შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აუხდენელი ოცნება (1 თავი)


21-01-2017, 12:07
ავტორი ბზიკინა
ნანახია 1 532

-დე,ასე ჯობია ხომ?-სარკის წინ დავტრიალდი და სკოლის ფორმა შევათვალიერე.
-ტასო,დედა უკვე მეხუთეჯერ ჩაიცვი ეგ ფორმა,იქნებ გააფუჭო ხვალამდე აბა -უკმაყოფილოდ გადმომხედა დედამ.
-ოო, კაი რა, არ იცი ყოველთვის ასე ვარ ხოლმე ,სკოლის წინა დღეებში.
-კაი ,ახლა თავი მოიწესრიგე და დაიძინე,ხვალ ადრე ხარ ასადგომი.
-დე ,ხათუნა მასწავლებელი ხომ გააფრთხილე,არავის არაფერი უთხრას ჩემს დაბრუნებაზე?
-კი დედი,შენ მაგაზე არ ინერვიულო.
აბაზანაში შევედი,შხაპი მივიღე.გამოსულმა თმა ჩავიწანი და ლოგინში შევწექი.ახლა იწყება ტანჯვა-წამება.ყოველთვის მიჭირს ხოლმე დაძინება,როდესაც რაღაც მნიშვნელოვანის მოლოდინში ვარ.ხვალ სკოლის პირველი დღეა, ისევ იმავე სკოლაში ვბრუნდები ,სადაც ორი წლის წინ ვსწავლობდი.ჩემს კლასელებს სიურპრიზს ვუკეთებ და მოულოდნელად დავადგები თავზე.ვფიქრობდი მომავალ დღეზე და ძილი არ მეკარებოდა.დიდი წვალების შემდეგ,როგორც იქნა ჩამეძინა.

დილით დედამ გამაღვიძა.უცებ წამოვფრინდი ფეზე და მომზადებას შევუდექი.სკოლის ქვედაბოლო,თეთრი პერანგი და პიჯაკი ჩავიცვი,ფეხზე ბატინკები ამოვიცვი და უკვე მზად ვიყავი.თმა ჩავიწანი და ჩემი ძმის ჩამოსვლას დაველოდე.
მე ანასტასია კალანდაძე ვარ, 16 წლის.სუსტი და მაღალი გოგო ვარ,ყავისფერი თვალებით,კურნოსა ცხვირით და გრძელი ქერა თმით.პატარა ოჯახში ვცხოვრობ-მშობლებთან და ძმასთან ერთად,რომელიც ჩემზე ერთი წლით დიდია.ლუკა(ჩემი ძმა) და მე ერთ სკოლაში ვსწავლობთ.დედა ადვოკატად მუშაობს-ლილი სვანიძე.მამა კი ლექციებს კითხულობს უნივერსიტეტში- დავით კალანდაძე.

-ტასო,წავედით!-გამომაძახა ლუკამ და კარები გაიხურა.ჩემი თავი კიდევ ერთხელ შევათვალიერე სარკეში და კარებში გავუჩინარდი.მანქანას მოვუარე და მძღოლის გვერდით დავიკავე ადგილი.ჩემ ძმას გავუღიმე და მუსიკას ავუწიე.საერთოდ,მრავალფეროვანი გემოვანება მაქვ ყველაფერში.თუმცა,მუსიკის ამოჩემება ვიცი და შემიძლია ერთ სიმღერას მთელი დღე ვუსმინო.ბავშვობიდან პიანინოზე ვუკრავდი,ამასთან ფოლკლორში და აკადემიურ გუნდში ვმღეროდი.პიანინოს ატესტატი ავიღე თუ არა, მაშინვე სოლო სიმღერაზე შევედი და მას შემდეგ ვმღერი.ახლაც მუსიკას აყოლილი თბილისის ქუჩებს ვათვალიერებდი.სკოლაშ მალევე მივედით.გაჩერებული არ იყო მანქანა,ეგრევე კარები გავაღ,ამაზე ლუკამ ყვირილი დაიწყო და ჩემი მშვენიერი განწყობა წამებში დაინგრა.დამრიგებელი მოვძებნე და მასთან ერთად შევედი კლასში.როგორც ყოველთვის,მხოლოდ ეს კლასი ხმაურობდა მთელს სართულზე.ჩემი შესვლა და თათუკას წივილი ერთი იყო.ეგრევე მომვარდა და ჩამეხუტა.ამ კლასში მე,ქეთი და თათა საუკეთესო მეგობრები ვიყავით.ისევ ერთად დავჯექით და გაკვეთილები ცხრილის ჩაწერა დავიწყეთ.მთელი დასვენება ვჭორაობდით, დასვენებაზე კი დერეფანში გავედით.მეორე გაკვეთილიც მალევე დასრულდა და სახლში წასვლის დრო მოვიდა.საერთოდ, ამ სკოლაში ესეთი წესი იყო,პირველ დღეს ორ გაკვეთილზე მეტი არასდროს ტარდებოდა.სიცილით გამოვედი და ჩემი ძმის კლასისკენ წავედი.მის ძმაკაცებთან ერთად კარებში იდგა და რაღაცაზე გულიანად იცინოდა,მივედი თუ არა,ყველა გადავკოცნე.სანამ ალექსანდრე არ გადავკოცნე,ვერ მივხვდი როგორ გასიმპატიურებულიყო.ორ წელში ძალიან შეცვლილიყო-თეთრ პერანგში მშვენივრად ეტყობოდა ნავარჯიშები სხეული(ეს არც მიკვირს ,რადგან თითქმის ყველა სპორტით იყო დაინტერესებული.ბოლოს მახსოვს ხელბურთზე დადიოდა,მაქამდე კალათბურთზე და წყალბურთზე.ახლა არ ვიცი,ალბათ ისევ შეიცვლიდა ინტერესის ობიექტს.)ყავისფერი თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი, ღიმილის დროს კი ყვრიმალებზე ფოსოები უჩნდებოდა,თვალები კი იმდენად უწვრლდებოდა ,რომ მხოლოდ წამწამების ხილვა იყო შესაძლებელი.ისეთი საყვარელია ღმერთო ჩემო.ფიქრებს შევეშვი ,რომ თავი არ გამეცა და ლუკას მივუბრუნდი:
-ლუ,არ წავიდეთ?
-კი ტას,აი ბიჭების ამოდიან და ყველა ერთად წავიდეთ.წინ მე დამსვეს ,ხოლო ბიჭები უკან მოთავსდნენ.მაღაზიასთან გამიჩერეს და სასუსნავები დამაბარეს.რაც კი მომეწონა,ყველაფერი ვიყიდე,საბოლოოდ კი იმდენი პარკით დატვირთული აღმოვჩნდი,რომ მარტო ვერ მოვერიე.ლუკას მივწერე მოდი წამაღებინეთქო და იქვე სალაროსთან დავუცადე.კარები რომ გაიღო და მოცინარი სანდრო გამოჩნდა ,ლამის ინფაქტი მივიღე.პარკები გამომართვა და წინ გამატარა.კარები გავუღე და გავატარე.მე წინ ჩავჯექი და დაველოდე როდის მოთავსდებოდა ისიც.
ლუკამ მანქანა დაქოქა თუ არა, სანდრომ ეგრევე ლაპარაკი დაიწყო
-რა არის ტო,მეტი არაფერი იყო ,რომ წამოგეღო?-თქვა თუ არა,გაიცინა.
-კაი ერთი,თქვენი ამბავი ,რომ ვიცი ,მაქედან ორი ლუკმა თუ შემხვდება -არც მე ჩამოვრჩი და სარკიდან გავხედე.მან მხოლოდ ჩაიცინა და ფანჯარა ჩამოსწია.ხუთ წუთში, უკვე სახლში ვიყავით.მე სასუსნავები ჯამებში გადავანაწილე და ბიჭებს გავუტანე,შემდეგ ჭიქები და წვენებიც გავიტანე და იქვე მდებარე სავარძელში მოვკალათდი.
-მიდი რა ანასტასია, ყავა მომიდუღე ოღონდ, შენ რომ იცი ისეთი-მთხოვა სანდრომ და თვალი ჩამიკრა.
-კარგი ახლავე,თქვენ არ გინდათ ბიჭბო?-ვკითხე და ნასიამოვნები სამზარეულოში გავედი.ოთხი ჭიქა გამოვიღე და ყავის მოდუღებას შევუდექი.მსიამოვნებდა ის ,რომ ალექსანდრეს სურვილების ასრულება შემეძლო.ფიქრები მისმა მზერამ შემაწყვეტინა,დიდად არ შევიმჩნიე და ჩემი საქმე კვლავინდებურად გავაგრძელე.ის სკამზე დაჯდა და თვალერება დამიწყო.როცა უხერხულად ვიგრძენი თავი შევბრუნდი,მან მხოლოდ გამიღიმა და ისევ უტიფრად განაგრძო თვალების ფათური ჩემს სხეულზე.ღმერთო, რა იყო ასეთი ალექსანდრე მდივანი.ვგრძნობდი რაღაც შეუცნობელს და ამასთანავე რაღაც მიუღწეველს,თითქოს ჰაერი არ მყოფნიდა,თითქოს გულის სიღრმეში ლამობდა შესვლას ,თუმცა რაღაც აკავებდა.ვხვდებოდი , რომ სანდროსადმი არსებული სიმპათია თავისუფლად შესაძლებელი იყო, გადასულიყო უფრო ღრმა გრძნობებში.ვუფრთხოდი მას ,რადგან ის დაამთავრებდა თუ არა სკოლას , კაცმა არ იცის რამდენად ხშირად მომიწევდა მისი ხილვა.ყავა მოვამზადე,ჭიქებში ჩავასხი და სანდრიკოს მივუბრუნდი.
-აქ დალევ , თუ ოთახში გავიტანო?-შევხედე კითხვისნიშნიანი თვალებით.
-მე გავიტან ანასტასია,მადლობა-ჩემი სახელი ისე საყვარლად თქვა დამბურძგლა.არავინ მომმართავს ასე და მსიამოვნებს რომ ამ სიტყვების საავტორო უფლება მხოლოდ მას აქვს.წასვლისას კისერში ‘გემრიელად’ მაკოცა და გახევებული დამტოვა.მინდოდა ჩემი შეგრძნებები გამომეთავისუფლებინა.ყველა ჯებირი დამენგრია,მეყვირა, მეცინა და მეტირა.ვგრძნობდი შეუცნობელ განცდებს , ვეუფლებოდი მათ და რაც უფრო ღრმა იყო ის , მით უფრო მინდებოდა მისი შეხება ,რომ ეს შეგრძნებები არ დამთავრებულიყო ,რომ გაასმაგებულად მეგრძნო ყველაფერი.
ჭიქები ოთახში გავიტანე და მაგიდაზე დავაწყვე.იქვე ჩამოვჯექი და შოკოლადის ჭამა დავიწყე.შოკოლადზე მეტად მხოლოდ დედა და მამა მიყვარს მგონი.ფეხები მოვკეცე და თვალებდახუჭულმა თავი უკან გადავაგდე.ყურში სასიამოვნო მელოდია მესმოდა , სანდროს კოცნაზე ვფიქრობდი და შოკოლადით სიამოვნებას ვიღებდი.გონს ბიჭების ხმამ მომიყვანა,როგორც ჩანს იშლებოდნენ უკვე.გავაცილეთ და სახლის დალაგებას შევუდექი,ამის მერე ოთახში ავედი და საწოლზე წამოვწექი,თან ჟელიბონებს მივირთმევდი,რამდენიმე წუთში ფეხზე წამოვხტი და ლეპტოპი ჩავრთე.უცებ შევედი FACEBOOK-ზე და ალექსანდრე მოვძებნე .მის ფოტოებს ჩარკვიანის ფონზე ვათვალიერებდი და ვგრძნობდი რამდენად ღრმად იყო ის ჩემში.ფოტოების თვალიერებას როგორც კი მოვრჩი,მუსიკას ავუწიე და საწოლზე წამოვწექი.ოცნებებში გასულს,როდის ჩამეძინა ვერ გავიგე.გაღვიძებულს მუსიკა გამორთული დამხვდა,ალბათ ლუკამ გამორთო.სკოლის ფორმა გამოვიცვალე და მამიკოს პერანგი ჩავიცვი,ფეხზე წინდები ამოვიცვი და ფეხშიშველი შევედი სამზარეულოში.წვენი დავისხი და ფილმის ყურება დავიწყე.სალომეს და მარის მივწერე,გამოდით კინოს ვუყუროთთქო.სალომე და მარი ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან.ერთ უბანში ვიზრდებოდით და სულ ერთად ვიყავით.ათ წუთში კარზე ბრახუნი ატყდა,ვინ იქნებოდა ეს თუ, არა მარი.კარები გავაღე და ლუკას და სანდროს შევხედა.გამიკვირდა აქ რა უნდათთქო და შემოვუშვი.ლუკას თვალებმა მალევე გამახსენა რა მეცვა და ოთახში გავიქეცი პლედის შემოსახვევად.დაბრუნებულს გოგოები მოსულები დამხვდნენ,გადავკოცნე და მათ გვერდით დავიკავე ადგილი.მალევე ჩემებს ვანიშნე ჩემს ოთახში გავიდეთთქო და ფეხზე წამოვდექი.
-ბიჭებო,ჩვენ სალაპარაკო გვაქვს და ჩემს ოთახში ვიქნებით!-მივუბრუნდი ლუკას.
-ვინ უნდა გაჭოროთ, გოგოებო?-გადმომხედა სანდრომ.
-არის ერთი!-კარებზე მიყვრდნობილმა დამაინტრიგებელი პასუხი და თვალი ჩავუკარი.ლუკა მალე მიხვდა,რაში იყო საქმე და გაეცინა.საერთოდ,როდესაც ასე ვამბობდი ხოლმე ,ხვდებოდა,რომ ბიჭებზე უნდა გვეჭორავა.ეს ამბავი კი სანრომდე უეჭველი მიაღწევდა და იმედი მქონდა ,რომ იეჭვიანებდა. ლუკა მკაცრი ძმა იყო,თუმცა მაინც მეგობარი უფრო იყო ,ვიდრე ძმა.არასდროს არ ქონია გართულება ბიჭებზე.როცა ვინმე მომწონდა,სულ იცოდა და ამას დიდ საგანგაშო რამედ არ თვლიდა.იყო წლები, როდესაც ჩვენზე ვერავინ ამბობდა ,როგორ უყვართ ერთმანეთიო.ადრე სულ ერთმანეთს ვეჩხუბებოდით და ვჭამდით ,თუმცა ლუკა უკვე „დიდი ბიჭია“და ახლა აღარ ვჩხუბობთ იმდენად ხშირად,რამდენადაც ადრე.ლუკა მეთორმეტე კლასშია და სანდროც სწორედ მისგან გავიცანი (კლასელები არიან).

ოთახში ასულმა მუსიკები ხმამაღალზე ჩავრთე და გოგოებს დღევანდელი „ინციდენტის“ შესახებ ყველაფერი მოვუყევი.გაგიჟებულები იყვნენ,ზუსტად საშენო ბიჭიაო,ასე იძახდნენ,თუმცა მე ხომ ვიხოდი ,მას არასდროს მოვეწონებოდი.სალომე იმ ღამეს ჩემთან დარჩა,მარი არ დატოვეს,ამიტომ სანდროს გავაყოლეთ.

ბავშვების წასვლიდან ნახევარ საათში მარიმ დამირეკა.გამეღიმა ეს ჩვენი წესია ,სახლში მისულები სულ ვურეკავთ ხოლმე ერთმანეთს,რომ არ ვინერვიულოთ.
-მიხვედი უკვე?
-მივედი კი არა ,ისეთ რამეს გეტყვი,დაიშოკები
-რა მოხდა ასეთი, ნახევარი საათს უკან არ გნახე?
-გოგო,ალექსანდრესთან ერთად მივდივარ რა და მეკითხება, შეყვარებული გყავსო?,მეთქი არა რასამბობთქო,თან ვფიქრობ ამან ხო არ გაუფრინათქო და არ მაჯახა „აბა ანასტასიას ყავს შეყვარებულიო?“მე ეგრევე დავწვი რა ,რომ იეჭვიანა და მეთქი მე ვერ გეტყვი ტასოს პირადია და თვითონ კითხეთქო.“კაი შენ არ ინერვიულოო“ გადამკოცნა და სახლთან ჩამომსვა.მოვედი თუ არა,ეგრევე შენ დაგირეკე.
-აუუ ,მარი ეს რა მითხარი, კაი რა...კიდე ეს მინდოდა?-შეწუხებულმა თუმცა,ამავდროს ნასიამოვნებმა ამოვიხვნეშე.
-კაი ერთი ,მორჩი წუწუნს,რა ბიჭს ევასები ხვდები პროსტა?-გამამხნევა მარიმ.
-ჩემი ბედი რომ ვიცი,უეჭველი არ მოვწონვარ!-ამოვიბურტყუნე ,მარის გავუთიშე და დასაძინებლად მოვემზადე.
მთელი ღამე მასზე ვფიქრობდი.როგორ მეძინებოდა,ყველაფერი მტკიოდა ,მაგრამ გონება კერ კიდევ ფხიზლად იყო.გვერი ვიცვალე ,უცებ სალომემ რომ გამომძახა
-ვერ იძინებ ხო?
-ვერა,დავიღალე რა-დავიწუწუნე მეც.
-ალექსანდრეზე ფიქრობ უეჭველი ,მიდი ჩაი დავლიოთ და ჩაგეძინება ,თან დამშვიდდები-შემომთავაზა და საწოლიდან ადგა.
სამზარეულოში წყლის ადუღებას ვუცდიდით ,თან ‘მასზე’ ვჭორაობდით.მალევე დავლიეთ ჩაი და მოთენთილებმა წამში დავიძინეთ.
დილით ადგომა სიკვდილის ტოლფასი იყო,როგორც მახსოვს ღამის ოთხ საათზე ავდექით ჩაის დასალევად.სარკეში ჩემს ანარეკლს რომ შევხედე,თავი საგიჟეთიდან გამოქცეული მეგონა.



№1  offline წევრი Ana Imnadze

მომწონს.
უბრალოდ უკეთესი იქნება თუ უფრო მეტ აბზაცს გამოიყენებ. შუა ნაწილი ძნელი წასაკითხი იყო <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი neneusi

მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მაგარი მოთხრობაა ძალიან მაგარი შინაარსით და ძალიან მაგარი დასასწყისით და დასასრულისაც ასეთივე იმედი მაქვს...ო როგორ მომწონს ვერ ხვდები შენ პროსტა...მართლა ძალიან მაგარია განაგრძე ჩემო კარგო! <3

 


№3  offline წევრი ბზიკინა

Ana Imnadze
მომწონს.
უბრალოდ უკეთესი იქნება თუ უფრო მეტ აბზაცს გამოიყენებ. შუა ნაწილი ძნელი წასაკითხი იყო <3

აუცილებლად გავითვალისწინებ.მადლობა <3

neneusi
მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მაგარი მოთხრობაა ძალიან მაგარი შინაარსით და ძალიან მაგარი დასასწყისით და დასასრულისაც ასეთივე იმედი მაქვს...ო როგორ მომწონს ვერ ხვდები შენ პროსტა...მართლა ძალიან მაგარია განაგრძე ჩემო კარგო! <3
]

აი შენ ხარ ჩემი სტიმული რა <3 ერთადერთი მინუსი რაც შენ გაქვს არის ის ,რომ სულ სხვანაირად ვაპირებდი ისტორიის განვითარებას და შენი ამ კომენტარით კი, მიწევს რომ შევცვალო დასკვნითი ნაწილი.იმდენად მიხარიხარ თვითონ შენ ,რომ არ შემიძლია შენი იმედები გავაცრუვო რა <3 <3

 


№4 სტუმარი შიზოფრენიკი

არც სათაური წამიკითხავს არ ისტორიაა,მაგრამ შენ ნიკზე გამეცინა და რავქნა...ბოდიში
;დდ კაი მე თვითონ მივდივარ ;დდდ

 


№5 სტუმარი Ketevana

Magaria magari eseni ertad iknebian xo???imedia xo magarixar da magari nawarmoebia

 


№6  offline წევრი ბზიკინა

შიზოფრენიკი
არც სათაური წამიკითხავს არ ისტორიაა,მაგრამ შენ ნიკზე გამეცინა და რავქნა...ბოდიში
;დდ კაი მე თვითონ მივდივარ ;დდდ

ზედმეტსახელია ჩემი :D

Ketevana
Magaria magari eseni ertad iknebian xo???imedia xo magarixar da magari nawarmoebia

მადლობა დიდი <3 წინასწარ ვერაფერს გეტყვით <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent