იასამნისფერად თოვდა
შენ მიხვდი,რომ უაზრობა იყო ყველაფერი და რომ სიტყვებიც უკვე ვერაფერს ამბობდნენ... მე გითხარი,შენი არ მჯერა - მეთქი და კარიც მთელი სიძლიერით გაავიჯახუნე...ისე მტკიცედ,ისე ამაყად გამოვიდა ეს ყოველივე - წლებია კარის გასაღებს ვეღარსად ვპოულობ.. დღეს გავიღვიძე და იასამნისფრად თოვდა...ის დღე გამახსენდა... მე და შენ... მარტო ... მხოლოდ ორნი ქალაქში... თოვლის ფანტელები ყველა ტკივილს და დარდს ფარავდა...მაშინ ბედნიერები ვიყავით...მაშინაც იასამნისფრად თოვდა და დებდა კიდეც ჩვენში…ახლა მარტო მყოფს სიცივე მომერია... მე ყოველთვის მინდოდა შენი სუნთქვის ისევ ისეთი სიხშირით მოსმენა და ერთი ამოსუნთქვით სათქმელის გაგება,მაგრამ... სიამაყე… ოხ,ეს სიამაყე! რამდენს გვაკარგვინებს და რამდენ გზას ურევს ერთმანეთში... როგორ ამახინჯებს ყველაფერს,რაც შეგვიქმნია... მე გითხარი არასდროს დავბრუნდები-მეთქი და შენც დაიჯერე... ასე... უბრალოდ გამიშვი... არა და როგორ ვგრძნობდი წასვლისას რა ძლიერ მსურდა დარჩენა იქ,სადაც ერთმა ტყუილმა ყველაფერი ერთ წამში გააუფერულა... ჰო... გამახსენდა... ამის გაცნობიერებისას უფრო მაგრად მომივიდა კარის გაჯახუნება…მე ჩემს თავზე ვბრაზობდი…შენზე აღარ... არ ვიცი,თუ გახსოვს გოგონა წითელი ტატუთი... არ ვიცი,თუ გრძნობ მის არსებობას... მაგრამ ფაქტია... მე პირველი თოვლი ყოველთვის მაბედნიერებს... ვზივარ ფანჯარასთან და ვაკვირდები იასამნისფრად დათოვლილ ხედებს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.