იასამნისფერი (თავი მესამე)
-ანააა! გაიღვიძე! - დილით დედაჩემის განწირული ყვირილი მაღვიძებს. თვალები ნელა გავახილე და პირველი რაც დავინახე იყო საათი. რომელიც რვა საათსა და ოცდაათ წუთს უჩვენებდა. სერიოზულად?! დედა კარგი რაა! მე ხომ გამოძინებას ვაპირებდი. ზლაზვნით წამოვდექი, მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი. დედაჩემი სამზარეულოში იჯდა და წვენს სვამდა. -დედა კარგი რა. ამ დილაადრიან რა დაგემართა. არდადეგებზე მაინც დამაძინე. -დილას ბუზღუნით ნუ დაიწყებ საყვარელო, ხომ გახსოვს ლეა საუზმეზე გველოდება. -აქ დილის რვა საათზე საუზმობენ? -ცხრაზე. ბევრს ნუ ლაპარაკობ. წავიდეთ, თორემ ლეამ უკვე სამჯერ დამიძახა. დედამ თავის გამომცხვარი ორცხობილა აიღო და ეზოში გავედით. ჩვენს სახლებს შორის კარია, ასე რომ ქუჩაში გაუსვლელად შეგვიძლია ლეას სახლში შესვლა. საუზმე ეზოში იყო გაშლილი.ლეა მაშინვე ჩვენკენ წამოვიდა, როგორც კი კარი გავხსენით. -მობრძანდით. გამიხარდა შენი ნახვა ანა. ისე თბილად ჩამეხუტა თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვყოფილიყავით. -ეს კატრინაა ჩემი შვილი, გახსოვს? პატარები რომ იყავით ერთად თამაში გიყვარდათ. -მახოსვს. გამარჯობა კატრინა. გოგონამ თბილად გამიღიმა და ხელი დამიქნია. სანამ მე და კატრინა ვჭამდით, ლეამ და თეამ ყველაფერზე მოასწრეს ლაპარაკი. -საცურაო კოსტუმი გაქვს? - უცებ მკითხა კატერინამ. -კი - დაეჭვებით ვუპასუხე მაგრამ უკვე ვიცოდი რზეც ფიქრობდა. -ხოდა წამოდი ვიცურაოთ. დაახლოებით 10 წუთში გამოვიცვალე და ქვემოთ ჩავედი. კატრინა იჯდა და ჩვენს საოჯახო ალბომს ათვალიერებდა. -მამაშენს რა მოუვიდა? - ეს გოგო ზედმეტად შინაურულია. -საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა - ვუპასუხე რაც შემეძლო მკაცრად - და მამაშენს? -მოკვდა - ისე უდარდელად მიპასუხა ვითომც არაფერიო. -ვმწუხვარ. -არ არის საჭირო, რომ დაიღუპა პატარა ვიყავი. აღარც კი მახსოვს როგორი იყო. მას შემდეგ დედაჩემის ცხოვრებაში ბევრი კაცი იყო, მაგრამ მასავით არავინ ყვარებია. მე თუ მკითხავ საერთოდ არავინ ჰყვარებია. კარგი წავიდეთ. მშვენიერია, ეს გოგო სიტყვის თქმის საშუალებას არ მაძლევს. ტბა იმაზე შორს აღმოჩნდა ვიდრე მახსოვდა. დაახლოებით ნახევარი საათი ვიარეთ და როგორც იქნა მივედით. წამში მოგონებები ამომიტივტივდა. მთელმა ბავშობამ თვალწინ გამირბინა. ბებიაჩემს აქ ხშირად დავყავდი. ამბობდა რომ წყალს საოცარი ძალა აქვს და ყველა პრობლემის მოგვარება შეუძლია. წყლის სიყვარული მისგან მემკვიდრეობით მივიღე. ფიქრებიდან კატრინას ხმამ გამომაფხიზლა. -ეს ლიზაა. - ვერც კი შევნიშნე ეს გოგო აქ როდის მოვიდა - ეს კი ანაა, საცხოვრებლად ჩემს მეზობლად გადმოვიდა და დღეიდან ისიც ჩვენი მეგობარი იქნება. ჩვენი მეგობარიო? მე არაფერს მეკითხება? თუმცა კითხვას რა აზრი აქვს. აქ სხვას არავის ვიცნობ, თანაც ორივე ძალიან მომწონს. მათთან დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებ. ცოტა ხანი ვიცურავეთ, მერე კი გასარუჯად წამოვწექით. -ანა შეყვარებული გყავს? - ამჯერად ლიზამ გადაწყვიტა ჩემს შესახებ მეტი გაეგო. -არა არ მყავს. -არც მე და კატერინას. აქაური ბიჭები ძალიან სიმპატიურები არაინ მაგრამ ხეპრეები. -ეცადე შენც არავინ შეგიყვარდეს. - სიცილით გამაფრთხილა კატერინამ ჯერ ირენე, ახლა ეს. არ მესმის ისეთი რა ბიჭები არაინ რომ მათი შეყვარება არ შეიძლება. წამოვჯექი და გარემოს მოვავლე თვალი. არც ისე შორს ის ბიჭი დავინახე, კაფიდან. წყლის პირას იდგა და სერიოზული სახით გაჰყურებდა არემარეს. -პირველ რიგში ეს ბიჭი არ უნდა შეგიყვარდეს ანა - კატერინას ხმამ ფიქრებიდან გამომიყვანა. შუბლზე მაწერია რომ ეს ბიჭი მომწონს? -არც ვაპირებდი, მაგრამ ესეთი ვინ არის. -გოგოების გამანადგურებელი - გადაიკისკისა ლიზამ. -რა ქვია? -დემეტრე. გულში რამდენჯერმე გავიმეორე მისი სახელი. ეს სახელი არასდროს მომწონდა, მაგრამ ამ ბიჭს ძალიან უხდება. მალევე ჩავიცვით. უკვე წამოსვლას ვაპირებდით დემეტრე ჩვენსკენ რომ წამოვიდა. -თქვენ მას იცნობთ? -ჰო, ჩვენ სკოლაში სწავლობს. -გამარჯობა გოგოებო. - დემეტრეს ბოხი და მშვიდი ხმის გაგონებისთანავე კინაღამ ჩავიკეცე. -გამარჯობა - მიესალმა კატრინა. - ეს ანაა, ჩვენი მეგობარი. - სასიამოვნოა, ანა. - მის მიერ წარმოთქმული ჩემი სახელიც კი სხვანაირად ჟღერს. ჩემთვისაც მეთქი თუ რაღაც ამოვიღლუღლუღე, ისე დაბალ ხმაზე მეც კი ძლივს გავიგე. ძალიან მინდოდა მაგრამ თვალი ვერ მოვწყივტე. კიდევ რამდენიმე წუთი ელაპარაკებოდა გოგოებს, მაგრამ მე არ ვუსმენდი. უფრო სწორად ვერ ვუსმენდი. ბოლოს რომ მოვდიოდით ფესტივალზე გნახავთო გვითქრა. რომ წამოვედით კატრინას ვკითხე რა ფესტივალია მეთქი. -ეს ზაფხულის ფესტივალია, რომელიც ორი დღე გრძელდება. დღისით ბაზრობაა, საღამოს კონცერტი. ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება. -ფესტივალის განმავლობაში ბავშვებიდან დაწყებული მოხუცებით დამთავრებული ყველა მაგრად ერთობა. - დაამატა ლიზიმ. -ფესტივალი რამდენ ხანშია? -ორ კვირაში. - მიპასუხა კატრინამ. მოიცა, დემეტრეს თუ ჰგონიამ რომ ამ ორი კვირის განმავლობაში ვერ მნახავს ძალიან ცდება. -ყველაზე მეტად ის მახარებს რომ ამ ორი დღის განმავლობაში ატრაქციონები უფასოა- მხიარულად წამოიძახა ლიზიმ. ხო მართლა, დამავიწყდა მეთქვა, რომ ქალაქის გასასვლელში პატარა პარკია, სადაც ატრაქციონები და უამრავი გასართობი ადგილია. იმაზე ფიქრი რომ დემეტრე შეიძლება ორი კვირა ვერ ვნახო მოსვენებას არ მაძლევს. საღამოს კაფეში წავედი. ირენე როგოროც ყოელთვის თბილად შემხვდა. ისევ ყავა შევუვეთე და წიგნის კითხვა დავიწყე. რამდენიმმე წუთში ჩემს წინ ვიღაც დაჯა. შეხედვა არ დამჭირვებია, ისედაც ვიგრძენი ვინ იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.