წითელი ფერის ჩემოდანი დადო და გახსნა -ტანსაცმელები ჩაალაგე. და მოკლედ ყველაფერი ჩააწყვე. -მეორე ჩემოდანიც გამომიწოდა. ხმის ამოუღებლად წამოვდექი ფეხზე და ლოგინი გავასწორე. მისაღეში გავედი საჭირო ნივთები ავიღე. ყველაფერი რაც წამოვიღე უკან მიმქონდა.
სწრაფად მოვწესრიგი და გარეთ ერთ საათში გავედით. ერთ საათში როგორ მოვასწარით ყველაფრის ჩალაგება ვერც ვხვდები. ისე გაუაზრებლად მოხდა რომ ვერ ვაცნობიერებ რას ვაკეთებ.
სახლის კარს მაგრად ვკეტავ და დემეტრეს მანქანაში რობოტივით ვჯდები.
-რას აკეთებ დემეტრე?! -მოუთმენლად ვკითხე, როცა უკვე მანქანა დაძრა.
-გიტაცებ ქეთო! -საათზე დაიხედა, მზერა მომაპყრო, ცალყბად ჩაიღიმა და თვალი მომხიბვლელად ჩამიკრა. მისი ღიმილი მნუსხავდა, სურნელი კი მათრობდა.
-მერე ჩემი მანქანა? -ავღელდი და ყოველ წამს უკან ვიხედებოდი.
-რად გინდა? -უდარდელად ჩაილაპარაკა
-როგორ თუ რად მინდა... ამით მოვედი და აქ ხომ არ დავტოვებ? -ნუ ღელავ. საღამოს სახლის კართან იქნება. უნდა მოითმინო ოღონდ... თან ჭიშკარი ჩაკეტილია და ვინ მოიპარავს. ჯობს ამაზე ნერვიულობას შეეშვა და მარიამს მიწერო
-ჰო კარგი... -დავნებდი და ტელეფონი მოვიმარჯვე.
მარიამის ნომერი ავკრიფე და სიხარულით გავგზავნე შეტყობინება: "-მოვდივართ!" რომელიც უკვე ყველაფერზე მიანიშნებდა. გული გამალებით მიცემდა როცა გონებაში კიდევ ერთხელ გამიელვა იმ აზრმა, რომ დემეტრე ჩემგვერდითაა.
არც მითხოვია სახლში წასვლა. თბილისში ჩასვლისას პირდაპირ მარიამთან და ლაშასთან წავედით. მომნატრებია ეს ქალაქი. თავსი ხალხიანად. ის ხალხიც კი მომენატრა ყველაზე და ყველაფერზე ახალ-ახალ ისტორებს რომ ქმნის.
ეზოში შესვლისთანავე მანქანიდან გადავედი და კართან მდგომი მარიამისკენ გავემართეთ. ლაშა მის უკან იდგა. ცრემლიანი თვალებით მომეხვია მარიამი და რამოდენიმე წუთს ვყავდი ალბათ ჩახუტებული
-ესე რატომ მანერვიულე ქეთევან?! -ოფიციალურად მომმართა
-უბრალოდ უნდა წავსულიყავი. ბოდიში... -ნამდვილად არ ვნანობდი. უბრალოდ საჭირო იყო ბოდიშის მოხდა
-ასე შეიძლება ქეთო?! -გადამეხვია ლაშაც.
-რავიცი რავიცი... არ გვინდა ამაზე საუბრები. რაც მთავარია დავბრუნდი -გამამხნევებლად ვუთხარი მათ
-ჭკუიდან კი შეგვშალე და... -თვალები გადაატრიალა მარიამმა-იცი ბოლოს გვეგონა რომ ცოცხალი აღარ იყავი.. -ცრემლების შეკავებას არ ცდილობდა ის
-კარგით ხალხო რა! -ჩავიბურტყუნე -კახეთში ვიყავი, ციმბირში კი არა. რა დაგემართათ. თვის მოსაკლავად ხომ არ წავსულვარ. უბრალოდ განტვირთვას ვცდილობდი -მათ დარწმუნებას ვცდილობდი
-მეც დაგღალე მერე რომ გაიქეცი?! -წარბშეკრულმა მომმართა მარიამმა
-არც არავის დავუღლივარ. უბრალოდ ცუდად ვიყავი. თან არ გავქცეულვარ. ისე წავედი... ისე! -ვთქვი და შიგნით შევედი. ტელევიზორის წინ დივანზე მოვკალათდი
-ახალი იყიდეთ? -მინდოდა დაძაბულობა მომეხსნა და ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანინებინა
-რაღაცნაირი ფერი იყო. ნარინჯისფერი არ მიყვარს ხო იცი -ამყვა მარიამიც
-ჯერ ერთი თვის არ ხარ ხო? -მის მუცელს დავაკვირდი
-არა.. ერთი სული მაქვს ცხრა თვე როდის გავა
-ნათლია ხო მე ვარ? -ამაყად ვიკითხე
-რათქმაუნდა -დასძინა ლაშამ
-ანუ... -სახეგაბრწყინებული მარიამი ჩემგვერდით ჩამოჯდა. -კი ვერ ვბედავ ვიკითხო, მაგრამ მაინც გკითხავთ. შერიგდით?! -მხიარულად იკითხა და გამომცდელი ღიმილით შემომხედა.
-რათქმაუნდა! აბა რა ვქენით... -ამაყად ლაპარაკობდა მაჩაბელი. მე კი თანხმობის ნიშნად უბრალოდ თავი დავუქნიე. ერთი რამ მიკვირდა. რატომ არ შემეძლო აღიარება როცა ისედაც ყველაფერი ნათელი იყო.
-გაგიჭირდა მისი წამოყვანა? -მიმართა ლაშამ დემეტრეს.
-სხვათაშორის საერთოდ არა. ისე მალე მოხდა ყველაფერი ალბათ თავი ეხლაც სიზმარში ჰგონია -გადაიხარხარა მან
-გეგონოს! ძალიან კარგად ვიცი სადაც ვარ -სერიოზული გამომეტყველების მიღება ვცადე მაგრამ მაინც გამეცინა -ერთი წუთით, გავალ დავრეკავ -ვთქვი და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი
დაჩის ნომერი ავკრიფე და მის პასუხს დაველოდე
-ქეთი! -გახარებულმა მომმართა -ერთ საათში უნდა დამერეკა შენთვის, ვიფიქრე გეძინებოდა. როგორ ხარ?
-კარგად დაჩი შენ? როგორაა საქმეები? შენი და და დის შვილი როგორ არიან? -ინტერესით ვკითხე
-ჩემი დის ოპერაციამ მშვიდად ჩაიარა. არადა იმდენი ვინერვიულე... ბავშვს ლუკა დაარქვეს. -მის ხმაში ისევ სითბო იგრძნობოდა
-მშვენიერია. გილოცავ! ანუ ფული კარგად გამოგადგა?
-კი.. კიდევ კარგი გავყიდეთ ის მაღაზია. შენთან რა ხდება? -სასიამოვნო ხმა ჰქონდა
-მე თბილისში ვარ! -მოუთმენლად ვუთხარი
-რაა?! მართლა? ანუ? რა გინდა მანდ.. -იმედიანად მკითხა
-დემეტრემ ჩამომიყვანა. შევრიგდით... გინდა თუ არა უნდა წაგიყვანოო... მეც სხვა რა გზა მქონდა. ავდექი, ბარგი ჩავალაგე და ხუთი წუთია რაც აქ ვარ. მარიამთან...
-როგორც იქნა! -მშვიდად ჩაილაპარაკა. აშკარაა რომ გაუხარდა-ეშველა მაგასაც, შენც და მეც.
-ჰოო...
-კარგი აბა კარგად. ჩემი და ნარკოზიდან გამოდის და უნდა ვნახო. -მოუთმენლად მითხრა
-კარგად დაჩი. მოკითხვა გადაეცი ჩემგან. არაფერზე ინერვიულო-გამამხნევებლად მივმართე
-ნახვას ვერ შეგპირდები მაგრამ დაგირეკავ ხოლმე აუცილებლად. ხომ იცი ჩემი იმედი სულ უნდა გქოდეს.. ტყუილად არ ყოფილხარ ორი თვე კახეთში, რომ რამე რო დაგჭირდეს არ დამირეკო. მომენატრე! -თბილად მელაპარაკებოდა
-ძალიან დიდი მადლობა დაჩი! მეც მომენატრე. გკოცნი და მიყვარხარ. კარგად... -დავემშვიდობე, ტელეფონი გავთიშე და მისაღებში დავბრუნდი. ლაშას, მარიამის და დემეტრეს სიცილმა ჩემი ყურადღება მიიპყრო
-რა გაცინებთ? რა გამოვტოვე? -მათ წინ დავდექი და მხიარულად ვიკითხე
-იმ დროს ვიხსენებდით მარიამი და ლაშა ერთმანეთს რომ ვერ იტანდნენ. სულ რომ ჩხუბობდნენ.. -სწრაფად მიპასუხა დემეტრემ
-მაგ დროს თქვენი ატანა არ მქონდა -ვუთხარი და ყველამ ერთად გადავიხარხარეთ
შუადღე იყო სახლში რომ მიმიყვანა დემეტრემ.
თეკოს დავურეკე
-თეკო როგორ ხარ?!
-გამოჩნდი? -გამიბრაზდა ის
-ჰოო გამოვჩნდი!
-ხო თქვი დაგირეკავთო... -უცბად დაღონდა.
-ვერ ვახერხებდი -დარწმუნება ვცადე
-კარგად ხარ? თბილისში ხარ? როდის ჩამოხვედი ან რამე ხომ არ გჭირდება? -კითხვები მომაყარა მან
-არა თეკო არაფერია. დღეს დილით ჩამოვედი. ცეკვის ამბები როგორ მიდის? -თითქოს ძველ, ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა ქეთი ახვლედიანიო..
-შენ გარეშე როგორ იქნება? ოთხი კონცერტი გამოტოვე უკვე. -წყენას არ მალავდა
-კარგი არაუშავს. ხვალიდან დავიწყებ რეპეტიციებზე სიარულს.
-აბა გელოდებით. ჭკვიანად. აღარსად წახვიდე იცოდე... -გამაფრთხილა და დამემშვიდობა
ამ დღემაც ჩვეულებრივად მაგრამ უფრო მხიარულად ჩაიარა. კიდევ ვერ დამიჯერებია რომ დემეტრეს შევურიგდი. ან როგორ უნდა დავიჯერო ისიც არ ვიცი. კახეთიდანაც ისე უცბად წამოვედი ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ რომ თბილისში ვარ.
საღამოს დემეტრემ ჩემი სახლის ეზოში მანქანა მოაყენა. კახეთში ტაქსით წასულა და ისე ჩამოუყვანია. ცოტა არ იყოს მეუხერხულება ასე ძალიან რომ ზრუნავს ჩემზე. არ მინდა ყველაფერს რომ მისრულებდეს. მინდა რომ ვუყვარდე, მაგრამ ასე არა... თავს უხერხულად ვგრძნობ როცა ჩემგან იგივეს ვერ იღებს რასაც მე ვიღებ მისგან.
მეორე დღეს წავედი რეპეტიციაზე. 12 ზე დავბრუნდი და დემეტრე უკვე ჩემს ეზოში იყო თავისი მანქანით. მელოდებოდა... მარიამთან და ლაშასთან წავედით ისევ. აბა სხვაგან სად წავიდოდით. მარიამს უნდოდა რომ ერთად გვესადილა. ჩემი დაბრუნება და დაბადების დღე აღვნიშნეთ მოგვიანებით. დიდად გართობის თავი არ მქონდა, მაგრამ წამითაც არ მომიწყენია. მხიარულად ჩაიარა დღემ. საღამო იყო დემეტრეს ტელეფონი რომ აწკრიალდა. სანამ წამოსვლას დავაპირებდით.
-ჰოო საბა! -აღელვების დამალვას ცდილობდა ისე უპასუხა -რა სჭირს? -ჩვენ მხოლოდ დემეტრეს საუბარი გვესმოდა. -მერე? -ანერვიულდა. სწრაფად ლაპარაკობდა. -ზუსტად რა ადგილას ხართ? -მანქანის გასაღები მოიმარჯვა. აშკარაა წასვლა უწევდა -მე სხვა ადგილი მითხრა მაგან! -სიბრაზე შეერია -დაუძახეთ სასწრაფოს? -ნერვიულად მოისვა შუბლზე ხელი -კარგი მოვდივარ. ეხლავე წამოვალ. გზაში დაგირეკავ და მიპასუხე აუცილებლად! -თქვა და გათიშა
-რა ხდება? -შეშინებულმა ლაშამ მიმართა
-საბამ დამირეკა. ჩემი ძმის, თორნიკეს ძმაკაცმა. ეგ ორი და კიდე ექვსნი ხო ბაკურიანში არიან... ჰოდა თორნიკე ვერარის კარგადო... სასწრაფოს დავუძახეთ და უვკე გზაშია შენც უნდა მოხვიდეო. -სუნთქვა გაუხშირდა დემეტრეს
-მეც აუცილებლად უნდა წამოვიდე -მტკიცედ თქვა ლაშამ და კურტკა მოიცვა.
-კარგი წამოდი. გოგოებო თქვენ აქ იყავით. ხვალ ჩამოვალ და ჩამოვიყვან თორნიკესაც. მოიწამლა ეტყობა ან გაცივდა. -დამშვიდებას ცდილობდა მაგრამ ალბათ თვითონაც დარწმუნებული იყო იმაში რომ არ გამოსდიოდა.
-ფრთხილად იარეთ! -მოუსვენრად მივმართე. დაგვემშვიდობნენ და კარი გაიხურეს.
***************************************************************
სიკვდილი. სამუდამოა არა? ვერაფერი გამოასწორებს ხო? მართლაც ასეა... ყველაფერს ერთიანად აქრობს. მთელ წამებსა და წუთებს ერთიანად აბათილებს რაც გიცხოვრია. ყველა ახალგაზრდაა სიკვდილისთვის. თითქოს არც არაფერი გაგიკეთებიაო, ისე ჩანს. თითქოს ჯერ ადრეა... ყოველთვის ადრეა. სიკვდილსაც გააჩნია ტანჯულია თუ მშვიდი. ბევრს სურს მაგრამ მხოლოდ რამოდენიმეს თუ აქვს გამბედაობა თავად გადაწყვიტოს ეს. ზოგი არც ფიქრობს სიკვდილზე. ის ვისაც არავინ და არაფერი ადარდებს ათასგვარ სისულელეს აკეთებს, ცეცხლს ეთამაშება და ბედს ცდის. მერე იწყება გლოვა, პანაშვიდი, დაკრძალვა და ქელეხი აგვირგვინებს ყველაფერს. ჭამაში გადადის მთელი ერთკვირიანი ცრემლების ღვრა. და ასე უბრალოდ უნდა მიდიოდეს ადამიანი ქვეყნიდან? გადის წლები და ვერ იაზრებ როგორ მალე მოდის სიბერე. სიბერეს რომ თავი დავანებოთ, ღმერთმა იცის რომელ წამს მოგიკაკუნებს სიკვდილი. მზად საერთოდ რომ არ ხარ მაშინ... თუმცა ვინ იქნება სიკვდილისთვის მზად. ზოგჯერ ღმერთი შანსს გაძლევს გამოასწორო ის რაც შენს ჯანმრთელობას აფერხებს მაგრამ შენ? პირიქით... უფსკრულისკენ აყენებ ბედს და იღბალს და წარმოდგენაც არ გაქვს რამდენს კარგავ ბედნიერი ცხოვრებისთვის.
კვდები და შენი სულიც იკარგება. მთავარია არ დაგივიწყონ თორემ, ისედაც ხო ბევრმა იცის რა და როგორ გააკეთე ამ ცხოვრებაში.
******
გარდაიცვალა!
მკვდარი. მკვდარი დამხვდა ჩემი ძმა ოთახში შემავალს. მე ვხედავ იატაკზე დაგდებულს, გაფითრებულს, გაყინულსა და უსულოს, რომელსაც უამრავი ადამიანი დასცქერის ისე როოგრც საცოდავს. სასწრაფოს ექიმები გულის ამუშავებას ცდილობენ. რას აღარ აკეთებენ მაგრამ სულ ტყუილად. არაფერი შველის თორნიკეს. უკვე გარდაიცვალა...
მისი ძმაკაცი, საბაა ჩამუხლული მის თავთან და სახეზე ფერი არ ადევს. თითქოს ისიც მოკვდაო. აქეთ-იქით თავზარდაცემული სახეებით დაბოდიალობენ მისი მეგობრები. არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. ხან ვინ შემოდის სახლში და ხან ვინ. მე კი გაუნძრევლად ვდგავარ და იქაურ სიტუაციას შევყურებ.
მე არ გარდავცვლილვარ მაგრამ სიცოცხლეს ვერ ვგრძნობ. ვერ ვიაზრებ რომ ვდგავარ, ვსუნთქავ და გული მიცემს. საერთოდაც ფეხები მიწაზე მიდგას? აღწევს ჰაერი ფილტვებამდე? ჩემი გული ჯერ კიდევ ცემს? საერთოდ ვარსებობ? ცოცხალი ვარ?
19 წლის ბავშვი იყო თორნიკე მაჩაბელი. ჩემი ძმა... ჰო, ბავშვი. სულელი და ყეყეჩი ბავშვი.
უცებ ჩამესმა ყურში 19 წლის წინ მამაჩემის ნათქვამი. ''შენი ძმაა. შენ უნდა მოუფრთხილდე. უნდა იზრუნო მასზე და ცხოვრება ასწავლო!'' მაშინ გავიგე ეს სიტყვები როცა მხოლოდ 7 წლის ვიყავი. განა ვიცოდი მაშინ რომ ამის შემსწრე გავხდებოდი 19 წლის შემდეგ? განა ვხვდები რა ხდება?
ცუდად არ ვარ. რომ ვიმსჯელოთ ვერც ვიქნები, იმიტომ რომ აღარ ვარსებობ.
მთელ სახლში არეულობაა. მაგიდებზე, სკამებზე, იატაკზე, დივანზე... ყველგან დაცლილო ღვინის, არყისა და ლუდის ბოთლები გდია.
ჩემი უემოციო სახის შემხედვარე, ყველა გაოგნებულია. ყველა ცდილობს თვალი ამარიდოს მაგრამ ამის მაგივრად მკვდარ სხეულს კი არა, მე შემომყურებენ. თუმცა რა მიკვირს...მეც მკვდარი არ ვარ?! მახსოვს შვიდი წლისას სულ პატარა ბიჭი როგორ დამაჭერინეს ხელში. უბედნიერესი ვიყავი... უზომოდ მიხაროდა პატარას რომ ვეხებოდი. 10 წამიც არ იყორ რაც მეჭირა მაგრამ მთლიანად შევიგრძენი მისი პატარაობა. სკოლაში პირველ კლასში რომ იყო ისიც მახსოვს... სკოლა რომ დაამთავრა და ბანკეტისთვის მანქანა რომ მთხოვა არც ეს დამავიწყდება. სულ რომ წუწუნებდა მასზე მაღალი რომ. ვიყავი. პატარაობისას ყოველ დაბადების დღეზე იმას ამბობდა, აი ნახავ დაგეწევი და ასაკით შენზე დიდი ვიქნებიო. ეგონა მარტო თვითონ იზრდებოდა. სულ მაიმუნობდა. ნეტა ახლაც მაიმუნობდეს... მახსოვს ჰალსტუხის შეკვრას რომ სწავლობდა. სულ მეჯიბრებოდა... ჩაიში მარილს მიყრიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ძლივს ჩააბარა გამოცდები. არ სწავლობდა. სულ ვეჩხუბებოდი.. არ დადიოდა უნივერსიტეტში. არაფერს არ ესწრებოდა. სულ გარეთ იყო. ბირჟაზე... როგორც თვითონ ამბობს. უფროსწორად, ამბობდა. არც მალავდა ამას. ჯიუტად გაიძახდა არ წავალ ლექციაზეო. სვამდა, ეწეოდა, ნარკოტიკებს იღებდა და თავს იუბედურებდა. სულ ფულს მთხოვდა. სულ ახალი ''ზმანები'' უნდოდა...
ბაკურიანში წამოსასვლელად მე არ ავუბი მხარი? დედა უარს ამბობდა და ფაქტიურად მე გამოვუშვი აქ რომ თავი მოეკლა.
-ვწუხვარ! -იატაკზე მწოლიარე თორნიკეს მოშორდა მუხლებზე დამდგარი ქალი, რომელმაც გული ვერანაირად ვერ აამუშავა. რამოდენიმე მეტრის დაშორებით იდგა მაგრამ მაინც მე მომმართავდა. მიხვდა ალბათ რომ ძმა ვიყავი -უკვე გარდაცვლილი დაგვხვდა. -დაამატა მან
-თავიდან გული ერეოდა... -საბა მომიახლოვდა. რომელსაც თვალები ჩაწითლებოდა და ფეხზე ძლივს იდგა. კი არ მოდიოდა, უფრო მოლასლასებდა. -მერე ძაან ცუდად გახდა. შენ რომ დაგირეკე მაშინ... -წინ ჩამომეფარა. ხელს მიშლიდა ჩემი ძმის ყურებაში. -სასწრაფოს დავუძახეთ. მერე კრუნჩხვები დაეწყო. -არ ჩერდებოდა. მდგომარეობას მიხსნიდაო თითქოს, მაგრამ ამით რა გამოსწორდებოდა. -ვეღარ სუნთქავდა. თვალები გადაატრიალა. -სიტყვებს თავს ძლივს აბამდა. ჩურჩულებდა. -პირიდან რაღაც ქაფისმაგვარი გადმოუვიდა. მერე გული გაუჩერდა და აი... -მის ყოველ სიტყვას მოვუსმინე მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ შევძელი ერთის გარდა
-გამეცალე! -ხმა ჩამხლეჩვოდა. ყელი მეწვოდა და საფეთქლებში სისხლი გროვდებოდა. მაწვებოდა და თითქოს სკდებოდა. ტანში ჟრუანტელი მივლიდა. მციოდა. მაკანკალებდა. ვერ ვინძრეოდი. თვალებსაც ვერ ვხუჭავდი. სუნთქვასაც ვერ ვბედავდი.
-ზედმეტი მოუვიდა... -ფრთხილად, მწუხარებით თქვა ექიმმა
-რა -მოულოდნელად წარმოვთქვი.
-უკაცრავად? -დაბნეულმა მკითხა
-რა მოუვიდა ზედმეტი... -გავუმეორე მას. თან მზერას არ ვაშორებდი თორნიკეს
-ყველაფერი ერთად. წამლის დოზა. სასმლის უდიდესი რაოდენობა. ვეღარ ვუშველიდით...
-გასაგებია! -ძლივს გასაგონად წარმოვთქვი, წარბშეუხრელად.
-ფაქტიურად თავი მოიკლა. -უდარდელად თქვა ახალგაზრდა ბიჭმა რომელსაც სასწრაფოს ფორმა ეცვა. აქეთ-იქით იყურებოდა და ოთახის მდგომარეობას ათვალიერებდა. თითქოს ჩემი სიმშვიდით ისარგებლა და ეს ყველაგერი ჩემთვის არაფერს ნიშნავდა
-გაიმეორე რა თქვი! -მანქანის გასაღები ძირს დავახეთქე და ბიჭს საყელოში ვწვდი. -გაიმეორე! -ძარღვებდაჭიმული თვალებში შევყურებდი და კბილებში ვცრიდი. -ამას კიდევ გაიმეორებ და ჩემი ხელით ჩამოგაშორებ სიცოცხლეს.
-ბოდიში -შეშინებულმა წარმოთქვა
-გაეთრიე ეხლა! -საყელოთი გამოვწიე გვერდით და კარისკენ გავაგდე. სხვა ექიმებიც გარეთ გავიდნენ.
რაღაცნაირი სიჩუმე ჩამოწვა. ის ისევ ძირს იწვა.
-დემე! -მხარზე ხელი დამადო ჩემს გვერდით მდგომმა ლაშამ
-რა! -ვითომც არაფერიო, ისე მივმართე.
-ჩამოჯექი -ფრთხილად მომმართა -დაწყნარდი. -პირველ სიტყვას რომ ჩვეულებრივად შევხვდი, მეორეც დააყოლა.
-ამის დროა? -თავი სინანულით გავაქნიე.
-კარგად ხარ? -ცალი მხრით მომეხვია.
-შენ როგორ ფიქრობ? -ოდნავ მივატრიალე თავი მისკენ და მკლავზე ჩავეჭიდე, როცა მივხვდი ფეხებში ძალა აღარ დამრჩენია, ცოტაც და მეც ძმის გვერდით მიმაწვენდნენ
-არაუშავს ძმაო! -ვიგრძენი, როგორ კანკალებდა ჩემსავით
-მე არ ვუთხარი ყველაფერს თავი დაანებე თქო?! -შეშლილი გამომეტყველება მქონდა
-უთხარი. უთხარი... -თმა ამიჩეჩა და უფრო ძლიერად მომეხვია. თან ცრელებს მალავდა.
-მერე? -სახეზე ხელები ავიფარე
-არ გაიგონა ძმაო. ჭკუა ვერ ისწავლა... -ნიკაპი უთრთოდა
-ერთადერთი ძმა მყავდა და ვერ გავუფრთხილდი. მხარი ავუბი ამ დაწყევლილ სახლში რომ მოსულიყო თავის ძმაკაცებთან ერთად და სიკვდილის საშუალება მივეცი... ფაქტიურად სასიკვდილოდ გავიმეტე, გესმის?! -მუხლებზე დავეცი და ავქვითინდი. -ჩემი ბრალია! -თორნიკეს სხეულამდე 4 მეტრი თუ მაშორებდა. ლაშაც ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
-არა, არ არის შენი ბრალი. დამერწმუნე. თავისი სულელური ქცევებით დაემართა ასე...-ვითომ მე მამხნევებდა, მაგრამ ისიც გაოგნებული გაჰყურებდა გარდაცვლილს. -მე ხომ შენს გვერდით ვარ არა? ცოტნეც... არ გახსოვს მაშინ რო გვითხარი რაც არ უნდა მოხდეს ერთმანეთისთვის მაინც უნდა ვიარსებოთო. მარიამიც ხო შენს გვერდითაა. ქეთოსაც ხომ უყვარხარ არა? შენ არ ინერვიულო... შენს გვერდით ვართ ძმაო! -ხელზე ხელს მიჭერდა. თანაც ძლიერად.
-დროზე აქედან გაქრით ყველა! -თავი არ ამიწევია ისე ვთქვი.
ყველა, თორნიკეს მეგობარი მე მომშტერებოდა. არავინ ხმას არ იღებდა. გაოცებულ მზერას მაპყრობდნენ
-ვერ გაიგეთ რა თქვა?! -ამყვა ლაშაც.
ყველა გარეთ გავიდა.
-აივანზე ვიქნები. რამე თუ დაგჭირდება, ხო იცი...
- ვიცი, ვიცი! -სათქმელის დასრულება არ ვაცადე ისე ვთქვი და კარის დაკეტვას დაველოდე
კიდევ რამოდენიმე წუთი ვიჯექი გაშეშებული. ხმას ვერ ვიღებდი და უბრალოდ გავყურებდი თორნიკეს. უცბად წამოვდექი. რამე ხომ უნდა გამეკეთებინა. მასთან მივლასლასდი და მის გვერდით ცალი მუხლით ჩავიმუხლე
ერთი ხელი გულზე ედო, მეორე კი იატაკზე. ცალი ფეხი მოკეცილი ჰქონდა. ტუჩები გალურჯებოდა. მთლიანად გაყინული იყო . ერთხელ შევანჯღრიე იმ ტყუილი იმედით რომ გაიღვიძებდა და თვალებს გაახელდა. მეტყოდა მე ცოცხალი ვარ, არსად წავალო!
სავარძელში კარგად მოკალათდებოდა და მთხოვდა, უფროსწორად მოითხოვდა რამე ფილმს ვუყუროთო. თუ ლუდის ბოთლს წინ არ დავუდგამდი პატარა ბავშვივით გაიბუტებოდა და მთელი დღის განმავლობაში ხმას არ გამცემდა. პატარაობისას ჩემს ოთახში კედლებზე რაღაცეებს ხატავდა და ყოველ შემოსვლაზე მიმეორებდა, რომ ყველაფერი მისი დახატული იყო. მე მეუბნებოდა, ექიმი უნდა გამოვიდე და შენ რომ ცუდად იქნები მე გადაგარჩენო. ტკბილეულს მთხოვდა ხოლმე. მქონდა თუ არ მქონდა, მაინც უნდოდა. სკოლას რომ გააცდენდა მე მიყოლიებდა. დედას და მამასთვის არანაირად არ უნდა მეთქვა. თმას სულ ისე იჭრიდა, როგორც მე მქონდა. მოსწონდა. ახლაც ზუსტად ასე აქვს, ოღონდ ცოტა აჩეჩილი. აბა, კვდებოდა და...
ფეხზე ის ფეხსაცმელები ეცვა მე რომ დაბადების დღეზე ვაჩუქე. ჩემი ნაჩუქარი ტელეფონიც მის გვერდით ეგდო. ბლოკი მოვხსენი, იმდენად დამაინტერესა ბოლოს რას აკეთებდა... ჩათი ჰქონდა გახსნილი სადაც მე მწერდა: ''-იცი დემე რა კარგად ვერთობით?'' შეტყობინების გამოგზავნა აღარ დასცალდა. კვდებოდა და... აი სადამდე მიიყვანა ამ გართობამ. ფეხბურთი უყვარდა... სულ ახალ ბურთებს ყიდულობდა. შევპირდი მანქანას გიყიდი 20 ის რომ გახდები თქო. მართვის მოწმობას ვერ იღებდა... თვეებიღა ჰქონდა დარჩენილი 20 წლამდე. მოეცადა, რა იქნებოდა. კიდევ ერთხელ შევათვალიერე მისი გაფითრებული სხეული.
-რა გითხარი მე შენ... -ჩემი ძმის გაყინულ ლოყას ხელი ჩამოვუსვი -არ გითხარი უნდა გამოსწორდე მეთქი?! -ვუსაყვედურე -მოგიწვებოდი გვერდით და შენს მახლობლად კიდევ ერთ საფლავს გათხრიდნენ ჩემს სახელზე მაგრამ დედას და მამას ვინღა გაუფრთხილდება. ვინღა იცოცხლებს მათთვის? არაუშავს... -ძლივს ამოვღერღე. ჩახლეჩილი ხმით ვლაპარაკობდი. მისკენ წავიწიე და ყურში თითქოს მშვიდად ჩავჩურჩულე.. -მაინც ჩემს ძმად დარჩები. ხომ არ მომკვდარხარ არა? უბრალოდ გარდაიცვალე! იქ მაინც გაუფრთხილდი შენს თავს, სადაც მოხვდები! -გამოსამშვიდობებელი სიტყვებივით ჩავილაპარაკე და ცრემლიანი თვალებით წამოვდექი ფეხზე.
ოთახში შემოვარდნილმა დედამ და მამამ კიდევ ერთხელ გამყინეს. გული გადამიხლიჩეს შუაზე.
-თორნიკე, შვილო! რა დაგემართა დე... -მასთან მივარდა დედა. -2 საათის წინ არ მელაპარაკე? -ცრემლად იღვრებოდა.
-ღმერთო ჩემო! -აღმოხდა განცვიფრებულ მამას.
-19 წლის არ ხარ? რა საჭირო იყო ასე უცბად წასვლა... -მთელ ხმაზე ტიროდა დედა. ყვიროდა და ცრემლები მდინარესავით დაედინებოდა მის მუხლებთან.
-არ მჯერა! -გულის მხარეს თავს ადებდა მამა ჩემ ძმას რომ სუნთქვა გაეგონა. მე იქვე ვიდექი და შოკირებული ვუყურებდი ამ სიტუაციას.
-დედა! -დავუძახე მას. არც ველოდი რომ ჩემ ხმას გაიგებდა და გამომხედავდა. არ წყვეტდა გლოვას. ანდაც როგორ შეწყვეტდა 19 წლის შვილის გვამს რომ დაჰყურებდა. როგორ შეუძლია დედას, შვილის გარდაცვალებას შეეგუოს. -დედი, დე... დედიკო! -მას მივუახლოვდი და ჩაკეცილი ფეხზე წამოვაყენე. -თოკო გარდაიცვალა დედი! -მივიხუტე და ძლიერად მივიკარი. მასთან ერთად ავტირდი, როგორც პატარა ბავშვი.
************************
ეს მოთხრობა ცოტახნით შევწყვიტე. თებრვლისკენ დავდებ ახალ თავებს! <3



№1  offline წევრი NniNna

ვაიმეეე რატოო შეწყვიტეე????(((((( მეგონა მალევე დადებდი(((

 


№2  offline წევრი ნანიკო_ნანო

NniNna
ვაიმეეე რატოო შეწყვიტეე????(((((( მეგონა მალევე დადებდი(((

თებერვლისკენ უნდა გავაგრძელო. სწავლა რომ დაიწყო ვეღარ ვიცლი დასაწერად და <3 ისეთი ცოტა დრო მრჩება რომ ან ვერ დავწერ დიდ თავს ან კიდე დავწერ და სისულელეებს

 


№3 სტუმარი Noembris13

Shokshivar!ratavebiiyogmerto<3sityvebizedmetia!srulisaocreba<3ararealurad
magariiyo<3WOW!qedsvixrishenswinashe<3girstebervlamdelodinimaravergavdzle
b!tornike...umcrosimachabeli!MEARMOVMKVDARVARGARDAVICVALEUSASRULOBISSHEVCUREZGV
ASHI,MEARMOVMKVDARVARGARDAVICVALEDEDAMIWIDANGAVFRINDICASHI!cudadgavxdicremlebsv
ervikavebdi:(esarundageqna:(shenisikvdilissurvilitvarshepyrobilitaniselamazadag
wereshkvdiliroshenisaflavisqvazedavawer^^mtkiodayvelasnacvlad:(deme...meyvelafr
ebaesbichi<3qeti...miyvarsesgogo<3miyvarseswyvili<3maridalasha...miyva
rsesori<3mefreninebaam4ze<3magijebses4daesistoria<3megijineba<3miyv
ars<3chemicxovrebisnawilia<3rogorgavdzlosanamdaiwyeb?!ranairadgavatarodge
ebiNOEMBRIS13isgareshe?!chemibednierebaaesistoria!sixarulisganvgijdebirocaaxalt
avsvxedavdaexaravqna?!uintriganesi,udamplesi,usayvaslesi,ukargesidaunichieresix
arshen<3rogormiyvarxarverwarmoidgenshen<3sulma20ebdama20eb<3N1xar!isto
riebisdedofalixar<3"ragacarseba"xarromelicnichsaprqvevs<3chemi&
quot;alien"ixarubralodmagijeb<3rogorshegidzliaiyoasetinichieri?!<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent