შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაფერია მარადიული!


29-01-2017, 18:39
ავტორი margaret
ნანახია 1 332

ქალაქ თბილისში ცხოვრობდა ორი რადიკალურად განსხვავებული მეგობარი. ისინი ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს. გოგოს ანი ერქვა, ბიჭს კი ლუკა.
ანის ძალიან უყვარდა ლუკა, მაგრამ თავისი გრძნობების გამხელას ვერ ბედავდა.
ბოლოს როგორც იქნა გადაწყვიტა, რომ ლუკასთვის ყველაფერი ეთქვა. მათ შორის გაიმართა შემდეგი დიალოგი:
ანი: – გიყვარვარ?
ლუკა: – არა!
ანი: – რატომ?
ლუკა: – ალბათ იმიტომ რომ ასეთი გიჟი და გადარეული ხარ!
ანი: – ეს ცუდია?
ლუკა: – ჩემთვის კი!
ანი: – მზად ვარ, რომ შენთვის შევიცვალო...
ლუკა: – მაპატიე, მაგრამ ვერასოდეს შეგიყვარებ..
ანი: – ნუთუ ასეთი ცუდი ვარ?
ლუკა: – ცუდი? არ ხარ ცუდი, მაგრამ მე გიყურებ როგორც დას და როგორც გოგოს ვერ შემოგხედავ...
ანიმ ცრემლები ვერ შეიკავა და სასწრაფოდ იქაურობას გაეცალა. ლუკა კი თავს დამნაშავედ თვლიდა ყველაფრის გამო, ამიტომ ხმის ამოღება ვეღარ გაბედა და დამწუხრებული გაბრუნდა სახლისკენ.
ანის აღარ უნდოდა თბილისში გაჩერება და ამიტომ ბათუმში დეიდასთან წავიდა. პირველი წელიწადი ანისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. მას ეგონა, რომ ამ ყველაფერს ვერ გაუძლებდა. ყოველივე ამას ხედავდა ანის დეიდა მარი, ამიტომ გადაწყვიტა რამე ეღონა. ის ცდილობდა ანის დაახლოებას მის თანატოლებთან, მაგრამ ამაოდ, ანის მხოლოდ ლუკა ახსოვდა. საბოლოოდ მარიმ ანი სამსახურში მოაწყო. თანდათანობით ანი იხსნებოდა და იშვიათად თუ ახსენდებოდა ლუკა. იმ კაფეში სადაც ანი მუშაობდა, ანიმ ერთი ბიჭი გაიცნო, სახელად გიორგი.
გიორგი ლამაზი და კარგი ბიჭი იყო, მაგრამ ობოლი. მშობლები პატარაობიდანვე გარდაეცვალა და მწარე ცხოვრებას მარტო ებრძოდა. ყველაფერს, რაც ჰქონდა თვითონ მიაღწია თავისი შრომით. გიო ფოტოგრაფი იყო. მას ანი ძალიან მოეწონა და შესთავაზა მასთან ფოტომოდელად მუშაობა. ანიმაც უარი არ უთხრა. გიომ მთლად შეცვალა ანი, „ველური“ და „გიჟი“ ანი, ახლა კონკიას უფრო გავდა. რაც მეტი დრო გადიოდა ანი უფრო და უფრო ლამაზდებოდა. მისი თაყვანისმცემლების რიცხვი კი დღითი–დღე იზრდებოდა. მაგრამ მას არავინ არ მოსწონდა. მხოლოდ გიოს მიმართ გრძნობდა ოდნავ სიმპატიას. გიოს კი ანი სიგიჟემდე შეუყვარდა. მისთვის ყველაფერზე იყო წამსვლელი.
გაზაფხულის ერთ მშვენიერ საღამოს, გიომ ანი სავახშმოდ დაპატიჟა, თან გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ანისთვის გაემხილა თავისი გრძნობები. ამ დღისთვის გიო განსაკუთრებულად ემზადებოდა. არ იცოდა საიდან დაეწყო, როგორ დაეწყო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დაიწყო.
_ ან, იცი უკვე ორი წელია რაც გიცნობ და მივხვდი, რომ შენ ის ხარ ვისაც მთელი ჩემი ცხოვრება ველოდი. ბევრი შეყვარებული მყოლია, მაგრამ არცერთის მიმართ არ განვიცდიდი იმას რასაც შენს მიმართ განვიცდი. ყველაზე კარგი და ლამაზი ხარ და ძალიან მიყვარხარ! მინდა გითხრა, რომ იმის და მიუხედავად გიყვარვარ, თუ არა, შენ იცოდე, რომ სიცოცხლეს ბოლომდე მეყვარები. მე არ დაგაჩქარებ! შეგიძლია პასუხი ერთ კვირაში, ერთ თვეში, ერთ წელიწადში, თუნდ ერთ საუკუნეში მითხრა... მე დაგელოდები... და კიდევ! იცოდე, როგორიც არ უნდა იყოს შენი პასუხი ჩვენ მაინც ისევ ისეთ მეგობრებად დავრჩებით. როგორიც აქამდე ვიყავით..
ანი ხმას არ იღებდა. ის დაბნეული იყურებოდა, რადგან თავადაც არ იცოდა რას გრძნობდა გიოს მიმართ..
ერთმანეთს გამოემშვიდობნენ და სახლებისკენ გაბრუნდნენ.. ანი ფიქრობდა რა პასუხი გაეცა გიოსთვის.. ამასობაში გავიდა ერთი კვირა. ანი თითქმის დარწმუნდა, რომ გიო უყვარდა და გადაწყვითა თანხმობა მიეცა.
დაურეკა გიოს და უთხრა, რომ პასუხის გასაცემად მზად იყო.. გიომ შესთავაზა ისევ იმ რესტორანში შეხვედროდნენ ერთმანეთს, ანიც დათანხმდა. გიომ წითელი ვარდები მოუტანა. ანიმაც არ დააყოვნა და დაიწყო:
– გიო! ბევრი ვიფიქრე იმაზე, თუ რას ვგრძნობდი შენს მიმართ და მივედი იმ დასკვნამდე, რომ მართლაც რაღაც გრძნობა გამაჩნია შენს მიმართ, იმას დანამდვილებით ვერ გეტყვი, რომ უკვე მიყვარხარ, მაგრამ ვაღიარებ, რომ შენთან თავს კარგად გრძნობ და მსიამოვნებს შენთან ყოფნა.. დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი შენი შეყვარებული..
– ააან! შენ არ იცი როგორ გამახარე.. აი, აი, აი.. ყველაზე მეტად მიყვარხარ..!
ისინი დიდხანს საუბრობდნენ. როგორც იქნა დაღამდა. ანი და გიო ხელი–ხელ ჩაკიდებულები მიუყვებოდნენ ბათუმის განათებულ ქუჩებს.. გიო განსაკუთრებით ნერვიულობდა, არ იცოდა რა ექნა. სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო.. უხაროდა, რომ ახლა იმასთან იყო, ვინც სიცოცხლეს ერჩივნა. როგორც იქნა მიუახლოვდნენ მარის სახლს. გიომ ლოყაზე აკოცა ანის და უკან გაბრუნდა. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. უნდოდა ეყვირა და ყველასთვის ეთქვა, რომ ანიც არ არის მის მიმართ გულგრილი.
გიო და ანი ყოველდღე ხვდებოდნენ ერთმანეთს და უზომოდ ბედნიერები იყვნენ. ასე გრძელდებოდა სამი წელი..
ანიმ გაიგო, რომ დედამისი ცუდად გამხდარიყო და თბილისში უნდა წასულიყო. გიომ წაყოლა შესთავაზა, ანისაც არ უთქვამს უარი. როცა თბილისში ჩავიდნენ, მაშინვე ანის სახლში წავიდნენ. ანის დანახვაზე დედამისს თვალები გაუნათდა, აღარც ახსოვდა, რომ ცუდად იყო, ის უკვე მზად იყო ამდგარიყო, ჩახუტებოდა თავის ანის, რომელიც უკვე ხუთი წელი არ ენახა. ანიმ ყველას გააცნო გიო..
დედამისთან ლუკას დედაც მოსულიყო, რადგან ისინი დაქალები იყვნენ. ანი მივიდა, მიესალმა, გადაკოცნა და გიოსკენ წამოვიდა..
– არ მოიწყინო, კაი?!
– არა! შენ თუ აქ ხარ, როგორ უნდა მოვიწყინო? (მათ ორივემ დაიწყეს სიცილი).
უეცრად ოთახში ვიღაც ბიჭი შემოვიდა. ანიმ იცნო, ეს ლუკა იყო. თითქოს იმ მომენტს უფრო სხვანაირად უნდა ჩაევლო.. ანის სუნთქვა უნდა შეკვროდა და მის გულს გამალებით უნდა დაეწყო ფეთქვა.. ლურჯი თვალები ტკივილისა და სიხარულის მწარე ცრემლებით უნდა ავსოდა რადგანაც, დიდიხნის წინად დაკარგული, სადღაც სულის ქვესკნელში დამარხული, დავიწყებული გრძნობის ავტორი დაინახა..მაგრამ ეს არ მოხდა.. მის დანახვაზე ანის არც გული აუძგერდა და არც დაკარგვის ტკივილი არ უგრძვნია რადგან, ანის მის მიმართ აღარანაირი გრძნობა აღარ გააჩნდა.. ეს გრძნობა სულ უკვალოდ წაშლილიყო ანის პაწაწინა გულიდან ისე რომ სულის ზარდახშაში ფერფლიც კი არ დარჩენილიყო..
ლუკას დანახვისთანავე მოეწონა ცვლილებები ანიში და ინანა ყველაფერი. მართლაც ძალიან გალამაზებულიყო და თან განაზებულიყო ანი. ის აღარ იყო ის გოგო, რომელიც ვინმეს ჩხუბს დაუწყებდა.
ლუკა: – ვაა..ან! როგორ ხაარ? როგორ შეცვლილხარ.. სად იყავი ამდენი წელი?
ანი: – კარგად ვარ.. მადლობა, მაგრამ ეს გიოს დამსახურებაა, გაიცანი..გიო..ლუკა, ლუკა..გიო..
ლუკა: – ძალიან სასიამოვნოა.. ისევ უნდა წახვიდე, ანკა?
ანი: – კი, არამგონია, რომ აქ დავრჩე. მხოლოდ მანამდე დავრჩები სანამ დედაჩემი არ გამოჯამრთელდება.. შენ რას შვრები? რას საქმიანობ?
ლუკა: – რავი არც არაფერს. პატარა ბიზნესი წამოვიწყე და ვარ ესე.. სიმართლე, რომ გითხრა ძალიან მომენატრე, რამდენი ხანია არ მინახიხარ,, კაი აბა, ეხლა უნდა წავიდე და გნახავ კიდევ..
ანი: – კაი, კარგად.
ლუკა წავიდა, მაგრამ თითქოს ანიში ისევ გაიღვიძა, იმ ძველმა გრძნობამ.. არ უნდოდა ამის აღიარება, მაგრამ რეალობას ვერსად გაიქცა. იმ სულის დამტვერილ ზარდახშაში პატარა მოგონებას ეძინა, რომელიც ახლა სისხლად ედინებოდა ანის ძარღვებში და წარსულს ანატრებდა..
გიომ შენიშნა, რომ ანის ხასიათი შეეცვალა და სცადა მისი გამხიარულება და გამოუვიდა კიდეც.. გიოსთან ანის ყველა, აფორიაქებულ, ძველ გრძნობას ეძინებოდა და სულის ის ნაწილი, რომელსაც ლუკა ჯერ კიდევ ახსოვდა, იკეტებოდა..
გიომ გადაწყვიტა ანის ხელი ყველას თანდასწრებით ეთხოვა..
ყველაზე ხელსაყრელ დროდ კი ხვალინდელი დღე მიაჩნდა, რადგანაც ანის ოჯახი დედამისის გამოჯამრთელებას ზეიმობდა.
დადგა ეს დღეც..! ანის სახლში ლუკაც გამოჩნდა. ის უკვე დარწმუნებული იყო, რომ ანი შეუყვარდა და აპირებდა მისთვის ამის თქმას.
გიომ აიღო ანის ხელი და წარმოსთქვა შემდეგი სიტყვები:
– თქვენ უკვე იცით, რომ მე და ანის 3 წელია რაც ერთმანეთი გვიყვარს და ერთად ვართ..
( ამის გაგონებაზე ლუკა გაფითრდა. გულმა თითქოს ფეთქვა შეწყვიტა და გაირინდა..ისე ცუდად გახდა, რომ ირგვლივ აღარავის ხმა არ ესმოდა გარდა გიოსი..ეგონა რომ სპეციალურად მისთვის იყო განკუთვნილი ეს სიტყვები: „ერთმანეთი გვიყვარს“)
– ახლა კი მინდა, რომ, თქვენ, მის მშობლებს, მის ნათესავებსა და ახლობლებს, ანის ხელი გთხოვოთ.. აან..! გამომყვები ცოლად..?
– კი!!! (ანიმ გაიღიმა, გიომ ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და ხელზე გაუკეთა)
ამაზე ლუკა კიდევ უფრო ცუდად გახდა..ეძნელებოდა იმის გააზრება, რომ ის ერთადერთი და ისიც უკვე დაკარგული იყო..თითქოს შენელებულ კადრში ხედავდა მტკივნეულ სცენას.. კარგავდა განა კი იმას ვინც უკვე სიცოცხლეს ერჩივნა? არა..! არ კარგავდა..! რადგან ანი უკვე დიდიხნის წინ დაეკრაგა..! ამის გაგება უბრალოდ ეძნელებოდა და არ უნდოდა კიდეც..! ანი მასთან უნდა ყოფილიყო.. ანი მას უნდა უყურებდეს ეხლა მოციცმციმე თვალებით და იქ იმ ბიჭის ადგილზე ახლა ლუკა უნდა მდგარიყო..მაგრამ არ იდგა..
ლუკა წამოდგა და გარეთ გავიდა.. ის მიხვდა, რომ უდიდესი შეცდომა დაუშვა და რომ ანი მისი არასდროს არ იქნებოდა..
ქორწილი გადაწყვიტეს ორ თვეში გადაეხადათ. ყველა მხიარულობდა, ლუკას გარდა.. ლუკა მხოლოდ სიცარიელეს გრძნობდა და დაკარგვის ტკივილს..
ანი ახლა უკვე დაზუსტებით მიხვდა, რომ გიო მართლაც უყვარდა და რომ ლუკას მიმართ უკვე აღარაფერს გრძნობდა..
ანი სამზარეულოში გავიდა. ეს ლუკამ დაინახა და უკან გაყვა..
ლუკა: – ან! მომისმინე, სანამ გათხოვდები, რაღაც უნდა გითხრა.. პირველ რიგში ბოდიში უნდა მოგიხადო, იმისთვის, რომ გული გატკინე.. ძალიან ვწუხვარ, იცი, უნდა გამოგიტყდე, რომ ძალიან შემიყვარდი, ასე არავინ მყვარებია.. და თუ შენც გიყვარვარ, გთხოვ შეცდომა არ დაუშვა და გიორგის არ გაყვე..
ანის უეცარმა ტკივილმა დაუარა მთელს ტანში, მაგრამ ეს ტკივილი მხოლოდ იმას ახვედრებდა, რომ ლუკა ეცოდებოდა...
ანი: – რის ბოდიში, პირიქით, მე მადლობა უნდა მოგიხადო, შენ ასე რომ არ მომქცეოდი, მე შეიძლება გიო ვერც გამეცნო და იცოდე, რომ არავის ისე არ ვეყვარები, როგორც გიოს ვუყვარვარ.. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ შენ არ გიყვარვარ.. ეს გრძნობა, რაც ჩემს მიმართ გაგაჩნია, სიყვარული რომ ყოფილიყო, ისეთს მიმიღებდი, როგორიც ვარ და არასდროს არ დამამცირებდი.. ახლა ვხვდები, რომ არც მაშინ მყვარებიხარ.. უბრალოდ გატაცება იყავი და მეტი არაფერი.. გიო მართლა შემიყვარდა..ამას ვგრძნობ..
ლუკა: – ჰმმ, კაი თუ ასე ფიქრობ, მე ხელს აღარ შეგიშლი.. ბედნიერი იყავი გიოსთან..!
ლუკა უკან მოუხედავად წავიდა. გიომ კი ყველაფერი გაიგო და მივიდა ანისთან იმისთვის რომ გაემხნევებინა..
გავიდა ორი თვე. გათენდა ის სანატრელი დღე, რომელსაც ანი და გიო ასე სულმოუთქმელად ელოდნენ. ყველა ბედნიერი იყო.. თავდაპირველად ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი, შემდეგ კი ოფიციალურადაც გახდნენ ცოლ–ქმარნი. გიომ თბილისში იყიდა ბინა და ქორწინების პირველი ღამე სწორედ ამ სახლში გაატარეს..თაფლობის თვეზე ეგვიპტეში წავიდნენ, ანის საოცნებო ქვეყანაში..
დასასრული ალბათ როგორც ყველა ზღაპარში ისეთი უნდა ყოფილიყო..ბედნიერად ცხოვრობდნენ და..
მაგრამ მათმა ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა..
ზამთრის ერთ სუსხიან დღეს, როდესაც ანი და გიო სტუმრად მიდიოდნენ დიდი უბედურება გადახდათ თავს..
გზაზე ტრაილერი მოცურდა და მათ მანქანას დაეტაკა..შეჯახებისას გიომ ანი მანქანიდან გადააგდო და ანი გადარჩა, თვითონ გიო კი დაღუპა..
როდესაც ანი გონს მოვიდა, გიოს ძებნა დაიწყო და როცა გაიგო, რომ გიო დაიღუპა..მისთვის ყველაფერი დამთვავრდა..პირველად საშინელი ტკვილი განიცადა.. თითქოს გული ამოჰგლიჯეს..თითქოს მისი სულის ნაწილი.. არაა..! მისი სული დაიღუპა..! შემდეგ უმწეობის გრძნობა დაეუფლა..გიოს გარეშე ცუდად იყო..უმწეობის გრძნობა უკმაყოფილებამ შეცვალა..უნდოდა გიოს უსულო სხეულს მივარდნოდა, ზედ დაცემოდა და ეყვირა, ხმის დაკარგვამდე, რომ არ გაუშვებდა.. რომ უზომოს უყვარდა და ძლერ სჭირდებოდა..!!!
თავისი ცხოვრება უკვე აზრდაკარგულად მიიჩნია..მთელ დღეებს ფანჯარასთან ჯდომაში ატარებდა..გულში გახსნილ იარას მოგონებებით იყუჩებდა, მაგრამ ეგეც არ შველოდა ხოლმე ხანდახან.. ვერაფრით ვერ ივიწყებდა გიოს..მის მოსიყვარულე, მოციმციმე თვალებს, მის ღიმილს, რომელიც თვაბრუს ახვევდა ხოლმე და მის თბილ ხელებს, რომელის მის სახეს მოიქცევდნენ ხოლმე და გაყინულ ლოყებს უთბობდნენ.. მაგრამ ყველაზე მეტად ანი მის გულს ვერ ივიწყებდა, რომელიც როდესაც ანი ჩაეხუტებოდა ხოლმე, გამალებით ფეთქვდა და ანი ამას გრძნობდა..
გიო მისი სულის ნაწილი გამხდარიყო.. თვალებში ახლა უკვე ცრემლების ნაცვლად სისხლი ჩასდგომოდა.. მის ცხოვრებას კი აზრი აღარ ჰქონდაა..ცხოვრებას ისევ თავისი მიმართუელებით უნდა ედინა, ანის კი წარსულში გიოსთან ერთად უნდა ეცოცხლა..
ასე გრძელდებოდა ექვსი თვე.. ცხოვრება ჩვეულ რიტმს მიუყვებოდა, ანი კი უბრალოდ არსებობდა..სანამ ანის გიო არ დაესიზმრა...
ეს სიზმარი არ იყო ჩვეულებრივი სიზმარი. გიო ეუბნებოდა, რომ ძალიან უყვარდა და რომ დაელოდებოდა მას.. მათ შორს შემდეგი დიალოგი გაიმართა:
ანი: – რატომ დამტოვე?
გიო: – მე არ დამიტოვებიხარ და არც არასდროს დაგტოვებ.. მე შენს სულში ვცხოვრობ და მუდამ ვიცხოვრებ, სანამ გემახსოვრები.. ერთს გთხოვ მხოლოდ, ჩვენი სიყვარულის ხათრით ნუღარ ხარ ასე, გამოკეთდი ცოტა.. შენი ნათესავებიც სწუხან შენზე.. მეც გული მიკვდება ასეთს, რომ გხედავ.. დამპირდი.. დამპირდი, რომ ამ ცხოვრებას ღირსეულად გაივლი.. დამპირდი, რომ არ შეიცვლები, ისევ ის ანი იქნები, რომელიც მე მიყვარს.. იცოდე. რომ მე ძალიან მიყვარხარ.. ახლა უნდა წავიდე..
ანი: – გპირდები..გიო.. მეც მიყვარხარ.. და უზომოდ მენატრები..
გათენდა და ანისაც გამოეღვიძა.. არ უნდოდა, რომ ეს სიზმარი დამთვარებულიყო. მაგრამ სამწუხაროდ არაფერია მარადიული.. გიო აღარ იყო ამ ქვეყნად, მაგრამ ის იყო ანის სულში.. იქ დაიდო სამუდამოდ ბინა..მან ასწავლა ანის ყოველივე დადებითი და კარგი რაც ანის ახლა გააჩნდა..
ეს ერთი მარადიული და უკვდავი სიყვარულის ისტორიაა, რომელიც სამარადისოდ გრძელდება..
„ განა გულის ბოლო გაფეთქებასთან ერთად, სიცოცხლე მთავრდება?!“



P.S : “ხანდახან უბრალო, მცირე შეცდომა..და მერე მთელი სიცოცხლე მიაქვს..!“
ლუკა..!
ავტორი: (გ.ა)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent