შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"სიყვარული ჰეროინის წესებით" გაგრძელება. (ნაწილი 3)


31-01-2017, 00:57
ავტორი kaatoo
ნანახია 1 851

4 თავი.

"წინ ბედნიერებისკენ"

კვირა დილით კვლავ სახში ვიყავი რაც დეპრესიისთვის არაჩვეულებრივი იქნებოდა, მაგრამ ეს არ უნდა მომხდარიყო. დეპრესია აღაარსოდეს შემაწუხებს ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ყველა ნაბიჯს გადავდგავ რაც მომინდება, რომ ყველა შეცდომას დავუშვებ სადამდეც არ უნდა მიმიყვანონ ბოლოს მათ.
დათოს ნახვის სურვილი მკლავდა, მინდოდა ჩავხუტებოდი მისი სურნელი შემეგრძნო. ვნანობდი გუშინ , რომ არ გავიქეცი მასთან ერთად. წარმოვიდგინე იმ გოგოს გაოცებული სახე. მერე შემეცოდა ისიც და გიორგიც. არ იქნებოდა სწორი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო იქნებოდა. მეორეს მხრივ გიორგი იყო ბიჭი რომელიც ყველა ქალის ოცნებაა, კარგი წარსულით და პერსპექტიული მომავლთ , ძალიან კარგი ოჯახით, კარგი გარეგნობით და შინაგანი სამყაროთი. დათო კი იმაშიც ვერ გარკვეულიყო ვუყვარდი თუ არა. მისი წარსულიც მამოვალივით ბუნდოვანი იყო. მაგრეამ ეს საოცარი მიზიდულობა მე ამას მხოლოდ მასთან ვგრძნობდი. გიორგი ოდნავ რომ შემხობდა უკვე უსიამოვნო გრძნობ მიპყრაობდა დათოს კი საკუთარი ხელით გავაშიშვლებდი თავათაც გავშიშვლდებოდი და ისე ჩევხუტებოდი , რომ თითეული ნაწილი შემეგრძნო.
ადამიანურად ყველასი მესმის, ვინც მეუბნება , რომ დათო უნდა დავივიწყო, რომ კინაღამ სიკვდილამდე მიმიყვანა, რომ ბედნიერი გიორგისთან უნდა ვიოყო. მეც იგივეს ვურჩევდი, ჩემს შვილს, დას მეგობარს და უცხოსაც, მაგრამ არ შემიძლია მითუმეტეს ახლა , როდესაც გადვწყვიტე საკუთარ იმპულსებს დავუჯერო.
დათოსთან დარეკვა ვცადე მაგრამ ძველი ნომერი აღარ ქონდა. ამიტომ მარის დავურეკე.
-როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-მეც.
-რა მოგივიდ გუშინ?
-არაფერი.
-გიორგიმ არაფერი გითხრა?
-რა უნდა ეთქვა?
-აუცილებლად მიხვდებოდა რაღაცას ისე იქცეოდით.
-ხო მიხვდა.
-ან უკან რომ გამოგყვა და აივანზე გახვედით. რა უნდოდა რა გითხრა?
-არაფერი ისეთი.
-კარგი რა. გიორგიმ რაო?
-ისე მკითხა და მეც ვუთხარი მოკლედ .
-ის გოგო კი დატოვე გაოგნებული. რა საშინელი ვინმე იყო ხმას ვერ ამოაღებინებ, რა უბედურებაა.
-ბავშვია ჯერ და ცხვენია.
-მიკვირს ეგ რომ არ უთახარი.
-ისე დათო მე დამძახოდა ბავშვი ხარო და ეხლა სულ მთლად ჩვილზე გადავიდა.
-ნოსტალგია ქონდა.
-კარგი რა. რა ნოსტალგია არც გავხენებივარ ალბათ.
-რა გითხრა აივანზე.
-სისულელები.
-მაინც.
-ნომერი მინდა, დათოს ნომერი.
-გაგიჟდი? რად გინდა?
-უნდა დაურეკო. უნდა ის გავაკეთო რაც მინდა.
-რატომ უნმდა დაურეკო თავი დაანებე გთხოვ.
-უბრალოდ დალაპარაკება მინდა და ყველაფრის გარკვევა. უამრავი კითხვა მქონდა და უნდა დავუსვა.
-არ ვიცი კატო. არ მინდა ისევ იგივე განმეორდეს.
-არა არ განმეორდება. კპირდები.
-კარგი ჩაიწერე. 555777277
-მადლობ.
-კარგად დაფიქრდი.
მარის გავუთიშე თუ არა მაშინვე ავკრიფე მაგრამ მერე წავშალე და დავფიქრდი. რატომ მინდოდა მასთან დარეკვა. რა მინდოდა სინამდვილეში. დიდხანს ვაფიქრებდი და ალბათ გადავიფიქრებდი ამიტომ მოვეშვი და დავრეკე.
-გისმენთ.
-გამარჯობა.
-გაგიმარჯოს კატო.
-მიცანი
-რათქმაუნდა.
-კარგია.
-ხო , გუშინ ყველაფერი სხვანაირად შეილებოდა...
-ამას არ აქვს მნიშვნელობა, მხოლოდ გუშინ არა ზოგადად, ყოველთვის შეიძლება ყველაფერი სხვაგავრად იყოს მაგრამ. რაღაც უნდა გთხოვო.
-გისმენ.
-მინდა შევხვდეთ და ვილაპარაკოთ.
-როდის?
-დღეს.
-დღეს.. მაშინ ახლავე საღამოს არ მცალია.
-კარგი ნახევარ საათში შეძლებ.
-კი. დღეს ნიშნობა მაქვს.
-ხო ხელს არ შეგიშლი დიდხანს არ მოგაცდენ.
-არა ამიტომ არ მითქვამს, საღამომდე დიდი დროა.
-კარგი დროებით.
-დროებით
ემოციებს ვიკავებდი ფიქრებს უფლებას არ ვაძლევდი შემოეტიათ ჩემთვის. სწრაფეად ვემზადებოდი. მაკიაჟი არ გავიკეთე, კეტები ჯინსი და თეთრი მოღებული ზედა ჩავიცვი. გასვლას ვაპირებდი ტელეფონმა რომ დარეკა, გიორგი იყო სნდისის ქენჯნამ შემაწუხა.
-გისმენ.
-როგორ ხარ?
-არა მიშავს შენ?
-მეც არამიშავს, რას შვები დღეს?
-სახლში მინდა ყოფნა არაფერს არ ვაპირებ.
-ვიფიქრე სადმე გაგვევლო.
-არა არ მინდა.
-კარგი რა კატო გთხოვ.
-ცოტახანში დაგირეკავ და გეტყვი პასუხს.
-კარგი გელოდები.
სახლიდან დაუფიქრებლად გავედი. არ უნდა მეფიქრა მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი.
დათომ ხუთი წუთით დააგვიანა. ცალყბად იცინოდა.
-კატო რა კარგად გამოიყურები აი ისე ძველებურად. აბა გუშინ რა იყო მაღალი წრის ბოზს გავდი ისე იყავი გადაპრანჭული.
-რა იდიოტი ხარ.
-ხო კაი ვიხუმრე.
-დავსხდეთ.
-აბა გისმენ კატო.
-ესეიგი ნიშნობა გაქვს?
-ხო.
-ალბათ ეგ გოგო იმაზე დაგთანხმდა რაზეც მე უარი გითხარი. დათოს მრავლის მთქმელად ჩაეღიმა.
-ამიტომ დამიბარე ?
-არა, არა მ ხოლოდ ამიტომ. გიყვარს?
-შენზე მეტად არა.
-მე გიყვარვარ? ნუ მაცინებ.
-ყოველთვის მიყვარდი და ახლაც მიყვარხარ.
-ამიტომაც გაქვს დღეს ნიშნობა.
-გინდა ჩავშალო?
-კი მინდა.
-მერე გიორგის დათმობ.
-გიორგი არ მიყვარს.
-ასეც ვიცოდი.
-მიიღე ჩემი წერილი ციხეში? დათოს გამომეტყველებიდან ირონია გაქრა , მის თვალებში სევდა იყო.
-ხო.
-რატომ არ შემეხმიანე მას მერე?
-მაშინვე ცუდი რაღაცეები ვიფიქრე, ვაცნობე პოლიციას, რომ რაღაცას აპირებდი, გავიგე რომ ხიდიდან გადახტი. თავს ვერ ვპატიობდი. შენთვის თვალებში ჩახედვის მცხვენოდა.
-ამიტომ ცოლის მოყვანა გადწყვიტე?
-მე ის არ მიყვარს და არ მოვიყვან.
-არ გეცოდება.
-ჩემთან უფრო ცოდო იქნება.
-მე?
-მიყვარხარ.
-მეც ცოდო ვიქნები, მაგრამ მინდა ძალიან მინდა შენთან, ვიცი ჩვენი ერთად ყოფნა განწირულია, მაგრამ მაინც მინდა თუნდაც ყველაზე დიდ შეცდომას ვუშვებდე.
-სად წავიდეთ?
-ბორჯომში. დათოს ჩაეღიმა
-არა რა ბორჯომში. ისე უნდა წავიდეთ რომ ვერავინ ვერ მოგვაგნოს. წამოდი ბათუმში წავიდეთ. სეზონი არაა ხალხი არ იქნება .
უბედნიერესი ვიყავი არაფერზე ვფიქრობდი. სახლში დავბრუნდე რაღაც ნივთები ჩავალეგე დათოს მატარებლების სადგურზე უნდა შევხვედროდი. ტანსაცმელები უაზროდ ჩავყარე. ფიქრს გავურბოდი, მაგრამ მაინც ვერ ვაღწევდი თავს დანაშაული გრძნობა მტანჯავდა. ყველაფერს რომ მოვრჩი მატარებლი გასვლამდე ჯერ კიდევ ადრე იყო. გიორგიმ დამირეკა.
-აბა რა მოიფიქრე.
-გიორგი არ მინდა შენთან შეხვედრა. მაპატიე მე დათო მიყვარს.
-მაგრამ მას საცოლე ყავს.
-ვიცი მაგრამ მე ყველაფრის მიუხედავად მიყვარდა ის ყოველთვის, შენ მას ათასჯერ ჯობიხარ, მაგრამ მე ის მიყვარს მაპატიე გთხოვ.
-კარგი კატო როგორც გინდა.
ტელეფონი გათიშა სიბრალული ვიგრძენი ძალიან ცუდად ვიქცეოდი. დათოს დავურეკე.
-ხო კატო.
-რას შვები ჩალაგდი?
-ხო შენ?
-მეც.
-აქ სამზადისია ვიტყვი ცოტახნიტ გავალ თქო და იქ მოვალ მეთქი მიდით თქო. არ ვიცი ახლავე ჯობია გამოვიდე და შენთან მოვალ. მანდედან წავიდეთ ერთად.
-არა მარტო არ ვარ ჩემები სახში არიან. სადგურზე მოდი.
-კარგი მოვალ.
დათომ გამითიშა და წარმოვიდგინე 16 წლის გოგო რომელიც ელოდება მის გამოჩენას. ბედნერი და გახარებული. გიორგიც გამახსენდა , ჩემი ოჯახი დათოს ოჯახი საერთოდ ყველა. აამაზე არ უნდა მეფიქრა, მაგრამ უფროდაუფრო ვერაარ ვაღწევდი თავს.
მარის დავურეკე.
-რას შვები?
-არაფერ, გამომიარე მიდი.
-არა .
-რა ხდეაბ?
-გიორგის ვუთხარი, რომ არ მიყვარს და დათო მიყვარს.
-რა გაგიჟდი? ეს რატომ გააკეთე . ნეტავ სულ არ მოსულიყავი მაგ დღეს.
-ასე ჯობდა როდემდე უნდა ვატყუო. რა მნიშვნელობა აქვს ადრე თუ ვგვიან ხომ შევხვდებოდი. მერე უარესი იქნებოდა შესაძლოა ოჯახები გვქონდოა მაგრამ მაინც ასე იქნებოდა .
-კატო შენ არ გესმის, დათოს დღეს ნიშნობა აქვს.
-მშვენივრად მესმის.
-მას ცოლი მოყავს გესმი.
-მარი რაღაცას გაიგებ ძალიან მალე და იცოდე , რომ პირველად ვიქცევი ისე როგორც მინდა პირველად ვდგავ ნაბიჯს რაც ასე ძალიან მინდა, როგორც არ უნდა დასრულდეს ყველაფერი ამას არასოდეს ვინანებ.
-რას აპირებ კატო, ისევ რაიმე სისულელეს აპირებ , არ გადამრიო ეხლა. მითხარი რას აპირებ.
-არა ნუ გეშინია არაფერს მსგავს არ ვგემმავ სიკვდილი მეც არ მინდა. პირიქით მარი, ძალიან ბედნიერი უნდა ვიყო. მალე გაიგებ.
ტელეფონი გავთიშე.
***
ვდებ პირველ ნაწილს ანუ იმ მოთხრობას რომლის გაგრძელებაცაა სრულად.
****
......1......
სიყვარული "ჰეროინის" " წესებით.
ლოდინზე რთული რა შეიძლება იყოს? მოლოდინი ყოველთვის რთულია მაგარამ როდესაც გეუბნებიან, რომ ხუთ წელში დაბრუნდება და დაელოდო, დაელოდები კიდეც.
საშინელება ისაა, როდესაც არ იცი როდის დაბრუნდება, ან საერთოდ თუ დაბრუნდება. არც ის უთქვამს დამელოდეო. შენ კი მაინც ელოდები.

...
ისტორიას რომელსაც მოისმენთ ნამდვილია. არ მინდა იფიქროთ , რომ ჩემგან რომანის გმირს ან მისაბაძ პიროვნებას ვქმნი. უბრალოდ მინდა რაღაც დარჩეს, ამ ამბიდან და ჩემგან, მისგანაც. როდესაც ადამიანი კვდება რაღაც მაინც რჩება ამ ქვეყნად. შესაძლოა ეს იყოს შვილი, მიღწევა, სიყვარული და ასე შემდეგ. მე კი, რომ მოვკვდე მეორე დღეს არაფერი აღარ იქნება. მხოლოდ მსუბუქი ექო დარჩება რომელიც რამდენიმე წელიწადში გაქრება. რა მაქვს ახლა გარდა მოლოდინისა? უბრალოდ სიცარიელე მავსებს და მინდა, რომ რაღაც დამრჩეს. ცოცხალი რომ აღარ ვიქნები, იქნება ისტორია, რომელიც არ გავს სხვებს.

პერსონაჟების სახელები შეცვლილია.

9ივლისი 2015წ
ყველაფერი მაქვს რაზეც შეიძლება მეოცნება. უნივერსიტეტს წელს ვამთავრებ. უკვე ვმუშაობ ჩემი პროფესიით. ფსიქოლოგი ვარ, რეაბილიტაციის ცენტრში ვმუშაობ. კარგი ანაზრაურება მაქვს. ჯერ მხოლოდ 20 წლის ვარ. სხვებს , რომ ვკითხო სრული ბედნიერებისთვის რაღაც მაკლია. ამაზე მხოლოდ მეცინება. "სიყვარული". არა, ბიჭები ჩემთვის კონკურენტები უფრო არიან. მათთან ურთიერთობა მანამდე მომწონს სანამ ჩემზე გაგიჟდებიან. მერე კი უბრალოდ ინტერეს ვკარგავ. არც ქორწინება და მითუმეტეს ბავშვები ჩემი სტილი არაა. ვერ წარმომიდგენია, როგორ ვიქნები ჩემს ოჯახში. ამდენი პასუხისმგებლობა არ შემიძლია.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით კითხვას რომელიც სულ ახლახანს შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში "არ თხოვდები?" მარტივად ვპასუხობ, "არა". მიზეზებს კი არ ვხსნი. ამაზე მხოლოდ მეცინება. რატომ უნდა მინდოდეს გათხოვება. რაკი გათხოვებისათვის ნორმალურ ასკში ვარ? თანაც არც სიყვარულის მჯერა და ასეთი ზღაპრები ბავშვობის მერე აღარ მიტაცებს.
ბოლო პაციენტი რომ შემოვიდა, მინდოდა აქეთ მომეყოლა ჩემი გაჭირვება, რომ დავიღალე და სახლში მინდა წასვლა, რომ როგორც იქნე შვებულება ავიღე და ხვალ დასასვენებლად მივდივარ, რომ ძალიან მიხარია და აღარ მინდა მისი მოსმენა რადგან მალე მინდა წავიდე სახლში და ბარგი ჩავალაგო. ეს შეუძლებელია! ფსიქოლოგი ვარ , ამდენის უფლება არ მაქვს მე მხოლოდ მას ვაძლევ რჩევას. ანა 30 წლის ქალია რომელიც ქმარმა მიატოვა სამი ბავშვით და საყვარელთან წავიდა. ამ ყველაფრის მიუხედავად ამბობს , რომ ძალიან ენატრება ქმარი და უჭირს უიმისოდ. მინდა მივვარდე და ერთი კარგად შევაბანჯღალაო. რა სულელია ღმერთო ჩემო. თუმცა ბუნებრივია ამას უფრო კორექტულად ვეუბნები. ეს ხომ სიყვარულია ბოლოსდაბოლოს. მას უბრალოდ ახალი ბიჭი სჭირდება, მაგრამ ამის გამბედაობა არ აქვს. არც სამი შვილის დედა უნდა ვინმეს. მოკლედ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი რთულადაა.
სახში გრძელი გზით წავედი, მიყვარს მგზავრობისას ფიქრი. ამ დროს მარტო ვარ და ყველაფერზე შემიძლია დავფიქრდე. ანა 18ის გათხოვდა სიგიჟემდე უყვარდა თავის ქმარს მოიტაცა, ახლა კი უბრალოდ მიატოვო. როგორ შეიძლება ვინმეს ვენდო? რა სისულელეა სიყვარული, ან გულმა როგორ უნდა მართოს ჩემი გონება.
ამ ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც ტელეფონმა დამირეკა. ჩემი საუკეთესო მეგობარი მარი მირეკავდა.
_კატო როგორ ხარ?
-კარგად, შენ?
-შესანიშნავად. ხვალ ბორჯომში მივდივარ და როგორ ვიქნები. აბა რა ქენი გადაწყდა შენი დასვენება? უარს არ მივიღებ.
- სამწუხაროდ ვერ მოვდივარ მარი. ჩემს თანამშრომელს მშობიარობა დაეწყო ნაადრევად და ის ვეღარ მოვა . მე კი მითხოვდნენ მაგრამ...
-მატყუებ ხო?
_არა. მეც ძალიან მწყდება გული.
_აუუ არა რა, გთხოვ.
_კარგი დამშვიდდი. სახლში მივალ ბარგს ჩავალაგებ და ხვალ ერთად წავლთ .
_ბოროტო, გამისკდა გული.
_კარგი საჭესთან ვარ . მერე დაგირეკავ.
მარი ჩემი საუკეთესო მეგობარია. მისი მეჯვარე და ბავშვის ნათლია ვარ. წარმოშობით ბორჯომიდანაა და ყოველ წელს ერთად მივდივართ იქ. ორი კვირა ვრჩებით. ძალიან მიყვარს იქ ჩასვლა. ადრე სხვანაირი გართობა უფრო მომწონდა. მაგრამ რამოდენიმე წელია სულ ბორჯომში მივდივარ. ძალიან თბილი ოჯახი ყავს. მიყვარს იქ ყოფნა და მართლა ბოლომდე ვისვენებ ხოლმე. უბრალოდ მარის გარე ბიძაშვილს ვუყვარვარ და ცოტა ის მაღიზიანებს. ზურა ცუდი ბიჭი არაა მაგრამ ნამდვილად არ მომწონს და ამას ვერ ვაგებინებ. სხვა მხრივ იქ ყოფნა ნამდვილი ნეტერბაა. მდინარეზე დავდივარ, შუადღით მძინავს, კარტს ვთამაშობ (სხვაგან ამას არსოდეს ვაკეთებ). ვსეირნობ, გემრიელ საჭმელებს მივირთმევ.
.............2...........
10ივლისი
ძალიან გვიყვარს მე და მარის ის წუთები როდესაც გზაში ვართ და მარშუტი ბორჯომია, მთავარი შეძახილებიაა: ნუთუ მივდივართ!!!
თითქმის ყოველ წელს წასვლისას რაღაც ხელს გვიშლის ხოლმე, მაგრამ ბოლოს მაინც ვახერხებთ.
-რა მაგრია, რომ ყოველწელს მოდიხარ. ჩემები უშენოდ აღარ მიმიღებენ მგონი.
-ხო, მე მიმიღებენ უშენოდ.
-მოწყენილი მეჩვენები. ზურაზე ხომ არ ნერვიულობ. ხომ იცი არ მივცემ შენი შეწუხების უფლებას.
- ვიცი. მაგის სულ არ მეშინია. არა რაღაც სხვაა. მეც არ ვიცი რა. უცნაური შეგრძნება მაქვს.
_მაინც , როგორი?
-გული რაღაცას გრძნობს, რაღაც უნდა მოხდეს.
-რაღაც? რაღაც კი არა ძალიან ბევრი რამ, ყველაზე მაგარი ზაფხული იქნება აი ნახავ.
ვერ ვხვდებოდი რისი მოლოდინი მქონდა , ამაზე ფიქრიც არ მინდოდა. მეშინოდა ჩემ სტაბილურ, დალაგებულ ცხოვრებში რამე არ არეულიყო.
მარის მშობლები დ მისი და გამოგვეგებნენ, სახლში მარის ბიძა სიძე და დიშვილები იყვნენ. მე მარი და ჩემი ნათლული სახლში შევედით. სამზადისი იყო. გემრიელი სუნი ტრიალებდა. ძალიან გემრიელი საჭმელები იყო ამ სახლში ყოველთვის. მე და მარი მის დას ლიკას გავყევით სამზარეულოში.
-რაში მოგეხმარო?
- რად მინდა შენი მოხმარება. მარი მომეხმარება.
-რაიყო მეც დავისვენებ, ამოსუნთქვა მაინც მაცადე.
-როგორ ხარ, რა ხდება შენსკენ კატო ახალი და კარგი? შენი სამსახურის ამბავი გამეხარდა ძალიან.
-ხო მადლობა. არაფერი ვმუშაობ, ვსწავლობ და ვარ.
- ზურა საითაა? გაიგებს რომ ჩამოვედით და გადმოვა ალბათ. იმედია კატოს არ გააქცევს.
- არა გოგო საზღვარგარეთაა წასული სამუშაოდ.
-ძალიან კარგია.
ამოვისუნთქე, მართლა გამიხარდა . ზურა ჩემთვის აბეზარი ბუზივით იყო. მხოლოდ ის მაღიზიაქნებდა ახლა ეს პრობლემაც გადვჭერი.
-ვითომ გაუხრდა.
-ნუჩამოგტირის სახე. ეგ არიქნება და სხვა გომჩნდება.
-კარგი რა მარი არც ზურა მინდა და არც არავინ. დასვენება მინდა თქვენთან ერთად.
ძალიან მალე სუფრასთან შევიკრიბეთ. არაყს ვსვავდი და ცოტა მომეკიდა კიდეც. ძალიან თამამად ვიყავი. თვს სახლში ვგრძნობდი. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა სანამ სახლში უცნუბი შემოვიდოდა. ყველას ვიცნობდი მარის ნათესავებს, მეზობლებს. მაგრამ ეს ვიღაც სხვა იყო პირველად დავინახე. ყველას გაუხარდა მისი დანახვა. მარი მაშინვე წამოდგა ფეხზე.
-მოდი აქ დაჯექი დათო. ნახე რა კარგი გოგოს გვერძე ქსვავ. გაიცანი ეს ჩემი მეჯვარე და ბავშვის ნათლიაა. ეს კი ჩემი ბიძაშვილია.
დათოს მამას ვიცნობდი ახლოს ცხოვრობდა,მაგრამ ცოლთან დაშორებული იყო და ბავშვები და ცოლი თბილიში ცხოვრობდენენ. ამიტომ არ მყავდა დათო ნანხი. ახლა კი დაემთხვა და შევხვდით ერთმანეთს.


მართლა არ მახსოვს ვინ ან, როგორ დაიწყო, მაგრამ კარგად მახსოვს, რომ რატომღაც ყველა ჩვენ გვიყურებდა, დაიწყო, რაღაც ფრაზების წამოძახილი. საბოოლოდ ხუმრობაში ყველა ჩაერთო. სასმელმა თავისი ქნა და მეც ავყევი. ყველას ყურადღება ჩვენს წყვილზე იყო.
-რამდენი წლის ხარ, კატო?
-20, შენ? სხვა დროს არც დავინტერსდებდოდი მაგრამ ზრდილობის გამო ვკითხე.
-მე 21ის.
-კარგია.
_რას საქმიანობ?
-ვსწავლობ, ვმუშაობ.
-მაგარია
-ხო
-შეიძლება მესიჯი გავგზავნო? ტელეფონი დამიჯდა.
-რათქმაუნდა. შეიძლება მივხვდი კიდეც მიზეზს რატომ უნდოდა ჩემი ნომრიდან მესიჯის გაგზავნა, მაგრამ ეს ნაკლებად მაინტერესებდა.
დამშვიდობებისას დათომ ყველას გადაკოცნა და ჩემთანაც მოვიდა. თავი გვერძე გავწიე
-რა იყო?
-მე მგონი ისე კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს.
-კაი როგორც გინდა. რომ მეხვეწო აღარ გაკოცებ.
-არასოდეს შეგეხვეწები.
წავიდა თუ არა მესიჯი მომწერა. კოცნა . დამიპირდა ხვალ ამოვალ და ლუდს მოვიტანო.მე და მარი ყვოველთვის ყველაფერს ერთად ვარჩევდით. ამიტომ არც ეს ამბავი დამიმალია.ძალიან გაუხარდა.
-სულ თუ არაფერი, ლუდი მაინც შეგვჩება. გამოიყენე და დატკბი სანამ გასათხოვარი ხარ ეს მომენტები.
-ისე რას მეტყვი როგორი ბიჭია?
-ნუ როგორ გითხრა ჩემთვის საუკეთესოა. ჩემი ბიძაშვილია და ძალიან მიყვარს. ვერ გეტყვი სერიოზული და დამჯდარი ტიპია მეთქი, არც ასეთია. მაგრამ ძალიან თბილია. შენც გაიცნობ ნელნელა.
-კიდევ მომიყევი რამე.
-რა იყო მოგეწონა?
-არა უბრალოდ დამაინტერესა.
-ესეც მიღწევაა. ნუ კატო არის კიდევ ერთი რაღაც. რამდენიმე თვის წინ ავარია მოუვიდა არაფხიზელი იჯდა საჭესათან და ჩქარა მიდიოდა. სასამრთლო ქონდა შეილება ციხეში ჩასვან.
-რა საშინელებაა, საწყალი. იმედია არ ჩასვავენ.
-მეც ამის იმედი მაქვს. თან მგონი ძალიან მოეწონე.
-საიდან მოიტანე? თან ზურაზე, რომ გაიგებს წარმოიდგინე. ბიძაშვილები არიან.
-საიდან გაიგებს? რომც გაიგოს რა მერე? შენ ზურა არასოდეს მოგწონდა.
.....3.....
11ივლისი
დათო მთელი დღე არ გამოჩნდა. არ მინდოდა მარის შეემჩნია , არფერს ვამბობდი მაგრამ ძალიან ვბრაზობდი. საღამოს მოვიდა დაპირებული ლუდით.
თუმცა ძალიან უჩვეულოდ იქცეოდა. არ მიყურებდა, საერთოდ არ მაქცევდა ყურადღებას. ნეტავ რა სჭირს? მხოლოდ ეს ფიქრი მიტრიალებდა. უბრალოდ მეგონა, რომ მოვეწონე და ის ფაქტი , რომ შევცდი ნერვებს მიშლიდა. კონკურენციის მომენტი დამეწყო. თუმცა სიმპატიურიც იყო და ალბათ მომწონდა კიდეც, მაგრამ ამას საკუთარ თავთანაც არ ვაღიარებდი. მწვანე თვალები ქონდა, გრძელი წამწამები და დიდი ლამაზი, მსუქანი ტუჩები. კარგი აღნაგობა, თამამად იქცეოდა საკმაოდ აქტიური იყო. რაღაც ქონდა მას რაც ადრე არვიში არ შემიმჩნევია. ვბრაზობდი , რომ მასზე ვფიქრობდი ის კი ყურადღებას არ მაქცევდა.
მთელი საღამო მხოლოდ გაურკვევლობაში ვიყავი, იქამდე სანამ მე მარი და დათო მარტო არ დავრჩით.
-კატო, გავიგე შენ და ზურა შეყვარებულები იყავით.
აქ მარიმ არც კი მაცალა ისე გაკაპასებულმა, ფაქტიურად უყვირა.
-რა? რა სისულელეა. ზურას უყვარს კატო, მაგრამ კატოს არასოდეს მოსწონდა ზურა.
-რა მნიშვნელობა აქვს, ისე ვიკითხე
-დიდი მნიშვნელობა აქვს დათო.
-ვინ გითხრა ეგ? მხოლოდ ეს ვიკითხე რადგან მზად ვიყავი იმ მომენტში ის ენაჭარტალა მომეკლა, ვინც ეს უთხრა. ბევრი შეიძლება ყოფილიყო, რადგან ყველამ იცოდა ზურას , რომ ვუყვარდი.
-მაგას არ გეტყვი. რა მნიშვნელობა აქვს? ისე გკითხე ღმერთმა ბედნიერად გამყოფოთ მე რა.
-ბედნიერად? ნუ მაცინებ. ზურას არც კი ველაპარაკები.
-კაი კაი.


ღამე დათო ჩვენთან დარჩა, ღრმად , რომ დაიძინა გადავწყვიტე შური მეძია, ჩემი მოწონება, რომ გადაიფიქრა. ფრჩხილის ლაქი წავუსვი ფეხზეც და ხელზეც. სახეც კარგად მოვუხატე, მარიც დამეხმარა ამ საქმეში.
.......4.......
12ივლის
დილით სარკეში რომ ჩაიხედა, ძლივს ვიკავებდი სიცილს. თუმცა მარიმ ყველაფერი თავის თავზე აიღო. ამიტომ შურისძიებას ან სამაგიეროს გადახდას, გადვურჩი.
-დაიჯერა? ჩუმად ვკითხე მარის.
-არ იჯერებდა, მაგრამ მე ხომ იცი ყველაფერი შემიძლია.
-კიდევ კარგი.
-გოგო დღეს მიდის თბილისში. ვერ აგიხსნით რა დამემართა. უცნაური შეგრძნება იყო ასე არსოდესს ვყოფილვარ. არ მინდოდა მარის რამე შეემჩნია.
-მეძინება, წავალ დავწვები.
მაშინვე ოთახში შევედი საწოლზე დავწექი, ბალიშს ჩავეხუტე. რა მჭირს? საკუთარ თავს ვეკითხებოდი. მინდოდა გონება გამეთიშა, არცერთი ვარიანტი არ მომწონდა, ეს შეუძლებელია, რა მჭირს? ძალიან კარგი თუ წავა, აქ რა უნდა რატომ უნდა დარჩეს. გონებას მირევს, ყველაფერზე მინდოდა მეფიქრა, მის გარდა მაგრამ ყველგან ის იყო. თვალები დავხუჭე, დიდ მინდორში ვიყავი, გავრბოდი, ძალიან დიდხანს გავრბოდი, ეს სასიამოვნო იყო. ვთავისუფლდებოდი, მაგრამ არა ის იქ იყო, წინ მიცდიდა. შემოვბრუნდი, ძალიან შემეშინდა და ახლა უფრო ძლიერად გავრბოდი , მაგრამ ის ყველგან იყო. მთელს ჩემს გონებაში, შეუძლებელი იყო თავი დამეღწია. თვალები გავახილე და ეს სახე, მეგონა მომეჩვენა მაგრამ, არა. თავზე მადგა და იღიმოდა.
-გაგაღვიძე? ძალიან მშვიდათ მითხრა და გვერძე მომიწვა.
-არა არ მძინებია. არაფერი არ მითქვამს, უხერხულად ვიყავი გვერძე, რომ მომიწვა, მაგრამ ვერფერი ვუთხარი.
-მივდივარ იცი.
-მითხრა მარიმ.
-არ მინდა წასვლა.
-ხო არც მე მინდა, რომ წახვიდე.
-არადა აუცილებლად უნდა წავიდე, მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.
-ცუდია.
-დავბრუნდები ორ დღეში. შენს გამო.
-ჩემს გამო რატომ?
-იცი, მომეწონე.
რა უნდა უპასუხო ასეთ დროს ადამიანს? ნუთუ მარტივია? ასეთ გაურკვევლობაში, ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. თითქოს ქსელში გავეხვიე.
-მაგარია.
-რას გულისხმობ?
-კარგია , რომ მოგეწონე. ასეთ დროს, როგორც წესი ინტერესი უნდა დამეკარგა. ჩემსას მივაღწიე, მოვეწონე.
-ხო მაგარია.
-ზურასი არ გეშინია? რომ გაიგებს, რომ მოგეწონე ნამდვილად არ გაეხარდება.
-კარგი რა შენ არ მოგწონს მთავარი ესაა. ზურასთან მე მოვაგვარებ.
თვალები დახუჭა, მეც დავხუჭე მესმოდა სუნთქვა, რომელიც ბევრს ნიშნავდა ჩემთვის. თითქოს ჰეროინის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი. პირველად ვიგრძენი, რომ მარტო არ ვიყავი.
.....
დათო ხშირად უსმენდა "heroina vop vop"-ს ასეთი სიმღერები არ მომწონს, მაგრამ მასთან ერთად ეს არ მაღიზიანებს. პირიქით მასთან თავს სხვანაირად ვგრძნობ, მე სულ სხვანაირი ვარ ის ჩემგან ძალიან განსხვავდება. იქნებ ეს მომწონს და მიზიდავს მასში? იქნებ ერთფეროვანი ცხოვრება მომბეზრდა?
.....


დათო მე და მარიმ გავაცილეთ, ავარიის მერე მართვის უფლება შეჩერებული აქვს ამიტომ გავაცილეთ მატარებლამდე. გვერდით მიჯდა და ძალიან ახლოს მყავადა, უცნაური შეგრძნება მქონდა. მარიც და დათოც მთელი გზა ლაპარაკობდენენ, მაგრამ საერთოდ არაფერს ვუსმენდი. საშინლად განვიცდიდი, რომ თავი ვერ დავღწიე მასზე ფიქრს. ახლა კი მიდიოდა, ამას ძალიან განვიცდიდი , საკუთარ თავთანაც ვერ ვმალავდი და ალბათ ისედაც მეტყობდა, მთელი გზა ხმა არ ამომიღია. უემოციოდ ვიყავი. როგორც კი წავიდა მაშინვე მომწერა.
დათო: რა გჭირდა?
კატო:არ მინდოდა, რომ წასულიყავი.
დათო:არც მე. მალე დავბრუნდები.
კატო:კაი.
ასე პირდაპირ ვუთხარი, რომ მისი წასვლა არ მინდოდა. ჩემს თავს მეთითონ ვეღარ ვცნობდი. ეს მეტისმეტი იყო.
.....5....
14ივლისი
ორი დღის მანძილზე უმოქმედო ვიყავი, არანაირი ხალისი, ან ვიწექი ან სადმე მარტო ვიყავი, ყველაფრის ხალისი დაკარგული მქონდა. რაგჭირს კატო? მეკითხებოდა მარი, მაგრამ არ შემეძლო იმის ახსნა რასაც ვგრძნობდი.
უკვე იმედი მქონდა გადაწურული, რომ დაბრუნდებოდა. დამპირდა , მაგრამ მერე რა? უბრალოდ დამპირდა, მაგრამ ეს მისთვის არფერი. ალბათ აღარც ვახსოვარ, უბრალოდ მე რა მჭირს. ნუთუ ჩემს თავს ვერ ვუშველი? მე ხომ სხვებს ვეხმარები, ეს აბსურდია. შეუძლებელია მიყვარდეს, უბრალოდ აკვიატებაა. თავი , რომ ვერ შევაყვარე , რომ არ დაბრუნდა ამის ბრალია, გადამივლის აი ნახავ სულ მალე გაივლის. თვალებს ვხუჭავ და გავრბივარ, დიდი მინდორია ძალიან ძლიერად გავრბივარ მინდა მასზე ფიქრებს გავექცე, მაგრამ ის წინაა ვერ ვახერხებ შეჩერებას რადგან ძალიან ძლიერად გავრბივარ ცოტაც და შევეჯახები. სწრაფად ვახელ თვალებს. ის ჩემ წინაა, იღიმება, ხელში ყავა უჭირავს.
-ყავა მოგიტანე.
-დაბრუნდი?
-ხო
-მაგარია.
...
15ივლისი
დინებას მივყვებოდი, ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა. თვას მშვენივრად ვგრძნობდი, აღარ გავრბოდი, უბრალოდ მომწონდა ის ადგილი სადაც ვიყავი. თუმცა ჩვენს ურთიერთობას რაღაც აკლდა მე დათოსთვის არაფერი მითქვამს.არ მითქვამს, რომ მომწონდა, ვხვდებოდი,რომ ეს უნდა მეთქვა, მაგრამ როგორ?

...
16ივლისი
მთელი დღე ძმაკაცებში გაატარა და სახლში საღამოს მოვიდა. ძალიან ვიყავი განაწყენბული.მთელი დღე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ საშინლად ვეჩხუბებოდი, მოვიდა თუ არა მაშინვე დავიწყე
-როგორც ჩანს შენთვის შენი ძმაკაცები უფრო მნიშვნელოვანია.
-კი ნამდვილად ასეა.
-მერე აქ რატო მოხვედი? მათთან დარჩენილიყავი.
-ეს შენი საქმე არაა. ხვალ თბილისში წავალ, შენთვის მაინც არფერს ვნიშნავ, რა მნისვნელობა აქვს?
-რაა? ვერაფერს ხვდები?
-მე ბევრ რამეს ვხვედბი, მაგრამ შეიძლება ვცდები. მინდა შენ მითხრა, რასაც გრძნობ.
ძალიან შემეშინდა. რა შეიძლებოდა, რომ მეთქვა, ეს დამარცხება იყო, მაგრამ თუ წავიდოდა ვერ გადავიტანდი. ვეღარ ვხვდებოდი სად ვიყავი. ამის მეშინოდა, მაგრამ ახლა ისე მომწონდა ეს ყველაფერი აღარ მინდოდა თავი დამეღწია.
-შენ ხომ ისედაც ხვდები?
-მინდა, რომ შენ მითხრა.
-არ შემიძლია.
-რატომ?
-ნუ დამაძალებ.
-კარგი არ გაძალებ. უბრალოდ ხვალვე წავალ.
-თუ გეტყვი?
-დავრჩები და გპირდები ყველაფერი შეიცვლება.
- მცხვენია.
-კარგი რა გთხოვ.
-დათო
-გისმენ კატო
-შენ ხომ ხვდები?
-კი ვხვდები.
-დათო
-რას გრძნობ?
-მომწონხარ.
-მეც ძალიან.
-კარგი ბიჭი ხარ.
-შენც კარგი გოგო ხარ.
კიდევ კარგი ბნელოდა და ვერ მხედავდა სულ გავწითლდი. ხელი ჩამჭიდა თვალებში ჩამხედა , მერე თვალები დახუჭა და ჩამეხუტა.
......6.....
19 ივლისი.
უკან დაბრუნების დრო მოვიდა. ორივემ ძალიან განვიცადეთ. მაგრამ ერთმანეთს დავპირდით , რომ ყოველთვის შევხვდებოდით და არსოდეს დავივიწყებდით ერთმანეთს.


-კატო
-გისმენ დათო.
-ხომ მნახავ ხოლმე?
-კი დათო
-ტელეფონზეც ვილაპარაკებთ ხოლმე, აი ნახავ ყველაფერი რა კარგად იქნება.
-ასე გგონია?
-ძალიან მინდა , რომ ასე იყოს.
-მეც მინდა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს.
-მხოლოდ ერთი რამ მაშინებს.
-რა?
-რომ დამიჭირონ.
-ასე არ მოხდება.
-არ ვიცი რა იქნება, სასამართლოზე გადაწყდება ყველაფერი. დამელოდები?
რა უნდა მეპასუხა? ჭაში ჩავარდნილის იგავი გამახსენდა. მაგრამ სანამ რამის თქმა მოვახერხე, შიში ვიგრძენი. ნათლად დავინახე და გავაცნობიერე, რომ შესაძლოა დიდიხნით დამეკარგა.
-რა უბედური ვარ! პირველად მომეწონა ბიჭი და მასაც იჭერენ.
......
20ივლისი
სახლში ვერ ვჩერდებოდი ერთი სული მქონდა სამსახურში გავსულიყავი და გული გადამეყოლებიანა. რათქმუნდა ვნახავდი, მაგრამ არა ყოველდღე, არადა უკვე მენტრეობოდა, ვეღარ ვძლებდი მის გარეშე.
მხოლოდ " heroina vop vop"-ს ვუსმენდი.
მენატრებოდა და ვგრძნობდი, რომ მის გარეშე დიდხანს ვერ გავძლებდი. რაც მთავარია აღარ გავრბოდი, პირიქით თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობდი. ახლა უფრო ვუგებდი ჩემს პაციენტებს. მივხვდი, რომ სიყვარული ზღაპარი არ იყო, რომ ქალებს სჩვევიათ სტაბილურობის დაკრგვა, რომ ეს ცუდი კი არა საუკეთესო განცდაა.
როცა გიყვარს სხვა აღარ გჭირდება. შეგიძლია მთლიანდ მას ეკუთვნოდე. მომწონს , რომ კონტროლი დავკარგე და საკუთარ ქცევებზე პასუხს ვეღარ ვაგებ. ყველა სიგიჟეზე ვარ წამსვლელი, მის გამო. ეს არასტაბილურობა მომწონს, მგონი შევიშალე, ყველაზე მაგარი შეგრძნებაა, რომ მომწონს ის რაც არსოდეს მომწონდა. რომ ვუსმენ მუსიკას, რომელიც სხვა სამყაროდანაა, რომ შემიძლია ჩავიდინო წარმოუდგენელი სიგიჟე, რომ შემიძლია ზღვარზე ვიყო და გადავაბიჯო ყველაფერს, აფსოლიტურად დალაგებულმა, რომ შემიძლია გავთელო ყველაფერი რაც გამაჩნია მის გამო, როომ.. დაუსრულებლად შემიძლია მოვიფირო მომდევნო, რომ.
დათომ ჩემზე ჰეროინივით იმოქმედა. მთლიანად მან მომიცვა ახლა უბრალოდ სხვა ყველაფერი ჩემს გარშემო უმნიშვნელოა, ყველაფერს რასაც მივაღწიე , რაზეც ვოცნებობდი ახლა აღარ მაინტერესებს. მხოლოდ ის მჭირდება!
.....7.....

20სექტემბერი



ყველაფერი დასრულდა! ასე გადავწყვიტე, ისე მენატრებოდა მან კი ერთხელაც არ მნახა. უბრალოდ არ უნდოდა ალბათ, მირეკავდა, მპირდებოდა, რომ მნახავდა, მაგრამ სულ რაღაც ახალ მიზეზს იგონებდა, რომ არ ვენახე. სისულელეა ეს ურთიერთობა. გადავწყვიტე მასთან ურთიერთობა, აღარ მინდა.
უნდა გავექცე! ამჯერად აღარ უნდა მოვიდეს, აღარასოდეს, ჩემი წარსული მჭირდება, სტაბილურობა დათავისუფლება. თავს საშინლად ვგრძნობდი.
შაბათკვირა მოდიოდა. მარის დავურეკე, რადგან ის ყოველთვის ახერხებდა ჩემს გამხნევებას.
-ხვალ შენთან მინდა მოსვლა. სახლში ხარ?
-კი . რა ხდება, რა ხმა გაქვს?
-დათოს დავშორდი.
-რა მოხდა?
-უბრალოდ "ფეხებზე დამიკიდა" ერთხელაც ვერ მოახერხა ჩემი ნახვა.
-კაი გამოდი ჩემთან და მომიყევი ყველაფერი.
-კარგი.
მთელი დღე გათიშული ვიყავი, პაციენტებს შეხვედრები გადუდე. არ შემეძლო არავის მიღება, დღეს ლიზა უნდა შემხვედროდა 40 წლის გასათხოვარი, ქალიშვილი. მთელი რიგი პრობლემებით.მისი შეყვარებული ავარიაში მოყვა და მოკვდა. მან კი მას უერთგულა. რა ამაზრზენია, გულისამრევი ახლა, რომ მოსულიყო პირდაპირ პირში მივახლიდი სიმართლეს, ბებერო კაცი გჭირდება, შენ გგონია ეგ შენი რამაზი, რამეს მოიკლებდა შენ, რომ მომკვდარიყავი. ერთ დღეში ნახავდა ახალ ქალს, რამოდენიმე თვეში კი ცოლს მოიყვანდა. ფეხზე დაგიკიდებდა, შენ კი მთელი რიგი პრობლემები გაქვს, მე ვერაფრით დაგეხმარები, შემიძლია ვინმე გიშოვო მხოლოდ. ახლა კი მომწყდი თავიდან და აღარ დაგინახო აქ მოსული. ო ღმერთო, როგორ მომინდა ამის თქმა მისთვის, იქამდე მივედი, რომ დარეკვა დავაპირე ტელეფონით მაინც , რომ მეთქვა.
აფსურდია, რომ ეს მართლა დავაპირე. სხვებს ვასწავლი მე კი საკუთარი თავის კონტროლი აღარ შემეძლო.უბრალოდ ძალიან შეიცვალა ყველაფერი. უნდა გავექცე მას, უნდა გავთავისუფლდე, მაგრამ ვერ ვახერხებდი.წასვლა არ შემეძლო. ერთადგილზე გავიყინე, საკუთარ თავს ვერ ვშველოდი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სხვაც ვერ შეძლებდა ამას. ყოველთვის შემეძლო, ყველაფრის კონტროლი, ახლა ეს უბრალოდ წარმოუდგენლად მეჩვენებოდა.
.....8.....
21სექტემბერი.
მარისთან დილიდან მივედი. ჩავეხუტე და ტირილი დავიწყე. თქმით არაფერი მითქვამს, არც მას უკითხავს , რამე. მისი სახე ყველაფერს ამბობდა შეძრწუნებული იყო, ჩემი ასთ მდგომარეობაში ნახვით.
ოთახში შევედი დავწექი და დიდხანს ვტიროდი, მერე აღარ ვტიროდი, უბრალოდ გონება გავთიშე ვუყურებდი ჭერზე ჩამოკიდებულ ჭაღს, ლამაზი და სადა იყო, მომწონდა. ის ზუსტად ცენტრში იყო, მას ვუყურებდი და ვგრძნობდი, რომ მეც მინდოდა ბალანსი, მინდოდა მასავით დამეცვა წონასწორობა, ძალა მოვიკრიბე, თვალები დავხუჭე , უნდა გავიქცე , უნდა გავთავისუფლდე.
გავრბივარ ირგვლივ თავისუფლებაა , მთელი ძალით გავრბივარ, ყველაზე სწრაფად, თუ ოდესმე გავქცეულვარ. ვგრძნობ ვთავისუფლდები, სულ ცოტა დამრჩა სულ ცოტა, მაგრამ არა ეს წყეული სახე ის აქაა, ჩემს გონებაში, შეუძლებელია მას გავექცე ის ყველგანაა, მხოლოდ რეალობაში არაა, თვალებს ვახელ.
ის აქაა.
-დათო
-კატო. არ იღიმება, მოწყენილი და ნაღვლიანია. მართლა გინდა, რომ მიმატოვო?
-ეს შენ მიმატოვე.
-არა, არა კატო ვერ ვახერხებდი, მართლა ბევრი პრობლემა მქონდა, ახლაც მაქვს, გეფიცები.უბრალოდ მაპატიე გთხოვ. ვიცი ეს რთულია, მაგრამ მეც მიჭირს . ცოტა დამრჩა. ეს ყველაფერი, რომ დამთავრდება სულ ერთად ვიქნებით გპირდები.
-დათო, როგორ გენდო მითხარი?
-ყველაფერს გეფიცები მიყვარხარ. ამიტომ მოვედი აქ , რომ მიყვარხარ ძალიან.
-ამას როგორ მეუბნები? ყელში ბურთი მაწვება, თვალებიდან ცრემლები მომდის. მე ვიტანჯებოდი, ვამბობ და ცხარე ცრემლით ვიწყებ ტირილს.
-მეც ვიტანჯებოდი. მოდის და მეხუტება, გულში მიკრავს და შუბლზე მკოცნის. მიყვარხარ, მაპატიე გთხოვ, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, ასე აღარ განმეორდება გპირდები.
-მიყვარხარ დათო, ძალიან მიყვარხარ.
-მეც ძალიან.
-დათო
-გისმენ კატო
-გახდი ჩემი სტაბილურობა გთხოვ.
-რასაც მთხოვ ყველაფერს გავაკეთებ.
ეს იყო ყველაზე საუკეთესო , ბალანსი.

....9.....
2დეკემბერი
სიამოვნებით გეტყოდით ეს სტაბილურობა დიდხანს გაგრძელდა მეთქი, მაგრამ ასე არ მოხდა. მალევე დავშორდით, რადგან დათომ კვლავ აღარ მნახა, არ ვიცი ვერ მოახერხა, თუ სხვა მიზეზი ქონდა, მაგრამ ფაქტი ერთია დათომ აღარ მნახა.
მწერდა, ტელეფონზე საათობით ვსაუბრობდით.თავიდან ესეც საკმარისი იყო, მაგრამ, როდესაც იცი, რომ ადამიანი ძალიან ახლოსაა, მარტივად შეუძლია შენი ნახვა და უბრალოდ მიზეზებს ეძებს, რომ არ გნახოს. მაშინ როდესაც თავდ ყველაფერძე ხარ წამსვლელი მის სანახავად!


უბრალოდ ყოველგვარი კამათის გარეშე ვთხოვე აღარ დაერეკა. თავს ვიმხნევებდი, რომ ასე უკეთესი იყო. ასე მითხრა შენ ჩემი არ გესმის, რა რთულად მაქვს საქმე, საერთოდ ვერ მიგებ. იმის მაგივრად, რომ გვერდში დამიდგე პრობლემებს მიქმნიო.
რაზე შემეძლო მესაუბრა ამის შემდეგ, მასთან. საინტერესოა რას ითხოვდა ჩემგან? როგორ შემძულდა , როგორ ვბრაზობდი, ამის გადმოცემა უბრალოდ შეუძლებელია.
...
მე კვლავ დავიკარგე, მაგრამ მაინც ვაგრძელებდი ნორმალურ ცხოვრებას , თუ ამას ვინმე, უწოდებს, ნორმალურობას.
გარედან ყველაფერი იდეალურად ჩანდა, ვერავინ მამჩნევდა, რომ ვიტანჯებოდი. მხოლოდ მარის ვუყვებოდი, ჩემს დარდებს, მაგრამ მე არაფერი მშველოდა, უფროდაუფრო მიჭირდა.
...10...

30დეკემბერი. 2015წ
ახალ წელს ყველა იმედით ხვდება , ყოველთვის მიყვარდა ამ დღის აღნიშვნა, ახლა კი უბრალოდ დავიძინებ და რომ გავიღვიძებ, ახალი წელი იქნება.
რა იყო წინა წელს კარგი?
საერთოდ არაფერი. სტაბილურობა დავკარგე,. ეს ყველაფერი კიდევ არაფერია, მთავარი პრობლემაა ისა, რომ არ ვიცი შევძლებ თუ არა ძველ მდგომარეობაში დაბრუნებას. დათომ მაიძულა გავმხდარიყავი ის რაც არასოდეს ვყოფილვარ. ძალიან მატკინა გული, ნაწყენი ვიყავი, მაგრამ მაინც არ შემეძლო მისი დავიწყება. არც ახალი ურთიერთობა მინდოდა. არადა ყოველთვის მეგონა, რომ ძველის დასავიწყებლად ახალი თუნდაც მცირე ხნიანი ურთიერთობა იყო საჭირო.
ყველაზე მეტად გულს კითხვები მიღრღნიდა. ვუყვარდი საერთოდ? თუ ვუყვარდი რატომ იქცეოდა ასე? პარალერული ურთიერთობა ხომ არ ქონდა ვინმესთან? კითხვები ყოველ წუთს მოდიოდა და ძალიან მინდოდა პასუხების მოსმენა.
მარტო ვიყავი!


5მაისი 2016წ
დრო გადიოდა , მაგრამ არაფერი იცვლებოდა. ძალიან მიჭირდა, მაგრამ მივეჩვიე, ახლა აღარ გავრბივარ, გავიყინე და ვეღარ ვახერხებ, ამ მდგმარეობიდან განთავისუფლებას. მენატრება მაგრამ აღარ ვფიქრობ. უბრალოდ შევეგუე ყველაფერს. ახალ წონასწორობას ვეძებდი , რომ ცხოვრება გამეგრძელებინა იმ მდგომარეობაში რომელშიც აღმოვჩდი.
.....11.....

10მაისი 2016წ

როგორ მინდოდა, დროს ეშველა, ჩემთვის. დათოს გარეშე ყოფნას შევეჩვიე, მეგონა ცოტაც თუ გაგრძელდებოდა თავს დავაღწევდი, მაგრამ ზუსტად ამ დროს დამირეკა. უბრალოდ ამის უფლება არ ქონდა. არ მომცა საშუალება, რომ თავი დამეღწია მისგან.
-გისმენ დათო.
-როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-ძალიან მენატრები, მინდა, რომ გნახო.
-ნუ მაცინებ. როდესაც მე მინდოდა შენი ნახვა არ მნახულობდი,
-მინდოდა ყოველთვის მაგრამ ვერ ვახერხებდი.
-ახლა მე ვერ მოვახერხებ. თუ ძალიან მოგინდება შეგიძლია ბორჯომში მნახო, ამ ზაფხულს.
-ხოო გამომიშვებენ, შენს გამო ციხიდან.
-რაა? ეგ ამბები არ მორჩა?
-არა კატო, მომიწევს ერთი წლის გატარება ციხეში.
-ძალიან ვწუხვარ, მართლა.
-კაი არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. შეყვარებული ხომ არ გყავს?
-დამცინი? რა სიყვარული? შენთან ურთიერთობის მერე მივხვდი, რომ ეს სისულელეა.
-ხო ალბათ ასეა.
-კარგი აბა კარგად იყავი.
-ძალიან მენატრები, კატო ძალიან.
-მეც მენატრები, მაგრამ აღარ გვინდა გთხოვ.
ახლა რა უნდა მექნა? ყველაფერი თავიდან დაიწყო, სულ ყველაფერი. მთელი ის დრო რაც ვცდილობდი დამევიწყებინა თავიდან უნდა დამეწყო. არსტაბილური ადამინია, მასთან ბედნიერი ვერავინ იქნება, არც მისი ნდობა შეიძლება. ყველა მიზეზი მქონდა, რომ აღარ მეფიქრა მასზე, მაგრამ კვლავ ვერ ვახერხებდი. ამ ზარით თავი შემახსენა, მონატრება გამიმძაფრა, მაგრამ კვლავ მარტო ვიყავი.

დიდი სიყვარულით!
....12...
15 მაისი


ამ ზარის მერე მოსვენება დავკარგე. მივხვდი, რომ ყველაფერი თავიდან იწყებოდა. მინდოდა, დამერეკა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ შეცდომა იქნებოდა.
ვხვდებოდი, ნათლად და გააზრებულად, რომ მიყვარდა და ამის დამალვას აზრი აღარ ქონდა. მხოლოდ იმას ვერ ვხვდებოდი, რატომ? როგორ შემიყვარდა?
ამ ყველაფერს აზრი აღარ ქონდა. თავს ვიტანჯავდი. ტელეფონი ავიღე და მასთან დავრეკე.
დათო
-გისმენ კატო.
-მოდი გავიპაროთ, კაიფში .
-კარგი იდეაა.
-მენატრები.
-მართლა შეგიყვარდი?
-შენ არა?
-მე შენთან, მხოლოდ სექსი მინდოდა.
-ნუ მაცინებ.
-არ გჯერა?
-არა.
-პირდაპირ გეუბნები. შენთითონ რა გინდოდა კატო?
-ამას სპეციალურად მეუბნები, ხო? გინდა გული მატკინო.
-არა არ მინდა. ბავშვი ხარ კატო. შენთითონაც არ იცი რა გინდა. დავიღალე ამ ყველაფრით. ძალიან დავიღალე.
-კარგი დათო როგორც გინდა.
-მე ყველაფერი სხვანაირად მინდოდა.
-ამისთვის არაფერი გაგიკეთებია.
-შენ მხოლოდ მე მადანაშაულებ. შენ რა გააკეთე?
-თავი დამანებე, ნამდვილი იდოტი ხარ, მეზიზღები.
-ბავშვი ხარ კატო.
-შენთითონ ხარ ბავშვი.
-კარგად იყავი კატო აღარ დამირეკო.
-არასოდეს აღარ დაგირეკავ.
-არც მე.
-ძალიან კარგი.
-მშვიდობით, კატო.
-წადი შენი.
გამითიშა. საშინელი დამცირება ვიგრძენი, რატომ დავურეკე, რა სულელი ვარ. თავს ვიდანაშაულებდი მეგონა ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი რაც კი ცხოვრებაში მქონია.
.....13....
20 მაისი
კაბინეტში ვზივარ ჩემს წინ მამაკცია, 32 წლის ნიკა. ერიდება საუბარი, მაგრამ მე ხომ მშვენივრად გამომდის ადამიანების ალაპარაკება. მომიყვა, რომ სიგიჟემდეა შეყვარებული, რომ თავისი ცოლი ეზიზღება, საკუთარი შვილების დედა, რომელის სხეულმაც საშინლად შეიცვალა ფორმები, აღარც ალერსიანი და აღარც ლამაზი აღარაა. მას სხვა უყვარს სიგიჟემდეა შყვარებული და არ იცის როგორ მოიქცეს.
ერთის მხრივ მეცოდებ, ალბათ როდესაც ცოლი მოყავდა ასეთ დასასრულს არ ელოდა, მაგრამ ახლა ის ქალი რომელიც მისი ცოლია, საერთოდ არ გავს ქალს რომელიც ცოლად შეირთო. რა უნდა ქნას, თუ მართლა უყვარს, ცოდოა ნამდვილად ასეა, მაგრამ რა ქნას ანამ რომელიც სამი შვილის დედაა, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს თავისი ქმარი და უბრალოდ იმტომ არაა მოსიყვარულე და თბილი რომ მისი სამი შვილი, მარტომ გაზარდა მისი, სხეულის ფორმებიც ნიკას შვილების დამსახურებაა. არ მესმის როგორ შეიძლება ასე შეიცვალოს სიყვარული? გიყვარდეს მერე გაიღვიძო და სხვა გიყვარდეს.
ო, როგორ მინდება გავექცე ამ კითხვებს, შემდეგ სეანსზე ვიბარებ.
დღის განმავლობაში რამდენჯერმე დამირეკა დათომ, მაგრამ არ ვპასუხობ. ძალიან ვარ გაბრაზებული და არ მინდა მოვისმინო მისი ხმა. უცნაურია, რომ მე ფსიქოლოგმა, რომელიც ამდენი ადამიანის ფსიქიკას ვწვდები, ვერ ვახერხებ ერთის მიხვედრას, ერთის ჩაწვდომას. რა უნდა დათოს? ვუყვარვარ? არ ვიცი რა შეიძლება ამ ყველაფრის მიზეზი იყოს. რატომ უნდა იქცეოდეს შეყვარებული ბიჭი ასე. მესმის პრობლემები აქვს, რთული სიტუაცია, რთული მდგომარეობა, მაგრამ მე ხომ მისთვის არ ვქმნი პრობლემებს. შეუძლებელია მიზეზი მხოლოდ ეს იყოს. მაინტერესებს, ისიც ისე განიცდის უჩემობას, როგორც მე უიმისობას? კითხვები ძალიან მღლის , თავს ვარიდებ მათზე პასუხებს. მხოლოდ ერთი აზრი მომდის. უნდა გავექცე!
სამსახურიდან გამოვდივარ. სასიამოვნო ამინდია და ფეხით მივდივარ. უნდა გავთავისუფლდე, მხოლოდ ამაზე ვფიქრობ , ამის გაგრძელება სიგიჟეა, შეპყრობილი ვარ, უნდა დავბრუნდე ჩემს ნამდვილ ცხოვრებაში. სტაბილურობა მჭირდება. გაჩერებასთან, ვჩერდები და თვალებს ვხუჭავ. ეს უკვე სიგიჟეა ყველგან ისაა მთელი მინდორი გავირბინე, მაგრამ ის ჩემთანაა გვერდით მომდევს. ნუთუ თავს ვერ დავაღწევ. არა უნდა გავიქცე, გონებას რაღაც მიფანტავს და თვალებს ვახელ, ნაცნობი ღიმილი.
-კატო.
-დათო.
-როგორ ხარ საყვარელო?
-კარგად. შენ როგორ ხარ?
-წამოდი სახლამდე მიგაცილებ.
-აქ რას აკეთებ? რა იყო მოგენატრე ?
- კი მომენატრე.შენ?
-მეც.
-მე ძალიან მენატრებოდი.
-ძალიან განვიცდი შენს ამბავს. ციხის ამბავს. მეც არ მეგონა ასე თუ ვინერვიულებდი.
-კეთილი ხარ შენ.
-გეშინია?
-ცოტა, არ მიყვარს ამაზე საუბარი.
-კარგი აღარ ვილაპარაკოთ.
-ძალიან მიყვარხარ კატო, ყველაფერს გეფიცები. უშენოდ არ მინდა არაფერი.
-ეს სიგიჟეა.
--მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ დათო.
ჩამეხუტა, მერე თვალებში ჩამხედა და მითხრა:
-არ გიყვარვარ გეზიზღები!
-არა ეს რა შუაშია.
-ასეა კატო.
არ ვიცოდი რა მეთქვა. ვერაფრით შევეწინააღმდეგე უბრალოდ მინდოდა წასულიყო.
-წადი დათო, აღარ დაბრუნდე ჩემს ცხოვრებაში.
-ასე უკეთესი იქნება შენთვის?
-მე მჭირდება ეს. აღარ შემიძლია მეტი.
-მიყვარხარ, მოვინდომოთ, ვცადოთ.
-რა აზრი აქვს? მერეამდენედ?
-მიყვარხარ.
-მეც ძალიან.


ჩამეხუტა და ასე დიდხანს ვიყავით, მერე კი მაკოცა, პირველად მაკოცა, აქამდე არასოდეს უკოცნია არვის ჩემთვის. ეს უცნაურიც იყო და სასიმოვნოც. მინდოდა ეს წამი არსოდეს დასრულებულიყო, მაგრამ მშვენივრად ვხვდებოდი, რომ ჩვენ განწირულები ვიყავით, უერთმანეთობისთვის.
არაფერი მიკითხავს მისთვის უბრალოდ სახში მიმიყვანა და წავიდა. ამის მერე რამმდეჯერმე ვილაპარაკეთ ტელეფონზე. უბრალოდ შეყვარებულობანს ვთამაშობდით. თვის ბოლომდე კვლავ ვიჩხუბეთ. მაგრამ ამჯერად ძალიან გავბრაზდი , მასთან აღარაფერი აღარ მინდოდა. უბრალოდ მატყუარაა მხოლოდ ამას გავიძახოდი.
.....14....
9ივნისი. 2016წ
მე დანგრეული ურთიერთობების ერთი მიზეზი ვიცი...
უთქმელობა - ყველაფერი ამით იწყება.
რემარკი - ნასესხები სიცოცხლე.
........
მასთან აღარ მილაპარაკია. ვიცოდი, რომ ეს სწორი იყო, აღარ უნდა დავბრუნდე უკან. შევძლებ და დავივიწყებ, როგორღაც ვახერხებდი აქტიურად დავკავებულიყავი, მუდმივათ რაღაც ახალს და საინტერესოს ვაკეთებდი, რომ აღარ მეფიქრა. გამომდიოდა კიდეც. ისიც აშკარად ახერხებდა და არ მირეკავდა. ეს მაფიქრებდა კიდეც, მაგრამ თან ვხვდებოდი, რომ ასე უკეთესი იყო. დრო მჭირდებოდა, მისგან თავის დასაღწევად. ბევრჯერ ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა, ახლა კი უნდა გამოსულიყო, როგორღაც უნდა მომეხერხებინა. გამოსავალი სწორედ აქტიური ცხოვრება იყო. ეს დამეხმარებოდა, მთავარი იყო დრო არ მქონოდა მასზე ფიქრისთვის.
ვმუშაობდი, როდესაც თავისუფალი დრო მქონდა, სადმე მივდიოდით მე და მარი. ვერთობოდით, დათოს არც კი ვახსენებდით.
...
18:30
სამსახურს მოვჩი და მარის დავურეკე, მინდოდა სადმე წავსულიყავით, მაგრამ უცნაური ხმა ქონდა.
-გისმენ კატო.
-როგორ ხარ? რა ხდება? გცალია?
-კარგად, არაფერი.
-სადმე წავიდეთ? ხომ გცალია?
-ცუდათ ვარ.
-მოხდა რამე?
-არ ვიცი, უნდა გითხრა თუ არა.
-რა მოხდა მარი, მაშინებ.
-დათოს ეხება.
-რა მოუვიდა?
-7ში სასამართლო ქონდა.
-მერე?
- ციხეშია.
ტელეფონი გავთიშე. რა უნდა მეთქვა მისთვის? დამემშვიდებინა? ეს რა ჩავიდინე? დანაშაულის გრძნობა დამეუფლა. ასე როგორ მოვიქეცი დათოს ძალიან უჭირდა, მას უბრალოდ ასეთი მდგომარეობა ქონდა, მე კი არაფერი გამიკეთებია. ახლა რა ვქნა? ერთი წელი ჩემთვის უსასრულობა იქნება, ამდენი კითხვით ვერ ვიცოცხლებ, უბრალოდ ვერ შევძლებ ამის გაკეთებას.
გადავწყვიტე წერილი დამეწერა:


....
დათო...
დათო...
დათო..
რას იზავდი ჩიხში, რომ შესულიყავი და გამოსავალს ვერ პოულობდე? მე მგონია, რომ ასეთ ჩიხში ვარ. თავს ვერ ვაღწევ და მგონი ვერც ვერასოდეს დავაღწევ თავს.
ეს შენ ხარ!
რა შეიძლება დავრქვა იმას რასაც შენს მიმართ ვგრძნობ: შეპყრობილობა, შიში, სურვილი, ეგოიზმი, ბრაზი და კიდევ უამრავი რამ, რაც სიყვარულისგან ძალიანაა აცდენილი, მაგრამ როგორ შეიზლება შემიყვარდეს სხვა, როდესაც შენს მიმართ ამდენ რამეს ვგრძნობ?
არასოდეს მომწონდა იდეალური ბიჭები აი ისეთები ყველა, რომ მომიწონებდა.
არ ვიცი შენ რაზე ხარ ნაწყენი, მაგრამ გეტყვი რას მივიჩნევ ჩემს მთავარ შეცდომათ. როდესაც რამე მწყინდა არ გეუბნებოდი, უბრალოდ ცუდათ გექცეოდი, მეგონა ასე მიხვდებოდი, რომ ნაწყენი ვიყავი.
ახლა, რომ შემეძლოს შენი ნახვა, თუნდაც ხუთი წუთით ყველაფერს დავთმობდი, სწორედ ეს მიკვირდა ყოველთვის. შენ ამბობდი, რომ გენატრებოდი, მაგრამ მე არ ვიყავი გისოსებს მიღმა.
არც ყველაფრის გარკვევას ვცდილობ და მითუმეტეს არ გსაყვედურობ.ძალიან მინდა მხოლოდ დადებითი გავლენა ქონდეს ამ წერილს შენზე. გარეთ უამრავი ადამიანი გელოდება, უამრავი ნათელი და ბედნიერი დღე. ეს კი ტკბილმწარე მოგონება იქნება, რომელიც უფრო გაგაძლიერებს.
რთულია ვინმეს რამე ავუხსნა შენზე და ჩემზე. ჩვენს შესახებ ვინმეს რამე რომ მოვუყვე ალბათ სულელად ჩამთვლიან. როგორ შეიძლება ჩვეენ შორის რამე მოხდეს როდესაც ასე განვსხვავდებით ერთმანეთისგან? მაგრამ როგორ ვერ ვიტან ბიჭებს, რომლებიც შენ არ გგვანან.
შენ არავინ გგავს!
ნეტავ ვიცოდე, რომ ეს წერილი შენამდე მოაღწევს და სწორად გაიგებ ყველაფერს.გთხოვ ძლიერი იყავი. არ შეშინდე , ახალი ძალებით დაიწყე ახალი ცხოვრება. მე ყოველთვის გამიხარდება შენი ბედნიერება.
არ გთხოვ პასუხი მომწერო, ჩემთვის ისიც საკმარისა, რომ ეს წერილი პატარა ფანჯარას გახსნის შენთვის.
მშვიდობით სამუდამოდ. მე მივდივარ შენგან.
დათო...
დათო...
როგორ მინდა მიპასუხო:
-გისმენ კატო.
მე კი გეტყოდი , რომ:
-მიყვარხარ
......15......
"წონასწორობა"



არ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი ციხეში, როგორ მივედი იქმდე, მხოლოდ ის მახსოვს, როგორ ათვალერებდა ბადრაგი წერილს, მერე მითხრა, ცოტახანში უკვე ნახავსო. მაშინვე წამოვედი, ჩქარა მოვდიოდი.
გონებაში ერთი აზრი მიტრიალებდა, დათო ჩემი ნარკოტიკია, თავს ვერ ვაღწევ!
ხიდთან მივედი, ტელეფონი ამოვიღე და მარის დავურეკე.
-გისმენ
-როგორ ხარ?
-კარგად
-ანსტასია, როგორაა? ყოველთვის უთხარი, რომ ნათლიას ძალიან უყვარს.
-მთვრალი ხარ?
-კი, შესაძლოა ასეც ითქვას.
-კატო.. ! რა გჭირს? რა ხმა გაქვს?
-მადლობა ყველაფრითვის, მარი!
-რა მოხდა? რატომ მეუბნები ამას ახლა?
-მთელი ცხოვრება გვერდით მყავხარ და ყოველთვის, მაქვს შენი იმედი.
ტელეფონი გავთიშე. ყელში ბურთი მომებჯინა, ხელები მოაჯირს მოვუჭირე, ამჯერად უნდა გავექცე, მას. ის ვეღარ მოვა. მე კი რამდენი კითხვა მაქვს.... რატომ იქცეოდა ასე? მაგრამ პასუხები უფრო მაშინებს, . ლოდინი მკლავს, რომელიც უიმედოაა. მეშინია, რომ პასუხები გამანადგურებს. დავიღალე, ძალა აღარ მყოფნის. სტაბილურობა მჭირდება უნდა გავთავისუფლდე, რომ აღარ დამეწიოს. აღარ შემიძლია, მის გარეშე უფრო და უფრო მიძნელდება ყოფნა. ნეტა თუ ვინანებ, ბოლო წუთებში ვინანებ ალბათ. მოაჯირს ვაბიჯებ და წყალს პირდაპირ ვუყურებ, დინება ჩქარია, ცურვა არ ვიცი, ალბათ რამდენიმე წამში დავიხრჩობი და სრულ თავისუფლებას მოვიპოვებ, ნეტა თუ ვინანებ? ახლა ეს კითხვა მიღრღნის გონებას. არა არასოდეს! ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. ალბათ სასიმოვნო იქნება, უნდა გავფრინდე , მე სტაბილურობა მჭირდება. თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ გავიხსენო, მარის საძინებელში დაკიდებული ჭაღი, ის ცენტრშია, წონასწორობას იცავს. ვიხსენებ, როგორ მინდოდა მის ადგილას ყოფნა და ვამსხვრევ მას. ნაწილებად იშლება, პატარა წვრილ ნაწილებად, მთელს ოთახში იფანტება, შეუძლებელია მისი აღდგენ, ვერარასოდეს შეძლებს ძველ მდგომარეობაში დაბრუნებას. ვამსხხვრევ ყველა ჭაღს გონებაში , ყველა ოთახში სადაც კი მინახია, ყველა მუზეუმში, ყველა მაღაზიაში. ისინი ვეღარასოდეს შეძლებენ დაუბრუნდნენ უწინდელ მდგომარეობას, მთელი სამყარო მათმა ნაწილებმა მოიცვა ისინი დაიფანტნენ და დაიკარგნენ, ისევე , როგორც მე. მე მხოლოდ ერთი პატარა ნამსხვრევი ვარ დანარჩენი ნაწილები კი სადრაც შორს არიან, მიხმობენ ზოგჯერ მეძახიან, იტანჯებიან უჩემოდ ისევე როგორც მე მათ გარეშე , მაგრამ ახლა შეუძლებელია მათი პოვნა. ჩვენ სამუდამო მარტოობისთვის გაგვწირეს, გაგვანადგურეს. თვალებს ვახელ, დინება კვლავ ჩქარია მთელი სახე ცრემლებით მაქვს დაფარული, მახსენდება სკოლის პერიოდსი დაწერილი ესე. 18 წლის გოგოზე, რომელიც სიყვარულის გამო იკლავდა თავს, მე ის შევქმენი, გამოვიგონე, მაგრამ არასდეს მესმოდა მისი. ახლა კი მესმის , წარმომიდგენია, როგორ იტანჯებოდა. ვტირივარ მის გამოც, თანავუგრძნობ. ვტირივარ ყველა იმ ქალის გამოც , რომელიც ასეთ სასოწარკვეთაში ჩავარდნილა. ვტირივარ მათ გამოც ვისაც იგივე ელის. ო, როგორ მიზიდავს წყალი, როგორ მაჯადოვებს მისი ჩქარი დინება. ნუთუ იქ წონასწორობა?
თვალებს ვხუჭავ, მინდორში ვარ უზარმაზარ მინდორში. გავრბივარ, ის იქ არაა, აღარც არასოდეს იქნება შემიძლია მშვიდათ ვიყო, მე მისგან თავისუფალი ვარ.
...
ეპილოგი
მე მართლა მოვკალი ძველი მე.
აღარ გავრბივარ.
სრულ თავსუფლებამდე კი კიდევ შორია!
......
დასასრული!
......
გაგრძელება, არ ვიცი იქნება, თუ არა :)

1 წლის შემდეგ
"თავიდან დაბადება."
1თავი

-გამარჯობათ.
-გამარჯობა, პირველად ხარ ხომ?
-კი.
-სახელი?
-ეკა.
-აბა გისმენ?
-არც კი ვიცი როგორ გითხრათ.
-მომიყევი ის რისი მოყოლოც გსიამოვნებს, რთულ ნაწილზე კი მერე გადავიდეთ.
-ძალიან მიყვარს, ძალიან, მეგრამ მას არ ვუყვარვარ, მგონი მატყუებდა. ორსულად ვარ და რომ ვუთხარი აბორტი გაიკეთეო. ზე ვფიქრობ.
-რას ამბობ აბა, ბავშვი გააჩინე და ცხოვრებით დატკბი , ცოტა დრო გინდა ძალიან ცოტა და ყველაფერს მიხვდები. ბედნიერი უნდა იყო რომ გიყვარს, ყველა როდი არის ამით განებივრებული. შენი კი ეს ნიჭი გაქვს.
-არა იცით მე მის გარეშე არ შემიძლია.
ჩემი თავი გამახსენდა და ალბათ მისი სასოწარკვეთილება ძალიან კარგად მესმოდა. მაგრამ არ შემეძლო საკუთარ ფიქრებს დავბრუნებოდი. მე ყველაფერი დიდი ხნის წინ მოვიტოვე უკან, ყველაფერი დავტოვე და გავანადგურე აღარაფერი დამრჩა ამ გრძნობიდან. საკუთარ თავს იმ ადამიანის სახელის გახსენების უფლებას არ ვაძლევდი ვინც ასე მიფორიაქებდა სულს, ძალიან მეშინოდა , რომ ოდესმე შემთხვევით შეიძლებოდა შევხვედროდი.
****
სამსახურიდან გამოსულმა მარის გაუარე.
-რას შვები როგორ ხარ?
-არ ვიცი.
-გიორგისთან რა ხდება?
-არაფერი.
-რა არაფერი?
-რა ვიცი შევხვდი რამდეჯერმე.
-კარგი ბიჭია ძალიან მომეწონა სურთებში.
-ხო ამის გარდა ძალიან კარგი ადამიანური თვისებები აქვს.
-რა კარგია.
-არ ვიცი, არ ვარ მზად.
-რისთვის? გეყოფა რა, შენც არ იცი რა გიმდა. ანასტასიას დაბადებისდღეა ხომ იცი შაბათს.
-ხო როგორ არ ვიცი.
-ხოდა მოიყვანე და მოდი. გავიცნობ.
-არა , ასე არ ვართ.
-არა უნდა მოიყვანო აუცილებლად.
-არ ვიცი მეუხერხულება ამის თქმა.
-რატომ?
-სხვანაირად გაიგებს
-არა არაფერს არ გაიგებს ხვანაირად, ეს შენ ფიქრობ ყველაფერზე ზედმეტად ღრმად.
-არ ვიცი ვეტყვი მაგრამ რა იქნება არ ვიცი.
-შენ უთხარი და დაგთანხმდება აბა რას იზავს.
-ხო, ვეტყვი. მაგრამ რაღაცნაირად არ მომწონს ძალიან სერიოზულია და კიდევ რაღაცაა.
-გეყოფა რა, რა რაღაც?
-აი ზედმეტად ყურადღებიანი და ზრდილობიანია და მგონია, რომ თამაშობს.
-ღმერთო ჩემო არაფერი შენ არ მოგწონს, გამაგიჯებ რა.
-ძალით ხომ არ მომეწონება, ყველაფერი თავისით უნდა მოხდეს.
-ხო ასეა. კატო რაღაც გავიგე.
-რა?
-მირჩევნია გითხრა ვიდრე მოულოდნელად გაიგო.
-რა მოხდა?
-დათოზე.
-რა მოუვიდა?
-არაფერი, ცოლი მოყავს, ვიღაც გოგოსთანაა როგორც ვიცი.
-ვაა კარგია, ვინ არის?
-არ დარდობ?
-არა, კარგია, გამეხარდება თუ კარგად იქნება
-არ ვიცი ვინაა. არ მომეწონა უშნოა.
-რა სასაცილო ხარ, ნუ გეშინია თავს არ მოვიკლავ.
მარისგან გამოსულმა ფეხით გავიარე ქალაქი , საღამო იყო და გრილოდა სასიამოვნო ნიავი იყო, საოცრად მომინდა ვინმეს ჩავხუტებოდი და მეტირა, მაგრამ თავი მაღლა ავწიე და ყველა ფიქრი გვერძე გავწიე. აღარაფერი აღარ მადარდებდა.
2თავი.
"ახალი ცხოვრება."
***
-გიორგი როგორ ხარ?
-კარგად კატო, შენ როგორ ხარ?
-კარგად
-რას მიირთმევ?
-ყავას.
-მხოლოდ ყავას?
-კი
-აბა რას შვები როგორ მიდის საქმეები?
-კარგად, მშვენივრად.
-ძალიან მიხარია.
-შაბათს ჩემი ნათლულის დაბადებისდღეა. წამოხვალ ჩემთან ერთად?
-თუ შენ გინდა სიამოვნებით.
-კი მინდა.
-ძალიან გამეხარდა. მეც მინდა ჩემს ოჯახში დაგპატიჯო, ძალიან უნდათ შენი გაცნობა ჩემს ოჯახს.
-ეს ნაჩქარევია, მე მეგობრებთან გპატიჯობ და ამას ძალიან მნიშვნელოვნად ნუ მიიღებ.
-როგორც შენ გინდა კატო, მაპატიე შენი გაბრაზება არ მინდოდა.
-არა არ გავბრაზებულვარ და ბოდიშსაც ნუ მიხდი.
გიორგი ძალიან წარმოსადეგი განათლებული ახაგაზრდა ყმაწვილი იყო. ძალიან მომწონს მისი პიროვნული მახასიათებლები. მაგრამ როგორც მამაკაცი არ მომწონდა. . არ ვიცი როგორ და რანაირად განვითარდება მოვლენები მაგრამ, ახლა ამაზე ფიქრი არ მინდა, მომავალი ბუნდოვანია. სიმშვიდეს მივაღწიე და გიორგი ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემს სიმყუდრევეს არ დაარღვევდა, ის არც ზედმეტად შემოიჭრებოდა და არც მოულოდნელად მიმატოვებდა. ის იყო მამაკაცი ვისი იმედიც ყველა ქალს შეუძლია ქონდეს. არც კი ვიცი რა მოეწონა ჩემში.
-კატო რაღაც , რომ გკითხო შეიძლება?
-მეც მაქვს შენთან კითხვა.
-ჯერ შენ მკითხე.
-არა ჯერ შენ.
-არა გითმობ.
-კარგი. რა მოგეწონა ჩემში. ასე სწრაფად რა დაინახე?
მე და გიორგი ერთმანეთს ჩემი თანამშრომლის დაბადებისდღეზე შევხვიდით სამი თვის წინ.
-ადვილი და რთული კითხვაა ერთდროულად. ვიცი რაც, ძალიან ბევრი რამ, მაგრამ გადმოსაცემად რთულია. ძალიან სწრაფად მომხიბლე შენი მანაერებით, მიმიკებით რაც უფრო გიცნობ უფროდაუფრო მომწონხარ. შენი სიცივეც კი მომწონ ზოგჯერ ეს უფრო მიმძაფრებს შენი მოპოვების სურვილს.
-ვერფერს იტყვი, კარგად ჩამოაყალიბე.
-ეს მხოლოდ ნაწილია.
-შენ რისი კითხვა გინდოდა?
-არც კი ვიცი , არ მინდა გაგაბრაზო.
-ასეთი რა არის?
-წარსულიდანაა.
-დაახლოებით ვხვდები, არ გავბრაზდები, მკითხე.
-გავიგე თვითმკვლელობა გიცდია ერთი წლის წინ, დეტალები არ გამომიკითხია, ისიც კი არ ვიცი როგორ და რატომ. მინდოდა შენგან გამეგო.
-ამაზე ლაპარაკი არ მიყვარ. თითქოს ამოვშალე თავიდან ეს მომენტი.
-თუ გინდა არ მითხრა ახლა.
-ხიდიდან გადავხტი.
-ღმერთო ჩემო რატომ?
-გონს სასწრაფოს მანქანაში მოვედი, ვიღაცეებმა დამინახეს და წყლიდან ამომიყვანეს.
-კიდევ კარგი ღმერთო ჩემო კატო ეს რატომ ჩაიდინე?
-არც კი ვიცი, ახლა აღარ ვიცი.
-ალბათ არ გინდა, რომ მითხრა.
-მინდა მაგრამ ახლა არა რა გთხოვ.
-კარგი კატო.
-გმადლობ.
3თავი.
"შეხვედრა წარსულთან"
შაბათ დილით ადრე გავაიღვძე. ანასტასიასთვის საჩუქარი ვიყიდე, ჩემთვის კი ლამაზი კაბა ვიყიდე საღამოსთვის, რატომღაც მომინდა ლამაზი ვყოფილიყავი. თმა სალონში დავივარცხენე, მაკიაჟიც გავიკეთე ხუთისთვი გიორგიმ გამომიარა და გავემართეთ მარისკენ.
-ძალიან ლამაზად გამოიყურები კატო.
-გმადლობ. შენც კარგად გამოიყურები.
უკვე სახლთან ვიყავით მისულები მარიმ, რომ დამირეკა.
-გისმენ მარი.
-კატო რას შვები აპირებ მოსვლას?
-უკვე მოვედი მე და გიორგი კიბეზე ამოვდივართ.
-უკვე.
-კი რა ხდება? ხო მშვიდობაა კარი გამიღე .
-ახლავე.
კარი მარიმ გამიღო მარიმ რომელიც საერთოდ არ გავდა თავის თავს.
-გილოცავ ანასტასიას დაბადებისდღეს მარი გაიცანი ეს გიორგია.
-გიორგი ეს მარია ჩემი ბავშვობის მეგობარი.
-შემოდით. კატო კი გითხარი არავის ველოდები მეთქი მაგრამ
-ასე მითხარი, მართლა არ მახსოვს.
-კი, მოულოდნელად ჩემი ბიზაშვილი და მისის საცოლე მოვიდნენ.
ადგილზე გავიყინე აღარ მინდოდა აღარაფრის მოსმენა , მაგრამ ძლიერად შევხვდი.
-ძალიან კარი.
-შემოდით.
ოთახში შევედი დათო დავინახე მხოლოდ მას ვხედავდი ისიც მე მიყურედა გაოცებული, მის გვერით თვალი ვირაც შავგვრემან გოგოს მოვკარი, რომელიც დიდხანს ვერ აღვიქვი.
-როგორ ხარ კატო?
-კარგად დათო შენ?
-მეც
-გილოცავ თავისუფლებას.
-მადლობ. უკვე რამდენიმე თვეა გამოვედი.
-კარგია.
-მართლა გაიცანი ეს ეკაა ჩემი საცოლე, ეკა ეს კატოა მარის მეჯვარე.
-სასიამოვნოა.
-ჩემთვისაც. ეს გიორგია ჩემი... ცემი
-შეყვარებული ჩვენ შეყვარებულები ვართ.
-კარგია
-ხო
სუფრას მივუსხედით სიმწრისაგან სუნთქვა მეკვროდა, მის გვერდით იმ გოგოს რომ ვხედავდი მინდოდა მომეკლა დამემარხა ან სადმე გადამესახლებინა. აღარასოდეს არ შეეხედა დათოსთვის არ შეხებოდა არ დალაპარაკებოდა მე ეს თავიდან მომკლავდა.
-კატო სხვა რა ხდება შენთან? სიახლები ხომ არაა?
-კი ბევრი სიახლეა მას მერე.
-მართლა
-კი.
-მაინც?
-გავიზარდე და დავჭკვიანდი. ვისწავლე, რომ ადამიანებს არ უნდა ვენდო ადვილად და გულიც არასოდეს მეტკინება.
-კარგია რომ გაიზარდე, ეს გჭირდებოდა მახსოვს ზედმეტად ბავშური იყავი.
-ხო ასე იყო. მე გავიზარდე მაგრამ ყველამ ვერ შეძლო ეს, ბევრი ისევ იქ დარჩა სადაც იყო.
უხერხული სიტუაცია მარიმ განმუხტა,
-მოდი ანასტასიას გაუმარჯოს ჩვენი შეხკრების მიზეზს ცემს გოგოს.
ამის მერე ვამბობდით სადღეგრძელოებს ვსაუბრობდით მაგრამ რაღაც არ მასვენებდა საკმარისზე მეტი დავლიე. დათოს დაჟინებული მზერით ვუყურებდი ისისც არ მაშორებდა თვალს.
აპირფარეშოში გავედი. უკან რომ ვბრუნდებოდი დათო შემხვად.
-ერთი წუთი აივანზე გავიდეთ.
მეც უკან გავყევი.
-გისმენ.
-გიყვარს?
-ვინ?
-ბებიაშენი.
-გიორგი?
-ხო აბა ვინ.
-კი სიგიჟემდე.
-შენ?
-მეც.
-კარგია
-ხო, ერთმანეთს ბედნიერებას ვერ მოვუტანდით კატო.
-არა თავის მართლება საჭირო.
სახე ძალიან ახლოს ქონდა. მოულოდნელად მაკოცა არ შევწინააღმდეგებივარ მეც ვუპასუხე კოცნით.
-მიყვარხარ.
-დათო
-წამოდი გავიქცეთ აქედან ესნი დავიკიდოთ.
-გაგიჯდი.
-არა , ხომ შენც გინდა ჩემთან
-არა არ მინდა.
-აბა თვითმკვლელობა ჩემს გამო არ სცადე?
სიამაყენარევი ხმა გავიგე თვალთ დამიბნელდა დათო იღიმდა. წარმოვიდგენე, რომ იმის მაგაივრად ენერვიულა ამის გამო, პირიქით საამაყოტ ქონდა. არადა ეს მისი დამსახურება არ იყო უბრალოდ ჩემი სისუტე იყო.
-არა , ხიდიდან შემთხვევით გადავარდი.
-კარგი რა.
-რაც გინდა ის იფიქრე.
ოთახში შევედი რამდენიმე წუთსი დათოც შემოვიდა.
-ეკა რამდენი წლის ხარ? ვკითხე მოულოდენელად მეც გამიკვირდა რადგან მანამდე ამ გოგოს საერთოდ არ აღვიქვავდი როგორც ცოცხალს არსებას ოთახში.
-16 გავხდი.
-სწავლობ?
-სკოლა დავამთავრე.
-დათო გიყვარს ესეიგი?
-კი რათქმაუნდა.
-მერე ზედმეტად პატარა რომ ხარ არ იცი? შენ ასაკში მე ვსწავლობდი და სიყვარული მხოლოდ წიგნებიდან ვიცოდი. დამიჯერე ბევრჯერ შეიცვლი აზრს და თუ არჩევანს დათოზე გააკეთებ ეს იქნება შენი დიდი შეცდომა, რადგან მოგვიანებით შეხვდები შენს ნამდვილ სიყვარულს.
-რეებს ამბობ კატო. ალბათ ხუმრობ ხომ?
-ხო მარი როგორ მიხვდი?
-კატომ ასეთი ხუმრობა იცის.
მე ხელოვნურად გავიცინე.
-გიორგი წავიდეთ ხომ?
-კი კატო.
-აბა კარგად იყავით.
გარეთ გამოვედი სუნთქვა მეკვროდა , არ მინდოდა გიორგის რამე ეკითხა, ასეც მოხდა მტელი გზა არაფერი უთქვამს მეც არაფერი მითქვამს. მივხვდი რომ რაღაცას მიხვდა. სახლთან მიმიყვანა
-კატო. ახვალ შენით?
-კი.
-კარგად.
-კარგად.
-კატო
=ხო
-მიზეზი ის ბიჭი იყო?
-ხო
-გიყვარდა?
-ხო
-ახლა?
-არ ვიცი. მართლა ხან მგონია რომ ხო, ხან კი მეზიზღება.
-ვწუხვარ, ძალიან.
-მეც



№1  offline წევრი kaatoo

Lollipop :))
მალე გააგრძელე რაა sweat

ახალ ისტორიაას ვწერ, ამას მოგვიანებით გავაგრძელებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent