შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა გოგო ვიღაცის დედოფალია. (3,4,5,6,7)


29-01-2017, 22:43
ავტორი DevilGirl
ნანახია 3 766

"ბედნიერება წარმავალია"

თავი 3
ჩავიცვი და დავწექი მერე კი წელზე ხელშემოხვეული სანდროს ხელები მახსოვს...მას შემდეგ ისე ტკბილად დავიძინე როგორც არასდროს მძინებია.
დილით , რომ გავიღვიძე თავი დედოფალი მეგონა იცით რატომ? მეფე მეწვა გვერდით...აუ ეს ბიჭი მართლა რა სიმპათიურია რაა! ნუ ეხლა ასეც არ შეიძლება , სუსტი გული მაქვს მე!!! აქამდე არ მქონია, მაგრამ რაც გავიცანი მგონი გულის ფანცქალები დამეწყო...ხოო, უეჭველი იმის ბრალია გვიანობამდე , რომ არ მძინავს ხოლმე და მაინც რა მიზეზებს ვიფიქრებთ ადამიანები იმისათვის, რომ სიმართლე არ ვთქვათ არა? უფრო სწორედ არ ვაღიაროთ..სიმართლე ხომ ხშირად ყველაზე მწარეა...იცით ხანდახან მწარე სიმართლეს კარგი ტყუილი ჯობს-ვფიქრობდი ჩემთვის-ეეჰ! რეებზე ვფიქრობ მომინდა მეც ბრძნული გამონათქვამები! გამოვედი მეც რა განდი! სულ მიკვირდა ისეთი გოგონების მძინარე ბიჭებს ხამებივით, რომ შეჰყურებენ ნუ თურმე ხამებივით არ შეჰყურებენ და თან ვერასდროს ვხვდებოდი რას პოულობდნენ ასეთს მათში და რატომ უყვარდათ ყურება. აი განტოლებაც ამოვხსენი! მიდი და გეწვეს გვერდით ასეთი სიმპათიური არსება და შენ ათვალიერე კედლები! როგორია?! - რომ ამბობენ სიგარეტი კლავსო ხომ იცით? მე მგონი ვიპოვნე ისეთი "ვიღაც" ვინც მართლა მომკლავს თუ დიდ ხანს იყო ჩემს გარემოცვაში ეს კი მთელი 6 წელი წინ უნდა მყავდეს! შემიძლია ვთქვა ჩემს ხელში დაკაცდა თქო. აუ რაებს ვბოდავ ჩემი ქმარია თუ შვილი? რა ჩემ ხელში დაკაცდა! აუჰ მგონი გადმომედო ჩემი მეზობელი ციცინოს ლაპარაკი ეგღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის და აი!!!!! -სანდრო ოდნავ შეირხა და ძილისგან დაბოხებული ხმით მითხრა:
-არ ადგე რაა! დაწექი ჯერ.-თან შუბლი შეჭმუხნა და ტუჩებს ისეთი რაღაც უქნა დიდი სიამოვნებით დავეტაკებოდი ამ ბიჭს! თან სახელიც როგორი აქვს?! მაგრამ მარტო სახელი?! ყველაზე მაგარი თვალები აქვს...ნუ ჩემთვის მაინც. საათს დავხედე და წარბები იმხელაზე ავზიდე მაღლა, რომ მგონი თმებში დამეკარგა არაუშავს ვიპოვნი მერე. 7 საათია მე კიდევ დავხამდი სანდროს!
-ნინიიიიი.-ამოიბუზღუნა. არა კაცო ჩემი გული ვერ გაუძლებს ასეთი სიმპათიური არსების გვერდით ყოფნას!
-ხო, ხო ვწვები სანდრო.-მთქნარებით ვუთხარი და მივუწექი. ხელები შემომხვია და თავისზე გადამიტანა პირდაპირი მნიშვნელობით. მძინარე ადამიანს ამხელა ძალა ქონდეს მე არ მინახავს და გაგებით ხო მითუმეტეს! გადამიტანა თავისზე და სხეულზე დამიწვინა . წინააღმდეგობის გაწევას და ქაჯობას არ ვაპირებდი ან ვისთვის უნდა მომეტყუებინა? მე ხომ ძალიან მომეწონა ეს...
4 საათზე გავიღვიძეთ კინაღამ გავაფრინე!
-მძინარე მზეთუნახავო გაიღვიძეე.-შევანჯღრიე სანდრო.
-ჰალკ გავიგე , რომ დიდი ძალა გაქვს , მაგრამ დამაძინე რაა.
-გიმღერო ალექსანდრე? 4 საათია აეგდე !
-დაიკიდე რაა.-თქვა და უფრო მაგრად მიმიხუტა. აი საერთოდ დავკარგე ადგომის სურვილი. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ქონდა თან არც მინდოდა ამიტომ ყურში ჩავჩურჩულე:
-მთელი დღე წოლას აპირებ? მაშინ მე გავალ.-ვთქვი და ასადგომად მოვემზადე როდესაც უფრო ძლიერად მომიჭირა ხელი და თავდაპირველ ადგილას დამაბრუნა:
-ნუ ფართხალებ და ჩამეხუტე რა!-ისევ ჩემი საყვარელი ბუზღუნი... მეც რაღა მექნა და მივეკარი. ხო ნუ ეხლა პრობლემა საერთოდ არ მქონია პირიქით....იცით როგორ გავნაბე სული წელზე ხელები , რომ შემომხვია? უუჰ მგონი აღარც ვსუნთქავდი და ყელში , რომ მაკოცა...მანდ უკვე გავითიშე!!!! სულს განუტევებ ეხლა მე აქვე! იცით ყველაზე მეტად რა მსიამოვნებს? ვიცი , რომ მილიარდი გოგო ეყოლებოდა, მაგრამ ვითომ რომელიმეს ესე ჩაეხუტებოდა? ნწ ნწ ! არამგონია ყველასთან ასე იყოს! მაგრამ მე რაა?
-კაცმა , რომ გკითხოს არ გინდოდა წოლა და კი ხარ სულგანაბული!
-ეხლა ავდგები.-ვთქვი და გავიბრძოლე.
-დაწყნარდი რაა! განსაკუთრებული პატივი გერგო განა ყველა გოგოს ასე ვეხუტები ამიტომ დ ა წ ყ ნ ა რ დ ი ! - ვაიმე ჩემი სიხარული. ჩემი სიხარულიო? ჩემს ფიქრებზე გამეღიმა. აუ როგორ მიყვარს ამ ბიჭის სუნი...აჩეჩილი თმებიც როგორ უხდება და რა მითხრა? -ახლა მივხვდი რაც მითხრა განა ყველა გოგოს ასე ვეხუტებიო?
-დავიჯერო არ ეხუტები ყველა გოგოს ასე?-ყურთან ახლოს მივუტანე ტუჩები და ისე ვუთხარი ჩურჩულით.
-შენ გგონია , რომ ყველა გოგოს ვისთანაც რამე მქონია ყელში ვკოცნი, ვიხუტებ და მსგავს რამეებს ვუშვები? არაა, დილითვე ვაგდებ ხოლმე სახლიდან!-ისე მესიამოვნა მისი ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები თან როდესაც გავიფიქრე, რომ პირველი ვარ ვისაც ასე ექცევა....ყურზე ვუკბინე ძალიან ნაზად. ზემოდან ვყავდი მოქცეული და ისე მეხუტებოდა თავი ამაწევინა და ყელში მაკოცა
-ნუ მაგიჟებ!-სანდრო.
მერე ისევ ისე მიმიხუტა ოღონდ ამჯერად თავი ჩემს კისერში ჩაყო და ყოველ წამს ყელზე მკოცნიდა რაც მაგიჟებდა...საოცარ გავლენას ახდენს ეს ბიჭი ჩემზე და მიხარია , რომ 6 წელი გვაქვს.
-ეხლა რაღაცას გეტყვი და ვნახოთ მერეც თუ გაგაგიჟებ! ნუ მერე უფრო გაგიჟდები ოღონდ სხვა მხრივ.-მე.
-აბა გისმენ.-მითხრა და ისევ მაკოცა ყელში.
-რადგან 6 წელი ჩემი ქმრობის პატივი გერგო რომელიც ძალიან რთულია გაფრთხილებ , რომ მთელი 6 წელი არცერთი გოგო არ უნდა იყოს შენ ცხოვრებაში თორემ ჩემი ყოფილი საქმროსავით დაგშორდები შენც!
-კარგი...ისე ცნობისთვის არც ვაპირებდი ღალატს, მაგრამ არც შენ მიღალატებ მსგავსი არაფერი გავიგონო და კიდევ რატომ არ ვიცოდი საქმრო თუ გყავდა?
-პირველ რიგში იმიტომ, რომ მესამე დღეა გიცნობ ქმარო და მეორე იმიტომ , რომ არ მიყვარს მაგაზე ლაპარაკი.
-რა გაეწყობა!-მითხრა და ისევ ისე მაკოცა ყელში მე, რომ ჭკვას მაკარგვინებდა.
-ახლა შენ მაგიჟებ.-ჩურჩულით ვუთხარი მე.
-გსჯი.
-რისთვის?
-იმისთვის, რომ ასე მაგიჟებ.-მითხრა და ტუჩებზე დამეწაფა.

თავი 4
დილით ბედნიერმა გავიღვიძე დღეს სადმე უნდა წამეთრია ბავშვები და აქაურობა უნდა დამეთვალიერებინა ნებისმიერ ფასად. სანდროს იმხელა ხმაზე დავუყვირე ადექი თქო გულგახეთქილი ლოგინიდან გადავარდა და თავი იქვე მდებარე კომოდს თხვლიფა! ოოო რა ვქნა რაა! კარგ ხასიათზე , რომ ვარ ღრიალი მიყვაარს! (ანუ ყოველთვის) მოვკიდე ყველას ხელი და სულ ძალით წავათრიე კლუბში...ნუ ჯერ ცოტას გავერთობით და მერე გავიგე ლამაზი მთებია აქვე ახლოსო..და ხომ უნდა დავიპყრო რიო? აბა რა ჯანდაბა მინდა აქ მართლა თაფლობის თვის გატარებას კი არ ვაპირებ! ულამაზესი ვარდისფერი კაბით შევაბიჯე ასევე ულამაზესად მოწყობილ კლუბში! თან სანდრომ არ მინდა მეო წუწუნებდა და პატარა ბავშვივით ჭირვეულობდა ხოდა მე რის ნინი ვიყავი ჩემი არ გამეტანა და წავკიდე ხელი ეხლაც არ შემოდის ხოდა ჩემი მ ე თ ო დ ე ბ ი ! წავკიდე ხელი და ისეთი ძალით შემოვაგდე შიგნით კინაღამ ცხვირპირი წაიმტვრია და გადამიყოლებდა თან! მიმტანი "მოეთრა" . ხო ალბათ გაგიკვირდათ რატომ მოეთრაო ხოდა გიპასუხებთ ბატონო! სანდროს ეპრანჭებოდა მკერდი ისე ამოიყარა ლამის სასმელთან ერთად დაგვიდო მაგიდაზე. სანდროც, რომ არ ცდილობდა მოშორებას:
-მარიამო მეცეკვეე.-დავიწყე ჩვეული წუწუნი.
-აუ დღეს არა რაა.-მითხრა და თორნიკესთან ლაპარაკი განაგრძო. სანდროც მიმტანს "კერავდა" ხოდა კაკრას რა ბედი მაქ! ვიღაც ბიჭი მიყურებდა მეც იქით გავედი და ისე ვიქცეოდი თითქოს მარტო ვიყავი. ამან გაამართლა მოვიდა ის ბიჭი და გამეცნო:
-ქართველი ხარ?-გადმოკარკლა თვალები.
-კი.
-ეე რამაგარია.
-რა გქვია?
-ნიკა . შენ?
-ნინი.
ცოტა ხანს კიდევ ვლაპარაკობდით და მერე საცეკვაოდ გავედით ვცეკვავდი ცოტახანში, რომ წელზე ხელების შემოხვევა ვიგრძენი...არაა! ეს აშკარად ნიკას ხელი არ უნდა ყოფილიყო! იმ ვაჟბატონის ხელს გავს წეღან, რომ იმ ბო*ის დაკერვას ცდილობდა! დასაჯდომად გავემართე ამას თუ გონია შევარჩენ იმ გოგოს მაგრად ცდება:
-არ გაგიშვებ.-ყურში ჩამჩურჩულა და ყელში ისე მაკოცა მე, რომ ჭკუას მაკარგვინებდა....რას მიკეთებს ეს ბიჭი? იქნებ ფიფქიას ბოროტი დედინაცვლის შვილია? ხოო, ხოოო, უეჭველი ჩემი მოწამლვა უნდა! რატომ მომწონს ყოველთვის ის რაც აკრძალულია?! ეხლა სანდრო აკრძალული ხილია ჩემთვის! არ შეეხო ნინი გიკბენს! ქიიხიააა ნინი ქიიიიიხიიიი! -ამასობაში წელზე ხელი შემომხვია ვაჟბატონმა მომეკრო და ცეკვა განაგრძო. მეც ვმოძრაობდი და არაფერს ვიმჩნევდი ამას თუ არაფერი ერქვა...-ვითომ როგორც ფიფქიას მეც ნამდვილი სიყვარულის კოცნა დამიხსნის ჯადოსგან ? მაგრამ ნამდვილი სიყვარული, რომ არ მყავს! ოხ ნინი, ნინი რა მინდოდა მეპოვნა ვინმე რაა! მაგრამ , რომ მეპოვნა ამის ცოლი არ ვიქნებოდი და აღარც ნამდვილი სიყვარული დამჭირდებოდა და...? აუ გავიჭედე უეჭველი იმის ბრალია ეს ბედოვლათი ასე ახლოს რომაა ჩემთან...ჭკუიდან გადავყავარ და რა გავაკეთო? ცეკვის შემდეგ მაგიდასთან დავბრუნდით და დაჯდომას ვაპირებდი როდესაც ჰოპ და....მოიცა სად ვზივარ? რა ჯანდაბა მინდა ამ ვაჟბატონის კალთაში?! ეხლა მოვუნდი ხოო......კაკრას მიმტანის გაბრაზებულ მზერას წავაწყდი.
-მზერით ადამიანის მოკვლა , რომ შეიძლებოდეს მკვდარი იქნებოდი.-ჩამჩურჩულა სანდრომ თვალებში ჩამხედა და მიმტანისკენ მანიშნა.
-მაინც ვ ე ლ უ რ ი ხარ !-ჩუმად , მაგრამ სანდროს გასაგონად ვუთხარი წინადადება თან ველური დავუმარცვლე.
-მეეეც საყვარეელოო!
-რა შენც?-ამოვიოხრე და კლუბის თვალიერებას შევუდექი.
-მერე გეტყვი.-მითხრა და ისევ ეს გასაგიჟებელი კოცნა ყელში! 6 თუ მილიარდი წლის მერე არ აქვს მნიშვნელობა მე ამ კოცნას მაინც ვერ დავივიწყებ და ამას ახლა ვხვდები...ან საერთოდ როგორ უნდა დაივიწყო ადამიანი რომელიც ერთ დროს შენი ბედნიერების მიზეზი იყო? მე ვერ დავივიწყებ სანდროს თუმცა რამეს მოვიფიქრებ რისთვის ვარ ასეთი გიჟი...
-სად ხედავ შენ თავს 6 წლის მერე?-თითქოს ჩემს ფიქრებს მიხვდა ისე მკითხა სანდრომ.
-სავარაუდოდ ნიუ ორკში.
-რატომ?
-6 წლის მერე ვაპირებ მსოფლიოს გარშემო ვიმოგზაურო და უბრალოდ დავტკბე ცხოვრებით.
-საოცარი გოგო ხარ....

თავი 5
"მთავარია ნაპოვნს გავუფრთხილდეთ"
***
დარჩენილი 1 კვირა მე სულ ბუზღუნში გავატარე, სანდრომ ჩემ ეჭვიანობაზე დაცინვაში, ხოლო თორნიკემ და მარიამომ კი ჭუკჭუკში! მოვიდა ჩვენი თბილისში ჩასვლის დროოოც...დღეს დედამთილს და მამამთილს გავიცნობ. ჩავხტით თვითმფრინავში და ჰერი ჰერი თბილისისკენ! აეროპორტში სანდროს მშობლები გვხვდებოდნენ. კარებში გავდიოდით და ფეხები უკან მრჩებოდა.
-სანდრო როგორები არიან?-ვკითხე სანდროს თან უკანუკან ვიხევდი.
-კარგები.-ჩვენი ხელები ერთმანეთში ახლართა და კარებში გავედით მარიამო და თორნიკეც ისე იყვნენ გართულები ლაპარაკში მარიამომ კინაღამ გასასვლელ კარს აარტყა თავი . გავედით და შევამჩნიე სანდროს როგორ გაუბრწყინდა თვალები როდესაც ჩვენსკენ პატარა ულამაზესი ბავშვი გამოიქცა რომელიც სანდროს ასლი იყო!
-შვილიანი ხარ?-ისე გავოცდი კინაღამ პირი გავაღე.
-ქეთა ეს ნინია ჩემი ცოლი, ნინი ეს ქეთაა ჩემი "და"-უჰ მომეშვა გულზე იმხელაზე ჩავისუნთქე ჰაერი მგონი აეროპორტი შევისრუტე. ქალი და მამაკაცი წამოვიდნენ ძალიან თბილი ღიმილით და გულში ჩამიკრეს.
-აი რძალიც ესეთი უნდა! ყველა შურით გასკდება ჩემ რძალს , რომ დაინახავენ!-მითხრა და ისე თბილად ჩამეხუტა ხელები, რომ არ მომეხვია უბრალოდ არ გამოვიდოდა თან ძალიან მინდოდა...უნებურად გამეღიმა.
-მე ელენე ვარ ეს თემოა-მანიშნა ალექსანდრეს მამაზე . თემომაც გამიღიმა და გულში ჩამიკრა ვაიმე რამაგარი ხალხიაა! გავაფრენ ახლა. ქეთა მიყურებდა მათვალიერებდა ბოლოს კი ძალიან თბილად გამიღიმა.
-მოეწონე.-მითხრა სანდრომ.
-როგორც ჩანს . -ვუთხარი და ქეთაზე ვანიშნე რომელიც ჩემსკენ წამოვიდა და ჩამეხუტა ფეხებთან მეტს ვერ მომწვდა ეს პატარა ანგელოზი და ...
-სანდლო ესეთი გოგო ცოლად ლატო გამოგკვა?-გადავიკისკისე ქეთას ნათქვამზე და სანდროს გადავხედე ამაყად.-ქეთა დღეიდან ჩემი დაქალია!-ვუთხარი და ბუშტივით ლოყები ჩავუკოცნე პატარა ანგელოზს.
-არც იოცნებო . ქეთა ჩემიანია.-ენა გამომიყო სანდრომ და ქეთა უნდა აეყვანა როდესაც გაჯიუტდა და უფრო მომეკრო ,ხოდა წავავლე ხელი და შემოვისვი წელზე.-შენიანი ხო სანდრო?-ეხლა მე გამოვუყავი ენა და მანქანისკენ წავედი ულამაზეს ქეთასთან ერთად.
ვცდილობდი წარმომედგინა როგორი იქნებოდა სახლი და თან ოცნების კოშკებს ვაგებდი მომავალზე. აი იცით როგორ კოშკებს ? აი სვანეთში, რომ არის დიდი , დიდი კოშკები აი ისეთ კოშკებს ვაგებდი, მაგრამ ეს გზა ჟელე , რომ არის რა ქვია ? ხო , ხო გამახსენდა ფეირი , ხოდა მაგ ფეირივითაა არა და არ მთავრდება! ვახ! ყველა კოშკი ნაწილნაწილ დაიმსხვრა მანქანა , რომ სახლთან გაჩერდა... ჯერ გამიკვირდა სასახლე რატომ არ აქვთ თქო და გაოცებულმა შევხედე 2 სართულიან ულამაზეს სახლს ვიცი , რომ ფულის მეტი არაფერი აქვთ...უი ესენი ხომ სხვა მილიარდელებს არ გვანან! ფულზე არ არიან დახამებულები. 2 სართულიანი პატარა, მაგრამ საოცრად მყუდრო და აი ულამაზესი სახლი იყო რა! განა სილამაზის გამო იყო ეს სახლი მყუდრო? არა! "სახლი სადაც სიყვარულია ის აუცილებლად მყუდროც იქნება" წამიკითხავს სადღაც არმახსოვს სად. ვეთანხმები. შევედით:
-აუ რალამაზიააა.-ჩავჩურჩულე სანდროს.
-ჩვენ აქ არ ვიცხოვრებთ.
-აბა?
-სახლი მაქვს მე ქალბატონო ნინი.
-ოჰ ბატონ ალექსანდრეს უყურე შენ.
-ჯერ სად ხარ.-მითხრა და ყელში მაკოცა აი ისე ჭკუას , რომ მაკარგვინებს დ ახლა აქ თუ არ დავეცი არამგონია! სანდროს მკლავი ჩავბღუჯე ხელში და ისე შევედით სახლში. ვილაპარაკეთ კარგად გავიცანი ყველა და მერე "ჩვენს" სახლშიც წავედით. აივანზე ვიდექი წელზე ხელების შემოხვევა , რომ ვიგრძენი. ჩემი თმები ცხვირით იქით გაწია და თავი კისერში ჩამალა, ღრმად ჩაისუნთქა ჩემი სურნელი და ისევ ეს ყელში კოცნა რომელსაც ვერაფერი , ვერავინ და არაფერი შეცვლის! კიდევ ერთხელ დაამტკიცა თუ რა მარტივად მოქმედებს ჩემზე ეს ვირი...ეს...ეს ველური...ეს ძროხა....ეს სიმპათიური....ეს არაამქვეყნიური....ეს გასაოცარი ბიჭი.......გავხედე და თეთრი მაისური ეცვა.....ხელში მეორე მაისური ეცვა...გამომიწოდა ვერ მივხვდი როგორ, მაგრამ აივანზევე გადავიძრე მაისური და ლიფის ამარა დაველოდე სანდროს როდის მომცემდა მაისურს...ჩამათვალიერა, ტუჩის კუთხე ჩატეხა და მაისური გამომიწოდა...მე ხომ არ ვიცოდი რა ეწერა უკან არა? სანდრო გვერდზე დამიდგა და ამ დროს შიგნითა სარკეში დავინახე წარწერები ჩვენი მაისურის უკან "KING" "QUEEN" . მიდით, მოიარეთ მსოფლიო და თუ სადმე ასეთ ბიჭს იპოვნით მეორეს შ ე მ ა ტ ყ ო ბ ი ნ ე თ რ ა მ ე ც თორემ გ ა მ ა გ ი ჟ ა ალექსანდრემ! როგორაა ასეთი კარგი?!
თავი 6
"ჰო, ასეა ჯერ შეყვარების ეშინიათ შემდეგ კი დაკარგვის..."

მშვენივრად მიედინება ჩვენი "ცოლქმრული" ცხოვრება. სანდრო, რომ სამსახურში წავიდოდა დედამთილი შემომივლიდა და ასე. ელენეზე ტკბილი ქალი არ არსებობს დედამიწაზე! N1 ქალია! როგორც დედა ისე მიყვარს. დედაჩემთან არასდროს არ მქონია კარგი ურთიერთობა სულ "მაკა თავი დამანებე" "მაკა რასაც მინდა იმას ჩავიცმევ" "მაკა მეძინება!" "მაკა ნუ ღრიალებ" და კიდევ უამრავი სხვა , აი ელენესთან კი ნამდვილად დედა-შვილური და დაქალური ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ქეთა გიჟდება ჩემზე აი აფრენს! ისევე აფრენს როგორც მე მიყვარს "ჩემი" ტიკტიკა გოგო ! აი ისეთი საყვარელია ხანდახან მინდა შევჭამო. ისე ძლიერად ვეხუტები ხოლმე ძვლების ტკაცუნი მესმის ხანდახან. დილა დავიწყე ალექსანდრეს გაცილებით სამსახურში:
-აბა წარმატებული დღე მზეთუნახავო.
-შენც სისინავ.-მითხრა , ტუჩებზე მაკოცა ნუ ტუჩზე და წავიდა. ოხ რა გავაკეთო ახლა მეეე....თუ რა გავაფუჭო?ასე უფრო მომწონს. რას ვიზამ და დავურეკავ გოგონებს . მარიამოს და ელენეს დავურეკე და დავაბარე ჩემი პრინცესა ქეთაც წამომიყვანე თქო. კარებზე ზარის ხმა, რომ გავიგე გაღიმებული გავიქეცი კარისკენ და კი არ გავაღე ხელთ შემოვიფხშვენი იმხელაზე გამოვწიე და ჰაერი კიდევ ისე მეცა სახეში ლამის უკან გადავვარდი ! ქეთა გამოიქცა და შემომახტა:
-მოხვედი ჩემო ანგელოზო?
-აბა დაიკო რაზე უნდა იწოლავოთ?-ხო არ მითქვამს მგონი, რომ ქეთამ თავის დაიკოთ მიმიღო და ასე მომმართავს . აუ აი როგორ მიყვარს ჩემი ტიკტიკა გოგო!
-რაზე კი არა ვიზე ქეთუსი! ყველა უნდა გავჭოროთ ეხლა.-დამასწრო თქმა ელენემ.
-ყველაზე ლამაზი დედამთილიც მოვიდაა...-ვთქვი და გადავეხვიე ელენეს. თემოზეც ვგიჟდები,მაგრამ საჭორაოდ ხომ არ დავპატიჟებდი არა?! ისიც გიჟდება ჩემზე ისე ტკბილად მელაპარაკება ხოლმე, რომ ელენეს ქმარი , რომ არ იყოს ავახევდი :დ კაი ნუ მართლა კი არა.
-აუ ნინ ყავა გააკეთე რაა.-წუწუნით შემოვიდა მარიამო.-ცხელცხელი ამბები უნდა მოგიყვეთ გოგონებო.-დავჯექით თუ არა დაიწყო მარიამომ.
-ლა ხდება მალ?-ჩაგვერთო ჩემს კალთაში მჯდომი ქეთა.
-ლა ხდება ჩემო პატარა და მე და თორნიკე წინ მივიწეეევთ!-შესძახა გახარებულმა.
-რა მხრივ მარ?-ყავა მოვსვი და ისე ვკითხე.
-გუშინ....მოკლედ გეტყვით მაკოცა რა.
-ჰააააა?-ერთდროულად წამოვიყვირეთ მე და ელენემ ქეთა კიდე ჩემი კალთიდან წამოხტა და თვალები იმხელაზე გადმოკარკლა წინ დაუდო მარიამოს.
-ხოო. გუშინ მითხრა შენ სახლთან ვარ და ქვემოთ ჩამოდიო და, რომ ჩავედი .... არც მთვრალი ყოფილა თააან.
-ეეე რამაგარია მააარიამოოოო!
-ნინ შენ და სანდრო რას შვრებით?-მკითხა ელენემ რაზეც რატომღაც ყავა გადამცდა!
-რას უნდა ვშვრებოდეთ რავი...
-წინ მთელი 6 წელი გააქვთ.-შემახსენა მარიამომ.
-6 წელში რა შეიცვლება?
-რა და შეგიყვარდებათ ერთმანეთი ნუ ფაქტია , რომ უკვე გიყვართ რაღაც დოზით , მაგრამ მაინც!-ელენე.
-არა ელ, არაფერი შეიცვლება 6 წელში აი ნახავ. დრო არაფერს არ შეცვლის საერთოდ.-არადა ვიცოდი , რომ გულგრილი არ ვიყავი სანდროს მიმართ და ახლა იმხელა ტყუილი ვთქვი ჰოლივუდიდან , რომ ვინმე მიყურებდეს პირს დააღებდა და გამაქანებდა თავისთან . როგორც ყოველთვის უდროო დროსაა ტელეფონზე ზარი და სუნთქვაშეკრული ვიღებ , სუნთქვაშეკრული ბრაზისგან ისე , რომ არც ვუყურებ ვინარის:
-გისმენთ?-რაც შემიძლია წყნარად და აკურატულად ვპასუხობ.
-ნინი ვიცი , რომ სუნთქვა გაქ შეკრული ბრაზისგან ამიტომ ამოისუნთქე პირველ რიგში არ მინდა დამეხრჩოს 1 თვის წინ მოყვანილი ცოლი.
-ოჰ რა იცი შენ ეხლა მე სუნთქვა მაქვს შეკრული თუ არა?! გამომივიდა ბიჭი ვანგა რა!
-ვანგა არა მე უფრო იონა წინასწარმეტყველი თუ ვინცაა.
-ოოო, რა ჯანდაბა გინდა? -უკვე მართლა გავმწარდი.
-ღმერთო რა დაგიშავე ეს , რომ მოვიყვანე ცოლად?! ამდენი ცოდვაც არ ჩამიდენია კაცო! ვახ! რა მინდა და დღეს მე თორნიკე და ჩემი ბიჭები მივდივართ რესტორანში ცოლებითურთ და შეყვარებულებითურთ.
-თურთ მოაშორე და ილაპარაკე ნორმალურად ალექსანდრე სანამ გისმენ!
-კაი ხო , ვინაა რა ეს! რა დავაშავე?! ცაო დამსეტყვე!
-ალექსანდრეეეეეეეეეე-იმხელაზე ჩავყვირე არამგონია მთელ საქართველოს თუ არა თბილისს მაინც არ გაეგო!
-კაი ხო კაი! ხოდა თორნიკე ეტყვის მარიამს ნუ იმედი მაქვს არ ჩაიკეცება იქვე ნერვიულობისგან , რომ ვიცნობ ხო ვიცი არა! ნუ მოკლედ ჩაიცვი 8ისთვის მივდივართ და გვიან მივალთ სახლში.
-უჰ ძლივს არ თქვა კაცო! და, რომ დავრჩე არა?
-არა.
-რატომ?-ხელები მაღლა აღვაპყრე და ღმერთს ვკითხე ეს რატომ შემხვდა თქო და სანდროს კიდევ ეგონა რატომ უნდა წამოვიდე თქო ვუთხარი და:
-იმიტომ, რომ ჩემი ცოლი ხარ და მინდა იქ იყო!
-ისე შენთვის არ მიკითხავს ჩემო ქმარო, მაგრამ კაი ჯანდაბას შენი თავი გავერთობი მაინც.
-მეც იქ ვიქნები იმედი არ გქონდეს. და ხო რას შვრები?
-ეჭვიანი ქმარივით ხარ!
-ვარ კიდეც. რას შვრები თქო?!
-ქეთა ელენე და მარიამოა ჩემთან და ვჭორაობთ ვახ!
-კაი გკოცნიიი ცოლოო.-მითხრა და გათიშა. არა ხო ძაან ჩვეულებრივი-არაჩვეულებრივი დიალოგი გვქონდა, მაგრამ მსიამოვნებს ამ ცოლს, რომ მეძახის და რავქნა?! კიდევ ყელში, რომ მკოცნის ეგ მსიამოვნებს, კიდევ ლავიწზე , რომ მკოცნის ეგ მსიამოვნებს , კიდევ ტუჩებში , რომ მკოცნის მაგაზე ვაფრენ.... ვერც მივხვდი ისე გადავისვი ტუჩებზე ხელი და სულ დამავიწყდა , რომ გოგოები მიყურებდნენ:
-რას გიკეთებს ეს ბიჭი ესეთს ხო?-ჩემ ფიქრებს მიხვდა ელენე და აიყოლია ქეთა და მარიამიც.
-მარიამ.
-ჰოუ.
-თორნიკე დღეს გეტყვის რესტორანში მივდივართ და ჩემთან ერთად წამოდიო და ხმა არ გავიგო გაყვები! მე და სანდროც მოვდივართ და კიდევ სანდროს ძმაკაცები.
-ოჰ. სანდროს ცეკვა არ უყვარს და იქნებ მოახერხო და ააცეკვო შენი სიყვარულით.-ელენე.
-ელენე!!!!!!
-კაი ხმას აღარ ვიღებ.-გაიკრიჭა ელენე.
მერე ელენე და ქეთა წავიდნენ და დავრჩით მე და მარიამო.
-ნინ თორნიკე მირეკავს და იცოდე ხმა არ ამოიღო ჩემ დაბნეულ ლაპარაკზე და არ გაგეცინოს.-მითხრა მარიამომ და ტელეფონს ნერვიულად დახედა შემდეგ იმ სიღრმეზე ჩაისუნთქა აი სპილოები , რომ ისუნთქავენ ჰაერს და ყველაფერი თან მიაქვთ ისე შემიყოლა კინაღამ მეც არადა ახალგაზრდა ვარ კაცო ჯერ! ვახ! ქმარი მყავს ესე ხომ არ დავტოვებ?-აუ რეებს ვბოდიალობ. მარიამს თავი დავუქნიე და იმანაც აიღო:
-ხო თოკო....ისა...ხოოო....კი სანდრომ უთხრა.......ხო......კაი წამოვალ....ნინისთან ვიქნები მეც.....კაი გელოდებით მაშინ.....შენ და სანდრო?....კაიიი.
-თოკოვო? -გადავბჟირდი ბოლო ხმაზე.
- დავაი რაა!-შემომიტია მარიამმა.
-ოოკს.-ვუთხარი და კარადისკენ დავიძარი.
-შენი კაბა უნდა მათხოვო რომელიმე.
-აიღე რაც გინდა. აუ დღეს ისეთ ხასიათზე ვარ , რომ ძააან ლამაზი მინდა ვიყოო.
-ქმარიც იქვე გეყოლება და კი გენდომება.-ეხლა მარიამი მიშლის ნერვებს.
-მარიამ ფოკუზი გინდა?
-რა ფოკუზი?
-ფანჯრიდან ისე გაგაქრობ , რომ არც გავაღებ.-სწერვულად გავუღიმე და ტანსაცმლის ასარჩევად შევტრიალდი. ბევრი ფიქრის შემდეგ კარადიდან ყველაფერი გადმოვყარე და მივაგენი კაბას...აუ ეს კაბა...როგორ მიყვარს და მეგონა , რომ დავკარგე! მახსოვს მაშინ ჩემს ყოფილ საქმროსთან ერთად პარიზში მივდიოდი და იმისთვის ვიყიდე...თუმცა მანამდე მოასწრო ნაგავმა ღალატი! ხოდა ახლა ჩავიცვამ! იცით როგორი კაბააა? უი თქვენთვის არ მითქვამს, რომ ძალიან მაგარი სხეული მაქვს? ყველაფრიანად! ხოდა ეს კაბა მაკვდებააა! შავი, მკერდზე ძალიან ლამაზად ამოღებული, ფეხზე ჩაჭრილი და წელზე ისე შემოტკეცილი, რომ უკანალი ძალიან ლამაზად ჩანს. მუქი, მუქი შინდისფერი პომადა, შავი წენი რომელიც ჩემს თვალებს ხაზს უსვამს, ტუში რომელიც საოცრად უხდება მთლიანობაში ჩემს ჩაცმულობას და ჩემი საამაყო შავი თმები გავიშალე ერთ მხარეს კი ყურზე გადავიწიე მოკლედ ჩემი თავი ასეთი ლამაზი მე არ მ ა ხ ს ო ვ ს ა რ ააა! შოკი ვარ მგონი ჩემი თავის მშურს. მარიამი ასევე ულამაზესი გამოვიდა ოთახიდან და ჩემს დანახვაზე იმხელა ნერწყვი გადაყლაპა მგელი არ იყოს წითელქუდაში , რომ არის და არ შემჭამოს თქვა!
-ნინი შენ...-ძლივს ლაპარაკობდა თან თვალები დაჭყეტილი ქონდა.-ასეთი ლამაზი არასდროს ყოფილხარ შენ თავს ვფიცავარ! ალექსანდრე გამოშტერდება! გონზე ვერ მოვა ისეთი შოკი ხარ და გვერდიდან არ მოგშორდება თორემ მოტაცებს ვინმე შენ თავს!-პირდაღებული ლაპარაკობდა მარიამი.
-შენც შოკი ხარ ჩემო ანგელოზო. -ვუთხარი და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე. ტელეფონიც აწკრიალდა:
-ჩამოვდივართ.-ვუთხარი ალექსანდრეს, კარები გამოვიხურეთ და ქვემოთ ჩავედი. თორნიკე და ალექსანდრე მე და მარიამს აი რასაც ქვია გამოშტერებულები გვიყურებდნენ! ნეტავ ეს ნიშნავს , რომ მოვწონვარ ასე თუ?! აუ ალექსანდრე ამოიღე ხმა...გთხოოოოოოვ! გულმა 30000000ჯერ სწრაფად დაიწყო ძგერა გაშეშებული ალექსანდრეს ყურებისას. მერე გაიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა ისე მაკოცა ყელში მე , რომ ყველაფერს მერჩივნა და ჩამჩურჩულა:
-დღეს გვერდიდან არ მომცილდე!
გამეღიმა ჩემი აწ უკვე "ქმრის" სიტყვებზე. აი როგორი ბიჭია რაა! თითქოს რომანტიულობის დამალვას ცდილობს , მაგრამ ისეთია არ გამოსდის და რა ქნას ?! ვახ! ნეტა ვის ვუბრაზდები მეც არ მეკლდეს რა!-ჩამეცინა ჩემივე ფიქრებზე. კარი გამიღო ჩემმა თეთრ არა , მაგრამ შავ ცხენზე ამხედრებულმა პრინცა და რაინდმა და ჩავხტი მეც მანქანაში.
-დანარჩენი მეგობრები?-ახლა გამახსენდა რა თქვეს სანდრომ და თორნიკემ.
-მოგატყუეთ , რომ მერე არ გეწუწუნათ.-მითხრა სანდრომ და საჭიდან გადმომხედა. უი ხო დამავიწყდა სანდრო საჭესთან იჯდა და მე მის გვერდით თორნიკე და მარიამო კი უკან . ვაიმე აწითლებული მარიამი რაღაც ახალია!
-რა?-გავიკვირვე სერიოზულად.-გეთქვათ რას გავტყუებდით ვერახართ თქვენ რა!
-დაწყნარდი რა !
-ხმას აღარ ამოვიღებ საერთოდ!-ვთქვი საშინლად გაბრაზებულმა, სავარძელს მივეხუტე და ფანჯრიდან დავიწყე ყურება. მივედით და სანდრო ისევ კარების გასაღებად მოდიოდა , მაგრამ არ დავაცადე გადმოვხტი . ფუ შენი კაბა მაცვია! ამის დედაც!
-კაბა მაინც არ გეცვას შე ქაჯო!-დამეჯღანა მარიამი.
-დავაირა!-ვუთხარი კაბა შევისწორე და არცერთს არ დაველოდე პირველმა შევაბიჯე ულამაზეს რესტორანში ,მაგრამ გაცდიან? ალექსანდრემ ხელი ისე დამავლო თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი:
-რა გინდა?!
-გარეთ არის მაგიდები და იქ დავჯდეთ ლამაზი ხედია.
-კაი.-ვუთხარი და ახლა იქითა მხარეს დავიძარი.
-ვაიმე ნინი მომკიდე რა ხელი, რომ არ იცი საით უნდა წახვიდე.
ამაზე კიდევ უფრო ავილეწე ისე გავბრაზდი. დამავლო ხელი და წამიყვანა ხელმარცხნივ. ოოო იქ ხედი იყოო...რომ დავინახე სუნთქვა მაშინ შევწყვიტე პირველად.
-ეს....ეს....რა ლამაზი...-სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი მთელი საქართველო ჩანს პირდაპირი მნიშვნელობით! ყველანაირი ბრაზი დამავიწყდა სანდროსკენ შევბრუნდი და მის მკლავებში მოვექეცი:
-რა ლამაზია!
-იცი ეხლა თორნიკემ აქ რა უნდა გააკეთოს?
-რაა?
-მარიამს სიყვარული უნდა აუხსნას.
-აუ რამაგარია! რა საყვარელია! და ორიგინალური.-ვუთხარი და კიდევ უფრო ძლიერად ჩავეხუტე ზუსტად ამ წამს თორნიკემ მარიამი მიიყვანა სკამთან და დაუწყო ლაპარაკი. მე და სანდროს არაფერი გვესმოდა მაშინ...ან გვესმოდა და არაფერს ვიმჩნევდით, აი ასე არ ვიმჩნევდით და ვსიო! ვყავდი ჩახუტებული და გამომწყვდეული მის მკლავებში რომელიც ასე მიყვარდა.....მის კისერში ჩავმალე თავი და ის სურნელი ვიგრძენი უნებურად თვალებს , რომ მანაბინებდა, ახლაც ასე მომივიდა უნებურად დამეხუჭა თვალები და მისი სურნელი შევიყნოსე...ეს ბიჭი ჩემს ნარკოტიკათ იქცევა მალე.-შევნიშნე ჩემთვის. უბრალოდ როგორ არის ასეთი კარგი?! იცით მე ყოველთვის ვიცოდი "არ არსებობს იდეალური ადამიანი" მაგრამ ამასთან დაკავშირებით მე ჩემი მოსაზრება მაქვს აი ასე ვამბობ "არ არსებობს იდეალური ადამიანი. სინამდვილეში ის ჩვენთვისაა იდეალური, ანუ ვიყვარებთ ისეთს როგორიც არის და როგორიც არის ისეთია ჩვენთვის იდეალურიც." აი ასე ვფიქრობ მე! ხოდა რატომღაც სანდრო ჩემთვის იდეალურია და მე ეს ძალიან მაშინებს. ჰო , ასეა, ჯერ შეყვარების მეშინოდა ახლა კი დაკარგვის...მე არ ვამბობ , რომ ეს უკანასკნელი მიყვარს მე ვამბობ , რომ ეს რაღაც სხვაა...ეს არ არის ვნება და არც რამე მსგავსი...მაგრამ ეს არ არის სიყვარული! არ არის და ვსიო! მალე იმასაც გაიგებთ რატომ არ არის სიყვარული. მარიამის ცრემლები, რომ დავინახე გამოვფხიზლდი და მივხვდი, რომ მარიამი, გოგო რომელსაც არასდროს უტირია იდგა და ტიროდა...აი ეს არის სიყვარული.....ან უფრო მეტიც კი...იქნებ ეს ის უფრო მეტია მე რაც ავღნიშნე ზემოთ? არვიცი.....მე მხოლოდ ვიცი , რომ მარიამი იმსახურებს თორნიკეს ისევე როგორც თორნიკე იმსახურებს მარიამს...აი ეს არის სიყვარული , იმსახურებენ ერთმანეთს და არიან კიდეც ერთად.
-სანდრო.
-ხო.-მითხრა და შუბლზე მაკოცა აცრემლებულს მარიამის სიხარულისგან.
-თორნიკე და მარიამი იმსახურებენ ამ სიყვარულს? - აშკარად ყველაფერს ელოდა ამ კითხვის გარდა. თავიდან გაკვირვებული ჩამაჩერდა თვალებში ბოლოს იმ ღიმილით გამიღიმა რომლის დაკარგვისაც ასე ძლიერ მეშინია, აი იმ ღიმილით ჩემ სიცოცხლეს აზრს , რომ აძლევს, აი იმ ღიმილით ჩემი ხასიათის გამოსწორება , რომ შეუძლია, აი იმ ღიმილით გულის ფეთქვას , რომ მიძლიერებს, აი იმ ღიმილით , რომ მაბედნიერებს, აი იმ ღიმილით ჩემს გაღიმებასაც რომ იწვევს, აი იმ ღიმილით ჩემი ნდობის მოპოვება , რომ წამშივე შეძლო ..... იმ ღიმილით მე , რომ ასე ძლიერ , უსაზღვროდ მიყვარს....

"იმდენჯერ მოკვდები რამდენჯერაც შენთვის ძვირფას ადამიანს დაკარგავ"
თავი 7
ბედნიერი მარიამი იშვიათი სანახაობა იყო. მარიამს ყოველთვის რაღაც პრობლემა ჰქონდა. აი მაგალითად პატარაობაში ძალიან დიდი ტრამვა მიიღო კინაღამ დედა დაკარგა და მარიამი ანა დეიდას გარეშე ვერ წარმომიდგენია...ანა ყოველთვის ისე მიყურებდა როგორც თავის შვილს და თუ მაკასთან (დედაჩემთან) არ მქონია კარგი ურთიერთობა სამაგიეროდ მასთან მქონდა. ახლა ვზივართ მე, სანდრო და ჩახუტებული თორნიკე და მარიამი და მე ალბათ მათზე უფრო ბედნიერი ვარ! ყველაზე დიდი ბედნიერება ყოფილა შენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს გაღიმებულს და გულწრფელად ბედნიერს, რომ ხედავ... ახლა მიზის გვერდით ადამიანი რომელიც სულ რაღაც 1 თვეა ჩემი ქმარია და მგონია მისთვის სიცოცხლეს გავწირავ, წინ მიზის გოგო, რომელიც ჩემი და, დაქალი, პირველი ბედნიერება, მესაიდუმლე და მთავარი სიყვარულია! მის გვერდით კი ზის ბიჭი რომელიც ძმად მიმაჩნია და ძალიან მიყვარს! აი ახლა მე, რომ ბედნიერი ვარ ისე ვერავინ იქნებით! უბრალოდ სასწაულად ბედნიერი ვარ და მინდა ვიტირო მთელი სიხარულის ცრემლებით , მაგრამ რადგან ჩემი ცრემლები არასდროს არავის უნახავს არც ახლა დავუშვებ გამონაკლისს. ვზივართ და ბავშვები ყველა თემაზე ლაპარაკობენ მხოლოდ მე ვდუმვარ და ვუყურებ ჩემთვის ყველაზე ძვირფას 3 ადამიანს... ჩემთვის ახლა დუმილი ყველაფრის მთქმელია... წამოსვლისას ბოლოჯერ გავხედე მომაჯადოებელ ხედს და უკან გავყევი ბავშვებს თან სანდროს ხელს ხელი გავუწოდე.
მოგონება
მე და გუგა(ჩემი ყოფილი საქმრო) გზააბნეულები დავდივართ თბილისის ქუჩებში...უფრო სწორედ მე ვარ გზააბნეული. 2 წამის წინ ბიჭმა, რომელსაც ცოლად მივყვებოდი გამომიცხადა შენს დაქალთან ვიწექიო...მაპატიეო ,მაგრამ მე ერთადერთ რამეს რასაც ადამიანს ვერ ვაპატიებ ეს ღალატია. არა ვაპატიებ , მაგრამ ნდობა აღარასდროს მექნება ეს ზუსტად ვიცი ამიტომ აზრი არ აქვს ვიყო მასთან. ის ჩემთვის დღეიდან მხოლოდ ტკივილია.
-ვერ გაპატიებ.-ამოვილუღლუღე ცრემლები უკუვაგდე და იქვე მყოფი ტაქსი გავაჩერე. უკან მოვიტოვე თავჩაღუნული ბიჭი , რომელიც ერთ დროს ჩემთვის ყველაფერი იყო...ბიჭი , რომელსაც სამუდამო სიყვარული შევფიცე და ბიჭი , რომელმაც ჩემი ნდობა დაკარგა...

ახლანდელი დრო
ცრემლი მომაწვა მოგონების გახსენებისას...იცით მიხარია, რომ არ გავყევი...ეგოისტურად მიხარია, რომ სანდროს ცოლი მქვია და არა გუგასი. არვიცი რა არის ეს , მაგრამ ფაქტია გუგას მიმართ ყველა გრძნობა ალექსანდრემ გადაწონა. ყველაფერი დამავიწყა და დავიწყე ცხოვრება , რომელსაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ყოველთვის ძლიერი ვიყავი და ჩემი სიხარულის ცრემლებიც კი არავის არასდროს არ უნახავს...აი ასე მწარედ გამზარდეს მე , რომ ჩემი ემოციების დამალვა ვისწავლე.
მოგონება
-დედიკო მალე მოვა?-ვეკითხები ჩემს ძიძას. ამ წამს ტირილი მინდა , მაგრამ მე ჩემი თავის კონტროლი მაშინ ვისწავლე რაც დედამ და მამამ ძიძასთან დამტოვეს გასაზრდელად.
-არვიცი! რატომ არ ხარ შენს ოთახში?! ხომ უნდა მეცადინეობდე ახლა?!
-მე...მე უბრალოდ მინდოდა გამეგო როდის მოვიდოდნენ.-ვუთხარი შეშინებულმა რადგან ვიცოდი რამე ზედმეტს ვიტყოდი და მომხვდებოდა....კარები გაიღო და დედა , რომ დავინახე მისკენ გავიქეცი და ცრემლებს გასაქანი მივეცი.
-ნინი...შენ ძლიერი გოგო ხარ! ცრემლები აღარ დამანახო!
იმის მერე ჩემს თვალზე ცრემლი აღარავის უნახავს!
ახლანდელი დრო
-ნინი კარგად ხარ?-ვერც მივხვდი ისე ვუჭერდი ამ დროის განმავლობაში სანდროს ხელს.
-მე...მე...არ ვარ კარგად.-ვუთხარი და თვალზე ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად მოვიწმინდე.
-თორნიკე შენ და მარიამი წადით მე და ნინი დავრჩებით ცოტახანი და მერე წამოვალთ.-ჩემი ფიქრების კითხვა ზუსტად შეუძლია ახლა ისე მინდოდა , რომ არსად წავსულიყავი და ვინმესთვის რამე მომეყოლა როგორც არასდროს...არც მარიამმა იცის ჩემს ბავშვობაზე რამე. სანდრომ ისევ იმ ხედთან მიმიყვანა და ამჯერად ადგილი მის კალთაში დამაკავებინა. არაფერი მაღელვებდა...ისიც დავივიწყე , რომ ეს ქორწინება ფიქტიური იყო...უბრალოდ ყველაფერი დავივიწყე და მივენდე, პირველად მივენდე ბიჭს...გუგასაც კი არ ვენდობოდი მე...
-შეგიძლია მითხრა რა გაწუხებს?-ჩემს თმებში თავჩარგულმა მკითხა საყვარელმა ხმამ...
-მოგონებები.-ისე ვუთხარი თავი არ ამომიწევია მისი ყელიდან.
-გინდა მომიყვე?
-კი. პირველი რაც მაწუხებს ბავშვობის მოგონებებია. მეორე კი ყოფილი საქმრო. რომელი მოგიყვე?
-ორივე.
-კარგი. ჩემი ბავშვობა ერთი სიტყვით, რომ ვთქვა უფერული იყო. მე მშობლები არ მყავდა ასე ვთქვათ . ვიზრდებოდი ძიძასთან. მშობლებს , რომ ვეკითხები თურმე მკაცრი აღზრდა იყო საჭირო და იმიტომ ვიზრდებოდი იმ საშინელ ქალთან არადა ამ დროს უბრალოდ ჩემებს არასოდეს ვყვარებივარ. აბა რომელი მამა გაწირავდა შვილს დასაქორწინებლად ბიჭზე რომელსაც არ იცნობს? ისე მიხარია შენ, რომ ხარ.... ბავშვობაში ვისთანაც ვიზრდებოდი ნანა ერქვა. რამეს თუ არ ვისწავლიდი ასე ვთქვათ "გაროზგვა" იცოდა, ამიტომ მუდამ მეცადინეობაში ვატარებდი დროს. არასდროს მითამაშია ბავშვებთან არასდროს. ნანას , რომ ვეკითხებოდი მეუბნებოდა შენ უნდა იმეცადინო და ძლიერი უნდა იყოვო. დედაჩემი და მამაჩემი თვეში ერთხელ მოდიოდნენ ისიც 1 საათით. დედაჩემი ყოველ მოსვლაზე მეუბნებოდა "შენ ძლიერი გოგო ხარ. შენი ცრემლი არ დამანახოვო!" მართალია მას მერე ჩემი ცრემლი აღარავის დაუნახავს და ყველა ფიქრობს და უკვირს ასეთი ძლიერი როგორ არისო, მაგრამ სინამდვილეში რა იმალება ჩემ უკან არავის უფრიქრია. სინამდვილეში ყოველ ღამეს ტირილში ვატარებდი და მინდოდა სადმე ღარიბ ოჯახში გავზრდილიყავი , ოჯახში რომელსაც სიყვარული ამდიდრებდა , მაგრამ ასე არ მოხდა. ხო ეს ბავშვობის მწარე მოგონებები, აი რაც შეეხება საქმროს იმან საერთოდ დაღი დამასვა.- უფრო კომფორტულად მოვკალათდი სანდროს მუხლებზე და უფრო მაგრადაც ჩავეხუტე იმანაც წელზე მომხვია ხელები და ჩამიკრა გულში.
-ჩემ საქმროს გუგა ერქვა . მიყვარდა ძალიან მიყვარდა. აბ უბრალოდ მეგონა, რომ მიყვარდა არვიცი! ნუ რაც არ უნდა ყოფილიყო "ის" არ ყოფილა ერთადერთი. როგორც ჩანს. 3 წელი ვხვდებოდი უნივერსიტეტში გავიცანი. ისე იქცეოდა მეგონა ვერავინ დაგვაშორებდა. სულ სადღაც დავდიოდით სულ სადღაც ვერთობოდით . მოკლედ ჩვეულებრივი თინეიჯერები ვიყავით რა. მაგ დროს მყავდა დაქალი აი ყველას , რომ მერჩივნა ისეთი ნიტა ერქვა...ხოდა ნიტა და გუგა გავაცანი ერთმანეთს ნუ ეგ ჩვეულებრივი ამბავია. ქორწილამდე 1 კვირა იყო დარჩენილი ოთახში ავედი და წერილი დამხვდა. წერილში ეწერა
"ნინი მაპატიე. ვიცი დიდი ხანია შენი დაქალი ვარ და ვიცი რასაც ვაკეთებ სწორი არ არის. პირიქით საშინლად არასწორედ ვიქცევი, მაგრამ შემიყვარდა...მასაც შევუყვარდი გვაპატიე გთხოვ. უბრალოდ ცადე გაიგო , რომ შეგვიყვარდა...მე და გუგა წავედით და ალბათ არასოდეს დავბრუნდებით . შენი გულის ტკივილი ჩემთვის ყველაზე მწარეა , მაგრამ როდესაც სიყვარული , ნამდვილი სიყვარული შენთან მოვა მიხვდები , რომ სიყვარულისთვის ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელია. აუცილებლად მოვა შენთან და როდესაც მოვა მიხვდები, რომ შეგიძლია ჩემი პატიება. მიყვარხარ და იმედია შენც ყველაფრის მიუხედავად და ბოდიში, რომ პირისპირ ვერ გითხარით მე და გუგამ და წერილს გიტოვებ"
ნიტა და გუგა.
-ეს წერილი უკანასკნელი იყო რაც მათგან მომივიდა...მას მერე ისინი სულ ერთად არიან და მე ჯერ კიდევ არ მიპატიებია. არამგონია სიყვარულის მოსვლამ რამე შეცვალოს და მათი პატიება შევძლო .... არამგონია, მაგრამ ვნახოთ. მას მერე მარიამი გავიცანი და ჩემთვის ის გახდა ყველაფრის ნათელი წერტილი ყველაფრისგან. ყველაფერი დამავიწყა და გახდა ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ადამიანი რომლისთვისაც ყველაფერი ღირს. მარიამის გარეშე ვერ გავძლებ. ამ ყველაფრისგან დასკვნა გამოვიტანე "არ მიეჩვიო მაინც წავა!" ეს ფაქტი ჩემთვის ფაქტად რჩება.-არაფერი უთქვამს გულში ჩამიკრა და ეს უკანასკნელი იყო ცრემლებმა დანამეს ჩემი სახე....ამაზე ცუდ დღეში ჯერ არ ვყოფილვარ...პირველად ვიტირე ადამიანის თვალწინ თან ბიჭის...და ეს ბიჭი სანდროა ეს ძალიან მაბედნიერებს...და ყველაზე მაგარი ის არის, რომ არაფერს არ მთხოვს ზედმეტს...მეხუტება და ამით ყველაფერი ნათქვამი.... ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი !

იმედია მოგეწონათ ჩემი 4 თავი წაიშალა და კინაღამ შევიშალე! არვიცი რა ჯანდაბა მოხდა. იმედია მოგეწონათ 7 თავი. გკოცნით და მიყვარხართ <3 აუ აი შენახული, რომ არ მქონოდა ალბათ არც კი გავაგრძელებდი თავიდან რა დაწერდა ამას! ველოდები შეფასებებს ჩემო საყვარლებო <3



№1 სტუმარი kusa13

rogori sevdiani ikoo :( lamis mec vitire :( sandroniseti kargia cotac da ahemshurdeba egeti siyvarulis an momavali siyvarulis :D mtlianobashi dzalian kargia <3 <3

 


№2 სტუმარი Guest Mariamo

7Tavi SauketesoIko^^^^♥

 


№3  offline წევრი LSD

Kidev kargi ronshenaxuki gkondaa❤️❤️ Toree sheidzlebaa gavgijebukikavi roargagegrdzelebinaa❤️❤️Dzaan mikvars es istoriaaa da shen xoo vabshee ❤️❤️ Mokled shen ici chemi damokidebuleba shens mimart da sheni istoriebis❤️❤️ Amitom bevrs arvilaparakeb ❤️❤️Mikvarxar chemo shokoladivit gogo geli shemdegi tavit ❤️❤️Aba shenici❤️❤️

 


№4 სტუმარი Guest ფილოსოფოსიცისარტყელა

ძალიან სახალისო იყო ვგიჟდები ნინიზე და მის იუმორზე ფაბულაზე მეტად წერის სტილი და დიალოგები მომეწონა საღო შენ

ახლა წავიკითხე მეშვიდე და აი არ ვიცი გენიოსი ხარ ნინის მშობლებს და ნანას სიამოვნებით მივახჩობდი სადაა უნისეფი სადაა ბავშვთა უფლებათა კონვექციაა სად გაქრა ადამიანობა აი უბრალოთ ვერ ავღწერ ისე ვაწამებდი აი აი

 


№5  offline წევრი DevilGirl

kusa13
rogori sevdiani ikoo :( lamis mec vitire :( sandroniseti kargia cotac da ahemshurdeba egeti siyvarulis an momavali siyvarulis :D mtlianobashi dzalian kargia <3 <3

მადლობააა <3 შენც იპოვნი და აღარ შეგშურდება თან უკეთესს იპოვნი <3

Guest Mariamo
7Tavi SauketesoIko^^^^♥

მ ა რ ი ა მ ო<3

LSD
Kidev kargi ronshenaxuki gkondaa❤️❤️ Toree sheidzlebaa gavgijebukikavi roargagegrdzelebinaa❤️❤️Dzaan mikvars es istoriaaa da shen xoo vabshee ❤️❤️ Mokled shen ici chemi damokidebuleba shens mimart da sheni istoriebis❤️❤️ Amitom bevrs arvilaparakeb ❤️❤️Mikvarxar chemo shokoladivit gogo geli shemdegi tavit ❤️❤️Aba shenici❤️❤️

ჩემო საყვარეეელო!!!!! მადლობა დიდი. მეც ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარხარ..... <3

Guest ფილოსოფოსიცისარტყელა
ძალიან სახალისო იყო ვგიჟდები ნინიზე და მის იუმორზე ფაბულაზე მეტად წერის სტილი და დიალოგები მომეწონა საღო შენ

ახლა წავიკითხე მეშვიდე და აი არ ვიცი გენიოსი ხარ ნინის მშობლებს და ნანას სიამოვნებით მივახჩობდი სადაა უნისეფი სადაა ბავშვთა უფლებათა კონვექციაა სად გაქრა ადამიანობა აი უბრალოთ ვერ ავღწერ ისე ვაწამებდი აი აი

სამწუხაროდ ნინის არ ქონია იმ დროს საშუალება ეთქვა ვინმესთვის თავის ტანჯვაზე ამიტომ ვერავინ დაეხმარებოდა. მადლობა დიდი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent