ყველა გოგო ვიღაცის დედოფალია.(2)
მშვიდად ჩაიარა ყველაფერმა . მოვაწერეთ ხელი და დავიძარით რესტორნისკენ. ალექსანდრეს ძმაკაცები არ მშორდებოდნენ, აი იცით როგორი საყვარლები იყვნენ? ძალიან! ვხვდები, რომ უკვე ხშირად მომიწევს მათთან შეხვედრა ამიტომ ვემზადები. ვცდილობ უკეთ გავიცნო ყველა და იმედია გამომივა. ისე შევამჩნიე ისინიც მაგას ცდილობენ. მთელი ქორწილი ხან ერთი მეცეკვე ხან მეორე, ჩემს ქმართან არ მაცეკვეს! აი ყველა ძალიან საყვარელია მართლა ცუდი არცერთი არ ყავთ! ხო აი ახლაც ვდგავარ და თორნიკეს ვეცეკვები რომელიც მარიამოსთვის სასტიკად მომწონს...თუმცა რა ჩემი საქმეა. დამაბრუნა ჩემს ადგილას და ეხლა მარიამო გაიყვანა . მე სანდროს მივუჯექი ისევ: -ოხ მარიამო!-ჩავიბურტყუნე ჩემთვის, მაგრამ გაიგო ვაჟბატონმა მთელი დღე , რომ ცოლთან არ უცეკვია!!!!! -ნახე რა კარგი წყვილია!-ალექსანდრე. -თორნიკეს არ ყავს ხო შეყვარებული?!-მე. -კი ნინი ყავს და მარიამს ეცეკვება! -ხო რავიცი მე...-დავიწყე თავის გამართლება. -წამოდი, წამოდი , უნდა გეცეკვო თორემ ხალხს უკვე უკვირს ესე , რომ ვზივართ. დამავლო ხელი და ისე უცბად მიმიყვანა საცეკვაო მოედნამდე , რომ გონს მოსვლა ვერ მოვასწარი! -ველურო!-მე. -ნადირო.-მითხრა და გულზე მიმიხუტა , ნუ ეხლა ვაღიარებ საერთოდ არც მოვშორდებოდი ჩემი ნება , რომ იყოს...ოხ რა ბიჭია...დამატყვევა მგონი, მაგრამ როდის იყო ბიჭი ნინის ასე ატყვევებდა? არა ნინი! არც იფიქრო! დაშორდებით 6 წელში და...მაგრამ მთელი 6 წელი უსიყვარულოდ? ალბათ შეგვიყვარდება კიდეც ერთმანეთი. ნუ მე მაინც შემიყვარდება და ამას არვიცი! აუ არ მინდა , რომ შემიყვარდეს მერე თუმდაც 6 წლის მერე ეს ველურიც ხომ წავა? ნუ მე წავალ აბა ამას სახლიდან ხომ არ გავაგდებ! -აქედან სად მივდივართ?-ვკითხე ჩურჩულით ისე, რომ არ მოვშორებივარ. -საქორწინო მოგზაურობაში.-ასევე ჩუმად მიპასუხა. -რა სიტყვა ძუნწი ხარ! -აბააა, ნუ იტყვი! -მართლა სად მივდივართ? -რიოში. როგორც კი ეს თქვა თავი სწრაფად ავწიე, გავფითრდი, გავიყინე, გავოცდი და ყველაფერზე მეტად გამიხარდა ახლა , რომ შემემძლოს ხტუნვით შემოვუფრენდი მთელ საქართველოს აი ის როგორ არის? "ჩამოვუქროლეე ჩემს საქართველოოოს" აი მასე ვიზამდი ჩავუქროლებდი სიხარულისგან! რა ბედი მაქვს არა?! რიო ჩემი ოცნების ქალაქია ბავშვობიდან , რომ ვუყურებდი ფოტოებს თვალებიდან ცრემლები მდიოდა. არა ფული არასდროს მეკლდა , მაგრამ რატომღაც რიოში არასდროს მივდიოდი, ვამბობდი მანდ მაშინ წავალ თუ ჩემს საყვარელ ადამიანს ვერ ვიპოვნი და ვერ გავთხოვდები თქო და ახლა ქმართან ერთად მივდივარ რიოში?! ჰაჰ, აი ესეც შენი ნამდვილი ბედის ირონია რაა! ყველაფრის მიუხედავად ისე გამიხარდა , რომ აი ვერ აღგიწერთ... -რიოში?-ალექსანდრე გაღიმებული უყურებდა ჩემს ქცევას რიო , რომ ახსენა.... -კი რიოში. ეხლა არ მითხრა აღარაა ჩემი საყვარელი ქვეყანაო.... -რიო ყოველთვის ჩემი საყვარელი ქვეყანა იქნება , მაგრამ შენ საიდან იცი?-გაოცება დამეტყო ხმაში. -მარიამმა მითხრა პ ა ტ ა რ ა ვ !-გამხიარულებულმა დამიმარცვლა ბოლო სიტყვები. სიმღერაც დამთავრდა და დავჯექით. მთელი ქორწილი ვცქმუტავდი აბა რიოში მივდიოდი და რა ან ვინ გამაჩერებდა? და აი ძლივს! -ნინი გაპარვის დროა. -ეხლავე, ეხლავე!-ამოვიძახე გახარებულმა. აეროპორტში მივედით და.....არაა! შანსი არაა კერძო თვითმფრინავით მივდივართ?! -ისე მარიამი და თორნიკეც წამოგვეყვანა გაუგებენ ერთმანეთს....-ალექსანდრე. -დაურეკე. -ეხლავე. დაურეკა და ცოტახანში მოვარდნენ მარიამი და თორნიკეც. თორნიკე ყველაზე მეტად მეგობრობს თურმე ალექსანდრესთან და რატომ არ იყო ის მეჯვარე? უიიი!ვითომ მარიამოს გამო?! ეჰ რაებზე ვფიქრობ ! მაგრამ რატომ რაებზე ვფიქრობ ნინი? მშვენიერი გოგოა ჩემი მარიამო! უკეთესს თორნიკე მთელ მსოფლიოში ვერ ნახავს! -მაგარი თაფლობის თვე გექნებათ ძაან ჩვენთან ერთად.-მარიამო. -სასტუმროში მივდივართ ხო?-მე. -არა, სახლი მაქვს იქ.-სერიოზულად მითხრა სანდრომ. -კარგი, ეხლა უკვე მგონი მართლა მატყუებ!-მე. -არა რატომ, რა არის იმაში გასაკვირი , რომ რიო დე ჟანეიროში სახლი მაქვს? -ნუ რავიცი არც არაფერი.-არ შევიმჩნიე და ავხტი თვითმფრინავში. მთელი გზა ვლაპარაკობდით ვიცინოდით ვკისკისებდით: -აუ ამ კაბის გახდაზე მეტად ახლა რამე თუ მინდოდეს მე ვიყო რაა!-ამოვიბუზღუნე მე. -აუ უცნაური ხარ რა ნინი! ჩაგეცვა ზურგზე ამოღებული რამე ლამაზი კაბა! რას იცმევდი მაგ სიგრძეს?! არა როგორც ყოველთვის ეხლაც ლამაზი ხარ , მაგრამ ეგეთი სიგრძის კაბას შენზე პირველად ვხედავ. სანდრო რა იყო შენ უთხარი კოჭებს დაგიხვრეტ რამე თუ გამოგიჩნდებაო?!-მარიამო. ყველა იცინოდა მხოლოდ მე გავიბუსე: -ისე ცნობისთვის ეს კაბა ჩემი არჩეული არ არის ! და ხო, აი მეორედ , რომ გავთხოვდები მერე ჩავიცვამ ჩემს არჩეულ ჩემი სტილის კაბას! მერე ვაგრძელებდით ისევ ლაპარაკს და ესე ლაპარაკში ძლივს ჩავაღწიეთ! სახლამდე მანქანით მივედით აქაც ყოლია ბატონ ალექსანდრეს მანქან"ები" . აუ იცით რალამაზ სახლში შევდგით ფეხი? აი ფული ხომ არ მაკლია, ლამაზი სახლებიც ხომ ბევრი მინახავს განსაკუთრებით , რომ თვითონაც ლამაზ სახლში ვცხოვრობ , მაგრამ ეს რაღაც საოცარი იყო...... საღამომდე დავალაგეთ ყველაფერი ბიჭები პროდუქტებზე გავუშვით. მე სამზარეულოს მაგიდას ვწმენდდი ვიღაც ცხვირთან ვარდი , რომ მომადო და ისეთი სურნელი ქონდა კინაღამ დავდნი...ხო კარგი სურნელი ალექსანდრეს ქონდა თუ ვარდს ვერ გეტყვით...როგორც წესი ვარდს ქონდა , მაგრამ მე სანდროს სურნელი უფრო მომეწონა....ვარდზე ხელი მომაკიდინა და ყელში მაკოცა....ოოო აი აქ კი გავითიშეე......ისეთი სიამოვნება იყო ჩემთვის სანდროს ყელში ნაკოცნი , რომ ვერ გავუძელი და თვალები დავხუჭე....თვალებს ყოველთვის ვხუჭავ სიამოვნების დროს და ჩემს სამყაროში ვეშვები ხოლმე...ხელში ამიტაცა და ჩვენი ოთახისკენ აიღო გეზი......მერე უკვე თქვენი საქმე არაა ხომ ხვდებით... მე ავდექი და ჩაცმა დავიწყე....სანდრო კი უბრალოდ იწვა გვერდულად იღიმოდა და მაკვირდებოდა... აბა ბავშვებო რას იტყვით? მომეწონა თქვენი აქტიურობა პირველ თავში მე! აბა ვაგრძელებ და გთხოვთ მომეცით ხოლმე შენიშვნები და მსგავსი რაღაცეები რადგან მე კრიტიკა არ მწყინს! თქვენს კომენტარებს ველოდები ამ თავთან დაკავშირებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.