შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი წილი ბედნიერება (1 თავი)


20-01-2017, 20:40
ავტორი pupsik22
ნანახია 1 640

როგორც იწყებენ ხოლმე ისე ვერ დავიწყებ...
რომ ერთი ჩვეულებრივი გოგო ვიყავი ჩვეულებრივი ცხოვრებით,
რადგან ეს ასე ნამდვილად არ ყოფილა. არც ჩვეულებრივი გოგო ვიყავი და რაღა თქმა უნდა არც ჩვეულებრივი ცხოვრებით. ეს კარგი იყო,თუ ცუდი არ ვიცი, მაგრამ ასე იყო.
ჩემთვის რომ გეკითხათ არაფერი არ მჭირდა განსხვავებულის, ასე სხვები ფიქრობდნენ და მეც მივეჩვიე ამას.ისეთ საზოგადოებაში ვტრიალებდი, სადაც ყველა ჩემნაირი იყო და მეც ვერ ვხვდებოდი გამორჩეულობის მიზეზს.
ყოველთვის დიდი სამეგობრო წრე მყავდა. ოღონდ არა ისეთი, ვითომ მეგობრები რომ არიან. ნამდვილი მეგობრები. ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით. რომ გეკითხათ როდის გაიცანიო , ვერაფერს გეტყოდით, არ მახსოვს არცერთი მათგანის გაცნობა და იმიტომ.
თათა გამყრელიძე ჩემი ნერვების კიბოა.
არ არსებობს შარი, სადაც მის გამო არ გამიყვია თავი. ამ გოგოს ფათერაკების მიზიდვის უნარი აქვს, რასაც როგორც ყოველთვის ჩვენთან ერთად უმკლავდება.
მახსოვს მეხუთე კლასში ნიკომ და ვაჩემ მასწავლებელს ჭიკარტი დაუდეს სკამზე და კლასიდაან გავიდნენ. მარტო მე და თათა დავრჩით კლასში და გაცოფებული მასწავლებლის რისხვაც მხოლოდ ჩვენ დაგვატყდა თავს, თანაც მაშინ როდესაც საერთოდ აზრზე არ ვიყავი რაში მადანაშაულებდნენ. თურმე თათას დაუნახას ბიჭები ჭიკარტს რომ დებდნენ, მაგრამ შენც არ მომიკვდე ხმა არ ამოიღო და არც კლასი დატოვა. სეირის ყურება უნდოდა ქალბატონს და ჩამითრია მეც. ბიჭებზზე ისე გავბრაზდი ისე, რომ მთელი ერთი კვირა ხმას არ ვცემდი არცერთს.მამაჩემი დაიბარეს სკოლაში, შვილის უზნეო საქციელის გამო. რომ გითხრათ მამა მეჩხუბა და მისაყვედურა-თქო მოგატყუებთ, რადგან დირექტორის კაბინეტიდან გამოსულმა ერთხელ გადააქნია თავი ნწ-ნწს ძახილით და მორჩა. ეს ერთი და სხვა მრავალი. კიდევ ვინ მოსთვლის რამდენჯერ იყო მამა სკოლაში.
თუ მოხდებოდა სასწაული და ბიჭები სკოლაში არ მოვიდოდნენ ხომ იყო სიწყნარე, მაგრამ მათთან ერთად მე, რომ ჩემს თავს არ ვგავდი ეს კი ნამდვილად ვიცი.

მახსოვს ჩვენს უბანში გამყრელიძეები გადმოვიდნენ. მაშინ ყველა მათზე ლაპარაკობდა- „ფულში ცურავენო“ „ახალი მანქანა ყავთო“ „ღმერთმა იცის საიდან შოულობენ ფულსო“ და კიდევ ვინ მოსთვლის რას აღარ ამბობენ. მეექვსეში ვიყავით. რეზი ჩვენზე დიდი იყო ერთი წლით. სამეგობროში თავიდანვე კარგად მივიღეთ, განსაკუთრებით ბიჭებმა. პირველივე დანახვისას დაევასათ ერთმანეთი, როდესაც ერთმანეთის თვალებში აკიაფებული ჭინკები დაინახეს, რაც რაიმეს გაფუჭებისკენ იყო მიმართული. ხოდა ამ ჭინკებით დაიწყო და დაიწყო. გიუშა ონიანი ჩვენი კანფეტი იყო. სხვები, თუ მარტო ღადაობაზე ფიქრობდნენ,გიუშას უყურადღეებოდ არ ვრჩებოდით გოგოები. სულ მოსიყვარულე და თბილი, თვალებიდან სითბო ეღვრებოდა მუდამ. მოკლედ კამფეტი იყო რა. სამაგიეროდ გაბრაზება იცოდა მტრისას. დავცინოდით, მასეთი გაბრაზება რომ არ იცოდე მამაშენის გაკეთებული არ გვეგონებოდიო. ამაზე უარესად ბრაზდებოდა და მიდიოდა მერე თვალების ბრიალი.
მეცხრე კლასში სვანეთში წავედით ექსკურსიაზე ჩვენი კლასი და რაღა თქმა უნდა რეზი გამყრელიძეც. აბა ეგ უჩვენოდ და ჩვენ უმაგისოდ არ ვარსებობდით.
ერთ ღამეს ვრჩებოდით სვანეთში, კარვებში უნდა დაგვეძინა.
ბიჭებმა კოცონი დაანთეს, მასწავლებელი მალევე წავიდა თავის კარავში და დაგვტოვა ახალგაზრდები. გვიანობამდე ვიყავით, რა დაგვაძინებდა. ორი იყო დაწყებული ბავშვები, რომ აიშალენ დასაძინებლად. მე წასვლას არ ვაპირებდი, ამიტომ გოგოები გავუშვი, თეკლა სულ ბუზღუნით წავიდა დასაძინებლად. მარტო დავრჩი. ბავშვების წასვლიდან რამდენიმე წუთში რეზი მოვიდა თბილი პლედით. მომახვია პლედი, ცეცხლს შეუკეთა და ვიყავით ასე ჩახუტებულები სანამ მის მხარზე არ ჩამეძინა. არაფერზე გვილაპარაკია. ლაპარაკი ზედმეტიც იყო. პირველი შეხვედრის შემდეგ ვგრძნობდი რეზის განსაკუთრებულ ყურადღებას. ისე არ მექცეოდა, როგორც თეკლას, თათას ან თუნდაც ლენკას. მეორე დილით კარავში გამეღვიძა ლენკასთან ჩახუტებულს. გამეცინა.
უთქმელად იცოდა ყველამ ყველაფერი.
მეც ვგრძნობდი, მაგრამ გოგოები ასეთები ვართ, ვინმემ უნდა დაგვიღეჭოს რეალობა,თვალები ძალით გაგვახელინოს, გვაიძულოს რეალობის დანახვა, თორემ ჩვენ რაც არ უნდა ძლიერ ვგრძნობდეთ ყველაფერს ამას მაინც არ ვაღიარებთ.
თავის დაფასება გვიყვარს გოგოებს.ხო ხო ასეა. ამას გვიან ვაანალიზებთ და მერე ვლანძღავთ საკუთარ თავებს ქარაფშუტული საქციელის გამო. თავის დროზე რეალობის დანახვა არ შეგვიძლია ან უბრალოდ არ გვინდა.
* *
საშინელი პერიოდი მქონდა აბიტურიენტობის დროს. ალბათ ცხოვრებაში ასეთი გამოფიტული და გადაღლილი არ ვყოფილვარ. არვიცი რომელმა მეცნიერმა დაადგინა, რომ ბიჭებს გოგოებზე უკეთესი გონება აქვთ და ისინი უფრო მოკლე დროში ახერხებენ აზროვნებას, არ შემიძლია მას არ დავეთანხმო. როდესაც მე წიგნებს „თავს ვურტყავდი“ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ცვენი ბიჭები დროს არ კარგანდნენ და გართობასაც მშვენივრად ახერხებდნენ. თან ისე, რომ გამოცდებზე პრობლემაც არ ქონიათ ჩაბარებაზე. აბიტურიენტობის პერიოდში აღმოვაჩინე, თუ როგორი ეჭვიანი გოგო ვიყავი.როდესაც სასტავის გოგოებს არ გვეცალა და ვმეცადინეობდით, თან უკვე ავღნიშნე ეს არც თუ იშვიათიშემთხვევა იყო,ჩვენი ბიჭები მშვენივრად ატარებდნენ დროს პარალელურ კლასელ გოგოებთან. განსაკუთრებით ტვინში მასხავდა წუნკალი ლიკას ქცევები, როდესაც სკოლის ეზოში რეზის კისერზე ეკონწიალებოდა. მინდოდა მივსულიყავი და ის 10 სანტიმეტრის სიგრძის კაბა თავზე ჩამომეფარებინა.
ცოტნე ჩვენი პარალელური იყო. კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა მასთან მეთორმეტეში. კარგი ბიჭი იყო, თანაც კარგად სწავლობდა, კარგი მოსაუბრე იყო. უბრალოდ მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. უნარებზე ერთად დავდიოდით და საღამოობით სალამდემაცილებდა ხოლმე. ერთხელ რეზიმ მკითხა რა უნდაო. მე მართლა ვერ მივხვი რა უნდა სდომოდა ბიჭს, რომელიც უბრალოდ მემეგობრებოდა. მერე მივხვდი მისი სიტყვების არსს ჩემთან ურთიერთობა, რომ გაწყვიტა და უნარებიდანაც სხვა რეპეტიტორთან გადავიდა. ბიჭების ნახელავი იყო დარწმუნებული ვარ. ისეთი ამაყი მიყურებდა რეზი, როდესაც სკოლის კოლიდორში ცოტნემ თავი ამარიდა და გვერდით ვითომც არააფერიო ისე ჩამიარა.ისე გავბრაზდი ისე, რომ თავი ვეღარ მოვთოკე და რეზი შემომელანძღა.
-შენ ნორმალური თუ ხარ საერთოდ? რა გინდოდა იმ ბიჭთან? რას ერჩოდით? ჩემი მეგობარი იყო. არ მაქვს უფლება თქვენს გარდა სხვასაც დაველაპარაკო? დანაშაულია ხო? ახლა მე რო მივუვარდე იმ წუნკალ ლიკას და ვითრიო თმით მოგეწონება? მე ხომ არ გამომითქვამს არანაირი პრეტენზია მასთან დაკავშირებთ, თქვენ რა უფლებით ერვით ჩემს საქმეში?!-
ისე ვიყავი ალბად ხელში რაიმე, რო მჭერებოდა თავზე გადავამტვრევდი რეზის.
-ნინა ლიკა სულ სხვა თემაა და ძალიან გთხოვ მააგას შეეშვი და შენს თავს ნუ ადრი. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ცემი საქმე, რადგან ასე მოვიქეცი გამოდის რომ ყოფილა.
-მოვიდა თავზე მაკოცა და დამტოვა გაცოფებული. მთელი ერთი კვირა არ ველაპარაკებოდი არც რეზის და არც ბიჭებს. ძალიან გავბრაზდი მათ საქციელზე. თავიდან გიუშას შევურიგდი. ამ ბიჭის ერთი ღიმილი და მავიწყდება ყველანაირი წყენა. სხვათაშორის ჩემს დაქალსაც. შემდეგ რეზიმ შემომირიგა, როდესაც ღამის ორ საათზე ჩემს აივანზე გადმოძვრა და ვარდები მომიტანა.
-ეს ძროხებიანი პიჟამოები კიდე გაცვია გოგო? რით ვერ გაიზარდე.- მითხრა თბილი ხმით და იმ მომაკვდინებელი ღიმილით გაამიღიმა, ასე ძაან რომ მიყვარს. მოდი ახლა და ამას არ შეურიგდე. მერე აივნის კუთხეში ატუზული ნიკო და ვაჩე, რომ დავინახე ხარხარი ამიტყდა. რეზი დამცინოდა, თავისი კაკანით მთელი ქალაქი გააღვიძაო. მივედი და ბიჭებს ჩავეხუტე, რეზის კი ენა გამოვუყავი. * * *
ჩვენი ბანკეტი სასწაული უნდა ყოფილიყო კოშმარად, რომ არ დამთავრებულიყო.
დედაჩემი ისე ამაყად დადიოდა. აიცვა ხელზე თავისი ოქროულობა და არავინ არ დატოვა ისე ,რომ არ ენახებინა. მეცინებოდა მის ასეთ საქციელზე.
მე ნიკომ წამიყვანა ბანკეტზე. მთელი დღე რეზი არსად ჩანდა. ნერვიულობა მჭამდა. რეზის უნდა მოეკითხა ჩემთვის. ნიკოს დანახვისას გულში ცუდად გამწკნა. ვიცოდი რეზის რამე, თუ არ უჭირდა აუცილებლად მოვიდოდა. სულ იმას იძახდა, ნინა მე უნდა წავიყვანო ბანკეტზეო. ნიკოც განერვიულებული იყო. ცდილობდა არ შეემჩნია, მაგრამ მე რას გამომაპარებდა. მთელი ბანკეტი ვიჯექი სუფრასთან, როცა დარბაზის თავზე დამხობას ვაპირებდით სასტავი. ვაჩეს, როგორც ჩანს ყელში ამოუვიდა ჩემი ყურება და საცეკვაოდ გამიყვანა, ჩემი წუწუნის მიუხედავად. მართლა არ მქონდა არაფრის ხალისი. სახლშ წასვლა და გულიანად ტირილი მინდოდა.
-ნინა სახე გაასწორე, თორემ ყველა ხვდება რეზის , რომ ელოდები. მე გაფართოებული თვალებით შევხედე. ვაჩემ გამიცინა, თავზე მაკოცა და ცეკვა გააგრძელა.
-ასე ძალიან მეტყობა?
კი არ გეტყობა, სახეზე გაწერია. შენ მე რა უნდა გამომაპარო. იმ ჩემს რეგვენ ძმაკაცს რა ვუთხარი ,თორემ ახლა შენ მე უნდა მეცეკვებოდე? ორივეს გაგვეცინა.
ცეკვა დავამთავრე, თუ არა ჩვეულ პოზას დავუბრუნდი სუფრასთან. გოგოებს გავხედე, კარგად ერთობოდნენ. ეგ კიარა ლენკას სასმელი ბევრიც კი მოსვლია, გიუშა დაყვებოდა და სასმლით სავსე ჭიქას ართმევდა. გამეცინა მათ შემხედვარეს. ამათთანაც საკმად რთულადაა საქმე. კერკეტი კაკალია ჩვენი გიუშა. სსულ ლენკას გაბრაზებაზე ფიქრობს. ხოდა ლენკაც არ უმტყუნებს მოლოდინს და აქვთ მერე სულ ჩხუბი გაჩაღებული.
დედას გავხედე. თვალებს მიბრიალებდა. ალბათ ის არ მოსწონს ბუსავით მარტო, რომ ვზივარ და შიგადაშიგ დებილივით ვიცინი. მოკლედ ეს ქალი სულ უკმაყოფილო როგორ არის. გაღიმებულს მარტო თავის ფოე-ფოე დაქალებთან თუ დაინახავ.
დარბაზის კარი გაიღო და გამყრელიძე შემოვიდა.
ნეტა სულ არ შემოსუიყო.
წარბთან ჭრილობა ქონდა. ნაკერები ედო. დებილივით მიღიმოდა და ჩემსკენ მოდიოდა.
მე იმდენად გაოგნებული და შეშინებული ვიყავი, ადგილიდანაც კიარ დავძრულვარ. მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა
-ჩიტმა ამბავი მომიტანამოწყენილიაო, თორემ ნამდვილად არ გამოვეპარებოდი საავადმყოფოდან იმ ექთანს.
-შენ რა საავადმყოფოში იყავი. რა გჭირს რეზი, ჩვენ ახლა უნდა ვიგებდეთ ამას? რა მოხდა? რატომმ წამოხვედი?დავაყარე კითხვების კორიანტელი მე. ის კი დებილივით იჯდა და მიღიმოდა, ხმას არ იღებდა.
-გიჟი ხარ. ვუთხარი მას შემდეგ, რაც მისგან ღიმილის მეტი ვერანაირიპასუხი ვერ მივიღე.
რეზიმ დედას უთხრა ჩვენ გავისეირნებთო და სახლში მოვიყვანო. რაღა თქმა უნდა ქალბატონი მანანაც უყოყმანოდ დათანხმდა.
ქუჩაში გამოვედით. ცივი ნიავი იყო, ზაფხულის პირველი თვის მიუხედავად.
რეზიმ მოსაცმელი მომაფარ. მისი არომატი ცხვირსი მიღიტინებდა და მაბრუებდა. უხმოდ ვიარეთ რამდენიმე წუთი.
-საავადმყოფოში დაბრუნებას არ აპირებ?ვკითხე მე, სიჩუმით შეწუხებულმა. რეზიმ ერთი გამომხედა, სიგარეტს მოუკიდა და თავი გააქნია.
-კი მაგრამ რაიმე, რომ მოგივიდეს? რეზი საშიშია გთხოვ დაბრუნდი.
-ასე ძალიან არ გინდა ჩემთან ერთად ყოფნა?
-მე შენთან ერთად სულ მინდა, მაგრამ ვნერვიულობ რაიმე არ დაგემართოს. გაეცინა და ხელი გადამხვია.
-რა სულელი ხარ ნინა. ამან მე რა უნდა მიქნას ტო, მასეთი ბარბი გგონივარ? მერე ხარხარი აუტყდა. დებილი, დაუნი. რას დამცინოდა მე მართლა ვნერვიულობდი.ხმა აღარ ამომიღია. ნერვები მომეშალა. ფეხით ბევრი ვიარეთ. ლამაზი იყო ღამით თბილისი. რეზისთან ჩახუტებულს უფრო ლამაზი მეჩვენებოდა.
სახლთან მისულს თავზე მაკოცა
-მეც სულ შენთან მინდა ნინა. მითხრა და დამტოვა გაბრუებული.
ეს პირველი იყო, როდესაც ასე ხმამაღლა გამოამჟღავნა თავისი გრძნობები. თავისებური იყო .
* * *
გამოცდებზე ძალიან ვღელავდით გოგოები. რასაც ბიჭებზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. მგონი სულ ფეხებზე ეკიდათ ჩაიჭრებოდენ თუ არა. ისე იცინოდნენ და ეღადავებოდნენ ერთმანეთს, მშურდა კიდეც მათი ემოციური დიაპაზონის.
სწორედ მაშინ დავრწმუნდი ჩემს ეჭვებში გიუშაზე და ჩემ გადარეულ თათაზე. უფრო სწორედ მაშინ მივხვდი, რომ გიოს აშკარად მოწონდა თათა. ისეთი აჟიტირებული იყო, ჩემს თვალს ეგ ნამდვილად არ გამორჩებოდა.
-ჩიტმა ამბავი მომიტანა გიუშა შეყვარებულიაო. ვუთხარი მას შემდეგ რაც მარტო მოვიხელთე. გამოცდების გადაგორებას ავღნიშნავდით რესტორანში ჩვენი სასტავი . მე გიშა ლამის ძალით წავათრიე საცეკვაოდ, მასთან მარტო დარჩენის მიზნით, რათა ჩემი ეჭვები გამემყარებინა.
-რაა? საიდან მოიტანე ნინა ეგ სისულელე.- მითხრა აღშფოთებულმა.
-შენი აბჭყვიალებული თვალებიდან.
-მასე ძაან მეტყობა ტოო?- გაიკვირვა და სახე დამანჭა. მის ამ ქცევაზე გამეღიმა.
-მე ადვილად მივხვდი და სხვისი არ ვიცი.-თავით ვანიშნე ნიკოსთან მოცეკვავე თეკლაზე.
-ხომ იცი რამე
-სამარე ვარ ბიჭო!
-თანაც არც მასე სერიოზულად არაა საქმე. წამომიარა რაღაც. კაროჩე არ ვიცი რაა.-ამბობს და აღელვებული ისმევს ხელს გადაპარსულ თავზე და მერე ჩვეული ღიმილით მიღიმის.
-იცოდე ჩემს დაქალს რამეე, რომ აწყენინო ან შენს გამო ატირებული ვნახო,თუნდაც დასევდიანებული ჩემი ხელით მოგახრჩობ. გასაგებია!- ვეუბნევი მკაცრი ტონით და მის წინ ვიჯგიმები თავმომწონედ.
-აიი ხომ გითხარი წამომიარათქო არა. გადამიარა უცებ . ძალიან „აპასნი“ ხალხი ხართ თქვენ.- ამბობს და ხელს მიშვებს. ამაზე ორივეს ხარხარი გვიტყდება. ჩვენს ხარხარზე ლენკა მოემართება ჩვენსკენ დაწვრილებული თვალებით.
-რა მოგივიდა სვანო რა აცინებს, დაშტერდნენ რესტორანში გოგოები ვერ ხედავ.-გაკრეჭილი ეუბნება გიუშას. ისიც თავის ქნევით გვშორდება და სუფრისკენ მიდის,სადაც რეზი მოკალათებულა და რაღაცნაირად მიყურებს. ხო აი რაღაცნაირად რაა, რო ვერ ახსნი მზერის არსს ზუსტად ეგრე იცის ყურება.
* * *
სიცხისგან შეწუხებულს ნახევრად შიშველს მძინავს ღამის სამ საათზე, როდესაც ტელეფონის ზარი მაღვიძებს. თვალები არც გამიხელია ისე ავიღე ხელში ტელეფონი და ვუპასუხე.
-გისმენთ- ვეუბნები დაბოხებული ხმით, თუ შეიძლება ამას ხმა უწოდოს ადამიანმა.
-ნინ გაგაღვიძე? აუუ ბოდიში რა ტო არ მინდოდა.
-რამე მოხდა რეზი? რომელი საათია? რატომ მირეკავ. ვაყრი კითხვებს, როდესაც ვიაზრებ ,რომ ამ ღამე რეზი ასე უბრალოდ არ დამირეკავდა. გული ისეთი აჩქარებული მაქვს, მგონი რეზისაც ესმის მისი ხმა.
-არაფერი , ვიფიქრე ვნახავდი-მეთქი.- არ ვიცი რა ვუპასუხო. გაკვირვებული ვარ.
-სად ხარ?
-შენს კორპუსთან ჩამოხვალ?
- კარგი დამელოდე ჩამოვა ხუთ წუთში. ლოგინიდან ვდგები სარაფანას და ბალეტკებს ვიცმევ. ვცდილობ უხმაუროდ დავტოვო სახლი, მშობლების გაღვიძება ნამდვილად არ მაწყობს. კიბეებზე აღელვებული ჩავდივარ. უცნაური გრძნობაა. რეზი მანქანას არის მიყრდნობილი და სიგარეტს ეწევა.
- კარგდ ხარ?
-კი. ნუ ანერვიულდი უბრალოდ ნახვა მინდოდა შენი.- მეუბნევა და გულზე მიხუტებს. ასე პირველად იქცევა და გაოცებული ვარ. ნელ-ნელა ვეშვები და მეც ვხვევ ხელებს. ვგიჯჟდების მის სუნამოზე, სიგარეტის სუნი, რომ შერევია.
- წამო ცოტახანს გავისეირნოთ. მეუბნება და მანქანის კარს მიღებს. მე ვყოყმანობ, რადგან არ ვიცი ეს ცოტახანი რამდენ ხანს გაგრძელდება. არ მინდა მშობლებმა ჩემი გაუჩინარება შეამჩნიონ, თანაც ტელეფონიც არ მაქვს წამოღებული.
-ცოტახანი რამდენია?- ვეკითხები ნერვიული ღიმილით.
-როდესაც თქვენი აღმატებულება მოისურვებს მაშინვე სახლთან გავაჩენთ.-მიცინის.
-კარგი.- ვეუბნები თვალებ მოჭუტული. მანქანას უმისამართოდ დაატარებს ლამპიონებით განათებულ ქალაქში. მეც გატრუნული ვზივარ, მისი სურნელით ვტკბები.
-არსად აპირებ წასვლას?-მეკითხება და სიგარეტს აბოლებს.
-ჯერ გამოცდების შედეგებს ველოდებით გოგოები, შემდეგ კი თეკლას ბებიასთან ვაპირებთ წასვლას სოფელში. შესაძლოა ზღვაზეც გავიაროთ.
-მახსოვს სოფელში რომ მიდიოდით გოგოები, როგორ არ გვინდოდა ბიჭებს თქვენი წასვლა. სულ გეწუწუნწბოდით დარჩითო.-იხსენებს ჩვენს ბავშვობას.
-ხოო მახსოვს ერთხელ ვაჩემ გამზადებული ჩანთა დაუმალა ლენკას, რომ არ წავსულიყავით.- ორივეს გვეცინება ვაჩეს ბავშურ ქცევაზე. მაშინ მაინც წავედით სოფელში. ვაჩემ ატირებული ლენკას ყურებას ვერ გაუძლო და მალევე გამოაჩინა დამალული ჩანთა.
პს.დაგიბრუნდით ახალი ისტორიით. იმედია მოგეწონებათ&ველი შეფასებებს... რაც შეეხება "ბიჭი ჩიხიდან" ჩემმა მუზამ პროტესტი გამოთქვა და ვეღარ ვაგრძელებთ... იმედი მაქვს შევრიგდებით და გავაგრძელებ. არაფერია გამორიცხული. ეს მოთხრობა კი აქამდე მქონდა დაწერილი და გადავწყვიტე ამეტვირთა... უყვარხართ ყვითელ გოგოს



№1  offline აქტიური მკითხველი neneusi

ყვითელი და ფერადი გოგო ხარ შენ! აბა , სანამ შენ და შენი მუზა შერიგდებით ეს ისტორია უნდა დაამთავრო ჯერ იცოდე! ეს ისტორია რომ შეწყვიტო და ის გააგრძელო მ ო გ კ ლ ა ვ!!! ისიც ძალიან მაგარია, მაგრამ ამან დამაინტრიგა თან ყველაზე მაგარი სიყვარული ხომ მეგობრობით იწყება ხოდა მიდი განაგრძე და გთხოვ მალე დადე რა შემდეგი.

 


№2  offline წევრი anoeta

მომწონს წარმატებებიიი

თხოვნა მექნება და შეილება რჩევაც თუ მიიღეებ , არ გაფუჭო ისტორია სექსის სცენების ათწერით. ამბოლოს რაც წავიკითხე ყველას დიდი ადგილიაქვს დათმობილი თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინუფრო კარგად აღწერს.

 


№3  offline წევრი pupsik22

neneusi
ყვითელი და ფერადი გოგო ხარ შენ! აბა , სანამ შენ და შენი მუზა შერიგდებით ეს ისტორია უნდა დაამთავრო ჯერ იცოდე! ეს ისტორია რომ შეწყვიტო და ის გააგრძელო მ ო გ კ ლ ა ვ!!! ისიც ძალიან მაგარია, მაგრამ ამან დამაინტრიგა თან ყველაზე მაგარი სიყვარული ხომ მეგობრობით იწყება ხოდა მიდი განაგრძე და გთხოვ მალე დადე რა შემდეგი.

მადლობა❤ამ ისტორიას აუცილებლად დავამთავრებ... შევეცცდები პარალელურად ისიც დავწერო, მაგრამ ვერ დაგპირდებით❤

anoeta
მომწონს წარმატებებიიი

თხოვნა მექნება და შეილება რჩევაც თუ მიიღეებ , არ გაფუჭო ისტორია სექსის სცენების ათწერით. ამბოლოს რაც წავიკითხე ყველას დიდი ადგილიაქვს დათმობილი თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინუფრო კარგად აღწერს.

ამ ისტორიის ფორმატში მართლა არ ჯდება ეგეთი სცენები. ჩემი აზრიგ გააბანალურებს და თან მე არავის ვეჯიბრევი

anoeta
მომწონს წარმატებებიიი

თხოვნა მექნება და შეილება რჩევაც თუ მიიღეებ , არ გაფუჭო ისტორია სექსის სცენების ათწერით. ამბოლოს რაც წავიკითხე ყველას დიდი ადგილიაქვს დათმობილი თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინუფრო კარგად აღწერს.

anoeta
მომწონს წარმატებებიიი

თხოვნა მექნება და შეილება რჩევაც თუ მიიღეებ , არ გაფუჭო ისტორია სექსის სცენების ათწერით. ამბოლოს რაც წავიკითხე ყველას დიდი ადგილიაქვს დათმობილი თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინუფრო კარგად აღწერს.

მადლობა რჩევისთვის❤მიხარია მოთხრობაში მარრტო ეგ თუ არ ფასდება

 


№4 სტუმარი muusuuniia

Chemii pataaraa nichiierii gogo vinaaaoo ? Kargiixaar ❤❤gaagrdzelee daa ar gaabanaluroo tu dzmaxar raa.

 


№5 სტუმარი Guest მარიამი

ძაან მომეწონა იმედია შენც სხვებისავით ათაში ერთხელ არ დადებ.გააგრძელე ძაან კაია ♥♥♥

 


№6  offline წევრი pupsik22

muusuuniia
Chemii pataaraa nichiierii gogo vinaaaoo ? Kargiixaar ❤❤gaagrdzelee daa ar gaabanaluroo tu dzmaxar raa.

კაი ბრატ:-D:დდ მადლობა შეფასებისთვის:-*

muusuuniia
Chemii pataaraa nichiierii gogo vinaaaoo ? Kargiixaar ❤❤gaagrdzelee daa ar gaabanaluroo tu dzmaxar raa.

კაი ბრატ:-Dმადლობა შეფასებისთვის:-*

Guest მარიამი
ძაან მომეწონა იმედია შენც სხვებისავით ათაში ერთხელ არ დადებ.გააგრძელე ძაან კაია ♥♥♥

მადლობა:-*რაც შეეხება დადების სიხშირეს მაქსიმალურად ვეცდები მალ-მამე დავდო:-*

 


№7 სტუმარი muusuuniia

❤❤roogor mikvarxaarooo

 


№8  offline წევრი green.M

ასეთი ნიჭიერი ვისგავხარო ვიისო? ნათლიას ხომარაოო ?? კარგი იყო მომეწონა

ასეე განაგრძეე <333333333

 


№9  offline წევრი pupsik22

green.M
ასეთი ნიჭიერი ვისგავხარო ვიისო? ნათლიას ხომარაოო ?? კარგი იყო მომეწონა

ასეე განაგრძეე <333333333

მადლობა❤კი ნათლიას ოღონდ სხვას

 


№10 სტუმარი Guest მარიამი

pupsik22
muusuuniia
Chemii pataaraa nichiierii gogo vinaaaoo ? Kargiixaar ❤❤gaagrdzelee daa ar gaabanaluroo tu dzmaxar raa.

კაი ბრატ:-D:დდ მადლობა შეფასებისთვის:-*

muusuuniia
Chemii pataaraa nichiierii gogo vinaaaoo ? Kargiixaar ❤❤gaagrdzelee daa ar gaabanaluroo tu dzmaxar raa.

კაი ბრატ:-Dმადლობა შეფასებისთვის:-*

Guest მარიამი
ძაან მომეწონა იმედია შენც სხვებისავით ათაში ერთხელ არ დადებ.გააგრძელე ძაან კაია ♥♥♥

მადლობა:-*რაც შეეხება დადების სიხშირეს მაქსიმალურად ვეცდები მალ-მამე დავდო:-*

მთავარია თვეში ერთხელარ დაგვიდო და დანარჩენი შენზეა როცა მოიცლი არ დაგვივიწყო და დადე გაგრძელებები ♥

 


№11  offline წევრი pupsik22

Guest მარიამი
pupsik22
muusuuniia
Chemii pataaraa nichiierii gogo vinaaaoo ? Kargiixaar ❤❤gaagrdzelee daa ar gaabanaluroo tu dzmaxar raa.

კაი ბრატ:-D:დდ მადლობა შეფასებისთვის:-*

muusuuniia
Chemii pataaraa nichiierii gogo vinaaaoo ? Kargiixaar ❤❤gaagrdzelee daa ar gaabanaluroo tu dzmaxar raa.

კაი ბრატ:-Dმადლობა შეფასებისთვის:-*

Guest მარიამი
ძაან მომეწონა იმედია შენც სხვებისავით ათაში ერთხელ არ დადებ.გააგრძელე ძაან კაია ♥♥♥

მადლობა:-*რაც შეეხება დადების სიხშირეს მაქსიმალურად ვეცდები მალ-მამე დავდო:-*

მთავარია თვეში ერთხელარ დაგვიდო და დანარჩენი შენზეა როცა მოიცლი არ დაგვივიწყო და დადე გაგრძელებები ♥

თვეში ერთხელ ნამდვილად არ ვაპირებ:-Dმაგრამ ვერც მალ-ნალე დავდებ. მუზაზეა დამოკიდებული მაგი:-D:-*

 


№12  offline წევრი Frigga

იცი რა მიყვარს შენში?? მეც არ ვიცი. შეიძლება საუკეთესო არ ხარ და ამ საიტზე არავინაა რათქმაუნდა საუკეთესო.პ.ს რათქმაუნდა თავისმხრივ ყველა მაგრები არიან მაგრამ მე მაინც შენ მომწონხარ შენი ისტოროის კითხვის დროს ყველანაირი დაღლილობა მეხსნება.
ძაან მაგარია

 


№13  offline წევრი pupsik22

Vampire
იცი რა მიყვარს შენში?? მეც არ ვიცი. შეიძლება საუკეთესო არ ხარ და ამ საიტზე არავინაა რათქმაუნდა საუკეთესო.პ.ს რათქმაუნდა თავისმხრივ ყველა მაგრები არიან მაგრამ მე მაინც შენ მომწონხარ შენი ისტოროის კითხვის დროს ყველანაირი დაღლილობა მეხსნება.
ძაან მაგარია

იხარულით დედამიწაზე აღარრ ვარ smile გამაბედნიერე ამ კომენტარით ჩემო ტკბილო kissing_heart ულევი მადლობა და ულევი სიყვარული ჩემგან შენ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent