Loving A Bad Boy (სრულად)
პროლოგი ჩაბნელებული ქუჩები. დანები. ჩხუბი. საქმეების გარჩევა. სიგარეტი. სასმელი. გინება. დაბალზე შეჭრილი თმები და ეგოიზმი. ნათელი დღეები. წიგნები. ფილმები. სერიალები. მეგობრები. კოკა-კოლა. სიცილი. გრძელი თმები და უცოდველობა. ორი განსხვავებული სამყარო და ორი განსხვავებული ადამიანი. შემთხვევითობა და ბედის ირონია. ანთებული თვალები და ბედის დაცინვა. ვინ იფიქრებდა რომ როდესმე ეს მე დამემართებოდა? თავი მათგან შორს მეჭირა, იმის და მიუხედავად რომ მე მათი ვინაობა ვიცოდი, ანდა ვინ არ იცოდა? მე გაქცევა მინდოდა, მაგრამ მისმა დამცინავმა კომენტარებმა დარჩენა მაიძულა. მე ის მძულდა, მას მე სათამაშოდ ვუნდოდი. მე გაქცევას ვცდილობდი, ის კი უხილავი ჯაჭვებით მაკავებდა. ის მე მძულდა, მაგრამ ჩემ მეორე "მეს" ის უყვარდა. 1. ჯანდაბა. ჯანდაბა. ჯანდაბა. ვაგვიანებ! ტაქსიდან ფათხა-ფითხით გადმოვდივარ და ტასიასკენ მივბივარ რომ ჩავეხუტო. ვიცი რომ ჩემზე ძალიან გაბრაზებულია. თავისი ოკეანისფერი თვალებით მიყურებს და მზერით ჩემ მოკვლას ცდილობს. მოოქროსფერო-მოვერცხლისფრო თმა მზეზე უნათებს. ტასიას ყველაზე უცნაური ფერის თმა აქვს რაც კი როდესმე მინახავს. არადა არც მე მაქვს მთლად წესიერი ან ნორალური ფერი თმა. როცა ვეხუტები მისი ყინულივით თვალები ლღვება და მეხუტება. ვიცი რომ მოვენატრე, შეუძლებელია არ მოვნატრებოდი. ვიცინი და ტასიას უკან ვიხედები, სადაც გაცოფებული ეკო დგას. გრძელი ყავისფერი თმა მაღლა კუდად აქვს აწეული. დიდი ყავისფერი თვალების გარშემო კი შავი ფანქარი უსვია და ძალიან ბოროტულად მიყურებს. -ეკო. -შიშნარევი ხმით ვიძახი და ვიღრიჭები, რომ რამენაირად მისი გულიც მოვიგო. თავს გაბრაზებულივით აქნევს და მეხუტება. -დეგენერატი ხარ. -მეუბნება და შესასვლელისკენ მივყავარ. როგორ ხდება რომ მე ვარ ერთადერთი, რომელიც მუდამ იგვიანებს? -თქვენ ჯერ დაჯექით, ადგილები დაიკავეთ. -ტასია გვეუბნება და ადგილებისკენ გვითითებს. -მე მაიკას გამოვიცვლი. -თავს ვუქნევთ და ვიცინით. საწყალი ტასიას სახლში შეფუთეს და ისე გამოუშვეს. -აქედან სად მივდივართ? -ვეკითები ეკოს. თავს დაფიქრებით მიქნევს და ცდილობს მოშტერებებს ყურადღება არ მიაქციოს. -არ ვიცი. -იცინის და გვერდზე იყურება. -გავისერინოთ? -თავს ვუქნევ. მეძინება. შანსი არ არის რომ მე ხმა ამოვიღო. -მოდიხართ? -ტასია წინ გვიდგება და თავს ვუქნევთ. დაბლა ჩავდივართ და რიგში ვდგებით რომ საჭმელი შევუკვეთოთ. -ვაიმეეეე. -ვიღაცის ძახილი მესმის გვერდიდან და ხმის მიმართულებით ვიხედები. ჩემ წინ შავ კურტკაში გამოწყობილი, ყავისფერი თმა დაბალზე შეჭრილი ბიჭი დგას. მის დიდ ყავისფერ თვალებში ვუყურები და ვცდილობ გავარკვიო რა ჯანდაბა უნდოდა. -აუუუ ტოოო. -ვაკვირდები და რაც უფრო დიდხანს ვუყურებ მით უფრო ვწრმუნდები რომ სრული გაგებით იდიოტია. -სახეზე რა გჭირს?! -მეკითხება და ვცდილობ არ ავფეტქდე. -ეს რეებიაა? აუუუ... -აღარ ჩუმდება. აშკარად დებილია ეს ბავშვი. რას ერჩის ჩემ ჭორფლებს?! წინ ვიხედები და ვაიგნორებ, მაგრამ ის მაინც არ მეშვება. მისკენ ვიხედები და თვალებში ვუყურებ. -შრეკ, ჭაობში სარკეები გამოელიათ? -ვეკითხები და ოდნავ ვიღიმი. მისი ძმაკაცები ხარხარს იწყებენ. მე კი ჩემ საჭმელთან ერთად, რომელიც საბედნიეროდ შეკვეთილი მქონდა მაღლა ავდივარ. ტასია და ეკოც მომყვებიან და გაკვირვებულები მიყურებენ. სამივემ ვიცით ის მახინჯი ვინც იყო. თბილისის ცნობილი ბაბნიკი და ძველი ბიჭი სახელად დამიანე. მომკალით და არ მევასება ეგ ტიპი. ნარცისი დეგენერატია, რომელმაც არაფრის კეთება არ იცის სიგარეტის მოწევის გარდა. -მოხდა რამე? -ვეკითები ტასიას და ეკოს მას მერე რაც ვჯდებით, ისინი კი ისევ გაკვირვებულები მიყურებენ. -პირველად მხედავთ ვინმეს ვეჩხუბებოდე? -ტავს აქნევენ. სკოლაში N1 მოჩხუბარი ვარ. საკმარისია პატარა მიზეზი მქონდეს რომ სწერვობას ვიწყებ. სხვა შემთხვევაში კი პატარა ბუნჩულა და კეთილი ადამიანი ვარ. ყოველთვის ვცდილობ რომ რაც შეიძლება ცოტა ადამიანმა ნახოს ჩემი ბოროტი მხარე, მაგრამ ამ წამს თავი ვერ შევიკავე. ზუსტად ამ მიზემის გამო რომ როცა ვბრაზდები ნამდვილი კახპასავით ვიქცევი ხალხი ჩემთან აღარ სწერვობს და პატივს მცემენს პონტში. ერთის მხრივ ეგ კარგის არის, მაგრამ მეორე მხრივ მოსაწყენია. ამიტომ ამ ვაჟბატონთან სწერვობა სასიამოვნოც კი იყო. დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი კიდევ, მაგრამ ასე წამოსვლა უფრო დრამატული იყო. Doing everything for show. ახლა აღარ მიკვირს ხალხი დრამის დედოფალს რატომ მეძახის. ზურგზე ვიღაცის მწველ მზერას ვგრძნობ და ამ მზერის პატრონისკენ ვიხედები. ხელში კი ჩემთვის ცნობილი შრეკი მხვდება. კეთილად ვუღიმი და ტასიასკენ ვიხედები. მის იგნორს ვიწყებ. იმის და მიუხედავად რომ მისი მოშტერებები უკვე ძალიან მაღიზიანებს, მისკენ არ გავიხედები და საქმეს არ გავამწვავებ. თან ასე უფრო მოეშლება ნერვები. ****** -წავედით? -ვეკითხები მის მერე რაც ჭორაობას ვამტავრებთ. ტასია და ეკო თავს მიქნევენ. ნაგავს ვყრით და ქუჩაში გავდივართ. მანქანების ხმა და ადამიანების ლაპარაკი ჩვენემდე აღწევს და ჩვენც სიცილით თავს ვაქნევთ. -ტას. -ტასია ჩემკენ იხედება და მაკვირდება. -შენთან ავიდეთ რა. კურტკას და რაღაცეებს დავტოვებ ბარემ. დღეს ხო შენთან ვრჩებით? -ვეკითხები და თავს მიქნევს. ტასიას ორი სახლი აქვს. ერთი სადაც თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს, და მეორე. მეორე დეიდამისისაა, მაგრამ რადგან აქ არ არის ხოლმე ამიტომ ტასიას გადაბარდა. სახლი დიდი არაა, ერთ ოთახიანია, მაგრამ როცა მასთან ვრჩებით ხოლმე იდეალურია. -წამოდით, ოღონდ დროზე. -ვიღიმი და თავს ვუქნევ. -შენ გასაგებია. -მე მეუბნება და შემდეგ ეკოსკენ ტრიალდება. -ეკო ხო რჩები? -კი, კი. -იღიმის. -ოღონდ იმედია შორს არ არის, დავიღალე. -წუწუნს იწყებს და მის წუწუნზე მეღიმება. ტასია თავს აქნევს და მას მივყვებით. სიმართლე თუ გინდათ ტასიას სახლში წასვლა სიკვდილის ტოლფასია, რადგან ბევრი სასიარულოა და სანამ იქამდე ვაღწევთ ვკვდები ხოლმე. ნახევარ-საათიანი ხოხვის შემდეგ ტასიას სახლამდე ვახწევთ და შიგნით სევდივართ. პირველი რასაც ვაკეთებ მის ფუმფულა ხალიჩაზე გათხლაშვაა ტელევიზორის წინ. -ჩიფსები და შოკოლადები მოიტანეეე -ვუყვირი სამზარეულოში მყოფ გოგოებს და მე ტელევიზორს ვრთავ, მარტო იმიტომ რომ მადაგასკარის დისკი ჩავრთო. -მოიცა, მერე არ მივიდივართ? -მეკითხება გაკვირვებული ეკო. -აბა მარტო დავტოვოთ ნივთები და წავიდეთო? -ააა, ხოო. -ვიძახი და ვიღრიჭები. სულაც არ მინდა ახლა სადმე წავიდე. -წამო და საღამოს ვუყუროთ მაგას. -ტასო ფეხზე მაგდებს, ჩემ პატარა მინი ჩანთას მაჩეჩებს და სახლიდან პირდაპირი მნიშვნელობით მაგდებს, მას მერე რაც ჩემ ნივთებს ვტოვებ. -წავიდით. -იძახის კაპიტანივით ეკო და ეზოდან გადის. -აუუ, აუუუ, ახალ თბილისში გავიდეთ რა. -იძახის ბედნიერი ხმით და მეც თავს ვუქნევ. ჯერ მხოლოდ ორი საათია და ბევრი ხალხი არ არის გარეთ. მაგრამ ეჭვი მაქვს ესენი ღამის სამ საათამდე ქუცაში აპირებენ ყოფნას, ამიტომ ვიცი რომ დამერხა. -აუუუ -უცებ ყვირის ეკო და მე და ტასიას დანკინ დონატსში მიგვათრევს. -ყავა მინდა. -იძახის ბედნიერი ხმით და კარებს აღებს. პირველი ვისაც ვხედავ ჩვენი კლასელი და მეგობარი ბექაა, შემდეგ კი ოჰ_ზე_დიდებული_შრეკი მოდის, თავის ძმაკაცებთან ერთად. როცა შრეკი მხედავს თვალები შუბლზე ადის, მისი ძმაკაცებიდან ერთ-ერთ, რომელიც ჩვენ წინა შეხვედრაზე თან ახლდა კი ხარხარს იწყებს. -ეკო! ლილე! -ბექა გვეძახის და ჩვენკენ მოდის. სიმართლე რომ ვთქვა ბაქა საკმაოდ სიმპათიურია. მაღალია, ძალიან მაღალი, შავი სწორუი თმით და მწვანე თვალებით. ერთი სიტყვით არაფერი არ აქვს დასაწუნი. -ვაა, ტას. -ტასოს როცა ხედავს ეხვევა და ესალმება. ტასო ადრე ჩვენი კლასელი იყო, ამიტომ ახლო ურთიერთობა არ აქვს ბექას და ტასოს, მაგრამ მაინც მეგობრობენ. -ბექუშ. -ვეძახი მეც და ვეხუტები. ბექა ჩეთვის ძმასავითაა, და საკმაოდ ვარ მასზე დამოკიდებული.- რა ხდება ახალი? -ვეკითხები და ვიღიმი. მე და ბექას უფრო ახლო ურთიერთბა გვაქვს ვიდრე ტასოს და ეკოს აქვთ ბექასთან. ტასოსკენ ვტრიალდები და ფულს ვაძლევ. -გეხვეწები შოკოლადის შეიკი მიყიდე, კაი? -თვალებს ატრიალებს და ფულს მართმევს. ის და ეკო შესაკვეთად მიდიან და მე ბექასთან ერთად ვრჩები. -რა გინდა რომ მოგიყვე ისედაც ყველაფერი იცი. -იცინის და მიყურებს. გვერდზე ვიხედები რომ ჩვენი კლასის ბიჭები დავინახო, მაგრამ ვერცერთს ვერ ვხდევა. ვიცი რომ ბექა ამათთან, ვგულისხმობ შრეკთან და მის საძმაკაცოსთან მეგობრობს, მაგრამ იმედი მქონდა რომ მათთან ერთად არ იყო. -ერთი ამას შეხედეთ აქ ვინ გვყავს. -სიცილს იწყებს შრეკი და ბექას ყრლზე ხელს ხვევს. მაგრამ თვალს არ მაშორებს. -ბექ.-ბექას ეძახის მაგრამ ისევ მე მიყურებს. -ლოხნესის მონსტრს საიდან იცნობ? -ეკითხება და ღიმილს ძლივს ვიკავებ. მასე არა? კაი ბატონო, გამოწვევა მიღებულია. -ვის? -ეკითება გამოშტერებული ბექა და ხან მე მიყურებს ხან შრეკს. -შრეკ, კაციჭამიებმა დამირეკეს უკან დააბრუნეთო. -ხურდას ვუბრუნებ. ჩემკენ იხედება და ბექას ხელს აშორებს. ახლოს მოდის და სახე ჩემ სახესთან მოაქვს. მის თბილს სუნთქვას ლოყებზე ვგრძნობ და თავს ძლივს ვიკავებ აწითლებისგან. -მე თუ შრეკი ვარ მაშინ შენ ფიონა გამოდიხარ. -მეუბნება ჩურჩულით და იღიმის. -თან თმის ფერიც ამას ამტკიცებს. -ჩემ რიჟა ფერის თმაზე ვიხედები და ვიღიმი. -შენგან განსხვავებით მე დღისით მაინც ვარ ლამაზი. -ღიმილი სახიდან უქრება და მზერით ცდილობს ჩემ მოკვლას. -უი ისე, შენი მელოტი თავიც ამტკიცებს შენ შრეკობას. -როცა ამას ვეუბნები თვალები უდიდება და ფანჯარაში თავის გამოსახულებას უყურებს, თავის იდეალურად დაყებენულ თმას ისწორებს და მიბღვერს. -ერთმანეთს იცნობთ? -გვეკითხება სეცბუნებული ბექა და თავს ვუქნევ. -ეს ისაა დღეს რომ გითხარი.-ჩუმი ხმით იძახის შრეკი. -შენ საიდან იცნობ? -კლასელი და მეგობარია. -იძახის გამოშტერებული ბექა. ჩემკენ იხედება და წარბებს მაღლა წევს. მე თავს ვაქნევ და პირს როგორც კი აღებს ვაჩუმებ. -კაი ბექ წავედი მე. -ვიღიმი და დასამშვიდობებლად ვეხუტები. -ადიოს შრეკ. -ხელს ვუქნევ და გოგოებისკენ მივიდივარ, რომელებიც შორიდან უყურებდნენ ყველაფერს. როგორც კი ეკოს ვხედავ იმწამსვე ჩემ შოკოლადის შეიკს ვართმევ და ვიღიმი. რა ცოტა რამაა საჭირო ბედნიერებისთვის. -წავედით? -ვეკითები ეკოს და ისიც თავს მიქნევს. გარშემო ვიყურები და ტასოს ბექასთან ვამჩნევ რაღაცაზე ეწუწუნება, ნეტა ახლა რაღა მოხდა. ისე რომ არც ვეკითხებით ტასია გარეთ გაგვყავს და როგორც კი გარეთ გავდივართ ტასო ჩემ შეიკს იღებს. -რა ჯანდაბა ხდება? -ვყვირივარ გაცოფებული. არავინ. არასდროს. არ. მართმევს. ჩემ. შეიკს. -შენმა ძმაკაცმა ტელეფონი ამახია. -ბუზღუნებს და წითლდება. ეჭვი მაქვს ახალი წყვილი გვეყოლება მალე! -გამოართვი და დაგიბრუნებ. -თავს ვუქნევ და თვალებს ვატრიალებ. უკან შევდივარ და პირდაპირ იმ მაგიდისკენ მივდივარ სადაც ის შრეკი, მისი მინიონები და ბექა ზიან. ბექას თავზე ვადგები და სხვების გაოცებულ გამოხედვებს ვაიგნორებ. -აბრუნე დროზე. -ვიძახი გაბრაზებული ხმით. ბექა ჩემკენ იყურება და იღიმის. -რითი მოგისყიდეს? -მეკითხება და სიცილს ძლივს იკავებს. -შეიკი წამართვეს. -ვიძახი დაჩაგრული ბავშვივით და ბექა ხარხარს იწყებს. შრეკიც და მისი მთელი საძმაკაცოც ყველა სიცილში და ნერვები უარესად მეშლება. -ბექა მომეცი ტელეფონი სანამ ლამაზი ხარ. -ლუ. -მეძახის და მიღიმის. -დღეს ხო ტასიასთან რჩები? -თავს ვუქნევ და ვუყურებ. ამან რაღაცა ჩაიფიქრა. - ტელეფონი რომ არ გაუტანო არ შეგიშვებს ხო? -თავს ვუქნევ ისევ და ვიღიმი. -კაი, კაი აიღე. -იძახის და ტელეფონს მიწვდის. ის-ისაა უნდა ავიღო რომ ვიხაცა ხელიდან მაცლის. გაბრაზებული იმ ვიღაცისკენ ვიხედები და ხელში შრეკი მრჩება. -მომეცი ტელეფონი. -კბილებში ვცრი და ვიღრინები. ოდნავადაც არ მომწონს ეს ბავშვი. მინდა რომ მოვკლა და გადავასახლო ისე რომ მისი საწყალი სახე არასდროს არ დავინახო. -სახელი მითხარი. -მეუბნება ჩუმი ხმით, მაგრამ ყველას ესმის ვინც კი მაგიდასთან ზის. -უზრდელობაა როცა სხვას სახეს ეკითხები, შენსას კი არ იძახი. -ვეუბნები და ვიღიმი. შრეკი ჩემკენ იხრება და იღიმის. -სახელის თქმას არ ვაპირებ. -მე კი არ ვიყავი ის ვისაც სახელი აინტერესებდა. -ვიძახი და ღიმილი ყურებამდე ამდის. სახელს ჯანდაბა ტელეფონზე რა ვქნა?! -სამაგიეროდ, შენ ხარ ის ვისაც ტელეფონი უნდა. -მეუბნება და იცინის როცა მე სახეზე ღიმილი მეყინება. ნაგავი. ტელეფონს ვიღებ და ეკოსთან ვრეკავ. შრეკი გაკვირვებული მიყურებს, ბექას კი ეღიმება, -მე შენთან ჩხუბზე დროის დაკარგვას არ ვაპირებ. -ვეუბნები შრეკს ცივად. -არ ღირხარ ამათ. -ველოდები სანამ ეკო ტელეფონს უპასუხებს. -ეკო, ტასოს უთხარი რომ ტელეფონი ნეანდერტალელმა წამართვა, მოვიდეს და მიხედოს. კიდევ ჩემ შეიკს თუ რამე ჭირს მოგკლავთ. -ვეუბნები ეკოს და სანამ პასუხს გამცემს ვუთიშავ. ტელეფონს ვინახავ და შრეკისკენ ვიხედები. -პატრონს ელაპარაკე. ბექას იქით ვწევ და მასთან ერთად ვჯდები. კარებში გაცოფებული ტასო ვარდება და პირდაპირ ჩვენკენ მოდის. -რომელი? -მეკითხება გაცოფებული ხმით. -შრეკი. -მოკლედ ვპასუხობ, ისიც თავს მიქნევს და ფრთხილად მაწოდებს ჩემ შეიკს. მეც ვართმევ, სმას ვიწყებ და სეირს ვუყურებ. ტასო დოინჯშემორტყმული დგება შრეკის პირდაპირ და თვალს არ აშორებს. ვიცი რომ აფეთქების ზღვარზეა და მალე სანახაობაც დაიწყება. -გინდა ნიძლავი რომ ტელეს ხუთ წუთში გამოართმევს? -ვტრიალდები ეკოსკენ და ისიც სიცილში მყვება. -არაა. -თავს აქნევს და თავის ყავას წრუპავს. მხრებს ვიჩეჩ და ტასიასკენ ვტრიალდები. ეჭვი მაქვს ყველაფერი გამოვტოვე რადგან როცა მათთკენ ვიხედები ტასო უკვე ტელეფონს ართმევს. -შევთანხმდით? -ეკითხება შრეკი და ჩემკენ იხედება, სახეზე ღიმილით. ტასო რა ჩაიდინე?! -შევთანხმდით. -იძახის ტასიაც და იღიმის. -ტასომ რა შეთანხმება დადო ეშმაკის მარჯვენა ფეხთან? -ვეკითხები შეშინებული ხმით ბექას, რომელიც მხრებს იჩეჩს. -ჩუმად იჭუკჭუკეს, ბოროტი სახეებით გაიღიმეს და შევთანხმდითო. -მიმეორებს ბექა იმას რაც ისედაც ვნახე/მოვისმინე. -კააი. -ამოოხვრით ვიძახი. -ტას მივდივართ? -ვეკითები და ფეხზე ვდგები. -კი, წამო. -ხელს მკიდებს და მიმათრევს, ეკო კი უკან მოგვყვება. ' ტას, რა ჩაიდინე?' 2. მთელი დღეა აქეთ-იქით დავბოდიალობთ. ბოლო შეხვედრის მერე მთელი დღეა შრეკი არ მინახავს. უკვე ათი საათია და იმედია სახლში წასვლას მალე მოიფიქრებენ ესენი. მიყვარს ღამის თბილისი, მაგრამ მარტო მაშინ როცა მე მოკლე-მკლავიანი და ზემოდან გრძელი ჟაკეტი არ მაცვია და შუა ზამთარი არ არის. მგონი ჯობდა კურტკა არ დამეტოვებინა ტასიასთან. -შეიძლება წავიდეთ? -ვეკითხები იმედიანი ხმით. -თან მშია, გაქვს რამე საჭმელი? -ამმ, კი. -მპასუხობს ტასო. -ჩემი ძმა მივიდა საჭმელი დატოვა და წავიდა. ეჭვი მაქვს იმდენი საჭმელი მიიტანა მთელ ბატალიონს სამჯერ გამოვკვებავთ. -იძახის და იღრიჭება. -კაი, წავიდეთ. პროსტა მაღაზიაში შემომყევით რა, ჩიფსებს და კოკა-კოლებს ვიყიდი. -თავს ვუქნევ და მივყვები. ქუჩებში ბნელა და ბევრი ხალხია. ყველაფერი ანათებს და თვალებს მტკენს. გვერდზე ვიხედები და წამით მგონია რომ თვალი შრეკს მოვკარი, მაგრამ რადგან მერე ვეღარ ვხედავ ამას სინათლის სიკაშკაშეს ვაბრალებ. 'ალბათ მომეჩვენა.' ტასია მაღაზიაში შედის და უკან სამი დიდი პარკით ბრუნდება. მე და ეკო თითო-თითო პარკს ვართმევთ და მისი სახლისკენ მივდივართ. როცა სახლში შევდივართ ყველაფრის აქეთ-იქით მიმოყრის მაგივრად ტასია ალაგებს იქაურობას. გაკვირვებული ვუყურებთ მე და ეკო და ვცდილობთ გავიგოთ რა ჭირს. -მოხდა რამე? -ვეკითხები და ერთ ნაჭერ პიცას ვიღებ, ერთსაც ეკოს ვაწვდი. ტასო თავს აქნევს და თვითონაც იღებს ერთ ნაჭერს. მხრებს ვიჩეჩ და ტელევიზორში მადაგასკარს ვრთავ. მომკალით და მიყვარს ეს მულტფილმი. პიცას წინ ვიდებთ, ჩიფსებთან და სხვა რაღაცეებთან ერთად და ფილმის ყურაბას ვიწყებთ. *** -კარზე ვიღაცაა. -ვეუბნები ტასოს როგორც კი კაკუნის ხმა მესმის. ფილმი ათი წუთია რაც დაიწყო და უკვე ვიღაცა ხელს მიშლის. -გააღე. -მეუბნება. ბუზღუნით კარისკენ მივდივარ და ვჩერდები. ჭუჭრუტანა არ აქვს და საიდან გავიგო ვინ არიან? იქნებ ჩემი მოკვლა უნდათ? -დიდხანს იქნები მანდ? -მიყვირის ტასო. -გააღე რა. ვბუზღუნებ და კარს ვაღებ, მაგრამ იმ წამსვე ვხურავ, ვკეტავ და კარებს ვეყუდები. შეშინებული და გაბრაზებული სახით ტასოსკენ და ეკოსკენ ვიყურები. -გააღე! -ის დეგენერატი კარების მეორე მხრიდან ყვირის. ამათ აქ რა უნდათ?! -ვინები არიან? -მეკითხება გაკვირვებული ეკო. -ისინი. -უხოდ ვეუნები და ტასოსკენ ვიხედები რომ ვკითხო რა გავაკეთო. -შემოუშვი, მე ვუთხარი მოსულიყვნენ. -გამყიდველს გადიდებული თვალებით ვუყურებ და კარებს ვაღებ. კარებში გაღიმებული შრეკი მისი ორი მინიონი და ბექა დგანან, პარკებით ხელში. ვიწევი და სახლში ვუშვებ, კარებს ვხურავ და ვკეტავ. -აქ რა გინდათ? -ვეკითხები და მაგიდასთან მივდივარ, სადაც ყველა დგას და პარკიდან რაღაცეებს ალაგებენ. -რა სტუმართმოყვარე ხარ. -მეუბნება სარკაზმით სავსე ხმით შრეკი. მისკენ ვიხედები და ვეჯღანები. -შენმა მეგობარმა დაგვპატიჟა ტელეფონის სანაცვლოდ. -თავს ვუქნევ, ანუ თავი დაიპატიჟეს. ჯანდაბა ამათ. ჩემი მადაგასკარის ღამე ჩაიშალა. რაც ამოიღეს უმეტესად სასმელებია. ტასოსკენ ვიხედები, რომელსაც სასმელების დანახვაზე თვალები გულის ფორმის გაუხდა. ყველანი საძინებელ-მისაღებში გავდივართ, ფუმფულა ხალიჩაზე ვჯდებით და ტელევიზორისკენ ვიხედებით. როცა შრეკი და მისი საძმაკაცო მადაგასკარს ხედავენ იცინიან. ჩემდა გასაკვირად შრეკი ჩემკენ იხედება გასაოცარი ღიმილით მიღიმის და თმას მიჩეჩავს. -დარწმუნებული ვარ შენ გინდოდა ამის ყურება. -იძახის და ნაზად მიღიმის. თავს ვუქნევ, არასდროს არ მინახავს ასე ნაზად გაეღიმოს. -რა გქვიათ? -მესმის ეკოს კითხვა და მისკენ ვიხედები. The Stupidest Question Ever. -ლუკა. -იძახის ყავისფერთვალებიანი, საშუალო სიმაღლის ქერა ბიჭი და იღიმის. ყელზე ლუჯი ბენდენა უკეთია დ მადაგასკარისკენ თვალს ჩუმად აპარებს. ჰაჰ! -თორნიკე, თოკო. -იძახის მეორე, მწვანე თვალებით და შავი თმით. თავზე წითელი ბენდენა უკეთია და სასმელს აშტერდება ტასიასავით. ჯანდაბა ამათ. -დამიანე. -იძახის შრეკი. -თქვენი ჯერია. -ეკო. -ეკო იღიმის და ბექას ჭიქას უწვდის რომ სასმელი დაუსხას. -ტასია. -ტასია ერთ ბორთლს მთლიანად იხუტებს. ლოთო. -ლილე. -ვიძახი ისე რომ მზერას ტელევიზორს არ ვაშორებ. რა ვქნა? მიყვარს მადაგასკარი. -ლილუ. -ბექა მეძახის და მისკენ ვიხედები. იმის და მიუხედავად რომ ლილე მქვია ბევრი მეძახის ლილუს ან მარტო ლუს. დღემდე არ ვიცი ამის მიზეზი. -ჭიქა მომეცი. ჭიქას დანანებით ვუყურებ. არ მინდა რომ დავლიო. ძალიან არ მინდა რომ დავლიო. -გეშინია პატარა? -ყურთან მის სუნთქვას ვგრძნობ და ვწითლდები. -შენი პატარა არ ვარ. -ვიძახი გაბრაზებული ხმით და ბექას ჭიქას ვაძლევ, ისიც არაყს ასხამს. ყველა კოკა-კოლას ამატებს ჭიქაში მე კიდევ თავს ვაქნევ. როცა ალკოჰოლს უმატებ გაზიან სასმელს ორჯერ უფრო სწრაფად თვრები. -ვითამაშოთ რამე? -კითხულობს თოკო და მისკენ გაკვირვებული ვიხედები. დათვრა ხო ეს უკვე? მაყურებინოს ჩემი ფილმი. -სიმართლე თუ მოქმედება გინდათ? -კითხულობს ლუკა და ლუდის ბოთლს იყურებს. რატომ მასმევენ მე არაყს როცა აქ ლუდიც არის?! -კიიი. -ყვირის მგონი_უკვე_მთვრალი ეკო და იცინის. -ბოთლი მინდა. -ტასია უკვე გამოცლილ არაყის ბოთლს აძლევს. რა სისწრაფიდ სვავ შვილო?! ეკო ბოთლს ატრიალებს და თან იცინის. ღმერთ ეს დღე გადამატანინე. -აუ აქ რომ მოვწიო შეიძლება? -კითხულობს მოულოდნელად დამი-შრეკი. -გარეთ. -ვეუბნები ცივი ხმით, მაგრამ ამავე დროს ტასო თავს უქნევს, ამიტომ ჩემ პროტესტს ყურადღებას არავინ არ აქცევს. შრეკი სიგარეტს იღებს, უკიდებს და სახეში მაბოლებს. სიგარეტს თოკოც იღებს და უკიდებს. მაგარია ეგღა მაკლდა. კიდევ კაი დავითანხმე ჩემები სამი ღამე დამტოვონ აქ... -სიმართლე თუ მოქმედება? -კითხულობს ეკო და ტასიასკენ იხედება. -მოქმედება. -არც ფიქრობს ისე პასუხობს ტასია. ღმერთო შენ დაიფარე ეს ორი დებილი. ეკო გარშემო იხედება და ფიქრობს. -სიგარეტი მოწიე. -იძახის და თავით შრეკისკენ და თოკოსკენ იქნევს. ტასიას სახე ეცვლება, მაგრამ რადგან მოქმედება აირჩია უნდა გააკეთოს კიდევაც. თოკოსთან მიდის და ხელის კანკალით ართმევს სიგარეთს. ერთ ნაპასს არტყამს და ლამის იგუდება. ტასიასკენ შეშინებული ვიყურები და ის-ისაა უნდა ავდგე რომ ვირაც მხარზე ხელს მადებს. -არაფერი არ ჭირს. -მამშვიდებს შრეკი და უკან მსვავს. -დაჯექი და ნუ ნერვიულობ, მოეშვი ცოტა. დაანებე დედიკოს თამაშს თავი. -მეუბენება და მიღიმის. მისი მესამე ჭიქისკენდ ა ნახევრად გამოცლილ ლუდის ბოთლისკენ ვიხედები. ამანაც კაი ბევრი დალია. უკან ვჯდები და ტასიასკენ ვიხედები, რომელიც გონზე მოდის და ხარხარებს. სიგარეტს თოკოს უბრუნებს და იჯღანება. აღარ შემიძლია მეტი სიგარეტის ბუღში ჯდომა, ამიტომ ვდგები და კარისკენ მივდივარ. -მალე მოვალ. -ვიძახი, მაგრამ მეეჭვება ვინმეს ესმოდეს. გარეთ გავდივარ და ცივი ქარი მეგებება. ვიღიმი და ღრმად ვისუნთქავ სუფთა ჰაერს. ტასიასგან ნათხოვნ ჯაკეტს მჭიდროდ ვიკრავ და ვცდილობ სიცივისგან კანკალი არ დავიწყო. ჟაკეტი ორი ზომით დიდია და ცალი მხრიდან მივარდება, ასეც უნდა იყოს, მაგრამ მაინც არა კონფორტულია. -გაიყინები, დებილო. -მესმის უკნიდან მზრუნველი, ნაზი ხმა და ვიღაცა თავის კურტკას მახურებს მხრებზე. სითბო მსიამოვნებს და კურტკაში უფრო ვიფუთნები. მისი ნაზი სურნელიც თავბრუს მახვევს. -მადლობა. -ვიძახი ისე რომ პატრონისკენ არც კი ვიხედები. -შენ რ გცივა? -ვეკითხები და ნამუსი მაწუხებს, იმიტომ რომ შეიძლება ახლა ის იყინება. -არა. მპასუხობს და ზურგიდან მეხუტება, ნიკაპს კი თავზე მადებს. -ახლა ღამეა და შენც ერთ-ერთი კაციჭამიათაგანი ხარ, პრინცესა. -მეუბნება ჩუმი ხმით და ზემოთ ვიხედები, მარტო იმიტომ რომ შრეკი დავინახო. ვწითლდები და ვიშორებ, კურკას კი ხელში ვაჩეჩებ. -ააღარ მცივა. -ვპასუხობ და ვცდილობ კანკალი არ დავიწყო. ჯანდაბა ძალიან ცივა. ამას რა უჭირს სასმელისგან არის გახურებული, აბა მე მკითხოს. ვიყინები! -რა გინდა აქ? -ვეკითხები და თავიდან ბოლომდე ვათვალიერებ. არ ვენდობი ამ ტიპს და რა ვქნა? არ მომწონს როცა ჩემთან ახლოს არის, მაგრამ თან რაღაცნაირად მიზიდავს. -მარტო დატოვება არ მინდოდა. -მპასუხობს ჩუმად. -აქ ღამე, მარტო საშიშია. -ჩუმად მეუბნება და ვწითლდები. -იმის და მიუხედავად რომ კაციჭამია ფიონას გავხარ, მაინც საშიშია. -იძახის და იღიმის. სამაგიეროდ მე მეყინება ღიმილი სახეზე და ღრენას ვიწყებ. -კაი ნუ იღრინები. -მეუბნება და ხელს მხვევს. ვწითლდები და ვიბნევი, მაგრამ მის ხელს იმ წამსვე ვიშორებ. -კურტკა გამომართვი, გაცივდები. -ეს თხოვნაზე მეტად ბრძანება იყო, არ ვიცი რატომ, მაგრამ კურტკას ვართმევ და მხრებზე ვიხვევ. დედა რა კარგია სითბო. -და ნუ იცმევ მასე, გაცივდები, თან ხალხი გაშტერდება. -მეუბნება და გვერდზე იყურება. თვალს არ ვაშორებ და ვცდილობ გავიგო რა ჯანდაბა უნდა. 'ვერაა ხო ეს?' -წამო, ცივა გარეთ. -მეუბნება და სალხში შევყავარ. - არ მინდა რომ გაცივდე. -თბილად მიღიმის და სახლში მიმიძღვის. გული კი გამალბით იწყებს ფეთქვას. 3. შიგნით შევდივარ და ვცდილობ ხველება არ დავიწყო. იქაურობა სიგარეტის ბუღშია გახვეული. თოკოსკენ ვიყურები, რომელიც კიდევ ეწევა და გაჩერებას არ აპირებს. შრეკისკენ ვიხედები და ის დეგენერატი წარბებს წევს, თითქოს მეკითხება რა გინდაო. გარშემო ვიყურები და ვიღიმი. ბექა ძირს არის გაწოლილი და ძინავს. პირი ოდნავ ღია აქვს და დორბლები ჩამოდის. ტასია თოკოზე არის მიხეტებული და სიგარეტის ბოლს აკვირდება, თითქოს მის შესწავლას ცდილობსო. ეკო და ლუკა კი ზიან და ტელევიზორში რაღაც ფილმს უყურებენ. ისინი მეტ-ნაკლებად ფხზლები ჩანან. მათგან მოშორებით ვჯდები, რომ ხელი არ შევუშალო, რადგან ეტყობათ რომ რაღაცაზე ლაპარაკობენ. ეკრანს უაზრობ ვაშტერდები და იმასაც ვერ ვხვდები რას ვუყურებ. ჩემი თვალები ეკრანისკენ არისს, მაგრამ მე მთლიანად სხვა რაღაცაზე ვარ გადართული ჩემ გონებაში. ვცდილობ რომ ყველაფერი გავაანალიზო და დავახარისხო. მაგრამ ჩემი ტვინი არ მემორჩილება და აზრებს აქეთ-იქით აბნევს. -რაზე ფიქრობ? -გვერდზე შრეკი მიჯდება და მეკითხება. მის მზერას ვგრძნობ, მაგრამ მისკენ არ ვიხედები. ამის მაგივრად მის იგნორს ვიწყებ და ვცდილობ ყურადღება ყველაფერზე გადავიტანო მისი შოკოლადისფერი თვალების გარდა. ჩაცინების ხმა მესმის, მაგრამ ვცდილობ ყურადღება არც ამას არ მივაქციო. როგორც კი სახლში შემოვედით კურტკა იმწამსვე გავიხადე და სკამზე დავდე. მისკენ გავიხედე ერთხელ, მაგრამ ის უკვე ტელეფონზე წერდა ვიღაცას და იღიმოდა. ამის დანახვისას საშინელი გრძნობა გამიჩნდა, რომელიც შიგნიდან მჭამდა და მოსვენებას არ მაძლევდა. სიმძიმის გრძნობა გამიჩნდა და რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება მქონდა თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა და ცოცხლად დამწვეს. ეს გრძნობა ახლაც მაქვს და რაზეც არ უნდა ვიფიქრო, რაც არ უნდა ვაკეთო ვერ ვიშორებ. ყოველ წამს თავში მისი იდიოტური ღიმილი მიხტება და თითქოს გული შუაზე იგლიჯება. ერთ მხარეს მისი ღიმილი მოწონს, მაგრამ მეორე მხარეს მის ღიმილზე მეტად არაფერი არ ეზიზღება. -მაიგნორებ? -მეკითხება გაღიზიანებული ხმით, მაგრამ მისკენ ისევ არ ვიხედები. არ მინდა რომ მასთან რაიმე მქონდეს საერთო. არ მინდა ეს გრძნობა ყოველ წამს მტანჯავდეს მისი სიახლოვის გადამკიდე. მისი მწველი მზერა უფრო და უფრო ნერვების მომშლელი ხდება. მისი მოკვლა მინდება, მაგრამ ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო. -არა. -ვეუბნები ჩუმი ხმით იმის იმედით რომ თავს დამანებებს. მისკენ ვიხედები და იმ წამსვე ვნანობ ამას. არ ვიცი რატომ, შეიძლება სასმელის ბრალიც იყოს, მაგრამ რატომღაც ამ წამს შრეკი ჩემთვის ყველაზე ლამაზი და კეთილი ადამიანი ვინც კი როდესმე მინახავს. მისი ღიმილი, უხეშის და დამცინავის მაგივრად ნაზი და თბილია. სასწრაფოდ გვერდზე ვიყურები და ვგრძნობ როგორ ვწითლდები. ჩემ თავზე ვბრაზდები, რადგან არ ვიცი რა მჭირს. არ ვიცი რატომ ვწითლდები, რატომ იწყებს გული სამჯერ უფრო სწრაფად ფეთქვას და რატომ მაქვს ისეთი გრძნობა თითქოს მუცელში პეპლები დაფრინავენ. -რა გჭირს? -მეკითხება ნაზი, მზრუნველი ხმით მე კი მხოლოდ თავის გაქნევას ვახერხებ. თვალები ცრემლით მევსება რადგან ვხვდები რომ ასეთი უცნაური გრძნობის წინაშე უძლური ვარ. -ჰეი, მოხდა რამე? -სახეზე ხელს მადებს და თავისკენ მაბრუნებს. თვალებში მიყურებს და თბილად მიღიმის. -არაფერი. -ვიღიმი და ცრემლების უკუგდებას ვახერხებ. ვიღიმი და ვცდილობ ყველაფერი დავივიწყო. -დამისხავ ცოტას? -ვეკითხები და არაყზე ვანიშნებ. როცა რამის დავიწყება გინდა სასმელი ყოველთვის საუკეთესო საშუალებაა. მე კი დღევანდელი დღის ამოშლა მინდა მეხსიერებიდან. -დარწმუნებული ხარ? -მეკითხება, მაგრამ არაყს მაინც მისხამს. მე არაფერს არ ვიძახი და უბრალოდ ვსვავ. *** თვალებს ვახელ და ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო თავის ტკივილს და პირში სიმშრალეს. ტასიასკენ შეწუხებული სახით ვიყურები, ის კი გაშტერებული აგდია ძირს. -ვკვდეეები. -ხროტინისმაგვარ ხმას გამოსცემს ტასია და ჩემკენ ტრიალდება. დიდი ოკეანისფერი თვალები ჩამკვდარი აქვს და ეტყობა რომ სადაცაა გული აერევა. -აღარ დავლევ არასდროს. -კიე, აპა რა. -დაცინვას იწყებს ეკო, რომელიც ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაში არ არის. გარშემო ვიყურები და ყველას მიმკვდარ სახეებს რომ ვხედავ ვხვდები რომ მე ვარ ყველაზე კარგად. მაგრამ აი პრობლემა, არაფერი არ მახსოვს. -ძილის დროს იდორბლები. -გვერდიდან მესმის და შრეკისკენ ვიხედბები, პირს ვაღებ რომ რამე ვუთხრა, მაგრამ მის მხარზე, სადაც თავი მედო დორბლების ტბორს ვხედავ, ამიტომ პირს ვხურავ და სირცხვილისგან ვწითლდები. -არაუშავს. -სიცილს იწყებს როდესაც ჩემ სახეს ხედავს. -როგორ ხართ? -ბექა კითხულობს, ალბათ ხმამაღლა კითხვა უნდოდა, მაგრამ ჩურჩული გამოუვიდა. -მე ვკვდები. -იძახის ლუკა და თავს უკან ხალიჩაზე დებს. -ვინმეს გუშინდელიდან გახსოვთ რამე? -კითხულობს სასოწარკვეთილი ხმით. -მე მარტო იქამდე მახსოვს ყველანი გარეთ რომ გავვარდით. -იძახის თოკო. მოიცა, რაო? გარეთ როდის გავვარდით? მე მეძინა მაგდროს? -და ლილუ ხალხს ზურგზე რომ ახტებოდა, მაგრამ ეგ უკვე აღარ მახსოვს როდის მოხდა. -რაიო? მე ხალხს ზურგზე რავა ვახტებოდი, ნუ გადამრიეს ამხელა ქალი. -ღადაობ ხო? -ვეკითხები შეშინებული ხმით. არ შევახტებოდი მე ხალხს ზურგზე. -ეგ არ გამიკეთებია, ეგ კი არა გარეთ გავვარდნაც არ მახსოვს მე. -თავს ვაქნევ და გაბუტულივით ვჯდები. -მე მახსოვს ყველაფერი. -იძახის შრეკი და სიცილს ძლივს იკავებს. -და გავარდი კიდევაც, ხალხს ზურგზეც ახტებოდი, ქუჩაში ცეკვავდი უმისიკოდ და ბოლო ხმაზეც ყროყინებდი. -სახე მეყინება და თავს ვაქნევ, ის კი იცინის. არა, მასე ვერ იქნებოდა. არ დამილევია მაგდენი.-შენ რა გახსოვს ბოლოს? -ის რომ გარეთ გავედით, შენ კურტკა მომეცი და მერე შემოვედით. -ვიძახი ჩუმი ხმით. ვცდილობ გავიხსენო მაგის მერე რა მოხდა, მაგრამ მხოლოდ ფრაგმენტები ჩნდება. -კიდევ რომ გაიგნორებდი და მერე სმა რომ დავიწყ...-აღარ ვამთავრებ და თავს დაბლა ვხრი. სმა რატომ დავიწყე კიდევ ერთხელ? რა ჯანდაბა მინდოდა? ვინ მაძალებდა? ბრავო ლილე. ვამაყობ შენით. -ხო გარეთ გავარდნა მეც მახსოვს. -იძახის ბექა და იღიმის. ჰე, მიწმინდე დორბლები და მაგარი ბიჭი ხარ ხო? მოიცა, სახეზე ვაკვირდები და მთელ სახეზე ფლომასტრით შესრულებულ უნიჭო ნამუშევრებს ვუყურებ. დედა, ეს მე გავაკეთე? იმედია არა და კიდევ ვიღაც არის აქედან ხატვაში ჩემსავით უნიჭო. ბექა ლაპარაკს ისე აგრძელებს ვერც ხვდება ყველა მაგას რატომ აშტერდება. -ოღონდ თუ მანამდე გვახსოვს მაშინ გარეთ გავარდნის შემდეგ რატომ არ მახსოვს არც მე და არც არავის შენ გარდა არაფერი? -იმიტომ რომ მერეც სვავდით. -იძახის შრეკი და თავის შოკოლადისფერ თვალებს ატრიალებს. -ჯერ რაც აქ იყო ისინი წაიღეთ. ზოგი ვისკის სვავდით, ზოგი არაყს, ზოგი ლუდს და რომ დაგიმთავრდათ უკვე თენდებოდა უკვე.-ამთავრებს და იმედგაცრუებული თვალებით იყურება ჩემკენ. -ლუ, მართლა არ გახსოვს არაფერი? -თავს ვაქნევ, ვერ ვხვდები რატომ მეკითხება ამას. -მივქარე რამე? -ვეკითხები და უარესისთვის ვემზადები. ნუ, რათქმაუნდა ცუდი ნაწილი მგონი უკვე მოვისმინე, მაგრამ ამაზე ცუდიც თუ არის რამე მაშინ ქალაქიდან აუცილებლად გამაძევებენ. -არაა. -იძახის შრეკი და ისევ თბილად მიღიმის. მისი ღიმილი ყოველთვის მაბნევს და ვერ ვხვდები რა უნდა ხოლმე. შრეკი ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ადამ-კაციჭამიაა ვინც კი ოდესმე მინახავს. (არადა, ბევრი კი არ მყავს ნანახი.) -კაი, წამოდით მოგიყვებით რაღაცეებს. -იძახის შრეკი, ოღონდ ჯერ მზრუნველი დედიკოსავით გვაიძულებს ვჭამოთ. 4. დ ა მ ი ა ნ ე (წინა ღამე) -დამისხავ? -მეკითხება ლილუ და არაყისკენ მინიშნებს. დაბნეული ვიყურებ, ასიანი რაღაც ხდება და არ იძახის. მაგრამ არაყს ხელს ვკიდებ და ვუსხავ. -დარწმუნებული ხარ? -მაინც ვეკითხები რადგან მისი დამოკიდებულება სასმელის მიმართ უკვე გავიგე. არაფერს არ იძახის, მხოლოდ თავს მიქნევს და სვავს. სამი ჭიქის მერე თითქოს რაღაც ემართება, სიცილს იწყებს და მხიარულდება. დგება და ბექასთან მიდის, საიდანღაც შავ ფლომასტერს ჩითავს და ბექას სახეზე ჯღაბნას იწყებს. ვუყურებ და სიცილს ძლივს ვიკავებ, ის ისეთი ბავშვურია. -აუუუ, გარეთ გავიდეთ რა. -უცებ წუწუნს იწყებს ბოლო ხმაზე და ყველას აღვძებს ბეას ცათვლით. მაგას განსაკუთრებით რადგან უმოწყალოთ ანჯღრევს და იცინის. -წავიდეთ, თბილისი მაქვს დასაპყრობი. -ფეხზე დგება, ცალ ფეხს მწოლარე და თვალებ-გაფართოებულ ბექაზე დებს, მეორეს იატაკზე, ცალ ხელს ჰაერში წევს და თავი ნაპოლეონი გონია. -ნაპოლეონ. -ვეძახი და ჩემკენ იყურება, სახეზე გამარჯვებულის იერი აქვს. -ისე კი გავხარ ბონაპარტს სიმაღლით ხო იცი. -ამას რომ ვიძახი ღიმილი სახეზე ეყინება, გაბრაზებული ჩემკენ მთელი ტანით ტრიალდება და 'ააჰჰჰ' ყვირილს იწყებს და ჩემკენ მორბის. თვალებ გაფართოებული ვუყურებ ეს გიჟი როგორ მახტება. -წავედით? -კითხულობს მას მერე რაც რაღაცნაირად ჩემ ზურგზე აძრომას ახერხებს. მის საქციელზე მეღიმება და ვიჭერ რომ არ დავარდეს. -წინ სრული სვლიიით! -ყვირის და ხელს ჰაერში იქნევს. ეს-ეს არის უნდა ვუთხრა არცერთს არ ესმითთქო რომ უცებ ყველა ფეხზე ხტება და კარისკენ მირბიან სიცილ-ხარხარით. -მოიცათ! -ლილუ შეშინებული ყვირის და ყველა ჩერდება, ჩვენკენ ტრიალდებიან და ელოდებიან გენერალი რას იტყვის. -სასმელი გრჩებათ! -გაბრაზებული ხმით იძახის, მაგრამ ღიმილს მაინც ვგრძნობ. როცა ყველანი სასმელს იბღუჯავენ ხელში გარეთ გარბიან და ყვირილს, სიცილს და ხარხარს იწყებენ. კარებს გასაღებით ვკეტავ და ვინახავ, ამ დებილებს ვერ ვანდობ ვერაფერს. -ვირო. -მესმის ყურთან მძიმე სუნთქვა, რომელიც ალკოჰოლის სუნით არის გაჯერებული. -არ შეგიძლია სწრაფად იარო? სხვა ვირის მოძებნა არ მინდა. -იძახის ბუზღუნა ხმით და თავს მხრებზე მადებს. -მივბივარ, პროსტა მძიმე ხარ. -ვეუბნები მწარედ. როგორც კი ამას ვიძახი ხვანცალს იწყებს და ბადლა ჩამოდის. -კაი, მოდი, არ ხარ მძიმე. -ვეუბნები, მაგრამ უკვე ჩემ წინ მიდის და ბოთლიდან არაყს იყუდებს. -არ მინდააა. -იძახის და წინ ბანცალით მიდის. თოკოსენ ვიხედები და მასზე ჩამოკიდებულ ტასიას ვხედავ. ორი ლოთი ერთად დგას და სკდებიან სასმელით. თავს ვაქნევ მაგათ დანახვისას და თვალებით სხვების მოძებნას ვიწყებ. ეკო და ბექა რაღაცაზე ხარხარებენ, ლუკა კი ბექას ზურგზეა ზუსტად ისე როგორც ლილე იყო ჩემზე. ლილე! ლილეს ვეძებ და ვიღაც ტიპებთან ერთად ვხედავ. უცებ სიცილს იწყებენ და ლილე რომელიღაცას ზურგზე ახტება და ისევ ნაპოლეონივით იწყებს მოგცევას. ამას ან ეკეტება ნაპოლეონზე ან საიდუმლოდ გიჟია. -ეეეე, შრეკ. -ყვირის ლილე ჩემ დანახვისას და იღიმის. -ეს შენზე უარესი ვირია. -და ხარხარს იწყებს. ბიჭებისკენ სწრაფი ნაბიჯებით მივდივარ, ამი გამოხტომებს ყველა კი არ მოითმენს ჩემსავით. როცა ახლოს მივდივარ ლეოს, გეგას და მიშოს ვარჩევ. მათ დანახვისას გულზე მეშვება და ვიღიმი. -შენი მეგობარია? -კითხულობს გეგა, რომლის ზურგზეც მოთავსებულია ძალიან ბედნიერი ლილე. ლილე გეგას გაბრაზებული დაჰყურებს და სიცილს ძლივს იკავებს. -ჩამომსვი. -იძახის ბრძანებლური ხმით და გეგაც ლილეს მიწაზე ფრთხილად სვავს. ლილე გარშემო იხედება და მიშოსკენ მიდის. მიშოს პირდაპირ დგება და მის თვალიერებას იწყებს. მიშოს ოდნავ ეღიმება და მზრუნველი ძმასავით დაჰყურებს. -დაბლა ჩამოიწიე. -ეუბნება ბურტყუნა ხმით და მიშოც ემორჩილება. -ზურგზე უნდა შეგაჯდე. -მიშო თავს უქნევს და უღიმის. -ეს კარგი ვირუკაა. -იძახის გაცისკროვნებული სახით ლილე და სიცილს იწყებს.-აღარ ჩამოვდივარ! -ყვირის და იცინის. -ლილე... -ვიწყებ რომ ვეჩუბო და მზრუნველი დედასავით ლექციის ჩასატარებლად, მაგრამ მიშო მაჩერებს. -იყოს, მძიმე არ არის. -იძახის და იღიმის. -ნახე! -ყვირის უფრო ბედნიერი ლილე. -მძიმე არ არისო, შენ რატომ მომატყუე? -მეკითხება გადიდებული თვალებით, სადაც ცრემლები ჩანს. მის აცრემლებულ თვალებს ვუყურებ და არ ვიცი რა გავაკეთო. გეგა და ლეო ჩემკენ იყურებიან, გაკვირვებულები და შეშინებულები. -კაი, დაწყნარდი არ მწყენია. -უცებ სიცილს იწყებს და მიშოს ზურგიდან ხტება. ყველა მოველოდით რომ ლეოსკენ წავიდოდა და მასეც იყო. მაგრამ იმის მაგივრად რომ ზურგზე შეახტეს ეხუტება და მის მკერდზე თავს რგავს. თან იღიმის. დავიჯერო მოეწონა? -შენ ვეღარ შეგახტები, ჩემი ვირუკა მყავს მე. -იძახის ნაწყენი ხმით და მიშოს უღიმის. -ხოდა არ მინდა რომ ნაწყენი იყო. -იძახის და ეხუტება. ახლა გასაგებია. არა, ნამდვილად ვერ არის ეს თავის მატორზე. -შრეკ! -გაჰყვირის უცებ და მისკენ ვიხედები. -ნუ გავიწყდება რომ ღამეა და შენც კაციჭამია ხარ ფიონა. -ვეუბნები სისინა ხმით, მაგრამ მეეჭვება მასზე ამას რაიმე გავლენა ქონოდეს. ისევ ისეთი არის და უფრო ხმამაღლა იცინის. -ჩემ სიტყვებს ნუ იმეორებ. -იძახის და იღრიჭება. -წამოდი გასერნება მინდა. -იძახის და წინ ისე მიდის არც იყურება უკან რომ შეამოწმოს მივყვები თუ არა. ბიჭები თავს მიქნევენ და იმ ხიფათიანს უკან პუდელივით მივსდევ. ჩაბნელებულ ქუჩებში მარტო მე და ლილუ მივაბიჯებთ. გარშემო სრული სიჩუმეა, მაგრამ კომფორტული სიჩუმეა. ლილუს გვერდზე ვუდგები და ვუღიმი. მისკენ ვიხედები, ის კი მხოლოდ პირდაპირ იყურება, თითქოს ჩემი დანახვის ეშინოდეს, მაგრამ ამავდროულად ჩემთან ყოფნა უნდოდეს. მესმის მისი, მეც ხომ ზუსტად მასე ვარ. უკვე გათენებას იწყებს, საათს ვუყურებ ხუთი საათია. ლილუსკენ ვიხედები, ის კი ისევ წინ იყურება. ხელს ვკიდებ და მგონია რომ გამიშვებს და მტხლიშავს, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ხელს თვითონაც მიჭერს. მისკენ ვიხედები და ჩემდა უფრო გასაკვირად ისიც მიყურებს და ნაზად მიღიმის. ორივე პარკში სკამზე ვჯდებით და ფერშეცვლილ ცას ვუყურებთ. მისი სახე ცის ფერებთან ერთად იცვლის გამომეყტველებას. მაგრამ როგორი გამომეტყველებასაც არ იღებს, ის მაინც მშვიდად არის. ვუყურებ და სხვა ვერავიზე და ვერაფერზე ვერ ვფიქრობ. ჩემი გრძნობები მის მიმართ ზედმეტად ჩახლართულია. მასთან ყოფნა მინდა, მაგრამ თან მისი ატანა არ მაქვს. სულ მასზე ვფიქრობ, მაგრამ როცა მაინტერესებს რას ვფიქრობ თავში არაფერი არ მომდის. მენატრება ხოლმე, იმის და მიუხედავად რომ არ ვიცნობ და იმის და მიუხედავად ახლოს არის თუ შორს, ის მენატრება ხოლმე. მოუოლოდნელად მხარზე თავს მადებს და იღიმის. მისი ღიმილი გადამდებია და მეც მეღიმება. მისი ღიმილი ყველა სხვა ადამიანის ღიმილისგან განსხვავდება, თან თბილია, თან დისტანციური. თვითონაც მასეთია. ემოციური, თბილი, თვითგამოხატვის უნარით, მაგრამ ამავე დროს დისტანციური, ცივი და ჩაკეტილი. -რაზე ვიფქრობ? -მეკითხება მოულოდნელად. -შენზე. -ისე ვპასუხობ რომ ჩემი ნათქვამის გააზრებას ძლივს ვპასუხობ, მაგრამ როდესაც ვახერხებ, თვალები მიდიდება. -რატო ფიქრობ ჩემზე? -კითხვებს აგრძელებს, მაგრამ ახლა ეტყობა რომ სერიოზულია, თან დაბნეულიც, რადგან აზრებს ვერ ალაგებს. -არ ვიცი. -ვაღიარებ, რადგან ვიცი რომ ახლა სიმართლის დამალვას აზრი არ აქვს. ან რა უნდა დავმალო? -მეც ვფიქრობ შენზე. -მპასუხობს და ნაზად იღიმის. -ოღონდ არ ვიცი რატომ. უბრალოდ რატომღაც გონებაში ჩნდები ხოლმე. -თავს ვუქნევ და ვუღიმი. ვიცი რასაც გულისხმობს, მეც მასე ვარ. ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ და სახეები ერთმანეთთან ახლოს გვაქვს. მის ნაზ სუნთქვას ვგრძნობ ცივ კანზე და მეღიმება, ის კი წითლდება. ახლოს ვიწევით, უფრო და უფრო და მხოლოდ ერთი წამით, მაგრამ მე მას ვკოცნი. როგორც კი ჩვენი ტუჩები ერთმანეთს ეხება ის დენდარტყმულივით უკან ხტება და აწითლებული სახით მიყურებს. მაგრამ ის იღიმის. მეც ღიმილით ვპასუხობ და შუბლზე ნაზად ვკოცნი. ის კი იღიმის და თავს მხარზე მადებს. **** (ჩვეულებრივი დრო (დღევანდელი დღე?)) ბავშვებს ყველაფერს ვუყვები, მაგრამ ჩემი და ლილეს გასეირნების ნაწილს ვტოვებ. რაც უფრო ვუფიქრდები მით უფრო ვრწმუნდები რომ ჯობია დავივიწყო. მაგრამ ვერ ვხვდები როგორ უნდა დავივიწყო ასეთი გასაოცარი გრძნობა და წამი. ასეთი რამ მანამდე არასდროს არ მიგრძვნია, იმის და მიუხედავად რომ უამრავი გოგოსთვის მიკოცნია. ლილე უბრალოდ სხვანაირია და სხვანაირი ადგილი დაიკავა ჩემ ცხოვრებაში, განსაკუთრებული. -ლილუ. -ბექა ლილეს ეძახის, რომელიც დაფიქრებული უყურებს პიცის ნაჭერს. -მოხდა რამე? -ბექას ვუყურებ და სიცილი მინდება, რადგან ის კიდევ ვერ ხვდება სახეზე ნახატები რომ აქვს. -ააარა. -იძახის დაძაბული ხმით და ღიმილს ახერხებს. -უბრალოდ თავი მტკივა. -იღიმის, მაგრამ ოთახში ყველა აცნობიერებს რამდენად ყალბია მისი ღიმილი. თავს დაბლა ხრის და ცდილობს ბედნიერი ნიღაბი გაიკეთოს, მაგრამ ეს აშკარად არ გამოსდის. -რა მოხდა? -ახლოს მივდივარ და ვეკითხები, ხელს მხარზე ვადებ ის კი ხტება ერთ ადგილას და წითლდება, ნუთუ ახსოვს? -მე...არაფერი. -იძახის და უფრო წითლდება, ყველა ჩვენ გვიყურებს, მაგრამ როგორც კი მათკენ ვიხედები იმწამსვე სხვა მხარეს იწყებენ ყურებას. -წამოდი. -ხელს ვკიდებ და გარეთ გამყავს. ვხედავ როგრ უდუნდება სახე და შვებით როგორ სუნთქავს სუფთა ჰაერზე. მის სახეზე ღიმილი იხატება და ბედნიერი ჩანს. -იცი თითქოს რაღაც მახსენდება. -იძახის ხმადაბლა და მისკენ იმედიანი თვალებით ვიყურები. -მაგრამ ვერ ვიხსენებ. თითქოს ვიცი რომ რატომღაც უნდა მრცხვენოდეს, მაგრამ რატომ არ ვიცი. მახსოვს რომ ვიღაცეებს ბოდიში უნდა მოვუხადო, მაგრამ ვის და რატომ არ ვიცი. -იძახის და დაბლა იხედება. მინდა რომ ყველაფერი ვუთხრა, ცავეხუტო და მინდა რომ ისევ ვიგრძნო მისი სურნელი როცა მეხუტება, მინდა ისევ ის ბედნიერების სხივი დავინახო მის თვალებში როდესაც იცინის. -არაფერი არ გიქნია, ნუ ნერვიულბ. -ვამშვიდებ და სიმართლეს ვუმალავ. -შენ უბრალოდ ხალხს ზურგზე ახტებოდი და ვირუკელებს ეძახდი, შენი თავი კი ნაპოლეონი გეგონა. -ვეუბნები და მის ღიმილს ვუყურებ. -ვინებს ვეძახდი ვირებს? -სიცილს იწყებს და ისე მეკითხება. -ჩემ რამდენიმე მეგობარს, ნუ ნერვიულობ კარგი ბავშვები არიან. -ვამშვიდებდ და ის სიცილს უარესად იწყებს. -წამო შიგნით თორემ ისინი დაიწყებენ რაღაცეებს. -თავს მიქნევს და უკან მომყვება. როცა შიგნით შევდივართ ვხედავ ყველანი ტელეფონში რაღაცას როგორ უყურებენ და ჩვენც ახლოს მივდივართ, ლილე ლამის ეკრანში ჩახტეს და ტელეფონს ართმევს სხვებს, მაგრამ ღიმილი სახეზევე ეყინება როცა თავის თავს ხედავს, როგორ ცეკვავს და მღერის ბოლო ხმაზე. სიმართლე რომ ვთქვა კარგად მღერის და კარგადაც ცეკვავს, ამიტომ ვერ ვხვდები რატომ წითლდება სირცხვილისგან და თვალებს რატომ ხუჭავს. -ღმერთო შევრცხვი სამუდამოდ. -იძახის ხმადაბლა და ვიდეოს ყურებას აგრძელებს.-აღარასდროს აღარ დავლევ. -ჩურჩულს აგრძელებს და გული ლამის მისდის როცა ნახვებს ნახულობს. სახე ეყინება და შუბლზე ოფლი ასხამს. არადა მართლა კარგად მღერის, თან ცეკვითაც არ ცეკვას, უბრალოდ ფეხს აყოლებს რიტმს. -რას მღერიხარ? -ეკითხება ტასია და ლილუ მისკენ მკვლელის თვალებით იყურება. -Owl-City - Fireflies. -იძახის ლილე ჩუმი ხმით და ვიდეოს ყურებას აგრძელებს. -შევრცხვი. -დუდღუნებს ჩუმად. ყველანი ვიდეოსკენ ვიხედებით სადაც ლილე ერთ ნაწილს მღერის ბედნიერი სახით. ამ წამს ის ძალიან ლამაზი ჩანს. To Ten million fireflies I'm weird 'cause I hate goodbyes I got misty eyes as they said farewell But I'll know where several are If my dreams get bizarre 'Cause I saved a few and I keep them in the jar ამ ნაწილს რატომრაც განსაკუთრებული ემოციით მღერის და თან იღიმის. რატომღაც ეს ნაწილი მეც ამეკვიატა და ლილესკენ ვტრიალდები ან მელოდიის სიმღერით. როცა მხედავს ეღიმება და თავს მიქნევს, მაგრამ ეტყობა რომ თავის თავზე ისე აღარ ბრაზობს, როგორც ბრაზობდა. -ეჰჰ, რას ვიზამთ. -იძახის საბოლოოდ და ყველანი მას ვუყურებთ. -თქვენგან განსხვავებით მე ცნობილი ვარ. -იძახის და იღიმის. -ხოდა გიხაროდეთ ვარსკვლავს რომ იცნობთ. -იძახის და თავისი ცნობილი ბედნიერი გამოხედვით გვაჯილდოვებს ყველას. 5. -ლილე! -ბექას ყვირილი მთელ სახლს აზანზარებს. თვალები მიდიდდება და შრეკს ვიფარებ წინ ცოცხალი ფარივით. თუ რამეა ჯერ ის მოკლან, ისიც იქ იყო. ბექა ჩემკენ გაფოცებული სახით მოდის და თან ცდილობს არ გაეცინოს. -ეს რა არის? -კითხულობს გაბრაზებული. მის სახეზე ვიხედები და გადღაბნილი ფლომასტერის დანახვისას სიცილს ვერ ვიკავებ. -კაი შეჩ-შენ ჩემო ტკბილო. -ასწორებს უცებ თავის ნათქვამს შრეკი და მისკენ გაკვირვებული ვიხედები. როდის აქეან გახდა ეს ჰომოსექსუალი? არა საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ არაა ბექა მასეთი. -ფლომასტერია რა გჭირს? -შე-ოხრახუშო. -გაბრაზებული ბექაც ლამის გინებას იწყებს, მაგრამ როცა მამაჩნევენ ან როცა ახსენდებათ რომ მეც იქ ვარ ძალიან უცნაურად ასწორებენ. -ვერ ვიშორებ. ლუკა და თოკო ამ საუბრის მოსმენისას ცუდად ხდებიან და ხარხარს იწყებენ. სასაცილოა აბა რა არის, როცა ორი 16-17 წლის ბიჭები ერთმანეთს ოხრახუშს ეძახიან. -შე კიტრის მწნილო. -იძახის გაცოფებული შრეკი. -საპნით ცადე? რას ვერ იშორებ, წამოდი ორი წამი. -და აი ასე ჰომოსექსუალი შრეკი საპირფარეშოში მიათრევს ბექას. -ოოო, არ იგიჟოთ მანდ. -სიცილით ვაყოლებ და ვხარხარებ. -ცუდად ვარ. -სიცილით ვიწმინდა თვალზე მომდგარ ცრემლს. -იდიოტო მეტკინა! -ისმის ბექას წივილი და სიცილს ვუმატებთ. თოკოსკენ და ლუკასკენ ვიყურები, რომელებიც სიცილისგან მთლიანად გაპამიდვრნენ. -მოკეტე! -ყვირილით პასუხობს შრეკი. -დედა, გამიუპატიურეს მეგობარი. -ხარხარით ვამბობ და ვცდილობ არ ჩავბჟირდე. -რავა ჩავხედო მაგის პარტორნს მერე თვალებში. -სიცილით ვაგრძელებ. ოთახიდან შეშინებული ეკო და ტასია ვარდებიან და გაკვირვებულები გვიყურებენ. -რა მოხდა? -კითხულობს ეკო და ხან მე მიყურებს, ხანაც ლუკას. -დამიანე ბექას აუპატიურებს. -იძახის თოკო და ტასიას სახიდან ფერი უქრება და ისეთი სახე აქვს ეჭვი მაქვს საცაა გული წაუვა ამ საწყალს. -კარგად ხარ? -ეკითხება შეშინებული თოკო სმის პარტნიორს და ისიც მისუსტებული და გალურჯებული თავს უქნევს. -თვალები! -ყვირის ბექა და ტასიას სახიდან ფერი საერთოდ უქრება. მის დანახვაზე მეღიმება. ღმერთო რა დებილია. კარი იღება და გაცოფებული, მაგრამ ღიმილიანი სახით გამოდის შრეკი, უკან კი სახე აჭითლებული ბექა მოყვება. -ნამდვილი სი-პუტკუნე ხარ! -იძახის გაფოცებული ბექა, რომელსაც ეტყობა რომ გინებაზე მეტად ამ წამს არაფერი არ უნდა. ამას იძახის და საწყალ ტასიას გული მისდის. თოკო რომ არა ძირს დაეძნეყვებოდა. -კარგად ხარ? -ვეკითხები შეშინებული ხმით და ისიც სუსტად მიქნევს თავს. საწყალი გოგო, შეყვარებულია და რა ქნას. -რა ჭირს ტო? -კითხულობს ანერვიულებული ბექა და ტასიას თოკოს ხელიდან გლეჯს. -ტას, ტასია, რა გჭირს? -ასეთი შეშინებული ბექა ბოლოს მაშინ ვნახე ჩიხუახუა ბულდოგში რომ აერია და განწირული რომ მორბოდა. -ააარაფერი. -იძახის გაბრაზებული, აკანკალებული ხმით ჩვენ ღიმილიან სახეებს რომ ხედავს. -აალბათ პახმელიის ბრალია. -იძახის მისუსტებული და მიღიმის. ჯანდაბა ამას. ახლა სახლში დარჩება, აბა ბექა ამის სადმე გამშვები არ არის. -ხოდა რჩები სახლში! -იძახის ბექა და გაჯგიმულ ტასიას ხელში იყვანს და საძინებელში შეყავს, საწოლზე რომ დააწვინოს. -ცუდად ხარ, თან ეკოს ფერიც არ მომწონს. -ამატებს რომ ეჭვები დაფაროს, მაგრამ მე მაინც ვიციიი. -ეკო, სუნთქვას რამდენი ხანი იკავებდი? -სიცილით ვეკითხები, მის გალურჯებუ სახეს რომ ვხდევა, მაგრამ სიცილი სახიდან იმ წამსვე მიქრება, როგორც კი ეკო საპირფარეშოში მირბის და აღებინებს. -მაგარია. -ვიძახი ხმადაბლა. ეკოსაც ტასიას გვერდით ათავსებენ და ელოდებიან მე როდის გავხდები ცუდად. That will never happen fellas -მარტო წადი. -იძახის მისუსტებული ხმით ეკო. -ნუკა აუცილებლად უნდა ნახო და გამოართვა ის რაღაც ჯანდაბა და მარტო წადი, ან რომელიმეს უთხარი და გამოგყვება იმედია. -თავს ვუქნებ, ნუკა აუცილებლად უნდა ვნახო რომ ჩემი ნივთები გამოვართვა. თან არ მინდა რომ ჩემი სავარჯიშო ნივთები დიდხანს ქონდეს ნუკას. -კაი მარტო წავალ. -ვიღიმი და ჩანთას ვიღებ, მაგრამ გასასვლელში ვიღაცის ხელი მაჩერებს. პატრონისკენ ვიხედები და გაბრაზებულ შრეკს ვხედავ. -რა მოხდა? -ვეკითხები და ვაკვირდები. -შენთან ერთად მოვდივარ, მარტო ვერ გავიშვებ. -მეუბნება და თავის კურტკას იღებს. -გაცივდები, კურტკა არ მოგაქვს? -მეკითხება, მე კიდევ თავს ვაქნევ. სიმართლე რომ ვთქვა, ყველას წამოსვლა მაწყობდა ამის გარდა. ყველას რა, ბექასი თუ მაინცდამაინც. *** -ლული. -ნუკა ჩემკენ მოდის და მეხუტება. ხო, ზოგი ლულისაც მეძახის, ზოგი დეგენერატი კი საერთოდ ლილის, ან ლილიას. ვგავარ ახლა მე ყვავილს?! -როგორ ხარ? -მეკითხება, მაგრამ მერე მზერა შრეკისკენ გადააქვს და თვალები უდიდდება. -გაიცანი, ნუკა ეს შრეკია, შრეკ ეს ნუკაა. -ვეუბნები და ერთმანეთს ვაცნობ. შრეკი მკვლელი თვალებით მიყურებს და შემდეგ ნუკასკენ ტრიალდება, რომელსაც ჩემი სავარჯიშო ჩანთა აქვს ჩაბღუჯული. -დამიანე. -ხელს უწვდის შრეკი და ნუკაც ხელს ართმევს. -კაი, მეჩქარება მე. -მეუბნება ნუკა და თვალებით მანიშნებს რომ უამრავი რაღაცა მექნება ასახსნელი. ჩანთან მიწვდის, მეხუტება და მიდის. მარტო მტოვებს ისევ ამასთან. შრეკისკენ ვტრიალდები და ვიჯღანები. -წამო. -ვეუბნები და ცირკის მიმართულებით მიმყავს. შრეკი თავს მიქნევს და მომყვება. ცირკთან გადასასვლელტან მიმყავს და იქიდან კი მის პირდაპირ ბანერთან გადამყავს. სანამ ბანერის შიგნით ჩავხტები შრეკი ხელს მკიდებს და მაჩერებს. -სად მიდიხარ? -კბილებიდან ცრის და მაშტერდება, დაბლა ვიყურები და მოძრავ მანქანებს ვხედა, მაღლა არ ვართ, მაგრამ ნუთუ ეშინია? -გეშინია? -ვეკითები ის კი გვერდზე იხედება. მეღიმება მის ბავშვურ საქციელზე და ხელს ვკიდებ. -ნუ გეშინია, არ მოგკლავ. უბრალოდ მენდე. -ვეუბნები და ჩამთან ზურგზე იკიდებს, მე კი ჩემ პატარა ჩანთას ვიკიდებ ზურგზე. -მენდობი? -ვეკითხები და ხელს ვუწვდი. გული ოთხჯერ უფრო სწრაფად იწყებს ფეთქვას და მისი თვალების გარდა ვერაფერს ვერ ვხდეად. თვალების, რომლებიც შიშისაგან გაფართოებული აქვს, თვალების რომლებიც სიბოთი არის სავსე. -გენდობი.-ხელს მკიდებს და მიღიმის. თავს ვუქევ და ფრთხილად ჩამყავს დაბლა. ბანერის უკან მიწისქვეშა გასასვლელის პონტშია რაღაცა და თან ასე წასვლა უფრო მოკლე და სახალისო იყო. როგორც კი შრეკი ფეხს მიწაზე დგამს გულზე ეშვება და თავისდა უნებურად და გაუცნობიერებლად მეხუტება. მე კი მის მკლავებში ვიკარგები. 6. დ ა მ ი ა ნ ე გაუცობიერებლად ლილუს ვეხუტები და ისიც ხელს არ მკრავს. და ვდგავარტ ჩახუტებულები, თითქოს ჩვენ გარშემო სამყარო აღარ არსებობს, თითქოს მარტო მე და ის ვართ დარჩენილები. მისი სურნელი ერთადერთი რაც მცემს და მისი გულისფეთქვა ერთადერთია რაც მესმის. რომ ვეხუტები ისეთი შთაბეჭდილება მაქვს თითქოს ის ჩემთვის არის შექმნილი, თითქოს ჩვენ ერთმანეთისთვის შეგქვმნეს, ერთმანეთს მოგვარგეს და შემდეგ ჩვენი შეხვედრა დაგეგმეს. ლილე ჩემ წინ დგება და მიღმის, ხელს ვკიდებ და გზას ისე ვაგრძელებთ. მე მას ვენდე და ვიცი რომ რაც არ უნდა მოხდეს ის ჩემ გვერდით იქნება, არ მომშორდება და მარტო არ დამტოვებს. ვიცი რომ ის ჩემთან იქნება, რადგან მჯერა რომ ეს ჩვენამდე დიდიხნის წინათ გადაწყვიტეს. *** რუსთაველზე ვართ, ლილე მართალი იყო, ამაზე სასაცილო და სათავგადასავლო გზა ჯერ არასდროს არ მქონია. ლილეს ვუყურებ და ვიღიმი. ის ისეთი...განსხვავებულია. არავის არ გავს ვინც კი მანამდე მინახავს. -მოვედით! -იძახის ბედნიერი სახით და რაღაც შენობის წინ დგება. მისკენ გაკვირვებული ვიყურები, რადგან ეს შენობა მანამდე არ შემიმჩნევია, ან ყურადღება არ მიმიქცევია, ის კი ამ შენობაში შესვლას ცდილობს. -აქ დამელოდე, კაი? -მეკითხება და ჩანთას მართმევს. სანამ რამის თქმას მოვასწრებდე ის უკვე უჩინარდება და შენობაში შედის. სახლი ჩაბნელებულია და საშიშ აურას აფრქვევს. ყველაფერი მთელი და ახალ-გარემონტებულია, მაგრამ აურა იქიდან მაინც მაშინებს. ორი წუთი შემდეგ კარიდან ლილე გამოდის და მიღიმის. მაგრამ ჩანთა არსარდ არ ჩანს. -ჩანთა სად არის? -ვეკითები და კარგად ვაკვირდები. რას ვარჯიშობს ლილე აქ?! -დავტოვე. -უდარდელად მეუბნება, ხელს მკიდებს და გზას ვაგრძელებთ, ისე რომ ამაზე ხმას აღარ იღებს. მისკენ ვიხედები. რიჟა თმა სახეზე აქვს ჩამოყრილი, მწვანე თვალები კი ნაპერწკლებს ისვრის გარშემო. მის ბაგეებზე კი ნატიფი ღიმილია. *** როცა სახლში შევდივართ, ვხვდები რომ ყველა კვდება. თოკო და ლუკა ერთად არიან კედელთან მიყუდებულები და თავს ძლივს წევენ. როგორც ჩანს ამათთაც ცუდი პახმელია აქვთ. ეკო და ტასია კი საწოლზე წვანან და ძინავთ. საწყალი ბექა კი ყველას უვლის. -მოკვდა ვინმე? -ხუმრობით კითხულობს ლილე და ფანჯრებს აღებს რომ სუფთა ჰაერი შემოუშვას. -აბა მდგომარეობა დაყაჩე. -ტასიას ჩაეძინა ნახევარი საათის წინ. -იწყებს ბექა. -ეკოს გული აღარ არევია, მაგრამ წამლები დავალევინე და ალბათ უფრო მაგიტომ. -თავს ვუქნევ და ისიც აგრძელებს. -ლუკა და თოკო კი უბრალოდ ცუდად არიან. ვუთხარი არ დალიოთ კიდეთქო. -კიდე დალიეს? -ვეკითხები გაფოცებული. სასმელი სად იპოვეს მაინც?! -რა დალიეს? -ლუდი. -აგრძელებს ბექა. -და ახლა ცუდად არიან. რატომრაც კედელზე არიან მიხუტუბულები გრილია და ასწორებსო. -ბექა თავს აქნევს მათთკენ რომ იხედება, ლილე კი მხოლოდ იღიმის. -მე კიდე მეგონა რამე სერიოზული იყო. -იღიმის და ხალიჩაზე ჯდება, ტელევიზორს ვრთავს და მადაგასკარის ყურებას იწყებს. მე და ბექა ლილეს გაკვირვებულები ვუყურებთ და თვალებს არ ვუჯერებთ. რატომ არის ყოველთვის ასეთი მშვიდი? -დაჯდებით? -კითხულობს მოულოდნელად და თავს ვუქნევთ. ერთ მხარეს მე ვჯდები, მეორე მხარეს კი ბექა. -ბექ, ტასიაზე რას აპირებ? -კითხულობს ისე რომ ერანს თვალს არ აშორებს. ბექასკენ ვიყურები, რომელიც პამიდორივით წითელია. თვალებს დაბლა ხრის და ვერ უყურებს ლილეს. -მე...არაფერს...რას უნდა ვაპირებდე? -ბურდღუნს იწყებს, მაგრამ როცა ლილეს წარბ აწეულ გამოხედას ამჩნევს სიმართლეს ამბობს. -მგონი თოკო მოწონს. -სამაგიეროდ თოკოს არ მოწონს. -თოკო თავს წევს და იღიმის. -თან მაგასაც არ მოვწონვარ, პროსტა სმის პარტნიორები ვართ. -იძახის და შემდეგ თავს უკან კედელზე აყუდებს რადგან თავის ტკივილი ეწყება. -ფუ, ამის ჯანჯაფილი მე. აღარ შემიძლია მეტი. -წუწუნს იწყებს და მის 'ჯანჯაფილზე' ლილეს ეცინება. -მოგწონს? -კითხულობს ლილე და ისევ ლომ ალიკას აკვირდება. -კი. -პასუხობს ჩურჩულით ბექა და უარესად წითლდება ეს თუ შესაძლებელია. მათ ლაპარაკს ვუსმენ და ვიღიმი. არასდროს არ მყოლია მასეტ გოგო მეგობარი, რომელთანაც ასე თავისუფლად შევძლებდი ასეთ რაღაცეებზე ლაპარაკს. ეგ კი არა გოგო მეგობარი არც მყოლია. -მერე? -იძახის გაღიზიანებული ხმით ლილე.-რას ელოდები? თვითონ ეგ სიყვარულის ამხსენელი ასი წელი არ არის. -იძახის და ეღიმება. -შენ თვითონ ეტყვი რომ გიყვარს თუ მე ვუთხრა? -არ მიყვარს! -იძახის გაბრაზებული ხმით ბექა. -კიე, აპა რა. - იძახის ლილე და სულელურად იღიმის. -ერთი შენ არ გიყვარს ტასია და მეორე კვაზიმოტო იყო სიმპატიური. -კიდევ ერთხელ იცინის სულელურად ად ბექას ეჯღანება. -აბა ტრისტან რას აპირებ? -ტრისტანი ვინ იყო? -კითხულობს ბექა და მე მიყურებს, მე კიდევ თავს ვაქნევ. რომეო გამიაგია, მაგრამ ტრისტანა ვინაა? -ტრისტანი და იზოლდა. -უემოციო ხმით იძახის ლილე და თვალებს ატრიალებს. -რომეო და ჯულიეტა იცით ვინები იყვნენ? -გვეკითხება და თავს ვუქნევთ. -ხოდა ეგენიც უიღბლო შეყვარებულები იყვნენ. ოღონდ ტრისტანის და იზოლდას სიყვარულზე რამდენიმე ლეგედა არსებობს და ყველა სხვადასხვა არის. ყველაზე გავრცელებული ვერსია არის ის რომ სიკვდილის შემდეგ მათ საფლავებზე ხეები გაიზარდა, რომლებიც ერთმანეთზე იყო გადაბმული. -ყველაგან ყველა რა პონტში კვდება? -კითხულობს გაღიზიანებული ბექა და ლილეს უყურებს პასუხისთვის, რომელიცპასუხის გაცემას არ აყოვნებს. -ყველა არ კვდება. -იძახის ნაზად. -თან თუ კვდებიან შეყვარებულები ისეა მოცემული თითქოს ისინი სიკვდილის მერეც ერთად არიან. ამას სხვადასხვა გზით გვაგებინებენ. -ლილეს ღიმილი იზრდება და უფრო თბილი ხდება, მისი თვალები და მზერა კი შორეული. -ისინი გვეუბნებიან რომ სიყვარული უსაზღვროა და მას სიკვდილიც ვერ ამარცხებს. -მაინც. -არ წყნარდება ბექა. -უსამართლობა მგონია როცა ხალხს ერთად ყოფნას არ აცლიან და მაგის გამო სიკვდილი უწევთ. -ვინ გითხრა რომ ცხოვრება სამართლიანია? -მწარედ ჩაიცინა ლილემ და ბექას გვერდულად შეხედა. -ჩვენ ყველას ისინი გვიყვარდებიან ვისი შეყვარებაც არ შეიძლება. ვინც ჩვენი საპირისპიროა. თავს ვუქნევ, რას გულისხმობს როცა ამას იძახის? უყვარს ვინმე? გული გაუტეხეს? რატომ არის მასე? -მოკლედ, დაანებე ტრისტანს თავი. -იცინის ლილე. -შენ რას აპირებ? როდის ეუბნები? -აუუ, არ ვიცი. -იძახის და თავს დაბლა წევს. -შენ დღეს მიდიხარ სახლში? -კითხულობს ბექა. -ნოუპ. -ლილე ღიმილით პასუხობს. -სამშაბათამდე აქ ვარ. -მოიცა, დრეს შაბათია, ანუ კიდევ ბევრჯერ ვნახავ. -რა იყო რო? -,მინდა რომ აქ იყო, მორალური მხარდაჭერაზე გსმენია რამე? -იძახის ანერვიულებული ბექა. -მარტო მაგას მე ვერ გავაკეთებ, ნერვიულობისგან ადგილზევე მვკვდები და ვერ ვეტყვი. და რომ მეცოდინება რომ შენ იქ იქნები, და თუ ვერ ვეტყვი და მოვკვდები გამაცოცხლებ და მაწამებ, მაგიტომაც სხვა გამოსავალი რომ არ მექნება ვეტყვი. -ლილე იღიმის და თავს უქნევს, თითქოს ბექა მოსწავლე იყოს, რომელმაც ამ წამს მასწავლებელს ურთულეს კითხვაზე სწორად უპასუხა. -კაი, მაშინ დღეს ღამე. -იძახის უცებ ლილე. -ღამე ხო გავალთ გარეთ, ხოდა მარტო დაგტოვებთ და უთხარი. -იღრიჭება და ბექაც თავს უქნევს. თითქოს სხვა გამოსავალი ქონოდეს. რომ დავფიქრდე, სხვა გამოსავალი არც აქვს და ამაში ლილეს გამოხედვა მარწმუნებს. ბექა უცინის, მაგრამ მაინც ვხვდები რომ ნერვიულობს, და ეშინია. ეშინია რომ შეიძლება რამე ისე არ იყოს როგორც მს უნდა. მაგრამ ყველაფერი ხომ არ არის ისე როგორც ჩვენ გვინდა. 7. ბექას და შრეკს ვუყურებ და ვიღიმი. ტრისტანის და იზოლდას გახსენებაზე გული ტკივილით მეკუმშება. რამდენი ისტორიაა რომელიც ასე სევდიანად მთავდება. ისტორიები, რომლებიც ყველამ არ იცის. ზოგს უნდა რომ ამ ისტორიების ნაწილი იოს, მე კი პირადად ამაზე ნაკლებად არაფერი არ მინდა. -რა მოხდა? -გვერდით ლუკა მიჯდება და მიღიმის. თმა სახეზე აქვს ჩამოყრილი და ფერი აქვს დაკარგული. აღარ უნდა დაელია. -დაფიქრებული ჩანხარ. -ვმაჭანკლობ. -ვიძახი და ვიღიმი. -შენ მოგწონს ვინმე? -თემა უცებ გადამაქვს. არ მინდა ვინმეს ვუთხრა ჩემ ფიქრებზე და ჩემ ემოციებზე. -არის ერთი... -ბურტყუნს იწყებს ლუკა და წითლდება. მისკენ ვიხედები და წარბებს ვწევ ის კი ეკოს უყურებს. -მართალია დიდი ხანი არ არის რაც ვიცნობ, მაგრამ ის... განსხვავებულია. -იღიმის და მეც მეღიმება. -ის თან ჩვეულებრივია, მაგრამ ეს ჩვეულებრივობა გამოაჩევს. -თავს ვუქნევ. -ხო, ეკოს ეს ეფექტი აქვს ხალხზე. -ვეუბნები და ჩემკენ შეშინებული იყურება. -საიდან იცი? -მეკითხება და მეც მეცინება. თვითკმაყოფილი ვიღიმი და ამაყად ვიყურები. დებილია ამას რა უნდა ელაპარაკო. აბა უფრო შეეხედა და მიენიშნებინა. მარტო ერთუჯრედიანი ვერ მიხვდებოდა ამას მარტო. -რავი, მივხვდი. -არ ვიმჩნევ გაღიზიანებას და ისე ვეუბნები. -შენც ცადე რამე. უთხარი. -ვიძახი და თვალს ვუპაჭუნებ. -ხო, ჯერ მინდა რომ გავიცნო. -იძახის და თავს დაბლა ხრის. -შენ? -გაკვირვებული ვუყურებ როცა ამას მეკითხება. -შენ ვინ მოგწონს? -მე? -ვკითხულობ და ჩემდა უნებურად თვალი შრეკისკენ მეპარება. ეჭვი მაქვს დაინახა რადგან ჩაიღიმა. -არავინ. -მგონია რომ მაგ არავისაც აქვს შენს მიმართ სიმპათიები. -მეუბნება ლუკა და მეღიმება. ნეტა მართლა მასე იყოს... მაგრამ ვიცი რომ ეგ არ იქნება ის რამ მე მართლა მინდა. მე ვერ შევძლებ მას თან ყოფნას ან რამე მასეთს. მე უბრალოდ ვერ შევძლებ,. -მეეჭვება. -ვპასუხობ და თავს მეც ვხრი. არასდროს არ მომწონდა სსიყვარულო ისტორიები, რადგან ისინი სიმართლეს არასდროს არ შეესაბამებოდნენ. არც ახლა არ მომწონს, რადგან ამ ისტორიას გული ტკივილის გარდა არაფერი არ მოაქვს. -ტყუილა. -იძახის და იცინის. -ისიც შენსავითაა. -მისკენ გაკვირვებული ვიყურები. -სიყვარული სისუსტე გონია. -მეუბნება და მეღიმება. საიდან მიხვდა რომ მასე ვფიქრობ? მაგრამ, ჩემი აზრით მართლა მასეა. -რაზე ლაპარაკობთ? - შრეკი გვერდზე გვიჯდება და იცინის, მაგრამ მისი სიცილი სევდიან ემოციებს ვერ მალავს. ვაკვირდები და ვერ ვხდები ასე რატომ არის. -არაფერზე. -ვპასუხობ მანამდე სანამ ლუკა რამის თქმას მოასწრებს. ლუკა ჩემკენ იხედება და იღიმის, მესიჯი მიიღო. მეეჭვება რომ რამე უთხრას, რადგან მეც მაქვს მისი საიდუმლო. შრეკი თავს მიქნევს, აშკარად უკმაყოფილო სახით. მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ და თვალებს ვხუჭავ. ამ წამს სხვა რაღაცეებზე მინდა ფიქრი და არა სიყვარულზე. და მაინც რა არის სიყვარული? ქიმიური რეაქცია რომელიც წარმოიქმნება ტვინში თუ გრძნობა, რომელიც უბრალოდ არაამქყევნიურია. არის ეს ემოცია ბედნიერების მომტანი, თუ ემოცია რომელიც შენ გულს მილიონ ნაწილად დამგლეჯავი. რა არის სიყვარული? და არის თუ არა სიყვარული ყველაზე ძლიერი გრძნობა? პასუხი მარტივია, არა. სიყვარულზე ძლიერი გრძნობა სიძულვილია. ნამდვილი სიძულვილი, რომელიც ხშირად ზოგს სიყვარულსიც კი ერეა ასეთი სიძლიერის გამო. გრძნობა, რომელიც ყველაზე იშვიათია, და გრძნობა, რომელიც ყველაზე ძლიერია. გრძნობა, რომელიც გაიძულებს რომ სამყაროს სხვანაირად შეხედო, და მაინც, სიყვარულიც ხომ იგივეს აკეთებს? სამყაროს ორივე გრძნობა ფერებს უცვლის, ორივე ცვლის დამოკიდებულებას და რაც მთავარია, ორივე ცვლის ადამიანს. მაგრამ ორივე მწარე გრძნობაა, რომელსაც საბოლოოდ მხოლოდ სიცარიელე მოაქვთ სულში, რომელიც ხვრელს გიტოვებს, რისი ამოვსებაც შეუძლებელია. როცა ადამიანი გძულს ან გიყვარს, ადრე თუ გვიან ადამიანი გტოვებს, და შენ არაფერი აღარ გაქვს დარჩენილი იცარიელის გარდა. სიცარიელის, რომელიც შიგნიდან გჭამს, რომელიც გცლის და რომელიც ადამიანიდან რობოტად გქმნის. სიცარიელე, გრძნობა, რომლთან ერთადაც ჩვენ ყველანი ვკვდებით, თუ ფიზიკურად არა, სულიერად მაინც. -ლილე! -ვიღაცის ყვირილი ფიქრებიდან მაფხიზლებს და დამიანესკენ ვიხედები. ყველანი უცნაურად მიყურებენ, თითქოს რაღაც დამეშავენბინოს. -რამდენი ხანია გეძახით! -იძახის გაბრაზებული. -ბოდიშით, რაღაცაზე ვფიქრობდი. -ვიძახი აწითლებული და ვცდილობ გავიღიმო. -მოხდა რამე? -სასეირნოდ წამოხვალ? -მეკიტხება ბექა იმედიანი თვალებით და მეც თავს ვუქნევ. -გოგოები მზად არიან? -ვეკითხები და ისინიც თავს მიქნევენ. ფეხზე ვხტები და ვიღიმი. -მზად ვარ! -ვიძახი ბედნიერი ხმით და გასასვლელისკენ მივდივარ, ისე რომ უკან არც ვიყურები. ამ წამს მე მინდა რომ მომენტით დავტკბე, ისე რომ არ ვიფიქრო არაფერზე. *** უკვე საღამოა, ცივა და ის ფაქტი რომ გიჟივით მაცვია, ოდნავაც არ მშველის. შრეკისკენ ვიხედები და ვიღიმი, თვითონ კი გაბრაზებული სახით მიყურებს, თითქოს რამე დამეშავებინოს. გვერდულად მიღიმის, მაგრამ მეც კი ვამჩნევ როგორ ძლივძლივობით ცდილობს რომ სიბრაზე დამალოს. -მოხდა რამე? -ვეკითხები თვალების ტრიალით. თავს აქნევს და გვერდზე იყურება. დავუშავე რამე? -ჩაიცვი. -ბრძანებლური ხმით მესმის გვერდიდან და მისკენ ვიხედები. შრეკი კურტკას მიწვდის და ცდილობს გაბრაზება დამალოს. -არ მინდა, მადლობა. -ტკბილად და ზრდილობიანად ვპასუხობ და გვერდზე ვიხედები. -შემოთავაზება არ ყოფილა. -მეუბნება უფრო ცივი ხმით და მეც ვართმევ შავ კურტკას და ვიცმევ. პირველი რასაც ვგრძნობ მისი სურნელია, რომელიც თავბრუს მახვევს, -ყველანი შენ გიყურებს, არ შეგეძლო წესიერად მაინც ჩაგეცვა? -მეკითხება გაბრაზებული. მისკენ გაკვირვებული ვიყურები, რაც ერჩის ჩემ ტანსაცმელს? -ან რატო გიშვებენ შენები მასე ჩაცმული სადმე? -რა გინდა? -ვეკითხები უხეშად და ჯიქურ ვუყურებ, უტიფრად. ეს მას უფრო აღიზიანებს და ისიც მაშტერდება. -არაფერი. -მპასუხობს ორი წუთის შემდეგ და ტრიალდება. -არაფერი. -იმეორებს ჩუმად, ამჯერად მის ხმაში ტკივილი ჩანს. *** -აუუუ ლილეეე. -მესმის უცებ უკნიდან და ამ ხმისკენ ვიყურები, სამ ბიჭს ვხედავ. თან მეცნობიან, თან ვერც ვხვდები ვინები არიან. ჩემკენ მოდიან და მიღიმიან. -ვერ გვცნობ? -კითხულობს მაღალი და ძალიან გამხდარი. დედა, მე მშურს ამისი სიგამხდრის. არ გაჭმევენ შვილო სახლში? -ვერა. -ვპასუხობ და დამნაშავესავით ვიღიმი. საიდან უნდა ვიცნო? პირველად ვხედავ სამივეს. -მიშო. -იძახის საშუალო სიმაღლის, ყავისფერ თვალება და შავ თმიანი. -ლეო. -იძახის მოსამკუთხედ თავის პატრონი, მაგრამ უცნაური თავის ქალის მიუხედავად ძალიანაც რომ სიმპათიურია. -გეგა. -მპასუხობს მესამე მაღალი და მიღიმის. -აუუ, ტო. მართლა არ გახსოვართ? -იძახის და თავს დანანებით აქნევს. -ზურგზე რომ შეგვახტი და ცუდი ვირები ხართო ეგ არა ხო? -მეკითხება და მე იმ წამსვე ვწითლდები. ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ და ვცდილობ გავიღიმო. ვცდილობ. -მთვარალი იყო, რა გინდა რომ ახსოვდეს? -არსაიდან გვერდით შრეკი მიჩნდება და მიღიმის. ორი წუთის წინანდელი სიბრაზე სად ამიორთქლა ამან?-ეგ კი არა, რომ დალია ისიც არ ახსოვდა. -იძახის და სიცილს იწყებს მე კიდევ ნერვებ მოშლილი და გაბრაზებული, ცხვირს ვიბზუებ და გვერდით ვიყურები. -ბატონო შრეკო. -ვეძახი დამიანეს და ისიც ჩემკენ იხედება. -კიდევ რა დამიმალეთ? -ვეკითხები და ყელს ვიწმინდავ. ის კი ნერვიულად იწყებს სიცილს. -არაფერი არ გამოუტოვებია ეჭვი მაქვს. -ექომაგება უცებ მიშო. - ის გითხრა რომ მრეროდი? -ვიდეო მანახეს. -ვეუბნები და ისევ ვნატრობ რომ მიწა გამისკდეს ფეხქვეშ და ჩამიყოლოს. დედა, რა შარში გავეხვიე ეს რა მინდოდა. რავა დავახწიო ახლა ამხელა სირცხვილს თავი ესა თვქით თვარა რა მიჭირს მე სხვა. -განახეს? -სიცილს იწყებს ლეო თუ ლევანი. მისკენ ვიყურები და თვალებით მის მოკვლას ვცდილობ. ჩემი გამჭირვებია ამან რომ არ მიმატოს კიდე. -აუ, ის გითხრეს მიშოს კარგ ვირუკელას რომ ეძახდი? -მიშოსკენ ვიყურები, რომელიც სიცილით ეთანხმება ლეოს. დედა, ეს რავა დამემართა?! -ან ის, შუა ქუჩაში რომ დადექი და ყვიროდი გამოდით უნდა დაგთვალოთო. -თვალები შუბლზე ამდის. არ ვიზამდი მე მაგას! -ან ის...- -შუში ქენი ახლა! -ხელს ვწევ და ვაჩუმებ. -რაც მოვისმინე მეყო მე ისიც, კიდე რომ არ მიხეთქოთ გული. -ვიძახი და თავს ვაქნევ დანანებით. -კაი, კაი დაწყნარდი. -იძახის გეგა ჩუმად და იცინის. *** გეგა, მიშო და ლეო კარგი ტიპები აღმოჩნდნენ. სიმართლე რომ ვთქვა ძალიან გავერთე, მაგრამ მათი დატოვება მომიწია ჩემი მაჭანკლობის გადამკიდე. ბექასთან მივდივარ და მუჯლუგუნს ვურტყავ. ისიც ჩემკენ იხედება და თავს მიქნევს, მესიჯი მიღებულია. ოპერაცია ბესია დაიწყო! -შრეკ. -ვეძახი ჩუმად და ისიც ჩემთან მოდის, თვალების ტრიალი. -ოპერაცია ბესია უნდა დავიწყოთ! -ვეუბნები და ისიც გაშტერებული მიყურებს. -ვინაა ბესია? -კითხულობს ბოლოს. -ბექას + ტასია = ბესია. -ვუხსნი ნერვებ მოშლილი, ვინ არის ეს უტვინო ერთუჯრედიანი? -პირველა გესმის ასეთი სახელები? -ვეკითხები და თვალებს ვატრიალებ. -იდიოტური სახელია. -მეუბნება უემოციოდ და გვერდით მიდგება. -უკეთესი შენ მოიფიქრე. -ვუბღვერ და მისგან შორს ვიყურები. -იდიოტო. -მადლობა. -მპასუხობს სარკაზმით და იღიმის. -და სახელი საერთოდ რაში გვჭირდება? -ის-ის არის პირი უნდა გავაღო რომ ვუთხრა გვჭირდებათქო, რომ მაჩუმებს. -ჩუ, იწყება უკვე. -მე და შრეკი ტასიასგან და ბექასკენ მოშორებით ვართ, მაგრამ ისე რომ ყველაფერს ვხედავთ და ყველაფერი გვესმის. -ისა... ტას... -როგორც ყოველთვის იდიოტი ბექა ბურტყუნს იწყებს და თავში ხელი ცარტყმა მინდა ამის იდიოტობის შემხედვარე. -მე..დიდიხანია ამის თქმა მინდა... იცი...-თავს ხრის და პამიდორივით წითლდება, ტასია კი დებილივით უყურებს. -მოკლედ, დიდიხანია მინდოდა მეთქვა რომ. -ბექა ჩუმდება და სახეზე ფერს კარგავს. ჩემკენ იხედება და მიყურებს, თითქოს ჩემგან დახმარებას მოელოდეს. მე მხოლოდ თავს ვუქნევ. სხვას მე მაინც ვერაფერ სვერ გავაკეთებ, ამ წამს მე უძლური ვარ. ბექაც მიღიმის და ტასიასკენ ბრუნდება, რომელიც ამ ყველაფერს გაშტერებული და დაბნეული უყურებს. -მოკლედ მიყვარხარ. -იძახის და ტასია წითლდება. ამას მეც არ მოველოდი. -არც მასეთი უიმედო არ ყოფილა. -მიჩურჩულებს შრეკი და მეც თავს ვუქნევ და ვიღიმი. ეჭვი არ მეპარებოდა რომ შეძლებდა, ნუ შეიძლება ცოტათი და ისიც ორი წუთით, მაგრამ ეგ არ ითვლება. -მ-მეც. -ენის ბორძიკით პასუხობს ტასია და წითლდება. ბექა და ტასია ერთმანეთს ეხუტებიან, მე და შრეკი კი ვტრიალდებით. აქ უკვე ჩვენი საქმე გაკეთებულია, ახლა საჭირო რაც არის მათთვის პირადი სივრცის მიცემაა. -გამოგვივიდა. -იძახის ბედნიერი ხმით და მე ვიღიმი. ის ბედნიერი თითქმის არასდროს არ არის. -აჰამ. -ვპასუხობ და მეც ვიღიმი. შრეკი ხელს მიწვდის რომ ჩავკიდო და მე ვჩერდები. არ ვიცი რა გავაკეთო, ვერ ვიტან იმ გრძნობას რომელიც მეუფლება ყოველ წამს როცა მას ვეხები. გული უფრო სწრაფად ფეთქავს, ვნერვიულობ და ვწითლდები. მაგრამ როცა დამიანეს სახისკენ ვიხედები და მის ნაზ გამოხედვას ვამჩნევ, ყველა ეჭვი და შიში ქრება. ხელს ვკიდებდ და გზას ისე ვაგრძელებთ. 8. შრეკისკენ ვერ ვიყურები, მაგრამ ჩემი ხელი ისევ მის ხელშია მოქცეული. ყოველ ჯერზე როცა ჩემკენ იხედება და მიღიმის ჩემი მსოფლიო თავდაყირა დგება. მისკენ ვიხედები და იმ წამსვე თვალს ვარიდებ. მე სიყვარული არ შემიძლია, სიყვარული სისუსტეა, რომელიც ადრე თუ გვიან ყველას მოგვკლავს. -რაზე ფიქრობ? -მეკითხება შრეკი და მიღიმის. -ჩაფიქრებული ჩანხარ. -ეკლუზე ვფიქრობ. -ვპასუხობ და ვიჯღანები. გაკვირვებული მიყურებს და ვერ ხვდება ვიზე ველაპარაკები. -ეკო და ლუკა, დებილი ხარ რა. -რა ჩემი ბრალია სახელებს თუ ვერ იფიქრებ! -ყვირის გაბრაზებული და ხელს უფრო მაგრად მიჭერს. მისკენ გვერდულად ვიხედები და ვუცინი. მაინტერესებს თვითონ რაზე ფიქრობს. მაგრამ ვიცი რომ სიმართლეს არ მეტყვის, ისევე როგორც მე არ ვუთხარი სიმართლე. -მოგწონს ვინმე? -ვეკითხები და ჩემივე თავის მიკვირს. არც კი ვიცი რატომ ვკითხე, მაგრამ მჯერა რომ ამის კიტხვა აუცილებელი იყო. -კი. -იძახის დაფიქრების შემდეგ, ჩემკენ იყურება და იღიმის. -არის ერთი გოგო, ოღონდ არ ვიცი იმას მოვწონვარ თუ არა. -თავს დაბლა ხრის, მე კი გული ტკივილისგან მეკუმშება. -ის ძალიან...უცნაურია. მისნაირი ჯერ არავინ არ მინახავს და ყოველი წამის გატარება მასთან ერთად მინდა. -იძახის ჩუმად და მე ნერვები მეშლება. ხელს მომენტალურად ვუშვებ და ვჩერდები. ცრემლები თვალებზე მადგება, მაგრამ მათ უკუგდებას ვახერხებ. იდიოტი! დებილი! დეგენერატი! ერთუჯრედიანი! რატომ მტკივა ასე ძალიან? მე ის ხომ არც კი მომწონს? ჯანდაბა. ჯანდაბა. ჯანდაბა. -აქ რას აკეთებ? -ვეკითხები დაბოხებული ხმით და ყელში გაჩხერილი ბურთის გადაყლაპვას ვცდილობ. თმა სახეზე მაქვს ჩამოყრილი და სახე არ მიჩანს. მაინცდამაინც ამ წამს იფეთქა ჩემმა რიჟობამ. არ მინდა კიდევ ერთხელ დავამტკიცო რომ წითურები ადვილად ბრაზდებიან არაფერზე. -რას გულისხმობ? -მეკითხება და მიყურებს. მე კი მხოლოდ ვუღიმი, ნაზად ვუღიმი, მაგრამ ის ვერ ხედავს. -იმას რომ აქ რას აკეთებ? მასთან უნდა იყო! -ლამის ყვირილი დავიწყო. მას კი მხოლოდ თვალები უდიდდება. -რასაც შენ იძახი ის მოწონება აღარ არის. ეგ სიყვარულია. შენ ის გოგო გიყვარს და კიდევ დიდხანს ვერ დაივიწყებ. -ვიღიმი და ვახერხებ ბურთის გადაყლაპვას. -შენ ამ წამს მასთან უნდა იყო და სიყვარულს უხსნიდე. ეჭვი მაქვს ისიც იგივე გრძნობით გიპასუხებს. -ვიღიმი, და ღიმილი ყურებამდე ამდის. -საიდან ხარ დარწმუნებული? -კითხულობს და უცებ ტრიალდება ჩემკენ, ჩვენი ცხვირები ლამის ეხება ერთმანეთს, ამიტომ უკან ვხტები და ვუღიმი. -ცხვირი არ გამარტყა ბურატინო! -ვიძახი სიცილით. -შენ ცხვირს მიხედე პინოქიო! -იძახის გაბრაზებული ხმით მე კი სიცილს ვუმატებ. -ერთი და იგივეა დებილო. -ვეუბნები და ენას ვუყობ. სახე ეცვლება და დაკვირვებით მიყურებს, თითქოს ჩემი ნათქვამის არ ჯეროდეს. -გადი რა. -მეუბნება და სიცილს იწყებს. უცებ ჩუმდება და სერიოზული სახით მიყურებს. -დარწმუნებული ხარ რომ შეიძლება იმასაც მოვწონდე? -მეც ვჩუმდები და ვუყურებ. ყელში ბურთი ისევ მეჩხირება, და ამ ჯერად ვერ ვყლაპავ. მისკენ ვიხედები და თავს ნელა ვუქნევ. -რატომ გგონია მასე? ჩემში ხომ არაფერია კარგი. -იძახის დანანებით და დაბლა იყურება. მის თვალებში კი საშინელი ტკივილია. -საიდან მოიტანე? -ვეკითხები რაც შეიძლება თბილად და ნაზად. ის კი გაკვირვებული მიყურებს და მის თვალებში იმედის სხივს ვამჩნევ. -ძალიან კარგი ადამიანი ხარ, კეთილიც, მხიარულიც, ცოტათი ნარცისიც და ასე შემდეგ, მაგრამ ცუდი ადამიანი არ ხარ. -ვუღიმი. -თან თუ იმ გოგოს სულიერი სამყარო არ აინტერესებს მაშინ არც კი ღირს შენ ყურადღებად. -იღიმის. -მაგრამ თუ მაინც მოგწონს მაშინ გეტყვი რომ ძალიანაც ცუდი არ ხარ. -ვუღიმი და ვეჯღანები. მაგრამ გული საშნლად მტკივა. მტკივა იმიტომ რომ მიყვარს. -მადლობა. -მეუბნება ჩურჩულით და შუბლზე მკოცნის. მე კი ვწითლდები და ვიღიმი. უკვე ვიცი რომ მას სხვა უყვარს, მაგრამ მისი დახმარებაც კი ბედნიერს მხდის. ამიტომ არ მიყვარს გრძნობა სახელად სიყვარული, ის მე მასუსტებს. -შენ მოგწონს ვინმე? -მეკითხება და ისიც იღიმის. -არის ერთი. -ვიძახი ჩუმად ის კი ყურადღებით მისმენს. -მაგრამ მას სხვა მოწონს. -მწარედ ვიცინი და ვაგრძელებ. -თან არხც კი ვიცი რატომ მომწონს, ის არ არის განსაკუთრებული. თან უმეტეს შემთვხვევაში როცა ველაპარაკები სისხლს მიშრობს. -ვეუბენბი და ვიცინი. ის კი მიყურებს, იმედი კი მის თვალებს ტოვებს. -ის ნარცისია. პატივმოყვარე, ამპარტავანი. მაგრამ მხიარულია, ჯიუტი და კეთილი. -ვეუბნები და მეშინია არ მიხვდეს ლაპარაკი რომ მასზეა. -გიყვარს? -მეკითხება და მაკვირდება, მე კი ხმას ვერ ვიღებ. მიყვარს? კი. შევძლებ თუ არა მე ამის თქმას? ვერა. -კი. -ვიძახი ჩუმად და დაბლა ვიხედები. ისევ მასზე ვფიქრობ. ადამიანზე, რომელიც მიყვარს და რომელიც წინ მიდგას. -მაგრამ მას სხვა უყვარს. -ვამატებ და მისკენ ვიხედები/. ის კი სევდიანად მიყურებს, ალბათ ვეცოდები. მე კიდევ არ მინდა ვინმეს ვეცოდებოდე. -ნუ ნერვიულობ, მე კარგად ვარ თან ვცდილობ მაგაზე დიდად არ ვიფიქრო. -თავს მიქნევს და იღიმის, მაგრამ მის თვალებში ისევ ვხედავ იგივე ტკივილს. *** -რას აპირებ? -ლუკას გვერდით ვჯდები, ის კი ძველი ბიჭივით ცაკუზულ, მოხრილ-გადახრილ-დაკეცილია. ნეტა წელი არ ტკივა? თავზე ბენდენა აქვს წაკრული, კაი მოხუცი ბებიასავით და მთვარეულივით მოჭუტული თვალებით დადის. რასისტი არ ვარ მაგრამ, შორიდან ეს ვინმეს ჩინელი ეგონება რომელსაც გემოვნება არ აქვს. -ეკოზე? -თავს ვუქნევ, ის კი სიგარეტის გაბოლებას აგრძელებს. ნეტაი ახლა სახეში არ მაბოლებდეს. -არ ვიცი. ვიფიქრე იქნებ მეც დამეხმარო როგორც ბექას დაეხმარე. -თავით მოჭუკჭუკე ტასიაზე და ბექაზე მანიშნებს. ჩემი ბუსუსუნები. -მაგრამ, იქნებ ეკოს მე სულაც არ მოვწონვარ. ის მე არც კი მიცნობს წესიერად. -იძახის და თავს დაბლა ხრის, მის სახეზე სრული იმედგაცრუებაა ასახული. -მეეჭვება მე მოვწონდე. ვიცი რომ ჩემნაირი არ მოეწონება ათასი წელი. -მისი ყოფილი შენზე უარესი იყო. -ვეუბნები და გიოს გახსენებაზე სიცილი მიტყდება. მართლაც რომ უცნაური ტიპი იყო. -თან ეჭვი მაქვს მოწონხარ. შენ ბიჭი ხარ და ვერ მიხვდები და მე ვიცი. შეგიმჩნევია მაინც როგორი თვალებით გყურებს ხოლმე? ასიანი მოწონხარ. -მასეა შენი არავინც. -მეუბნება უცებ და შრეკისკენ იყურება. მე კი თავს ვაქნევ დანანებით. -ვიცი რომ უყვარხარ და შენც გაქვს მის მიმართ გრძნობები. შეიძლება ერთი ნახვით სიყვარულის არ გჯეროდეს, მაგრამ მე მჯერა. და ვიცი რომ ეს სწორედ ეგ იყო. -კაი კუპიდონ. -ვეუბნები და ვიღრიჭები. -მე მანებე ჯერ თავი, გირჩევნია ისარი სხვას ესროლო. -გადი გოგო იქით. -მეუბნება და მსუბუქად მკრავს ხელს. -გირჩევნია შენ არავისს მიხედო, სანამ ცხვირწინ აგახევენ. -მეუბნება და კიდევ ერთხელ იხედება დამიანესკენ, რომელიც ვიღაც შეღებილს ელაპარაკება. არა, შრეკს ჩემ ტანსაცმელზე ქონდა პრობლემა, როცა ამ გოგოს მგონი საერთოდ არაფერი არ აცვია. მაგრამ, იქნებ ეს არის ის გოგო ვინც უყვარს? ლამაზი გოგოა. შეღებილი ქერა თმით და დიდი ყავისფერი თვალებით. პროსტა უშველებელი ტუჩები აქვს. დედა, რა არის ეს? -მარტო მე არ მევასება ელენკო? -გვერდით გვიდგება თოკო და გვეკითხება. მისკენ ვიხედები და მხრებს ვიჩეჩ, ანუ ელენკო ქვია, მოიცა ელენკო თუ ელენე? -მე არ ვიცნობ. -ვპასუხობ და ვიღიმი. -ამიტომ არანაირი მიზეზი არ მაქვს, არ მევასებოდეს. -ბიჭები თავს მიქნევენ, მაგრამ ვხვდები რომ რაღაცეებს არ მეუბენბიან.ვცდილობ ყურადრება არ მივაქციო, იმის და მიუხედავად რომ თვალები ყოველ წუთს მათკენ გამირბის. 9. ელენკას ველაპარაკები, მაგრამ გონებით ლილუსთან ვარ. ის კი ამ დროს სხვებს ელაპარაკება და ჩემკენ ერთხელაც არ იხედება. ელენკა თავის ყავისფერ თვალებს მანათებს და დაკვირვებით მიყურებს, შემდეგ კი ლილესკენ იყურები. -ეს რიჟა ვინაა? -მეკითხება ცივი ხმით და მაკვირდება. უფრო კი ჩემ რეაქციას ელოდება. მე კი უემოციო სახით ვიყურები. არ მინდა რომ ვინმემ გაიგოს ჩემი გრძნობების შესახებ. მინდა რომ საიდუმლოდ დარჩეს. -ჩემი მეგობარია. -ვპასუხობ მონოტონური ხმით და სულ ერთი წამით ვაპარებ ლილესკენ თვალს. მაგრამ ის ერთი წამიც საკმარისი იყო ჩემ გასატეხად. მე ის მიყვარს. -დარწმუნებული ხარ? -მეკითხება ელენკა ეჭვიანი ხმით. მისი ხმა უკვე გამაღიზიანებლადაც კი მოქმედებს ჩემზე. ან რატომ მეკითხება? რატომ ეჭვიანობს? ჩვენ ერთადაც კი არ ვართ! -კი, დარწმუნებული ვარ. -ვპასუხობ ცივად. გაღიზიანებას ვერ ვმალავ და მისი მოკვლა მინდება. -რატომ მეკითხები? -ვცდილობ სიბრაზე დავფარო, ამიტომ ისევ ლილესკენ ვიხედები, რომელიც მუდამ დამაწყნარებლად მოქმედებდა ჩემზე. ლილე... -სულ მას უყურე და მე ყურადღებასაც არ მაქცევ. -კატასავით იწყებს კრუსუნს. მისკენ ვიხედები და თავს ვუქნევ, ან რა უნდა ვუთხრა? არა, მასე არ არისთქო და ჩავეხუტო? მაგას მე არ გავაკეთებ. -აუუუ, წავიდეთ რა! -ლილეს წამოძახილი ელენკასთვის პასუხის გაცემისგან მარიდებს და მისკენ ბედნიერი სახით ვიყურები. ის კი ლეოს და მიშოს ელაპარაკება. -წავიდეეთ! -ყვირის ბოლო ხმაზე და ადგილზე ცქმუტავს. -სად მიდიხართ? -ვეკითხები და ვიღიმი. როცა ლილეს ვუყურებ არ შემიძლია რომ ცივი ადამიანი ვიყო. -გასასეირნებლად. -მპასუხობს ბედნიერი სახით ლილე. მისი თვალები ანათებს და ნაპერწკლებს ყრის.-გეგასაც უნდა შევხვდეთ! -ამატებს უცებ და იცინის. -წამოხვალ? -მეკითხება თოკო და თავს ვუქნევ, ბედნიერი რომ ელენკას მოვშორდები, ცოტა ხნით მაინც. -აუუ, მეც წამოვალ რა.. -იწყებს უცებ კრუსუნს. თოკო და ლუკა არაკომფორტული სახით მიწყებენ ყურებას, არც ლეო და მიშო არიან უკეთეს მდგომარეობაში. ვიცი რომ მათ ელენკა ოდნავაც კი არ მოწონთ. მეც ვიბნევი და არ ვიცი როგორ ვუთხრა რომ არ მინდა წამოვიდეს. -წამოდი! -ყველას გვასწრებს ლილე და იღიმის, ელენკა კი ბედნიერი და გამარჯვებული სახით ხელზე მეკიდება და ლაპარაკს იწყებს. ლილე კი ჩემკენ იხედება და მიღიმის, ბედნიერი, მაგრამ ამავდროულად სევდიანი სახით. გარშემო ვიყურები რომ ვნახო ვინები მივდივართ. მე, ელენკა, ლილე, თოკო, ლუკა, ეკო, ლეო და მიშო. ბექა და ტასია დარჩნენ და მარტო დასეირნობენ აქეთ-იქით. -მოხდა რამე? -კითხულობს ელენკა, მე კი თავს ვაქნევ. -ორი წუთი. -ვეუბნები ხმადაბლა და ლუკასთან მივდივარ, ბიჭები ჩვენკენ მოდიან გოგოები კი ერთად იწყებენ სიარულს და ლაპარაკს. იმედია ელენკა რამე იდიოტობას არ დააბრეხვებს, როგორც იცის ხოლმე. -რა ხდება? -კითხულობს გაცოფებული თოკო. არ ვიცი რატომ, მაგრამ თოკოს განსაკუთრებით ეზიზღება ელენკა, და ამის დაფარვას არც ცდილობს. -რატომ წამოგვყვა? ან შენ რატომ არ ამოიღე ხმა?! -რა მეთქვა?! -ვეკითები ჩურჩულით, მაგრამ გაბრაზებული ხმით. -ლილემ დამასწრო და მერე უკვე ტეხავდა! -შენ სულ არ გინდოდა რომ წაოსულიყო ხო? -კითხულობს გაღიზიანებული ლეო და ლუკასკენ იხედება. -მე საერთოდ მეგონა ლილე მოგწონდა. -იძახის მიშო ხმადაბლა და ჩემკენ იყურება. მის ნათქვამზე ყველა ჩვენკენ ბრუნდება, გოგოების გარდა, რომლებსაც ჩვენი ლაპარაკი არ ესმით. -ახლაც მასე მგონია. როცა მას უყურებ შენი ცივი ღიმილი, თბილი ღიმილით იცვლება და ცხოვრებაში პირველად ნორმალური ხარ და არა ნაგლი ორანგუანგი. -ახლაც მომწონს! -ვიძახი გაბრაზებული და ლუკას ჩაცინების ხმა მესმის. -მას სხვა მოწონს. თვითონ მითხრა, რომ ვიღაც მოწონდა. -რა იცი რომ ეს ვიღაც შენ არ ხარ? -მეკითხება ლუკა და გვერდულად მიყურებს. -რას გულისხმობ? -ვეკითხები გამოშტერებული. ლუკამ საიდან იცის ლილეს ვინ მოწონს? ან რატომ მისახავს ფუჭ იმედებს? -იმას რომ დებილი ხარ! -ყვირის გაბრაზებული და გვერდზე იხედება. მის მზერას თვალს ვაყოლებ და შეშფოთებული ლილეს ვაწყდები. -მოხდა რამე? -კითხულობს და ცდილობს გაიღიმოს, მაგრამ არ გამოსდის. -არა, არაფერი. -თავს ვაქნევ და თვალს ვარიდებ. *** უკვე რამდენიმე საათია რაც აქეთ-იქით უმიზნოდ დავდივართ. გეგა ვნახეთ, მაგრამ მალევე მოუწია ჩვენი დატოვება. ახლა კი თბილისის ბნელ ქუჩებში მივაბიჯებთ გაბედული ნაბიჯებით. -გისმენთ. -ტელეფონს იღებს მიშო და იცინის, მაგრამ სიცილი სახეზევე ეყინება და ჩენკენ იხედება. -ახლავე მოვალთ. -იძახის ტელეფონში და თიშავს. ლილე და ეკო თვალბმოჭუტულები გვიყურებენ, ელენკას კი ამ წამს სელფების გარდა არაფერი არ აინტერესებს. -გეგამ დარეკა. -იძახის მიშო ხმადაბლა და ბიჭებს გვიყურებს. -ჩხუბი მოუვიდა გიორგისთნ და საქმის გარჩევა აქვთ. -იძახის ჩუმი ხმით, მაგრამ დარწმუნებული ვარ ლილეს არცერთი სიტყვა არ გამორჩენია ჩვენი ლაპარაკიდან. -მოხდა რამე? -კითხულობს ხმადაბლა და ყელს იწმინდავს. მისკენ ვიხედებით შეშფოთებულები და თავს ვაქნევთ. -ჩვენ უნდა წავიდეთ. -ვიძახი და ლილესკენ ვიხედები, რომელსაც სიბრაზისგან თვალები უნათებს. ასეთი გაბრაზებული ბოლოს როდის ვნახე არ მახსოვს. -რამე სერიოზულია? -კითხულობს შეშინებული სახით ეკო და ლუკასკენ იხედება, რომელსაც გამოხედვა ურბილდება და თბილად იღიმის. -არაფერია. -პასუხობს ლუკა ღიმილით და ეკოსთან მიდის, რომელიც სახეზე აწითლებულია. ლუკა ეკოს ეხუტება და შუბლზე კოცნის. -სახლში წადით კაი? არაფერი არ არის სერიოზული. ჩვენც მალე მოვალთ. -იძახის ჩუმად და მის ხმაში ღიმილს ვგრძნობ. ეკო დამჯერო გოგოსავით თავს უქნევს, მაგრამ ლერწმის ფოთოლივით ცახცახებს. -დამიანე! -ლილე მეძახის და მისკენ თვალბგაფართოებული ვიყურები. ლილეს ჩემთვის დამიანე არასდროს არ დაუძახია. მისი მომწვანო-მოყავისფრო თვალები სიბრაზისგან ნაპერწკლებს ყრიან, მისი წითური თმა კი ქარში ფრიალებს. -რა იყო? -ვეკითხები ცივი და უემოციო ხმით, ის კი ამ ტონს რეაქციას არ აქცევს ად ახლოს მოდის. მისი გამოხედვა მეუბენბა რომ საქმე სერიოზულად არის. -რა მოხდა? -კითხულობს და თვალებს აკვესებს. -არ მითხრა რომ არაფერი სერიოზული, რადგან ეჭვი მაქვს ვიღაცას საქმი გარჩევა აქვს და პადეშკა ჭირდებოდა. -იძახის და მისკენ გაოცებული ვიყურები. რატომ იცის ამდენი? -შეიძლება გეგაც იყოს, შეიძლება ვინმე სხვა. მაგრამ მე უფრო გეგა მგონია, რადგან ის წავიდა ვირაცის შესახვედრად და ეტყობოდა რომ რაღაცაზე ისედაც ბრაზობდა. -პირდაპირ თვალებში მიყურებს და აგრძელებს. -ამიტომ მითხარი რა ხდება. -არაფერი ისეთი რისი ცოდნაც შენთვის აუცილებელია. -ვეუბნები უტიფარი გამოხედვით და გვერდს ვუვლი. მის გაბრაზებულ ზურგზე ვგრძნობ, მაგრამ ვცდილობ მწველ გრძნობას ყურადღება არ მივაქციო. -ბექამ დარეკა. -გვეუბნება თოკო და ჩემკენ იყურება. -ტასია უკვე სახლშია და ბექა გეგასთან არის, უნდა წავიდეთ. -თავს ვუქნევ და დაუმშვიდობლებად მივდივარ. *** გიორგის და ბიჭების პირდაპირ ვდგავარ და თვა;ებში ვუყურებ. საქმე მართლაც ომ სერიოზულად არის. გეგა უკვე საჩხუბრად არის მზად, მაგრამ მინდა რომ ჩხუბი ავიცილოთ. რაც არ უნდა კარგად ვჩხუბობდეთ, ერთი-ორი ჩალურჯება მაინც დაგვრჩება და არ მინდა რომ გოგოები შევაშინოთ. -რაზე ფიქრობ? -ჩუმად, ჩურჩულით მეკითხება ლუკა და მიღიმის. -ლილეზე. -ვეუბნები ჩუმად. -არ მინდა ამათი ცემის შემდეგ ჩვენი ნახვისას ინერვიულონ. -ვეუბნები და მეც ვუღიმი. *** თვალები მეხუჭება, სისხლისგან ვიცლები და ძლივს ვსუნთქავ. გარშემო ვიყურები და გული მეკუმშება. გეგა ძირს აგდია, და რამდენიმე ბიჭი წიხლებს გამწარებული ურტყამენ. ლუკა ისევ ჩხუბობს, მაგრამ ვიცი რომ დიდხანს არ გასტანს. თოკო გათიშულია, ლეო და მიშო კი წამოდგომას ცდილობენ, მაგრამ ყოველ ჯერზე ორჯერ ურო მაგრად ურტყამენ. არც მე ვარ უკეთეს მდგომარეობაში. მუცელში დამჭრეს და ისევ მირტყამენ წიხლებს, სუნთქვა მიჭირს და ნელ-ნელა გონებას ვკარგავ. -მასე მოქცევა რომ არასწორია, არა? -მესმის უკნიდან მელოდიური ხმა. რატომღაც ეს ხმა ძალიან ნაცნობი ჩანს, მაგრამ ხელს ვერ ვადებ ადამიანს, რომელიც შეიძლება იყოს. -შენ ვინ ხარ? -კითხულობს ერთ-ერთი და იმ ადამიანისკენ ბრუნდება, მუშტებ გამზადებული რომ ჩაარტყას თუ დაჭირდება. -შენი ღამის კოშმარი! -იძახის ჩამცინავი ხმით და ჩვენკენ მორბის, სახეზე კაპიშონ წამოფარებული. შემდეგ კი ყველაფერი სიბნელეშია მოცული. 10. -შეგიძლიათ მოხვიდეთ? -ვურეკავ ტასიას და ძირს მოწყვეტით ვეშვები. იმის და მიუხედავად რომ გარშემო ყველანი გათიშულები არიან, კაპიშონის მოხსნას მაინც ვერ ვბედავ. -და მაინქანაც იშოვე სადმე. -ვეუბნები და ვუთიშავ სანამ წუწუნს დაიწყებს. ხვალისთვის ერთი-ორი ჩალურჯება მექნება ტანზე, მაგრამ არა გამოსაჩენ ადგილას, თან ისე ჩავიცმევ რომ არ ჩანდეს. შევეცდები რომ ხვალე ბევრი არ ვიმოძრაო, იქნებ ამან მაინც მიშველოს. ვიცი რომ არ უნდა წამოვსულიყავი. მასწავლებელმაც გამაფრთხილა რომ ჩხუბებში არ ჩავრეულიყავი, მაგრამ როცა დავინახე რაც ხდებოდა ვეღარ შევიკავე თავი. ვიცი რომ ამით შეცდომა დავუშვი, მაგრამ ეს რომ არ გამეკეთებინა ამათ მოკლავდნენ. შრეკთან ნელა მივდივარ და მის ჭრილობას ვამოწმებ. ჭრილობა ზედაპირულია, და არაფერი სერიოზული, ასე რომ ვთქვათ ნაკაწრია, მაგრამ შეხვევა მაინც ჭირდება და გაკერვა. მის მაიკას ბოლოს ვახევ და ჭრილობის გარშემო ვახვევ რომ სისხლდენა შევაჩერო. შემდეგ კი სხვებთან მივდივარ. არცერთი არ არის სერიოზულად დაშავებული, მაგრამ გეგას ალბატ უფრო ტვინის შერყევა ექნება, რადგან როცა დავარდა თავი დაარტყა. ლეოს და მიშოს ეჭვი მაქვს ხელი ექნებათ ნაღრძნობი, თანაც ორივეს. თოკოს კი ცალი ნეკნი ექნება დაბუჟებული, რადგან როცა დავარდა და გონება დაკარგა მაინც ურტყამდნენ. ლუკას რაც შეეხება ეს მგონი ყველაზე კარგად არის. ერთი ან ორი ჩალურჯება ექნება მაქსიმუმ, ბექას კი თვალი აუცილებლად ჩაულურჯდება. -რამე სერიოზულია? -მანქანას ტასია პირდაპირ ჩემ წინ აჩერებს და მეკითხება, მე კიდევ თავს ვაქნევ და ყველას მდგომარეობას ვუყვები. -დამიანეს რას უპირებ? -მეკითხება და შრეკისკენ მანიშნებს. -გაკრვას. -ვპასუხობ და მხრებს ვიჩეჩ. -გადმოდი დამეხმარე, ამათ მარტო ვერ შემოვზიდავ მანქანაში. -ვეუბნები და ტასიაც გადმოდის. ჯერ ფრთხილად ვათავსებთ უკან დამიანეს და შემდეგ უკვე ფრთხილად ვათავსებთ სხვებს. ამიტომაც მიხარია რომ ტასიას ერთ-ერთ უფროს ძმას მინივენი ყავს. ტასიას გვერდზე ფრთხილად ვჯდები და ფანჯრიდან ყურებას ვიწყებ. არ ვიცი რა გავაკეთო, მაგრამ ერთი რამე ზუსტად ვიცი რომ ჭრილობის გაკერვა მე მომიწევს. -სად? -მეკითხება ტასია და გზას თვალს არ აშორებს. -სახლში. -ვპასუხობ ჩუმად. -ეკოს დავურეკავ და ვეტყვი რომ გამიმზადოს ჩემი პირველადი დახმარების ჩანთა. ეჭვი მაქვს გრძელო ღამე იქნება. ტასია თავს მიქნევს, მე კი ეკოს ვურეკავ და ყველაფერს ვაბარებ რაც საჭიროა. ზუსატდ 5 წუთში სახლთან ვართ და ეკოს დახმარებით ბიჭები სახლში შეგვყავს. მე პირდაპირ შრეკის ჭრილობის დამუშავებას ვიწყებ და ვცდილობ ყველაფერი გამოვრთო ჩემ ირგვლივ. ამ წამს მარტო მასზე მჭირდება კონცეტრირება. *** თვალებს ვახელ და მზის სხივებს ვეგებები. ბიჭებს ისევ ძინავთ, მაგრამ ალბათ უკვე მალე გაიღვიძებენ. კაპიშონიანი ჟაკეტი და ჩემი გუშინდელი ტანსაცმელი დავმალე და დამაჯერებელი ტყულიც კი მოვიფიქრე. -ლილე?! -მესმის შრეკის ჩახლეჩილი ხმა და მასთან მივდივარ. მთელი ღამის უძილობამ თავისი გააკეთა და თვალებიდან ძლივს ვიყურები. მაგრამ მასთან მისვლისას ვიღიმი და ვცდილობ არაფერი არ დავიტყო. -აქ რას ვაკეთებ? -მეკითხება თვალებ გაფართოებული და წამოდგომას ცდილობს, მაგრამ მე უკან ვაწვენ. -არ ადგე, კიდევ შეგაწუხებს ტკივილები. -მზრუნველი ხმით ვპასუხობ. -და არ ვიცი. გუშინ გვიან ღამით კაპიშონიანმა ბიჭმა მოგიყვანათ, ყველანი უგონოთ იყავით. -ვეუბნები ის კი თავს მიქნევს. -ახლა მაინც მეტყვი რა ხდებოდა? -არაფერი. -თავისას მაინც არ იშლის, მე კიდევ მინდა გავიგო რისთვის გავრისკე ყველაფერი. -უბრალოდ ცადე მაგაზე არ იფიქრო, კაი? მალე მეც კარგად ვიქნები. -იძახის და ცდილობს ტკივილი დამალოს. -ნაკერები გადევს. -ვეუბნები და მაღლა მიყურებს. -ცადე ბევრი არ იმოძრაო. -თავს ვაქნევ და ვცდილობ არაფერი არ შევიმჩნიო. -უბრალოდ ხანდახან უნდა მენდო. -დაბლა ვიყურები და ის თვალს მარიდებს. -გენდობი. - მეუბნება ჩურჩულით. -მაგრამ არ მინდა რომ ამ საქმეში გაგრიო, რომელიმე თქვენგანი გავრიოთ. -იძახის ჩუმად და მის ხმაში ტკივილი ისმის. -არ მინდა რომ რამე დაგიშავდეთ. თავს ვუქნევ, მაგრამ ხმას არ ვიღებ. არ მინდა რომ რამე ისეთი ვთქვა რაც ჩემ საიდუმლოს გასცემს. ისეთი რაც ჩემ დაკარგვას გამოიწვევს. 11. თავის აწევა არცერთს არ უნდა. ხმას არ იღებენ და ისე იქცევიან თითქოს ომ გამოვლილები არიან, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში იჩხუბეს და წააგეს. ყველაზე ცუდი კი ის არის რომ აცერთს იმის აღიარება არ უნდათ რომ სასტიკდ ცემეს, დაჭრეს და დასცინეს. -თქვენ მაინც მოახერხეთ მათი ცემა? -კიხთხულობს აშკარად გაღიზიანებული ეკო, იცის რომ მათ იმ ბიჭების ცემა რომ მოეხერხებინათ მე არ ჩავერეოდი. -კი. -უტიფრად იტყუება ლუკა და მისი ცემა მინდება. მისკენ ვტრიალდები და ცალ წარბს ვწევ, რითაც ვეკითხები დარწმუნებულია თუ არა თავის პასუხში. -რატომ მიყურებ მასე? არ გჯერა? -თავს ვაქნევ. -რატომ? -იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ყველანი უგონოდ ვერ იქნებოდით. -ვპასუხობ ცივად და ლუკა ჩუმდება. რომ მახსენდება როგორ სასტიკად გაუსწრდნენ სხეულში სისხლი მიჩერდება და ვიყინები. მაგრამ რათქმაუნდა ამას ვერ შევიმჩნევ, ჩემ საიდუმლოს ასე ადვილად ვერ გავთქვამ. ამაზე მხოოდ ოჯახის წევრებმა, ნუკამ, ეკომ და ტასიამ იციან. ადამიანებმა ვისაც ჩემ სიცოცხლეს თვალდახუჭულს ვანდობ. -ისე ვინ მოგვიყვანა? -თავს წევს თოკო და იღიმის. -თქვენ ვერ იქნებოდით, ამიტომ ვინ იყო? -ჩვენ რატომ ვერ ვიქნებოდით ვითომ? -კითხულობს გაცოფებული ტასია, რომელიც ძლივს ათრევდა ამათ მძიმე სხეულებს თავისი წვრილი ხელებით. -იმიტომ რომ სახლში იყავით, თან გოგოები ხართ. -ბექა დგება და ტასიას შუბლზე კოცნის. -თქვენ ამას უბრალოდ ვერ შეძლებდით, არ გეწყინოთ.-ამატებს როცა ჩვენ გაცოფებულ სახეებს ხედავს. ეს უკვე სექსიზმია. რატომ ვერ შეძლებდნენ ვითომ? -ნებისმიერ შემთხვევაში. -საუბარში ერთვება მიშო და ჩემკენ იყურება. -ვინ მოგვიყვანა? -არ ვიცი. -ვპასუხობ მკვახედ და გვერდზე ვიყურები, მაგრამ ვიცი რომ ეს პასუხი მათ ვერ დაააკმაყოფილებს. -კაპიშონი ქონდა წამოფარებული. -დარწმუნებული ვარ დაინახე. -იძახის მოულოდნელად შრეკი და ცდილობს ისე გასწორდეს რომ ბევრი არ იმოძრაოს. -უბრალოდ შეუძლებელია ჩვენ თრევაში კაპიშონი ისე ქონოდა რომ სახე ვერ გაგერჩია. -უკაცრავად რომ იმ წამს მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი გადარჩებოდით თუ არა! -ვყვირივარ გამწარებული და ოთახიდან გამოვბივარ. უკნიდან ნაბიჯების ხმა მესმის და უკან ტასია და ეკო მიდგებიან. -უნდა წავიდე. -ვეუბნები ჩუმად და ჩემ პატარა ჩანთას ვიღებ. ვარჯიში მაქვს დღეს.-თავს მიქნევენ, თითქოს ესმიან რასაც ნიშნავს სინამდვილეში ჩემთვის ვარჯიში. -დღეს მოხვალ ხო? -მეკითხება ტასია სახლიდან გასვლამდე მე კი მხოლოდ თავს ვუქნევ. *** -უფრო მაგრად! -მიყვირის ლაშა და მუშტს მიქნევს, რომელსაც გაჭირვებით ვიცილებ. მაგრამ პირველს მეორე, მესამე და მეოთხე მოყვება. მისი დარტყმები სწრაფი და ძლიერია. -არ მომწონს! -იძახის გაბრაზებული და ჩერდება. გუშინდელიდან კიდევ მიჭირს მოძრაბა ჩალურჯებების გამო, თან კუნთებიც მტკივა. მაგრამ ვცდილობ რომ არ შევიმჩნიო. -იჩხუბე? -მეკითება უცებ და თვალებში მიყურებს. ვერასდროს ვერ ვბედავდი მის მოტყუებას, რადგან ვიცი რომ ის სიმართლეს მაინც გაიგებს. ამიტომ თავს ვუქნევ. -რატომ? -ყველაფერს თავიდან ბოლომდე ვუყვბი, ის კი ჩუმად არის და მისმენს. -დაგინახეს? -არა, კაპიშონი მქონდა წამოფარებული. -ვპასუხობ ხმადაბლა ის კი თავს მიქნევს. -მეეჭვება რომ რამეს მიხვდნენ. -მეც მაგის იმედი მაქვს. -იძახის ჩაფიქრებული ხმით. -არ მინდა ზედმეტი შეკითხვები დაისვას და რამე რომ იყოს არა საჭირო ადამიანები დაზარალდნენ. -თავს ვუქნევ, ვიცი რომ ის მართალია. ჩემზე რომ გაიგონ, ისინი ყველანი დაზარალდებიან, უარეს შემთხვევაში კი მოკვდებიან. -გავაგრძელოთ? -ვეკითხები და კიდევ ერთი დარტყმისთვის ვემზადები, მაგრამ ის თავს აქნევს. -არა, დღეისთვის საკმარია. -იძახის და ტრიალდება. -დანების სროლაში ვივარჯიშოთ. -თავს ვუქნევ, იმის და მიუხედავად რომ ზურგით დგას და უკან მივყვები, იმის იმედად რომ დღესაც არ მომიწევს სამიზნედ ყოფნა. **** ბნელა. მეზიზღება სიბნელე, ის უამრავ საიდუმლოს მალავს, მე კი არ შემიძლია რომ ყველას ჩავწვდე და გამოვიკვლიო. მაგრამ სიბნელე ასევე ჩემი მოკავშირეა, რომელიც არასდროს არ მიღალატებს. ტასიას კარებზე ფრთხილად ვაკაკუნებ და ვცდილობ რომ დაღლილობა და ტკივილი არ შევიმჩნიო. თითოეული კუნთი ტკივილისგან ფეთქავს და გაგლეჯვას ლამობს. -სად იყავი?! -როგორც კი კარები იღება მომთხოვნი ხმით მეკითხება შრეკი. მისკენ ვიყურები და ვიღიმი, ყურადღებას არ ვაქცევ მის გაბრაზებულ ხმას. -არსად. -ვეუბნები და სახლში შევდივარ, ის კი მაჩერებს. მისკენ ვიყურები და ვცდილობ რომ ჩემი ინსტინქტები ჩავახშო, რომლებიც მეუბნებიან რომ ის მოვკლა. -სად იყავი? -მიმეორებს კითხვას, მაგრამ ამჯერად უფრო რბილი ხმით. მე ხმას აღარ ვიღებ, ჩუმად ვარ და თვალებში ვუყურებ. -ვნერვიულობდი. -იძახის და მეხუტება, მთელი სხეულით მეკვრის და ცახცახებს. -ძალიან ვინერვიულე ლილე! იცი რომელი საათია? -თავს ნელა ვუქნევ, მაგრამ ის ამას ვერ ხედავს, რადგან ისევ გამწარებული მეხუტება, თითქოს ჩემი დაკარგვის ეშინია. თავზე ნიკაპს მადებს და უფრო მაგრად მიკრავს გულში, შემდეგ კი თავზე წვეთებს ვგრძნობ. ნუთუ ტირის? ჩემ გამო? რატომ? მე ხომ მისთვის არაფერს არ ვნიშნავ? რატომ ნერვიულობს ჩემზე? -ასე აღარ გააკეთო კარგი? -იძახის ხმადაბლდა და თვალებში მიყურებს. მისი თვალები სავსეა დარდით და შიშით. იმის შიშით რომ შეიძლება რამე დამმართნოდა. -არ მეტყვი სად იყავი? -მეკითხება ბოხი ხმით, მე კი თავს ვაქნევ. -კარგი. -მეუბნება ჩუმად და შუბლზე მკოცნის. რატომ ნერვიულობდა ასე ძალიან? -შევიდეთ რა. -ვეუბნები ნელა და ისიც თავს მიქნევს. სახლში შევდივართ და ბიჭების განერვიულებულ სახეებს ვხედავ, მეღიმება. ტასია და ეკო თავს მიქნევენ და ისე იქცევიან ვითომ არაფერი არ მომხდარა. მათთვის არაფერი არ მომხდარა, რადგან მაგათმა ყველაფერი იციან. ბიჭები კი მათ რეაქციაზე ცოფდებიან. -არც კითხვათ სად იყო? რა გააკეთა და რატომ მოვიდა სახლში ღამის ორ საათზე დაღლილი და ნახევრად მკვდარის გამოხედვით?! -ყვირის გამწარებული ლუკა და ხელების ქნევას იწყებს ჰაერში. -არა. -იძახის ტასია და ლუკას პირდაპირ თვალებში უყურებს. მისი პასუხი ბიჭებს უფრო აბრაზებთ, და ვერ ვხვდები რატომ. -ეს მისი საქმეა, რამე რომ მომხდარიყო გვეტყოდა. თუ თქმა არ უნდა, ანუ საჭიროც არ არის. -იძახის ტასია და ჩემკენ იყურება. მის გამოხედვაში თანაგრძნობას ვხედავ, ნანახი აქვს ლაშას სასტიკი ვარჯიშები და ჩემი გამოხედვითაც ხვდება რომ გათიშვამდე ცოტა მიკლია. -მაშინ ჩვენ რატომ გვიჭამდით ტვინს? -ყვირის უცებ გაცოფებული გეგა და თავს უკან ბალიშზე დებს, კიდევ ბევრს თუ იხვანცალებს გული აერევა. -თან სახეზეც ეტყობა რომ ყველაფერი რიგზე არ ქონია. -გაჩერდით! -ყვირის მოულოდნელად შრეკი და ჩემთან მოდის, ხელს მკიდებს და მიღიმის. -ტასია მართალია, თუ თქმა არ უნდა ვერ დავაძლებთ. -ვუღიმი და მადლიერი თვალებით ვუყურებ. 12. ლილეს ხელი მიკიდია და ვცდილობ ჩემი სიბრაზე დავმალო. ბიჭებივით მეც გაცოფებული ვარ გოგოების დამოკიდებულებაზე, არ მჯერა რომ ოდნავადაც არ ადარდებთ ლილე სად იყო და რატომ არის ასეთი დაღლილი. მის წაშლილ სახეს ვუყურებ და ვხვდები რომ ოდნავაცდ ა გაითიშება. -მოხდა რამე? -ვეკითხები და სკამზე ვსვავ ის კი მხოლოდ თავს აქნევს და მიღიმის. რაც რ უნდა მოხდეს, ყოველთვის მიღიმის და არ მაჩვენებს სინამდვილეში თავს როგორ გრძნობს. ნეტავ ვიცოდე რას ფიქრობს. ყველაფერს მივცემდი მისი ფიქრების გაგებისთვის. მის წაშლილ სახეს რომ ვხედავ გული ტკივილით მეკუმშება და თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რადგან მგონია რომ ჩემი ბრალია ის რაც ჭირს. თავს მხარზე მადებს და თვალებს ხუჭავს. -მიყვარხარ. -ვეუბნები ჩურჩულით, მაგრამ ვიცი რომ გაიგო. მისკენ ვიხედები და მის ღიმილს ვხედავ, რომელიც ჩემზე დამამშვიდებლად მოქმედებს. -მეც. -მპასუხობს ნაზად და მისი ღიმილი ფართოვდება, მე კი ნაზად შუბლზე ვკოცნი რომ ძილი არ დავუფრხო. ის კი უკვე თანაბრად სუნთქავს და ძინავს. *** ლილეს ძინავს და გეგას გვერდით ძინავს, გეგა კი დაკვირვებით უყურებს. გოგოები სამზარეულოში არიან დარაღაცაზე ლაპარაკობენ, ბიჭები კი ყველანი ლილეს ვუყურებთ, რომელსაც მშვიდად ძინავს. -თქვენი აზრით რამეს მალავენ? -კითხულობს მოულოდნელად მიშო და ყველანი მისკენ ვიყურებით, რომელიც დაფიქრებული თვალებით უყურებს ლილეს. -საიდან მოიტანე ეგ? -კითხულობს გაღიზიანებული ლეო და ისიც ლილესკენ იყურება. -რას უნდა მალავდნენ? -არ ვიცი. -იძახის მიშო, ისე რომ ლილეს თვალს არ აშორებს. -მარამ ვიცი რომ რაღაცას მალავენ, თან ძალიან მნიშვნელოვანს. -იქნებ იციან ის კაპიშონიანი ტიპი ვინც იყო. -იძახის უცებ თოკო და ლილესკენ იყურება, მე კიდევ თავს ვაქნევ, რომ ცოდნოდათ იტყოდნენ. -თუ იციან რატომ მალავენ? -კითხულობს დაეჭვებით ლუკა. -რატომ უნდა მალავდნენ? -იქნებ პირობა მიცეს ან რაღაც მასეთი. -იძახის გეგა და ჩემკენ იყურება. -ან შეაშინეს, დაემუქრეს ან რამე მასეთი. -იძახის ბექა და დაფიქრებით უყურებს მძინარე, მშვიდ ლილეს. -რატომ გგონიათ მასე? -ვკითხულობ მე და ყველანი ჩემკენ იხედებიან. -ჩვენ მაინც გვეტყოდნენ, ეჭვი მაქვს ჩვენი იმედი ექნებოდათ მაინც თუ დაემუქრნენ. -მეეჭვება. -იძახის ლუკა. -გახსოვთ ლილეს როგორი რეაქცია ქონდა როცა ვთქვი ჩვენც კარგად ვცემეთთქო? თითქოს იცოდა რომ ვიტყუებოდით. -თავს უქნევენ ლუკას ნათქვამს. ის მართალია. -მაგრამ მოდი კითხვა სხვანაირად დავსვათ, საიდან იციან? -არ ვიცი. -ვიძახი და მხრებს ვიჩეჩავ. - იქნებ კაპიშონიანმა უთხრა? -არ ვიცი. -თავს აქნევს მიშო და დაბლა იყურება. ასეთი დაფიქრებული და სერიოზული ბოლოს როდის ვნახე არ მახსოვს. -იქნებ მართლა დაემუქრა კაპიშონიანი? და იქნებ ლილეც მას შეხვდა? როცა მიშომ ეს თქვა სისხლმა თავში ამასხა და ავწითლდი. სიბრაზისგან ერთ ადგილას ვეღარ ვჩერდები და ნერვები მეშლება, როცა წარმოვიდგენ ლილე როგორ ხვდება ვირაც სხვას. იქნებ იმ სხვას საერთოდ მოეწონა ლილე და მაგიტომ შეხვდა? და იქნებ გოგოებმა იცოდნენ და მაგიტომაც არ კითხეს არაფერი? იქნებ სახე წაშლილი იმიტომ ქონდა რომ შეეშინდა? მკითხაობდა ნერვებს უარესად მიშლის და ვცდილობ ისევ ამათ ნალაპარაკევს მოვუსმინო. მაგრამ უშედეგოდ, რადგან ერთი სიტყვაც აღარ მესმის თუ რას იძახიან. **** ისევ ლილეს ხელი მიჭირავს და მზე თვალებში მანათებს. ლილესკენ ვიხედები, რომელიც ჩვენ ჩაჭიდულ ხელებს უყურებს. ახსოვს გუშინდელი დღე? ხელებს უყურებს და თვალები ცრემლებით ევსება, მაგრამ მათ უკუგდებას ახერხებს, მე კი ყურების გარდა არაფერი არ შემიძლია. არ შემიძლია ვკითხო რატომ ტირის, რადგან ვიცი რომ არ მიპასუხობს, მაგრამ გაბრაზდება, გაღიზიანდება და ნერვები მოეშლება. ამიტომ სევ ვარჩევ არაფერი არ შევიმჩნიო და ისე მოვიქცე თითქოს ეს არ მომხდარა, თითქოს ტირილის დაწყება არ უნდოდა. -რომელი საათია? -კითხულობს ჩახლეჩილი ხმით და თვალებში მიყურებს. მე კი ვუღიმი. -დილის თერთმეტი საათია. -როცა ამას ვეუბნები თვალები უდიდება და ფეხზე ხტება. -მოხდა რამე? -ვეკითხები დაეჭვებით და თვალებში ვუყურებ, რომელიც ცდილობს თვალებში არ შემომხედოს. -მაგვიანდება! -ყვირის გამწარებული და ტანსაცმელი საპირფარეშოში შეაქვს, მე კი ტასიასკენ ვიხედები, რომელიც არაფერს არ იმჩნევს. რა ხდება აქ საერთოდ? 10 წუთის შემდეგ, ჩაცმული ლილე შემოდის სამზარეულოში და იღიმის. გრძელი წითური თმა, მაღლა ცხენის კუდად აქვს შეკრული. ლურჯი ჯინსები და თეთრი უბრალოდ მაიკა აცვია, თეთრ კეტებთან ერთად. -წავედი და შეიძლება დამაგვიანდეს! -ყვირის და კარისკენ მირბის, მაგრამ გასასვლელში ვეწევი და ვაჩერებ, მის მომწვანო თვალებში ვიყურები და ვცდილობ გავარკვიო რას მალავს. -სად მიდიხარ? -ვეკითები და ვცდილობ გაღიზიანება არ დავიტყო. ის კი მიყურებს და მხოლოდ იღიმის, რაც ძალიან გამაღიზიანებლად მოქმედებს. -სად მიდიხარ ლილე? -ვეკითხები და ვცდილობ უკან ჩუმად გაყოლა მაინც შევძლო, მაგრამ ვიცი რომ არ შემიძლია, რადგან ის გაკერილი ჭრილობა ამის საშუალებას არ მომცემს. -ვიღაცა უნდა ვნახო. - მეუბნება და მიცინის უტიფრად. -ნუ ნერვიულობ, არაფერი არ მომივა. -მეუბნება და ლოყაზე ნაზად მკოცნის. -უნდა გჯეროდეს იმის რომ ჩემი თავის დაცვა შემიძლია. -იძახის და იღიმის, მე კი თავს ვუქნევ, მისი კოცნისგან თავბრუდახვეული. -ფრთხილად იყავი! -ვეძახი და ისიც თავს მიქნევს. -ჩემზე ნუ ნერვიულობ. -მეუბნება და გარეთ გადის, მე კი კარებს ვკეტავ და ვიღიმი. -სად მიდის? -კითხულობს ჩემ უკნიდან მიშო და მაკვირდება, მე კი მხოლოდ ვიღიმი. -არ ვიცი. -ვპასუხობ და მხრებს ვიჩეჩ. -მაგრამ ვიცი რომ არაფერი არ მოუვა. მართალი იყო, მისი უნდა გვჯეროდეს. -ვეუბნები და გვერდს ვუვლი. მინდა რომ მისი მჯეროდეს, მჯეროდეს იმის რომ არაფერი არ მოუვა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და იმის რომ მის მარტო გაშვებას ან საერთოდ გაშვებას არ ვინანებ. მაგრამ რაღაც მეუბნება რომ მისი დაკავება რომც მეცადა არ გამომივიდოდა, ის მაინც წავიდოდა და ვინ იცის შეიძლება აღარც მოსულიყო უკან. ტასიასკენ და ეკოსკენ ვიყურები, რომლებიც უდარდელად არიან. ვიცი რომ თავის მეგობარზე ძალიან ნერვიულობენ ხოლმე და თუ ისინი ასე მშვიდად არიან, მაშინ დარწმუნებული უნდა ვიყო რომ არაფერი არ მოუვა. რომ ყველაფერი კარგად იქნება და ტყუილად ვნერვიულობ. 13. ქუჩებს ჩუმად მივუყვები და ვცდილობ ზედმეტი ყურადღება არ მივიქციო. ცენტრის პირადპირ ვჩერდები, ღრმად ვისუნთქავ და შიგნით შევდივარ. კიბეებს ვახტები და ვცდილობ რომ ერთი წუთითაც არ დავაგვიანო. როგორც კი ოთახში შევდივარ იმ წამსვე ვხედავ მომლოდინე ლაშას, რომელიც ოდნავადაც არ არის კმაყოფილი იმით რომ დავაგვიანე. მართალია ზუსტად 15 წამით, მაგრამ ეს მისთვის მაინც დაგვიანებაა. -რითი ვიწყებთ? -ვეკითხები და ჩანთას ვიღებ რომ გამოვიცვალო და გამოსაცვლელისკენ მივდივარ. -სამიზნეში სროლით ვფიქრობ. -იძახის დაფიქრებული ლაშა. -იარაღი შეგიძლია შენი აირჩიო. ჩაცმული გარეთ გამოვდივარ და ლაშას პირდაპირ ვდგები. თავს მიქნევს და ჩხუბს ვიწყებთ. ლაშა სხვადასხვა სახის ბრძოლებს მასწავლის, რაც შემდეგში მუდამ კუნთების ტკივილით მთავრდება. მის კიდევ ერთ შეტევას ვირიდებ და მუშტს ვუქნევ დასარტყამად, რომელსაც ადვილად ბლოკავს, მაგრამ მე არ ვჩერდები და ბოლოს ვახერხებ მუშტის მუცელი დარტყმას, ის კი ტკივილისგან იკეცება. -კარგი იყო. -მეუბნება და მიღიმის, მაგრამ ტკივილისგან ისევ იჯღანება. -აირჩიე იარაღი? -მეკითება მას მერე რაც სულს ითქვავს და ტკივილი უვლის. -კი, ვფიქრობ G5 კარაბინით ვივარჯიშებ. -ლაშა თავს მიქნევს და იარაღების საცავიდან ჩემ მიერ არჩეულ შაშხანას იღებს. -ისე, ლაშა. -ჩემკენ იხედება და წარბებს სწევს. -როდის მეღირსება UMP 45-ით ვარჯიში? -ვეკითხები და ვიღრიჭები. UMP45-ს ძირითადად ელიტარული ძალები იყენებენ და მე მაგ იარაღს არც კი მაკარებენ. -გაჩუმდი თორემ ისევ P-9ს მოგცემ. -მეუბნება გაღიზიანებული და იღრინება. ლაშას ეზიზღება როცა რამე იარაღის მოცემას ვთხოვ. მის ნათქვამზე ვფითრდები და თავს ვაქნევ. P-9-ით დავიწყეთ იარაღებით ვარჯიში და დავიფიცე რომ მასეთ იდიოტურ თოფს ხელს არასოდეს არ მოვკიდებდი. შანსი არ არის რომ ისევ მაგით დავიწყო ვარჯიში. სასროლ პოზიციაში ვდგები და G5-ის სასროლად ვემზადები. სამიზნეს გულში ვუმიზნედ და მიზანს არ ვაცილებ. *** ისევ სიბნელე. ლაშამ წამოსვლის წინ შემპირდა რომ მალე მექნება შესაძლებლობა ჩემი თავი წარმოვაჩინო. ------მოგონება------ -ლილე. -ლაშა მეძახის, მანამდე სანამ კარში გავიდოდე, ვტრიალდები თუ არა იმ წამსვე დანას ვიჭერ ხელში რომ თვალი არ გამომთხაროს. ლაშასკენ გაცოფებული ვიყურები და თვალებით ვეკითხები ჯიბის დანა რა ჯანდაბის გამო მესროლა. -რა იყო? -ვპასუხობ აშკარად გაღიზიანებული ხმით. -არასდროს არ მოდუნდე. -მეუბნება უკმაყოფილო სახით და ჩემ ნასროლ დანას იჭერს. -მალე მოგიწევს წასვლა, და არ მინდა რომ შენი უყურადღებობის გამო მოკვდე. -ჩუმად მეუბნება და მეც თავს ვუქნევ. _____მოგონების დასასრული_________ ტასიას სახლის წინ ვჩერდები და ღრმად ვისუნთქავ და კარებზე ვაკაკუნებ. საათს ვუყურებ საღამოს ათ საათია. ეს კიდევ ჯობია ღამის ორ საათს. იმედია ისევ ისეთი გაცოფებულები აღარ იქნებიან. არ მინდა მათთან იმაზე ლაპარაკი თ რას ვაკეთებ ხოლმე. არ მინდა რომ მოვატყუო, მაგრამ ვიცი რომ სიმართლეს ვერ ვეტყვი. -მოხვედი? -კარებს ტასია მიღებს და მიღიმის. -ბიჭები აქ არ არიან. ყველანი წავიდნენ. -ამას რომ მეუბნება თვალები მიდიდება. სად წავიდნენ? ან გეგა სად წაათრიეს?! არ შეიძლება მისთვის სიარული! -სად წავიდნენ? -ვეკითხები და შეშინებული სახით ვუყურებ, შიშით მოველი მის პასუხს და ვლოცულობ რომ რამე ისეთი არ მითხრას. -არ ვიცი, ვიღაცამ დაურეკა დამიანეს. -თვალები მიფართოვდება ნერვიულობისგან, მაგრამ ვცდილობ რომ არაფერი არ შევიმჩნიო. -მითხრეს რომ არ გვენერვიულა და წავიდნენ. -იძახის გაცოფებული ტასია, რომელსაც ბრაზი უფრო და უფრო ერევა. -თქვენი აზრით ისევ საჩხუბრად წავიდნენ? -იძახის ეკო და მოწყვეტით ეშვება სკამზე. -მაგრამ ორჯერ უფრო მწარედ გალახავენ, მაგ საწ....ბს. -ეკო თავს დაბლა ხრის და სიბრაზის დამალვას ცდილობს. -სად შეიძლება იყვნენ? -ოთახიდან მოულოდნელად ნუი გამოდის და ხმამაღლა კითხულობს. მის დანახვაზე თვალები უფრო მიდიდება და ვეხუტები. -აქ რას აკეთებ? -ვეკითები და ვიღიმი. -რავი, ისინი რომ მიდიოდნენ მაშინ მოვედი. -მეუბნება და მხრებს იჩეჩს. -მაგრამ სახეებიდან ეტყობოდათ რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. მაგრამ მგონი ჯობია არ ინერვიულოთ. თავს ვუქნევ, მეც მასე ვფიქრობ. -მაგრამ კიდევ რომ ცემონ? -კითხულობს გაბრაზებული ხმით ტასია და ჩემკენ იყურება. -ლილე გააკეთე რამე! -ნათელმხილველი არ ვარ. -ვეუბნები ხმადაბლა და თავს ვაქნევ. -რა გინდა რომ გავაკეთო? -არ ვიცი. -იძახის ტასია და ისიც სამზე მოწყვეტით ეშვება. -უბრალოდ ძალიან ვნერვიულობ. უკვე ორი საათია რაც წავიდნენ, ბექას არც კი დაურეკავს ჯერ! -დაწყნარდი. -ვეუბნები და ვუღიმი. -ბექა უკვე დიდი ბიჭია და თავის თავს თვითონაც მიხედავს. -თავს მიქნევს, მაგრამ ვიცი რომ არ ჯერა. მაგას კი არა ჩემი ნათქვამის მეც კი არ მჯერა. 14. -სად ჯანდაბაში არიან?! -კითხულობს გაცოფებული ტასია და ოტახში ბოლტას სცემს. ეკოსკენ და ნუკასკენ ვიყურები, რომლებიც გაცხარებულები ლაპარაკობენ რაღაცაზე. ჩემ გარდა ყველანი ნერვიულობენ, მე კი უბრალოდ გაბრაზებული ვარ. სად მიდიოდნენ თუ არაფრის თავი არ ქონდათ?! არა, გეგა და დამიანე სად მიაბოტებდნენ?! გამომივიდნენ ესენიც ქუჩის მოჩხუბარები. -ლილეე! -მეასედ მეძახის ტასია და ლეკვის თვალებით მიყურებს.-გთხოოოოვ. -არა. -ვეუბნები და ხელებს ვაჯვარედინებ. შანსი იმის რომ ის თახვები მოვძებნო ნოლის ტოლია. -შანსი არ არის. ვინ ეხვეწებოდათ რომ მიდიოდნენ? -ლილე! -ყვირის ნუკა და მისკენ შეშფოთებული ვიყურები. ჩემთან მოდის და ლეპტოპსაც მოათრევს. არა! შანსი არ არის! ლაშამ რომ გაიგოს ცოცხლად გამატყავებს! -მოძებნე! დაბლა ვიყურები და ცალ თვალს ლეპტოპისკენ ვაპარებ. ჯანდაბა, ასე ახლოს ვარ მიზანთან და არ მინდა რომ რამე მოხდეს, მაგრამ თან იმათთსაც ასე ვერ დავტოვებ. თვალებს ვხუჭავ და ლეპტოპთან ვჯდები რომ დავჰაკო სისტემები და მათი ტელეფონების მიხედვით ვიპოვო ის იდიტები. ურჩევნიათ ცოცხლები იყვნენ. *** -იპოვე რამე? -მეკითხება ტასია, მე კი გაღიზიანებული თავს ვაქნევ. სიწყნარე მჭირდება, ადვილი კი არ არის. -ლილე... -ტასია შენი წუწუნი მაგათ პოვნაში ვერ დამეხმარება. -ვსისინებ და თვალებს ეკრანს ვაშტერებ. -ჯერ არაფერ- ეკრანზე მოციმციმე წერტილი მაჩუმებს და მაღიმებს. -ვიპოვე! -ვყვირივარ ვოლო ხმაზე და გოგოები ჩემ გარშემო დგებიან. -შორს არ არის აქედან. -იძახის ეკო, ისე რომ ეკრანს თვალს არ აშორებს. -ლილე... -მე მოვძებნე. -ვიძახი და მხრებს ვიჩეჩავ. არ მინდა რომ დავეხმარო, გაბრაზებული ვარ. თან ამათი საქმის გარჩევებზე უფრო სერიოზული საქმე მაქვს. -ლილე! -ლამის კივილს იწყებს ეკო. -გთხოვ. -მისკენ ვიყურები და თვალებში ცრემლს ვამჩნევ. ჯანდაბა! ისე რომ ხმას არ ვიღებ ვდგები და გამოსაცვლელად სხვა ოთახში გავდივარ. შავ ჯინსებს, შავ კეტებს და ჩემ კაპიშონიან ჟაკეტს ვიღებ. სახეზე კი ჰელოვინისთვის განკუთვნილ მასკას ვირგებ და ვიღიმი. ეს რომ ლაშამ დაინახოს თავისი ხელით მომკლავს ალბათ. ჯანდაბა, ვინმემ ისეთმა რომ დამინახოს, ლაშა კი არა მთელი ქვეყანა გაიგებს ამაზე, და მერე ვის მოკლავენ? ტა...დაააა... მე. -მიდიხარ? -კითხულობს ნუკა და თავს ვუქნევ, სახლიდან გავდივარ და ჩემ მოკავშირეს, ღამის წყვდიადს ვერწყმი. *** მოღრუბლული, უმთვარო ღამეა, ცივა და მაკანკალებს. მასკა კი ხელს მიშლის და სახეზე მიღუტუნებს. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ვიცი რომ იდეალურ პოზიციაში ვარ. ერთ-ერთ გადაყრუებულ შენობასთან ვდგავარ და კედლის მეორე მხრიდან ვისმენ ყველაფერს. უფრო სწორად, ჭუჭრუტანებიდან ვიყურები. ჯანდაბა, დებილები არიან. ჩვენი ბიჭები უარესად არიან ნაცემები და სკამებზე მიბმულები, სხვები კი ისინი არიან წინა ჩხუბზე ვინებიც იყვნენ. დებილები არიან, ვინ არ აყენებს პერიმეტრის დასაცავად ვინმეს? სულაც მხოლოდ ერთს? -ვინ იყო ის ტიპი? -კითხულობს მაღალი, ჩალურჯებული თვალის დასაფარად მზის სათვალეები რომ უკეთია. მისკენ ვიყურები და ვაკვირდები რომ შევისწავლო. მკრთალ სინათლეზე ისედაც ფერკმთალი კანი, გამჭირალე უჩანს, ნახევარ სახეს კი შავი სათვალეები უფარავს. წინ წამოწეული ყბა და თხელი მოვარდისფრო ტუჩები აქვს. ტუჩთან კი შრამი, რომელიც ალბათ ღრმა პატარაობაში მიიღო. თუ ძალიან, ძალიან არ დააკვირდები არც კი უჩანს. ცხვირი გრძელი და სწორი აქვს, აღნაგობა კი შესაშური. დედა, ამას კი ექნება ექვსი კუბიკი, მეტი თუ არა. -ჰაჰ. -იძახის შრეკი და პირიდან სისხლს აფრქვევს. ვოუვ, მაგრად უცემიათ ეს საწ....ბი. ვიცი რომ უნდა დავეხმარო, მაგრამ წინა შეხვედრისგან განსხვავებით დღეს იღბალი არ არის ჩემ მხარეზე. ოთახში სათვალიანის გარდა ხუთი კაცია, იმის იქითა ოთახში, სადაც მთავარი შემოსასვლელია კიდევ ხუთი. ქერას, ხელზე ცეცხლის ტატუთი, მარცხენა ფეხი აწუხებს, ალბათ უფრო მუხლი, რაც ავტომატიურად მაძლევს იმის ფიქრის უფლებას რომ სხვა თუ არაფერი მინიმუმ შლატერი მაინც აქვს. მეორეს შავი თმით და ხორბლისფერი კანით ნეკნები აწუხებს, წინა შეხვედრიდან. მესამე, გატეხილი ცხვირით წესით ადვილი უნდა იყოს. მეოთხეს მარჯვენა ხელი აქვს ან მოტეხილი ან ნაღრძობი, და თაბაშირში უდევს. მეხუთეს კი ზუსტად მახსოვს მასკის მოხსნის მცდელობის გამო სათითაოდ როგორ დავატეხე მარცხენა ხელზე თითები. ვიცი რომ სადისტობაა, მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებდა. და შემდეგ ის დანარჩენი ხუთი, მაგრამ თუ წინა შეხვედრის მიხედვით ვიმსჯელებთ, არც ისინი არიან უკეთეს შემთხვევასი, უფრო ცუდად თუ არა. -გიმეორებთ. -იძახის სათვალებიანი. -ვინ იყო და საიდან იცნობთ?! -ხმას დამუქრების ტონი შეერია და თუ არ უპასუხებენ ვიცი რომ რაღაც ცუდი მოხდება. შრეკი გვერდზე იყურება და თვალს არიდებს სათვალიანს, და ცდილობს ნიკაპზე ჩამომავალ დობლ-სისხლს ყურადღება არ მიაქციოს. მის გაკერილ ჭრილობას ვაკვირდები, რომელიც ახლა სისხლისფრად არის შეღებილი. -ვითომ გეტყვით. -დუდღუნებს მათ გასაგონად ბექა, რომელსაც პასუხად დამსახურებული მუშტი ხვდება ყბაში, მას კი ტუჩი უსკდება და სისხლი ნიკაპზე წურწურით ჩამოდის. ჯანდაბა, მალე უნდა მოვიმოქმედო რამე. -თქვენი ნებაა, თუ არ გინდათ თქვენ პატარა გოგონებს რამე დაუშავდეთ. -იძახის საკრასტული ხმით სათვალიანი. რაიო? აბა ჩემ გოგოებს ხელი ახლოს! -რას გულისხმობ? -თოკო ცდილობს ხმაში შიში დაფაროს, მაგრამ არ გამოსდის. თოკოს რომ ვაკვირდები მარცხენა ხელი ზედმეტად უცნაურად აქვს მოქცეული, რაც მაფიქრებინებს რომ მოტეხეს ამ საზიზღრებმა. -სურათები ანახეთ. -ქერა სურათებს, შლის და მეც კი თავისუფლად ვხედავ. თითოეულ სურათს სათითაოდ ვაკვირდები. ყველა სურათზე ჩვენ ბიჭებთან ერთად ვართ ასახული, როდის მოასწრეს? ერთ-ერთი სურათი ჩემ ყურადღებას განსაკუთრებით იპყრობს, სადაც მე და დამიან-შრეკი პარკში ვზივართ, განთიადია და მე მას ვკოცნი! მე ვკოცნი! ჯანდაბა არ მახსოვს! -ეს როდის მოხდა?! -კითხულობს გაკვირვებული მიშო და შრეკისკენ იყურება ის კი უხერხულად იღიმის. -მაშინ პირველად რომ გნახათ, მთვრალი რომ იყო. -იძახის ჩუმად. მე რატომ არ მახსოვს?! ჯანდაბა ამას! პირველი კოცნა ისე დავკარგე რომ არც კი მახსოვს, ადამიანთან რომელიც არც კი მომწონს, და რომელზეც არაფერი არ ვიცი სახელის გარდა! -რას უპირებთ? -კითხულობს ერთადერთი საღ გონზე მყოფი, ლეო. -კარგს არაფერს. -იძახის სათვალიანი და ბრაზი თანდათან მავსებს. მისკენ ვიყურები და ვცდილობ არ ავფეთქდე. ჩაისუნთქე, ამოისუნთქე. ჩაისუნთქე, ამოისუნთქე. არ მშველის. ისევ ვიყურები და ამჯერად კედელთან მოახლოებულ ქერას ვხედავ, რომელიც პირდაპირ თვალებში მიყურებს, ჭუჭრუტანას უყურებს და ეჭვი მაქვს რაღაცას ეჭვობს. -აქ რას აკეთებ? -მესმის უკნიდან და ვქვავდები. უკან ვიყურები და გვერდზე გახტომას დროზე ვახერხებ, სანამ მთელი ძალით მოქნეული მუშტი მომხვდებოდეს. მოტეხილ/ ნაღრძნობ ხელის პატრონზე კარგ მუშტებს იქნევს. -სუპერმენობას ვთამაშობ. -ვეუბნები და წიხლს ვურტყამ მუცელში, ის კი უკან ვარდება და ქვის იატაკს თავს არტყავს. უკნიდან ვიღაცა მხვევს ხელებს მთელი ძალით და ჰაერში მწევს, მე კი იდიოტივით ფეხების ვიქნევ და ვცდილობ იმ მონსტრისგან გავთავისფულდე, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს კი ვჩერდები და როგორც კი დუნდება, იდაყვს ვურტყავ მგონი მუცელში, ის კი ხელს მიშვებს, მე ვტრიალდები და ფეხს სახეში ვურტყავ. ეჰ, არადა სიმპათიური იყო. დანარჩენი სამი ერთად მოდიან, მაგრამ ვცდილობ რომ არაფერი ისეთი არ ავუკეთო რაც მოკლავთ. ერთ-ერთ დანას იღებს და მეც ვიღიმი, სადისტური, ბოროტი ღიმილით და მათკენ მივდივარ. მარტივი მოძრაობით ვართმევ დანას და პირდაპირ მუცელში ვუყრი, ისე რომ წამითაც არ ვფიქრობ, დანარჩენ ორსაც იგივე ბედი აქვთ. იქითა ოთახში მყოფი ხუთეულიც გამორბიან, მაგრამ ისინი ამათზე უარეს მდგომარეობაში იყვნენ, ამიტომ ადვილად ვუსწორდები იმ ტიპის დანით. კიდევ კარგი ამათგან განსხვავებით ჭკუა მაქვს და ტყავის ხელთათმანეი მიკეთია, და ანაბეჭდებსაც არ დავტოვებ. სათვალიანი საბრძოლო პოზიციაში დგება, რომელიც ძალიან დახვეწილია. მაინტერესებს ბრძოლაზე ამდენი საიდან იცის. მასთან ახლოს მივდივარ და ისევ ვიღიმი. მტერს ღიმილი ყოველთვის აბნევთ, ზოგიერთ შემთხვევაში აშინებთ კიდევაც. -ვინ ხარ?! -კითხულობს, გაბრაზებული ბრძანებლური ხმით, მე კი ისევ ვუღიმი. ჩემი არ ეშინია, იმის და მიუხედავად რომ დაინახა რაც ავაკეთე, ჩემი არ ეშინია. ვინ არის? -შენი პირადი ღამის კოშმარი. -ვიძახი შეცვლილი, ტკბილი ხმით და დანით ხელში პირდაპირ მისკენ მივბივარ, რომც არ გავქცეულიყავი ვიცი დანის ერთი სროლით გავაგორებდი მიწაზე, მაგრამ არ მინდა რომ უნამუსოდ მოვექცე ადამიანს, ვისაც ეტყობა რომ ჩხუბი მართლა იცის. დანას თვითონაც იღებს და მის დანას ვაკვირდები. ტყავის დასაჭერით, ზევიდან მოოქროვილი ორნამენტებით, ბასრი პირით, რომელიც მსხვერპლის სისხლს ნატრობს. მაგრამ როგორც ჩანს ბიჭი მიჩვეული არ არის ამ დანის ხმარებას, მაგრამ ამ წამს სხვა გამოსავალი არ აქვს. დანას მიქნევს და მილიმეტრებით ვიშორებ, სამაგიეროდ ამით მას გახსნილი ადგილი რჩება და მხარში დანას მთელი ძალით ვარჭობ, მაგას კი თავისი დანა უვარდება. -არ ადგე. -ვეუბნები და დანა წელთან მიმაქვს, ისიც ჩერდება რადგან სხვა გამოსავალი არ აქვს. ვდგები და ჩემ მეორე ტელეფონს ვიღებ, პოლიციაში ვრეკავ. დანაშაულზე რომც წამასრწრონ ვიცი რომ მე ადვილად გამოვალ, ისე რომ არაფერი არ დამემართება, მაგრამ სამაგიეროდ მეორე დღესვე გამომასალმებს სიცოცხლეს ლაშა. -See ya later fellas! -ვყვირივარ და შენობას ვტოვებ, ვიცი რომ თუ ის სათვალიანი ტიპი ძალიან ძლიერი და ტკივილ ამტანი არ არის მაშინ იმის შანსი რო ადგეს შანსი არ არის. შენობას ვტოვებ და ისევ ღამის სიბნელეს ვერწყმები პოლიციის სირენების ფონზე. იმედია კარგა იქნებიან. 15. ტასიას სახლში შესვლის მაგივრად შევბივარ და ტანსაცმელს იმ წამსზე ვიხდი, სახეზე და თმაზე სისხლი მაქვს შემხმარი და მინდა რომ მოვიშორო. ტასია, ეკო და ნუკა გაფართოებული თვალებით მიყურებენ, მე კი სისხლით ვარ შეებილი. -ლილე... -ჩუმი ხმით იწყებს ტასია, მე კიდევ ვაჩმებ. -არ თქვათ. -ვიძახი ჩუმად, არ მინდა რომ თვალებში ჩავხედო. -თან ჩვენიანების სისხლიც არ არის. ნუ ნერვიულობთ, სასწრაფოში დავრეკე და მიხედავენ ყველას. -თავს მიქნევენ მე კი საფირფარეშოში შევდივარ და კარებს ვიხურავ. პირველ რიგში რასაც ვაკეთებ ტანსაცმლის გარეცხვას ვიწყებ და ვუყურებ გამჭირვალე წყალი, როგორ იფერება სისხლისფრად. როცა ტანსაცმელი სუფთაა და გასაშრობად გათბობაზე მიდებული. როგორც კი ტანსაცმელს თავს ვანებებ შხაპის მიღებას ვიწყებ და სისხლს კანიდან ვიშორებ. როგორც კი გარეთ გავდივარ თმა გამშრალი და ჩაცმული შეშინებული ტასია, ეკო და ნუკა მხვდებიან, რომლებსაც სახეზე შიში აქვთ აღბეჭდილი. -გვეტყვი რა მოხდა? -კითხულობს ეკო და ახლოს მოდის, მე კიდევ თავს ვაქნევ. -დარეკეს, ბიჭები საავადმყოფოში არიან. -თავს ვუქნევ. უნდა წავიდეთ, უნდა ვნახოთ. -დანარჩენი ათი კი დააკავეს. -ხო, იმედია ის სათვალიანი კარგად არ- მოიცა რაო? ათი? თერთმეტი იყვნენ! ანუ გაიქცა?! როგორ?! -მოხდა რამე? -არა, არაფერი. -ვიძახი და ვიღიმი. -წავიდეთ, ხო? ნახვა არ გინდათ? -ტასია თავს მიქნევს და ყველანი საავადმყოფოსკენ მივდივართ, მე კი ისევ იმაზე ვფიქრობ თუ სად წავიდა სათვალიანი ტიპი. *** თეთრი კედლები, ქიმიკატების სპეციფიკური სუნი და მოჩახჩახე ნათურები. თეთრ ხალათებში გამოწყობილი ექიმები და ექთანები და თვალებ გაფართოებული ადამიანები, რომელებსაც იმედი ჯერ ისევ არ დაუკარგავთ. მეზიზღება აქაურობა. მე სიბნელეს მივეკუთვნები ეს კი სინათლის საბრძანებელია, სადაც ჩემნაირების ადგილი არ არის. *** ტასიას და ეკოს ვუყურებ და ხმას ვერ ვიღებ. ვუყურებ და ვცდილობ გავიგო რა გავაკეთო. ისინი ამათ დაშორდნენ, შრეკმა კი ჩემთან ლაპარაკიც კი არ მოინდომა. ისე გამოგვიშვეს პალატებიდან ყველამ რომ ხმა არ გაგვცეს. ვიცი რომ გოგოებს პასუხები ჭირდებათ, მე კიდევ არ შემიძლია ვუთხრა თუ რა დავინახე. ვერ ვეტყვი, რადგან ეგ ჩემი გასაკეთებელი არ არის. ვიცი რომ ბიჭები ამას ჩვენ დასაცავად აკეთებენ, მაგრამ დაგვიცავენ კი ამით? თან ჩემ თავს თავი რომ დავანებოთ, ამათმაც იციან თავის დაცვის საბაზისო წესები. -რატომ? -კითხულობს ტასია ხმადაბლა და ხმა ებზარება. მისკენ ვიხედები და შესაბრალისი თვალებით ვუყურებ. -არადა, რამდენი რამე გააკეთე მაგათთვის, იმან კი ლაპარაკიც კი არ ინება შენთან. -იძახის გაცოფებული ტასია და ცრემლები მის სახეზე იკვლევს გზას. 'ტასია...' -სახლში წავიდეთ? -კითხულობს ნუკა და ეკოს და ტასიას სევდიანი თვალებით უყურებს. -ლუ, შენც ცუდად გამოიყურები. -მიჩურჩულებს ჩუმად. -რამე ხომ არ გჭირს? -არა, კარგად ვარ. -ვპასუხობ და ვიღიმი. მაგრამ იმანაც იცის და მეც რომ კარგად არ ვარ. იმის და მიუხედავად რომ ამისთვის მთელი ცხოვრება ვემზადებოდი, არ მინდოდა რომ როცა სისხლით პირველად შევიღებებოდი, ეს ჩემი მეგობრების წინ მომხდარიყო, და შემდეგ გასისხლიანებული ჩემ სხვა მეგობრებთან მივსულიყავი. არ მინდოდა ვინსმეს ასეთი ვენახე. -წავიდეთ რა. -იძახის ეკო და თავს ვუქნევ. სახლო, ტკბილი ჯოჯოხეთი. *** ვიღიმი, ვიღიმი, რადგან სხვა გზა არ მაქვს. ვიღიმი, რადგან ვიცი რომ სხვა შემთხვევაში მკვდარი ვარ. ლაშა ჩემ წინ დგას და მთელ ოთახში ბოლტას სცემს. თვალებში მარტო სიბრაზე აქვს გამოკვეთილი და ეჭვი მაქვს დიდი სიამოვნებით მომკლავდა, საშუალება რომ ქონოდა. ისე მოხდა რომ ყველაფერი მოუყვეს ლაშას, მარტო ლაშას არა სხვა მისნაირ მენტორებსაც, რადგან ეჭვი აქვს რომ ეს ერთ-ერთი ჩვენგანის გაკეთებულია, რადგან საქმე პროფესიონალურ დონეზე იყო, და ჩვენგან ერთადერთი მე ვარ მაგ დონეზე. როგორც კი ლაშამ ისტორია მოისმინე, ჩემი ხელწერა იცნო და ახლა მოკვლას მიპირებს. -რატო?! -მიყვირის და მაშტერდება, თვალები გაფართოებული აქვს და თვალს არ მაშორებს. ვაკვირდები და ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ. მისკენ ვიხედები და ვიღიმი, ჯანდაბა ოღონდ ახლა მე ეს დღე გადამატანინე და თუ გინდა აღარასდროს აღარ ვიზამ უნებართვოდ ასეთ რამეს. -სხვა გზა არ მქონდა. -ვიძახი ჩუმად და თავს დაბლა ვხრი, სხვა გზა არც მაქვს. ვერ მოვატყუებ, რომც მინდოდეს ვერ ვიზამ ამას, თან ვიცი რომ ბურტყუნსაც ვერ დავიწყებ ამიტომ მხოლოდ თავს ვაქნევ და სიმართლეს გამართულად ვიძახი. -რატომ ვითომ? -მეკითხება, ოდნავ შერბილებული ხმით და მიღიმის. ჯანდაბა ამას. -იმიტომ რომ ისინი ჩემი მეგობრები იყვნენ, გოგოებით დაემუქრნენ და თან რაღაცას მალავენ. -ვიძახი და ის მანიშნებს რომ გავაგრძელო მეც ყველაფერს ვუყვები, ისე რომ არცერთთან ჩხუბს არ ვტოვებ. -სათვალიანი გაიქცა, რაც მაფიქრებს იმას რომ შეიძლება ისიც გაწრთვნილი იყოს. -თავს მიქნევს. -მგონია რომ ბიჭები რარაც ცუდში გაეხვნენ და მინდა გავარკვიო რა არის ეს ცუდი. -არ უნდა დაგიჭირონ. -იძახის ლაშა ჩუმად და მაშტერდება. -არ უნდა იმოქმედო მანამდე სანამ ბრძანებას არ მიიღებ. -ისე მიყურებს თითქოს მე ვერ მხედავს. -მართალია, ასე უფრო აჩენ რომ უფრო ძლიერი ხარ, მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ეს მათ მოწონთ. -იძახის დაფიქრებით. -კი, მოწონთ ასეთები და შეიძლება უფრო მეტი დავალებაც მოგცენ, მაგრამ ასევე შეიძლება დაუფიქრებლად მოგკლან. -თავს ვუქნევ. ჯანდაბა ამას! -ვიცი, უბრალოდ ამ საქმეს ასე ვერ მივატოვებ. -თავს მიქნევს. -უნდა გავიგო რა ხდება. -თავს მიქნევს და გამომეტყველებით ვხვდები რომ თემა დაიხურა. -შენი დავალება მალე იქნება. -მეუბნება დუმილის შემდეგ, -მინდა რომ მზად იყო, არ უნდა დაიბნე, რადგან იმის და მოუხედავად რომ პირველია ადვილი მაინც არ იქნება. -ვიცი, ნუ ნერვიულობ. -თავს მიქნევს. და ყუმბარების ოთახისკენ მიდის. მეზიზღება ყუმბარები, განსაკუთრებით იდიოტური ყუმბარები, როგორებიცაა RGO თავდაცვითი ყუმბარა, სამაგიეროდ M84, ეგრეთწოდებული "ფლეშბენგი" არის მაგარი. ეჰ, არადა ჩემი ასაკის გოგოები სახეზე გაჯს იდღიბავენ და ჭორაობენ, მე კიდევ ყუმბარებს ვახარისხებ. -ფრთხილად! -მაფრთხილებს ლაშა და მეც თავს ვუქნენ. ამიტომაც მეზიზღება ყუმბარები, ძალიან ფრთხილად უნდა იყო, აფეთქება თ არ გინდა. *** ქუჩებში ისევ ბნელა, ისევ მოღრუბლულია და მთვარე არ ჩანს. სახლში დავრეკე და ვუთხარი რომ ისევ ტასიასთან ვიქნებოდი. ამიტომ ახლა ჩუმად მივაბიჯებ მარჯანიშვლიზე და ქვაფენილს ვაკვირდები. გარშემო ხმაურია, უამრავი ხალხი ირევა, მაგრამ მ ყველაფრის მიუხედავად მაინც მომაკვდინებელი, დამამძიმებელი სიჩუმეა. რადგან ბიჭებს სერიოზული არაფერი არ ჭირდათ მალევე გამოუშვებდნენ და ეჭვი მაქვს შეიძლება ქუცებშიც იყვნენ. იმ ქუჩებში, რომლებშიც მე დავდივარ და ვფიქრობ იმაზე თუ რაც გადამხდა, როგორ მოვხვდი ამ პროგრამაში, როგორ ვვარჯიშობდი, როგორ შევხვდი შრეკს და მის მინიონებს. როგორ ვაკოცე... პირველი კოცნა მაინც არ მახსოვს, მაგრამ როგორც კი წარმოვიდგენ, იმ წამსვე ჩემი სამყარო ნათელ ფერებში ეხვევა და მუცელში ვერტალიოტისხელა პეპლები იწყებენ ფარფატს. მინდოდა შრეკთან მელაპარაკა, მეთქვა ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი, რასაც ვგრძნობდი. მაგრამ მან ამის საშუალება არ მომცა. არ მომცა იმის უფლებაც კი რომ მასთან ახლოს მივსულიყავი, თითქოს რაიმე სახის დაავადება ვყოფილიყავი, პარაზიტი რისი მოშორებაც საჭიროა. -----მოგონება---- -შეიძლება? -კარებზე ვაკაკუნებ და ფრთხილად ვაღებ რომ შიგნით შევიხედო. საწოლზე შრეკი წევს და ჭერს აშტერდება თვალებ გაფართოებული. -დამიანე. -მის სახელს ნელა წარმოვთქვავ და ისიც ჩემკენ იყურება. -გადი. -იძახის უხეშად და სიძულვილით სავსე თვალებით მიყურებს. პირს ვაღებ რომ რამე ვთქვა მაგრამ არ მაცლის. -გადი და არასდროს აღარ მოხვიდე. არ მინდა შენთან ურთიერთბა, მომბეზრდი. ____მოგონების დასასრული____ ვცდილობ ჩემი თავი დავარწმუნო რომ ეს ყველაფერი ჩვენ ს=დასაცავად იყო, მაგრამ ამას ვერ ვახერხებ. ყოველ ჯერზე როცა მახსენდება გული ტკივილით მევსება და გაგლეჯვას ლამობს. ვიცი რომ მე აღარაფერი აღარ შემიძლია, იმის გარდა რომ ველოდო. ველოდო ყველაფერი თავისით როგორ დალაგდება. მაგრამ ვიცი რომ შეიძლება ლოდინი სამუდამომდ მომიწიოს. ვიცი რომ ისინი მალევე დაგვივიწყებენ, ბექას გარდა, რომელიც ჩვენ კლასშია. ალბათ ან სკოლიდან გადავა ან თავს აგვარიდებს, მაგრამ ამ წამს ამას ჩემთვის მნიშვნელობა აღარ აქვს. ეს ყველაფერი ორი დღის წინ მოხდა. ვცდილობ გონებიდან ყველაფერი გავდევნო, ჩემო მომავალი მისიის გარდა, მაგრამ არ გამომდის. მინდა გავარკვიო სინამდვილეში რა ხდებოდა, ვინ იყო სათვალიანი ტიპი და რა უნდოდა შრეკის, ინდაურის (თოკო), ტრისტანის (ბექა), და სხვებისგან. მინდა რომ გავარკვიო და დავეხმარო. მაგრამ ისიც ვიცი რომ მე ამის უფლება აღარ მაქვს. მაგრამ როგორს "კაპიშონიანს" შემიძლია პასუხები რომ მოვთხოვო თითოეულ მათგანს. მაგრამ დაკვირდებით უნდა ამოვირჩიო ჩემი მსხვეპრლი, უნდა გავთვალო რომელი იქნება ნაკლებად ჭკვიანი რომ ჩუმად იყოს. მიშო და ლეო ავტომატიურად ითიშებიან, რადგან ისინი ასე რომ ვთქვათ სასტავის ტვინები არიან. ასევე შრეკიც და ბექაც, რადგან მათთან ამას უბრალოდ ვერ შევძლებ. რჩებიან თოკო, ლუკა და გეგა. გეგას ტვინის შერყევა აქვს, ამიტომ მეეჭვება იმ ცემის მერე თავისი სახელი მაინც ახსოვდეს. ლუკა დეპრესიაში იქნება და აავდება, რაც თოკოს მიტოვებს. თოკოსთვის კი საჭირო მხოლოდ სასმელია, ბევრი, ბევრი სასმელი. *** -მოხვედი? -მეკითხება მიმკვდარი ხმით ტასია და ჩემკენ იხედება, მე კი ვუღიმი და თავს ვუქნევ. -გინდა დასეირნება? -მეკითხება მოულოდნელად და მე ისევ თავს ვუქნევ. ეკო და ნუკ სახლში გუშინ წავიდნენ და მარტო მე და ტასო დავრჩით. ტასიას თავისიანებთან წასვლა არ უნდა, მე კი არ მინდა რომ მარტო დავტოვო. -წამო. -ვეუბნები და ჩანთას ვიღებ. 17. პლეხანოვის ქუჩებში ჩუმად დავდივართ და ხმას არცერთი არ ვიღებთ. ორივენი ჩუმად ვართ და გარშემო ხალხს ვაკვირდებით. ხალხს, რომლებსაც ვკიდივართ. მათ სახეებს ვაკვირდები და მინდება რომ ვცემო, დავასახიჩრო და ხმა აღარ გავცე. გავიქცე. მინდა რომ გავიქცე, შორს, რაც შეიძლება შორს. -რაზე ფიქრობ? -მეკითხება ტასია ჩუმი ხმით, მე კი მისკენ ვიყურები და ვაშტერდები. არ ვიცი რა ვუთხრა, რა არა და რატომ. ვერ ვხვდები რატომ გავყავი ამ ყველაფერში თავი, როგორ აღმვჩნდი აქ და საერთოდ რას ვაკეთებ. დავიბენი. ცხოვრებაში პირველად დავიბენი. დავინები რადგან არ ვიცი რა გავაკეთო. დავიბენი, რადგან მომავალი მაშინებს. მაშინებს ის ფაქტი რომ არ ვიცი რა მოხდება, რა არა და საერთოდ აქ რას ვაკეთებ. -არაფერზე. -ვპასუხობ ჩუმად. ისევ ერთი ტყუილი. ტყუილი, რომელზეც პასუხს არავინ არ მომთხოვს. და ანდაც რომელ ტყილზე ან საქციელზე მოუთხოვიათ პასუხი? არცერთზე... ყოველთვის ყველაფერი გამდიოდა და მეგონა რომ მასე უნდა ყოფილიყო. ახლაც როცა ყველაფერი გამდის რაც მინდა თავს ცუდად ვგრძნობ. ცუდად, რადგან ვიცი რომ ეს არასწორია. -ლილე. -მეძახის ტასია და მისკენ ვიყურები. თვალები მოჭუტული აქვს და მაშტერდება. -რაზე ფიქრობ? ვიცი რომ მასეთი სახით არაფერზე არ იფიქრებდი. -ყველაფერზე. -ვეუბნები ხმადაბლა. -ცხოვრებაზე. -დაკვირვებით მიყურებს, მე კი ისევ ვიღიმი. ვიღიმი ისე რომ არ შევიმჩნიო ყველაფერი, ტკივილი, ეჭვები და სხვა რაღაცეები. -ყველაფერზე ვფიქრობ. მაგრამ, თან არაფერზე. -გასაგებია. -იძახის და თავს მიქნევს. ვიცი რომ ჩემგან ასეთ პასუხს არ მოელოდა. არ მოელოდა რომ რამე ასეთს ვიტყოდი. არ მოელოდა რომ სიმართლეს ვეტყოდა. ყოველთვის ასეა, მე სიმართლეს არასდროს არ ვიძახი. ჩაბნელებულ ქუჩებს ვუყურებ, ლამპიონებით განათებულს. ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, რომელზეც რატომღაც ვარსკვლავები აღარ ჩანს. ერთმანეთში არეული სახეები და სახის გარკვეული ნაკვთები, რომლებიც მამახსოვდება. რამდენს ეშინია ჩემსავით? ნუთუ მარტო მე ვარ ასეთი? ისეთი რომელსაც ეშინია? რომელსაც გაქცევა უნდა? მარტო მე ვარ ასეთი? მაგრამ მარტო მე ვარ ისეთი რომელსაც მოკვლა მოუწევს. მოკვლა იმისთვის რომ თვითონ გადარჩეს. მოკვლა იმისთვის რომ ვალი მოიხადოს, მოკვლა იმისთვის რომ სხვებს ღამე მშვიდად ეძინოთ. მოკვლა იმისთვის რომ რამე კარგი გააკეთოს. -ლილე, ითიშები. -მეუბნება ტასია და თავს ვუქნევ, ვეთანხმები, რადგან მართლა მასეა. -მოხდა რამე? -თავს ვაქნევ, არ მინდა რომ ვუთხრა სიმართლე. არ მინდა ვუთხრა რომ მოკვლა მომიწევს. -ლილე? -მესმის ჩურჩული და ბავშვების ჯგუფისკენ ვიყურები, რომლებიც მე არც კი მიყურებენ. ისინი კი ჭორაობას აგრძელებენ. -შენც გაიგონე? -მეკითხება ტასია და თავს ვუქნევ. -ბევრი ლილეა, მე არ ვიქნებოდი. -ტასია თავს მიქნევს და გზას ვაგრძელებთ, მაგრამ უცებ ტასია ჩერდება და მეც მის მზერას თვალს ვაყოლებ. ჩვენ წინ ბექა, თოკო, ლუკა, ლეო, გეგა, მიშო და შრე-დამიანე დგანან. ჩვენკენ იყურებიან და თვალები ტკივილით აქვთ სავსე. მაგრამ რასაც ვხედავ იმაზე უარესია თუ რაც გააკეთეს. კალთაში გოგოები უზიან და იდღლოშნებიან. ვუყურებ, როგორ გვიყურებენ და თან სხვებს როგორ კოცნიან. ვუყურებ დამიანეს და გულში რაღაც მწყდება. ტკივილისგან თვალთ მიბნელდება და ვშეშდება. -წამო, წავიდეთ. -ტასია ჩემზე ადრე მოდის გონს და გვერდზე მიმათრევს, მე კი ისევ მათ ვუყურებ, ადამიანებს რომლებიც მეგობრები იყვნენ, და ადამიანს რომელიც მიყვარს. ვუყურებ და ვხვდები რომ გულის გატეხვის მიუხედავად მინდა რომ ბედნიერი იყოს. მინდა რომ იცინოს და მინდა რომ უყვარდეთ. -სახლში წავიდეთ. -კაი. -ვეუბნები და ტასიას მივყვები. თვალებს ვხუჭავ და ვიღიმი. ვიცი რომ დღეს უკანასკნელი დღე იყო როდესაც დამიანე ვნახე. ვიცი რომ ხშირად ვეღარ ვნახავ და ვიცი რომ მალე ყველაფერი შეიცვლება, სხვებისთვის თუ არა ჩემთვის მაინც. *** -უფრო სწრაფად! -მიყვირის ლაშა და მაიძულებს კედელზე თავიდან ავცოცდე, ოღონდ ამჯერად ისე სწრაფად რომ 30 წამში ჩავეტიო. კუნთებს თითქმის ვეღაც ვგრძნობ და ხელები მიკანკალებს, ფეხები მტკივა იმ 40 წრის გამო რისი შემორბენაც მომიწია. ამ ყველაფრის მიუხედავად ლაშაზე არ ვბრაზობ, ის ამას იმისთვის აკეთებს რომ მისიაზე არ მოვკვდე. -დავისვენოთ. -ვეუბნები და ძირს ვეცემი. ვიცი რომ მეტი აღარ შემიძლია. თან მშია და მეძინება. თავში კი ისევ დამიანე მიტრიალებს. -ნერვიულობ? -მეკითხება ლაშა და მიღიმის, მე კი თავს ვუქნევ. -ნუ ნერვიულობ, არაფერია საშიში. პირიქით, უნდა ცადო რომ არ ინერვიულო. თავს ვუქნევ და ვეთანხმები. ვიცი რომ ნერვიულობა ერთადერთი ხელს შემიშლის და შეიძლება მომკლას კიდევაც. ჯანდაბა ძალიან მინდა ცხოვრება. -არის რამე ახალი? -ვეკითხები და თავს მიქნევს. ამ წამს მთლიანი სამყარო წყდება და წყვეტს არსებობას. თითქოს სამყარო ჩემ გარშემო აღარ არსებობს. თითქმოს მარტო მე ვარ დარჩენილი. -რა? -ძლივს ვახერხებ კითხვას, ლაშა დგება და გვერდიტა ოთახში გადის, ორი წუთის შემდეგ კი ფაილით ხელში ბრუნდება. როგორც ჩანს თოკოს მოცდა მოუწევს, კიდევ ერთი დღით, შემდეგ კი აუცილებლად მივაკითხავ რომ პასუხები გავიგო. ფაილს მიწვდის და მეც ფრთხილად ვშლი და კანკალით ვიყურები. სახელი : აკაკი გვარი : ცინცაძე ასაკი : 64 მის სურათს ვუყურებ და თითოეული ნაკვთის შესწავლას ვცდილობ. დიდი ბოროტი ყავისფერი თვალები, გაჭაღარავებული, ნაცრისფერი თმა, რომელიც ალბათ როდესმე ყავისფერი ან შავი იყო. -ეგ სერიოზულია. -ჩუმად იძახის ლაშა და ფაილში იყურება. -მის გამო უკვე ორი აგენტი მოკვდა. -თავს ვუქნევ და დამატებით ინფორმაციასში ვიხედები. თან მუდამ ყავს მინიმუმ ექვსი დაცვა, საუკეთესოები საუკეთესოებს შორის. დანარჩენი ხუთი კი მოშორებიდან უყურებენ და თვალს ადევნებენ. ამ კაცის სურათისკენ ვიყურები კიდევ ერთხელ, ის დღეს საღამოს უნდა მოვკლა. არ ვიცი ეს როგორ გავაკეთო, თან ისე რომ პროცესსში მე ერთი ნაკაწრიც არ მქონდეს მიღებული. თავს ვაქნევ და ფაილს ვხურავ. -მზად ხარ? -მეკითხება ლაშა და თვალებში მიყურებს. -რადგან შენი პირველი მისიაა შემიძლია გამოგყვე. -თავს ვაქნევ და ნაზად ვუღიმი. -არ მინდა. -ისევ ვიღიმი. -ვიცი რომ გამომივა, მართლა, ნუ ნერვიულობ. -თავს მიქნევს და მანიშნებს რომ უკან გავყვე, თვითონ კი იარაღების ოთახისკენ მიდის. ამ ოთახში არასდროს არ ვყოფილვარ და როცა ახლა შევდიარ სული მეხუთება. ამდენი სასიკვდილო იარაღი ერთად არასდროს არ მინახავს. ერთ კედელზე სასროლი იარაღები, თოფები, რევოლვერები, შაშხანები და ტყვიამფრქვევებია, მეორეზე დანები, მესამეზე ყუმბარები და მინი-რაკეტები, ხოლო მეოთხეზე ჩემთვის განკუთვნილი ფორმაა. გრძელი მოტკეცილი შავი შარვალი, სარბენად განკუთვნილი შავი ჩექმები, შავი გრძელმკლავიანი მაიკა და შავი კაპიშონიანი ჟაკეტი. ლაშასკენ ვიყურები და თავს ვუქნევ, რითაც ვანიშნებ რომ უკვე მზად ვარ. ეღიმება, ბოლოს და ბოლოს მის ხელში გავიზარდე. ჩემზე 13 წლით დიდია და უფროსი ძმის როლს იდეალურად ერგება. -დარწმუნებული ხარ რომ მზად ხარ? -მეკითხება კიდევ ერთხელ მე კიდევ მის საქციელზე მეღიმება და თავს ვუქნევ. -კაი, გავალ რომ გამოიცვლი დამიძახე და შემოვალ რომ იარაღები მოგცე. ისე რომ პასუხის გაცემის საშუალებას არ მაძლევს ოთახიდან გადის და მარტო მტოვებს. ვიცვლი და იქნევ მდგომ სარკეში ვიყურები. თმას მაღლა ცხენის კუდად ვიწევ და მზად ვარ. სახეზე კი მასკას ვიკეთებ რომ ვერავინ ვერ მიცნოს, თავზე კი კაპიშონს ვიფხატებ. -შემოდი. -ვეძახი და ლაშაც შემოდის. ჩემ დანახვაზე ეღიმება და იარაღების მოცემას იწყებს. **** სიბნელე. ბევრი მიზეზის გამო არ მიყვარს, მაგრამ ის ასევე ჩემი ერთადერთი მოკავშირეა, რომელიც მე მეხმარება. თვალებს ვხუჭავ და ღრმად ვისუნთქავ. ერთ-ერთ შენობას ვარ ამოფარებული და ველოდები როდის მოვა ბატონი აკაკი თავისი მანქანით. ვაპირებ რომ შორიდან ვესროლო და წავიდე. შავი მერსედესი რესტორნის წინ ჩერდება და იქიდან დაცვით გარშემორტყმული ბატონი აკაკი გადმოდის. მისთვის სროლა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ მაინც უნდა მოვახერხო. აკაკის სამიზნეში ვიღებ და ვუმიზნებ, სუნთქვას ვწყვეტ და წამით მთელ სამყაროს ვაქრობ, მაგრამ შემდეგ ამოსუნთქვასთან ერთად მას თავის ქალას ვუხვრეტ. როგორც კი აკაკის უსულო სხეული მიწას ეცემა მე სირბილს ვიწყებ და ღამის ჩრდილებს ვერწყმი. *** -ლილე! როგორ ხარ? -ჩემი უმცროსი ძმა წინ მიდგება და მიღიმის. ის ჯერ ოთხი წლის არის და ვერც კი აცნობიერებს რომ სახლში მკვლელი ყავს სერტიფიკაცირებული მკვლელი, რომელსაც ამის უფლება კანონით აქვს მონიჭებული. -კარგად ბასი შენ? -ვუღიმი და ხელში ამყავს. -რატო არ იყავი სახლში? -მეკითხება და თავის გრძელ წამწამებს ახამხამებს. მაგრამ მე პასუხს არ ვცემ. 'რატო არ იყავი სახლში?' ეს კითხვა მეც მაწუხებს, რატომ არ ვიყავი სახლში? რატომ ვიყავი ქუჩაში და ვკლავდი? რატომ ვარ არჩევანს მოკლებული? -შენი დაძინების დროა, ბას. -ვეუბნები ნიკას და ვეხუტები, დედაჩემთან მიმყავს, რომელიც სევდიანად მიყურებს და ვუღიმი. -დააძინე, გვიანია. -ნიკას მართმევს და თავს მიქნევს. მასთან ბოლოს წესიერად როდის ვილაპარაკე არ მახსოვს, რაც არ მიკვირს ჩემ არანორმალურ რეჟიმს თუ გავითვალისწინებთ. და მაინც რატომ ხდება ასე? რატომ ვიყავი ამორჩეული მე მილიონში? რატომ მე და არა მაგალითად ჩემი მეზობელი ანა? რა პრინციპით არჩევდნენ ბავშვებს და რა უფლებით ართმევდნენ არჩევნის საშუალებას? რატომ წამართვეს მე ამის საშუალება? 18. დ ა მ ი ა ნ ე იმ ადამიანზე ფიქრი არ მასვენებს ვინც მაშინ ორჯერ გადაგვარჩინა სიკვდილს. ისევ მასზე ვფიქრობ, როგორ უემოციოდ ატეხდა თითებს ერთ-ერთს, როგორ აწამებდა და სისხლ შემხმარი როგორ იღიმოდა. მის კაპიშონში და მასკაშიც კი ვარჩევდი მის სიამოვნებით მოგვრილ ღიმილს. თითქოს ის ასე თავის სტიქიაში იყო, თითქოს ამის გარდა მთელი ცხოვრება სხვა არაფერი არ უკეთებია. თითქოს ის მოკვლისთვის იყო შექმნილი. მე ისევ იმ წამზე ვფიქრობ, როდესაც გაქვავებული ლილეს მზერა დავიჭირე, როცა ის პალატიდან გავაგდე და როცა მას გული გავუტეხე. ისევ მასზე ვფიქრობ და გონებიდან ვერ ვიგდებ იმ აზრს რომ არასწორად მოვიქეცით. მაგრამ ჩვენ მათი დაცვა გვინდა დემეტრეს და მათი მეგობრებისგან. თვით კაპიშონიანისგანაც კი. არ გვინდა რომ მათ როდესმე ვინმე შეეხოს, როდესმე რამე დაემუქროთ ჩვენ გამო. არ მინდა რომ დაშავდნენ. მაგრამ ამის მიუხედავად მაინც არ მასვენებს ის მოსაზრება რომ რაღაც ხდება, რომ მე მათ უნდა ვენდო, რომ არასწორად ვიქცევი რომ მათთან ერთად უნდა ვიყო. მაგრამ ასევე ვიცი ისიც რომ თუ მათთან ერთად ვიქნები მაშინ საფრთხეში ჩავაგდებ. მე კიდე, და არა მარტო მე, ვერ ჩავაგდებ მათ სიცოცხლეს საფრთხეში. ლილე ზედმეტად ძვირფასია ჩემთვის რომ რამე დავუშავო. რომ ჩემ გამო რამე დაუშავდეს. რომ მისი უბედურების მიზეზი მე გავხდე. მაგრამ იმ ტკივილის მიზეზი მაინც მე ვარ, იმ ტკივილის რომელიც მისმომწვანო თვალებში დავინახე. ვიცი რომ მალე გაუვლის, მალე დამივიწყებს და ჩემ მოგონებას ქარს გააყოლებს, მაგრმ ის რომ მე მისი წამიერი ტკივილის მიზეზი მაინც გავხვდი შიგნიდან მწვავს და მკლავს. -ლილეზე ფიქრობ? -პირდაპირ მეკითხება მიშო და მიყურებს. მე კი თავს ვუქნევ, ანდა სხვა რისი გაკეთება შემიძლია? -არ გინდა დაელაპარაკო და ყველაფერი აუხსნა? -მას მერე რაც გუშინ დაინახა? -ვეკითხები და ცალ წარბს ვწევ. -მეეჭვება ჩემი მოსმენა მაინც მოისურვოს. ვფიქრობ დამინახავს თუ არა გაიქცევა, ან სახეში ისეთს გამარტყავს რომ გონზე ვერ მოვალ. -მეღიმება და მიშოც თავს მიქნევს. -მეც მენატრება. -მიღიმის და აგრძელებს, როცა ჩემ გვერდულ გამოხედვას ამჩნევს. -მეგობრულად რათქმაუნდა. ჩემთვის დასავით იყო და მენატრება მისი ბავშვური გამოხტომები და მასეთი რაღაცეები. თავს ვუქნევ, ვიცი რასაც გულისხმობ, ეგ მეც მენატრება. მენატრება მისი ბავშვური გამოხტომები, სიჯიუტე და ტვინიკოსობა. მისი პერსონაჟების სახელები და ღიმილი, რომლიტაც იღიმოდა ყოველ ჯერზე როცა თავს უხერხულად ან არა კომფორტულად გრძნობდა. ვფიქრობ ამ ყველაფერზე და ვიღიმი, ვიღიმი იმიტომ რომ სხვა არაფერი არ შემიძლია გავაკეთო. არაფერი ღიმილის გარდა. -მინდა მასთან ლაპარაკი. -ჩუმად ვიქყებ და მიშოც ჩემკენ იყურება. -მაგრამ ვიცი რომ აზრი არ აქვს. ვერ ვეტყვი რომ ის მიყვარს და მერე რომ მასთან ყოფნა არ მინდა. სიმართლის თქმაც არ მინდა, რადგან ვიცი რომ ეს უარესად გააბრაზებს. თავს მიქნევს, ხმას არ იღებს და ფიქრობს. მიშოსკენ ვიყურები და მის შორეულ მზერას ვამჩნევ. მზერას რომელიც მაშინ აქვს, როდესაც რამეზე ფიქრობს. -ეჭვი მაქვს ადრე თუ გვიან შერიგდებით. -მეუბნება ხმადაბალი, მაგრამ მომღმარი ხმით და თავს ვუნევ, მეც მაგის იმედი მაქვს. 19. მეზიზღება ღამე და ის ბინძური საიდუმლოებები, რომლებსაც ის მალავს. თოკოს ფანჯარასთან ფრთხილად ვიპარები და ვრწმუნდები რომ კარგად ვარ დაფარული, შემდეგ ფანჯარაში ფრთხილად ვძვრები და თოკოს საწოლთან ვჩერდები. ფრთხილად ვეხები და ვაღვიძებ. როგორც კი მხედავს ფეხზე ხტება და მაშტერდება. შიშისაგან თვალები გაფართოებული აქვს და კანკალებს. -ვინ ხარ?! -მეკითხება გაბრაზებული ხმით და ცდილობს შიში დამალოს. მე მხოლოდ თავს ვაქნევ. -არავინ ისეთი. -ვიძახი ჩუმად და ვცდილობ უარესად არ შევაშინო. -კითხვები მაქვს და გირჩევნია მიპასუხო. -თავს ფრთხილად მიქნევს და საწოლზე ჯდება, თვალები შესიებული აქვს და ეტყობა რომ ტიროდა. -რატომ დაგზდევდათ ის ბიჭი და ვინ არის? -დემეტრე ქვია. -იძახის თოკო დაფიქრებით. -მგონია რომ უნდა გენდო და მაგიტომ გიყვები. -ამატებს და შემდეგ უკვე მოყოლას აგრძელებს. -ადრე ასე რომ ვთქვათ ცუდ საქმეებში ვიყავით გახვეული და იქიდან შემორჩა. გვინდოდა თავი დაენებებინა ჩვენთვის და ამისთვის ჩხუბი მოგვიწია, მაგრამ შენ დაგვეხმარე და ამიტომ ისინიც კარგად იცემნენ. -თავს ვუქნევ და ვანიშნებ რომ გააგრძელოს. -მაგრამ ყველაფერი სხვანაირად შემოტრიალდა. -რა საქმეებში იყავით გახვეული? -ვეკითხები მკცრი ხმით. -ნარკოტიკები, მოსაწევები და მასეთი რარაცეები. -თვალები მიდიდება. ჩვენ სხვადასხვა მხარეს ვართ? თუ ვიყავით? მე მათნაირების მოკვლა მიწევს, ისინი კი ერთ-ერთი მათგანი იყვნენ. -გასაგებია. -თავს ვუქნევ და ოთახის ფანჯრიდან ისე ვხტები რომ მას აღარ ვუსმენ. ____მოგონება_____ -რისი კეთება მომიწევს? -ვეკითხები ლაშას და ვუყურებ გაფართოებული თვალებით, კიდევ არ მინდა იმის დაჯერება რომ მოკვლა მომიწევს. -მოკვლა, ცუდი ადამიანების მოკვლა. -მეუბნება ხმადაბლა და მიღიმის. -ექვსი წლის ბავშვითსვის შედარებით ჭკვიანი ცანხარ. -მეუბნება და თავს ვუქნევ, მასთან უკვე ორი წელია ვვარჯოშობ და ისევ არ მჯერა. -და თუ ჩემი მეგობარი აღმოჩნდა ცუდი ბიჭი ან გოგო? -ვეკითხები ხმის კანკალით. არ მინდა რომ ჩემი მეგობარი მოვკლა. -მაშინ მისი მოკვლა მოგიწევს. -მეუბნება ხმადაბლა. -ყველას აქვს საბედისწერო ნაბიჯი გადასადგმელი. თუ მასე მოხდება მაშინ მისი მოკვლა მოგიწევს, მისი განადგურება და ამით ბევრის ცხოვრების გადარჩენა. -თავს ვუქნევ, მაგრამ იმის წარმოდგენაზე რომ შეიძლება მეგობრის მოკვლა დამჭირდეს მაჟრჟოლებს. ------მოგონების დასასრული------ ქუჩაში ტროტუარზე ვზივარ და ვფიქრობ. მაგრამ თოკომ ხო თქვა ადრე ვიყავითო, ანუ წამოვიდნენ, რაც ნიშნავს იმას რომ მე მათი მოკვლა არ მომიწვეს. იმედია არ მომიწევს. მე მათ ვერ მოვკლავ. გული როგორც არ უნდა ეტკინათ, ისინი ჩემთვის მაინც მეგობრები არიან და მე მათ ვერ მოვკლავ. -რატომ ზის შენნაირი ლამაზი გოგო, ასე ქვიან ქუჩაში? -ვიღაც ნასვამი ტიპი წინ მიდგება და ხელების ფათურს იწყებს, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მისი ნერვები არ მაქვს. -თავი დამანებე. -ვპასუხობ მკვლელის ხმით და სადისტურად ვიღიმი, მაგრამ ის მაინც არ მშორდება, პირიქით უფრო ცდილობს მოტმასნებას. ამაზე ვმწარდები და სახეში მუშტს ვარტყავ, რის შედეგადაც ითიშება. ნაძი*ალა. That what you get for Loving a bad boy, honey. *** საწოლში ვწევარ და ვფიქრობ. ფიქრობ, რადგან სხვა არაფერი არ მაქვს გასაკეთებილი ვფიქრობ ცხოვრებაზე და სხვა ყველაფერ დანარჩენზე. -----მოგონება----- -სწრაფად! -ყვირის ლაშა და მაიძულებს უფრო სწრაფად ვირბინო. მაგრამ ჩემ პატარა ფეხებს მეტი სწრაფად აღარ შეუძლია. ვკანკალებ, მაგრამ გაჩერების უფლება არ მაქვს. ჯერ ვერ გავჩერდები. თვალები ცრემლებით მევსება და ვიცი რომ მალე გული წამივა. ტირილი მინდა, მინდა ძირს დავჯდე და მეც სხვა ჩემხელა ბავშვებივით ტირილი დავიწყო, რომ ნატკენზე მაკოცონ და მითხრან რომ მალე გამივლის. მაგრამ ჩემ შემთხვევაში მასე არასდროს არ ხდება. არასდროს არავინ არ მოსულა და არ უთქვამს რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ გამივლიდა. ყოველთვის პირიქით იყო. ჭროლობას მარილს აყრიდნენ და ცდილობდნენ ტკივილის ამტანობა მაღალი მქონოდა. ტკივილს უფრო მიმატებდნენ და არასდროს, არასდროს არ უთქვამთ რომ მეც მალე გამივლიდა. -სწრაფად! -დანა ჩემ გვერდზე მიფრინავს და ლოყას მიკაწრავს. ეული ცრემლი ლოყაზე ჩამომდის, მაგრამ მალევე ვიწმინდავ და დანარჩენ ცრემლებს უკუვაგდებ. უკუვაგდებ მთლიან სამყაროს ჩემ ირგვლივ და თვალებს ვხუჭავ. მივბივარ, იმდენად სწრაფად რამდენადაც შემიძლია. მივბივარ და მთელ სამყაროს უკან ვიტოვებ. მივბივარ და უკან არ ვიხედები. მე ამას შევძლებ. მოულოდნელად ტკივილი ზურგზე მივლის და მიწაზე სახით ვეცემი. თვალები ისევ მიცრემლიანდება და პირში სისხლის მეტალურ გემოს ვგრძნობ. მაღლა ვიხედები და გაბრაზებულ ლაშას ვხედავ, რაც მატყობინებს რომ კიდევ ერთხელ ვერ შევძელი. -უკვე მკვდარი იქნებოდი.- მეუბნება და ისე რომ არც მეკითხება როგორ ვარ მიდის. მე ისევ მიწაზე ვარ გაშოტილი და მის მიმავალ ზურგს ვუყურებ, ვუყურებ და ვიმედოვნებ რომ შემოტრიალდება და დამეხმარება. მაგრამ იმედები მიცრუვდება და ოცნება ოცნებად რჩება. ლაშა კი მალევე ქრება ჩემი თვალთახედვიდან. ფეხზე კანკალით ვდგები და გახეთქილი ტუჩიდან სისხლს კანკალით ვიწმინდავ. ერთხელაც დავუმტკიცებ რომ მეც რაღაცად ვღირარ. _____მოგონების დასასრული______ ფეხზე ვდგები და ოთახში ბოლთის ცემას ვიწყებ. ვერაფრით ვერ ვწყნარდები და ნერვები მეშლება. ისევ ბიჭებზე ვფიქრობ და მათ წარსულზე. და რაც მტავარია დემეტრეზე. ვინ არის? ფიქრებიდან კარებზე კაკუნს გამოვყარვარ და კარებს ფრთხილად ვაღებ, იქ კი ჩემი პატარა ძამიკო, ნიკუშაა, რომელსაც სათამაშო დათვი ყავს ჩახუტებული. ფანჯრისკენ ვიხედები და ვხედავ რომ ელავს. არც კი შემიმჩნევია. -შეიძლება მოვიდე? -კითხულობს აცრემლებული ხმით და მეც თავს ვუქნევ, ის კი მეხუტება, შემდეგ კი საწოლში წვება და საბნის ქვეშ იმალება. მეღიმება და მის გვერდზე ვწვები და ვეხუტები. -ნუ გეშინია. -ვაწყნარებ და მასაც ნელ-ნელა ეძინება. ნიკუშას ვუყურებ და იმ დროზე ვფიქრობ როცა მეც ოთხი წლის ვიყავი. ზუსტად მაშინ დაიწყო ჩემთვის ყველაფერი. მაშინ გავიცანი პირველად ლაშა და მაშინ დავიწყე ვარჯიში. თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ მაშინ დამთავრდა ჩემთვის ბავშვობა. არ მინდა რომ ნიკუშასაც იგივე დაემართოს როდესმე. არ მინდა რომ როდესმე გული ატკინონ. როდესმე წაართვან უმანკოება და როდესმე ისიც ჩემნაირი მკვლელი გახადონ. ცივ-სისხლიანი მკვლელი, რომელმაც მოკვლის გარდა სხვა არაფერი არ იცის. 20. კიდევ ერთი დავალება. ამჯერად არც ისეთი ადვილი როგორც წინა. კიდევ ერთი მკვლელობა, მაგრამ ამჯერად ისე უნდა მოვკლა რომ არ დავხვრიტო, თავი არ დავუზიანო და არც ტანი, არც მოწამვლა არ შემიძლია. რაც ერთადერთი მიტოვებს იმას რომ ყელი გამოვჭრა. ეს კი არ ვიცი უსაფრთხო დისტანციიდან როგორ გავაკეთო. ჯანდაბა ამათ. -შეძლებ? -მეკითხება ლაშა და მიყურებს. ხანდანხან ასეთ სიტუაციებში მგონია რომ ის ჩემზე ნერვიულობს. მაგრამ მერე ვაცნობიერებ რომ უბრალოდ არ უნდა რომ მისია ჩავაფლავო. ეს ხომ მასზეც ცუდად მოქმედებს. -ნუ ერვიულობ ჩემზე. -ვეუბნები და გვერდზე ვიყურები, თვალს ვარიდებ რომ თავიდან ყველა ის უსიამოვნო მოგონება ავირიდო. ოთახში შევდივარ და ვემზადები, ნებისმიერი შემთხვევისთვის კი P-9ს ვიღებ და ლაშასთან გავდივარ. -რა გეგმა გაქვს? -მეკითხება და თვალებში მიყურებს. მე ვალდებული ვარ ჩემი გეგმა გავაცნო და თუ არ მოეწონება მაშინ მის გეგმას გავყვე. ბოლოს და ბოლოს მას ჩემზე მეტი გამოცდილება აქვს. -საღამოს შევიპარები და ძილში გამოვჭრი ყელს. -თავს მიქნევს მოწონების ნიშნად. -ცადე ძალიან არ დაისვარო. -თავს ვუქნევ, ეგ ისედაც ვიცი. იქიდან სახლში მინდა პირდაპირ წასვლა და არ მინდა რომ ნიკუშამ სისხლში ამოსვრილი მნახოს. -იქიდან აქ მოდი. -თითქოს ჩემ აზრებს კითხულობს ისე მეუბნება. -პირდაპირ აქ. -თავს ვუქნევ. ეს უკვე ბრძანებაა და მომიწევს ბრძანებას დავემორჩილო. შენობიდან ისე გამოვდივარ სხვას არაფერს არ ვიძახი. იმ კაცის სახლისკენ მივდივარ და ნამუსი მაწუხებს. მისი ცოლიც რომ იქ იყოს? ბავშვები რომ ყავდეს? მე ხომ მათ ობლებს ვტოვებ. მაგრამ მერე მახსენდება ყველაფერი რაც გააკეთა. მახსენდება მკვლელობები, რომლებიც ჩაიდინა, ნარკოტიკები რომლებიც ხალხს ჩუმად მიყუდა და ასე შემდეგ. შეიძლება სწორი არ არის მისი მოკვლა, მაგრამ მე სხვა გამოსავალი არ მაქვს. ხალხის შორის მივდივარ, ისინი ი ყურადღებას არ მაქცევენ. ყურადრებას არ აქცევენ გოგოს, რომელსაც სახე არ უჩანს. აგურის სახლის წინ ვჩერდები და სუნთქვას ვიკრავ. თვალებს ვხუჭავ და ამოსუნთქვასთან ერთად ვახელ. სახლზე შემოხვეულ სუროზე ფრთხილად ვძვრები და რადგან ფანჯარა ჩაკეტილია, ვამტვრევ. ვიცი რომ ეს არასასურველ ყურაღებას მიიპყრობს, მაგრამ მე ბევრი დრო არ მაქვს. კაცს ეღვიძება და შეშინებული სახით მიყურებს, მაგრამ ის მე ვერ მხედავს. თვალები დანისლული აქვს შიშისგან და კანკალებს. -შენზე ბევრი მსმენია. -იძახის საბოლოოდ როცა ამისთვის სიმამაცეს იკრებს. -მაინც რა? -ვეკითხები ცნობისმოყვარეობით და ვუღიმი. -უსახო სიკვდილს გიწოდებენ. -მეუბნება და ფეხზე დგება, მე კი ვიღმი. 'უსახო სიკვდილი', ჰაჰ? ცუდი სახელი არ არის. მეც კი ვერ მოვიფიქრებდი უკეთეს. კარების მეორე მხრიდან ნაბიჯების ხმა მესმის და კარებს ვკეტავ. კაცისკენ მივდივარ, რომელსაც შიშისგან თვალები გაფართოებული აქვს, მაგრამ სანამ რამეს მოახერხებს ყელს ვჭრი. სისხლი ტანზე მეშხეფება და მაწითლებს, კარების ჩამოღების ხმა მესმის და ფანჯრისკენ მივბივარ, ისინი სროლას იწყებენ, მაგრამ მე უკვე ფანჯრიდან ვხტები და ღამის სიბნელეში ვუჩინარდები. ეს ხომ არ მოხდებოდა იმ კაცთან ლაპარაკი რომ არ დამეწყო არა? Well, curiosity kills a cat, but satisfaction brings it back. ღირდა ჩემი სახელის გასაგებად სიცოცხლის და მისიის გარისკვა. სირბილით მივდივარ ლაშას სამყოფელომდე და როგორც კი შიგნით შევდივარ, პირველივე სართულზე ლაშას ვხედავ, რომელიც მელოდება. როცა მხედავს თავს მიქნევს და ტრიალდება. სხვა მენტორები ჩვენკენ გაკვირვებულები იყურებიან. ჩვენი ყოველთვის უკვირდათ და ყოველთვის ბრაზდებოდნენ ლაშას სადისტურ ვარჯიშებზე, იმაზე რომ ვარჯიში წამება იყო. როცა მათ და მათ მოსწავლეებს ვუყურებდი, თვალები ცრემლებით მევსებოდა და ვნატრობდი რომ ლაშაც მასეთი ყოფილიყო. მაგრამ ლაშა მათნაირი ვერ იქნებოდა. ვიცი რომ ლაშა ერთ-ერთი საუკეთესო იყო, სანამ ჩემ მასწავლებლობას და მენტორობას დაავალებდნენ. რათქმაუნდა ისევ კლავს, მაგრამ არა იმდენს და იმ სიხშირიც რაც ადრე. ისინი ყოველთვის ასე აკეთებენ, საუკეთესოებს ყველაზე მეტს აკვლევინებენ, ყველაზე მეტ ტანჯვას ანახებენ და ცხოვრების დანახვას მარტო ორ ფერად, შავად და თეთრად აიძულებენ. არც ლაშა იყო გამონაკლისი და არც მე ვარ. მაგრამ მე მისგან განსხვავებით მეგობრები მყავს, რომლებიც მეხმარებიან რომ გადავიტანო ყველაფერი. რომლებიც გვერდში მიდგანან. ვიცვლი და წყალს ვივლებ, შემდეგ კი სუფთა თანსაცმელს ვიცმევ. საერთო ოთახში გავდივარ, სადაც ტელევიზორია ჩართული და უახლეს ამბებს ანახებენ. ჩემი გუშინწინდელი მკვლელობა ისევ ვერ გახსნეს. როგორც იძახიან მთავრობა მკვლელს ეძებს, მე კი მთავრობისთვის ვმუშაობ. ვიცი რომ ისინი თავის თავს არასდროს არ გასცემენ. ყოველ შემთხვევაში მანამდე მაინც სანამ ვჭირდები. -კარგად ხარ? -ლაშა მეკითხება და თავს ვუქნევ. ყოველ წამს ტვინში იმ კაცის სახე მახსენდება როდესაც დამინახა. შიშისაგან გაფართოებული თვალები, ცახცახი და იმის გაცნობიერება რომ შენი დრო მოვიდა. და სახელი, სახელი რომელიც ტვინში გიტრიალებს. უსახო სიკვდილი. მან იცოდა რომ თუ მე მივიდოდი ის მოკვდებოდა ისე რომ კვლელის სახესაც კი ვერ დაინახავდა. უსახო სიკვდილი. უთუ მართლა ასე ეშინოდათ ჩემი? ჩემი თუ სიკვდილის? თუ ორივესი? თუ მათთვის მე იგივე ვარ? მართლა ვარ 'უსახო სიკვდილი'? -რაზე ფიქრობ? -მეკითხება და მეც ყველაფერს ვუყვები. არაფერს არ ვტოვებ, ის კი მისმენს. არა მარტო ის, ყველანი ოთახში ვინც არიან ისმენენ თუ როგორ შემარქვეს სახელი სიკვდილის. -ეგ ნიშნავს იმას რომ ძლიერი ხარ, რომ შენი ეშინიათ. -მეუბნება ერთ-ერთი მენტორი, ნინა. ნინასკენ დაბნეული ვიყურები, ის კიდევ მიცინის. -არა, ეგ ნიშნავს რომ მათ შენ გაღიარეს. -იძახის უცებ ლაშა. -რომ მათ შენ თავიანთ რიგებში მიგიღეს. -თავს ვუქნევ. არვიცი რატომ, ალბათ იმიტომ რომ ლაშა მაინც ჩემი მენტორია, მაგრმ რატომღაც მისი უფრო მჯერა და იმის რომ უკვე მეც ერთ-ერთი სრულფასოვანი მკვლელი ვარ. მერა რომ რომ ხელისუფლებისთვის ვკლავ, მე მაინც ვკლავ. თავს ვუქნევ ლაშას და ვიღიმი. სხვა მაინც არაფერი აღარ დამრჩა გასაკეთებელი. მხოლოდ თავის დაქნევა, გაღიმება და მოკვლა. 21. დ ა მ ი ა ნ ე ლილეს სურათს ვუყურებ და თვალს ვერ ვაშორებ. რაც არ უნდა გავაკეთო მაინც მასზე ვფიქრობ. ვფირობ მის ღიმილზე, გამოხედვაზე და სიცილზე. მის სიმთვრალეზე და მის ნაპოლეონის მიმართ სიყვარულზე. -გენატრება? -გვერდზე ლუკა მიჯდება და მეკითხება. ეკოსთან დაშორების შემდეგ დეპრესიაშია და ბევრს არ ლაპარაკობს. არის დღეები, როდესაც ხმას საერთოდ არ იღებს. -კი, მაგრამ ასე უფრო უსაფრთხოდ არიან, თან-მაგრამ დამთავრებას არ მაცლიან, რადგან ოთახში აქოშინებული თოკო შემორბის, სახე აწითლებული აქვს. თვალები კი შიშისაგან გაფართოებული. -რაღაც უნდა მოგიყვეთ. -იძახის და კაპიშონიანის ვიზიტზე იწყებს მოყოლას. მეც ვუსმენ და ვერ ვხვდები ვინ არის კაპიშონიანი. მითუმეტეს თუ ჩვენზე არაფერი არ იცოდა. -თან გავიგე რომ მას 'უსახო სიკვდილს' ეძახიან და გუშინ ღამე თემო მოკლა, თავის ოთახში ყელგამოჭრილი დატოვა. -ვინ არის? -ლუკა ახმოვანებს იმ კითხვას რომელიც ყველას გვიტრიალებს თავში. ერთმანეთს ვუყურებთ და ვხვდები რომ სადაცაა რომელიღაცა აფეტქდება, შეიძლება ეგ სულაც მე ვიყო. ვიცი რომ მეტი აღარ შემიძლია. ვიცი რომ მალე მოთმინება აღარ მეყოფა. ვიცი რომ ამდენის ატანა აღარ შემიძლია ჩვენზეც რომ დაიწყოს ნადირობა? თუ მათზე ნადირობს, ჩვენზეც რომ დაიწყოს? ჯერ აკაკი, ახლა თემო ეჭვი მაქვს შემდეგი მსხვეპრლი იმათგან იქნება. მართალია ჩვენ აღარ ვართ იქ, მაგრამ ჩვენზეც რომ მოვიდეს. და დემეტრე. მან მისი სახელიც არ იცოდა, მაშინ რატომ ნადირობს მასზე? რა ხდება? ვინ არის 'უსახო სიკვდილი' და რატომ დაიცვა ისინი? რატომ არ მოკლა დემეტრე და ბიჭები და რატომ გადაარჩინა ისინი? რა ხდება? -როგორც ჩანს იმათზე ნადირობს. -იძახის თოკო და მოწყვეტით ჯდება სკამზე. -ჯერ აკაკი იყო, ახლა თემო და ეჭვი მაქვს შემდეგი ლევანი იქნება. თავს ვუქნევ, მეც იგივე ეჭვები მაქვს. -მაშინ ჩვენ რატომ არ გვკლავს? -კითხულობს ლუკა და ჩვენკენ იყურება. -არ ვიცი. -თავს ვაქნევ. ჩემი ფიქრები ისევ ლილეს უბრუნდება, მის უცნაურ სავარჯიშო ადგილს, სახლში გვიან მოსვლებს და ყველაფერს მასთან დაკავშირებულს. რატომ მგონია რომ ის არის ამ საქმეში გარეული. ვიცი რომ კაპიშონიანი, ანუ 'უსახო სიკვდილი' ის ვერ იქნება. მაგრამ ვიცი რომ თუ არ იცნობს, მასთან მაინც არის დაკავშირებული რაღაცნაირად. ვიცი რომ ეს შეიძლება ლილეს არ გაუხარდეს მაგრამ ვიცი რომ მისი ნახვა მოგვიწევს. უნდა დაველაპარკოთ და გავიგოთ თუ რა ხდება და რატომ არის ასეთი არეული და ჩახლართული მთლიანი ისტორია. -ლილე და გოგოები უნდა ვნახოთ. -ვიძახი და ჩემკენ გაკვირვებულები იყურებიან. -მგონია რომ კაპიშონიანი მათთან არის დაკავშირებული და ეჭვი მაქვს იცნობენ. სხვები თუ არა ლილე მაინც. -არა. -იძახის ლუკა და თავს აქნევს. -მათ ამაში ვერ გავრევთ. რაც გავრიეთ ისიც ეყოფათ. ეს ყველაფერი შეიძლება მათი სიკვდიითაც კი დამთავრდეს. ეგ კი მეეჭვება გინდოდეს. მე არ მინდა ყოველშმეთხვევაში. -თავს ვუქნევ. ლუკაც მართალია. მაგრამ ისე როგორ გავარკვიო ვინ არის? -სხვა გზა უნდა ვიპოვოთ. -იძახის ჩუმად თოკო და თავს აქნვეს. 22. ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ რაც ბიჭები ბოლოს ვნახე. რვა თვე იქიდან რაც ვიჩხუბეთ. მართალია ბექას კლასსში ყოველ დღე ვნახულობ, მაგრამ დისტანციას იჭერს და ხმას არ გვცემს. არც მე არც ეკოს. ეკოს, ტასიას და ნუკას ყოველ დღე ვნახულობ, თითქმის ყოველ დღე და მკვლელობების რიცხვიც გაიზარდა ამ ბოლო ექვსი თვის მანძილზე. რომ გადავითვალო უკვე 25 ადამიანი მყავს მოკლული. თავიდან სინდისი მაწუხებდა და ღამე ვერ ვიძინებდი, მაგრამ უკვე შევეჩვიე და ეს იგივეა რაც პარაზიტები ხოცო. -როგორ ხარ? -ეკო მეკითხება და ჩემ გვერდით ჯდება. მისკენ ვიყურები და ვუღიმი. ის კი მიცინის, მაგრამ მაინც ვხედავ სევდას მისი ღიმილის უკან. -კარგად შენ? -ვეკითხები და თავიდან ვიგდებ ყველა იმ ადამიანის სახეს რომელიც მოვკალი. -მეც. -მპასუხობს სევდიანად და ტელეფონში რაღაცას უყურებს. მისკენ ვიხრები და ჩვენ სურათს ვხედავ, ბიჭებთან ერთად, რომელიც ჩხუბამდე ორი დღით ადრე გადავიღეთ, სანამ ყველანი გავილეშებოდით. -ისევ ეკო? -ვეკითხები გაბრაზებული და იმედგაცრუებული ხმით. ეს ასე არ უნდა იყოს, არ უნდა ხდებოდეს ასე. -ისინი წავიდნენ, აღარ დაბრუნდებიან. მითხრარი რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?! -მიყვარს ლილე! -ყვირის ბოლო ხმაზე და ტირილს იწყებს მე კი ვუყურებ და არაფრის გაკეთება არ შემიძლია. არ შემიძლია ვუთხრა რომ ვწუხვარ, რომ მე მისი დახმარება მინდა. მაგრამ ვიცი რომ არაფრის გაკეთება არ შემიძლია. მე სუსტი ვარ. -კაი, არ გვინდა ამაზე. -ამატებს ჩუმი ხმით და ტელეფონის ეკრანის ყურებას აგრძელებს. თარიღს ვუყრებ და მეღიმება. დღეს ის რიცხვია, რა რიცხვშიც ისინი გავიცანით რვა თვის წინ. 29. თავს ვუქნევ ეკოს და მეც ვითიშები. აღარ მინდა რომ ისევ ვისმინო ეს ყველაფერი. აღარ მინდა აქ ყოფნა. *** -ივარჯიშებ დღეს? -მეკითხება ლაშა და თავს ვუქნევ. ვიღიმი და დანებს ვიღებ. ნელ-ნელა ვატრიალებ დანას ჰაერში და ვიღიმი. -დანები? -ვეკითები და თავს აქნევს. მე კი ნერვებ-მოშლილი ვუყურებ. -შაშხანა ცადე, რამდენი ხანია არ გივარჯიშია. -თავს ვუქნევ და ველოდები შაშხანას როდის მომიტანს. -TAR-21? -ვეკითხები იმედიანად, მაგრამ ლაშა ისევ თავს აქნევს. ნეტა ვიცოდე როდის მომცემს მაგის გამოყენების უფლებას?! უკვე მზად ვარ. -კარგი რა ლაშა. -თავს ვეღარ ვიკავებ და წუწუნს ვიწყებ, მაგრამ სანამ ხმას ამოვიღებდი ლაშა მაჩუმებს და სრულიად მოულოდნელად სხვა შაშხანას მაძლევს. იმას რომელსაც არც კი მოველოდი. -As Vial? -ვეკითხები გაოცებული და გაკვირვებას და აღფთოვანებას ვერ ვმალავ. იარაღს ვართმევ და ხელს ნელა ვუქნევ, თვალები ცრემლით მევსება და პირველად ჩემი შედეგით ვამაყობ. -ვიფიქრე რომ ამას შეძლებდი. -მპასუხობს და სასრულად ვემზადებით. თუ ლაშამ ჩუმი შაშხანა, შერჩული დამაყოფებისთვის მომცა, ნიშნავს რომ ის მე მენდობა და ჩემი იმედი აქვს. ბედნიერი ვიღიმი და იარაღს სამიზნეს ვუმიზნებ. -ფრთხილად, კარგი? -მეუბნება ჩუმად და თავს ვუქნევ. ჯანდაბა, არასდროს არ გამისვრია ასეთი იარაღით. ეს ელიტარული დანაყოფის იარაღია, მე კი მაგაში არ ვიწერები. ვისვრი და ვფიქრობ. ვფიქრობ ყველაფერზე ჩემ გარშემო, ვფიქრობ ჩემ თავზე და ვფქირობ რა შეიძლება გამოვიდეს ჩემგან. მთელი ცხოვრება იმას ვაკეთებდი რასაც ჩემგან სხვები მოელოდნენ, ყოველთვის ვარწმუნებდი ჩემ თავს რომ ასე უკეთესი იყო, რომ სხვა ჩემზე წინ უნდა დამეყენებინა, რომ მე უნდა მეცადა და ბედნიერი ვყოფილიყავი რომ სხვებს ეჭვი არ გაჩენოდათ. მაგრამ ამ წამს როცა ვისვრი და მთელ ჩემ ბრაზს ვაყოლებ ვხვდები რომ ყველაფერი ისე არ არის როგორც გვგონია. მე თუ ვზრუნავ მათზე, თუ ვცდილობ არ ვაწყენინო, თუ ვცდილობ ყველაფერი შევუსრული, თუ ვცდილობ რომ ისინი გავაბედნიერო და ზედმეტად არ შევაწუხო ჩემზე რატომ არ ზრუნავენ მასე? რატომ ვკიდივარ მე ხალხს? რატომ არ ადარდებთ ის თუ რას ვგრძნობ მე? რატომ არის რომ ყოველთვის როცა საბოოლოდ ერთხელ მაინც ჩემი გამაქვს, ყველა გაბრაზებულია? რატომ არის რომ მე არჩევნის საშუალებას არ მაძლევენ? რატომ არის რომ მაიძულებენ გავხდე ის ვინც არ ვარ? რატომ უნდა ვიყო ის ვინც მათ უნდათ? რატომ უნდა ვიყო ის ვინც არ მომწონს? რატომ უნდა გავხდე მათნაირი? -მოხდა რამე?! -ფიქრებიდან ლაშას შეცბუნებულ ხმას გამოვყავარ და მისკენ ვიხედები, მხოლოდ ახლა ვაცნობიერედ რომ ცრემლები ჩამომდის. თავს ვაქნევ და ისევ სროლას ვაგრძელებ. მჭირდება რომ ჩემი ბრაზი, დარდი და სევდა ამოვანთხიო, რომ ყურადღება გადავიტანო. მჭირდება რომ თავიდან დავიბადო. აღარ მინდა ასე ვცხოვრობდე, ვაკეთებდე იმას რასაც ჩემგან მოელიან. რატომ მინდა ასე ძალიან რომ მიმიღონ? რატომ ვცდილობ ასე ძალიან ვიყო ის ვინც არ ვარ მარტო იმიტომ რომ სხვებს ვასიამოვნო? რატომ მადარდებს რას ფიქრობენ სხვები? რატო არ შემიძლია ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვიყო ის ვინც ვარ? რატომ არის რომ ყოველთვის ან ზედმეტად გამხდარი ვარ, ან ზედმეტად მსუქანი, ან გასიებული, ან ზედმეტად ჭკვიანი, ან ზედმეტად უტვინო. რატომ არის რომ ან ზედმეტად ცუდი გემოვნებით მაცვია, ან ზედმეტად ბო*ივით. რატომ არის რომ ან ზედმეტად ჩუმი ვარ, ან ზედმეტად ხმამაღალი. რატომ არის რომ ან ზედმეტად პესიმისტი ვარ, ან ზედმეტად ოპტიმისტი. რატომ არის რომ ან ზედმეტად სევდიანი ვარ ან ზედმეტად ბედნიერი? რატომ არის რომ ხალხი განსჯას არ ეშვება? რატომ არის რომ ისინი ცხოვრებას მინგრევენ? რატომ ხდება მასე?! -ლილე! -ლაშა მანჯღრევს და ფიქრებიდან ისე გამოვყავარ. უკვე გაბრაზებულია, რაც კარგს არაფერს არ ნიშნავს. მაგრამ ვიცი რომ მეტი აღარ შემიძლია. მე მაიძულებენ მოვკლა იმისთვის რომ ხალხი დავიცვა. ისინი ხალხზე ფიქრობენ, მაგრამ რატომ არის რომ ავიწყდებათ ის ფაქტი რომ მეც ერთ-ერთი ვარ იმ ხალხთაგან ვისაც დაცვა ჭირდება. რატომ არის რომ მე მიწევს იმ ნაგვის აკრეფა, რომელსაც ზუსტად იგივე ხალხი თავის ნაკვალევზე ტოვებენ? რატომ არის რომ მე მიწევს ხელების გასვრა მარტო იმიტომ რომ ხალხი თავისივე ჩასვრილში არ დარჩეს? რატომ არის რომ მე და კიდევ უამრავ ჩემნაირებს გვიწევს ამ ყველაფრის გაკეთება?!! -მეტი აღარ შემიძლია! -ვყვირივარ და შაშხანას იატაკზე ვაგდებ. ლაშას არც ველოდები ოთახიდან ისე გავდივარ და კიბეებზე ჩავბივარ. ლაშას ძახილი და სირბილის ხმა მესმის. მაგრამ არ ვჩერდები, აღარ მინდა რომ ასე ვიყო. აღარ მინდა რომ მეც კიდევ ერთი მარიონეტი ვიყო ხალხის ხელში. მინდა რომ მეც სხვებივით ვიცხოვრო და არა ვიარსებო. მინდა რომ მეც თავისუფალი ვიყო და არა ჩიტი ოქროს გალიაში. მინდა რომ გავფრინდე, შორს წავიდე და გავთავისუფლდე. მინდა რომ ყველა ჩემი მოვალეობა, მკვლელის, მოქალაქის, შვილის, დის, მეგობრის, ყველა მოვალეობა მინდა რომ ჩამოვიტოვო უკან და მე წავიდე. მინდა რომ იქ წავიდე სადაც ეს ვალდებულებები არ დამხვდება. მინდა რომ წავიდე იქ სადაც ჩემ საქციელს ბრბო არ განსჯის. მინდა იქ წავიდე სადაც ცხოვრებას შევძლებ. -ლილე! -ლაშა კარებთან მეწევა და ხელს მავლებს. თავისკენ მატრიალებს და ვხედავ უამრავ ადამიანს რომლებიც გვიყურებენ და ჭორაობენ. ვუყურებ და ვერ ვხვდები რა ხდება. შუაზე ვიხლიჩები, მინდა რომ ბოდიში მოვუხადო და უკან ავბრუნდე და ჩემი როლი ისევ მოვირგო, და მინდა რომ წავიდე. წავიდე და ჩემი თავი ვიპოვო. ლაშას თვალებში ვიყურებ და ვხვდები რომ მინდა წავიდე. მინდა წავიდე და ცხოვრებაში ერთი დღე მაინც ვიყო თავისუფალი. მინდა რომ გავიქცე! ხმას არ ვიღებ და ვტრიალდები, ის კი ხელს უფრო მაგრად მიჭერს და ამოტრიალებას ცდილობს. ვბრაზდები. მისკენ ვტრიალდები და რაც კი ძალა მაქვს სახეში მუშტს ვურტყამ, სხვა გონებას დაკარგავდა, მას კი მხოლოდ თავი გვერდზე მიდის და ცხვირიდან სისხლი სკდება. ჩემკენ გაბრაზებული იყურება და თვითონაც წევს მუშტს, მაგრამ დარტყმას არ ვაცლი, მეორე ხელს ვითავისუფლებ და მას ვუჭერ, მომუშტულ ხელს კი მეორე ხელში ვიქცევ და თავისივე ხელს ვუქნევ სახეში. ბარბაცებს და ნაბიჯს უკან დგამს. მე კი კარებს ვაღებ და გარეთ გავბივარ. გავბივარ და ვიცი რომ ამით შეიძლება მთელი მკვლელების არმია ავიკიდე. გავბივარ და ვიცი რომ შეიძლება უახლოეს მომავალში მომკლან. გავბივარ და ვიცი რომ ამით მე შეიძლება ჩემი წარსული მთლიანად დავკარგე. გავბივარ და ვიცი რომ მე ეს აღარ მადარდებს. ნაუშნიკებს ვიკეთებ და მუსიკევს რთავ. თვალებს ვხუჭავ და ქუცას ნელი ნაბიჯებით მივუყვები. მე მეტი აღარ შემიძლია. მე არ ვარ საკმარისად ძლიერი ამ საზოგადოებისთვის. ამიტომ მე გარიყული გავხდები, მაგრამ მე მაინც ჩემი თავი დავრჩები. ეკრანს ვუყურებ და One Republic -Secrets ვრთავ. I need another story Something to get off my chest My life kinda boring Need something that I can confess თვალებს ვახელ და გარშემო ვიყურები. მელოდიას მეც ვყვები და ღიღინს ვიწყებ. ვფიქრობ ყველაფერზე რაზეც კი შეიძლება. 'Till all my sleeves are stained red From all the truth that I've said Come by it honestly I swear Throught you saw me wink, no I've been on the brink, so Tell me what you want to hear Something tht will light those ears Sick of all the insincere So, I am gonna give all my secrets away This time I don’t need another perfect lie Don’t care if critics ever jump in line I'm gonna give all my secrets away აღარ მჭირდება კიდევ ერთი ტყუილი და იმ ტყუილში ცხოვრება. აღარ მჭირდება ყალბი პიროვნება. მინდა ვიყო ის ვინც ვარ. მინდა რომ მე ნამდვილად ვიცხოვრო და კვალი დავტოვო ამ დედამიწაზე. არ მინდა მეხც გავხუნდე და გავიცრიცო ისტორიიდან, როგორც ყველა ადამიანი. მინდა რომ ჩემი ფერები კაშკაშა და უკვდავი იყოს. მინდა რომ ჩემი სახელი ისტორიას სამუდამოდ ახსოვდეს. My God, amazing how we got this far It's like we're chasing all those stars Who's driving shiny big black cars And everyday I see the news All the problems that we could solve And when a situation rises Just write it into a album Send it straight to gold But I don’t reallt like my flow, no, so Tell me what you want to hear Something that will light those ears Sick of all the insincere So I'm gonna give all my secrets away This time, don’t need another perfect lie Don’t care if critics ever jump in line I'm gonna give all my secrets away Oh, got no reason, I got no shame Got no family I can blame Just don’t let me disappear I'ma tell you everything So tell me what you want to hear Something that will light those ears Sick of all the insincere So I'm gonna give all my secrets away This time, don’t need another perfect lie Don’t care if critics ever jump in line I'm gonna give all my secrets away So tell me what you want to hear Something that will light those ears Sick of all the insincere So I'm gonna give all my secrets away This time, I don’t need another perfect lie Don’t care if critics ever jump in line I'm gonna give all my secrets away All my secrets away, all my secrets away მივდივარ და ვმღერივარ. არ მადარდებს ის თუ რას ფიქრობენ ხალხი ჩემზე. არ მადარდებს ის რომ სიმღერის დროს ვტირივარ. არ მადარდებს ის რომ მე სამყარო ვუარყავი. ფიქრობ ყველა იმ საიდუმლოზე რომლებსაც მე ვმალავ. ვფიქრობ ყველა იმ ფერებზე, რომლებსაც მე ხელიდან ვუშვებ. ვფიქრობ ყველა იმ ცხოვრებაზე რომელსაც ვკარგავ. ვფიქრობ ადამიანზე რომელიც ჩემშია და რომელიც იდღაბნება. ვფიქრობ პიროვნებაზე, რომლსაც ჩემ შიგნით ვკლავ. ვფიქრობ იმაზე რაზეც ფიქრი არ მინდა. ვფიქრობ ყველაფერზე და ამავდროულად არაფერზე. ვფიქრობ იმ ოცნებებზე და შესაძლებლობებზე. იმ სცენებზე, რომლებიც ჩემ ოცნებებში ან ფიქრებში ხდებოდა, მაგრამ ახდენა არასდროს არ ეწერა. 23. დ ა მ ი ა ნ ე ექვსი თვე გავიდა. ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ რაც ლილე ვნახე, რაც ლილეს ველაპარაკე. მენატრება. ვიცი რომ მის გარეშე როცა ვარ ჩემი მეორე ნახევარი მაკლია. ვხვდები რომ მის გარეშე აღარ შემიძლია. ვიცი რომ ის მიყვარს. მაგრამ ასევე ისიც ვიცი რომ მე ჩემი შანსი ხელიდან გავუშვი. თვალებს ვხუჭავ და უფრო კომფორტულად ვჯდები სავარძელში. ჩემ გარშემო ყველას იგნორს ვიწყებ და ლილეზე ვფიქრობ. ვფიქრობ მის გრძელ, მოწითალო თმაზე და მომწვანო თვალებზე. ვფიქრობ მის დაჭორფლილ სახეზე და მეღიმება. ჩვენი პირველი შეხვედრა მახსენდება და პირველი და ერთადერთი კოცნა. ვფიქრობ ზოგადად მასზე და ვერ ვხვდები რა მოხდა. ვიცი რომ რაღაცას მალავდა, მაგრამ რას? რატომ არის რომ პასუხებს არასდროს არ ვიღებ? რატომ იყო რომ ის არასდროს არ კარგავდა ღიმილს სახიდან? რატომ იყო რომ სერიოზულად არასდროს არაფერს არ ეკიდებოდა? რატომ იყო რომ არასდროს არავიზე არ ვიფქობდა და ისე მოქმედებდა? რატომ იყო რომ თავის თავს პირველს აყენებდა და სხვას არაფერს არ არჩენდა? რატომ იყო ლილე ასეთი? რატომ? **** ე კ ო ლილეზე ვფიქრობ და მის საქციელზე. ვერ ვხვდები რა ჭირს. ვერ ვხვდები რატომ ბრაზდება ასე ძალიან როცა სურათს ხედავს. დავიჯერო არ ადარდებდა ისინი საკმარისად? ჩვენში ხომ ლილე არის ვისაც ადამიანი ადვილად უყვარდება? რატომ იქცევა ასე? რატომ არ უნდა რომ ჩემ ან ტასიას სიტუაციაში შევიდეს? რატომ უნდა რომ დავივიწყოთ ის ადამიანები რომლებიც გვიყვარს? რატომ არის რომ ის როცა გვჭირდება გვერდში არ გვიდგას. ვიცი მას რისი გაკეთებაც უწევს/მოუწევს მაგისთვის გულცივობა მოუწევს, მაგრამ მას ჯერ ხომ არც კი მოუკლავს? ის კი მაშინ ბიჭებისთვის ვიღაცეებს კიდურები რომ დაალეწა არ ითვლება. ექვსი თვე გავიდა და ის უფრო და უფრო ცივი ხდება ყველას და ყველაფრის მიმართ. უფრო და უფრო ხშირად იწყებს გათიშვებს და სხვა რაღაცეებზე ფიქრს. უფრო და უფრო გვაგრძნობინებს რომ არ ვადარდებთ. ვიცოდი რომ ადრე თუ გვიან, როცა მოკვლა მოუწევდა ასეთი გახდებოდა. მაგრამ მას ჯერ არც კი მოუკლავს! არც კი ვიცი ამას როგორ შეძლებს. ალბათ პირველივე დავალებაზე ლაშას გაიყოლებს და მერე ვერ მოკლავს. ალბათ ლაშას მოაკვლევინებს და შემდეგ ყველაფერს იზამს პროგრამიდან რომ გამოვიდეს. ლილეს ვიცნობ, ის ჭიანჭველასაც კი არ/ვერ მოკლავს. *** ბ ე ქ ა ტასიაზე ძალიან ხშირად ვფიქრობ. ექსი თვეა გასული და სრულიად შემთხვევით თუ ვხედავ ხოლმე ქუჩაში. მინდა რომ მასთან მივიდე და დაველაპარაკო, მაგრამ ვიცი რომ ამის უფლება არ მაქვს. აღარ მაქვს. მაგრამ ამჯერად, როდესაც ყველანი დამიანეს სახლში ვართ შეკრებილები ვფიქრობ ლილეზე. ვიცი რომ ამ ბოლო დროს რაღაც ჭირს. ის შეიცვალა და ამის დანახვა მთელ სკოლაში ყველას შეუძლია. არ ვიცი ალბათ გარდატეხის ასაკის ბრალია, მაგრამ ვიცი რომ ის შეიცვალა. ვიცი რომ მასში რაღაც ჩაჭყდა. და ისიც ვიცი რომ მისი აღდგენა შეუძლებელია. ვიცი რომ ლილე, ისეთი როგორიც ადრე იყო, არასოდეს არ დაბრუნდება. ვერ ვხვდები რა დაემარათა და რატომ გხდა მზრუნველი ადამიანისგან, გულცივი რომელსაც არავინ არ ადარდებს ამ ქვეყანაზე. მინდა რომ ავდგე და ვკითხო თუ რა ჭირს. მინდა რომ მივიდე და ვუთხრა რომ შეუძლია ჩემი იმედი ქონდეს, მაგრამ ამის უფლება მე დავკარგე. ვხედავ როგორ ცდილობს რომ არ შეიტყოს, როგორ ცდლობს რომ სხვებს დაეხმაროს, მაშინ როცა აშკარად ეტყობა დახმარება თვითონ ჭირდება. ვუყურებ ხოლმე და ვხვდები რომ დაიკარგა. ხანდახან მინდება რომ ეკოსთან მივიდე და ბოლო ხმაზე ვუყვირო რომ თვალები გაახილოს და დაინახოს რა კარგი მეგობარი ყავს, მაგრამ თავს ვიკავებ. არც ამის გაკეთების უფლება არ მაქვს. მე საერთოდ არაფრის უფლება აღარ დამრჩა. -რაზე ფიქრობ? -მიშო დამიანეს ეკითხება და ისიც თვალებს ნელა ახელს. ჯერ მიშოს უყურებს, შემდეგ სხვებს გვათვალიერებს, თითქოს იმის გაგება უნდა ღირს თუ არა ჩვენთვის თქმა. -ლილეზე. -თავს ვუქნევთ. ამ პასუხს მოველოდი კიდევაც. ბოლო რვა თვეა სხვა არავიზე არ ფიქრობს, მაგრამ განსაკუთრებით ეს ბოლო ექვსი თვეა გონებაში მარტო ლილე უტრიალებს. მისთვის უკვე სხვას არავის აღარ აქვს მნიშვნელობა. მისთვის მხოლოდ ლილე არსებობს. -ვერ ვხვდები. -აგრძელებს და მისკენ ვიხედები გაკვირვებული. რას ვერვხვდება? -ვერ ვხვდები, ნუთუ მას არ ვუყვარდი და მე მეჩვენებოდა? რატომ იყო მაინც ბედნიერი? რამდენი ხანია ვცდილობ და არ გამომდის რომ ბედნიერი ვიყო. -მის თვალებში ცრემლს ვამჩნევ და ვბრაზდები. ლილეს ყველაზე კარგად ვიცნობ და ვიცი რომ არ გაეკიდებოდა. -რას გულისხმობ დამი? -კითხულობს ლეო და თვალებში უყურებს. -რომ მას ჩვენ ვეკიდეთ. -იძახის დარწმუნებული და გაბრაზებული ხმით დამიანე, მე კი თვალები მიდიდება. ასე რატომ ფიქრობს?! -დებილი ხარ. -პასუხობს გაღიზიანებული გეგა და ოთახიდან გადის, მე კი მას თვალს ვაყოლებ, შემდეგ კი ისევ დამიანესკენ ვიხედები. -რომ კიდებოდი მაშინ ძაან ბევრ რამეს არ გააკეთებდა. -ვეუბნები ჩუმად. -არ იქნებოდა სევდიანი და გაფანტული და გაიცინებდა. -დამიანე გაკვირვებული მიყურებს. -ნუ ლაპარაკობ იმაზე რაც არ იცი, კაი? ზედმეტად ბევრი რაღაცაა რაც ჩვენ ლილეზე არ ვიცით. -თავს ვაქნევ და ვაგრძელებ. - ის რომ შენ ლილე დაკარგე შენი ბრალია. შენ შანსი გქონდა, მაგრამ როგორც ჩვენ შენც შეგეშინდა. იფიქრე რომ ასე უკეთესი იქნებოდა. ახლა კი თვალებში ჩამხედე და ისე მითხარი, უკეთესია?! -ვყვირივარ და დამიანეს თვალებში ვუყურებ. მინდა დავინახო ის რა ჯანდაბაც მოეწონა მასში ლილეს. მინდა ის სხივი დავინახო რამაც ლილე მიიზიდა. მაგრამ მას მე ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ის არ არსებობს. ის სინათლის სხივი არ არსებობს, მას დამიანეში არც უარსებია, ან თუ არსებობდა მაშინ ძალიან დიდი ხნის წინ. ლილემ კი ის მაინც შეიყვარა. ტიპიური ისტორია იმაზე თუ როგორ უყვარდება კარგ გოგოს ცუდი ბიჭი. დამიანე, მე, ლუკა, თოკო, ლეო, გეგა და მიშო არ ვართ კარგები. და ვერ ვხვდები რა დაინახეს მათ ჩვენში, ვერ ვხვდები რატომ აგვირჩიეს ჩვენ? ჩვენ რომლებსაც, დანაშაული გვაქვს ჩადენილი, თან არაერთი. ჩვენ რომლებიც კარგ საქმეში არასდროს არ ვყოფილვართ. ჩვენ, რომლებმაც მათ გული ვატკინეთ. რატომ მაინცდამაინც ჩვენ? რა არის ის რაც მათ იზიდავთ? რაც მათ თავს აყვარებს? რატომ არის რომ მათ ჩვენ შევუყვარდით ყველა იმ ადამიანს შორის ვინც კი ნახეს? რატომ აგვირჩიეს ჩვენ? 24. სიყვარული უცნაური გრძნობაა. მას ვერ ვხედავთ, არც სუნი აქვს, არც ფერი, არც ფორმა. მაგრამ მას ვგრძნობთ. ის ჩვენ სხეულში აღწევს და მთლიან სულს თავის ტავში ახვევს. ის ჩვენ გვაბედიერებს და ამავე დროს გვაუბედურებს. სიყვარული უცნაური გრძნობაა, ემოცია რომელსაც ალბათ მე ვერასოდეს ვერ ავხსნი. ყველას გვყვარებია, არა? გვიგრძვნია ეს გასაოცარი გრძნობა, როდესაც შენი გულის პატრონს ხედავ და ტანში სასიამოვნოდ გაჟრუალებს, გული გიჩქარდება და ათასჯერ უფრო სწრაფად იწყებს ფეთქვას და შენ გარშემო ყვალაფერი ქრება მის გარდა. მაგრამ თუ მას შენ არ უყვარხარ ამ გრძნობებთან ერთად საშინელი ტკივილი მოდის, რომელიც შენ გულს მილიონ პატარა ნაწილებად გლეჯს და ანაწევრებს. და მაინც რა უცნაური გრძნობაა არა სიყვარული? ის ჩვენ გავედნერებს და ამავე დროს საუკუნო ტკივილს გვაძლევს. და მაინც ჩვენ მისთვის ვიბრძვით და ვკვდებით. ჩვენ თავს ვწირავთ იმისთვის რომ ეს გრძნობა გადავარჩინოთ. რა უცნაურია სიყვარული. ის ჩემთვის ალბატ ვერასდროს ვერ იქნება გასაგები და ამას არც მოვითხოვ. იმისთვის რომ სიყვარულის არსი გესმოდეს, ზედმეტად დიდხანს უნდა იყო მარტო. და მაინც რა არის ის გრძნობა, რომელსაც დრო ინდობს? მაგრამ ინდობს კი დრო სიყვარულს? იფარებს კი ის მას თავისი კალთის ქვეშ? თვალებს ვხუჭავ და წერას ვამთავრებ. არ ვიცი რატომ დავიწყე ამ ყველაფრის წერა, მაგრამ ვიიც რომ ამ წამს მე მხოლოდ ეს მჭირდება. უნდა გავიგო რას ვაკეთებ და რაც ვაკუთებ ამ სამყაროს. მინდა გავიგო რა უნდა გავაკეთო და რა არა. -ლილუუუ. -ნიკუშა ოთახში შემორის და ჩემთან მოდის, მე კი სუსტად ვუღიმი. -ითამეშებ ჩემთან ერთად? -მეკითხება, უფრო მიბრძანებს და მიღიმის, მაგრამ მე თავს ვაქნევ. -დღეს არ შემიძლია. -ვპასუხობ ნელა და ისიც თავს მიქნევს, გაბრაზებული. კარებს იხურავს ზურგსუკან და და ისე გადის ოთახიდან, მე კი მისი მიმართულებით ვიყურები. -ჯანდაბა. -ვდუდღუნებ ჩემთვის და მუსიკების თვალიერებას ვიწყებ. არც კი ვიცი რა ჯობია რომ ჩავრთო. ძალიან უცნაურ ხასიათზე ვარ. ბოლოს არჩევანს ერთ სიმღერაზე ვაჩერებ, რომელიც რატომღაც ყოველ ჯერზე მაღიმებს. თითქოს არაფერია ისეთი, მაგრამ ამავე დროს ის თითქოს ასევე რაღაცეებზე მაფიქრებს. ვიღიმი და LOUDspeaker-In This World-ს ვრთავ და ვიღიმი. მეღიმება უმიზეზოდ, მაგრამ მაინც მეღიმება. თითქოს სიმღერას ჩემ თავს ვუკავშირებ. როცა იძახის I wanna sail the world სუნთქვა მეკვრება და ცრემლი მადგება. იმისდამიუხედავად რომ ძალიან ბევრი ადგილი მაქვს ნანახი, და იმის და მიუხედავად რომ ძალიან ბევრი თავგადასავალიც მქონია, მე მაინც არაფერი არ მაქვს ნანახი. მინდა რომ ეს სამყარო ვნახო, ისეთი როგორიც არის. მინდა რომ დავტკბე თითოეული ასპექტით ამ ცხოვრების. ამის მაგივრად კი მე მხოლოდ ვვარსებობ. არაფერს არ ვაკეთებ და მათ პირდაპირ ბრძანებებს ვემორჩილები. მე ვკლავ. ოღონდ ლეგალურად. იცით მკვლელობაზე უარესი რა არის? ის რომ შენ კანონიერად კლავ. ის რომ ადამიანი რა მიზნითაც, როდისაც და როგორაც არ უნდა მოკლა, ამაზე პასუხს არ აგებ. გპატიობენ და სხვა მკვლელობისთვის გამზადებენ. იცით ასევე რა არის ცუდი? ის რომ შენ ამას ეჩვევი და ბოლოს მოგწონს კიდევაც. ბოლოს უკვე თვითონ ელოდები როდის მგცემენ ფაილს ვინმეს მოსაკლავად. -დავიღალე! -ვდუდღუნებ და თვალებს მაგრად ვხუჭავ. ისევ იმ ნაწერზე ვფიქრობ და ჩემ წინ შრეკის სახე ჩნდება, მეღიმება და გული ტკივილით მევსება. ნუთუ მისთვის ეს ყველაფერი არაფერს არ ნიშნავდა? ნუთუ ის უბრალოდ ერთობოდა? თავს ვაქნევ და უაზრო ფიქრებისგან ვთავისუფლდები. რა აზრი აქვს ამ ფიქრებს? ისინი მე მაინც ვერ მიშველიან. თვალებს ვახელ და იმ წიგნს ვიღებ, რომლსაც უკვე დიდი ხანია ვკითხულობ. ორჰან ფამუქი-მდუმარე სახლი რომ დავფიქრდეთ დიდი ვერაფერი წიგნია, მაგრამ უფრო ღრმად რომ დავუფიქრდეთ იქ ყველა პრობლემაა წამოჭრილი, რომელიც არა მარტო მუსლიმურ თურქეთში არამედ აქ, დღევადელ საქართველოშიც ადვილი სანახავია. თაობებს შორის ჭიდილი, აზრთა სხვადასხვაობა, სოციალური ფენების მკვეთრი განსხვავება და ზიზღი ერთმანეთის მიმართ. უპასუხო სიყვარული, და წასვლის სურვილი. რელიგია და ათეიზმი. როცა ამ წიგნს ვკითხულობ, ძნელია წარმოვიდგინო რომ ეს რეალობა არ არის და მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია. ამ წიგნში იმდენად კარგად არის ადამიანის ბუნება წარმოჩენილი რომ ხანდანხან მგონია წიგნის მაგივრად თვითონ ინ ადამიანს ვკითხულობ. ყველაზე მეტად კი ერთი ფრაზა მომეწონა. ფრაზა რომელიც თითქოს ჩემთვის იყო განკუთვნილი. "რეჯეფ, ნუ გეშინია, მოწყვიტე სამოთხის ხეზე ვაშლი. მაშინ შეიძლება ტკივილით იგრიხებოდე, მაგრამ მაინც თავისუფალი იყო. როცა ყველა თავისუფალი იქნება, ჭეშმარიტ სამოთხეს ამქვეყნად ააშენებ." - ორჰან ფამუქი, მდუმარე სახლი. როცა ეს ნაწილი წავიკითხე ისეთი გრძნობა მქონდა თითქს პასუხი ვიცოდი. თითქოს ვიცოდი რისი გაკეთებაც მინდა. ვიცი რომ მე მინდა რომ თავისუფალი ვიყო და ამის მისაღწევად სხვადასხვა გზა უნდა ვიპოვო. ვიცი რომ არ უნდა დავნებდე, ჩემი თავისუფლა საშინელი ტკივილის მომტანიც რომ იყოს მე მისთვის უნდა ვიბრძოლო. ტელეფონის ზარი ფიქრებიდან მაფხიზლებს და ისე ვპასუხობ რომ არც კი ვუყურებ ვინ რეკავს. -ლილე! -ლაშას გაბრაზებული ხმა ტელეფონიდან მესმის და წარმოვიდგენ როგორ იბღვირება. -რას აკეთებ შენი აზრით? -დავიღალე. -ვპასუხობ ამოოხვრიდ და ვიცი რომ ყველაფრისთვის შემიძლია თავის დანებება ამის გარდა. მკვლელობა უკვე ისედაც ჩემშია გამჯდარი. -ასე ადვილად ვერ წახვალ, ისინი მოსაკლავად მოგადგებიან. -მეუბნება ჩუმი ხმით და ვიცი რომ სევდიანია. -თან ჯერ ათი წელი უნდა ემსახურო, მერე უკვე შენი ასარჩევია წახვალ თუ დარჩები. -ვიცი. -ჩუმად ვპსუხობ. მაგრამ ეს ათი წელიც ძალიან დიდი დროა ჩემთვის. მარტო ამ ექვს თვეში იმდენი ფული გამოვიმუშავე რომ ჩემ საშვილოშვილოს ეყოფა. -მაგრამ ათი წელი ვერ გავძლებ. -ხო იცი რომ შეგიძლია დრო შეამცირო, ამისთვის კი ბევრი დავალების შესრულება მოგიწევს. -ამოოხვა მესმის და მე ცრემლებს ვყლაპავ. -გაქცევით კი დროს ვერ შეიმსუბუქებ. -ვიცი, ხვალე მოვალ. -ვიძახი ჩუმად და ტელეფონს ვთიშავ. მე ასე ადვილად ვერ გავიქცევი, მე ბრძოლა მომიწევს. ბრძოლა თავისუფლებისთვის. ბრძოლა იმისთვის რისიც მწამს. -ნიკუშა! -ვეძახი და ისიც იმ წამსვე ჩემ ოთახში ჩნდება, ვუღიმი და ისიც ღიმილით მპასუხობს. -თამაში კიდევ გინდა? -თავს მიქნევს და თავისი სათამაშო ოთახისკენ მიმათრევს. იქნებ ყველაფერი არც ისე ცუდად არის, როგორც მე მგონია? 25. დ ა მ ი ა ნ ე სიყვარული უცნაური გრძონბაა. ის ჩვენ შიგნიდან გვჭამს და ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს. ჩვენ გვიყვარს იმის და მიუხედავად იმ ერთადერთს ვუყვარვართ თუ არა. ჩვენ ვიტანჯებით, მაგრამ მაინც გვიყვარს. ეს კი ერთ კითხვას მიჩენს. რომელი უფრო ძლიერი გრძნობაა, სიყვარული თუ სიძულვილი? ორივე ერთიდაიმავე ძალით იბრძვიან პირველობისთვის, მაგრამ ვერ თანხმდებიან. ორივე ერთმანეთზე ძლიერია. ორივე თანაბარია. -მოდიხარ? -მეკითხება მიშო და თავს ვუქნევ. მე მზად ვარ. არ ვიცი რატომ მივდივარ ან ამას რატომ ვაკეთებ, მაგრამ ვიცი რომ სხვა გზა აღარ მაქვს. -მზად ვარ. -სარკეში ვიყურები და ჩემ თავს ვათვალიერებ. ჩაჩაჩული ჯინსები, შავი მაიკა და ზევიდან კაპიშონიანი ჟაკეტი. -სხვები სად არიან? -ლუკა და თოკო უკვე მივიდნენ. -მპასუხობს მიშო მხრების ჩეჩვით. -გეგა და ლეოც მალე მივლენ და ბექა ვერ მოდის. -თავს ვუქნევ. მესმის, ვიცი რომ ბექას ამ საქმიდან გასვლა უნდა. თან ეს მას არც კი ეხება. არც მინდა რომ წამოვიდეს. -წავედით? -თავს მიქნევს და სახლიდან გავდივართ. ჩემთვის კარგად ნაცნობ ქუჩებს ვაკვირდები და ვოღაცეებს მისალმების ნიშნად თავს ვუქნევ. ჩემ ქუჩებს ვუყურებ და ნელი ნაბიჯებით მივუყვები. -შენი აზრით სწორად ვიქცევით? -კითხულობს მიშო და ისე რომ პასუხს არც ელოდება ლაპარაკს აგრძელებს. -შენი აზრით დემეტრე გაჩერდება? მე არ მგონია მასე. ის ფაქტიც რომ თითქმის ყველა მოკვდა, მოკლეს არ გვშველის. -აგრძელებს ლაპარაკს და თან დაფიქრებული სახით იყურება. -აბა დაფიქრდი... დემეტრემ ყვეაფერი იცოდა ჩვენზე, მაშინ როცა ჩვენ გადასარჩენად ის კაპიშონიანი მოვიდა. მას მერე არცერთ ჩხუბზე აღარ გვინახავს. მას შემდეგ ჩვენ გოგოებს დავშორდით. -რას გულისხმობ? -გაკვირვებული ვიყურები მისკენ და ვცდილობ გავიგო რისი თვქმა უნდა. რომელი გოგო შეძლებდა იმათ ცემას? ჩვენ ვერ შევძელით, ისინი კი ჩვენზე სუსტები არიან. -იმას რომ გოგოებმა იცოდნენ კაპიშონიანი ვინ იყო, იქნებ საერთოდ მაგათი მეგობარია. -იძახის დაფიქრებით მიშო. -შეიძლება ყველასი არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ლილე რაღაცნაირად დაკავშირებულია მასთან. გაკვირვებული ვუყურებ და ვერ ვხვდები საიდან მოიტანა ასეთი აბსურდული იდეა. მაგრამ რომ ვუფიქრდები, ის მართალია. ყველაფერი ისე ემთხვევა რომ... შეიძლება ლილე მართლაც იყოს რამენაირად დაკავშირებული 'უსახო სიკვდილთან'. მაგრამ როგორ? რანაირად? და რაც ყველაზე მთავარია რატომ?! *** დემეტრეს პირისპირ ვდგვარ და სიბრაზისგან ვკანკალებ. ხელებს ვმუშტავ და ვშლი, მაგრამ ეს მაინც არ მშველის. ვიცი რომ კიდევ ცოტაც და ავფეთქდები. -არ გირჩევთ მასე გაგრძელებას. -იძახის დემეტრე გესლიანი ხმით და იღიმება, გველისებრი ღიმილით. -თორემ დაშავდება ის ვინც ყველაზე მეტად გიყვარს, დამიანე. -მეუბენა და თავის მეგობრებთან ერთად უკან მტოვებს და მიდის. მის სილუეტს ვუყურებ და ჩემს უძლურობაზე ვბრაზდები. მე ვერაფერს ვერ ვაკეთებ, რადგან მაგ შემთხვევაში ის ყველას მოკლავს ვინც კი ჩემთვის მნიშვნელოვანია. -დამშვიდდი. -მეუბნება ჩუმი ხმით ლეო და მხარზე ხელს მიჭერს. -ის შენს პროვოცირებას ცდილობს. გირჩევნია გაჩერდე და დაწყნარდე. -თავს ვუქნევ და მუშტს ვშლი. ლეო მართალია, ჯოია დავწყნარდე. უმჯობესია თუ დავწყნარდები. **** დ ე მ ე ტ რ ე დამიანეს და მის მეგობრებს უკან ვიტოვებთ და სიარულს ვაგრძელებთ. ერთადერთი რაც სააგენტომ მასწავლა, ის არის როგორ უნდა მოვკლა ისე რომ ვერ დამიჭირონ. ამ წამსაც იგივე მევალება, ოღონდ ახლა მინდა რომ გამომიჭირონ. ჩემი ახალი სამიზნე კი ლილეა. რატმღაც ძალიან მეცნობა, მაგრამ ხელის დადება არ შემიძლია. ვიღიმი მაგრამ ასევე ვერ ვიღიმი. ვიცი რომ მომიწევს იმის ოკვლა, და ამის პირდაპირ ეთერში ჩვენება პოლიციის განყოფილებაში, ისე რომ დამიანემ დაინახოს და დაიტანჯოს. პოლიციას კი არაფრის გაკეთების საშუალება არ ექნებათ. მე ხომ კანონიერი მკვლელი ვარ. ნერვები მეშლება ამის გაკეთება რომ მიწევს. მაგრამ მე ჩემი დიდ ხნიანი მისია მაქვს შესასრულებელი. ამისთვის კი უდანაშაულო ადამიანი უნდა მოვკლა. როცა გადავრეკე იმის გასარკვევად თუ რა უნდა გამეკეთებინა ამის გამო, მითხრეს რომ ქვეყნის გადასარჩენად ერთის სიცოცხლის გაწირვა ღირდა. მე მთვარობისთვის ვკლავ, და ამით ვეხმარები ჩემს ქვეყანას. 'უსახო სიკვდილიც' იგივეს აკეთებს. ვიცი რომ მალე მასაც ჩემსავით მიცემენ ასეთ დავალებას, სადაც მას აუცილებლად მოუწევს ლილესავით უდანაშაულო ადამიანის მოკვლა, რომელსაც სისხლი ალბათ არასდროს არ აქვს ნანახი. მე კი მომიწევს ის ვაწამო და შემდეგ მტკივნეულად გამოვასალმო სიცოცხლეს. მინდა მე ეს თუ არა. და მაინც სიყვარულის ბრალია ეს ყველაფერი. დამიანე მასზე მიჯაჭვული რომ არ ყოფილიყო ეს არ მოხდებოდა. დამიანეს რომ არ შეყვარებოდა, მე არ მომიწევდა მისი მოკვლა. ვიცი რომ ამის შემდეგ მას ჩემი მოკვლა მოუნდება, ვიცი რომ შურისძიება ენდომება, მაგრამ ლილეს სიკვდილი ჩემი ბრალი არ იქნება. ის მე არ შემყვარებია. ჩემი საქმის გამო, დამიანეს კი თავისი საქმის გამო სიყვარულის უფლება არ გვაქვს. სიყვარული ჩვენთვის სისუსტეა. ისე სასაცილოა. დამიანე ბნელ მხარეზეა, მე იდეაში ნათელ. ის ბოროტების ხარეზეა, მე სიკეთის. ის ცდილობს გადაარჩინოს მე კი ვკლავ. და მაინც რამხელა ირონია დევს არა ამაში? კეთილი კლავს, მაშინ როცა ბოროტი იცავს. ეს კი სიყვარულის ბრალია. სიყვარულის, რომელიც ხალხს ცვლის და აუძულებს ბოროტს კეთილი გახდეს. ხოლო კეთილს ის სუსტად ხდის. მე ის მასუსტებს და ვიცი რომ 'უსახო სიკვდილიც' ჩემნაირად არის. ისიც იგივე უფროსობის დავალებით კლავს, იგივე გრძნობები აწუხებს და იგივენაირად ფიქრობს სიყვარულზე. ჩვენთვის, სიკვდილის ბავშვებისთვის, სიყვარული სისუსტეა. -დემეტრე. -გიო მეძახის და მისკენ ვიხედები. თითები კიდევ მომტვრეული აქვს და ვერ ხმარობს. დაკვირვებით მაკვირდება და თითქოს ჩემ შესწავლას ცდილობს. ამათ მართლა ვთვლი ჩემ მეგობრებად, და მაინც მე ბოლოსში მათი მოკვლაც მომიწევს. -მართლა ვაპირებთ იმ გოგოს მოტაცებას და მოკვას? -სხვა გზა არ გვაქვს. -ვიძახი და თავს ვაქნევ. -დიდმა ბოსმა დაგვავალა პირდაპირ. -გიოს სახე უქვავდება დიდი ბოსის მოსმენის დროს. -თუ ის კაპიშონიანი არ მოკლავს მას მანამდე სანამ ჩვენ იმ გოგოს მოკვლა მოგვიწევს, მაშინ სხვა გზა არ გვექნება. იმ გოგოს კი ზეგ წავიყვანთ. ამიტომ კაპიშონიანს მხოლოდ 24 საათი აქვს, ცოტა მეტი თუ არა. გიო თავს მიქნევს და ხმას აღარ იღებს. ვიცი რომ კაპიშონიანი დიდი ბოსის მოსაკლავად არ მოვა, ეს მე უნდა გავაკეთო, სამი თვის შემდეგ. ამიტომ მე სხვა გზა არ მექნება. მე ლილეს მოკვლა მომიწევს. 26. მივბივარ და ვიცი რომ ვერ გავჩერდები. რაც შემიძლია სწარფად მივბივარ და ვცდილობ ყველა ტყვია ავიცილი, რომელიც ჩემი მიმართულებით მოდის. ჯანდაბა, მეეჭვება რომ გამომივიდეს. თავს გვერდზე ვხრი და ზუსტად ჩემ წინ მიზუზუნებს ტყვია, რომელიც რომ არ ამეცილებინა, თავს გამიხვერტდა. უკან ვიყურები და ჩემკენ მორბენალ უზარმაზარ კაცებს ვხედავ, რომლებიც ალბათ უფრო მომკლავენ თუ დამიჭირეს. ვინ იფიქრებდა რომ ეს ყველაფერი ასე შემოთრიალდებოდა? არადა ვფირრობდი რომ კიდევ ერთი ჩვეულებრივი მკვლელობა იქნებოდა. -----მოგონება----- -დავითი? -ვკითხულობ ხმადაბლა და კაცს ვაკვირდები, რომელიც უფრო თახვს მაგონებს ვიდრე ადამიანს. მაგარია, ჩემი სამიზნე კაც-თახვაა. მოულოდნელად ჩემკენ იყურება და ღიმილს იწყებს. -ესროლეთ! -ყვირის გამწარებული და უამრავი ადამიანი სროლას იწყებს ყველა მხრიდან. გაბრაზებული და შეცბუნებული თახვ-კაცასკენ ვისვრი და დარწმუნებული ვარ რომ სასიკვდილოდ დაიჭრა. სირბილს ვიწყებ და ტყვიები ჩემ გვერდზე ზუზუნით მიდიან. ____მოგონების დასასრული_____ ჯანდაბა. ჯანდაბა. ჯანდაბა. თავს ვაქნევ და სირბილს ვაგრძელებ. არ მინდა რომ მოვკლა ისინი, რადგან არაფერი არ დაუშავებიათ ჩემთვის, მაგრამ ეჭვ მაქვს სხვა გზა რ მაქვს. უკან ვტრიალდები და იარაღს ვუმიზნებ. ვიღიმი და ვისვრი. *** მეზიზღება სისხლის, რკინისებრი სუნი, რომელიც საშინელი მოსაშორებელია. უკვე ერთი სათია რაც შხაპის ქვეშ ვდგავარ, მაგრამ სისხლის სუნი მაინც დამსდევს. -მალე გამოხვალ?! -დედა არებზე მიკაკუნებს და მე თვალებს ვხუჭავ. იმის და მიუხედავად რომ ჩემ გაგებას ცდილობს, მას ჩემი მაინც არ ესმის. კი მესმის, ის ცდილობს კარგი დედას როლი მოირგოს, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვეულებრივ თინეიჯერზე გაჭრიდა, მე კი ყველაფერი ვარ ჩვეულებრივის გარდა. -კი. -ვიძახი ხმადაბლა, და ეჭვი მაქვს რომ ვერ გაიგო, მაგრამ ხმას აღარ მცემს. მისი ნაბიჯების ხმა მესმის, რომელიც კარიდორში ექოდ ისმის. თვალებს ვხუჭავ და ვიღიმი. ისევ სიყვარულზე ვფიქრობ და მის ნამდვილ არსზე. რა არის სიყვარული? რატომ რის სიყვარული ის რაც არის? მართალია ყველაფრის შემდეგ უკვე ექვსი თვეა გასული, მაგრამ დამიანე ისევ აღბეჭდილია ჩემს გონებაში. ხანდახან ისეთი გრძნობა მიჩნდება რომ თითქოს ვიღაცამ ჩემს გონებაში მისი სახელი და სახე ამოჩხაპნა და ყოველ წუთს მაიძულებს მას ვუყურო. მე მეშინია. არ ვიცი რატომ მაგრამ ეს მაშინებს. მე ხომ სიყვარულის უფლება არ მაქვს? იმისდამიუხედავად რომ მე ხალხისთვის ვხოცავ, იმის და იმიუხედავად რომ მე კანონიერი მკვლელი ვარ, მე მაინც არ ვიმსახურებ სიყვარულს. თან ჩვენ ორი სამყაროს სხვადასხვა მხარეს ვიბრძვით. ჩვენ ერთმანეთის მტრები ვართ. შესაძლებელია კი ჩვენთვის სიყვარული? შევძლებ კი მე სიყვარულს? არ ვიცი. ამაზე არც მიფიქრია წესიერად. არა იმიტომ რომ არ მეცალა, არამედ იმიტომ რომ მეშინოდა. მეშინოდა რომ სიმართლეს თვალებში ვერ ჩავხედავდი. მეშინია რომ ერთ დღეს მე მისი მოკვლა მომიწევს. *** დ ე მ ე ტ რ ე ლილეს სურათს ვუყურებ და მის სახეს ვიზეპირებ. ხვალ ყველაფერი გადაწყდება და მე მისი მოკვლა მომიწევს. მაგრამ რომ ვუყურებ მას ძალიან ნაცნობი სახე აქვს. თითქოს მე მას ვიცნობ. ამ გრძნობას კი თავიდან ვერ ვიშორებ. -კარგად ხარ? -გიო მხარზე ხელს მადებს და თავისკენ მაბრუნებს. სახე გაყინული და გამკაცრებული აქვს. ვიცი ეს გამოხედვა, ის ყოველთვის ასეა როცა დიდი ბოსის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. არც მე არ ვეთანხმები, მაგრამ ჩემი უფროსი დიდ ბოსზე უფრო საშიში და ძლიერია. -კი, თქვენ? -ვკითხულობდა გარშემო ვიყურები რომ ანდრეა და ნიკაც დავინახო. ჩემკენ იყურებიან და თავს მიქნევენ, მაგრამ მათთაც ეტყობათ რომ არ ეთანხმებიან არაფერს. ეტყობათ რომ არ მოწონთ რისი გაკეთებაც მოუწევთ. -მართლა უნდა მოვკლათ, უცოდველი, უძლური, უდანაშაულო გოგონა? -კითხულობს გაღიზიანებული ნიკა და ფეხზე ხტება. -სერიოზულად იძახი მაგას? გოგოს მოკვლას ვაპირებთ?! და მერე უნდა ავდგეთ და ვიამაყოთ? უფროსის დავალებით უდანაშაულო გოგო მოვკალითთქო?! -დაწყნარდი. -ცივი და უემოციო ხმით ვიძახი. მესმის მისი. მეც არ მომწონს, მაგრამ ჩვენ არჩევნის უფლება არ გვაქვს. -ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთ. თუ არ მოგწონს შეგიძლია წახვიდე, მაგრამ იცოდე რომ იმ გოგოს შემდეგ შენ მოგადგებიან. ნიკა ჩუმდება და გაბრაზებული უკან ჯდება. ხელები მომუშტული აქვს და თავისივე გათეთრებუ ხელებს უყურებს. თვალები ბრაზით და სიძულვილით აქვს სავსე და ეტყობა რომ ცოტაც და ტირილს დაიწყებს. ანდრეასკენ ვიყურები, რომელიც ამ ხნის მანძილზე ჩუმად იჯდა და დანას ლესავდა. ცემ მზერას ამჩნევს და თვალებში მიყურებს. ისიც ნიკას დღეშია, ოღონდ მის თვალებში ზიზღი უფრო მეტად ჩანს. -ერთადერთი ვისი მოკვლაც მინდა 'უსახო სიკვდილია' -იძახის ჩუმი და ყინულივით ცივი ხმით. ყველანი მისკენ იხედებიან, ის კი მხოლოდ მე მიყურებს. მისი მზერა ცივია, რომელიც ვენებში სისხლს მიყინავს. -ამ გოგოს ვერ მოვკლავთ. -ჩვენ ვერ შევცვლით ვერაფერს. -ვიძახი ისეთი უემოციო ხმით, რამდენადაც შემიძლია. ლილე, როგორ უნდა მოვკლა ადამიანი, რომელიც არც კი მიცნობს, და რომელიც რატომღაც ასე ნაცნობია ჩემთვის. -ან მოვკლავთ, ან მოვკვდებით. -სახე მიქვავდება და მათკენ ვიყურები. რომელ ღირსებაზე მელაპარაკებიან? ესენი არ არიან ისინი რომლებმაც უამრავი ადამიანი მოკლეს? ესენი არ არიან ისინი, რომლებიც თავისივე ნებით ჩაებნენ ამ შავ, ბნელ სამყაროში, სადაც სისხლის დაღვრა ერთადერთი გამოსავალია გადარჩენისთვის?! თვითონ არ ჩაეშვნენ იმ სამყაროში რომლის მთავარი ფრაზაა, მოკალი ან მოკვდი?! მათგან განსხვავებით ბევრს ამის უფლება არ გვქონდა. ძალიან ბევრს წაგვართვეს რჩევანი. ჩვენ მათგან განსხვავებით მკველის გზა ნებით არ აგვირჩევია, მათგან განსხვავებით ჩვენთვის არ უკითხავთ გვინდოდა თუ არა სიკვდილის მანქანები ვყოფილიყავით, რომელიც ყველანაირი ემოციისგან დაცლილია. რომელიც ბრძანებებს ბრმად ემორჩილება და რომელსაც არაფერი აღარ ადარდებს. და მაინც ისინი არიან ადამიანები რომლებიც მორალზე, ღირსებაზე და უდანაშაულოს მკვლელობაზე მელაპარაკებიან? ისინი არიან ადამიანები რომლებიც მეუბნებიან რომ არასოწად ვიქცევი? თვალებს ვხუჭავ და თვალწინ ისევ სავარჯიშო დარბაზი მიდგება, მანმადე სანამ ჩემ პირველ დავალებაზე წავიდოდი. -----მოგონება---- -უფრო სწრაფად! -ყვირის გაცოფებული, ლაშა და მაიძულებს უფრო სწრაფად ვირბინო. მისკენ ვიყურები და თვალები ზიზღით მაქვს სავსე. -კაი, დაისვენე. -მეუბნება და მეც თავს ვუქნევ. არ მჯერა რომ მალე დავალებაზე გამიშვებენ, მაგრამ მე ხომ ჯერ საკმარისად დიდი არ ვარ? მე ჯერ მზად არ ვარ. მხოლოდ 12ის ვარ, და უკვე მოსაკლავად მაგზავნიან. -მზად ხარ? -მეკითხება ლაშა და თავს ვუქნევ, არ მინდა რომ ჩემზე ინერვიულოს. -სხვა გზა არც გაქვს. მაგრამ ცუდია რომ ასე ადრე გიშვებენ. -რატომ? -ჯერ პატარა ხარ, არ მინდოდა ასე ადრე გენახა სასტიკი სამყარო. -დაბლა იყურება და ყურადღებას აღარ მაქცევს, თითქოს თავის საკუთარ სამყაროშია ჩაძირული. მოულოდნელად კარები იღება და შიშისგან კარისკენ დანას მთელი ძალით ვისვრი, ლასა თავს მაღლა წევს და თვალები შიშისგან გაფართოებული აქვს. კარებში ჩემზე ორი წლით პატარა გოგონა დგას, გრძელი წითელი თმით და მომწვანო თვალებით. როცა დანას ამჩნევს არც ყვირის და არც გარბის, იცის რომ ვერ მოასწრებს. თვალებს ვერ ვაშორებ და უკვე კანკალს ვიწყებ, იმის წარმოდგენაზე რომ ის მოკვდება. მაგრამ ის ხელს წევს და ზუსტად იმ წამს კიდევს დანის ტარს ხელს, როცა დანის წვერი მისი ცხვირიდან რამდენიმე მილიმეტრით არის დაშორებული. -კარგად ხარ?! -შეშინებული ლაშა მასთან მირბის, მე კი კანკალს ისევ ვერ ვწყვეტ და მუხლებზე ვეცემი. მე კინაღამ უდანაშაულო მოვკლალი. -კი. -იძახის გოგონა ბედნიერი ხმით და შემდეგ ჩემკენ იყურება, თვალები უმუქდება და გაბრაზებული მიყურებს. -დაიჭირე! -იძახის და დანას მესვრის. მეღიმება, მაგრამ ჩემდა გასაკვირად დანას ძლივს ვიცილებ. -ხო გითხარი დაიჭირეთქო?! -იძახის ნაწყენი და გაბრაზებული ხმით, შემდეგ ჩემ გვერდზე მირბის და კედელში ღრმად ჩარჭობილ სანადირო დანას იღებს და მიღიმის.- შენია? -მეკითხება და თავს ვუქნევ. ესეც უკვე მზადაა? ჩემკენ მოდის და დანას ღიმილით მიწვდის. თვალბში ვუყურებ და მეღიმება. ის ისევ უცოდველია. თავს ვაქნევ და ვუღიმი, ის კი გაკვირვებული მიყურებს. -გქონდეს, შენ მაინც უკეთესად ხმარობ. -ვეუბნები და მასაც თვალები უნათდება და ნაპერწკლით ევსება. -მადლობა! -იძახის ბედნიერი ხმით და იმას აკეთებს, რაც ჩემთვის დიდიხანია არავის აღარ გაუკეთებია, მეხუტება. თავიდან ვყოყმაობ, მაგრამ ბოლოს მეც ვეხუტები და ვიღიმი. ____მოგონების დასასრული_____ და მაინც ეს გოგოც ნაცნობი რატომ ჩანს ჩემთვის?! რატომ არის რომ როცა ცუდზე ვფიქრობ მასზე ვფიქრობ და ვწყნარდები. რატომ მგონია რომ მე მას ვიცნობ? რატომ მგონია რომ მე ის ნანახი მყავს? იქნებ ის არის 'უსახო სიკვდილი'? იქნებ ის არის გოგო, რომელმაც დიდი ხნის წინ კინაღამ სიცოცხლეს გამომასალმა. -რაზე ფიქრობ? -ნიკას უხეშ ხმას ფიქრებიდან გამოვყავარ და მისკენ ვიხედები, გაბრაზებული. -არაფერზე, საშენოზე. -ვიძახი და ოთახიდან კარების მოჯახუნებით გავდივარ. **** ლ ი ლ ე თვალებს ვხუჭავ და ვახელ, თვალებს ვახამხამებ და ძლივს ვიყურები. მეძინება, მაგრამ ვერ დავიგვიანებ. ამდენი ხნის შემდეგ ისევ გადავწყვიტეთ და გავბედეთ სადმე წასვლა. მას შემდეგ რაც ბიჭებთან ვიჩხუბეთ წესიერად ვეღარ ვლაპარაკობდით, არც არსად არ ვხვდებოდით ერთმანეთს და ერთმანეთს გავურბოდით. -მზად ვარ. -ვიძახი ჩუმად და ჩემ ანარეკლს ვუღიმი სარკეში. სხვას ვერც ვერაფერს ვერ ვიზამ. ჩემ თავს ვათვალიერედ, შავი დახეული ჯინსები, შავი ბათინკები და თეთრი მოკლე-მკლავიანი მაიკა. თმას ვიშლი და ოთახიდან გავდივარ. დღეს ყველაფერი შეიცვლება. 27. -აუუუ, კიდე მშია. -იძახის ტასია წუწუნით და ხელებს დრამატულად აქნევს ჰაერში. მეღიმება და თავს ვაქნევ. მე, ეკო, ნუკა და ტასია Wendy's-ში ვართ და როგორც შეგვიძლია ისე არ ვიმჩნევთ არაკომფორტულობას. მოულოდნელად ჯიბეში ვიბრაციას ვგრძნობ და ტელეფონს ვიღებ. სახელს დიდხანს ვაკვირდები და მხოლოდ ეკოს ხმა მაფხიზლებს ტრანსიდან. -ვინ არის?-მეკითხება გაკვირვებული და თვითონაც ტელეფონისკენ იყურება, რომლის ეკრანზეც დიდი ასოებით გარკვეით და მკაფიოდ წერია: "შრეკი" დამიანე მირეკავს. ტელეფონს ხელის კანკალით ვპასუხობ, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ. არ ვიცი რა ვთქვა და რატომ. -ლილუ? -მისი ხმა მესმის და სუნთვა მეკვრება. -შეგიძლია შემხვდე? -წამით მთელი სამყარო წყვეტს არსებობას და მე თვალთ მიბნელდება. -კი, სად? როდის? -ვპასუხობ როგორც კი გონზე მოვდივარ. მე ამ შანს ხელიდან ვერ გავუშვებ, მე ის უნდა ვნახო, მას უნდა ველაპარაკო. -ახლავე შეძლებ?-მეკითხება. -რედისონთან? -მოვდივარ. -ტელეფონს ვთიშავ და ისე რომ არავის არაფერს არ ვეუბნები დაბლა ჩავბივარ და რედისონთან მივდივარ. -არ მეგონა ასე მალე თუ მოხვიდოდი... -იძახის ღიმილიანი სახით დამიანე და ჩემთან ახლოს მოდის. როცა ვხედავ ვგრძნობ თვალები ციმციმს როგორ იწყებენ და როგორ ვწითლდები. ვიღიმი და მთელი სამყარო ქრება ჩემ გარშემო. -ხო, რა გინდოდა? -ვეკითხები ცივი ხმით და თვალებში ვაშტერდები. ისიც თავს მიქნევს და პირს აღებს რომ ლაპარაკი გააგრძელოს. მის გარშემო ვიყურები და დანარჩენებს ვამჩნევ, ბექაც კი აქ არის. ვიცი რომ გოგოები უკან მიდგანან და ვიცი რამხელა სტრესი იქნება ეს მათთვის. -უნდა გაიქცე. -იძახის ჩუმად. -შენი მოკვლა უნდათ. მეღიმება და თავს ვაქნევ, ისე რომ მეტს აღარ ვუსმენ ვტრიალდები და მივდივარ. -ჩემი მოკვლა თუ უნდათ იმაზე მეტი სჭირდებათ ვიდრე ერთი ტყვია. -ვიძახი და ვიღიმი. ჩემი მოკვლა ადვილი არ არის. და მე სიკვდილს არ ვაპირებ. მოულოდნელად, ჩემ გვერდით ტყვია მიზუზუნებს და კედელში ერჭობა. თვალები მიფართოვდება და ტყვიას ვუყურებ, მაგრამ როგორც კი ზუზუნის ხმა მესმის, ვიხრები და ჩემ თავ ზემოთ კიდევ ერთი ტყვია მიდის. -ჯანდაბა. -ვყვირივარ და მსროლელისკენ ვიყურები. ჯანდაბა ამათ. ბიჭები ჩემკენ მორბიან და დახმარებას ცდილობენ, მაგრამ მათთან ჩხუბს ვიღაცეები იწყებენ, ხალხი პოლიციაში რეკავს და ალიაქოთი იწყება. ჩემ უკან ვირაც დგას და ქლოროფილიან ნაჭერს ცხვირზე და პირზე მაფარებს, მე კი სუნთქვას ვიკავებ და ისე ვიქცევი ვითომ გული მართლა მიმდის, როგორს კი ის კაცი დუნდება, მაშინვე იდაყვს მუცელში ვურტყავ და ვიღიმი. -ჯანდაბა! -ვყვირივარ როგორც კი მხარში დანას ვგრძნობ. სახე ტკივილისგან მეჯღანება. მეორე კაციც იგივეს აკეთებს და ქლოროფილიან ნაჭერს მაფარებს, მაგრამ ამჯერად სუნთქვის შეწყვეტას ვეღარ ვასწრებ და ნელ-ნელა ყველაფერი სიბნელეში იძირება. **** დ ა მ ი ა ნ ე ვუყურებ როგორ მიათრევენ ლილეს და მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. პოლიცია უკვე ადგილზეა, მაგრამ არც მათ არ გამოსდით არაფერი. ლილე უკვე შავ ჯიპშია შეგდებული და მოულოდნელად, იმ წამსვე როგორც კი მანქანა იძვრება იმ წამსვე ყველაი ქრებიან. რა ჯანდაბა მოხდა?! გარშემო ვიყურები მაგრამ ლილეს ვერ ვხედავ. ჩემთან ერთ-ერთი პოლიციელი მოდის, მას მერე რაც გოგოებთან ლაპარაკს ამთავრებს. გოგოებისკენ ვიხედები, რომელსაც სახეზე ნაღველი აქვთ აღბეჭდილი. -სერ, ჩემთან ერთად მოგიწევთ წამოსვლა. -მეუბნება და წინ მიმიძღვის. 28. დ ა მ ი ა ნ ე როდესმე გიგრძვნიათ საშიელი ტკივილი გულში? არა იმიტომ რომ საყვარელმა ადამიანმა დაგტოვათ, არამედ ის რომ ის წაგართვეს. როდესმე თავი გამოუსადეგარ, სუსტ არსებად გიგრძვნიათ? ზუსტად ასე ვგრძნობ თავს ამ წამს. გამოუსედეგარად. მე მისი გაფრთხილება მინდოდა, ვიცოდი რომ სხვას ვერაფერს ვერ ვიზამდი, ის არ მომისმენდა. მას მე ვძულვარ. მან მე არ დამიჯერა. ის წაიყვანეს. ფანჯრიდან ვიყურები და ქუჩებს ვაკვირდები, ერთმანეთს რომ ენაცვლება. მე მეშინია. არ მინდა რომ ლილე მოკლან. ყველაფერს გავაკეთებდი, მოვკვდებოდი, ოღონდ ლილე კარგად ყოფილიყო. არ მინდა რომ მას რამე დაუშავდეს. -კარგად ხარ? -მეკითხება პოლიციელი, რომლის სახელიც აჩია. ცდილობს რომ გამამხნევოს, მაგრამ არ გამოსდის. -ნუ გეშინია, დარწმუნებული ვარ კარგად იქნება. -მიღიმის, მაგრამ მაინც ვხედავ როგორი ყალბია მისი ღიმილი. წინ ტრიალდება და ერთ-ერთს ეკითხება. -ლაშასთან დარეკეთ? -კი, იქ დაგვხვდება. -იძახის ერთ-ერთი. ვინ არის ლაშა? და რა შუაშია ლილესთან? *** ლაშა 30 წლამდე, მაღალი, ნავარჯიშები, ქერა და ლურჯთვალება კაცია/ბიჭია. რომელიც ძალიან, ძალიან გაბრაზებულია და ადგილს ვერ პოულობს. აქეთ-იქით დადის და ბოლტას სცემს. -თავიდან მოყევით! -ყვირის და აჩი ადგილზე ხტება, მაგრამ ჩემდა გასაკვირად მასთან ტასია მიდის და თვალებში უყურებს. -ჩვენც ვნერვიულობთ ლაშა. -იძახის გაბზარული ხმით და ბექასკენ იყურება, რომელიც თვალს არიდებს. -მაგრამ, დარწმუნებული ვარ ლილე კარგად იქნება. ყველაზე მეტად შენ უნდა გჯეროდეს მისი. შენ იცი ყველაზე კარგად რისი გამკეთებელიც არის ლილე. -ისიც ვიცი რისი გამკეთებელია დემეტრე. -იძახის და მისკენ ვიყურები. დემეტრეს იცნობს? -ის ლილეს მოკლავს, აწამებს და მოკლავს. -თავს აქნევს და პროგრამისტისკენ იყურება. -რა ხდება? -ხაზზე გამოვიდნენ და ეჭვი მაქვს მალე ვიდეოს ჩართავენ, ლაივის პონტში. -იძახის და სახე უფრო უსერიოზულდება. -იმედია ლილე კარგად იქნება. -იმედია. -იძახის ლაშა. საიდან იცნობენ ლილეს? რატომ ღელავენ მასზე ასე ძალიან? ვინ არის ლაშა? ეს ხომ არ არის 'უსახო სიკვდილი'? არ ვიცი. თავს ვაქნევდ ა ყველანაირ ფიქრს ვიყრი თავიდან. -ჩართეს! -ყვირის პროგრამისთი და თვალებს იმწამსვე ვახელ და ეკრანთან მივბივარ. და რასაც ვხედავ გულს მიჩერებს. ლილე, თავჩაღუნული, სკამზე მიბმული და გათიშული. მის გარშემო კი წამების იარაღებით მზადმყოფი ბიჭები. ლილე! *** ლ ი ლ ე თვალებს ნელა ვახელ, მაგრამ თავს მაღლა არ ვწევ. ნელა ვისუნთქავ ჰაერს და ვცდილობ გონს ნორმალურად მოვიდე. ცოტა მეტი დრო მჭირდება. დრო, რომელიც არ მაქვს. მაღლა ვიყურები და ჩემი თვალები დემეტრეს ნაცრისფერ თვალებს აწყდება. ნაცრისფერ თვალებს რომლებიც რატომღაც ძალიან ნაცნობია ჩემთვის. -გაიღვიძე პრინცესა?! -მეკითხება და მიღიმის, მაგრამ ეს ღიმილი ტანში უსიამოვნო ჟრუანტელს მგვრის. ჩემკენ მოდის, მაგრამ მისდა იმდგასაცრუებლად, და გასაკვირად არც ტირილს ვიწყებ და არც შენდობას არ ვთხოვ. უბრალოდ, თვალებში უტიფრად ვუყურებ და ვიღიმი. დანას იღებს და ჩემკენ მოემართება, თავდაჯერებული ღიმილით. პასუხად მეც ვიღიმი და თავს მშვიდად ვგრძნობ. ეს ხომ დანაა, დანები კი ჩემი სხეულის ნაწილია. ეჭვი მაქვს ჩემი გაჩხრეკა თავში არც მოსვლიათ. ვიღიმი და თვალებს ვხუჭავ ტკივილის მოლოდინში. ჯერ აქედან ვერ წავალ, ჯერ მიზეზი უნდა გავიგო. უნდა გავიგო დამიანე ამათთან რა კავშირშია. უნდა გავიგო ეს ხალხი რატომ უნდა მოვკლა. ----მოგონება---- დანას ხელში ვატრიალებ და ბედნიერი სახით ვუყურებ. იმ ბიჭზე ვფიქრობ, რომელმაც დანა მაჩუქა. მე მისი სახელიც კი არ ვიცი. ლაშასკენ ვიყურები, რომელიც ნერვიულად იყურება ფანჯრიდან და ადგილს ვერ პოულობს. მთელ შენობაში მარტო მე და ის ვართ დარჩენილები. აქეთ-იქით დადის და ნერვიულად იკვნიტავს ფრჩხილებს, მე კი დანას ვაკვირდები მონუსხული. მოულოდნელად ლაშა ადგილიდან სწყდება და კიბეებზე ჩარბის, მეც უკან მივყვები და კიბეების ბოლოში ვჩერდები, როდესაც შემოსასვლელში გასისხლიანებულ ბიჭს ვხედავ, რომელსაც ხელები უკანკალებს და ცრემლები სახეზე ჩამოსდის. თვალებს აქეთ-იქით გიჟივით ატრიალებს და ფოკუსირებას ვერ ახდენს. მე კი ბიჭს ვუყურებ, შემდეგ დანას ვუყურებ და გუშინდელ და ახლანდელ ბიჭს ერთმანეთთან ვერ ვაკავშირებ. -დაჭრილი ხარ? -ეკითხება შეშინებული ლაშა და ბიჭს უფრო დაკვირვებით ათვალიერებს, ის კი თითქოს ამით გონს მოდის და თავს აქნევს. -მე...მე არა. -იძახის და თავს დაბლა ხრის, ცრემლები მის სახეზე გზას თავისუფლად პოულობენ და ნიაღვარივით ჩამოდის დაბლა.-მე...მე ის...მოვკალი. -იძახის ჩუმად და მე სუნთქვა მეკვრება. ახლა ვხვდები რატომ არის სისხლით დაფარული და რატომ აქვს ცარიელი მზერა. -მე... მე მას ყელი გამოვჭერი...და...ვუყურებდი... -ტირილს იწყებს და ჩერდება, მაგრამ სლუკუნით მაინც აგრძელებს. -მე...ვუყურებდი...როგორ...როგორ კვდებოდა. -ტირილს თავიდან იწყებს და მე ვჩუმდები, შეცხადების თავიც აღარ მაქვს. კიბეებზე მოწყვეტით ვეშვები და ბიჭთან ერთად ვიწყებ ტირილს. ოღონდ მისგან განსხავებით მე ჩუმად ვტირივარ. ვცდილობ ჩემი ემოციების შესახებ არავინ არაფერი არ იცოდეს. მათ ვერ მივცემ უფლებას ის ერთადერთიც წამართვან რაც ჩემია, და მხოლოდ ჩემი. მე მათ ემოციებს ვერ ვანახებ, მათ ვერ წავართმევინებ. მასთან მივდივარ და მხარზე ხელს ფრთხილად ვადებ. ცრემლებს ვიწმინდავ და მას ვაკვირდები. ჩალისფერი თმა სისხლით აქვს შეღებილი. მაღლა, ჩემკენ იყურება და გაკვირვებული მაშტერდება. მე კი მხოლოდ ვუყურებ. ალბათ რამეს ელოდებოდა, ჩახუტებას, რამეს. რადგან ის ჩასახუტებლად გამოიწია, მე კი რაც ძალი და ღონე მქონდა სახეში მუშტი გავარტყი და ცხვირიდან სისხლი წამოიოვიდა, ტუჩიც გაუსკდა. ლაშა ჩემთან მოდის და ძლიერად მქაჩავს ხელზე და ბიჭს მაშორებს. სახეში სილას მარტყამს და პირიდან მეც სისხლს ვაფურთხებ. ბიჭი კი გაშტერებული მიყურებს. ლაშა კიდევ ერთხელ მარტყამს, მაგრამ მე არ ვვარდები. -მან მოკლა! -ყვირის ლაშა. -მისთვის ეს შოკია! შენ მის ადგილას უნდა წარმოიდგინო თავი! ეს ადვილი არ არის! -ლაშა ყვირილს ამთავრებს და გაბრაზებული თვალებით მიყურებს. ძნელი არ არის გაიგო რომ მას ის ძმასავით ან თუნდაც შვილივით უყვარს. ზუსტად ვიცი რომ ლაშა იგივე გრძნობებს ჩემს მიმართ არ განიცდის და არც არასდროს არ ექნება. მე მისთვის ყოველთვის მოსწავლე ვიქნები და ვიცი რომ ის ჩემზე მარტო იმდენს ინერვიულებს რამდენიც მასწავლებლის და მენტორის მოვალეობაში შედის. -ჩვენ ყველანი ვკლავთ! -ვყვირივარ მე და ბიჭისკენ ვიყურები. -შენ მოკალი ერთი, მაგრამ იმ ერთმა დახოცა ასობით და ათასობით! -შხამიანი ხმით ვიძახი და ბიჭისკენ ზიზღით ვიყურები. -შენ ტირიხარ, იმიტომ რომ მოკალი. შენ ტირიხარ იმიტომ რომ შენ ამით შენი სული გაწირე. მაგრამ შენ არ ფიქრობ რომ ამით ასობით ოჯახი გადაარჩინე გლოვას და უბედურებას! -სიბრაზეს უკვე ვეღარ ვატევ. ლაშა კიდევ ერთხელ მარტყამს სილას და მეუბნება რომ გავჩუმდე, მაგრამ მე გაჩუმებას არ ვაპირებ, დღეს არა. -ეგოისტი ხარ! შენ წახვედი, რადგან თავი კარგი გეგონა, ნაგვის ფასიც კი არ ღირხარ! -ვყვირივარ გაანჩხლებით. -არ მჭირდება. -დანას ვიღებ და ვესვრი. დანა პირდაპირ მის ფეხებთან ერჭობა იატაკს და დაბლა ღრმად ჩადის, ისე რომ მარტო ტარი ჩანს. -არ მჭირდება საჩუქარი სუსტისგან. ვიძახი და ვტრიალდები. ვტრიალდები და უკან ერთხელაც აღარ ვიყურები. გაბრაზებული იმით რომ ბიჭი, რომელსაც მთელი ცხოვრება მოკვლა მოუწევდა, რომელიც იმ სამყაროშია სადაც უნდა მოკლა ან მოგკლავენ, მკვლელის მოკვლის გამო ტირის. არა, არ ტირის, ჯღავის. მაგრამ არა იმიტომ რომ ნანობს, არამედ იმიტომ რომ შეეშინდა. ფანჯრიდან ვხტები და ჩაბნელებულ ქუჩებში სახლის გზას მივუყვები. _____მოგონების დასასრული______ თავს ვაქნევ და მეღიმება. ის ბიჭი. ის ხომ სუსტი იყო, მაგრამ მას მოკვლა მაინც უწევდა. მას კი ეშინოდა. ასეთები კი მალე კვდებიან თუ არ შეიცვალნენ. დემეტრესკენ ვიყურები და ვიღიმი. -შეგიძლია ცადო, მაგრამ ვერ მომკლავ. -ვპასუხობ და ღიმილი ყურებამდე ამდის. -სამაგიეროდ შენ მოკვდები. -ჰაჰ. -იძახის საკრასტულად და დანას მარცხენა წვივში მარჭობს. თვალები ტკივილისგან მიდიდება და კივილის შესაჩერებლად თვალებს ვხუჭავ და ტუჩს ვკბენ. დემეტრე დანას იღებს ჩემი ფეხიდან და იღიმის. სისხლს იმავე ფეხის ბარძაყზე მაწმინდავს და ტრიალდება. მაგრამ მოულოდნელად უკან ბრუნდება და სახეში მუშტს მთელი ძალით მარტყავს. დარტყმისგან თავი გვერდზე მიტრიალდება და პირიდან სისხლს ვაფურთხებ. ნაგლი. -სულ ეს არის? -ცეცხლზე ნავთს ვუსხამდი და ღიმილს ვაგრძელებდი. ლაშას გადამკიდე, ერთი დანის ჩარტყმა და მუშტი სახეში ვერ გამტეხს. -გაქვთ კიდე რამე დამალული სახელოში? დემეტრე კბილებს აკრაჭუნებს და მუშტს ისევ მირტყამს, მე კი ვიღიმი. ყველანი ჩემ წინ დგებიან, დებილები. უკანა ჯიბიდან ფრთხილად ვიღებ პატარა ჯიბის დანას და თოკის გადაჭრას ვიჭყებ. ამ დებილებმა ფეხები არც კი დამიბეს. როცა თოკი საბოლოოდ გადავჭერი სკამზე ფრთხილად მოვათავსე და დანა მოვიმარჯვე. დემეტრე ახლოს მოვიდა ისევ მუშტის დასარტყამად, მაგრამ ფეხს ვიქნევ და ყბაში ვარტყამ, ის კი დარტყმისგან ბარბაცს იწყებს და უკან ვარდება. უცებ ვდგები და დანას ერთ-ერთს პიდაპირ მარჯვენა მხარში ვარტყავ, მას კი ხელიდან იარაღი უვარდება, მეორე ჯიბიდან მეორე დანას ვიღებ და ერთ-ერთს ვუმიზნებ, მაგრამ ცოტა დრის გამო დამიზნებას ვერ ვასწრებ და დანა მკერდში ხვდება. დემეტრე ჩემკენ გაცოფებული მორბის და თავის დანას იღებს მე კი ჩემ მესამე და უკანასკნელ დანას ვიღებ ჯიბიდან. ის ჩემზე სწრაფია და დანას მარცხენა მკლავში მიყრის, მე კი უკან ვხტები და დანას ჭრილობიდან ვიღებ. დაბლიდან სხვები იწყებენ ჩამორბენას და დემეტრეს დახმარებას. დემეტრესკენ ვიყურები და მის ხელში იმას ვხედავ, რაც მაიძულებს გავშეშდე. დემეტრეს ის დანა უჭირავს, რომელიც მე იმ ბიჭს დავუბრუნე. **** დ ე მ ე ტ რ ე ლილეს ვუყურებ და გაოცებას ძლივს ვმალავ. საიდან იცის ასე ჩხუბი, დანების ასე კარგად ხმარება? ლილე თვალებგაფართოებული მიყურებს და მოულოდნელად დანას ჩემ უკან მდგომ გიოს ესვრის, რომელიც ძირს ეცემა. მინდა შევტრიალდე და შევამოწმო როგორ არის, მაგრამ ვერ ვბედავ. ლილესკენ ვტრიალდები და ვერ ვხვდეი რა გავაკეთო. ჩამოსასვლელი კარი ჩაკეტილია შიგნიდან და დამხმარე ჯგუფი ვერ გააღებს, მაგრამ მე ლილეს ვერ გავუშვებ. ის კი ისევ მაშტერდება. -ეს შენ ხარ? -მეკითხება მოულოდნელად და ხელიდან უკანასკნელი დანა უვარდება. გაკვირვებული ვუყურებ, ვერ ვხვდები რა უნდა. -შენ ის ბიჭი ხარ, მაშინ ლაშასთან რომ მოხვედი, პირველი მკვლელობის შემდეგ. -თვალები მიდიდება და ყველაფერი მახსენდება. ახლა ვხვდები რატომ ჩანს ლილე ასეთი ნაცნობი, ეს ის გოგოა, რომელიც დამეხმარა გადარცენაში და რომელმაც სასტიკი რეალობა დამანახა. -აქ რას აკეთებ? -მეკითხება და ახლოს მოდის, ისე რომ ის პირდაპირ ჩემ წინ დგას, მე კი მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობ. ყველაფერს მოკლედ ვუყვები, კარებზე გრუხუნი კი არ წყდება. ის თავს მიქნევს და თან ამ დროს ბარიკადებს აშენებს, რის უკან ბიჭებს ათავსებს და თვითონაც დგება. მარცხენა ხელს ნაჭრით იხვევს და იარაღს იმარჯვებს. ხელში ორი ცალი P-9 უჭირავს და სასროლად მზად არის. მის გვერდზე ვდგები და უკვე მის ნაამბობს ვისმენ. -სამ თვალაზე შემოანგრევენ კარებს. -მეუბნება ჩუმად და მართლაც რომ სამ წამში კარების ჩამოღების ხმა ისმის. - სამ თვლაზე კი ვისვრით. -თავს ვუქნევ და გონებაში სამამდე ვითვლი 29. დ ა მ ი ა ნ ე (იქიდან რაც ლილემ გამოფხიზლება დაიწყო) ვუყურებ ლილე თვალებს ნელა როგორ ახელს და ჰაერს ღრმად როგორ ისუნთქავს. თვალებს მაგრად ხუჭავს და ისევ ახელს. თავს ნელა წევს და გარშემო ხალხს ათვალიერებს. ვუყურებ და იმის შეგრძნება არ მტოვებს რომ მე გამოუსადეგარი ვარ. -ყველაფერი კარგად იქნება. -ჩემ გვერდზე ლაშა დგას და გაუჩერებლად ამ სიტყვებს დუდღუნებს, მაგრამ ვატყობ რომ არ შველის. ლაშას თვალები უფართოვდება როგორც კი დემეტრეს ხედავს. ეკრანისკენ ვიყურები და ტკივილით ვუყურებ იმას თუ როგორ აყენებენ დანით ფეხში ჭრილობას, შემდეგ კი სახეში მუშტს ურტყამენ. თვალები მეწვის და ცრემლით მევსება. მინდა რომ გვერდზე გავიხედო და მისი ტანჯვა არ დავინახო, მაგრამ სხეული არ მემორჩილება. თვალების დახუწვასაც კი ვერ ვახერხებ. ცრემლები გზას გარეთ ადვილად პოულობენ და სახეზე მარილიან ნაკვალებს ტოვებენ. ლილეს კიდე ურტყამენ და ლაშა ჩუმად იგინება. მისკენ მინდა გავიხედო, მაგრამ ვერ ვბედავ. არ მინდა რომ ლილე მარტო დავტოვო, იმის და მიუხედავად რომ არ იცის მასთან რომ ვარ. ლილეს კიდე ურტყამენ, ის კი იღიმება. გიჟივით იღიმება. მოულოდნელად ფეხს დემეტრეს ყბაში არტყავს და იქიდან იქ ნამდვილი ჯოჯოხეთი იწყება. ლილე საიდანრაც დანებს იღებს და ხალხს ესვრის, ყველას, დემეტრეს გარდა. თავიდან მასაც ეჩხუბება და ისევ იჭრება, მაგრამ შემდეგ რაღაც ემართება და შეშდება. ლილე დემეტრესთან მიდის და რაღაცას ეუბნება. ისინი ისე ახლოს არიან ერთმანეთთან რომ მათი ცხვირები ლამის ერთმანეთს ეხება. დემეტრე ჩურჩულს იწყებს და ისინი ბარიკადების აშენებას იწყებენ. შემდეგ კი უკვე ლილე აგრძელებს ლაპარაკს და თან იარაღს ამზადებს სასროლად. საიდან იცის ლილემ ეს ყველაფერი. ლაშასკენ ვიხედები, მას კი თვალებში მხოლოდ სევდა და სინანული აქვს. **** ლ ა შ ა ვუყურებ ჩემ ორ მოსწავლეს და ტკივილით გული მევსება. ვუყურებ ერთმანეთს როგორ ჭრიან და შემდეგ როგორ მუშაობენ ერთად. მათი პირველი შეხვედრა მახსენდება და შემდეგ უკვე მეორე და უკანასკნელი. მახსენდება ის ფაქტი თუ როგორ ვცემა ლილე იმ დღეს და საშინელი დანაშაულის გრძნობა ჩემ შიგნიდან დაწვას იწყებს. ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. ვიცი რომ ეს დემეტრეს დავალება იყო, და ვიცოდი რომ უდანაშაულოს მოკვლა წირდებოდა, მაგრამ მაინც დავთანხმდი. სამიზნეს სახელი წავიკითხე და მაინც დავთანხმდი. დასაწყისიდან ასე იყო, მე დემეტრესთვის უფრო მეტს ვაკეთებდი ვიდრე ლილესთვის. ყოველთვის მეგონა რომ დემეტრე უფრო ბევრს მიაღწევდა ვიდრე ლილე, მაგრამ დღეს ვხვდები რომელიც უფრო ძლიერია. დღეს ვხვდები რომ მე არასწორი არჩევანი გავაკეთე. დღეს მე ვხვდები რომ 'უსახო სიკვდილი', ლილე უფრო ძლიერი იყო ვიდრე დემეტრე. მაგრამ ვხვდები რომ ამ დავალებისთვის მართლაც რომ დემეტრე იყო უკეთესი. და მაინც სწორი არჩევანი გავაკეთე? სწორად ვიქცეოდი? *** ტ ა ს ი ა ეკრანს ვუყურებ და თვალებს ვერ ვუჯერებ, ის მზადაა მოკლას და ამისთვის წამიტაც კი არ ყოვნდება. ვუყურებ და ვხვდები რომ მე ლილეს საერთოდ არ ვიცნობ. ვუყურებ და ნამუსი მაწუხებს, რადგან მე ჩემ საუკეთესო მეგობარს გვერდში არ ვედექი როცა ვჭირდებოდი. ხელზე ვიღაცის შეხებას ვგრძნობ და გვერდზე ვიყურები იქ კი განერვიულებული ბექაა, ხელს ვკიდებ და ორივე ეკრანებისკენ ვიყურებით. ***** ე კ ო მან უკვე მოკლა? რატომ არის ის ასეთი დარწმუნებული? ასეთი ცივი? როდის მოკლა? რატომ? რატომ არ მითხრა? ლილეს ვუყურებ და აღფრთოვანებას ძლივს ვმალავ. ის ისეთი ძლიერია, მან შეძლო რომ თავისი დარდი დაემალა, მან შეძლო თავისი საიდუმლო დაემალა. ახლაც როცა ის გადარჩენისთვის ბრძოლობს, მაინც შესანიშნავად ახერხებს ემოციების დამალვას. ის თითქოს დემეტრეს კი არა სიკვდილს დასცინის. თითქოს მას ამით აჩვენებს რომ ლილეს სიკვდილის არ ეშინია. გვერდით ლუკა მიდგება და ხელს მგრად მკიდებს, მისკენ გაკვირვებული ვიყურები და ვუღიმი. ამ წამს ვიცი რომ ჩხუბი არ ღირს. ****** ნ უ კ ა ლილეს ვუყურებ და თვალს ვერ ვაშორებ. მისი ჩხუბი მანმადეც ნანახი მქონდა, მაგრამ ამას ნამდვილად არ მოველოდი. ვერც ვიფიქრებდი ასე თუ იქნებოდა. ვუყურებ მონუსხული და აღფრთოვანებას ვერ ვმალავ. მოულოდნელად ხელს მკიდებს ვიღაცა და მისკენ ნერვებ მოშლილი ვიყურები, წინ კი თოკო მხვდება. ხელს მკიდებს და მაგრად მიჭერს, თითქოს ჩემ დამშვიდებას ცდილობდეს. მისკენ ვიხედები და მის თვალებში ცრემლებს და შიშს ვხედავ. ლილესკენ ვიხედები და ვიღიმი. ის აშკარად გვანახებს რომ სიკვდილი არ არის ის რისიც ეშინია. -----მოგონება------- -ლუ. -ვეძახი და ჩემკენ ტრიალდება. თმა უკან აქვს გადაწეული, მაგრამ ერთი წითელი კულული მაინც სახეზე აქვს ჩამოვარდნილი. დიდი, მომწვანო თვალებით მიყურებს და ტუჩებს იკვნიტავს ნერვიულობისგან. მიყურებს, თან ისევ ფიქრობს. -ჰოუპ. -კითხულობს და მიღიმის. -რა იყო? -რისი გეშინია? -ვეკითხები და ვუღიმი. ვიცი რომ ბევრი რამის არ ეშინია, მაგრამ მე კონკრეტულად სხვა რამე მაინტერესებს ამიტომ ვეკითხები. -უფრო სწორად სიკვდილის გეშინია? -ჰმმ. -ფიქრს იწყებს. უფრო ფიქრობ როგორ მიპასუხოს. რა სულელი ვარ, სიკვდილის ყველას ეშინია. -არა. -მპასუხობს და გაკვირვებული ვუყურებ, პირს ვაღებ რომ მიზეზი ვკითხო, მაგრამ არ მაცლის და აგრძელებს. -ალბათ როგორც ყველას მეც არ მინდა სიკვდილი, მაგრამ არც უსასრულოდ სიცოცხლე მინდა. -თავს აქნევს და აგრძელებს. -რომ ვუფიქრდები, სიკვდილის არ მეშინია. სიკვდილი საშიში არ არის. ერთადერთი რისიც მართლა მეშინია, და რომელიც ყოველ წამს შიშის ზარს მცემს სიცოცხლეა. -თვალები მიფართოვდება, ის კი ამას არც კი იმჩნევს. - აბა დაფიქრდი. სიკვდილის მერე არ ვიცით არა რა ხდება? მაგრამ რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, ჯოჯოხეთი, სამოთხე, რეინკარნაცია, ახალი ცხოვრება, არარსებობა. აქედან აუცილებლად იქნება რომელიმე. ხოლო სიცოცხლეს ზედმეტად ბევრი განვითარების ვარიანტი აქვს. მაგალითად ამ წამს ჩვენ ა ვიცით რა მოხდება შემდეგში. ჩემი აზრით სიცოცხლე სიკვდილზე გაცილებით უფრო საშიშია. თავს ვუქნევ, მაგრამ ისე რომ ბოლომდე ისევ ვერ ვაცნობიერებ მის ნათქვამს. ამას ლილეც ამჩნევს და ნაზად მიღიმის. -არაუშავს. -თავს უკან წევს და სწორდება. -ადრე თუ გვიან მიხვდები ჩემ ნათქვამს. ამას ადრე თუ გვიან ყველა მიხვდება. _____მოგონების დასასრული____ როცა ამას ვიხსენებ ახლაც ვერ ვწვდები ბოლომდე მის ნათქვამს. მაგრამ თითქოს მიხვი რაღაც ნაწილს მაინც იმისას რასაც გულისხმობდა. როცა ვუყურებ როგორ კლავს ხალხს ვხვდები რასაც გულისხმობს. მას სიკვდილის და ცხოვრების არ ეშინია. მას იმის ეშინია რასაც სიცოცხლისთვის და სიკვდილისთვის აკეთებს. მას თავისი თავისი ყოველდღიური არჩევნების ეშინია. მას თავისი თავის ეშინია. თავისი თავის და ცხოვრების. **** მ ი შ ო ეკრანს ვუყურებ და შემდეგ ზუსტად ორი წუთით გადამაქვს მზერა გვირიტოებზე და მეღიმება. იმედია ესენი მაინც იქნებიან კარგად. შემდეგ დამიანესკენ ვიყურები და ვხვდები თუ როგორ იტანჯება, რამდენი კითხვა აწუხებს და თავს როგორც გრძნობს. მზრა ისევ ერანზე გადამაქვს და ლილეს ვუყურებ. რატომღაც ტვინში ჩვენი ერთ-ერთი საუბარი მიტივტივდება. ---მოგონება--- -მიშო. -ლილუსკენ ვიხედები და ვუღიმი. წითური თმა სახეზე აქვს ჩამოყრილი და დაღლილი თვალებით მიყურებს. იღიმის, მაგრამ ეტყობა რომ ამ ღიმილისთვის თავს ძალას ატანს. -რა იყო? -ვეკითხები და უფრო ვაკვირდები. რა სჭირს? -შენი საყვარელი ადამიანებისთვის რას გააკეთებდი? მოკლავდი მათ გამო? -მეკითხება და მაკვირდება. წინა დღის ჩხუბის გამო ისევ ვგრძნობ მთელ სხეულში ტკივილს, მაგრამ არ ვიმჩნებვ და ვიღიმი. -არ ვიცი. -ვპასუხობ ნელა და გარკვევით. -ამაზე არასდროს არ მიფიქრია, მაგრამ ტუ ცემ საყვარელ ადამიანებს ამით გადავარჩენდი, მაშინ ალბათ კი. თავს მიქნევს და მიღიმის, თითქოს ჩემი პასუხთ გულზე მოეშვა. -შენ? -ვეკითხები და ვაკვირდები, თვალები უდიდება და შემდეგ ისე ნორმალურ იერს იღებს. -განა ყველა მასე არ მოვიქცეოდით? -კითხვაზე კითხვით მპასუხობს და მიღიმის. ____მოგონების დასასრული____ ალბათ მართალი იყავი ლილე. ყველანი მასე მოვიქცეოდით. მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ამ წამს შენ ვალდებული ხარ აიტანო ის ტკივილი რაც ჩვენ გამო გაქვს. არ ხარ ვალდებული ეწამო რადგან სხვა გზა არ გაქვს. არ ხარ ვალდებული რომ მოკვდე იმიტომ რომ ამით ჩვენ გადაგვარჩინო. და მაშინაც არ იყავი ვალდებული ეს გაგეკეთებინა როდესაც კაპიშონ წამოფარებული ჩვენ გადასარჩენად მოხვედი. ** ლ ე ო ლილეს ვუყურებ და მისი ჩხუბის სტილზე ვფიქრობ, რომელიც ძალიან ნაცნობია ჩემთვის. მიშოსკენ ვტრიალდები და ისიც თავს მიქნევს, თითქოს მეთანხმებოდეს. ვიღიმი და ლილესკენ ვიხედები. დარწმუნებული ვარ რომ ეს ის არის. რომ ლილეა ადამიანი, რომელმაც სიკვდილისგან რამდენჯერმე გვიხსნა. დარწმუნებული ვარ რომ ლილეს გარეშე ჩვენ აქ არ ვიდგებოდით. ვიცი რომ ლილე გადარჩება. ის უბრალოდ ასე ადვილად ვერ მოკვდება. * გ ე გ ა ლილეს ვუყურებ და ვიღიმი. დარწმუნებული ვარ რომ მასზე არგად მეც კი ვერ ვიჩხუბებდი. როდესაც თავიდან ის სი*ი ურტყამდა, თავს ძლივს ვიკავებდი, მაგრამ შემდეგ როცა დავინახე რაც ლილეს შეეძლო სიამაყით გავივსე. მაგრამ თან შემრცხვა, შემრცხვა რადგან ვერ ვხვდებოდი რომ ლილე, გოგო რომლის დაცვა გადავწყვიტეთ ჩრდილებიდან გვიცავდა და იმ ხალხს კლავდა, ვინც სხვებს აუბედურებდა. მრცხვენია, რადგან თავიდანვე ვერ მივხვდი რომ ლილე 'უსახო სიკვდილი' იყო. 30. ჩაისუნთქე. ამოისუნთქე. გაიხედე. დაუმიზნე. ისროლე. ჩაისუნთქე. ამოისუნთქე. გაიხედე. დაუმიზნე. ისროლე. ამ სიტყვებს ჩემ გონებაში ვიმეორებ და ვემორჩილები. თუ გადარჩენა მინდა მაშინ ომის კანონებით უნდა ვიბრძოლო. ომში კი ყველაფერი დასაშვებია. დემეტრესკენ ვიყურები, რომელსაც გაოფლილ სახეზე თმა აქვს ჩამოყრილი. ისიც იგივეს იმეორებს რასაც მე. ჩაისუნთქე. ამოისუნთქე. გაიხედე. დაუმიზნე. ესროლე. მაგრამ არის ერთი რაც უკანასკნელ სიტყვა, "ესროლეს" მოყვება. მოკალი. ჩაისუნთქე. ამოისუნთქე. გაიხედე. დაუმიზნე. ესროლე. მოკალი. ეს სიტყვები ზარივით რეკს ჩემ გონებაში და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს. ეს სიტყვები ყოველ წამს მახსენებს იმ ველურ სამყაროს, სადაც ცხოვრება მიწევს. მოკალი ან მოკვდი. აი დევიზი, რომელიც ამ ცხოვრებამ მასწავლა. მოკალი, ან მოკვდი. ამ სამყაროში მარტო ძლიერები გადარჩეიან. -----მოგონება----- -ჩაისუნთქე. ამოისუნთქე. გაიხედე. დაუმიზნე. ესროლე. მოკალი. -ამ სიტყვებს მიმეორებს ყოველ წამს ლაშა. ვუყურებ, მას მერე რაც იმ ბიჭის გამო სახეში მუშტები მირტყა უფრო და უფრო ცივი გახდა. თითქმის აღარ მელაპარაკება, ვარჯიშის დროს უფრო სასტიკია და უფრო მეტი მოთხოვნილება აქვს იმის რომ მე მოვკლა. თითქოს მე მისი სიკვდილის იარაღი ვყოფილიყავი. ვუყურებ და ვხვდები რომ ცდილობს მთელი თავისი ბრაზი და სევდა ჩემზე ამოანთხიოს. ვიცი რასაც აკეთებს. სამყაროში სადაც მე ვცხოვრობ, ძლიერები ჩაგრავენ სუსტებს. აქ, ჩვენ ორში სუსტი მე ვარ. ____მოგონების დასასრული_____ მე ისევ სუსტი ვარ. მე ისევ უძლური ვარ ყველა იმ ემოციის წინაშე, რომლებსაც წესით აღარ უნდა ვგრძნობდე. -კარგად ხარ? -მეკითხება დემეტრე და თავით დაჭრილ ხელზე მანიშნებს. მკლავისკენ ვიყურები და ვხედავ რომ ჭრილობიდან სისხლი ჟონავს და ნაჭერს აფერადებს. თავს ვუქნევ და სროლას განვაგრძობ. -ძალიან ბევრნი არიან. -ვიძახი და ვიღაცას თავის ქალას ვუხვრეტ. მესმის მისი სხეულის იატაკცე დაცემის ხმა. ის უკვე მკვდარია. -ვიცი. -მეუბნება დემეტრე და სროლას განაგრძობს. -ტყვიები მალე გამითავდება. -იარაღი აღარ გაქვს?! -ვეკითხები გადიდებული, შუშისებრი თვალებით. ჩვენ მოვკვდებით. მაგრამ სანამ მოვკვდები მინდა იმდენი წავიყოლო, რამდენიც შესაძლებელია. -დანები, მარტო. -მპასუხობს ისე რომ სროლას არ წყვეტს. -შენ ისევ P-9-ით ისროლე, კიდევ ხომ გაქვს. მე დანებს ვისვრი ტყვიები რომ გათავდება. -მეუბნება და დათანხმების ნიშნად თავს ვუქნევ. ანდა სხვა რა გზა მაქვს. -იცოდე, თუ შენ გამო მოვკვდით ჯოჯოხეთშიც არ მოგასვენებ. -ვეუბნები და ვუღიმი, ის კი ხმადაბალ სიცილს მიბრუნებს. _-----_---მოგონება-------- -სიკვდილი არ მინდა. -ვპასუხობ ლაშას ხმადაბალი ხმით და ვცდილობ ცრემლები შევიკავო. სამიზნეს ადგილას ვდგავარ და ვოცნებობ რომ დანა მე არ მომხვდება. ლაშა ცდილობს ამით მამაცობა მასწავლოს, მე არ გამომდის. მეშინია. მეშინია რომ მოვკვდები. -სიკვდილი არავის არ უნდა. -ლაშა უემოციო ხმიით იძახის და გრძელ, ყავისფერ-ტარიან სანადირო დანას ჩემი მიმართულებით ისვრის, დანა მკლავზე გრძელ, ღრმა ჭრილობას მიტოვებს და ცრემლები უფრო ძლიერ მაწვება, მაგრამ ისევ ვცდილობ მათ შეკავებას. ხმის ამოღებას ვერ ვბედავ. ვერ ვბედავ წუწუნს. რადგან ვიცი რომ ამ შემთხვევასი ის მე მომკლავს. -მაგრამ ადრე თუ გვიან ყველა კვდება. -არ მინდა რომ ადრე მოვკვდე. -ვიძახი და ჩემი სახის წინ დანას ვაჩერებ. ხელში დანა პირით დავიჭირე და ხელის გული გავიჭერი. მონუსხულივით ვუყურებ როგორ ჩამომდის ჭრილობიდან სისხლი და ლაპარაკს ვაგრძელებ. -თვითონ მასწავლე, მოკალი, ან მოკვდი. მე სიკვდილს არ ვაპირებ ლაშა. -თვალებში ვუყურებ, ის კი წარბებს მაღლა წევს. -არ მინდა რომ მოვკვდე, იმიტომ კი არა რომ სიკვდილის მეშინია. უბრალოდ ახლა თუ მოვკვდები მე სიცოცხლეს ვერ მოვასწრებ. ამიტომ ვერ მოგცემ ამის უფლებას. -ლაშა თავს მიქნევს, მე კი ლაპარაკს ვაგრძელებ. -შეიძლება არ არის სწორი რასაც გეუბნები, მაგრამ ვიცი რომ სიცოცხლეს ასე მარტივად ვერ დავთმობ. მე სიკვდილს არ ვაპირებ! _____მოგონების დასასრული______ მართალია, მე სიკვდილს არ ვაპირებ. ერთი მეორეს მიყოლებით ვკლავ ადამიანებს და ამის გამო სინდისის ქეჯნასას ვერ ვგრძნობ. მე არ ვნანობ იმას რომ გადარჩენისთვის ვკლავ. დემეტრესკენ ვიყურები, მხოლოდ ერთი წამით და იმ წამსვე ვხვდები რომ არც ის ნანობს იმას რისი კეთებაც უწევს. ბოლოს და ბოლოს ყველა ეჩვევა საკუთარ საქმეს. -ისინი მალე მოვლენ. -იძახის დემეტრე ჩუმი ხმით და მისკენ ვიყურები. ვინები მოვლენ? -და დაგვეხმარებიან. იციან აქ რაც ხდება. კამერებია დაყენებული. წესით უკვე გზაში უნდა იყვნენ. -რომ არ მოვიდნენ? -ვეკითხები და წარბებს მაღლა ვწევ. მეეჭვება რომ მოვიდნენ, ამით ხომ ყველაფერს ფარდა აეხდება. მათთვის კი ჩვენი მისია, ჩვენ სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანია. -მოვლენ. -იძახის დემეტრე დარწმუნებული ხმით და კარებისკენ იყურება, იმედიანი სახით. უკვე ნახევარი საათია რაც ხალხს ვხოცავთ, მაგრამ ჯერჯერობით სამალავიდან გამოსვლაც კი ვერ მოვახერხეთ. დემეტრე მაინც ელოდება, იმედი აქვს რომ ისინი მოვლენ, მე კი... მე ყველანაირი იმედი გადამეწურა. ვიცი რომ ჩვენ დასახმარებლად არავინაც არ მოვა. უკანასკნელ ტყვიას ვისვრი და სიკვდილისთვის ვემზადები, თვალებს ვხუჭავ და ყველა იმ ბედნიერ მომენტზე ვფიქრობ რაც კი როდესმე მქონია. ვფიქრობ პატარა ნიკუშაზე, ძამიკოზე, რომელსაც ალბათ ვერასდროს ვეღარ ვნახავ. -ვკვდებით? -კითხულობს დემეტრე, იმედგადაწურული ხმით. მე კი მხოლოდ თავს ვუქნევ. ხმის ამოღება არ მინდა. მეშინია. არ მინდა ძალა ამაზე დავხარჯო. თვალებს ვხუჭავ და გარდაუვალ სიკვდილზე ვფიქრობ, სიკვდილზე რომელიც ალბათ მალე თავის ყინულივით ცივ ხელებში მომიქცევს და აქედან შორს წამიყვანს. ვფიქრობ სიკვდილზე, რომელიც მალე თავი გრძელ, ბასრ კლანჭევს ჩამასობს და ცილს მწამებს მისი ადგილის დაკავებაში. სიკვდილზე რომელსაც ალბათ კარგი არაფერი არ მოაქვს, იმათთვის ვინც ცხოვრება ვერ მოასწრო. ანუ, ჩემთვის და დემეტრესთვის, ჩვენთვის და კიდევ უამრავი ჩვენნაირისთვის. ხმაური, ტოფების გასროლის ხმა. ველოდები ტკივილს, რომელიც არასოდეს არ მოდის. ნუთუ ისე სწრაფად მოვკვდი რომ ეს ვერც კი შევიგრძენი? ნუთი სიკვდილი ასეთი უმტკივნეულოა? თვალებს ნელა ვახელ და ჩემ წინ დაცვენილ ხალხს ვხედავ, უკან კი პოლიციას და მძიმედ შეიარაღებულ ლაშას. კიბეებისკენ ვიხედები, საიდანაც ცხრა წყვილი თვალი, შეშინებული და შეძრწუნებული მიყურებს. ვიღიმი, ვცდილობ დავამშვიდო, მაგრამ ვიცი რომ ეს აბსურდია. სამყარო ჩემ გარშემო ბრუნავს, ტრიალებს და ინგრეა. ტკივილი ყველაფერს შავ სამოსელში ახვევს და მალევე მითრევს ის უსასრულო მორევში, საიდანაც გამოსვლა ალბათ არასოდეს არ მიწერია. 31. ლ ა შ ა რაც შეგვეძლო სწრაფად მოვდიოდით, ვხოცავდით და ლილეს ვეძებდით. როცა ის ვიპოვე, ის და დემეტრე უკვე შეგუებულნი იყვნენ სიკვდილის აზრს. ისინი უკვე მზად იყვნენ ამისთვის, თითქოს ამას ელოდებოდნენ კიდევაც. როცა ლილე გონებას კარგავს, დემეტრე მის დაჭერას ცდილობს, მაგრამ ისიც დაჭრილია, და ეტყობა რომ ფეხზე ძლივს დგას. ორივეს ვუყურებ, ჩემ ორ მოსწავლეს და გაკვირვებას ვერ ვმალავ. მართალია, ლილე უფრო ნაწამები, დაშავებული და დაჭრილია, მაგრამ არც დემეტრეს ჭრილობებია ნაკლებად საშიში. ვუყურებ და მიკვირს ამდენხანს ფეხზე როგორ გაჩერდნენ. ვუყურებ და მიკვირს, მაგრამ თან მიხარია რომ ყველაფრის მიუხედავად ცოცხლები გდარჩნენ. -იქ...იქ ჩემი...ჩემი მეგობრები...არიან. -იძახის დემეტრე ნაწყვეტ-ნაწყვეტ და თვალები ეხუჭება. სასწრაფო დახმარების ექიმები ლილუს და დემეს საკაცეებზე აწვენენ და დემეტრეს მეგობრებისთვის დამატებით ბრიგადას იძახებენ. ლილეს და დემეტრეს უკან მივყვები და ვცდილობ ბრაზი არ დავიტყო. მათ ესენი სასიკვდილოდ გაწირეს, მათ მიცეს უფლება ორ საუკეთესო მკვლელს, მარტო ამოეხოცათ ნახევარზე მეტი ბატალიონი. მათ ესენი სიკვდილზე თვალის დაუხამხამებლად გაუშვეს. -კარგად იქნებიან? -ჩემ გვერდზე ყავისფერ-თვალებიანი და ყავისფერ თმიანი ბიჭი, დამიანე თუ დემიანე, თუ ვიღაც მასეთი ჩნდება და მეკითხება. ყოველ წამს ლილესკენ აპარებს მზერას და მის გამოხედვაში სიყვარულს და დარდს ვიჭერ. იმ ორ გრძნობას რაც მკვლელს აუცილებლად მოკლავს. მაგრამ მაინც ვუღიმი. იქნებ ამ ბიჭმა მოახერხოს და იხსნას ლილუ იმ წყვდიადიდან, რომელიც მას შემოხვევია. -იმედია. -ვეუბნები და ვიღიმი. ვიცი რომ კარგად იქნებიან, მათ უარესები აქვთ ჩემ ხელში გადატანილი. ისინი გადარჩენისთვის შეიქმნენ, ამიტომ ასე ადვილად ვერ მოკვდებიან. -ნუ ნერვიულობ. -ვეუბნები მაინც და წინ მივდივარ, რომ ბიჭი მარტო დავტოვო თავის ფიქრებთან. **** დ ა მ ი ა ნ ე (ორი კვირის შემდეგ...) ლილეს საწოლის წინ ვზივარ მის პალატაში და თვალებს არ ვაშორებ მის ფერმკლთალ სახეს. მისი ხელი მაქვს ჩაბღუჯული და ჩუმი ტირილით ვტირი. უკვე ორი კვირა გავიდა და ის ისევ კომაშია. დემეტრემ საავადმყოფოში მოსვლიდან ორ დღეში გაიღვიძა. ლილუ კი გონს ისევ ვერ მოდის. ექიმები იძახიან რომ მისი გადარჩენი შანში ნოლამდეა დაცემული, მაგრამ ჩვენ იმედს მაინც არ ვკარგავთ. ბოლოს და ბოლოს ლილე მებრძოლია, ის ვინც ყოველთვის ცოცხალი რჩება. -ლუ... -ვიწყებ ორ კვირიანი დუმილის შემდეგ ლაპარაკს. ცრემლებს ვყლაპავ და ვცდილობ აკანკალებული ხმა დავიმორჩილო. -ლუ...არ დამტოვო... -ცრემლებს ვეღარ ვიკავებ, და ტირილს ვიწყებ. ადრე ალბათ ტირილის შემრცხვებოდა, მაგრამ უკვე ვიცი რომ ცრემლებში სამარცხვინო არაფერია. -ლუ...მიყვარხარ...არ დამტოვო...ლუ... -ცრემლები თავის გზას პოულობენ და ლილუს ეცემიან სახეზე. ჩემი ცრემლი, მის ლოყაზე გორდება და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ თითქოს ისიც ტირის. თვალებს ვხუჭავ და ხელზე ხელს ვუჭერ. უცებ ფეხზე ვხტები და პალატიდან გავბივარ, იმის იმედად რომ ექიმებს ვნახავ. -სასწრაფოდ! ლილეს პალატაში! -ვყვირივარ და ექიმებიც უკან მომდევენ, მე კი ლილეს პალატაში ვბრუნდები, სადაც გაღიმებულ სახიანი ლილე მხვდება, რომელიც თავის დიდ, მომწვანო თვალებს მანათებს. -მეც მიყვარხარ შრეკ -მპასუხობს და მიღიმის. **** ლ ი ლ ე თვალებს ვახელ და ისეთ რაღაცას ვიძახი, რაც მეც კი მაკვირვებს. -მეც მიყვარხარ, შრეკ -ვიძახი ნაზად და ვუღიმი. ის კი ჩემთან მორბის და მეხუტება, შემდეგ კი ნაზად მკოცნის. ვუყურებ და ვხვდები რომ ცხოვრებაში პირველად მასთან ვიპოვე ჩემითავი. ე პ ი ლ ო გ ი (5 წლის შემდეგ...) უკვე ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც საავადმყოფოდან გამოვეწერე. ხუთი წელი გავიდა და მე და დამიანე ისევ ერთად ვართ. სიმართლე რომ ვთქვა ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ ვინმეს შეყვარებას შევძლებდი, უფრო სწორად რომ ვინმე ჩემ შეყვარებას შეძლებდა. ყველაზე მეტად კი ის მიკვირს რომ სიმართლის მიუხედავად დამიანე მაინც ჩემთან ერთად არის, და გვერდში მიდგას. რაც არ უნდა გავაკეთო და რისი გაკეთებაც არ უნდა მომიწიოს ის ყოველთვის ჩემ გვერდით არის და მამხნევებს. უკვე ვიცი რაც არის ნამდვილი სიყვარული. ეს გრძნობაა, რომელსაც შეუძლია შეგცვალოს და უკეთესი გაგხადოს. რომელიც მუდამ გაბედნიერებს იმის მიუხედავად შენი გულის პატრონი შენთან ერთად არის თუ არა. ეს გრძნობაა რომელიც გაბედნიერებს და გაუბედურებს, რომელიც არ გაძლევს საშუალებას რომ იმ ერთადერთს მოშორდე. სიყვარული უცნაური გრძნობაა, მაგრამ ის ნამდვილია. ის ისეთივე ნამდვილია როგორც მე და შენ, როგორც მზე და მთვარე. სიყვარული ყველაზე ნამდვილია. ის არსებობს, მაგრამ ამავე დროს ის არ არსებობს. სიყვარული ერთადერთია, რასაც დრო ინდობს. რაც შეგვეხება მე და დამიანეს გადავწყვიტეთ რომ მოგვეცადა და მხოლოდ მას შემდეგ დავქორწინებულიყავით რაც ათი წელი გავიდოდა. ხუთი წელი გასულია, კიდევ ხუთი დარჩა და მე სამუდამოდ თავისუფალი ვიქნები ასეთი ცხოვრებიდან. ხუთი წელიც და მე მექნება საშუალება ვიყო ის ვინც ვარ, ხუთი წელიც და მე აღარ მომიწევს არავის ბრძანებების დამორჩილება. ხუთი წელიც და მე და დამიანე სამუდამოდ ერთად ვიქნებით. ხუთი წელიც და ჩვენ განუყოფელნი გავხდებით, რომლებსაც ვერასდროს ვერ დაგვაშორებენ. ----------------- გამარჯობათ ^^ როგორ ხართ? ვიცი რომ ალბათ ამ ისტორიას მეასედ ვდებ თავიდან, მაგრამ ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო ჩემი უკანასკნელი ხუთი ნამუშევარი საიტიდან წაიშალა. ამიტომ მოხდა ისე რომ ბოლოს დადებული გამოვიდა LOVING A BAD BOY-ს მე-10 ნაწილი. თავიდან ვიფიქრე რომ ყველა ნაწილი თავიდან დამედო. (ვგულისხმობ იმათ, რომლებიც წაიშალა) მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე და გადავწყვიტე რომ თავიდან დამედო, ოღონდ ამ ჯერად სრულად. მართალია, ბოლო ნაწილი, ეპილოგში ოდნავ შევცვალე, მაგრამ ვიფიქრე რომ ასეთი დასასრული უკეთესი იქნებოდა ვიდრე წინა. იმედი მაქვს მოგეწონებათ ^_^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.