მორაგბე გოგონა თავი 5
დილას ცუდ ხასიათზე გავიღვიძე საათს დავხედე და წამოვფრინდი ღმერთო ჩემო ესღა მაკლდა პირველად გავიღვიძე ასე გვიან,თავი მისკდებოდა, ავდექი და ეზოში გავიხედე,ბიჭები ვარჯიშობდნენ მე კი ოთახში დავიწყე ვარჯიში,ისე ვიყავი გარეთ გასვლა არ მინდოდა რამდენიმე ვარჯიში გავაკეთე და თავბრუ დამეხვა,და საწოლძე გადავწექი -ჯანდაბა დავიყვირე ხმამაღლა,თავი საშინლად ამტკივდა,კიბეებზე გაბრუებული ჩავედი და ვეცადე აფთიაქი მენახა,რამდენიმე კარადა გამოვაღე მაგრამ ვერაფერი ვნახე,ახლა დაკიდული კარადის მეორე თაროზე მოვუსვი ხელი,უცებ ხელი შანდალს გამოვკარი და მხოლოდ ის დავინახე რომ თავში მეცემოდა დაკივლებაც ვერ მოვასწარი ვიღაცამ შანდალი სახესთან რომ დაიჭირა მე კი ვეღარ გავძელი და ძირს დავეცი,მეგონა ცეცხლი მეკიდა,მაგრამ თან მაკანკალებდა,ძალა გამომეცალა და ვერ ვექანებოდი, -არეთ!შეშინებული ჩაიმუხლა სანდრო ჩემს წინ -გთხოვ ოთახში...ვეღარ განვაგრძე ლაპარაკი ძალა არ მეყო, -ჩშშ ანგელოზო დამშვიდდი მოგივლი,ხელში ამიტაცა და ჩემი ოთახისკენ აიღო გეზი,თავი მხარზე დავადე და ხელი მოვხვიე რომ ძირს არ დავვარდნოდი, მთლად ფარფატაც არ ვიყავი,ისე მსიამოვნებდა მისი სიახლოვე თითქოს თავის ტკივილმა გამიარა,მინდოდა ეს მომენტი უსასრულოდ გაწელილიყო,თუმცა მალევე მომიწია მისი სთბოს მოშორება,ისევ ამტკივდა თავი და ემბრიონივით მოვიკეცე ცივ საწოლში., -მმცივაა...დავიკნავლე საწყალი ხმით -დამშვიდდი ანგელოზო კარგად იქნები!ხმაში აღელვება ეტყობოდა სანდროს,ახლოს მოიწია მისი სუნთქვა მომეფრქვია სახეზე და თითქოს დამცხა,ტუჩები მომაკრო შუბლზე,ცივი მეჩვენა და სიამოვნებისგან ამოვიხვნეშე,ოთახიდან სწრაფად გავარდა,მე კი იმდენად ცუდად ვიყავი დაძახება ვერ მოვახერხე,მალევე შემოვიდა ოთახში ვიღაც მოხუცთან ერთად სახეს ვერ ვარჩევდი უკვე თუმცა სანდრო ვიცანი,ხმებიც აღარ მესმოდა,რაღაც მწარე ვიგრძენი საჯდომზე და მალევე გავითიშე... როცა გავიღვიძე თვალები ვერ გავახილე,მიჭირდა...ხმები გავიგონე სანდრო და ლევანი საუბრობდა როგორც ჩანს,თვალების გახელა აღარც მიცდია, ჩუმად დავუგდე ყური მათ საუბარს, -ძაან მიყვარს! -მესმის მაგრამ არ უნდა აწყენინო იცოდე! -მესმის ძმაო შენი...მხოლოდ ეს გავიგე თუმცა ვერაფერი ვერ გავიაზრე ტვინიც კი იმდენად გამოფიტული მქონდა ვეღარ ვფიქრობდი...თვალები გავახილე თუარა სანდრო დავინახე... იქაურობა მოვათვალიერე მაგრამ მის გარდა არავინ დამხვდა, -ანგელოზო!თავს როგორ გრძნობ?! -კარგად საან!ვთქვი და წამოჯდომა ვცადე მაგრამ უშედეგოდ ისევ დავვარდი, -შენთვის ადგომა არ შეიძლება ორი საათით მაინც საყვარელო!...მოიწია და ყელში მაკოცა მერე კი თავის ადგილას დაბრუნდა...მთელი დღე ჩაის სმაში გამჭყიპეს ბიჭებმა,ტირილამდე მიმიყვანეს, -კარგი რა ნუ შემაძულეთ ეს ჩაი ლევან! -არეთა!აუცილებელია ცხელი ჩაი ორგანიზმისთვის გიშველის და კარგად გახდები ჩემო ლამაზო!თავზე გადამისვა ხელი ლევანიმ,თავი ორი წლის ბავშვი მეგონა ისე მექცეოდა, -გადი თორემ შემომაკვდები ლევან!დავუბღვირე და გვერდით გავიხედე, -ეგრე არა?კარგი!არადა ერთ გოგოზე უნდა მომეყოლა ამბავი მაგრამ...წამოდგა და გასვლას აპირებდა -კარგი მოდი,მოდი!ხელი დავუქნიე და საწოლის ნახევარი დავუთმე,ჩაი მომაწოდა და მოყოლა დაიწყო...მე კი სიხარულით კინაღამ ავფრინდი ცაში როცა გავიგე რომ "ახალი გოგო ჰყავდა" -მოკლედ ასე რაა,შეიძლება ჩვენ წამოგვყვეს რო წავალთ თბილისში...ამაყად გაიჯგიმა ლევანი -ჩემი სიმპატიური ცუღლუტი ბიჭი ხარ შეენ!წამოვიყვირე და მაგრად ჩავეხუთე ჩაის ჭიქიანად და შემთხვევით ზურგზე გადავასხი ცხელი ჩაი -ვაიმეეე!მწჰაუუუ! დაიღრიალა და სწრაფად გადაიძრო ზედა, -ჯანდაბა,არეთა მოსაკლავი ხარ რააა...ბუზღუნით მომიბრუნდა მე კი სადაცაა ვიტირებდი,წამცამებზე ჩამომეკიდა ცრემლები და ბოლოს ლოყებზე ნაზად დასრიალდნენ,ისე ნაზად რომ მომეღუტუნა და მოვიწმინდე... -კაი გოგო არ მტკივა ნუ ტირი სულელოო!ღიმილით მოვიდა და ჩამეხუტა მერე კი შუბლე მაკოცა -მაპატიე რაა არ მინდოდა,საწყალი თვალებით ავხედე და კიდევ ჩამომცვივდა ცრემლები -ახლა მართლა გცემ!ნუღარ ტირი გოგოო! -კაი ვსოო!ცრემლები მოვიწმინდე და გემრიელად ვაკოცე ლოყაზე,ოხ ჩემი გემრიელ ლოყებაა ხარ შენ! ეს ვთქვი თუ არაა ორივეს სიცილი აგვიტყდა.... საღამოს ქვევით ჩავედი და ყველას მივესალმე, სანდროს გვერდით დავუჯექი და გავუღიმე თუმცა რეაქცია არ ქონია მობილურში ჩაძვრა...აღელვებული მეჩვენა..რა ხდება ნეტავ?რა სჭირს სანდროს?საკუთარ თავს ვეკითხებოდი მაგრამ პასუხის ღირსად არ მიმიჩნია...ფეხები დივანზე შემოვაწყე და გვერდულად წამოვწექისავით...საშინლად მომეწყინა,ხმაური მესმოდა მხოლოდ რადგან საუბრის მოსმენის სურვილი არ მქონდა,უბრალოდ თვალი ერთ წერტილს გავუჩერე და ფიქრებში წავედი... ვფიქრობდი გუნდზე,კარიერაზე,მეგობრებზე,სიცოცხლეზე,სიკვდილზე,იმ ადამიანებზე ვინც სუიციდის მსხვერპლნი ან მომავალი მსხვერპლები იყვნენ,ვფიქრობდი ბედნიერ და უბედურ ადამიანებზე,ვფირობდი ფანტაზიაზე,ილუზიაზე,ხატვაზე,პოეზიაზე,უბრალოდ ხელოვნებაზე და თვითნასწავლ მხატვრებზე,მათ მიღწევებზე და წარმატებებზე...ყველაფერზე ვფიქრობდი და ფიქრიდან ფიქრზე გადავდიოდი... -არეთ!...ავხედე,ლევანი იყო -ჰო!იმდენად სუსტი იყო ჩემი ხმა მეც კი ვერ გავიგე, -გაიცანი ეს არის გვანცა!მიმანიშნა ლამას შავგრემან გოგონაზე! -უი გამარჯობა გვანცუ მე არეთა ვარ ლევანის საუკეთესო მეგობარი!სანამ ლევანი გააცნობდა ჩემს თავს მე დავასწარი და ბოლოს ისიც დავუთე -ესეიგი შენ ხარ ის გოგონა ლევანი რომ მიყვებოდა!გოგონა ჩემს,ამ ნათქვამზე ისე დაიმორცხვა ლამის მუხლებამდე დაეხარა თავი... ცოტახანში მეც მოვფხიზლდი და საუბარში ჩავერთე ყველამ რაღაც ცხოვრების პატარა სასაცილო ისტორიები მოვყევით,გვანცა ადვილად შეგვეჩვია და გახსნილად საუბრობდა,რაც ძალიან გამიხარდა...ღამის პირველ საათამდე ვისაუბრეთ,გავერთეთ გვანცა ლევანიმ გააცილა და საბოლოოდ ოთახებში დავნაწილდით,სანდროსთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია იმდენად უცნაურად იქცეოდა,ვიფიქრე რამე შარი არ ავიკიდოთქო და თავი დავანებე,ჩემს ოთახში შევედი და..გაოგნებულმა შევხედე კედელს,სადაც ჩემი დაუსრულებელი ნახატის ალბად ორმოცდაათამდე ასლი იქნებოდა გადახატული და არა დაბეჭდილი...ჩემი ნახატის ასლები?რომლებიც სანაგვეში გადავყარე?!ღმერთო ჩემო,სანდროს ოთახში სიხარულით შევვარდი,თუმცა იქ არ დამხვდა,მისი აივნიდან გადავიხედე და დავინეხე მინდორში იდგა და ხელები ჯიბეში ჩაეწყო,აბა სიგარეტს ხომ არ მოწევდა ჩემი სპორტსმენი ბიჭი?!კიბეები ბრახუნით ჩავირბინე გარეთ გავვარდი და ზურგზე შევაფრინდი,თავი დავარდნისგან ძლივს შეიკავა და დამიჭირა, -ძაალიან დიდი მადლობა საან!კისერში გემრიელად ვაკოცე მე რომ ვიცი ისე,აი დიდი ხმა რომ აქვს და მისი ზურგიდან ჩამოვხტი,უცნაურად შემომხედა საშინლად მეუცხოა ეს მზერა ასე ხომ არავისთვის შეუხედავს,მხოლოდ მე შემომხედა... -აბა?!გამოვასწორე ჩემი დანაშაული?ღიმილით მკითხა და ხელები წელზე მომხვია -კიიიი სასაცილოდ წამოვიკივლე და ცხვირზე თითი ჩამოვკარი,არ ველოდი მაგრამ მოულოდნელად ისე მაგრად ჩამეხუტა ჰაერი ფილტვებში აღარ ჩადიოდა,მაგრამ მისი გამაბრუებელი სურნელი მთელს გონებას მითიშავდა და უბრალოდ შშმ პირი ვხდებოდი,უმოძრაო ადამიანი ვიყავი... -არეთ...ხვალ თბილისში მივდივარ! -ბარემ ზეგ წამოდი ჩვენთან ერთად რაა!საყალი თვალები მივანათე სანდროს -ვერა საქმეები მაქვს მოსაგვარებელი,ჩემი არდადეგები სრულდება,საქმეს უნდა დავუბრუნდე!მანამდე კი რაღაც უნდა მეკითხა!სახეზე უცებ აღელვება აღებეჭდა და შემეშინდა -დროზე თქვი ახლა!ნუ მაშინებ!შევანჯღრიე მხრებით სანდრო,ბოლოს კი მოიშორა მხრებიდან ჩემი ხელები და მის მუჭში მოიქცია, -მოკლედ,არეთ!ძალიან მომწონხარ და უფრო მეტიც მიყვარხარ მინდა სერიოზული ურთიერთობა გვქონდეს! ამის თქმა მინდოდა მხოლოდ და მინდოდა მეკითხა თანახმა ხარ თუ არა ჩემთან ურთიერთობაზე!ეს თქვა თუ არა ხმამაღლა ამოიხვნეშა,ჯანდაბა არეთ ამ ლამაზ და საყვარელ ბიჭს შენ მოსწონხარ!ამომძახა ალტერეგომ,საშინლად დავიბენი,მე ხომ ამ ურთიერთობისთვის მზად არ ვიყავი?!მე მას ფაქტობრივად არც კი ვიცნობ!არა არ შემიძლია ასე -სანდრო!არ ვიცი რა ვთქვა,მაგრამ მხოლოდ ის ვიცი რომ.. -რომ რაა აერეთ?!რისი თქმა გინდა! აღელვებულმა მკითხა სანდრომ -რომ,ჯანდაბა!სანდრო ჩვენ არც კი ვიცნობთ ერთმანეთს!ხუთ დღეში ასე შეგიყვარდი რომ,ჩემთან სერიოზულ ურთიერთობაზე ფიქრობ,არ ვიცი...უბრალოდ მე არ ვარ მზად! სანდროს სახე რომ გენახათ ამ სიტყვების მერე ალბად თქვენც განადგურდწბოდით,თვალები თითქოს გაფერმკრთალდა,გუგები გაუდიდდა,ყბები დაეჭიმა... -გასაგებია მაგრამ ყველა ურთიერთობა მოწონებით იწყება,უფლებას თუ მომცემ გავიცნობთ კიდევაც ერთმანეთს,გაცნობამდე რომეო და ჯულიეტაც არ იცნობდნენ ერთმანეთს მაგრამ,სიყვარულის გამო თავი მოიკლეს... -ის მხოლოდ ფილმი იყო!ეს კი რეალური ცხოვრებაა... -ჰო მართალი ხარ!ახსნას აზრი არ აქვს!დაიღრიალა და სახლში შებრუნდა...ჯანდაბა არეთ!რატომ?!რატომ უთხარი ამ ურთიერთობაზე უარი?შწგეშინდა?ჰო რათქმაუნდა!შეგეშინდა!მშიშარავ სიყვარულის გეშინია!ალტერ ეგო ჩამჩხაოდა ყურებში და მოსვენებას მაკარგვინებდა...იმ ღამეს ვერ დავიძინე...ვუყურებდი დაუსრულებელი ბალერინების ასლებს და სანდროზე ვფიქრობდი,კიდევ სიყვარულზე,რომელიც...არ ვიცი რა გავაკეთე... აი ახალი თავიც,ვფიქრობ საშინელება არ უნდა იყოს,ნუ განმსჯით კრიტიკოსებო heart_eyes მადლობა წინასწარ❤❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.