ზამთარი სიყვარულის ჟამს... (სრულად)
თოვს. შეხედეთ, რა ლამაზია. თოვლის თეთრი ფაფუკი ფიფქები თხელ ფენად ეფინება ქალაქს ისევე როგორც მაშინ... ამ დღეს ველოდი, როგორ მომწონს. ზამთარი მიყვარსთქო რომ ვამბობ, გიჟდებიან. სიცივე კი არა, თოვლი მიყვარს, თან ღამით. ფანჯრიდან რომ გავიხედავ და ირგვლივ სიმშვიდე, სიფაფუკე და სილამაზე სუფევს. აი ეს არის ჩემთვის ზამთარი.ყველაფერი კარგი, თბილი და სასიამოვნო ზამთართან ასოცირდება, ვიხსენებ და გული მითბება,ცრემლი მოგორავს და გულში უსიამოვნო ტკივილს ვგრძნობ, იმ ბედნიერებასაც და ყველაფერს რაც მას მახსენებს.აღარ მინდა ტკივილი, მას ეს არ უნდა ვიცი, მაგრამ მე მაინც მტკივა, ველოდები როდის დამიძახებს, ველოდები მის მხიარულ ხმას, სიცილს , მაგრამ არ ჩანს, არაფერი მესმის და ამ სახლშიც სულ მარტო ვარ, იმედებით ხელში, რომლებსაც ძალიან ვებღაუჭები,იმდენად რომ ხელის გულზე ფრჩხილის კვალიც მეტყობა, თითქმის და სისხლიც წასკდება, არ მინდა გავუშა, მხოლოდ ისინი დამრჩა, იმედები მისი დაბრუნებისა, მაგრამ არ მინდა ეს იმედებიც მოკვდნენ, ამას ვერ გადავიტან. მერამდენე დღეს ვიწყებ მასზე ოცნებით, მოგონებებით ვცოცხლობ და ვაგრძელებ სუნთქვას მისთვის, იმიტომ რომ იმედი არის და ეს იმედი ჩემს გულში რომ ბუდობს არასდროს მოკვდება, მისი ნაპერწკალი არასდროს ჩაქრება. *** როგორც ყოველ წელს მაშინაც დიდხანს მოგვიწია ლოდინი, ველოდეთ და ბევრიც ვიბუზღუნეთ, თოვლი რომ მოსულიყო და ისიც მოვიდა. დილით გაღვიძებულმა რომ დავინახე ოთახს რაღაც ანათებდა, მივხვდი რაც ხდებოდა, გახარებული, ბედნიერი სახით გავიქეცი ფანჯრისკენ და ჰოი საოცრებავ, გადათეთრებულ ქუჩას თვალი მოვავლე. თვალი მომჭრა მისმა სილამაზემ და დღის გეგმის შედგენა დავიწყე.უკვე ვიცოდი, რომ აუცილებლად უნდა გავსულიყავი სადმე, შორს, რომ შემეგრძნო ზამთარი და ყველაფერი ის რის გამოც მიყვარდა.ჯერ ადრე იყო, დედასაც მოვასწარი ადგომა, ჩაი გავიკეთე, თბილ პლედში გავეხვიე, ფანჯარასთან დავჯექი და წიგნის კითხვა განვაგრძე, რომლის დასრულებასაც წინა ღამით ვაპირებდი, მაგრამ ძილი მომერია და მეორე დილისთვის გადავდე. წავიკითხავდი, ერთ–ორ ცრემლს გადმოვღვრიდი და სახლიდან გავიდოდი თოვლიანი თბილისის დასათვალიერებლად. ეს იყო ჩემ მიერ შედგენილი გეგმა, რომელიც უნდა განმეხორციელებინა. ასეც მოხდა, იმ წიგნმა ჩემში იმდენი ემოცია აღძრა დღესაც მახსოვს. ერთი–ორი კი არა მთელი ნიაღვარი გადმოვუშვი ცრემლების. ოთახიდან გასვლას არ ვჩქარობდი, დაწითლებული თვალებით არ მინდოდა ვინმეს დავენახე, სხვასთან არასდროს მიტირია და არ მინდოდა ახლა ასეთ დღეში დავენახე ოჯახის წევრებს. ცრემლების არ მრცხვენოდა, პირიქით, ყველას ძლიერ ადამიანად ვაჩვენებდი თავს, თითქოს მე ყველაფერს ვუმკლავდებოდი, ყველაფრის გადალახვა შემეძლო და ეს ყველას აბედნიერებდა, ხოდა მეც ვინარჩუნებდი ძლიერი გოგოს იმიჯს. ტანსაცმელი ჩავიცვი და ოთახიდან გასული დედას მივესალმე. თბილად გამიღიმა და წესისამებრ მკითხა: –როგორ გეძინა დედი? –კარგად დე, შენ? –ნორმალურად –მამა სამსახურში წავიდა უკვე? –კი, თოვლი რომ დაინახა კი არ უნდოდა გასვლა გარეთ მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა.– თბილად ჩაეღიმა და ღიმილი მეც გადმომდო –მე ჩაი დავლიე უკვე და გასვლას ვაპირებ. –თბილად ჩაიცვი, გარეთ ცივა–სახეზე ხელი ჩამომისვა და კაშნე მომაწოდა –ხო დედა, თბილად ჩავიცვამ–გამეცინა და ქურთუკი მოვიცვი.–არასდროს მიყვარდა დიდხანს ტანსაცმელზე ფიქრი, რაც ხელში მხვდებოდა იმას ვიცვამდი ხოლმე და ეს დღეც არ ყოფილა გამონაკლისი. სახლიდან გავედი, მეზობლებმა ფანჯრებიდან შემათვალიერეს და გზას გავუყევი. არ ვიცოდი სად წავსულიყავი. ჯერ ძველ თბილისში გავედი, ერთ–ერთ კაფეში კიდევ ერთი ფინჯანი ჩაი მივირთვი და სახლიკენ ავიღე გეზი. კარგად მახსოვს როგორ მციოდა, მაგრამ მაინც ფეხით მივუყვებოდი გზას. მთაწმინდაზე ასვლა მომინდა ფეხით და იქიდან ყველაფრის დანახვა , უკეთ გამოჩნდებოდა მთელი თბილისი თოვლში ჩაფლული. გზას გავუყევი, თან მოსაღამოვდა და უფრო აცივდა, თოვლმაც თითქოს რაღაც იგრძნოო და აჩქარდა. მეტი ფიფქი, ბევრად ლამაზები და ბევრად ფუმფულები ცვიოდა ციდან, სახეზე მეცემოდა, ხელს წინ ვიშვერდი და დაჭერას ვცდილობდი, თუმცა უშედეგოდ, ხელის გულზე მადნებოდნენ და მტოვებდნენ.უკვე კარგად ჩამობნელებული იყო, მე კი მთაწმინდისკენ მიმავალ აღმართს ფეხით მივუყვებოდი.... თან ფეხი მიცურავდა, მაგრამ უშიშრად მივიწევდი წინ დათოვლილი თბილისის ნახვით შეპყრობილი. *** ცოტას ჩემზეც მოვყვები. მაშინ... მაშინ 24წლის ვიყავი, ვმუშაობდი ერთ–ერთ ორგანიზაციაში, პარალელურად ვსწავლობდი და თავისუფალი დრო თითქმის არ მრჩებოდა. მეგობრებისთვის შაბათ–კვირა მქონდა გამოყოფილი და მათთან ერთად ვატარებდი. არასდროს ვყოფილვარ ზედმეტად რომანტიკოსი, ალბათ იმიტომ რომ გულწრფელად არ შემყვარებია, თუმცა დგება რაღაც მომენტი ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც მას მთლიანად ცვლის და უცვლის ცხოვრების აზრს, ასწავლის ყველაფერს მისთვის მანამდე უცნობს და უცვლის მთლიან სამყაროს.არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი... *** მოკლედ, მივუყვებოდი გაყინულ აღმართს, ირგვლივ არავინ იყო, მაგრამ შევნიშნე როგორ ავუარე გვერდი სილუეტს, ისიც კარგად მახსოვს ფეხი როგორ ამისრიალდა და ამ აღმართზე დავგორდი, დავგორდი რა... უფრო დავსრიალდი, რაღაც მძიმე ვიგრძენი, გონზე ვერ მოვედი, მაგრამ რამდენიმე წამში გავჩერდი ან უფრო გამაჩერეს და გაყინული ჰაერი სახეზე მომხვდა, თავი ყინულზე მედო და სიცივე ძვლებში აღწევდა. თვალები გავახილე და ჩემს ზემოთ მოქცეულ სილუეტს დავაკვირდი, ბიჭი იყო აშკარად, ან მე ვეღარ ვხედავდი კარგად, უხერხული სიტაცია იყო. წამის მეასედში გავაანალიზე, რომ მძიმე რაღაც ეს ყოფილა, თვალები დავახამხამე და მომღიმარს ავხედე, რომელიც არ ინძრეოდა და ისევ იმავე პოზიციას ინარჩუნებდა. სახეზე მისი სუნთქვა მეხებოდა და თითქოს სილას მაწნიდა შერცხვენილს. ვერ მივხვდი რა უნდა მეთქვა მადლობა თუ რას აკეთებ ყმაწვილო?! უფრო პირველი, მაგრამ არცერთი გამოვიდა –მე... მე... მე... ბოდიშით..შემთხვევით მოხდა...–ძლივს ამოვილუღლუღე და თვალებით ვანიშნე ჩემს სხეულს მოშორებოდა, თუმცა უშედეგოდ. –არაუშავს, შემთხვევით მოხდა, რაც მოსალოდნელადაც მეჩვენა თავიდანვე–ჩაიღიმა და ისეთი ღიმილი იყო, ძირს რომ არ ვგდებულიყავი მაინც დავეგდებოდი. –მართლა დიდი ბოდიში და ახლა თუ შეიძლება რომ ადგეთ–თითქოს გულით მინდოდა რომ ამდგარიყო –ბოდიში, გადამავიწყდა შენს თვალებს რომ შევხედე დამავიწყდა სადაც ვიყავით–ისევ იღიმის, ამას თავი ვინ ჰგონია, ყველა გოგოსთან ასე იწყებს ურთიერთობას? თუმცა, როგორ, მე არ ვიყავი რომ დავეცი და ესეც წავაქციე? არაუშავს, ჩემი თვალები მართლაც ლამაზია და არც ამის ღიმილია ნაკლები წამოვდექით, უფრო სწორად წამოდგა და ხელი შემაშველა, მეც რა თმქა უნდა უფლება მივეცი დამხმარებოდა. –მე... მე... მე თინათინი მქვია–ავბლუყუნდი და ხელი გავუწოდე –მე ავთანდილი–ჩაიღიმა და ხელი ჩემს ხელს შეახო. –კარგი რა, მერამდენე ადამიანი ხარ იცი ვინც ასე მეხუმრება? თინათინი ავთანდილი–წავიბუზღუნე და სიცილი მომესმა, ჩემი ,,პარტნიორი“ გემრიელად იცინოდა და ვერ მივხვდი სასაცალო რა იყო –არა, მართლა ავთანდილი მქვია, არ გეხუმრები,თინათინ–ისევ ჩაეღიმა –მაშინ სასიამოვნოა ავთანდილ და დიდი ბოდიში, არ მინდოდა ასე უხეშად თავად ავთანდილის გაცნობა –გამეცინა და ხელი მისკენ გავიშვირე –შენ წარმოიდგინე და ჩემთვის უფრო სასიამოვნოა, ჩათვალე სადაც დაეცემი მეც იქ გავჩნდები–და სიცილი აუტყდა, არც მე დამიკლია –კარგი, ჩემი წასვლის დროა, კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში. –არა რას ამბობ, თუ გინდა დაგეხმარები –რაში? –საითაც მიდიხარ იმ გზის გავლაში –მე მთაწმინდაზე მივდიოდი –არ მითხრა რომ დათოვლილი თბილისისთვის უნდა გადაგეხედა. –არ დაგიმალავ და ეგრეა –მაშინ მეც იქ მივდივარ და სანამ რამე მოგიტეხავს და მეც დაგიშავებივარ ჯობია ნორმალური გზით ავიდეთ ვიფიქრე უარს ვეტყვითქო, უცხოსთან ერთად ცოტა უხერხულია, მაგრამ ვინაა უცხო, სულ რაღაც 10წუთია ვიცნობ და უკვე მშვენივრად ვერთობი მასთან. ხელი მომკიდა, წამიყვანა და მოყოლა დაიწყო –მოკლედ, მე ვარ ავთანდილ გამრეკელი, 27წლის, ვმუშაობ, ვარ სასტიკად კომუნიკაბელური, მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მეგობრებთან გართობა და ვარ ძალიან მხიარული. ახლა შენ გისმენ. – ჩამეცინა, ეტყობა როგორი კომუნიკაბელურიცაა. –მე როგორც უკვე გითხარი თინათინი მქვია, არანაირი შემოკლებული ფორმა, ვერ ვიტან ასეთ ოფიციალურ და ლამაზ სახელებს რომ ამოკლებენ და ამახინჯებენ, თინათინ ერისთავი, 24წლის, მეც ვმუშაობ, ასევე ვსწავლობ,მიყვარს კითხვა, მიყვარს ზამთარი, განსაკუთრებით თოვლი, არ მიყვარს კატები და ვერ ვიტან ქოქოსს –ქოქოსზე ცუდად ვხდები, ატამზეც–ხელი შემიშვა და დაიჯღანა, მართლა ძალიან მხიარული და პოზიტიური ბიჭი იყო. მეც გადმომედო მის დადებითი ხასიათი და სიცილ–სიცილით გავუყევით გზას. ხან ის ყვებოდა მის ისტორიებს ხან მე და ასე გავიდა დაახლოებით რამდენიმე საათი,მიხვდი რომ ძალიან გავერთე და დედა ნერვიულობას დაიწყებდა, მასთან დამშვიდობება არ მინდოდა, იმდენად რაღაცნაირი პიროვნება იყო, აი ვერც ვიტყვი, თითქოს ჩემი მიყუჩებული ცხოვრება უცებ გამოაცოცხლა და ბევრი ფერი შემოიტანა, ამაზე ხო გოგოებზე ამბობენ ხოლმე , მაგრამ ეს მართლა ასეთი იყო. ისეთი თვალებით მიყურებდა მთელი საღამო გეგონება დიდხანს დაკარგული იპოვაო და მის თვალში ნაპერწკალი აინთოო. ნომრებიც გავცვალეთ და სახლამდეც მიმაცილა. *** შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს იყო დღე რომელიც არასდროს დამავიწყდება, ეს იყო დღე, რომელმაც ცხოვრება ამირია და დღე, რომელმაც არაჩვეულებრივი ბედნიერების განცდა მომანიჭა, ეს იყო დღე, როცა მე ის გავიცანი, ჩემი ნაწილი, რომელსაც ვეძებდი, მან კი მე მიპოვა მისი ნაწილი. ეს იყო დღე ყველაფრით სავსე, ეს იყო დღე 2 იანვარი.... და მე ის დავიბედე, დაცემიან–ადგომიანად. მაშინ პირველად დავეცით ერთად და პირველადვე ავდექით ერთად, ერთიანი ძალით. ესეც დავიბედეთ, თანადგომა, სიცილი და პოზიტივი, მე დავიბედე 27წლის გიჟი, რომელმაც ჩემი ცხოვრება 360გრადუსით შეცვალა. *** ახლა კი იმაზე ვოცნებობ, რომ დილით გაღვიძებულს ჩემს თმებში ჰქონდეს თითები ახლართული, სამსახურში ვაცილებდე და შემდეგ სახლს ვალაგებდე, სამსახურში მივდიოდე, უკან დაბრუნებული კი მიუხედავად დაღლილობისა ბედნიერი ვუმზადებდე საჭმელს, მინდა ჩემს ამ პატარა, გამობერილ მუცელს ეფერებოდეს, მაგრამ სურვილი სურვილად რატომ რჩება, მინდა დაბრუნდეს, ჩვენ ველოდებით, ისევე როგორც ამ თოვლს ველოდით, მე და ჩვენი პატარა, ავთანდილ! *** 2 იანვრის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა როგორც იტყვიან საათივით აეწყო, მეც მეტად მხიარული გამხადა ამ გიჟმა, დაღლას ვერასდროს ვგრძნობდი, სახლში მუდამ მხიარული ვბრუნდებოდი, გავიცანი მისი მეგობრები, მან ჩემი. მასთან არასდროს ვიყავი მოწყენილი, მუდამ ჩემს გაღიმებაზე ფიქრობდა მე კი სულ ვიცინოდი მის გვერდით. ხანდახან სერიოზულიც იყო, როცა სამსახურიდან დაღლილი მომამაკითხავდა ხოლმე, ჩემს ხელს მისაში მოიქცევდა, აკოცებდა და სახეზე მიიდებდა, რომ ვეკითხებოდი რატომ აკეთებ ასეთქო მპასუხობდა ვისვენებ მაცადეო... ყველაფერზე შეგვეძლო გაუთავებლად საუბარი, ყველა თემა ერთმანეთისთვის ახლო იყო, ჩემი ტკივილი მასაც სტკიოდა და მე კი მისი ტკივილი ბოლოს მიღებდა. ზუსტად ერთი წელი ერთად ვიყავით, როგორც შეყვარებულები, შემდეგ დავინიშნეთ, ეს კიდევ ერთი ულამაზესი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, ესეც კიდევ მეორე 2იანვარი. დღე როცა კიდევ ბედნიერება და ჩემი ავთანდილი დავიბედე. კარგად მახსოვს ჩემთან სახლში მოსვლამდე როგორ ნერვიულობდა, ასეთი არასდროს მენახა, მაგრამ როცა მშობლების გაცნობამ მშვიდად ჩაიარა როგორც ყოველთვის ღიმილი დაუბრუნდა სახეზე.მეც ვღელავდი მისი მშობლების გაცნობისას, მაშინ ავთანდილი მამშვიდებდა და ხელს არ მიშვებდა, ვგრძნობდი მის გვერდში დგომას და უფრო ვთამამდებოდი. ნიშნობის დროსაც ღელავდა, ასევე მეც. ბეჭედი ხელის კანკალით ამოიღო პატარა ყუთიდან და ჩემს თითებს მისი შეახო, ხელზე მაკოცა, სახეზე მიიდო, დამშვიდდა და ბეჭედი გამიკეთა. მაშინ ყველაზე ბედნიერი ვიყავი. ეს 2იანვარი. ბედნიერებით სავსე ბედობა. არ უკითხავს ცოლად გამომყვები თუ არაო, ერთ დღესაც, როცა დაღლილმა მომაკითხა ჩემი ხელი აიღო და სახეზე მიიდო, გადაჭრით მითხრა –აღარ მინდა იმ ცარიელ სახლში მისვლა, აღარ მინდა ასე ხანდახან გნახულობდე, მინდა სულ ჩემთან იყო, ჩემი ცოლი უნდა გახდე. ეს იყო ყველაზე კარგი სიტყვები რაც შეიძლებოდა ეთქვა. იცოდა რომ დავთანხმდებოდი, იმიტომ რომ ყოველ ღამით მისგან შორს ყოფნა არც ჩემთვის იყო მარტივი. არასდროს გვიჩხუბია და არც ვაპირებდით. ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდა. ქორწილი ძალიან სადად გადავიხადეთ, მეგობრების და ოჯახის გარემოში. მე ლამაზი სადა თეთრი კაბა მეცვა, ის კი ყველაზე სიმპათიური მამაკაცი იყო. დავინახე ჯვრისწერისას ცრემლი როგორ ჩამოუგორდა, გადმოიხარა და ყურში მიჩურჩულა –მე ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ შენ გვერდით –მე კი ყველაზე ბედნიერი, რომ 2იანვარს, ძირს დავეცი და შენც გაგიყოლე. ორივეს გაგვეღიმა და ის კიდევ უბედნიერესი დღე იყო ჩვენს ცხოვრებაში. ორსულობის ამბავსაც ისე შეხვდა, რომ არ ველოდი. –ავთანდილ, ვფიქრობდი და როგორი წარმოგიდგენია შენი თავი მამის ამპლუაში? თავი მაღლა ასწია, თითქოს ფიქრი დაიწყოო. –როგორი და... ყველაზე მაგარი და ჯიგარი მამა. ჩემს გოგოს სულ დავიცავ და არავის მივცემ უფლებას აწყენინოს,ბევრს ვეთამაშები, ხანდახან მაკიაჟის გაკეთების უფებასაც მივცემ რა თქმა უნდა ჩემს სახეზე, მისაზე არა, მინდა შენნაირი კანი ჰქონდეს, ნაზი. ჩემს ბიჭს რაგბიზე შევიყვან, კარგ მორაგბეს გავზრდი, კარგ ვაჟკაცს გავზრდით ერთად.და არ თქვა რომ... –თითქოს მერე მიხვდაო. ხელში ამიტაცა, ბედნიერებისგან გიჟივით იცინოდა და მუცელს ეფერებოდა. ჩვენი ცხოვრება ჩვეულებრივ გრძელდებოდა, ყოველი დღე ბედნიერებით სავსე იყო. ერთხელ ავთანდილმა, ჩემს ხელს როცა ეფერებოდა, ჩუმად მკითხა: –თინათინ, რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანს? –არ ვიცი, არასდროს მიფიქრია მაგაზე. შენ? შენ რას ვერ აპატიებდი? –არ ვიცი, ალბათ სიყვარულის დავიწყებას –დაიხარა და შუბლზე მაკოცა, თითქოს რაღაც მეტკინა, მაგრამ მაშინაც ვიცოდი რომ მე ვერასდროს შევძლებდი მის დავიწყებას. ყოველ დილით ვიღვიძებდი ისე რომ მისი თითები ჩემს თმაში იყო ახლართული, მუცელს ეთამაშებოდა და ეფერებოდა, ხანდახან ზღაპრებს, ხანდახან ლექსებს უყვებოდა. მე ყველაზე ბედნიერი ქალი და ცოლი ვიყავი მაშინ, იმიტომ რომ ის გვერდით მყავდა ცოცხალი და ჯანმრთელი, იმ დღემდე სანამ სახლში დაბრუნება არ დააგვიანა, შემდეგ კი საშინელი, გულისამრევი ზარი გაისმა ჩემს ტელეფონზე. ის ხმაც მეზიზღება, რომელმაც მითხრა ავარიაში მოყვაო. იმ დღის შემდეგ კი მეც შევიცვალე, თითქოს უცებ დავბერდი, მაგრამ ამის უფლება არ მაქვს იმიტომ რომ პატარას ველოდები, რომელიც ჩვენი სიყვარულის ნაყოფია, თითქოს თმაც გამიჭაღარავდა სულ რაღაც 26წლის ასაკში. დრო მის საწოლთან გამყავს და ვცდილობ არ დავკარგო იმედი, ჩვენი პატარას გამო მაინც. მუცელიც გაიზარდა, ავთანდილი კი ღონემიხდილი წევს საწოლზე, რაღაც კაბელებზე შეერთებული, რაღაც აპარატზე, რომელიც გამუდმებით თავის ამატკივებელ ხმას გამოცემს. ის იმ ავთანდილს აღარ ჰგავს რომელიც გავიცანი მაშინ ორი წლის წინ, 2იანვარს, დრო მასთან ყოფნისას ამბების მოყოლაში გამყავს, უკვე ერთი თვეა ასეა, მე კი მისი დაბრუნება მსურს, მინდა მალე დაბრუნდეს, მინდა ნახოს ჩემი მუცელი, მოეფეროს მას და მოუყვეს ლექსები. დღესაც 2იანვარია, ახლა ვტირი, ისე რომ ყველა მხედავს, ვეღარ ვარ ის ძლიერი გოგო, რომელიც ადრე ვიყავი. მაგრამ მე მაინც ძლიერი ვარ ვიცი რომ დაბრუნდება, გამოფხიზლდება და ისევ ისე ბედნიერად განვაგრძობთ ცხორებას. მასთან ყველა დღე ბედნიერი იყო, უბრალოდ დრო არ მაქვს საკმარისი დასაწერად, მასთან უნდა წავიდეთ მე და ჩემი პატარა, მივგორდე ჩემი მუცლით, მაგრამ ფრთხილად, ახლა რომ დავეცე ის ვერ წამომაყენებს. ახლა დროა მე წამოვაყენო ის. ამას კი აუცილებლად წავაკითხებ, როცა სახლში დაბრუნდება. საავადმყოფოში მივიდა, ჩვეულებისამებრ გეზი პალატისკენ აიღო, სადაც იცოდა რომ ის იბრძოდა დასაბრუნებლად. სკამი მისწია მის საწოლთან ახლოს. თავისი ხელი ქმრის ხელში ახლართა და ჩურჩული დაიწყო. მეორე ხელი სახეზე მიადო. –შენს კითხვაზე პასუხი მაქვს, სიკვდილს ვერ ვაპატიებ საყვარელ ადამიანს, სიკვდილს, ამიტომ უნდა დაგვიბრუნდე. –ცრემლები გადმოცვივდა–არ ინერვიულო, მე და პატარა კარგად ვართ, შენ გელოდებით და უნდა დაბრუნდე, გთხოვ, მაკლიხარ, ავთანდილ! თავი მის ხელზე დადო და ცრემლები ჩამოუგორდა, მუცელში დარტყმა იგრძნო, სიცოცხლის, რომელიც მასში ბუდობდა, ხელით მუცელს მოეფერა, მეორე ხელი კი ქმრისთვის არ გაუშვია, გაიღიმა, პატარამ კიდევ დაარტყა, ხელზე თითების შეხებაც იგრძნო, მაგრამ გონს ვერ მოვიდა რა მოხდა, იფიქრა მომეჩენაო, ერთი ხელით ბავშვს ეფერებოდა, მეორით კი ქმრის თითებს გრძნობდა, ახედა და დაინახა როგორ გაახილა თვალი ნელ–ნელა, მაგრამ გაახილა, მან გაიღვიძა. ავთანდილმა გაღიმება სცადა, თინათინმა მუცელზე მისი ხელი მიიდო და ბავშვმა დარტყმები უფრო გააძლიერა.აშკარად მორაგბის აღზრდა მოუწევთ. პატარა მორაგბეც ბედნიერია. თინათინიც და ავთანდილიც. ესეც კიდევ ერთი 2იანვარი, ცრემლით დაწყებული და ბედნიერებით დამთავრებული. თინათინმაც წამოაყენა ავთანდილი სიყვარულის წყალობით. ყველა დაცემას ადგომა მოსდევს მათ ცხოვრებაში. მათ ხომ ასე გაიცნეს ერთმანეთი. 2 იანავრს. ეს არის დღე სიხარულის, სიყვარულის, დაცემის და ადგომის, გაღვიძების და ახლად დაბადების დღე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.