შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ისეთი, როგორიც არის (თავი პირველი)


21-01-2017, 21:55
ავტორი მზიანი
ნანახია 1 483

რა არის ჩვენი ცხოვრება? ერთი გარდამავალი წამი, რომელსაც განვიცდით მზის ამოსვლიდან - მზის ჩასვლამდე. სიცოცხლე? სიცოცხლე მაშინაა ღირებული, როცა ხარ ადამიანი, როდესაც გული სავსე გაქვს სიკეთით, სიყვარულით და ბედნიერებით. დედამიწაზე ერთხელ მოვდივართ, ერთხელ ვცხოვრობთ და ვცოცხლობთ ამიტომ უნდა ვეცადოთ ვაკეთოთ სიკეთე, ვტკბებოდეთ თითოეული წამით, შევნატროდეთ ყოველ დღეს და მზეს, რომელიც სიცოცხლესთან ასოცირდება.
მეტი დრო დავუთმოთ საყვარელ ადამიანებს. რა ჯობს მეგობრებთან ან ოჯახთან დროის გატარებას. მთვარიან ღამით, ვარსვლავებით მოჭედილი ცის ყურებას, სიმშვიდის დაუფლებას, ფიქრს და ბევრ ლამაზ ოცნებას.
ოცნება აუცილებელია, კარგი ოცნებები შეიძლება მართლაც ახდეს. ამბობენ, თუ რაღაც მართლაც გულით გწადია, მთელი სამყარო გეხმარება ასრულებაშიო.
და ბოლოს, ვიცხოვროთ ისე, რომ ჩვენი კვალი დავტოვოთ. მნიშვნელობა არა აქვს, როგორი სახით იქნება ეს. მთავარია იყოს და სამუდამო დავიწყებას არ მიეცეს ჩვენი სახელი. მილიონში ერთ ადამიანს მაინც ახსოვდეს ვინ ვიყავით და რა გაგვიკეთებია სამყაროსათვის.


********************************************
დედამიწაზე წვიმა წამოვიდა. ქუხდა და ელვა იკლაკნებოდა მოქუფრულ ცაზე. შავი ღრუბლები მძიმედ დასწოლოდნენ მიწას. ჰაერში სიმძიმის, წვიმისა და მიწის სურნელი ტრიალებდა. სავსე მთვარე ღუბლებში მიმალულიყო, ცაზე არცერთი ვარსვლავი კიაფობდა.
ცამ კიდევ ერთხელ მჭახედ დაიგრგვინა და უცებ წვიმა შეწყდა. აქა - იქ კი მაინც ჟინჟლავდა თუმცა არა უწინდებურად.
ოთხად მოკეცილი იწვა მომცრო ზომის დივანზე და ფანჯრიდან აშტერდებოდა ბუნების მრისხანებას. ეგონა მის ტკივილს ბუნებაც იზიარებდა. დღეს გააცილა საყვარელი ადამიანები ბოლო გზაზე. ენანებოდა მშობლების სხეული ცივი, უთქმელი მიწისთვის. ბოლო წუთამდე ეგონა სიზმარში იყო და სამზარეულოში მოფუსფუსე დედის ხმაური კვლავ გააღვიძებდა დილით, დაახვედრებდა ოხშივარავარდნილ ყავას და სამსახურში უამრავი კოცნით დახუნძლულს გაუშვებდა.
მაღვიძარას საშინელმა ხმამ გააღვიძა, ნელა წამოდგა საწოლიდან. ფეხები ჩუსტებში გაუყარა და ლასლასით გავიდა სამზარეულოში.
-მორიგ ტკივილიან დღეს გილოცავ ელენა. სარკასტულად ჩაილაპარაკა და ყავის მომზადება დაიწყო. რაც იყო იყო. როგორმე უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება, წარსულს ვეღარ დააბრუნებდა. დარდით კი ყოველ ღამე იდარდება, თუმცა დღე ამის დრო არ იყო. სწრაფად უნდა ემოქმედა, რომ სამსახურში არ დაეგვიანა და მისი საშინელი უფროსისთვის სამსახურიდან გაგდების მიზეზი არ მიეცა. თავიდანვე არ მოსწონდა ელენას უფროსი "ბაყაყივით დაჭყეტილი თვალები აქვს და როცა ყვირის მისი წიკვინა ხმა თავს მატკიებსო". მის უფროსს, თენგიზს პატარა ფირმა ქონდა ქონდა ქალაქის მოშორებით. ელენას ფინანსური მხრის მოგვარება ევალებოდა. სწრაფად მოემზადა და ნაცნობ ტროტუარს დაუყვა დაუყვა. მიუხედავად გაზაფხულის მზიანი დღისა მაინც ციოდა. მანტო შეისწორა და სასურველ სამარშუტო ტაქსს ელოდებოდა, როდესაც დიდი სისწრაფით მიმავალმა მანქანამ გუბეში დაგროვილი წყალი გადაავლო. თავდაპირველად ვერ გაიაზრა რა მოხდა, ფიქრებიდან მანქანის ბორბლების ღრჭიალმა გამოიყვანა. ახლა კი ნამდვილად გაწეწავდა მანქანის პატრონს, სახეზე გეგონება ცეცხლი წაუკიდესო ისე აპილპილდა. მანქანიდან ახალგაზრდა, დახვეწილი მამაკაცი გადმოვიდა. აშკარად არ ჩანდა შეწუხებული თავისი საქციელის გამო.
-ნორმალური თუ ხარ? მაშინვე შეტევაზე გადავიდა ელენა. შენს გამო თუ სამსახურიდან გამომაგდეს ჩათვალე მკვდარი ხარ, გაიგე? თვალები რამის ბუდიდან გადმოუცვივდა, აქეთ - იქით იქნევდა ხელებს და მამაკაცის გამყინავ მზერაზე უფრო ეშლებოდა ნერვები.
-რა გაწიკვინებს. მადლობა თქვი, რომ საერთოდ გავაჩერე. ჰმ, არც მაგის ღირსი ყოფილხარ და კიდევ ერთი, მე არ მეხება შენი სამსახური და პრობლემები. სარკასტულად, ამავ დროს ირონიულად წარმოთქვა მამაკაცმა, ცხვირი აიბზუა, მანქანაში სასურველი ადგილი დაიკავა და სწრაფად მოსწყდა ადგილს ისე, რომ ელენას სიტყვის თქმაც აღარ აცალა.
-უცხვიმპირო, იდიოტი. როგორ გამიბედა, როგორ. ახლა რა უნდა ექნა? სახლში დაბრუნებულიყო, გამოეცვალა უეჭველად საყვედურს აიკიდებდა ან ყველაზე უარესი, გამოაგდებნენ. მერე რა უნდა ექნა? რით უნდა ეცხოვრა? უფროსს ისედაც არ მოსდიოდა თვალში და ახლა ეს, მაგრამ ასე გალაფული და ბინძური ხომ არ წავიდოდა სამსახურში? ისევ გამოცვლა არჩია და ჩქარი ნაბიჯით გაემართა სასურველი ბინისაკენ.
რაც ხელში მოხვდა სწრაფად გადაიცვა, ტაქსი გააჩერა, მისამართი უკარნახა და გაბრაზებული მიეყუდა მანქანის საზურგეს. მძღოლიც როგორი უჟმური სახით უყურებდა. არა აშკარად რაღაც დავაშავე, შეიძლება ყველაფერი ასე უკუღმა მიდიოდეს დილიდან? - ფიქრობდა და თან გულში ილანძღებოდა.
როგორც იქნა მიაღწია სამსახურამდე, მძღოლს სწრაფად მიაყარა ფული და თითქმის სირბილით გაემართა ოფისისაკენ.
მიმღებში მდგარი გოგონა ღიმილით წამოვიდა მისკენ.
-როგორ ხარ? რატომ დააგვიანე? მოგკლავს, დილიდან საშინელ ხასიათზეა. სწრაფად მიაყარა ეკუნამ და პასუხის მოლოდინში გაისუსა.
-საშინლად. ახლა მითხარი სად არის ჩვენი ძვირფასი უფროსი, თენგიზი?
-თავის კაბინეტშია, დილიდან შენ გკითხულობს. ყური მოვკარი შემთხვევით, ამბობდა შტატები უნდა შევამციროო, ვერ ქონია ფირმას კარგად საქმე.
ელენა დაძაბული უსმენდა. თავში ათასმა აზრმა გაუელვა. იქნებ სამსახურიდან გაეგდო თენგიზს? მერე რა იქნებოდა? როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება? სწრაფად გააქნია თავი სულელური აზრების გასაფანტად და ზანტად წავიდა უფროსის კაბინეტისკენ. კარებზე მორიდებით დააკაკუნა. მაშინვე მოისმა თენგიზის წიკვინა ხმა ოთახის სიღრმიდან
-შემოდით!
ელენას რაღაც მძიმედ გასწიწკნა გულში და კარები გაუბედავად შეაღო.
-მოდი! დღეს მნიშვნელოვანი საუბარი გველის. ელენამ მძიმედ ამოიოხრა და იქვე მდგარ სკამზე მოწყვეტით დაეშვა.



მოგესალმებით! ეს ჩემი პირველი ისტორიაა ამ საიტზე. იმედია მოგეწონებათ <3
P.S. საცდელი თავია



№1  offline წევრი LSD

Sainteresoa imedimakvs ufro gazrdi tavebs ❤❤ ecade ro meti dialogebi ikos ❤❤ pirveli sitoriistvis kargia dzaan ❤❤ veli shemdges warmatebebi❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent