მე ასეც მიყვარხარ (თავი 3)
-შენს გვერდით?! რას ნიშნავს ეს... ესეიგი ამის მერე აპირებ ჩემს გვერდით იყო ხოლმე?! -უმნიშვნელოდ გავიკვირვე და ისევ გზას შევხედე -კი... -სწრაფად მიპასუხა და შემომხედა -მოდი უბრალოდ დავივიწყოთ ეს დღე. გააჩერე მანქანა, გადავალ და საავადმყოფოში ჩემით წავალ. ვიცი ამას მოვალეობის გამო აკეთებ. დამიჯერე არაა საჭირო... -დედამისი გამახსენდა და მივხვდი რომ მე უბრალოდ დროს ვაკარგვინებდი. -ეს მოვალეობა არაა. უბრალოდ მშვიდად იჯექი და შეეცადე თვალები არ დახუჭო. მე მიყურე!... -ხმაზე ეტყობოდა რომ შეშინებული იყო... ჰაჰ! ლუკა მესხს რამის ეშინია?! ჩემი ტელეფონი ავიღე და და ანის ნომერი ავკრიფე. -რას აკეთებ?! -მბრძანებლური ტონით მკითხა მან. -ანის ვურეკავ. უნდა ვუთხრა რაც მოხდა. -ისეთი სახით შევხედე, ვაგრძნობინე უფლება არ ჰქონდა ეს კითხვა დაესვა. -შენს ავარიას რომ არ შევსწრობოდი გკითხავდი თავი რამეს ხომ არ დაარტყი მეთქი მაგრამ... გაგიჟდი ხო?! ანი ორსულადაა და გინდა რომ მუცელი მოეშალოს?! გინდა რომ ინერვიულოს? -მკაცრად მითხრა -არც მიფიქრია... -დამნაშავესავით დავხარე თავი -აბა რა ვქნა?! -მე მენდე ნინა!... როგორც კი საავადმყოფოში მივედით ლუკამ მაშინვე ექიმს დაუძახა -ავარიაში მოყვა... თავი დაარტყა, ჭრილობები აქვს... ფეხიც სტკივა, ვერ დადის. -უთხრა ექიმს -ლუკა შენ ხომ იმის საშუალებაც კი არ მომეცი გამეარა და რა იცი რომ ვერ დავდივარ?! მომეცი საშუალება მეთვითონ გავესაუბრო... -ავუხსენი მე და ექიმისკენ შევტრიალდი. -თქვენ ვინ ხართ მისი?! ქმარი?! -ღმერთო რა სულელური კითხვა დასვა ექიმმა. "ქმარი" -ამ სიტყვის გაგონებაზე მაშინვე დამცხა, გავშრი და თავი დავხარე. -არა ჩვენ... -ახლობელი ვარ! -შემაწყვეტინა ლუკამ... რა ახლობელი! ჩემი სახელის და გვარის მეტი არაფერი არ იცის... -კარგი შენი სახელი?! -მომმართა ექიმმა. -ნინა! -უსწრაფესად ვუპასუხე და გამიხარდა რომ მორიგი სულელური შეკითხვა არ დასვა. -კარგი ნინა პალატაში შევიდეთ, წამოწექი... გაგსინჯავთ. -კარგით -მაშინვე გავყევი. -ნინა არაფერზე არ ინერვიულო მე აქ დაგელოდები!... -მომაძახა ლუკამ როცა შუა დერეფანში ვიყავით. უკან გავიხედე და ლუკას შევხედე მაგრამ უპასუხოდ შემოვტრიალდი და გზა განვაგრძე... ვბრაზობდი რომ ავარიას ლუკა შეესწრო მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მშვიდად ვიყავი და თითქოს ვიცოდი რომ ვიღაც მიცავდა. ნუ ვიღაც რა... ლუკა მესხი! *** როცა დავინახე ნინა როგორ შეასკდა სატვირთოს გული კინაღამ გამიჩერდა... რამოდენიმე წამით შუა ტრასაზე იმის იმედით გავჩერდი რომ ნინას მოძრაობას შევამჩნევდი მაგრამ ის გაუნძრევლად ეგდო სავარძელზე. უდიდესი შიში ვიგრძენი, უსწრაფესად მივვარდი მასთან და მისი გახელილი თვალები რომ დავინახე გულზე რაღაც მომეშვა. ყველას თავს ისე ვაჩვენებ თითქოს არაფერი მაინტერესებდეს მაგრამ ეს ასე არაა... როცა გავიგე დედა ტკივილს აღარ გრძნობდა, მაშინ ყველაზე და უველაფერზე მეტად ბედნიერი ვიყავი... მის ღიმილიან სახეს რომ ვხედავდი სიხარულისგან ვტიროდი. რომ დავინახე ნინა ცოცხალი იყო მაშინაც კინაღამ ვიტირე. მე ნინა ჩოხელს ასე უბრალოდ ვერ გავუშვებდი... ის ჩემს გვერდით უნდა იყოს! 3 საათი ვიჯექი მოსაცდელში და ველოდებოდი ნინას გამოჩენას. -ლუკა! -დამიძახა უცებ ნინამ... -ნინა როგორ ხარ?! -მივმართე აღელვებულმა. -ჭრილობები გამიკერეს. არაფერი არ მჭირს. ფეხი უბრალოდ შემიხვიეს. შიშის გამო ვარ სუსტად. ტვინის შერყევა არ მაქვს... -ძალიან კარგი... შეგვიძლია წავიდეთ?! -გახარებული ვიყავი. -კი შეგვიძლია... იცი ექიმს როგორ გაუკვირდა?! ავარიის შესახებ რომ მოვუყევი განცვიფრდა ცოცხალი როგორ გადავრჩი. ისე მეც კი გამიკვირდა. თან რა საშინელებაა წარმოიდგინე რომ ხედავ, როგორ ეჯახები დიდ სატვირთოს -გაეცინა მას. მისგან რაღაცნაირად დიდი სითბო ვიგრძენი. მისი ეშხიანი ღიმილით დატყვევებული ვიყავი... ვუყურებდი მას და ვტკბებოდი. *** ლუკამ ფრთხილად ჩამსვა მანქანაში... დავფიქრდი და მივხვდი რომ არ იქნებოდა ცუდი მას თბილად თუ მოვექცეოდი. არ მგონია ლუკა ყველა "ნაშას" ასე ექცეოდეს. -ისე რატო დაეჯახე მანქანას?! -მკითხა ლუკამ მოულოდნელად და თან სიცილის შეკავებას ცდილობდა. -ანის ველაპარაკებოდი და ტელეფონი ხელიდან გამეშვა. ასაღებად დავიხარე. ბოლო წამს ავწიე თავი, როცა უკვე გვიანი იყო და შევასკდი კიდეც. -აქამდე მოყოლილხარ ავარიაში?! -ინტერესით მკითხა -კი... -ტირილისგან თავს ვიკავებდი. -ეს შეკითხვა არ უნდა დამესვა ხომ?! მაპატიე. სხვარამეზე ვილაპარაკოთ... -11 წლის ვიყავი... -განვაგრძე მე -მე და მამა დაბადების დღეზე ვიყავით. იქიდან რომ წამოვედით რაღაცაზე ვლაპარაკობდით. მას გაეცინა, მერე უცებ ისე მოხდა რომ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შევასკდით. მამა ადგილზე გარდაიცვალა და მე ძლივს გადამარჩინეს... სიკვდილისთვის ძალიან ახალგაზრდა იყო. არ უნდა მომკვდარიყო... იმ დღის მერე ჩემი ერთადერთი შიში ეს იყო... ვერცერთ ტრანსპორტში ვერ ვჯდებოდი. მერე როგორც იქნა დავძლიე ეს შიში, მანქანის ტარებაც ვისწავლე და თავისუფლად დავდიოდი. მაგრამ დღეს ეს მოხდა და დარწმუნებული ვარ ჩემი შიში გაიღვიძებს. -ისე ვყვებოდი ამ ამბავს თითქოს რაღაცას ვნანობდი -ვწუხვარ... -სევდიანად თქვა მან -არაუშავს, ამის მერე ყველგან მე გატარებ ხოლმე. შენ ამაზე არ ინერვიულო. შენ უბრალოდ დამირეკავ და სადაც მეტყვი იქ გავჩნდები -თბილი ღიმილით დაასრულა მან -არაა საჭირო, ისედაც ბევრი რამ გააკეთე ჩემთვის. მადლობა! -ყველანაირად ვცდილობდი სითბო გამომემჟღავნებინა -საჭიროა! -დაამტკიცა ლლუკამ -გავიგე ლუკას დედა ცუდადააო. -ფრთხილად მივმართე მას. -ცუდად იყო... მაგრამ დილით რომ მივედი მასთან მითხრა რომ ტკივილები აღარ აქვს. იმედი მაქვს სიმსივნე გაქრობას იწყებს -იმედიანად შემომხედა მან. -ყველაფერი კარგად იქნება! -ჩემს ჭკუაში დავამშვიდე მე. -მაპატიე დილით რომ უხეშად გელაპარაკე. დედაზე ვღელავდი და ცუდ ხასიათზე ვიყავი. მერე კი მივხვდი რომ შენგან შორს ყოფნა არ შემიძლია... -ანუ... რას ნიშნავს ეს?! -ჩავაცივდი. თითქოს ვერ ვხვდებოდი. -ეგ შენზეა დამოკიდებული. მინდა რომ ხვალაც შევხვდეთ. -ხვალ?! -დაბნეულად ვკითხე და დავფიქრდი საქმეები რომ არ მქონდა. რომც მქონოდა ლუკას გარეშე მაინც ვერ წავიდოდი ასეთ მდგომარეობაში. -ხოო ხვალ... -მიპასუხა და მხოლოდ ახლა მივხვდი რომ მანქანა ჩემს სახლთან გაჩერებულიყო. -თანახმა ვარ. -ვთქვი დაბალი ხმით და ისეთი ტონით თითქოს რაიმეს ვპირდებოდი. მანქანის კარები გავაღე და გადასასვლელად ვემზადებოდი. -მოიცა!! -გამაჩერა ლუკამ. მანქანას წინიდან მოუარა და კარი გამიღო. ფეხი უნდა გადამედგა მაგრამ დამასწრო და ხელში სწრაფად ამიტაცა. -რას აკეთებ ლუკა?! -ვკითხე და სიცილი ამიტყდა -ვცდილობ სახლამდე მშვიდობით მიგიყვანო. -გაეცინა მასაც. მე ხელები მის კისერზე მქონდა შემოხვეული და თვალებში ვუყურებდი. სახლში შევედით და ლოგინზე ნაზად დამაწვინა. -დარჩი! -შევაჩერე მოულოდნელად, როცა უკვე კართან იყო. მისი გაკვირვებული სახე რომ დავინახე სწრაფად დავამატე: -ყავა დავლიოთ! -ყავას ხვალ დავლევთ მე და შენ. ეხლა წავალ. ძალიან მეძინება... -აა კარგი... -მოწყენილი ხმა მქონდა. -თუ თავს კარგად არ გრძნობ დავრჩები -შემოტრიალდა და მკითხა -არა არაა საჭირო დიდი მადლობა... -დარწმუნებით ვუთხარი და თავი ბალიშზე დავდე. ის კარისკენ წავიდა და როცა მიხვდა რომ არ დამემშვიდობა გაჩერდა. -კარგად -თბილი ღიმილი "მივიხატე" სახეზე და ხელი პატარა ბავშვივით დავუქნიე -კარგად! -ასევე თბილი ღიმილით მითხრა და მარჯვენა თვალი მომხიბვლელად ჩამიკრა. კარი გაიხურა და წავიდა. მე კი არ ვიცოდი სწორად ვიქცეოდი თუ არა მაგრამ თვალები დავხუჭე და უბრალოდ ოცნებებში უსულოდ წავედი.. ********************************************************************* იქიდან გამომდინარე რომ დღეს კვირაა და სამსახურში წასასვლელი არ ვარ 10 საათზე გავიღვიძე და ისე წამოვხტი ფეხზე, რომ დამავიწყდა გუშინ როგორ დავსახიჩრდი ავარიის დროს. ფეხი როგორც კი დავდგი ცივ იატაკზე მწარე ტკივილმა შემომიტია და ძალაუნებურად ისევ ლოგინზე დავეცი. დღე რაღაცნაირად ხალისიანად დაიწყო. გულისსიღრმეში თითქოს ძალიან ბედნიერი ვარ ოღონდ ვერ ვხვდები რატომ. ან ვხვდები და ამის დამტკიცება მინდა... ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს რაღაცას ან ვიღაცას ველოდები. ფრთხილად დავდექი ფეხზე, მოვწესრიგდი და კარტოფილის დაჭრა დავიწყე რადგან მივხვდი როგორ ძალიან მშიოდა. ტაფა ცეცხლზე დავდგი, ზეთიც ჩავასხი და წვრილად დაჭრილი, მარილმოყრილი კარტოფილი შიგ ჩავყარე... სკამზე ჩამოვჯექი და ანის ნომერი ავკრიფე. -ორსული ქალბატონი გისმენთ! -ჩაიხითხითა ანიმ. -რასშვები ანიი?! -მის "ხუმრობაზე" არ გამცინებია, მაგრამ შევეცადე ეგრძნო რომ კარგ ხასიათზე ვიყავი. -რავი ეხლა გავიღვიძე შენ?! -მეც... -აუ დღეს ჩემთან ხომ მოხვალ?! -თბილად მკითხა ანიმ -კიი აბა რას ვიზავ. -დაუფიქრებლად ვთქვი და დამავიწყდა ანიმ დამტვრეული მანქანის და დასახიჩრებული ნინას შესახებ რომ არაფერი იცოდა. -არ ვიცი შევეცდები... -მოხდა რამე?! -ინტერესით მკითხა. -არა არაფერი რა უნდა მომხდარიყო... -უმნიშვნელოდ ვუთხარი და ლოგინზე თავით გადავეშვი. -კაი კაი დაგირეკავ მერე და მოდი რა. -ხო ვიზავ რამეს. ------------------------------------------------- 10 წუთის შემდეგ კარზე კაკუნი გაისმა. -ვინ არის?! -ვიკითხე ხმამაღლა. -მე ვარ სიხარულო!... -ჩაიხითხითა ვიღაცამ კარის მიღმა. -ლუკაა... -ღიმილით, მორცხვად და ნაზად ვთქვი როცა კარი გავაღე და კარს მივეკარი. -ნინაა... -კარის ზღურბლთან ჩაიკლაკნა, თავის ჭკუაში მომბაძა და დამცინა... -რა ცანცარა ხარ! -გავიცინე და თვალები გადავატრიალე. -ჰა ეხლა... საღამომდე ვიდგე თუ შემომიშვებ სახლში! ნუგეშინია პატარავ. მანიაკი არ ვარ!... -სერიოზული ხმით დაიწყო, ბოლოს კი გაიცინა. -პატარაო?! პატარას, რომ მეძახი ერთი შენ რამდენი წლის ხარ?! -ყალბი სიმკაცრით ვკითხე -26 ის... -მერე რა... მე 25 ის ვხდები! -ბუზღუნით ვუთხარი -ასაკს არ ვგულისხმობ. ჭკუით ხარ პატარა... სულ ბავშვივით იქცევი. -პატარა ჭკუა რომ მქონდეს და ბავშვივით ვიქცეოდე ახლა ჟურნალისტი არ ვიქნებოდი. -სიმართლე რომ გითხრა არ მიყვარს ეგ პროფესია. მგონია რომ ეს ჟურნალისტები სულ ვიღაცას ეტენებიან რომ რაიმე ათქმევინობ. დასდევენ რესპოდენტებს და სანამ რამეს არ დაარტყავ არ დაგანებებენ თავს... -ეგრეც არ არის... შენც კარგად იცი რომ მე ეგრე არ ვმუშაობ. მე უფრო დონე ხო იცი... -ჩამეცინა და ისიც გადაბჟირდა. -ნუ შენ არც მიგულისხმიხარ. შენი სამსახური მომწონს. -თქვა და მარჯვენა თვალი მომხიბვლელად ჩამიკრა, რაზეც უბრალოდ დავდნი... -ჰოო... -სხვა რომ არაფერი შემეძლო უბრალოდ თავი დავუქნიე. -ხომ არ ჯობია წავიდე?! -თქვა მორიდებით და თითქოს გატრიალებას აპირებდა მაგრამ მაინც დარჩენა უნდოდა. -კარგიროგორც გინდა... -ამჯერად მართლა გატრიალდა ისე რომ არ დამემშვიდობა აშკარაა რომ ეწყინა. -ჰმ... როგორც მინდა. -ჩაიბურტყუნა რაღაც და ნელი ნაბიჯებით წავიდა , ალბათ იმიტომ რომ ელოდა დავუძახებდი. -მოდი ხოო რა სისულელეებს ამბობ. -დავუძახე სიცილნარევი ხმით. -რაა... -დაბნეულად გამოხედა -შემოდი, გეგონა ასე უბრალოდ გაგიშვებდი?! -ამის თქმის შემდეგ დავფიქრდი ჩემს ნათქვამზე... რას ნიშნავს "ასე უბრალოდ გაგიშვებდი?!". რამეს ვაპირებდი თუ?! "ოჰჰ ნინაა რა შტერი ხარ. ჯერ დაფიქრდი ხოლმე რას ამბობ და მერე თქვი რა!"- ვუთხარი ჩემთავს და ლუკას შევხედე რომელიც დამატყვევებლად მოდიოდა ჩემსკენ. სახლში შემოაბიჯა მე კი ზღურბლთან დავრჩი. რას ველოდებოდი არც კი ვიცი... ალბათ ისევ რაიმე სისულელეს. -მოდი დაჯექი! -ხელით ვანიშნე ტახტზე და კოჭლობით წავედი ტელევიზორის ჩასართავად. -რა საყვარელი სახლია -თვალების ცეცებით ათვალიერებდა კედლებსა და ჭერს ლუკა. -ჰოო... -დავეთანხმე მე. -დაბლა 4 ოთახია?! -ყალბი ინტერესით მკითხა. -დაბლა 5 და მეორე სართულზე 6... -ძალიან კომფორტულია. მიყვარს ხის ინტერიერი... -ცდილობდა გაუჩერებლივ გველაპარაკა რაიმე თემაზე და უხერხული სიტუაცია არ დამდგარიყო. -მამამ იყიდა სანამ ცოცხალი იყო. თავიდან დედასთან ვცხოვრობდი მერე ხო იცი მაინც სულ სხვაა მარტო რომ ცხოვრობ და სწავლა როგორც კი დავამთავრე აქ გადმოვედი. სანამ გადმოვიდოდი ბიძაჩემმა გაარემონტა... -გავაგრძელე ისე თითქოს ძალიან მსიამოვნებდა ამაზე ლაპარაკი. -დედაშენი სად მუშაობს?! -ისევ ყალბი ინტერესი. -ნანა?! -ისე ვიკითხე თითქოს სხვა დედაც მყავდა. -ბუღალტერია. სხვათაშორის არ სდომებია რომ მეც ამ პროფესიას გავყოლოდი. -და მამაშენი რა პროფესიის იყო?! -გიორგი?! -ისევ სულელურად დავსვი შეკითხვა. არ ვიცი რის დაკონკრეტებას ვცდილლობდი. თან შინაგანად თითქოს მეცინებოდა. -მამა ექიმი იყო... წლები ისწავლა ბოლოს კი ასე ახალგაზრდა დაიღუპა. -ვწუხვარ... -მადლობა! -შეყვარებული გყავს?! -ისევ დაუსრულებელი კითხვები... ეს მოულოდნელი კითხვა იყო მაგრამ გულის სიღრმეში გამიხარდა კიდეც ამ თემას რომ შევეხეთ. -დღეს რა დღეა, რამდენ კითხვას მისვამ... -ნაზი ღიმილით ვუთხარი და ტელევიზორისკენ გავიხედე. -მინდოდა შენზე რაღაცეები მცოდნოდა... რაც შეიძლება მეტი. წვრილმანებიც კი! -თვალებში მიყურებდა -მინდა უკეთ გიცნობდე! -დაამატა ბოლოს... მაგრამ თუ გაწუხებ... -არ მაწუხებ -შევაწყვეტინე უცებ. -შეყვარებული არ მყავს! და არც მყოლია... -თითქოს რაიმეს ვამტკიცებდი. -კარგია. -ისეთი სახე ჰქონდა თითქოს რაიმე კითხვას ელოდებოდა ჩემგან. -და შენ?! -ვკითხე სწრაფად, და სწრაფ პასუხსაც ველოდებოდი... -მე არა! -უსწრაფესად მიპასუხა, თან მე მიყურებდა. -აღარ! -ჩემთვის ჩავიბურტუნე, მაგრამ ისე რომ ლუკას გაეგო. -რათქვი?! -დაეჭვდა ის... -არა არაფერი. -უმნიშვნელოდ ვუთხარი და ველოდებოდი რომ ისევ ჩამაცივდებოდა. -მაინც?! -ინტერესით მკითხა. -რახდება ნინა?! -თითქოს შეეშინდა. -მაინც ის რომ, გავიგე ყოველდღე ახალ-ახალი "გოგოები" გყავს... -დაუფიქრებლად ვთქვი და ჩემს თავზე გავბრაზდი. "ნინა! ყველაფრის წამოყრანტალება არაა საჭირო" -რას ნიშნავს ახალახალი გოგოები?! -მის ტონში სიმკაცრე იგრძნობოდა. -რას ნიშნავს და... -შევჩერდი -გეკითხები ნინა! -თითქოს მიბრძანა -"ნაშები" რა!... -ხმადაბლა და გაურკვევლად ვთქვი მაგრამ მაინც გაიგო. თან თავი ტელევიზორისკენ გავატრიალე რადგან ამ სიტყვის თქმის შემრცხვა. -ჰმ... -ირონიული ღიმილი "მიიხატა" სახეზე -ეგ იყო ადრე. თანაც "ნაშები" არა... უბრალოდ ჩემი ურთიერთობები ხშირ-ხშირად იცვლებოდა. დაა სიყვარულით არავინ მყვარებია. -ხელი ხელზე დამადო თითქოს უნდოდა დავერწმუნებინე. მის შეხებაზე "გული კრუნჩხვებში ჩამივარდა" -და ისე შენ საიდან იცი?! -კითხვა დაამატა ბოლოს. -მოდი შენ ის მითხარი ამ ქალაქში ლუკა მესხს ვინ არ იცნობს და მე იმას გეტყვი მე ვინ მითხრა. -ჰოო... -დაფიქრდა და ჩაეცინა. -და ახლა ვინმე გყავს?! -ინტერესი იგრძნობოდა ჩემს კითხვაში. -რას გულისხმობ?! -მკითხა ისე თითქოს ვერ ხვდებოდა რას ვგულისხმობდი. -ანუ ვინმესთან გაქვს თუ არა ურთიერთობა. -თვალები გადავატრიალე და მივახვედრე, რომ ამ კითხვაზე დადებითი პასუხი არ მესიამოვნებოდა. -არა რათქმაუნდა! -სწრაფად მიპასუხა -ერთი მომწონს და ამას თვითონაც კარგად ხვდება. -ეშმაკურად ჩაიცინა და ისევ თვალი ჩამიკრა, რამაც უკვე მესამედ დამადნო და დამატყვევა. თან თვალის ჩაკვრის დროს რომ იღიმის ეს უფრო ცუდად მხდის... "ეს ბიჭი უბრალოდ შოკია" -ჩემს თავს ვუთხარი და ჩამეცინა... -საინტერესოა!... -ტუჩი მოვიკვნიტე და ნიკაპი ხელს დავადე, იდაყვით კი მუხლს ვეყრდნობოდი. -ნინა რა სუნია?! -შეიცხადა მოულოდნელად. -ეხლა ძალიან გთხოვ არ მითხრა რომ ჩემს უკან ხანძარია და მთელი სახლი იწვის... -ვაიმე ლუკა კარტოფილი -ინსტიქტურად მუხლზე ხელი დავარტყი და სამზარეულოში კოჭლობით გავვარდი. -დაგეხმარო?! -შემომყვა ლუკა და თან დავინახე მუხლს როგორ ისრესდა... -არ არსებობს! -ვთქვი და ტაფას სახურავი ავხადე, დანახშირებული კარტოფილი რომ დავინახე თვალები შუბლზე ამივიდა. -რა გემრიელად გამოიყურება!... -დამცინა ლუკამ. -აუ ლუკა!!! -შეწუხებული სახით გავხედე -მინდოდა დამეპატიჟებინე და ჩემი მომზადებული საჭმელი ერთხელ მაინც გაგესინჯა... -დამწუხრებულმა ვუთხარი. -ნუ ღელავ, მე ასეც მიყვარხარ! -თქვა და უცებ გაჩერდა რადგან მიხვდა რომ რაღაც წამოსცდა... -რა თქვი?! -გავშეშდი და გაზქურის გამორთვა დამავიწყდა რომ ჩემი გაშავებული კარტოფილი კიდევ უფრო არ დანახშირებულიყო. მუცელში "პეპლების ფრენა" ვიგრძენი... თავიდან თვალს არ ვაშორებდი მის ღია მწვანე თვალებს და მერე კი იატაკს დავხედე და სმენად ვიქეცი. მინდოდა არცერთი სიტყვა უყურადღებოდ არ დამეტოვებინა. ლუკა მესხი მაცივარს მიეყრდნო და ხელები გადააჯვარედინა... დიდხანს მიყურა, მიყურა, მიყურა და ბოლოს ჩემსკენ სამი ნაბიჯი გადმოდგა. ხელებით ჩემი სახე დაიჭირა. მე იმდენად მსიამოვნებდა მისი ეს ქმედება, რომ ინსტიქტურად თვალები დავხუჭე. ის წინ წამოიწია და შუბლზე მაკოცა. მისი ცივი ტუჩების შეგრძნება რომ ვიგრძენი კინაღამ მესხის ხელებში ჩავიკეცე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.