შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანამ სიცოცხლე ჩემი ვალია (სრულად)


29-01-2017, 18:17
ავტორი mariamgg
ნანახია 2 953

ვზივარ. ვუყურებ ვარსკვლავებს. რა ლამაზია არა ღამე? თითქოს არავინ გიშლის ხელს ბედნიერებაში.. უბრალოდ ზიხარ და უყურებ ცას, რომელიც უმანკოებითაა სავსე. ვარსკვლავები...
(5 თვით ადრე.) 16 იანვარი
- შეგიძლია ცოტა მალე ადგე?
-კი კი ახლავე.
-ხოდა ადექი და წადი სკოლაში.
თავს ძალა დავატანე და გამოვძვერი ჩემი ყუთიდან. ავდექი , ჩანთა ჩავალაგე და სკოლისკენ წავედი. მივდივარ. ვფიქრობ. რატომ მაქვს ასეთი ცხოვრება? არ შეიძლება, ერთ დღეს გავიღვიძო და ბედნიერი ოჯახი მქონდეს, ისეთივე ბედნიერი როგორც თითქმის ყველას აქვს. ნელა მივაბიჯებ და ვხვდები ჩემ უსუსურობას... არ ვიცი ამდენს როგორ ვუძლებ. ამაზე არასდროს მიფიქრია. ახლა მხოლოდ იმას ვნატრობ , ამ ღამით დედაჩემი არ წავიდეს და მარტო არ დავრჩე სახლში. მე ხომ უმწეო,პატარა არსება ვარ.. მიუხედავად დედაჩემის ფსიქოპატობისა მაინც ყველაზე მეტად მიყვარს. ის თითქმის ყოველდღე მთვრალი ბრუნდება სახლში და ყველაფერს ამტვრევს. მამაჩემის გამო... მხოლოდ მამაჩემის არაკაცობის გამო იქცევა ასე. მიგვატოვა... მიგვატოვა მე და დედა... იმის მერე ყველაფერი , საერთოდ ყველაფერი შეიცვალა....
-გამარჯობა მას.
-გამარჯობა ნინი საყვარელო.
ჩუმად დავიკავე ჩემი ადგილი და კვლავ ჩემი კლასელების სიცილი დავინახე. „ფუუ, რა აცვია’’
ვიცი, სხვანაირი რომ ვიყო , ამაზე გავბრაზდებოდი მაგრამ არ შემიძლია. უკვე მივეჩვიე. სკოლაში მთელმა დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა. სახლში წავედი და მეცადინეობას შევუდექი. შუქი არ გვაქვს და ვეცადე სწრაფად მემეცადინა, რომ არ დამღამებოდა. დედაჩემს ეძინა.. მინდოდა მივწოლოდი, ჩავხუტებოდი და მეკოცნა, მაგრამ მეშინოდა, მეშინოდა რომ დამარტყამდა და ძალიან მეტკინებოდა გული. თვალზე ცრემლი ჩამომიგორდა და მკლავით მოვიწმინდე. მხოლოდ დავჯექი ფეხმოტეხილ ტაბურეტკაზე და ისევ ჩემ ცხოვრებაზე დავიწყე ფიქრი.... რა მოხდება რომ გავქრე? არ შეიძლება? ნუთუ 15 წლის ასაკში ამდენის ატანა ჩემი მოვალეობაა? მეცოდება ჩემი თავი, მაგრამ იმედს არ ვკარგავ. ვიცი რომ ოდესმე ყველაფერი კარგად იქნება...
-მარი მოხვედი?
-კი მოვედი დედა .. დიდი ხანია
- წავალ და მალე მოვალ.
-კარგი დე..
მინდოდა მეტირა... და ამ ტირილით ყველაფერი მეთქვა, რამდენი ხანია ამას ვცდილობ მაგრამ ვერ ვტირი, გული ქვად გადამექცა. დედაჩემი მენატრება. მენატრება სითბო, სიყვარული. დღეს კი მხოლოდ დამცირებას ვიღებ. როგორც ყოველ ღამით დღესაც მოვა დედა მთვრალი, ძლივს იდგება ფეხზე. ხელიდან მეცლება, ყოველი დღე უარესობისკენ მიდის.
სახლში მარტო დავრჩი და ძილი გადავწყვიტე... ღამით რაღაცის ჩამსხვრევის ხმამ გამაღვიძა. გავვარდი გარეთ და დედაჩემი დავინახე, სისხლში ამოსვრილი.
-დედააა!!! დედააააააა რამოხდა?????? დედააააა როგორ ხარ?
ნაჭრის ნაკეცი დავასველე და შუბლზე დავადე. ხმას ვერ იღებდა.
-დეეეე, გთხოვ ხმა გამეციი ძალიან გთხოოოვვვ
ბოლო ხმაზე ვყვიროდი. ბოლოს მეზობელმა გაიგო , გააღო მოჭრიალე კარი და შემოვიდა.
-რახდება ნინი გენაცვალე?
-არვიცი მარინა დეიდა , მეძინა და უცბად მოხდა ეს ყველაფერი.
გული ყელში მებჯინებოდა და აღარ ვიცოდი რა მექნა. მარინამ სასწრაფოში დარეკა და დედა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსსგავსა, ოღონდ ცოტა უფრო რთული ფორმით. ყოველდღე სკოლის მერე დედასთან მივდიოდი და ვუყურებდი მის ტანჯვას... ასე გავიდა ორი კვირა. ჩემ ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა, თითქმის ყველაფერი ისევ ისეა, მაგრამ ერთი განსხვავებით : მე საავადმყოფოში ვათენებ ღამეებს. მეშინია სახლში მარტო დარჩენის. ღამე ჩუმად ვიღვიძებ და დედაჩემს ვაკვირდები. დამაინც რა ლამაზია, ტანჯულ სახეს ავსებს ლამაზი ბაგეები, მინდა მივიდე. ჩავეხუტო მაგრამ არ შემიძლია. ეს მხოლოდ ტკბილი ოცნებაა.... დღეები მიდიან. არაფერი იცვლება.
25 თებერვალი
-გამარჯობა .
-გამმარჯობა.
-რა გქვია?
-ნინი შენ?
-მე თეკლა..
-სასიამოვნოა
-ჩემთვისაც საყვარელო
გამიღიმა და დიდხანს მაკვირდებოდა ახალი კლასელი. შეიძლება ერთადერთია, ვისაც არასდროს დაუცინია ჩემთვის.
-შეიძლება შენზე უფრო მეტი გავიგო?
- მარიამი მქვია ბიბილაძე ვარ, სახლში მე და დედა მარტო ვცხოვრობთ , მაგრამ ახლა საავადმყოფოშია და ღამეებს მასთან ვატარებ.
-ვაიმე მართლა? და რა მოუვიდა დედაშენს?
-გრძელი ისტორიაა და არ ღირს მოყოლა ..
თვალზე ცრემლი ჩამომგორდა, მაგრამ ვეცადე არ შემემჩნია.
-კარგი ბოდიში.
-არა რას ამბობ .. რისი ბოდიში
- შეიძლება დღეს ჩემთან წამოხვიდე?
-არ ვიცი. დედაჩემს ღამე მარტო ვერ დავტოვებ.
-არა ღამე არა, ახლა სკოლის მერე და გაგაცილებ.
- არ ვიციი, მადლობა.. (ძალიან გამიხარდა. მეგობარი არასდროს მყოლია, თითქმის სულ ჩემ თავში ჩაკეტილი ვიყავი და ყველასთან ურთიერთობის კომპლექსი მქონდა. ახლაც მაქვს , მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო.)
სკოლიდან გამოვედი და დედასთან წავედი.
-გამარჯობა დედიკო. როგორ ხარ?
-მადლობა საყვარელო, შენ როგორ ხარ?
(ძალიან გავნერვიულდი, ასეთი პასუხი არასდროს მომესმინა დედასგან, თითქოს რაღაც ჭირდა... ეს დღეები სხვანაირად მექცეოდა. )
- კარგად დედი. შეიძლება წავიდე ახალ მეგობართან?
დედამ გამიღიმა და რაღაც აპარატმა წრიპინი დაიწყო.
-დედააააააა, დეეეეეეეეეეე,
მივვარდი და აპარატს ვამოძრავებდი. შემოვიდა ექქიმი და გარეთ გასვლა მთხოვეს.
ვზივარ საავადმყოფოს დერეფანში და ჩემ თავს ვუმეორებ : მაგარი გოგო ხარ ნინი, მაგარი გოგო ხარ ნინი. ცრემლები მომდის, ვერ ვგრძნობ, ვხედავ ჩემკენ მომავალ ექთანს რომელიც დამწუხრებული სახით მოდის. მაშინვე მივვარდი და დავუჩოქე
-ექიმოო(ცრემლებს ვერ ვიკავებ)
-ძალიან ვწუხვარ საყვარელო
-არააააააააააააააააააააააააააააააააა (ბოლო ხმაზე ვკივივარ და ვიკეცები). დედააააააააააააა არააააააააააააა ძალიან გთხოვ დედაააააააააააა......
1 კვირის შემდეგ
ყველაფერი შეიცვალა.. ხო ხო, სულ ყველაფერი ..... თითქოს სულის ნაწილი მომწყდა და დედას გაჰყვა. ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. როგორ მენატრება! მისი თვალები. ყველაფერი მენატრება. ყველაფერს დავთმობდი,კიდევ ერთხელ რომ მენახა მაგრამ არა.... ეს რეალობაა. მე ვქმნი ფიქრებში ილუზიას, რომელიც მხოლოდ მე მგავს. ვხედავ ვიწრო ხიდს, რომლის ორივე მხარეს გადასავარდნია. მივდივარ. მივდივარ შორს, მივდივარ გაუჩერებლად, გარშემო ყველაფერი თეთრია.....
ვერ ვხვდები, რატომ არის ეს ცხოვრება ჩემთვის ასე მკაცრი? მე მეტი აღარ შემიძლია. ყოველ ღამე ვლოცულობ დაწოლის წინ და ვიცი დედა ჩემთანაა, ჩემ გვერდზეა, აი ზუსტად ვიცი.
2 კვირის შემდეგ
-ნიი საყვარელოო , გამოდი აქეთ რამეს ვუყუროთ
-მოვდივარრ თეკლა,
დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ, თეკლასთან გადავედი საცხოვრებლად. ეს რაღაც შეუძლებლად გეჩვენებათ ხომ? მეც... მისმა მშობლებმა ისე თბილად მიმიღეს, ჩემი თავი აქ ვიპოვე მეორედ.
ოთახში გავედი და თეკლას ჩავეხუტე. ძალიან მიყვარს ... ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი გოგოა. ყველაფერში მამხნევებს. თითქოს ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ მიდის.
-გოგო ხვალ ვისი დაბადების დღეა გახსოვს?
- კი , ჩემო სიხარულოო შენი..
-აჰამმ აუ არვიცი რატომ მაგრამ ცოტას ვნერვიულობ, მამას თანამშრომლებს მოყავთ შვილები.
-რაა? შენ დაბადებისდღეზე მამაშენი რა შუაშია?
- არვიიცი გოგო ასე მითხრაა. აუუმოკლეთ არვიცი რაა ..
მეორე დღე
ჩემი თავი ასე ლამაზად პირველად ვნახე. თეთრი , სადა კაბა მაცვია და მხოლოდ ცოტაოდენი ტონალური და ტუჩის რაღაცაა. ასეთი რამეები არასდროს მინახავს. აა ხო არც დამსიზმრებია.
-რა ლამაზი ხარ ნინიი
-შენზე ლამაზი არავინაა.
ოთახში ვიყავით , როცა მარიკა შემოვიდა
-გოგოებოო, სტუმრები მოვიდნენ.
-ვაა ჰალილუიააა
-(პანიკურად ვიცინი)
გავედით მე და თეკოო და ეს რაიყოო დედააა...
-ვაიმეე რამდენიხალხია რაჯანდაბაა ეს?
-აქ არ დამეკარგოო გოგო
-აუუ ღადაობ? ვაიმეე ნინი იმბიჭს შეხედე
-ვისაა?
-შავიიპალტო რო აცვია
-შავიპალტო ბევრს აცვიაა იდიოტო
-აუუუუ წამოო გაჩვენოო
-ნუ ცანცარებ დადაეტიე აქქ გოგო
მაინც წამათრიაა და დამაყენა იმ ბიჭის წინ
-გამარჯობააააა
-გამარჯობა.
-მეტი ცივად არ ჯობდა? (თეკო)
-უკაცრავად?
-არაფერი , მადლობა მოლოცვისთვის
-უი ხო მართლა გილოცავვ.
-მიცნობ?
- არა მაგრამ მაინც,.
-ა კაი.
თეკოს ხელი მოვკიდე და ოთახში შევათრიე
-გოგო კრეტინიხარ?? (სიცილით ვკვდები)
-რაგინდაა გოგოოო?ფუუ რა უზრდელიაა. რაარიიუიმეეე
-კაი რაა თეკოოო მივარდი ეგრევე და უზრდელი იქნებოდა აბა
-აუკაირაა . არადა რასაყვარელია..
-ჰჰჰჰჰ საყვარელიარა ისსკიდე
-მოიცანინი ?
-რაგინდა?


-რატომ გაწითლდი?
-აუუუ ნუ დაიწყე დებილობები რა გავწითლდი,უიმეე
-კაიი წამორაგავიდეთ აქ რა მინდა? დაბადების დღე მაქვს იდიოტო და ოთახში ვიყო?
-არ გაბედო რაღაც დებილობები თორე მოგკლავვვ.
- ეგ მევიცი..
გავედით გარეთ, არ ვიცოდიი სად უნდა წავსულიყავი და უბრალოდ სკამზე დავჯექი კუთხეში.
-რა საყვარელი ხარ.
-მეე?
-ხო შენ. რაიყო გაგიკვირდა?
-არა.. უბრალოდ .. (ცოტა გავწითლდი , ასეთი რამ არასდროს არ უთქვამს ბიჭს ჩემთვის, ან სად უნდა ეთქვა, ან ვის... )
- რა უბრალოდ?
-არა , არაფერი მადლობა დიდი.
ცხოვრებაში ასეთი მომენტი არასდროს მქონია. ისე მიყურებდა თვალებში, ისე ღრმად, ჩემ გულამდე ჩავიდა და წარსულისგან გაცივებული გული სითბოთი ამივსო.
- არ გინდა , ცოტახანი გარეთ გავიდეთ?
-არა იყოს მადლობა.
-კაი ეხლაა, კაი ნუგეშინია ...
-არ მეშინია არაფრის, უბრალოდ ცივა გარეთ
-არაუშავსს.
თითქოს მე არ მეხებოდა ისე მომკიდა ხელი და გამიყვანა გარეთ.
ღამეზე ვგიჟდები. შემიძლია დაუსრულებლად ვისეირნო ღამით და ვუყურო ცას. ცაზე ერთი ვარსკვლავი მუდამ მხვდება თვალში. დედაჩემის ვარსვკლავი. ყველაფრის დავიწყებას ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. მინდა მთლიანად დამავიწყდეს ჩემი წარსული. მაგრამ არ შემიძლია. ვსეირნობთ გარეთ და თვალიდან ცრემლი მომდის. უცნაური ჟრუანტელი მივლის, არც სიცივის, არც უხერხულობის . მრცხვენია, გარეთ გავყევი ისეთ ბიჭს , რომელსაც არ ვიცნობ. აქამდე არასდროს მყავს ნანახი. არც სახელივიცი.
-ისე ვიცი ამ დროს საშინელი კითხვაა მაგრამ რა გქვია?
-(სიცილით მოკვდა)
- რა გაცინებს?
-არაფერი, ლამისაა შემოვიარეთ მთელი ქალაქი და ჩემი სახელი არ გიკითხავს ნინი.
-მაპატიე , მაგრამ იმაზე ბევრად მნიშვნელოვანი საფიქრალი მაქვს, ვიდრე შენი სახელია.
-უი უი სად შეგვიძლეა?!
-(ჩამეღიმა)
-კაიხოო ნიკა მქვია. სასიამოვნოაა. სამწუხაროდ შენი სახელი ვიცი უკვე.
-სამწუხაროდ რატომ??
-არა დაიკიდე.
-კარგი. (თავი ჩავღუნედა ჩუმად გავიღიმე)
-ისე არავის უთქვამს რა საყვარელი ხარ??
-კი წეღან მითხარი შენ.
-აჰაჰა არა, ჩემ გარდა.
-არ ვიცი არამგონია.
ისე ახლოს მოვიდა ჩემთან, მის სურნელს ვგრძნობდი ... თვალებშვი ვუყურებდი და უცნაური გრძნობა მქონდა. თითქოს რაღაც მიზიდავდა... გამახსენდა რომ ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე, ღამის 12 საათზე, უცნობ ბიჭთან ერთად გარეთ ვიყავი გამოსული და რაღაცამ გამაჩერა. გამოვეცალე მის არაამქვეყნიურ ცისფერ თვალებს და სახლში შესვლა ვცადე, როცა ხელი მომკიდა და თავისკენ მიმიზიდა.
-არ წახვიდე გთხოვ.
-რაა რატომ?
-არ წახვიდე რომ გეუბნები, ასეთი შანსი მეორედ აღარ გექნება.
-მოიცა რაა? რა შანსი? რეებს მიედ მოედები პირველად გნახე და უნდა გენდო კიდევაც?
-შენ უკვე მენდე.
სათქმელი არაფერი მქონდა და უბრალოდ მის მკლავებში თავი კომფორტულად მოვათავსე.
-წავიდეთ გთხოვ.
-ცოტა ხანიც ვიყოთ ნიკუშა, ნახე რა ლამაზია ცა.
-აჰამ. შენსავით
(ლოყები გამიწითლდა და გამიმართლა რომ ღამე იყო)
-კარგი, ახლა წავიდეთ.
ხელი ჩავკიდე და სახლისკენ წავედით.

-შენ გოგო სულელი ხარ?
- რაგინდა ნინი?
-სად ჯანდაბაში იყავიი? გამისკდა გული. აღარ დაგინახო მეორეედ ღამე გარეთ გახვიდე. ვინმემ რომ მომტაცოს შენი თავი მერე მე რაღა ვქნა?
-ნინი... ნუ ბოდავ რაღაცეებს წამო მშია და რამე ვჭამოთ.
-კაი წამოოოო .

<<მეორე დილა>>
-თეკოო გაიღვიძეე რა
-რა გინდაა იდიოტოო
-შეგიძლია ტელეფონი გამომიტანოო? დედაშენის ოთახიდან გოგო ღამე იქ დამრჩა.
- აუუ დამაცადე რაა მისკდება თავიი.
-აუუ თეკკო გთხოოვ და რაღაცას მოგიყვები.
-უიმეეე დამაცადე ორიწამი კაიხოო
-მიდიი სიხარულო
საწოლზე ვიწექი და რაღაც სასწაული წინათგრძნობა მქონდა, თითქოს არ მავიწყდებოდა ნიკუშას წყლიანი, ლურჯი თვალები. პირველად საშიში მაგრამ შემდეგ იმდენად სასიამოვნო, მოგინდება დღე და ღამე უყურო.
-გოგო ნარეკებია და ვინარის?
-მოიცა რაა?
თეკომ ტელეფონი მომიტანაა და უცხო ნომრის ნარეკები ვნახე. გარტყმაში არ ვიყავი ვინ იყო ..
-გოგო ეხლა მოკეტე ორიწამი დავრეკავ და ვნახოთ ვინაა რა
-აუ ნიი ჩქარა მოყევი გუშინ სადიყავი
-ეხლა გაგახსენდა?
-ჩქარა მეთქი თორე ბალიშს გესვრი...
-გოგოო ხოიცი შენრო თქვი რა საყვარელი ბიჭიაოო
-აუუუ უეჭველი ვიცოდიი
-რაიცოდი გოგო დამაცადე მოყოლა აბა.
-ხო ხომიდიი
-გოგო გამიყვანა გარეთტ ნიკუშა ქვიაა, ვაიმეე იცი რასაყვარელია?
-მე გეუბნებოდი შეენნ მერეე?
-აუურავიიიგოგო ძაან მომეწონაა და მგონი ეგარის. აბა ორიწამი დავრეკოთ.
ნომერი ავკრიბე და სპიკერზე ჩავრთე. თეკოს ეცინებოდა როცა ბოხმა ხმამ აიღო ტელეფონი.
-გამარჯობა, თქვენი ზარი იყო შემოსული და რომელი ხარ?
-ნიი შენხარ?
-კი მე ვარ და რომელიხარ?
-ნიკუშა ვარ გოგო რა დაგემართა
არ ვიცოდი რა უნდა მექნა და ტელეფონი გავთიშე.
-შენ გოგო დებილიხარ?
-რატო გაუთიშეე ...
-აუუ თეკო არვიციიი დაიცა რეკავსს.

-ხო ნინი რაიყო?
-არაფერი რატო მირეკავდი თქო.
-აა რავი დღეს გცალია?
-გააჩნია რისთვის.
-გამოგივლი და გავიაროთ ღამე არ გინდა?
-არ ვიციი. ვნახოთ.
-კაი დაგირეკავ საღამოს პატარა.

აღარაფერი ვუთხარიი გავთიშე ტელეფონი და თავზე ბალიში დავირტყი.
-ვაიმეეეეე ნინი არმჯერააა. პაემანზე დაგპატიჟა?
-აუუ მოკეტე ეხლაა
-აუუპროსტაა რააა
-აუ რა საყვარელიიაააა.
-წამო გავიდეთ მშია და მერე ვიმეცადინოთ..
-რადროს მეცადინეობაა ნინი ვერხაარ?
-რატო რაგინდა?
-გოგო წიმპაწიურმაა ნიკოლოზმა დაგპატიჟა სასეირნოდ და შენ მეცადინეობას აპირეებ?
-უიმეე ნუხარ შტერიი
-მხოლოდ შენსმერე საყვარელო.

მთელმა დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა მაგრამ ერთი განსაკუთრებულობით: მთელი დღე ველოდებოდი ნიკუშას ზარს მაგრამ არ ჩანდა. რაუნდა მექნა? უბრალოდ შევეცადე დამევიწყებინა და ჩემ თავს დამნაშავედ ვთვლიდი. რა დებილი ვარ. როგორ დავუჯერე ერთი დღის გაცნობილ ბიჭს. ჩემი თავი პრინცესა მგონია ალბათ არა? ოთახში ჩავიკეტე და გეოგრაფიის წერა დავიწყე.
-ნიი არ დაურეკია ნიკუშას? (შემოვიდა თეკო)
-არა და იმედია არც დარეკავს.
თეკო მომიჯდა გვერდზე, ცრემლები მომწმინდა და მითხრა
-გიყვარს.
-რაა? რანაირად უნდა მიყვარდეს ერთი დღის გაცნობილი ბიჭი?
- გიყვარს.
-არა თეკო არააა ( ტირილს ვუმატე)
-დამშვიდდი გთხოვ. აუცილებლად დაგირეკავს.
-არ ვიცი.. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ რატომ ვარ ასეთი დებილი.
-ნინი დებილი არ ხარ. ყველაზე საყვარელი და მგრძნობიარე ხარ და თუ ცოტათი მაინც გიყვარვარ გაჩერდიი.
-(ცრემლები მოვიწმინდე და ვეცადე თავი დამეწყნარებინა)
-კარგი გოგო ხარ! მეც ცუდად ვარ დილიდან. დედაჩემმა და მამაჩემმა იჩხუბეს.
-ისეევ?
-ხო ნინი ისევ. მეტი აღარ შემიძლია, თითქოს მამაჩემი შეიცვალა ეს კვირა. სულ სხვანაირად იქცევა. სახლში გვიან მოდის. დედაჩემიც ყოველ ღამე ტირის.
-აუ ნეტა რა ხდება?
-არ ვიცი ნინი და მეშინიაა ...

მთელი ორი დღე მე და თეკო ვუყურებდით გიორგი ბიძიას(თეკოს მამას). ვუთვალთვალებდით. საეჭვო არაფერი შეგვიმჩნევია. უბრალოდ მესამე დღეს, როცა მარიკა სახლში არ იყო, გიორგი კომპიუტერზე იჯდა და ყვავილებს უგზავნიდა ვიღაცას.
თეკოს დურბინდი ჰქონდა და ჩავიხედეთ. ვიღაც „ლამარა კერესელიძეს“ დიდ წერილებს წერდა ფეისბუქიდან. ვხვდებოდი რომ რაღაც ისე არ იყო მაგრამ თეკოს არაფერს ვეუბნებოდი.
-აუ ნიი შენი აზრით რა ხდება? მეშინია ძალიან.
-არაფერი თეკოო . რაუნდა ხდებოდესს. დაწყნარდი და პანიკებში ნუ ჩავარდები, როგორც გჩვევია.
-აუ არვიცი რაა.

მთელი დღე თეკოს ვაწყნარებდი. დილით რომ გავიღვიძე ჩემ გვერდით არავინ იწვა. უბრალოდ ბალიშის ქვეშ ფურცელი დავინახე. ხელები ამიკანკალდა და ასოების გარჩევა ვცადე.
„ ჩემო სიყვარულო. ნინი. მეტი აღარ შემიძლიშემიძლია... ყველაფერს ძალიან კარგად ვხვდები. არ შემიძლია დედაჩემის ასეთ სიტუაციაში ყურება. ვიცი ჩათვლი რომ ძალიან სუსტი ვარ და ვერ ვარ შენნაირი მაგარი გოგო მაგრამ მომბეზრდა შენნაირი გოგოს როლის თამაში. შენ ყველაფრის გატანა შეგიძლია. მე-არა. აი ეს განსხვავებაა ჩვენ შორის. დანარჩენი ყველაფერი საერთო გვაქვს. რამდენი რამე გადაგვიტანია ერთად. რამდენჯერ ვყოფილვართ განსაცდელში, მაგრამ არ მიგვიტოვებია ერთმანეთი. შენ გარეშე მე ის გიჟი თეკო არ ვარ. არც ჩემ გარეშე ხარ შენ იდიოტი ნინი. ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ. უკვე გადავწყვიტე. შენ ჩემ გარეშე მოგიწევს ცხოვრების გაგრძელება. ჩემი სულის ნაწილი ხარ. ყოველდღე ვიტანჯები ამ ღალატის ყურებით. ვუყურებ უნამუსო მამაჩემს და ვხვდები რომ ჩემი ადგილი აქ, ამ სამყაროში არ არის. შენ ჩემთვის დაქალზე მეტი ხარ. ჩემი არსება ხარ. ჩემი მეორე „მე“ რომელიც არაამქვეყნიურად მგავს და ყოველთვის იმედს მაძლევს. შენ ჩემი საბოლოო იმედი ხარ. ყოველთვის მემახსოვრები, როგორც სიყვარულის და ბედნიერების სიმბოლო.. ბოლომდე ვერ აგიხსნი ახლა რას ვაკეთებ. უბრალოდ ამ წერილს ვწერ და გიყურებ მძინარეს. ყველაზე მეტად შენ მომენატრები. გთხოვ ჩემზე არ ინერვიულო. ახლა შუბლზე გკოცნი და ბოლომდე ვრწმუნდები იმაში , რომ შენნაირი სხვა არ არსებობს! იცოცხლე იქამდე, სანამ სიცოცხლე შენი ვალია. უბრალოდ ერთს გთხოვ: ნუ დამიკარგავ იმედს, იმედს რომ ხარ!

შენი თეკო“
რა უნდა ვიგრძნო? უბრალოდ ვდგები, თავბრუ მეხვევა, ხელები მიკანკალებს. ვერ ვგრძნობ. ვცდილობ დავწყნარდე. ჩემ თავს ვერ ვაკონტროლებ. ვიცვამ ხალათს , ჩუსტებს და თოვლიან გზაზე უბრალოდ დავდივარ. … რა მოხდა? ვერ ვხვდები. სადღაც მივდივარ, ვუხვევ მარჯვნივ და კარებს ვეჯახები. ცოტა ხანი არაფერი მახსოვს.

თვალებს ვახელ და ვხედავ უსასრულობას, ვხვდები იქ, სადაც სიყვარულმა აზრი დაკარგა. მეგობრობა უსასრულო პრობლემება გადაფარა და ბედნიერება ბანალურად იქცა. მესმის ხმები: „ისუნთქე პატარავ.“ „დედა სად ყავს დაურეკეთ ვინმემ“

ვერა . მე ვერ ვიცოცხლებ. არ შემიძლია იქამდე , სანამ სიცოცხლე ჩემი ვალია.



№1  offline წევრი DevilGirl

ისტორიები სად ქრება?! ვინმემ არ იცით რა ხდებაა? უამრავი ისტორია გაქრააა.

 


№2  offline წევრი mariamgg

Hopeless
ისტორიები სად ქრება?! ვინმემ არ იცით რა ხდებაა? უამრავი ისტორია გაქრააა.

ჩემი ისტორიაც გაქრა და თავიდან დადება მომიწია :)

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Marto istoriebi ki ara shetyobinebebic dabrunda da qulebic xhamomaklda ra xdeba??? sorry for that. Istoria saintereso iyo cota boloshi avirie mara dzalian emociuri da saintereso iuo!!!

 


№4  offline წევრი mariamgg

nawkas12345
Marto istoriebi ki ara shetyobinebebic dabrunda da qulebic xhamomaklda ra xdeba??? sorry for that. Istoria saintereso iyo cota boloshi avirie mara dzalian emociuri da saintereso iuo!!!

მეც მომაკლდა ქულებიც და შეტყობინებებიც . მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent