შენ შემცვალე (Chapter 11)
ავკანკალდი მინდოდა მისთვის იმედი მიმეცა მინოდა მეთქვა რომ ამის გამო ვწუხდი მაგრამ არაფერი შემეძლო,უბრალოდ დახმარებას ვითხოვდი და მის თმას ვეფერებოდი,მისი თავი კალთაში მედო და ზემოდან დავცქეროდი,გაღიმებას ცდილობდა თუმცა ეშინოდა.კარები პოლიციელებმა შემოანგრიეს ვისაც ექიმები მოყვნენ,ჩემთან მოვარდნენ.პოლიციამ ხელი ჩამავლო და მას მომაშორა,შეწინააღმდეგეა ვცადე თუმცა უშედეგოდ ორი დიდი პოლიციელი მეჯაჯგურებოდა.ექიმებმა სასწრაფოდ გაიყვანეს ბექა და საავადმყოფოში გააქციეს.მინდოდა გადარჩენილიყო,მინდოდა მის ადგილას მე ვყოფილიყავი! ჯანდაბა,ჯანდაბა ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო !! ტირილს ვუმატე და ჩავიკეცე პოლიციელებმა პლედი მომახვიეს და ჩემს დაწყნარებას შეუდგნენ,დავინახე როგორ შემოვარდა ნამტირალევი ნინი პოლიციელები მომაშორა და ხელები ძლიერად მომხვია,თმაზე ფერება და კოცნა დამიწყო.მეუბნებოდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა,მაგრამ ეს ტყუილი იყო. თუ ის მოკვდებოდა ეს ჩემი ბრალი იქნებოდა,მე მკვლელი გავხდებოდი,ისეთი საზიზღარი მკვლელი როგორიც მამაჩემია... ნინი მეფერებოდა და მამშიდებდა,თუმცა უშედეგოდ მთლიანად ვკანკალებდი და ხმას ვერ ვიღებდი. ჩემს სისხლიან ხელებს და სხეულს ვუყურებდი რომელიც ჭკუიდან მშლიდა ! ყველაფერს გავაკეთებ რომ ის გადარჩეს,ნეტავ მის ადგილას ახლა მე ვიყო,რა მისი ბრალია?! ნასვამი იყო და ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა,ახლა ალბათ მთელი გულით ვძულვარ და ვეზიზღები. პოლიციელებმა მითხრეს რომ დაკითხვაზე უნდა წავეყვანეთ მე კი უბრალოდ შევხედე და ხმა არ ამომიღია,ამ დროს ნინიმ თავი ასწია და პოლიციელებს მკვლელი თვალებით შეხედა - თქვენ ხო არ გაკლიათ?! გოგო რა მდგომარეობაშია თქვენ კიდევ დაკითხვაზე უნდა წამოგვყეთო კარგად თუ ხართ ?! ჯერ ერთი ასეთ მდგომარეობაში სად უნდა წამოვიდეს და მეორეც ვერ ხედავრთ რომ სულ სისხლშია ამოსვრილი?!! აქედან დაახვიეთ და ჩვენთვითონ მოვალთ,როცა უკეთ იქნება ! - შეუღრინა ნინიმ პოლიციელებს,მათ კი თვალები გადაატრიალეს,ამოიხვნეშეს და სახლი დატოვეს. ნინიმ ფეხზე წამომაყენა, თუმცა კინაღამ ჩავიკეცე,ემოციებისგან დატვირთულს ფეხზე დგომის ძალაც კი არ შემრჩენოდა,ნინიმ ხელი წამაშველა და მითხრა ძალა მომეკრიბა,ვცდილობდი მაგრამ აზრი არ ჰქონდა უბრალოდ მინდოდა რამოდენ საათი დამესვენა და გამეანალიზებინა რამოხდა... როდესაც ოთახისკენ მივდიოდი და კიბეების გავლა მომიწია,იმ ადგილას შევჩერდი და სისხლიან კიბეებს დავაჩერდი,ცრემლები წამომივიდა. ჩავიკეცე და მოაჯირს თავი დავადე,უარესაც ავქვითინდი და ხელები მოაჯირს კიდევ უფრო ძლიერად მოვუჭირე.ნინიც ჩაიმუხლა და ჩამეხუტა, ვქვითინებდი და ვცდილობდი ის ბურთი რომელიც მახრჩობდა გამექარწ....ბინა და მომეშორებინა, სისხლიანი ხელები თავზე შემოვიწყე და მაგრად მოვიჭირე,ხელი ყელზე მოვიჭირე და მთელი ძალით დავიკაწრე,ნინის ამის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა,ხელების გაკავება სცადა თუმცა უშედეგოდ,ვცდილობდი ბურთი გადამეყლაპა რომელიც სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა... ვერ ვჩერდებოდი,და არც მინდოდა მინდოდა ფრჩხილები ყელში ისე ღრმად ჩამესო რომ თავი მომეკლა! ნინიმ ხელები ყელიდან მომაშორა,და მთელი ძალით გულში ჩამიკრა,მისი ცრტემლები ჩემს ბზინვარე და ამააზრზენ თმაზე ვიგრძენი,ხელები სახეზე ავიფარე და ტირილი განვაგრძე.. - მეტი აღარ,შემიძლია ! დავიღალე,მინდა რომ მოვკდე და ამ საზიზღარ და ამაზრზენ ქვეყანას მოვშორდე... - ვჩურჩულებდი და ქვითინს ვუმატებდი. - დამშვიდდი,შენ ამას გადალახავ შენ ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ ვისაც ვიცნობ,ამიტომ დანებების უფლება არგაქვს! - მის სიტყვებზე ლუკა გამახსენდა,მანაც იგივე სიტყვები მითხრა როდესაც პანიკური შეტევა მქონდა. გამახსენდა მისი სურნელი,ჩახუტება და მოფერება.რა გავაკეთე?! ერთ ადამიანს თავი შევაზიზღე,მეორე კი კინაღამ მოვკალი! ჯანდაბა მე მონსტრი ვარ.. - არ შემიძია, როგორ მეუბნები დავშვიდდე როდესაც ხელები ადამიანის სისხლით მაქვს დასვრილი?! მე მკვლელი გავხდები !! - დავუყვირე და სააბაზანოსკენ გავიქეცი. კიბეები ელვის სისწრაფით ავირბინე,ოთახის კარი შევაღე,სააბაზანოში შევვარდი და კარები გადავკეტე .ნინი კარებზე აბრახუნებდა და მეუბნებოდა რომ გამეღო.კარებთან ჩავიკეცე და თავი მუხლებში ჩავრგე,ფეხებზე ხელები შემოვიხვიე და საკუთარი თავის დამშვიდება ვცადე. თავში ერთმა საშინელმა აზრმა დამარტყა ! წამოვფრინდი და ნიჭარას დავეყრდენი,სარკეში ჩავიხედე, მთლიანად სისხლში ვიყავი ამოსვრილი. სარკეში საკუთარ თავს ვუყურებდი და მეცოდებოდა,როგორი საცოდავი ხარ ელე ! არაობა ხარ,არავის სჭირდები... ბრიტვას ხელი დავავლე და ჩემს ხელებს დავხედე, თუ ამას ვიზამდი ყველაფერი დასრულდებოდა... ჩემს ტანჯვას ბოლო მოეღებოდა და დავისვენებდი ! რა საინტერესოა,ამას თუ ვიზამ რას მოიმოქმედებენ,იტირებენ ?! ხო ასეა მოვკვდები და ყველას შევუყვარდები როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება,შემდეგ იტყვიან ასეთი სისულელე რამ გააკეთებინაო. შემდეგ ყველას მივავიწყდები და მათი ცხოვრებიდან უბრალოდ გავქრები. ლუკა... საინტერესოა მას რა რეაქცია ექნება. ალბათ გაუხარდება კიდეც ჩემი სიკვდილი,ბოლოს და ბოლოს ერთმანეთის მოსისხლე მტრები ვართ ! ბრიტვა უმისამართოდ მოვისროლე და ნიჭარას დავეყრდებნი... ჯანდაბა ამას ვერ ვიზამდი ! მე სუსტი არ ვარ !! წყალი მოვუშვი და დუშის ქვეშ დავდექი, ვგრძნბოდი როგორ მაშორებდა ის ამ სიბიძნურეს... წყლის წვეთები სახეზე მეცემოდა და მამშვიდებდა. თავი დავხარე და წყალს თავისი საქმე მივანდე... ორი საათის შემდეგ წყალს მოვშორდი და ტანზე ახალი ტანსაცმელები გადავიცვი. გადავწყვიტე ლუკასთან მივსულიყავი,ხო სწორედ იმ წყეულ ბავშვთან! მხოლოდ მას შეუძლია ჩემი დამშვიდება, ჯანდაბა მასზე რატომ ვარ ასე დამოკიდებული?! მე ის უნდა მძულდეს მაგრამ არა,არ მძულს პირიქით მგონი მის მიმართ გრძნობებიც მაქვს. ხო ალბათ ასეა. როდესაც სააბაზანოდან გამოვედი ნინი მთელი ძალით ჩამეხუტა, მეფერებოდა და ტიროდა,ეგონა რომ რაიმეს ჩავიდენდი.ხო ასეც ვაპირებდი ნინ მაგრამ დაგავიფიქრე ! მოვშორდი და ვეცადე გამეღიმა,მაგრამ რამდენად გამომივიდა არ ვიცი. ვთხოვე რომ მარტო დავეტოვებინე,მაგრამ აზრი არ ჰქონდა ჩემს დატოვებას არ აპირებდა.ბოლოს იმდენი ვეწუწუნე რომ მაინც წავიდა. სარკესთან მივედი და ჩემი სხეული შევათვალიერე... რამდენს უძლებ რომ ისევ ფეხზე დგახარ?! თავი გავაქნიე,შავი შორტი და იასამნისფერი,სადა ტოპი მოვირგე, ფეხსაცმელი ამოვიცვი,თმა ავიწიე და ლუკას სახლისკენ გავემართე,მაგრამ არა იქ სადაც დედამისი და მისი პატარა დაიკო ცხოვრობდა. რატომღაც გული მეუბნებოდა რომ იქ უნდა მივსულიყავი,ვიცოდი რომ იქ იყო, ამას ვგრძნობდი ! ნინი დაბლა იყო და ამიტომ მომიწია ფანჯრიდან გადავძრომილიყავი. არც ისე რთული აღმოჩნდა ! აქედან ლუკას სახლამდე არც ისე შორი იყო,ამიტომ გადავწვიტე ფეხით წავსულიყავი,გზაში ვიფიქრებდი კიდეც და ყველაფრის გაანალიზებას შევძლებდი. გზაში უამრავ ხალხს ვხედავდი,რომელიც მე მომშტერებოდა,ალბათ გაიგეს რაც მოხდა,მაგრამ ეს არ მაინტერესებდა. ყურსასმენები მეკეთა და ო ჩილდრენს ვუსმენდი,მნიშვნელობა არ აქვს სიმღერა რაზეა,მთავარი ის არის რომ მე მისი მელოდია და ხმა მამშვიდებს... ხალხს არც ვუყურებ,შუა წერტილი მაქვს აღებული და უსასრულობისკენ მივისწრაფი. მინდა რომ გავიქცე...გავიქცე და ამქვეყნიურ ცხოვრებას ჩამოვშორდე ! ნუთუ არ შეიძლება რომ უბრალოდ ბედნიერი ვიყო? რატომ მოხდა ეს ? საიდან დაიწყო ? ამაზე საუბარი რომ დავიწყო დღის ბოლომდე ვერ მოვრჩები,ამიტომ მოკლედ გეტყვით: რაც ლუკა ახვლედიანი ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა ყველაფერი აურია,ხო ასე მოიქცა, დაუკითხავად შემოიჭრა და დაუკითხავად წასვლა უნდა მაგრამ არა, ვერ მოგართვით ! ამის უფლებას არ მივცემ არ შეუძლია ასე უბრალოდ,როგორც უნდა ისე მომექცეს... არ მივცემ ჩემი ცხოვრებიდან გაქრობის უფლება. შემოიჭრა ?! მაშინ სამუდამოდ აქ დარჩენა მოუწევს ! ისევე დაიტანჯება როგორც მე... მზად ვარ მისი წამებისთვის,მაგრამ არ შემიძლია... რაღაც ძალა მეუბნება რომ ამას თუ გავაკეთებ სიცოცხლის ბოლო წუთამდე დავიტანჯები, ეს ხმა არ მაძლევს უფლებას მას ვავანო... რატომ?! ხო კარგი შეკითხვაა,იმიტომ რომ გული ამის საშუალებას არ მაძლევს,მე ის მიყვარს ! ხო როგორც იქნა ვაღიარე,მე ის მიყვარს და მის დაკარგვას არ ვაპირებ,არ ვაპირებ ვინმეს დავუთმო ან გავუშვა. თავს შეგაყვარებ, ისე შეგაყვარებ რომ ამ სიყვარულით დაიტანჯები ! შენ შემცვალე და ამას არ გაპატიებ, შენ ის გააკეთე რაც არასოდეს უნდა გაგეკეთებინა... სამყაროს მეორე მხარე დამანახე, ისეთი რომელშიც შენ ცხოვრობდი,თუმცა განსხვავებული სახით... შენც იტანჯებოდი და გინდოდა ეს მეც გამომეცადა, გილოცავ შენ ეს შეძელი, გამანადგურე და ჩემი გული ქაღალდის ნაკუწებად აქციე ! ასე უბრალოდ მაკრატელი აიღე და მილიონ ნაწილად დამჭერი. ამას ინანებ ! 15 წუთში მის სახლთან მივედი... ღრმად ჩავისუნთქე და ზღურბლს დავხედე. თავი ავწიე და დასაკაკუნებლად ძალა მოვიკრიბე და დაველოდე, როდესაც კარი გამიღო ისეთი რამ დავინახე რამაც უარესად გამანადგურა... ეს არ უნდა მენახა ! ყველაფერი სხვანაირად უნდა ყოფილიყო: მე უნდა მოვსულიყავი,ლუკა კარს გამიღებდა გულში ჩამიკრავდა და ჩემს დამშვიდებას შეძლებდა,მომეფერებოდა და მეტყოდა რომ ძლიერი ვიყავი და ამას გადავლახავდი მაგრამ არა ! ამის ნაცვლას კარებთან ლოლიტა დგას,მის პერანგში ჩამძვრალი და დაფეთებული მიყურებს... კარებს ეყრდნობა და არ იცის რა თქვას. ვგრძნობ როგორ ასველებს ცრემლები ჩემს აწითლებულ და გახურებულ ღაწვებს.. ხელებს ჯიბეში ვიწყობ და შეშინებულ ლოლიტას ცქერას ვუწყებ, ეს როგორ გააკეთა? ის ხომ ჩემი მეგობარი იყო! მზერა ბიჭზე გადამაქვს რომელიც კიბეებიდან ჩამოდის, და კითხულობს ვინ არის... როდესაც მამჩნევს ადგილზე შრება და სახიდან ფერი გადასდის, ხო როგორც ჩანს არ მელოდა. რაღაცის თქმას ცდილობს მაგრამ ხმას ვერ იღებს, ამის ძალა არ აქვს. იცის რომ დამნაშავეა და ეს არ უნდა გაეკეთებინა! ნერწყვს ხმაურიანად ყლაპავს და ჩემსკენ ნელი ნაბიჯებით მოუწევს,ლოლიტას გვერდით დგება და თვალებში უსირცხვილოდ მიყურებს,ხო რათქმაუნდა იცის რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა,თუმცა მაინც გააკეთა რადგან ჩემთვის გული ეტკინა,ახლა ნანობს მაგრამ იმდენად ჯიუტია რომ იხტიბარს არ იტეხს ! ცრემლებს ვიშორებ და ვიცნი, ვიცინი კიდევ უფრო ღმამაღლა და ლაღად. ეს სიმწრის სიცილია შიგნიდან რაღაც მჭამს,მინდა რომ სიფათში ვხიო და ბექას კიარა დანა მას გავუყარო,პირდაპირ გულში,რაც შეიძლება ღრმად! ლოლიტა ჩემს რეაქციაზე ცალ წარბს წევს და ლუკას უყურებს. ხელკავი გამოსდო,ნიკაპი მხარზე ჩამოადო და ფართოდ გაიღიმა. მზერა ისევ ჩემზე გადმოიტანა და კიდევ უფრო ფართოდ გაიღიმა. - ხომ ხედავ ლუკა, ჩვენი ერთად ყოფნა უხარია ! ხომ გეუბნები გაუხარდებათქო? ის ჩემი საუკეთესო მეგობარია და გამიგებსთქო,იცის როგორი გრძნობაა სიყვარული და ამას გაგებით ეკიდება. - მისგან სხვას არაფერს მოველოდი,ვიცოდი ლოლიტა ვინც იყო და რასაც წარმოადგენდა,სიცილი შევწყვიტე და ლუკას მივაჩერდი,რომელიც აშკარად ხვდებოდა რომ ეს სიცილი და ხარხარი მათი ერთად ყოფნის გამო არ იყო. ვიგრძენი როგორ ჩამომიგორდა კიდევ ერთი თბილი ბურთულა მაგრამ ვერაფერი მოვიმოქმედე, გავიღიმე თავი დავხარე და შემდეგ ისევ ლუკას სევდიან მზერას მივაჩერდი და შემდეგი სიტყვები წარმოვთქვი - შესწორება: ის შენი საუკეთესო მეგობარი იყო ! - ლოლიტას გადავხედე,რომელსაც სახე მოეღუშა და უკანმოუხედავად ნიანგის ცრემლებით სახლში შევარდა. მე და ლუკა ერთმანეთის პირისპირ დავრჩთ. ისევ მას მივაჩერდი,რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ არ დავაცადე. - დღეს იცი რა მოხდა ? - უარყოფის ნიშნად თავი გააქნია რაზეც ჩამეცინა. - დღეს 29 ივნისს, ელენე ბერძენიშვილმა ხელები ადამიანის სისხლში გაისვარა... სად იყავი ? იმის მაგივრად რომ ჩემთან ყოფილიყავი და დაგეცავი აქ იყავი და ლოლიტასთან ერთად ერთობოდი ! შენი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, ეს წესით არ უნდა გადარდებდეს მაგრამ მაინც გადარდებს არა? ალბაათ გაინტერესებს ვის სისხლში გავისვარე ხელი,ხო ალბათ გაგიკვირდება რომ ვეგტყვი ეს ვინ იყო... მე ბექა ზედგენიძეს ვავნე,ისე ვავნე რომ შეიძლება მოკვდეს კიდეც ! როდესაც ის სახლში მომივარდა და დანით მემუქრებოდა იმ შემთხვევაშ თუ მასთან არ დავწვებოდი მომკლავდა, ხო ასე არც მოვიქეცი იმიტომ რომ სხვა მიყვარს. ავდექი და დანა პირდაპირ საძილე არტერიაში ჩავარტყი,ახლა კი საავადმყოფოში წევს და შეიძება ჩემს გამო მოკვდეს ! შეიძლება ისეთივე ცივსისხლიანი მკვლელი გავხდე როგორიც მამაჩემია, სისხლი მოგაწვა არა?! წარსული გაგახსენდა ხო?! გახსოვს მითხარი რომ გინდოდა მეც ისევე დავტანჯულიყავი როგორც შენ ! მაგრამ ამას ვერ მოახერხებ,რაც არ უნდა მოხდეს მნიშვნელობა არ აქვს და იცი რატომ? იმიტომ რომ ამით მე კი არა შენ დაიტანჯები ! თუ ტკივილს მომაყენებ შენ ან ვინმე სხვა ამით მე კი არა შენ დაიტანჯები და მშვენივრად იცი რატომაც. დროა როლები გავცვალოთ. გინდა დავიტანჯო? ისე ვიწვალო როგორც შენ? ეს შეუძლებელია რადგან მე დაგტანჯავ, შეგცვლი ისე როგორც შენ შემცვალე ! დაგტანჯავ,ხელმეორედ უფრო მწარედ დაგტანჯავ,ისე რომ სიკვდილი მოგინდება ! ახლა კი შეგიძლია ლოლიტასთან ახვიდე და დაამშვიდო, ცოდოა მე ხომ ვერ გაგიგეთ. ალბათ როგორ ტირის იმის გამო რომ მეგობარი დაკარგა არა?! მიდი და უთხარი რომ ის ყველაზე ძლიერია და ამას გადაიტანს,რომ თქვენ მაინც ბედნიერები იქნებით და სამუდამოთ ერთად იცხოვრებთ ! - შემს სიტყვებზე გული ეკუმშებოდა, ხვდებოდა რასაც განვიცდიდი და ამის გამო თავი ეზიზღებოდა, მისთვის სხვა აღარაფერი მითქვამს ან სხვა რ აიყო სათქმელი? ზურგი ვაქციე და იმ ტერიტორიას მოვშორდი, მის მზერას ვგრძნობდი. შევჩერდი და მივუბრუნდი. - იცი რა განსხვავებაა შენსა და ბექას შორის ? ის სხვის გრძნობებზე არ თამაშობს და გულს არ ტკენს,სწორედ ამიტომ არის ის შენზე უკეთესი ! სწრაფი ნაბიჯებით იქაურობას მოვშორდი და გზაში ტაქსი გავაჩერე,საავადმყოფოსკენ ავიღე გეზი. არვიცი რატომ მაგრამ მინდოდა ბექას გვერდით ვყოფილიყავი,იმის გამო არა რომ ლუკასთვის გული მეტკინა,უბრალოდ მინდოდა მენახა. მისთვის ყველაფერი მომეყოლა და მეთქვა რომ ვნანობდი რაც გავაკეთე,მინდოდა მისთვის პატიება მეთხოვა და დამემშვიდებინა. ყველაფერს მივცემდი რომ უკეთ იყოს, ღმერთს ვთხოვ რომ მაპატიოს და უდანაშაულო ადამიანი გადაარჩინოს ! როდესაც საავადმყოფოში მივედი ექთანს სახელი და გვარი ვუთხარი და პალატისკენ გავემართე,მითხრეს ოპერაციიდან ახლახანს გამოვიყვანეთ და დასვენება სჭირდებაო,თუმცა მე ყოველთვის ჩემი გამაქვს. ნახევარი საათიშ ემეძლო შესვლა. ძალღონე მოვიკრიბე და და პალატის კარები შევღე. არსებულმა სანახაობამ სუნთქვა შემიკრა... ბექა უსულოდ ეგდო საწოლზე და ათასი მილი ჰქონდა შეერთებული. მასთან მივედი და სკამზე ჩამოვჯექი. რამოდენიმე წამი უბრალოდ ვუყურებდი, შემდეგ კი ხელზე ფრთხილად შევეხე. არვვიცი ჩემი შეხება იგრძნო თუ არა, მაგრამ მომეჩვენა რომ გაინძრა ამიტომ ხელი სასწრაფოდ მოვაშორე და დავაკვირდი. აშკარად მომეჩვენა... მისი ხელი ხელში ავიღე და სახეზე მივიდე, ის ისეთი თბილი იყო... თვალები ამიცრემლიანდა და ემოციებიც მომაწვა,ვუყურებდი მის ყელს და ზიზიღის გრძნობა მიბყრობდა,ჯობდა მე ვყოფილიყავი უბედური ვიდრე ის ! ჩემი ცრემლების მის ხელზე დაეცა და დაასველა... - ჰეი... როგორ ხარ? - ამ კითხვაზე ჩამეცინა. - ხო ვხედავ როგორც ხარ, ეს ჩემი დამსახურებაა, მე რომ ასე არ მოვქცეულიყავი ასეთ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდი! ჯანდაბა,ნეტავ იცოდე ამის გამო საკუთარი თავი როგორ მძულს, ნეტავ იცოდე როგორ მინდა დროის უკან დაბრუნება შემეძლოს ! მაშინ ხო ასეთ ტკივილს აღარ მოგაყენებდი... ალბათ ჩემზე ძალიან ხარ გაბრაზებული და გძულვარ, ასეა ! მეც მძულს საკუთარი თავი, როდესაც შენ სახლში მოხვედი ძალიან გახარებული ვიყავი,რადგან სამსახურში ამიყვანეს და ნინიმ ის სახლი რომელიც უკვე შემძულდა მაჩუქა,ის შესანიშნავი ადამიანია,ყველაფერი რაც კი გამაჩნია მისი წყალობით მაქვს. როდესაც მოხვედი გახარებული ვიყავი,მაგრამ რომ დაგინახე შემეშინდა... შემეშინდა რომ რაიმეს დამიშავებდი,ნასვამი იყავი და თავს ვერ აკონტროლებდი. მას შემდეგ რაც მოხდა მე... ლუკასთან წავედი და იქ...იქ... იქ არსებულმა არსებამ გული მატკინა,დავინახე როგორ ეტმასნებოდა ლოლიტა ლუკას,ხო ის ლოლიტა ბავშვობაში სისგიჟემდე რომ გიყვარდა და ახლაც გიყვარს ! მასაც უყვარხარ თუმცა ამას არ ამხელს რადგან ხედავს რომ შურისძიებაზე ხარ გადართული,გინდა რომ ლუკას რაღაც დაუმტკიცო და გინდა დაამტკიცო რომ საუკეთესო ხარ,ამიტომ მის სუსტ წერტილზე ჩემზე დაიწყე თამაში... ამას ლოლიტაც ამჩნევდა,მანაც იცოდა არა რასაც აპირებდი, სწორედ ამიტომ შენზე უარი თქვა და ლუკასთან გაიქცა. ვერ ვხვდები შურიძიების გამო ადამიანი თავს საფრთხეში რატომ იგდებთ, იმიტომ რომ უკეთესები გამოჩნდეთ? ერთმანეთს დაუმტკიცოთ რომ ერთი მეორე უფრო მაგარი ტიპები ხართ? კარგი ვთქვათ შენ ან ლუკამ დაამტკიცეთ მერე? მერე რა მოხდება? გგონია გაღიარებენ ან რაიმე მსგავსი? არა სულკაც არა! ბევრ შეგიზიზღებთ,მაგრამ ამავე დროს ბევრი გოგო და ბიჭი შეგეტენაბთ იმის გამო რომ პოპულარობა მოიპოვონ,თქვენ უბრალოდ გამოგიყენებენ და როდესაც საწადელს მიაღწევენ გადაგაგდებენ,ეს გინდათ? გინდათ ადამიანმა ისე გამოგიყენოთ როგორც ერთჯერადი სალფეთქი ? თუ თქვენი მიზანი ესაა მაშინ გეტყვით რომ ეს საშინელებაა,ადამიანი როდესაც გიყენებს ამას ხვდები თუმცა მასთან მაინც მეგობრობ რადგან მარტო დარჩენის გეშინია,გეშინია მარტოობაში არ ამოგხდეს სული! ჯობია ერთმანეთს თავი დაანებოთ და ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ,დაივიწყეთ ყველა უთანხმოება და წარსულშ არსებული პრობლემები,მომავალს მიხედეთ! იმეგბრეთ, თქვენთვის ახალია ის ფაქტი რომ სიყვარული და მეგობრობა ყველაზე მაგარი გრძნობაა?! გირჩევნიათ ბოღმაში,ზიზღში და სიძულვილში იცოვროთ? თუ გირჩევნიათ ბედნიერები იყოთ საყვარელ ადამიანებთან ერთად ?! მე და შენ ერთმანეთს რაღაცით ვგავართ... ვერ ვიჯერებ რომ ლუკა ესე მომქეცა,თუმცა მისგან სხვას რას უნდა ველოდო? როდესაც ვუყურებ მის თვალებში იმხელა ზიზიღს ვკითხულობ რომ მინდა წავიდე და თავი მოვიკლა,მაგრამ რისთვის ? იმისთვის რომ მამაჩემმა წარსულში გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა?! არმინდა მისნაირი ვიყო ამიტომ გთოვ, ძალა მოიკრიბე და გამოჯანმრთელდი. გინდა ჩემი გეგმა გაგაცნო? ლუკას უნდა რომ ვიტანჯებოდე,თუმცა როლებს გავცვლით... თავს შევაყვარებ ისე რომ,სიგიჟის პირას მივა შემდეგ ჩამოვშორდები,ვუღალატებ და მის გულს ნაკუწებად ვაქცევ,ისე მოვექცევი როგორც თვითონ მომექცა! მის გამო უამრავი ცრემლი მაქვს დაღვრილი და დროა ეს ცრემლები ავანაზღაურო,არავის აქვს უფლება ჩემს გრძნობებზე ითამაშოს და მატიროს, მითუმეტეს ვიღაც ამპარტავან ბიჭს სახელად ლუკა ახვლედიანს! მე მას ვუჩვენებ თუ სინამდვილეში რა ვარ და რა შემიძლია,დავუმტკიცებ რომ ჩემი გატეხვა ადვილი არ არის და სუსტი არ ვარ, დავუმტკიცებ რომ მასზე ძლიერი ვარ და კეთილი უდარდელი გოგონა შეიძლება,გულისამრევ ურჩხულად გადაიქცეს! მას უნდა რომ... - სიტყვა გამიწყდა როდესაც მისი მზერა შევამჩნიე... - ამას ვერ იზავ და იცი რატომ? იმიტომ რომ გიყვარს ! - ჩახლეჩილი ხმით ამოილაპარაკა, ხელი მოვაშორე და თავი ჩავღუნე,წამოჯდომა სცადა თუმცა ეს რომ დავინახე თავი ადგილას ფრთხილად დავაბრუნე,ბალიში გავუსწორე და თმაზე ხელი გადავუსვი,ჩემმა ქმედებამ ძალიან გააკვირვა,ხო მეც მიკვირს იმ ადამიანს რატომ ვეფერები ვისაც ჩემთვის ზიანის მოყენება უნდოდა. მის დაბნეულ სახეზე გამეცინა და თითი ცხვირზე მოვუთათუნე. - როგორც ჩანს ვიღაცას გაუღვიძია,ხომ არ გშია? - ისევ გაკვირვებული მიყურებდა რაზეც მეღიმებოდა. - იმის შემდეგ რაც გაგიკეთე, როგორ შეგიძლია ასეთი კარგი იყო, როგორ შეგიძლია აქ იჯდე და მესაუბრებოდე,მეფერებოდე და საჭმელს მთავაზობდე?! - მის კითხვაზე ღიმილი ყურებამდე ამმივიდა შემდეგ კი გამეცინა. - ლუკამაც იგივე მკითხა როდესაც ჩემთან იყო და მამაჩემის სასტიკი ცემის შემდეგ მას გავეკიდე და მოვუარე. - ბექამ წარბები შეჭმუხნა. - ის პატარა ლიფსიტა თუ ასეთ მშვენიერ და კარგ გოგოს ატირებს ადექი და ტყვია პირდაპირ შუბლში დააჭედე ! - მის ნათქვამზე სევდიანად გამეცინა და ფრთხილად ჩავეხუტე. - მოდი აქ ! - გამიღიმა და გვერდზე ნელა მიიწია,პლედი გადასწია,რადგან შიგნით შევმძვრალიყვაი,მის ქმედებაზე გამეღიმა და მასთან ჩავწექი. - ოღონდ ფრთხილად შენი ნამოქმედარის გამო ყელი სასტიკად მტკივა ! - თავი დავუქნიე და თავი მის კისერში ჩავრგე,თვალები დავხუჭე და მადლობა გადავუხადე. თვალები დამიმძიმდა და დამეხუჭა,ბექა თმაზე მეფერებოდა და თავზე მკოცნიდა. სადაცაა ჩამეძინებოდა,როცა ექიმი შემოვიდა და უნდა ეთქვა უნდა გახვიდეთო მაგრამ მივხვდი რომ ბექამ რაღაც ანიშნა და ექიმიც გარეთ გავიდა. ამაზე გამეღიმა თავი ავწიე ბექას ლოყაზე ვაკოცე და ისევ მის კისერში დავბრუნდი, თვალები დავხუჭე და ბედნიერ სამყაროში გადავეშვი... რადგან სიახლეები წაიშალა როგორც იცით თავიდან ვდებ, თვალი ადევნეთ საიტს 12 საათის მერე მომდევნო თავს დავდებ ! ♥ ისეთი საყვარელი თავი მოდის რომ სადაცაა გავგიჟდები ! როგორ მინდა რეჟისორი ვიყო და მოთხრობის სიუჟეტს ისე განახებდეთ როგორც მე ვხედავ :/ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.