შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

One Met (Chapter 1.2.3.4.5.6)


29-01-2017, 20:41
ავტორი მანგო ✨
ნანახია 1 870

მოკლედ, მე ვარ ნინა ბერაძე და ვარ ესე ვთქვათ "წყნარი გოგო" მაგრამ, ზოგჯერ ასე არაა.. რთულად შევდივარ ადამიანთან კონტაქტში მაგრამ , გააჩნია როგორ ადამიანს ვეკონტაქტები, სიმართლე რომ ვთქვათ ვერ ვიტან გოგოებს რომ ვითომ უსკდებათ სიყვარულის ბუშტები, სწორედ ასეთებთან ვერ ვმეგობრობ მაგრამ ვერ ვიტან თავში ავარდნილ გოგონებს და უფრო მეტად ბიჭებს ...
დღეს ჩემი პირველი დღეა ახალ სკოლაში და იმედია კარგ ადამიანებს გავიცნობ და მეგობრებს შევიძენ... უი სკოლაშიც მივსულვარ. (მანქანიდან გადავედი და მამასაც დავემშვიდობე)
- ჰეიი... შენ ალბათ ახალი ხარ არა ?
- კი .
- მე ლიზა მქვია ! სასიამოვნოა.
- ჩემთვისაც.
- აბა? რას აპირებ არ უნდა შეხვიდე გაკვეთილზე ?
- ეიი საყვარელო , ამ გოიმთან რას აკეთებ ? (ლიკა)
- არაფერს, ისე დამაინტერესა ვინ იყო ..
- კარგი წამოდი გველოდებიან .
- კარგი .. ნახვამდის გოიმკა!
გაკვირვებული დავრჩი, ესენი ვინები არიან ... და მაინტერესებს გოიმური რაიმე მაცვია თუ რა ? ძალიან კარგად მაცვია და ლამაზიც ვარ ! ეტყობა თავში აქვთ რაღაც ავარდნილი.
- გამარჯობა . (მომღიმარი სახით მითხრა ვიღაცამ)
- გამარჯობა.
- უი ხო მე მარი ვარ.
- ნინა,შეგიძლია მითხრა მემგონი ლიზა და ლიკა ვინები არიან ?
- ოო.. კიდევ ეგენი?
- რასქვია კიდევ ეგენი?
- მოკლედ, ეგ და რამოდენიმე მაგნაირი არის ამ სკოლაში, ყველაფერი თავში აქვთ ავარდნილი და ყველას ჩაგრავენ, ყველას დასცინიან და გოიმს და ასეთ რაღაცეებს ეძახიან..
- კიმაგრამ ასე რატომ იქცევიან?
- რავიცი, ხომ გითხარი თავში აქვთთქო ავარდნილი?
- როგორც ჩანს შენ მათნაირი არ ხარ .
- არც მაქ სურვილი მასეთი ვიყო.
- კარგი, მემგონი მე და შენ ერთ კლასში ვზივართ ხო?
- კი.
მე და მარა კლასში შევედით, გაკვეთილებიც დაიწყო და უკვე დავიღალე. მარი ჩემს უკან იჯდა და მელაპარაკებოდა, ის ძალიან თბილი და საყვარელი გოგოა... ეს გაკვეთილი როგორც იქნა დამთავრდა, მე და მარი ბუფეტში ჩავედით და ერთად დავჯექით. როდესაც ვჭამდი ერთი ბიჭი მომაშტერდა, თვალს არ მაშორებდა და მარისს ვკითხე ვინ იყო. მან კი თვალი ჩამიკრა.
- თუ მაგას მოეწონე შეიძლება ყველაზე პოპულარული გახდე.
- ეს არ მჭირდება.
- რატომ, ამაზე ხომ ყველა ოცნებობს?
- ნუ ხო , მაგრამ ამ დროისთვის შეყვარებული არ მჭირდება.
- კარგი, ეს შენი გადასაწყვეტია, მაგრამ ის სხვა ბიჭებს არ ჰგავს, უყვარს კალათბურთი და ვერავინ უგებს , სწორედ ამითაა სახელგანთქმული.
- მართლა? არამგონია ჩემზე კარგად ვინმემ იცოდეს კალათბურთი.
- დამიჯერე მას ვერ მოუგებ.
- ვნახოთ !
- კარგი წამოდი ახლა გაკვეთილი გვაქვს გარეთ და შეეჯიბრე.
- კარგი.
- სანაძლეოს ჩამოვალ ვერ მოუგებ.
- კარგი, მაგასაც ვნახავთ.
როდესაც დერეფანში მივდიოდი ვიღაც უზრდელს დავეჯახე.
- ეი წინ იყურე !
- ბოდიში . (ნინა)
- მეორედ ეგ აღარ გაბედო შე საცოდაო !
- უკაცრავად?
- აქ სწრვობა არ გაგივა , ღლაპო ბავშვო.
- წესიერად ილაპარეკე შე ვირო !
- გოგო რომ არ იყო გცემდი !
- ჰაჰ, მაგას ვერ დამასწრებდი .
- შემაშინე !
- იცი რას გეტყვი ?
- რას !
- ჩემთან დაპირისპირებას არ გირჩევ !
- თორემ რა ? (ის მომიახლოვდა და ხელი მომიჭირა)
- ხელი გამიშვი !
- თორემ რა ? რას იზავ ?! (ირონიულად გამიღიმა)
- გამიშვი მეთქი ! მტკივა !
- ხედავ ?
მე მას ხელი ძლივს გავაშვებინე და წამოვედი, მან კი ირონიულად გამიღიმა .
- ეი, ხელზე რა გჭირს ? (მარი)
- შენი საქმე არაა !
- რა მოხდა ?
- თავიდან მომწყვდი ! (მოვდიოდი მაგრამ, ეს მე არ მახასიათებდა, მივტრიალდი და მარის ბოდიში მოვუხადე. ავუხსენი რაც მოხდა და მირჩია მასთან საქმე არ დამეჭირა).
- ნინა ზარი დაირეკა, წამოდი .
- ახლა რა გვაქვს?
- სპორტი.
- სანაძლეოს წაგების დროა (მარის გავუღიმე და გარეთ გავედი)
დავინახე ბიჭები რომ თამაშობდნენ კალათბურთს და მარის გავხედე.
- მეც მინდა თამაში.
- მაპატიე მაგრამ გოგონებთან მოგება არ მიყვარს.
- კალათბურთში შენც ვერ მომიგებ !
- კარგი ვნახოთ !
თამაშის შუაში ვიყავით და 5-ით 2-ს ვუგებდი, ის კი ამას ვერ ეგუებოდა.
- მინდა ამ გოგოს შევეჯიბრო !
- მე ვერ ვთამაშობ ?
- ვერა.
- შენთან თამაში არ მსურს !
- რატომ შეგეშინდა ?
- არა !
- აბა იმის გამო რაც წეღან მოხდა?
- შენი საქმე არაა ! და თავიდან მომწყდი.
- კარგი, წაგებული ხარ !
- არ ვარ !
- ხარ !
- არ ვარ !
- კიი, ხარ !
- ვითამაშოთ !
- დამარცხებისთვის მოემზადე ლამაზო !
მე თვალები ავაბრიალე და კალათბურთის თამაში დავიწყე, უნდა ვაღიარო ის მართლაც კარგი მოთამაშე იყო მაგრამ მაინც მე მოვუგე, ის ამას ვერ ეგუებოდა და თავიდან მთხოვა მე კი დავთანხმდი... 5ივე ჯერზე მოვუგე.
- რაიყო დამარცხებას ვერ ეგუები ?
- მე არ დავმარცხებულვარ !
- 5_ჯერ მოვიგე ! და არ დამარცხებულხარ ? სასაცილოა
- მე გამარჯვებული ვარ რადგან შენთან ერთად ვითამაშე .
- რა ?

თავი 2

(ნინა)
ვერ მივხვდი ეს რას ნიშნავდა, ის ყველა გოგოს ეკეკლუცავებოდა როგორც მე ვატყობდი. გაკვეთილებზე რაღაც შეიცვალა მარი ჩემს წინ დაჯდა და ჩემს უკან ნიკა, ის სულ ნერვებს მიშლიდა და მაწუხებდა.
- გაჩერდი !
- არა !
- გაჩერდი თქო ტვინი შემიჭამე !
- არა !
- ვირო !
- შტერო !
- წესიერად ილაპარაკე !
- თორემ რა?
ნიკამ ამ დროს მასწავლებელს ქაღალდი ესროლა .
- ეს ვინ იყო ?!
- ნინა მას !
- ნინა რა უზრდელი ყოფილხარ.
- მე არ მისვრია სერ .
- თავს ნუ იმართლებ ! ახლავე დირექტორის კაბინეტში მიბრძანდი !
- კიმაგრამ სერ !
- არავითარი მაგრამ დროზე ! (ამ დროს ნიკას მივუბრუნდი)
- ახლა კმაყოფილი ხარ ?
- კი ! ჯერ სად ხარ !
- ვერ გიტან !
- მე ხომ სულ გულზე მეხატები.
- ვირო !
- კარგი რა ლამაზო ნუ მიბრაზდები, თორემ მოვიწყენ :( :D
- დავაი რა !
ამ დროს ნიკამ წყალი შემასხა და გამწუწა , ამას რათქმაუნდა არ დავუთმობდი და მეც ავყევი თავიდან ეს ბრაზის ბრალი იყო მაგრამ შემდეგ სიცილს ვერ ვიკავებდი.
- გიხდება სიცილი !
- შტერებს უყვართ სიცილი . ვირებს კი არც უხდებათ.
- თუ არ გაჩერდები უარესს გიზავ !
- რას? შემაშინე .
- ახლავე გაჩვენებ .
მან ხელი მომკიდა გარეთ გამიყვანა (სკოლის წინ იყო ულამაზესი ტბა) და ტბაში ჩამაგდო თანაც ღრმად, მე კი ცურვა არ ვიცოდი ვიხრჩობოდი, ვყვიროდი და ბოლოს როგორც იქნა ნიკა ჩამოეთრა და ამომიყვანა ... მარიმ ასე მითხრა და რავი -_- უკვე თავი მომაბეზრა ამ იდიოტმა ბიჭმა ...
გაკვეთილები დამთავრდა მე კი სახლში მივდიოდი, თან გულში ნიკასს ვლანძღავდი. სახლში, რომ მივედი ჩემს ოთახში ავედი ჩანთა საწოლზე დავაგდე და ჩემი საყვარელი წიგნის კითხვა დავიწყე დრო გადიოდა და როდესაც კითხვას მოვრჩი უკვე ღამე იყო, საათს დავხედე და 10.5 წუთი იყო , აბაზანი შევედი შხაპი გადავივლე , ხალათი შემოვიცვი და გარეთ გამოვედი კარები , რომ გავაღე დავინახე რომ ჩემი მოპირდაპირე სახლიდან ვიღაც ბიჭი მიყურებდა , ახლოს რომ მივედი დავინახე ეს ნიკა იყო, შემდეგ ჩემმა ტელეფონმა რეკვა დაიწყო, რომ დავხედე უცხო ნომერი იყო. (ამ დროს ფარდები გავაფარე და საწოლზე ჩამოვჯექი)
- გისმენთ !
- კი ვიცოდი რომ კარგი ფეხები გქონდა მაგრამ ასეთი კარგი თუ იქნებოდა მისი ნახვა არ ვიცოდი .
- რომელი ხარ ?!
- ნიკა.
- ოჰ არც გამკვირვებია, საიდან იცი ჩემი ნომერი?
- მარიმ მომცა. არ გამოხვალ ჩემთან ? მინდა ჩემი მეგობრები გაგაცნო.
- რა სისულელეა, საერთოდ არც უნდა გელაპარაკებოდე.
- რატომ რა გამებუტე ?
- არა !
- მარიც აქაა და მინდა ერთი ბიჭი გაგაცნო.
- არ მჭირდება, ნახვამდის !
- მოიცადე მოიცადე არ გათიშო !
- კიდევ რა ? რა გინდა ?
- თუ არ გამოხვალ მე გამოვალ !
- არ შემოგიშვებ. თან მამაჩემი უნდა მოვიდეს ;)
- მაინც მოვალ.
- და რა სტუმრებს დატოვებ ?
- სტუმრები არა კვახი, დაიჯერე?
- მოიცადე , ანუ არც კი და არც შენი მეგობრები არ არიან?
- რა სისულელეა, მოგატყუე... კარგი გამოვდივარ .
მე ჯინსები და შავი მაიკა ჩავიცვი, კიბეებზე ჩავდიოდი და ზარის ხმაც გაისმა.
- ნინაა...გააღე.
- არა.
- გააღე . გთხოვ ..
- ოჰ, რაღაც სასწაული მოხდა ! სკოლაში ყველაზე პოპულარული ბიჭი რომელიც თავს არავის უყადრის სახლში შემოშვებას მთხოვს ? ეს რაღაც ახალია.
- გააღებ თუ აქ ვიჯდე მანამდე სანამ არ შემომიშვებ?
- წადი! მამაჩემი უნდა მოვიდეს და მისი კითხვების თავი არ მაქვს.
- კარგი.
- ძლიივს.
- აქ ვიჯდები და დაველოდები როდის გამიღებ კარს !
- კარგი იჯექი ...
ნიკა გარეთ იჯდა, მე კი ფანჯრიდან ვუყურებდი და ვიცინოდი. ნახევარი საათი გავიდა მე დავიღალე და დალევა მომინდა. ასეც მოვიქეცი და იმდენი დავლიე ცუდად გავხდი უფროსწორედ დავთვერი ამ დროს გარეთ წვიმაც წამოვიდა, წვიმა ძალიან მიყვარდა და გარეთ გავიხედე და თვალი მოვკარი ნიკას რომელიც სულმთლად სველი იყო, უცებ ვეღარ გავიაზრე იქ რატომ იჯდა და შემოვუშვი.
- (სიცილით ვეუბნები) გარეთ რა გინდოდა ? ბატო ?
- შენ რა მთვრალი ხარ ?
- ხო (ისევ ვიცინი)
- საყვარელი ხარ როცა მთვრალი ხარ .
- მადლობთ. შენ კი ისევ ისეთი ბატი ხარ :D
- ოჰ, დიდი მადლობა .
- სულ სველი ხარ.
- ხოო.. კარგი ახლა წავალ.
- დარჩი .
- რა?
- ჩემთან დარჩი .
- რატომ ?
- იმიტომ რომ მიყვარხარ ! (ამ დროს მას ვაკოცე)

თავი 3

მეორე დღეს არაფერი აღარ მახსოვდა, მხოლოდ თავი მტკიოდა და გული მერეოდა... დღეს სკოლაში არ წავსულვარ რადგან საშინლად ვიყავი, კარგად გამოვიძინე საღამოს კი გადავწყვიტე ცოტა გავხიარულებულიყავი .. ჩავიცვი შავი შორტები, შავი მაიკა წარწერით "Crazy", კეტები, ხელი მოვკიდე ჩემს სკეიტს და ეზოში გავედი ...
გზაში სკეიტით შემხვდა ნიკა, როგორც ჩანს ისიც სეირნობდა.
- ეიი საყვარელო როგორ ხარ? (მან ხელი გადამხვია)
- რა ? ხელი მომაშორე ! ახლავე !
- რაიყო ახლა აღარ გინდა ჩემთან ყოფნა ?
- რაზე ლაპარაკობ ?
- აღარ გახსოვს გუშინ რას მეუბნებოდი ? მიყვარხარო და თან ...
- რა ? რეებს ბოდიალობ ნორმალური თუ ხარ ?
- კი სხვათაშორის კარგი კოცნა გცოდნია ?
- რაა ?! მე ამას არ გავაკეთებდი !
- გააკეთე .
- ნასვამი ვიყავი და არ ვიცოდი რას ვაკეთებდი ! მოიცა შენ რა მართლა დაიჯერე ?
- არა უბრალოდ მეც გავერთე ისევე როგორც შენ ..
- უკაცრავად ?
- კარგი, კარგი ვხუმრობ !
- თავიდან მომწყდი ვირო !
მე ნიკას ჩამოვშორდი და ვფიქრობდი ეს როგორ გავაკეთე, თან ასეთ ბიჭთან.. ეს ამაზრზრზენია . ვფიქრობდი და ამ დროს ლიკა და ლიზა შემხვდნენ ისინი როლიკებით სეირნობდნენ.
- როგორ ხარ , ნინა ?
- კარგად .
- სხვისი მოკითხვა არ იცი ?
- გააჩნია ვინაა !
- კარგი მოკლედ შენთან საჩხუბრად არ მოვსულვარ, მინდა შეგატყობინო რომ დღეს მეჯლისი იმართება, და უნდა წამოხვიდე...
- არ მიყვარს მეჯლისები და ასეთი რაღაცეები .
- ვინ რას გეკითხება საყვარელო სავალდებულოა .
- კარგი და მეწყვილე ვინ იქნება .
- მერავიცი უნდა დაგპატიჟონ, ისე არამგონია ვინმემ დაგპატიჟორს.
- მე კი პირიქით მგონია.
- გამარჯობა ნინა როგორ ხარ?
- კარგად გიო შენ ?
- კარგად, იმედია გაიგე რომ ხვალ მეჯლისი იმართება . (ამ დროს ლიზას გავხედე) ხოდა ვიფიქრე იქნებ ჩემთან ერთად წამოვიდესთქო და თანახმა ხარ?
- კი .. (ეს დაუფიქრებლად ვთქვი)
- კარგი მაშინ ხვალამდე. (გიო წავიდა და შემდეგ ერთი 8 ბიჭი სხვა მოვიდა ლიზა კი მომაშტერდა.)
- ლიზა რას მეუბნებოდი ?
- არაფერს.
- კარგი ხვალამდე.
ლიზას დავემშვიდობე და სეირნობა გავაგრძელე .. უკვე მოსაღამოვდა და სახლში დავბრუნდი, ჩემს ოთახში ავირბინე საწოლზე დავეგდე და იმაზე ფიქრი დავიწყე თუ რა უნდა მეყიდა, რათქმაუნდა კირასაც გავიყოლებდი და მირჩევდა, მასაც კარგად ესმის ასეთი რაღაცეები და დამეხმარება.. გათენდა მეორე დღე.
- როგორ ხარ?
- კარგად შენ?
- კარგად.
- რა არის ამ დროს რომ მაღვიძებ დილის შვიდი საათია, რამე მოხდა?
- რა რამე მოხდა ეხლა გამოგივლი და მაღაზიებში წავიდეთ.
- ნინა რა გჭირს რა დადებილებულიხარ დღეს ხომ მეჯლისია .
- აა ხოო .
- მიდი, მიდი ჩაიცვი თანაც სიმპატიური მეწყვილე გყავს .
- ოო სულ არ მადარდებს.
- რა? ასეთმა სიმპატიურმა ბიჭმა შემოგთავაზა მეჯლისზე წასვლა და არ გადარდებს?
- არა .. იცი ლიზა რას მეუბნებოდა ?
- საიდან უნდა მცოდნოდა ?
- შენ არავინ არ დაგპატიჟებს მეჯლისზეო და 8 თუ 9 კაცმა დამპატიჟა და ის კიდე 2 ბიჭმა :D
- აუუ ვერ ვიტან მაგ გოგოს, თავისთავზე დიდი წარმოდგენა აქვს.
- კარგი რა რადროს ეგაა ?
- მართალი ხარ უკვე იმდენს მელაპარაკები მოვედი კიდეც და ჩამოდი.
- კარგი.
მე ჩავედი მამას დავემშვიდობე და მე და მარი საყიდლებზე წავედით. მარის მართლაც კარგი გემოვნება ჰქონია , ძალიან კარგი კაბა ამარჩევინა.. სალონშიც ვიყავით მაკიაჟი და ვარცხნილობა გავიკეთეთ და სახლში წავედით.. გამოვიცვალეთ ცოტაც ვიჭორავეთ და როგორც იქნა მეჯლისზეც წავედით.
- როგორც მე ვიცი მეწყვილებმა თვითონ უნდა წაგვიყვანონ, არა კირა?
- ხოო, ახლა ხომ იცი ლიზაა ამ ღონისძიების წამყვანი და იმან დააწესა ეს წესი -_-
- აუ ეგ გოგო უკვე მაღიზიანებს.
- ეგ მასეთი არ იყო, უბრალოდ ძვირფასი ადამიანი დაკარგა.. შემდეგ ლიკა გამოჩნდა უზრდელი გოგონა და იმის წყალობითაა დღეს ლიზა ასეთი.
- ვინ დაკარგა ასეთი ?
- დედა, ძალიან კარგი ადამიანი იყო სულ მის გვერდში იყო .. და რავი კარგად მეც არ ვიცი ..
- კარგი არ გვინდა ამ თემაზე საუბარი .
- მართალი ხარ.
მე და მარი მეჯლისზე მივედით. იქ გიო დამხვდა და ხელი გამომიწოდა, ასევე დააყოლა რომ ლამაზი ვიყავი. ისიც არ იყო ნაკლები სიმპატიური ბიჭია მაგრამ მე არ მომწონს.
- Wow. ნინა ძალიან ლამაზი ხარ. (ლიზა)
- მადლობა, შენც.
- როგორ მოგწონს მეჯლისი ?
- კარგი ჩანს მაგრამ არ მიყვარს ასეთი ღონისძიებები, უფროსწორედ არ შემეფერება.
- როგორ მოხდა რომ ამ დებილმა ასეთი კარგი კაბა შეარჩია. (ლიკა)
- არ ვიცი მეც გამიკვირდა. ის ხომ ისეთი გოიმია .. (ლიზა)
- ლიზა შეიძლება დაგელაპარაკო ? (ნინა)
- შენთან ერთად არსად წამოვალ.
- წამოდი !
- არუნდა და არ წამოვა გასაგებია ბაყაყო ? (ლიკა)
- წესიერად ილაპარაკე, ყველას საქმეში ცხვირს ნუ ყოფ !
- თორემ რა , რას იზავ ?
- ახლავე გაჩ..
- კარგი ნინა წამოდი ! (ლიზა)
მე და ლიზა გარეთ გავედით.
- ლიზა შენ ისეთი არ ხარ როგორიც ჩანხარ !
- რა სისულელეა.
- კარგი რა თავს რატომ იკატუნებ ვითომ ლიკასთან მეგობრობა ძალიან მოგწონს ?
- დიახაც მომწონს.
- ლიზა !
- რა გინდა ?!
- რატომ ექცევი სხვისი ზეგავლენის ქვეშ ?!
- სულაც არა.
- ვიცი ასე რატომაც იქცევი !
- რატომ !
- მე და შენ ერთმანეთს ძალიან ვგავართ.
- სასაცილოა, მაინც რითი ?
- ვიცი რომ დედა არ გყავს, ისევე როგორც მე .
- ეგ შენი საქმე არაა !! (ლიზამ წასვლა დააპირა მაგრამ არ გავუშვი)
- ლიზა მეც არ მყავს დედა და ვიცი რა გრძნობაა, ჩემს ცხოვრებაში ასეთი "მეგობარი" რომ გამოჩენილიყო მეც შენსავით მოვიქცეოდი მაგრამ მიხარია, რომ ასე არ მოხდა.
- ნინა რა გინდა რას გადამეკიდე ?!
- კიდევ იგივეს აგრძელებ !
- მე ასეთი ვარ, და მიხარია რომ არ გგავარ !
- ასე რატომ იქცევი ?
- როგორ.
- რომ ვითომ ყველა ფეხებზე გგკიდია !
- ხო ასეცაა.
- ლიზა !
- კარგი გეტყვი ! რაც შენ გამოჩნდი, ჩემი ცხოვრება შეიცვალა შენ ჩემი ადგილი დაიკავე, ყველას შენ მოსწონხარ ახლა, ყველას შენთან უნდა მეგობრობა და რაც მთავარია საყვარელ ბიჭს მართმევ !
- რა ? ასე არაა, მე გიო სულაც არ მომწონს !
- გიოზე არ გეუბნები !
- აბა ?
- ...
- ეხლა არ მითხრა ნიკაო !
- ხომ ხედავ მის გამო მიყვირი კიდეც და არ თმობ.
- მე ის სულაც არ მომწონს, პირიქით ვერ ვიტან სულ მაწუხებს და ტვინს მიჭამს.
- ეს იმის გამო არაა რომ სძულხარ !
- დამიჯერე ლიზა ჩვენ ერთმანეთი მხოლოდ გვძულს !
- ასე არაა, მას კარგად ვიცნობ. სანამ შენ გამოჩნდებოდი ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ რაც შენ გამოჩნდი ჩვენ ერთმანეთს დავშორდით !
- რა ?
- ხო რაც, ჩვენ შეყვარებულები ვიყავით !
- მაპატიე თუ ეს ჩემს გამო მოხდა !
- ყველაფერი შენს გამო ხდება ნინა ამდენს ვერ ხვდები ?
- რა შემიძლია გავაკეთო .
- მხოლოდ ქალაქიდან წადი ! და ნიკას არ გაეკარო !
- პირველ მოთხოვნას ვერ შევასრულებ ბოდიში ! მეორეს რაც შეეხება ეგ მას უთხარი . (მე წამოვედი და მეჯლისზე ისევ მომღიმარი სახით შევედი .)
- ნინა სად იყავი ? პირველი ცეკვა გამოტოვე !
- მერე რა ?
- რა მერეა, გოგო ყველა ცეკვა უნდა შეასრულო თორემ დედოფალი ვერ გახდები.
- რეებზე მელაპარაკები, სულ არ მადარდებს ეგ .
- ხოო როგორც ჩანს ლიზას გინდა დაუთმო დედოფლობა.
- ან იქნებ შენ !
- მე დედოფალი ვერ გავხდები რაცარუნდა კარგად ვიცეკვო.
- ნუ ბოდიალობ რაღაცეებს რა !

თავი 4

მეჯლისი გრძელდებოდა ჩვენ კი ვცეკვავდით, მათ შორის ერთი ტანგო იყო, რომელიც მე ძალიან მომწონდა. კონკრეტულად ასე იყო, მანდილოსნები უნდა მისულიყვნენ წამყვანთან , ვისაც ხელში ეჭირა შავი ყუთი შიგნით კი გოგონების მეწყვილეების სახელები და ცეკვის სახელი ეწერა, მე რომ ამოვიღე ფურცელი ერთ მხარეს ეწერა ტანგო რაც ძალიან გამიხარდა, მაგრამ მეორე მხარეს ..
- ნინა გამოაცხადე შენი ცეკვა და ცეკვის მეწყვილე .
- ცეკვა ტანგო ! დაა მეწყვილე .. ამმ ... ნიკა გობრონიძე . (ამაზე სახე მომეღუშა, თან გავბრაზდი მან კი ეშმაკურად გამიღიმა)
- წარმატებებს გისურვებთ !
ამაზე კარგი წარმატება ჩემს ცხოვრებაში არავის არ უსურვებია .. დაიწყო მუსიკა და მე და ნიკამაც დავიწყეთ ცეკვა, ის ძალიან კარგად ცეკვავდა ისევე როგორც მე, ნამდვილად ცეცხლოვანი ცეკვა იყო, სწორედ ამიტომ მიყვარს ტანგო . ჩვენ ცეკვა დავამთავრეთ და ერთმანეთს შევხედეთ სხვები ცალცალკე ცეკვავდნენ სხვადასხვა ცეკვებს ჩვენ კი ერთმანეთ თვალს არ ვაშორებდით, მე ზიზღით ვუყურებდი ის კი ... არ ვიცი. ახლა საერთო ცეკვის დროც მოვიდა, ანუ ყველა წყვილი ერთად ცეკვავდა. მე და გიომ ისევე როგორც სხვებმა ცეკვა დავიწყეთ.
- ძალიან ლამაზი ხარ.
- მადლობა.
- ძალიან გიხდება ღიმილიც.
- კარგი გაჩერდი თორემ გავწითლდები.
- უნდა ვიეჭვიანო შენზე და ნიკაზე?
- რა ? მოიცა შენ რა ეჭვიანობ ?
- კი.
- კი მაგრამ, ამის მიზეზი არ გაქვს. ჩვენ არც შეყვარებულები ვართ და არც არაფერი, რადგან დაგთანხმდი შენი მეწყვილე ვიქნებითქო, ეს იმას არ ნიშნავს რომ მომწონხარ.
- მე კი მეგონა..
- რა სისულელეა, მისმინე გიო შენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ მაგრამ ჩემს გემოვნებაში არ ჯდები.
- რათქმაუნდა, როგორც ყოველთვის ნიკა ჯდება ყველას გემოვნებაში.
- მე ის არ მომწონს და საერთოდ რა გადაეკიდეთ ამ ბიჭს არ მომწონს და შეიგნეთ.(ამ დროს მეწყვილეები გაიცვალა მე გიომ დამატრიალა და .. ჯანდაბა ! ისევ ნიკასთან მოვხვდი)
- სულაც არ გიხდება ეს კაბა.
- მადლობა , ბაყაყო შენ კი სულ არ ხარ სიმპატიური !
- რა შტერი ხარ .
- შენ კი ბაყაყი.
- აღარ შეწყვეტ თავის მოკატუნებას რომ არ მოგწონვარ ?
- ვაიმე ხალხნო რას გადამეკიდეთ, ა რ ა ! რა ყველა ამას მეუბნება ვახ ! არ მომწონხარ ან შენში რა უნდა მომწონდეს ?!
- მიყვარხარ ნინა .
- მე არა !
- რატომ ?
- რა რატომ ? არ მიყვარხარ და მე რავქნა.
- სხვა გიყვარს ?
- კი ! (დაუფიქრებლად ვთქვი)
- ვინ .
- შენი საქმე არაა !
3 საათის შემდეგ მეჯლისი დასრულდა გვიანი არ იყო სადღაც 9.30 წუთი იყო.. მე სახლში წავედი გამოვიცვალე და გადავწყვიტე კლუბში წავსულიყავი, მე ტელეფონი ავიღე და მარის დავურეკე ისიც დამთანხმდა, ფოსფორისფერი სტაფილოსფერი შორტები და ვარდისფერი მაიკა ჩავიცვი. ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა და მეც ვუპასუხე.
- ნინა შენ ხარ?
- კი მე ვარ და რომელი ხარ?
- ლიზა ვარ. (ამან გამაოცა)
- რა არის ლიზა, რამე მოხდა ?
- ლიკა უკვე ნერვებს მიშლის ტვინი შემიჭამა და მისი მეგობარი აღარ ვარ, მოწყენილი ვარ და იქნებ სადმე გავერთოთ?
- კარგი, მე და მარიმ კლუბში წასვლა გადავწყვიტეთ და წამოხვალ ?
- კი ! გამოგივლით და წავიდეთ.
მე უცებ თმა გავიშალე ცოტა არიყოს ავიჩეჩე რადგან ლაკით იყო გატენილი რაც მაღიციანებდა.. მარი და ლიზა უკვე მოვიდნენ მე ეზოში გავედი, მანქანაში ჩავჯექი და წავედით კლუბში, კლუბშიც მივედით შიგნით რომ შევედით დავინახეთ რომ ვიღაცეები ჩხუბობდნენ , ვერ დავინახეთ რადგან ყველა მათ ეფარებოდა მეც ახლოს მივედი და რას ვხედავ ! გიო და ნიკა სცემენ ერთმანეთს, ძლივს გავაშველეთ ისინი.. ლიზა ნიკასთან მივიდა და ფეხზე წამოაყენა მე კი გიო.
- ლიზა ახლავე ჩემს სახლში წავიდეთ,
- იყოს ნინა ნიკას სახლში მივიყვან.
- კარგი . (ორივე ძალიან მთვრალი იყო)
- მე რა გავაკეთო . (მარი)
- შენ მე გამომყევი (ნინა)
ისე კარგად გავერთე ვერც კი წარმოიდგენთ ! მოკლედ ძალიან ნაცემი იყო ეს ვაჟბატონი სულ სასისხლიანებული იყო და დალურჯებული, მე დავუმუშავე ჭრილობები და სახლში გავუშვი. მინდოდა ნიკას ნახვა როგორ იყო მაგრამ ვიცოდი რომ მასთან ლიზა იყო და ვარჩიე დილით მივსულიყავი, რადგან მათი ურთიერთობის უარესად გაფუჭება არ მინდოდა... მეორე დღე გათენდა, მე "Five Star"-ის მაიკა და ჯინსის შორტები ჩავიცვი, ფეხზე თეთრი კეტები და ნიკასთან მივედი, დავაკაკუნე და კარი ნიკამ გამიღო.
- აქ რა გინდა ? (ცივად მკითხა)
- შენს სანახავად მოვედი.
- ხომ მნახე, ხოდა ეხლა წადი .
- ნიკა ! შემომიშვი.
- რატომ, რა გინდა მითხარი და წადი .
- აღარაფერი ! (ის ცივად და უხეშად მელაპარაკებოდა ამიტომ წამოვედი, ცოტა არ იყოს გაბრაზებულმა და ნაწყენმა)
სკოლაში მივედი და მარი და ლიზა მომეგებნენ.
- როგორ ხარ ნინა ?
- კარგად ვარ ლიზა, შენ ?
- მეც კარგად .
- რა ქენი ? (მარი)
- რასთან დაკავშირებით ?
- ნიკასთან . (ეს რომ მითხრა ფეხი ფეხზე მივარტყი და ვანიშნე რომ გაჩუმებულიყო)
- ნინა, ხომ გთხოვე მისგან თავი შორს დაგეჭირა და აღარ ჩარეულიყავი ჩემსა და ნიკას ცხოვრებაში ?
- მე.. მარი გობრონიძეს არ გულისხმობდა.
- აბა ვის ? ნიკასს შენ სხვას არავის იცნობ.
- ჩემი ძმაა . (ძმა მართლა მყავდა მაგრამ გუკა ერქვა)
- გასაგებია, რა უნდა გექნა აქ გადმოდის ?
- კი , წინა სკოლაში პრობლემები შეექმნა და აქ გადმოდის.
- აა...

თავი 5

ახლა რა ვქნა ?! დიდ შარში გავყავი თავი, როგორ ავუხსნა ეს გუკას ან როგორ დავითანხმო ჩამოსვლაზე, ის ხომ .. აუუ ჯანდაბა, არაუშავრს ახლა დავურეკავ და ავუხსნი , ის ხომ ჩემი გადამრჩენია ! :D
- ჰეიიი, გუკა როგორ ხარ?
- კარგად, საყვარელო შენ როგორ ხარ?
- ცუდად . :(
- რატომ ? რამოგივიდა ?
- მომენატრე.
- მეც მომენატრე ჩემო პატარა.
- არ აპირებ ჩამოსვლას ?
- ჯერ ვერ ვახერხებ, სამსახური ხელს არ მიწყობს.
- აუუ. საერთოდ დაანებე მაგ სამსახურს თავი რა ხომ ხედავ, ერთმანეთს დაგვაშორა.
- შენ ჩამოდი !
- მე ვსწავლობ .
- დარწმუნებული ვარ "თავს აკლავ".
- დიახაც ვაკლავ.
- ფული გჭირდება თუ რატომ მოგენატრე.
- სულ არ შეცვლილხარ . (ამ დროს ფანჯარაში თვალი მოვკარი ნიკას, ის მიყურებდა .. არ ვიცი რატომ მაგრამ უფრო ხმამაღლა დავიწყე საუბარი რადგან მას გაეგო)
- რამდენი გჭირდება ?
- მომენატრე, მარტო შენი სითბო მჭირდება.
- ოჰ, აფერისტო ! (ამ დროს გავიცინე)
- რამდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს, მართლაც რომ დაგვაშორა მაგ სამსახურმა ერთმანეთს.
- კარგი ხო, შენ არ მომეშვები და ხვალ დილით გამოვფრინდები.
- რა კარგია საყვარელო .
- რა ? ნუთუ ვინმე მოგწონს და აეჭვიანებ ?
- არა, არა არავინ არ მომწონს !
- მატყუარა.
- კარგი ხო, ხვალ გელოდები. გკოცნი.
- ძილინებისა პრინცესა.
- ასევე. <3
ტანსაცმელი გავიხადე, დავწექი და ფიქრი დავიწყე იმაზე თუ რა ხდებოდა ჩემსა და ნიკას შორის.. ხო მართალია მას მოვწონვარ, უფროსწორედ ვუყვარვარ მაგრამ მე არც მომწონს და არც მიყვარს, რაღაც სხვა გრძნობაა სახელს ვერ დავარქმევ, როდესაც მასთან ახლოს ვარ ეს მსიამოვნებს მაგრამ თან მაღიზიანებს. მოიცადე რაა რადროს ესაა მას და ლიზას ურთიერთობის გამოსწორებაში უნდა დავეხმარო. მეორე დღე რომ გათენდა კარი გავაღე და ნიკა დამხვდა, ეს გამიკვირდა.
- ნინა შეიძლება შემოვიდე ? (უხეშად მკითხა)
- არა !
- რატომ ?
- რა გინდა მითხარი, მაგვიანდება.
- რაღაც მაინტერესებს .
- გისმენ !
- ცოტა უხერხულია :/
- რა გინდა ამოღერღე.
- გუშინ ვის ელაპარაკებოდი ?
- რა შენი საქმეა ?
- ისე მაინტერესებდა, რაიყო !
- აუუ გამატარე რა სკოლაში დამაგვიანდება !
- ერთად წავიდეთ.
- უF, მეტი საქმეც არ მაქვს !
- კარგი ხო, რამოხდა !
- გამატარე !
- ჯერ მითხარი ვინ დაგირეკა.
- აუუ, დამანებე რა თავი რა შენი საქმეა.
- დიახაც ჩემი საქმეა . (მე გავიცინე და სერიოზული სახე მივიღე)
- რას გადამეკიდე ?!
- მინდა და გადაგეკიდე !
- შტერო !
- ბატო !
- ვირო !
- დებილო !
- კრეტინიზმით დაავადებულო !
- ლამაზო !
- ვირო !
- საყვარელო !
- თავი დამანებე ! და გამატარე !
- არა !
- არა ? კარგი . (კარი მივუჯახუნე,ჩემს ოთახში ავედი და ფანჯრიდან გადმოვხტი, სულ ვხტებოდი და არაფერი მომდიოდა მაგრამ რომ წამოვდექი წავიქეცი ძალიან მწარედ მეტკინა ფეხი და დავიყვირე.)
- რა მოგივიდა , რა გაწივლებს ! (ნიკა)
- არაფერი !
- ფეხი იტკინე ?
- არა ! (ვეცადე წამომდგარიყავი მაგრამ როგორც კი წამოვდექი , წავიქცეოდე რომ არა ნიკა)
- მოდი აქ ! (მან ხელში აყვანა სცადა, მაგრამ შევეწინააღმდეგე)
- არაა საჭირო ! ისედაც წამოვალ ;)
- ვხედავ როგორც მოდიხარ ! (მან მოულოდნელად ხელში ამიყვანა, ისე სწრაფად რომ ვერც კი შევეწინააღმდეგე)
- დამსვი ! სირცხვილია !
- საავადმყოოში წავიდეთ .
- არაა საჭირო ! კარგად ვარ !
- გაჩუმდი ! მთელი გზა ტვინს ნუ შემიჭამ .
- კარგი აზრი მომაწოდე. თუ არ დამსვავ ტვინს შეგიჭამ !
- ნინა !
- რა ნიკა !
- გაჩუმდი გთხოოვ !
- არა. დამსვი !
ასე ჩხუბში მივედით საავადმყოფოში, ფეხი თურმე მომიტეხავს და თაბაშირი დამადეს. როცა ამ ყველაფერს მორჩნენ უკვე საღამო იყო, ნიკამ ისევ ხელში ამიყვანა და სახლში წამიყვანა, მე ისეთი დაღლილი ვიყავი რომ ჩამეძინა ...
ნახევარი საათის შემდეგ .
- ნინა .. ნინა..
- სად ვარ ?
- სკამზე ზიხარ .
- აქ რა მინდა !
- გზაში დაგეძინა და ვიფიქრე ჩემს სახლში მივიყვან გავაღვიძებ და ისე მივიყვან მერე სახლშითქო.
- კარგი ახლა წავალ !
- ნინა !
- რა ?
- რატომ გამირბიხარ ?
- არაფერს არ გაგირბივარ !
- თავს რატომ მარიდებ ?
- ნიკა მეჩქარება .
- კარგი, ამაზე მერე ვილაპარაკებთ ახლა კი ხელი გადამხვიდე. (მან ისევ ხელში ამიყვანა და სახლში მიმიყვანა, კარი გამიღეს და ბუუმ !!)
- გუკაა !!! როგორ მომენატრე საყვარელო !
- მეც მომენატრე ჩემო პრინცესა.
- რამდენი ხანია არ მინახიხარ <3 (მას ვეხუტებოდი და თან ნიკას ვავლებდი თვალს)
- გუშინ რომ გელაპარაკებოდი, მოწყენილი იყავი რადგან ერთად არ ვიყავით, ხომ ხედავ მთხოვე ჩამოდიო და ჩამოვედი კიდეც.
- ჩემი ჭკვიანი ბიჭი <3 უი ხო გაიცანი ეს ნიკაა .
- სასიამოვნოა .
- ჩემთვისაც.
- მალია ფეხზე რა გჭირს ?
- მოვიტეხე !
- როგორ ?
- მერე მოგიყვები , ნიკა არ შემოხვალ?

თავი 6

- მერე მოგიყვები , ნიკა არ შემოხვალ ? თუ მანდ უნდა იდგე.
- იყოს, წავალ გვიანია..
- კარგი.
გუკამ სავარძელზე დამსვა და თვითონაც ჩამოჯდა.
- აბა როგორ ხარ საყვარელო.
- მომენატრე <3
- მთელი დღე ეგ უნდა მიმეორო, შე აფერისტო ?
- კი .
- ვინ იყო ის ბიჭი ?
- ერთად ვსწავლობთ .
- მაქამდე მაგან მოგიყვანა ?
- ხო მაგის გამო მომტყდა ფეხი :D (სიცილით ვეუბნები)
- სასაცილო არ არის ეგ ! მომიყევი .
- მოკლედ ...
- მოგწონს ?
- არა, უკვე დავიღალე ამ კითხვით ყველა ამას მეკითხებით .
- ეს გეტყობა.
- არ მომწონს !
- რა ურთიერთობა გაქვთ ?
- კარგი რა , ამაზე ლაპარაკი არ მსურს .
- მომიყევი .
- გუკა !
- კარგი ხო, როგორ შეეწყვე ახალ კლასელებს ?
- კარგად.
მე და გუკამ ბევრი ვილაპარაკეთ და დასაძინებლად წავედით.. ძალიან კარგად და "გემრიელად" მეძინა რომ არა ფანჯარაზე რაღაც კაკუნი .. ავდექი, გამოვფხიზლდი და გარეთ გავიხედე .
- ნინა დაბლა ჩამოდი . (ჩურჩულით მეუბნება ნიკა)
- ამ დილაადრიან რაგინდა ?
- ჩამოდი.
- ვერა, ჩემი ძმა გაიღვიძებს. თან ფეხი მოტეხილი მაქვს ბატო !
- გადმოხტი !
- ჰა ? ნორმალური ხარ? სწორედ მაგისგამო მოვიტეხე ფეხი.
- დაგიჭერ ! (ამაზე სიცილი ვეღარ შევიკავე და სიცილი ამიტყდა)
- აქედან დამეკარგე !
- ნინა, როგორმე ჩამოდი .
- რაგინდა ?
- ჩამოდი და გაიგებ !
- არ მაინტერესებს . (ფარდები გავაფარე და ძილი გადავწყვიტე მაგრამ ისევ ქვების სროლა ატეხა)
- გაჩერდი !
- ჩამოდი ..
- კარგი ხო, ტვინი ნუ შემიჭამე !
- გელოდები .
ჯინსები ჩავიცვი, ლურჯი მაიკა , ლურჯი კეტები და სააბაზანოში შევედი კოსა გავიკეთე და კიბეებზე ფეხაკრებით ჩავედი, კარებთან მივედი და..
- ნინა ასე გამოპრანჭული სად მიდიხარ ?
- ამმ.. მეე ლიზასთან !
- კიი.. ზუსტად .
- კარგი რა !
- კარგი კარგად გაერთე.
გარეთ გავედი .
- ამდენიხანი რას აკეთებდი ?
- ჩემმა ძმამ დამიჭირა.
- ფეხი როგორ გაქვს ?
- უკეთესად, სიარული შემიძლია.
- როგორ გამოწყობილხარ, პაემანზე კი არ გეპატიჟები (ამ დროს თვალები გადავატრიალე)
- რა გინდოდა, ლიზასთან მეჩქარება.
- ვიფიქრე ერთ ადგილას წავიყვანთქო .
- სად ?
- წამოხვალ თუ ლიზასთან გეჩქარება ?
- ლიზასთან მეჩქარება !
- კარგი რა ნინა, თავს რატომ მარიდებ ?
- არ გარიდებ ნიკა ! უბრალოდ ..
- რა ?
- მისმინე არმინდა ზედმეტად გავაფუჭო შენი და ლიზას ურთიერთობა .
- რა ურთიერთობაზე მელაპარაკები ?
- ვიცი რომ ადრე შეყვარებულები იყავით და ჩემს გამო დაშორდით , ლიზამ მთხოვა ქალაქიდანაც წავსულიყავი და შენგანაც თავი შორს დამეჭირა მაგრამ სულ თან დამყვები და მას გულს სტკენ .
- ნინა, მე და ლიზა შეყვარებულები არასდროს ვყოფილვართ ! არცერთს არ გვიყვარს ერთმანეთი უბრალოდ კარგად ვმეგობრობთ.
- არ მინდა ეს ურთიერთობა გავაფუჭო და გთხოვ თავი დამანებე . (ეს ვუთხარი და სახლში შევედი)
- ნინაა ..
(ნიკა)
ლიზა ისევ ლიკას სათამაშოა, როგორ ავუხსნა ეს ჩემს საყვარელ ადამიანს რომელიც ცდილობს ლიზას გული არ ატკინოს, თან ამ დროს ლიზა მწარედ ატყუებს და სწორედ ამიტომ ნინა ჩემს მიმართ გრძნობებს არ გამოხატავს.. ჯანდაბა ღმერთო ეს რა გრძნობაა !! ნინა ძალიან მიყვარს მაგრამ , მას არ ვუყვარვარ ან არუნდა თავისი სიამაყე დათმოს მაგრამ აქ სიამაყე რაშუაშია? მოკლედ ნინა ძალიან მიყვარს და ყველაფერს გავაკეთებ მისთვის.. (ამ დროს ნიკას ტელეფონმა რეკვა დაიწყო)
- გისმენ მარი !
- მისმინე ხვალ როგორც გავიგე ნინას დაბადებისდღე აქვს და სიურპრიზი მინდა მოვუწყო !
- მე როგორ დაგეხმარო ?
- ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ , შენ უბრალოდ ჩვენ მოგვენდე .. მთავარი სიურპრიზი შენ ხარ !
- მე რაშუაში ვარ ?
- შუაში კი არა თავში ხარ ! მოკლედ ყველაფერი ასეა ... გასაგებია ?
- კი.
(ნინა)
ხვალ შემი დაბადებისდღეა მაგრამ ამის ხალისი სულაც არ მაქვს, მინდა რამდენიმედღე აქაურობას მოვშორდე და განვიტვირთო ჩემს ძმასთან ერთად .. კარგი იქნებოდა ჩვენს აგარაკზე წავსულიყავით .. რაზე ვფიქრობ ? სკოლას თავს ვერ დავაღწევ !

ვაიმე ხალხნოოო :(( როგორც გაიგეთ წაიშალა ყველა სიახლე,კომენტარი და ბევრი სხვა რამ რაც დადებული ჰქონდა ყველას 22 იანვრის მერე :/ ამიტომ მიწევს თავიდან დადება ეეჰ :/ ჩემი შენ შემცვალე და კომენტარები აუუუ :(( ხვალ გამომიგზავნიან შენ შემცვალეს ტექსტს და თავიდან დავდებ :// ჩემი კომენტარები :(((((((( :XXXX



№1  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Au mec minda chemi washlili teqsti da iqneb gamomigzavnon
shen ki shoki xar
--------------------
M.D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent