"სიყვარული ჰეროინის წესებით" გაგრძელება. (ნაწილი 2)
3თავი. "შეხვედრა წარსულთან" *** შაბათ დილით ადრე გავაიღვძე. ანასტასიასთვის საჩუქარი ვიყიდე, ჩემთვის კი ლამაზი კაბა ვიყიდე საღამოსთვის, რატომღაც მომინდა ლამაზი ვყოფილიყავი. თმა სალონში დავივარცხენე, მაკიაჟიც გავიკეთე ხუთისთვი გიორგიმ გამომიარა და გავემართეთ მარისკენ. -ძალიან ლამაზად გამოიყურები კატო. -გმადლობ. შენც კარგად გამოიყურები. უკვე სახლთან ვიყავით მისულები მარიმ, რომ დამირეკა. -გისმენ მარი. -კატო რას შვები აპირებ მოსვლას? -უკვე მოვედი მე და გიორგი კიბეზე ამოვდივართ. -უკვე. -კი რა ხდება? ხო მშვიდობაა კარი გამიღე . -ახლავე. კარი მარიმ გამიღო, მარიმ რომელიც საერთოდ არ გავდა თავის თავს. -გილოცავ ანასტასიას დაბადებისდღეს, მარი გაიცანი ეს გიორგია. -გიორგი ეს მარია, ჩემი ბავშვობის მეგობარი. -შემოდით. კატო კი გითხარი არავის ველოდები მეთქი მაგრამ -ასე მითხარი, მართლა არ მახსოვს. -კი, მოულოდნელად ჩემი ბიძაშვილი და მისი საცოლე მოვიდნენ. ადგილზე გავიყინე აღარ მინდოდა აღარაფრის მოსმენა , მაგრამ ძლიერად შევხვდი. -ძალიან კარი. -შემოდით. ოთახში შევედი დათო დავინახე მხოლოდ მას ვხედავდი ისიც მე მიყურედა გაოცებული, მის გვერით თვალი ვირაც შავგვრემან გოგოს მოვკარი, რომელიც დიდხანს ვერ აღვიქვი. -როგორ ხარ კატო? -კარგად დათო შენ? -მეც -გილოცავ თავისუფლებას. -მადლობ. უკვე რამდენიმე თვეა გამოვედი. -კარგია. -მართლა გაიცანი ეს ეკაა ჩემი საცოლე, ეკა ეს კატოა მარის მეჯვარე. -სასიამოვნოა. -ჩემთვისაც. ეს გიორგია ჩემი... ჩემი -შეყვარებული, ჩვენ შეყვარებულები ვართ. დამეხმარა გიორგი. -კარგია -ხო სუფრას მივუსხედით სიმწრისაგან სუნთქვა მეკვროდა, მის გვერდით იმ გოგოს რომ ვხედავდი მინდოდა მომეკლა დამემარხა ან სადმე გადამესახლებინა. აღარასოდეს არ შეეხედა დათოსთვის არ შეხებოდა არ დალაპარაკებოდა მე ეს თავიდან მომკლავდა. -კატო სხვა რა ხდება შენთან? სიახლები ხომ არაა? -კი ბევრი სიახლეა მას მერე. -მართლა -კი. -მაინც? -გავიზარდე და დავჭკვიანდი. ვისწავლე, რომ ადამიანებს არ უნდა ვენდო ადვილად და გულიც არასოდეს მეტკინება. -კარგია რომ გაიზარდე, ეს გჭირდებოდა მახსოვს ზედმეტად ბავშური იყავი. -ხო ასე იყო. მე გავიზარდე მაგრამ ყველამ ვერ შეძლო ეს, ბევრი ისევ იქ დარჩა სადაც იყო. უხერხული სიტუაცია მარიმ განმუხტა, -მოდი ანასტასიას გაუმარჯოს ჩვენი შეხკრების მიზეზს ჩემს გოგოს. ამის მერე ვამბობდით სადღეგრძელოებს ვსაუბრობდით მაგრამ რაღაც არ მასვენებდა საკმარისზე მეტი დავლიე. დათოს დაჟინებული მზერით ვუყურებდი ისიც არ მაშორებდა თვალს. საპირფარეშოში გავედი. უკან რომ ვბრუნდებოდი დათო შემხვადა. -ერთი წუთი აივანზე გავიდეთ. მეც უკან გავყევი. -გისმენ. -გიყვარს? -ვინ? -ბებიაშენი. -გიორგი? -ხო აბა ვინ. -კი სიგიჟემდე. -შენ? -მეც. -კარგია -ხო, ერთმანეთს ბედნიერებას ვერ მოვუტანდით კატო. -არაა თავის მართლება საჭირო. სახე ძალიან ახლოს ქონდა. მოულოდნელად მაკოცა არ შევწინააღმდეგებივარ მეც ვუპასუხე კოცნით. -მიყვარხარ. -დათო -წამოდი გავიქცეთ აქედან ესნი დავიკიდოთ. -გაგიჯდი. -არა , ხომ შენც გინდა ჩემთან. -არა არ მინდა. -აბა თვითმკვლელობა ჩემს გამო არ სცადე? სიამაყენარევი ხმა გავიგე თვალთ დამიბნელდა დათო იღიმდა. წარმოვიდგენე, რომ იმის მაგაივრად ენერვიულა ამის გამო, პირიქით საამაყოდ ქონდა. არადა ეს მისი დამსახურება არ იყო უბრალოდ ჩემი სისუტე იყო. -არა , ხიდიდან შემთხვევით გადავარდი. -კარგი რა. -რაც გინდა ის იფიქრე. ოთახში შევედი რამდენიმე წუთსი დათოც შემოვიდა. -ეკა რამდენი წლის ხარ? ვკითხე მოულოდენელად მეც გამიკვირდა რადგან მანამდე ამ გოგოს საერთოდ არ აღვიქვავდი როგორც ცოცხალს არსებას ოთახში. -16 გავხდი. -სწავლობ? -სკოლა დავამთავრე. -დათო გიყვარს ესეიგი? -კი რათქმაუნდა. -მერე ზედმეტად პატარა რომ ხარ არ იცი? შენ ასაკში მე ვსწავლობდი და სიყვარული მხოლოდ წიგნებიდან ვიცოდი. დამიჯერე ბევრჯერ შეიცვლი აზრს და თუ არჩევანს დათოზე გააკეთებ ეს იქნება შენი დიდი შეცდომა, რადგან მოგვიანებით შეხვდები შენს ნამდვილ სიყვარულს. -რეებს ამბობ კატო. ალბათ ხუმრობ ხომ? -ხო მარი როგორ მიხვდი? -კატომ ასეთი ხუმრობა იცის. მე ხელოვნურად გავიცინე. -გიორგი წავიდეთ? -კი კატო. -აბა კარგად იყავით. გარეთ გამოვედი სუნთქვა მეკვროდა , არ მინდოდა გიორგის რამე ეკითხა, ასეც მოხდა მთელი გზა არაფერი უთქვამს მეც არაფერი მითქვამს. მივხვდი რომ რაღაცას მიხვდა. სახლთან მიმიყვანა -კატო. ახვალ შენით? -კი. -კარგად. -კარგად. -კატო -ხო -მიზეზი ის ბიჭი იყო? -ხო -გიყვარდა? -ხო -ახლა? -არ ვიცი. მართლა ხან მგონია რომ ხო, ხან კი მეზიზღება. -ვწუხვარ, ძალიან. -მეც მაინტერესებს თქვენი აზრი. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.