შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი ისევ შენთვის (8)


21-01-2017, 18:34
ავტორი სატი
ნანახია 1 741

-როგორ ფიქრობ ვუთხრათ დანარჩენებს?
-არა, არ გაბედო. იკა არ მინდა ჯერ ვინმემ იცოდეს, შეილება გიომ მარა მეტმა არავინ. ნუ ალბათ ბარბარე და მორჩა.
-და გენიოსო მუცელი რო გაგეზრდება?
-მემგონი დიდიხანი მომიწევს აქ წოლა, ვინმე რო მოვა საბანს გადავიფარებ და თუ ვერ შეამჩნევენ არ ვიტყვი.
-და რო შეამჩნიონ და არ გკითხონ?
-ხოდა ძაან კაი, ჩვენც არ ვიტყვით რო რამე.
-კაი, როგორც გინდა. მარა ლაშა 9თვე კახეთში იქნება?
-არ ვიცი, მარა არ მინდა რომ ირმასთან იყოს.
-დროა რომ შერიგდეთ, გთხოვ რა. ეხა გამოდის რო ლაშა ირმაზე ფიქრობს როგორც საშინელ ბებიაზე და საერთოდ არც იცნობს წესიერად.
-არა, სანამ ირმა გონზე არ მოვა და არ შეწყვეტს ყველაფერზე კომენტარის გაკეთებას მე ლაშას არ დავუტოვებ.
-ირმა დედაჩემია, რა უნდა ვუთხრა რო 9თვე ვერ ნახავს მის შვილიშვილს?
-2წელია არ უნახავს, ეხლა როგორმე გადაიტანს.
-მაშ... გულს მტკენ.
-კარგი, ლაშა მიუყვანე ისიც დასარჩენად არა, 1დღე უბრალოდ სანამ სამსახურში ხარ და მერე სამსახურიდან ჩვენ სახლში რო გახვალ იქ გყავდეს, როგორმე მიხედავ. ჯერ 1-2კვირა იქნება ჩემებთან კახეთში.
-კაი, გავალ მანქანას დავქოქავ.
-მოიცა, მანქანით მიგყავს?
-ხო.
-იქნებ... დღეს დატოვო?
-რატო?
-რავი, ცოტა დიდხანს მინდა მყავდეს. ექიმს კითხე იქნებ ერთი დღით დატოვოს აქ, მაინც არ მინდა გადაიღალოს.
-კაი.
იმ ავარიის შემდეგ მეშინოდა ლაშას მანქანით გაშვება კახეთში. ამ დროს გიორგი და ლაშა შემოვიდნენ.
-მზად არის.
-არაო მაშამ, აღარ მიგვყავს დღეს.
-რატო?
-რავი.
-რა უთხარი?
-მანქანას დავქოქავ და წავიყვანთ ლაშას თქო.
-გასაგებია. შე დებილო იმდენს ვერ მიხვდი რო კაკრას მანქანით მიდიოდით როდესაც ავარია მოხდა?
-და?
-ირაკლი დებილი ხარ თუ ხო?
-აა... გპირდები ლაშას არაფერი მოუვა.
-როგორ მაძლევ გარანტიას?
-ნელა ვივლი და ჩავალ 6საათში.
-არ ვიცი... კაი იდეაა ლაშას აქ დატოვება.
-მაშ, ჩემო ცხოვრება.
-ფუ, მოიცა გავალთ მაინც-გიორგიმ ლაშა აიყვანა ხელში და გავიდა.
-დღეს დავტოვებ, ხვალ დავტოვებ, ზეგ, მაზეგ და სულ საავადმყოფოში ხო არ იქნება? გპირდები დაგირეკავ ყოველ 2საათში.
-1საათში ჯობია.
-და ნერვები არ მოგეშლება?
-მთვრალი ხო არ ხარ?
-არა.
-დარწმუნებული ხარ? კაიფში ხომ არ ხარ?
-არა, მაშ, დაწყნარდი. ყველაფერი კარგად იქნება.
-ვერ დავწყნარდები, ჰორმონები ჩემო ცხოვრება.
-ხო...
-მე როდის გადამიყვანენ თბილისში?
-ხვალვე, სასწრაფოს მანქანით.
-რამხელა პატივია.
-წავალ ეხლა, თორე მერე ლაშას ძილის რეჟიმი დაერღვევა.
-გეხვეწები რამე აუტანე რა ჩემებს.
-მთელი თვის მარაგს ავუტან იქ და მაგრა გასახელებ.
-მიყვარხარ.
-მეც-მაკოცა და წავიდა.მაინც ვერ დამაწყნარა, უბრალოდ მეზარებოდა ამ ლექციების მოსმენა რომ ეს მეორეჯერ არ მოხდება. როგორ უნდა ვიყო დარწმუნებული რომ ესეთი სიახლის შემდეგ ორი წუთით ირაკლი არ დაფიქრდება ამ ყველაფერზე, აებნევა თავგზა და უცებ შეეჯახება მეორე მანქანას. ამდენს ნაღდად ვერ გავუძლებ. ყოველთვის ჩემ ცხოვრებაში 1დღის განმალობაში იმდენი რაღაც იცვლება რაც სხვა ოჯახებში 1წლის განმალობაში არ ხდება. ჩემ ცხოვრებაზე ფილმის გადაღებაც კი შეილება. ჯერ შუა დღეც არ არის და უკვე ნერვები მაქ მოშლილი. ყველაზე საშინელება რაც შეილება მოხდეს არის ის რომ ან ღმერთმა დაიფაროს ირაკლი და ლაშა მოხვდნენ ავარიაში ან ის რომ ირმამ ჩემ ორსულობაზე გაიგოს. ამ ქალს ყველაზე მეტად აწყობს ჩემი სიკვდილი და ახალი შვილიშვილი რომ ლაშასგან განსხვავებით კარგად მართოს. მიხარია რომ ლაშა პატარაობიდანვე სწავლობს ვის უნდა დაუჯეროს და ვის არა. ამ ფიქრებისგან ცოტაც და მოვკვდები. მე მინდოდა ოჯახი. ქმარი რომელსაც ყველაზე მეტად ვუყვარვარ, შვილი რომელსაც ყოველ ორ წუთში ერთხელ არ მართმევენ. მე მჭირდება უბრალო ერთი ღამე, სადაც გავერთობი, განვიტვირთები, ადგილი სადაც არ გამომეკიდება ირმა ირაკლისთან ერთად სახლში დაბრუნდი ბავშვებს შიათო. მჭირდება მეგობარი რომელიც არავის არ იცნობს ჩემი ახლობლებიდან, მაგალითად იოანე. მასთან სერიოზულად ვერთობოდი, დიდი იმედი მაქვს ირაკლი არ დაბრიდავს, იმის საშუალებაც არ მომცა რომ ამეხსნა ყველაფერი წესიერად. ვერ ვიხსენებ დროს როდესაც მე რაღაც არ გამიკეთებია რაც სხვამ კი არ მთხოვა არამედ მიბრძანა. ამდენი ხნის განმალობაში ყველას ბრძანებას ვასრულებდი, 3წელი, ირაკლიდან დაწყებული დედამისით და კოტეთი დამთავრებული. ესე გავაგრძელებ და მალე მართლა დეპრესიაში ჩავვარდები. ეს მხოლოდ მოკლე ანონსია ჩემი ცხოვრების, მართლა ყველაფრის მოყოლა რომ დავიწყო. იმ დროს როდესაც ირაკლი არ იყო დეპრესიაში ჩავარდნის საშუალებაც კი არავინ მომცა. უნდა მეფიქრა ოჯახზე და მხოლოდ ოჯახზე, ჩემ თავზე მეთითონ არ ვფიქრობ და სხვებს როგორ მოვთხოვო ზრუნვა. უბრალოდ მინდა ვიცოდე რომ ამათ ყველას იმიტო არ ვუყვარვარ რომ მათი შვილის ან შვილიშვილის დედა ვარ, ანდა იმიტომ რომ მათ ოჯახში შევდივარ. მე მინდა ვუყვარდე ხალხს და ზრუნავდეს ჩემზე ისე როგორც მე ვზრუნავ მათზე. იდეაში ისე უნდა მოექცე ყველას როგორც შენ გინდა მოგექცნენ,მე ესეც ვიქცევი მაგრამ სანაცვლოდ ვერაფერს ვერ ვხედავ. ან დავბრმავდი ან კიდე... არ ვიცი, არასწორ გზას ვადგავარ. ცოტახანში კოტე შემოვიდა ოთახში.
-როგორ ხარ?
-რავი მომწონს აქაურობა, კარგად არის მოწყობილი.
-სერიოზულად.
-უკეთ ვარ, მაგრამ დიდიხანი ვერ გავივლი.
-რატომ?
-ჯერ ძაან სუსტად ხარო, სასწრაფოთი თბილისის რომელიმე საავადმყოფოში გადამიყვანენ.
-ხვალ?
-ხო.
-და თერაპია?
-ჯერ ადრეაო.
-მაშ, საუკეთესო...
-ხო, საუკეთესო თერაპევტს მომიძებნი. ირაკლიმაც იგივე მითხრა. როგორც კი ფეხზე დავდგები საშინელება დამემართება და შეილება სამუდამოდ ინვალიდი დავრჩე.
-კარგი, ,მაგრამ...
-კოტე, მართლა არაფრის გაკეთება არ შეილება ჯერ.
-შერიგდით?
-კი, მემგონი.
-მემგონი?
-ხო. რას შვებიან ევა და ბავშვები?
-რავი, არიან რა. ხვალ ჩავდივართ ჩვენც. ლაშა სად გყავს?
-წაიყვანეს, კახეთში დედა და მამასთან.
-რატო გოგო? იმ სიშორეზე ამ სიცივეში.
-ვინ მიხედავდა აბა,ინვალიდი მე თუ ირაკლი?
-ჩვენთან მოგეყვანა.
-არა, თქვენ საკმარისად შეგაწუხეთ. ალბათ ევა უკვე მლანძღავს კიდეც, ამ გოგოს გამო რა დაგვატყდაო.
-არა, ევას ძაან უყვარხარ.
-მათეს გაჩენის მერე აღარ ეტყობა.
-უბრალოდ რთული პერიოდი გვაქვს.
-რატო?
-ფულთან. ევამ სამსახურს თავი დაანება და ჩემი... ხელფასი აღარ გვყოფნის. პრემია უნდა მოვითხოვო და ამისთვის ღამ-ღამობით მომიწევს ხშირად დარჩენა.
-გინდა დაგეხმარო? მე ბევრს არასდროს ვხარჯავ და ეხა დამიგროვდა ანგარიშზე ფული.
-არა, არა. ხო არ გაგიჟდი, ეხა ყველაფერი რეაბილიტაციაზე დახარჯე. პირიქით იქით უნდა გეხმარებოდე.
-არა, ეხა ირაკლი დამეხმარება, მარა რო რამე ხო იცი პირველი ჩემთან მოდი.
-რო რამე პირველი ზუსტადაც შენთან რომ არ მოვალ.
-აი ძაან მაგრა მიყვარხარ.
-მეც.
-აუ რა ვაკეთო ეხა საავდმყოფოში ამდენი დღეეე...
-გეტყოდი ყურებზე იარე.
-ბოროტი ხუმრობაა. ვაფშე ვერ ვივლი.
-ხო, მაპატიე.
-აუ თან აქ რა ბანძად მაჭმევენ, მემგონი საჭმელიც სტერილური მოაქვთ ისეთი გემო აქვს.
-ჩემი წუწუნა.
-აუფ. ავდგები მე, მოხვალ შენ სახლში და ნახავ რაც მოხდება.
-ჯერ ადექი-ორივეს გაგვეცინა და შემდეგ კოტე გავიდა. ირაკლის აღარც დავლოდებივარ ისე დავიძინე რადგან ვიცოდი გვიან მოვიდოდა. მეორე დღეს დილიდანვე გადამიყვანეს თბილისში და საავადმყოფოში დამაწვინეს. კიდე კაი ჩემი პალატა მქონდა, ირაკლის ვთხოვე ჩემი ანგარიშიდან ფული აიღე და ცალკე პალატაში გადამიყვანე თორე ვიღაც უცხოებთან გავაფრენ თქო. ის სამსახურში იყო მთელი დღე, მე კიდე დებილივით ვიწექი პალატაში და ვერაფერს ვერ ვაკეთებდი. დედაჩემს თუ დაველაპარაკებოდი სკაიპით და ისიც ცოტახნით. მანაც არ იცოდა სიმართლე,მაგრამ ირაკლი მართალი იყო როდესაც მუცელი გამეზრდებოდა ვერანაირად ვეღარ დავმალავდი სიმართლეს. მერე ყველა დაიწყებდა ექიმთან მისვლას და კითხვების დასმას, იმ დებილსაც წამოცდებოდა და მე დამერხეოდა. სულ რაღაც სამი თვე მაინც უნდა გავიტანო თავი, შემდეგ აბორტსაც ვერ გამაკეთებინებენ. ვიცი ყველაფერს ვრისკავ, ეგოისტურად ვიქცევი მაგრამ სამაგიეროდ ლაშას დას ან ძმას დავუტოვებ. დიდი იმედი მაქვს რომ დას, რადგან ლაშა დაიცავს ხოლმე და ნერვებს მოუშლის. ისევე როგორც ირაკლი ექცევა გიოს ან კოტე მე. კოტე რასაც აკეთებს რათქმაუნდა იმას ნერვების მოშლას ვერ დავარქმევ, უფრო მზრუნველობას, ძალიან ძლიერ მზრუნველობას. სკაიპში რომ ველაპარაკე ლაშას ის საოცრად გახარებული იყო, დედაჩემს მისთვის სათამაშოები უყიდია და ისიც მაგრა ერთობოდა. კიდევ კარგი საწოლში მაინც იწვა თორე ვერ გამოჯანმრთელდებოდა. აუ როგორ მენატრებოდა, ერთი დღეც კი ბევრი იყო ჩემთვის, ბაღში რო დაიწყებს სიარულს წარმომიდგენია რა დამემართება. საღამომდე ჩემი მეგობრების და ნათესავების გარდა ორასი ექიმი შემოვიდა, ისევ გამოკვლევებზე დამაპორწიალებდნენ, ვიტამინებით მჟღენთავდნენ. მათ შორის იყო ერთი-ორიც რომელმაც აბორტი შემომთავაზა და ტვინი წამიღო, მეუბნებოდა შვილზე იფიქრე უდედოდ რო დარჩებაო. ამათ ფული გააკეთებინე და... დავიჯერო მართლა ჩემ სიცოცხლეზე ღელავდნენ ესენი თუ ფულზე რომელიც მე ანგარიშზე მედო... ისე ხო... აი. ანდერძი უნდა დავწერო. ბევრი არაფერი მაქვს, ნუ... ანგარიშზე ფული(დამიჯერეთ ბევრი ფული, 18წლიდან ვმუშაობ და მე მიყვარს ეკონომია, იმის შემდეგ 6წელი გავიდა... მაქვს მანქანა და ბინა, გარდა იმისა რომელშიც მე და იკა ვცხოვრობთ. არ მინდა ისე გამოვიდეს რომ ეს ბინები ორივე ირაკლის და მისი ოჯახის გამოვიდეს, ირაკლის არაფერი საწინააღმდეგო არ მაქავს მაგრამ... ბავშვი რომელიც დაიბადება, მასაც უნდა გააჩნდეს რაღაც. ესე იგი სასწრაფოდ ჩემ ადვოკატს უნდა დავურეკო... და ისე უნდა მოვასწრო ეს ყველაფერი რომ ირაკლიმ ვერ გაიგოს. უცებ კარი გაიღო და ქეთი შემოვიდა, მაშინვე ჩამეხუტა და ლამის გამჭყლიტა.
-ხო კარგად ხარ? არ მითხრა რომ...
-კარგად ვარ, ყველაფერი კარგადაა. როგორ გაიგე?
-კურიერში თუ რა ჯანდაბაცაა იყო თქვენი ავარიის შესახებ, იკას მანქანის ნომერი იცნო მიშკამ და...
-ოოო, სულ დამავიწყდა შენ და მიშკაა...
-მოიცა რა, ჯერ არც იფიქრო.
-რა არ გითხრა რო უყვარხარ?
-ჯერ 24ის ვარ, რა დროს ეგაა.
-კაკრას რო მაგის დროა.
ამ დროს მიშოც შემოვიდა და ისიც ჩამეხუტა.
-როგორ ხარ?
-რავი აბა.
-რავი აბა არ მაწყობს. მე არ უნდა მკითხო როგორ ვარ?
-როგორ ხარ?
-მადლობა რო მკითხე. კარგად.
-ქეთას ხო არ მიბრაზებ?
-არა, მე რატო მეკითხები ქეთას კითხე ეგ. ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევა და სისულელეებზე მებუტება.
-ნეტა რატოო?
-რატო? შეყვარებული ყავს და ჩემზე იყრის ჯავრს თუ?
-აჰააა! გითხარი ქეთაა.
-მაშა!
-ვერ ვხვდები, ამიხსენით რააა რა ხდებაა?-ცანცარი დაიწყო მიშკამ.
-მე კი აგიხსნიდი მარა ჯერ შენი ჯერია.
-კაი, შევცვალოთ თემა-მიშკა ან მართლა ვერ მიხვდა რა ხდებოდა ან კიდე თავს იდებილებდა, რადგან უხერხულში ჩავარდა.
-კარგი. ანდრო სადაა? ჩამოვიდა იტალიიდან?
-კი, ცოლთან ერთად.
-ცოლთან ერთად?
-იტალიელი გოგო მოიყვანა.
-ვაიმე მიშკა რას ბოდავ? ჩვენმა ანგელოზივით ანდრომ მოიყვანა ვიღაც იტალიელი?
-ხო, მეც ძაან გამიკვირდა. ის გოგო რო ვნახე გუშინ გული კინაღამ წამივიდა. კი ლამაზია მარა ვაი თავში არაფერი არ უდევს.
-ეე, რამე კითხე რო?
-არა, ვიცი ეტყობა. თან ქერაა.
-მოიცადე ქერებს რას გვერჩი-გაბრაზდა ქეთა.
-არაფერს, ვიხუმრე ქეთა.
-ხოდა ძალიანაც კარგი-გაიბუტა ისევ. რეებს აკეთებს ეს გოგო გამაგიჟებს.
-ირაკლი არ მოვა?
-არა, სამსახურშია. მე კიდე მთელი დღეები საცოდავად აქ ვწევარ.
-მოდი ინვალიდის ეტლს მოვიტან და ეზოში მაინც გაგასეირნებ.
-არა, არ მინდა.
-მიდი რა, რას ქვია არ გინდა-მიშკამ ეტლი მოიტანა და ჩემ დასახმარებლად წამოვიდა.
-მიშკა, მიშკა არ მინდა თქო!!-ამ დროს ირაკლი შემოვარდა ჩემ ყვირილზე,როდის მოასწრო მოსვლა არ ვიცი მარა მიშკას სახეში გაარტყა.ქეთამ დაიკივლა და მიშკას მივარდა.
-ჩემ ცოლს მეორეჯერ არ მიეკარო შე ნაბო***ო!-მიშკამაც შეუბრუნა მუშტი.
-გეყოთ! ქეთა ორი წუთი გაიყვანე რა. ირაკლი გეყო!-ქეთამ მიშკა პალატიდან გაიყვანა.
-რატო დაარტყი შენ ხო არ გააფრინე?
-რატო დავარტყი? რას აკეთებდა კარგად დავინახე!
-ჩემი ინვალიდის ეტლში ჩასმა უნდოდა.
-აბა რა გაკივლებდა?
-ბავშვი სულ დაგავიწყდა? მიშკამ არ იცის, ოდნავი მოძრაობაც და ჩათვალე რომ ბავშვი მოკვდება.
-რო უთხარი რო არ გინდოდა ეგ პასუხი არ ეყო?!!
-აუ კაი რატო ა***კებ? ეგონა პროსტა მეზარებოდა. გთხოვ გადი და ბოდიში მოუხადე, მიშკა არის ადამიანი რომელსაც ჩემი მთელი ოჯახი პატივს ცემს და ფაქტიურად ჩემი მეორე ძმაა. მიშკას შეურაცყოფას არავის არ ვაპატიებ.
-კიდე მე მოვუხადო ბოდიში?
-ირაკლი, მე აგიხსენი მემგონი მიშკა ვინაა ჩემთვის. აქამდე ამ თემას არ ვეხებოდი, არ ვამბობდი რო ძაან ცივად ექცევი და ეხა გეუბნები. მე შენ მეგობრებს ეგრე არ ვექცევი, სახეში არ ვურტყავ.
-რა შუაშია აქ ჩემი მეგობრები?!
-თავში, მორჩა მე ჩემი გითხარი და დანარჩენი შენ იცი.
-კაი, მაპატიე. ცოტა ავნერვიულდი, ზოგჯერ ზედმეტები მომდის ხოლმე-მე მეორე მხარეს გადავტრიალდი და ზურგი შევაქციე. ის მოვიდა და წელზე შემომეხვია-გპირდები ამიერიდან ერთად გადავწყვიტავთ ყველაფერს და აღარაფერს არ ვეტყვი ცივად მიშკას. ვაფშე ჩვენთან ერთად იდვიჟენიოს ხოლმე.
-მართლა?
-მართლა-მაკოცა და გავიდა და მიშკასთან მივიდა. ვაიმე ცხოვრებაში ერთხელ რაღაც დამიჯერა. დიდი იმედი მაქვს შემდეგზეც რამეს გაიგებს ტკბილი ლაპარაკით. ცოტახანში ექიმი შემოვიდა და მას ირაკლი შემოყვა.
-თქვენი ანალიზის პასუხები მოვიდა.
-ირაკლი მარტო ხომ არ დაგვტოვებდით?
-არა ექიმო იცის უკვე ბავშვზე.
-ა, კარგით. ბავშვის დატოვება თქვენთვის ძალიან სარისკოა, შეილება თქვენმა ორგანიზმა საერთოდ ვერ გაძლოს და... შემდეგ...
-მოიცა რაა?!! რას ქვია ორგანიზმა ვერ გაძლოს?
-არა, ექიმო...
-მაშა ხმა ჩაიკმინდე!
-მე.. დაგტოვებთ-ექიმი ოთახიდან გავიდა.
-რას ქვია ორგანიზმმა ვერ გაუძლოს? დროზე ამოიღე ხმა!!!
-აუ არაფერი, იგულისხმა როდესაც იმშობიარებო მემგონი.
-მაშა მერამდენეჯერ უნდა მომატყუო?!!! ეხლავე აბორტს იკეთებ.
-რა აბორტს შენ ხო არ შეიშალე?!!
-რა მე ხო არ შევიშალე, სიკვდილი გინდა გოგო? ბავშვი მერეც გეყოლება, მოძლიერდები და 2-3წელში ვნახოთ.
-მე ჩემ ბავშვს არ მოვკლავ!!
-მაშინ შენი ბავშვი იზამს მაგას!
-გაეთრიე და აღარ დამელაპარაკო, გაეთრიე!!!!-ცოტაც და ალბათ ყვირილისგან ხმა ჩამიწყდებოდა.
-წეღან ბოდიშები გიხადე, ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც გინდოდა, მე ვიყავი დამნაშავე ვითომ რომ ყველაფერს შენ დაუკითხავად ვაკეთებდი. ეხლა კიდე შენ გადაწყვიტე ყველაფერი ესე ადვილად ისე რო მე არც მკითხე!!
-და აზრი? მე ვიცოდი შენი პასუხი, ყველას პასუხი ზეპირად ვიცი. ნახევარზე მეტს პირზე აბორტი გაკერიათ მარა მე ამას არ ვიზამ თქო!!
-მაშა, შენ რომ დაგკარგო მე თავს მოვიკლავ.
-ბავშვებს ვერ დატოვებ.
-და შენ რა გგონია როგორ მეყვარება ბავშვი როდესაც მეცოდინება რომ მის გამო მოკვდი?
-ნუ ლაპარაკობ ეგრე!!! მე შეილება ავარიაში მომშლოდა მუცელი მაგრამ არ მომეშალა. ორი წუთით მაინც დაფიქრდი იქნებ ღმერთი მფარველობს? იქნებ არ უნდა მოკვდეს ეს ბავშვი?!!! არა, არა! გესმის ჩემი პასუხი?! მე ბავშვს არ მოვკლავ.
-ყოჩაღ ბელა, გააგრძელე შენი თავის მსხვერპლად მოჩვენება, ვნახოთ სანამდე გასტანს.
-შენ ბავშვი საერთოდ არ განაღვლებს ხო? სუ ფეხებზე გკიდია?!!! ეგრე რომ გვემსჯელა ლაშაც არ უნდა გაჩენილიყო!!!
-ლაშაზე ექიმები არ ამბობდნენ ან ბავშვი მოკვდება ან დედაო!!! მაშ, გევედრები გონზე მოდი, გესმის? ლაშას ტოვებ, შენ მშობლებს, მე, შენ ძმას. მზად ხარ ამისთვის? მერეც გეყოლება ბავშვი, თუ გინდა 4,5... მაგრამ ეხლა არ არის მაგის დრო. ვერ გადაიტან.
-და მერე გადავიტან?!!!
-მაშ, ჩემო ცხოვრება...
-არა, არ გაბედო! არც დაიწყო. მე არ შევიცვლი ჩემ აზრს-ოთახში მიშკა და ქეთა შემოვარდნენ.
-რა გაყვირებთ მთელმა საავადმყოფომ გაიგო ყველაფერი თქვენ ცუდად ხომ არ ხართ?
-გადით და მაცადეთ ორი წუთი!!-დაიღრიალა ირაკლიმ.
-ირაკლი, მაშასთვის ნერვიულობა არ შეილება გავიდეთ ორი წუთი-მიშკამ ხელი მოკიდა ირაკლის და ახლა ესენი გავიდნენ.
-ყველაფერი მოისმინე?-ცრემლები მოვიწმინდე და ქეთას შევხედე.
-კი. რატომ არ მითხარი?
-და რომ მეთქვა? რას იზამდი? შენც უეჭველი პირზე აბორტი გაკერია.
-მაშ... ეს არ არის საუკეთესო გამოსავალი.
-და შენ გგონია მე არ ვიცი.
-არავინ არ დაგადანაშაულებს თუ შენ ბავშვს...
-მე ჩემ შვილს არ მოვკლავ.
-ჯერ ადრეა, ჩანასახიც ძაან პატარაა, სანამ დროა. ის და ვერც შენ ვერაფერს ვერ იგრძნობთ.
-ქეთა, თუ კიდე რამეს იტყვი აბორტზე შეგილია ირაკლის გაყვე. სუ რო ქვების სროლა მომიწიოს და ყველასთან დაშორება მე ამ ბავშვს გავაჩენ.
-და ლაშაზე არ ფიქრობ?
-ლაშაზე რომ ვფიქრობ იმიტომ ვაკეთებ ამას.
-არა, შენ შენ თავზე ფიქრობ.
-აჰა, კიდე ჩემ თავზე ვფიქრობ. ჩემ თავზე რომ ვფიქრობდე პირდაპირ აბორტს გავიკეთებდი.
-არა, შენ მოგწონს მსხვერპლად თავის მოჩვენება.
-არა, სერიოზულად დავიღალე. შენ მოკლავდი შენ შვილს?!!! ქეთა აბა მიპასუხე, რას იზამდი ჩემ ადგილას, მოკლავდი?!!!
-მე... არ ვიცი...
-ხო, გამარჯობა. იგივეს ვაკეთებ მეც! ვიცავ ჩემ შვილს და ეს არავის არ ესმის. ქეთა ამაზე სიტყვაც რომ დაგცდეს კოტესთან არ გაპატიებ.
-კოტემ არ იცის?!!
-არა და კოტე ირაკლიზე უარესს გამიკეთებს, არ გაბედო. გევედრები არაფერი არ გააკეთო. 3თვე მაცადე, მხოლოდ 3თვე მერე ვისაც გინდა იმას უთხარი.
-მერეც შესაძლებელია აბორტის გაკეთება.
-მაგრამ სარისკოა და არავინ გარისკავს ჩემ სიცოცხლეს.
-მაშ, მე კოტეს ვერ მოვატყუებ.
-ერთხელ გაპატიე უკვე ეგეთი რამ, მეორეჯერ არ ვაპირებ.
-და შენ გგონია კოტე გაპატიებს?
-არც ირაკლი მაპატიებს. მაგრამ ლაშაც არ მაპატიებს რო გაიზრდება და გაიგებს რომ დედამ და ან ძმა მოუკლა.
-არც არის აუცილებელი ლაშამ იცოდეს.
-ქეთა, მესმის არ გინდა რამე მომივიდეს მარა ეს ჩემი არჩევანია.ვერავინ ვერაფერს მე ვერ დამაძალებს. სიტყვას დაძრავ ვინმესთან და ლაშას და ამ ბავშვს გეფიცები ცხოვრებაში ხმას არ გაგცემ.
-კარგი.
-დამპირდი.
-გპირდები.
-კაი.
-მარა მაინც უნდა გეთქვა ირაკლისთვის.
-ხო ნახე რეაქცია? ვიცოდი რო ესეთი იქნებოდა, ალბათ ბოლოს ჯანჯღარით მომკლავდა მიშკა რო არა.
-ძაან უყვარხარ.
-ვიცი.
-შენ?
-მეც მიყვარს.
-აბა რატო შორდები ესე ადვილად?
-როდესაც ბავშვი დაიბადება შევურიგდები.
-იმედი გაქვს რომ...
-მაქვს, ან თუ არადა ბავშვი მაინც იცოცხლებს.
-და დაუშვად ბავშვი ვერ გადარჩა შენც მოკვდები და ისიც მერე აზრი?
-ბავშვი შეილება აქამდეც მომკვდარიყო და ეს ირაკლიმაც იცოდა, უბრალოდ პატარა დეტალი დავუმალე.
-პატარა დეტალს ეძახი ამას?
2საათზე მეტი მელაპარაკა ქეთამ და როდესაც მიხვდა რომ ვერაფერს ვერ გახდებოდა გავიდა. ირაკლის 2კვირა არ ვუნახივარ. არც მოდიოდა, არც მირეკავდა, არ მწერდა, რამდენჯერ ვკითხე ჩუმად ხომ არ მოდის ან რეკავს თქო მარა არაო მითხრა. ოთო ორჯერ ვნახე თუ სამჯერ ამ კვირაში, მე იმედი მქონდა რომ ირაკლის გამოგზავნილი იქნებოდა მაგრამ არაო. დრო გადიოდა, ნაყოფი უკვე ორი თვის იყო. ცოტაც და ალბათ უკვე მესამეზე ვიქნებოდი. ლაშა საშინლად მენატრებოდა მაგრამ ესეთ მდგომარეობაში... მე და ირაკლის გამო... ვერ ჩამოვიდოდა აქ. ბავშვიც ვეღარ ძლებდა იქ და სკაიფში უკვე ატირებული მელაპარაკებოდა. მალე მისი დაბადების დღე უნდა ყოფილიყო და მემგონი ვერც ვნახავდი. ამდენ ტანჯვას ვერ ვუძლებდი, დამლაპარაკებელიც არავინ მყავდა. ერთადერთი ვისაც ველაპარაკებოდი იყო ბავშვი. დილას, შუადღეს, საღამოს... ზღაპრებს ვუყვებოდი, მე და ირაკლის ისტორიებს... ბავშვი იმედს მაძლევდა და ერთადერთი იყო ვის გამოც ვცოცხლობდი, მის გარეშე საერთოდ მოვკვდებოდი ამ საავადმყოფოში მარტო. მაინც არ დავნებდები და გავაჩენ, მერე ყველაფერი თუ კარგად წავა ირაკლის შემოვირიგებ, მაგრამ მანამდე ესეა საჭირო, მესმის ცუდად არის. დრო საუკეთესო მკურნალიაო, შეილება ეს ასე არც არის. მე დრომ ის ტკივილი ვერ გამიქრო ამ სამი წლის განმალობაში რაც ირაკლის გამო. ვიცი რომ ყველაფერი ჩმი ბრალია, ჩვენი დაშორებაც და მას არც ვადანაშაულებ. ეს ყველაფერი იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. ვფიქრობდი უბრალოდ დაბრუნდება და ყველაფერი დამთავრდება თქო მაგრამ... პირქით ნამდვილი პრობლემები ეხლა დაიწყო. არ ვიცი დიდი იმედი მაქვს რომ მალე მოგვარდება ყველაფერი, შემდეგ კი მე, ირაკლი, ლაშა და ჩვენი ბავშვი ვიცხოვრებთ ერთად როგორც ზღაპრებშია დიდხანს და ბედნიერად, რადგან მე მართლა მეშინია სიკვდილის.
***
ესეც ასე, შეილება სკოლა როდესაც დაიწყება თავები ცოტა დავაგვიანო. თუ ძალიან გავწელე ეს ისტორია მითხარით.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ჯერ არა მაგრამ იმედია არ გაწელავ.იმედია არ მოკლავ მაშას და ძალიან მომწონს ასე რომ იცავს მის შვილს.ველი მომდევნო თავს
--------------------
ლანა

 


№2  offline მოდერი სატი

La-Na
ჯერ არა მაგრამ იმედია არ გაწელავ.იმედია არ მოკლავ მაშას და ძალიან მომწონს ასე რომ იცავს მის შვილს.ველი მომდევნო თავს

დაახლოებით კიდე ერთი ორი თავი იქნება და დამთავრდება.თუ ცოტაა მითხარით და გავზრდი. heart_eyes kissing_heart
--------------------
a.m&m.i

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

სატი
La-Na
ჯერ არა მაგრამ იმედია არ გაწელავ.იმედია არ მოკლავ მაშას და ძალიან მომწონს ასე რომ იცავს მის შვილს.ველი მომდევნო თავს

დაახლოებით კიდე ერთი ორი თავი იქნება და დამთავრდება.თუ ცოტაა მითხარით და გავზრდი. heart_eyes kissing_heart


საყვარელო იმდენად მომწონს შენი ისტორიები რაც დიდს დაწერ,მით უფრო მეტი მინდა იყოს რომ წავიკითხო
--------------------
ლანა

 


№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Ara dzaan magaria . Imedia male gaagrdzeleb. UOmod monwons es istoria da ai dadzabuli vkitxulob. Agar shemidzlia movkvdi amati codvit. Celodebi shemdegs!!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent