შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დროებითი საცოლე (სრულად)


1-02-2017, 03:23
ავტორი aNuGi
ნანახია 117 117

- რას შვები გოგოო? - სახლში პარკებით დატვირთული შემოვარდა ჩემი დაქალი ლალიკო და გვერდით მომიჯდა - ოჰ, როგორ დავიღალე!
- არაფერს არ ვშვები! ვფიქრობ..
- არ გადამრიო, კიდევ იმ საკითხზე ფიქრობ? შენ კიდევ გამოაცხადე კასტინგი და იპოვი ვინმეს!
- ვინ მოვა მერე? - თვალები ავატრიალე და მოსამსახურეს ყავა მოამზადე მეთქი დავუძახე - ნორმალური მოვა ვინმე?
- უიმე შენ კიდე რაა! 1 წელი წყალში ჩადგება კაცი! - ხელი აიქნია ლალიკომ და იმ წამს მოტანილ ყავას დაწვდა
- იცი რა ვიფიქრე?
- აბა მომახსენე
- ნორმალურად დალიე ყავა! ნუ ხრუპავ, ჭკუიდან ნუ გადამიყვანე, ამდენი წელია ასეთ საზოგადოებაში ვტრიალებთ და ვერაფერი ვერ ისწავლე რა! - წამში წამოვენთე
- დიდი ამბავი ახლა, ეს შენ ხარ ბავშვობიდან ასეთ ოჯახში რომ იზრდები და ამის მეტს ვერაფერს ხედავ თორემ ასეთი ცხოვრების იქეთაცაა სამყარო რა! - დაიჭყანა და ისევ ისე გააგრძელა ყავის სმა
- და ეს რა შუაშია “ხრუპვასთან”?
- იმ შუაშია რომ ჩაიცვი “დაბალი დონის” სამოსი, როგორც შენ იძახი და გამოდი გარეთ, დაინახავ რომ ადამიანები ზუსტად ისე ცხოვრობენ როგორც ჩვენ!
- მეღავადები? არ გადამრიო, იქ სიბინძურე იქნება, ვერ ხედავ მერამდენე მოსამსახურე დავითხოვე იმის გამო რომ სისუფთავე არ ახასიათებდა და ხან სად ყრიდნენ ნივთებს ხან სად, გადამიყვანეს ჭკუიდან!
- ვერ ხარ შენ, სისუფთავე სისუფთავე და ხარ ოთხ კედელს შორის გამოკეტილი!
- გამოკეტილი რატომ? რესტორნებში, მაღაზიებში და შეხვედრებზე დავდივარ!
- ოჰ, პირდაპირ ქუჩაში ცხოვრობ ნუ იტყვი - თვალები აატრიალა
- კარგი ხო, იდეა მაქვს მეთქი რომ გითხარი, ჩემი გოგოს, ნატალის დაქალი რომ არის ხომ იცი?
- ქეთა, ტუჩებდაპრუწული რომ დადის და ყველაფერს რომ იწუნებს, ეგ ხო?
- ხო ხო ეგ და ნუ გამოიყვანე მონსტრი! - გამეღიმა - ეგ ხომ არ შევარჩიო?
- კარგი რა, ეგ არ გაეყრება შენს შვილს და იყავი მერე მთელი ცხოვრება იტანე ეგ პაკაზუხა ძ*კნა!
- კარგი რა, რა სიტყვებით ლაპარაკობ, როგორ არ გრცხვენია? - აღვშფოთდი მე
- შენ ხომ არ ლაპარაკობ, მე ვარ მე, ჩემი პირიდან ამოდის! ნუ გაა*რაკე საქმე რა!
- ვაიმე, შენთან ლაპარაკი შეუძლებელია რა - ხელი ჩავიქნიე
- ვაიმე, ნუ აქანავებ ამ ხელს წინ და უკან, მანიკური გაგიფუჭდება - გადაიკისკისა და ჩემი გაბრაზებულ სახეს რომ წააწყდა სიცილი სახეზე მიეყინა - კარგი ხო, რას ამბობს თვით მაქსიმე?
- ჩემთვის სულ ერთიაო!
- მაგას ქეთა არ ევასება ხო?
- არ მოსწონს!
- რა მოაწონებდა იმ გოგოს? გიჟი უნდა იყო ეგ ტყლაპო რომ მოგეწონოს!
- საიდან რას მოიფიქრებ რა! გუშინ დამიწყო ვმეგობრობთო და არ მინდა მაგის შერთვაო და მემგონი მართალი ხარ, კასტინგი უნდა გამოვაცხადო!
- ისე ჩვენში დარჩეს და.. რაც უფრო “სოფლელს” შეარჩევ, უფრო ნაკლები შანსია რომ წილი მოითხოვოს, თანაც უფრო ადვილად გაუშვებ! მაგათ დიდად არაფერი გაეგებათ ასეთი რაღაცეების, ძალიანაც გაქექილს ნუ მოაყვანინებ თორემ..
- კარგი ხო კარგი გეთანხმები, ქეთასნაირი კი არ მინდა მართლა - კმაყოფილი ღიმილით გადავხედე
- ისე მაქსიმესაც არ შეუყვარდება ეგეთი დარწმუნებული ვარ!
- აჰა - დავეთანხმე და იმ წამს შემოსულ ნატალის შევეგებე
- რას შვებით? რა გადაწყვიტეთ? - გაგვიღიმა და იქვე ჩამოჯდა
- კასტინგი უნდა გამოვაცხადოთ!
- დედა, მე ხომ შემოგთავაზე ქეთაზე?
- მე 1 წლით მჭირდება სარძლო! სამუდამოდ ვინ ეყოლება იმას თვითონ მაქსიმე გადაწყვეტს, ამდენი წელია ეგ გოგო უკან დაყვება და გული ვერ მოიგო მისი, აწი რას შეძლებს? ნუ იცი ეს დაჩემება - გამაფრთხილებლად დავუქნიე თითი და მასაც ხმა არ ამოუღია
- ვერ ვხვდები რა საჭიროა რომ იქორწინოს! - ბოლოს მაინც ვერ მოითმინა და წამოიძახა
- რას ვერ ხვდები ნატალი? ნუ გამაგიჟე, იმ ქალბატონს არ შევარჩენ იმ მუქარას, რაც მალე დაქორწინდება უფრო მალე გადმოიბარებს მამამისის კომპანიას და უფრო მშვიდად ვიქნები
- კარგი რა დედა, დავიჯერო მამა იმათ უფრო მეტს მისცემს? - ირონიულად გაიღიმა და თავი გადააქნია
- არ იცნობ ხო მამაშენს? სულ იმათთან რომ გარბის და თავზე ევლება ორივეს!
- კარგი დამშვიდდი, წავედი მე დავიძინებ ცოტახანი ძალიან დავიღალე..

***
- სესი, სად ხარ? - შემოვარდა ოთახში დედაჩემი ქოთქოთით და ამაგდო ლოგინიდან - არ გრცხვენია? რომელი საათია?
- კარგი რა დედა, მაცალე ძილი ძლივს მეღირსა!
- მისმინე - ლოგინზე ჩამოჯდა და თავზე ხელი გადამისვა - დღესაც მიდიხარ გასაუბრებებზე?
- ხო, იმედია რამეს ვიშოვი, 12ზე გავალ
- მერე 11 საათია დე, მალე ადექი და წადი
მერამდენე დღეა უკვე გასაუბრებებზე დავდივარ რომ რამე სამსახური ვიშოვო, იქნებ როგორმე ვინმეს მოვეწონო და დამლაგებლად მაინც ამიყვანონ.
ნებისმიერ სამსახურზე ვარ თანახმა, არაფრის კეთება არ მეთაკილება, მინდა დავეხმარო რადგან ის მწირი შემოსავალი რაც აქვს არ გვყოფნის. წელში წყდება დილიდან საღამომდე მუშაობს, აღარ იცის რა გააკეთოს რომ არაფერი მომაკლდეს.
დედა სოფლიდან არის, თორმეტი კლასი აქვს მხოლოდ დამთავრებული, მე მასწავლეს და გადამყვნენ ზედ, ერთადერთ ქალიშვილს მაგრამ რათ გინდა ჩემი პროფესიით მუშაობა ვერ დავიწყე, აგერ ივნისში მეოთხე კურსი დავხურე წითელ დიპლომზე და დავრჩი მერე ჰაერში. სამსახური ვერ ვიშოვე, მამა რომ აღარ იყო გვერდში არავინ დაგვიდგა, პირიქით ზოგიერთებმა ხელიც კი გვკრეს ამის გამო, მამას ნათესავებს ვგულისხმობ, არადა ცოცხალი რომ იყო ერთ ადგილზე უძვრებოდნენ დედაჩემს რასაც ჰქვია.
რატომ?
მამაჩემი აფრენდა დედაჩემზე, ჭკუა ეკეტებოდა, მის გარეშე ნაბიჯს არ გადადგამდა, მათ შემხედვარე მჯეროდა რომ არსებობდა ასეთი არანორმალური სიყვარულიც.
23 წელი იყვნენ ერთად და შემთხვევა არ ყოფილა დედაჩემს არ სცოდნოდა სად იყო მამა. ტელეფონს რომ არ დაეჭირა მთელ ქვეყანას გადაატრიალებდა და მაინც დაურეკავდა.
ასეთი სასწაული სიყვარული ჰქონდათ და ვერც გადახარშა დედამ მისი წასვლა, ასე ჰგონია ყოველ ღამე ისევ დაბრუნდება სამსახურიდან, გვიანობამდე ელოდება, რამდენჯერ დამინახავს როგორ იყურებოდა ფანჯრიდან და ცრემლები მახრჩობდა, ჩუმად ვქვითინებდი რომ არაფერი გაეგო.
მან იცოდა რომ არავინ არ მოვიდოდა, მაგრამ თითქოს ასე იმშვიდებდა თავს, მერე ნელნელა შეწყვიტა, ან რა ექნა? ამდენი გათენებული ღამიდან უკვე ფეხზე ვეღარ იდგა, განა რამე სჭირდებოდა არსებობისთვის? მამა ჰყოლოდა გვერდით და ყველანაირ გაჭირვებას გაუძლებდა.
სასწაული სიყვარული ჰქონდათ, არაადამიანური!
3 კურსზე რომ გადავედი, სექტემბრის დასაწყისში ორი წლით ადრე დავიწყე ჩემით მომზადება, დიდად არც მანაღვლებდა, რომც ვერ ჩამებარებინა იურიდიულზე ვსწავლობდი და როგორმე გავიტანდი თავს, ადვოკატი, გავმხდარიყავი ცნობილი და ყველასთვის პატივსაცემი ადვოკატი, დამეცვა მხოლოდ სიმართლე ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნება, მერე ყველაფერი აირია, სექტემბრის დასასრულს მამა გარდაიცვალა და დავრჩით მე და დედა ჰაერში, დანაზოგი ჰქონდა ბანკში მამას, მაგრამ ნაწილი სესხმა წაიღო, ნაწილი კი ჩვენმა ჭამა-სმამ, მერე სამსახური იშოვა, მაღაზიაში მუშაობდა, ყოველ მესამე დღეს კი რესტორანში ათევდა ღამეს. უცებ მოტყდა დედა, ამ ამბის შემდეგ ყველაფერი მარტივად ჩამოიშალა, ჩემი აწყობილი ცხოვრებაც, ჩემი ბედნიერი დღეებიც, დავრჩით მხოლოდ მე, დედა და სიშავე. ეს დაწყევილილი დღეები, რომლებიც არადა არ მთავრდებოდა.
ისე გადავედი 4 კურსზე ცრემლი არ მომშორებია ყოველ ღამე თვალებიდან, გულს მიკლავდა დედაჩემის მდგომარეობა და ჩემი უსუსურობა, ბოლოს წითელ დიპლომზე რომ დავამთავრე და მამაჩემის ძმაკაცს მივმართე დამეხმარე, სამსახურში რეკომენდაცია გამიწიე მეთქი, ისე მკრა ხელი ხმაც არ გაუცია.
დავრჩით ბედის ანაბარა, ამდენი წანწალით და იმით რომ ვერაფერი ვიშოვე, ბოლოს გადავწყვიტე დამლაგებლად ან მომვლელად მაინც დამეწყო მუშაობა რომ ოდნავ მაინც შევშველებოდი დედას.

***
მერამდენე სახლში მივედი უკვე იმის იმედით რომ ვინმე მაინც მეტყოდა თანხმობას, მაგრამ მხოლოდ იმით შემოიფარგლებიან რომ “დაგირეკავთ” და მერე აღარაფერი ისმის.
ასე აკეთებდა ყველა, ეს არის საშინელება, როდესაც ადამიანს იმედს აძლევ და მერე გეზარება დარეკვა. სურვილი მაქვს ხოლმე ეგეთი ადამიანები შუაზე გავგლიჯო.
ერთ-ერთ სახლთან რომ უნდა მივსულიყავი, გზა ამებნა, ვიდექი ასე გაშტერებული და იქაურ მდიდრულ სახლებს ვათვალიერებდი, რა ლამაზია აქაურობა, თითქმის ყველას ორსართულიანი სახლი აქვს, სხვადასხვა ფრად შეღებილები, მორთულები, უზარმაზარი ბაღებით, ბასეინებით, ხეხილებით.. ერთი ბედნიერებაა ასეთ სახლებში ცხოვრება. იმ დღეს პირველად მივადექი მდიდრულ უბანს. იქამდე მხოლოდ ქალაქით შემოვიფარგლებოდი, გადავწყვიტე აქაც მეცადა ბედი.
უცებ გოგოების ჯგუფს რომ მოვკარი თვალი, რატომღაც ჩავთვალე რომ ეს იყო ის გასაუბრება, რომელსაც ასე გულმოდგინედ ვეძებდი ამიტომ გამეღიმა და მათკენ წავედი.
- გამარჯობათ, უკაცრავად აქ გასაუბრებაა?
- კი - დამცინავად ამათვალიერა გოგომ, ალბათ არ მოეწონა ჩემი გრძელი კაბა და ჩვეულებრივი მაიკა, არაფრით გამორჩეული
- ამას ვინ აიყვანს - გავიგე უკან ვიღაც ტყლარწიას ხმა და თვალები ავატრიალე
- აბაა - დაეთანხმა მეორე - ალბათ მოსამსახურედ თუ გაქაჩავს თორემ.. - გადაიკისკისა ამაზრზენად
- აი მოდის ვატუსკა - მივარდნენ ვიღაც ბიჭს და ყველა სათითაოდ ეკითხებოდა რაღაცას
- მგონი მისამართი შემეშალა - ჩემთვის ჩავიბურტყუნე და გაბრუნება დავაპირე იმ ბიჭის ხმა რომ გავიგე, გარს შემოხვეულ გოგოებს გადავხედე რომლებიც გაოცებული აფახულებდნენ თვალებს
- ეი გოგონი! მოიცადე - ჩემკენ წამოვიდა
- რა მოხდა?
- კასტინგიდან გაბრუნება არ შეიძლება! - გამიცინა, ხელი გადამხვია და უზარმაზარ ეზოში შემატარა.
როგორც კი სახლში შევაბიჯეთ გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა, ისეთი გემოვნებით იყო მოწყობილი აი კინოებშიც რომ არ მინახავს, ყველაფერი ნათელ და ლამაზ ფერებში იყო გადაწყვეტილი, აქედანვე ეტყობოდა უამრავი ოთახი ჰქონდა სახლს და ფაქტიურად ლაბირინთს წარმოადგენა, პირველად რაც გავიფიქრე “რა დაალაგებს ამ სახლს” და უკმაყოფილოდ მოვპრუწე ტუჩები. შემდეგ დერეფანში დაკიდებულ ფოტოების თვალიერებას შევყევი და რამდენიმეზე გამეღიმა კიდეც, სულ ბოლოს ვიღაც ახალგაზრდა სიმპატიური ბიჭის ფოტო ეკიდა, რომელმაც განსაკუთრებით მიიპყრო ჩემი ყურადღება.
- მოგეწონა? - ირონიულად ამათვალიერ ჩამათვალიერა გადაპრანჭულმა გოგომ და მხარი გამკრა - ეს ბიჭი შენი არასდროს არ იქნება - ყურში რასაც ჰქვია ჩამყვირა და ქუსლების კაკუნით გაიარა მთელი დერეფანი
- ვის სჭირდება - ჩავიბურტყუნე ჩემთვის და “მოსაცდელ ოთახში” შევაბიჯე. იქვე ბოლოში დავიკავე ადგილი და დაველოდე როდის დაიცლებოდა ამ გადაპრანჭულებისგან ოთახი, რომ ბოლო შევსულიყავი, არა ეს რამე ეფექტის ან აკვიატების გამო კი არა, უბრალოდ არ მიყვარდა ვინმესთან ჩხუბი ჩემი რიგიაო, თანაც აქ მჯდომებს რომ გადავხედე არამგონია რომელიმეს დაეთმო ჩემთვის ადგილი.
3 საათი სრულიად მშვიდად და აუღელვებლად ველოდი როდის მოვიდოდა ჩემი რიგი, გაოცებული ვუყურებდი სლუკუნით გამოვარდნილ გოგოებს და აღშფოთებას ვერ ვმალავდი, როგორ შეიძლება ასე მიიტანო გულთან ადამიანმა ის რომ დაგიწუნეს? სულ გაგიჟდა ეს ხალხი! ბოლოს და ბოლოს ამათმა პასუხი მაინც იცოდნენ და მე? გაგანია სიცხეში ველოდებოდი ხოლმე გარეთ როდის მოვიდოდა ჩემი რიგი, მერე იმედით გამოვდიოდი იქედან და როგორც ყოველთვის ვრჩებოდი მშრალზე. თავიდან ძალიან გამიჭირდა მაგრამ ყველაფერს ეგუება ადამიანიო, ხომ გაგიგიათ!

***
ლალი და მაკა
კასტინგი

- რა უაზრობას ვაკეთებთ ამხელა ხალხი რა - ხელი ავიქნიე - ხომ გითხარი ტუჩებდაბერილი და მოტკეცილშარვლიანის გარდა არავინ მოვა მეთქი?!
- კარგი რა მაკუსი, რა ვიცოდი მე ასე თუ იქნებოდა! ამდენ გოგოში ერთი მაინც როგორ ვერ გამოერია ნორმალური?
- წესიერი გოგო მოვა აქ? - დავუქაჩე წარბები და იმ წამს გაღებული კარებისკენ გავიხედე - ეს ვინღაა?
ოთახში მოკრძალებულად, არა არა ზედმეტად მოკრძალებულად ჩაცმული გოგო შემოვიდა, მის დიდ შავ თვალებს აქეთ-იქეთ დაბნეული აცეცებდა და იღიმოდა რათა უხერხულობა დაემალა, გამიკვირდა მისი აქ ყოფნა მაგრამ არ შევიმჩნიე
- მგონი მოვიდა - გადმომიჩურჩულა ლალიკომ და მეც უხმოდ დავუქნიე თავი
- გამარჯობათ მე..
- თვითონ დაგისვამთ კითხვებს თუ შეიძლება! - გააწყვეტინა ლალიკომ მკაცრად და ისეთი სახით გადავხედე წამში გაჩუმდა
- მოგესალმები ჩემო კარგო, შენი სახელი?
- სესილი - გამიღიმა
- რამდენი წლის ხარ?
- 23
- ძალიან კარგი, შენი აქ მოსვლის მიზეზი?
- ქალბატონო მე სამსახურის საძებნელად მოვედი, სახლი ამებნა და ძლივს მოვაგენი აქაურობას, აი მოსამსახურის თაობაზე რომ იყო განცხადება - ხელს დაბნეულად ატრიალებდა ჰაერში და ძლივს ვიკავებდი ღიმილს
- არა, აქ მოსამსახურის თაობაზე არ არის გასაუბრება, მაგრამ მემგონი უკეთესი შემოთავაზება გვაქვს - თვალი ჩავუკარი ლალიკოს - სესილი, ჩვენ დახმარება გვჭირდება, სანაცვლოდ კი შენ დაგეხმარებით
- ეს როგორ? - შავი თვალები უფრო დიდი გაუხდა და რამდენჯერმე დაახამხამა, ჩამეღიმა მის უბრალოებაზე
- ჩემს შვილს ცოლი სჭირდება დროებით
- რას ამბობთ! - წამოხტა უცებ
- მომისმინე ბოლომდე - გავაჩერე, მასთან მივედი და ადგილზე დავაბრუნე - უბრალოდ მომისმინე ხო? - თავი რომ დამიქნია შემდეგ გავაგრძელე - 1 წლით, ჩვენ არაფერს გთხოვთ, მითუმეტეს არც იმას რომ მის გვერდით დაიძინო, ეს მისი ან შენი სურვილიდან გამომდინარე იქნება, თქვენ ყველას დასანახად იქნებით შესანიშნავი წყვილი, ამისთვის მხოლოდ თამაშია საჭირო, მე გპირდები პირადად რომ შენს ოჯახს ყველანაირად ვუზრუნველყოფ, არანაირი მუშაობა არ დასჭირდება არცერთს - თმა ყურს უკან გადავუწიე და სახეზე მივეფერე, რატომღაც ყველაზე მეტად მომინდა რომ ეს გოგო გამხდარიყო ჩემი რძალი, თუნდაც 1 წლით.
- მე არ ვიცი, დედას უნდა დაველაპარაკო - ტუჩი მოიკვნიტა ნერვიულად
- მითხარი შენი მისამართი და მე თვითონ დაველაპარაკები, ხვალ მოვალ!
- კარგით - ფურცელზე დამიწერა და მომაწოდა - ნახვამდის!

***

- ეგ გოგო აარჩიე არა? - დამიქაჩა თვალები ლალიკომ
- ხო, ძალიან კარგი გოგოა - ჯერ კიდევ მის მიერ გახურულ კარს შევცქეროდი ღიმილით
- აჰა, მშვენიერი, “პროსტა” ცოტას წაუსოფლელებს! - ტუჩები გააწკლაპუნა
- ზოგჯერ მგონია რომ 18 წლის გოგო ხარ და არა 40 წლის ქალი! - თვალები ავატრიალე - წავიდეთ, მაქსიმეს უნდა დაველაპარაკო!
- აჰა - წამოდგა და უკან ამედევნა - რას მიწუნებ ერთი, გული არ ბერდებაო არა! - გადაიკისკისა და დივანზე გადაწვა
- როდის ისწავლი ნორმალურად ჯდომას? - დავუბღვირე
- წადი მაქსიმეს დაელაპარაკე! - ენა გამომიყო და მეც ეგრევე მისი ოთახისკენ წავედი.

***

- როგორც ყოველთვის ბოლო ხმაზე მუსიკა! - გაბრაზება არ შევიმჩნიე და საერთოდ გავუთიშე მთელი აღჭურვილობა
- კარგი რა მაკა! - დაიბუზღუნა და ხელი წაიღო ჩასართველად
- მოიცადე მაქსიმე! სალაპარაკო გვაქვს!
- არ მითხრა რომ ისევ იმ საცოლეზე, არ მოგბეზრდა?
- არა, იმიტომ რომ ვიპოვე უკვე ვინც უნდა შეირთო ცოლად!
- უეჭველი მაგარი დაპრუწული და გადაშპაკლული ხო? - ჩაიქირქილა - მე არ მჭირდება ეგეთი გოგო მაკა!
- იქნებ გენახა ჯერ და მერე გელაპარაკა? - თვალები ავატრიალე - კარგი რა მაქსიმე! ამ ერთხელ გამომყევი!
- კარგი ხო ოღონდ ახლა მარტო დამტოვე რა - კულტურულად გამომიშვა ოთახიდან
- იცოდე ხვალ 3ზე მივდივართ და არ დაიწყო ბევრი ლაპარაკი!
- გავიგე, გააწყალეს რა გული! - ჩაიბურტყუნა და კარები ცხვირწინ მომიხურა.
არ მეგონა თუ არ შევუვარდებოდი და თმებით არ ვითრევდი, მაგრამ მაქსიმალურად მოვთოკე თავი.


***
სესილი

- დე მოვედი - დაღლილ-დაქანცულმა შევაბიჯე ოთახში და დედიკოს მოვეხვიე
- მოხვედი ჩემო პატარა, როგორ ჩაიარა დღემ?
- რავიცი კარგად, მგონი, მისმინე ხვალ ერთი ქალი მოვა აქ და უნდა დაგელაპარაკოს, მე ვერ გეტყვი ვერანაირად რაც უნდა - ამოვიხვნეშე და რბილ სავარძელში მოვთავსდი
- შენ მითხარი არ გირჩევნია?
- მე რომ გითხრა გაგიჟდები! ის კიდევ ნორმალურად აგიხსნის და გაიგებ!
- კარგი ხო, შეჭამ რამეს?
- კი გამიმზადე რა რამე, მისმინე კიდევ ხომ არ დაურეკავს?
- არა, ისეთი უპასუხე კიდევ თუ გაბედავს დარეკვას რავიცი - ამოხვნეშა და უცნაური მზერით გადმომხედა
- არ ვაპატიებ დედა!
- კარგი რა სესი, არ არის ეგ სწორი საქციელი
- მისი საქციელი იყო სწორი? ასე უნდა მივეტოვებინე მამას ამბის მერე და თავის ძუნწ მშობლებზე დაეჯერებინა?
- შენც ხომ იცი, ეგრე არ უნდოდა, უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა
- მაგიჟებ დედა რა! როგორ შეიძლება მოღალატის მხარეს იყო, მაგის ოჯახი არ იყო მამას წასვლის მერე წიხლები რომ დაგვიშინა? რომ გაგვლანძღა არაფერი გაგვიკეთებია ისე?
- სესილი.. - ამოიოხრა და სალათა თეფშზე გადმომიღო - არ არის დე საჭირო ყველაფერი გულთან ახლოს მიიტანო, მესმის გეტკინა მაგრამ ისინი ნანობენ
- დე.. ზოგჯერ სინანული დაგვიანებულია, აწი მითუმეტეს! ჩემი გულის კარები სამუდამოდ დაიკეტა მოღალატე ნათესავებისთვის
- როგორც გინდა დე, იმედი მაქვს ოდესმე მოგიბრუნდება გული - თავზე მაკოცა და ოთახიდან მოწყენილი გავიდა.
საღამოს ფიქრებში გართულს ჩამეძინა.
ძირითადად ჩემს “მომავალ პრინცზე” ვფიქრობდი, ძალიან მაინტერესებდა როგორი იქნებოდა გარეგნულად, რამდენიმე ვარიანტი წარმოვიდგინე კიდეც, მაგრამ მაინც სხვას ველოდი რაღაც განსაკუთრებულს. უფრო სწორად, ველოდები უხეშ, უზრდელ და ცივ ადამიანს, რომელსაც არავის მიმართ არ გააჩნია გრძნობები, მემგონი მართლა ისეთი იქნება, როგორიც არიან მდიდარი მამიკოს ბიჭები.
ზედა ტუჩი ზიზღისგან ამითრთოლდა, არ ვიცი რა მემართება ეგეთი ბიჭების დანახვისას, მაგრამ მასეთი ხასიათის ბიჭის გამწარების საშუალება თუ მეძლევა, მაქსიმალურად გამოვიყენებ!

***

დილით საკმაოდ ადრე გამეღვიძა, მთელი დილა ვნებივრობდი საწოლში მხოლოდ 1 საათზე ვინებე და წამოვიზლაზნე, რა კარგია დასვენება და ძილი, შეგიძლია რამდენი ხანიც გინდა იმდენი ხანი იძინო და არავინ შეგაწუხოს, მითუმეტეს აწი, არა ჩემი ამბავი არ მიხარია, რადგან ვინ იცის რა შემხვდება! ვინ იქნება ის თავშიავარდნილი და ფულებით განებივრებული ბიჭი, მაგრამ თუ დედა კარგად იქნება.. არაფერს ვჩივი ყველაფერს ავიტან, ოღონდ მის თვალებზე ცრემლი აღარ დავინახო და ასე არ იშრომოს დილა საღამოს.
ბედნიერებისგან გავიზმორე, არც ვნერვიულობდი, რაც იქნება, იქნება! როდემდე უნდა მივიტანო ყველაფერი გულთან?!
1 საათში გამზადებული ვიჯექი ჩემს ოთახში და სარკეში ჩემს თავს ვუყურებდი, ვერაფრით ვერ გადამიწყვეტია გავიკეთო მაკიაჟი თუ არა?
ბოლოს მაინც “ისეთმა მნახოს როგორიც სინამდვილეში ვარ” - მეთქი და “საკრასკავები” უჯრაში ჩავდე. კმაყოფილი ღიმილით დავწვდი ჩემს დღიურს და ახალი ამბების წერას შევყევი.
- კარზე ზარია შვილო! - ამომძახა ქვემოდან დედამ და მეც კიბეები ისე სწრაფად ჩავირბინე ლამის თავბრუ დამეხვა
- გამარჯობათ - ფართოდ გავუღიმე კარების ზღურბლზე მყოფ ქალბატონს და სახლში შემოვატარე
- ამ.. ჩემი ბიჭი ამოდის საყვარელო! დაელოდე! - ღიმილით გადამკოცნა და თვალი ჩამიკრა
- კარგით - ამ დროს დედაც გამოვიდა და ოთახში შეიპატიჟა, ღმერთმა იცის რა მოხდება!
- ოჰ, შენ ხარ ჩემი საცოლე? - გავიგე დამცინავი ხმა და ადრესატისკენ რასაც ქვია სახე მორყეულმა გავიხედე
- შესაძლოა - ცალი წარბი მაღლა ავწიე და ავათვალიერ-ჩავათვალიერე - დიდი ვერაფერი
- რაო? - წარბები შეკრა წამში და ჩემთან ძალიან ახლოს გაჩნდა
- ოჰ! გეწყინა? - სევდიანი სახე მივიღე
- როგორ მელაპარაკები?
- იმნაირად!
- ზედმეტი მოგდის!
- შიშისგან მუხლები მიკანკალებს! - გავიცინე და ოთახისკენ წავედი უცებ მკლავში რომ მწვდა და კედელზე ამაკრა
- რაო პატარავ, ასე ცდილობ ჩემი ყურადღების მიპყრობას?
- ვუაიმე, შენ მე ვისში გეშლები? შენს ძ*კნა მეგობრებში? - გადავიკისკისე და ხელები გავაშვებინე - 1 წელი გაგიძლებ, მერე კი დავისვენებ! - ტუჩები დავპრუწე და ზურგი ვაქციე
- არადა ვიფიქრე მაგარი ნაშა იქნებოდა მეთქი, მაგარ ღამეებს გავატარებდი, ვნებიანს და..
- გაჩუმდი - თითი გამაფრთხილებლად ავუწიე და თვალები დავუქაჩე - შენი ხმა არ გავიგო!
- რა მორცხვი ხარ გოგოო - გაიცინა და ტ*აკზე ხელი წამომარტყა
- შენ..შენ როგორ ბედავ? - ხელების ქნევა დავიწყე და ერთი-ორი სახეშიც მოვარტყი გამწარებულმა - უნამუსო, უჯიშო და გაუზრდელი ხარ! - კიდევ ერთხელ გავარტყი სახეში და დავტოვე დერეფანში თვალებგაფართოებული.

***
ზემოთ ავვარდი და იმდენი ხანი ვტიროდი სანამ თვალები სულ მთლიანად არ დამიწითლდა, მრცხვენოდა ასე ქვემოთ ჩასვლა მაგრამ ვიცოდი დედას პასუხის გასაგებად აუცილებლად დამიძახებდნენ, ამდენი კვირა იყო უშედეგოდ ვეძებდი სამსახურს და ვერაფერს ვპოულობდი, სადღაც გაქრა ის ჩემი უდარდელი პერიოდი, მამა რომ მყავდა გვერდით და თავზე მევლებოდა, უკვე 23 წლის ვიყავი და მარტო მხოლოდ დედის ანაბარა ამ დედამიწაზე, ამაზე უკეთესს ვერაფერს შემომთავაზებდნენ ამიტომ ალბათ დედა თუ მკითხავდა ჩემს აზრს ყველა ვარიანტში თანხმობას განვაცხადებდი.. არაუშავდა, გავუძლებდი ყველაფერს დედას მომავლისთვის, საზრუნავი რომ აღარ ჰქონოდა და ღამეები არ გაეთენებინა.
უცებ კარები გაიღო და ჩემს ოთახში ვიღაც შემოვიდა, რატომღაც დედა მეგონა
- დე რა უპასუხე? - ბალიშიდან თავი არ ამიღია ისე ვკითხე და ჩემს საწოლზე რომ ჩამოჯდა გამიკვირდა, ასე არასდროს აკეთებდა ხოლმე.
- სესი - გაოცებული და გაფართოებული თვალებით ავიხედე ზემოთ და არც მეტი არც ნაკლები ჩემს ლოგინზე ის ვაჟბატონი იჯდა - ნუ ტირი რა გთხოვ
- რატომ? რაში გადარდებს? ან საიდან იცი ჩემი სახელი? - ამოვისრუტუნე მაგრამ ტირილი არ გამიგრძელებია
- მისმინე, არ მინდოდა ცუდად გამომსვლოდა უბრალოდ რომ თქვი “დიდი არაფერიო” გავღიზიანდი და მინდოდა გამებრაზებინე, გთხოვ რა არ იტირო - გაოცებული შევცქეროდი ადამიანს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ურჩხული მეგონა - მეორეც, ვიცი იმიტომ რომ მაკამ ტვინი გამომიღო შენზე ლაპარაკით, შენი სახელის იქეთ სახლში არაფერი არ ისმის - ჩაეცინა - მე მაქსიმე მქვია, ისე რომ იცოდე
- მაკა?
- დედაჩემი
- სახელით მიმართავ ხოლმე? - დავიჭყანე მე
- ხო, რაიყო? - გაოცებულმა გადმომხედა
- რაღა სახელით, უამრავი რამე არსებობს, დედა, დედიკო, დე რავიცი
- კარგი რა, არასდროს არ მიმიმართავს ეგრე! - ხელი აიქნია
- კარგი კარგი რავიცი - მხრები ავიჩეჩე და ლოგინიდან წამოვდექი
- ასე არ ჯობია? - გამიღიმა და შუბლზე მაკოცა, მე სიზმარში უფრო მეგონა თავი ვიდრე რეალობაში.
ქვემოთ უხმოდ ჩავედით, მანამდე ცოტა მაკიაჟი გავიკეთე დასიებული თვალები რომ დამემალა, ერთად რომ დაგვინახეს ჯერ გაოცება გამოესახათ სახეზე, შემდეგ კი გაეღიმათ
- ხომ გეუბნებოდი - გადაუჩურჩულა ქალბატონმა დედას და მეც ჩამეღიმა, თავი გავატრიალე რომ არ შეემჩნიათ.
- მოდით ბავშვებო - ფეხზე წამოდგა დედა და დაგვაჯინა გვერდიგვერდ, თან ვამჩნევდი როგორ გვაკვირდებოდა, განსაკუთრებით მაქსიმეს, თვალებში ეტყობოდა რომ ძალიან მოეწონა ბიჭი.
- მოკლედ, ჩვენ კი შევთანხმდით სესილი მაგრამ შენი აზრიც გვაინტერესებს! - საუბარი წამოიწყო მაკამ
- მე თანახმა ვარ, დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ - გავიღიმე და მაქსიმეს გადავხედე რომელსაც კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
იმდენი ილაპარაკეს მართლა ტვინი აგვხადეს!
ყველაფერი დაწვრილებით გამოკითხა დედაჩემმა.
როგორც გაირკვა, 1 თვე მათთან ვიცხოვრებდი და მაისის დასაწყისში ვიქორწინებდით, ცოტა ხოუნდა გაგვეცნო ერთმანეთი? პირღია რომ არ დავმგდარიყავით იქ.
მოთქმით გამომაცილა დედაჩემმა კარებში და იმ პირობით ჩამსვა მანქანაში რომ ყოველდღე დავურეკავდი და ხშირად ვესტუმრებოდი.
რა მექნა? მათი სახლი საკმაოდ შორს იყო ჩემი მშობლიური სახლიდან. ამიტომ ყოველდღე ნამდვილად ვერ მოვინახულებდი.

***
ისევ ნაცნობი სახლი, ეზო, ოთახები, ჩვენი ოთახი საკმაოდ დიდი აღმოჩნდა, არც კი ვიცი როგორ უნდა გვეურთიერთა, რადგან ეტყობოდა რომ ზედმეტად გათამამებული ბიჭი იყო, რომელსაც დარწმუნებული ვარ უამრავ გოგოსთან ექნებოდა ურთიერთობა, მე კიდევ ერთი უბრალო გოგო ვარ, ბიჭზე ნაკოცნი კი არა სერიოზულად დალაპარაკებულიც არ მაქვს.
მოკლედ, ერთი სოფლელი ვარ ამათ ენაზე რომ ვთქვა!
მშვენივრად მოვეწყვე, გარდერობი იმხელა აღმოჩნდა რომ ნამდვილად ვერ შეამჩნევდა ჩემი ძალიან ცოტა ნივთის არსებობას, სულ რამდენიმე კაბა და ზედა მქონდა, ჯინსები ერთი ორი, რომელსაც მხოლოდ ექსკურსიებზე ვხმარობდი და რამდენიმე მთლიანი კაბა, დედაჩემის დაჟინებით ნაყიდი.
- სესილი, როგორ მოეწყვე? - ღიმილით შემოვიდა მაკა ოთახში
- კარგად ქალბატონო, მადლობა - გავუღიმე და იქვე დივანზე ჩამოვჯექი
- რა ქალბატონო, მაკა დამიძახე თუ შეგიძლია! - თავზე ხელი გადამისვა, აშკარად ძალიან მოვწონდი, ან მე მეჩვენებოდა ასე.. რავიცი
- კარგი მაკა, მაქსიმე როდის მოვა?
- ოჰ, შენ საერთოდ ვერ გაიგებ მაქსიმეს არსებობას - გადაიკისკისა, ჩემს ენაზე “მსუბუქად” - ის საერთოდ არ ატარებს დროს სახლში, ძირითადად მის მეგობრებთან არის, რომლებსაც ღმერთმა უწყის სად დაჰყავთ
- აჰა, ესეიგი სახლში არ ათენებს?
- არა, არასდროს, სესილი, რა მინდოდა შენზე მეკითხა
- გისმენთ! - ინტერესიანი მზერა შევავლე, რატომღაც აქამდე არ დავკვირებივარ მის გრძელი ნატიფ თითებს, რომლებიც ჰაერში ისე ლამაზად მოძრაობდნენ საუბრის დროს სუნთქვას გიკრავდა, დიდი მწვანე თვალები ჰქონდა, მაქსიმე დედას გავს აშკარად, ლამაზი თხელი ტუჩები და სწორი ცხვირი, გრძელი ყავისფერი თმა მხრებზე აქვს დაყრილი და მოკრძალებულად და მოხდენილად აცვია. გაოცებული ვუყურებდი რამდენიმე წუთი
- მისმენ? - მხარზე ხელი დამადო
- ამ, უკაცრავად - დავიბენი
- მინდოდა გამეგო რა გეგმები გაქვს მომავალში, რადგან აქ ცხოვრობ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ უნდა იმუშაო ან არ უნდა ისწავლო
- იცით, მუშაობა ვერ დავიწყე - დავიმორცხე - თუმცა მაგისტრატურაზე მინდოდა ჩაბარება
- რა პრობლემაა, მაშინ მასწავლებლები მოვძებნოთ რომ იმეცადინო, შემდეგ ზაფხულში დასასვენებლად გაგიშვებთ სადმე კურორტზე და სექტემბრიდან მუშაობასაც დაიწყებ - ტაში შემოკრა და ოთახი მოათვალიერა - ეს ოთახი ასე დაგხვდა?
- არა - ნერვიულად გავიცინე - მე მივალაგე
- უჰ, ოდესმე თუ ვინმე მოიყვანს გონზე მაქსიმეს, არაფერს დავეძებ! - ამოიოხრა და ოთახიდან კაკუნით გავიდა - სასიამოვნო დღე ჩემო ლამაზო!
- მადლობა, თქვენც ასევე
- თქვენ? - თავი შემოყო კარებში
- შენც - გავიცინე

***
სახლის დათვალიერებაში ვიყავი გართული ორი გადაპრანჭული გოგო რომ დამიდგა წინ
- შენ ახალი დამლაგებელი ხარ? - წარბი ამიწია ერთმა - რას ათვალიერებ აქ? წადი და დაალაგე! თავისი ადგილი არ იციან რა ამ სოფლელებმა - უემოციო სახით შევცქეროდი და არაფერს ვპასუხობდი სპეციალურად
- აბა ვინ იქნება, გახედე რა აცვია - ხელი ჩემსკენ გამოიშვირა ქერამ - თანაც ნახე რა უტიფრად გვიყურებს, რაო ასე გიხარია აქ რომ მუშაობ? - მის უაზრო კითხვებს უფრო ირონიული სახით შევხვდი და მგონი უარესად გავაცოფე
- გოგონი - თითი ჩემსკენ გამოიშვირა წაბლისფერთმიანმა - მოშორდი აქედან!
თვალები ავატრიალე და ისე ჩავუარე თითქოს წამის წინ საერთოდ არ იდგნენ იქ.
ქერამ როგორც გავიგე გამოკიდება სცადა, ალბათ თმებით მითრევდა და მერე მე აღმოვჩნდებოდი “სოფლელი”.
საცოდავი ქაჯი.
წაბლისფერთმიანმა შეაჩერა.
არც ისე შორს ვიყავი მათგან, იქაურობას ვათვალიერებდი უცებ “მაქსიმე”-ს რომ მოვკარი ყური
- გოგო, მაქსიმეს შეურჩიეს საცოლე? - დაიწიკვინა ქერამ
- არამგონია ჯერ
- იმედია ვერ უპოვიან ვერავის, ბოლოს მე მომიყვანს ცოლად! - გადაიკისკისა ქერამ, ჩემი დაჟინებული და ირონიული მზერა არცერთს არ შეუმჩნევია აშკარად.
- გოგო თუ უპოვეს?
- გავანადგურებ!
- კარგი რა, 1 წელი უნდა იყოს მისი ცოლი მთელი ცხოვრება ხო არა!
- უბრალოდ.. ნერვები მეშლება, როდესაც ვფიქრობ რომ ვიღაცას ჩემზე მეტი უფლება ექნება - ჩაიღრინა რასაც ქვია, ქვედა ტუჩი კბილებს შორის მქონდა მოქცეული რომ არ გამცინებოდა. იმ მომენტში პატარა უსუსურ არსებას უფრო ჰგავდა ვიდრე სიყვარულისთვის მებრძოლ ქალს, თავიდანვე ეტყობოდა, პირველივე შეხედვისას რომ ფულის მეტი არაფერი აინტერესებდ ამ ქვეყნად. მაქსიმესნაირ სიმპატიურ ბიჭს დამატებული ფული კიდევ იდეალური ვარიანტი იყო მისთვის. რომ წარმოვიდგინე მაქსიმეს გვერდით დამინახავდა რა სახე ექნებოდა კინაღამ ჩავბჟირდი სიცილისგან, მაგრამ მალევე გამოვეცალე იქაურობას ახალი შარი რომ არ ამეკიდებინა.

***

- სესილი - ამომძახა ქვემოდან მაკამ - ჩამო, საჭმელი მზად არის!
- ახლავე!
სასადილო ოთახში სანამ შევიდოდი მაქსიმე წამომეწია და ხელი მომხვია
- პრივეტ სესი - ცხვირზე დამკრა თითი
- პრივეტ მაქს
- მაქს?
- ხო არ შეიძლება ასე მოგმართო?
- როგორ არა - გამხიარულდა უფრო - წამოდი შევიდეთ
ხელიხელ გადახვეულები რომ შევედით, ჯერ მაკას სახე გენახათ და მერე იმ ორი ქაჯმაჯუნას, ორივეს სახე მოერყა მაქსიმეს გვერდით რომ დამინახეს, თანაც პატარა საქმეა, დამლაგებელთან, ხელიხელგადახვეული და თან იცინოდა. რაღაცებს მეჩურჩულებოდა.
ისე მინდოდა მეხარხარა ლამის სუნთქვა შემეკრა, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე
- ეს ვინ არის? - წარბები შეკრა წაბლისფერთმიანმა
- ეს სესია, მაქსიმეს საცოლე - ჩემდა გასაკვირად მაქსმა სკამი გამომიწია და თავის გვერდით დამაკავებინა ადგილი, მემგონი ამ ბიჭზე ცუდი წარმოდგენა შევიქმენი თავიდანვე და ძალიანაც შევცდი.
- მიხარია მაქსიმე სახლში რომ ხარ! - გაუღიმა მაკამ და დაბღვერილ გოგოებს გადახედა - სესილი, ეს ნატაა, ჩემი შვილი, ეს კი ქეთაა ნატას ბავშვობის დაქალი - ხელით მანიშნა გოგოებზე, ამ ქერას თავიდანვე ეტყობოდა ქერა რომ იყო ტვინითაც.
ისეთ სახეებს კერავდა მე არ ვიცი ეს ბიჭს საერთოდ როგორ შეიძლება რომ მოეწონოს, არადა მშვენიერი გოგოა, სახეც აქვს, ტანიც და ყველაფერი, უბრალოდ რომ იტყვიან სუფთა ქერაა რა! აქამდე ამ მითის არ მჯეროდა მაგრამ ამ ქეთას რომ დაინახავ ადამიანი, რთულია არ დაეთანხმო.
ორივემ ჩაიღრინა
- სასიამოვნოა - გავუღიმე ორივეს და თვალი ჩავუკარი, ამაზე უფრო დაიჭყანა ორივე, თუმცა მშვიდად ჩაიარა სადილმა, ნელნელა ვეჩვეოდი აქაურობას და ვცდილობდი მათ წესებს მოვრგებოდი.
მშვენივრად გავერთე იმ სვეცკების რეპლიკებზე, არადა როგორ ცდილობდნენ რომ ავეგდე? განზრახ მეუბნებოდნენ საშინელებებს მაგრამ რისი ადვოკატი ვარ მე მათნაირებს რომ ავყვე, რამდენჯერმე ჩემს სოფლელობაზეც ჩაარტყეს მაგრამ მე ვითომ არაფერი გამიგია ისე, ბოლოს რომ ვეღარ გაუძლო ქერამ ჩემს ურეაქციობას ხელი დაარტყა მაგიდას და მისდასაუბედუროდ გადაწკეპილ კაბაზე მთელი საჭმელი დაეღვარა. მაქსი კინაღამ გაიგუდა იმდენი იცინა, მაკა და მე ძლივს შეკავებული ღიმილით ვუმზერდით ისტერიკაში ჩავარდნლის, ბოლოს ამოიკივლა და გავარდა ოთახიდან გაბრაზებული.

***

ერთი კვირა ისე გავიდა დიდი არაფერი მომხდარა, უბრალოდ ვესალმებოდით ერთმანეთს, სახლში ხშირად მოდიოდა, ღამეს არასდროს არ ათევდა, მომიკითხავდა და თავის მეგობრებთან წავიდოდა.
ერთ საღამოს დაახლოებით 8 საათისთვის რომ დაბრუნდა, მის გვერდით მოვთავსდი და ინტერესიანი მზერა მივაპყარი
- მაქს
- გისმენ სესი - ღიმილით გადმომხედა
- შეიძლება მეც წამოვიდე კლუბში? მაინტერესებს შენი მეგობრები - დავინახე როგორ გამოესახა გაკვირვება სახეზე შემდეგ მოიღუშა - კარგი, არაფერი თქვა, გასაგებია რომ გიტყდება ჩემი - ავდექი და უკან მოუხედავად ავედი ჩემს ოთახში.
რა საჭირო იყო ზედმეტი სიტყვები? ჩემნაირის გამოჩენა რომ გაუტყდებოდა მაგაში ორი აზრი არ არსებობდა.
ხოდა მეც არ გავურთულე საქმე იმით რომ თავი ემართლებინა.
ჩემს საყვარელ, უკვე საყვარელ ბალიშს ჩავეხუტე და ვცდილობდი რომ დამეძინა, უფრო ცრემლებისგან ვცდილობდი რომ გავქცეულიყავი.
ოთახში ფეხაკრეფით შემოვიდა და ოდნავ შემანჯღრია
- გაიღვიძე სესი
- არ მეძინა - საწოლზე წამოვჯექი
- ბოდიში რა, უბრალოდ ჩემი მეგობრები ისეთები არ არიან როგორიც შენ გგონია, შეიძლება უხეშად მოგექცნენ
- არ მოვდივარ მაქს, რა საჭიროა ამდენი ახსნა?
- არა წამოდი, მინდა შენი თვალით ნახო ყველაფერი - თავზე ხელი გადამისვა - მერე არ მითხრა არ გამაფრთხილეო
- შენ ამირჩიე ტანსაცმელი მაშინ კარგი? - თვალები ავუფახულე - ჩაცმულობაზე მაინც არ დამცინონ!
- კარგი - გარდერობში შეძვრა და ერთ-ერთი კაბა გადმოათრია, სად იპოვა არ ვიცი მაგრამ დიდი ხანი კი იყო გასული რაც არ ჩამიცვამს.
- ეს ჩაიცვი! ცოტა მაკიაჟიც გაიკეთე ხო?
უხმოდ დავუქნიე თავი და გამოპრანჭვა დავიწყე, წინ რთული და ამავდროულად სასიამოვნო საღამო მელოდებოდა.


***

დაახლოებით 1 საათში შავ კაბაში გამოწყობილი ვიდექი მის წინ, მსუბუქი მაკიაჟით, ნუ რათქმაუნდა სათვალე ვერ მოვიხსენი მაგრამ ეგ არაფერი.
მოკლე იყო კაბა, დროდადრო ქვემოთ ვექაჩებოდი, მემგონი პირველად გამოვდივარ ამდენი წლის შემდეგ ქუჩაში ასეთი მოკლე კაბით. მახსოვს ერთხელ მაიძულეს და ცუდად დამთავრდა, არც მინდა იმ საშინელი დღის გახსენება. მაღლები არ ჩამიცვამს, ვერ ვიტყვი პრინცესას ვგავდი, მაგრამ არც ისე ცუდად გამოვიყურებოდი რომ ვინმეს დაეცინა.
- კარგად გამოიყურები - გადმომხედა და შემდეგ ისევ გზას დაუწყო ყურება - იმედი მაქვს მოგეწონება იქაურობა
- ვეცდები რომ არ შეგარცხვინო - ამოვიოხრე და საზურგეს მივეყრდნენი, ფეხები დამატეხა ამ მაღლებმა, მაგრამ ამას შევიმჩნევდი?!
კარები გამიღო, აბა ახლა ამას ჯენლტმენობა შეეშლება?! ღიმილით გადმოვედი მანქანიდან და ერთად შევაბიჯეთ კლუბში.
აშკარად ძალიან პოპულალურია, წამში ყველას ყურადღება ჩვენსკენ იყო მომართული.
ამაყად მივაბიჯებდი, ვცდილობდი ირონიული, დამცინავი, გამწარებული, გახარებული და აღფრთოვანებული მზერები დამეიგნორებინა.
ისე მივაღწიეთ მისი მეგობრების მაგიდასთან გვერდზე არ გამიხედავს, ახლაღა გავაანალიზე რომ ისე ვიყავი ჩაფრენილი მის მკლავზე მემგონი სისხლის მიმოქცევა შევუჩერე, ერთიანად გალურჯებოდა ხელი. ფრთხილად დავუზილე ყველასგან შეუმჩნევლად და ხელს ფერი რომ დაუბრუნდა გავაგრძელედ გზა, ახლა უფრო მხნედ. განსაკუთრებულად ვგრძნობდი იმ საღამოს თავს და ძალიან მსიამოვნებდა.
როგორც კი მაგიდას მივუახლოვდით ეგრევე შევამჩნიე რამდენიმეს უკმაყოფილო მზერა, რამდენიმეს რა, სულ ორი გოგო იჯდა მაგიდასთან და 2 ბიჭი, ინტერესიანი მზერა მოვავლე ყველას და მოკრძალებულად მივესალმე.
- გაიცანით ეს ჩემი საცოლე სესილია - წარუდგინა ჩემი თავი ყველას - ესენი კი მათე და ლაზარეა
- სასიამოვნოა - ღიმილით წარმოვთქვი მაგრამ რატომღაც ლაზარესგან და მათესგან მივიღე მხოლოდ ღიმილი პასუხად, ეს ფაქტი საშინლად არ მესიამოვნა,, გოგოები აგდებულად მათვალიერებდნენ თავიდანვე - ესენი კი რუსკა და თამჩოა - გაუღიმა გოგოებს, გოგოებმაც ნაძალადევი ღიმილით უპასუხეს, რომელიც დაჭყანვას უფრო გავდა ვიდრე ღიმილს.
- გამიხარდა თქვენი გაცნობა - მშვიდად წარმოვთქვი და მაქსის გვერდით დავიკავე ადგილი, ვგრძნობდი როგორი დაჟინებით მიყურებდნენ, ცოტა ხანში ის ქერა და წაბლისფერთმიანი შემოგვიერთდა, ამ ქერას სულ ასეთი სახე აქვს ნეტა? თუ რამე ნიღაბია? ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული მაქსმა რომ ჩამჩურჩულა ცოტა ხანში მოვალო და ვიღაც ბიჭებთან გავიდა.
- დიტო მალე მოვა? - თვალები დააკვესა თამჩომ
- კი ალბათ, რავიცი - მხრები აიჩეჩა ლაზარემ - ჩვენი ძმაკაცია, წესით მალე უნდა მოვიდეს - თვალი ჩამიკრა
- კარგი - დავუქნიე თავი და იქაურობას მზერა მოვავლე
- ანუ შენ ხარ მაქსიმეს საცოლე? - ამათვალიერა ისევ
- კაი რა თამჩ, დაანებე თავი ვერ ხედავ როგორი გოიმია? - ეს უკვე რუსკა იყო, მე ღიმილით ვუსმენდი მათ საუბარს, რატომღაც არ მადარდება რას იტყოდნენ
- გოგოებო! - ჩაიღრინა ლაზარემ - რა საჭიროა ასეთი მოპყრობა ადამიანზე?
- ლაზოო, მიიღე რძალი? - ჩაისისინა თამჩომ და მზერა გამისწორა - შენი სახელი? რაღაც ვერ გავიგე
- სესილი! - საფირმო ღიმილს არ ვიშურებდი არცერთისთვის
- გამარჯობათ - ბოხმა ბარიტონმა გაიჟღერა ჩვენთან ახლოს და მეც იმ მხარეს გავიხედე
- გამარჯობა - გაიწელა თამჩო და რუსკა, მეჩვენება თუ ერთ ბიჭს ეპრანჭებიან? რას გაუგებ ამ გადატკლეცილ გოგოებს.
ჩემი ვარაუდით დიტომ ყველას მოავლო მზერა და ჩემზე შეჩერდა
- შენ? - ცალი წარბი მაღლა აზიდა და დავინახე როგორ მოერყა სახე გაბრაზებისგან
- ეს სესილია! - ჩამეკვეხა თამჩო სანამ რამეს ვიტყოდი
- სესილი?
- მაქსიმეს საცოლე - დაახეთქა რუსკამ და მინდოდა შუაზე გამეგლიჯა ასეთი უტაქტობისთვის, მეც მქონდა ენა რომ მეპასუხა ადამიანისთვის!
- ძალიან გინდოდა არა ასეთი ბიჭის ცოლობა? შენნაირი გოგო რატო იტყოდა უარს - ამაზრზენად ამათვალიერა, იქვე ჩამოჯდა და ლუდი მოსვა, თან თამჩოს გადახვია ხელი და დავინახე როგორ დაიჭყანა რუსკა. ესენი უეჭველი გაგლიჯავენ ერთმანეთს ძალიან მალე და კარგადაც ვიხალისებ.
დიტოს დამცინავი ტონი არ გამკვირვებია, ველოდებოდი კიდეც, აქ მხოლოდ ლაზარემ და მათემ მიმიღო ისე როგორც საჭირო იყო და ესეც საკმარისად მიმაჩნდა რატომღაც.
- მიცნობ? - თვალი თვალში გავუყარე და ღიმილიდან ირონიულ მზერაზე გადავედი - თუ არ მიცნობ ენას რატომ მიტლიკინებ ბი-ჭი? - ბოლო სიტყვები კარგად დავუმარცვლე
- ნორმალურად მელაპარაკე გოგო! შენნაირი ხამები კარგად ვიცი რაზე არიან წამსვლელები!
- მეგონა მაქსს მისნაირი კარგი მეგობრები ჰყავდა მაგრამ ზოგიერთი ვერ შეურჩევია - წავკბინე წამში და ჩემს კოქტეილს დავწვდი
- ეს ნახე რა! წაუგრძელებია ენა - გამოენთო თამჩო დიტოს დასახმარებლად
- არ ვიცოდი დამხმარეებიც თუ გჭირდებოდა ლაპარაკში - მზერა გავუსწორე და თვალი ჩავუკარი, გაოცებული მიმზერდა
- გოგო ხარ და თავს ვიკავებ თორემ.. კარგად ვიცი რასაც გიზამდი ახლა - ჩაიღიმა და მზერა ამარიდა
- ფანტაზიას შორს ნუ გაუშვებ დიტუ! - ამ სახელის დაძახებაზე შექანდა და ისეთი დაბინდული მზერა მომავლო ასე მეგონა შუაზე გადამგლიჯავდა, მაგრამ შეძლო და თავი ხელში აიყვანა
- დიტუ?
- თამჩო, რუსკა და დიტუ, მშვენიერი ტრიო ხართ - გადავიკისკისე და მზერა გავუსწორე - რაიყო რას შექანდი ადგილზე?
- არაფერი - ჩაიღრინა - სად არის მაქსიმე?
- გავიდა და მოვა მალე - მხრები ავიჩეჩე, ხმა აღარ ამოუღია, დროდადრო გამოაპარებდა ხოლმე მზერას ჩემსკენ და შემდეგ ისევ იმ გაწანწალებულებს ელაპარაკებოდა.
ამოვისუნთქე, ზედმეტი შარი ნამდვილად არ მჭირდებოდა.
ამასობაში მაქსიც მოგვიახლოვდა, გამიღიმა და ჩემს გვერდით მოთავსდა
- ვა დიტო ძმა, როდის მოხვედი?
- ახლახანს - მოკლედ უპასუხა და თვალი ჩაუკრა
- გაიცანი ჩემი საცოლე? - ხელი გადამხვია
- ხო, გავიცანი
- ხო მაგარი გოგოა? - გაიცინა და მანაც მოსვა ლუდი, ჩამეღიმა - როდის მიდიხარ უკრაინაში?
- ხვალ, რომ ჩამოვალ სალაპარაკო გვექნება, გასარკვევი გვაქვს რაღაცები
- რა მოხდა?
- გეტყვი რომ ჩამოვალ მერე მანამდე ყველაფერი უნდა გავარკვიო
- როდის ჩამოდიხარ?
- 1 თვეში
- მშვიდობაა? - ლაზარე და მათე წინ გადმოიხარა და ინტერესიანი მზერა გაუსწორეს დიტოს
- მშვიდობაა, ჯერჯერობით! - მზერა ჩემზე გადმოიტანა და მანიშნა შენ გეხებაო, მინდოდა კბილებით გამეგლიჯა მაგრამ თავი შევიკავე. ირონიულად გავუღიმე და იმის მერე მისკენ არც გამიხედავს, ვგრძნობდი დაჟინებულ მზერას მაგრამ არ ვიმჩნევდი.



***
- კარგი საღამო იყო მგონი - ხელი გადამხვია მაქსმა და შუბლზე მაკოცა - იცი მართალი იყავი, ჩემი მეგობრები კარგია რომ გაიცანი, დიტო უცნაური ტიპია, ბევრი რამ მოხდა და იმის მერე შეიცვალა, ცოტა უხეშია მაგრამ რომ გაგიცნობს მერე დარწმუნებული ვარ კარგი მეგობრები გახდებით
- იმედი მაქვს მეც - საპასუხოდ გავუღიმე და წელზე ხელი მოვხვიე
- აუ როგორ მიხარია შენნაირი გოგო რომ შემხვდა საცოლედ, მეშინოდა ვინმე გადაპრანჭული არ შემხვედროდა ან თუნდაც ქეთა - ნერვიულად გაიცინა
- რატომ ვერ იტან იმ გოგოს ასე ძალიან? - თვალები მოვჭუტე - რამე მოხდა თქვენს შორის?
- აუ რავიცი რა.. კი მოხდა… იმის მერე ვერ ვიტან, დრო მოვა ყველაფერს გაიგებ, ნელნელა მოგიყვები
- დიტოს რა საქმე ჰქონდა?
- მაგაზე მაგრად ვნერვიულობ, რამე ისეთი ხომ არ არის ისე, წლების წინ დიდი პრობლემა შეგვექმნა, დაახლოებით შენხელა რომ ვიყავი მაგრამ მალე მოვაგვარეთ, იმედია წარსულს არ ვუბრუნდებით
- ისე, სიმართლე გითხრა მეგონა განებივრებული და თავშიავარდნილი ბიჭი დამხვდებოდა, მართლა არ ველოდი ასეთი კარგი თუ იქნებოდი
- გულწრფელი საუბრების საღამო გვაქვს?
- ჰო, რადგან შენ მითხარი მეც არ დაგიმალე
- კარგი გოგო ხარ, მემგონი აცივდა უკვე ჯობია სახლში მივიდეთ
უხმოდ დავუქნიე თავი.
ცოტა შემთვრალი იყო და დაბანცალებდა, რამდენჯერმე გაგვეცინა მაგრამ დიდად ხმა არ ამოგვიღია მთელი გზა, სიჩუმე ზედმეტი იყო იქ მაგრამ აშკარად ვერცერთ ვერ ვბედავდით რაიმეს თქმას, გვაკავებდა რაღაც ამოუცნობი, რაც ჩვენს შორის არსებობდა.
ვერ გეტყვით მომწონდა თუ არა მაქსიმე, მაგრამ პირვანდელი შთაბეჭდილება რაც მეთვითონ შევიქმენი აღარ მქონდა. მსიამოვნებდა მისი ყოველი შეხება, ყურადღება, სითბო, ისიც კარგად მქონდა გაანალიზებული რომ მე არ ვუყვარდი და არც შევუყვარდებოდი.
განა შეიძლებოდა ასეთი მაღალი, მწვანეთვალება, სწორცხვირიანი და წაბლისფერთვალება ბიჭს, მხარბეჭიანს და საოცრად მოხდენილს, მოწონებოდა ჩემნაირი შავთვალება და შავთმიანი “სოფლელი”?! რომელიც ბევრად განსხვავდებოდა, არამარტო გარეგნობით არამედ წარმომავლობითაც.
ალბათ ბევრი იფიქრებს რატომო, მაგრამ საქმე იმაშია რომ პრეტენზია არასდროს მქონია ვყოფილიყავი ყველაზე მდიდარი ადამიანის ცოლი, ან მყოლოდა უბრალოდ მილიონერი ქმარი. ეს ჩემდაუნებურად მოხდა, სულ რომ მიმაჩნდა ეგეთი ადამიანები თავშიავარდნილი იდიოტები იყვნენ აი მაქედან იყო ალბათ რომ მეშინოდა მაქსიმესთან შეხვედრის.
გარეგნულად წუნს ვერ დაუდებ, შინაგანად ხომ საერთოდ.
ვაღიარებ მომწონს.
თანაც როგორ არანორმალურად, იმ დღიდან მომწონს რაც კარებში დავინახე, ირონიული ტონით რომ მომმართა, ყველაზე მაგარი ის არის რომ არც ის ელოდებოდა “ჩემნაირს” და არც მე ველოდებოდი “მისნაირს”.
ყველაფერი ბედი იყო ალბათ, შემთხვევით მოვხვდი იმ სახლში და შემთხვევით გავხდი ასეთი მაგარი ბიჭის საცოლე.

***
- მოხვედით? - კარებში მაკა შემოგვეგება და ორივე გადაგვკოცნა - რას ვიფიქრებდი ამ ყაზირალს თუ მოიყვანდა სახლში ვინმე ასე გვიან?! - თვალი ჩამიკრა და მისაღებ ოთახშიც შევედით. - სესილი დედი, არ გინდა საქორწინო მზადებაში ჩაერთო?
- დიახ რათქმაუნდა, დიდი სიამოვნებით - მის გვერდით დავიკავე ადგილი და რამდენიმე ვარიანტი მანახა.
- აუუ, კარგი რა დედა სესის ნუ გადარევ ახლა! - მაკამ თვალები რომ დაუბრიალა ძლივს შევიკავე ხარხარი და ჩუმად ჩავიცინე.
- მაქსიმე, როგორ იქცევი! - გაიბუსხა უცებ
- კარგი რა ბოდიში მაკუსი, უბრალოდ ძლივს ნორმალური გოგო შემირჩიე და ამდენი რაღაცით მეშინია არ გაგიჟდეს - გაუცინა და ხელი მოხვია - მაკუსიი, შემირიგდი!
- კარგი ხო - ენა გამოუყო პატარა ბავშვივით და მანაც მიეხუტა - საზიზღარი ბიჭი ხარ მაგრამ ჩემი შვილი ხარ რავქნა ხომ არ გადაგაგდებ! - მაქსმა ისეთი სახით გახედა მეგონა ახლა ადგებოდა და წავიდოდა, მაგრამ ორ წუთში სიცილი რომ ატეხა მივხვდი რა მაფიაც ტრიალებდა დედა-შვილს შორის და მეც გამეღიმა.
- არ მოგვაქციო ყურადღება სესილი, უბრალოდ ასეთი იუმორი გვაქვს
- მივხვდი - გავუცინე და ფერების არჩევა გავაგრძელე.
ისინი საუბრობდნენ მაგრამ არ მომისმენია, ბოლოს რამდენიმე ვარიანტი შევთავაზე
- მე აქედან სამივე მომეწონება, აწი შენ აარჩიე გენდობი - ლოყაზე ვაკოცე და მაქსს ხელი დავავლე - აბა მაქსიმე
- აუ მაქსი დამიძახე, ეგრე უფრო მომწონს - ტუჩები წინ გამოწია სასაცილოდ და მერე ორივეს ისტერიული სიცილი აგვიტყდა
- ხო მაქს, სახლში უნდა გაათენო დღეს და ნახო როგორია იქ ძილი!
- ეს ჩემი არაა, შემომაპარეს - ჩემკენ გამოიშვირა თითი და მერე ხელები გადააჯვარედინა - ვინ ხარ? სადაა სესი?
- სესი ვარ მე და ნუ მაიმუნობ, წამოდი ზემოთ!
- ტახტზე შენ იძინებ მაშინ - ისევ გაჩერდა შუა გზაში და ფეხს აბაკუნებდა თან ნერვიულად
- კარგი დავიძინებ - ხელები დანებების ნიშნად ავწიე და ზემოთ ავათრიე - რა მძიმე ხარ
- ეე, მძიმე არ ვარ მე - პატარა ბავშვივით ლუღლუღებდა საყვარლად - საყვარელი უფრო ვარ აღიარე
- გეყოფა მაქს - ვითომ გავბრაზდი მაგრამ მაინც გამეპარა ტუჩის კუთხეში ღიმილი
- აღიარე მეთქი!
- ხო ვაღიარებ კარგი
- რომ რა?
- ძალიან საყვარელი რომ ხარ, ახლა დაიძინე
- კარგი გოგო ხარ შენ, მე ვიძინებ ტახტზე! - შუბლზე მაკოცა და ტახტზე გაიშხლართა - მართლა კარგი გოგო ხარ - რამდენიმე წუთში წამოყო თავი.
- დაიძინე მაქს, ძილინებისა.

***
მაკა

- გოგო რას შვება შენი სარძლო? - თვალები დამიქაჩა ლალიკომ და ყავა მოწრუპა, აი ზუსტად ისე მთელი 40 წლიანი მეგობრობის განმავლობაში რომ ნერვებს მიშლიდა, ვეჩხუბებოდი და თავისას “აწვებოდა” მის ენაზე რომ ვთქვათ.
მე და ლალიკო?
აი რომ იტყვიან “ტრუსიკის” მეგობრებიო ისე ვართ მთელი ცხოვრებაა.
ჩემზე ადრე გახტა და გათხოვდა, მაშინ 15 წლის იყო, ერთ მშობლებს არ გავუჩენივართ თორემ ყველაფერი საერთო გვქონდა. ყველა ჩვენი ისტორია ერთმანეთთან იყო დაკავშირებული.
მერე მე გავთხოვდი 19 წლის ასაკში, ჩემი ქმარი და ლალიკო ისე დაძმაკაცდნენ ჩემზე ბედნიერი არავინ იყო.
ლალიკო რომ დაქვრივდა და მარტო დარჩა პატარა ვატოთი ხელში ჩემმა ქმარმა, სახელს აქვე ვიტყვი - გიგამ გაუწია მამობა.
მაქსიმე და ვატოს შორის დიდი განსხვავება არ არის, მხოლოდ 2-3 წელია დაახლოებით, თუმცა რომ გითხრათ გადამკვდარი ძმაკაცები არიან მეთქი არა. უბრალოდ კარგად არიან ერთმანეთთან და თუ საჭირო გახდა მხარშიც დაუდგებიან ერთმანეთს.
იმდენი წელი ვცხოვრობდით კარგად და ბედნიერად რომ არც მახსოვდა “უბედურება” ამ სიტყვის მნიშვნელობა.
მერე 16 წელიწადში ყველაფერი აირია.
მარტო დავრჩი 15 წლის მაქსიმეთი და 12 წლის ნატათი ხელში.
გიგა საყვარელთან გაიქცა, რომელსაც მხოლოდ ერთი შვილი ტატო გაუჩნდა.
ხოდა იმაზე არიან გადაყოლილები მთელი მისი ჯიში და მოდგმა, მეზიზღებიან, დრო იყო ჩემზე გიჟდებოდნენ, ოღონდ ჩემმა ქმარმა სამსახური დააწყებინოს, მათ გაუნათლებელ და გაუთლელ შვილებს და ნებისმიერს შეუძვრებიან, თუნდაც არაწესიერი მოეყვანა გიგას.
გიგას ვერ ვაპატიე, წლების მერე დამიბრუნდა, უკვე მაქსიმე 20 წლის რომ იყო, მე არ მივიღე და მაქსიმემ მითუმეტეს.
კარგად ახსოვს ალბათ როგორ ვიყავი და ვერ აპატია.
თუმცა დღემდე აქვთ ურთიერთობა, მერე მოიხედა ჩვენსკენაც ვაჟბატონმა.
მოკითხვა დაუწყო ბავშვებს, გასეირნება.
მაგრამ შეიძლება კი ბავშვობის ტრამვა შეცვალო ადამიანმა წლების მერე?
არვიცი არვიცი..
ასე გრძელდება დღემდე, ოჯახიდან მხოლოდ ნატას აქვს ურთიერთობა მასთან, მხოლოდ ის აკითხავს, კითხულობს. დანარჩენი მხოლოდ აქეთ ხდება
- ეი მისმენ? - ფიქრებიდან გამომარკვია ლალიკომ
- ისე კარგად გაუგო მაქსიმემ რომ ვეჭვობ სამუდამოდ დავიტოვებ!
- კარგი რა, მაშინ ცოტა “გამოვიყვანოთ” ჯობია, დავამუშავოთ რა!
- რა ენაზე ლაპარაკობ შენ საერთოდ? - თვალები ავატრიალე
- მთელი 40 წელია მიცნობ ქალო და კიდე ვერ დაიმახსოვრე ჩემი ენა? გადამრევ შენ მე, ის ტყლაპო ისტერიკებშია?
- ტყლაპო?
- ქეთა!
- ეგრე ნუ ეძახი რა, ცოდვაა - დავიჭყანე მე
- აბა აბა, საწყალი - ვითომ ცრემლი მოიწმინდა - ეგ ძუ*ნა ეგ! - ჩაიღრინა და მაგიდაზე ფეხები შემოაწყო
- ჩამოიღე ეგ ფეხები, ვერაფერი გასწავლე რა! - ჩავიფრუტუნე და ყავა მოვსვი
- არ შემიძლია ეს შენი ჩარჩოები, უნდა ჩამოგიმტვრიო ერთი - ენა გამომიყო პატარა ბავშვივით
- რამდენი წლის ხარ შენ? - თვალები დავუქაჩე
- 18ის, იდეალური ასაკი მაქვს მინდა გითხრა! - თმები შეისწორა და ამაყად გაიჯგიმა - აბა შენს თავს შეხედე შე ბებრუხანა
- როგორ არ შემომაკვდი აქამდე მიკვირს! - თავი გავაქნიე
- ვაიმე რას ამბობ, სანამ შენ შენს წესებს დაიცავ “როგორ უნდა მოვკლათ ადამიანი” იქამდე ყველაფერი კარგი
- რა წესებს? - თვალი მოვჭუტე და ისევ მოვსვი ყავა
- როგორ უნდა დაჯდე როდესაც ადამიანს კლავ, იარაღი როგორ უნდა დაიჭირო, როგორ უნდა დაუმიზნო და ასე შემდეგ, შენი ჩარჩოებით შორს ვერ წახვალ მაკუსიი
- დამცინი არა? - ვითომ გავუბრაზდი და თავი გავატრიალე - მეტის ღირსი ვარ შენგან!
- კარგი რა მაკუსი, მართლა რათ გინდა ასეთი ცხოვრება? მიდი გაერთე იგულავე რამე რა..
- ვიფიქრებ - თვალი ჩავუკარი და გავუღიმე
- ეგრე რა! ისე როდის უნდა გამაცნო შენი სარძლო? უკვე 1 კვირა გავიდა - გააწკლაპუნა ტუჩები
- ახლა პიკნიკზე არიან წასულები, უკეთ უნდა გავიცნოთ ერთმანეთიო, დარჩი ამ საღამოს და გაიცნობ!
- ოჰო, ნახე შენ, რა ამბებში ყოფილან - გაიცინა და თვალი ჩამიკრა

***
- მოგწონს აქაურობა? - გადმომხედა მაქსმა და თან პიკნიკისთვის მომზადებული რაღაცები ამოალაგა
- ძალიან, არ ვიცოდი ამ ადგილის შესახებ - თვალი მოვავლე
- ლისის ტბა არ იცოდი? - გაოცებულმა გადმომხედა
- ჰო, რა მოხდა? მერე რა რომ თბილისში გავიზარდე, შენნაირად კი არ დავდიოდი ყველგან, სულ წიგნებთან ვიჯექი
- წიგნის ჭია ხარ - გამიცინა და ბუტერბროდები დააწყო
- ამდენი ვინ უნდა ჭამოს? - თვალები გამიფარდოვდა
- მე და შენ, ნუ შენ რა, მე! - გაეცინა თავის ნათქვამზე და წამოწვა - ისე, მე არ მცივა მაგრამ შენ შეგცივდება რომ ჩავა მზე, ამიტომ პლედიც წამოგიღე
- რა მზრუნველი ბიჭი ხარ, დღეს ღამე მოხვალ სახლში?
- მოვალ, რაც ქეთა აღარ დაწანწალებს ოთახებში მოვალ
- არ მითხრა ჩემს შეცდენას ცდილობდაო..
- ერთხელ კინაღამ - თავი გადააქნია - ჩვენმა მოსამსახურებ შემოგვისწრო, მაგარი გოგო იყო ეჰ
- რა მოუვიდა? - გაოცებულმა გადავხედე
- გააგდებინა ქეთამ ნატუკას, იმდენი ეჩიჩინა
- კი მაგრამ რატომ?
- შემოვიდა და დაემუქრა ქეთას თავს თუ არ დაანებებ მაქსს მაკას ვეტყვიო და ამანაც ისე გაიძურწა ოთახიდან იმის მერე 1 კვირა არ გამოჩენილა
- მოიცა იმ გოგოსთან რა ურთიერთობა გქონდა? - ცალი წარბი მაღლა ავზიდე და ხელები გადავაჯვარედინე
- შენი აზრით? - მუცელზე დაწვა და ხელებს დაეყრდნო
- მე რავიცი.. - ენა დამება
- გათხოვილი იყო, უბრალოდ ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და მიცავდა იმ ქაჯისგან
- პირველად ვნახე ბიჭს ასეთი გოგო “ეძლეოდეს” და არ უნდოდეს
- ეგეთი გოგოები რომ მეხვევიან გარს ზუსტად მაგიტომ არ მინდოდა..
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა ჩვენს შორის, არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა.
ისევ მის თავზე აიღო ინიციატივა და საუბარი დაიწყო თავიდან.
- ისე არ გიკვირს ასეთი კარგი ურთიერთობა რომ ჩამოგვიყალიბდა? - ინტერესიანი მზერა შემავლო
- კი როგორ არა, მე მეგონა დავჭამდით ერთმანეთს - გავუცინე და სენდვიჩს დავწვდი - მიხარია რომ სულ სხვანაირი ხარ
- ოო, მთავარია არ გავბრაზდე თორემ ისე უმიზეზოდ რატომ უნდა დამეწყო შენთან ჩხუბი?
- რავიცი აბა, ეგ მეც მიკვირს უმიზეზოდ რომ ჩხუბობენ და ერთ ამბავში არიან - მადიანად ვილუკმებოდი და თან ვეტიკტიკებოდი
- ჩემში დადებითი ემოციები გამოიწვიე და ალბათ ამან უფრო განაპირობა, ის არ მავიწყდება რომ ამათვალიერე და დიდი ვერაფერიო - ტუჩები სასაცილოდ გაბუსხა
- ვაიმე, ახლა ისეთი საყვარელი ხარ
- აი ხომ ხედავ, უკვე შენითაც აღიარებ რომ საყვარელი ვარ
- იმ დღეს რა მთვრალი იყავი, გვიან დაგეწია
- ხო გვიან მეწევა ხოლმე, სახლში რომ დავბრუნდები, აუ ერთხელ იცი ეგრე მოვედი და ქეთა დამხვდა ხალათში, მისაღებში იჯდა და ეტყობა მელოდებოდა, რომ მივედი შეიცხადა ვაიმე მთვრალი ხარო და ოთახში ამათრია, არადა ჯერ საერთოდ არ დამწევია, პირიქით ფხიზელი ვიყავი, მერე ვითომ დამიჯდა და მეკითხებოდა რაღაცებს, ვინ გიყვარსო, მეთქი ის გოგო, როგორიაო, ქერა.. ცოტა პაუზა გავაკეთე და შევხედე ლამის ხტუნვა დაიწყო და მერე დავუმატე ქერა რომ არის ის არა მეთქი, ისეთი გაბრაზება გამოესახა სახეზე კინაღამ კვამლი ამოუშვა, როგორ მინდოდა იცი მეხარხარა? - სიცილით იგუდებოდა და ძლივს მიყვებოდა ამბავს, მისი განწყობა მეც გადამედო და ორ ხმაში ვხარხარებდით
- აუ მე შემხვდა ეგ სანამ სადილზე ჩავიდოდით პირველ დღეს, ახალი დამლაგებელი მოუყვანიათო, მერე ხელიხელგადახვეულები რომ ჩავედით მისი სახე გენახა - ახალი ტალღა წამოვიდა ხარხარის, ერთმანეთს ვაწყდებოდით
- ვაიმე იმენა ქერაა რა!
- მაგარი - დავეთანხმე ღიმილით - ისე შენი და რატომ დაქალობს?
- რავიცი, ბავშვობის მეგობრები არიან და ეგ პონტია რა.. - დაიჭყანა და თვითონაც დაწვდა სენდვიჩს
- მაგარი დედა გყავს ძალიან - ჩემდაუნებურად გამეღიმა მაკას გახსენებაზე
- აუ კიი.. იცი რა მაგარი ადამიანია? შენ კიდევ არ იცნობ, სასწაულია მართლა, ყველაზე მეტად მიყვარს
- მეც ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი დედიკო - თვალები ამიცრემლიანდა მის გახსენებაზე
- მამაშენი? - ყოყმანობდა ეკითხა თუ არა
- გარდაიცვალა, 2 წლის წინ, მესამე კურსს სანამ დავიწყებდი
- არ ვიცოდი - წარბები შეკრა - როგორ?
- ამ.. არაფერი არ აწუხებდა მაგრამ უცებ მოხდა რა, ვერ გაიგეს - თავი ჩავხარე ჩემი მამიკოს გახსენებაზე
- მე მამა არასდროს მყოლია, უფრო სწორედ 15 წლამდე მყავდა, მერე ჩემთვისაც მოკვდა ნაწილობრივ - სევდიანად გამიღიმა
- კარგი რა, ნუ მიანიჭებ გასულ წლებს დიდ მნიშვნელობას.. ოჯახი ისეთი რამეა ყოველ წამს სჭირდება ურთიერთობებს გაფრთხილება, მოვლა, ჩაეხუტე სანამ ცოცხალია, სანამ შენს გვერდით არის
- რთულია სესი, არც ისე ადვილია მამას რომ არ უნდევხარ, ტატო მისთვის ყოველთვის ყველაფერი იყო!
- ტატო?
- ჩემი ნახევარძმა, იცი რა ალბათ მართალია, საყვარელი ადამიანებისგან შვილები უფრო მეტად უყვართ, აბა მე ვიყავი მისი პირველი სიხარული, მერე გაჩნდა ნატალი და ბოლოს ტატო, ტატო მაინც სიცოცხლეს ერჩივნა, 20 წლამდე არც მკითხულობდა, მთელი 5 წელი არაფრად გვაგდებდა, დედაჩემს წარმატებული კარიერა რომ არ ჰქონოდა ალბათ შიმშილით მოვკვდებოდით..
- მესმის, ალბათ ძალიან რთულია, მაგრამ იცი რა? ერთ დროს მამაც წავიდა სახლიდან, მაშინ 16 წლის ვიყავი.. მახსოვს მთელი ერთი წელი არ დაბრუნებულა, დედა ყოველ ღამე ტიროდა, მოთქვამდა და განიცდიდა, თანაც სიცოცხლეს ერჩივნა მამა, მერე რომ გამოჩნდა, ყველაფერი ვაპატიეთ და მივიღეთ, ხდება ხოლმე ადამიანები გაუაზრებლად უშვებენ შეცდომებს, უნდა ვაპატიოთ… მივიღოთ.. გავუგოთ..
- ვეცდები სესი, მაგრამ რთულია ამ ყველაფრის გაკეთება ერთდროულად, ალბათ მეც 5 წელი მჭირდება, ან 15 რავიცი
- დროს ნუ დაკარგავ სისულელეებზე ფიქრში, სანამ შეგიძლია, სანამ ცოცხალი ხარ არაფერია დაკარგული, პირიქით ყველა შანსი უნდა გამოიყენო ცხოვრებაში რომ შენს საყვარელ ადამიანებს გვერდიდან არ მოსცილდე!
- როგორ მიხარია რომ გაგიცანი - უცნაურად გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.
სასიამოვნოდ გავატარეთ ის პიკნიკი, მომდევნო კვირა სულ სიცილ-კისკისი ისმოდა სახლში, მადლობას ვუხდიდი უფალს რომ ასეთი კარგი საქრმო გამომიგზავნა, თუნდაც 1 წლით.

***
მაკა

- გოგო იმ დღეს ვერ დავრჩი, მაგრამ დღეს უეჭველი უნდა გამაცნო შენი სარძლო, თორემ დავიჭამე თითები ინტერესით უკვე! - ქოთქოთით შემოვარდა სახლში ლალიკო, ლამის სიცილი ამიტყდა მაქსიმეს გაოცებულ მზერაზე
- მაკა, რამ გადარია ეს?
- სესილის გაცნობა მინდა რამ და! - ჰაერში აღაპყრო ხელები და მსახიობურად შეიცხადა - ეს ქალბატონი არ მაცნობს 2 კვირაა ვეხვეწები უკვე!
- რას მეხვეწები, გითხარი დარჩი მეთქი და არ დარჩი, რა ჩემი ბრალია?
- შენ ხარ ჩარჩოებში მოქცეული თორემ გავიყვანდი ამ გოგოს სადმე კაფეში და მოვაწევინებდი სიგარეტს!
- ლალიკო! - თვალები დავუბრიალე და წამში მოკეტა მანაც
- არა, კარგი სიგარეტი არ იყოს, ერთი ორი ჭიქა გადაკარით კაცო, ნუ გამაგიჟე ამხელა ქალი
- შენგან არაფერი გამოვა!
- გამოდი და განახებ თუ არ არის გამოსული! - ენა გამომიყო და ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი - აბა სად არის კონკია?
- ჩამოვა მალე - გაუღიმა მაქსიმემ და თვალი ჩამიკრა, “ამას რა გაუძლებსო” იგულისხმა, გამეცინა
- შენ შვილო სიცხე ხომ არ გაქვს სახლში რომ ხარ? გიჭირს რამე? - სევდიანი სახით გადაულაპარაკა და ტუჩზე ვიკბინე რომ არ გამცინებოდა, სასწაულია ლალიკო რა, არ ბერდება მართლა
- არა ლალი დეიდა რა უნდა მიჭირდეს?
- დეიდა და ჭირი არა შენ აა! რა დეიდა, დაიკო დამიძახე ბიჭო - მხარზე ხელი გაკრა
- კაიი - უცნაურად გაიწელა მაქსიმე, შემოსულმა სესილიმ განმუხტა სიტუაცია თორემ მე და მაქსიმე რომ იტყვიან წკიპზე ვიყავით, ცოტაც და ალბათ ორივე ავკისკისდებოდით.
- გამარჯობათ - გაუღიმა ლალიკოს და ყავები დადგა მაგიდაზე
- სესილი გაიცანი ეს ლალიკოა ჩემი ბავშვობის განუყრელი მეგობარი, ლალიკო ეს ჩემი სარძლოა სესილი
- სასიამოვნოა შვილო, როგორ მომწონხარ, ცოტა მკაცრად მოგექეცი იმ დღეს, მაგრამ ბოლო რომ შემოდი მეგონა იმათნაირი იქნებოდი, ხოდა ვიფიქრე ახლა ამას რა გაუძლებს მეთქი, მაგრამ იმისთანა აღმოჩნდი, ოქრო! აგერ ამ ბებრუხანას თუ მოეწონებოდა ვინმე როგორ ვიფიქრებდი, რომ იცოდე როგორი ჩარჩოიანია გაგიჟდები, ყველაფერი წესის მიხედვით უნდა იყოს, მაგრამ ცუდი გოგო კი არ არის, პირიქით, სასწაულია რაღაც, ახლა რომ მისმენს ვიცი ისეთი სახით მიყურებს რომ გავიხედო ალბათ გაქცევა მომინდება, სახლიდან კი არა პლანეტიდან, ნასაში მივალ ალბათ და მოვითხოვ რამეს რომ გამიშვან რავიცი, ისე ბევრი ლაპარაკი კი მიყვარს, მაგრამ კარგ ხალხთან მარტო, რას ვიფიქრებდი ამას სახლში თუ დააბამდი?! - ჩამოარაკრაკა და სესილის გაოცებულ სახეზე უკვე სიცილი ვეღარ შევიკავე და გულიანად ავკისკისდი.
- სასიამოვნოა - ძლივს ჩააკვეხა სიტყვა და იქვე ჩამოჯდა, დაბნეული ახამხამებდა თვალებს და მაქსიმეს უყურებდა, მაქსიმემ ხელებით აჩვენა დამშვიდდიო და იმანაც ამოისუნთქა.
- ბებრუხანა
- რა გინდა რა? - მობეზრებულად გადავხედე
- არ დავლიოთ?
- გეყოფა ეს ქუჩური გამოხტომები ლალიკო, კარგი რა, ხომ იცი არ მიყვარს
- ხო ვამბობ ბებრუხანაა მეთქი რა - ხელი აიქნია და ყავა მოხრუპა
- ღმერთო ერთხელ იქნება მართლა დაგახრჩობ მაგის გამო! - კბილებს შორის გამოვცარი და გაბრაზებულმა გადავხედე
- ცადე შენც, კაია ხვრეპვა
- უტაქტო ხარ მითქვამს შენთვის?
- უფ, იმდენჯერ, აქამდე ერთ ყურში ვუშვებდი მეორედან გამოდიოდა, ახლა ყურშიც არ ვუშვებ, მეზარება, დავბერდი ეტყობა! - თვალები ამიფახულა და ისევ გააგრძელა თავისი საქმიანობა.
- არაფერი გეშველება რა!
- ვიცი ძეტკა!
- გამაგიჟა! - მუშტი შევკარი, ზოგჯერ მართლა ისე მინდება ვთხლიშო რომ არ ვიცი სად წავიღო ჩემი ბრაზი.
- ხომ გეუბნები, კეთილი გულისაა, არაუშავს, 40 წლისაა მაგრამ გამოვასწორებ! - თვალი ჩაუკრა სესილის
- ლალიკო! - დავუღრინე
- შენ კიდე რას მიაციქციქებ ყველაფერს გულთან? დ აიკიდე რა!
- როგორ ლაპარაკობ შენს თავს მოუსმინე!
- ოდესმე ხიხი სიტყვა გაქვს ნათქვამი?
- როგორი? - ცალი წარბი ავუწიე
- ხიხი, აი ბავშვებს რომ ეუბნებიან გააგდე ეგ ხიხიაო, ეგეთი რა - ჩაიქირქილა
- არ ვიცი სანამდე გავუძლებ ამ ტვინის ჭიას - ლამის ამოვიხავლე - ლალიკოო!

***

მთელი კვირა ქორწილისთვის მზადებაში გავატარეთ, მაქსი ისე შეიცვალე მაკა გაოცებული უყურებდა ხოლმე, დაგვატარებდა ყველგან სადაც კი მოვისურვებდით და საათობით გველოდებოდა.
რომ ვთქვა სახლში დაიწყო გათენება ღამის მეთქი არა, მაგრამ ყურადღება მოკლებული ნამდვილად არ ვიყავი, პირიქით იმაზე მეტ ყურადღებას მაქცევდა ვიდრე ღამენათევი პიროვნება შეძლებდა.
სულ რაღაც 1 კვირა არის დარჩენილი ქორწილამდე, კაბა ნაყიდი მაქვს, დარბაზი დავჯავშნეთ და მოკლედ მზადყოფნაში ვართ თითქმის.
ეზოში ვიჯექი და ჩემს საწყალ ნოკიას ხელში ვათამაშებდი ესემესი რომ მომივიდა ლამის ხელიდან გამივარდა მოულოდნელობისგან, როდის იყო ვინმე მწერდა რამეს
“სესი, რას შვები?”
ვინ იყო არ მიუწერია, მაგრამ ასე მხოლოდ მაქსი მომმართავდა ამიტომ ეგრევე მივხვდი ადრესატის ვინაობას და ჩამეღიმა
“ჰამაკში ვნებივრობ, შენ მაქს?”
“შეძლებ რომ გამოეპარო მაკას? საქმე მაქვს!”
“მაკა სახლში არ არის, ამიტომ თავისუფლად გამოვალ :D მოხდა რამე?”
“მისამართს მოგწერ 5 წუთში და იქ მოდი 1 საათში, გელოდები”
არაფერი მიპასუხია, გულაჩქარებული და საოცრად განცვიფრებული ავედი მეორე სართულზე და მომზადება დავიწყე.
არა არ მიკვირდა ან რამე, მაქსი ისეთი იყო მისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი, საოცრებებს აკეთებდა ხოლმე, ერთ-ერთ საოცრებაში შედიოდა ჩვენი პიკნიკი, სეირნობები და გულახდილი საუბრები.
ძალიან გამიხარდა მისი შემოთავაზება, მომწონდა სიმშვიდეში ცხოვრება, არ მინდოდა ჩვენს შორის დაძაბული ურთიერთობა ყოფილიყო.
ერთადერთი მის სამგობრობში ვინც არ მომწონდა დიტო იყო, რომელიც საბედნიეროდ მთელი 1 თვეა უკრაინაშია წასული და მხოლოდ ლაზარე და მათე ვიხილე მთელი 3 კვირის განმავლობაში. რომლებიც საკმაოდ თბილად და კარგად მესაუბრებოდნენ, თამჩო და რუსკას ყურადღებას არ ვაქცევ, აბა რა უნდა უთხრა იმათ რომ რამე გააგებინო?!
დაახლოებით 5 წუთში მისამართი მომწერა და მეც შევუდექი სამზადისს, შორს არ უნდა წავსულიყავი აქვე იყო ის ადგილი, კარგად ვიცოდი. მაგრამ რატომ მაინც და მაინც ვაჟაზე, Coffee room - ში არ ვიცი.
სადა ფრიალა კაბა ჩავიცვი, უფრო სარაფანს ჰგავდა, ლაღად ვგრძნობდი მასში თავს, არ მინდოდა შებოჭილი ვყოფილიყავი და სახე მომრყეოდა ტკივილისგან.

***
- სესი - გრაციოზულად, ღიმილით წამოდგა და ხელგაშლილი მომიახლოვდა - როგორ გამიხარდა რომ მოხვედი - მსუბუქად გადავკოცნე და სანამ ჩემი ადგილი არ დავიკავე იქამდე თავზე მედგა
- რა მოხდა მაქს?
- მოკლედ, სიმართლე გითხრა მაკამ შემიჭამა ტვინი, ვიცი ისეთი გოგო არ ხარ რომ ყველაფერი წესების მიხედვით უნდა იყოს და მილიონი ფოტო გჭირდებოდეს ინსტაგრამისთვის, ან facebook-სთვის, ან ტვიტერისთვის ნუ რაც არის რა.. ამდენი აღარ ვიცი
- ინსტაგრამს ვხმარობ მარტო, მაგრამ ეგ არაფერი, მითხარი რა ხდება - ინტერესიანი მზერა შევავლე, უკვე დავინტრიგდი, ვერ მივხვდი რა უნდოდა
- აი - ბეჭედი დამიდო წინ - ცოლად გამომყვები? - დამნაშავესავით ამომხედა ქვემოდან და მის სახეზე სიცილი ამიტყდა
- მალე გამიკეთე ბეჭედი თორემ ისეთი უხერხული სიტუაციაა გავწითლდები ალბათ მალე - ენა გამოვუყავი პატარა ბავშვივით და ისიც წამში გამხიარულდა
- ვაიმე, დღითიდღე მაოცებ რა! როგორ შეგიძლია ასეთი ლაღი და საყვარელი იყო არ მესმის
- ხედავ? მარტო შენ კი არ ხარ საყვარელი, ჰმ - ბეჭედი შევათვალიერე - ლამაზია
- ხო, მე აგირჩიე, ისეთი გოგო ხარ სვაროვსკებით და ბრილიანტებით გადაჭედილი ბეჭედი ვიცოდი არ გაგისწორდებოდა
- კარგია რომ მიხვდი, თითს ვერ მოვიმტვრევდი მაგის ტარებით - თვალი ჩავუკარი.
შეკვეთა მივეცით და ცოტახანი ჩუმად ვიჯექით.
- სესი
- ჰო
- აუ ქეთამ გამიხურა საქმე რა - ამოიოხრა - მირეკავს, მაკითხავს, მწერს, ხო ხედავ მე მაქსიმეს, მთელ თბილისში ცნობილს ამ ქაჯის მოშორება რომ გამიჭირდა და გეწუწუნები, ესეიგი რა დღეში ვყავარ!
- მესმის შენი, არ გინდა რომ ნატას აწყენინო ხო? - მკრთალად გავუღიმე
- ეგაა რა, აბა რა დამაკავებდა? აქამდე ისეთს ვეტყოდი რომ აღარსდროს გამოჩნდებოდა, ბოლოს და ბოლოს დავემუქრებოდი ვერაფერს თუ ვერ გაიგებდა - ღრმად ამოისუნთქა და ხელებს დაეყრდნო
- აცალე ცოტა ხანი და გაჩერდება, მიხვდება რომ არაფერში გჭირდება!
- იმედი მაქვს თორემ არამგონია მოთმინება დიდი ხანი მეყოს..
შემდეგ უხმოდ მივირთმევდით კერძებს და დროდადრო მკრთალად თუ გავუღიმებდით ერთმანეთს.
ყველაზე მეტად იმით ვიყავი ბედნიერი რომ ასე ძალიან მომწონდა მასთან ურთიერთობა, არც მე მჭირდებოდა ზედმეტი სიტყვები და არც მას, ერთმანეთის სიტუაცია რომ გაგვეგო.
დედაჩემი თითქმის ყოველდღე დადიოდა ყველგან, ცოტა ყურადღება რომ გადაეტანა მთელი საქორწილო სამზადისი მას და მაკას ჩავაბარე, მემგონი ჩვენზე კარგად ერთობიან, ისე კისკისებენ ხოლმე მინდა რომ შევუერთდე.
ამ დღეებში გავიცანი ლალიკო.
ქალი შოკია, წამში იმდენი ინფორმაცია მომაწოდა რომ გაშტერებული ვუყურებდი, ქარიშხალივითაა, შემოვა არევს ყველაფერს და გავარდება, თითქმის სულ ეგ ლაპარაკობს, მაკა შენიშვნებს თუ მისცემს ხოლმე.
როგორც გავიგე ვატო მისი ვაჟია, აი პირველ დღეს რომ შემხვდა, კარგი ბიჭი ჩანდა, ეტყობა მასაც ცნობილი რომ არის, მაგრამ რატომღაც მაქსის გვერდით არ მინახავს, გამიკვირდა საერთოდ დედები რომ დაქალები არიან ბავშვებიც მეგობრობენ ხოლმე.
დიდად ამაზე ფიქრით თავი არ ამიტკიებია, სახლში გვიან დავბრუნდით.
იმ საღამოს მაქსმა სახლში დაიძინა და მეც ბედნიერებისგან მემგონი ძილშიც მეღიმებოდა.
მსიამოვნება მისი ცვლილება, რათქმაუნდა ვხვდებოდი რომ ეს ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე იყო.
საერთოდ არ მინდოდა ზედმეტი თავსატეხი და უაზრო დაპირისპირებები.

***
დღეს ქორწილის დღეა, დილიდან ისე ვნერვიულობ უკვე მთელ სხეულს ვგრძნობ ციებ-ცხელებას, იქეთ აქეთ დავდივარ და მერე დაღლილი ორი წუთი დავისვენებ ხოლმე, შემდეგ უცებ წამოვხტები და ნერვიულად მიმოვდივარ ისევ ოთახში.
ხელის გულები გამიოფლიანდა და სისხლი საოცარი სისწრაფით მოძრაობს სხეულში.
განა რამეა? მეც ისე ვიქცევი გეგონებათ საყვარელ მამაკაცს ველოდებოდე. დღეს პირველად მომხსნეს სათვალე და გამიკეთეს ლინზები, არაფრით გამოვირჩევი ასეც და ისეც, უბრალოდ სათვალის ტარება უფრო მოსახერხებელია ჩემთვის.
მსუბუქი მაკიაჟი და თმები მაღლა ავიწიე, მიჭირს მაღლებზე სიარული, თეთრი მოკლე ჯერ წელში გამოყვანილი შემდეგ გაშლილი კაბა მაცვია და თეთრ მაღლებზე ვარ შესკუპებული. თანაც იმხელებზე ვშიშობ მაქსიმეს არ გავასწრო სიმაღლეში.
დედაჩემი მამცნობს სიძის მოსვლას და მეც ღიმილით ჩავდივარ კიბეებზე, ნერვიულობას არ ვიმჩნევ და გაბადრული ვეგებები.
ისე უხდება შარვალ კოსტუმი.. მოკლედ რომ ვთქვა ეგრევე დაცხა, არ მეგონა ასეთი რეაქცია თუ მექნებოდა.
- ძალიან ლამაზი ხარ - გამიღიმა და ლოყაზე ნაზად მაკოცა, მის უკან მოყოლილი დიტო რომ დავინახე სახე მომეღრიცა მაგრამ უცებ გავასწორე და მასაც ღიმილით შევხვდი
- გამარჯობა
- გაგიმარჯოს - უკმეხად მომიგდო და თავი გაატრიალა, მე ჩემს მეჯვარეს უკმაყოფილოდ გადავხედე ამის გამოხტომაზე და მანაც მანიშნა ნუ იმჩნევო.
ჩემი მეჯვარე თათიაა, ჩემი კარის მეზობელი და ბავშვობის მეგობარი, დაქალები არასდროს ვყოფილვართ და ჩემი საიდუმლოებებიც არ სცოდნია, მაგრამ რთულ მომენტებში გვერდიდან არ მომშორებია, პრინციპში მეტი რა არის მეგობრობა? არც არაფერი. ყოველთვის მერჩივნა ასე ვყოფილიყავი, ვიდრე დაქალისგან ღალატი გამომეცადა, ჯობდა არაფერი სცოდნოდა ჩემს შესახებ და მეც ნაკლებად მცოდნოდა მისი საიდუმლოებები.
მეგობრები ყოველთვის მყავდა, მაგრამ დაქალები და ძმაკაცები არასდროს, ვერიდებოდი ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან ყოველთვის ყველა ჩემი მამიდაშვილისნაირი მეგონა, ბავშვობიდან ისე მექცეოდა გეგონება ჩემზე მეტი იყო რამით. მეორე “ვითომ” ბიძაშვილი, ანუ ცოტა შორეული ნათესავი, ჩემთან დაქალობდასავით, მაგრამ ხელი მკრა და მისკენ დიდი ხანია არც გამიხედავს.

***
ქორწილი იდეალურად მიმდინარეობდა, მაკას და დედას შერჩეული დეკორაცია ძალიან მომწონდა, სხვადასხვა ფერის ყვავილებით ისე ლამაზად იყო მორთული ღიმილს მოგვრიდა თითოეულ სტუმარს, ძირითადად ვარდისფერ ფერში იყო გადაწყვეტილი მთელი დარბაზი.. მომწონდა ვარდების ყურება, რომელიც ჩვენს მაგიდასთან იყო ჩამწკრივებული. მთელი ქორწილი მაქსი გვერდიდან არ მომშორებია, პირიქით სულ ხელი ჰქონდა გადახვეული და საზოგადოებას მაცნობდა.
ცოტა ხანში ჩვენთან ლამაზად ჩაცმული ქალბატონი და ვიღაც ბიჭი მოვიდა, ეს ბიჭი ძალიან ჰგავდა მაქსს, ოღონდ მხოლოდ ტუჩებით და სახის მოყვანილობით, თითქოს ერთნაირები არიანო მაგრამ არა, მხოლოდ წამით მოგეჩვენებოდათ ასე.
ღიმილით მოგვიახლოვდნენ და ორივე გადაგვკოცნეს, დავინახე როგორ მოეღრიცა სახე თითოეულის შეხების დროს და ეგერევე მივხვდი მათი ვინაობის შესახებ.
- გამარჯობა რძალო - უცნაური ტონით მომმართა ბიჭმა - ალბათ არ მიცნობ, მე ტატო ვარ, შენი ქმრის ნახევარძმა, აპ - თითი ჰაერში აღმართა - შევასწორებ! საყვარელი ნახევარძმა, ეს კიდევ დედაჩემია ლილიანა - წარმიდგინა მის გვერდით ყელმოღერებული ქალი და თავი დამიკრა
- სასიამოვნოა - ძლივს ამოვიხავლე მაქსიმეს დამუშტულ ხელებს რომ შევხედე და ვეცადე ოდნავ შორს დამეჭირა მათგან თავი
- ჩემო კარგო, მაქსი ვერ გვიტანს, ჩვენ მათთან ურთიერთობა არც გვაქ, მაგრამ იქნებ რძალში მაინც გაგვიმართლოს და შენ მაინც დაგვიმეგობრდე - ვითომ ეწყინა ისე გადმობურცა ტუჩები და მის შვილს გადახედა
- მეც მაგის იმედი მაქვს დედა
მკრთალად გავუღიმე ორივეს, არაფერი მიპასუხია, მინდოდა რაც შეიძლება მალე დამთავრებულიყო ეს მასკარადი.
სხვა ვერაფერს ვუწოდებდი, რადგან აშკარად ვხედავდი როგორ თამაშობდნენ მაქსის ნერვებზე და ცდილობდნენ ყველანაირად გამოეყვანათ წყობიდან.
მივხვდი რომ ფიცხი ხასიათი ჰქონდა, იმ წამს დავაფიქსირე ეს ფაქტი, რათქმაუნდა მის შესახებ ნელნელა ვგებულობდი რაღაცებს, შესაბამისად ასეთ სიტუაციაში ჯერ არ მომხდარვართ.
მისკენ რომ წაიწია ხელზე ხელი წავავლე და მაგრად მოვუჭირე, წამით გაჩერთა და მზერა გამისწორა ისე დავუბრიალე თვალები რომ ადგილზე შექანდა და ჩამოჯდა, მკრთალად გაუღიმა იმათ და ისინიც გაწბილებულები გაგვეცალნენ
- შხამიანები! - ამოიღრინა - ორივე დედა-შვილი ერთი მოდგმის არიან, ასეთი საზიღრები!
- მაქს, ნუ ნერვიულობ, ხომ ნახე ცდილობდნენ რომ წყობიდან გამოეყვანე - სახეზე მივეფერე
- ვიცი, უნდათ რომ მამას თვალში ცუდად გამოვჩნდე, საწყალ პატარა ტატოს როგორ ვუჩაგრავ - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და უცნაური გამომეტყველებით გადმომხედა
- მადლობა სესი რომ შემაჩერე, თორემ მართლა არ ვიცი რა იქნებოდა! - საპასუხოდ მხოლოდ გავუღიმე და თავი დავუქნიე.
ცოტახანში დიტო მოგვიახლოვდა, ტელეფონზე ლაპარაკს რომ მორჩა და რაღაც ჩასჩურჩულა ყურში მაქსს.
- მალე მოვალ! - დამიბარა და მასთან ერთად გაუჩინარდა ხალხში.
მოწყენილობისგან არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ხანში შესული კაცი რომ მომიახლოვდა
- ესეიგი შენ ხარ ჩემი სარძლო? - გამიღიმა და თავზე ხელი გადამისვა - რა კარგი გოგო ხარ!
- დიდი მადლობა - დავიმორცხვე
- ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა, მე გიგლა მქვია, შენი სახელი?
- სესილი
- სასიამოვნოა სესილი, გაიცანი ჩემი მეორე ვაჟი?
- დიახ, გაგვეცნო უკვე
- ტატო - დაუძახა ხმამაღლა და ხელით მოიხმო
- რა ხდება მამა?
- სარძლოსთან ერთი ცეკვა არ უნდა იცეკვო მაზლმა? - გაუღიმა და ჩემი ხელი მის ხელებში მოათავსა, საშინლად არ მესიამოვნა მაგრამ ქაჯობას ხომ არ დავიწყებდი, ამიტომ შევიშმუშნე და გავყევი საცეკვაოდ.
რამდენიმე წუთი წყნარ მუსიკაზე ვცეკვავდით, მისი ხელი რომელიც ჩემს წელზე იყო მოთავსებული საშინელ დისკომფორტს მიქმნიდა, თანდათან ვრწმუნდებოდი რომ არიყო სწორი გადაწყვეტილება საცეკვაოდ რომ გამოვყევი, განსაკუთრებით მაშინ დავრწმუნდი ამაში, როდესაც მაქსიმეს განრისხებულ მზერას წავაწყდი. მერე მხოლოდ ის მახსოვს როგორ გამოგლიჯა ჩემი ხელი ტატოს და გასასვლელისკენ წამიყვანა ჩქარი ნაბიჯებით.


***
- მაქს, გეყოფა, მეტკინა, გამიშვი! - წყვეტილ-წყვეტილ ძლივს ამოვთქვამდი და მთელი ძალით ჩაფრენილ თითებს ჩემს მკლავზე ვცდილობდი დავსხლტომოდი მაგრამ ამაოდ.
- გაჩუმდი და წამოეთრიე!
- მო მი სმი ნე მ აინც მა ქს!
- ხმა მეთქი! - დამიბრიალა თვალები და ძალით ჩამტენა მანქანაში
მთელი გზა ხმა არ ამოუღია, დამფრთხალი ვუყურებდი და თან ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი, არ ვიცოდი ასეთი რეაქცია თუ ექნებოდა თორემ როგორ გავეკარებოდი ტატოს, ჩემს თავზე ვბრაზობდი და ალბათ საშუალება რომ მქონოდა მთელი ძალით გავირტყამდი სახეში.
ჩემი ბრალია ყველაფერი, რაც დავთესე იმას ვიმკი, რა მინდოდა, ხომ ჯობდა ქაჯი გამოვჩენილიყავი ვიდრე მაქსთან გამეფუჭებინა ურთიერთობა.
- გადმობრძანდი და სახლში შემოდი - ჩაიღრინა და ისე მოაჯახუნა მანქანის კარები ლამის ხელში დაიკავა.
ძლივს გადავბობღდი, მუხლები მიკანკალებდა ნერვიულობისგან, ხელები გამიოფლიანდა და ცრემლები მთელი ძალით მაწვებოდა თვალებზე.
ესეც შენი შესანიშნავი ქორწილი!
შესანიშნავი ურთიერთობა!
რა გულუბრტყვილო ვარ უფალო, როგორ ვერ ვისწავლე ჭკუა, თან ვლაპარაკობდი თან ხელებს ჰაერში ვიქნევდი, ძლივს მივაღწიე სიბნელეში სახლის კარამდე, როგორც კი შევაღე საშინელი ალკოჰოლის სუნი მეცა და ცხვირი ამიწვა
- მაქს, აქ ხარ?
- მოდი, ჩემო ერთგულო, ჩემო საყვარელო ცოლო! - ამოიბლუყუნა და ხელები გაშალა
- მაქს! მთვარი ხარ - საშუალება არ მივეცი რომ მოახლოვებულიყო
- მერე რა, შენ ხომ ასეთი მატყუარა, აფირისტი და მოხერხებული მყავხარ, ყველაფერს გაუძლებ - ნიკაპზე ხელი მომკიდა და ჩემი სახე დაკვირვებით შეათვალიერა - კარგად უნდა დავიმახსოვრო ეს გაიძვერა სახე - უხეშად შემიშვა ხელი და არყის ბოთლი მოიყუდა
- რა დაგემართა? მე მხოლოდ..
- ჩუ! ჩუ! შენ მხოლოდ, შენ მხოლოდ ცხოვრება დამინგრიე მეტი კი არაფერი - ჩემთან ძალიან ახლოს გაჩნდა და ყელში მწვდა - როგორ გაბედე ჩემი მოტყუება?
- მე არ მომიტყუ..
- კიდევ თავს იმართლებ? - თვალები დამიქაჩა და უცნაურად ჩაიცინა
- მაქს
- გეყოფა, შენი დანახვაც არ მინდა, წადი აქედან!
სულმოუთქმელად ავირბინე კიბეები და ოთახში შევვარდი, კარები გადავკეტე და მივეყრდენი, ცრემლებმა მისით იპოვეს გზა და მთელი ემოცია ამოვაყოლე ამ ყველაფერს, განა რა გავაკეთე ასეთი რომ გამიბრაზდა? რა დავაშავე? იქვე კედელთან ჩავიკეცე და თავი ხელებში ჩავრგე.
- იმედი მაქვს ყველაფერი დალაგდება, არ მინდა ასეთი ურთიერთობა არა! - ჩემთვის ვბუტბუტებდი და ვცდილობდი ემოციებისგან დავცლილიყავი, ამდენს ვეღარ იტევდა ჩემი გული, პირიქით ცდილობდა ყველაფერი გაეგლიჯა და იქედან გადმოღვრილიყო, დაცლილიყო და მშვიდად ამოესუნთქა.
ვერც კი გავიაზრე როგორ ჩამეძინა.
დილით თავი საშინლად მისკდებოდა, ჩემს ანარეკლს მოვკარი თვალი სარკეში და გული შემეკუმშა, ნუთუ ეს მე ვარ? ჩაშავებული, ჩაწითლებული თვალები, რომლებიც ტკივილის მეტს არაფერს გამოხატავენ.
ირგვლივ მიმოვიხედე, არ მახსოვს როდის დავწექი ლოგინში, აშკარად ვიღაცამ ჩამაწვინა, ჩემი ყურადღება ტუმბოზე დადებულმა წერილმა მიიპყრო, ეგრევე დავწვდი და მწყურვალესავით ჩავიკითხე 
“დილამშვიდობისა!
გუშინ მემგონი ზედმეტი მომივიდა, ემოციები ვერ გავაკონტროლე, იმედი მაქვს არ გამიბრაზდი ძალიან, სიმართლე გითხრა ნახევარი არ მახსოვს, არ მინდოდა შენი წყენინება, ხომ იცი არა.. თავს ვერ ვთოკავ, ამ წერილში რაც მომაგონდა ის ჩაგიწერე, თავი ისე მისკდება მემგონი წინადადებასაც ვერ ვწერ სრულყოფილად, მოკლედ რომ გითხრა ბოდიში რა!”
გამეღიმა და შვებით ამოვისუნთქე, წერილი გულზე მივიხუტე და საწოლიდან რასაც ქვია წამოვფრინდი, ეგრევე ქვემოთ ჩავედი და მისაღებში მჯდომს უკნიდან მივეხუტე
- რათქმაუნდა გაპატიე მაქს! არაუშავს!
- ძალიან მიხარია - გადმომხედა ღიმილით და შუბლზე მაკოცა - აუ რამე მოამზადე რა, საშინლად მშია!
- პატარა ბავშვი ხარ - გავიცინე და სამზარეულოსკენ დავიძარი.

***
- ჰეი გირლ - თავი შემოყო მაქსმა ოთახში და მეც დაფეთებულმა უფრო მჭიდროდ შემოვიხვიე პირსახოცი
- დაკაკუნება არ გასწავლეს? - დავუღრინე და თან მეცინებოდა
- უფს, სორი, არ მინდოდა რა ხოიცი - თან ლაპარაკობდა და თან ოთახში შემოვიდა - რაიყო? - გაოცებულმა დაიხედა ტანსაცმელზე - რამე მჭირს თუ რატომ მიყურებ ასე?
- მაქს! ნუ მაიმუნობ! - თითი გამაფრთხილებლად დავუქნიე და თან მთელი ძალით ვიყავი ჩაფრენილი პირსახოცს
- აუ, სულ გამოვშტერდი - მსუბუქად შემოირტყა შუბლზე ხელი, ჩაიცინა და გატრიალდა - დროზე ჩაიცვი რა!
- რა ხდება?
- ჩაიცვი და გეტყვი
- რომ მეტყვი რა ხდება შესაფერისად ჩავიცვამ! ათჯერ ხომ არ გავიხდი
- არა, არ გაიხადო - უცებ შეხტა და ისტერიული სიცილი ამიტყდა - უბრალოდ მინდოდა რომ კინოში წავსულიყავით, არ გიყვარს? - ნერვიულად მოიქექა თავი
- კი როგორ არ მიყვარს, გააჩნია რა გადის!
- შენ მითხარი რა გაგისწორდება და მე წაგიყვან, ეგ არ არის პრობლემა!
- ამ, ვიცი ცოტა ბავშვურია და ბანალურია, მაგრამ ზოოტოპიაზე რომ წავიდეთ? - ტუჩი მოვიკვნიტე, უკვე წინასწარ ვიცოდი რომ უარს მეტყოდა, მისნაირი ტიპები კინოთეატრში არ დადიან, მითუმეტეს მულტფილმის საყურებლად.
- წავიდეთ - გახარებულმა შემობრუნდა და ისევ გაბრუნდა - ჩაიცვამ აწი?
- წავიდეთ? - გაოცებულმა გავიმეორე
- ხო რაიყო?
- მე უბრალოდ.. არ ველოდი
- რატომ ჩემნაირი ფულიანი ტიპები არ დადიან მულტფილმების საყურებლად?
- უჰ, რავიცი, მე ვიფიქრე.. რავიცი - დავიბენი და თვალები დავხარე
- მალე ჩაიცვი ნუ დამტანჯე, არ შემიძლია ასე გელაპარაკო! - ნერვიულად ჩაიცინა და მეც იქვე დადებულ შარვალს და მაისურს დავწვდი, რაც შემეძლო სწრაფად მოვწესრიგდი
- მზად ვარ
- მეღადავები ხო? - თვალებმოჭუტულმა გადმომხედა და მართლაც მზადყოფნაში რომ დამინახე პირი დააღო - ასე უცებ? გაგიჟდი? გოგო ხარ შენ? ვინ ხარ? საიდან ხარ? - მომაყარა კითხვები და თან დაკვირვებით მათვალიერებდა, გამეცინა
- არა, აქაური არ ვარ! - ენა გამოვუყავი და გვერდი ავუარე
- თმები გაიშრე, გაცივდები
- რა გამაცივებს მაქს?
- ცივა გარეთ რა, მაისია, ყოველწამს იცვლება ამინდი - წარბები შეკრა და ისე მომაჩერდა
- მაქს
-
- მაქს მეთქი
-
- უხ კაი ხო! - ამოვიოხრე და ოთახში შევბრუნდი, გამარჯვებულის ღიმილით მომყვებოდა უკან, იქამდე მედგა თავზე სანამ ბოლომდე არ გავიშრე - ახლა შემიძლია წამოსვლა?
- არ შეგცივდება ასე?
- დედაჩემივით ნუ მექცევი, მაგრამ მოიცა - თითი ცხვირთან მივუტანე - ახლა გამეკაიფე ხო? შე საძაგელოო - ფენი პირდაპირ ცხვირპირში მივუშვირე და ისიც განზე გახტა, თუმცა თავი ვერ შეიკავა ფეხი აუსრიალდა და იატაკზე გაიშხლართა, იმხელა ხმაზე დავიწყე კისკისი მგონი მთელ სახლს ესმოდა.
- გაგიჟდი ხო? - შემიბღვირა და წამოდგომა სცადა, თუმცა სრიალდებოდა - წამომაყენე ახლა
- კარგი ხო მოიცა - მივუახლოვდი და ხელი გავუწოდე, თუმცა როგორც კი ჩამკიდა, ფეხი გამომიდო და მეც მოვადინე ზღართანი
- ეგრე გინდა - ახლა თვითონ გამომიყო ენა და ახარხარდა
- პატარა ბავშვი ხარ მაქს რა - ბუზღუნით წამოვდექი და ნატკენი ადგილი დავიზილე
- იცოდე აღარ დაგელაპარაკები - უცებ შეკრა წარბები
- საყვარელი მაქსი ვინ არისო ვინოო? - დავიხარე და პატარა ბავშვივით გავუწელე ლოყები
- კარგი ხო, შეგირიგდი, რადგან საყვარელი ხარო მითხარი გაპატიებ - გამიცინა და ერთად წამოვდექით - აბა წავედით?
- წავედით - გავუღიმე და ერთად გავედით ოთახიდან.

***
ზოოტოპიაზე განსაკუთრებით ბევრი ვიცინეთ, ან უბრალოდ მასთან ერთად იყო საშინლად სასაცილო ეს მულტფილმი.
მინდოდა გამომეცადა, განა მართლა ასე ვგიჟდებოდი, უბრალოდ მაინტერესებდა რას იტყოდა, ამან კიდევ მართლა წამომიყვანა და მთელი სეანსის დროს გაუჩერებლად ხარხარებდა.
ყველაფერი სასაცილოდ ეჩვენებოდა, გაღიმებული ვუყურებდი ხან ეკრანს ხან მას და ბედნიერებას ვგრძნობდი, რომელიც მთელ სხეულში დენივით მივლიდა.
- აუუ - საერთოდ ჩაბჟირდა ზარმაცების მომენტზე და ლამის ცრემლებს იწმენდდა, მაგ მომენტზე მეც ძალიან ბევრი ვიცინე - თითქმის ყველა სუპერმარკეტში თუ ოფისში ასე არიან მართლა, არ დაკვირებიხარ? - გადმომიჩურჩულა და ჩაიცინა
- ვიცი, ეტყობა იმათ აკვირდებოდნენ და ისე გადაიღეს - გადავუჩურჩულე ღიმილით
- უეჭველი - გაიცინა - ეს კურდღელი მაგარი როჟაა!
- მელიაც მაგარი საყვარელია, აუ ის პატარა რა არის?
- არ მახსოვს მაგის სახელი
- რა კაცია - გავიცინე და პოპკორნს დავწვდი - სულ გაგითავებია ღორო
- რომ გავიდოდით მერე მოგეთხოვა ბარემ, დამთავრდება აწი მალე
- ხუმრობის ხასიათზე ვართო, მოგიყვანო ქეთა? - დავეჭყანე
- აუ პატარა ბავშვს რომ ემუქრებიან ხოიცი, ზუსტად ეგრე გამოგივიდა, ჭამე თორემ მოვა ცუდი ძია და წაგიყვანს იცოდე - დაიწვრილა ხმა და გადაიხარხარა ბოლო ხმაზე
- საძაგელო, ცოტა ჩუმად თან დარბაზში ვართ ხომ არ გავიწყდება? - ვუჩქმიტე და ხელები გადავაჯვარედინე
- კარგი რა ნუ მიბრაზდები, თორემ იცოდე ცუდად დამთავრდება ეს მულტფილმი
- გეგონოს!
ისე დამთავრდა მულტფილმი ხმა არ გამიცია, ბოლოს რომ ვეღარ მოითმინა გარეთ გამოსულზე მისკენ შემატრიალა
- შემირიგდი
- არა - ცალი წარბი ავუწიე
- იცოდე მეც გავბრაზდები
- მიდი - მხრები ავიჩეჩე
- კარგი მაშინ სახლში არ დავიძინებ - აქ ცოტა შევცბი მაგრამ არ გავტყდი
- ნუ დაიძინებ!
- იცოდე ამ წყალს გადავისხამ - შეკრა წარბები
- მიდი - გამომცდელად მივაჩერდი, მართლაც მოხსნა ბოთლს თავი და თავისკენ წაიღო, ცოტაც აკლდა გადმოისხმეოდა ხელი რომ მოვკიდე და შევაჩერე
- გაგიჟდი? ნახე რა ამინდია - გარეთ ქარი იყო ამოვარდნილი და აუცილებლად გაცივდებოდა
- შენ რომ სველი თმებით მოდიოდი?
- მე გიჟი ვარ
- რაც შენ ის მე რითი ვარ ნაკლები?
- რა გეშველება - თავი გავაქნიე ღიმილით
- ანუ შემირიგდი?
- კარგი ხო!
- მაშინ მაკოცე
- რა?
- ლოყაზე სულელო - თმები ამიჩეჩა და ლოყა მომიშვირა, მეც ხმაურით ვაკოცე და ყურებამდე გაეღიმა
- ასე არ ჯობია? - ხელი გადამხვია და სიცილ-კისკისით წავედით მანქანისკენ
- მაიმუნი ხარ
- სიტყვა გამოგრჩა! - გაბუსხა უცებ ტუჩები
- საყვარელი მაიმუნი ხარ!

***

დღეები ძალიან მალე გადიოდა, ერთ თვეში უკვე საუკეთესო მეგობრებივით ვიყავით, ხშირად მოდიოდა ლაზარე და მათე ჩვენთან, დიტო კარგა ხანს არ გამოჩენილა, სადაც ვნახავდი ყველგან მესწერვებოდა პატარა ბავშვივით ან მებუტებოდა, რაზე ვერ ვხვდებოდი.
რეალურად საქმე უფრო რთულად იყო, მაქსიმეს მისი დამოკიდებულა ედებოდა რატომღაც ერთად რომ იყვნენ, ასე მეგონა რაღაცას მიმალავდნენ და სპეციალურად არ მეუბნებოდნენ, დიტო რაღაცებს ეჩურჩულებოდა და ჩემსკენ იხედებოდა, უხერხულად ვიშმუშნებოდი და მინდოდა იქაურობას გავცლოდი, მაგრამ არ შემეძლო.
თუმცა ზუსტად ვიცოდი რომ რაც არ უნდა ყოფილიყო აშკარად რაღაც ეშლებოდათ, რადგან მათთან საერთო არასდროს არაფერი მქონია.
ერთ საღამოსაც მაქსიმეს ღრიალმა რომ მთელი სახლი შეძრა გულამოვარდნილმა ჩავირბინე კიბეებზე
- რა მოხდა მაქს?
- სალაპარაკო გვაქვს!

***
მაქსიმე

ჩემი ცხოვრება არაფრით გამოირჩევა სხვებისგან მეთქი რომ ვთქვა მოგატყუებთ, თავიდანვე ცნობილი ვიყავი, მამაჩემის დამსახურებით, 15 წლამდე სრულ იდილიაში ცხოვრობდნენ, რათქმაუნდა მაშინ თავშიავარდნილი ბიჭების რიცხვს მივეკუთვნებოდი, დავდიოდი ყველგან სადაც კი შემეძლო, მოვიარე მსოფლიო და სამყაროც ჩემი მეგონა.
ეგრე არ იყო? ერთერთი გავლენიანი ბიზნესმენის შვილი ვიყავი, თანაც ასეთი გავლენიანი ხალხი მხოლოდ 3 იყო საქართველოში.
მერე ყველაფერი აირია, ბუნდოვნად მახსოვს ის პერიოდი, ერთადერთი რაც ჩემს მოგონებებს შემორჩა დედაჩემის განწირული კივილი, წივილი და ცრემლები იყო როდესაც მამას წასვლის შესახებ გაიგო.
მან ვიღაც ქაჯ ქალზე გაცვალა, რომელსაც გადაპრანჭვის, ჩაცმის და აქსესუარების მეტი არაფერი ანაღვლებდა. მიზეზი? თურმე ის ქალი ორსულად იყო და დედაჩემი 2 შვილით რომ მიაგდო შუა გზაზე, უღელი მოიხსნა მხრებიდან და ვიღაც უაზრო ქალთან შეიბა ეგ არაფერი.. თურმე ის იმსახურებდა, ბო*ი რომელიც ფაქტიურად შეეტენა, ყველასთვის ცნობილი იყო მაგ ქალის სახელი საქართველოში, არ ვიცი რითი მოხიბლა მაგრამ ფაქტი ერთია, ცოლქმრის ენერგიით ნაშენები წლების ურთიერთობა ერთი ხელის მოსმით დაანგრია და გაანადგურა.
მერე მე შევიცვალე, 1 წელი დაახლოებით სახლიდან არ გავდიოდი, მეგობრებს ჩამოვშორდი, განადგურებულ და მიწასთან გასწორებულ დედას რომ ვუყურებდი სურვილი მინდოდა რომ ცხვირ-პირი გამეერთიანებინა გიგლაზე, დიდი ხანია მამათი აღარც მიმიმართავს, არ იმსახურებდა ის ამ ტიტულს ჩემს თვალში, არ იმსახურებდა რომ ყოლოდა შვილები, ისეთები როგორიც ვიყავით ჩვენ, მე და ნატალი. თავდაუზოგავად ვშრომობდით რომ დედას არაფერი გასჭირვებოდა, მახსოვს საატესტატო და ეროვნულები ისე ჩავაბარე ერთ საგანშიც არ მოვმზადებულვარ, მართალია დედას იმდენად არ უჭირდა რომ ამ მხრივ ვერ მოვემზადებინე, მაგრამ ნატალის უფრო სჭირდებოდა ყურადღება ამიტომ არ მინდოდა გადამეტვირთა.
ყველაფერს ის ართულებდა რომ დედამ ეგრევე მოუწერა განქორწინებაზე ხელი და უარი განაცხადა ყველანაირ დახმარებაზე, ახლაც მახსოვს მეხის გავარდნასავით გაისმა მისი სიტყვები დარბაზში “მე ამ მოღალატე კაცისგან ერთი თეთრიც არ მჭირდება რომ ჩემი ღირსეული შვილები აღვზარდო”.
ტკივილი ტკივილად დარჩა, უამრავი წელი გავიდა მაგრამ პირი ვერ ვიბრუნე “მამასკენ”, მასთან თითქმის არანაირი კავშირი არ მქონდა, პირიქით თავს ვარიდებდი ყველანაირად.
მერე დრო რომ გავიდა, დედას ველაპარაკე რომ ჩემს წილს აუცილებლად მივიღებ მეთქი, რადაც არ უნდა დამიჯდეს ის კომპანია ჩემი გახდება თქო.
მამაჩემმა კიდევ როგორც გამოგვიცხადა აუცილებლად ცოლი უნდა მომეყვანა, არ ვიცი ეს რომელ ბრაზილიურ სერიალში გაიგო ან ინდურში, მაგრამ ეს იყო პირველი მოთხოვნა. მეორეს 1 წლის შემდეგ გავიგებდით.
ტვინში სისხლმა ამასხა ეს რომ გავიგე და გადავწყვიტე უარი მეთქვა ყველაფერზე, ფაქტიურად მაიძულებდა მეკეთებინა ის რაც მას სურდა, მე კიდევ არ მინდოდა ისეთი ადამიანის ნებასურვილზე მეარა, რომელიც ჩემთვის არაფერს წარმოადგენდა.
თუმცა დედამ თავისი არ დაიშალა, იმდენად იყო გამწარებული იმ ქალზე რომ გადაწყიტა ჩემთვის საცოლე მოეძებნა.
ვინ იცის რამდენი ხანი ეძებდა, გადაქექა მთელი სანათესაო-საახლობლოს დაქალები მაგრამ ამაოდ.
ბოლოს განმიცხადა იქნებ ქეთა მოიყვანოო, ეს ხუმრობას უფრო ჰგავდა ვიდრე რეალობას, აბა მე და ქეთა? იმ ქალისნაირი? შანსი არ იყო. ზედაც არ შევხედავდი, ვინმე სადა და საყვარელი მინდოდა, რომელსაც ერთი წელი ავიტანდი თუნდაც და არ მომიწევდა მომენტებში თმებით მეთრია.
მერე შემირჩია ვიღაც სესილი.
ტვინი, გული, ყური ყველაფერი წაიღო.
ლამის შუბლზე დამაწერა მისი სახელი მეორე დღის 3 საათამდე, უკვე ნერვები მეშლებოდა, ქეთას მერე რას შემომთავაზებს მეთქი და ჩემსთავზე ვბრაზდებოდი მაინც რომ მივყვებოდი.
ჯერ დედა ავიდა, მერე მე.
გოგო რომ დავინახე კარებში ზურგით მდგომი, ფართხუნა შარვლით და ფართხუნა ზედით სახე მომეღრიცა.
არა კი საყვარელი გოგო მინდოდა, მაგრამ ასეთი ნამდვილად არა.
მერე ირონიულად ვუთხარი რაღაც და ისე მიმაწამლა რომ სისხლი მთელი ძალით მოაწვა ვენებს.
ნერვებმოშლილმა ტ*აკზე წამოვარტყი ხელი, მაგრამ მისი ქვითინი რომ გავიგე და კიბეებზე უკანმოუხედავად რომ ავარდა გული შემეკუმშა.
ბავშვობიდან ვერ ვიტან ცრემლებს, დედაჩემი რომ მახსენდება მინდა ყველა კაცი დავახრჩო ვინც საყვარელ ქალს, ან უბრალოდ ქალს ატირებს.
ფეხაკრეფით ავირბინე კიბეებზე და ძლივს მოვნახე მისი ოთახი, დავინახე როგორ იწვა და ტიროდა გულამოსკვნილი, საწოლზე ჩამოვუჯექი და მივეფერე, მინდოდა ოდნავ მაინც დამეწყნარებინა, მემგონი გამომივიდა, უცებ წამოჯდა და მისი წყლიანი შავი თვალები შემომანათა, მინდოდა გამეღიმა მის ბავშვურობაზე მაგრამ თავი შევიკავე.
ამ გოგოში რაღაც განსაკუთრებული დავინახე, ლაღი იყო და ამავდროულად ჩაკეტილი, ლამაზი შავი თვალები და სწორი ცხვირი, ასევე მხრებზე დაყრილი ლამაზი შავი კულულები საოცრად ერწყმოდა ერთმანეთს, უბრალო იყო და ეს უფრო მიმზიდველს ჰქმნიდა.

***
ერთობლივი ცხოვრება რომ დავიწყეთ მაინც მეპარებოდა ეჭვი რომ ისიც სხვებისნაირი იყო, მაგრამ შეცვდი.
მადლობა ღმერთს.
გამიმართლა, თან როგორ, ერთი თვე გვქონდა იმისთვის რომ ერთმანეთს შევჩვეოდით, ფაქტიურად საუკეთესო მეგობრები გავხდით, მეც გამიკვირდა როგორ შეიძლება რომ ადამიანს ასე უცებ გაუგო, მიიღო, გაითავისო. მაგრამ ხდება თურმე, იმდენად განსხვავებულია რომ სურვილს გიჩენს შენც განსხვავებულად მოექცე, გაუგო, მიეფერო, დაიცვა. ზოგჯერ ისე მინდა რომ გულში ჩავიკრა, მეც არ ვიცი რა მემართება, მაგრამ ერთი ის არის რომ არ მინდა დავაფრთხო. სხვა თუ ამ ეტაპზე უკვე ლოგინში მეყოლებოდა, მასთან ერთად მინდა ძალიან ბევრი ვისეირნო, ველაპარაკო, მოვუყვე ჩემს შესახებ, მინდა სულიერად ვიყოთ ახლოს, არვიცი ეს რა გრძნობაა.
მახსოვს ერთხელ მიყვარდა, მაშინ 18 წლის ვიყავი, 9 წლის უკან, ჯერ კიდევ არ ვიყავი “დალაგებული” და წესიერი ბავშვი, მაგრამ კარგად მახსოვს მისი თითოეული შეხება, ალბათ მაშინ ვნება იყო, მეტი არაფერი, რადგან 2 წლის შემდეგ რომ დავშორდი დიდად არ მიდარდია, უბრალოდ გატაცება იყო დროებითი და თავს ვირთობდი, ვერ ვიტყვი არ განმიცდია მეთქი, მოვიტყუები, მაშინ ძალიან ვიყავი მასზე დამოკიდებული, ყოველი დღე მისით იწყებოდა და მთავრდებოდა..
გვანცა..
მახსოვს სადაც ამ სახელს გავიგებდი ყველგან ყურები მქონდა დაცქვეტილი..
მერე მიღალატა, ისევე როგორც მამამ, სხვაზე გამცვალა, დამტოვა და წავიდა უთქმელად, ხოდა მეც ავდექი და სიტყვა “სიყვარული” მთელი არსებით შევიძულე.
აბა ამხელა კაცს შეყვარებული და საცოლე რომ არ გეყოლება ნორმალურია?
არ არის!
ხოდა ასე დავრჩი მარტო იქამდე სანამ სესილი არ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და ძირფესვიანად არ შეცვალა ყველაფერი.

***

რომ ვუფიქრდები ძალიან დიდი როლი შეიტანა ჩემი ცხოვრება 360 გრადუსით რომ მოებრუნებინა.
ყველაზე მაგარი ის არის რომ ყოველთვის იცის სად დევს ჩემი ნივთები, რომლებსაც განსაკუთრებით ხშირად ვკარგავ, ეს არის მანქანის გასაღები, საფულე, სათვალე და ა.შ.
დილაობით ყოველთვის მზად არის რა უნდა ჩავიცვა, შეხამებული გემოვნებით, მიუხედავად იმისა რომ ვაღიარებ მას დიდად არასდროს აცვია გამორჩეულად.
დილაობით ცხელი ყავა მიდევს ხოლმე საწოლთან, იცის რომ ვგიჟდები და ამის გარეშე ვერ ვარსებობ.
ოთახი სულ მუდამ დალაგებული, გულს უხარია იქ რომ შედიხარ და ვიცი ამაში იმხელა შრომას დებს დილაობით რომ მენანება ასარევად, არადა მოსამსახურე რომ ალაგებდა სულ ვურევდი ხოლმე ერთი ხელის მოსმით.
ჩემი კარადა?
ოო, ჩემი კარადის არევა ჩემი ჰობი იყო, მაგრამ მეორე დღეს გამოსაცვლელად რომ მივედი და ყველა ზედა ლამაზად დაკეცილი, შარვლები ჩამოკიდებული, საროჩკები დაუთოებული და ვეშოლკებზე დაკიდებული კოსტუმებითურთ, ფეხსაცმელები გაწკრიალებული და ჩალაგებული ერთი მეორის მიყოლებით რომ დამხვდა რაღაცნაირად თბილი სითხე ჩამეღვარა გულში, თითქოს წამით ჩემმა გულმა გამოტოვა დარტყმა და მერე ისევ აღდგა სისხლის მიმოქცევის სისტემა. განა რამეა, დიდი არაფერი, მაგრამ ასე განსაკუთრებულად არასდროს არავის უზრუნია ჩემს გარემოზე, მიუხედავად იმისა რომ არაფერი იცოდა როგორ ვგიჟდებოდი ტანისამოსზე და მის სისუფთავეზე, გულის კარნახს მიზდია და ყველაფერი მომიწესრიგა.
ეს იყო პირველი პლიუსი რაც ჩემთან მიმართებაში დაიწერა.
ყველაფერი შეიცვალა ამ სახლში, ადრე თუ ისე ავუვლიდით გვერდს რომ ნაკლებად ვლაპარაკობდით, ახლა საათობით ვიჯექით ხოლმე მაგიდასთან და ბევრს ვსაუბრობდით, ვეხებოდით ყველანაირ თემას და სიცილ-კისკისში გადიოდა ყველაფერი.
ერთ თვეში იმდენად დიდი ბედნიერება შემოიტანა ოჯახში რომ მაშინებდა კიდეც.
მომწონს სესილი?
ამ კითხვას ხშირად ვუსვამ ჩემს თავს, არ ვიცი, მაგრამ არსებობს ჩვენს შორის რაღაც ისეთი რაც მაიძულებს რომ დავემორჩილო, მასთან ახლოს ვიყო და არ მივატოვო.
სახლში გათენება დავიწყე, ღამე მძინავს და დღე მივდივარ ხოლმე მეგობრებთან.
ყველას უკვირს რამ შეგცვალა ასეო, სესილი მოეწონათ, განსაკუთრებით მათეს და ლაზარეს. გოგოებმა დაიწუნეს, ეგენი ქეთას მხარეს არიან, მაგრამ დაქალობის რა გითხრათ ორივე დიტოს ეპრანჭება, დიტო კიდევ მაგრად ეღადავება ორივეს.
დიტო რთული თემაა, სესილი არ მოსწონს, ამის მიზეზი მაქვსო იძახის და დრო მოვა გაიგებო, ვერ ვხვდები რა სჭირს ან რა უნდა საერთოდ, ხშირად ეჩხუბება და ეიაზვება, პატარა ბავშვივით ებუტება, ბოლოს მეც მეშლება ნერვები და ყველანაირი ხალისი მიქრება.
საერთოდ რთულია უყურო ორი საყვარელი ადამიანი როგორ ვერ უგებს ერთმანეთს.
ერთი სული მაქვს მის მიზეზს როდის გავიგებ, ნეტა რა ხდება, ხშირად ვფიქრობ ამაზე მაგრამ ვერაფერს ვიხსენებ.
მახსოვს 20 წლის რომ ვიყავით, მაშინ ძალიან დიდი პრობლემა შეგვექმნა, გოგო უყვარდა დიტოს, იმ გოგოს ვიღაც მთიული გადაეკიდა და მოკლედ იყო ერთი ამბავი, ის პერიოდი თითქმის არ მახსოვს, რაგდან ერთი დაჯგუფებიდან მეორეს საცემად გადავდიოდით და ასე ყოველდღე 1 კვირის განმავლობაში, გაგიჟებული იყო მთელი ქალაქი, თითქმის ყველგან დაჭრილი ან მაგრად ნაცემი ადამიანი იწვა, სულ ახალგაზრდები, ამას კი ის ხისთავიანი აკეთებდა..
არასდროს დამავიწყდება მისი დასისხლიანებული თვალები და მზერა, მაგრამ პასუხი გაეცა ყველაფერს.
თუმცა რათგინდა, ის ვისთვისაც ამდენი ვიბრძოლეთ 1 წელში დაშორდა, უბრალოდ ადგა და გამოუცხადა რომ აღარ მიყვარხარო და წავიდა.
ისე მენატრება ხოლმე დიტო, ჩემი ძმა რომელიც ყველაფერს მერჩივნა ყოველთვის რომ ლამისაა კანიდან ამოვძვრე და მაგრად შევანჯღრიო რომ დაბრუნდეს ის რაც ადრე იყო.
თუმცა ამაოდ.
თითქოს ჩაკლა ის ყველაფერი რაც გააჩნდა, იმ გოგომ თავისი ნაწილი წაიღო და წავიდა, ეს ნაწილი კიდევ იმდენად დიდი აღმოჩნდა რომ ძირფესვიანად ამოგლიჯა დიტოს მეობა.
ადრე ისეთი მხიარული და ლაღი იყო, მასზე მაგრად ვერასდროს ვერავინ ერთობოდა, მექალთანე არასდროს ყოფილა, რაც მის ცხოვრებაში ის გოგო გამოჩნდა ხომ საერთოდ, მის გარდა ქალს არ გაკარებია მემგონი, რამდენჯერ დაგვიცინია და გვიხარხარია ამაზე.
ლაზარე და მათე მერე შემატებულ ძმაკაცებში ითვლებიან, ისინი სკოლაში გავიცანით და მაგრად “ჩავბრატდით”, ვატოც ჩვენთან იყო, მაგრამ მერე ნელნელა ჩამოგვშორდა რადგან სამსახური დაიწყო და ჩვენთვის ნაკლებად ეცალა.
დიდად გადამკვდარი ძმაკაცები არ ვყოფილვართ, მარგამ ოღონდ რამე ეთქვა, ეთხოვა მოემართა ყველაფრისთვის ვიყავი მზად, მარტო ლალიკოს გულისთვის, ბვერი ლაპარაკი კი უყვარს მაგრამ სასწაული ქალია, მეორე დედაა, რომელმაც მთელი სული და გული ჩადო ჩვენს გაზრდაში.
ვგრძნობ რომ შევიცვალე, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი გადაიტრიალდა და მიხარია რომ როგორც იქნა შევძელი სხვა თვალით შემეხედა ამ სამყაროზე, გავაკეთე ის რასაც წლებია ვცდილობ და არ გამომდის, თურმე სულ ცოტა მაგრამ ამავდროულად ყველაზე მეტი ყოფილა ამისთვის საჭირო - სესილის ყოფნა ჩემს გვერდით.

***

ჩვენი ქორწილი განსაკუთრებით ლამაზი აღმოჩნდა, მართალია იქ ლილიანამ და ტატომ ხელი შემიშალეს, ნერვები მომიშალეს მაგრამ საერთო ჯამში ძალიან ვისიამოვნეთ, ჩემი მეჯვარე დიტო იყო. ერთადერთი ის მახსოვს რომ ბოლოს რაღაცის სთქმელად რომ დამიძახა, ვერ მოასწრო რადგან თვალებით შუა სცენაზე მოცეკვავ წყვილს წავაწყდი და ეგრევე ნაპერწკლები გადმოვყარე გამწარებისგან.
არ მიყვარს მეთქი ჩემი ნახევარ-ძმა ეს რომ ვთქვა ალბათ ცოდვა იქნება, რადგან შეუძლებელია შენი სისხლი და ხორცი არ გიყვარდეს, უბრალოდ მამაჩემის დამოკიდებულებამ ძალიან ბევრი შეცვალა.
როგორ შეიძლება სამი შვილი გყავდეს და სამივეს სხვადასხვანაირად ექცეოდე, მესმის გოგოს საერთოდ ყველაზე დიდი ყურადღებას აქცევენ განსაკუთრებით მამები, მაგრამ პრეტენზია ამაზე არასდროს არ მქონია.
თუ სადმე რამე იყო, ერთადერთი ვისზეც ზრუნავდა რომ აუცილებლად ყოფილიყო - ტატო! აბა ტატო ის ქენი, აბა ტატო ეს ქენი..
ამის იქეთ სახელს არ იძახდა, განსაკუთრებით მაშინ სადმე დასასვენებლად რომ მივყავდით.
ბოლოს ხელი ავიღე ყველაფერზე, საერთოდ ყველაფერზე, რადგან ყირაზე რომ დავმდგარიყავი ტატოს თითების ქნევაში დაუწერდა პლიუსებს, მე კიდევ კარგიაო მომიგდებდა და ზედაც არ შემხედავდა ნორმალურად.
ზოგჯერ ვფიქრობ მშობლების დამოკიდებულება როგორ აფუჭებს ყველაფერს, თუნდაც ნათესავების მიმართ, ერთ თაობაში თუ გაფუჭდა საქმე მერე რთულია ამის გამოსწორება, დედაჩემის ტკივილი რომ ვნახე, მახსოვს ბოღმა მახრჩობდა რომ თავპირი გამეერთიანებინა, მისი დანახვაც არ მინდოდა მაგრამ მაკა ისეთი არის ეგრევე გამიშვა როგორც კი წამოაყენა საკითხი ჩვენი წაყვანის დასასვენებლად. იდეალური პირობები შევუქმენიო ტრაბახობდა მერე ძმაკაცებში მე კიდევ ვიჯექი და ხელები მექავებოდა ისტერიულად, თან ირონიული ღიმილით ვაჯილდოვებდი როგორც კი ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდებოდა.
ასე ის მამები არ სძულთ, რომლებმაც ბავშვობაში მიატოვეს, პატიობენ, ეხუტებიან, უხარიათ მათი გამოჩენა, მე კიდევ პირიქით, რაც მეტს ვხედავ უფრო სურვილი მიჩნდება რომ საერთოდ მოვშორდე და აღარ დავინახო მისი თვითკმაყოფილი ღიმილი, თურმე როგორი კარგი მამაა!
იმ საღამოს ძალიან ვაწყენინე, დაახლოებით 3 საათზე დავბრუნდი სახლში და საძინელებში რომ შევაბიჯე ტკივილისგან გული შემეკუმშა, კუთხეში იჯდა, თავი მუხლებზე ჩამოედო და ეძინა, თვალები დასიებული ჰქონდა, ეგრევე მივვარდი წამოვაყენე და სააბაზანოში ფრთხილად ისე რომ არ გაღვიძებოდა სახე მოვბანე, ერთი ორი შეირხა მაგრამ საბედნიეროდ არ გაღვიძებია, ამოვისუნთქე, მერე ისე გავხადე რომ არ შემიხედავს, ფრთხილად გადავაცვი თავისი პიჟამო და ლოგინში ჩავაწვინე, ისეთი საყვარელი იყო იმ წამს რომ მინდოდა მთელი სახე დამეკოცნა, გადმობურცული ტუჩები განსაკუთრებით დიდ სიამოვნებას იწვევდა, იქვე საწოლზე ჩამოვუჯექი და ხელით ლოყაზე მივეფერე, ხავერდოვანი კანი და საოცრად სასიამოვნო სურნელი ასდიოდა, არადა საერთოდ არ გადაუტვირთია სააბაზანო უამრავი გელებით და შამპუნებით, მისი ბუნებრიობა და განსაკუთრებულობა პირდაპირ გულის ხაზზე ურტყამს და თითოეული დეტალი ჩემს ნერვებს სასიამოვნო იმპულსებს აგზავნინებს სხეულში.
ვერ ვიტყვი რომ მიზიდავს ან შემიყვარდა, უბრალოდ საოცრად მომწონს და ჩემთვის ჯერ კიდევ ამოუცნობ გრძნობას მიტოვებს სხეულში, ისეთი ურთიერთობა გვაქვს ერთი ორჯერ მოვხვიე ხელი თორემ დიდად არ ვეხები, არც მინდა რომ ცუდად ვაგრძნობინო თავი, მთელი იმ დროის განმავლობაში რაც მძინარეს სახეზე ვაკვირდებოდი, თურმე სულელივით მეღიმებოდა და რომ დავფიქრდი მერე გავაანალიზე რადგან ტუჩები ლამის დამისკდა ყურებამდე რომ ვიღიმებოდი.
საოცარია, როგორ ცვლიან ადამიანები შენს ცხოვრებას, შენგან დამოუკიდებლად და განსაკუთრებულად გაგრძნობინებენ თავს.
თხელი საბანი კარგად გადავაფარე და იქვე ტახტზე მოვთავსდი, ჩემს თავზე საშინლად ვბრაზობდი, ვცდილობდი როგორმე დანაშაული გამომესყიდა და რამე განსაკუთრებული მომეფიქრებინა, ვერც კი გავიგე ისე ჩამეძინა.

***

დილით რომ ვარდი და წერილი დავახვედრე ამან რა თქმა უნდა მოულბო გული და ძალიან თბილად მექცეოდა, მაგრამ მაინც ვერ ვუსწორებდი მზერას, პირიქით სულ ვცდილობდი რომ რამით მესიამოვნებინა, დანაშაულის გრძნობა არაფრით არ მინელდებოდა, მინდოდა ძველებურად მოკისკისე, ბედნიერი და ლაღი მენახა, ამისთვის კი საჭირო იყო ისეთი სურპრიზი რომელიც ისტერიკაში ჩააგდება მინიმუმ სიხარულისგან.
ბოლოს ზაფხულის დასაწყისს გადავწყვიტე რაც უნდა გამეკეთებინა, გახარებულმა ყველაფერი მოვაგვარე და ეგრევე სახლში გავიქეცი რომ ეს ამბავი მეხარებინა. თუმცა კარებთან დავატორმუზე და გადავწყვიტე ცოტა შემეშინებინა, როგორც კი შევედი კარები ძლიერად მივაჯახუნე და მთელი ძალით დავიძახე მისი სახელი, ისიც გაფართოებული თვალებით სულმოუთქმელად ჩამოვარდა კიბეებზე და რა ხდებაო მკითხა.
- სალაპარაკო გვაქვს - განვუცხადე ამაყად, მაგრამ ერთი სული მქონდა მის გამომეტყველებაზე ხარხარს როდის დავიწყებდი.


***
- რა ხდება მაქს? - ჩემს წინ დადგა, თან თითებს იმტვრევდა და აწყლიანებული თვალებით მიყურებდა
- ეს რა არის? - მაგიდაზე კონვერტი დავახეთქე და წარბები შევკარი
- რა არის? - ხმა აუკანკალდა
- შენ გეკითხები!
- არ ვიცი - ლამის ცრემლები წამოუვიდა, ამის დანახვაზე გული შემეკუმშა მინდოდა მივვარდნილიყავი და გულში ჩამეკრა მაგრამ უკან ვერ დავიხევდი
- ნახე და გამეცი პასუხი!
ხელისკანკალით დაწვდა კონვერტს და ფრთხილად დაუწყო გახსნა, ფურცლები ამოძვრინა და გახსნა, იქედან კი ორი საგზური გადმოვარდა
- ეს? - დაბნეული ხან მე მიყურებდა ხან ბილეთებს
- ბორა ბორაზე მივდივართ - შევძახე და მის რეაქციას დაველოდე
- მეხუმრე არა? მე კიდე გამისკდა გული შე საძ.. მოიცა სად მივდივართ? - ბოლო ხმაზე დაიწყო კივილი და ფეხებს-ხელებს იქნევდა - ბორა ბორა მოვდივარ
- თ - ჩავახველე
- რა თ? - ცალი წარბი ამიწია და ისევ ცეკვა განაგრძო
- მივდივართ
- ა შენც მოდიხარ?
- ვის ეკაიფები შე საძაგელო მოდი აქ - გავეკიდეე და მთელი სახლი შემოვირბინეთ სანამ დავიჭერდი
- უჰ, ასე თუ დარბოდი ვერ მითხარი? - ძლივს ვსუნთქავდი
- მე ყოველ დილით დავრბოდი სანამ შენ გამოგყვებოდი ცოლად - ცხვირი აიბზუა და გვერდი ამიარა - აუუ
- რა? - გამომცდელად გადავხედე
- დიდი მადლობა - დაიკივლა და კისერზე ჩამომეკიდა - ყველაზე მაგარი ქმარი ხარ რა - ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა, ჩახტა და კურტუმოს ქნევით ავიდა კიბეებზე - ეი მაქს!
- ჰოუ - ავხედე ქვემოდან
- ბორა ბორაზე მივდივარ მეეეე - გადაიკისკისა და ოთახში შევარდა, ღიმილით გავაქნიე თავი, ისე გამიხარდა მისი ბედნიერება რომ მეც გადმომედო, გიჟი და თან ასეთი საყვარელი პირველად ვნახე.
იქვე სავარძელში ჩავჯექი და თვალები დავხუჭე, რატომღაც გვანცა ამომიტივტივდა ფიქრებში, ახლა ის რომ ყოფილიყო ჩემს გვერდით სესილის ვერ გავიცნობდი, არადა რამდენი წელი მტკიოდა მის მიერ დატოვებული იარები, ახლა კი.. მადლობას გადავუხდი ალბათ სადმე რომ ვნახო ჩემი ცხოვრებიდან წასვლისთვის.
ყველაზე მეტად იმიტომ მომწონდა რომ ყველაზე მაგარი გოგო იყო მთელს სკოლაში, ალბათ უფრო ამიტომ დავუახლოვდი, საერთოდ ასეა, პოპულარობა თუ უნდათ გოგოებს პოპულალურ ბიჭებთან იჭერენ ურთიერთობას, ნეტა აქამდე გამეცნო სესილი და უაზრო ცხოვრება აქამდე შეევსო და გაენათებინა.
კმაყოფილმა ჩავიღიმე და კიბეებს ავუყევი, ჩუმად შევაღე კარები, ჩემი მოლოდინი გამართლა, ჩასძინებია ამასობაში, ფეხაკრეფით მივედი საწოლთან, თხელი საბანი გადავაფარე და ლოყაზე მივეფერე, ეს უკვე ჩვევად მექცა, რომ არ დავხედო არ შემიძლია, რომ არ მივეფერო ვერ ვიძინებ. შემდეგ ჩუმად გადავინაცვლე ჩემს სამფლობელოში და გემრიელად გადავეშვი სიზმრების სამყაროში.

***

- სესი სად ხარ? - დავდიოდი ოთახებში მაგრამ უშედეგოდ ვერსად ვერ ვიპოვე
- მაკაა!
- რაიყო მაქსიმე? მოხდა რამე?
- სად არის სესილი? რატომ ვერ ვპოულობ?
- დედამისთან წავიდა რა დაგემართა რაიყო?
- მერე რატომ არ გამაფრთხილა, ხო შეეძლო მოეწერა ორი სიტყვა
- ტელეფონი გაუტყდა ამ დილით, მე დამიბარა რომ მაქსიმეს გადაეცითო დამავიწყდა, ისე დიდი ხანი არ არის რაც წავიდა - ტუჩის კუთხეში ღიმილი უკრთოდა და მივხვდი რაზეც ფიქრობდა
- ნუ მოაბავ ახლა ამ ყველაფერს კუდს მაკუსი, უბრალოდ მეგონა იმ ალქაჯმა მოიტაცა მეთქი - ამაზე საერთოდ სიცილი აუტყდა და მეც უცებ გავბრაზდი
- ვერაფერს ვერ ვხედავ სასაცილოს
- ვინ მოატაცინებს ქეთას სესილის? არ გადამრიო - სიცილს არ წყვეტდა
- საერთოდ არ დაგელაპარაკები რა - მანქანის გასაღებს დავავლე ხელი და ჩქარი ნაბიჯებით გამოვედი სახლიდან.

***
სესილი

მთელი კვირაა გაბრუებული დავდივარ იმ ამბით რომ ბორა ბორაზე მივყავარ, ოცნებითაც ვერ ვიოცნებებდი ამაზე, გაოცებული გაოგნებული ვიყავი პირველი ორი დღე და დამცინოდა კიდეც, მისთვის ალბათ ეს ჩვეულებრივი ამბავია წაიყვანო ადამიანი ასეთ ადგილას, მაგრამ ჩემთვის ეს საჩუქარი ყველაფერს უდრის, მისგან არაფერს ვითხოვ განსაკუთრებულს, რადგან ვიცი რაც შეუძლია იმას მაძლევს, გადაჩვეულია სითბოს და სიყვარულს, არც ვაპირებ რომ თავი შევაყვარო, ჩემს გვერდით მყავდეს 24 საათი და ისტერიულად ვურეკო, ვუმოწმო სად არის ან ვისთან ერთად არის. ჩვენ ჩვენი ცხოვრება გვაქვს და ეს ორივემ უთქმელად გავითავისეთ, ზოგჯერ სიტყვები ზედმეტია, მთავარია ადამიანის გესმოდეს და გინდოდეს რომ მის გვერდით იყო, თუნდაც ცოტა ხნით.
ახლაც ტაქსში ვზივარ და მინაზე მაქვს თავი მიდებული, დედა უნდა ვნახო, ამ დილით ტელეფონი გადმომივარდა დაიფშვნა, ისე მომეშალა ნერვები რომ ლამის ყველაფერი დავამსხვრიე, გავბრაზდი ჩემს თავზე, ასე ხომ მაქსს ვერ მივწერდი სად ვიყავი, არადა ჩვევად გადაგვექცა უკვე ერთმანეთის ადგილსამყოფელის ცოდნა.
ჩვენ შეყვარებული წყვილი არ ვართ, ჩვენ უბრალოდ გვესმის ერთმანეთის, პატივს ვცემთ ერთმანეთის სურვილებს.
მეტი არაფერია.
მართლა.
მომწონს მაგრამ ვერაფერს მოვითხოვ რადგან მე მისი სტილი არ ვარ, მას სხვანაირი გოგო სჭირდება გვერდით.
სულმოუთქმელად ავირბინე კიბეებზე და კარები ღიმილით შევაღე, როგორც ყოველთვის ღია ჰქონდა და ოთახებში დაფუსფუსებდა
- დედიკო - გავიქეცი და მთელი ძალით ჩავეხუტე
- სესილი, ჩემი პატარა გოგო, ჩემი სიხარული როგორ მომენატრე დე - მეფერებოდა და თან სახეს მიკოცნიდა, გულში მიხუტებდა დროდადრო
- ოღონდ ახლა არ იტირო იცოდე! - მის აცრემლებულ თვალებს რომ წავაწყდი გული ჩამწყდა - დედა, იცოდე წავალ თუ იტირებ!
- სიხარულის ცრემლებია დე, არ გელოდი და ამდენი ემოცია ვერ დაიტია ჩემმა სხეულმა - გამიღიმა და იქვე დივანზე ჩამოვჯექით - მომიყევი დე ყველაფერი, რა ხდება, როგორ ხდება გამიხარე დე გული
- ყველაფერი ძალიან კარგად არის უფლის წყალობით დე, მე და მაქსიმეს იდეალური ურთიერთობა გვაქვს, საუკეთესო ქმარია, ყველაფერს მისრულებს, ზრუნავს ჩემზე, ერთად დავდივართ ყველგან, არაფერს არ მაკლებს, მისი მეგობრები გამაცნო და სრულიად მენდობა რაც მთავარია
- როგორ მიხარია შენ ვერ წარმოიდგენ, ვნანობდი იქნებ არასწორი ნაბიჯი გადავდგით მეთქი
- რას ამბობ დედა, ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო ჩემს ცხოვრებაში, მაქსიმე რომ გავიცანი მარტო ამად ღირს ის ერთი წელი - სახეზე მივეფერე და კალთაში ჩავუდე თავი - როგორ მომენატრე დე
- მეც ძალიან მომენატრე ჩემო ანგელოზო, გშია?
- არა დე, იმდენი რამე აქვთ ხოლმე აღარ მეტევა, ადრე ყოველ დილით რომ ვვარჯიშობდი ახლა ისე გავზარმაცდი
- რათ გინდა რომ ვარჯიშობ, არაფერი გიჩანს მაინც ისე იცვამ - გაიცინა და მეც გამეღიმა
- კარგი რა დედა, არ დაიწყო თავიდან
- ვიღაცა არის კარებზე, მოიცა გავაღებ - თავზე ხელი გადამისვა და კარებისკენ წავიდა - ვინ არის?
- მაქსიმე ვარ
- მოდი შვილო მოდი - ფართოდ გაუღო კარები და გაფართოებული თვალებით გავიხედე მისკენ
- აქ? აქ რას აკეთებ? - ღიმილით წავედი მისკენ, ძალიან მესიამოვნა რომ მოვიდა
- ესენი თქვენ - პარკები მიაწოდა დედას და ჩემკენ წამოვიდა - რომ არ გამაფრთხილე გავბრაზდი!
- გამიტყდა ტელეფონი - ტუჩზე ვიკბინე და დამნაშავესავით ავხედე
- კარგი ხო არაუშავს - ხელი გადამხვია - როგორ ხართ?
- მე კარგად ვარ შვილო, შენ როგორ ხარ?
- კარგად ვარ მადლობთ, გითხრათ უკვე ამ ქალბატონმა?
- რა უნდა ეთქვა? მოხდა რამე? - შეიცხადა უცებ დედამ და გამეცინა
- ბორა ბორაზე მიმყავს, ისე არაფრით არ შემირიგდა
- რას ნიშნავს არ შეურიგდი სესილი? რა საქციელია ეს? - თვალები ისე დავუბრიალე რომ შეცბა
- დედა მე არ..
- შენ არ რას ქვია კიდე თავს იმართლებ? შეაწუხე ბიჭი, როგორ შეიძლება ასე? - ქოთქოთებდა დედა, გაბრაზებული ვუყურებდი მაქსიმეს, გავიდეთ აქედან, განახებ შენ რა გაიძულე
- დამშვიდდით, უბრალოდ მე მიმაჩნდა ეგრე რომ არ შემირიგდა თორემ ვიცი რომ მანამდეც მაპატია, მინდოდა გამეხარებინა
- ეგრე გეთქვა შეკაცო, გამიხეთქე გული, შემარცხვინა მეთქი - შუბლი მოისრისა და ეგრევე წამოდგა - შემოგთავაზებთ რამეს, ყავას ან ჩაის დალევ მაქსიმე?
- არა, დიდი მადლობა, სესილის მოგტაცებთ თუ შეიძლება - დამნაშავესავით გადახედა
- წაიყვანე შვილო
- მე არ მეკითხები? - წარბშეკრული შევყურებდი
- ვიცი რომ წამოხვალ, თუ არას მეტყვი ზურგზე მოგიგდებ და ისე წაგიყვან - მხრები აიჩეჩა უდარდელად
- კარგი ხო - ჩანთას დავავლე ხელი - მიყვარხარ დე, გამოგივლი კიდე აუცილებლად - ლოყაზე ვაკოცე და ძლიერად მოვეხვიე
- ღმერთმა დაგლოცოთ შვილო - ღიმილით და ცრემლიანი თვალებით მოგვიხურა კარები.

***

- გამიბრაზდი?
- ჰო
- კარგი რა, ვიხუმრე
- ეგ არ იყო ხუმრობა, ინერვიულა
- ბოდიში, არ ვიცოდი ასეთი რეაქცია თუ ექნებოდა
- არ გაპატიებ
- სესი - მკლავში ჩამავლო ხელი და მისკენ მიმაბრუნა, იმდენად ახლოს მოვხვდით ერთმანეთთან რომ ცხვირი უნებურად გავუხახუნე ლოყაზე, ვიგრძენი როგორ გააკანკალა მაგრამ არ შეიმჩნია
- მაქს - ამოვიბლუყუნე და უკან დავიწიე ოდნავ, მისმა სუნრელმა ცხვირი ამიწვა და საოცრად მესიამოვნა, გრილი და რაღაცნაირად განსაკუთრებული სუნი ასდიოდა
- ბოდიში კიდევ ერთხელ, უბრალოდ, გავბრაზდი და - უკან გადაიწია და თავი გაატრიალა
- არაუშავს
- ანუ შემირიგდი? - გვერდულად გადმომხედა
- შეგირიგდი - გავუღიმე და გზას გავუსწორე მზერა. უცნაურმა გრძნობამ დამიარა სხეულში და გული რაღაცნაირად შემეკუმშა, უცებ კი ისეთი სიჩქარით დაიწყო ძგერა რომ მეგონა გამისკდებოდა, ღრმად ჩავისუნთქე რომ დავწყნარებულიყავი, ცალი თვალი გავაპარე მაქსიმესკენ რომელიც ნერვიულად ათამაშებდა რულზე თითებს და დროდადრო გადმომხედავდა.

***

- აქ რა გვინდა? - თბილისი მოლის წინ რომ გავჩერდით თვალები შუბლზე ამივიდა
- შენთვის უნდა ვიყიდოთ რაღაცები რაც ბორა ბორაზე დაგვჭირდება
- გაგიჟდი? არ მინდა არაფერი
- მე მინდა და არ განიხილება ეს საკითხი, მიდი მიდი ფეხი გადაადგი - მსუბუქად მიბიძგა და ძალით შემათრია შენობაში.
იმდენი მატარა რომ ბოლოს ფეხები აღარ მემორჩილებოდა და სადაც სკამს ვნახავდი ყველგან ვჯდებოდი, გავგიჟდი, ვერაფერი შევასმინე, იმდენი ზედა, შორტი და მოკლე კაბა მიყიდა გული შემიწუხდა, ჯერ რომ ვხედავდი და მერე კიდევ მოიზომეო რომ მაგდებდა გასახდელში დარცხვენილი გამოვდიოდი იქედან.
ბოლოს მაღლები, დაბლები და კეტები მიყიდა რამდენიმე და ეს იყო ყველაზე კარგი მომენტი მთელი ამ დროის განმავლობაში, ვაღიარებ ფეხსაცმელებზე ყოველთვის ვგიჟდებოდი.
- რა დაგვრჩა? - ამოვიხავლე და კიდევ ერთ სკამზე ჩამოვჯექი - გვეყოფა გთხოვ
- კუპალნიკები
- რა? არა!
- რაიყო არ გცმია? - ფხუკუნი აუტყდა
- კი მცმია, უფრო სწორედ არა, ზღვაზე ბავშვობაში დავდიოდი
- ვახ, ეს ვინ არის - თმები აიჩეჩა ნერვიულად - მაინც ჩაგაცმევ შანსი არ გაქვს - მკლავში მწვდა და სულ ძალით შემათრია - რა ფერი გინდა?
- არ მინდა საერთოდ
- მე აგირჩევ ჰმ - დამატრიალა - ვარდისფერი ან ლურჯი, ნწუ ცისფერი დაგაკვდება, უკაცრავად - მიუბრუნდა კონსულტანტს - ცისფერი კუპალნიკები გაქვთ?
- დიახ - ყურებამდე გაუღიმა გოგონამ და წაეკეკლუცა
- ცოლისთვის უნდა - მოვშხამე უცებ და მაქსის გაოცებულ მზერას რომ გადავაწყდი მერე მოვტვინე რა ვთქვი - რაიყო? - არ შევიმჩნიე
- არაფერი, იეჭვიანე?
- არა, რა სისულელეა, ცოდვა იყო უბრალოდ ტყუილზე დაემყარებინა იმედები
- შენ იეჭვიანე
- არა მეთქი - წამოვეჭიმე - აი ნახე მოაქვთ კუპალნიკები - რასაც ქვია ხელიდან გამოვგლიჯე იმ გოგოს და გასახდელში შევვარდი
- დამენახე აბა - 15 წუთიანი ლოდინის მერე შემომძახა მაქსმა მაგრამ მე უკვე ჩაცმული გავედი და გოგოს არასასურველი ვარიანტები ხელში მივაჩეჩე - ამას ავიღებ
- ლამაზია - გამიღიმა და თვალებჟუჟუნა კონსულტანტს ბარათი მიაწოდა
- დავთხრი თვალებს
- რა თქვი? - ინტერესიანი მზერა შემავლო
- რა საყვარელია ეს გოგო მეთქი
- ხო მეც მომწონს, ნახე რა ტანზეა
- არც გაბედო - თითი გამაფრთხილებლად დავუქნიე
- რა ავი ხარ
- ჩემი ქმარი ხარ ხომ არ გავიწყდება?
- 1 წლით
- ხოდა ეს 1 წელი დაეტიე როგორმე ჩემს წინ რომ არ ეკურკურო გოგოებს
- კარგი ხო - გაიცინა და შენობიდანაც გამოვედით
- როგორც იქნაა! - შევძახე და მანქანაში ჩავსკუპდი
- პატარა ბავშვი ხარ რა!

***

- მზად ხარ?
- კიი, წავედით
- ჰო აბა, ბორა ბორა გველოდება - გაიცინა და ჩემოდნებს დაავლო ხელი
- ამდენი რამ სად მიგაქვთ? რჩებით იქ სამუდამოდ? - გადაიკისკისა მაკამ
- ვიტაცებ დე ხოიცი, ვუმალავ ჩუ არ გამთქვა - თვალი ჩაუკრა ვითომ ჩუმად
- დავინახე და გავიგონე!
- უი, კაი ხო გიტაცებ ვაღიარებ
- ნუ მაიმუნობ თორემ დავაგვიანებთ!
- ხო ხო წავედით მაკუსი, მიყვარხარ, ისე ნატალია სადაა?
- ქეთასთან ერთად წავიდა ბათუმში, საზღვარგარეთ არ მინდაო, რაღაც სჭირს მაგას - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა
- კარგი, რომ ჩამოვალ დაველაპარაკები - ლოყაზე ვაკოცეთ ორივემ და კარები გამოვიხურეთ.

***

- აქაურობა ისეთი ლამაზია მემგონი სამუდამოდ დავრჩები მართლა
- მიხარია რომ მოგწონს, სასტუმროში მივიდეთ, დავისვენოთ და მერე სანაპიროზე გავიდეთ
- აუ ხვალ სანაპიროზე რა, სადმე ვივახშმოთ - ხელზე დავეკონწიალე და მავედრებელი თვალებით შევხედე
- კარგი ხო, როგორც შენ გაგიხარდება - ცხვირზე დამკრა თითი და სასტუმროსკენ ავიღეთ გეზი.
სასწაული არის ეს კუნძული, ისეთი ლამაზია ყველაფერი რომ ენით ვერ ავღწერ, მარტო ჩვენი ნომრიდან ისეთი საოცარი ხედი იშლება რომ შეგიძლია მთელი ცხოვრება დაჯდე და უყურო დაუმთავრებლად, ყველაზე მშვიდი გარემოა, ყველაზე ლამაზი და თვალწარმტაცი ხედით.
ერთმანეთს ისე ლამაზად ერწყმის ყველაფერი რომ თავი ზღაპარში მგონია, არ მეგონა თუ ჩემი თვალები ასეთ სილამაზეს იხილავდნენ ოდესმე, არ მინდა საერთოდ თვალი დავახამხამო, ვცდილობ ყველაფერი შევისწავლო, დავიმახსოვრო და ღრმად ჩავიბეჭდო გონებაში.
თუმცა მაქსთან ერთად რომ ვარ ეს ფაქტი უფრო დიდ ხიბლს სძენს აქაურობას, მასთან ერთად ხომ ყოველი წამი სასიამოვნო და დაუვიწყარია.
- რაზე ფიქრობ ბაჭია?
- ბაჭია საიდანღა მოიტანე ახლა
- რატო არ მოგწონს? - ცალი წარბი ამიწია
- არა, ბაჭია არ ვარ
- მაშინ რა დაგიძახო? მოვიფიქრე
- რა?
- მარტორქა
- რაოო? - გავიფოფხრე
- ინდაური?
- მაქს!
- აბა ჟირაფი შენ არ ხარ და..
- კარგი იყოს ბაჭია, ან საერთოდ რა სავალდებულოა ეს მოფერებითი სახელი?
- რავიცი, მემგონი სიცხე მაქვს, რას ვცუნდრუკებ ამხელა კაცი
- შენც არ იყო 50 წლის
- არც ბავშვი არ ვარ, ეე ჩემი ნივთები როდის ამოალაგე?
- 3 საათია აბაზანაში ხარ
- კაიი? - გაიწელა
- კააი - გავაჯავრე და პირსახოცს დავავლე ხელი - ჩემს გამოსვლამდე არსად არ წახვიდე იცოდე
- არც ვაპირებდი
- მომსახურე პერსონალს დაუძახე, ამოიტანოს ტანის გელები და რაღაცები, დაგიცლია ყველაფერი ღორო
- შეხედე როგორ მბრძანებლობს!
- დიდი ამბავი მომემსახურო ერთხელ
- კარგი ხო, ამ ერთხელ იცოდე!
თავი გავაქნიე ღიმილით და აბანოში შევედი.
გრილმა წყალმა ცოტა გამომაფხიზლა, დაძაბულობაც მომიხსნა და გადაღლილობაც, უცებ ისეთ კარგ ხასიათზე დავდექი რომ ღიღინი დავიწყე და მემგონი ეს ღიღინი ბოლო ხმაზე ყროყინში გადამივიდა რადგან მაქსმა დამიკაკუნა
- ვოისი მოაწყვე მანდ თუ რა ხდება?
- გამოვალ მალე - დარცხვენილმა ძლივს ამოვილუღლუღე და ონკანი გადავკეტე - რამ გამომასულელა - ვდუდღუნებდი და თან ვიცვამდი
- ოხ, გვეღირსა! გამობრძანდა ვარსკვლავი ბაჭია - ხელებგადაჯვარედინებული დამხვდა კარებთან
- კარგი რა მაქს, უბრალოდ გავერთე - ტუჩი მოვიკვნიტე ნერვიულად
- არა ცუდად არ მღერი
- კარგად ვიცი როგორც ვმღერი, არ მჭირდება შენი კომპლიმენტები - ენა გამოვუყავი და თმების გამშრალება დავიწყე
- მე თმის გაშრომა მაისში გთხოვე, ახლა უკვე ივლისის დასაწყისია!
- მაინც არ მინდა სველი თმით მოძრაობა, ისე უკვე 3 თვეა ერთად ვართ თითქმის - გავუღიმე
- სამი თვეა გიტან
- მე მიტან თუ შენ გიტან? ვირო
- ვირიც გავხდი არა? ცოტა ხნის წინ ღორი ვიყავი ასევე მონაც შემდეგი რა იქნება
- მერე ცხენი იქნები, შემოგაჯდები და გაგაჭენებ, ტრანსპორტი ხომ მინდა?
- გაულესია ენა, იმიტომ ყროყინებდი არა?
- რამდენს ლაპარაკობ მაქს!
- შენი ბრალია ყველაფერი, დროზე მოემზადე და ჩავიდეთ აწი, 7 საათზე მაქვს მაგიდა დაჯავშნილი
- მერე ჯერ 6ია სად მირბიხარ?
- აქაური გოგოები უნდა დავათვალიერო
- დარწმუნებული ვარ ბიჭებიც კარგები იქნებიან - თვალი ჩავუკარი
- არც გაბედო
- არც შენ გაბედო მაშინ!
- კარგი ხო, წავედით ბაჭია?
- ეს ბაჭია ნერვებს მიშლის, საშინელებაა
- ნერვები რომ მოგიშალო მაგიტომ გეძახი აბა!
- რაღაც ძალიან გამითამამდი შენ - თვალები დავუქაჩე
- მიდი მიდი გადი მალე ქენი - მსუბუქად მიბიძგა - რაღაცას ავიღებ და მოვალ ლიფტთან დამელოდე შენ
უხმოდ დავუქნიე თავი და ლიფტისკენ წავედი.

***
მაქსიმე

ბორა ბორაზე ვართ, სესი ისეთი ბედნიერია რომ მისი დადებითი მუხტი მეც მედება, გაღიმებული დავდივარ მთელი დღეა.
ნატალიას ამბავზე ჩავფიქრდი, ნეტა რა ხდება? მის ცხოვრებაში ხომ არ გამოჩნდა ვინმე? რაც სესისთან ვარ ყურადღებას ვეღარ ვაქცევ ისე, თვითონაც გამირბის თავისი სწერვა დაქალის გამო, მაგრამ აუცილებლად უნდა დაველაპარაკო.
ჩვენი ურთიერთობა ნელნელა ეწყობა, განსხვავებულია ამიტომ მეც არ ვექცევი ისევე როგორც ყველას, მინდა მასზე უფრო მეტი ვიცოდე, ამ საღამოს აუცილებლად დაველაპარაკები და მომიყვება ალბათ რამეს.
დავჭამეთ ერთმანეთი, ცოტა რომ არ წავკბინოთ ისე არ შეგვიძლია, არც თვითონ არ მაკლებს, ზოგჯერ ისეთი მწარეა რომ მინდა დავახრჩო, მაგრამ მეორე წამს ისეთი საყვარელია ვფიქრობ სხვა ხერხს მივმართო დასახრჩობად მაგალითად კოცნას.
რესტორანში ჩავდიოდით პარკი ნომერში რომ დამრჩა, რომ დავბრუნდი პატარა ბავშვივით იყო ატუზული ლიფტთან და ტუჩებს იწვალებდა, ჩამეღიმა, როგორი მორცხვია, თვალი ავაყოლე, ძალიან უხდება მოკლე კაბა, ტანზე გამოყვანილი, ჩემდა გასაოცრად იდეალური ტანი აქვს. ხო, ყოველ დილით ხომ დარბოდა სანამ მე გამომყვებოდა ცოლად, ახლა გამახსენდა, რა გასაკვირია. ფეხზე ბალეტკები და მსუბუქი მაკიაჟი. ძალიან ლამაზი შავი თმა აქვს, ხვეული, რომელიც ყოველთვის მხრებზე აქვს უსწორმასწოროდ დაყრილი და მოძრაობის დროს ლამაზად დახტიან ზემოთ ქვემოთ.
- ასე რატომ მიყურებ? - თავისი შავი თვალები მომანათა და გამიღიმა - რამე ხომ არ მჭირს?
- არა არაფერი, გიხდება ასეთი კაბა
- მადლობა - ლოყები შესამჩნევად აუფერადდა, კიდევ ერთხელ ჩამეღიმა - აუ ბევრი ხალხი იქნება?
- კუნძულზე ყოველთვის ბევრი ხალხია, მაგრამ ამ დროს ალბათ უფრო პიკნიკზე იქნებიან ან კლუბში, რესტორანში არამგონია.
- ეს რა მოგაქვს?
- გაიგებ რომ მივალთ - თვალი ჩავუკარი და ლიფტიდან გამოვედით.
მართლაც რესტორანში ძალიან ცოტა ადამიანი იყო, ჩვენი მაგიდა პირდაპირ ზღვას გადაჰყურებდა და ღამის შუქზე ბევრად ლამაზი იყო იქაურობა, სესილი ხომ საერთოდ ბრწყინავდა, მომწონს მისი სტილი, სათვალე ლინზებად უნდა გადავუქციო და ბრეკეტებიც უნდა მოიხსნას, არა ასე ძალიან ლამაზია, მაგრამ ისე უფრო ლამაზი იქნება დარწმუნებული ვარ.
შეკვეთა მივეცით, ნერვიულად იმტვრევდა თითებს ეტყობა არ იცოდა როგორ წამოეწყო საუბარი, ინიციატივა როგორც ყოველთვის ჩემს თავზე ავიღე
- მოგწონს აქაურობა? - მზერა გავუსწორე
- ძალიან ლამაზია
- სესი
- ჰო? - დაბნეულმა ამომხედა
- მინდა რაღაც მოგცე, ოღონდ ცუდად არ გამიგო ძალიან გთხოვ, მე პირველ რიგში შენი ქმარი ვარ და შენს უზრუნველყოფაზე უნდა ვიზრუნო ყველანაირად, მოკლედ აი ეს საჩუქარი ჩემგან
- რა არის?
- ამ, იმედია მოგეწონება - ნერვიულობისგან ახლა მე ვიჭამდი ტუჩებს და თითებს ვაწვალებდი, რომ გახსნა ჯერ გაოცება გამოესახა სახეზე, მერე გაიღიმა, გაიცინა, აუცრემლიანდა თვალები
- კარგი რა მაქს, რა საჭირო იყო?
- ვნერვიულობდი როდესაც არ ვიცოდი სად იყავი
- ასეთი ძვირიანი ტელეფონი რაში გჭირდებოდა მერე?
- ამ, მეც აიფონი მაქვს, თანაც უფასოდ ვიმესიჯებთ, მოკლედ მე როგორც მაწყობდა ისე გიყიდე
- მერე ყოფილიყო 4 ან 5, 6s რა საჭირო იყო?
- შენ რა მიბრაზდები? არ გადამრიო სესი, გოგოები რას არ აკეთებენ ეს რომ უყიდონ შეყვარებულებმა და შენ?
- მე არ მჭირდება მაქს ძვირიანი საჩუქრები, ეს არაფერს მიწყვიტავს, ჩვეულებრივი ნოკია რომ მოგეტანა ისიც ასე გამიხარდებოდა - ხელი ხელზე დამადო და სასიამოვნოდ გამცრა ტანში - მაგრამ მაინც ძალიან დიდი მადლობა
- ჰო.. რავიცი, არაფრის - ნერვიულად გადავისვი თავზე ხელი, იმდენად ამაღელვა მისმა რეაქციამ რომ ადგილი ვერ ვიპოვე, დიდი არაფერი, უბრალოდ პირველად ვნახე გოგოს ძვირიანი საჩუქარი არ უნდოდეს და უბრალოც აკმაყოფილებდეს.

***
სესილი

- გაიღვიძე სესიი, თორემ მოვა ცივი წყალი
- დამაძინე მაქს რა, ნახე რა კარგი საწოლია
- სახლშიც გვაქვს ეგეთი საწოლი
- აქ ჰაერია კარგი მაშინ
- ზღვაზე უნდა წავიდეთ!
- მეზარება შენ წადი
- კიდევ კარგი რომ გეზარება, შენთან ერთად გოგოს ვერ დავკერავდი - ამის გაგონებაზე დენდარტყმულივით შევხტი და წამოვხტი ლოგინიდან - ეს რა კარგი საშუალება მოვიგონე - იგუდებოდა სიცილისგან
- საზიზღარო! - დავუბღვირე და ჩემს კუპალნიკებს დავავლე ხელი - გადაგიხდი სამაგიეროს!
- მიდი აბა, ქვემოთ გელოდები მეე!

***

ძლივს მოვწესრიგდი და მოვედი აზრზე, ამ დილაუთენია რომ ამაგდო, უი 10 საათი ყოფილა, მაინც დილაა, რა არის რა, ვბუზღუნებდი და თან ვიცვამდი.
ქვემოთ რომ ჩავედი ვიღაც გოგოს ელაპარაკებოდა
- უკაცრავად? - გავინაზე ახლოს რომ მივედი
- სესი მოხვედი? - ხელი მომხვია და შუბლზე მაკოცა
- არა გზაში ვარ, ეს ვინ არის? - ავათვალიერ-ჩავათვალიერე
- ეს ჩემი ძველი ნაცნობია კაწკა, გაიცანი ეს ჩემი ცოლია სესილი - გაგვაცნო და სასიამოვნოაო ერთხმად ვთქვით მაგრამ აშკარად არცერთს არ გვსიამოვნება ერთმანეთის დანახვა.
- კარგი მაქსიმე მე წავალ ხო? მერე გნახავ ისევ
- ნახვამდის - გაუღიმა
- ვინ იყო?
- ძველი ნაცნობი
- ძველ ნაცნობს რას ეძახი შენ?
- ჩემი ყოფილი შეყვარებულის დაქალი - მზერა გამისწორა და გზა გააგრძელა
- იმიტომ იყო რომ დაიჭყანა ჩემს დანახვაზე
- სესი არ არის ცუდი ბავშვი კაწკა
- კოჭებში ეტყობოდა - ცხვირი ავიბზუე
- ნუ მიბრაზდები - ცხვირზე დამკრა თითი - ჩაიცვი ახალი კუპალნიკი?
- ძველი ხო მქონდა, რას ამბობ
- აბა ვნახოთ როგორი გოგო ხარ - გამიცინა და სახეზე ავწითლდი - ეე არ გაგიტყდეს, ჩემთან არაფერი არ გაგიტყდეს იცოდე
- კარგი

***
მაქსიმე

ქვემოთ სესილის ველოდებოდი ზღვაზე რომ წავსულიყავით, უცებ საიდანღაც კაწკა გამოჩნდა და მომეხვია
- მაქსიმეე, როგორ ხარ?
- კარგად კაწკა შენ? - რაც შემეძლო გავუღიმე, თუმცა სულ არ მიხაროდა მისი დანახვა
- კარგად ვარ, რას შვები? ვისთან ერთად ხარ? მეგობრები გულაობთ?
- არა ცოლთან ერთად ვარ, თაფლობის თვე მაქვს - დავინახე როგორ გადაუვიდა ფერები სახეზე და ჩუმად ჩავიცინე
- ცოლი მოიყვანე?
- ხო სამი თვეა უკვე
- ჩვენ არ გაგვიგიაა?!
- დიდი ქორწილი არ გადაგვიხდია, აი მოდის ჩემი ცოლუკა
- ძალიან გიყვარს? - დაიჭყანა
- სიგიჟემდე - ამ პაასუხზე სხეულში თითქოს დენმა დამიარა და გულთან შეჩერდა, რაღაც გულთან სასიამოვნოდ შემომიარა და თითქოს ლოდი მომეხსნაო ასეთი შეგრძნება დამიტოვა.
კაწკას გავაცანი სესი, მაგრამ ბაჭია უკმაყოფილო დარჩა, არ მოეწონა მისი აქ ყოფნა, ისიც რაღა აქ გამომეცხადა?!
ისე.. რამდენჯერაც ვნახავდი სულ გვანცაზე ვეკითხებოდი, დღეს პირველი შემთხვევა იყო რომ საერთოდ არც გამხსენებია.
სესის ვაბრაზებ, კომპლექსები აქვს და ვცდილობ ამით მოვუხსნა
- ვერ გაიხდი - უდარდელად წამოვკოტრიალდი ქვიშაზე
- რატომ ვითომ?
- იმიტომ რომ კომპლექსიანი ბაჭია ხარ
- არ ვარ მე კომპლექსიანი
- გაიხადე მიდი მაშინ
- ნუ მიწვევ მაქს
- ხო გითხარი ვერ გაიხდი მეთქი
ისე გაბრაზდა რომ ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან, უცებ მზერა გამისწორა და ერთი ხელის მოსმით გადაიძრო ფრიალა კაბა.
ჯობდა არ გაეხადა.
ჯანდაბა.
ჩაიცვი
ჩაიცვი გემუდარები
გთხოვ..
ცუდად ვარ, რა მინდოდა!
ისეთი ვნება ვიგრძენი სხეულში რომ ლამის ჭკუიდან შევიშალე, ერთიანად მოაწვა ვენებს და ხელები ძლივს დავიმორჩილე რომ არ შემოვხვეოდი. მის თითოეულ ნაწილს ისე უხდებოდა ცისფერი ფერი და საერთოდ კუპალნიკები რომ ყოველ შეხედვაზე ჟრუანტელი მივლიდა.
ეს გარეგნულად არაფერი მეტყობოდა, უფრო სესისთვის რადგან გამოცდილი არ იყ, თორემ ნებისმიერი გაქექილი გოგო შეამჩნევდა რა დღეში ჩამაგდო, მაქსიმალურად ვცდილობდი მიმიკა გამეკონტროლებინა.
- რას დამუნჯებულხარ? შევიდეთ ზღვაში
- გიხდება
- მადლობა, რა სიტყვაძუნწია ეს ბიჭი რა
- ჩემზე თქვი რამე? - უცებ დაბრუნდა ჩემი ბაჭია და მეც ტუჩის კუთხეში გამეპარა ღიმილი
- არა - ჩაიდუდღუნა და ზღვაში ჩადგა პირველი ნაბიჯი
- ცურვა იცი?
- ცოტა - ისე წარმოთქვა მივხვდი უტყდებოდა არას თქმა, ამიტომ ხელი დავავლე და ერთად შევედით ზღვაში
- მაქს აქ ღრმაა - ჩემკენ უფრო ახლოს მოიწია და ფეხებით-ხელებით შემომეხვია, თავიდან წამოვიდა ვნების ტალღა, თანაც ყველაფერს ის ართულებდა რომ თვითონაც მეხვეოდა, სესილი დაბნეული და შეშინებული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქეთ. მე კიდევ მის წელზე ხელებს დავასრიალებდი და ლამის გული წამსვლოდა სურვილისგან.
რა დამემართა, ასე ქალი არასდროს მდომებია.
თვალები ძლიერად დავხუჭე და ჰაერი ჩავისუნთქე, მაგრამ უარესად გავხდი რადგან მისმა სურნელმა მომიღიტინა ცხვირში და უარესად ამიკანკალდა ხელები
- მეშინია მაქს
- გაგიყვან ნაპირზე
- შენ?
- მე ცოტას გავცურავ და მალე დავბრუნდები კარგი?
- კარგი - იქამდე მეკრობოდა სანამ მყარად არ დადგა ფეხზე - მიდი ადი ზაგარი მიიღე და მალე მოვალ.
ისე ვიყავი ცოტახანი მაინც რომ არ გამეცურა აუცილებლად წავიქცეოდი ან რამეს მივქარავდი, ამიტომ ეგრევე შევბრუნდი და ღრმად შევცურე.

***
სესილი

ამ ბოლო დროს ცოტა შეიცვალა მაქსი, ვერ ვცნობ, ცდილობს ჩემგან შორს დაიჭიროს თავი და ნაკლებად შემეხოს, თითქოს რაღაცის ეშინია, როგორც კი შემთხვევით შევეხებით თუნდაც მხრით ერთმანეთს დენდარტყმულივით მშორდება და განზე დგება, თანაც ამის დასაფარად უხერხულად მიღიმის.
ვერ ვხვდები რა სჭირს.
- სად მივდივართ დღეს?
- აი იმ მთაზე ავიდეთ და ჩავხტეთ ზღვაში
- მეშინია მე
- ჯერ მე გადავხტები და ქვემოთ დაგხვდები, ხომ მენდობი?
- გენდობი - გავუღიმე და უკან ავედევნე
- დარწმუნებული ხარ რომ საშიში არ არის? - ვერ მოვითმინე და მაინც გადავუჩურჩულე, ჩაეცინა
- 100% ბაჭია
- კარგი ჰო და ნუ მეძახი ამ ბაჭიას
- მე მომწონს რა გინდა, თანაც მსიამოვნებს ნერვებს რომ გიშლი - თმები ამიჩეჩა.

***

- იცოდე როგორც გეტყვიან იქ ისე მოიქეცი, პირველად ხტები და მაგიტომ, არ მენერვიულო
- არის სერ - გავეკრიჭე და მოვემზადე
- ჯერ მე ვხტები - წინ გადადგა ნაბიჯი, მოემზადა და ისკუპა წყალში, აღტაცებული შევცქეროდი
- აუ რა მაგარიაა
- გელოდები მიდი - ხელით მანიშნა წამოდიო, ისე ვნერვიულობდი ლამის იქვე ჩავიკეცე მაგრამ მაქსიმალურად მოვიკრიბე ძალა და პირდაპირ თავით გადავეშვი
- სესი, კარგად ხარ? პირველი ყოველთვის რთულია - როგორც კი ამოვყვინთე მომვვარდა მაქსი
- ძალიან მაგრად ვარ - დავიკივლე და მოვეხვიე მთელი ძალით - აუ კიდე მინდა
- დღეს არა და სხვა დროს კი, პირველი იყო და მეშინია წნევა არ დაგივარდეს ან ცუდად არ გახდე
- კარგი - დამჯერი ბავშვივით გავყევი უკან ცურვა ცურვით.
- ძლივს მოვაღწიეთ ნაპირამდე - ამოვისუნთქე და ძარღვებ დაბერილ მაქსს გავხედე - რა მოხდა?
მის მზერას თვალი გავაყოლე და..



ვხედავ კაწკას, რომელსაც გვერდით ულამაზესი გოგო უდგას, მართლაც შეუდარებელია, მაღალი, გრძენი ფეხებით, დიდი ბურთებით, კარგად ნავარჯიშები და გრძენი ქერა თმებით, სახეზე ხომ საერთოდ, თვალს ვერ მოწყვიტავ, ზღვისფერი თვალები ირგვლივ ყველას ყურადღებას იწვევს, ბიჭები თავს კარგავენ მაგრამ მის გვერდით მხოლოდ ერთი ბიჭი დგას, რომელიც გამალებით ჩაფრენია მის ხელს და წამითაც არ უშვებს, მაქსიმე უკვე ღრენაზე გადადის, იმ გოგოს აშკარად აწუხებს დაჟინებული მზერა და ჯერ მე მისწორებს თვალებს, შემდეგ მაქსიმესკენ იხედება, ვხედავ როგორ გადასდის ფერები სახეზე და დაფეთებული იხედება მეგობრებისკენ.
- ვინ არის? - ზედმეტად მკაცრად ვსვამ კითხვას და გაბრაზებისგან ლამისაა გავსკდე, გასაგებია რომ მაგარი გოგოა მაგრამ რა საჭიროა ეს ამდენი ყურადღების მიქცევა
- გვანცა
- ვინ არის გვანცა? - ცალ წარბს მაღლა ვწევ და წინ ვუდგები, იქნებ ასე მაინც დავფარო ის ქალბატონო
- ჩემი ყოფილი
- ოჰ, გაგიცოცხლდა გრძნობები?
- რა შუაშია?
- აბა რას მიშტერებიხარ? ვერ ხედავ შენმა დაჟინებულმა მზერამ შეაწუხა გოგო!
- იმიტომ არის აქეთ რომ მოდის ხო? - ირონიულად მიმზერს და მე სახე მეშლება
- აქეთ? კარგი მე წავედი
- სად მიდიხარ - მკლავში მტაცებს ხელს და მასთან ახლოს მაყენებს
- ავალ.. ნომერში - თავდახრილი ვეუბნები და ჩემსას არ ვიშლი იქამდე სანამ არ მოგვიახლოვდნენ
- გამარჯობა მაქსიმე - ომახიანად კოცნის გვანცა ლოყაზე და ვხედავ როგორ ეცვლება მაქს გამომეტყველება
- გაგიმარჯოს გვანცა - უემოციოდ ეუბნება და ირონიულ მზერას ავლებს მის გვერდით მდგომ ბიჭს
- ეს ირაკლია, გაიცანი, ირაკლი ეს მაქსიმეა
- სასიამოვნოა - ღიმილით უწვდის ბიჭი ხელს და ესეც ხმის ამოუღებლად ართმევს
- გავიგე ცოლი მოგიყვანია - ზედმეტად აქტიურია ეს გოგო, ნერვებს მიშლის
- ჰო, სესილი ეს გვანცაა, გვანცა ეს სესილია - გაგვაცნო, როგორ გამახარე მაქს! ამაზე დიდ ბედნიერებას ვერ მომანიჭებდი
- აქ რას აკეთებთ? - მაქსიდან მზერა ჩემზე გადმოიტანა და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა
- თაფლობის თვე გვაქვს - მკლავიდან ხელი ჩემს მხრებზე ინაცვლებს და მაგრად მიკრავს გულში ეს რა აეჭვიანებს?! საეჭვიანოდ მიყენებს
- კარგია - სახე ერყევა გვანცას
- ხო ძალიან
- როგორც იქნა იპოვე შენი სიყვარული
- ნამდვილად, შენც გიპოვია გილოცავ
უხერხული სიჩუმე ვარდება
- კარგი ჩვენ წავალთ - კაწკა აფხიზლებს ორივეს
- ნახვამდის - უემოციოდ ეუბნება და ჩემკენ ბრუნდება
ვუყურებ სანამ არ მიეფარებიან თვალს და მერე უხეშად ვიშორებ მის ხელს
- სესი
- არ მომეკარო გასაგებია? საერთოდ არ დამენახო! - თვალებაცრემლიანებული მივრბივარ სასტუმროსკენ და ვტოვებ გაოცებულს შუა სანაპიროზე.

***
მაქსიმე

დღეს კლდიდან გადმოსახტომად წავედით, ძალიან გავერთეთ მაგრამ შემეშინდა სესი ცუდად არ გამხდარიყო, ამიტომ მეორეჯერ არ მივეცი უფლება, გამიბრაზდა მაგრამ მალევე გადაუარა, ცურვით წავედით ნაპირისკენ, ოდნავ გამასწრო, ვაკვირდებოდი და საშინლად მომწონდა ყოველი მისი მოძრაობა, დახვეწილი და განსხვავებული.. მერე უცებ მოკისკისე ქერა გოგოს მოვკარი თვალი და სისხლი ამიდუღდა გაბრაზებისგან, ვიღაც ბიჭი ჩაფრენილი იყო მის ხელს და აქეთ იქეთ ირწეოდნენ, თან კაწკას ელაპარაკებოდნენ.
რა ვიგრძენი?
ძველი იარები გაიხსნა, მაშინ მახსოვს ძალიან დამწყვიტა გული მისმა წასვლამ და სიყვარულზე ხელი ავიღე. მაინც და მაინც ახლა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში როდესაც ახალ ცხოვრებას ვიწყებ.
შემდეგ უცებ დამინახა და ჩვენკენ წამოვიდა, არ ვიცი სესიმ რატომ გადაწყვიტა მე წავალო, ამაზე ძალიან გავბრაზდი, მინდოდა მეჩხუბა მაგრამ თავი შევიკავე, რას ქვია წასულიყო და აქ ამ გოგოსთან მივეტოვებინე, აშკარაა ზედმეტად იგრძნო თავი და ამიტომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, მთელი ძალით ჩავაფრინდი მკლავში და ახლოს მივიკარი, მისმა სურნელმა ცხვირში მომიღიტინა და ჟრუანტელმა დამიარა ტანში.. მაგიჟებს მისი თავბრუდამხვევი სურნელი..
ამასობაში გვანცა და მისი სასტავიც მოგვიახლოვდა თურმე, ისე გადამკოცნა გეგონება არასდროს არაფერი დაუშავებია, მეც არ დავაკელი ირონია, სესიზე ხელი არ გამიშვია, ყურადღება მქონდა აქეთ რომ არ გაქცეულიყო, მინდოდა გვერდით მყოლოდა და ამ ქალბატონს კარგად დაენახა რომ მისი ადგილი აღარ იყო ჩემს ცხოვრებაში.
ხელი გადავხვიე და გულზე მივიკარი, სველი სხეულის შეხებამ განსაკუთრებული გრძნობა გამოიწვია ჩემში და სიბრაზე სადღაც გაქრა, ჩამეღიმა როდესაც ვიგრძენი რომ გაბრაზებისგან თრთოდა და ერთი სული ჰქონდა როდის ამოხეთქავდა, როგორც კი ისინი თვალთახედვიდან მიეფარნენ ეგრევე ამოხეთქა
ჯერ ჩემი ხელი მოიშორა და დალაპარაკება რომ ვცადე
- არ მომეკარო გასაგებია? საერთოდ არ დამენახო! - ბოლო ხმაზე დამიკივლა და გაუჩინარდა. ღიმილით გავყევი უკან
- სესი რა ხდება გამაგებინე - ნომერში ასულს მკლავში ვწვდი და ჩემკენ მოვიზიდე - რა დაგემართა?
- შენ მე მის საეჭვიანოდ გამომიყენე მაქსიმე, ვიღაცის საეჭვიანოდ ხვდები მაინც ეს რას ნიშნავს? ვინმეში ხომ არ გეშლები?
- ეგრე არ არის..
- ეგრეა! ზუსტად ეგრეა, საერთოდ რას გამომყევი? წასულიყავი და ადევნებოდი კუდში, ვერ ხედავ თვალებით გჭამდა, რატომ იღიმი? რა არის აქ გასაღიმებელი? - მეღიმებოდა მის ეჭვიანობაზე - გეკითხები მე შენ მაქსიმე, რა გაცინებს?
- მე უბრალოდ..
- შენ უბრალოდ რა, დამცინი არა? შენ დამცინი მე?
- სესი - დავსერიოზულდი უცებ - მორჩი ისტერიკებს - ხელები გავუკავე და სახე ძალიან ახლოს მივუტანე, გაჭრა და დაიბნა
- რას .. რას აკეთებ? - ამიფახულა მისი ლამაზი დაბნეული თვალები
- რას და ვცდილობ რომ გაგაჩუმო - თვალებიდან მზერა ტუჩებზე გადავიტანე, მისი წითელი მარილიანი ტუჩები იმ მომენტში ისე მიზიდავდა ჭკუიდან გადავყავდი, თანაც გაბრაზებულ თვალებს რომ მიბრიალებდა და უფრო სექსუალური ხდებოდა, ჭკუიდან გადამიყვანა რომ თრთოდა განსაკუთრებით იმან, თავი ვერ შევიკავე და ფრთხილად წავეტანე მის ბაგეებს.
გული ისე ამიფართხალდა, გეგონება 16 წლის თინეიჯერი ბიჭი ვიყო რომელიც პირველად კოცნის გოგოს, ასე მეგონა რამდენიმე სანტიმეტრით დავშორდი დედამიწას და ჰაერში ავფრინდი, საოცარი შეგრძნება დამეუფლა, იმდენად ტკბილი და გემრიელი ტუჩები აქვს არც კი ვიცი როგორ მოვთოკავ თავს რომ მოვშორდე, თავიდან გამიძალიანდა მაგრამ ვინ მიაქცევდა მაგას ყურადღებას, ხელები გავუკავე და ვაიძულე რომ მოდუნებულიყო, მხოლოდ მაშინ ავუშვი ხელი და უცებ ხელისკვრამ მიწაზე დამანარცხა, შემდეგ მარცხენა ლოყაზე საშინელი წვა ვიგრძენი ისე რომ თვალების გახელაც ვერ მოვასწარი
- შენ მე ვინ გგონივარ, შენი გვანცა? თუ ქეთა? რომელიც ერთ დაძახებაზე გამოგეკიდებიან! უნამუსო, ვირო!
- ბაჭია ცუდად გამიგე - ნატკენ ლოყას ვიზელდი და თან ვცდილობდი დავლაპარაკობოდი
- რა გავიგე ცუდად? ის როგორ გამომიყენე ვიღაცის საეჭვიანოდ და ახლა კიდევ რომ მაკოცე?
- სესი..
- ხო გისმენ
- მე არ გამომიყენებიხარ ვიღაცის საეჭვიანოდ - სახე დავუკავე და ცხვირი ცხვირზე გავუხახუნე - მას ვანახე შენი ადგილი, ის რომ შენ განსაკუთრებული ხარ, შენ არიცი.. მე რადგან ისე მოვიქეცი რომ ასე ახლოს დაგიყენე და ხელიც გადაგხვიე ეს რას ნიშნავს მისთვის.. არასდროს არავისთან არ ვუნახივარ გესმის? არასდროს..
- მაქს - თვალები აუცრემლიანდა - ჩუ ჩუ - შუბლზე ვაკოცე და გულში ჩავიკარი - მაპატიე ბაჭია, არ მინდოდა ცუდად გეგრძნო თავი
- ჰო, მეწყინება - პატარა ბავშვივით გაიბუსხა და სიცილი ვერ შევიკავე
- რა საყვარელი ხარ ასე
- ისე არვარ ხო? - წარბები შეკრა
- ისეც და ასეც საყვარელი ხარ ბაჭია - თმებით ამიჩეჩა - მოდი გავმხიარულდეთ და სადმე გავისეირნოთ
- აუ სად?
- მითხარი რომელი ქვეყნის სამზარეულო არ გაქვს გასინჯული და იქ წავიდეთ!
- აუ გასინჯული კი მაქვს ბევრი მაგრამ იტალიურში თუ წავალთ და პიცას შევჭამთ შემომირიგებ
- პიცა გიყვარს ბაჭია?
- აუ თან როგორ იცი, ვგიჟდები
- მერე შენ რომ სუსტი ბაჭია ხარ? სად არის შენი ღიპუცა?
- მე ტანმოვარჯიშე ბაჭია ვარ, რომელსაც უყვარს პიცა და ერთ ჭამაზე ჭამს მთლიანს
- არ გადამრიო, შევეჯიბროთ?
- ვერ მომიგებ
- როგორ ვერ მოგიგებ, თანაც საქართველოში ბევრ კაფეში პიცას იმხელა ცომით აკეთებენ გული მიწუხს და იმას ვჭამ ბოლომდე, აქ კიდევ თხელი იქნება და უცებ მოგიგებ
- შევეჯიბროთ მაშინ, იტალიურ სამზარეულოში მივდივართ საღამოს
- კარგი რა სირცხვილია, ვიღაც დაგვინახავს და რას იფიქრებს - სახე მოერყა
- მაშინ უკეთესი იდეა მაქვს! - თითი ჰაერში აღვმართე
- აბა გადმოაფრქვიე
- შევუკვეთოთ, ჩავალ და აქ ამოვიტან
- მე რა ვაკეთო მაქამდე?
- მე რავიცი, რამით გაერთე, აი რამდენი რამეა, დააკვირდი ხალხს ან დატკბი ხედით აივნიდან, ჩვენც არ ვიყოთ მეოცე სართულზე.
- მეორეზე ვართ, თანაც კარგად ვერ ვხედავ
- შენი მუდმივი მეგობარი სად არის მერე?
- ჩანთაში, ისვენებს
- ხოდა ამოიღე და ჩააბრუნე მერე ისევ - ტუჩებში მოწყვეტით ვაკოცე, ვერ მოვითმინე რა მექნა, ისე მინდოდა ისევ შემეგრძნო მისი გემო რომ ლამის ჭკუიდან გადავედი, კარები სწრაფად გამოვიხურე სანამ რეაქცია ექნებოდა.

***

ქვემოთ ღიღინით ჩავედი, გავიკითხე და ძლივს მივაგენი იტალიურ რესტორანს, შევუკვეთე სამი დიდი პიცა და იქვე ჩამოვჯექი, ნერვიულად ვათამაშებდი მაგიდაზე თითებს და თან ვფიქრობდი რა იქნებოდა მომავალში.
ახლა ყველაზე ნაკლებად ველოდებოდი გვანცას გამოჩენას, არ მიყვარს მაგრამ ის რასაც ვგრძნობ საკმარისია რომ დისკომფორტი შემექმნას, გული მიწუხს როდესაც წარმოვიდგენ რა დღეში შეიძლება ჩააგდოს სესილი, ძალიან ადვილია ადამიანს გული ატკინო, იმ ჭრილობის გამთელება კი ძალიან რთულია, მეშინია რომ შეიძლება ისეთი შეცდომა დავუშვა რითაც დავკარგავ.
როგორ ავირიე, ეს ჩემთვის გამოცდას უფრო ჰგავს ვიდრე უბრალო დამთხვევას, ჩემი მე ორად გაიყო, ერთი გვანცასკენ მიიწევს, მეორე სესილისკენ, არა ვაღიაროთ მეორე მეს მხოლოდ 20% უჭირავს, დანარჩენი 80% კი სესის უფრთხილდება, როგორმე თავი უნდა მოვთოკო, რთულია ჩემთვის ამ მდომარეობაში ყოფნა.
მიკვირს, როგორ შეძლო ამ პატარა გოგომ ჩემი ნაწილი ასე მიეთვისებინა და დაეკავებინა, დაფიქრებაც ვერ მოვასწარი ისე შემოიჭრა ჩემში და ამირ-დამირია ყველაფერი, როდემდე იქნება ასე, როდის ჩამოვყალიბდები.
15 წუთში სამი პიცით დამადგა თვალებ მოჟუჟუნე გოგონა თავზე და მისი ჭკუით მომნუსხველად გამიღიმა, მაგრამ მე ახლა ამ გოგოს თავი ნამდვილად არ მქონდა, ერთი სული მქონდა სესისთან მივსულიყავი, მასთან ყოველთვის დაცულად ვგრძნობ თავს და არც ასეთი ფიქრები არ მაწუხებენ. უკვე მეშინია მარტო დარჩენის, ვინ იცის რას გავიფიქრებ ან გავაკეთებ. ჩემი სულიერი სიმშვიდეა ჩემი ბაჭია, ჩამეღიმა ბაჭიას გახსენებაზე რადგან ამას მოყვა მისი რეაქციის გახსენება, როდესაც ამ სახელს ვეძახი და მინდოდა გულიანად გადამეხარხარა.
გარეთ ღიღინით გამოვედი, მოსალოდნელი ბრძოლა საოცრად სახალისო უნდა აღმოჩენილიყო, სასტუმროსთან რომ მივედი უცებ გავხევდი, გვანცა იდგა და ნერვიულად იყურებოდა აქეთ იქეთ, მინდოდა ისე ამევლო რომ არც დავენახე მაგრამ წინ გადამეღობა
- მაქსიმე? - ცალი წარბი აწია და ჩემს ყუთებს დააჩერდა
- ჰო რაიყო?
- მინდა ვილაპარაკოთ
- გისმენ
- აქ?
- ხო აქ - უემოციოდ ვუთხარი, მართლაც არანაირი ემოცია არ მქონდა გაკვირვების გარდა
- მისმინე, მაქსიმე, ვიცი ცოლი გყავს მაგრამ ეს დროებითია, მინდა დაგიბრუნდე, მე ისევ მიყვარხარ, მჭირდები, მენატრები, შენი ყველაფერი მენატრება გესმის? უშენოდ ვერ შევძლებ ცხოვრებას გთხოვ.. ვიცი შეცდომა დავუშვი, არასწორად მოვიქეცი მაგრამ.. გთხოვ მაქსიმე - ხელები მხრებზე ჩამომაწყო და მსუბუქად დამეყრდნო თან აცრემლიანებული თვალებით ლაპარაკობდა და ცდილობდა ამით დავებნიე
- რას ცდილობ გვანცა?
- იმას რომ დაგიბრუნო, აქამდე ვერ გავბედე მოსვლა, მაგრამ ახლა უკვე მეშინია რომ ის გოგო წამართმევს შენს თავს, მინდა ბოლო შანსი გამოვიყენო, ხომ მომცემ მაქს?
- შენი აზრით? - თავი გვერდზე გადავხარე და ისე შევხედე
- კი, ვიცი რომ ისევ გიყვარვარ, წლებმა ვერაფერი დააკლო ჩვენს სიყვარულს - სახეზე მომეფერა, ხელი გავინთავისუფლე და მის ხელს დავადევი, გავუღიმე მანაც გამიღიმა, სიხარულის სხივი რომ გაუკრთა თვალებში ზუსტად მაშინ “გავცივდი” და მისი ხელი მოვიშორე
- არასდროს! - უკმეხად მივუგდე და გვერდი ავუარე - არ დამენახო გაფრთხილებ, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ, მითუმეტეს სესილის არ გაეკარო იცოდე!

***

ერთი სული მქონდა ლიფტი როდის ავიდოდა, ახლა ის 20%იც 10%მდე დავიდე, ამ პროცენტებს კიდევ მხოლოდ მოგონებები ავსებდა, დღეები რომლებიც მასთან მქონდა გატარებული, თუმცა მიხარია, რომ იტანჯება, ისე იტანჯება როგორც მე წლების წინ მაიძულა უარი მეთქვა სიყვარულზე და ვყოფილიყავი გულქვა ყველა გოგოს მიმართ. არ მინდოდა არაადამიანობა მაგრამ ასეთი გავხდი დროდადრო, ფრთხილად შევაღე კარები, დავინახე სესი ფანჯარასთან იდგა და ხედს უყურებდა, კარის ხმაზე შემოტრიალდა და გამიღიმა
- მოხვედი როგორც იქნა - ჩემკენ წამოვიდა და ყუთები გამომართვა, ქვემოთ გაუწყვია უკვე ყველაფერი, ბალიშები დაუყრია და შუაში კოხტად ჩააწყო ყუთები ერთი მეორის მიყოლებით. - სასმელი შევუკვეთე, ამოიტანენ მალე
- აი ნახავ მოგიგებ რა - თვალი ჩავუკარი და მის გვერდით მოვთავსდი
- შენ რას შეჭამ?
- მე ჩემს მარგარიტას ავიღებ
- ეე, მე რა ვჭამო?
- ნახე კიდევ ორი სახეობაა, თანაც ყველაზე პოპულალურები ავარჩიე
- ამას ავიღებ, რა აწერია? - დაიხარა რომ წაეკითხა - ვერონესე? - დაიჭყანა
- გემრიელია ეგ ძალიან
- ჰმ ვნახოთ - ენა გამომიყო და გამიცინა
- მისმინე.. სანამ დავიწყებთ მინდა რომ დავილაპარაკოთ - მისი ხელები ჩემს ხელებში მოვიქციე
- რამე მოხდა?
- გვანცა ვნახე სანამ ამოვიდოდი, უფრო სწორად თვითონ მნახა
- გილოცავ - ცივად მოიშორა ჩემი ხელი
- არა არა, მომისმინე, რაღაც მინდა გითხრა
- ხომ მითხარი რომ ნახე? მე არ მიკითხავს თქვენს შორის რა მოხდა მეთქი, არც ხარ ვალდებული მომიყვე მაქს!
- მე ვთვლი თავს ვალდებულად რომ გითხრა სიმართლე, მას ჩემი დაბრუნება უნდა გესმის? მითხრა რომ ისევ ვუყვარვარ, ვჭირდები, ვაკლივარ
- მაქს!
- დამასრულებინე - ტუჩებზე მივადე ხელი და უნებურად დამიარა ტანში ჟრუანტელმა, ეს არ უნდა გამეკეთებინა, სათქმელი ამერია და ძლის დავწყნარდი - ძალიან გთხოვ მომეცი საშუალება აგიხსნა ყველაფერი
- კარგი გისმენ - ხელები გადააჯვარედინა და მომლოდინე მზერა მომაპყრო
- ვიცი რომ ახლა ფიქრობ თითქოს მე ის მიყვარს ან მასთან მინდა მაგრამ ასე არ არის სესი, პირველ რიგში ამას იმიტომ არ გავაკეთებ რომ შენ გცემ პატივს და გულს არასდროს გატკენ, არ დაგამცირებ და არასდროს გაგრძნობინებ თავს ზედმეტად, მეორედ მე არაფერს ვგრძნობ მის მიმართ, მან მიღალატა და იქ გადაესვა წერტილი როდესაც სხვასთან წავიდა, მესამე კითხვაზე გიპასუხებ თუ რატომ გითხარი ეს ყველაფერი.. არ მინდა ტყუილზე იყო დამყარებული ჩვენი ურთიერთობა, არ მინდა ტყუილით დავიწყო ეს ყველაფერი და მერე ვიღაცამ სადღაც წამოგაძახოს, ვიცი შეიძლება უნდა დამემალა და არ მეთქვა, მაგრამ მე ასე ცხოვრება არ შემიძლია, მინდა რომ იცოდე რა ხდება ჩემს ირგვლივ, თუნდაც ეს 1 წელი, რადგან ასე კარგად დავიწყეთ, არ მინდა შიშში და გაბრაზებაში ვიცხოვროთ, არც ის მინდა ზურგი მაქციო და ზედაც არ მიყურებდე, მე შენ მაბედნიერებ, თუნდაც არ გვიყვარდეს ერთმანეთი, შენს გვერდით მშვიდად ვარ, არაფერს ვთხოვთ ერთმანეთს მაგრამ ჩვენდაუნებურად ვგრძნობთ ვალდებულად თავს რაღაცა ახსნა-განმარტება მივცეთ ერთმანეთს. შენ ჩემი გესმის, ვიცი ახლა რომ ავმდგარიყავი და წავსულიყავი გვანცასთან არაფერს მეტყოდი, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ, მე ერთხელ უკვე გითხარი და მეორედაც გიმეორებ რომ შენ სანამ ჩემი ცხოვრების ნაწილი გქვია სხვასთან არ წავალ, თუმცა აქვე დავამატებ რომ ჩვენი დაშორების შემდეგაც არ ვიქნები გვანცასთან..
- მაქს.. დარწმუნებული ხარ რომ არ გიყვარს? მაშინ ისეთი რეაქცია გქონდა - ძლივს მოილუღლუღა
- მე არ მიყვარს გვანცა, ერთადერთი მისგან მოგონებები შემრჩა, მეტი არაფერი, დამიჯერე არასწორად გაიგე, მე შენთან მიმართებაში რაც გავაკეთე მინდოდა რომ შენი ადგილი ენახა ჩემს გვერდით, მინდოდა გაეგო რამდენად მნიშვნელოვანი და გამორჩეული პიროვნება ხარ ჩემს ცხოვრებაში.. სწორედ ამიტომ მოვიდა გესმის? მან მითხრა მეშინია ის გოგო შენს თავს წამართმევსო, მან საფრთხე დაინახა შენში, შენ კიდევ სულელო მიიღე როგორც დამცირებად - ცხვირზე ჩამოვკარი თითი და თმები ავუჩეჩე - სულელი ბაჭია ხარ
- მე რავიცი.. - აბუზღუნდა უცებ - ეგეთ სიტუაციებში ბიჭები აეჭვიანებენ და..
- კარგი რა სესი, გავბრაზდები ახლა, მე ყველა ვარ? - ავბუზღუნდი სპეციალურად
- არა არა, ეგ არ მითქვამს - ფეთიანივით წამოიწია - უბრალოდ მე არვიცი.. ბიჭთან ურთიერთობა არ მქონია
- არა? საერთოდ?
- არა, მეგობრები კი მყავდა სკოლაში მაგრამ შეყვარებული არასდროს
- მისმინე, ბოდიში რა წეღანდელზეც, რომ გაკოცე, უბრალოდ ვერ გაგაჩუმე და.. - თავი ჩავხარე დამნაშავესავით - არ მინდოდა ეგრე გამოსულიყო, ვიცი გეწყინა და თანაც ეს ცუდ გავლენას იქონიებს ჩვენს ურთიერთობაზე მაგრამ ვეცდები როგორმე გამოვასწორო
- მე გაძლევ პირობას რომ ეგ ცუდ გავლენას არ იქონიებს, არაუშავს, ზრდასრული ადამიანები ვართ, ერთმანეთს უნდა გავუგოთ და დავეხმაროთ - ნიკაპზე ხელი მომკიდა და თავი ზემოთ ამაწევინა - მთავარია მშვიდად იყო შენ და დანაშაულის გრძნობა არ გაწუხებდეს
- ჯიგარი ხარ რა, დავწყნარდი - ერთ ნაჭერს დავავლე ხელი და მადიანად ჩავკბიჩე - აბა დაიწყო შეჯიბრება? - გავეკრიჭე, თუმცა ასე არ მორჩებოდა ეს ამბავი რადგან ვიცოდი დამნაშავე ვიყავი თანაც საშინელი, ცუდად მოვიქეცი, დავაფრთხე და შეიძლებოდა ერთი ნაბიჯით უკან დაეხია ჩვენს ურთიერთობას, რაც სასტიკად არ მაწყობდა.
- წავიწყეთ! - შეკივლა და თვითონაც დაერია.
ბოლოს ერთმანეთზე მიწყობილები ვიწექით და ვეღარ ვსუნთქავდით
- შენ მოიგე ბაჭია, ოღონდ მეტი არ მაჭამო!
- შენ რა სლაბი ყოფილხარ ეე - გადაიკისკისა და მომეყრდნო
- მე სლაბი არ ვარ
- მოიცა - თითი ჰაერი აწია - საყვარელი ხარ, ეს გინდოდა გეთქვა ხო?
- ზუსტად, აი როგორ ხვდები ხოლმე რა, ოი - წამოვიზლაზნე - მოკლედ უნდა გავისეირნოთ თორემ ხვალ ვერცერთი ვერ ჩავეტევით ჩვენს ტანსაცმელში
- კარგი იდეაა, თუ ავდექი ოღონდ აქედან, რა მაჭმევდა ამდენს, შენი ბრალია ყველაფერი რა შეჯიბრება აგიტყდა? - წამომენთო უცებ
- რა ჩემი ბრალია ბაჭია, მე უბრალოდ მინდოდა რომ მენახა როგორ გაჯობებდი, შენ კიდევ რავიცი სად გეტევა ამდენი? - ნერვიულად მოვიქექე თავი
- კუჭში, არ უნდა შემეჯიბრო როგორ ვერ დაიმახსოვრე აქამდე!
- მე უფრო მაგარი ვარ
- გეტყობა ხო, აუ ამაყენე რა - ხელი გავუწოდე და ძლივს წამოვდექით - ვაიმე ცუდად ვარ
- გამოვუძახო ექიმს? - უკვე მომწონდა ეს სიტუაცია, ძალიან სასაცილო ვიყავით გაბერილი მუცლებით და განუწყვეტლივ ვწუწუნებდით თურმე როგორ გვტკივა მუცელი, არადა არავის დაუძალებია ასე იყავითო
- ექიმი მე კი არა შენ დაგჭირდება მალე ლაზღანდარობას თუ არ მორჩები
- მოიცა
- რაიყო? - კარებში მისულმა ინტერესით მოაბრუნა თავი და მომაჩერდა
- მაქ ვერ გაეტევი, გამოვტეხო?
- შე საზიზღარო, საძაგელო არსებავ, მოვა ჩემი დროც დამაცადე
- ჩემი ბაჭია გამიბრაზდაოო - ლოყები გავუწელე და კარებში გავატარე
- ბაჭია იქნება რომ გადაიქცევა.. - დაფიქრდა
- რად გადაიქცევაო რადო? - ვაჯავრებდი და უფრო ვხალისდებოდი
- ურჩხულად! - ენა გამომიყო და ორივეს ისტერიული სიცილი აგვიტყდა
- მერე მე ვაკოცებ და გადაიქცევა ისევ ჩემს პატარა თეთრ ბაჭიად, რომელიც მორცხვია
- აუ მთვრალი ვეგონებით ვიღაცას
- შენთან დალევა არ მჭირდება, ისეც კარგ ხასიათზე ვარ სულ - ხელი გადავხვიე და ღიმილით გავუყევით სანაპიროსკენ გზას
- თავში ამივარდება ახლა, ეს რა გავჩნდი
- ნუ იტყვი აბაა!

***

სანაპიროზე კარგა ხანს დავბოდიალობდით, ღიმილით გავცქეროდით იქაურობას და თან სესილის ვაწვალებდი ხოლმე მომენტებში. ისეთი საყვარელია, ისეთი თბილია რომ სურვილს გიჩენს არასდროს მოშორდე გვერდიდან, არ მინდა რომ ასე საშინლად მივეჯაჭვო, მაგრამ ყოველი წამი, რომელსაც მასთან ვატარებ შეუძლებელია მასზე დამოკიდებულს არ გხდიდეს, ნარკოტიკზე უფრო საშიშია, რადგან იმას გადაეჩვევი მაინც, იმკურნალებ, ამ სენისგან კიდევ ვერასდროს გავიკურნები. იქვე ჩამოვჯექით და სივრცეს გავუსწორეთ მზერა, უხმოდ, უსიტყვოდ ვგრძნობდით ერთმანეთის დარდს და ეს გვაბედნიერებდა, დროდადრო გადმომხედავდა და გამიღიმებდა, უცნაური შეგრძნებები მუცელში და გულში მოსვენებას არ მაძლევდნენ, პირიქით თითქოს რაღაცისკენ მიბიძგებდნენ, რომელსაც ჯერ-ჯერობით ვერ ვბედავდი..
თუმცა ვერ მოვითმინე და ცდუნებას ვერ გავუძელი, გვერდით მჯდომს კალთაში ჩავუდე თავი და გავიტრუნე, დაძაბული ველოდებოდი მის რეაქციას, თვალები დახუჭული მქონდა და მთელი სხეულით ვკანკალებდი, ვიცოდი, თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ ხელს არ მკრავდა, არ ამაგდებდა, მაგრამ მაინც იყო რაღაც პატარა რაც მაშინებდა და ასეთ მომენტში სიმშვიდის შენარჩუნების საშუალებას არ მაძლევდა. მხოლოდ მაშინ დავწყნარდი ჩემს თმებში თავისი ლამაზი თითები რომ შეასრიალა და ნაზად მომეფერა
- დაიღალე მაქს? - საოცარი მზრუნველობა იკითხებოდა მის ტონში და ახლა უკვე თბილი ტალღა მივლიდა სხეულში.
- ჰო, ცოტა
- მეც, მაგრამ ძალიან კარგად გავერთეთ
- ჯერ რამდენიმე დღეა რაც აქ ვართ, მთელი სიამოვნება წინ გველოდება
- გვანცა მოიმოქმედებს რამეს ვითომ?
- არ გვინდა რა მასზე ლაპარაკი, ამ ლამაზ საღამოს ნუ გავაფუჭებთ ამით კარგი?
- კარგი - ვიგრძენი, არა მართლა ვიგრძენი როგორ გაიღიმა და შესამოწმებლად ზემოთ ავიხედე, მართლაც, ტუჩის კუთხეში თითქოს შეუმჩნევლად ეპარებოდა ღიმილი, მაგრამ მე მაინც ვხედავდი, თვითონაც გამოაპარა ჩემკენ თვალები და ერთმანეთის მზერას რომ გადავაწყდით ლოყები აუფერადდა
- ამას ვერ გადაგაჩვიე - ლოყაზე მივეფერე
- კარგი რა, მაბნევ
- შენ ძალიან მორცხვი ხარ ბაჭია
- შენ ხარ ძალიან თამამი, მე კი არ ვარ მორცხვი
- უჰ, თამამი? კარგი რა, ბარემ თავშიავარდნილიც მიწოდე
- არა თავშიავარდნილი არ ხარ და ვერც წარმომიდგენიხარ
- ერთ დროს ვიყავი
- როდის? - ინტერესიანი მზერა შემავლო, მე ვარსკვლავებს გავუშტერე მზერა
- 15 წლის რომ ვიყავი სესი.. მაშინ ძალიან სხვანაირი ვიყავი
- შენს ყოველ სიტყვაში იგრძნობა როგორ გტკივა წარსული მაქს, მაპატიე მაგრამ ზედმეტად ხომ არ ებღაუჭები ამ ყველაფერს?
- შენ არ გესმის სესი.. ვერ გამიგებ… მე მამის გარეშე გავიზარდე გესმის?
- შენ იცი რამდენი ადამიანი იზრდება მამის გარეშე? იცი რამდენი ნატრულობს ძილის წინ რომ გამოჩნდეს? ზოგს გარდაეცვალა, ზოგი მიატოვეს, დაბადებიდან, ისე მიატოვეს რომ შვილები არც კი იცნობენ, შეიძლება ისე აუარონ გვერდი ქუჩაში რომ ვერ იცნონ, იცი ეს რას ნიშნავს? შენ კიდევ მისტირი წარსულს, არა გასაგებია რომ გტკივა, გჭირდებოდა და შენს გვერდით არ იყო, მაგრამ ზოგჯერ რაღაც უნდა დავთმოთ, ეს ყველაფერი მარადიული ხომ არ არის? ერთხელ ვცხოვრობთ ამ დედამიწაზე და ისიც ასეთ ტკივილში გავატაროთ? მიეცი საშუალება შენს თავს რომ მიიღო მამა, არ უყურო მის უარყოფით ქცევებს, არ დაფიქრებულხარ არასდროს როგორ იქნებოდა ყველაფერი თუ სხვანაირად მოიქცეოდი?
- როგორ იქნებოდა სესი? მე ისევ მკრავდნენ ხელს..
- ვის გავხარ ხასიათით?
- მამას.. დედა სულ სხვანაირია, დედამ აპატია, მაგრამ არ შეურიგდა, ის ელაპარაკება, ურეკავს, კითხულობს, პასუხობს მის ზარებს და ხვდება კიდეც ზოგჯერ, მე ეს არ შემიძლია…
- ყველაზე მეტად ვისაც ატკინეს იმან აპატია და შენ რატომ ვერ პატიობ?
- ის არასდროს მოსულა ჩემთვის, მას ყოველთვის ის აინტერესებდა რას მივაღწევდი და მექნებოდა თუ არა ცოდნა რომ მისი ბიზნესი გამეგრძელებინა!
- მაქს, ასე ფიქრი არასწორია
- აბა რა არის სწორი სესი? ის რომ მაიძულა დავქორწინებულიყავი?
- ყველაფერში ცუდს რატომ ეძებ, ასე რომ არ ყოფილიყო ვერასდროს გავიცნობდით ერთმანეთს, ეს არ არის კარგი?
- კი კარგია!
- ეგრე რომ არ წასულიყო, შენ ახლა ასეთი კარგი მოსწავლე იქნებოდი? იქნებოდი კარგი სტუდენტი? ერთგული და საამაყო შვილი? გულწრფელად მიპასუხე, როდის გამოიქექე თვალები, როდის შეხედე რეალურ სამყაროს?
- 15 წლის მერე..
- მერე? ყველაფერს აქვს ორი მხარე მაქს, ასე არ შეიძლება, ეცადე დადებითი ეძებო, ცოლქმარს შორის ყოველთვის მოხდება რაღაც დაპირისპირება, ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ ყველაფერში ჩავერიოთ!
- მე მეტკინა..
- ტკივილს ეჩვევა ადამიანი, ყველაფერს ეჩვევა მთავარია ეს სურდეს, შენ არ იცი რას იკლებ მაქს, იქნებ ერთხელ რომ მიხვიდე, მხოლოდ ერთხელ სცადო და დაელაპარაკო ყველაფერი შეიცვალოს.. სხვანაირად გაგრძელდეს თქვენი ცხოვრება
- მე მეშინია სესი - თვალები ამიცრემლიანდა, ახლა ყველაზე დიდ ტკივილს ვგრძნობდი რადგან რეალობას სახეში მაჯახებდა მთელი ძალით სესილი და ვერ გავრბოდი, ვერ ვემალებოდი, პირიქით მაიძულებდა რომ მომესმინდა და დავფიქრებულიყავი.
- ურთიერთობებზე ძვირფასი არაფერია, რომც ცადო არასდროს იგრძნობ დამნაშავედ თავს, რადგან შენი შენი უნდა გააკეთო ურთიერთობის გადასარჩენად, ორივემ თუ არა ერთმა მაინც უნდა იბრძოლოს, თორემ მეტი არაფერი გვრჩება დამიჯერე, ბოლოს მხოლოდ ერთმანეთს ვეყოლებით!
- სესი, ხელი რომ მკრას?
- შენს სინდისთან იქნები სუფთად მაქს, როდესაც მოინდომებს და ეს ადრე თუ გვიან მოხდება აუცილებლად, შენ დაანახებ რომ იგივეს გაკეთება გინდოდა, თუმცა მაინც შეურიგდები
- არ შევურიგდები!
- შეურიგდები, რადგან მისნაირი არ გინდა იყო! თუ იგივეს გაიმეორებ მას დაემსგავსები და იგივე შეცდომებს გაიმეორებ
- ბაჭია.. გთხოვ რა
- იფიქრე მაქს იფიქრე, დამიჯერე ბევრად უკეთესად იცხოვრებ თუ პირველ ნაბიჯს გადადგამ, თანაც თუ ერთმანეთს გავხართ ხასიათით, შეიძლება ისიც იგივეს გრძნობს და ვერ ბედავს სიტყვის თქმას
- ტატო? ლილიანა?
- რას უყურებ მათ? ტატო თქვენი ზეგავლენის ქვეშ ექცევა, იმიტომ არის ასეთი, საერთოდ უფროსების ურთიერთობა დიდ გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე, რადგან ვისაც შენი მშობელი ვერ იტანს, ინსტიქტურად შენც უკმაყოფილება გიჩნდება მის მიმართ, მითუმეტეს ადამიანი თუ უფრო და უფრო ცუდად გექცევა. ეცადე იქნებ გაუგო, დაუმეგობრდე?
- მის გამო დაინგრა ოჯახი
- ოჯახი მამაშენის დაუდევრობის გამო დაინგრა, ბავშვის ბრალი არაფერი არ არის, ისე ნუ აზროვნებ გეგონება ერთი წიგნიც არ გქონდეს წაკითხული! - წარბები შეკრა წამში
- კარგი ხო კარგი, გნებდები! ყველაფერში მართალი ხარ
- ხოდა იფიქრე, იქნებ შერიგდეთ, თუ არ შერიგდებით კიდევ ნორმალური ურთიერთობა ჩამოაყალიბეთ!
- აი არ მესმის შენ რატომ დარდობ?
- რას ნიშნავს რატომ ვდარდობ, მე შენი ცოლი ვარ!
- დროებითი
- მერე რა, სანამ შენი ცხოვრების ნაწილი ვარ ვეცდები მაქსიმალური გავაკეთო, ის რაც ჩემს ძალებს აღემატება, ნუთუ ვაშავებ რამეს?
- არა უბრალოდ ბევრი ფეხებზე დ აიკიდებდა - გავეკრიჭე
- როგორც შენ არ ხარ ბევრი, ისევე მე არ ვარ და ნუ მადარებ აქ ვიღაცებს!
- ხო კარგი ბოდიში, 12 საათია უკვე, არ წავიდეთ სახლში?
- წავიდეთ ხო - წამოვდექით და ნაპირს გავუყევით ისევ - ქეთა კიდევ გაწუხებს?
- აღარ, რაც ბათუმში წავიდნენ, იქნებ საერთოდ მოვიშორო - ამოვიოხრე
- მოვიშორებთ როგორმე, ჩემს წასვლამდე მაგასაც მოგაშორებ
- არ წახვიდე რა
არაფერი უპასუხია, ალბათ არ იცოდა რა ეპასუხა, მეც ჩემდაუნებურად წამომცდა ეს სიტყვები და ენაზე ვიკბინე ასეთი დაუდევრობისთვის, თუმცა რას გავაწყობდი, სასტუმროში მშვიდად მივედით და უსიტყვოდ გადავეშვით სიზმრების სამყაროში.

***

- ჰეი, კიდევ გძინავს? - შევანჯღიე ოდნავ და თავიდან დაიწყო ბუზღუნი
- კარგი რა მაქს, გეყოფა, დამაძინე რა
- ყოველ დილით ასე უნდა ვიყოთ ახლა? - ხელები გადავაჯვარედინე ისე თითქოს დაინახავდა დახუჭული თვალებით
- კარგი რა, დიდი ამბავი ახლა
- გეუბნები ადექი თორემ ბევრს გამოტოვებ
- მაინც რას?
- დელფინების შოუს
- რაო? - წამოჯდა უცებ საწოლზე - დელფინარიუმში მივდივართ?
- ხო, მალე ჩაიცვი და წამოდი, ჩახვალ კიდევ და იცურავებ მათთან ერთად
- აუ რა მაგარიაა! - წამოხტა და სულ გადაავიწყდა საცვლებით რომ იწვა თურმე მარტო, გადამრია ამხელა კაცი, ისე ავკანკალდი რომ ეგრევე დაფეთებულმა შევტრიალდი
- ვაიმე ბოდიში, ისე გამიხარდა რომ, შეგიძლია გამოიხედო - ტანზე შემოხვეული ჰქონდა თხელი საბანი და ლოყები აწითლებული ჰქონდა სირცხვილისგან, ჩამეღიმა
- არაუშავს, მოემზადე შენ, მე ქვემოთ დაგელოდები!
- კარგი - ისე გაიძურწა ოთახიდან არც შემოუხედავს, აშკარად რცხვენოდა რომ თვალებში შემოეხედა წეღანდელის გამო.

***

- მოვედი
- რა გჭირს?
- არაფერი
- შენ რა გრცხვენია?
- ჰო.. რავიცი
- არ გადამრიო, კუპალნიკებში არ მინახავხარ თუ რა არის?
- არა ეგ კი მაგრამ..
- აბა რა განსხვავება არის ვითომ?
- მე რავიცი.. მრცხვენია მაინც
- ხო, ცუდად არ გამოიყურებოდი, გიხდება თეთრი ფერი, გამოკვეთს ფიგურებს
- ჰა?
- ხო, ძალიან მიმზიდველი იყავი, ცისფერზე მეტად მოგიხდა.. - ტუჩი მოვიკვნიტე რომ არ გამცინებოდა, მომწონდა რომ ვაბრაზებდი
- კარგი რა მაქს
- გეხუმრები სულელო - ჩემკენ მოვაბრუნე და თავი ავაწევინე - ზოგჯერ როგორი პატარა ბავშვი ხარ - გამეცინა და შუბლზე ვაკოცე
- საძაგელი ბიჭი ხარ შენ - გაიბუსხა
- ოღონდ ახლა არ გამიბრაზდე
- ერთი პირობით
- აბა?
- შენც ჩამომყვები დელფინებთან
- გაგიჟდი? არა
- გთხოოვ
- მეშინია
- არ გადამრიო რისი? - გადაიკისკისა
- დელფინების, მართლა
- განხილვას არ ექვემდებარება, ან ჩამომყვები ან არ დაგელაპარაკები იცოდე - თითი გამაფრთხილებლად დამიქნია, მეც რა მქონდა სხვა გზა ამიტომ დავთანხმდი.

***

- ჰეი მშიშარა - მაბრაზებდა სანამ ჩავიდოდით
- ნუ დამცინი, თორემ დაგტოვებ იქ დელფინებთან იცოდე
- ვერ გამიმეტებ
- ვცადოთ თუ გინდა
- დარწმუნებული ვარ ვერ გამიმეტებ, მაგრამ მაინც არ გავრისკავ
როგორც კი ჩაგვიშვეს სესიმ ეგრევე გაცურა დელფინებისკენ, მე კიდევ კუთხეში ვტივტივებდი და დაფეთებული ვადევნებდი თვალს ყოველ მათ მოძრაობას. ჩემკენ რომ წამოვიდნენ გული გადამიქანდა ლამის, ავფართხალდი და სხვა მხარეს გავცურე, მაგრამ ჯიუტად მოდიოდა ჩემკენ.
- რა გინდა? გაიყვანე გთხოვ აქედან
- ნუ გეშინია, ხომ მენდობი? მოდი, მიეფერე
- არაა! შანსი არ არის
- რატომ გეშინია ასე?
- ბავშვობის ტრამვაა, გვერდით რომ ვედექი ისე მოხდა რაღაც და შემეშინდა ძალიან, მაშინ პატარა ვიყავი და კარგად არ მახსოვს
- მოდი, მენდე, დაგეხმარები შიშის დაძლევაში
- დარწმუნებული ხარ? - ამხელა კაცი პატარა ბავშვივით ვბუზღუნებდი და ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები
- კი, 100%, მომე ხელი და მოეფერე - თავიდან უსიამოვნო შეგრძნება იყო მაგრამ მერე მომეწონა, უფრო ახლოს მივედი და ლამის ხელები შემოვხვიე
- მოგეწონა?
- აუ ძალიან
- ფოტო უნდა გადაგიღო, უკაცრავად - მიმართა იქვე მდგომს - შეგიძლიათ ფოტო გადაგვიღოთ? აი იქ დევს ჩემი ტელეფონი
იმანაც დიახ რათქმაუნდაო და გაკრეჭილებმა გადავიღეთ უამრავ პოზაში ფოტო.
- გიჟი ხარ რა, არ მჯერა რომ ამას ვაკეთებ
- მთავარია სცადო, ყველაფერი გამოგივა, უბრალოდ მინდა რომ ეს დაგანახო - თვალი ჩამიკრა.
ამასობაში გვამცნობეს რომ ამოიწურა თქვენი დროო და ჩვენც ამოვედით რომ გამოგვეცვალა.
- დიდი მადლობა - ღიმილით გადავხედე იქედან რომ გამოვედით და ხელი ჩავკიდე - საუკეთესო ხარ რა
- რისი მადლობა სულელო, აუ რამე ვჭამოთ თორემ მგელივით მშია - მუცელზე მოისვა ხელები მეტი დამაჯერებლობისთვის და ორივეს გაგვეცინა
- წამოდი, ფრანგული სამზარეულო გავსინჯოთ ახლა
- აუ, მე არაფერი მაქვს მათი ნაჭამი რომ არ მომეწონოს?
- იქამდე შევუკვეთავთ სანამ შენ არ მოგეწონება რომელიმე - თმები ავუჩეჩე და ძალით შევათრიე რესტორანში
- შენ რას ჭამ?
- მე კრეპს შევჭამ, ფრანგული კრეპი სასწაულიაო ამბობენ, ერთი ეგ დამრჩა გასასინჯი
- მეც მაგას გავსინჯავ მაშინ
- კარგი, საუკეთესო შევუკვეთოთ მაშინ და გავსინჯოთ ის რაც ყველაზე პოპულალურია
- კარგი - აუციმციმდა თვალები - მალე მოიტანთ? - ინტერესიანი მზერით გახედა ოფიციანტს და გაუღიმა
- დიახ, რა თქმა უნდა, ძალიან მალე მოგართმევთ
- კარგიი - გაიკრიჭა
- რას დალევთ?
- წითელ ღვინოს
- კარგით!

***

- აუ რა გემრიელია, გავგიჟდები ახლა
- მოგეწონა? საშინლად გემრიელია მართლა
- აუ ძალიან!
- ღვინოს ხომ დალევ?
- მე იცი.. არ ვსვამ
- ჩემთან პირველად დალევ
- ყველაფერი პირველი უნდა მომპაროს მოკლედ - ჩაიდუდღუნა თავისთვის
- რამე მითხარი?
- არა არაფერი - არადა მშვენივრად გავიგე რაც თქვა უბრალოდ მინდოდა გაემეორებინა, თუმცა ჯიუტი ბაჭია არის მაინც.

***
სესილი

ასე მგონია ზღაპარში ვარ, მაქსიმეს გვერდით ყოფნა ძალიან მარტივია, არაფერს ითხოვს ზედმეტს ჩემგან, უკვე ისეთი შავი ვარ რომ ალბათ დედაჩემიც ვერ მიცნობს, აგვისტო მიიწურება მალე, ბედნიერებისგან ვასხივებთ, გვანცა აღარც გამოჩენილა, პირიქით სადაც დაგვინახავდა ყველგან მეორე მხარეს გადადიოდა ან საერთოდ ქრებოდა თვალთახედვიდან.
მაქსმა გამასინჯა მთელი მსოფლიოს სამზარეულო, მომატარა მთელ კუნძულზე, არ დაუტოვებია კუთხე-კუნჭული, ყველაფერი ზეპირად ვიცი მემგონი.
ყველაზე მეტად ის დღე დაგვამახსოვრდა ღვინო რომ დავლიე პირველად.
რათქმაუნდა ქურდი შევარქვი რადგან ყველაფერი მომპარა, პირველი კოცნაო, პირველი დალევაოო, პირველი კუნძულიო და ა.შ მოკლედ, პატარა ქურდბაცაცაა თანაც უსაყვარლესი.
იმ დღეს ისეთი მთვრალი გამოვედი რესტორნიდან რომ მთელი გზა მკლავზე ვეკიდებოდი
- ფეხზე ვერ ვდგავარ მაქს
- მე დამეყრდენი სესი, ნუ ღელავ მალე მივალთ სახლში
- აუ, არ მინდა მე სახლი და სასტუმრო, ზღვაზე მინდა
- ასეთ მდგომარეობაში ზღვაზე ვერ გახვალ
- აი თუ ვერ გავალ, ხელი ავუშვი და ჩემი ჭკუით სანაპირო საითაც მეგულებოდა იქეთ გავიქეცი, ეგრევე ზღვაში შევვარდი და ხტუნვა დავიწყე
- სესი, სესი - უკან მომზდევდა თურმე მთელი ამ დროის განმავლობაში - გაგიჟდი გოგო? რანაირად იქცევი?
- ზღვა მინდოდა მეე - პატარა ბავშვივით გავიწელე და გავეკრიჭე - მაპატიე მაქსიმე მამიკო, მეტს არ ვიზამ - უფრო რომ დარწმუნებულიყო თავიც გავუქნია
- არა რომ გკითხოს კაცმა ფეხზე ვერ დგახარ და ძლივს დაგეწიე
- გააჩნია მომენტს, აი შენ - და წყალი შევასხი პირდაპირ სახეზე
- კარგი რა სესი, გეყოფა, დავსველდები ასე
- მერე კარგია - მეორეჯერაც იგივე გავუკეთე და ბოლოს გაბრაზებულმა მხარზე გამიგდო - ეე ეე სად მიგყავარ, ვიროო, სად მიმათრევ
- სასტუმროში
- აუ არ მინდა!
- გინდა და ჩუ
- არაა გთხოვ
მთელი გზა ვეწუწუნებოდი მაგრა მაინც ამიყვანა სასტუმრო ოთახში
- საზიზღარი ხარ
- თუ არ გაჩუმდები სხვა გზით გაგაჩუმებ იცოდე
- მაინც არ გზით? - არ ვტყდებოდი
- ძალიან გინდა განახო?
- მიდი აბა - გავეჯგიმე და უცებ ველურივით მეცა ტუჩებზე, გააზრება ვერ მოვასწარი, ისე გემრიელად მიკოცნიდა ხან ზედა ხან ქვედა ტუჩს რომ გავიტრუნე, აღარც ლაპარაკის თავი მქონდა და აღარც ტიკტიკის, უბრალოდ მინდოდა რომ ასე ეკოცნა დაუსრულებლად და მისი ტკბილი ტუჩები შემეგრძნო.
- ახლა დამშვიდდი? - სვენებ-სვენებით მითხრა და თვალები დახუჭა
- ჰო - ძლივს ამოვთქვი მაგრამ სურვილმა მაჯობა და მერე მე თვითონ დავწვდი მის ტუჩებს, ვერ ვძღებოდი, ჩემს გონებაში განგაშის სიგნალი იყო ჩართული მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი, მთელი სხეულით ვნებას ვყავდი დაჭერილი და მის ნებაზე მათამაშებდა.
- სესი..
- მაპატიე, არ ვიცი რა დამემართა
- არაუშავს, პირიქით მე მაპატიე გთხოვ
- არა არა მე
- კარგი რა მნიშვნელობა აქვს, მოდი დავიძინოთ ხო? - დაბნეული ლუღლუღებდა
- ჰო - ამოვთქვი და საწოლისკენ წავედი.
იმ ღამეს ტკბილად მეძინა მაგრამ მერე ვინ იცის რამდენი ხანი ვერ ვუსწორებდი მზერას.

***

- ჩამოხვედით როგორც იქნაა - ლალიკო, მაკა, მათე და ლაზარე დაგხვდა აეროპორტში, იმდენჯერ ჩაგვეხუტეს და გვაკოცეს ბოლოს თავბრუ მეხვეოდა
- ჰა მოყევით როგორ დაისვენეთ? კარგი იყო ხო? წავიდე მეც? - ცქმუტავდა ლალიკო და ყველას გვეცინებოდა
- ძალიან მაგარი იყო ლალიკო, კარგი პარტნიორი გჭირდება, ჩემი სესილისნაირი და იმენა ბოლომდე გაერთობი რა - თვალი ჩაუკრა მაქსიმემ
- ოხ, შეხედე რა დღეში არიან მაკუსი? - მხარზე მსუბუქად გაკრა ხელი - მემგონი მოგიწევს დროებითიდან მუდმივ სარძლოზე გადასვლა - გადაიკისკისა
- მე წინააღმდეგი არ ვარ - გამიცინა მაკამ და ცოტა დავიმორცხვე
- მაკუ ესეიგი ყველაფერი ვასწავლე მაგრამ ამ მორცხვობას ვერაფერი მოვუხერხეთ.. უძლური ვარ
- ბიჭო აყარე ნაშობა იქ? - წამოყო მათემ თავი
- ცოლთან ერთად იყო შენ სუ გამოლენჩდი ამ ბოლო დროს - თავზე ხელი წამოარტყა ლაზარემ
- კაი რა ლაზო, დროებითი ცოლია ეგ, სესილიკუნას არ გაუტყდებოდა ხო ასეა?
- სუსისუკუნა? რაო? - გადაიხარხარა მაქსმა
- სესილიკუნა იდიოტო - ენა გამოუყო მათემ
- კიდე ვერ დამიგრძელე სახელი? - გავეკრიჭე
- რავიცი აბა რა დაგიძახო? სესი რომ გაიგოს ჩემი პირიდან შენს მიმართ ნათქვამი ამ ვაჟბატონმა ტყავს გამაძრობს
- ვინ? ჩემი საყვარელი მაქსიმე?
- საყვარელიო - ახარხარდა ლაზარე - რა საყვარელი, 20 კაცს რომ დაითრევს სახით ათრევს მეღადავები?
- ჩემთან საყვარელია, რა ვქნა?
- შენთან რა თქმა უნდა, ნუ უსმენ ამათ, უბერავენ - ხელი აიქნია და საფეთქელთან მაკოცა
- მოკლედ მაკუსი, ბედზე აერია ამ გოგოს სახლი რა! - თვალი ჩამიკრა ლალიკომ - ეს რომ არ გამოჩენილიყო, არ ვიცი რა გვეშველებოდა მოკლედ! - თბილად გამიღიმა და თვალები აუციმციმდა
- სასწაული გოგოა მეთქი, პირველივე ჯერზე მომეწონა, მივხვდი რომ სპეციალურად არ მოვიდოდა იქ
- არადა სპეციალურად მოხვედი - ყურში გადმომჩურჩულა მაქსმა
- შენ ფიქრობ ეგრე თორემ
- რაც სიმართლეა იმას ვფიქრობ
- რაში მჭირდებოდა მაქ სპეციალურად მოსვლა?
- ასეთი მაგარი ბიჭი რომ დაგეთრია
- მეტი არ მქონდა საქმე - წარბები შევკარი და გაბრაზებული მივაჩერდი - უტაქტოვ
- კაი გეხუმრები რა გჭირს ბაჭია? - ლოყაზე მაკოცა და გაიცინა
- ვიროო - ენა გამოვუყავი
- როდემდე უნდა მიბრაზდებოდე ასეთ რაღაცეებზე არ მესმის რა
- ერთხელ იქნებადა სასწაულს გიზამ მაქს!
- ვნახოთ ვნახოთ - თმები ამიჩეჩა და გზას გახედა, მე კიდევ ვიჯექი გაბუსხული და გაბრაზებული, იქამდე სანამ არ მომიღიტინა და ბოლო ხმაზე არ მაკისკისა.

***

- მაქს სად ხარ? - ვერსად რომ ვერ ვიპოვე ტელეფონზე დავურეკე
- ბებია გამხდარა ცუდად სესი, მე, მაკა და ნატალია აქ ვართ, გვიანამდე შეიძლება ვერ დავბრუნდეთ, არ ინერვიულო კარგი?
- სერიოზული ხომ არაფერია?
- არა, უბრალოდ წნევა დაუვარდაო, მეტი არაფერია
- კარგი, შემეხმიანე იცოდე!
- აუცილებლად, გკოცნი.
ტელეფონი გავთიშე და ოთახში ფუსფუსს შევყევი, ოთახი ჯერ კიდევ არეული იყო, მეორე დღეა რაც ჩამოვედით და ყირაზე დააყენა ყველაფერი, სანამ მე არ დავალაგებ იქამდე რევს და რევს არვიცი ეს რამე ჰობი აქვს თუ რა ხდება.
კარზე ზარი რომ გაისმა ფეთიანივით წამოვვარდი და გაგიჟებულმა ჩავირბინე კიბეები, რატომღაც მაქსიმე მეგონა და უკითხავად გამოვგლიჯე კარები, თვალები შუბლზე ამივიდა ნაცნობი სილუეტი რომ დავინახე
- დიტო შენ? ასე გვიან რომ მოხვედი რამე მოხდა?



- არ შემომიშვებ? - ადგილზე ქანაობდა და უცნაური თვალებით მიყურებდა, ვყოყმანობდი, მაგრამ რომ არ შემომეშვა მაქსის მეჯვარე არ იქნებოდა ჩემგან სწორი საქციელი, ამიტომ კარები ფართოთ გავუღე და შემოვატარე, თუმცა კარი არ გადამიკეტია, მაინც ყოველი შემთხვევისთვის.
- როგორ ხარ? - იქვე სავარძელში მოკალათდა და ინტერესიანი მზერა მომაპყრო, მეუცხოვა მისგან ასეთი კითხვები, ეტყობოდა რომ ნასვამი იყო, მიუხედავად იმისა რომ მაქსიმალურად ცდილობდა ამის დამალვას, მაინც გაიფანტა ჰაერში არასასიამოვნო სურნელი და სახე მომეღრიცა.
- კარგად, შენ? ნასვამი ხარ?
- ჰო, არადა ვეცადე არ შეგემჩნია, ეგრე უფრო გაფრთხობდი ხოლმე - ჩაიცინა
- მაფრთხობდი? როდის? - თვალები გამიფართოვდა
- სესი, სესიი.. - თავი გადააქნია - როდემდე იმსახიობებ რომ ვითომ არ გახსოვარ?
- დიტო მემგონი კარგად არ ხარ შენ, გინდა ყავა გაგიკეთო? ან ჩაი?
- ეგ უშველის ჩემს გადასერილ გულს? გიყურებდე სხვა მამაკაცთან და მე არაფრის თქმა არ შემეძლოს!
- ხვდები რას ამბობ დიტო? - წყობიდან გამოვდიოდი - მე შენი ძმაკაცის ცოლი ვარ, რას მეუბნები საერთოდ აკვირდები?
- იმას გეუბნები რომ დღემდე მიყვარხარ, შენ კიდევ ისე იქცევი თითქოს არ გახსოვდეს არაფერი, თითქოს არაფერი გვქონია
- რა გვქონდა დიტო რა?
- შენ რა თავი დაარტყი და მეხსიერება დაკარგე თუ რა მოგივიდა?
- რა თავი დავარტყი, რა მეხსიერება დავკარგე ან საერთოდ ვინ ხარ და რა შუაში ხარ ჩემთან?
- 2 წელი ვიყავით ერთად გოგო და შენ არაფერი გახსოვს? - ძარღვები დაეჭიმა და ხელები ძლიერად მომუშტა, შემეშინდა და უკან დავიხიე
- მე არც ის ვიცი რა გვარი ხარ და საერთოდ ვინ ხარ დიტო!
- როგორ შეიცვალე მთელი ამ დროის განმავლობაში - ძალიან ახლოს დადგა ჩემთან და ლოყაზე ხელი დამისვა - ჩემი გოგო სადღაც გაქრა, შენ აღარ ხარ ისეთი მაგრამ ჩემს გულს მაინც უყვარხარ, როგორ ვიტანჯებოდი უშენოდ, შენ ხომ არ იცი.. ნუ მექცევი ასე გთხოვ.. შემიბრალე, ჩემი სიყვარული მაინც შეიბრალე
- რას ბოდავ - ხელი უხეშად მოვიშორე და კარების მხარეს გადავინაცვლე
- სახელი რატომ შეიცვალე? - ჩაიღრინა
- რა სახელი შევიცვალე, არ ხარ შენ სრულ ჭკუაზე, საიდან მოგაქვს, სახელი არ შემიცვლია მე - კანკალი ამიტყდა უკვე ნერვიულობისგან
- მარია არ გერქვა შენ? მითხარი მარია არ გერქვა? - მკლავებში ძლიერად ჩამაფრინდა და შემანჯღრია
- არა, სესილი ვარ დაბადებიდან, გეშლება რაღაცა, ვიღაცაში გეშლები დიტო! - დავუყვირე და თვალები ამიცრემლიანდა
- შეუძლებელია, მე არ შემეშლებოდი, არა განსხვავებული კი ხარ, სულ სხვანაირი.. მაგრამ არა.. შეუძლებელია - გამშორდა და თავზე მოიკიდა ხელი - მატყუებ! შენ მარია ხარ, გინდა რომ ყველაფერი დაივიწყო, გინდა რომ ჩემი შეცდომებისგან შორს დაიჭირო თავი, მე დაგკარგე და შენ ასე მიხდი სამაგიეროს, გინდა გამანადგურო იმით რომ ჩემს ბავშვობის ძმაკაცთან გქონდეს ასეთი ურთიერთობა.. ყველაფერი დაგეგმილი გქონდა ხო?
- დიტო დაწყნარდი, მომისმინე, გეშლება რაღაცა, შემიძლია დედა დაგალაპარაკო, განახებ და მიხვდები რომ გეშლება
- არაა! - ხელი ამიქნია და კარადას მივეჯახე, ტკივილმა მთელს ტანში დამიარა - მარია? ბოდიში არ მინდოდა, მაპატიე გთხოვ, თავი ვერ გავაკონტროლე
- დიტო, მე სესილი ვარ, არაუშავს
- ეს შეუძლებელია! - ამოიბურტყუნა - არ მოგცემ უფლებას რომ წარსული დაივიწყო გესმის? ჩემს გულს მეტის მოთმენა აღარ შეუძლია, ეკლებზე ვიჯექი სანამ კუნძულზე იყავით!
- რა გავაკეთო რომ გაიგო ეგ შენი მარია რომ არ ვარ?
- არ ვიცი.. არაფერი არ ვიცი საერთოდ, ავირიე
- მომისმინე ჯობია წახვიდე ახლა სახლში, ტაქს გამოგიძახებ, რომ გამოფხიზლდები მერე ვილაპარაკოთ კარგი? - ვცდილობდი როგორმე დამემშვიდებინა და სახლში გამეშვა, არ მინდოდა მაქსიმეს ეს სცენა ენახა და ეჩხუბათ
- მანქანით ვარ მე - ამოილუღლუღა და გამეღიმა
- ტაქს გამოგიძახებ, ვერ ხედავ რა მდგომარეობაში ხარ? - ეგრევე დავწვდი ტელეფონს და ტაქსიში დავრეკე - მალე მოვლენ ხო? დაჯექი, დამშვიდდი
- შენ.. შენ!
- დამშვიდდი დიტო, დაწყნარდი, მერე ვილაპარაკოთ
- კარგი ხო, ოხ ეს ქალები - ამოიბურტყუნა და სავარძელს მიეყრდნო, ღრმად ამოვისუნთქე, ვერაფერი ვერ გავიგე მისი ლაპარაკიდან, მაგრამ დავიჯერო ასე მგავს ის გოგო რომ მარიას მეძახის?!
ტაქსი როგორც კი მოვიდა ძლივს ვაი ვაგლახით გავიყვანე გარეთ და ჩავაჯინე, მისამართი თვითონ უთხრა
- მიყვარხარ გესმის? - ბოლოს მაინც მომაძახა და სიბნელეში გაუჩინარდა მანქანა, გული საშინლად მეტკინა, წარმოვიდგინე დიტოს ადგილზე თავი და ცრემლები მომაწვა თვალებზე, როგორ იტანჯებდა, შესაძლებელია კი ასეთი სიყვარული? მაგრამ მაინც და მაინც მე რატომ? ასე მგავს? შეუძლებელია, ვერ დავიჯერებ სანამ იმ გოგოს არ ვნახავ, ერთხელ მაინც როგორ არ გადავაწყდი სადმე? თუმცა სად დავდიოდი რო.. არსად. მაქსიმეს უნდა დაველაპარაკო აუცილებლად.

***

ფანჯარასთან ვიდექი და ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა, თითოეულ მის სიტყვას ვიხსენებდი და ისრებივით მერჭობოდნენ გულში, მტკიოდა, მის ტკივილს განვიცდიდი და მინდოდა მომეკლა ის გოგო, რომელმაც ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო.
ამასობაში ისინიც დაბრუნდნენ, დავინახე როგორ შემოვიდა მაქსიმეს მანქანა ეზოში, მანქანაში თან წინ ქეთა ეჯდა, ძარღვები დამეჭიმა გაბრაზებისგან, ამ გოგომ მისი ადგილი ვერ ისწავლა, აუცილებლად ვანახებ ამ პრობლემას რომ მოვაგვარებ!
გავიგონე როგორ ამოირბინეს კიბეები და ოთახის კარები შემოგლიჯეს. მაქსიმე, სურნელით მივხვდი, რომელიც მთელ ოთახში დატრიალდა.
- სესი, სესი რა გჭირს? ქვემოთ რომ არ შემომეგებე გამიკვირდა - მისკენ შემატრიალა და გულში ჩამიკრა - შენ რა ტიროდი? რა მოხდა?
- მაქს.. უნდა ვილაპარაკოთ - სრუტუნით, სვენებ-სვენებით ძლივს ამოვთქვი და ძლიერად მოვხვიე მკლავები.

***
დიტო

ჩემი ცხოვრება ერთი დიდი აურზაური იყო ყოველთვის, იქამდე სანამ მარიას არ შევხვდი, ჩემი ერთადერთი სიყვარული, რომელიც 18 წლის ასაკში მეწვია და სრულიად სხვა ადამიანად მაქცია. მთელ დღეებს მასთან ვატარებდი, დავივიწყე ყველანაირი ქუჩა, გართობა, ერთადერთი ჩემი ძმაკაცები არ მავიწყდებოდნენ არასდროს. მარიას იმდენ ყურადღებას ვაქცევდი რამდენიც შემეძლო, თუმცა ის ამ მხრივ “გაუმაძღარი” აღმოჩნდა, სულ იმაზე მეჩხუბებოდა ჩემთან არ ხარო, ორი წელი რა არ გაგვიკეთებია ერთად, პირველ რიგში თვითონ სკოლის მოსწავლე იყო ამიტომ შატალოზე სიარული ვასწავლე, მთელი იმ დროის განმავლობაში კი დავდიოდით კინოში, კაფეებში, საქანელებზე, სხვადასხვა გასართობ ცენტრებში და ვმხიარულობდით. მაბედნიერებდა, მახარებდა და სიცოცხლეს მმატებდა. უფრო მხიარული და ლაღი გავხდი მის გვერდით, ბედნიერებისგან ორივე ვბრწყინავდით და ყველა შემოგვხაროდა..
მერე ყველაფერი აირია, ყველაფერი თავდაყირა დადგა იმ დღის შემდეგ რაც ჩვენს კლასში გადმოვიდა ლუკა, თავიდან თითქოს არაფერიო, მაგრამ მარია სიგიჟემდე შეუყვარდა და ლამის ვენები გადაიჭრა სანამ მისი ყურადღება არ მიიქცია, საშინლად ვეჭვიანობდი, ამიტომ ხშირად ვეჩხუბებოდით ერთმანეთს, ის კიდევ ემეგობრებოდა და ვითომ “აწყნარებდა” გოგოს. ბოლოს ყველაფერი იქამდე მივიდა რომ მთელი ახალგაზრდობა ჩაერთო ამ ომში, ცხადი იყო რომ ლუკა დამნაშავე იყო. ყველანაირად, ჯერ ერთი მარია ჩემი შეყვარებული იყო და ცდილობდა წაერთმია, მეორე უხეშად ერეოდა ჩვენს ურთიერთობაში თავისი რჩევებით. მთელი ქალაქი შეიძრა ამ ამბით, ზოგი მე მიჭერდა მხარს, ზოგი იმას, ბოლოს ეს ყველაფერი “ბრძოლაში გადაიზარდა”, იმ დღეს უამრავი კარგი ბიჭი დაიღუპა, ისინი დანებით იყვნენ მოსულები, ყველა ვცემეთ, სიკვდილამდე მივიყვანეთ და რამდენი ხანი იწვნენ რეანიმაციაში ვინ იცის, მაგრამ სასიკვდილო ჭრილობა ვისაც მიაყენეს მხოლოდ ნაწილი გადარჩა, ყველა ამ დღეზე ლაპარაკობდა, ფაქტიურად უამრავი ახალგაზრდა დაშავდა და მივიდა სიკვდილის პირას.
მთელი გულით შევიძულე ლუკა, ვაპირებდი რომ გამოვიდოდა უფრო მაგრად მეცემა, მაგრამ მარიასთან რომ დავბრუნდი სულ სხვა ამბავი დამახვედრეს.
- მარია, მომისმინე, რატომ არ მისმენ?
- იმიტომ რომ ტყუილად ცემე ის ბავშვი გაიგე? არ იყო ღირსი, რა დაგიშავა სიკვდილამდე რომ მიიყვანე? ვმეგობრობდით, შენ კიდევ ავადმყოფი ხარ
- მეგობრობდით არა? - წყობიდან გამოვედი და მკლავში ვწვდი - მეგობრობდი იმ ადამიანთან, რომელსაც უყვარდი არა?
- რა ვუყვარდი გაგიჟდი?
- უყვარდი და ვისაც გინდა კითხე! გესმის? ვისაც გინდა კითხე რას ლაპარაკობდა შენზე, რომ ყველანაირი გზით ჩაგიგდებდა ხელში და მისი შეყვარებული იქნებოდი, შენ კიდევ სულელი, ვიღაცის ჭორებს უჯერებდი თურმე საწყალი შენი ლუკა!
- დიტუ, არა.. შეუძლებელია… ტყუილი იქნება ეს - თვალები ცრემლებით აევსო მაგრამ მაინც ცივად შევუშვი ხელი, მის გამო ფაქტიურად ამხელა ომი გაიმართა და თვითონ მე მეჩხუბებოდა
- აღარ მაინტერესებს არაფერი! წადი და დაუჯექი იმ შენს ლუკას, მართალი იყო, ტყუილად იბრძვი მაინც ჩემთან მოვაო.. - გამოვბრუნდი და იქედან ჩქარი ნაბიჯებით წამოვედი.
მთელი ერთი თვე მირეკავდა და მწერდა მაგრამ არაფერზე პასუხი არ გამიცია, არადა დღემდე მახსოვს ის გულის მომკვლელი ესემესები, რომლებსაც ვიცი მთელი გულით მწერდა, მაგრამ რა მექნა, არ შემეძლო.

***

- გამარჯობათ - ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა ჩემს ოთახში, ფოსტალიონის ფორმა ეცვა
- გაგიმარჯოს, რა მოხდა?
- თქვენს სახეზე ეს კონვერტია - ღიმილით გამომიწოდა და გამშორდა.
დიდი ხანი ვუყურებდი კონვერტს, ბოლოს გავხსენი და იქედან რამდენიმე ფოტო ამოვიღე.
სისხლი ამიდუღდა, მზად ვიყავი ყველაფერი დამელეწა, გადამეთელა და ჩემი ხელით დამეხრჩო მარია, როდესაც ფოტოზე აღბეჭდილი კადრები დავინახე, თუ როგორ ეხუტებოდა ლუკას.
შიგნით კი წერილი იდო, საიდანაც დამცინოდნენ და მეუბნებოდნენ რომ დავმარცხდი, საცოდავი არსება ვიყავი. ბოლომდე გადათელეს ჩემი თავმოყვარეობა. გაავებულმა წავედი მარიასთან, მახსოვს როგორ ვუბრახუნებდი კარებზე და მისი შეშინებული თვალები
- ოხ, გამიღო ქალბატონმა მარიამ, რაო ლუკა ხომ არ გყავს სტუმრად?
- ლუკას აქ რა უნდა, შემოდი
- შემოვიდე? ვის სახლში? შენს? - თითი ავაყოლე და დავიჭყანე - ძ*კნების სახლში არ დავდივარ
- რანაირად მელაპარაკები? - კბილებში გამოცრა
- როგორც იმსახურებ, სიამოვნებით დაგდები და ფეხქვეშ გაგიგდებდი ასეთი ტკივილისთვის რომ გამიმეტე, ასე რომ დამამცირე მაგრამ შენზე როგორ გავისვარი ხელი - ზიზღით ჩავილაპარაკე
- დიტუ..
- დიტუ? კიდე ასე მომმართავ? იმას როგორ ეძახი? ლუკუ?
- რას ბოდავ?
- აი ამას - კონვერტი ცივად გავუწოდე და თვალი თვალში გავუყარე - შენ ხარ გოგო, რომელიც ამ დედამიწაზე არაფერს იმსახურებს, შენ ხარ ბო*ი, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება დაანგრია, არასდროს არ გაპატიებ გპირდები! - ხელი ვკარი და ინერციით უკან გადავარდა, ირონიულად გავუღიმე ქვემოთ დავარდნილს და კარები გამოვიხურე.

***

იმდენდა დღემ გაიარა, ვერც კი გავიაზრე რომ მთელი ამ დროის განმავლობაში გამოფიტული დავდიოდი და ვერ ვაზროვნებდი, არც მიცხოვრია, მემგონი არც მისუნთქია მარიას გარეშე. მერე.. მერე სასწაული მოხდა.
დავინახე როგორ მოადგა ლუკას მანქანა ჩემს სახლს და გაბრაზებისგან კინაღამ მთელი ოთახი დავლეწე, კიდევ მოვიდა, კიდევ მოვიდა რომ დავემცირებინე.
- გამარჯობა - თავდახრილმა წარმოთქვა, ხელიც არ გამოუწოდებია
- გაგიმარჯოს - ჩავიღრინე - რა პირით მოხვედი აქ? აა თუ იმ მარიაზე გინდა საუბარი?
- პირველ რიგში ბოდიში მინდა მოგიხადო, არასწორად ვიქცეოდი, არ უნდა დამენგრია თქვენი ურთიერთობა, მეორეც, მარია ჩემთან არ ყოფილა არასდროს, ეგ სურათები ტყუილია, გამწარებულ გულზე მქონდა გაკეთებული და გამოგიგზავნე, რაც ის ამბავი მოხდა იმის მერე ჩემკენ არ გამოუხედავს, რა არ გავაკეთე, როგორ არ ვეცადე მაგრამ მის ერთ მზერასაც ვერ ვეღირსე
- ხვდები მაინც რა გააკეთე? - საყელოში ვწვდი და შევანჯღრიე მთელი ძალით - ხვდები მაინც? იცი ახლა რა მინდა რომ გიქნა?
- ვიცი ყველაფერს ვიმსახურებ, ყველაფრისთვის მზად ვარ - ძლივს ამოიხავლა და უფრო ჩახარა თავი.
- წადი - ხელი მოვკიდე და გავაგდე ეზოში - აღარასდროს არ დამენახო, სადმე არ გადამეყარო იცოდე! ეს ბოლო შანსია რასაც გაძლევ, ჯერ კიდევ კოჭლობ ვხედავ - ირონიულად ჩავიცინე - თუ არ გინდა დაგიმატო ახლავე აორთქლდი აქედან.

***

მხოლოდ მე ვიცი რად დამიჯდა ის სიმშვიდე, რომ შუაზე არ გამეგლიჯა, ტკივილისგან ვღმუოდი, ასე მეგონა ცა ჩამომექცა თავზე, თურმე ტყუილად დავკარგე ყველაფერი, ვიღაც ახ*არი გამო, ტკივილი მივაყენე ჩემთვის უსაყვარლეს ადამიანს. ვატკინე თან როგორ, ახლა მხოლოდ მარიაზე ვდარდობდი, რა იქნებოდა, შემირიგდებოდა თუ არა..
ეგრევე მოვწესრიგდი და მასთან გავიქეცი, ისევ ისე ვაბრახუნებდი კარებზე, გული ამოვარდნას მქონდა, არ ვიცოდი რა იქნებოდა და წინასწარ მტკიოდა მომავალი, ზედმეტად ამაყი იყო მარია იმისთვის რომ ჩემზე ეპატიებინა, მითუმეტეს, არ დავაკელი შეურაწყოფა, მთელი 1 თვე მეხვეწებოდა შემირიგდიო, არც კი ვიცი ეს ნაბიჯი როგორ გადადგა, შეიძლება აღარც ვუყვარვარ ან არც ვჭირდები.
- გამარჯობათ - ხანში შესულმა ქალმა გამიღო კარები თან მიღიმოდა - ვინ გნებავთ?
- მარია სახლშია? - ძლივს მოვითქვი სული და ამოვიხავლე
- დიახ, ახლავე დავუძახებ.
ცოტახანში კარის ზღურბლზე გამოფარფატდა, ლამაზი, გაშლილი ატმისყვავილისფერი კაბა ეცვა და ნელა, ნაზად მოაბიჯებდა როგორც ახასიათებდა, ახლაღა მივხვდი რა მაკლდა მთელი ამ დროის განმავლობაში, მისი დიდი შავი თვალები დაბნეული მომჩერებოდნენ, გრძელი შავი თმა მაღლა აეწია და მსუბუქი მაკიაჟი გაეკეთებინა
- აქ რას აკეთებ? - მკაცრი და შეუვალი იყო მისი ხმა
- მარია მაპატიებ? - თავი დავხარე და ძლივს შევიკავე მოწოლილი ცრემლი თვალებზე
- არა, არ გაპატიებ!
- გთხოვ.. ყველაფერს გავაკეთებ… გემუდარები, ვიცი შეცდომა დავუშვი, დამიბრუნდი გთხოვ
- არა დიტო - ზუსტად ამ დროს იმ ქალმა ჩემოდანი მიაწოდა და მარიამაც უემოციო სახით ჩამიარა - მივდივარ, ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა
- სად მიდიხარ? - უკან ავედევნე და ვცდილობდი გამეჩერებინა
- საზღვარგარეთ, ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა რომ არ მომძებნო
- რატომ მარია?
- აღარ მიყვარხარ! - ისეთი სიმტკიცით წარმოთქვა ეს სიტყვები რომ წარბიც არ შეუხრია, ტკივილმა მთელი სხეული მოიცვა და ლაპარაკის უნარი წამერთვა, მხოლოდ იმ წამს გავაანალიზე რომ სამუდამოდ დავკარგე ჩემი სიყვარული. მიდიოდა ამაყად, თავაწეული და უკან არც იხედებოდა, ვერც გავეკიდე, ვერც ნაბიჯი გადავდგი, ვიდექი ასე ეზოში გახევებული და ცრემლები მდიოდა.
მე ის დავკარგე და მასთან ერთად წავიდა ყველაფერი ადამიანური რაც მქონდა.

***

წლებმა გაიარა, მაგრამ იარები არ შემხორცებია, გავიგე ჩამოვიდაო, სანახავად ვერ მივედი, ვერ გავბედე რომ შორიდან მაინც მენახა, დავდიოდი ასე, გამოფიტული, ვაკეთებდი ჩემს საქმეს მაგრამ ადამიანობის არაფერი შემრჩენია, ნელნელა ვისწავლე ცხოვრება მის გარეშე, 7 წელი ცოტა არ არის, ყველაფერი იცვლებოდა ირგვლივ, მაგრამ ჩემგან არაფერი აღარ იყო დარჩენილი, სადაც არ უნდა წავსულიყავი ყველაფერი თავს მახსენებდა და ბოლოს მიღებდა, მინდოდა მეღრიალა, მეტირა, მეკივლა მაგრამ მე კაცი ვარ, კაცი რომელსაც ასეთი სისუსტე არ ეპატიებოდა, თუმცა სახლში სხვადასხვა ნივთები მსხვრევისგან თავს არ ვიკავებდი, ვიყენებდი გოგოებს და ჟინს ვიცხრობდი, ამით ვიკლავდი ტკივილს, არცერთი გოგო არ დამმახსოვრებია, ალბათ მეორე დღეს რომელიმეს რომ ვენახე ისევ კლუბში ვერც ვიცნობდი, მტკიოდა, ყურში ექოდ ჩამესმოდა “აღარ მიყვარხარ” და თითოეულ უჯრედს მაგლიჯავდა, ნერვები აღარ შემრჩენია, პატარა რაღაცაზე ისე ვბრაზდებოდი, რომ შეიძლება ადამიანი სიკვდილამდე მიმეყვანა.
უბრალოდ მოკვდა ის მხიარული ადამიანი, რომელიც წლების წინ ყველას უყვარდა, ახლა “უჟმურის” სახელით მიცნობდა ყველა. უჟმურის, რომელმაც საყვარელი ქალის გამო ყველაფერი გააკეთა, რეალურად კი არავინ იცოდა რა მოხდა, რამხელა შეცდომა დავუშვი.

***

მერე, როდესაც გავიგე მაქსიმეს, ჩემს ბავშვობის ძმაკაცს, რომელიც ჩემი სული და გულია, ის რომ არ ყოფილიყო მარიას დაკარგვას ვერ გადავიტანდი, მიუხედავად იმისა რომ იმ წლებში, როდესაც მასთან მქონდა ურთიერთობა საზღვარგარეთ იყო და მხოლოდ ჩხუბის დროს ჩამოვიდა, მაინც ერთი წამითაც არ მიგრძვნია მარტოობა. კლუბში ცოტა დაგვიანებით მივედი, ყველას გადავხედე და კუთხეში მჯდომ გოგოზე გამიშეშდა მზერა.
მარია..
მინდოდა მეღრიალა მაგრამ ვერაფერი ვთქვი, ისე ლაღად და თავისუფლად მიყურებდა რომ გული შემეკუმშა, თითქოს მის ცხოვრებაში არც ვარსებულვარ, პირიქით საერთოდ კავშირი არ ჰქონია ჩემთან. თმები შეუჭრია, კარეს ატარებდა, როგორც ყოველთვის ყველაფერი უხდებოდა, ვუყურებდი, ვაკვირდებოდი ყოველ მის მოძრაობას და ვხედავდი ამ 7 წლის განმავლობაში როგორ შეცვლილა. ერთადერთი უცვლელი დარჩა ჩემი მისდამი სიყვარული, რომელიც ყოველდღიურად მიღებდა ბოლოს.
იქ გავტყდი მიცნობო რომ მკითხა, სისხლი ამიდუღდა, მინდოდა შუაზე გამეგლიჯა ასეთი მსახიობობისთვის, დიდი მოთმინებით არ გამოვირჩეოდი მაგრამ გადავწყვიტე იქამდე გავყოლოდი სანამდეც ითამაშებდა, ერთხელ სადმე მაინც გატყდებოდა და იტყოდა სიმართლეს.
მერე უკრაინაში წამოვედი, მაქსიმესთვის სიმართლე არ მითქვამს, ან რა მეთქვა გოგო, რომელიც ცოლად უნდა მოიყვანო ჩემი ყოფილი შეყვარებულია, ის ვისგამოც ვიბრძოდით მეთქი? სისულელე იქნებოდა, თანაც დარწმუნებული არ ვიყავი რომ მარია იყო, უფრო მსგავსება მეგონა, რადგან ბევრად განსხვავებულად იქცეოდა, შეუძლებელია ადამიანი ასე შეცვლილიყო და გადასხვაფერებულიყო. მარია უენოდ ისმენდა ყველა სიტყვას, ცუდად ეუბნებოდნენ რამეს თუ კარგად, მნიშვნელობა არ ჰქონდა, პასუხს არავინ სცემდა, ამან კი ყველას ისე მკაცრად და გესლიანად უპასუხა ვინც შეურაწყოფა მიაყენა რომ შევცბი, შინაგანად ვერ შეიცვლებოდა..

***

მთელი ერთი თვე ვცდილობდი რამე შემეგროვებინა მარიაზე, მაგრამ მხოლოდ ის გავიგე რომ თბილისში ცხოვრობდა ადრე, მეტი ვერაფერი, არც სოციალური ქსელი, არანაირი. გავგიჟდი, მერე რატომღაც მივიჩნიე რომ სახელი შეიცვალა, სესილიზე ყველანაირი ინფორმაცია ამოვიღე, მთელი მისი ცხოვრება, დამაეჭვა. შეუძლებელი იყო მარიაზე ინფორმაცია არ ყოფილიყო, სესილიზე კიდევ ამდენი რამე აღმოჩნდა, თანაც ბევრი რამ დამთხვევა.
ესეიგი სახელი შეიცვალა!
ესეიგი გამირბის და ცდილობს სხვა ადამიანად მომაჩვენოს თავი, თანაც ისე გვანან ერთმანეთს, ისე ჰგავს მარიას. შეუძლებელია ამდენი დამთხვევა იყოს.
ერთი სული მქონდა როდის დავბრუნდებოდი საქართველოში რომ მაქსიმესთვის ყველაფერი მომეყოლა.
ქორწილისთვის ჩავედი, მაქსიმეს მეჯვარე ვიყავი ამიტომ გვერდიდან არ მოვცილებივარ, მთელი საღამო ვაკვირდებოდი სესილის, მინდოდა რამე მაინც დამენახა განსხვავებული, მიკვირს როგორ შეიძლებოდა ასეთი დიდი მსგავსება ყოფილიყო და ამავდროულად განსხვავება.
შემდეგ გადავწყვიტე რომ მაქსიმესთვის ყველაფერი მეთქვა და ყურში ჩავჩურჩულე გამომყევი მეთქი, თუმცა.. 5 წუთში დაინახა როგორ ეცეკვებოდა სესილი და ტატოს და ისე გავარდა სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი.
ეს გეგმაც ჩამეფუშა, უკვე აღარ ვიცოდი რა მექნა, სესილის ვეიაზვებოდი, მაგრამ აშკარად ვერ ხვდებოდა ამის მიზეზს, რადგან დაბნეული მიყურებდა.
ბოლოს დავიღალე და გადავწყვიტე დინებას მივყოლოდი, მინდოდა თვითონ გამომეტეხა.
მერე კუნძულზე წავიდნენ..

***

მთელი 2 თვე ადგილს ვერ ვპოულობდი, ვსვამდი, ვეწეოდი, კლუბებში დვადიოდი რომ როგორმე ყურადღება გადამეტანა, როდესაც არ ვიცოდი იქ რას აკეთებდნენ, როგორ აკეთებდნენ სისხლი მიდუღდა, არც კი ვიცი როგორ გავიარე ეს პერიოდი, მინდოდა მეღრიალა, დამერეკა რომ სასწრაფოდ ჩამოსულიყვნენ მაგრამ ამის უფლება არ მქონდა, თავიდანვე უნდა შემეშალა ხელი, დავიდანვე უნდა მეთქვა ყველაფერი, ვერ გავიმეტე ბავშვობის მეგობარი, რადგან როდესაც მირეკავდა სულ იმას მეუბნებოდა საშინლად შევეჩვიეო, მომწონს მასთან ურთიერთობა მგონი მალე შემიყვარდებაო, ვერ დავუმსხვრევდი იმედებს ისე როგორც მე დამიმსხვრიეს, მითუმეტეს იქამდე სანამ არ გავარკვევდი ყველაფერს.
ეჭვიანობა მთელ სხეულს ედებოდა და საშინელ გრძნობას იწვევდა ჩემში, ვგიჟდებოდი, რამდენიმეჯერ ჩხუბიც მომიწია და საავადმყოფოშიც ამოვყავი თავი მოტეხილობით, თუმცა არაფერმა მიშველა.
ბოლოს აგვისტოს სანატრელი ბოლოს დღე რომ დადგა და ჩამოვიდნენ, სიხარულისგან ლამის ცას ვეწიე რომ ისევ ვიხილავდი, მეორე დღეს დავლიე, არ მინდოდა მაგრამ თანამშრომლის დაბადების დღე იყო და მომიწია, ვერ მოვითმინე და სესილისთან წავედი.
გამიმართლა მარტო დამხვდა, მინდოდა მივსულიყავი, მოვხვეოდი, გულში ჩამეკრა და მისი ეს გამაგიჟებელი სურნელი შემეგრძნო მაგრამ მაქსიმალურად ვაკონტროლებდი თავს.
მერე რომ ვეჩხუბებოდი ისე ძალიან ახლოს დავდექი მასთან და ლოყაზე ხელი ჩამოვუსვი, უსიამოვნოდ გამცრა სხეულში..
ეს მარია არ არის..
გონება სულ ამას მიმეორებდა, შეუძლებელი იყო მისი ფაფუკი კანი დავიწყებოდა ჩემს თითებს, ეს არ არის ის, დავიბენი მაგრამ უკან არ დავიხიე, იქნებ წლებმა შეცვალა მეთქი, სესილისაც ისეთივე კანი ჰქონდა მაგრამ ოდნავ განსხვავებული, ჩემს თითებს კი ვერავინ მოატყუებდა, უფრო დაკვირვებით დავათვალიერე და მივხვდი რომ სადღაც შეცდომას ვუშვებდი, მაგრამ მაშინ მარიაზე რატომ არ არის არანაირი ინფორმაცია?!
ხელი ვკარი და კარადას მივანარცხე, დავინახე როგორ დაიჭყანა ტკივილისგან, ეგრევე მივვარდი და ბოდიში მოვუხადე, მან არაუშავსო რომ მიპასუხა, ამანაც უცნაური გრძნობა გამოიწვია ჩემში, მარია არ მაპატიებდა, გამაგდება, მიყვირებდა, ასე შეიცვალა ჩემი სიცოცხლე? ასე გარდაქმნა ჩემს მიერ მიყენებულმა ჭრილობებმა რომ შეიცვალა ისევე როგორც მე?!
მერე დავნებდი მის თხოვნა-მუდარას და წამოვედი, მაგრამ ჩემი ფიქრები საერთოდ აირ-დაირია, ისეთი გრძნობა დამებადა თითქოს სხვას ვეჩხუბე მარიას კი არა, არა ვერ მოვტყუვდებოდი ასე მწარედ, მაშინ როგორ გვანან ერთმანეთს?! მარიას და არ ჰყოლია, საერთოდ არავინ ჰყავდა დედ-მამის გარდა. შეუძლებელია ასეთი რამ მომხდარიყო, ძლივს გავიკვლიე გზა სახლამდე, ოთახის კარები როგორც კი შევაღე ლოგინზე დავემხე და რაც შემეძლო მთელი ძალით ვიღრიალე ტკივილისგან.
მე მარია არ შემეშლებოდა..
ის მარია არ არის ის სხვაა!
ვლუღლუღებდი და ვერც კი გავიაზრე ისე ჩამეძინა.

***

მაქსიმე

მთელი ზაფხული ისე გავატარე რომ ვერც ვინატრებდი, იმ დღეს ფრანგულ რესტორნიდან რომ დავბრუნდით სესილი მთვრალი იყო და ძლივს ადგამდა ნაბიჯს, მერე ვერაფრით რომ ვერ გავაჩუმე ტუჩებში ვაკოცე, ნუ სიმართლე რომ ვთქვა ეგ უბრალოდ მიზეზი იყო, რეალურად კი ვერ ვითმენდი ისე მინდოდა მისი ბაგეების დაგემოვნება, კინაღამ მოვაჭამე ისეთი გემრიელი იყო, მაგრამ დანაშაულის გრძნობა უცებ ამომიტივტივდა და ეგრევე მოვშორდი, არ მინდოდა დამეფრთხო, მითუმეტეს მისი ასეთი მდგომარეობით არ ვისარგებლებდი და ტკივილს არ მივაყენებდი არანაირად. მიუხედავად იმისა რომ საოცრად სექსუალურად და მიმზიდველად გამოიყურებოდა, მაინც უნდა შემეკავებინა თავი.
თუმცა ჩემდა გასაკვირად თვითონ გამოიჩინა ინიციატივა, სახელოში მწვდა და მასთან ძალიან ახლოს მიმწია, ისე ნელა, მორცხვად და რაღაცნაირი გრძნობით მაკოცა რომ ჩემს მუცელში უცნაური შეგრძნებები წამოვიდა, წელზე მოვხვიე ხელი და უფრო მივიკარი სხეულზე, ღრმად არ შევტოპავდი, ცოტა მოფერებით კიდევ არაფერი დაშავდებოდა, იქამდე ვკოცნე სანამ სხვა ეტაპზე გადავიდოთ, მერე უკან დავიხიე და თვალებში შევხედე, რომლებშიც მხოლოდ სირცხვილი იკითხებოდა, გამეღიმა, განსაკუთრებით იმაზე ბოდიში რომ მომიხადა, შემდეგ დავაწყნარე და მივახვედრე რომ ეს დანაშაული არ იყო.
ისე მიზიდავს რომ ზოგჯერ მგონია თავს ვერ შევიკავებ და ოთახიდან გავრბივარ რომ რაიმე არ “დავუშავო”.

***

რომ ჩამოვედით მაკა, ლალიკო, ლაზარე და მათე დაგხვდა, დიტო რომ ვერ დავინახე ძალიან მეწყინა მაგრამ არ შევიმჩნიე, ჩავთვალე რომ მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა და ამიტომ არ მოვიდა.
მეორე დღეს დაგვირეკეს რომ ბებია გახდა ცუდადო და ჩვენც სასწრაფოდ გავვარდით სახლიდან, სესილის ეძინა და ამიტომ შემეცოდა გაღვიძებისთვის.
ქეთა წინ ჩამიხტა, ამ გოგოს კულტურა არ გააჩნია არანაირი, მაკა უკან უნდა ჩაესვა და თვითონ წინ დამჯდარიყო? მინდოდა ასეთი უზრდელობისთვის რამე მეთქვა მარგამ სიტყვა შუაზე გამაწყვეტინა მაკამ მხარე ხელი რომ დამადო და მაგრად მომიჭირა.
სახლში რომ დავბრუნდი ჯერ დიტოს მანქანა შევამჩნიე და მერე საშინელი ალკოჰოლის სუნი ვიგრძენი ოთახში, გული გადამიქანდა რამე ხომ არ მოხდა მეთქი, თანაც სესი რომ არ შემომეგება ძალიან გამიკვირდა, სულმოუთქმელად ავირბინე კიბეებზე და კარები რასაც ჰქვია შევგლიჯე
- სესი, სესი რა გჭირს? ქვემოთ რომ არ შემომეგებე გამიკვირდა - ჩემკენ შემოვატრიალე და გულში ჩავიკარი, გამიხარდა რომ არაფერი სჭირდა - შენ რა ტიროდი? რა მოხდა?
- მაქს.. უნდა ვილაპარაკოთ - სრუტუნით, სვენებ-სვენებით ძლივს ამოთქვა და ძლიერად მომხვია მკლავები.



- ჩემო პატარა, მოდი დაჯექი და წყალი დალიე, ცოტა დაგამშვიდებს - ხელი მოვხვიე და ლამის ვაიძულე დამჯარიყო
- მაქს, მაქს.. - სრუტუნებდა და ნაწილ-ნაწილ ამბობდა
- რა მოხდა? მომიყევი, ოღონდ ჯერ დამშვიდდი, ასეთ მდგომარეობაში ვინ ჩაგაგდო? - ჩემს მხარზე ედო თავი და ცდილობდა დამშვიდებულიყო, გული მიკვდებოდა ასე რომ ვხედავდი.
- მაქს, მინდა რომ თავიდან ბოლომდე მომისმინო და მერე გამოიტანო დასკვნა, არ მინდა ეს მნიშვნელოვანი ფაქტი დაგიმალო თორემ ვიცი მერე შეიძლება ვინანო ჩემი დუმილი
- მითხარი სესი, რაც არ უნდა იყოს ყველაფერს გავიგებ ხომ იცი? - სახეზე მივეფერე და ცრემლები მოვწვმინდე
- დიტო იყო მოსული
- შევამჩნიე, მისი მანქანა გარეთ დგას
- ხო, შემოვიდა, ცოტა მთვრალი იყო
- დაგიშავა რამე? - ფეხზე წამოვდექი, ცოტა გავიარე რომ გაბრაზება ჩამეხშო
- არა.. არაფერი დაუშავებია
- აბა რატომ ხარ ასეთ დღეში?
- მაქს, მისი შეყვარებულის შესახებ რა იცი?
- მარია ერქვა, ჯერ თბილისში ცხოვრობა, მერე საზღვარგარეთ წავიდა როგორც კი დაშორდნენ
- სად ცხოვრობდა კონკრეტულად არ იცი?
- რაში გაინტერესებს სესი?
- დიტომ მიიჩნია რომ მე მარია ვარ, ოღონდ სახელი შევიცვალე, ანუ ფიზიკური მსგავსება იმხელაა რომ მან მე მარიად მიმიღო, ეგონა რომ ვატყუებდი და თავს სესილიდ ვასაღებდი, არამგონია ცოტა მსგავსებას ამ დონემდე მიეყვანა
- შეუძლებელია, მე არ ვიცნობდი მარიას მაგრამ მათე და ლაზარე მაინც იტყოდა რამეს, დავიჯერო ასე გავხართ? - ნერვიულად მოვიქექე თავი, ვერ ვიჯერებდი
- არ ვიცი, შეიძლება ან იქნებ უბრალოდ მოეჩვენა? მინდა რომ ვიპოვო ის გოგო, დიტოსგან დამოუკიდებლად, ვინმე მისი მეგობარი არ იცი? ან ნათესავი..
- არა არავინ არ ვიცი, მაგან იმ დროს გაიცნო როდესაც 12 კლასში ვიყავით, მე საზღვარგარეთ ვაბარებდი ამიტომ სკოლაში საერთოდ არ მივსულვარ, სულ მასწავლებლებთან ვიყავი, ერთხელაც არ მყავს ნანახი, მარია კი არა ბიჭებსაც ვერ ვნახულობდი სანამ გამოცდები არ მორჩა, მერე ის დასასვენებლად წაიყვანესო და ჩვენ ცალკე წამოვედით, პატარა იყო იმისთვის რომ ჩვენთან ერთად გამოეშვათ, მინდოდა გაცნობა მაგრამ ვერ მოვასწარი ვერანაირად - თვალები დავხუჭე და დეტალების გახსენება დავიწყე
- ვინმე ჰყავდა? დედა, მამა, და ან ძმა?
- დედ-მამა მხოლოდ, როგორც ვიცი და ბიძაშვილები ჰყავდა კიდე ბიჭები
- სახელი ან გვარი არ იცი რომელიმესი?
- არა.. საიდან? ისიც დიტოსგან ვიცოდი, იმიტომ რომ კარგად იყვნენ, მოვიდნენ და დაელაპარაკეს მაშინ მათი ამბავი რომ გაირკვა
- შენ არ იყავი იქ?
- კი როგორ არ ვიქნებოდი, უბრალოდ ახლა სახელებით და გვარებით არ გაგვიცვნია, მთავარი იყო დიტომ იცოდა მათი ვინაობა, ჩვენ უბრალოდ გავყევით და აქეთ ველოდებოდით, მაინც რომ რამე
- როგორ გავარკვიოთ? - ტუჩი მოიკვნიტა, ჯერ კიდევ არ შეშრობოდა ცრემლები
- რატომ ინტერესდები სესი ასე?
- მაინტერესებს რამდენად მგავს, საერთოდ როგორ შეიძლება იმხელა დამთხვევა იყოს რომ შეყვარებულ კაცს აერიო მასში, მეღადავები? ესეიგი ტყუპებივით ვართ
- რანაირად, შენ არც ძმა გყავდა და არც და
- ხო, თან არასდროს უჭირდათ ჩემებს ისე რომ ბავშვი გაეშვილებინათ ან რამე, არცერთი დაუშვებდა თანაც ამას
- რავიცი, არაფერი მესმის სესი, მაგრამ თუ ძალიან გინდა ერთი გზა არსებობს, მაგრამ არამგონია მაგანაც გაამართლოს
- რა გზა?
- მასზე ინფორმაცია უნდა მოვიძიოთ
- და ეს გზა რატომ არ გაამართლებს? - ინტერესიანი მზერა მომავლო
- დარწმუნებული ვარ დიტო ისე არაფერს გააკეთებდა რომ არ გამოეკვლია, ალბათ თქვენი ინფორმაციები ძალიან დაემთხვა, ან შეიძლება მასზე ვერაფერი იპოვა და მარტო შენზე რომ იყო ინფორმაცია, მიიჩნია რომ სახელი შეიცვალე ან რამე.. მაგრამ ამას რატომ დამიმალავდი? - სულ ავირიე, არადა დიტოს კარგად ვიცნობდი, მაგრამ შეიძლებოდა ისიც რომ სესის ძალიან გავდა მარია, წინასწარ ვერაფერს ვიტყოდი და ვერცერთს ვერ დავუჯერებდი.
- არა რა დაგიმალავდი, ან რაში დამჭირდებოდა ეგეთი რამ? მე დიტოზე არაფერი ვიცოდი, ჩემი ყოფილი შეყვარებული რომ ყოფილიყო კიდევ დამემჩნეოდა ნერვიულობა ან რამე, მეორეც ბიძაშვილები არ მყავს, მხოლოდ ერთი გოგო, ისიც არ ველაპარაკები მას.
- ხო.. გასაგებია, მოკლედ რაიმე უნდა მოვიმოქმედოთ! - ჩავფიქრდი მაგრამ გამოსავალი ვერ ვიპოვე
- მისმინე მაქს - ხელი ხელზე დამადო და გამიღიმა - მათეს და ლაზარეს დაურეკე და ხვალ მოვიდნენ კარგი? ახლა დავიძინოთ
- კარგი - თავი დავუქნიე და ჩემი ტახტისკენ წავიღე გეზი - წყალს გადავივლებ და მოვალ სესი
- აჰა მიდი
პირსახოცს დავავლე ხელი და სააბაზანოში შევედი, ისე მესიამოვნა გრილი წყლის შეხება რომ საერთოდ გადამავიწყდა ყველაფერი, ცოტა ვინებივრე და მხოლოდ გადმოსვლის მერე გამახსენდა რომ არ მქონდა ტანსაცმელი შემოტანილი, ვიფიქრე სესის მაინც ეძინება მეთქი და არც შევმცდარვარ, ფეხაკრეფით შევედი ოთახში და იქვე მდგომ კომოდს მივუახლოვდი, რომელშიც მოსამსახურე ალაგებდა ხოლმე საცვლებს, მაგრამ ვერაფრით ვერ ვიპოვე გადავქექე იქაურობა, რაღაც ნაჭრები იდო, რომლებიც საერთოდ აზრზე არ ვარ იქ რას აკეთებდა. უცებ სინათლე რომ აინთო, ხელი შევუშვი პირსახოცს და გაკვირვებული შევტრიალდი კარებისგან.
სესის გაფართოებულ თვალებს და გაოცებულ მზერას რომ წავაწყდი ადგილზე მივეყინე, გონზე მისმა კივილმა მომიყვანა
- ეს…ეს ტიტველი რას აკეთებ აქ? - ხელებს ჩემსკენ იშვერდა თან დახუჭული ჰქონდა თვალები
- სესი მე, საცვლებს ვეძებდი, ბოდიში - დავიხარე და პირსახოცს დავწვდი
- ვაიმეე! ნორმალური თუ ხარ შენ? ჩაიცვი, გარდერობშია შენი საცვლები იქეთ გადავიტანე
- მერე გაგეფრთხილებინე და ასეთ სიტუაციაში არ ჩავარდებოდი - ვბუზღუნებდი და თან გარდერობში ვეძებდი
- მიაგენი?
- ვერა, დამიმალე, უეჭველი გინდა რომ ტიტველმა ვიარო ხოო? ვერ შემაცდეენ სესიი
- იდიოტო! გამოეთრიე აქეთ - მომვვარდა და ხელით გამწია - აი! ვერ ხედავ? - მერე უცებ მიხვდა რა მდგომარეობაშიც ვიყავით, მე წელზემოთ შიშველი პირსახოცშემოხვეული და თვითონ ჩემი საცვალით ხელში, თან ცხვირთან მიფრიალებდა - მე მეე.. - ისეთი ხარხარი ამიტყდა კინაღამ თავიდან ჩამძვრა ეს პირსახოცი - რა გაცინებს იდიოტო? - რასაც ქვია მესროლა და გავარდა გარდერობიდან. უცებ მოვწესრიგდი და მის გზას დავადექი
- კაი რა სესი, რა მოხდა მერე? ცოლ-ქმარი ვართ
- ოჰ! ბარემ ჩემს გვერდითაც ხომ არ დაიძინებდი? - ირონიულად მითხრა და წამში დასერიოზულდა საწოლისკენ რომ დავიძარი
- უჰ, რამდენი ხანი ველოდებოდი ამ სიტყვებს არ იცი რა - გავიზმორე და ჩემი ბალიში გულში ჩავიკარი - მენატრებოდი სიხარულო
- ვის ეუბნები იდიოტო?
- ბალიშს, აბა წამართვი ყველაფერი, მომიგდე ის გაჩხიკინებული სავარძელი და გამაჩხიკინე მეც
- იმხელა კუნთები გაქვს არამგონია გეგრძნო, რბილად იქნებოდი
- ეს კუნთები მაგარია, თუ გინდა შეამოწმე ხელი მიადე და ასე წოლა უარესია
- ხერხემლისთვის არისო კარგიო მაგარი საწოლიო ამბობენ - ენა გამომიყო
- როგორი მზრუნველი ხარ, კარდონზე მაწვენ რომ წელში გავიმართო, შემოგევლე შენ - ლოყები გავუწელე და გავუცინე
- გადახვალ ახლა?
- არა! აქ მინდა მე წოლა, კარგი რა რას დავაშავებ
- და ასე უნდა დაწვე? - თითი ჩემკენ გამოიშვირა
- არაა, ამასაც გავიხდი გინდა? - საცვალს დავწვდი და ისეთი მოძრაობა გავაკეთე ვითომ ქვემოთ ვექაჩებოდი, თან სახეზე ვაკვირდებოდი, ფერები გადაუვიდა და თვალები დახუჭა
- მე არა, ეგ არ მითქვამს, ზემოთ ჩაიცვი მეთქი.. ეგ უნდა მეთქვა - აბლუყუნდა
- სულელი ბაჭია - მასთან ახლოს მივიწიე და მოწყვეტით ვაკოცე ტუჩებში, ეგრევე ჭყიტა თვალები
- მაქს! - დამიბრიალა მისი შავი ლამაზი თვალები მაგრამ მე გავეკრიჭე და ზურგი ვაქციე ეგრევე
- ძილინებისა სესი!
- მაინც არ იშლი შენსას აქ წვები ხო?
- ჰო!
- დამაცადე! - ჩაიბურტყუნა საყვარლად და ზურგი მაქცია.

***

სესილი

როგორც კი ყველაფერი მოვუყევი გულზე მომეშვა, არ მინდოდა ამის გამო დაპირისპირება მომხდარიყო ჩვენს შორის, თანაც თუ დიტოს მარია ვგონივარ, ყველაფერი სხვანაირად წავიდოდა, როდესაც მის ვერსიას მოისმენდა, ჯობდა თავიდანვე ყოფილიყო შემზადებული მომავალი საუბარისთვის მასთან.
მერე სააბაზანოში შევალო თქვა და კარები გაიხურა, მეც მშვიდად წამოვწექი და ვფიქრობდი ყველაფერზე.
რა იქნება მარიას რომ ვიპოვით? იქნებ მართლა მგავს, ჩემი ასლია და იმიტომ შევეშალეთ დიტოს ერთმანეთში? კი მაგრამ როგორ შეიძლება ასეთი რამე მოხდეს? უამრავი კითხვები მაქვს, რომელზეც ჯერჯერობით ვერავინ გამცემს პასუხს, ყველაფერი როგორი ჩახლართულია, მისი გვარი მაინც ვიცოდე, სახელის გარდა არაფერი ვიცი, თანაც არსად არ შემხვედრია ისეთი გოგო, რომელიც ზუსტად მგავდა, ან თუ მართალია დიტო, ესეიგი რაღაც კავშირია ჩვენს შორის, მაგრამ რა კავშირი? ზუსტად ვიცი არც და მყოლია არასდროს და ძმა მითუმეტეს, ნათესავია? მაგრამ მსგავსება? მაინც და მაინც ჩვენთან მოხდა ეს “ბუნების დამთხვევა” და ორივე ერთი ასაკის, ერთი გარეგნობით და ერთი ხასიათის აღმოვჩნდით რომ თავად მისმა მეორე ნახევარმა ვერ გაგვარჩია?!
ტვინი ამიდუღდა, შუქი ჩავაქრე და თხელ საბანში გავეხვიე, როგორ დავიღალე ამდენ რაღაცაზე ფიქრით, ახლა კიდე ეს ქეთა მომაშორებინა ნეტა ამის ცხოვრებიდან.
უცებ კარები გაიღო და ფეხაკრეფით შემოვიდა ოთახში, უჯრაში რაღაცას ეძებდა, აშკარად მის საცვლებს, ვიფიქრე პირსახოცი ექნება შემოხვეული მეთქი, ჩამრთველთან მივედი და შუქი ავუნთე, მაგრამ ეს პირსახოცი თურმე ხელით ეჭირა, გაოცებისგან ხელი შეუშვა და ოპ, ჩემს წინ საოცრად სექსუალური ბიჭი დგას ჯერ ზურგით, შემდეგ ასე უსირცხვილოდ ბრუნდება და ვგრძნობ როგორ მიჩქარდება გული, ვაიმე მარტო სიმპატიური კი არა სექსუალურიც ყოფილა ეს საძაგელი, თვალებს ვხუჭავ და კივილს ვიწყებ, მგონი ფხიზლდება და პირსახოცს იხვევს, მერე რათქმაუნდა ვეჩხუბები ასე რატომ არის და ბოლოს ვუვარდები გარდერობში რომ საცვალი ვანახო სად დევს, ისეთ სასაცილო სიტუაციაში ვვარდებით, რომ არა ჩემი სირცხვილის გრძნობა ალბათ გულიანად გადავიხარხარებდი.
იქედან გამოვდივარ და მოწყვეტით ვეშვები საწოლზე, ჯერ კიდევ გაბრუებული ვარ მისი სხეულით, ლამის შევუვარდე და ჩავეხუტო, ვაიმე რა მჭირს, მემგონი სულ გავგიჟდი, როდის იყო ასე ვიყავი, უჰ გული ამომიხტა და გაიქცა სადღაც, მემგონი მაქსისკენ მიდის, ჩამიშვებს უეჭველი. ღიმილით გამოდის და ახლა მხოლოდ საცვლით მიახლოვდება, ვერ გადავრჩები მე ამ საღამოს, ამას სულ ასე ეძინა ვითომ? ეს რომ მცოდნოდა რა გამაჩერებდა საწოლში. მერე რაღაცა ვუთხარი ჩემს გვერდით დაიძინე მეთქი და როგორც უნდოდა ისე მიიღო, გული გადამიქანდა, შორიდან ყურება არ მეყოფოდა? ახლა საერთოდ მთელი სხეულით ვგრძნობდი მის სიმხურვალებს, იმდენი გრძნობა გაიშალა ერთდროულად რომ თავბრუ დამეხვა და ლამის გული წამივიდა.
მოწყვეტით რომ მაკოცა ტუჩებში და გადაბრუნდა აი მანდ გაბრუებული რას ვლაპარაკობდი საერთოდ არ მახსოვს.
მერე ჩამეძინა, ამჯერად საშინლად ფხიზლად ვიყავი რადგან მარცხენა მხარე ისე მეწვოდა მოსვენება ვერ ვიპოვე, ბოლოს მისკენ მივჩოჩდი და მის კისერში ჩავმალე ცხვირი, მანაც უმალვე მომხვია მკლავები და ისე გადავეშვი სიზმრების სამყაროში საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე.

***

დილით საკმაოდ უცნაურ პოზაში გაგვეღვიძა, მე ფეხები მქონდა მასზე შემოლაგებული და გვერდულად მეძინა მას კიდე ჩემს ბალიშზე დაეწყო ხელები და ფშვინავდა, ოდნავ როგორც კი წამოვიწიე თვითონაც შეიშმუშნა და თვალები გაახილა. ისე შემრცხვა სად წავსულიყავი არ ვიცოდი და თვალები დავხუჭე
- დავინახე რომ გღვიძავს - დენივით დამიარა ამ სიტყვებმა ტანში და ეგრევე წამოვხტი
- მე არ ვიცი როგორ მოვხვდი ასე, მე უბრალოდ - ავლუღლუღდი მაგრამ მისმა სიცილმა აზრზე მომიყვანა - ვირი ხარ მეთქი რომ გეუბნები არ გჯერა
- ჩემი ბაჭია - თავზე მაკოცა და წამოდგა, ისევ ეს თავბრუსხვევა მის სხეულზე, გამაგიჟებს მალე, მემგონი სპეციალურად მიკეთებს.
ცოტახანი გაოცებული ვიჯექი, აზრზე მოსვლას ვცდილობდი როგორმე ამ გულისცემის დარეგულირებას, ოთახში ისევ რომ შემობრუნდა და საუბარი გამიბა, თან საროჩკის ღილებს იკრავდა
- აბა დღეს რას აპირებ? მე სამსახურში მივდივარ, იქედან რომ დავბრუნდები მათე და ლაზარე მოვა, დიტოზე არ მითქვმს თუმცა დარწმუნებული ვარ ამ დღეებში არ გამოჩნდება, რომ გამოფხიზლდებოდა შერცხვებოდა მისი საქციელის, არ ინერვიულო, მაინც იგრძნობდა რაღაცას რითაც შეეპარებოდა ეჭვი რომ შენ მარია ხარ - შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.
მთელი დღე უაზროდ დავბორიალობდი, ინსტაგრამზე ვიდეოებს ვუყურებდი, მაკა და ნატალია ისევ ბებიასთან იყვნენ, საღამოს 6 საათისთვის მათე და ლაზარეც მოყვა მაქსს, მე კექსი გამოვაცხვე და ცივ ყავასთან ერთად გამოვუტანე ბიჭებს.
- რა მოხდა მაქს? რატომ დაგვიბარე?
- მე მაქვს საქმე - გავუღიმე ორივეს
- რამე სერიოზულია სესილიკო? - ოდნავ წამოიწია ლაზარე
- სერიოზულია, მინდა მითხრათ მარიას შესახებ რა იცით - ორივეს ამ სახელის გაგონებაზე სახე მოერყათ
- შენ საიდან იცი მის შესახებ?
- გუშინ დიტო მოვიდა და დამაბრალა რომ თურმე მარია ვარ, უბრალოდ სახელი შევიცვალე
- მოიცა რა ეგრე არ არის? - თვალებმოჭუტულმა გამომხედა მათემ - ჩვენ ყველას ეგრე გვეგონა! - აღშფოთდა
- და რაში დასჭირდებოდა ეს მარიას? ან სხვა გზას ვერ იპოვიდა იმისთვის რომ დიტო გაემწარებინა? რაღა მის ძმაკაცს გაყოლოდა ცოლად?
- მე რავიცი.. ასეთები ხართ გოგოები - აბლუყუნდა ლაზარე
- მომისმინე ეგ გოგო მინდა რომ ვიპოვო, მართლა ასე ძალიან მგავს?
- გაჭრილი ვაშლივით, დედას გეფიცები სესილიკო, ზუსტად ერთი ერთში ხართ - გამიღიმა მათემ
- ბიჭო მე არ ვიცი ეგ გოგო ხო? - თავი მოიქექა მაქსმა
- არა, შენ რომ ჩამოხვედი უკვე წასული იყო საზღვარგარეთ - ამოიოხრა ლაზომ
- კაი, რამე ინფორმაცია გვითხარით
- მოკლედ დედა და მამა ჰყავდა, გვარი ზუსტად არ მახსოვს, მემგონი სიხარულიძეები იყვნენ, საბურთალოზე ცხოვრობდა ოჯახი, მაგრამ ხშირად ლისზე იყვნენ, კერძო სახლი ჰქონდათ, ადვილად ვიპოვით რადგან მხოლოდ რამდენიმე სახლი დგას როგორც ვიცი
- მეტი? ნათესაობა?
- კი ორი ბიჭი ბიძაშვილი, სახელები ნიკა და დაჩი, გვარი ზუსტად არ მახსოვს, ბიძაშვილები იყვნენ ოღონდ დედის მხრიდან თორემ სიხარულიძეები იქნებოდნენ ეგენიც
- ესეიგი ამას ვერ დავადგენთ, რამდენი იქნება ახლა ბიჭი დაჩი და ნიკა, იქნებ ლისის სახლში ავაკითხოთ? - აზრი გამოთქვა მაქსმა
- შეუძლებელია - ეგრევე უარყო მათემ - რომც მივაკითხოთ რა ვუთხრათ? თანაც საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა თუ არა ეგ არც ვიცი, არც ის ვიცით სად იყო და საერთოდ რას აკეთებდა
- მამამისი რას საქმიანობდა?
- რონის პიცა რომ არის ხომ იცი? ვაჟაზე
- ჰო - დავეთანხმე უცებ - ჩემი საყვარელი პიცერიაა, თუმცა იქ რატომღაც არასდროს არავინ მახდევინებდა - ახლა გამახსენდა ეს ფაქტი
- აჰა, კიდევ ერთი დამთხვევა ხედავ? ყველას ეტყობა მარია ეგონე და მაგიტომ
- მაგათია?
- ჰო, მაგათია, შეისყიდეს, რამდენი ხანია ვინ იცის - ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა მათემ
- ახლა გასაგებია ყველაფერი - ცივ ყავას დავწვდი განერვიულებულმა - ესეიგი როგორმე იმ კაცამდე უნდა მივაღწიოთ, მაგრამ ვინ მიგვიშვებს?
- ეგ მამაჩემს მიანდე, თუ მიხვალ როგორც საყვარელი რძალუკა, ყველაფერს გაგიკეთებს
- მაშინ ეგრე ვიზამ, ხვალ დილით გამოვიპრანჭები და მივაკითხავ კომპანიაში ხო? - გადავხედე მაქს
უხმოდ დამიქნია თავი
- შენ არ წამოხვალ? - ტუჩზე ვიკბინე სანამ მიპასუხებდა
- არა, არ წამოვალ - სევდიანი თვალებით გადმომხედა - საღამოს შევუვლი, ცალკე დაველაპარაკები აუცილებლად
- კარგი - გავუღიმე
საღამო სასიამოვნოდ გავატარეთ, იმ თემას აღარ შევხებივართ, რაღაცებს მიყვებოდნენ და მაცინებდნენ.
- ლაზო, შენ არ გიყვარს არავინ?
- კი.. ერთი გოგოა - ნერვიულად გაიცინა - მაგრამ ყურადღებას არ მაქცევს
- ოჰო, სახელი?
- თათია
- შენ მათე? შენც გამიმხილე შენი გულის ნადები!
- მე არავინ მიყვარს, თავისუფალი, ლაღი და ბედნიერი ვარ მაგ მხრივ - უფრო გაიშალა სავარძელზე და ხელები თავქვეშ ამოიწყო
- ლაზარე რამდენი წლისაა თათია?
- 21, მასზე ბევრად უფროსი ვარ, ბებერი მგონია ხოლმე თავი
- კაი რაიყო 27 წელი დიდი გგონია შენ?
- უჰ, 28 ვარ უკვე
- დიდი ამბავი - მხრები ავიჩეჩე
- შენ რა გიჭირს, მაქსიმე 3 წლით არის უფროსი შენზე - გაიცინა და მათეს თავზე ხელი წამოარტყა - არ წავიდეთ? გვიანია უკვე
- წავიდეთ ჰო - წამოხტა უცებ და კარებისკენ აიღეს გეზი, სიცილ-კისკისით გავაცილეთ და ჩვენს ოთახში ავედით.
- მაკა სად არის?
- ბებიასთან დარჩებიან, 1 კვირა ჩვენია სახლი - პატარა ბავშვივიტ დაიწყო ხტუნვა და გამეღიმა.
- დავიძინოთ ახლა
- კარგი ხო - გვერდით მომიწვა, ხელები მომხვია და შუბლზე მაკოცა - ძილინებისა სესი
- ძილინებისა მაქს - ლოყაზე მადიანად ვაკოცე და თვალები მივლულე სიამოვნებისგან.

***

დილით ადრე წამოვფრინდი, მაქსი უკვე სამსახურში იყო, სააბაზანოში შევირბინე და სწრაფად გადავივლე წყალი, მის მიერ ნაყიდ ერთ-ერთ მთლიან სადა ცისფერ კაბას დავწვდი და გადავიცვი, ფეხზე შავი დაბლები მოვირგე, მსუბუქი მაკიაჟი, თმები მაღლა ავიწიე და მზად ვიყავი, ჩემი ტელეფონი პატარა ჩანთაში მოვათავსე და ქვემოთ ჩავირბინე გახარებულმა.
მაქსიმეს ჩემთვის მძღოლი დაუტოვებია და თვითონ სხვა მანქანით წასულა
- ქალბატონო დაბრძანდით, ბატონმა მაქსიმემ მთხოვა თქვენი მიყვანა
- დიდი მადლობა - გაღებულ კარებში ოსტატურად შევძვერი და გემრიელად მოვთავსდი სავარძელზე. დაახლოებით 15 წუთში დანიშნულების ადგილზე ვიყავით, უზარმაზარ კომპანიას თვალი ავაყოლე და ღიმილით შევაბიჯე.
მიმღებში უკმაყოფილო სახით იჯდა გოგო და ტუჩებს აწკლაპუნებდა, ჩემს დანახვაზე თვალები აატრიალა
- რა გნებავთ გოგონი? - ამათვალიერა უცნაურად და ირონიულად ჩატეხა ტუჩის კუთხე
- ბატონ გიგლასთან შეხვედრა! - მკაცრად განვუცხადე
- და შენ გგონია შეგიშვებენ?
- მიდი დაურეკე და უთხარი სესილია მოსული, განახებ ვის შეუშვებენ და ვის საყვედურს ააწეპებენ ჩემთან ასეთი საუბრისთვის - მის მაგიდაზე ხელები შემოვაწყვე და ინტერესიანი მზერით მივაჩერდი
- ახლავე - თვალები აატრიალა - ბატონო გიგლა, თქვენთან სტუმარი გოგონაა
- …
- სესილი ჰქვია
- …
- კარგით, ახლავე
- რაო? - ირონიულად ახლა მე ჩავუტეხე ტუჩის კუთხე
- ამოუშვიო, აი საშვი - მომაწოდა ბარათი - ბოლო სართულზე ადი და ერთადერთი კაბინეტია იქ, ნუ მიხვდები, წინ მდივანი უზის
- კარგით, მადლობას არ გეტყვი ისეთი უტაქტო ხარ, შენ რომ გიგლას რძალს ასე ექცევი, სხვას რას უზამ, ამ ჯერზე გაპატიებ - მივახალე და დავტოვე პირღია, კარგია ეგეთ თავხედებს მოუხდება, რა მნიშვნელობა ჰქონდა ვინ ვიყავი, ვინც არ უნდა იყოს ეგრე აგდებულად უნდა ელაპარაკოს?!
ბოლო სართულზე მალე ავიდა ლიფტი, ამას ასვლა არ ერქვა უფრო ავარდა, კინაღამ გული წამივიდა, თავი საშიშ საქანელაზე მეგონა. ძლივს გამოვაღწიე იქედან.
მისი მდივანი ლიფტთან შემომეგება
- გამარჯობა ქალბატონო სესილი, გელოდებათ ბატონი გიგლა
- დიდი მადლობა - ეს გოგო მომეწონა, თავაზიანი იყო, ნუ შეიძლება სულ არ უხაროდა, ყოველშემთხვევაში მე ღიმილით შემხვდა და იმის იქეთ რაც უნდა ის ელაპარაკა.

***

- გამარჯობათ - მორიდებით შევაღე კარები
- მოდი, შვილო, მოდი - შემომეგება, გადამკოცნა და იქვე სავარძელში ჩამსვა - აბა აქ რამ მოგიყვანა? რამე მოხდა?
- იცით დიახ.. - შემრცხვა, მაგრამ აუცილებლად უნდა გამერკვია ყველაფერი
- მითხარი ნუ გრცხვენია, შენ ოღონდ მითხარი და მთელ მსოფლიოს დაგიგებ ფეხებთან
- მე ერთი პიროვნების შესახებ მინდა ინფორმაცია, ასევე მისი შვილის შესახებაც თუ სად იმყოფებიან და როგორ შეიძლება დავუკავშირდე
- გვარი ხომ იცი? - გამიღიმა და თვითონაც ჩაჯდა სავარძელში
- დიახ, რათქმაუნდა, სიხარულიძე, აი რონის პიცა რომ არის ამერიკული იმის მფლობელი არისო, თუ შეძლებთ - ნერვიულად გავუცინე
- მამუკა? პირადად ვიცნობ, ახლა საქართველოში არიან, მისი გოგო არ ვიცი ოღონდ, რამდენიმე თვის უკან გავიცანი, ბიზნესმენების შეკრებაზე, რაში გაინტერესებს?
- მის შვილთან მაქვს საქმე.. შემთხვევით ხომ არ იცით საქართველოშია?
- არა, არაფერი მსმენია მასზე, უბრალოდ ვიცი რომ გოგო ჰყავს, საერთოდ ის ბავშვი ერიდება ხალხში გამოჩენასო, რამდენიმე წლის წინ ცუდი ამბავი დატრიალებულა ქალაქში და მაგის გამოო, ერთი ბიჭი ავადმყოფი ყოფილა, გადაკიდებია და ამ გოგოს შეყვარებულთან ჩხუბში რამდენიმე ბიჭი დაიღუპაო
- დიახ, დიახ აი ზუსტად მაგ გოგონას ვეძებ, იქნებ როგორმე გამირკვიოთ? ძალიან დამავალებთ
- რას მეუბნები სესი, როგორ გეკადრება, შენ ოღონდ ინატრე და ნებისმიერი პიროვნების ნომერს გაგიგებ, ხვალ დამირეკე და საცხოვრებელი ადგილიდან დაწყებული, ნომრის ჩათვლით ყველაფერს ჩაგაწერინებ
- ძალიან დიდი მადლობა, მე წავალ ხო?
- დარჩი, ყავა ან ჩაი მიგვერთმია არა?
- მე იცით.. მეჩქარება, დედასთან უნდა გავიარო, მერე მაქს ვერ დავხვდები სახლში და..
- კარგი ამჯერად გაგიშვებ, მიხარია რომ ერთად ხართ შვილო, იმედი მაქვს შენთან ბედნიერია, იმ გვანცას ვერ ვიტანდი ვერასდროს, ვერც ქეთას ვიტან, არ მინდა ჩემი შვილი ეგეთი გვერდით იყოს, შენ საუკეთესო ხარ! - თავზე ხელი გადამისვა
- თქვენ .. გვანცას და ქეთას შესახებ საიდან იცით? - თვალები გამიფართოვდა გაკვირვებისგან
- მე ყველაფერი ვიცი შვილო მისი ცხოვრების შესახებ, ურთიერთობა არ გვაქვს თორემ დამიჯერე, ყველაფერში ისე დავხმარებივარ სულ არ გაუგია - გამიღიმა და კარებამდე მიმაცილა
- დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, ხვალ შეგეხმიანებით აუცილებლად - გავუღიმე და კარები გამოვიხურე.
ამ ვიზიტის მერე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ მაქს სწორი რჩევა მივეცი მამამისთან დაკავშირებით.

***
მაქსიმე

მთელი დღე ნერვიულად მიმოვდივარ ოთახში, სესი და დიტოს ამბავი სერიოზულად მაწუხებს, მარია უნდა ვიპოვოთ აუცილებლად, თორემ გავაფრენ, შეუძლებელია სესი მარია იყოს, ამას ვერ გადავიტან ვერანაირად, იმდენად ახლოს ვარ მასთან რომ ვერაფრით ვერ დავთმობ, თანაც დიტოსთან მიტყდება, რომ მცოდნოდა შორს დავიჭერდი თავს, მაგრამ სესი არ მომატყუებდა, ჩემი ბაჭია მატყუარა არ არის, პირიქით ვიცი რომ გულწრფელია ჩემთან.
შემდეგ პატარა საქმე გამომიჩნდა და 6 საათამდე ისე ვიყავი ჩაფლული ფაილებში რომ თავი არც ამომიწევია, როგორც კი გამოვედი კომპანიიდან მამაჩემთან გავწიე სამსახურში. საოცარია, ამხელა კომპანიის მფლობელია კაცი და მე სად ვმუშაობ, თუმცა კარგია, ვისწავლე თავის გატანა და ფულის დაფასება ამით, ხომ მითხრა ბაჭიამ ყველაფერში კარგი ეძებეო, ხოდა მეც ვცდილობ.
ჩემი საშვი მოვიმარჯვე და პირდაპირ ლიფტისკენ წავედი, არავის მივსალმებივარ ისე დავუკაკუნე კარებზე
- მობრძანდით - გაისმა კარს იქეთ ბოხი ბარიტონი და მეც უემოციოდ შევაღე კარები
- მაქსიმე? - ეგრევე წამოდგა, უფრო წამოხტა ფეხზე და ჩემკენ წამოვიდა - ხოა მშვიდობა აქ რომ მოხვედი?
- მშვიდობაა, შენთან მინდა ლაპარაკი უბრალოდ
- გისმენ, მოდი დაჯექი - იქვე მდგომ გრძელ სავარძელზე მიმითითა და თვითონაც გვერდით მომიჯდა, მხარზე ხელი დამადო და მსუბუქად მომიჭირა - მითხარი რამე თუ მოხდა, არ მოგერიდოს, ყველაფერში დაგეხმარები
- არა მამა, არაფერი მომხდარა - ამის გაგონებაზე ოდნავ შეცბა და ხელი ჩასწია
- რა თქვი შვილო? - არ ვუყურებდი მაგრამ მთელი სხეულით ვგრძნობდი მის ცრემლიან თვალებს, ხმა წამში გაუტყდა და აუთრთოლდა - გაიმეორე
- არაფერი მომხდარა მამა, უბრალოდ ლაპარაკი მინდოდა
- არ მეგონა ეს დღე ოდესმე თუ დადგებოდა - ხელი გადამხვია და გულზე მიმიკრა - მჯერა რომ სასწაულებიც ხდება - ჩემს წინ ერთ დროს ყველაზე ძლიერი და უგულო ადამიანი ტიროდა, მე კიდევ გაოცებული სიტყვასაც ვერ ვამბობდი, უბრალოდ გაჩუმებული, მის მკერდზე მიყრდნობილი ვუსმენი მის გულს, რომელიც გამალებით ფეთქავდა და დროდადრო ლოყებს მისველებდა მისი ცრემლები.
ცოტა რომ დამშვიდდა თავი წამოვწიე და გავუღიმე, აი ისე არასდროს რომ არ გამიღიმია, თვითონაც იგივეთი მიპასუხა და ცრემლები მოიწმინდა
- ვიცი შვილო ჩემი პატიება რამდენად დიდი ნაბიჯი იყო შენთვის, როგორ გაგიჭირდებოდა ეს ყველაფერი, რადგან ერთ დროს მამამ მეც მიმატოვა დედასთან ერთად, მარტო დაგვტოვა შუა გზაში, მთელი ცხოვრება იმას ვეუბნებოდი ჩემს თავს რომ იგივეს არ გავიმეორებდი, მაგრამ არავინ იცის რას გიმზადებს ბედისწერა..
- დავივიწყოთ წარსული და ახალი ურთიერთობა დავიწყოთ, სუფთა ფურცლიდან, მე არ ვითხოვ შენგან არაფერს, არც მემკვიდრეობას, არც ფულს, საერთოდ არაფერი მჭირდება, უბრალოდ მინდა რომ მყავდეს მამა გვერდით, თანაც შენ დიდი წვლილი მიგიძღვის ჩემს ბედნიერებაში, სესილი მაპოვნინე..
- როგორ მიხარია ბედნიერი რომ ხარ და ასეთი კარგი გოგო გყავს გვერდით, ყველაფერს გაგიკეთებ შვილო, რადგან ეს დღე დადგა, აწი რა მომკლავს
- მე წავალ.. სესი მელოდება სახლში, მარტოა
- როგორ გავხართ ერთმანეთს - გაეცინა - მანაც ასე მითხრა სახლში უნდა დავხვდეო
კიდევ ერთხელ გადავეხვიე, მისი სითბო შევიგრძენი და კარები გამოვიხურე ღიმილით.

***

მთელი გზა ვკანკალებდი, თვალებზე მოწოლილ ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, მინდოდა გავქცეულიყავი და სესილის მოვხვეოდი, დღეს ცხოვრებაში ჩემთვის ყველაზე დიდი ნაბიჯი გადავდგი და ეს მისი დამსახურებაა. კარები რასაც ქვია შევგლიჯე, ხელი ისე მიკანკალებდა ძლივს მოვარგე გასაღები, გადავკეტე და მისაღებში შევვარდი, სავარძელში იწვა, ოთხად მოკეცილი, ეტყობა მელოდებოდა და ჩასძინებია, მივვარდი, მოვეხვიე, ჰაერში ავაფრიალე და მთელი სახე დავუკოცნე
- მაქს, რას აკეთებ? - ეგრევე გამოფხიზლდა და გამიცინა
- ვიყავი გიგლასთან
- მერე რაო?
- თითქმის შევრიგდით, მამა დავუძახე და იტირა - იქვე ჩამოვსვი და გვერდით მივუჯექი თუმცა ხელი არ გამიშვია - მთელი ნახევარი საათი გულზე ვყავდი მიკრული და ტიროდა
- როგორ მიხარია რომ ეს ნაბიჯი გადადგი - სახეზე მომეფერა - აი ნახავ არ ინანებ, შენ საუკეთესო ხარ და მამაშენსაც ძალიან უყვარხარ ამაში დარწმუნებული ვარ
- მაკას როგორ ვუთხრა არ ვიცი - თავი ჩავხარე დამნაშავესავით
- აუცილებლად გაგიგებს მაკა ისეთია, მე ვფიქრობ რომ პირიქით გაუხარდება - თვალი ჩამიკრა და მისი სუსტი ხელები შემომხვია, ამდენი ემოცია იყო ჩემს სხეული და კიდევ მისმა მოხუტებამ ჩემი ცახცახი გამოიწვია
- გცივა? - თავი წამოყო ჩემი მკლავებიდან და უცნაური მზერა მომაპყრო
- არა, ემოციებისგან არის - თავზე ვაკოცე - მარიაზე რა გითხრა?
- ხვალ დამირეკე ნომერს მოგცემო
- არ დავიძინოთ?
- ჰო, ავიდეთ - წამოვდექი, ადგომას რომ აპირებდა ზუსტად მაშინ დავიხარე და ხელში ავიყვანე
- რას აკეთებ? - გაიოცა ეგრევე
- უბრალოდ ძალიან მომინდა, არ დაიწყო ახლა ჭირვეული ბაჭიას როლის თამაში - გავეკრიჭე და ხელშიაყვანილი ავიყვანე ოთახში.
- გიჟი ხარ რა - თავისთვის ჩაიბურტყუნა და ხელები კისერზე მომხვია.

***

- ჰეი, გაიღვიძე, დაბრუნდა ისევ ძველი დღეები მოკლედ! - მოვუღიცინე მაგრამ რეაქციაც არ ჰქონია
- დამაძინე - ძლივს გავარჩიე სიტყვები
- გიგლასთან უნდა დარეკო, მარიას ნომერზე - ამ სიტყვებზე დაფეთებულივით წამოჯდა საწოლში და ტელეფონს დაწვდა
- ახლავე
- ეი ეი, დამშვიდდი - ხელი დავაწევინე - უბრალოდ ვერაფრით გაგაღვიძე და შენი სუსტი წერტილი გამოვიყენე, იმაზე რაზეც ღელავ ან ძალიან გინდა ეგრევე იღვიძებ
- უხ, საძაგელო - ბალიში ჩამარტყა და გადაბრუნდა
- აუ არ დაიძინო სესიიი - ავბუზღუნდი ეგრევე და ჩემკენ გადმობრუნდა
- რატომ არ მაცლი ძილს?
- მე მარტო რომ ვარ მერე?
- დღეს შაბათია და ჩემი ნერვების შეჭმის განრიგი გაქვს მთელი დღე არა?
- აჰა, ესეიგი ასე გიხარია სამსახურში რომ ვარ, ხოდა წავედი მე ბიჭებთან ერთად დავლევ - წამოდგომა დავაპირე მკლავში რომ მწვდა და ძლივს ვაივაგლახით დამაბრუნდა საწოლზე
- გეხუმრე სულელო - ცხვირზე დამკრა თითი და შემდეგ მაკოცა
- მაქ არ მინდოდა მე კოცნა - ტუჩები გავბუსხე პატარასავით, აი ზუსტად ისე თვითონ რომ იცის, გაეცინა და მოწყვეტით მაკოცა ტუჩებში
- ჩიტი ვარ?
- გეყოფა ახლა ეგეც, ისე რომელზე დავურეკო? - ნერვიულად შეათამაშა ხელში ტელეფონი
- დაურეკე ახლა, უკვე სამსახურში იქნება
- კარგი - ძლივს აკრიფა ნომერი და დაურეკა, იქეთ-აქეთ მიმოდიოდა ოთახში, ლამის თავბრუ დამახვია.
- დიახ ბატონო გიგლა
- …
- ბოდიში, გიგლა
- …
- დიახ, მეილზე? ჩაიწერეთ ჩემი მეილი
- …
- კარგით მადლობა, ველოდები
ტელეფონი გათიშა და ღიმილით მომაშტერდა
- ჰა, ამოღერღე - მოუთმენლობა დამეტყო ხმაშიც
- ყველაფერი გაარკვია, ერთ საათში მეილზე იქნება ყველაფერი მის შესახებო
- როგორც იქნა - ტაში შემოვკარი და ლოგინიდან წამოვხტი.

***
სესილი

როგორც კი ჩემმა ტელეფონმა დაიძახა რომ მეილი მოგივიდაო ეგრევე მივფრინდი და გავხსენი, ლეპტოპი არ გამიხსნია, აქედანაც მშვენივრად ამოვიღებდი საჭირო ინფორმაციას.
ესეიგი
მარია სიხარულიძე
24 წლის
ტელეფონის ნომერი
მისამართი ლისი
აჰა მართალი ყოფილა იქ ცხოვრობსო, ნერვები მომეშალა, ნეტა მივდგომოდი სახლში, ტელეფონის ნომერი სასწრაფოდ ამოვიწერე და გადავრეკე
- გისმენთ - ყურმილს იქეთ მოისმა ნამძინარევი ხმა
- გამარჯობა მარია - უცხო ხმის გაგონებაზე აშკარად გამოფხიზლდა
- ვინ ხართ? გიცნობთ?
- თ მოაშორე, შენი ტოლი ვარ მარია
- საიდან იცით ჩემი სახელი ან ნომერი?!
- გრძელი ისტორიაა, თუ შემხვდები აუცილებლად მოგიყვები, იცი პირდაპირ არ მინდოდა მეჯახებინა შეხვედრაზე მაგრამ რას ვუცადო?
- მე არც კი გიცნობთ, როგორ ბედავთ დარეკვას? რა ვიცი რომ არ მაშაყირებთ?
- დიტო ხუციშვილს იცნობთ?
- დიახ - ხმა აუკანკალდა ამ სახელი და გვარის გაგონებაზე
- ხოდა მისი მეგობარი ვარ, ძალიან დამავალებთ თუ შემხვდებით
- რამე მოუვიდა დიტოს? მითხარით გთხოვთ!
- არაფერი მოსვლია, უბრალოდ მინდა დაგელაპარაკოთ.. დღეს საღამოს გელოდებით ვაჟაზე, რონის პიცაში
- არა, ვერ მოვალ, არ გიცნობთ, ნებისმიერმა იცის აქ დიტოს სახელი, მაგით ვერ მომთაფლავთ
- მე მაქსიმე ცერცვაძის ცოლი ვარ, ალბათ გეცნობა სახელი და გვარი არა?
- სესილი ხარ?
- ჰო მე, საიდან იცი ჩემი სახელი?
- გავიგონე მამამ რომ თქვა, შენი სიმამრი გაუცვნია ბისნესმენების შეკრებაზე და იმას უხსენებია შენი სახელი
- ჰო, მიხარია რომ შორიდან მიცნობ, შეიძლება შეგხვდე?
- არ ვიცი, უნდა მოვიფიქრო, ასე უცხოს ვერ შევხვდები
- შენი მისამართი ვიცი მარია, ვიცი ლისში ხარ ახლა ვარდისფერ სახლში
- საიდან? - შიშშეპარული ხმით მკითხა
- ყველანაირი ინფორმაცია მაქვს შენზე, სად ხარ, როგორ ხარ, რა სტატუსით ხარ საერთოდ ყველაფერი
- კარგი, შეგხვდები, რონის პიცაში საღამოს 7 საათზე
- ძალიან კარგი, როგორ გიცნო?
- ატმისყვავილისფერი კაბა მეცმევა და თმა მაღლა მექნება აწეული
- ეგრე მე მინდოდა რა წესია?
- პირველი მე ვთქვი
- არა, მე მინდოდა, მე მოვალ ატმისფერყვავილისფერ კაბაში
- მე მოვდივარ და მორჩა რატომ მეწინააღმდეგები? - გავბრაზდი უცებ
- აწი რომ დამითმო არ შეგიძლია?
- რატომ უნდა დაგითმო ვითომ? პირველი მე ვთქვი, მკითხე და გითხარი
- მერე რა, ეგრე მე მინდოდა მოსვლა, რაღა მაინც და მაინც ეგ ფერი დაამთხვიე, სხვა ვერაფერი ნახე?
- რაზე მეჩხუბები ხვდები? რა მნიშვნელობა აქვს რა ფერი მეცმევა?
- აქვს როგორ არ აქვს, მე მინდოდა მაგ ფერის კაბის ჩაცმა
- ორივემ რომ ჩაიცვათ არ შეიძლება? გამარჯობა მაქსიმე ვარ, 15 წუთია თქვენს უაზრო ჩხუბს ვუსმენ, იქნებ ორივემ მოირგოთ ერთი ფერის კაბა? - გამომგლიჯა ტელეფონი ხელიდან და ხმამაღალზე ჩართო.
- გამარჯობა - დაიმორცხვა უცებ მარიამ - ხო მგონი ეგრე ჯობია
- ძალიან კარგი შევთანხმდით, ნახვამდის - ტელეფონი გავთიშე და იქვე მივაგდე
- არა წამში მომიშალა ნერვები, ასეთი გინახია? მე მინდაო გინდა თუ არაო
- რანაირად იქცევი ბაჭია? რა მოგივიდა?
- არვიცი, ნერვები მომეშალა, ის არ მეყოფა რომ მგავს, ახლა ჩემნაირი კაბა უნდა ჩაიცვას!
- შენ გეშინია რომ ვერ გაგარჩევთ?
- ეგრეც არ იქნება, ვერ დამემსგავსებოდა ეგრე საშინლად რომ ერთმანეთისგან ვერ გაგვანსხვავო
- ხო კარგი კარგი - დანებების ნიშნად აწია ხელები და ოთახიდან გაუჩინარდა - უყურე შენ საძაგელი ბავშვი როგორ მომიშალა ნერვები - ამოვიბურტყუნე და ოთახის დალაგება დავიწყე.

***

7ს რომ თხუთმეტი დააკლდა უკვე მზად ვიყავი და გასასვლელად ვემზადებოდი, ატმისყვავილისფერ კაბაში გამოწყობილი, მსუბუქი მაკიაჟით და დაბლებით მოუსვენრად ვიჯექი მანქანაში.
- აუ ნეტა მართლა ასე ძალიან მგავს?
- რავიცი სესი, ნახავ - შუბლზე მაკოცა და მანქანიდან გადმოვედი, ისეთი სიხარულით მომესალმა მომსახურე პერსონალი რომ ლამის გული გამითბა. ჩემი ადგილი დავიკავე და სულმოუთქმელად ველოდებოდი როდის მოვიდოდა.

***

მარია

ჩემი ცხოვრება ერთი დიდი აურზაური უფროა, ყველაფერი არეული მაქვს, ერთადერთი ოჯახში მაქვს მშვიდი გარემო, ისე რომ არავინ მაწუხებს, გული ფაქტიურად აღარ ფეთქავს, შიგადაშიგ დიტოზე რომ გავიგებ ინფორმაციას, ან გული გამინადგურდება, ან ფეთქვა აღდგება, გააჩნია..
ცხოვრება დიტოსთან ერთად დავიწყე 16 წლის ასაკში, იქამდე ერთი მორცხვი და საკუთარ თავში ჩაკეტილი გოგო ვიყავი, რომელსაც არაფერი აინტერესებდა სწავლის გარდა, მასთან ერთად რომ დავიწყე სიარული ყველაფერი შეიცვალა, მასწავლა ისეთი “საძაგლობები”, რომლებიც ჩემთვის აკრძალულიც კი იყო, იმდენჯერ გავპარულვართ მარტო კინოში, კაფეში, პარკში და ათას გასართობ ცენტრში ვინ დათვლის, ჩემდა გასაკვირად არასდროს გამოვუჭერივათ, “სკოლიდან” დაბრუნებულზე მშობლები ვერაფერს მატყობდნენ, მეც ისე არხეინად ვიჯექი რამდენიმე შემთხვევის შემდეგ თითქოს არაფერი შეცვლილა, პირიქით უფრო და უფრო ჩავუღრმავდი წიგნებს, არადა ვინ იცის მერამდენედ ვაცდენი იმ გაკვეთილებს, რომლებიც ასე საჭირო იყო.
ერთადერთი ის იყო რომ დიტო არასდროს არაფერს მაძალებდა, ერთი ორჯერ თუ თვითონ იჩენდა ინიციატივას, მერე ჩემი ხვეწნა-მუდარით მივდიოდით სკოლიდან, ზედმეტად გამიტკდა ტკბილი და ბედნიერი პერიოდი, საერთოდ დავივიწყე ის რომ შეიძლებოდა შეცდომა დამეშვა და ცუდი დღეებისთვის მე თვითონ გამენთავისუფლებინა გზა, სიყვარულში გართულმა ვერ შევამჩნიე ისე დავიმეგობრე ლუკა, იმდენად ახლოს მოვუშვი რომ მეგონა მხოლოდ ის იყო ნამდვილი მეგობარი, ვერც ვხვდებოდი რომ ვუყვარდი და დიტოს ჩემს თავში ეჯიბრებოდა, ეცილებოდა.. მე სულელი, ზოგჯერ ისე მინდა რომ საკუთარი თავი ვცემო ასეთი დაუდევრობისთვის სისხლი მიდუღდება.
ჩხუბის დღე, დღე რომელიც არასდროს არ დამავიწყდება, რა სახე ჰქონდა დიტოს, როდესაც ლუკას შეცდომაზე იქეთ ვეჩხუბე.
მერე რომ გავიგე ყველაფერი რა..
უფრო ჩავიკეტე და საკუთარი თავი დავადანაშაულე ყველაფერში, მიუხედავად იმისა რომ არავინ არასდროს არ მოსულა საყვედურით, მაინც ჩემს თავს ვთვლიდი დამნაშავედ და გული მწყდებოდა რომ აღარ შემეძლო იმ ბედნიერი დღეების დაბრუნება.
დიტო მიყვარდა, მიყვარს და მეყვარება სიგიჟემდე..
რა დროც არ უნდა გავიდეს ჩემთვის შეუცვლელი დარჩება ის, ალბათ რომ დაბრუნდეს აუცილებლად ვაპატიებ, მაგრამ არამგონია ისევ უნდოდეს ჩემნაირთან ურთიერთობა, თანაც კარგად ვხედავ როგორ აქვეყნებს ფოტოებს სხვა გოგოებთან ერთად გადახვეული და შემოხვეული, ეგ იდიოტი, ხეპრე, დეგენერატი, როგორ დამივიწყა? მომიშალა ნერვები!

***

იმ დღის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, თუ იქამდე გახსნილი და ლაღი ვიყავი, მერე საკუთარ თავში ჩავიკეტე, ვერ მიშველა ვერც გერმანიაში სწავლამ, ვერც საფრანგეთში დასვენებამ და ვერც ამერიკაში ცხოვრებამ, თითქოს ამ დედამიწაზე არსად იყო ჩემი ადგილი დიტოს საწოლის ცარიელი მხარის გარდა, ვერსად ვერ ვიპოვე შვება და ის ბედნიერება, რომელსაც მის გვერდით ვგრძნობდი.
არადა ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, მე გავაფუჭე საათივით აწყობილი ურთიერთობა, მთავარი საყრდენი გამოვაცალე - ნდობა.
ბევრი დავაშავე და ბოლოს დიტოს კი არა ჩემს თავს ვერ ვაპატიე ასეთი შეცდომები.
ხოდა ავდექი და წამოვედი, მაშინ არ ვიცი რატომ ჩავთვალე რომ დიტო ჩემნაირის ღირსი არ იყო მაგრამ ფაქტია რომ წამოვედი, დავივიწყე ყველა და ყველაფერი ირგვლივ, თითქოს არც არსებობდნენ.
ახალმა მეგობრებმა ძველი დარდი ვერ შემიმსუბუქეს, ჩემს გამო მოხდა ყველაფერი მეთქი არ ვიძახი, ძირითადად ლუკას ბრალი იყო, აღარც მინდა ამ სახელის ხსენება, მაგრამ მეც მომედო ის ტალახი, რომელიც მას ესროლეს. რატომღაც მე ხომ ვუყვარდი და ამიტომ მოხდა ყველაფერი.
დიტოს არასდროს დავუდანაშაულებივარ, ჩემს მეგობრებსაც, რომლებიც ყველა თუ დავივიწყე მათთან კონტაქტი არ შემიწყვეტია.
ისე გავიდა 7 წელი ფაქტიურად ჩემს თავთან ვიყავი ჩაკეტილი, ლისის სახლში და ცრემლებად ვიღვრებოდი, ჩუმად, ყველასგან უკითხავად ვათვალიერებდი დიტოს პროფილს, ინსტაგრამს და გაფაციცებით ველოდებოდი მასზე სიახლეებს.
რამდენჯერ მირჩიეს სხვა ბიჭი გამეცნო და ცხოვრება გამეგრძელებინა, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ დიტო სხვასთან ერთად დადებდა ფოტოს, მაინც არ ვნებდებოდი, მაინც მწამდა რომ ადრე თუ გვიან ჩემთან დაბრუნდებოდა, ალბათ ბევრი მეტყვის 7 წელი გავიდა, მომსვლელი აქამდე მოვიდოდაო, მაგრამ ვიცი, ვგრძნობ ისევ ვუყვარვარ, მხოლოდ მაშინ გაჩერდება ჩემი გული დიტო რომ სამუდამოდ ამომშლის მისი ცხოვრებიდან.
მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ.
ვმუშაობ, ვარ ერთერთი ცნობილი სასტუმროს იურისტი და მხოლოდ აუცილებელ სიტუაციებში ვჩნდები სამსახურში, ძირითადად სახლში ვარ და წვრილმანებს სპეციალური კომპიუტერით ვაგვარებ, ხალხში გამოჩენას ვერიდები, მითუმეტეს დიტოსთან დაშორების შემდეგ, რატომღაც ყველას მიაჩნია რომ დიტომ ის “ბრძოლა” ვერ მაპატია, რეალურად კიდევ არავინ იცი მე რომ დავშორდი, ჩემივე ინიციატივით.
გადავწყვიტე ჩემი მოკლე ჭკუით ამ საკითხში რომ ასე უფრო ბედნიერი იქნებოდა.
რა სულელი ვარ.
ზოგჯერ ისე ვბრაზდები ჩემს თავზე რომ მინდა რამე დავუშავო, მაგრამ მახსენდება დედა და მამა, რომლებმაც მთელი სული და გული ჩადეს ჩემს გაზრდაში.
სამწუხაროდ ჩემს მერე შვილი არ გაუჩნდათ, მათი ერთადერთი და განუმეორებელი ქალიშვილი ვარ!
ჩემით ამაყობენ, დღესვე რომ ვუთხრა დედამიწის ნებისმიერ კუთხეში მიყიდიან სახლს რომ გადავიდე, მაგრამ აზრი?! კარგად იციან ჩემი მდგომარეობა, ამიტომ არ მეუბნებიან არაფერს, არადა დედა ყოველ ღამე ელაპარაკება მამას რომ რაიმე უნდა ვუშველოთო, ბოლოს იმაზეც იყო თანახმა რომ დიტოს დალაპარაკებოდა მამა, მაგრამ ის ჯიუტად დუმდა, თითქოს ყველაფერს ღმერთს ანდობდა, არაფრის გაკეთებას არ აპირებდა და დინებას უნდა გავყოლოდით. ბოლოს დედაც დანებდა და გადაწყვიტა არაფერი არ მოემოქმედებინა, ჩვენც ამოვისუნთქეთ.
ამ დილით ვიღაც უცხო გოგომ დამირეკა, ტანში უცნაური გრძნობა დამეუფლა მისი ხმის გაგონებაზე, ეგრევე გამოვფხიზლდი, თურმე ჩემთან შეხვედრა ნდომებია, მაქსიმე ცერცვაძის ცოლი ქალბატონი სესილი, დიდად საპატივცემულო და გამოჩენილი, არადა ამის შესახებ არც არაფერი არ იცის, პირიქით, არც სოციალური ქსელი აქვს და არც ინსტაგრამი, მის ფოტოსაც ვერსად წააწყდები, ქორწილის სურათები ყველაფერი შორიდან არის გადაღებული, რადგან შიგნით არავის უშვებდნენ. არადა საოცრად ნაცნობი სახე აქვს, მაგრამ ამ სახელით და გვარით არავინ მახსენდება.
გადავწყვიტე შევხვედროდი!
გავგიჟდები მალე!
რამ გადამადგმევინა ამხელა ნაბიჯი მე, გოგოს რომელიც ყველას და ყველაფერს ემალებოდა ირგვლივ მთელი 7 წელი.
ვცდილობდი არავის გავჩხეროდი ზედმეტად თვალში და ახლა თვით მისი ძმაკაცის ცოლთან მივდიოდი შესახვედრად!
სიგიჟე!
რატომღაც ვენდე, თითქოს შინაგანი ხმა მკარნახობდა რომ ეს ახალი ცხოვრების დასაწყისი იქნებოდა, ამით ვდგამდი იმ ნაბიჯს, რომელსაც წლებია ვერ ვბედავ და ლამისაა სიხარულით ფრთები გამოვისხა და მაღლა ავფრინე.
მე მიხარია ოღონდ არ ვიცი რა!
ხოდა მეც, 7ს რომ 15 დააკლდა ატმისყვავილისფერ კაბაში, შავ დაბლებში, მსუბუქი მაკიაჟით გამოწყობილი დავტრიალდი სარკის წინ, მანქანაში ჩავჯექი და რონის პიცერიისკენ დავიძარი შემართებით.
მართლაც, ერთ-ერთ კუთხეში იჯდა გოგონა, თმები ერთ მხარეს ჰქონდა გადაყრილი, ატმისყვავილისფერი კაბით, ხელებს ნერვიულად აკაკუნებდა მაგიდაზე, სახეს ვერ ვხედავდი მაგრამ ვიგრძენი როგორ გაიშალა ჩემს მუცელში ზოოპარკი და უცნაურად შეფართხალდა, მივუახლოვდი, მხარზე ხელი დავადე, ჯერ შეცბა, შემდეგ კი ერთიანად მობრუნდა ჩემკენ..
გამაჟრჟოლა როგორც კი მის სახეს შევხედე, ეს მზერა არასდროს არ დამავიწყდება…



სესილი

ცოტახანში მხარზე შეხება ვიგრძენი, შევცბი, მივხვდი რომ ის იყო, მეშინოდა გახედვის, მეშინოდა რომ მართლაც ჩემი ასლი აღმოჩნებოდა, ბოლოს მოვიკრიბე უკანასკნელი ძალები და მთელი ტანით შევბრუნდი მისკენ..
გაოცებული
პირდაღებული
და თვალებგაფართოებული
შევყურებდი ჩემს თავს სარკეში, ზუსტად ჩემნაირი იყო, ზუსტად, არანაირი განსხვავება, ხალიც კი ერთი და იმავე ადგილზე გვქონდა, ერთნაირი წარბების მოყვანილობა, ცხვირი, ტუჩები, ლოყები, თვალები ხო საერთოდ, შეუძლებელი იქნებოდა გარჩევა რომ არა ჩემი გვერდზე გადაყრილი თმები და მისი აწეული თმა. კაბას კი ერთი ფერის გვეცვა, მომსახურე პერსონალები გაგიჟებულები ხან მე მიყურებდნენ ხან მარიას, ჩვენ კი ერთმანეთის თვალიერებაში ვიყავით გართულები და დარწმუნებული ვარ მასაც ჩემნაირად უფართხალებდა გული.
- ეს რას ნიშნავს? - ძლივს ამოილუღლუღა და ჩემს წინ დაიკავა ადგილი - ეს მე ვარ თუ შენ ხარ თუ რა ხდება? დავიბენი
- ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ საშინლად ვგავართ ერთმანეთს - გამეცინა
- ასე რატომ მგავხარ? თუ გგავარ?
- არ ვიცი, დამთხვევაა ვითომ? - თვალი თვალში გავუყარე, ასე მეგონა ჩემს თავს ველაპარაკებოდი სარკეში და გიჟად მრაცხავდა ჩემი მეორე მე, რომელიც გაურკვევლობაში იყო
- არამგონია დამთხვევა იყოს, არ ვიცი - ამოიხავლა და მაგიდას ხელებით დაეყრდნო - ამიტომ გინდოდა ჩემთან შეხვედრა?
- იცი.. დიტოს ავერიეთ - სერიოზული სახით ვუთხარი, მაგრამ ისე მოერყა სახე რომ გადაკისკისებამდე ცოტა მაკლდა
- დიტოს? არ მიკვირს, საშინლად ვგავართ, რამე ხომ არ დაგიშავა გაბრაზებულზე?
- არა.. - ტუჩზე ვიკბინე რამე რომ არ წამომცდენოდა, ვერ მივახლიდი რომ ისევ უყვარხარ მეთქი, იქნებ საერთოდ სხვა ჰყავს ცხოვრებაში და რომ გაქცეულიყო?!
- აბა რა მოხდა? რამე ხომ არ უთქვამს ჩემზე? - სანამ ვუპასუხებდი კარგად დავაკვირდი, ადგილს ვერ პოულობდა და მოუთმენლად ცმუკავდა სკამზე.
- უბრალოდ მითხრა ძალიან გავხარო, გინდა მისი ნახვა?
- არა, ან როგორ უნდა ვნახო, მიცნობს
- ვითომ მე ვარ
- გაგიჟდი? რომ მიხვდეს?
- ჩემზე ვერ მიხვდა და შენზე რას მიხვდება?
- რავიცი, მეშინია
- რისი გეშინია, რომ რამე ეტყვი სესილი ვარო
- მერე შენ მე ხო ვგონივარ, თუ როგორც არის
- ეე, შენ თუ ნახვა გინდა მითხარი და მერე მაგას მოვაგვარებთ, მოგიყვან ჩემს სტილზე უცებ, თუმცა.. დიდი განსხვავება არ არის, შეიძლება ვერც მიხვდეს
- არა, მიცნობს
- გიყვარს?
- აუუ .. - ამოიოხრა - გნებდები ჰო, მიყვარს რომელია, მინდა ნახვა მინდა, მიმიყვანე მასთან გთხოვ - თვალები აუციმციმდა
- აჰა, ხო ვთქვი - კმაყოფილმა ჩავიცინე - თმები ეგრე გქონდეს ვერ მიხვდება რომ აჭრილი არ არის
- კარგი, კიდევ რა ვქნა?
- მაკიაჟი ცოტა მოიშორე, დიდად არ ვხმარობ და პრინციპში მესამე არც დაგჭირდება ისედაც ეგრე იქნები
- როგორ? - ინტერესიანი მზერა შემავლო - ჰა?
- დაიბნევი, მაგას რომ დაინახავ მერე შენ ვინ მოგიყვანს აზრზე? ძალიან გთხოვ არ მივარდე და არ ჩაეხუტო, კაი? ძმაკაცებს ნუ წავაჩხუბებთ
- რომ გამიჭირდეს თავის შეკავება?
- კარგი მაშინ ყოველი შემთხვევისთვის მაქსიმეს ჩავრთავ საქმის კურსში, შენ მტერმა გენდო - გადავიკისკისე და იმ წამს მოტანილ პიცას დავწვდი
- აუ შენც პეპერონი გიყვარს?
- ვგიჟდები “პროსტა”!
- სად ცხოვრობ? - გამიღიმა და თვითონაც გადაიღო ერთი ნაჭერი
- ქმართან - გავუცინე - შენ ლისში, მაგრამ რას აკეთებ იქ?
- რავიცი აბა, ხალხში გასვლა არ მიყვარს - დაიჭყანა, ამაშიც კი მგავს, ლამისაა გავგიჟდე.
- არც მე მიყვარს - თვალი ჩავუკარი
- აუუ, რა საინტერესოა რატომ მგავხარ ასე?
- გავარკვიოთ აუცილებლად, ვფიქრობ დედაჩემს ხომ არ დაველაპარაკო?
- მე დედაჩემს, ჩვენ რომ დები არ აღმოვჩნდეთ რამე სასწაული ვიქნებით ალბათ - გაიცინა
- იცი რა, შენ შენებს მერე დაელაპარაკე კარგი? მანამდე მე ვკითხავ დედას
- რატომ? - თვალები მოჭუტა ეგრევე
- რადა - ტუჩზე ვიკბინე - მამის ასლი ვარ ფაქტიურად და რავიცი..
- მართლა? ანუ მეც ვგავარ ხო? რა მაგარია სად არის? ვნახო მინდა
- გარდაიცვალა.. 2 წლის წინ - თავი ჩავხარე, ცრემლები ძლიერად მომაწვა თვალებზე და ლამის ავქვითინდი
- აუ არ ვიცოდი, დიდი ბოდიში რა სეს, გთხოვ არ იტირო რა
- არაფერია, უბრალოდ ჯერ კიდევ მიჭირს თავის შეკავება, იმედი მაქვს მივეჩვევი - მკრთალად გავუღიმე - რას საქმიანობ?
- ადვოკატობას ვაწვები - გადაიკისკისა - შენ?
- გავგიჟდე გინდა ხო?
- არა რატომ? არ მითხრა მეც ადვოკატიო - თითი ჩემკენ გამოიშვირა სიცილით
- დიახ დიახ, თქვენს წინაშე ზის მომავალი ადვოკატი
- კააი? - გაიწელა და უკვე ხარხარზე გადავიდა - მოიცა იქნებ სარკესთან ვზივარ ახლა და იმიტომ მიყურებენ ასეთი გაშტერებულები?
- შანსი არაა! - გამეცინა მეც - რანაირად ვართ მართლა ასე ერთნაირები
- არადა ვამაყობდი ჩემნაირი არავინ დადის ამ ქვეყნად მეთქი - ცხვირი აიბზუა
- ვერ ეღირსები - ენა გამოვუყავი - ისე მართლა ვერ გიცნობს ვითომ დიტო?
- ვაიმე თუ მიცნო და მეცა თავს არ შევიკავებ იცოდე, მთელი 7 წელია ჯერ ერთი არ მინახავს და მერე მითუმეტეს არ შევხებივარ!
- ხოდა მაგიტომ ვეტყვი მაქსიმეს, თორემ იქ ისეთ ამბებს დაატრიალებ შენ გულს გამიხეთქავ
- არა მართლა არ ვეტყვი, ჯერ უნდა დავრწმუნდე რომ ვუყვარვარ და ის ქერა ქალბატონები მისი სიყვარულები არ არიან
- თამჩო და რუსკა? - გადავიკისკისე - კაი მაგათზე როგორ ეჭვიანობ?
- საიდან იცნობ? გაგაცნოთ? ესეიგი სერიოზულად არის საქმე
- ვაიმე რა ქაქანა ხარ, მათქმევინებ სიტყვას? ჩაგიგდებ რა გთხოვ, მაცალო იქნებ!
- ქაქანა ხარო და 3 წამში 27 სიტყვა თქვა, ამოისუნთქე
- უჰ, გადამიყვანე ჭკუიდან, ჩემზე ჩქარი ხარ შენ, მე უფრო შენელებული კადრებივით ვარ - გავუღიმე - არ გაგვაცნო, პირველად რომ წავედით კლუბში იყვნენ, გენახა ჯერ დიტო რა სახით მიყურებდა და მერე იმათ რომ ელაპარაკებოდა, დაქალებს, არადა ორივე დიტოს ეპრანჭებოდა და თვალებს უფახულებდნენ. ის კიდევ მაგრად ეღადავებაო მაქსმა
- საღადაოდ აქვს მაგ ჯმუხს საქმე? მოვუვლი მაგას მე, მივალ ამ საღამოს შემოვარტყამ, მაცალოს!
- დააინვალიდებს ეს ბიჭს - ხელი ავიქნიე - გიჟი ხარ
- მაგან გადამრია, ამირია ცხოვრება და გაიქცა მერე
- შენ გაიქეცი
- ოჰ! მოუგროვებია ქალბატონს ინფორმაცია
- აბა რა, ყველაფერი ვიცი შენზე, ახლა კიდევ ცხვირწინ მიზიხარ და ასე მგონია ჯერ კიდევ შოკში ვარ
- აბა რა იქნება, გაჭრილი ვაშლი არ იქნება ასეთი იდენტური როგორიც ჩვენ, მართლა ვერ გაგვარჩევს ის საწყალი, გინდა მაქსიმეს გამოცდა მოვუწყოთ?
- ვერ მიხვდება, მე და მაქსი საუკეთესო მეგობრები ვართ
- კაი ღადაობ ხო? არადა ფოტოებში ისეთი ბედნიერები იყავით, მაგაში რომ ეჭვი ვინმეს შეეტანა ხალხი დააქუცმაცება, გადათელავდნენ, შენ კიდევ მეგობრები ვართო
- საუკეთესო მეგობრები, მაგრამ კარგი ჰა მოვუწყოთ გამოცდა - ტელეფონს დავწვდი და გადავურეკე, კაბები გავცვალეთ, მე თმები მაღლა ავიწიე და თვითონ გვერდით გადმოიყარა, თავიდან ის გამოჩნდებოდა და მერე მე მივიდოდი მათთან, ვიცი და დარწმუნებული ვარ მაქსიმე ვერ იცნობს, მას არ ვუყვარვარ ისე გასაგიჟებლად რომ გაგვარჩიოს, მითუმეტეს ჩვენს შორის არანაირი განსხვავება არ არის.
მალე მომწერა ესემესი რომ აქ ვარ გამოდიო, მარია დავარიგე როგორ უნდა მოქცეულიყო და მართლაც ღიმილით გაემართა მისკენ.

***
მაქსიმე

როგორც კი სესილი დავტოვე ბიჭებთან წავედი, რამდენიმე საათში გავუვლიდი და წამოვიყვანდი, დაახლოებით 9 საათზე მომწერა, ეგრევე გავვარდი ბარიდან და მივაკითხე. ნელა გადავედი მანქანიდან და ღიმილით წავედი მისკენ, ლოყაზე ომახიანად ვაკოცე და დავაკვირდი მის რეაქციას.
არ გააკანკალა, არც დაიბნა, არაფერი, რა სჭირს ამას? გაოცებული ვათვალიერებდი და ვცდილობდი გამერკვია რა ხდებოდა
- რაო სესი, რა გითხრა? - ჩამეღიმა მის დაბნეულ სახეზე
- არაფერი ვნახე, ძალიანაც არ მგავს - ხმის ტემბრი მეუცხოვა, დავიჭყანე ალბათ, გაფართოებული თვალებით გადმომხედა
- რაიყო?
- არა, რატომ დაიჭყანე?
- მე უბრალოდ, კარგად ხარ შენ?
- კი ვარ, რახდება რო?
- ის ხდება რომ უცნაურად იქცევი, საერთოდ არ გავხარ ჩემს სესილის! - გავიბუსხე მე
- რას ნიშნავს არ ვგავარ, წამოდი წავიდეთ სახლში დროზე, რანაირად იქცევი?
- სესი!
- ჰო? - გამომხედა და მასთან ძალიან ახლოს მივედი, წელზე ხელი შევუცურე და სახე ახლოს მივუტანე, რეაქცია ნოლი. უცებ გონება გამინათდა, გადაწყვიტე რომ გამებრაზებინა ის ქალბატონი, რომელიც რაღაცას იყო ამოფარებული და თვალყურს გვადევნებდა, საძაგელი, კარგად მაქვს მისი რეაქციები შეცნობილი და ამას ვერ მივხვდებოდი, სულელი ბაჭია მართლა.
ჩამეღიმა მაგრამ არ შევიმჩნიე, ხელი შევუშვი და გავუღიმე
- სესი რას გეძახი ხოლმე მოფერებით?
- მე .. - დაიბნა, თითებს ნერვიულად იმტვრევდა და გამუდმებით ტელეფონს ამოწმებდა
- არ იცი? თუ დაგავიწყდა? ჰა? - შევიცხადე მე
- მე არ დამავიწყდა, უბრალოდ.. არ ვიცი რა დამემართა - უხერხულად გამიღიმა
- ბაჭია, შენ ხარ ჩემი პატარა ბაჭია - ლოყები გავუწელე - იცი ახლა რა მინდა?
- რა.ა.ა? - ამოიხავლა
- რომ დაგიგემოვნო ეგ ტუჩები - მისკენ დავიხარე, თან ღიმილი მეპარებოდა, უცებ უკან გახტა
- რა საჭიროა ახლა აქ კოცნა? ხალხი გვიყურებს თან.. რა წესია, სირცხვილია
- მარია - სიცილი დავიწყე მის გამომეტყველებაზე - ისე მართლა როგორ გავხართ ერთმანეთს - ხელი გადავხვიე
- როგორ მიხვდი?
- ო, შენ შენი ასლი განახა ჩემს ხელებში და ეგრევე მიხვდებოდი სესილი მიდგას წინ თუ ვიღაც სხვა
- კაი გამოვიდეს იმან თორემ გასკდება მალე, მოიცა, მარიაა - ხელი დაუქნია მოდიო და ისიც ღიმილით წამოვიდა ჩვენკენ, ოხ ესეც რა მაიმუნია მოკლედ
- გაიცანი ეს მაქსიმეა ჩემი ქმარი, ეს მარიაა
- სასიამოვნოა - ხელზე ვეამბორე და ეგრევე ვიგრძენი როგორ გააკანკალა
- ჩემთვისაც - ხელი კულტურულად ამაწაპნა და ირონიული მზერით დამაჯილდოვა, უცებ დავიხარე და გემრიელად წავეტანე ბაგეებზე, შეცბა, ჯერ გამიძალიანდა და მერე უფრო მომეკრო
- ჩემი სულელი ბაჭია - ცხვირზე დავკარი თითი და გავუცინე
- მიცანი? - თვალები ამიფახულა და ვარსკვლავები აუციმციმდა შავ ულამაზეს თვალებში
- აბა ვერ გიცნობდი?! მარია სასიამოვნოა შენი გაცნობა - ხელი გავუწოდე - მართლა როგორ გავხართ ისე!
- აბა მეგობრები ვართო? ჩემთვისაც სასიამოვნოა მაქსიმე - ფეხები ააბაკუნა
- მეგობრულად ვკოცნით რა მოხდა რაიყო? - დაუქაჩა თვალები და ჩამეცინა
- ხო, მეგობრული კოცნა უფრო ასწორებს!
- მაქს რა მინდა გითხრა - ნერვიულობისგან უკვე ტუჩები დაჭმული ჰქონდა ლამის
- დიტოს ნახვა უნდა? - გამეცინა მათ გამომეტყველებაზე
- როგორ მიხვდი?
- რა მიხვედრა უნდა ახლა ამას? მივიდეს რა პრობლემაა, ჩვენ წამოდი ჩვენთვის გავერთოთ - წარბები ავუთამაშე და ეგრევე აუწითლდა ლოყები - მარია შენ დიტოს სახლთან დაგსვამ, ეს ქალბატონი დღეს ჩემს განკარგულებაშია.
გავუღიმე და ორივე მოვათავსე მანქანაში, მეორე მხრიდან მოვუჯექი და დიდი სიჩქარით მოვწყვიტე მანქანა ადგილს.

***
დიტო

არ ვიცი საერთოდ რას ვაკეთებ და როგორ, ისიც არ ვიცი ვსუნთქავ თუ არა, სირცხვილით როგორ შევხედო თვალებში სესილის, არეული მაქვს დღე და ღამე, 9 საათის მერე მღვიძავს, მანამდე გათიშული მძინავს, აღარ ვიცი რა ვქნა, როგორ ვუთხრა მაქსიმეს სიმართლე.. მინდა რომ გამიგოს, ალბათ თვითონაც ეგრე მოიქცეოდა… ან არ გამწირავდა ეგრე… ჩემი ბრალია, თავის დროზე რომ არ ვთქვი და აქამდე მივიყვანე ყველაფერი.
10ის ნახევარზე კარებზე ისეთი ბრახუნი ატყდა რომ ძალაუნებურად ავდექი და ქვემოთ ჩავირბინე, მეთქი რამე ხომ არ მოხდა თქო.
კარები რომ გამოვაღე და ხელში კაბაში გამოწყობილი მარია რომ შემრჩა თვალები ლამის ბუდიდად გადმომცვივდა.
- მელანდები ხო? - თვალები ამიცრემლიანდა და მისკენ ხელი წავიღე - არა, ამდენი არ დამილევია მართლა, რა სურს ამ ჩემს ქვეცნობიერს?! უნდა რომ გამანადგუროს ხო?
- დიტუ..
- აი, ნახე მეძახი, შენს ლამაზ ბაგეებს ხსნი და ჩემს სახელს იმეორებ “დიტუ, დიტუ”, მე კიდევ ისევ მელანდები, მერე თვალებს გავახელ და შენ გაქრები, მე კიდევ დავრჩები მარტო ჩემს ტკივილთან - კარებს მივეყრდენი და ძლივს ამოვიხავლე - არ უნდა დამელია ამდენი მართლა, გავაფრინე უკვე - მთელი ძალით ჩავიკარი გულში და ძლიერად ვუჭერდი ხელებს, მერე უცებ დენდარტყმულივით გავიწიე უკან და გამომცდელად დავათვალიერე - მარია მართლა შენ ხარ თუ მელანდები?
- შევიდეთ სახლში - ხელი მომკიდა და მისაღებ ოთახში გამიყვანა, დივანზე დამსვა და გვერდით მომიჯდა - როგორ ხარ?
- ახლა კარგად ვარ, მაგრამ რომ გავიღვიძებ ცუდად ვიქნები, კარგია რომ სიზმრებში მაინც მყავხარ გვერდით - თვალები აუცრემლიანდა და ვიგრძენი როგორ ჩამწყდა გულში რაღაც - ოღონდ შენი ცრემლები არ დამანახო პატარა ანგელოზო, ოღონდ არ იტირო და თუ გინდა ახლავე გავიღვიძებ
- არა, მოიცა - ტუჩებზე თითები ამაფარა და დაუფიქრებლად ავასრულე ჩემი სურვილი, დავიჭირე მისი ხელი და დავუკოცნე - როგორ მენატრებოდა ეს სურნელი, რომ იცოდე..
- დიტუ დამშვიდდი
- როგორ დავმშვიდდე მარია? როგორ.. ამდენი წლის მონატრებულზე მეწვიე სიზმარში და ახლა რა დამამშვიდებს? ნეტა შემეძლოს რეალურად მოვიდე და მოგეფერო, დაგიკოცნო ეგ ტკბილი სახე და ტუჩები - ხელი გადავუსვი რბილ, ფაფუკ ტუჩებზე და ვიგრძენი როგორ დამიარა დენმა სხეულში
- მე შენი ვარ, მხოლოდ შენ გეკუთვნი - ხმა გაუტყდა და ოდნავ მომეყრდნო - ოღონდ შენ მითხარი რომ ისევ გიყვარვარ და გჭირდები
- როგორ შევძლებდი შენს დავიწყებას პატარა ანგელოზო? - მისი სახე ხელებში მოვიქციე - მითხარი ჩემო პატარავ
- არ ვიცი - ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და თვალები დახუჭა - გთხოვ, მაკოცე
- მე.. ვერ გავბედავ, ამას არ ვიმსახურებ - ხელი შევუშვი და განზე გავდექი - სიზმარშიც კი არ ვიმსახურებ ამას!
- გამომხედე - ლოყაზე ხელი მომადო და მაიძულა მასზე შემეხედა, გული გამალებით მიცემდა, საერთოდ დავკარგე საკუთარ თავზე კონტროლი ფეხის წვერებზე რომ აიწია და ნაზად დამიკოცნა ჯერ ქვედა შემდეგ ზედა ტუჩი, ვულკანივით ამოხეთქა ვნებამ და ეგრევე წელზე შევუცურე ხელი, ჩემკენ უფრო ახლოს მოვქაჩე და გამალებით დავუწყე კოცნა
- როგორ მენატრებოდი.. ნეტა იცოდე… მარია - ვბურტყუნებდი დროდადრო და მის ბაგეებს ვერ ვშორდებოდი, წყობიდან გამოვედი კისერზე რომ ერთი ხელი მომხვია და მეორე თმაში შემიცურა, მის ტუჩებს მოვწყდი დავიხარე და ხელში ავიყვანე
- ჩემი პატარა ანგელოზი, ჩემი სიხარული, როგორ მენატრებოდი რომ იცოდე, გთხოვ მომეცი საშუალება სიზმარში მაინც ვიყო შენთან და შემეძლოს შეგეხო, შენი ნებართვის გარეშე არაფერს გავაკეთებ, უბრალოდ მოგეფერები გთხოვ!
უხმოდ დამიქნია თავი და მეც საძინებლისკენ დავიძარი, ყველაზე სასაცილო ვიყავი იმ მომენტში, ზუსტად ვიცოდი რომ სიზმარი იყო და მაინც მთელი ძალით ვებღაუჭებოდი იმას რაც უბედნიერესს მხდიდა და ასევე ყველაზე საცოდავ ადამიანად დედამიწაზე. ის ჩემი იყო და ამავდროულად არ იყო, ახლოს იყო და რეალურად იმდენად შორს რომ თითებსაც ვერ მივაწვდენდი რომ მდომოდა.
- მე მინდა შენთან - ვნებისგან დახშული ხმით ამოიჩურჩულა - მინდა შენი მერქვას სიცოცხლის ბოლომდე, გთხოვ - ჩემს მაიკის ბოლოებს დაწვდა და გადამაძრო, წამით შეეხო მისი ხელი ჩემს შიშველ სხეულს და ისეთი ძალით მოაწვა სისხლი ვენებს რომ ლამის დასკდებოდა გაგიჟებისგან.
- დარწმუნებული ხარ? - თვალებში ვუყურებდი და თითქოს ვცდილობდი რომ იქ მეპოვა პასუხი
ისევ უხმოდ დამიქნია თავი, დავიხარე და ბაგეებზე წავეტანე
- ჩემი ტკბილი გოგო, ნეტა ეს რეალობა იყოს!
- სუ, ნუ ვილაპარაკებთ ახლა ამაზე - მისი ინიციატივით მწვდა ტუჩებზე, შესაკრავისკენ წავიღე ხელი, ნელა, აუჩქარებლად, მინდოდა მაქსიმალური სიამოვნება მიმეღო ამ სიზმრისგან, მაინც ვერ ვიჯერებდი რომ ეს რეალობა იყო, ფრთხილად ჩავავლე თითები და ქვემოთ დავქაჩე, ჩემს ნებას დაყვა და კაბა რამდენიმე წამში იატაკზე ეგდო, მარია კი ჩემს წინ მხოლოდ საცვლების ამარა იდგა, თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე მისი სურნელი.
საწოლზე ფრთხილად დავაწვინე და მთელი სხეული დავუკოცნე, როგორც იქნა განვთავისუფლდით ზედმეტი ნაჭრებისგან და ზემოდან მოვექეცი
- დიტუუ - ამოიტირა - მეშინია
- ნურაფრის ნუ გეშინია ჩემთან ერთად ჩემო ანგელოზო - ყურში ჩავჩურჩულე.
მერე მხოლოდ ის მახსოვს როგორ ჩავიძირეთ სიამოვნების მორევში, ფრთხილად და გემრიელად, სხეულზე მყავდა მთელი ღამე აკრული და თმებზე ვეფერებოდი
- მინდა რომ ეს სიზმარი სამუდამოდ ჩაიბეჭდოს ჩემს გონებაში - შუბლზე ვაკოცე და ძლიერად მოვხვიე მკლავები - შენ მარია ხარ!

***

სესილი

საძაგელი, მაინც იცნო მარია და ვზივარ ახლა გაბუსხული მთელი გზაა, ვიცი რომ მიყურებს და ისიც კარგად ვიცი რომ ხვდება როგორი გაბრაზებული ვარ, თუმცა უნდა მიხაროდეს, გული არ დამწყდებოდა რომ ვერ გავერჩიეთ? რა სულელი ვარ, უბრალოდ, რომ მომატყუეს…
- არა, როგორ იცანი მაინც? - ვერ მოვითმინე და თვალები დავუქაჩე გაბრაზებულმა
ჩაეცინა, თითქოს ელოდა ამ კითხვასო, შემდეგ უცებ ჩემკენ გადმოიხარა და ტუჩებში მოწყვეტით მაკოცა
- შენნაირი არავინ არ არის ამ დედამიწაზე ბაჭია - ცხვირზე დამკრა თითი და ისევ გზას გახედა
- იცოდი უეჭველი! - არ ვნებდებოდი მაინც
- ხო, დამესიზმრა, ბარში
- ბარში რას აკეთებდი? ქეთას იქ იყო? - თვალებმოჭუტულმა გადავხედე, ვცდილობდი თემა გადამეტანა
- კი იყო, სხვათაშორის მეცეკვეო მოვიდა - ღიმილით გადმომხედა
- მერე? გაყევი, აიკარი სხეულზე არა? - კბილებში გამოვცერი და ტუჩები გავბუსხე
- რათქმაუნდა, ვინ გაუშვებდა ეგეთ შესაძლებლობას მითხარი
- ვირი ხარ მეთქი რომ გეუბნები არ გჯერა, მაგ გოგოსთან ასე თუ გინდოდა მოგეყვანა ცოლად, რას გადამეკიდე მე - ახლა მართლა გავბრაზდი და ცოფებს ვყრიდი
- ვინ მაცალა, შემომივარდი ცხოვრებაში და ამირიე ყველაფერი აბსოლიტურად
- ხოდა როგორც შემოვვარდი ისე გავვარდები და დარჩები მაგ შენ ქერა ქეთასთან
- ქერა რომ არის გაუსვა ხაზი - ჩაიცინა
- არამარტო გარეგნობით, არამედ ტვინითაც მინდა გითხრა - ირონიულად გავუღიმე
უცებ მანქანა გადააყენა და გააჩერა, ჩემკენ გადმოიხარა და ერთი ხელის მოსმით გადამისვა მუხლებზე
- რას აკეთებ.. მაქს - ავბლუყუნდი მაგრამ ტუჩებზე თითები ამაფარა
- უბრალოდ გაჩუმდი - გემრიელად მომათავსა ისე რომ მხარზე დავადე თავი და ძლიერად მომხვია ხელები - სულელი ბაჭია, ეჭვიანობს?
- მე არ ვეჭვიანობ - ამოვიბურტყუნე - უბრალოდ ნერვებს მიშლის ეგ ქეთა
- რატომ აქცევ ყურადღებას? ხომ იცი რომ არ მიყვარს და მასთან არასდროს არ ვიქნები, სპეციალურად მისვამ ეგეთ კითხვებს თუ რა ხდება?
- აბა ვეცეკვეო? - თავი წამოვყავი მაგრამ უკან დამაბრუნა
- არ მიცეკვია, როგორ ფიქრობ ახლა ვეცეკვებოდი? მინდა ხოლმე ერთი წამოგარტყა ასეთი სულელური აზრებისთვის
- ო მე რავიციი - გავწელე სიტყვა და უფრო მივეხუტე
- აღიარე რომ ეჭვიანობ
- რატომ უნდა ვიეჭვიანო ვითომ?
- ასეთი მაგარი ბიჭი რომ გყავს გვერდით
- თვითკმაყოფილი ვირი ხარ შენ რა
- საკუთარ თავს ვაფასებ ზუსტად ისე როგორც ვარ
- ცოტას აჭარბებ
- რა მაგარი და საყვარელი ბიჭი არ ვარ?
- რათქმაუნდა ხარ! - წამომცდა და ენაზე ვიკბინე - აუ ეს არ უნდა მეთქვა
- ბაჭია ბაჭია - თავი გააქნია
- აუ სირცხვილია მაქს ასე რომ ვზივართ აქ, შუა ქუჩაში, სახლში მივიდეთ რა
- მე არავის არ მრცხვენია და შენ რაზე ნერვიულობ? - დამხედა ზემოდან
- აუ გთხოვ რა
- კარგი ხო, ისე ისინი ნეტა რას აკეთებენ?
- იმედია არ დაჭამეს ერთმანეთი, ვინ იცის რა ამბავია სახლში - ამოვიოხრე და ჩემს მხარეს გადავძვერი
- ნუ ნერვიულობ, აი ნახავ ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება! - თვალი ჩამიკრა და მანქანა დიდი სიჩქარით მოწყვიტა ადგილიდან.

***

მაქსიმე

სახლში რომ მივედით ცოტა შევყოვნდი ქვემოთ, ჯერ მაკას და ნატალის დავურეკე, ბებია მოვიკითხე, უკეთ არისო რომ მითხრეს ამოვისუნთქე, მერე დიტოზე მინდოდა დარეკვა მაგრამ რატომღაც თავი შევიკავე, ვინ იცის რას აკეთებენ ხელი არ მინდა შევუშალო. ყველაფერი გადავკეტე, კარები კიდევ ერთხელ გადავამოწმე და კიბეებზე ავირბინე, ღილების გახსნით შევედი ოთახში და საროჩკა იქვე მივაგდე, საშინლად დავიღალე რა
- მაქს!
- რა მოხდა სესი?
- ვინმე იყო სახლში მოსული?
- კი, ლალიკო მოვიდა მოსამსახურესთან ერთად!
- მერე ლალიკოს ჩემი გარდერობის შეცვლა ევალება თუ იცი? - ხელებგადაჯვარედინებული და პირსახოცშემოხვეული გამოვიდა გარდერობიდან
- არა რა სისულელეა, რატომ?
- ახლავე განახებ! - დამიღრინა და შიგნით შებრუნდა, რა უნდა მანახოს ახლა ამან ისეთი? თვალები ავატრიალე და ბალიშზე გემრიელად მოვთავსდი.
- აბა მზად ხარ?
- ჰო მიდი აბა - უდარდელად ამოვილაპარაკე
- დადააამ - ხელებგაშლილი გამოვიდა და კინაღამ საწოლიდან გადმოვვარდი ასეთ ფორმაში რომ დავინახე - ჰა მოგწონს? - წარბები ამითამაშა
- რა არის ეს სესი?
- ატლასის ძალიან მოკლე შინდისფერი შარვალი, გვერდებზე აჟურული და რათქმაუნდა გამჭირვალე, ა ზედა? ზედა ძალიან გულამოღებული და უკან ნახე - უცებ შეტრიალდა - სულ მთლიანად აჟურული და გამჭირვალე, მოგწონს ხო?
- გაგიჟდი თუ რა გჭირს შენ?
- ლალიკოს დამსახურებაა საყვარელო, მე კი არ მინდოდა არა, პირიქითი ვარიდებდი თავს ასეთ რაღაცებს, მაგრამ ტიტველი დაძინებას ხომ ჯობია?
- ტიტველი ჯობია დაიძინო ეს ისეთი სექსუალურია რომ.. - წამომცდა და ენაზე ვიკბინე
- რა თქვი? - თვალები დამიქაჩა
- მე უბრალოდ, კომპლიმენტი გითხარი რა - გავეკრიჭე
როგორ მასხამდა ოფლი იმას არ ვიმჩნევდი, ლამის გულზე წამივიდა ასეთ ფორმაში რომ დავინახე, მთელი სხეული ამიკანკალდა, თანაც რამდენი ხანია კლუბში არ ვყოფილვარ, ცუდად გავხდი კინაღამ, ავდექი და ქვემოთ ჩამოვვარდი, გარეთ გამოსულს ცივი ნიავი სასიამოვნოდ მომელამუნა და ცოტა დამამშვიდა.
ძლივს ავაღწიე ზემოთ და უხმოდ მივუწექი გვერდით, გავიგე როგორ ჩაიცინა მაგრამ ყურადღება აღარ მივაქციე, ახლა ლაპარაკი რომ დამეწყო, უეჭველი შევეხებოდი ან ვაკოცებდი, ეს კიდევ კარგს არაფერს მომიტანდა, ჯერჯერობით მაინც. ღრმად დავხუჭე თვალები და ვეცადე რომ როგორმე ჩამძინებოდა არაფერი რომ არ მიმექარა.

***

დიტო

დილით გემრიელად გავიზმორე და ოდნავ წამოვიწიე, ირგვლივ მიმოვიხედე და ვერავინ რომ ვერ დავინახე გული ჩამწყდა, ვიცოდი რომ სიზმარი იყო, საოცარი და სასწაული სიზმარი, მაგრამ მაინც არ მსურდა ამის დაჯერება, მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყო და მთელ დღე ჩემს მკლავებში მოქცეული მყოლოდა.
ტკივილმა ერთიანად გაიარა ყველა ვენა და ცრემლები მომგვარა, მაგრამ არ ვიტირე, არ მინდოდა გრძნობებს ავყოლოდი და მისი სურნელი, რომელიც სიზმრიდან გამომყვა ჰაერში გამეფანტა, ნელა წამოვდექი და საცვლების ამარა ჩავირბინე კიბეებზე.
სამზარეულოდან თეფშების ხმა შემომესმა, უეჭველი ჩემი დამლაგებელი მოვიდა და რეცხავს ყველაფერს, უჰ, ამის წიკვინის თავი არ მაქვს ახლა, მაგრამ ისე მწყურია ლამის გავგიჟდე. ფრთხილად შევიპარე სამზარეულოში, მაცივრიდან ცივი წყლის ბოთლი გამოვიღე, გემრიელად მოვიყუდე და ბედნიერი სახით შევტრიალდი მაგიდისკენ, მაგრამ ზურგით მდგომი ჩემს პერანგში გამოწყობილი გოგო რომ დავინახე კინაღამ დავიხრჩვი
- შენ.. ვინ ხარ? - მისი შემობრუნება და ჩემი სახტად დარჩენა ერთი იყო - დავიჯერო ამდენი დავლიე რომ კიდევ სიზმარში ვარ? თუ მოლანდებები დამეწყო?
- რა სულელი ხარ - ღიმილით გააქნია თავი და შემწვარი კვერცხი თეფშზე გადმომიდო - მოდი დაჯექი, ვჭამოთ
- მარია მართლა შენ ხარ? - მივუახლოვდი და ძალიან ფრთხილად შევეხე - მიბრწკინე გეხვეწები რა - პატარა ბავშვივით ამოვიდუდღუნე, მაგრამ ისეთ მიბრწკინა პატარა ბავშვი კი არა მხეცად გადავიქეცი წამში - მეტკინა გოგო! - ცოტა ხმამაღლა მომივიდა
- ბოდიში - გამტყდარი ხმით დაიჩურჩულა და თავი ჩახარა
- აუ მარია, ბოდიში რა, ძალიან უხეში გავხდი და საერთოდ მოდი აქ - მკლავში ვწვდი და მთელი ძალით ჩავიკარი გულში - ჩემი პატარა ანგელოზი ჩემთან არის, ჩემი სიხარული
- შენ რა მართლა გეგონა რომ გუშინდელი ღამე სიზმარი იყო? - თვალები დამიბრიალა
- ხო აბა? ვერაფრით დავიჯერებდი რომ შენ ჩემთან მოხვიდოდი, არ ვიმსახურებდი ანგელოზო ამას შენგან - შუბლი შუბლზე მივადე და ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი - შენი თითოეული ნაკვთი მენატრებოდა
- მეც მომენატრე - თამამად მომხვია ხელები კისერზე და ვაღიარებ ოდნავ გაკვირვებულიც კი დავრჩი - ვჭამოთ ახლა და მერე ვისაუბროთ ხო? თორემ ისე მშიაა - დაჯდა და შეუდგა თავის საქმიანობას, მე კიდევ გაღიმებული ვადევნებდი თვალს ყოველ მის მოძრაობას და ვტკბებოდი, მინდოდა შემენახა გონებაში და ყოველ წამს და წუთს დამეტრიალებინა.
- რატომ არ ჭამ? - პირგამოტენილმა ძლივს ამოილაპარაკა და გამიღიმა
- შენ მინდა რომ გიყურო, მსიამოვნებს - გავუღიმე საპასუხოდ და მის წინ ჩამოვჯექი სკამზე
- ჭამე კაცო, ჩემს ყურებას მერეც მოასწრებ, ა ხო, გაამზადე ყველაფერი 1 კვირაში უნდა ვიქორწინოთ - ჩანგალი მომიშვირა და თან მითითებებს მაძლევდა
- რა?
- რა არ გინდა? თუ არ გინდა ახლავე გადავიფიქრებ რა პრობლემაა, მე უბრალოდ თანხმობა გითხარი ცოლობის თხოვნაზე
- მოიცა, მოიცა როდის გთხოვე მე შენ ცოლობა?
- ა უყურე არ ახსოვს, 7 წლის უკან რომ დამიჩოქე იმდენი ხალხის წინ და 1 კვირაში რომ უნდა მეთქვა პასუხი დაგავიწყდა?
- 1 კვირაო და 7 წელი გავიდა, ცოტა ბევრი ხომ არ დაგჭირდა მოსაფიქრებლად? - წარბები შევკარი უცებ
- დიდი ამბავი ახლა, კვირაში ხო 7 დღეა? ხოდა 1 დღე 1 წელი იყო, არაუშავს - გაიკრიჭა და ისევ დაიწყო პირის გამოტენვა, ჩამეცინა
- მე რომ არ ვაპირებდი შენს ცოლად მოყვანას? - სერიოზული სახე დავიჭირე და ისე ვესაუბრებოდი
- შანსი არაა, ვერსად ვერ გამექცევი, ის შენი თამჩო და რუსკაც ვერ გიშველიან
- შენ საიდან იცი მაგათ შესახებ?
- რას ქვია საიდან ვიცი? რატომ გეყენა ხან ერთთან ფოტო და ხან მეორესთან?
- იმიტომ რომ დაქალები არიან და არცერთს არ ვუტეხავდი - სერიოზულად მივუგე და ჩემს თეფშს დავწვდი, არადა მინდოდა ყურადღება გადამეტანა რომ არ გამცინებოდა
- აჰა, არ უტეხავდი არა? მე რომ თავს გაგიტეხავ მერე ვნახოთ ვინ როგორ რას ვერ გაუტეხავს, იდიოტო, როგორ გაბედე?
- რა გავბედე კი მაგრამ ჰა?
- ის გაბედე რომ დაქალებს ეჩალიჩებოდი, იმათ ხომ ამწარებდი და მე ცალკე მაგლიჯავდი ნერვებს ამ შენზე შემოტმასნული გოგოებით, იცი რა? მოდი აქვე გითრევ თმებით რომ დავიწყნარო ეს ჩემი აფორიაქებული გული
- შეხედე შენ რა ინფორმაციას ფლობს ქალბატონი - ისევ ვინარჩუნებდი სიმშვიდეს მაგრამ ვატყობდი რომ დიდხანს ვერ გასტანდა
- იცი რა, საერთოდ რას მოვედი? ის ჯმუხი დარჩი რაც იყავი, უბრალოდ უკან წასულხარ წინ წასვლის მაგივრად, თანაც ვატყობ სულ არ გენატრებოდი - წამოხტა გაავებული და სამზარეულოდან გავარდა, ნელი ნაბიჯებით მივყვებოდი უკან და ყოველ მის მოძრაობას ვადევნებდი თვალყურს ღიმილით - იღიმე ხო იღიმე, დარჩები ბოლოს გაკრეჭილი ყურებამდე! მაიმუნო! - ცოფებს ყრიდა და თან ტანსაცმელებს აგროვებდა, ვუმზირე სანამ კარებამდე მიივიდოდა და გამოაღებდა, იმდენი ეჯაჯგურა ლამის მოამტვრია საკეტი
- ამას ეძებ? - ხელში გასაღები შევუთამაშე
- მომეცი და გამიშვი აქედან! - დამიბრიალა მისი შავი თვალები და ჩემკენ გამოიწია
- რას იტყვიან მეზობლები ცოლი სახლიდან გამოაგდოო - დანანებით ჩავილაპარაკე და გასაღები ჯიბეში დავაბრუნე
- მე შენი ცოლი არ ვარ და არც გავხდები
- სახელი რატომ შეიცვალე? - ამის გაგონებაზე ისეთი გაავებული წამოვიდა ჩემკენ წამით ვიფიქრე დამახრჩობს მეთქი
- შე კრეტინო მართლა, რა მითხარი? სესილიში გეშლები არა, უნამუსო და შენ გიყვარვარ? არ დამენახო საერთოდ! - თვალები აუცრემლიანდა და აი აქ მართლა გავტყდი, მკლავში ჩავავლე ხელი, რაც ეკავა ყველაფერი დავაყრევინე და ჩემსა და კედელს შორის მოვაქციე
- სულელო, როგორ ფიქრობ შენ და სესილი ამერეოდით? უბრალოდ ცოტა შენს ნერვებს წავეთამაშე, ჩემთვის შენს გარდა მთელი 7 წელია ქალს არ უარსებია, სერიოზულ ურთიერთობაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი!
- შენ მითხარი.. - ასრუტუნდა
- მე გეხუმრე ანგელოზო, რა მოგივიდა? - ნიკაპზე ამოვდე ხელი და მაღლა ავაწევინე თავი - ჩემი თვალებ ბრიალა - ცხვირზე ვაკოცე
- ანუ გიყვარვარ?
- რათქმაუნდა მიყვარხარ - ბაგეებზე ფრთხილად შევეხე და კიდევ ერთხელ შევიგრძენი მისი გემო - ნამეტანი გემრიელი ხარ შენ რა, ასე დიაბეტს ამკიდებ
- სულ ხუმრობის ხასიათზე როგორ ხარ? - გაიბუსხა უცებ
- იმიტომ ვარ რომ აქ მყავხარ თორემ კითხე ერთი სხვებს როგორი ჯმუხი ვიყავი! - გავიცინე და ისევ დავწვდი მის ტუჩებს
- სესილი და მაქსი არ ვნახოთ? - თვალების ფახულით ამომხედა ქვემოდან და მომნუსხველად გამიღიმა
- არა მრცხვენია მათთან შეხვედრა, განსაკუთრებით სესილის ვერ შევხედავ თვალებში
- მან გამომგზავნა აქ და როგორ ფიქრობ გაბრაზებული იქნება შენზე?
- რა? მან გამოგზავნა? - გაოცებულმა გადავხედე
- ხო, ჩემზე ინფორმაცია შეაგროვა და მიპოვა
- ხო მაგრად გგავს?
- საშინლად, ვითომ დები ვართ? - ტუჩი მოიჭამა ლამის
- ასეთი დამთხვევა ისე ბუნებაში შეუძლებელია, ალბათ - მხრები ავიჩეჩე და ჩემს მკლავებში მოვამწყვიტე - ახლა ვეღარსად გამექცევი პატარა ქალბატონო!

***

სესილი

დილით ნერვიულად მიმოვდიოდი ოთახში მაქსიმე რომ შემოვიდა ღიმილით
- რა გჭირს ბაჭია? - ლოგინზე წამოკოტრიალდა
- კარგი რა დღეში 5-ჯერ არიო ლოგინი გაუგია ადამიანს? - დავიბუზღუნე და კიდეები შევასწორე
- დიდი ამბავი ახლა, რას მიკეთებ?
- ზუსტად ეგაა, არაფერს რომ არ ვაკეთებ, მინდა მაკას დაველაპარაკო და სადმე დავიწყო მუშაობა
- ოჰ! არა
- აი რატომ?
- უბრალოდ მერე ჩემთვის დრო არ გექნება
- შენთვის ყოველთვის მექნება სულელო დრო!
- არა, სულ საქმეებში იქნები და დამტოვებ მარტო
- შენ რომ მუშაობ? ისეთ სამსახურს ვიპოვი რომ ერთად გამოვდიოდეთ ხოლმე
- მპირდები?
- გპირდები ვირო - გავეკრიჭე და ქვემოთ ჩავირბინე.

***

- მაკუუ!
- შენთან მოვდიოდი ახლა სესი
- რა ხდება?
- მუშაობა უნდა დაიწყო, ოღონდ მოიცა, ჯერ დავილაპარაკოთ
- რაზე? - თვალებმოჭუტულმა გადავხედე
- მოკლედ შენ და მაქსიმე ერთად მხოლოდ 1 წელი ხომ იქნებით?
- ხო მერე?
- მე მინდა რომ თქვენ არ დაშორდეთ!
- და ეს რა შუაშია სამსახურთან?
- მოკლედ შენ ჩვენს ფირმაში იმუშავებ, მთავარ ადვოკატად, იმედი მაქვს თავს გაართმევ ხო?
- ჯერ პრაქტიკებს თუ დამინიშნავენ მაქსიმალურად ვეცდები
- ხოდა ძალიან კარგი, მაგ საქმეს მე მოვაგვარებ, მთავარი ის არის რომ ამის შესახებ მაქსიმეს არაფერს არ ეტყვი
- აბა რა ვუთხრა? სად ვმუშაობ თქო?
- მე გეტყვი ერთ ფირმას, ვითომ იქ ხარ
- და ამას რა სარგებელი მოაქვს? - ვერაფერს ვერ ვხვდებოდი, ძალიან დავიბენი
- სესილი, სესილი - თავი გააქნია - თუ დაშორდებით, მაქსიმე აუცილებლად ჩაუდგება მაგ კომპანიას სათავეში, ხოდა შენ რომ დახვდები იქნებ დაახლოვდეთ თავიდან ან საერთოდ დაიბრუნოთ ერთმანეთი? ერთი შანსი მივცეთ კიდევ თქვენს ურთიერთობას
- რავიცი, კარგით, უბრალოდ რა საჭიროა
- მინდა რაღაცა საერთო გქონდეთ რომ ისევ ერთად იყოთ! რატომ არ გესმის? მაშინ გამოჩნდეს ზუსტად ეს საერთო, როდესაც დაშორდებით
- რომ არ გადასცენ კომპანია მერე?
- გადასცემენ, 100% ვარ დარწმუნებული, თანაც გიგლას უკვე შევუთანხმდი ყველაფერზე, თითქმის ნახევარი წელია უკვე ჩვენთან ერთად ხარ, ისე შეგეჩვიე ჩემო ლამაზო რომ შენი გაშვება არ მინდა, მაგრამ ეგრე თუ გადაწყვიტავთ მე ყველანაირად ვეცდები რომ თქვენი შეხვედრა მოვაწყო ყველგან და ყოველთვის - გამეღიმა
- კარგი მაკა, როგორც შენ მეტყვი ისე მოვიქცევი - მოვეხვიე და ღიღინით ავედი მეორე სართულზე.

***

- აბა რაო? - დამხვდა თვალებდაჭყეტილი მაქსი ოთახში
- გიპოვი რამესო, ახლა სხვა საქმე გვაქვს!
- რა ხდება?
- დედაჩემს უნდა დაველაპარაკო მარიას თაობაზე
- რთული თემაა! - ამოიოხრა და წამოდგა
- ამომყვები? - საწყალი თვალებით შევხედე
- აბა რას ვიზამ - შუბლზე მაკოცა და ხელჩაკიდებულები ჩავედით ქვემოთ, იცოდა ახლა როგორც მჭირდებოდა მისი თანადგომა და არაფერზე იხევდა უკან. დერეფანში ქეთა და ნატალი შემოგვეგება, ნატალიმ თბილად გაგვიღიმა, იმ ქერამ უკმაყოფილოდ დაპრუწა ტუჩები, ყურადღება არ მიმიქცევია, ახლა ბევრად დიდი საზრუნავი მქონდა ვიდრე ვიღაც ქაჯი.

***

- დე როგორ ხარ? - მოვეხვიე კარებში მდგომს
- კარგად შვილო შენ როგორ ხარ? რა კარგად გამოიყურები
- მაქსი ქვემოთაა, ამოვა მალე - გავუღიმე და სავარძელში მოწყვეტით ჩავეშვი
- რამე მოხდა? ასეთი შეწუხებული რატომ ხარ? - ნუთუ სახეზე მემჩნევა ის რა მდგომარეობაშიც ვარ, ამასობაში მაქსიმეც ამოვიდა პარკებით ხელში
- შვილო ნუ წუხდები ყოველ ჯერზე ასე ძალიან გთხოვ - აქოთქოთდა უცებ დედა და მაქსიმეს მოეხვია, ნერვიულობისგან თითებს ვიმტვრევდი და მთლიანად დავიჭამე ტუჩები, აზრზე სისხლის გემომ მომიყვანა და გაოცებულმა ჩავიხედე იქვე დაკიდებულ სარკეში, ტუჩები აღარც მივარგოდა ფაქტიურად
- რა გჭირს სესილი? - წარბები შეკრა ეგრევე დედამ და ხელებგადაჯვარედინებულმა გადმომხედა
- დე, სალაპარაკო გვაქვს
- რამე მოხდა?
- კი, მოხდა
- მითხარი
- დე, მე და მყავდა ოდესმე? - ამ კითხვის დასმა და მის სახეზე ფერების გადასვლა ერთი იყო
- საიდან მოიტანე ეს?
- მაინტერესებს, გთხოვ მითხარი
- არა, არ გყოლია
- დარწმუნებული ხარ?
- კი და ნუ ლაპარაკობ ბევრს - დამიყვირა და ზურგით დამიდგა
- დე, რატომ არ მეუბნები სიმართლეს?
- რა გითხრა შვილო? რას ითხოვ ჩემგან თქვი! - ამოისრუტუნა
- დედა რაც არ უნდა იყოს მე შენ არ დაგკარგავ ეს ხომ გესმის? შენ ხარ ჩემი დედა და შენთავს ვერავინ შემიცვლის
- შეგიცვლის? რას ქვია ეს? ჩემი ღვიძლი შვილი ხარ - გაბრაზდა უცებ
- ეგ არ მიგულისხმია
- აბა რა იგულისხმე? შენ გგონია შენი დაკარგვის მეშინია? მე უბრალოდ არ მინდა ტკივილი მოგაყენო სიმართლის თქმით
- დედა, გააშვილეთ? - ცრემლები მომაწვა თვალებზე
- რას მეუბნები შვილო? რას ნიშნავს გავაშვილე?
- აბა რა მოხდა?
- ვერ გეტყვი და ძალიან გთხოვ არ მაიძულო, ეგ ყველაფერი იქ დამთავრდა და მეც და მამაშენმაც ვთქვით რომ არასდროს გავიხსენებდით ამ ამბავს
- დედა.. გთხოვ - მხარზე დავადე ხელი და ცრემლებმა უკვე თავისუფლად გაიკვლიეს გზა სახეზე
- ნუ მთხოვ სესილი
- გემუდარები დე, უმიზეზოდ ხომ იცი ამას არ გკითხავდი, გთხოვ..
- კარგი კარგი - დანებების ნიშნად ხელები აწია, ვიგრძენი როგორ აუცრემლიანდა თვალები და იქვე სავარძელში ჩაეშვა - 20 წლის გავთხოვდი, ბედნიერი და სიყვარულით სავსე ოჯახი გვქონდა, ყველგან ერთად დავდიოდით, შენც კარგად იცი სესილი როგორ გვიყვარდა მე და მამაშენს ერთმანეთი, წამითაც ვერ ვძლებდით ისე რომ არ დაგვერეკა ან არ შევხმიანებოდით ერთმანეთს, 1 წელიწადში გავიგე რომ ორსულად ვიყავი, ძალიან ვნერვიულობდი იმ ფაქტზე რომ ამდენი ხანი არ დავვორსულდი, სიხარულისგან მეცხრე ცას ვეწიეთ, ჩვენს პატარა ოჯახს დიდ და ბედნიერ ოჯახად გადასაქცევად მხოლოდ ეს აკლდა. 9 თვე ხელით მატარა, რამდენიმე თვის შემდეგ სქესის გასაგებად მივედით და ექიმმა გამოგვიცხადა რომ ერთს კი არა ორს ველოდებოდით, თანაც ორივე გოგო იყო, ჩვენი სიხარულიც გაორმაგდა, საერთოდ გაგიჟდა მამაშენი სიხარულისგან, თავზე მევლებოდა და სიტყვა არ მქონდა ნათქვამი ყველაფერს მისრულებდა.. მერე… საავადმყოფოში დამაწვინეს მეცხრე თვეში, მე და ერთი ორსული ქალი ერთად ვიწექით, საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა მოკლე დროში, ვამხნევებდით ერთმანეთს, მასაც პატარა გოგონა ეჯდა მუცელში.
ჯერ მე დამეწყო მშობიარობა, შემდეგ მას, ერთად გამოგვიყვანეს პალატიდან, ფაქტიურად ერთად ვიმშობიარეთ, გონზე რომ მოვედი.. მამაშენი თავჩახრილი იჯდა საწოლთან და ცრემლები ღაპაღუპით ცვიოდა, რა მოხდა მეთქი რომ ვკითხეთ, მხოლოდ ერთის გადარჩენა მოახერხეს ექიმებმა, მეორე გარდაიცვალაო. ასე მეგონა მიწა გამისკდა და შიგ ჩავვარდი, ორი გოგონას მაგივრად ერთი შემრჩა ხელში და ძლივს მაწყნარებდნენ, მართალია შენ მყავდი, მაგრამ ფაქტიურად შენც მხოლოდ ნახევარი დარჩი, კარგად იცი რამხელა კავშირია ტყუპებს შორის, გაუჩერებლად ტიროდი და ვერაფერს ვერ გშველოდით, გადაფითრებული ვიწექი საწოლზე და ყოველდღე გადასხმებს მიკეთებდნენ რომ აზრზე მოვსულიყავი, ვერაფერში ვერ ვხედავდი აზრს, მარტო ჩემი თავი კი არა გიგა და შენც მადარდებდით, იქნებ ჩემი ბრალი იყო ასე რომ მოხდა? ამაზე ფიქრები არ მასვენებდა და ფაქტიურად ღამეც არ მეძინა, ექიმის ლაპარაკმაც არ გაჭრა და გონზე ვერ მომიყვანეს. როგორია, მთელი ცხრა თვე ელოდებოდე შენს პატარებს და აქედან მხოლოდ ერთი გადარჩეს? საშინელებაა, ტკივილია, შენც რომ არ მყოლოდი ალბათ იმ ბოლო იმედსაც ვერ გამოიყენბდნენ რომ ამქვეყანას მოვებრუნებინე. ვიჯექი მთელი დღე, ერთ წერტილზე მქონდა გაშეშებული თვალები და მეც არ ვიცი რას ვლუღლუღებდი მაგრამ ცოცხალს ნამდვილად არ ვგავდი, მე იმედგაცრუება შემოვიტანე ოჯახში და ამით შეიძლება ბზარიც გავუჩინე იქაურობას მეთქი. გავგიჟდი, მაშინ პატარა ვიყავი და არც არავინ მყავდა, დედაც არ მყავდა გვერდით რომ გულში ჩავეკარი და გავემხნევებინე. გიგას თავისი ტკივილიც ყოფნიდა, მეც მინაწილებდა ყურადღებას მაგრამ მე ხომ ვგრნძნობდი რა ტრიალებდა მის გულში?!
მერე ერთ დილასაც გიგა შემოვიდა და სერიოზულად დამელაპარა, ასე თუ გააგრძელებ მეორესაც დავკარგავთო რადგან ბავშვს საჭმელი სჭირდებაო და ექიმები დიდხანს ვერ გაქაჩავენ, წამლებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედონ შენს რძეზე, ამიტომ სულ გადასხმებს გიკეთებენო, უცებ წამოვჯექი და ძლიერად მოვხვიე მკლავები, ავქვითინდი ბოლო ხმაზე და იმ დღეს საბოლოოდ დავიცალე ამ ტკივილისგან.
მერე წამოვედით, საავადმყოფოსკენ იმის მერე არ მიმიხედია, არ გახსოვს მხოლოდ გიგას დაჰყავდი იქ, ყველაფერი იმ დღეს მახსენებდა და გულს მიკლავდა, თუმცა პირობა მივეცი რომ ამაზე აღარ ვიფიქრებდი, ამიტომ ყველაფერი შენ დაგახარჯეთ, მერე ძალიან მინდოდა კიდევ გვყოლოდა შვილები, მაგრამ ვერ დავვორსულდი, ამიტომ შემრჩი დე შენ.. ჩვენი ერთადერთი სიცოცხლე
- დეე - ამოვიხავლე და მთელი ძალით მოვეხვიე - დედიკო დე..
- არ იტირო ჩემო პატარა გთხოვ - თმაზე მეფერებოდა და კიდევ აქეთ ცდილობდა დავეწყნარებინე
- დე რაღაც უნდა გითხრა..
- რა მოხდა? - გამიღიმა და სახეზე მომეფერა
- დე, ჩემი და არ მომკვდარა ის ცოცხალია - ძლივს მოვიკრიბე ძალა რომ ეს სიტყვები წარმომეთქვა და საშინელი შვება ვიგრძენი
- რა? ეს შეუძლებელია სესილი, შეუძლებელია!
- არ მომკვდარა დე, გუშინ შევხვდი, ზუსტად ჩემნაირია მართლა - გავუცინე და ცრემლები თავიდან წამსკდა - იცი როგორ ვგავართ? აი გაჭრილი ვაშლივით მართლა, ყველაფერი ზუსტად ისე აქვს როგორც მე, ხასიათიც კი ერთნაირი გვაქვს
- ვერ დავიჯერებ ამას ვერა - ალუღლუღდა და თვალები დახუჭა - რატომ მომატყუებდნენ? რატომ?
- არვიცი, მაგას გავარკვევთ დედი, მაგრამ გეფიცები ის ჩემი და არის, შეუძლებელია ასეთი მსგავსება იყოს და სხვა დედის შვილი აღმოჩნდეს, მართლა გეუბნები
- შეგიძლია მომიყვანო დე? გთხოვ, უბრალოდ ისე, თუ გინდა არ უთხრა ჩემი შვილი რომ არის
- მოგიყვან დე, აბა რას ვიზამ - გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი - წავალ დაველაპარაკები და განახებ აუცილებლად
- არ უთხრა ჩემი შვილი რომ არის, ის არ მაპატიებს ამდენი წელი სხვის ხელში რომ გაიზარდა, გთხოვ უბრალოდ უთხარი რომ შენი ნახვა უნდაო
უხმოდ დავუქნიე თავი და მაქს მოვეხვიე მთელი ძალით
- სუ არ იტირო ბაჭია ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია ერთმანეთი იპოვეთ - ხელი გადამხვია და ისე გამომიყვანა ბინიდან. ერთად ჩავიარეთ კიბეები და მანქანაში მოვთავსდით
- დე არ ინერვიულო გთხოვ - სადარბაზოში მდგომს მივაძახე - მალე დავბრუნდები მარიასთან ერთად!
საპასუხოდ მხოლოდ გამიღიმა და იქამდე იდგა იქ სანამ თვალს არ მივეფარეთ.

***

- ეი, ვიცი რომ აქ ხართ და იმედი მაქვს ცოცხლებიც - ღიმილით შევაბიჯე დიტოს სახლში და ღიმილი გაოცებაში გადამეზარდა - თქვენ რა - ერთი ხელი მე ავიფარე თვალებზე და მეორე მაქსიმეს ავაფარე
- ვერ მითხარი რომ მოდიოდი? - ზედა გადაიცვა დიტომ და მარიას შეხსნილი საროჩკის ღილები შეუკრა, ნუ ქვემოთ ისედაც არ იყვნენ გახდილები მაგრამ რაც ვნახეთ საკმარისიც იყო მისახვედრად.
- მე რავიცოდი აქ 18+ თუ გქონდათ მოწყობილი, ვიფიქრე იჩხუბებენ მეთქი და არ შერიგებულან? - სიცილით გადავხედე მაქსს და თვალი ჩავუკარი
- დაიგრძელა უცებ ენა - დამეჭყანა მარია
- მე შენ რა გაგაფრთხილე ქალბატონო? - ფეხები ავაბაკუნე - გეკითხები
- რომ ზედმეტად არ შეეხო და მითუმეტეს არ ჩაეხუტოო - დაიმორცხვა წამში
- მოიცა რაო? - თავი წამოყო დიტომ
- რაო და რომ შემხვდა ასე მითხრა შენი სახელით შევხვდებიო, ზედმეტად არ შევეხებიო, სანამ არ დავრწმუნდები რომ ვუყვარვარო, ეტყობა ზედმეტად მალე დაარწმუნე - გადავიკისკისე და მარიას გამოქანებულმა ბალიშმა სახე მომირყია - ველური
- ნამდვილად ველურია - თვალი ჩაუკრა დიტომ და მარია საერთოდ გადაწითლდა
- ნუ მიწითლებ ჩემს რძალს თორემ გაგხევ შუაზე - გაიცინა მაქსმა და სავარძელში ჩაეშვა - აბა შერიგდით ხო?
- რას ეკითხები ბიჭო, ა თუ შენ ის სცენა არ გინახავს ცოტა ხნის წინ? - ვითომ ჩაფიქრებულმა ვკითხე
- კარგი რა სეს, გეყოფა - ამოიბუზღუნა მარიამ - ვიცი რომ გითხარი არ შევეხები მეთქი, მაგრამ რა მექნა? ვერ მოვითმინე, თანაც.. - დიტომ ააფარა ტუჩებზე ხელი და ჩაიცინა
- დამშვიდდი მარია, უბრალოდ გეხუმრებიან, სუ - ცხვირზე აკოცა და ახლოს მიიხუტა - აბა რატო შეგვაწუხეთ?
- ახლა შეგაწუხეთ არა? - წარბები მაღლა ავზიდე
- აუ კარგი ხო ბოდიში მერე რა შემეშალა, ხო მაპატიებ? - დამნაშავის თვალებით გადმომხედა დიტომ
- მარიას რომ მოიყვან ცოლად მალე, მერე ვიფიქრებ - გავიცინე და მათ გაოცებულ სახეებზე თვალები დავქაჩე - რა?
- თქვენ ტელეპატები ხართ თუ რა პონტია? - თვალებმოჭუტული ხან მე მიყურებდა დიტო და ხან მარიას
- რა მოხდა?
- გუშინ მითხრა თანხმობა ცოლობაზე
- უკვე თხოვე? ამათთან რა მალე გადის დრო ეე - წამოიძახა მაქსმა
- არ გახსოვს 7 წლის უკან რომ ვთხოვე? - სერიოზული ხმით კითხა დიტომ
- როგორ არ მახსოვს, მაგრამ გუშინაც ხომ თხოვე?
- არა, 1 კვირის უნდა მეთქვა პასუხი და გუშინ ვუთხარი - ატიტინდა მარია და ყველას სიცილი აგვიტყდა
- ხოო, რა გინდა ისე კვირაში ხომ 7 დღეა? ხოდა 1 წელი 1 დღე იყო ვითომ - ენა გამოვუყავი ორივეს
- ხო ვამბობ ტელეპატები არიან! - ამოიბურტყუნა დიტომ
- რაზე მოხვედით მართლა? - გაგვიღიმა მარიამ
- დედას უნდა შენი გაცნობა..



- დაელაპარაკე?
- მხოლოდ ის ვუთხარი რომ ჩემი ასლი ვიპოვე და მითხრა აუცილებლად გამაცანიო
- რა რეაქცია ჰქონდა?
- შენ რას ელოდები მარია? მითხარი.. გულწრფელად
- გაუხარდა?
- ძალიან, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა რა ვუთხარი
- ახლავე წავიდეთ კარგი? - გაიცინა და ზემოთ ავარდა მოსაწესრიგებლად
- დები ხართ? - უცნაურად გადმომხედა დიტომ
- არ ვიცი, დიდი შანსია რომ კი - მხრები ავიჩეჩე
- მე დარწმუნებული ვარ რომ დები არიან და მაქ ძალიან ცუდი მაფია ტრიალებს - ჩაილაპარაკა მაქსმა და ისევ გააგრძელა ფიქრი
- ეგ მართლაც საინტერესოა
- ყველაფერს გავარკვევ სესი, გპირდები - გამიღიმა და თავზე მაკოცა - წავედით?
- წავედით - დაიკივლა კიბეებზე მდგომმა მარიამ და ჩვენსკენ გამოექანა - აუ როგორ მაინტერესებს
- დამშვიდდი პატარა ქალბატონო - ხელი მოხვია დიტომ და კარები ერთად გამოიხურეს.
- იმედი მაქვს გაუხარდება - პატარა ბავშვივით ხტოდა მარია და ყველას გვეღიმებოდა მის რეაქციებზე, არ მეგონა ასე თუ გაუხარდებოდა ეს ამბავი.

***

15 წუთში ბინასთან ვიდექით და გული გამალებით მიცემდა, ძლივს გადავდგი ლიფტისკენ ნაბიჯი, შემორჩენილი ძალები მოვიკრიბე და ღიმილით ავედი ზემოთ.
კარები დედამ გაგვიღო, თვალებს აქეთ იქეთ აცეცებდა და მარიას ეძებდა, ჩემს უკან მდგომმა ჯერ თავი გამოყო და შემდეგ გვერდით ამომიდგა, ამის გაკეთება და დედაჩემის შეცხადება ერთი იყო
- ღმერთო! ამას რას ვხედავ, შენ.. შენ - ცრემლები გადმოსცვივდა და იქვე კარებთან ჩაიკეცა - ეს.. ჩემი… გოგოა? მე, აბა.. ამდენი წელი… როგორ? რანაირად? - ლუღლუღებდა, მაქსი ეგრევე მივარდა და წამოაყენა
- დამშვიდდი გთხოვ - ხელი მოხვია და სავარძელზე დასვა
- სესიი, ასეთი რეაქცია რატომ ჰქონდა? - გადმომიჩურჩულა მარიამ
- გაუხარდა შენი ნახვა - მკრთალად გავუღიმე და სამზარეულოში გავედი წყლის ასაღებად
- რა გქვია შვილო? - ძლივს ამოიღო ხმა დედამ
- მარია, თქვენ?
- ნინელი შვილო, მაგრამ სულ ყველა ნინეთი მომმართავდა - ცრემლები შეიმშრალა და ეცადა რომ გაეღიმა - რამდენი წლის ხარ?
- 23ის
- როდის ხდები 24ის?
- რამდენიმე კვირაში
- ხო, ჩემი სესილიც
- ანუ ერთ დღეს დავიბადეთ?
- ჰო - თავი დავუკარი და მის გამომეტყველებას დავაკვირდი
- თქვენ გააჩინეთ სესილი, უკაცრავად თუ უხეშად გამომდის, მაგრამ ხომ არ გიშვილებიათ?
- არა შვილო, ჩემი შვილია - ხმა აუკანკალდა დედას
- ერთი შვილი გყავდათ მხოლოდ? - არ ეშვებოდა მარია
- არა, ორი
- მეორე სად არის?
- საავადმყოფოში მითხრეს რომ ვერ გადამირჩინეს და მხოლოდ სესილი გადარჩა
- ეს როგორ? ანუ რა გამოდის რომ ტყუპებიდან მხოლოდ ერთი დარჩა ცოცხალი?
- ასე მითხრეს.. მაგრამ უკვე ეჭვი მეპარება
- ანუ თქვენ გგონიათ რომ მე ვარ ის ვინც ექიმებმა ვერ გადაარჩინეს?
- მე არ მგონია შვილო, დარწმუნებული ვარ - ამოიხავლა დედამ და თავიდან წასკდა ცრემლები
- ანუ, რა გამოდის რომ მე თქვენი ქალიშვილი ვარ?
- შეგიძლია არ დამიჯერო მარია, მე უბრალოდ გეუბნები იმას რაც იყო, დანარჩენი შეგვიძლია გავაკეთოთ ანალიზი და დავრწმუნდეთ ამაში, მე დარწმუნებული ვარ მაგრამ რადგან შენ ეჭვი გეპარება..
- მე, გენდობით, უბრალოდ ვერ ვიაზრებ ახლა რაც მითხარით, ანუ ტყუილში ვცხოვრობდი ამდენი წელი? ჩემი მშობლები მატყუებდნენ?
- ასე გამოდის - ტუჩი მოვიჭამე ნერვიულობისგან - გთხოვ არ ინერვიულო რა, ძალიან გთხოვ
- ახლავე უნდა დაველაპარაკო დედაჩემს, ახლავე! - წამოხტა ფეხზე გაავებულმა - როგორ გამიბედა, როგორ გააკეთა ეს? ასეთ რაღაცაზე როგორ დათანხმდნენ? გასაგებია რომ არაფერი მომაკლეს, მაგრამ ნამდვილ ოჯახს დამაშორეს, ცხოვრება გამიმწარეს ფაქტიურად!
- დამშვიდდი მარ - მოეხვია დიტო - ძალიან გთხოვ არ მინდა რომ ამდენი ინერვიულო
- რა დამაწყნარებს? მითხარი რა დამაწყნარებს სანამ არ დაველაპარაკები და ყველაფერს არ ამიხსნის, ახლავე წავიდეთ - გაჯიუტდა და კარებისკენ წავიდა - დავბრუნდები როგორც კი ყველაფერს გავარკვევ
- გამოგყვე?
- წამოდი - თავი დამიქნია და ბიჭებს ვანიშნე დარჩით მეთქი.

***
მარია

მე და დიტო შევრიგდით, ყველაზე დიდი ბედნიერება დაბრუნდა ჩემს ცხოვრებაში და მეტი არც არაფერი მჭირდება, იმედი მაქვს რამე არ მოხდება, ისეთი რაც გულს მატკენს და მთლიანად შეცვლის ჩემს ცხოვრებას, თუმცა დიტოს გვერდით არაფრის არ მეშინია.
როგორც კი მივედი ეგრევე დავრწმუნდი რომ ისევ ვუყვარვარ და ვჭირდები, ვინანე ყოველი წამი და წუთი რაც უჩემოდ გავატარებინე, ყოველი დღე, რომელიც ჩემს გარეშე ისუნთქა და მისი დაშლილი გული, ჩემი დაუდევრობის გამო. სულელი ვიყავი და ისეთი შეცდომა დავუშვი არ მეგონა ამის გამოსწორების საშუალება ოდესმე თუ მომეცემოდა.
ახლა ვხვდები, ადამიანებს უნდა ვაპატიოთ შეცდომები, ისეთები რომლებიც მათგან დამოუკიდებლად ხდება, შემთხვევით, დამთხვევით თუ გაუაზრებლად, უბრალოდ ზოგჯერ დგება ისეთი მომენტი რომ არაფრის გამო ვტოვებთ ადამიანს შუა გზაზე და ვანგრევთ წლებით ნაშენებ შენობებს.
მართალია დიტომ არ მენდო და ამით უკან დახია ურთიერთობა, მაგრამ მე მთელი 7 წელი ვბზარე და ვცდილობდი დამენგრია ის რაც ამდენი ხანი ვაშენეთ, ჩვენმა სიყვარულმა გაუძლო, მაგრამ ბევრი ვერ უძლებს, ზოგს თავმოყვარეობა არ აძლევს ამის საშუალებას, ზოგი უბრალოდ ვერ პატიობს, სიყვარულს გაფრთხილება და მოვლა სჭირდება.
ჩვენ ვერ მოვუარეთ, მაგრამ სიყვარული ყველანაირ გრძნობაზე წინ აღმოჩნდა, მოუთმენლად ველოდით ამ შეხვედრას და იმ შეხებას, რომელიც ჩვენი დაუდევრობით დავიკელით.
შეეძლო დიტოსაც სხვანაირად მოქცეულიყო, გამომკიდებოდა, მოსულიყო, ათასჯერ მაინც შეეძლო ჩემი ნახვა, მაგრამ არ გააკეთა, თუმცა ამისთვისაც ჰქონდა მიზეზი, თვლიდა რომ ჩემი ღირსი არ იყო, ეს კიდევ ერთი დაბრკოლებაა შეყვარებულ ადამიანებს შორის.
ისე გავიდა 2 დღე სესილი და ჩვენი პრობლემა საერთოდ არ გამხსენებია, დიტოს გვერდით ყველაფერი მავიწყდება და ვცდილობ ნაკლებას ვიფიქრო იმაზე რაც მთრგუნავს, ზედმეტად მაწუხებდა ეს ამბავი, როდესაც სესილი და მაქსიმე მოვიდა, თითქოს წინასწარ რაღაც საშინელებას ველოდებოდი.
არც შევმცარვარ, საშინელებაზე უარესი იყო ის რაც გავიაზრე, გავითავისე და რამაც დამანგრია შინაგანად, მთელი 24 წელი ვიცხოვრე ტყუილში, მე მჯეროად იმ ადამიანების რომლებსაც არ გავუჩენივარ, ისინი მზრდიდნენ შვილივით არაფერს მაკლებდნენ მაგრამ დედას მომწყვიტეს, მისი ნებართვის გარეშე, ისე რომ ყველაზე უარესი უთხრეს, გაიმეტეს სამუდამო ტკივილისთვის, ალბათ როგორ განიცდიდნენ, როგორ ტიროდნენ მარტო რომ დარჩებოდნენ, ისინი კიდევ არხეინად, ბედნიერად მზრდიდნენ.
მე ფულით მიყიდეს, ჩემში ფული გადაიხადეს და ჩემი ღვიძლი დედა სამუდამო ტკივილისთვის გაიმეტეს.
განა ცოდვა არ იყო? შენ თუ შვილი არ გიჩნდებოდა, ბავშთა სახლი დაილია? რაღა მაინც და მაინც მე მომწყვიტეს ყველაფერს, რაღა მაინც და მაინც ჩემს ცხოვრებას მოგლიჯეს საუკეთესო ნაწილი.
მე მადლიერი ვარ მათი, მე ყოველთვის ისე ვეპყრობოდი როგორც საკუთარ მშობლებს მოვექცეოდი, მთელი სული და გულით, არც ვაპირებ მათი ამაგი არ დავაფასო.. მაგრამ აუცილებლად ავახსნევინებ ყველაფერს, მინდა მიზეზი ვიცოდე რისთვის.. რატო მაინც და მაინც მე?
ისე ვიყავი ფიქრებში გართული ვერც კი გავიაზრე როგორ მივაღწიეთ იმ სახლს, რომელიც რამდენიმე საათის უკან ყველაფრად მიღირდა, სადაც დაბრუნება ყოველთვის მიხაროდა და ერთი სული მქონდა.
ტკივილმა ერთიანად დამიარა ტანში და ცრემლები მომაწვა, ბოღმა ყელში მახრჩობდა, მთელი 24 წელი ტყუილში ცხოვრება, დღეები რომლებშიც ბედნიერი ვიყავი წამში გაუფერულდა, მე არ მიყვარდა ნინე, მაგრამ ვგრძნობდი მის ტკივილს, მე როგორ გამიჭირდა ნახევარ საათში და ის მთელი ამ დროის განმავლობაში განიცდიდა ამ ყველაფერს.
თანაც საშინელებაა, როდესაც იცი რომ უნდა იყოს 2 და არის 1, უნდა უყურებდე, აჭმევდე, ეხუტებოდე, ეფერებოდე, აძინებდე, ასწავლიდე ორს და მხოლოდ ერთია მის ადგილზე, მეორე კი გგონია იმ ქვეყნად არის, რეალურად კი სხვის მკლავებში იძინებს.. შენ კიდევ გლოვობ, ლოცულობ ასე დაუსრულებლად რომ ნათელში იყოს, ის კიდევ კისკისებს და სულ არ ადარდებს რომ საკუთარი მშობლების კალთაში არ ზის.. მთელი ცხოვრების იარა, რომელსაც ვერავინ ვერასდროს შეუმსუბუქებს, მაგრამ მეც ხომ დავისაჯე? მე რა დავაშავე?
ჯერ 7 წელი მტკიოდა, ახლა მთელი ცხოვრება უნდა მტკიოდეს, რაც არ უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში რა შეცვლის ამას? რა დამავიწყებს? იმ ტკივილს, რომელსაც ნამდვილი დედის თვალებში ყოველთვის დავინახავ, ამოვიკითხავ, როგორ დავტანჯე, როგორ შეეწირა მისი ბედნიერების წლები ჩემზე ფიქრს, ჩემზე დარდს და ლოცვას?!
რატომ? რისთვის?
განადგურებული გადმოვედი მანქანიდან, გვერდით მომყვებოდა და, ჩემი მეორე ნაწილი, მასთან ერთად ვიჯექი საშვილოსნოში, ერთად დავიწყეთ მუცელში გაზრდა და ერთად ამოვისუნთქეთ, ყველაფერი საერთო გვქონდა, მთელი ცხოვრება მის გვერდით უნდა ვყოფილიყავი და თუნდაც დაუსრულებლად გვეჩხუბა, გვეკამათა და ერთმანეთი დაგვეჭამა, ოღონდ მყოლოდა და მცოდნოდა რომ მყავდა ამხელა საყრდენი, იმედი, მომავალი. მამა საერთოდ ვერ გავიცანი ის იმაზე ადრე წავიდა ვიდრე მე მის ცხოვრებაში გამოვჩნებოდი, ეს ყველაფერი კი “დედაჩემის” და “მამაჩემის” ბრალია, ყველაფერი მათ გააფუჭეს და მაინტერესებს როგორ შეძლებენ ახსნან საკუთარი საქციელი.
კარები დედამ გამიღო, უკან მამა ედგა, გაღიმებული, მაგრამ ორივეს სახეზე შეეყინათ ღიმილი ჩემს უკან მდგომი სესილი რომ დაინახეს
- ეს? ეს ვინ არის?
- ჩემი და, სესილი
- რას ამბობ შვილო? მე მეორე არ გამიჩენია
- შენ არც გაგიჩენივარ დე-და
- გაგიჟდი მარია? საიდან მოგაქვს ეგეთები?
- დაგავიწყდა რომ მიყიდე?
- რა გიყიდე შვილო? 9 თვე გატარე მუცლით არ გადამრიო!
- დარწმუნებული ხარ? მაშინ რატომ მგავს ეს ადამიანი ასე საშინლად? - თან ვლაპარაკობდი და თან მისაღებში შევდიოდი - ნახეთ ნახეთ, როგორ ვგავართ ერთმანეთს, იცი დღეს დედამისი ვნახე და რა მითხრა?
- რა გითხრა? - წარბები შეკრა მამამ, ჩამეცინა მის საქციელზე
- რომ თურმე ტყუპები გააჩინა და ჩემზე უთხრეს რომ ვერ გადავარჩინეთო ძვირფასმა ექიმებმა - ირონიულად გავუღიმე ორივეს და სესილის გადავხედე - არა სეს? ხო ასეა?
უხმოდ დამიქნია თავი, მას ჩემზე მეტად უჭირდა აქ ყოფნა ვგრძნობდი
- ტყუილია ეს ყველაფერი - ამოიკივლა დედაჩემმა - ტყუილია, შეუძლებელია შენ სხვისი შვილი იყო
- რატომ არის შეუძლებელი? რა უცებ ავიწყდებათ არა ხალხს წარსული?
- მე არაფერი დამვიწყებია!
- როგორ არა! აბა ვინ გამცვალა ფულზე? ვინ?
- მომისმინე შვილო - ხმა ამოიღო მამამ - მე არაფერი ვიცი, საერთოდ მერე რა რომ ერთმანეთს გავხართ? იქნებ დამთხვევაა?
- როგორ შეიძლება დამთხვევა იყოს ყველაფერი, გარეგნობა, ხასიათი, მანერები, დაბადების დღე, რიცხვი, თვე, წელი, ასაკი გამაგებინეთ! - დავიყვირე და ვიგრძენი როგორ მოასკდა ვენებს გაბრაზება
- მე არვიცი… ეს როგორ მოხდა… - ამოიტირა დედაჩემმა
- გავარკვიოთ - ჯიუტად მქონდა შეკრული წარბები
- როგორ გაარკვევ მარია? მითხარი - წამოენთო მამა
- სად იმშობიარე მითხარი, მივალ და ამონაწერს ამოვიღებ, იქ მაინც ვერ ჩაწერდნენ ტყუილს
- არ უნდა.. - ამოიხავლა დედამ - მე ვიცი ვისაც ეცოდინება სიმართლე - ტელეფონი აიღო კანკალით და სადღაც დარეკა - 5 წუთში აქ იყავი, გელოდები! - დაიკივლა და დაახლოებით 5 წუთში მამამისმა შემოაღო კარები, ძლივს მოდიოდა, ჯოხს ერყრდნობოდა და თან თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა. ჩვენს დანახვაზე ფერები გადაუვიდა სახეზე და კარებს მიეყრდნო
- ეს რას ნიშნავს? - გამოენთო
- შენ უნდა გკითხო რას ნიშნავს მამა ეს? - წამოდგა დედა
- მომისმინე ლია, ეს.. მომისმინე - ცდილობდა აზრები დაელაგებინა
- შენს გარდა იქ არავინ იყო, ვერავინ იზამდა ამას გესმის? გელოდები! ახსნა- განმარტება მსურს - საყელოზე ჩაებღაუჭა - მითხარი მამა, მითხარი! მხოლოდ შენ გველოდებოდი გარეთ, მეტი არავინ არ იყო, შენ თუ არ იცის სხვას ვის ეცოდინებოდა!
- არ გინდა ლია გთხოვ - უღონოდ ჩამოყარა ხელები - გეყოფა
- მარია ჩემი შვილია? მიპასუხე დროზე!
- …
- მიპასუხე მეთქი სანამ რამე დავუშავე თავს! - ყვირილზე გადავიდა - ნუ გადამრიე პასუხი გამეცი რატომ დუმხარ?
- არა, არ არის შენი შვილი, არა! - დაიღრიალა და ტუმბოს დაეყრდნო
- რას ნიშნავს არ არის? რანაირად მოხდა ეს? ბავშვები აერიათ? - აჯნღრევდა რაც შეეძლო და თან კიოდა - მითხარი, მითხარი მეთქი როგორ შეიძლება ჩემი შვილი არ იყოს, როდესაც მე ის 9 თვე მუცლით ვატარე? თქვი!
- მე.. მე არ შემიძლია
- თქვი მეთქი მამა, თორემ დავივიწყებ საერთოდ ვინ ხარ და რა გაგიკეთებია ჩემთვის, გეფიცები ამ დუმილს არასდროს გაპატიებ
- ლია..
- თქვი, ნუ გადამიყვანე ჭკუიდან, რატომ დუმხარ? ველოდები შენგან ახსნას, როგორ მოხდა ეს ყველაფერი, იცოდი? ის მაინც მითხარი იცოდი თუ არა
- ვიცოდი ჰო.. ვიცოდი! - ამოიხავლა და თვალებიდან ცრემლები გადმოუგორდა
- მამა, 80 წლის კაცი ხარ, ერთხელაც შენში ეჭვი არ შემიტანია ეს ხომ იცი მამაა? - იქვე იატაკზე ჩამოჯდა და ცრემლებად დაიღვარა, ამ სცენას გაოგნებული და პირდაღებული ვუყურებდი - გთხოვ, ხომ იცი მარიას გარდა იმედი არ მაქვს არავისი და არაფრის, მითხარი სიმართლე, თქვი რომ ჩემი შვილია და ეს ძალიან ცუდი სიზმარია, რომ ყველაფერი ბოროტი ხუმრობა იყო.. მამაა… გთხოვ - გულზე ირტყამდა მთელი ძალით ხელებს, ვერ ვინძრეოდი, მამამ მივვარდა, წამოაყენა და გულში ჩაიკრა
- შენც იცოდი? მამუკა… შენც? - ცრემლიანი თვალებით ახედა
- არ ვიცოდი, მაგრამ დამშვიდდი, არ შეიძლება შენთვის ნერვიულობა
- როგორ მოხდა თქვი, ნუ მაგიჟებ უარესად, მითხარი როგორ მოხდა სანამ რამე დავუშავე თავს
- უთხარით! - ხმა გაუმკაცრდა მამუკას, ვერ გაუძლო საყვარელი ქალის ამ მდგომარეობაში ჩაგდებამ - ჩვენ გვაქვს უფლება სიმართლე ვიცოდეთ ან რატომ დაგვიმალეთ?
- მე თქვენთვის ბედნიერება მინდოდა, როდესაც ლიამ იმშობიარა.. ექიმებმა საშვილოსნო ამოაჭრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიღუპებოდა და ვერ იცოცხლებდა, ბავშვი ვერ გადაარჩინეს და ამიტომ მივედი ამ გადაწყვეტილებამდე გეფიცებით არ მინდოდა მაგრამ გულმოკლული მამა, გულმოკლულ შვილს ვეღარ გაუძლებდა, არ მინდოდა შენს თვალებში ყველანაირი იმედი გამქრალიყო
- რა? ანუ.. ჩემი პატარა არ არის ამ ქვეყნად და შენ მე.. შენ მე მთელი ცხოვრება ტყუილში მაცხოვრე? ეგ არ იკმარე… ფაქტიურად ორი ადამიანი გაგვაუბედურე, ამ ბავშვის დედა?
- იმას ორი ჰყავდა…
- რას ამბობ ხვდები? არ გადამრიო - მივარდნა უნდოდა მაგრამ მამუკა ამაგრებდა - მერე რა რომ ორი ჰყავდა? ის იმ ორს მთელი 9 თვე ელოდებოდა გესმის? ისევე როგორც მე!
- მე სხვა გზა არ მქონდა..
- რა არ გქონდა? ცოტა დედა იყო ვინც უარი თქვა თავის შვილზე? ცოტა ბავშვი იყო საბავშვო ბაღში? რატომ მაინც და მაინც ის? თქვი, რატომ? - უღონოდ ჩამოყარა ხელები და თავი დახარა
- იმიტომ რომ იმ ბავშვს მოიკითხავდნენ, აუცილებლად იკითხავდა ადრე თუ გვიან მისი მშობელი და ამაზე იცოდნენ რომ მეორე დაეღუპათ - ძლივს ლაპარაკობდა ბაბუა
- ვინ იყო ამათი დედა? მე ვიცნობდი, ან ნანახი მყავდა?
- ერთად იწექით პალატაში - თავდახრილი ძლივს გასაგონად ლაპარაკობდა და თან ცრემლები სცვიოდა
- ნინელი.. - ამოისრუტუნა - ამიტომ მიშლიდი მასთან მეგობრობას? როგორ ამბობდი? შენი შესაფერისი არ არისო!
- ლია..
- წადი აქედან, წადი.. არ დამენახო ძალიან გთხოვ!
- შეიძლება რაღაც ვთქვა? - მორცხვად წამოდგა სესილი სავარძლიდან, გაშტერებული ხან ვის ვაკვირდებოდი და ხან ვის, თითოეული სიტყვა თითქოს გვიან მოდიოდა ჩემამდე და გულს მისერავდა
- გისმენთ შვილო - გაუღიმა მამუკამ
- იცით, ასე სასტიკადაც ნუ მოექცევით თქვენს მამას - ჩაილაპარაკა და თვალები დახარა
- რას ამბობ შვილო? მთელი 24 წელი გაცხოვრა საკუთარი დის გარეშე და შენ რას მეუბნები? ვაპატიო?
- მე ეგ არ მითქვამს, უბრალოდ რომ დავფიქრდეთ და მისი მხრიდანაც შევხედოთ ამ ყველაფერს, ბევრი მოიქცეოდა ასე, ალბათ.. იმ დროს როდესაც საკუთარ შვილს განადგურებულს და მიწასთან გასწორებულს ხედავ, ხვდები რომ სიმართლე თავიდან ბოლომდე დაანგრევს და სიცოცხლის ხალისს დაუკარგავს ყველაფერზე მიდიხარ, საყვარელი ადამიანის გამო ნებისმიერი წავალთ მსხვერპლზე და წამითაც არ ვიფიქრებთ რომ შეიძლება ამით ვიღაცა დავაზიანოთ, მიუხედავად იმისა რომ არასწორად მოიქცა, სადღაც, მამობის მხრიდან გამართლებას მოუპოვებს ადამიანი, მას უბრალოდ თქვენი გადარჩენა, თქვენი დახმარება უნდოდა.. შეიძლება აქამდე არც მოსულიყავით, შეიძლება დიდი ხნის წინ დაეკარგეთ და ამას ვერ გადაიტანდა.. - გაოცებული, პირდაღებული შევყურებდით ყველა და ვერავინ ბედავდა სიტყვის თქმას, ნუთუ გაამართლა? ვინ? ბაბუა? ადამიანი რომელმაც ერთმანეთს დაგვაშორა? არადა, მართალია, რაღაც მომენტში მართლა მართალია.. იმ კუთხით რა კუთხითაც გვანახა, მაგრამ მე მაინც ვერ ვპატიობ
- როგორ შეიძლება ასეთი კარგი იყოს ადამიანი? - ლია მიუახლოვდა და ხელი სახეზე ჩამოუსვა - სიტყვებს თავს ვერ ვუყრი რომ გადმოგცე რამდენად კარგი ხარ შვილო - ამოიხავლა და თვალი აარიდა - ჩვენი ბრალია ყველაფერი, რომ არა მამაჩემის საქციელი, ახლა შეიძლება მე და ნინელი კარგი მეგობრები ვყოფილიყავით, მაგრამ.. მამამ მისი შვილი ფულით იყიდა, თანაც ისე რომ სამუდამო ტანჯვისთვის გაიმეტა, იმ ტანჯვისთვის რომელიც მხოლოდ ჩემი წილი იყო, თუმცა, მიხარია რომ ერთმანეთი იპოვეთ!
- მე.. უბრალოდ - უხერხულად გაუღიმა - არა საპატიებელი არაფერი გაქვთ, თქვენ ხომ არ იცოდით, დედაც გაიგებს!
- გვაპატიე შვილო, გვაპატიე! ასეთი შეცდომები ადამიანებს გააზრებულად მოსდით, შეიძლება არ იფიქრონ მომავალზე, მაგრამ იმ წამს ზუსტად იციან რას აკეთებენ! - თავი დახარა მამუკამ
- მე წავალ..
- მეც მოვდივარ - მისკენ შევბრუნდი და გავუღიმე
- არ გვაპატიებ მარია? - ამოილუღლუღა დედამ და თავიდან გადმოსცვივდა ცრემლები
- საპატიებელი არაფერი გაქვთ - მივედი და მთელი ძალით მოვეხვიე - თქვენი ბრალი არაფერი არ არის - ორივეს გავუღიმე და ცრემლები მოვწვმინდე - არ დაგვიწყდებთ და არც უარს ვიტყვი თქვენზე, მიუხედავად იმისა რომ ჩემი მშობლები არ ხართ, მაინც მთელი სულით და გულით გამზარდეთ! არასდროს დავივიწყებ თქვენს ამაგს - ამოვისრუტუნე, სესილის ხელი ჩავკიდე და იქედან წამოვედი.

***

არ შემეძლო იქ გაჩერება, მართალია დღეს ცხოვრებაში ყველაზე დიდი საიდუმლო გავიგე, საიდუმლო, რომელმაც რამდენიმე ადამიანს გაუმწარა სიცოცხლე, ადრე ჩემი ბიოლოგიური დედა თუ იტანჯებოდა, ახლა ჩემი დედობილი გავდა გიჟს, როგორია გაზარდო შვილი, შენი სისხლი და ხორცი გეგონოს და უცებ გაიგო რომ ის არ არის, სხვაა.. სულ სხვა…
როგორ შეძლო და ამდენი წელი ზიდა ეს საიდუმლო გურამმა? ნეტა სიკვდილის წინ მაინც იტყოდა სიმართლეს?
რეალობამ გული მატკინა, ჩემი მშობლების მიმართ სიყვარული არ შემცვლია, მაგრამ ის იარები, რომლებიც ჩემს გულს მიაყენეს შეუძლებელია გამთელდეს.
მე 24 წელი დავკარგე, უამრავი დღე და წამი, განსაკუთრებით მამასთან მიმართებაში, მე ის ვერ გავიცანი, ვერ დაველაპარაკე, ვერ მოვეხვიე ეს კიდევ იმაზე დიდი დანაკლისია ვიდრე გაიგო ის რომ ფულით გიყიდეს.
დამპალი ექიმები თავიანთი დამპალი გულით, ვიცოდი რომ ადრე ხშირად ხდებოდა ასეთი რაღაცა, მაგრამ დედას ააცალო ახალდაბადებული შვილი ფულის გამო? რისთვის? მეორე რომ არ ჰყოლოდა დედაჩემს, ახლა ჩემს გვერდით სესილი რომ არ ყოფილიყო ხომ ვერასდროს გავიგებდი სიმართლეს? თურმე იმას ორი ჰყოლია, ამიტომ ნაკლებად ეტკინებოდა, რა მე არ მელოდებოდა მთელი 9 თვე? მე არ მივლიდა და ჩემს გამოც არ უფრთხილდებოდა თავს? რა მნიშვნელობა ჰქონდა 2 ჰყავდა თუ 27? მთავარი იყო ვუყვარდი და ჰაერივით ვჭირდებოდი, ვინ იცის რის ფასად დაუჯდა ის რომ ახლა იღიმის, იცინის ან თუნდაც სესილის ზრდის, ვინ იცის რამდენჯერ გამომიტოვებია მისი დაღვრემილი სახე და ცრემლიანი თვალები, ჩემი საქციელით რომ გამომესწორებინა, მე ვერაფერი ვნახე, თითქმის ყველაფერი გამოვტოვე ამ ცხოვრებაში.
- სად წავიდეთ? - ფიქრებიდან სესილის ხმამ გამომიყვანა
- სახლში, მინდა რომ დედასთან გავატარო დრო
- გთხოვ არ ინერვიულო რა, კარგი?
- რა არის სანერვიულო სეს? მითხარი, რა უნდა შევცვალო
- სწორედ ეგ არის, ვერ შეცვლი ვერაფერს და ის რაც წარსულია იმაზე არ უნდა იდარდო, მოხდა ასე და მოხდა, არაუშავს, ახლა ხომ გვყავს ერთმანეთი?
- როგორ ლაპარაკობ ასე მშვიდად?
- აბა რა ვქნა, მითხარი შენთან ერთად ვიკივლო და ვიწივლო, გადაგიყვანო ჭკუიდან და ლამის თვითმკვლელობამდე მიგიყვანო? ეს გინდა? თუ გინდა გავაკეთებ იმიტომ რომ შინაგანად ვდუღვარ, ერთი სული აქვს ვულკანს როდის ამოხეთქავს და ყველას სათითაოდ დაგლიჯავს, მაგრამ მე ვიცი როგორ ვაკონტროლო ემოციები ასეთ სიტუაციებში
- ბოდიში, უბრალოდ ძალიან გაღიზიანებული ვარ - მინას მივადე თავი და ამოვიოხრე
გადმომხედა, ვიგრძენი როგორ გამიღიმა და ხელი ხელზე მომიჭირა
- ყველაფერი კარგად იქნება!

***

მაქსიმე

ოთახში ნერვიულად მიმოვდიოდით და თითებს ვიმტვრევდით, ვცდილობდით ნინე გაგვემხნევებინა მაგრამ ამაოდ, ცრემლებად იღვრებოდა და ჩვენი არანაირი სიტყვა არ ჭრიდა
- ვინ იცის რას ეტყვიან - ამოილუღლუღა და სავარძელზე მიესვენა - როგორ მოვტყუვდი, გიგა, ჩემო გიგა, ჩვენს მეორე პატარასთან ისე დაგვაშორეს ხელიც არ აუკანკალდათ, უგულო და არაადამიანი ექიმი, რომელმაც ფულზე გაცვალა ადამიანობაც, თანაგრძნობაც და ყველაფერი
- დამშვიდდით გთხოვთ - გვერდით მიუჯდა დიტო და მიეფერა - რაც არ უნდა უთხრან ჩვენ მაინც გავარკვევთ სიმართლეს!
- მართალ - სიტყვა შუაზე გამიწყდა, სესილიმ და მარიამ კარები შემოაღეს, ნინე ეგრევე წამოდგა და მათკენ წავიდა
- რა მოხდა შვილო? - მარიას არაფერი უპასუხია, მთელი ძალით გაექანა და გულში ჩაიკრა
- დეე - ამოიტირა და უფრო და უფრო მაგრა იხუტებდა - როგორ დაიტანჯე ჩემს გამო დედიკო, რა დააშავე შენ, რისთვის ისჯებოდი ასე ძალიან, როგორ გტკიოდა და გჭირდებოდი წარმომიდგენია, მაპატიე დე, უჩემო წუთები და წამები მაპატიე, როგორ დაგტანჯეე.. - სრუტუნებდა და თან უფრო და უფრო ძლიერად იკრავდა გულში, რომ ვუყურებდი ვგრძნობდი როგორ იმატებდა ტკივილი სხეულში, როგორ მიჭირდა მთელი ის დრო მშობლის გარეშე, ვხვდებოდი რამდენს ვკარგავდი, მართალი იყო სესი, შეიძლებოდა ბევრად უარესი სიტუაცია შექმნილიყო, ახლა 100% ვიყავი დარწმუნებული ჩემს გადაწყვეტილებაში, ყველაზე სწორი ნაბიჯი გადავდგი ჩემს ცხოვრებაში რომ შევურიგდი მამას და მივიღე ის რასაც ამდენი წლის განმავლობაში ჩემი ხელით ვიკლებდი.
სესი გვერდით ამომიდგა და მომეხუტა, მისი სუსტი თითები ხელზე მომიჭირა და მკრთალად გამიღიმა, რაც შემეძლო მოვხვიე ხელები, მინდოდა ეგრძნო რომ მარტო არ იყო და მეც ვიზიარებდი მის ტკივილს თუ სიხარულს, ყველაფერს რაც კი მის ცხოვრებაში ხდებოდა.
როდესაც მარიამ მოესიყვარულა ნინეს, გაგვიღიმა და ფეხზე წამოდგა, დიტოსთან მივიდა და მოეხვია გახარებულმა.
- წავიდეთ? - გადავჩურჩულე სესილის
- წავიდეთ - დამეთანხმა და კარებისკენ დავიძარით ბოდიშის მოხდით, ერთი მოავლო ღიმილით თვალი იქაურობას და კარები გამოიკეტა.
- სად მივდივართ? - ინტერესიანი მზერა მომანათა
- გაიგებ - გავუღიმე და მანქანა დიდი სისწრაფით მოვწყვიტე ადგილს.

***

- აუ ეს რა არის?
- მატარებელია, ზემოთ აგვიყვანს მთაწმინდაზე
- მერე საშიში არ არის?
- არა სესი, აი ნახავ როგორ მოგეწონება
- მე სიმაღლის მეშინია
- ჰაერში კი არ არის გამოკიდებული - გამეცინა - უბრალოდ ზემოთ ავდივართ ნელნელა, თანაც ძალიან ლამაზი ხედი იშლება
- არ მინდა, სხვა გზით ავიდეთ
- ჩემს გვერდით რისი უნდა შეგეშინდეს სულელო, გულში ჩაგიკრავ და იქამდე არ გაგიშვებ სანამ არ ავალთ, გაწყობს?
- კი - თავი დამიქნია და როგორც კი ჩავჯექით ეგრევე მომეხუტა
- ისე ხარ ჩემს მაისურზე ჩაფრენილი მეეჭვება მთელმა მიაღწიოს სახლამდე
- ბოდიში - ააფახულა თვალები და მკრთალად გამიღიმა - იქ საქანელებზე დავჯდებით?
- აბა რას ვიზამთ, უნდა გაგამხიარულო
- ძალიან მტკივა მაქს გული, არვიცი
- ნუ ნერვიულობ იმაზე რაც წარსულია, ჯობია მომავალზე იფიქრო, მთავარია შენი და იპოვე..
- მართალი ხარ, უბრალოდ მაინც მტკივა ის წლები
- ვიცი, ვხვდები და მეც შენთან ერთად განვიცდი
- კიდევ კარგი რომ გიპოვე თორემ რა მეშველებოდა უშენოდ?! - ქვემოდან მორცხვად ამომხედა და სურვილი გამიჩნდა მთელი სახე დამეკოცნა ისეთი საყვარელი იყო
- იქნებოდი უჩემოდ, სახლში გამომწყვდეული
- მე? არაფერიც - გაიჯგიმა
- როგორ არა, შეხედე, სულ სახლში იჯექი და ეს ადგილიც არ იცი, ლისიც არ იცოდი
- მერე რა, უბრალოდ შენნაირად არ დავბოდიალობდი ყველგან - ენა გამომიყო და განზე გადგა
- მოიწიე აქეთ - მკლავში ვსტაცე ხელი და ისევ სხეულზე ავიკარი, მისმა სურნელმა სასიამოვნოდ დამიარა სხეულში - სულელი ბაჭია ხარ შენ რა ხომ გეუბნები
- მე არ ვარ სულელი, ეს შენ ხარ ვირი უბრალოდ და არ გესმის
- კარგი რა რაზე მიბრაზდები არ გადამრიო, წამოდი აგერ ნავზე დავჯდეთ და შემოგირიგებ
- ნავით აპირებ ჩემს მოთაფვლას? - თვალები დამიქაჩა
- მარტო ნავით არა, მერე საქანელები, შენნაირი პატარებისთვისაც იქნება რამე, მერე გაჭმევ
- ჩემნაირი პატარებისთვის? 3 თუ 4 წლით ხარ დიდი და მე მიწოდებ პატარას?
- სამი წელი რამდენია იცი? - შევიცხადე - უჰ, რა დაითვლის
- იმიტომ არის პატარა ბიჭს რომ გავხარ ხო? შენ უფრო ბავშვივით იქცევი ვიდრე მე - წარბები ამითამაშა
- შენ მაქცევ ეგეთად, თორემ მე სერიოზული, გაწონასწორებული და ჩამოყალიბებული პიროვნება ვარ
- ჰა?
- ნუ კარგი ხო, მხოლოდ სამსახურში
- მადლობა ღმერთს იქაც ასეთი რომ არ ხარ თორემ ხომ გააგიჟებდი გოგოებს?
- რომ გკითხოს კაცმა გეშინოდა, შენ კიდევ ლაქლაქებ აქ ენა არ გაგიჩერებია მთელი გზაა, მე წარმოვიდგინე როგორ მეხუტებოდი და შეშინებული თრთოდი, ალქაჯო
- მე ვარ ალქაჯი? შენ ხარ თვითკმაყოფილი იდიოტი, შეხედე შენს თავს, ცდილობ წყობიდან გამომიყვანო და მერე მე მაბრალებ ყველაფერს!
- ოჰ, როგორ ამოუდგია ენა, ჯერ სიტყვას ვერ ათქმევინებდი და ახლა შემოიხვევს კისერზე ენას!
- მოვედით როგორც იქნა, ასე ახლოს არ მომიწევს შენთან დგომა, რამდენი ხალხი იყო ამ მატარებელში კიდე! - ამოიდუდღუნა და წინ გაიჭრა
- დამელოდე ბაჭია, ვიცი რომ შეგიძლიათ ამ ბაჭიებს სწრაფად სირბილი მაგრამ ვირები ცოტა ნელები ვართ და გამითვალისწინე
- ყველაფერში როგორ უკან ხართ მოკლედ - აგრძელებდა დუდღუნს და ღიმილით მივყვებოდი უკან - ჰეი - შემობრუნდა და პირდაპირ ცხვირით შემასკდა, ისეთი საყვარელი იყო, თან რომ ბუზღუნებდა და თან ნატკენ ცხვირს რომ იზელდა რომ ლამის გულში ჩავიკარი, მაგრამ მხოლოდ დავიხარე და ნაზად ვაკოცე ცხვირზე
- ამიტომ ფრთხილად უნდა იყო სულელო - ყურში ვნებიანად ჩავჩურჩულე და დავტოვე გაოგნებული შუა გზაზე
- აუ იქ ტირიაა, მიდი რა ვითამაშოთ, სროლა იცი?
- კი ვიცი, წამო
- მერამდენედ ისვრი და კიდევ ერთს აცილებ
- ეს ბოლოა გპირდები - გავიცინე მის ბავშვურობაზე და ბოლოსაც გავარტყი - აჰა, ვსიო, აირჩიე რომელი სათამაშო გინდა
- აი ის ბაჭია - ხელი გაიშვირა საშუალო ზომის, ლამაზი ვარდისფერი ბაჭიისკენ
- რათ გინდა ეს?
- ამას დაგიტოვებ, ჩემს მაგივრად რომ დაგაგლიჯოს ნერვები - ენა გამომიყო და წინ წავიდა, ისევ ღიმილით ავედევნე უკან და თითოეულ მის მოძრაობას ღრმად ვიბეჭდავდი გონებაში.
იმდენ საქანელაზე დავაჯინე რომ ბოლოს ვერც მე მცნობდა მემგონი, მთელ მთაწმინდას მისი სიცილ-კისკისი ესმოდა, იქამდე თუ სევდა ჰქონდა ჩამდგარი თვალებში, იმის მერე თვალები უბრწყინავდა და ვარსკვლავები უციმციმებდა, მასთან ერთად გახარებული დავდიოდი და ხან ბატიბუტს ვჭამდი და ხან ბამბის ნაყინის, თავი ისევ პატარა ბიჭი მეგონა, რომელიც ოჯახის წევრმა წამოიყვანა პარკში გასართობად. საერთოდ რომ დავაკვირდი, სესილის გვერდით ყოველთვის ბევრად უფრო პატარა ვარ ვიდრე რეალურად, მასთან ერთად მომდის გიჟური იდეები თავში და მინდა რომ მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდეს, მეც ვერ მივხვდი ისე დაიკავა ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი.
შიმშილმა რომ შეგვაწუხა იქვე რესტორანში დავჯექით, ბევრი ხინკალი და ლუდი შევუკვეთეთ
ლაპარაკში ვიყავით გართული ტელეფონზე შეტყობინა რომ მოუვიდა, დიდად არ დავკვირებივარ მაგრამ მისმა გაფითრებულმა სახემ ჩემი ყურადღება მიიქცია, რაღაც ტექსტი სწრაფად აკრიფა და გააგზავნა, ტელეფონი დაბლოკა და უხერხულად გამიღიმა.
- მოხდა რამე?
- არა.. არაფერი - მაგრამ ეს არ გავდა ჩვეულებრივ მხიარულ მზერას, აშკარად რაღაც ისეთი ნახა რაც არ ესიამოვნა, მაგრამ ჩაძიებით არ ჩავძიებივარ ვთლიდი რომ ჯერ-ჯერობით ამის უფლება არ მქონდა.
საპასუხოდ გავუღიმე და იმ წამს მოტანილ ხინკალს დავწვდი
- შევეჯიბროთ? - ჩამიკრა თვალი უკვე გამხიარულებულმა ქალბატონმა
- მოდი - გამომწვევად ვუთხარი და შევუდექით ჭამას.
საბოლოოდ მან 15 ხინკალი შეჭამა, მე 13 და მომიგო
- სად გეტევა ამდენიი? - ამოვახავლე და სკამზე გადავწექი
- მუცელში - ენა გამომიყო და თვითონაც მომბაძა
- სესი
- ჰო
- წეღან ვინ მოგწერა? მოხდა რამე?



- არა არაფერი მომხდარა - შეცბა მაგრამ მაინც ღიმილით გადმომხედა, რათქმაუნდა არ დავიჯერე მაგრამ არაფერი შევიმჩნიე, არ მინდოდა რამე დამეძალებინა, ვიცოდი რომ არ დამიმალავს არაფერს, ამიტომ ჩუმად ვზივარ და ვაკვირდები მის მოძრაობებს, მოუსვენრობა ეტყობა, წამდაუწუმ საათს დაჰყურებს და ნერვიულად მიღიმის, მე მხოლოდ ღიმილით ვპასუხობ და მის დასმულ კითხვებს უდარდელად ვცემ პასუხს.
- წავიდეთ? - ღიმილით ვეკითხები კვლავ და ფულის გადასახდელად მივდივარ, ფანჯრიდან ვაკვირდები მის მოძრაობებს მაგრამ უცნაურს ამჯერად ვერაფერს ვერ ვამჩნევ. მშვიდად ზის და ჰორიზონტს გასცქერის, ვუახლოვდები და ვანიშნებ გავედით მეთქი, უხმოდ დგება და უკან მომყვება. გზაში ბევრს არ ვლაპარაკობთ, ალბათ რაღაცას განიცდის თორემ რა გააჩუმებს, მეც საშუალებას ვაძლევ მარტო დავტოვო თავის ფიქრებთან და ნაკლებად შევაწუხო.

***

ხვალ ჩემი დაბადების დღეა, დილიდან ყველანაირად ვცდილობ რომ გავაგებინო მაგრამ არაფერი გამომდის, ყოველ ჩემს ნამიოკს ისე იღებს თითქოს ვერაფერს ვერ ხვდება, მერე ისე გამიბრაზდა საერთოდ არ დამლაპარაკებია, იქაც სახლში რომ ვიყავით ყურადღება არ მომაქცია, ქვემოთაც გამექცა, რაცარუნდა ვუთხრა მაინც ბრაზდება და არ მაქცევს ყურადღებას.
მთელი დღე მოუთმენლად ველოდებოდი როდის დაბრუნდებოდა, რომ მოვიდა ისევ ისეთი სახე დაკერა და უკვე საშინლად გავბრაზდი, კედელთან რომ მოვიმწყვდიე ვერ მოვითმინე და ვაკოცე, ვხედავ როგორ აკანკალებს ჩემს ყოველ შეხებაზე და ამას საერთოდ გადავყავარ ჭკუიდან, ორად ვარ გაყოფილი, ვერაფერი ვერ გავიგე რა ხდება ჩემს თავს.
ვზივარ ჩვენს ოთახში გაბრაზებული, გაბრძანებულია ქალბატონი გარეთ და ელაპარაკება დედამისს, აბა ჩემი დაბადების დღე ვის ახსოვს? არავის, ვდუდღუნებ და თან ჩემს ნივთებს ვალაგებ, ასე უნდა მოიქცეს? ეკითხა მაინც როდის არის ჩემი დაბადების დღე! საძაგელი ბავშვი, ხომ გამახარებდა ახლა? ხომ გამაბედნიერებდა? უხ, მოვიდეს ერთი, კარგად გავლანძღავ, გულს მაინც მოვიფხან და მერე დავიძინებ თორემ ლამისაა გავსკდე ბრაზისგან.
უცებ შუქი ქრება მთელ სახლში.
- რა ხდება? - კარებს ვაღებ და ტორტით ხელში მეგებება ნატალი, მაკა და სესი ჩამწკრივებული, სესის ტორტი უკავია იმათ კი შუშხუნები და ბოლო ხმაზე მღერიან, ნუ ვაღიაროთ უფრო გაკივიან, ყურებამდე მეღიმება
- ჩაიფიქრე სურვილი - მეუბნება კისკისით სესი და მეც ეგრევე ვხუჭავ თვალებს, ისე გავბედნიერდი რომ ახლა ლამისაა სიხარულისგან გავსკდე, როგორ ვიფიქრე რომ დაავიწყდებოდათ?!
- გილოცავ დაბადების დღეს - მომეხვია და ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა
- მეც გილოცავ ძამიკო - ახლა ნატალი გადამეხვია და ბოლოს თვალცრემლიანი მაკუსია
- დაბადების დღეს გილოცავ ჩემო პატარა!
- დიდი მადლობა დედიკო - მთელი ძალით მოვეხვიე და ვიგრძენი როგორ აქვითინდა
- პირველად დამიძახე დედა რაც გაიზარდე იმის მერე - ტიროდა და თან იცინოდა სიხარულისგან
- ბევრს ვკარგავდი რომ არ გეძახდი ეგრე დე - გავუღიმე და თმები ავუჩეჩე, მერე ტორტი დავჭერით და ყველამ მივირთვით გემრიელად
- რა გემრიელი ტორტი იყოო! - თვალები აუციმციმდა ნატალის და მეორე ნაჭერიც გადაიღო
- კი ძალიან - დაეთანხმა სესი და გამეკრიჭა - მოგეწონა მაქს? - თან დიდი ნაჭერი გააქანა პირში და ტუჩები გაილოკა, ტანში სასიამოვნოდ გამცრა, უხმოდ დავუქნიე თავი.
- გიჟები ხართ რა, მე კიდევ მეგონა რომ დაგავიწყდით - გავიბუსხე
- მაქსიმე კი არ ვარ, ყველას დაბადების დღე რომ დამავიწყდეს - წამკბინა დედამ
- ვისი დამავიწყდა აბა?
- შარშან ჩემი და დედასი, მხოლოდ მაშინ მიხვდი რა ხდებოდა რესტორანში რომ მოხვედი
- კარგად შემარცხვინეთ მერე 50 კაცში ხელცარიელი რომ მოვედი - ჩავიღრინე ჯერ კიდევ ვიყავი მაგ დღეებზე გაბრაზებული
- რათქმაუნდა, აბა ეგ უნდა დაგავიწყდეს?
- სესილის ვინ შეახსენა?
- მე შევახსენე - ენა გამომიყო მაკამ და გამეცინა
- აბა მაგას რა ემახსოვრებოდა
- ჩემი დაბადების დღე როდის არის? - გამომცდელად მომაშტერდა
- რომელიღაცა თვის, რომელიღაც რიცხვში - არ დავიბენი და გავეკრიჭე რაც შემეძლო
- ვირი - ჩაიდუდღუნა
- წავედით ახლა ჩვენ - მაკუსიმ წამოაგდო ნატალი და სიცილ-კისკისით გავიდნენ.
დავრცით მე და სესი
- შემირიგდი? - თავდახრილმა ამოვიდუდღუნე და ახლოს მივედი მასთან.
- შეგირიგდი ჰო - გამიღიმა და მომეხვია - ვირო
- კარგი რა, ხოიცი არ მინდოდა შენი წყენინება, მაგას ჯობია იმას ვაწყენინო ვიდრე შენ მოგინდურო
- რათქმაუნდა, მე გლავნი ვარ - გამეჯგიმა
- ჩემი პატარა ბაჭია - უფრო ჩავიხუტე და თავზე ვაკოცე - დავიძინოთ ახლა
- ძილინებისაა - ცეკვა ცეკვით წავიდა საწოლისკენ და მოწყვეტით დაემხო
- ძილინებისა სესი! - ღიმილით ჩავილაპარაკე, გვერდით მივუწექი და მივეხუტე.

***

სესილი

ისე გავაბედნიერე მაქსიმე ამ სურპრიზით რომ მეც გადმომედო მისი მხიარულება, დილიდან ოთახებში დავქრივართ და ვემზადებით, მაქსიმეს შევთავაზე რომ საღამოს წამომყოლოდა ერთ ადგილას.
ჩემი საქმით ვიყავი გართული მაქსი რომ ოთახში შემოვიდა
- რას აკეთებ ცოლუკა?
- არაფერს რავიცი, ოთახს ვალაგებდი
- აი ეს შენ! - ღიმილით გამომიწოდა ყუთი
- დღეს ჩემი დაბადების დღე კი არ არის, შენია სულელო
- ვიცი უბრალოდ გუშინ რომ გაგაბრაზე, ამით გამოვისყიდი
- რა არის? - დავწვდი და ერთი ხელის მოსმით გავხსენი - აუუ, მაქს! - შევკივლე და ჩემი კრემისფერი კაბა გულში ჩავიხუტე - აუ დიდი მადლობა - გონს მოვედი და მოვეხვიე - საძაგელოო - თან სახეს ვუკოცნიდი გახარებული და თან ველუღლუღებოდი - ვიროო
- ასე თუ გაგიხარდება ყოველდღე მოგიტან ამ კაბას - გამიცინა და თვითონაც მომხვია ხელები
- უბრალოდ არ ვიცოდი რა ჩამეცვა დღეს საღამოს და.. - შევკივლე და თავიდან დავიწყე ხტუნვა ბედნიერებისგან
- კარგი, მიდი ახლა გაემზადე და წავედით
- უი 6 საათიც მოსულა - გავიცინე და სააბაზანოში შევვარდი.

***

რესტორანში შევიყვანე, ყველაფერი ირგვლივ ჩაბნელებული იყო
- რა ხდება სესი? - მარტო დავტოვე და ხალხს შევერიე
- სურპრიზიი - ბოლო ხმაზე შევკივლეთ და მაქსიმეს მეორეჯერ ჩამოუვარდა ყბა, თან ისეთი ვარკსვლავები აუციმციმდა თვალებში რომ ყველას გაგვეღიმა, მერე ღიმილით გამოიქცა და ყველას სათითაოდ გადაეხვია
- გიჟები ხართ რა! - გაიცინა და ბოლოს მე ჩამიკრა გულში - მადლობა ცოლუკა, ძალიან დიდი მადლობა!
საღამო მშვიდად მიმდინარეობდა, ყველა სვამდა, იცინოდნენ და ერთობოდნენ. უცებ ყველას გამოვეყავი და ბარმენთან მივედი, რამე ისეთი მინდოდა რაც ცოტახნით მაინც დამავიწყებდა ამ გრძნობას რაც ჩემს გულში ტრიალებდა, ჭიქა რომ დამიდგეს ზუსტად მაშინ ვიგრძენი მაქსიმეს სურნელი და გაღიმებულმა შევტრიალდი მისკენ მაგრამ ღიმილი სახეზე მიმეყინა…

***

- გამარჯობა - ამოილაპარაკა ღიმილით ვიღაც ქერათმიანმა, ცისფერთვალება, გაჩხიკინებულმა გოგომ, რომელიც საკმაო მაღლებზე იყო შემდგარი და ლამაზი ტანშიგამოყვანილი კაბა ეცვა, მაქსი ისეთი იმედის თვალებით შემომცქეროდა ეგრევე მივხვდი ვინ იყო და მეც ღიმილით დავუბრუნე პასუხი
- გაგიმარჯოს
- სესი, გაიცანი ეს ბარბარეა, ბარბარე ეს სესია
- სასიამოვნოა - მკრთალად გავუღიმე და მანაც დამიბრუნა ღიმილით პასუხი
- ჩემთვისაც
- ბარბი მიდი ნატალი დგას იქეთ და მეც ახლავე შემოგიერთდებით - კულტურული ღიმილით გაისტუმრა მაქსმა და მერე მომლოდინე მზერით შემომხედა
- ის არის?
- ხო, როგორია?
- ძალიან ლამაზია - სათვალე შევისწორე და ბარისკენ შევბრუნდი - კარგი გემოვნება გაქვს!
- შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორი მნიშვნელოვანი იყო შენი აზრი ჩემთვის - გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა, მე საპასუხოდ ვერ გავუღიმე რადგან გული მთლიანად გამოგლეჯილი მქონდა.
- მიდი ბარბარესთან, ტეხავს მარტო რომ დატოვო - ნელნელა მოვწრუპე კუთვნილი კოქტეილი
- მერე შენ?
- მე წავალ მალე
- სად მიდიხარ არ გადამრიო
- შენი ცხოვრებიდან მეთქი უნდა მეთქვა მაგრამ არ დამაცალე - მკრთალად, ძალით გავუღიმე და იქედან მაკასკენ ავიღე გეზი.

***

- ეს გოგო ვინ არის?
- მაქს მოსწონს - დაუფარავად ვთქვი სიმართლე
- რას ამბობ, მერე შენ ასე უნდა იდგე?
- მაკუსი, დაძალებული არაფერი მჭირდება, მითუმეტეს ქმარი, მე მაინც წავალ მისი ცხოვრებიდან და არ ვაპირებ ძალით რაღაცების შეთხზვას - ხელი გადავხვიე
- არასწორად იქცევი
- და რა გინდა რომ გავაკეთო? კისერზე ჩამოვეკიდო და იმ გოგოს ჩემი უფლებები ვანახო? ამით რას მივაღწევ? ჩემი გრძნობები სააშკარაოზე გამოვა, დავრჩები უფრო გულნატკენი მისგან მხოლოდ უარყოფას რომ მივიღებ, მე კიდევ მირჩევნია საუკეთესო მეგობრები მაინც ვიყოთ, ათასში ერთხელ მაინც დავურეკავ და ბოლოს და ბოლოს მის ქორწილშიც ვიქნები დაპატიჟებული. რატომ უნდა დავიტოვო ცუდი სახელი, მე მარტომ უნდა გავაგრძელო ცხოვრება და იმას კი ჰყავს უკვე თავისი რჩეული
- შენ უყვარხარ, უბრალოდ ვერ ხვდება
- მე რომ ვუყვარდე ადამიანს სხვანაირად უნდა იყურებოდეს, იმ გოგოში გარეგნობა მოსწონს, თორემ ახლავე რომ შევეჯიბრო სასწაულს იტყვის დამიჯერე, სუფთა ქერა იქნება თვალებში ეტყობა
- ეჭვიანობ?
- ალბათ უფრო მშურს, ასეთი მაგარი გოგო რომ არის, მე კიდევ მაცვია ჩემი “საოცნებო” კაბა, რომელიც ყველაფერს მიფარავს და მგონია რომ იდეალურად გამოვიყურები, რეალურად კიდევ არაფერს წარმოვადგენ უბრალოდ მეგობრის გარდა
- აჭარბებ სესილი
- არ ვაჭარბებ მართლა, ეგრე რომ არ იყოს ამ ქალბატონს აქ მოიყვანდა? ვერ შემამჩნევდა? კარგი რა.. წამიერი არაფერი არ არის ნამდვილი, სულ უნდა გიდუღდეს სისხლი, რაც ამ გოგოსთან ექნება იმიტომ რომ ნამდვილად სექსუალურია - გავუღიმე და მარიასკენ დავიძარი
- დაიკო, რას შვები? - შემომეგება ისიც ღიმილით - არ დაგირეკავს უკვე მეორე დღეა ვიფიქრე ისეა გართული თავისი პრინცის ამბებში მეთქი
- ჩემი პრინცი არ არის ეგ - სახე დავასერიოზულე - უბრალოდ დაბადების დღე მოვუწყვე თავის ბარბითურთ - დავიჭყანე “ბარბის” გახსენებაზე
- ეს გოგო მოსწონს? ამ ბიჭს გემოვნება სად აქვს?
- მაგარი გოგოა მარია, ნუ აჭარბებ
- არა მართლა შეხედე, რა წვრილია, ერთი ხელი რომ ვკრა ისე გადმოვარდება ვერც ააწყობენ - წარბები ამითამაშა
- არც იფიქრო გესმის? არ მჭირდება ურთიერთობის გაფუჭება
- დ აიკიდე თუ ვერ გაფასებს, მოვა დრო და შეგეხვეწება აი ნახავ!
- მე რომ გრძნობა გამინელდება და მასთან აღარ მომინდება რაში მჭირდება ეგეთი?
- ნამდვილი გრძნობა არ ნელდება - თვალი ჩამიკრა
- ხოდა რაიცი რომ ნამდვილია?
- ვიცი
- სადაა დიტო?
- მოვა ახლა
- ველოდები, უნდა იცეკვოთ აუცილებლად, სცენის შუაში მარტო თქვენ ორმა
- რა აკვიატებაა ახლა ეს?
- ის აკვიატებაა რომ მინდა ეს საღამო ლამაზი იყოს, ხოდა მიატრიალე-მოატრიალე თავი აბა თქვენზე მაგარ წყვილს ხედავთ სადმე?
- კი თქვენ
- მე და მაქსი წყვილი არ ვართ, შეგიძლია საუკეთესო მეგობრები გვიწოდო, აი მოვიდა შენი ბიჭი და 15 წუთში მუსიკას ჩავრთვავ, რომ არ გამოყვე იცოდე ძალით გაცეკვებ შუა სცენაზე ოღონდ მარტო
- კარგი ხო კარგი - აბუზღუნდა და დიტოსკენ წავიდა ღიმილით.
მე ისევ ჩემს კუთვნილ ბარს დავუბრუნდი და კიდევ ერთი კოქტეილი მოვითხოვე.

***

მარია

როგორც იქნა დალაგდა ჩემს ირგვლივ ყველაფერი, განსაკუთრებით დიტოსთან ურთიერთობა, დედას ჯერ ვერ ვეძახი ნინეს მაგრამ ცოტა მაკლია, ალბათ უფრო ერთი ბიძგი მინდა და მერე ორივეს სათითაოდ ჩავიკრავ გულში.
არავისზე არ ვბრაზობ, ვეთანხმები სესილის, მას ყველაზე კარგად ესმის თითოეული ადამიანის ტკივილი და გადადგმული ნაბიჯი, რომ დავფიქრდი ალბათ ბევრი მოიქცეოდა მათ ადგილზე ასე და ამიტომ აღარ გავკიდებივარ.
როდემდე ვზდიო წარსულს, მინდა რომ თავს ბედნიერების უფლება მივცე განსაკუთრებით დიტოს გვერდით.
დღეს მაქსიმეს დაბადების დღეა, ჩემი დის შეწუხებულ სახეს რომ ვუყურებ მინდება რომ დავახრჩო, როდის მიხვდება რომ უყვარს, რომ სჭირდება და აუცილებლად ერთად უნდა იყვნენ? ამხელა ბიჭს მაინც რა ბიძგი სჭირდება?
ნერვები მეშლება, მინდა რომ ერთი კარგად შემოვარტყა, იქნებ მოვიდეს აზრზე?!
ამასობაში სესილიც მიახლოვდება და ცდილობს რომ დამაწყნაროს, თუმცა დიდხანს არ გაუვა ეს მისი კაპრიზები ვაჟბატონს, მაცალოს, ახლა დაიწყება მისთვის შოუ!
დიტო შემოდის დარბაზში და მთელი ძალით მეხვევა, სიამოვნებისგან გული მიფართხალებს.
- ვიცეკვოთ? - დათქმულივით მართლაც 15 წუთში მიწვდის ხელს და მეც ღიმილით მივყვები მოედნისკენ.
წყნარ, მშვიდ მუსიკას ნაზად ვაყოლებთ სხეულებს, ისე მჭიდროდ ვყავარ მიკრული რომ ჩემი ცხვირი მის კისერს ეხახუნება დროდადრო და სასიამოვნოდ ეხორკლება კანი, მეც მაკანკალებს სიამოვნებისგან, ბოლოს ხელზე მაწვენს და ტუჩებში ისე ტკბილად მკოცნის რომ ლამის ხელში ჩავადნე.
სიმღერა სრულდება, ვუღიმი და გამობრუნებას ვცდილობ ჩემს ხელს რომ იჭერს თავიდან
- მარია
- რა ხდება დიტო? - გაოგნებული ვიყურები სინათლე მხოლოდ ჩვენ რომ გვეცემა
- ცოლად გამომყვები? - მუხლებზე დგება და კოლოფს მაღლა წევს, შოკისგან ჯერ ვლუღლუღებ და მერე ბოლო ხმაზე ვკივივარ
- კი, კი, კი გამოგყვები აბა რას ვიზამ დიტუ - თითზე ბეჭედს მარგებს, დგება და მთელი ძალით კი არ ვეხვევი ვახტები ზედ და ხელებს-ფეხებს ერთდროულად ვხვევ - ჩემი ბედნიერება ხარ
- შენ ჩემი პატარა ქალბატონო და აწი იცოდე არსად არ გაგიშვებ, ცოტა კი დავაგვიანეთ მაგრამ მაინც - იცინის და ისევ ტკბილად მკოცნის ტუჩებში, ვდნები
- გილოცავთ - სესილი გვიახლოვდება, ეგრევე ვხტები დიტოდან და წინ ვუდგები წარბებ შეკრული
- იცოდი ხო?
- ა და ახლა მომთხოვ პასუხს რატომ არ მითხარიო? - აქეთ მიჭედავს და ფეხს ნერვიულად აკაკუნებს
- მე ბოდიში - ხელებს დანებების ნიშნად ვწევ და ყველას სიცილი უტყდება ირგვლივ, მაგრად ვეხვევი სესილის და ლოყაზე ხმაურიანად ვკოცნი - ყველაზე მაგარი დაიკო მყავს მეე!
- გეთანხმები - მაქსიც მიახლოვდება და გვილოცავს ორივეს
- აჰა, მაგრამ ზოგიერთები ვერ აფასებენ და გულს ტკენენ უმიზეზოდ - ვკბენ მე და ისე მიბრწკინა სესილიმ ლამის სული ამომიღო - მეტკინა გოგო
- აბა რატო ლაპარაკობ ეგრე რა საჭიროა? დამშვიდდი - თვალებს მიბრიალებს და მეც ვინაზები სიძის წინ მაგრამ მაინც ჩემთვის ვსისინებ - დიდი ხანი არ გაგივა ეგ შენი მეამიტი თვალებით მზერა, დამაცადე
- რამე თქვი? - მაჩერებს მაქსი
- არაფერი, ისე - მხრებს ვიჩეჩ და დანარჩენებისგანაც ვიღებ მოლოცვას.

***

სესილი

როგორც იქნა დღის გეგმები ამოვწურე, ბედნიერებისგან ვასხივებ, ერთადერთი მოკისკისე ბარბარე და მასზე მიკრული მაქსიმე მიშლიან ნერვებს, მაგრამ სასმელმა ისე შემათრო უკვე ეგეც აღარ მაინტერესებს.
უცებ მაქსი საცეკვაოდ იწვევს ბარბარეს და ლამისაა ბრაზისგან გავსკდე.
- მისი ცოლი ხარ? - ზედმეტად სიმპატიური ბარმენი ღიმილით მეკითხება, ვერ ვგრძნობ რომ დამცინის ან ირონიულია, ან შეიძლება მე არ მინდა იყოს ასე
- დროებითი ცოლი - პირველ სიტყვას ხაზს ვუსვამ და მოცეკვავე წყვილს ვადევნებ თვალყურს
- შენისთანა გოგოს ასეთ გოგოზე არ გავცვლიდი - ღიმილით მესაუბრება კვლავ და თავის შავ თვალებს აშკარად მიჟუჟუნებს
- ეს დაცინვად მივიღო? სად მე და სად ის გოგო
- იმ გოგოს შეიძლება ახლა ბოლო დონეზე აცვია, თავისუფლად იქცევა და ეჟღურტულება, მაგრამ რეალურად მაგრად კ იდია ეგ შენი ქმარი, პირიქით ფული აინტერესებს ხოლმე, აი შენ კი გეტყობა რომ სასიამოვნო მოსაუბრე იქნები
- საიდან ამდენი ინფორმაცია ჩემზე?
- ფსიქოლოგი ვარ პროფესიით
- და ბარმენად რატომ მუშაობ?
- თავიდან ბარმენობა მინდოდა, მაგრამ შემდეგ ფსიქოლოგიამ გამიტაცა და იმაზე ჩავაბარე როგორც კი ამ პროფესიის შესწავლას მოვრჩი, ასე რომ - ხელები გაშალა და თვალი ჩამიკრა - თქვენს წინაშეა ფსიქოლოგი ბარმენიი დადაამ - ისეთი სიცილი ამიტყდა ძლივს მომასულიერა - კარგი რა რა ვთქვი სასაცილო?
- ფსიქოლოგი ბარმენი პირველად გავიცანი მე ბოდიში
- არადა ძალიან საინტერესო პიროვნება ვარ რეალურად
- ვიცი, მივხვდი, უბრალოდ შენი პროფესიები ისე ახლოს არის ერთმანეთთან რომ არაფერი მეთქმის
- სხვათაშორის ერთ-ერთ საავამდყოფოში ცნობილი ფსიქოლოგი ვარ, საღამოობით ვმუშაობ ხოლმე აქ ასე ვთქვათ განტვირთვისთვის, არც ეგეთი უნიათო ვარ
- არც მიკადრებია - გამეღიმა მის გულწრფელობაზე - უბრალოდ ვერ წარმოვიდგინე რომ აქ ახლა ჩემს წინ ასეთი ცნობილი ექიმი დგას
- შენს სახელს არ მეტყვი?
- სესილი
- რა ლამაზი სახელია, მე იოანე, სასიამოვნოა - ხელს მიწვდის და მეც დაუფიქრებლად ვართმევ
- ჩემთვისაც იოანე
- ახლა ასე უნდა მომმართო? როგორ ხარ იოანე, რას შვები იოანე, მადლობა იოანე, რამე შეამოკლე რა
- მაშინ იო - ვუცინი და ვთხოვ კიდევ ერთი კოქტეილი მომიმზადოს
- დათვრები ეგრე
- მერე ქმარი აგერ არ მყავს?
- თუ ქმარი არ იქნება, მე ვარ აგერ და მოგივლი არ ინერვიულო
- შენს იმედზე ვარ მოკლედ, აბა ის თავის ბარბის მიატოვებს და ჩემთან გამოიქცევა?
- რავიცი ისეთი გაბრაზებული სახით გვიყურებს, მემგონი ამ ბოთლებს დამაფშვნის თავზე ცოტახანში - მხრებს იჩეჩს
- კაი ერთი, ზღაპრების დიდი ხანია არ მჯერა, მირჩევნია არ გავიხედო თორემ გული მეტკინება
- რატომ გაყევი ცოლად?
- შემთხვევით - ამოვიფრუტუნე და იმ წამს დადებულ სასმელს დავწვდი - შენ ცოლი არ გყავს?
- არა
- არც არავინ არ გიყვარს?
- რომ მიყვარს რა? მიმიღებს?
- ვინ არის ასეთი
- აი იმ გოგოს ხედავ? - რომ გავიხედე და ნატალიზე მიმითითა ყბა ჩამომივარდა
- ნატალი?
- ჰო, ნატალი - დამიქნია თავი
- მერე რატომ არ მოქმედებ?
- ვიღაც სხვა უყვარს, ა*ვარი, რომელიც მის გრძნობებზე თამაშობს
- კარგი ერთი რა, შენ შენი ცადე იქნებ შეუყვარდე და შენთან წამოვიდეს, თანაც ნახე როგორ გიყურებს, ფაქტიურად თვალებით გჭამს
- არ მჯერა ეგეთების
- ჩემსას კარგად ამჩნევ? რაღა ნატალი ვერ შეამჩნიე?
- შენი ქმარი ცოფებს ყრის და თვალებიდან ნაპერწკლებს, გახედე გეხვეწები ყბები როგორი დაჭიმული აქვს, თვალს არ გვაშორებს
- ანალოგიურია ნატალიც, ხომ ხედავ, შენ კაცს ხედავ მე ქალს, თუმცა შენ ქალის დანახვა არ უნდა გაგიჭირდეს, თუ უბრალოდ არ გინდა რომ დაინახო?
- არ მინდა ჩემს თავს ტყუილი იმედი მივცე რატომ არ გესმის?
- მესმის, რადგან მეც არ ვცდილობ რამე გავაკეთო და მითუმეტეს რაღაც წამიერი მისი სისუსტეები დავიჭირო ჩემს მიმართ
- რაზე ჭუკჭუკებთ? - ყალბი ღიმილით გვიახლოვდება ნატალი და გვერდით მიჯდება, ესეც პირველი გამოვლინება მისი ეჭვიანობის
- გავიცანით ერთმანეთი უბრალოდ - უღიმის იო
- მერე? მოგეწონა ჩემი რძალი?
- შენი ძმაა ის ასე რომ იქცევა? - თვალები დავუბრიალე როგორც კი ამაზე დაიწყო საუბარი და ეგრევე მოკეტა - აი იმ ქერა გოგოსთან ერთად რომ არის
- შენ რომ სესილის ესაუბრები?
- ჩვენ ვმეგობრობთ, თანაც საიდუმლო გავუმხილე თუ ვინ მიყვარს - ხელებით დაეყრდნო მაგიდას და გამომცდელად აათვალიერა, ნატალისაც ფერები გადაუვიდა სახეზე
- და ვინ გიყვარს?
- არ გეტყვი - მხრები აიჩეჩა და ჭიქების გამშრალებას შეუდგა. მივხვდი რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო ამიტომ ჩუმად გამოვიპარე, მაკას თვალი ჩავუკარი და რესტორნის კარები ყველასგან შეუმჩნევლად გამოვიხურე.
ზაფხულის წვიმა იყო გარეთ, ისე ლამაზად, თბილად და გემრიელად წვიმდა რომ მომინდა ფეხშიშველი მერბინა, საერთოდ დავივიწყე რომ ახლა საღამოს კაბით ვიყავი და პრიჩოსკაც შესაბამისად მქონდა შერჩეული, ტუფლები გავიხადე და იქვე მივყარე, აღარაფერში მჭირდებოდა, კაბა მუხლის ქვემოთ დავიჭირე და გადავხიე, არც ეს საოცნებო კაბა მჭირდებოდა რამედ, შემდეგ ფეხშიშველა გავირბინე ბალახზე და ცეკვა, ხტუნვა, სიმღერა დავიწყე, თან წვიმის წვეთებს ვუშვერდი სახეს და სიამოვნებისგან ერთიანად მაცახცახებდა, ნელნელა დავუყევი გზას სახლისკენ, ფეხშიშველი მივხტოდი, ვიცინოდი და ვკისკისებდი, საერთოდ დავივიწყე ყველანაირი პრობლემა, თუნდაც მაქსიმე სადღაც კუნჭულში მივმალე და მთლიან სიამოვნებას ვიღებდი წვიმისგან.
სახლში სანამ მივიდოდი, რაღაცას წამოვედე და მწარედ დავენარცხე მიწაზე, ფეხები მთლიანად გადავიტყავე, ტკივილი ერთიანად მივლიდა სხეულში და ნაბიჯის გადადგმა მიჭირდა ისე მწვავდა ჭრილობები მაგრამ მაინც არ ვნებდებოდი, დავრბოდი დავხტოდი და ვკიოდი ბოლო ხმაზე, მინდოდა მთლიანად დავცლილიყავი ემოციებისგან.
სახლში როგორც კი მივედი ეგრევე კაბა გადავიძვრე და ზემოთ ავირბინე როგორც შევძელი, ღიღინით შევაღე საძინებლის კარი და ლიფის გახსნას ვაპირებდი სილუეტი რომ დავლანდე ოთახში, სავარძელში იჯდა და გაუნძრევლად მიყურებდა, მისი თვალები გაბრაზებისგან ელავდა. შიშისგან ავკანკალდი, ფრთხილად წავიღე ხელი ჩამრთველისკენ და შუქი ავანთე, სავარძელში მაქსიმე იჯდა, გაბრაზებული შემომცქეროდა და მათვალიერებდა
- სად იყავი? თანაც კაბა გაქვს შემოხეული, ფეხშიშველი, ერთიანად სველი
- მე რა ანგარიში უნდა გაბარო სად დავდივარ? - გავღიზიანდი და კაბა იქვე მივაგდე
- რას ნიშნავს ანგარიში უნდა მაბარო?
- იმას ნიშნავს რომ არავინ არ ხარ ჩემთვის, უბრალოდ მეგობარი ხარ, რომლის ცოლად ვითვლები საზოგადოებაში, იმის აქეთ კიდევ არაფერი ვარ შენთვის - უემოციოდ ვლაპარაკობდი და ნივთებს ვაგროვებდი აბაზანაში შესასვლელად
- როგორ ლაპარაკობ? ჯერ იყო და იმ ბარმენს ეკურკურებოდი, მერე იყო და საერთოდ წამოხვედი იქედან, მესამეც ის ბიჭი მალევე აორთქლდა, რა ხდება? რაო მოგეწონა?
- რა უფლებით მისვამ შენ მე ასეთ კითხვებს, როდესაც მე შენი “ცოლი” მთელი საღამო სხვაგან ვიჯექი და შენ იმ შენს ბარბის ეკურკურებოდი? ვინ ხარ? - მკერდზე მივარტყი ხელი და რამდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან - თქვი, ვინ მიგდიხარ?
- სესი
- სესი არა რა, სესილი მქვია, შენგან არ მჭირდება მოფერებითი სახელები მაქსიმე და საერთოდ! დიახ იმ ბარმენთან ვარ, რომელთანაც იდეალურად ვიგრძნობ თავს ნამდვილად - მივახალე და აღელვებულმა გამოვედი საძინებლიდან.
სააბაზანოში რომ შევიკეტე ჯერ წყალი გადავივლე, მაგრამ ვერაფერმა დამიმშვიდა ჩემი აფორიაქებული სული, მერე ჭრილობები გადავიხვიე და დავიმუშავე, უხმოდ შევედი საძინებელში, არ ეძინა, ტახტზე იწვა და ჭერს უყურებდა, ჩემი შესვლის დროს წამოიწია და მუხლებს გაუშტერა მზერა
- რა მოგივიდა მუხლებზე? - ეგრევე მომვვარდა
- არ შემეხო ძალიან გთხოვ რა - უხეშად მოვიშორე და გვერდი ავუარე
- სესი გთხოვ
- საერთოდ დაივიწყე რომ შენს გვერდით ვცხოვრობ, რომ ერთ ოთახში გვძინავს, ცოლქმრობაზე ზედმეტია საუბარი!
- ნუ მოიქცევი ასე
- ასე? რატომ არ უნდა მოვიქცე? გამახსენე რა გითხარი? არასდროს არ გაპატიებ მეთქი, ხოდა არ გაპატიებ ნამდვილად, დღეს ისეთი შეცდომა დაუშვი, რომელსაც ვერ გამოასწორებ, ყელში ამომივიდა ნამდვილად, ვინ მიგდია ეგ ბარბარე? ვინ? რომ ეცეკვე, მე ადამიანმა შენთვის ვიშრომე, ყველაფერი გავაკეთე რომ ამ დღეს ბედნიერი ყოფილიყავი, შენ ერთხელ მაინც მომაქციე ყურადღება? მოათრიე აქ ვიღაც ძ*კნა, ფ*ხებზე მ*იდია, გაბრაზდი ასე რომ მივმართავ და ევლებოდი თავზე მთელი საღამო, თქვი რა გაგიკეთა? იმაზე მეტი გააკეთა რაც მე? ნუთუ ეგ მაინც არ დავიმსახურე? ნუთუ შენი ერთი მოკითხვაც ჰა? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, შენ რომ ასე მოიქცეოდი არ მეგონა, ვიფიქრე დანარჩენ 6 თვეს მშვიდად გავატარებდით, ასე მალე რომ დავმეგობრდით და ბედნიერებისგან რომ ვასხივებდით ორივე მეგონა ყველაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ დღევანდელ შეცდომას არ გაპატიებ, ვინც უნდა იმან გამკიცხოს და ჩათვალოს რომ სულელი ვარ, მე შენ არ გპატიობ და დაიჯინე ეგ ბარბარე სახლში და ეფოფინე თავზე, მიხვდები ყველაფერს მალე! - ზურგი ვაქციე და საწოლში შევწექი, ახლა ისე ვიყავი გაბრაზებული ვერაფერი ვერ დამაწყნარებდა. არაფერი უპასუხია, უხმოდ მომიწვა გვერდით და ვერც კი გავიგე ისე ჩამეძინა.

***

ორი თვე ისე გადის რომ თითქმის არც ველაპარაკებით ერთმანეთს, პირიქით მაქსიმალურად მარიდებს თავს, ერთ დღესაც მარიას დაჟინებული თხოვნით ვხსნი ამ facebook - ს, ეგრევე უამრავი მეგობრობის თხოვნა ჩნდება და ნერვები მეშლება, ყველას ვიმატებ ისე რომ არც ვაკვირდები ვინ არის.
ცოტახანში მაქსიმეს ვწერ ძებნაში და ეგრევე ვპოულობ, მთავარზე შარვალ კოსტუმში გამოწყობილს უდევს ფოტო, უამრავი ლაიქი და კომენტარი აქვს გოგოებისგან, არც ვაქცევ ყურადღებას ან რაში მჭირდება.
მის გვერდს ჩამოვუყვები ინტერესით და თითქმის ყველა პოსტს ვკითხულობ, უმეტესობა უინტერესოა, ზოგიც ტატოზე და დედამისზეა, მათ ურთიერთობაზე, ერთ-ერთი პოსტი თვალს მჭირს თავისი გულებით და სმაილებით, ვაკვირდები და კარგად ვარჩევ სახელს - ბარბარე.
“ ჩემი ბიჭი ხარ მარტო შეენ! <3 <3 <3 “
ბრაზი მერევა და კომენტარებს ვხსნი მისი დაქალები ერთ ამბავში არიან
“ ეგ ბიჭი მხოლოდ შენია ჩემო ულამაზესო და ვერავინ წაგართმევს!!! :*:*:* “
“ აბა რა, ის სწერვა ვერც მოვა შენამდე, პროსტა როდის მოშორდება რაა! :@ ჩემო სილამააზეე! <3 “
“ სათვალეს და ბრეკეტებს ვაფიცებ, კიდევ კოჭამდე კაბებს, ამით ცდილობს მისი თავი აგახიოს? საწყალი, კარგად ეტყობა მაქს ვინც ურჩევნია, თქვენ სულ ერთად იქნებით <3 <3 <3 “
სიბრაზისგან თვალები მიწითლდება, მის გვერდზე გადავდივარ და უამრავ ფოტოს ვხედავ ერთად გადაღებულს, საშინელი კომენტარები ჩემთვის და გულისგასახერები მაგ ბარბისთვის, ხელოვნური თოჯინასთვის.
მარია მხარზე მიჭერს ხელს რომ ჭკუიდან არ გადავიდე, გაბრაზებული ადგილზე ვთრთი და მზერას ერთ წერტილს ვუყურებ, უემოციოდ ვხურავ ლეპტოპს და ოჯახის წევრებს ვუღიმი
- ჩემი ბრალია ყველაფერი - მარიას ქვითინი წვდება ჩემს სმენას და გული მეკუმშება რომ ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შემიძლია, სამაგიეროდ დიტო ხვევს ხელს და გულში იხუტებს, ვშმვიდდები, ამ მხრივ მაინც
- შენი ბრალი არ არის, ეგ გოგოა ყველაფერში დამნაშავე, 3 თვის უკან ჩამოვიდა, იქამდეც მოსწონდა მაქსიმეს მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა, მერე უცხოეთში წავიდა რაღაც კონტრაქტით და რომ დაბრუნდა თქვენი ამბავი დახვდა, დაიბოღმა და ეგრევე დაუწყო რაღაცები
- მაქსიმეც წამოეგო თავისუფლად, ყოველთვის ეგრე იქნებიან
- რას იზამ?
- ჯერ არვიცი, წავედი მე და შეგეხმიანებით აუცილებლად - ჩავყარე ჩანთაში წიგნები და ლამის იქედან გამოვვარდი.
გზაში ესემესი გავუგზავნე
“დროზე მოდი სახლში.”
“რა ხდება?” პასუხმა არ დააყოვნა
“საქმე მაქვს!”
“არ მცალია, ბარბარესთან ერთად ვარ” ურცხვად მეუბნება და მინდა რომ ახლავე შუაზე გავგლიჯო ასეთი თავხედობისთვის
“ფე*ებზე მ*იდია მე ეგ შენი ძ*კნა, დროზე მოდი სახლში!!!!!”
პასუხი მომწერა მაგრამ არ გამიხსნია, ავირბინე კიბეებზე და კარები რასაც ქვია შევგლიჯე, იქვე სავარძელში ჩავჯექი და მოუთმენლად დაველოდე მის გამოჩენას.
დაახლოებით 15 წუთში ხმაურით ამოვიდა კიბეებზე და კარები მიაჯახუნა
- რა მოხდა ასეთი? და საერთოდ რანაირად ლაპარაკობ ბარბიზე?
უხმოდ ავდექი, მის წინ ავესვეტე და უემოციო სახით მთელი ძალით გავარტყი სილა
- სე-სი? - გაოცებულმა ძლივს ამოთქვა
- ეს ჩემი დამცირებისთვის!
- რას ამბობ? - ხელი გამიკავა, მაგრამ უხეშად მოვიშორე
- განქორწინებას ვითხოვ! ხვალვე! - ისევ უემოციო სახით ვუთხარი
- და რა დავაშავე ასეთი?
- რა დააშავე? მოდი შენს ძ*კნა შეყვარებულის გვერდზე გადადი და ჩემზე კომენტარები იკითხე, როგრო ამბობთ სათვალიანი და ბრეკეტებიანი საცოდავი გოგო არისო არა? ხოდა განახებ ვინ ვის წარმოადგენს! თუ არ გინდა ეგ შენი გამოტვინებული ქერა თმებით გითრიო ხვალვე მომიტანე საბუთები რომ დროზე გავშორდე აქაურობას, პრინციპში - გვერდი ავუარე და ირონიულად ავათვალიერე - შენისთანები, დაცინვას და არ გაშორებას უფრო იმსახურებენ, მაგრამ მე ერთი სული მაქვს რომ მოგშორდე, ისეთი ადამიანი მინდა ვიპოვო ვისაც ვეყვარები და შენნაირად ლაჩრულად საუკეთესო მეგობარს, ცოლს და საყვარელ ადამიანს არ დააჩაგვრინებს!
- საიდან მოიტანე?
- დღეს facebook - ი გავხსენი და დავათვალიერე ყველაფერი, ინანებ აი ნახავ - თითი გამაფრთხილებლად დავუქნიე - გეფიცები არ გაპატიებ!
- სესი მომისმინე
- რა მოგისმინო რა?
- მე არ ვიცოდი..
- რა არ იცოდი? რა არ იცოდი ის როგორ მომექცეოდნენ? თუ ის როგორ დამამცირებედნენ შენი ძვირფასი ბარბის დაქალოჩკები? სათანადოდ რომ დაგეცავი და ჩემი ღირსება არ შეგელახა ასეთი საქციელით არაფერი მოხდებოდა, დავშორდებოდით ცივილურად და გავაგრძელებდით უერთმანეთოთ ცხოვრებას, მაგრამ შენ ისე მოიქეცი პატიებაზე ზედმეტია საუბარი, საერთოდ ნუ მენახები!
- მაპატიე, ყველაფერს გამოვასწორებ, ბევრის უფლება მივეცი, მესმის უბრალოდ გთხოვ ნუ წახვალ, სესი, გთხოვ
- გვიანია!
- ვერავინ გადაიტანს შენს წასვლას ოჯახში, გთხოვ სესი - ვითომ მიზეზი მოიფიქრა რომ შევეჩერებინე, მაგრამ იმდენად მქონდა გული ნატკენი რომ არაფერი არ მესმოდა.
- შენთან ვწყვეტ ურთიერთობას თორემ შენს ოჯახის წევრებთან არა, უბრალოდ შენ ცარიელი ადგილი იქნები ჩემთვის და მორჩა - უემოციოდ ვლაპარაკობდი, იმ მომენტში მართლაც ვერაფერს ვგრძნობდი, თითქოს ამ ტკივილს ჩემი ყველა გრძნობა თუ ემოცია შეეჭამა და ყველაფრის გარეშე დამტოვა, უემოციო, ცივი და შეუვალი.
- სესი..
- არაფერზე არ მინდა საუბარი მორჩა! თვითონ გააფუჭე ყველაფერი და აღარაფერი გამოსწორდება! - ნივთებს დავავლე ხელი და კარებისკენ გავიწიე - სხვა ოთახში დავიძინებ, შენი დანახვაც არ მინდა საერთოდ! - მის ლაპარაკს ყურადღება არ მივაქციე და კარები გამოვიჯახუნე.

***

- სესილი გაიღვიძე! - მაკას კატეგორიულმა ტონმა მაიძულა რომ თვალები გამეხილა
- რა მოხდა?
- მართალია ის რაც მაქსიმემ მითხრა?
- ხო მართალია და ძალიან გთხოვ რომ არ შემედავო
- არა, სწორად იქცევი - გამიღიმა და ლოგინზე ჩამოჯდა
- რა? - თვალები ვჭყიტე - მართლა მეუბნები?
- ხო, მართლა გეუბნები, მის საქციელს არც მე ვაპატიებდი, შეეშალა და თან ძალიან ცუდად!
- მაკა, საუკეთესო რომ ხარ მითქვამს შენთვის? - მივეხუტე და მის მკლავებში გავიტრუნე - მადლობა რომ გამიგე
- ხომ იმუშავებ ჩვენთან?
- რათქმაუნდა, ყველანაირად დაგეხმარებით
- შენი იმედი მაქვს ჩემო გოგო, შენ უნდა გადაარჩინო ჩვენი კომპანია, განრიგი გამომიგზავნე მერე ტელეფონში და გიგლას გავუგზავნი
- შენ და გიგლაა.. - თვალებმოჭუტულმა გადავხედე - ჰა?
- რას ამბობ - შეიცხადა მაგრამ მზერა ამარიდა რაც რათქმაუნდა არ გამომრჩენია
- გასაგებია - ჩავილაპარაკე და წამოვდექი - წავიდა საბუთების მოსამზადებლად?
- იქნებ ბოლოჯერ მაინც დაფიქრდე ჰა? გავამწაროთ ის გოგო - ხელები ერთმანეთს გაუხახუნა
- არა, რათ მინდა? ასე მაქსი მომიძულებს, მირჩევნია საერთოდ ვეღარ მნახოს - მკრთალად გავუღიმე და ჩემოდანს დავწვდი რომ ჩამელაგებინა
- ისევ იგივე აზრზე ხარ არა? - თავდახრილი შემოვიდა მაქსი
- ხო - მოკლედ მოვუჭერი და ტანსაცმელი უსწორმასწოროდ ჩავყარე ჩემოდანში
- სად არის საბუთები?
- აგერ, დავაჩქარე პროცესი და მალე მომცეს
- დიდად დამავალე
- ჰო თავისუფლად შეგიძლია ხელი მოაწერო
- მოვაწერე - ხელშიც არ მიმიცია, იქვე საწოლზე დავუგდე პასტაც და ფურცლებიც და კარები გამოვიჯახუნე
- ერთი შანსი მაინც მოგეცა სესილი
- ისე მოიქეცი რომ ერთი შანსიც სახვეწნი გაქვს ხედავ? - თვალი ავარიდე და კარებისკენ ავიღე გეზი
- ოდესმე მაპატიებ?
- არვიცი, ვერაფერს დაგპირდები - მკრთალად გავუღიმე, მაკას გადავეხვიე, ნატალიმაც ღიმილით მომეხვია, გამიკვირდა მაგრამ მაინც.
ერთი შევავლე იმ სახლს თვალი და კარები გამოვიხურე.

***

მივდიოდი ტაქსით ჩემს მშობლიურ სახლში და ცრემლები უფრო და უფრო მერეოდა, ახლა უკვე განქორწინებული ქალის სტატუსით ვარ საზოგადოებაში, მე აღარავინ არ ვარ მაქსიმეს ცხოვრებაში და ეს გულს მიკლავს, თუმცა მიხარია, თუ ბედნიერი იქნება, ამისთვის მზად ვარ, ახლა ფართოდ გაუღებს კარებს მის ბარბის და შემოუშვებს იქ სადაც მოუნდება, არ იქნება ვალდებული რომ ანგარიში ჩამაბაროს, თუმცა დიდად არც მოუკლია ბოლო დღეს თავი, ესეიგი იმდენად მოსწონს ბარბარე და იმდენად აინტერესებს რომ საუკეთესო მეგობრის არსებობაც დაავიწყდა.
ბევრად უფრო სერიოზულად არის საქმე.
ცრემლები ძლიერად მაწვება თვალებზე მაგრამ არ ვტყდები, მე სუსტი არ ვარ, მე ძლიერი ვარ და ამასაც გადავიტან.
უნივერსიტეტი დაიწყება მალე, საკუთარ პროფესიას დავამთავრებ, მუშაობაც დავიწყე და რაც მთავარია ჩემი და ვიპოვე, რათქმაუნდა მომიწევს მათ ქორწილში შეხვედრა მაგრამ ამაზე ნაკლებად ვნერვიულობ.
მთავარია გავუადვილე ცხოვრება, როგორმე მამამისის კომპანიას თუ არ ჩაუდგა სათავეში ჯერ არაფერი მოუვა, თანაც ბარბარეს რომ მოიყვანს ერთ წელიწადში კი გადააბარებენ და დაისვენებს მერე.
მტკივა, საშინლად მტკივა მაგრამ არაფერს არ ვიმჩნევ, პირიქით, ვცდილობ რომ ამ ტკივილის ხარჯზე გავძლიერდე და საერთოდ შევიცვალო.
მთელი 6 თვე ბედნიერებაში გავატარე, ახლა კიდევ აშკარად ცუდი პერიოდი დამიდგა ცხოვრებაში, ის პერიოდი რომელიც საერთოდ შემცვლის.
სახლში ჩემოდნით რომ შევედი დედას ცრემლებით აევსო თვალები
- მოხვედი დე?
- მოვედი დედა - გავუღიმე და მთელი ძალით მოვეხვიე
- ჩემო პატარა გოგო - თვალები დამიკოცნა და საყვარელი ტორტი გამომიტანა სამზარეულოდან - ვიცოდი ასეთ გადაწყვეტილებას რომ მიიღებდი
- საიდან დე?
- ვიცი როგორი კატეგორიულიც ხარ და არ აპატიებდი
- რადგან შენ მიჭერ მხარს ყველანაირად, ახლა დარწმუნებული ვარ 100%ით გადაწყვეტილებაში
- მალე ახალი ტალღა დაგარტყამს და მაგრად დადექი - გამიცინა და რამდენიმე წამში მარია შემოვარდა სახლში
- რა გააკეთე გოგო?
- რაც საჭირო იყო
- არ გადამრიო სეს, არ გადამრიო, ეს როგორ გააკეთე?
- ვაიმე მარია როგორ არ გესმის ეს სწორი არჩევანი იყო
- არ იყო
- იყო მეთქი და მორჩი არ მინდა ამაზე საუბარი
- რატომ იყო მითხარი
- იმიტომ რომ სხვა უყვარს და მე ორს შორის არ ჩავდგები, შენთვის ვინ არის ის გოგო, რომელიც ეცდება თქვენს დაშორებას? რატომ? მერე მთელი ცხოვრება იმაზე უნდა ვიდარდო გაიხედავს თუ არა მისკენ ისევ მის ცხოვრებაში რომ გამოჩნდება? ხომ შეიძლება ვიპოვო ისეთი მამაკაცი, რომელსაც ვეყვარები და საჭიროდ ჩამთვლის მის ცხოვრებაში
- ის ვერ ხვდება სესი
- სანამ მიხვდება მე დავიტანჯები გესმის? არ შემიძლია, მე უკვე სიგიჟემდე მიყვარს, საკუთარ თავსაც ვუშველე და მასაც, დრო გავა გამინელდება მე ჩემი გრძნობა, ის კიდევ საყვარელ ქალთან იქნება რომ რამე არ გაუჭირდება გაშორება და სხვისი შერთვა, ერთბაშად პირველი ცოლი არ იყოს - ირონიულად ჩავიცინე
- სესილი - ამოილუღლუღა მარიამ
- ძალიან გთხოვ, მარტო მინდა ყოფნა
- კარგი, ხელს აღარ შეგიშლი - მომეხვია - მთავარია არ ინერვიულო, ჩვენ ყველა შენს გვერდით ვართ
- როდის გეგმავთ ქორწილს? - სანამ ოთახში შევიდოდი იქამდე მივუბრუნდი
- ამმ.. იცი
- რა?
- ქორწილი არ გვინდა, ჯვარი უკვე დაწერილი გვაქვს
- რაა?

***

დიტო

ჩემი ბედნიერება მალე ჩემი ცოლი გახდება, უბედნიერესი კაცი ვარ ამ დედამიწაზე არც კი ვიცი როგორ გამოვხატო გრძნობები.
- რას შვები დიტუუ? - ღიმილით მოდის ჩემთან და კისერზე მხვევს თავის თბილ ხელებს, მაჟრიალებს
- გინდა სადმე წავიდეთ?
- აუ სად?
- სადმე კლუბში, ვიგიჟოთ
- ეე, რამაგარი იდეაა, ახლა ჩავიცვამ - ოთახში შერბის და დაახლოებით ნახევარ საათში იქედან ისეთი სექსუალური გამოდის მთელი სხეული მიკანკალებს
- ასე მოდიხარ? - თვალს ვაყოლებ მაღლებზე შემდგარ, მოკლე შავთეთრ კაბაში გამოწყობილ ანგელოზს და თავბრუ მეხვევა
- ხო აბა? წავედით?
- ულამაზესი ხარ - ხელს ვხვევ და გარეთ გამოვდივართ
- ტაქსით მივდივართ?
- ხო, რომ დავთვრებით მანქანასთან ვერ დავჯდები, საფრთხეში ვერ ჩაგაგდებ
- ჩემი ყურადღებიანი ბიჭი - მოწყვეტით მკოცნის ტუჩებში და ტაქსში ხტება კისკისით.
მთელი გზა ერთმანეთს ვეფერებით ტაქსის მძღოლისგან შეუმჩნევლად, როგორც კი კლუბში შევედით ეგრევე მომხვდა დაგუბებულ ჰაერი და მთელი სხეული მოიცვა, განსაკუთრებით ამიმაღლდა განწყობა და ცეკვა-ცეკვით მივედით ბარამდე
- რას დალევ?
- რამე ძალიან მაგარს - მეჩურჩულება ყურში და იქვე მკოცნის, ჭკუიდან ვიშლები
- ყველაზე ძლიერი კოქტეილი მიეცით, მე ორმაგი ვისკი - მითითებას ვაძლევ ბარმენს და იქვე სკამზე ვხტებით - მოგწონს აქაურობა?
- საშინლად - აღტაცებული მეუბნება და მეცინება
- აუ რა გემრიელი კოქტეილია - წრუპავს და თან ისე გამომწვევად იქცევა რომ ლამისაა ვიფეთქო
- მეორეც თუ შეიძლება - მითითებას აძლევს ბარმენს და მიღიმის, როგორც კი მეორეს ცლის უკვე მზერა ებინდება და ძალიან ახლოს მოდის ჩემთან - არ ვიცეკვოთ? - არანაკლები მთვრალი ბარბაცით მივყვები უკან და თან მის გრძელ ფეხებს ვაკვირდები, ზურგით მეკვრის ცეკვის დროს და სექსუალურად მოძრაობას, ზემოთ ქვემოთ ირწევა და ლამისაა გავგიჟდე, სველ კოცნას ვუტოვებ კისერში და ჩემკენ ვატრიალებ, მეღიმება ვნებას რომ ვხედავ ანთებულს მის თვალებში, ხელს ვავლებ და საპირფარეშოსკენ მიმყავს ჩქარი ნაბიჯებით, შესულზე ყველა კაბინას ვამოწმებ და რომ ვრწმუნდები ჩვენს გარდა არავინ არ არის კარებს ვკეტავ
- რა მოხ - ტუჩებში ვკოცნი გაგიჟებული, მყვება და საერთოდ გადავდივარ ჭკუიდან, ჯერ კედელზე მყავს აკრული, შემდეგ ნიჟარაზე ვსვამ და ხელებს მის ფეხებზე ვასრიალებ, ვგრძნობ როგორ მებინდება უფრო და უფრო გონება და მისი გასაგიჟებელი ტუჩების გარდა ვერაფერს ვერ ვგრძნობ, ხელებს რომ მიცურებს თმაში ჟრუანტელი მივლის, მისგან ინიციატივა იმხელა სტიმულია რომ ეგრევე მოქმედებაზე გადავდივარ, კაბას ზემოთ ვუწევ და ჩემკენ ვქაჩავ, როგორც კი ერთი მთლიანობა ვხდებით მთელი სხეულით ვდუნდები და ვცდილობ უფრო ახლოს მივიზიდო, კისერზე მისი ცხელი ტუჩები მედება ოხვრა მცდება ბაგეებიდან და თმებში ვქაჩავ გაგიჟებული, ახლა ჩემთავს არ ვეკუთვნი, საერთოდ სხვა ვარ, რომელიც სიამოვნების მორევში ცურავს და რაც დრო გადის უფრო და უფრო ღრმად შევდივარ.
- ჭკუიდან გადაგყავარ ისეთი სექსუალური ხარ - ტუჩებში მკოცნის უკვე გამხიარულებული და ნიჟარიდან ხტება, თმებს ისწორებს, კაბას ქვემოთ ქაჩავს და ჩემკენ ბრუნდება
- საუკეთესო ხარ - კოცნა ვუბრუნებ და საროჩკის სწორებით ვაღებ კარებს. წინ ვუშვებ და უკან მივყვები ღიმილით, ისევ ბართან მივდივართ და ბევრად უფრო ძლიერ სასმელს ვუკვეთავთ.
ბოლოს რაც მახსოვს არის ის რომ ერთმანეთზე აკრულები ვცეკვავთ, შემდეგ საერთოდ მებინდება გონება და მიქრება აზროვნების უნარი.

***

- აუ თავი გასკდა - ძლივს ვწევ თავს ბალიშიდან და ჩემს გვერდით მწოლიარე შიშველ სხეულს ოდნავ ვარხევ - მარია, გაიღვიძე რა
- რა მოხდა? - ზანტად ახელს თვალებს და მიღიმის
- არაფერი, თავი მისკდება და იქნებ რამე გვაქვს სახლში?
- ნაბეღლავი იქნება მაცივარში, მოიცა მოგიტან - საცვლების ამარა გადის ოთახიდან მაგრამ ისე მტკივა ყველაფერი არაფრის თავი არ მაქვს, ცოტახანში ნაბეღლავით ხელში ბრუნდება და მარჯვენა ხელით რომ მაწვდის, ჯერ ყვითელი ოქროს რგოლი იქცევს ყურადღებას, მაგრამ ვერ ვაანალიზებ რას ვხედავ, ამიტომ გემრიელად ვიყუდებ ბოთლს და ღრმად ვსუნთქავ როგორც კი შვებას ვგრძნობ, უცებ განგაშის სიგნალი მერთვება თავში
- მარია
- ხო რაიყო?
- ხელზე რა გიკეთია? - გაოცებული იყურება ხელზე და ბეჭედის დანახვისას თვალები უფრო უფართოვდება
- ეს.. შენც გიკეთია? - ხმა აკანკალებული მეკითხება და ხელზე მიყურებს
- მეც მიკეთია
- მოიცა ეს იმას ნიშნავს რომ..
- რომ ცოლქმარი ვართ - ღიმილით ვეუბნები და ორივეს ისტერიული სიცილი გვიტყდება
- აზრზე ხარ? აუ მოიცა ქორწინების მოწმობა იქნება სადმე - დაფეთებული ეძებს - აი ვიპოვეე - სიცილით მოდის და გვერდით მიჯდება - ოფიციალურად ცოლქმარი ვართ
- საერთოდ ასეთ მომენტებში ბრაზდებიან ხოლმე - სიცილით ვიხუტებ გულზე
- რა გავბრაზდე, ძლივს მეღირსაა, მაგარიაა! - დარბის ოთახებში და კისკისებს ბოლო ხმაზე
- მერე ფოტოები რომ არ გვექნება?
- მოიცა კაცო, მე სელფდამოკიდებული ადამიანი ვარ ხოიცი - ტელეფონს იმარჯვებს და ფოტოებში შედის, ჩვენდა გასაკვირად, მარტო ხელი კი არ მოგვიწერია, ჯვარიც დაგვიწერია, თანაც ორივე მცხეთაში და გაოცებული ვათვალიერებთ ფოტოებს - ეს? ჯვარიც დავიწერეთ?
- აშკარად - ვხარხარებ
- აუ რა გიჟები ვართ აზრზე ხარ? როგორიც არის სიყვარული ისეთი არის ჩვენი ქორწილიც
- მოიცა ისინი როგორ ელოდებიან ჩვენს ქორწილს?
- აუ მაგრად - ორივე ბოლო ხმაზე ვხარხარებთ და ერთმანეთს ვეყრდნობით რომ არ წავიქცეთ.
- ყველაზე მაგარი ცოლი მყავს რა! - ცხვირზე ვკრავ თითს და მოწყვეტით ვკოცნი
- მე კიდევ ყველაზე მაგარი ქმარი!

***

სესილი

გაოცებული, გაოგნებული ვუსმენ მარიას მიერ მონაყოლს და მეღიმება ისეთი ბედნიერია
- თქვენს სიყვარულს ზუსტად ასეთი გიჟური საქციელი უნდოდა, მორჩა აწი მშვიდად ვარ - ვუცინი
- აუ არ გეწყინა?
- რა უნდა მწყენოდა სულელო? არ მიდიხართ სადმე სამოგზაუროდ?
- კიი, პარიზში, რომში და ბოლოს ახალწელს მოვიფიქრებთ სად შევხვდეთ - ენას მიყოფს და ყავას წრუპავს
- მოკლედ კმაყოფილი ხარ
- საშინლად - ტაშს უკრავს პატარა ბავშვივით და კისკისებს
- არაფერი გეშველება - თავს ვაქნევ ღიმილით
- არც მინდა რომ მეშველოს ასე უკეთესად ვგრძნობ თავს!
- გააგიჟე ის ბიჭიც ხო, გადაიყვანე ჭკუიდან
- რათქმაუნდა - მეხვევა და კარებისკენ მიდის - ამ საღამოს მივფრინავთ, გაცილება არ გვჭირდება, ყოველდღე მოგწერ იცოდე და მომიყევი ყველაფერი! - თითს გამაფრთხილებლად მიქნევს და კიდევ ერთხელ მეხვევა მაგრად, ჯერ მე მერე დედიკოს და თან ცრემლებით ევსება თვალები
- მომენატრებით!
- ჩვენც ძალიან - კარებამდე ვაცილებთ და თან დამწუხრებულები რომ რამდენიმე თვე ვერ ვნახავთ და თან მისი ამბით გახარებული ვბრუნდებით უკან მე და ნინე, მე და ჩემი ტკბილ დედიკო.


***

საღამოს უემოციოდ დავწექი ჩემს მონატრებულ ლოგინში, უკვე ცრემლებიც აღარ მქონდა შერჩენილი რომ ამ ემოციებისგან დავცლილიყავი, ყველაფერი ერთიანად მომაწვა და გული საშინლად დამწყდა, არ ვიცი, როგორ შეიძლება ადამიანმა ასე დაგამციროს, ასე გატკინოს გული, თვითონ მოეწონებოდა რომ დამეცინა? რომ მასხრად ამეგდო ყველას წინაშე თუ როგორ ცდილობდა დაქორწინებულ ქალთან ურთიერთობას?!
ზოგჯერ ვნანობ ასე რომ არ მოვიქეცი, ისე ნაწილი რომელიც დაუნდობელი და ყველაფერზეა წამსვლელი გამუდმებით ჩამჩიჩინებს რომ ყველაფრისთვის პასუხი უნდა ვაგებინო ორივეს, მაგრამ ამის არც შესაძლებლობა მაქვს და არც სურვილი.
გადავწყვიტე საერთოდ თავიდან დავიწყო ახალი ცხოვრება, ხვალ კვირაა, ორშაბათს ჩემი პირველი სამუშაო დღეა, მინდა ისე შევიცვალო რომ ყველას ახალი ადვოკატი ვეგონო და არა მათი ოჯახის ყოფილი რძალი!
გადავწყვიტე ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ!



დილით შედარებით უკეთეს ხასიათზე გავიღვიძე, ვცდილობდი ნაკლებად მეფიქრა მაქსიმეზე და თავის ბარბზე, ჯობდა ცხოვრებით დავმტკბარიყავი.
ღიმილით ჩავირბინე კიბეები და სამზარეულოში მოფუსფუსე დედიკოს მოვეხვიე მთელი ძალით
- ჩემი ტკბილი დედიკო რას შვება?
- ბლინებს აცხობს
- ნუ რა სურნელი ტრიალებს სამზარეულოში, მომნატრებია აქაურობა
- რას აპირებ დღეს? - ღიმილით მომიბრუნდა და რამდენიმე თეფშზე გადმომიღო
- პირველ რიგში სალონში წავალ, მერე ექიმებთან ვარ ჩაწერილი და გვიან ვიშოპინგებ
- ექიმებთან? რა გჭირს? - შეიცხადა უცებ
- კბილზე და თვალზე დე - გავუცინე და გემრიელად ჩავკბიჩე - აი უგემრიელესია რა!
- ფული დეე? - ნაღვლიანი თვალებით გამომხედა
- მოვაგროვე იმდენი რამდენიც ამ ეტაპზე მეყოფა, ხვალიდან ხომ იცი მუშაობას ვიწყებ მათ ფირმაში, ხელფასი არ ვიცი რამდენი გვექნება მაგრამ ცოტა ნამდვილად არ უნდა მქონდეს
- როგორ მიხარია დე, კარიერაში წარმატებას მიაღწევ და შემდეგ გულის სწორსაც იპოვი - თავზე ხელი გადამისვა და უცებ კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა ეგრევე დერეფნისკენ დაიძრა
- სესილი შენთან არიან - ამ სიტყვების გაგონებაზე კინაღამ დავიხრჩვი, ეგრევე წამოვვარდი და კარებთან გავჩნდი რამდენიმე წამში, ვიღაც ფოსტალიონი იდგა კარებთან, მომაჯადოვებლად მიღიმოდა და თან რაღაც კონვერტს მაწვდიდა
- ეს?
- ეს თქვენს სახელზეა, უკაცრავად მეჩქარება - უკანმოუხედავად ჩაირბინა კიბეებზე და გაოცებული დაგვტოვა სადარბაზოში.
- რა მოუვიდა?
- რავიცი - მხრები უდარდელად ავიჩეჩე და კონვერტის გახსნას შევუდექი, იქედან წერილი ამოვიღე და გავხსენი
“ ჩემს უსაყვარლეს, ულამაზეს და უჭკვიანეს გოგოს, ვიცი ხვალ სამსახურს იწყებ და მინდა რომ საუკეთესო რაღაცები იყიდო, შენ ყველაზე მაგარი ხარ ამ დედამიწაზე და შენი იმედი მაქვს!
სიყვარულით შენი მაკუსია”
გაოცებულმა ჩავიხედე კონვერტში და იქედან ბარათი ამოვაძვრინე, პატარა ფურცელითურთ სადაც კოდი ეწერა.
- ოხ მაკუსი მაკუსი - გადავიკისკისე და გაოცებულ დედაჩემს სიტუაცია ავუხსენი
- მარტო ამიტომ გაგიმართლდა დედიკო შენ რომ მაკა იპოვე - გამიღიმა და გულში ჩამიკრა.
- საუკეთესო მეგობარი შევიძინე!

***

დღეს მთლიანად შევიცვალე, თავიდან ბოლომდე სხვა ვარ თავს ვგრძნობ ისე თითქოს სარკეში სულ სხვა ადამიანს ვუმზერ, სათვალე და ბრეკეტები სადღაც ბნელ კუთხეში მივაგდე და თმები კარედ ავიჭერი, წინ ჩოლკა, წარბებს ფორმა შევუცვალე და ყველანაირი “ფართხალა”, “მოფამფალებული” და კოჭებამდე ტანსაცმელი პარკებში ჩავყარე და დედას გავატანე რომ სხვებისთვის ეჩუქებინა, სრულიად ახალი, ტანზე გამოყვანილი შარვლებით და გულამოღებული კაბებით,ზედებით შევავსე კარადა. კმაყოფილი ვუმზერ ყოველ ხუთ წუთში ჩემთავს სარკეში და ვხედავ როგორ მიკრთის ბედნიერების სხივი თვალებში, რადგან ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ!
ოთახებში ფაქტიურად დავფარფატებ, ტკივილს არ ვაძლევ საშუალებას რომ გაღვივდეს, ვცდილობ გავძლიერდე, ბევრად უფრო ცივი და უემოციო გავხდე. გამომდის კიდეც, რამდენიმე სიახლე რომ ვნახე მივხვდი უკვე რომ გულში ის ძაფი გაწყდა რომელიც სითბოზე და სიყვარულზე გადიოდა, უბრალოდ სადღაც კუთხეში მიიმალა და მის იქედან გამოყვანას არც კი ვეცდები.
მე შევიცვალე..
მე გავძლიერდი…
მე სხვა ვარ!

***

შენობაში ყოველგვარი ზედმეტი ემოციის გარეშე შევდივარ, ტანზე გამოყვანილი მუხლებამდე კაბა და ღია ვარდისფერი საროჩკა მაცვია, მსუბუქი მაკიაჟი მაქვს, ვუღიმი ყველას და ლიფტისკენ მივდივარ. როგორც წინათ ახლაც მალევე ადის ბოლო სართულზე და ვგრძნობ როგორ მეხვევა თავბრუ, თუმცა არ ვიმჩნევ და ამაყად თავაწეული მივაბიჯებ იქეთკენ სადაც მისი მდივანი ზის, თუმცა მის მაგივრად ლალიკო მხვდება.
- გამარჯობა - ღიმილით ვესალმები გიგლას კარებთან მდგომს და მის რეაქციას ველოდები
- რა გნებავთ? - ჯერ უემოციო სახით მიმზერს შემდეგ კარგად რომ მაკვირდება თვალები უფართოვდება და ყურებამდე ეღიმება - სესილი? ეს შენ ხარ? რა გოგო ხაარ? - იწელება და კისკისს იწყებს - გოგო რა ლამაზი ხარ დატრიალდი ერთი! - ხელს მკიდებს და მატრიალებს - რა დახვეწილი, საოცრება ხარ პირდაპირ, გიგლას უთხარი სესილი ვარ თქო თორემ თვალები გადმოუვარდება
- ნუ აჭარბებ ლალიკო - ლოყაზე მოწყვეტით ვკოცნი და კარებზე ვაკაკუნებ, მხოლოდ მაშინ ვაღებ კარს მის უკან ბოხი ხმა რომ მესმის
- მობრძანდით!
- გამარჯობა ბატონო გიგლა - ღიმილით ვესალმები და ვკოცნი, გაოგნებული მიყურებს
- ვინ ბრძანდებით?
- სესილი - ვკისკისებ - დავიჯერო ასეთი სხვანაირი ვარ?
- სესილი, შვილო შენ ხარ? ვაიმე როგორ შეცვლილხარ, მოკლედ ჩემს შვილს როგორ ვატყობ ცუდად წაუვა საქმე, ამისთანა ქალს გაუძლო თანაც ადვოკატად ზედმეტად რთული იქნება
- თქვენს შვილს? აბარებთ?
- არა, მაგრამ ოდესმე ხო მოხდება ეგ? აბა ვის დავუტოვო?
- ტატოს - უემოციოდ ვეუბნები და იქვე სავარძელში ვთავსდები
- ტატოს საერთოდ არ აინტერესებს ეს შენი ბიზნესი, მას დავეხმარები რომ წარმატებას მიაღწიოს და ცნობილი რაგბისტი გახდეს
- კი გამიკვირდა მისი ასაკისთვის ზედმეტად მხარბეჭიანია
- ხო, დღე და ღამე ვარჯიშობს, ნუ რათქმაუნდა ჩემი დაჟინებული თხოვნით სწავლასაც ვუთმობთ დროს, მაგრამ ძირითადად მხოლოდ რაგბზე ფიქრობს, ღამეებს ათენებს ყველა თამაშს რომ უყუროს.. ლამის მთელი მსოფლიოს გუნდები ზეპირად იცის
- ძალიან კარგია ასეთი მონდომებული თუ არის, საკუთარი პროფესია თუ არ გიყვარს არაფერი გამოვა
- გეთანხმები, შენ ადვოკატობა ძალიან გინდოდა?
- ბავშვობიდან, მემგონი ჩემს ეზოში თუ ვინმე გაულახიათ ან გაულანძღიათ ყველა მე გამიმართლებია, მერე ისე გამიჯდა ხასიათში ეს ნებისმიერ ადამიანზე გამოსარჩლება რომ შეუძლებელი იყო სხვა პროფესია ამერჩია
- ძალიან კარგი, უნივერსიტეტთან შეგითავსე შენი განრიგი, პრინციპში რომ გითხრა ბევრია სამუშაო მეთქი მოგატყუებ, ნუ გააჩნია პერიოდს თუ კონტრაქტებს ვდებთ მაშინ ხშირად მოგიწევს აქ ყოფნა, შეიძლება გათენებას, დანარჩენ წვრილმანებს ისეც მოაგვარებ სახლიდან, შემდეგ სწავლას რომ მორჩები მაგისტრატურას მე არ ვითხოვ, შენ თუ მოგინდება იქ მაინც ღამეა სწავლა ამიტომ არაფერში შეგეშლება ხელი, მერე მდივნადაც გადმოხვალ და ფაქტიურად ორ საქმეს შეითავსებ!
- ორს? რანაირად?
- როგორც მოგახსენე ბევრი საქმე არ გიწევს ახლა, ნუ რათქმაუნდა იქ გართულებები იქნება და რაღაცები მაგრამ მაინც ცოტაა, იმიტომ რომ კომპანიაში ბევრი ადვოკატი გვყავს მოქმედი, შენ იმ შემთხვევაში მოგმართავენ თუ ძალიან გაჭირდა საქმე ან კონტრაქტს უნდა გადახედო სერიოზულს, პატარებს თვითონაც მოაგვარებენ, თანაც მერე მირჩევნია ახლოს მყავდე - თვალს მიკრავს და კონტრაქტს მაწვდის - ხელი მომიწერე აქ
- გადავხედო ხომ შეიძლება?
- რათქმაუნდა, გამიკვირდებოდა პირდაპირ რომ მოგეწერა ხელი - ღიმილით აკვირდება ჩემს რეაქციებს როგორც კი ბოლოში ჩავდივარ და ხელფასს ვხედავ ფერები გადამდის სახეზე
- რას ამბობთ? მე სტუდენტს? ამდენს არ ვიმსახურებ მართლა
- შენ მთავარი ადვოკატი იქნები კომპანიაში სესი, ეგ კიდევ ცოტაა, ყველაფერი შენზეა თითქმის დამოკიდებული!
- არა რას ამბობთ, ეს ბევრია, 5000 თვეში? არა.. არა ძალიან გთხოვთ
- წინას იცი რამდენი ჰქონდა?
- რატომ გაუშვით?
- ამერიკაში წავიდა, იქ უფრო დიდი კარიერა ელის, თანაც იქ მოქმედი ადვოკატი იქნება ხალხს რომ ეხმარება ისეთი და აქ კომპანიის გარეთ ვერ ახერხებდა მაგათ
- რაში სჭირდებოდა რო? მითუმეტეს ამაზე მეტი თუ ჰქონდა ხელფასი
- იცი ცოტა რთულია, უამრავი კანონი უნდა გახსოვდეს, დაახლოებით მაინც, შენ კარგად იცი ეგ, მუდმივი პრაქტიკა უნდოდა გაევლო, კლიენტების დახმარებით კი უამრავ კანონთან ექნებოდა შეხება, თანაც სიმართლე გითხრა ბევრჯერ შევამჩნიე რომ ერთ ადგილზე ყოფნა არ შეეძლო
- ხო ნუ ეგეც მართალია ზოგიერთი ისეთ კატეგორიას მიეკუთვნება ერთ ადგილზე რომ არ შეუძლიათ გაჩერება, სულ მოძრაობაში უნდა იყვნენ
- აჰა, იმედია შენ მაინც გაგვიძლებ დიდხანს!
- მეც მაგის იმედი მაქვს ბატონო გიგლა
- ეს ბატონო მოაშორე, არ შემიძლიხარ რა - ხელს იქნევს და ორივეს სიცილი გვიტყდება
- კარგი, გიგლა - ვუღიმი, წყნარად ვდგები და ოთახიდან გამოვდივარ.

***

- დამაწყვიტა ფეხები - დაბალ ხმაზე ვღრიალებ და როგორც კი მაგიდასთან ვჯდები ეგრევე ვიხდი მაღლებს - ვინც ეს მოიგონა!
- აბა რა ხდება? - ღიმილით შემოდის ლალიკო და მაგიდაზე სკუპდება
- რავიცი ხელშეკრულება გავაფორმეთ, ალბათ დღეს ადვოკატების საქმეებს გადავხედავ, რას როგორ აკეთებენ და ვის შეიძლება ვენდო, უჰ ფეხები მატკინა ამ მაღლებმა რა
- ჯერ სად ხარ, პირველად დგახარ?
- კი, როგორ მიხვდი? - ვიოცებ მე
- მშვენივრად გეჭირა თავი ნუ ფორიაქობ, უბრალოდ ერთი პერიოდი სააგენტოსთან მქონდა კონტრაქტი, ჟიურის წევრი ვიყავი და ხშირად ვუყურებდი როგორ ვარჯიშობდნენ, ისე შევისწავლე ყველაფერი რომ ეგრევე ვატყობ ვინ რამდენი ხანია დგას მაღლებზე
- ყოჩაღ შენ!
- მაკას მოენატრე ძალიან, გზაში ვარ მოვდივარო
- ყავას ან ჩაის არ დალევ? მემგონი მდივანი მყავს, უნდა გავიცნო ერთი
- აუ კი, მაგარი გოგოა ძალიან! ყავას დავლევ სიამოვნებით
- კარგი - მდივანს ვუთხარი 3 ყავა მეთქი, დარწმუნებული ვიყავი მაკუსიც დალევდა, არც შემცდარვარ, როგორც კი მოვიდა, ჯერ გაოცებული მიყურებდა
- ეს სესილია? შენ ხარ გოგო? - სიცილით წამოვიდა ჩემკენ და ისე ჩამიკრა გულში ლამის ძვლები დამიტეხა, ლოყებს მიკოცნიდა და თან ბედნიერების ცრემლები ცვიოდა მეც გადმომედო და ორივე ერთ ხმაში “ვბღაოდით”
- ჰე ახლა მორჩით, შემიწუხდა გული - ქოთქოთებდა ლალიკო
- რა უემოციო ხარ მოკლედ რა
- კაი შექალო რამდენი წელია ცდილობ რაცხა პაწა მაგრძნობინო მარა..
- ყავას არ მოიტანენ? - ხელი ჩაიქნია ლალიკოზე და ინტერესიანი მზერით გადმომხედა - გოგო რა ლამაზი ხარ შენ! გავვოცდი! რა რძალი მყოლია და არ მცოდნია
- ოქრო იყო თავიდანვე
- ნუ მაწითლებთ! - დავიმორცხვე მე და თავი ჩავხარე, ამ დროს კარი გაიღო და ფინჯნებით ხელში შემოვიდა მდივანი
- გამარჯობათ - მორცხვად მოგვესალმა და მაგიდაზე დააწყო ყავები
- როგორ ხარ თათია? - თათია, ეს სახელი როგორ მეცნობა ნეტა საიდან?!
- კარგად ქალბატონო მაკა თქვენ როგორ ბრძანდებით?
- კარგად, გაიცანი ეს ჩემი რძ.. უსაყვარლესი დაქალია სესილი, ეს თათიაა
- სასიამოვნოა, დაგვეწვევი?
- მე იცით..
- რას მორცხვობ მოდი აქ შენ - ხელზე დაქაჩა და იქვე სკამზე ჩამოაჯინა
- ვაიმე ლალიკო კარგი რა აცალე ადამიანს!
- ეგრე უფრო გაიხსნება აი ნახავ - თვალი ჩაუკრა, გამეცინა მათ ბავშვურობაზე - თათი ყავა არ გინდოდა შენ?
- მე .. იცით
- არ მითხრა ახლა ცუდად დაგახასიათესო
- არა რას ამბობთ - წამოიწია ეგრევე
- აბა რანაირად ზიხარ აქ შენ? გაიშალე მხრებში და ამაყად მიპასუხე
- მე იცით, ცუდი უფროსი მყავდა და შემაჩვია ასე ყოფნას
- ხოდა დღეიდან მე ვარ შენი უფროსი, საერთოდ რა პროფესიის ხარ?
- მე ადვოკატი ვარ
- მერე მდივნად რატომ მუშაობ?
- იცით, ახლა აკადემიური მაქვს აღებული, ფულს ვაგროვებ რომ გადავიხადო სწავლის ფული
- ხელფასი რამდენი გაქვს?
- 1500 ლარი
- გასაგებია - ვუღიმი - მიდი ჩემი ყავა დალიე მე არ მინდა
- მე შემიძლია გავიკეთო
- არა, არ მინდა გამთიშავს, მიდი დალიე - ვაწვდი და ისიც ღიმილით მართმევს.
ზოგადად ვეცნობით ერთმანეთს, ლალიკო არ აჩერებს ენას როგორც ყოველთვის, მაკუსია ეჩხუბება ხვრეპვაზე და ვართ ერთ აურზაურში, ბოლოს გიგლაც გვიერთდება, მაკას გვერდით იკავებს ადგილს და ყველასგან შეუმჩნევდა აწვალებს, ნუ ჩემს თვალებს რა გამოეპარება მაგრამ არ ვიმჩნევ მაინც უხერხულში ხომ არ ჩავაგდებ ამხელა ხალხს.

***

რამდენიმე პიროვნებას ვეცნობი, საქმეებსაც ვუყურებ და გაოცებული ვარ არცერთი შეცდომა, მხოლოდ ერთი გამუდმებით აპარებს სადღაც უზუსტობას, თითქმის ყველა საქმეში, ეს საეჭვოდ მეჩვენება, თათიას ვურეკავ და ხელფასების, დამატებითი ბონუსების ამონაწერს ვთხოვ, ისიც მალევე დაახლოებით 15 წუთში მისრულებს თხოვნას და საბუთებით ხელში დგას ჩემს ოთახში.
- დამიჯექი ერთი აქ
- რა ხდება?
- ეს ვიღაც დამიანე ვინ არის?
- ერთ-ერთი ადვოკატია, საქმეს ინაწილებს ეს ხუთი
- გამაგებინე ამის გარდა არცერთს რატომ არ აქვს შეცდომა? რა ხდება საერთოდ?
- ყველა სუფთად მუშაობს, მაგ კაცს ვერავინ ვერ იტანს აქ
- რატომ?
- იმიტომ რომ ადრე როგორც ამბობენ დიდი თანხა მოტეხა, მაგრამ ვერავინ ვერ დაუმტკიცა და მუშაობს ისევ
- მართლა? ასეც ვიფიქრე, რატომღაც უცნაურად იქცევა, თითქმის ყველა ხელშეკრულებაში აქვს გაპარული შეცდომა, უმნიშვნელო მაგრამ მაინც
- როგორი დაკვირვებული ხართ
- ერთხელ რომ გაეპარა, მერე ყველაფერი ყურადღებით გადავიკითხე, რომელი ხელშეკრულების შემდეგ მოტეხა ფული?
- აი აგერ არის - ღიმილით მომაწოდა
- გადავხედავ სახლში წავიღებ და აუცილებლად სადმე ექნება გაპარული რაიმე შეცდომა
- იმედი მაქვს გახსნით ამ საქმეს და გააგდებთ აქედან!
- მეც იმედი მაქვს - ამოვისუნთქე ღრმად და წამოვდექი - დამთავრდა სამუშაო საათები, არ წავიდეთ?
- დიახ რათქმაუნდა.
შენობიდან ისეთი დაღლილი გამოვედი ფეხზე ვერ ვიდექი, ეგრევე ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი.
გული მიფართხალებდა სიხარულისგან ასე რომ შევცვალე ყველაფერი და ახლიდან დავიწყე ცხოვრება.

***

ყველაზე საშინელი გრძნობა რასაც სიყვარული იწვევს მონატრებაა, ვზივარ აივანზე, ფეხები მოაჯირზე მაქვს შემოწყობილი და ცივ ყავას ნელნელა ვსვამ, ვფიქრობ და ვიხსენებ ყოველ მომენტს, ხან მეღიმება ხან მეტირება ამ ყველაფერზე, უკვე ავირიე, არც კი ვიცი უნდა მიხაროდეს რომ წამოვედი თუ ჩემთავს უნდა ვსჯიდე ასეთი დაუფიქრებელი საქციელისთვის. იყო ღირსი რომ მისთვის ბედნიერების უფლება მიმეცა? თუ უნდა მებრძოლა?
ავირიე..
არც კი ვიცი ასე რატომ მოვიქეცი, თუმცა ალბათ უფრო მაქსის გამო, მინდოდა ბედნიერი ყოფილიყო და გვერდით ისეთი ადამიანი ჰყოლოდა, რომელიც უყვარს და არა უბრალოდ საუკეთესო მეგობარი.
მახსენდება ჩვენი თითოეული კოცნა, რომელიც ჭკუიდან მშლიდა და ტუჩებზე თითებს ვიტარებ, მაჟრიალებს სასიამოვნოდ.
თითოეეულ იმისი შეხება მენატრება, თითოეული მისი გამოხედვა, ღიმილი, დაძახებული “სესი” ან თუნდაც “ბაჭია”, როგორ მენატრება მასთან ერთად კისკისი, სირბილი, თამაში..
საშინლად ვარ!
მინდა რომ ვიკივლო, ვიტირო, დავლეწო ყველაფერი მაგრამ მიუხედავად ამისა ურეაქციოდ ვარ მთელი დღეები. სხეულის შიგნით ძალიან ღრმად ვიკლავ დარდს და ვგრძნობ როგორ მანადგურებს ეს ყველაფერი.
მოგონებები მოსვენებას არ მაძლევენ, მაიძულებენ ყველაფერში მისი თავი დავინახო და ესა თუ ის მოვლენა ამომიტივტივდეს გონებაში.
მტკივა, საშინლად მტკივა უმისობა, ყოველდღე ველოდები როდის მოვა, მომეხვევა, ალბათ დაუფიქრებლად გავყვები უკან, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგება არც კი ვიცი როგორ მოვიქცევი.

***

რამდენიმე თვე იმის ძიებაში გავატარე თუ რას აკეთებდა დამიანე, ვაკვირდებოდი და კარგად ვხედავდი სპეციალურად რომ უშვებდა შეცდომებს, მაგრამ ვერ ვხვდებოდი ეს ყველაფერი რაში სჭირდებოდა.
შემთხვევით აღმოვაჩინე რომ მისი თანამოაზრე მეორე ადვოკატიც აღმოჩნდა და ერთმანეთს ხელს აფარებდნენ, სააშკარაოზე რომ გამოვიტანე მთელი კომპანიის წინაშე ეს საქმე გიგლა გაოცებული მიყურებდა
- სესილი, როგორ მოახერხე? - გაოცებული გიგლა მომიახლოვდა
- მისი ბინძური თამაშებით ვითამაშე გიგლა - ზედა ტუჩი ზიზღისგან ამითრთოლდა - მისი და თორნიკესი - თორნიკე შეცბა და სევდიანი მზერით გადმომხედა
- ქალბატონო სესილი.. გთხოვ გვაპატიეთ, იქნებ.. - ხმა ამოიღო მაგრამ არ დავასრულებინე
- თორნიკე ერთი საფეხურით დაბლა დაიწევს, დამიანემ განცხადება შემოიტანოს და თავისუფალია სამსახურიდან! - მკაცრად ვთქვი და იქედან გამოვედი
რათქმაუნდა გიგლაც დამეთანხმდა და დამიანე მალევე გაუშვეს სამსახურიდან.
აი თორნიკე კი იმის მერე ისე დამიახლოვდა, იქეთ მისდევდა ყველას შეცდომებზე
- მაინც ვერ ვხვდები რატომ მაპატიე?
- არ მინდოდა ეგ შენი პატარა ქუჩაში დარჩენილიყო, ისე ცოლი არ გყავს?
- იმასაც ხომ ჰყავს შვილები? არა არ მყავს გაშორებულები ვართ!
- შენ მე სულელი გგონივარ? იმის ყველაფერი გადავამოწმე, რაც მაგან ფულები დატეხა მაგარი ბიზნესი აუწყვია საზღვარგარეთ
- მერე რატომ არ მიდიოდა რა უნდოდა?
- გაუმაძღრობა ყველაზე ცუდი თვისებაა ადამიანის
- გეთანხმები, მე რატომ მაპატიე მაინც არ მეუბნები რა - აბუზღუნდა უცებ
- ვიცი რომ გემუქრებოდა
- საიდან? შენ რანაირად მიგიწვდება ხელი ასეთ რაღაცებზე?
- ოო, მე დიდი ვინმე ვარ თოკუნაა, უბრალოდ არ განახებთ - გადავიკისკისე - აი რომ დაგაქვეითე ეგეც სასჯელია შენთვის რა
- ვიცი მაგრამ დიდად არ განვიცდი, ყველაფერს გავაკეთებ რომ შენი ნდობა მოვიპოვო და მეგობრები გავხდეთ
- მთავარია ეცადო, ყველაფერი გამოგივა აუცილებლად - გავუღიმე და წამოვდექი - ჩვენი წასვლის დროა
- რა სასჯელი ელის?
- პოლიციასთან მოუწევს დიდი ხანი ურთიერთობა - თვალი ჩავუკარი
- ძალიან დიდი მადლობა მართლა რა, ამას ვერასდროს ვერ გადაგიხდი ვიცი.. - სანამ მანქანიდან გადავიდოდი კიდევ ერთხელ მიმაბრუნა
- გადამიხდი
- რითი?
- შენი ერთგულებით!
- ეგ თავისთავად - მანქანიდან უხმოდ გადმოვედი და კიბეებზე ძლივს ავბობღდი დაღლილ-დაქანცულმა, არა მარტო ფიზიკურად, არამედ ემოციურადაც საკმაოდ დიდი სტრესი მივიღე.


***

თვეები ისე სწრაფად გავიდა ვერც შევამჩნიე, მთელი ორიენტაცია სწავლაზე და სამსახურზე მქონდა გადატანილი. მოგეხსენებათ კურსებზე დავიწყე სიარული 1 წლიანზე უფრო რომ გავიღრმავო ცოდნა, თორემ უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე. საერთოდ არ ვფიქრობდი მაქსიმეზე, მაკას, გიგლას და ლალიკოს ყოველდღე ვნახულობდი, რათქმაუნდა დღეს მილამაზებდნენ, მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ საქმის გაკეთება.
ისე გავიდა 1 წელი ვერც შევამჩნიე, ჯერ შვებულებას ვერ მაძლევენ ამიტომ მთელი ზაფხულია აქ ვარ, არ მინდა რამე დავარღვიო და ადრე ავიღო, მერე იმას ილაპარაკებენ რძალი რომ იყო მაგიტომ მისცაო, მირჩევნია ახალწლამდე მოვითმინო და მერე ძალიან მაგრად დავისვენო მთელი თვე.
სექტემბერი როგორც კი დაიწყო სიგრილეები წამოვიდა და ამოვისუნთქე, ეს სიცხე საერთოდ მთენთავდა, ძლივს მივღოღავდი შენობისკენ, რაღა დღეს ამიტყდა ფეხით სეირნობა?! გაგიჟდება ადამიანი, როგორც კი შენობაში შევედი და გრილი ჰაერი მომელამუნდა ეგრევე გამოვცოცხლდი, სწრაფად გავირბინე ლიფტისკენ, თან თავის დაკვრით ყველას ვესალმებოდი.
დღეს ახალი სამუშაოთი ვიწყებ როგორც შემპირდა გიგლამ მისი მდივანი გავხდი მთავარ ადვოკატობასთან შევათავსეთ. კურსებს მოვრჩი და ჩიტივით თავისუფალი ვარ მთელი დღე, მიხარია რომ აქ ვიქნები საქმის გამოჩენა მაიძულებს რომ ყურადღება გადავიტანო.
სწრაფად ვაგდებ ჩანთას და თხელ მოსაცმელს მაგიდაზე და ეგრევე შევრბივარ კაბინეტში
- მოგესალმები… გიგლა?! - გაოცებული ვახამხამებ თვალებს და რომ არ წავიქცე კარის სახელურს ვეყრდნობი.

***

მაქსიმე

ადამიანები ცხოვრებაში გამოუსწორებელ შეცდომებს ვუშვებთ და დაუფიქრებლად ვიქცევით, იმდენად დიდი შეცდომა დავუშვი რომ არამგონია ოდესმე გამოსწორება შევძლო რამის.
რამდენი წელია ბარბარე მომწონს და ჩემთვის მუდამ მიუწვდომელ ხილად რჩებოდა, როგორც კი დაბრუნდა და ოდნავი ყურადღება გამოიჩინა ეგრევე მომაქცია მის მარწუხებში და ამირია გონება, მელაპარაკებოდა თუ როგორ იქნებოდა ჩემი ცოლი და ვიქნებოდით უბედნიერესები, რომ სესილისთან არ უნდა ვყოფილიყავი. ვეწინააღმდეგებოდი მაგრამ ადამიანი მხოლოდ მის სხეულზე და მოწონებაზე რომ ფიქრობს იქ ყველაფერი მთავრდება. იმდენად გამოვითიშე თავისი დაქალების ტიტინში რომ სესილი სულ გადამავიწყდა, თანაც როგორც კი მივაღწიე იმას რომ ჩემი გახდა, ეგრე დამიწყო რომ თუ სესილისთან დამინახავდა აუცილებლად დამშორდებოდა..
მე ვერაფერს ვაანალიზებდი… საერთოდ ვერაფერს და ახლა თავში ხელის რტყმა ძალიან გვიანია!
პირველად დავრწმუნდი ქალის შესაძლებლობებში, თუ როგორ შეუძლია ადამიანს ლამაზი და ტკბილი სიტყვებით აურიოს გონება, მითუმეტეს იმ კაცს რომელსაც წლებია მოსწონს, გამომაშტერა და მთლიანად მომნუსხა, შევცდი, აი იქ შევცდი სესილისადმი გრძნობები რომ მის მოწონებასთან გავაიგივე და ჩავთვალე რომ ამ ყველაფერს ბარბარეს მიმართ ვგრძნობდი.
მთელი ის დრო მენატრებოდა მაგრამ ამას ჩვენს მეგობრობას და ერთად გატარებულ დროს ვაბრალებდი, მეგონა რომ უბრალოდ შევეჩვიე და მეტი არაფერი, რეალურად კი მისი წასვლის შემდეგ მივხვდი რამდენს ნიშნავდა ჩემთვის. ვიცოდი შეუძლებელი იყო ჩემი საქციელის გამოსწორება, ამიტომ საკუთარ თავში ჩავიკეტე და ძირითად დროს ჩემს ოთახში ვატარებდი, მხოლოდ იქ ტრიალებს მისი სურნელი ასე მძაფრად, რომელიც რამდენიმე თვეა არ შემიგრძვნია და ახლა ნელნეა მითბობს უჯრედებს. თუმცა ვიცი ეს რომ ამოიწურება აღარაფერი შემრჩება და ისევ თავიდან დაიწყებს ჩემი სხეული დაშლას შიგნიდან.
ყველა მოგონება, ყველა შეხება და ყველა გამომხედვა მჭამს და მანადგურებს, თითქოს გული ამომაცალეს და წაიღეს, ჩემი დიდი ნაწილი მომაგლიჯეს და მხოლოდ ნახევარი დავრჩი.
მე ვერ მივდივარ მასთან, ან რა პირით უნდა მივიდე? რა უნდა გავაკეთო?
რა სულელი ვარ!
ლაზარე, მათე და დიტო ლამის მთელი დღეებია მაგინებენ, მლანძღავენ და მიბიძგებენ რომ სესისთან წავიდე.. მაგრამ მე უფლება არ მაქვს არაკაცივით მოვიქეცი, იმდენად ცუდად რომ არც კი ვიცი ოდესმე თვალებში შეხედვას თუ გავბედავ.
ახლაც, ამ წამსაც ჭკუიდან გადავდივარ, როგორ გამომასულელა ასე? როგორ უბრალოდ როგორ მოახერხა, ცხოვრებაში ასე თავი არ დამიკარგავს, ნუთუ ქალის მზრუნველობა ამდენს ნიშნავს? იმდენად დადებითი და სწორი პიროვნება მეგონა რომ თვალი დავხუჭე ყველა მის შეცდომაზე თუ უხეშ საქციელზე.
მეტის ღირსი ვარ!
რატომ არ ილაპარაკა სესიმ ყველაფერი, რატომ არ ჩამძირა, ახლა სადმე სარდაფში უნდა ვყოფილიყავი მიგდებული გალანძღული და განადგურებული, ღირსი ვარ ვეღარასდროს რომ ვერ ვიხილო მისი ღიმილი და ულამაზესი თვალები, მაგრამ ვაღიარებ სადღაც გულის სიღრმეში მწამს რომ აუცილებლად გადავეყრებით ერთმანეთს, თუნდაც წამით, შევავლებ თვალს და ამითაც ბედნიერი ვიქნები.
თავიდან დიდ ვერაფერს ვგრძნობი იმის გარდა რომ დანაშაულის გრძნობა მაწუხებდა, თანაც საშინლად, მაგრამ დროთა განმავლობაში ისე ამოაღწია ამ მონატრებამ, სიყვარულმა და მიჩვევამ ზემოთ რომ მთელი ჩემი არსება მოიცვა, რამდენჯერმე გამომეღვიძა და მის სახელს ვიძახდი გამწარებული იქნებ მოსულიყო, იქნებ დამხმარებოდა.
ყველაფერზე ხელი ავიღე, სმა დავიწყე, გოგოებისკენ არც ვიყურებოდი სადღაც უგზო უკვლოდ დავრჩი, გულის კუთხეში მიმალულმა გრძნობებმა კი ფრთები შეისხა და თითოეულ უჯრედს მოედო, თანაც საკმაოდ ძლიერად გაიდგა ფესვები.
მე მტკივა..
მე მენატრება…
მაგრამ არაფერი შემიძლია, გარდა იმისა რომ ვიჯდე და ვსვა, იქნებ ასე მაინც მოვიკლა დარდი და ცოტა მაინც შემიმსუბუქდეს ეს საშინელი გრძნობები, რომლებიც დღედაღამ არ მაძლევენ მოსვენებას.

***

მაკა არც მელაპარაკება, ამ ბოლო დროს ხშირად გადის სახლიდან ისე რომ ზედაც არ მიყურებს, პირიქით, თითქოს ცარიელი ადგილი ვარ, ქეთა საერთოდ სხვაგან წავიდა საცხოვრებლად, ალბათ იპოვის ვინმეს და იქნებიან ბედნიერები, ახლა მესმის ყველა იმ ადამიანის ვისაც საშინლად ვუყვარდი და მე ყურადღებას არ ვაქცევდი არცერთს.
როგორი სასტიკი და დაუნდობელი ვყოფილვარ ჩემთავზე ვბრაზობ, მაგრამ ყველაზე უცნაური ის არის რომ რაც დრო გადის მით უფრო უემოციო, ბრაზიანი და ნერვიული ვხდები.
სესის წასვლამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა, მამა ჯერ არ მაძლევს კომპანიას, სამაგიეროდ იდეალური ურთიერთობა გვაქვს, მაკამ თუ გამიბრაზდა და ყურადღება არ მომაქცია, ის გვერდში მიდგას და ცდილობს როგორმე გამამხნევოს.
მაგრამ მიშველის რამე?
ერთადერთი წამალი ჩემი ბაჭიაა, ჩემი ლამაზი ბაჭია, რომელსაც ასე უმოწყალოდ ვატკინე გული და სამუდამოდ დავკარგე.
იდიოტი ვარ, სანამ არ დავკარგე იქამდე ვერ შევიღირსე ბედნიერება!
თურმე ცხვირწინ მყავდა და მე კიდევ სხვასთან გავრბოდი, ვიღაც ქაჯთან, რომელსაც ჩემი ფულის იქეთ არავინ და არაფერი არ აინტერესებს.
უნდოდა რომ ჩემი ცოლი გამხდარიყო, რადგან უფრო პოპულალური ყოფილიყო და დიდ წარმატებას მიეღწია კარიერაში, ცნობილი ბიზნესმენის შვილის ცოლს უფრო დიდი “თანანმდებობა” ექნებოდა ვიდრე უბრალო გოგოს ღარიბი ოჯახიდან.
იმ პერიოდმაც გადაუარა ეტყობა ამდენ წარმატებას როგორ მიაღწიეო რომ ეკითხებოდნენ ყველა მხრიდან, რეალურად მხოლოდ რამდენიმე კაცმა ვიცოდით სიმართლე რომ ვიღაცის ხარჯზე ჰქონდა ეს ყველაფერი გაკეთებული.
თუმცა იმდენად მყავდა აკვიატებული და ამოჩემებული რომ ჩემი უნდა გამხდარიყო ამაზეც დავხუჭე თვალები.
ადამიანები ისე ამოვიჩემებთ რაღაცებს რომ ვერც კი ვხვდებით მათ მოსაპოვებლად რამდენად ძვირფასი ადამიანები შეიძლება დავკარგოთ.
მე გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი მის წინაშე!
მე არ ვიმსახურებ პატიებას არანაირად.

***

დიდი ხანია ვცდილობ ჩემს ოჯახს დავუმალო სიმართლე.
მაგრამ არც კი ვიცი როგორ გამომდის, ჯობდა ეს ხერხი ამერჩია იმისთვის რომ სესილი ჩემგან წასულიყო, ვიდრე სიმართლე სცოდნოდა.
სანამ სესის გავაცნობდი იქამდე გამოჩნდა ბარბი ჩემს ცხოვრებაში, როგორც კი გაიგო რომ ცოლი მყავდა “ჩალიჩი” დამიწყო და მეც სიგიჟემდე მომწონდა, ამიტომ არაფერზე დამიხევია უკან, თანაც მე და სესი მხოლოდ საუკეთესო მეგობრები ვიყავით და არც არაფერი მაკავებდა.
მაშინ ერთად რომ ვიწექით გამიკვირდა ქალიშვილი რომ არ აღმოჩნდა, იმიტომ რომ სულ იმას გაიძახოდა კაცთან ურთიერთობა არასდროს არ მქონიაო, თორემ მაგაზე ჩაციკლული კაცების რიცხვს ნამდვილად არ მივეკუთვნები. ურთიერთობას ჩვეულებრივად ვაგრძელებდით, ისე რომ სესი ვერაფერს ვერ ხვდებოდა, ერთ დღესაც გამომიცხადა და მითხრა რომ ორსულად ვარო.
დავუჯერე, რათქმაუნდა დავუჯერე, სხვაგვარად უფლებაც არ მქონდა, ფაქტიურად სულ ერთად ვიყავით და ამიტომ გადავწყვიტე რომ სესიზე გამეცნო, ბოლოს ისე ვიქცეოდი თითქოს ვერ ვამჩნევდი, მის მეტი არავინ და არაფერი მაინტერესებდა, რეალურად კი ვცდილობდი რომ როგორმე ყველანაირი წარმოდგენა წაშლოდა ჩემზე, ვერ ვეტყოდი რომ ბარბი ორსულად იყო, ამას ვერ გავბედავდი.. ეს იმაზე უარესი იქნებოდა ვიდრე ნებისმიერი დამცირება, ღალატი გულს ატკენდა და ყველანაირ რწმენას დაუკარგავდა სიყვარულის მიმართ. აღარ ენდობოდა არავის, ასეთი უყურადღებობას კიდევ მიაწერდა იმას რომ ჩემთვის უმნიშვნელო იყო და სახლიდან წავიდოდა.
ისე მოხდა ზუსტად როგორც გავთვალე, მერე რა რომ სხვას არ ჰგავს, იმდენად კარგად შევისწავლე მისი ხასიათი რომ ვიცოდი ასეთ დამცირებას არ მაპატიებდა, ბარბის დაქალების კომენტარები სპეციალურად არ ყოფილა დაწერილი, უბრალოდ.. დაემთხვა და ამან გააგიჟა. რატომ ვნანობ ამ ყველაფერს? რატომ მივტირი ახლა სესის ასე საშინლად თუ ბარბი არის ორსულად და ცოლად უნდა მოვიყვანო?
იმ დღეს ზუსტად სესი რომ წავიდა სახლიდან, ბარბის დავურეკე დილით მაგრამ მითხრა საღამოს არ მცალიაო, არ გავბრაზებულვარ, გავუგე, რადგან ჯერჯერობით მუცელი არ ეტყობოდა შვებულებას არ იღებდა, თუმცა მერეც მოახერხებდა ორსული ფოტოსესიებში მონაწილეობას, ამიტომ მშვიდად ვიყავი. საღამოს გადავწყვიტე სურპრიზი გამეკეთებინა, ეს მისთვის იქნებოდა სურპრიზი თორემ მე გული მქონდა ამოგლეჯილი, ყალბი ღიმილი მქონდა აკრული სახეზე და გამუდმებით ვრეკავდი ზარს.
კარი ვიღაც ტიპმა გამიღო პირსახოცშემოხვეული თბააბურძგნული იდგა და გაოცებული მიყურებდა
- შენ?
- მე ბარბისთან ვარ
- ბარბიი, სიყვარულო მოდი შენთან არიან - გასძახა და ისე უშნოდ მომხვდა გულზე ეს “სიყვარულო” რომ ლამის ცეცხლი წამეკიდა, უამრავი კითხვა დამიტრიალდა თავში ვინ არის, რას წარმოადგენს, აქ რას აკეთებს.
ყველაფერი მაშინ გახდა ნათელი ბარბიმ რომ კარებში დაგვინახა და გაფითრდა, შოკისგან იქვე სავარძელში ჩაჯდა და სახე ხელებში ჩამალა
- ბარბი სიცოცხლე რა გჭირს რა მოგივიდა? - მივარდა ეგრევე პირსახოცშემოხვეული
- რა გჭირს? - თავზე დავადექი უემოციოდ - ეს ვინ არის არ მეტყვი?
- ეს.. მეე… - ცრემლები წამოუვიდა - მომისმინე მაქსიმე..
- ვინ არის მეთქი?
- რა პრობლემა გაქვს ძმაო? მე მისი შეყვარებული ვარ
- შეყვარებული? - ირონიულად ჩავიცინე - ჩემგან რომ არის ორსულად შენი შეყვარებული?
- შენგან? რას ნიშნავს შენგან? - გაოცება ვერ დამალა და გაბრაზებულმა გადახედა ბარბის - ბარბი რას ამბობს ეს კაცი?
- ნიკა.. - ამოისრუტუნა - მომისმინეთ
- ვისი შვილია? - მკაცრი და შეუვალი ხმით წარმოვთქვი, ისე რომ ენაც ვერ მოაბრუნა პირში.
- ..
- თქვი! - დავიქუხე და წარბები უარესად შევკარი გაბრაზებისგან და ბოღმისგან
- ნიკასი - ამოიხავლა, სავარძლიდან ჩასრიალდა და მუხლებზე დაეცა
- ნიკასი? - გავიმეორე მისი ნათქვამი ცივი ტონით და არანაკლებ გაბრაზებულ ნიკას გადავხედე
- ხო..
- ნაბ*ზარო! შენი.. როგორ დამაშორე გოგო სესილისთან? რისთვის? შენი ტკბილი, თბილი სიტყვებით ხო თავგზა ამირიე ჯერ, მერე კიდევ ლოგინში ჩამიხტი და ბავშვის შემოტენვასაც აპირებდი, რის გამო? - რაც კი ხელში მხვდებოდა ყველაფერს ვლეწავდი ირგვლივ
- ვერ ავიტანე ცოლი რომ გყავდა ხოო! ვაპირებდი, ზუსტად რატომ არა? ჩემი შვილს საუკეთესო მომავალი ექნებოდა, მილიონერი მამა საუკეთესო არჩევანი იყო
- ბარბი - დავიღრიალე - ნორმალური ხარ? შენი ბოღმიანობით და შურიანობით ყველაფერი დაანგრიე! მეზიზღები, ორსულად რომ არ იყო გეფიცები კარგად ვიცი რასაც გიზამდი! - გაავებულმა გამოვვარდი იქედან და პირდაპირ კაფეში წავედი რომ ეს ტკივილი სადღაც გამექრო.
ახლაც ვერ ვიხსენებ იქ რა ვილაპარაკე, ბუნდოვნად მახსოვს როგორ დავუმტვრიე რამდენიმე ნივთი, ნიკაზე რა მომეთხოვა? თვითონაც გაავებული იყურებოდა და ხმას ვერ იღებდა, ყველაფერში ბარბარე იყო დამნაშავე.
საუკეთესო მომავალი მოუნდა გოგოს შვილისთვის.
ირონიულად ჩავიცინე და კიდევ ერთი ჭიქა ვისკი გადავკარი.

***

არც კი ვიცი ცხოვრების ეგ პერიოდი როგორ გადავიტანე, თითქმის არაფერი არ მახსოვს, ვუყურებდი ჩემთავს სარკეში და ვეღარ ვცნობდი, მთელი ორიენტაცია ვარჯიშზე მქონდა გადატანილი და იმდენად გაუხეშებული მქონდა თითოეული ნაკვთი რომ ალბათ ნებისმიერს შეეშინდებოდა ჩემი დანახვისას. იმ სახლიდან საერთოდ წამოვედი და დაჩაზე გადავწყვიტე ცოტახანი რომ მეცხოვრა, დავისვენე ყოველგვარი წიკვინისგან.
ბარბარემ რამდენჯერმე სცადა ჩემთან ლაპარაკი, მაგრამ საშინლად ცივად მივუკეტე კარები, რამდენი თვე გავატარე იმის მოლოდინში რომ პატარა მეყოლებოდა, მასზე მაინც გადავიტანდი ყურადღებას და ის მაინც შემიმსუბუქებდა სესილის წასვლით მოყენებულ ჭრილობებს.
ასე ბრმად როგორ ვენდე გოგოს, მაგრამ ასეა, გაგაბრუებენ და მერე მიგატოვებენ, მოგატყუებენ, გადაგივლიან, მერე მათი ბოდიშები რას შველის? როგორ მეგონა რომ ჩემგარდა არავინ არ ჰყავდა. რამდენი რამე მოხდა ჩვენს შორის და მან ასე მომექცა, ახლა აღარავინ მყავს. სესილიც კი წასულია ჩემი ცხოვრებიდან და რას შევწირე ეს ყველაფერი? ტყუილს.
ვნანობ, მაგრამ ჩემი სინანული ვის რაში სჭირდება, დავიღალე, ძალიან დავიღალე, არც კი ვიცი რამდენი ხანი გავიდა იქედან რაც აქ ვარ, დღეებს არ ვითვლი, უაზროდ თენდება და ღამდება, ყველას ვაფრთხილებ რომ არავინ ამოვიდეს. მინდა როგორმე მარტო გადავაგორო ეს ტკივილი, ახალ ცხოვრებას ვერასდროს ვერ დავიწყებ მაგრამ შევეჩვევი ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას. სესილის არასდროს არ გადავეყრები გზაზე რადგან ვერასდროს ჩავხედავ თვალებში.

***

დილით უცნაურ ხასიათზე გავიღვიძე დიდი ხანია ასე არ მძინებია, ნელა წამოვდექი და სააბაზანოში ვაპირებდი შესვლას ტელეფონის ხმა რომ შემომესმა. მთქნარებით და თვალების სრესვით ჩავედი ქვემოთ და უემოციოდ ვუპასუხე
- გისმენთ
- როგორ ხარ მამა? - გიგლას ხმა რომ გავიგე ყურმილს მიღმა მხოლოდ მაშინ გავაანალიზე როგორ მონატრებია
- კარგად მა შენ როგორ ხარ?
- კარგად, შენთვის სიახლე მაქვს და საღამოს გელოდები სახლში, უნდა ვილაპარაკოთ!



***

სესილი

ვიცოდი რომ ოდესმე ამ ფაქტის წინაშე დავდგებოდი და ათასჯერ მაინც მივარჯიშია სარკის წინ, მაგრამ ასე უცებ? ნამდვილად არ მეგონა. ვდგავარ მის წინ, მე სრულიად შეცვლილი, თვითონ კი საოცრად გაუხეშებული ნაკვთებით, დარდიანი თვალებით შარვალ კოსტუმში გამოწყობილი და უცნაური მზერით მიყურებს, ალბათ ვერც მცნობს ვინ ვარ. ფეხქვეშ მეცლება ყველანაირი საყრდენი და ლამის იატაკზე ჩავიკეცო, თუმცა ჩემი სიამაყე ამის საშუალებას არ მაძლევს, ვცდილობ წამოვდგე მაგრამ თითქოს რაღაც ძალიან დიდი და მძიმე ლოდი დამკიდესო, კიდურებსაც ვერ ვამოძრავებ, მთელი ძალით ვარ ჩაფრენილი კარის სახელურს და ტკივილი ერთიანად მიცახცახებს სხეულის თითოეულ ნაწილს.
მისი თვალები საოცარია, პირველად ვხედავ ასეთ წყლიანს და სევდიანს, არ მეგონა ოდესმე იქ ტკივილს თუ ამოვიკითხავდი მაგრამ დღეს ეს აშკარად გამოკვეთილად ჩანს. ნერვი არ უტოკდება ჩემს დანახვაზე, რა გასაკვირია რომ ვერ მცნობს.
თავი დაბლა ვხრი და ისევ ვცდილობ რომ წონასწორობა დავიცვა, როგორც იქნა ფეხები მემორჩილება და მყარად ვდგავარ, ოდნავ შესამჩნევლად მაქანავებს მაგრამ არ ვიმჩნევ, ვუყურებ როგორ ჩქარა მიცემს გული და როგორ გამიხშირდა სუნთქვა რამდენიმე წამში, აზრებს თავს ვერ ვუყრი, რომ ავხედო არც კი ვიცი რა უნდა ვუთხრა, დაბნეული, აფორიაქებული და ლოყებაწითლებული ვდგავარ მის წინაშე და ხმას ვერ ვიღებ.
რამდენიმე წუთში სხეულში შერჩენილ ძალას ვიკრებ და თვალს ვუსწორებ, გაოცებისგან ყბა მივარდება, მართალია ხელი ჩამოისვა სახეზე მაგრამ მარჯვენა თვალზე კარგად იკვეთება ცრემლის კვალი, ლოყასთან იკარგება და ისევ ისე დარდიანი თვალებით მიყურებს, ამის დასაფარად კი მკრთალად იღიმის, თუმცა მე რა გამომაპარებს, მისი არცერთი მოძრაობა შეუმჩნეველი არ დამრჩენია, თითოეული ისარივით მესობოდა გულზე.
მკვეთრად შებრუნდა სარკისკენ და რამდენჯერმე ჩამოისვა სახეზე ხელები, ალბათ ეგონა რომ ველანდებოდი.
- გამარჯობა - მკაცრი, შეუვალი ხმით ვუთხარი და მის წინ სავარძელში ადგილი დავიკავე, გაოცებულმა გადმომხედა
- გამარჯობა სესილი - ჩემი სახელი განსაკუთრებით გამოკვეთა და ტანში სასიამოვნოდ გამცრა, გამიხარდა რომ მიცნო.
- გადმოგაბარეს კომპანია?
- როგორც ხედავ - მოკლედ მომიჭრა და სავარძელში ადგილი დაიკავა - რა თანამდებობა გაქვს?
- მდივანი ვარ შენი - ირონიულად გავუღიმე და იქვე მდგარ კარადას მივაშტერდი, ისე თითქოს საშინლად მაინტერესებდა.
- საინტერესოა, ხო ხედავ ვერ ავცდით ერთმანეთს - გამიღიმა და საბუთების დასტას დაწვდა
- ეგ ისედაც ვიცოდი ამ ფაქტის წინაშე რომ დავდგებოდი
- და რატომ დათანხმდი? - გამომცდელად შემომხედა, გავშრი.
- და რატომ უნდა გავქცეულიყავი მე? როდესაც გასაქცევად საქმე სხვას აქვს - ჩავისისისინე.
- შეცვლილხარ
- არ შემიძლია არ დაგეთანხმო მაქს - იმე
- გალამაზებულხარ, მაგრამ მე ძველი სესი - ლი უფრო მომწონდა - არ ჩამომრჩა კბენაში.
- იმიტომ იყო სულ ყურადღების ცენტრში რომ გყავდი არა?
- მე შენთვის არანაირი დაპირება არ მომიცია, ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვიყავით! - უემოციოდ მიპასუხა, რატომღაც მეწყინა მისგან ასეთი დამოკიდებულება.
- არც ვაპირებდი შენთვის რამე მომეთხოვა, აქ მხოლოდ საქმიანი ურთიერთობისთვის ვარ, შენს საყურებლად კი არ მოვსულვარ - ამოვიღრინე და წამოვდექი
- დღეს რა გეგმები გვაქვს?
- ორი ხელშეკრულება უნდა გააფორმოთ, შეგიძლიათ ნახევარი საათით დააგვიანოთ უნდა გადავხედო თითოეულ დეტალს
- როდის აქეთ ევალება მდივანს ესენი?
- არამარტო მდივანი, არამედ მთავარი ადვოკატი ვარ კომპანიაში, წესით ამის შესახებ უნდა გქონოდათ ინფორმაცია
- შენი ტუჩებიდან წარმოთქმული უფრო მომწონს - თვალები გამიფართოვდა ამ სიტყვებზე და აჭარხლებულმა მზერა ავარიდე
- წესიერად ილაპარაკეთ ძალიან გთხოვთ უფროსო! - ზუსტად ამ დროს შემოვარდა თორნიკე ოთახში და სიტუაცია განმუხტა
- გავიგე ახალი უფროსი გვყავსო, ვა სესილიი - გადამეხვია და გემრიელად მაკოცა ლოყაზე - როგორ ხარ? როგორც ყოველთვის საუკეთესო ფორმაში ხარ!
- თორნიკე რა ხდება? - გაოცებული გადავხედე ძარღვებდაბერილს და თვალები შუბლზე ამივიდა მისი რეაქციის დანახვაზე.
- არაფერი ბატონო მაქსიმე, უბრალოდ ჩვენი მარგალიტი მოვიკითხე და გადავკოცნე, რა გოგოა რომ იცოდეთ ეგრე არ ილაპარაკებდით - თვალი ჩაუკრა და მის წინ ადგილი დაიკავა
- მე არ მითქვამს დაჯექი მეთქი - ამოიღრინა და მაგიდას ხელებით დაეყრდნო
- უკაცრავად ბატონო მაქსიმე - დაფეთებული წამოდგა თორნიკე
- მე გავალ - მაქსიმეს დავუბღვირე, თორნიკეს გავუღიმე და ქუსლების კაკუნით გამოვედი იქედან.

***

როგორც კი გამოვედი მაგიდას დავეყრდენი აფორიაქებულმა და ძლივს დავირეგულირე პულსი.
უკვე სიგიჟის ზღვარზე ვარ, როგორ იქცევა ასე? უნდა რომ ჭკუიდან გადამიყვანოს ხო?
ღრმად ვსუნთქავ და ჩემს ადგილს ვიკავებ, დღე ზედმეტად უინტერესოა, სპეციალურად არ მთხოვს არაფერს ვიცი. ნუთუ ასე უცხო გავხდი მისთვის? სავარძელოს ვეყრდნობი და ზუსტად მაშინ ისმის ზარის ხმა.
- გისმენ - მობეზრებულად ვპასუხობ
- თუ შეგიძლია ყავა შემომიტანე
უპასუხოდ ვუთიშავ ყურმილს და ყავის აპარატთან ზოზინით მივდივარ, 1 საათში შეხვედრა მაქვს, მიჭირს შევეგუო ამ სამსახურს, უკვე დავიღალე და დღის მეორე ნახევარში ვინ იცის რა იქნება.
უხალისოდ ვამზადებ ყავას, მაგრამ უცებ გენიალური იდეა მივლის თავში და როგორც მას უყვარს გადატკბილებულ ყავას არ ვუკეთებ, პირიქით საერთოდ ყველაზე მწარეს ვიღებ, რომელსაც ნახევარი კილო შაქარიც კი არ უშველის და ღიმილით მიმაქვს მისი კაბინეტისკენ.
არ ვაკაკუნებ ისე შევდივარ წარბაწეული მიყურებს მაგრამ არ ვიმჩნევ.
- ჯერ შენ დალიე
მის სიტყვებზე ისეთ გაოცებულ მზერას ვიღებ აშკარად უტყდება და ფინჯანს მართმევს ხელიდან. გემრიელად სვამს და უცებ იფურთხება
- ეს რა არის? - მიღრენს მაგრამ აშკარად თავს იკავებს, ძველი დრომ იყოს ალბათ ძალიან ბევრს მომიღიტინებდა. გული მწყდება რომ ისევ ისე არ არის ყველაფერი.
- ყავა
- ეს რა ყავაა?
- შავი
- მერე არ იცი რომ არ ვსვამ?
- აქ მხოლოდ საქმიანი ურთიერთობები, მე და შენ ერთმანეთს არ ვიცნობთ! - თვალს ვუკრავ და ამაყად, წელშიგასწორებული გამოვდივარ იქედან.

***

- ამ ხელშეკრულებაში ხარვეზებია, გავასწორებ და ხვალ შეძლებთ რომ ხელი მოაწეროთ, მეორეზე შეგიძლიათ უბრალოდ პირობებზე შეთანხმდეთ
- კარგით ქალბატონო სესილი - ღიმილით გამოეყო ერთ-ერთი სიმპატიური, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა მამაკაცი და მომიახლოვდა
- მადლობა ყურადღებისთვის, თუ შეიძლება დაგტოვებთ - მაქსიმეს ვანიშნე თვალებით რომ გავეშვი
- შეგიძლია წახვიდე - გამიღიმა და ამოვისუნთქე, როგორც იქნა მიხვდა!
- უკაცრავად - გამაჩერა ისევ იმ სიმპატიურმა ბიჭმა
- გისმენთ? - გაოგნებული ვბრუნდები მისკენ და ინტერესიანი მზერით ვათვალიერებ
- თქვენი ნომერი შეიძლება?
- ჩემი ნომერი? რისთვის? - თავს ვისულელებ მე
- რაღაც საკითხებში დამჭირდება თქვენი დახმარება ამ საბუთებთან დაკავშირებით
- ოჰ, უკაცრავად ადვოკატის მეტი რა არის! მე რომ არ შემაწუხოთ - პირდაპირ ვუთხარი და კარები გამოვიხურე ხმაურით, ესღა მაკლდა რა.
ფეხები დამატეხა ამ მაღლებმა, აღარ შემიძლია, ეს არის ცუდი თორემ სხვებზე მშვენივრად დავდივარ.
რა საინტერესოა რა სახე ჰქონდა მაქსიმეს იმ ბიჭის გამოხტომაზე?!
სანამ სახლში მივაღწიე რა არ წარმოვიდგინე.

***

- დედა, ტელეფონი გირეკავს
- მოვდივარ, როდის დამრჩა ეს აქ? - გავიოცე და მობილურითურთ ჩემს ოთახში ავედი
- გისმენთ
- რას შვები?
- რომელი ხარ?
- ნუ იქცევი ისე თითქოს ვერ მცნობ! - გაუმკაცრდა ხმა
- მაქსიმე, რა გინდა?
- უბრალოდ მინდოდა მეკითხა კარგად გაერთეთ შენ და ის?
- ვინ ის?
- ლუკა
- ვინაა ლუკა?
- ნერვებზე გინდა მომშალო უარესად ხო?
- არ ხარ დაწყობილი, რა გინდა?
- დავინახე დღეს როგორ გამოგვეყო და მოვიდა შენთან
- მერე არ მოგისმენია ლაპარაკი თუ რა ხდება?
- არ მომისმენია, პირობებს ვადგენდით, კარგად გაერთეთ არა?
- საოცრად, აი რომ ვერ ვინატრებდი ზუსტად ისე. არ მცალია ახლა! - გავუთიშე გაბრაზებულმა და ტელეფონი იქვე მივაგდე. ეგრე მოუხდება, გონია და ეგონოს!

***

- მშვიდობიან დილას გისურვებ - ღიმილით მივესალმე და ჩემი ადგილი დავიკავე, გაბრაზებულმა შეაბიჯა კაბინეტში და ორ წუთში გამომიძახა.
- გისმენთ?
- ჩაალაგე ბარგი ამ საღამოსთვის
- უკაცრავად?
- მცხეთაში მივდივართ ხელშეკრულების პირობები იქ გადაწყდება, თანაც ხვალისთვის მზად გექნება მეორეც!
- მე რა აუცილებელი ვარ კიმაგრამ?
- ლუკამ მოითხოვა და არ გაგიტეხეთ გვრიტებო! - ეჭვიანობისგან აშკარად ცეცხლი ეკიდა ჩამეცინა და კარები გამოვიხურე.

***

უემოციო სახით ჩავუჯექი მანქანაში და ჩემი მოზრდილი ჩანთა უკანა სავარძელზე დავაგდე.
- გამარჯობა
- გაგიმარჯოს - ისევ ვინარჩუნებდი მკაცრ ტონს, ამ ჯერად ცოტა შევეგუე ჟრუანტელს და ისტერიკებს რასაც სხეული მიმართავდა მის დანახვაზე, თუმცა მაინც მიჭირდა თავის შეკავება.
- ლუკასთან ერთად იქნები ოთახში თუ ცალკე აგიღო? - ისეთი გაბრაზებული სახით გადავხედე რომ ეგრევე გაჩუმდა, თუმცა მიხარია რომ ეჭვიანობისგან ადგილს ვერ პოულობს, გიჟს გავს. გულს ვიფხან მისი რეაქციებით.
- ხოო - საუბრის წამოწყებას ცდილობს აშკარად თავიდან, სპეციალურად ვარიდებ თავს, მინდა რომ საშინლად გავაბრაზო. - მარია როგორ არის?
- რატომ შენ ვერ ხედავ?
- რამდენი თვეა არავინ არ მინახავს ვერ წარმოიდგენ
- ოჰ, გაიხიზნე ბარბისთან ერთად? - ირონიულად გავუღიმე
არაფერი უპასუხია, შევამჩნიე როგორ მოუმატა სიჩქარეს და ძარღვებ დაბერილი როგორ იყო ჩაფრენილი საჭეზე. თვალები გამიფართოვდა, მაგრამ ისეთი სახით უყურებდა გზას ვერაფერი ვუთხარი.
ვერ ვხვდები საერთოდ რა სჭირს, როგორ იქცევა, ცდილობს ჩემგან თავი შორს დაიჭიროს და ნაკლები მელაპარაკოს, ამავდროულად ვერ ითმენს და ეჭვიანობისგან გიჟდება.
რა მოუვიდა?
იქნებ რამე უჭირს? ან იქნებ საერთოდ ბარბის დაშორდა? ბედნიერებამ გამკრა გულში და ლამის ყურებამდე გამეღიმა ამის გაფიქრებაზე. თანაც ისეთი რეაქცია ჰქონდა მისი სახელი რომ ვუხსენე..
ნუთუ მართლა დაშორდნენ?
სიამოვნებისგან გავიტრუნე და გემრიელად მოვკალათდი სავარძელზე, მალე დაბნელდებოდა, ფიქრებში ვიყავი გართული ისე გადავეშვი სიზმრების სამყაროში. მერე მხოლოდ წამით გამომეღვიძა ვიღაცის ძლიერ მკლავებში რომ ვიყავი მოქცეული და ისევ ჩავთვლიმე რბილ და საოცრად არომატულ საწოლში რომ ჩავწექი. მერე აღარაფერი მახსოვს გარდა სიამოვნებისა და საყვარელი სურნელისა ძალიან ძალიან ახლოს.

***

დილით ადრე გამეღვიძა, საწოლზე წამოვჯექი და ოთახს თვალი მოვავლე, მყუდრო და ძირითადად თეთრ ფერებში იყო გადაწყვეტილი. ჩემი ჩანთა იქვე კარებთან იდო, ეგრევე დავწვდი და სააბაზანოში შევედი, ცხელმა წყალმა ცოტა გამომაფხიზლა და მოთენთილობა მომიხსნა.
როგორც კი მოვემზადე ოთახიდან გამოვედი და პირდაპირ ლუკას შევეფეთე, ესღა მაკლდა.
- როგორ ხარ სესილი? - ღიმილით გადამკოცნა, უსიამოვნოდ გამცრა მისი შეხებისას.
- კარგად შენ როგორ ხარ?
- შენ რომ დაგინახავს ადამიანი შეუძლებელია კარგად არ იყოს!
- ოჰ, ნუ მაწითლებ - ვითომ დავიმორცხვე
- კარგი ერთი, შენისთანა ქალი მიჩვეული იქნება მამაკაცებისგან ასეთ კომენტარებს, ხომ ხედავ ირგვლივ ყველას ყურადღებას იქცევ - რატომღაც, მეც არ ვიცი რატომ ხელოვნური მეჩვენა ეს ბიჭი, საშინლად, ამაზრზენად ხელოვნური.
- კარგი ერთი! - ხელი ავიქნიე და იმ წამს კიბეებზე ამოსულ მაქსიმეს მოვკარი თვალი
- რა ხდება აქ? - ყალბი ღიმილით გვიახლოვდება, თვალებში ისეთი ცეცხლი უკიდია მეშინია ირგვლივ არ დაწვას ყველაფერი, მეღიმება და თავს ვხრი რომ არ შემამჩნიოს.
- არაფერი, მე და სესილი ვსაუბრობდით - ლაღად პასუხობს ლუკა, მემგონი ეს ბიჭი არ არის ნორმალური, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი არ შეამჩნიო.
- ძალიან კარგი - ისევ ყალბი, უფრო ირონიული სიცილით პასუხობს და გვერდით მიდგება ძალიან ახლოს, მისი სურნელი ცხვირში მიღიტინებს და მაბრუებს, მაგრამ გარეგნულად მყარად ვდგავარ. - ჩავიდეთ, ხელშეკრულებებს უნდა გადავხედოთ და შემდეგ რესტორანში მივდივართ! - მკაცრი მზერით გვიყურებს და წინ მიგვიძღვება. ვაკვირდები მის თითოეულ მოძრაობას და მასში სულ ცოტაა ის მაქსიმე შერჩენილი, რომელიც იქადმე გავიცანი. მახსენდება ყოველი მისი სიტყვა და გული მეკუმშება რომ ის პერიოდი დავკარგეთ, სადღაც გავფანტეთ, არასაჭირო ადამიანების გამო.


***

ყველაფერი იდეალურად მიდის, უბრალოდ მაქსიმე გვერდიდან არ მშორდება, ყველანაირად ცდილობს რომ ჩემთან ახლოს იყოს და ლუკა არ გამაკაროს.
მეღიმება მაგრამ არ ვიმჩნევ, მკაცრ, შეუვალ მზერას ვინარჩუნებ და თითქოს ყურადღებით ჩავკირკიტებ ნაწერებს, რეალურად კი ყველაფერი ზეპირად ვიცი, ეს ადრე გავთვალე, მინდოდა ამის განხილვის დროს ყურადღება მიმექცია მისი საქციელებისთვის, სწორედ ამიტომ ლამის ისე დავიზეპირე რომ ძილში რომ ვინმეს გავეღვიძებინე უპრობლემოდ ჩავურაკრაკებდი ყველაფერს.
მაქსიმე ჩასაფრებულ ნადირს გავს, რომელიც ყოველწამს მზად არის თავს დაესხას მსხვერპლს, ამ შემთხვევასი ლუკას.
მართლა გულით მეცოდება ეს ბიჭი.
ჯერ ერთი მაქსიმეს ხელში და მერე მეორეც ისე გაილახება ვერც გაიაზრებს რა სჭირს, რადგან აშკარად ვერ ხვდება მაქსიმეს რატო აქვს მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება და მთელი დღეა სულელივით მიცინის.
თვალებს მობეზრებულად ვატრიალებ, რათქმაუნდა მაქსისგან შეუმჩნევლად, მის დასანახად მეც ღიმილით ვაჯილდოვებ ლუკას, უფრო ინთება და რაც დრო გადის უფრო და უფრო მძიმე სუნთქვა ისმის მისგან.
ეს ლუკაც რა კარგ დროს გამოჩნდა, არადა მინდოდა გამემწარებინა, ეს კიდევ ყოველგვარი ზედმეტი საქციელის გარეშე ახერხებს ამას.

***

დაღლილი მივზოზინებ ჩემს ოთახში, სანამ რესტორანში წასვლის დრო მოვა ცოტა უნდა წავუძინო, არ მესმის რატომ არ მყოფნის ეს ძილი.
მოწყვეტით ვეშვები საწოლზე და ბალიშს ძალიან მაგრად ვიკრავ გულში, ასე უფრო ტკბილად მეძინება.
რამდენიმე წუთში კარებზე გაბმული ზარი მაიძულებს რომ ავდგე, ფრუტუნით მივდივარ კარებთან და კი არ გამოვაღე, გამოვგლიჯე გაბრაზებულმა. თუმცა გამომეტყველება ეგრევე შემეცვალა როგორც კი კარის ზღურბლზე მდგომი მაქსი დავინახე
- აქ რა გინდა?
- ისე, რას აკეთებს მეთქი
- მეძინა!
- ხელი შეგიშალე?
- როგორი მიხვედრილი ხარ - ვიჭყანები და ისევ საწოლზე ვწვები
- მე კიდევ საუბარი მინდოდა შენთან
- გააჩნია რაზე, თუ საჭიროდ ჩავთვლი ავდგები - ბალიშიდან ძლივს გასაგონად ამოვთქვი და თვალები დავხუჭე
- ხელშეკრულებაზე!
- მეტი საინტერესო მიზეზი ვერ მოიფიქრე ჩემთან შემოსასვლელად?
- რა?
- რა და უკეთესი მიზეზი მოგეფიქრებინა, რა ბანალური ხარ
- შენ გგონია შენთან ლაპარაკის სურვილით ვიწვოდი და მაგიტომ ამოვედი?
- ხო
- მართალი ხარ - უტიფრად წარმოთქვა და გაოცებისგან ბალიშიდან ამოვყავი თავი
- რა თქვი? - თვალები მოვისრისე, მეგონა რომ მომესმა
- რაც გაიგე, მართალი ხარ მეთქი - უდარდელად აიჩეჩა მხრები
- და ამას ასე მშვიდად მეუბნები?
- და რა არის ამაში დასამალი რო? - ინტერესიან მზერას მავლებს
- არც არაფერი, მე არ ვიწვი შენთან ლაპარაკის სურვილით, სიმართლე გითხრა.. საერთოდ არ მაქვს სურვილი, ამიტომ შეგიძლია გახვიდე
- რატომ ასე ცივად?
- რასაც დათესავ, იმას მოიმკიო ხომ გაგიგია - თვალი ჩავუკარი - ნახვამდის
- კარგი, როგორც გინდა - წამოდგა, პიჯაკი გაისწორა და ოთახი ნელი ნაბიჯებით დატოვა.
ამოვისუნთქე! მისი სურნელიღა მაკლდა ამ ოთახში, გვერდით რომ მიდგება ის არ მყოფნის ვითომ?!

***

საღამოს გამოპრანჭული, მოკლე ღია ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი ჩავედი ქვემოთ და ღიმილით დავიძარი ჩვენი ჯგუფისკენ.
- რა ლამაზი ხარ - აღფრთოვანება ვერ დამალა ლუკამ
- დიდი მადლობა - დავიმორცხვე და მაქსიმეს გადავხედე თავიდან ბოლომდე მათვალიერებდა და ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარებოდა.
რათქმაუნდა ჩემი უფროსის მანქანაში მომიწია ჩაჯდომა.
როგორც კი ჩავჯექი ეგრევე დაიწყო
- ხომ ვამბობ ძველი სესილი უფრო მომწონდა მეთქი
- შენ თუ არ მოგწონვარ ნახე შენს გარდა რამდენი კაცია!
- მათ შორის ლუკაც არა? - ცალი წარბი აზიდა და გვერდულად გადმომხედა
- რათქმაუნდა, მშვენიერი ბიჭია, განათლებული, საქმიანი რატომაც არა?
- ს*რია!
- ნუ ლაპარაკობ ეგრე მასზე
- შენზე დიდი ხანია ვიცნობ და კარგად ვიცი რას წარმოადგენს, ასე რომ..
- შენ საქმიანი კუთხით იცნობ, მე სხვანაირი კუთხით უნდა გავიცნო - ირონიულად ჩავიცინე. ისე მკვეთრად დაამუხრუჭა მანქანა ლამის წინა შუშა გავიტანე თავით.
- რა მოხდა? - გაოგნებისგან ძლივს ამოვიხავლე, მკლავში მწვდა და გაცეცხლებული თვალებით გადმომხედა
- არც გაბედო ეგრე ილაპარაკო გაიგე?
- რა უფლებით უწევ ტონს?
- სესილი, მომისმინე
- არა ეს შენ მომისმინე კარგად, მე შენი არავინ და არაფერი არ ვარ, ისევე როგორც ჩემთვის შენ, სრული უფლება მაქვს პარტნიორად ავირჩიო ის ვინც მსურს, გავიმეორო იგივე რაც შენ მაგ შენს ბარბისთან, არაკაცულად რომ მოიქცი და ვიღაც ბ*ზების სასაცილო რომ გამხადე ამხელა კაცმა!
- მომისმინე
- არ მჭირდება რომ მოგისმინო ან საერთოდ სიტყვა მაინც გავიგო შენგან, მორჩა საუბარი, დაძარი მანქანა და წავედით რესტორანში!
ერთი ჩაიღრინა და მანქანა სწრაფად მოწყვიტა ადგილს გაგიჟებულმა, როგორ მივედით რესტორანში არ მახსოვს, მთელი გზა იმაზე ვნერვიულობდი რამეს არ შევჯახებოდით ისეთი გაცოფებული იყო.

***

რესტორანში ერთად შევედით, უფრო სწორად ცოტა ჩამოვრჩი რომ ჩემი თანამდებობა გამომეკვეთა, არ მინდოდა ვინმეს ეფიქრა რომ რამეზე მქონდა პრეტენზია, თუმცა მაქსიმემ ამის საშუალება არ მომცა, როგორც კი შეამჩნია რომ ჩამოვრჩი ეგრევე შეჩერდა და სანამ გვერდით არ ამოვუდექი იქამდე ჯიუტად არ გააგრძელა გზა, რანაირად არ ვითრიე ფეხი მაგრამ მაინც მის გვერდზე მდგომმა მივედი ჩვენს მაგიდამდე.
- როგორ შეიძლება ქალი ასეთი მომხიბვლელი იყოს არ ვიცი! - ისევ შემომეგება ლუკა, ეს ბიჭი მართლა ვერ არის! ეს თუ ახლა მაქსიმეს ანთებულ თვალებს ვერ ხედავს ყველაფერთან ერთად თვალშიც აკლია.
- მადლობა - დავიმორცხვე ისევ და მაქსის გვერდით დავიკავე ადგილი, ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე მეორე მხრიდან ლუკა რომ მომიჯდა ღიმილით.
ახლა უფროსებს შორის კი არა ორ ცეცხლშუა უფრო ვიყავი, აქეთ იქედან ორივე მაქცევდა განსაკუთრებულ ყურადღებას და ლამის გავგიჟებულიყავი.
მაქსიმეს ბრაზი გვერდს მიწვავდა, ცუდად მხდიდა, ჰაერს მიხუთავდა, ვგრძნობდი როგორ გახშირებულად სუნთქავდა ლუკას ასეთ საქციელზე, თან მეღიმებოდა თან მეშინოდა, არ მინდოდა ამხელა კონტრაქტი ჩაშლილიყო ამ ყველაფრის გამო.
გული საერთოდ ამომივარდა ლუკამ საცეკვაოდ რომ გამიწვია, კულტურის გამო დავთანხმდი, თანაც ვაღიარებ რაღაცნაირად გულსაც ვიოხებდი ასე რომ იყო, უფრო ამის გამო გავყევი, მისი ხელები რომ შემომეხვია ისევ უსიამოვნოდ გამცრა, რაღაცნაირად ცივი ხელები და ხელოვნური გამომეტყველება აქვს, მომენტებშიც კი არ არის ბუნებრივი და ეს საშინელ დღეში მაგდებს, მის მიმართ უფრო ზიზღს ვგრძნობ ვიდრე პატივისცემას, ზედა ტუჩი ზიზღისგან მითრთის და ერთი სული მაქვს როდის დამთავრდება მუსიკა.
მაქსიმე კუთხეში გაავებული თვალებით იყურება და მოუთმენლად ათამაშებს ფეხს, თან ვისკის ერთი ჭიქა ისე ძლიერად აქვს თითებს შორის მოქცეული რომ ლამის ხელში შემოატყდეს.
- უკაცრავად დასარეკი მაქვს - კულტურულად ვუღიმი და ხელებიდან ვუსხლტები, ჩანთიდან ტელეფონს ვიღებ და აივანზე გავდივარ, ჰაერს ღრმად ვისუნთქავ, ასე მგონია სამშვიდობოს გამოვედი და ახლა თავისუფალი ვარ.
ორი წუთიც არ არის გასული მაქსიმე რომ ჩემს გვერდით ჩნდება, სიგარეტს უკიდებს და ნაპასს ღრმად ურტყამს
- როდის მერე დაიწყე მოწევა?
- რაც წახვედი
- ოჰ, დეპრესია გქონია - ირონიულად ვეუბნები
არაფერს მპასუხობს და ჯიუტად უყურებს ჩვენს წინ მდგომ შენობას.
- არც შენი ტელეფონი არ იჭერს?
- არა
- კარგი - მხრებს ვიჩეჩ და შენობაში შესვლას ვაპირებ რომ მიჭერს
- ანუ ლუკასთან გადაწყვიტე არა ყოფნა? - იღღინება, თან სიგარეტს აქრობს და აივნიდან ისვრის, მწარედ მეღიმება
- შენ ვინ გეკითხება? - ხელს უხეშად ვიშორებ
- მე ვინ მეკითხება არა? ახლა რომ შევალ და ყბას ჩამოვუღებ მერე მკითხონ ვინ მეკითხება
- არც გაბედო! - გამაფრთხილებლად ვუქნევ თითს
- რატომ?
- იმიტომ რომ ამას თუ იზამ გეფიცები ყველას მოვდებ რაც გააკეთე
- და სულ ეს არის? - ტუჩის კუთხეში ეპარება ღიმილი
- მეტი რა გინდა?
- შენ გგონია მაგით შემაშინებ და ხელს შემიშლი რომ ეგ ს*რი ვცემო? ძალიან ცდები!
- მაშინ გპირდები რომ აღარასდროს არ დაგელაპარაკები!
- კარგი, ჯერჯერობით შევიკავებ თავს, მაგრამ თუ რამე ისეთს შევამჩნევ ეგრევე გავუერთიანებ თავპირს იცოდე!
- კარგი - ხელებს დანებების ნიშნად ვწევ - თუ რამეს მაწყენინებს ან უშნოდ მეტყვის გაძლევ უფლებას რომ რაც გინდა ის უქნა - ვოხრავ და უკან ვბრუნდები.
ისევ იგივე სიტუაციაში ვარ, უბრალოდ მაქსიმე დამშვიდებულია ოდნავ და ყურადღებით უსმენს მათ საუბარს. ლუკა ყველანაირად ცდილობს საუბრის დაწყებას, არა, ამ ბიჭს არაფერი აქვს დასაწუნი მაგრამ დებილია, უბრალოდ აი ასე ხომ არსებობენ მოლენჩო ტიპები, რომლებსაც მხოლოდ ის აინტერესებთ როგორ გაეპრანჭონ გოგოს და როგორ ჩაიგდონ ხელში, ამისთვის კიდევ უამრავ სიტყვებს და წინადადებებს იზუთხავენ. ნერვები მომიშალა რამდენიმე წუთში მაგრამ ამას შევიმჩნევდი?!

***

საღამო დასასრულს უახლოვდებოდა და ჭკუაზე არ ვიყავი ამ ლუკას როგორც იქნა მოვიშორებდი, ისინი წავიდნენ, მე და მაქსიმე დავრჩით რადგან რამდენიმე საკითხი გვქონდა გასარჩევი. ბოლოს გადაღლილობა რომ ვიგრძენი თვითონაც შემამჩნია და წამოდგა
- რას აკეთებ?
- წავიდეთ, ხვალ გავაგრძელოთ, სამი დღე აქ ვიქნებით და რატომ უნდა გაგათენებინო ღამე - მისმა მზრუნველმა ტონმა გული ამიჩუყა მაგრამ მალევე გამახსენდა რა გააკეთა და დავიჭყანე. თუმცა არ გამიპროტესტებია, უკან ავედევნე.
უხმოდ ჩავჯექით მანქანაში და დაღმართს დავუყევით, ირგვლივ სულ ტყე იყო და თან საშინლად ციოდა, მოვიბუზე და ლამის ოთხად მოვიკეცე სავარძელში. მან პიჯაკი გაიხადა და მომაფარა
- ბოდიში, გათბობა გაფუჭებული აქვს და ვერ მოვახერხე გაკეთება - სევდიანად ჩაილაპარაკა
- არაუშავს - ამის თქმა და მანქანის გამორთვა ერთი იყო.
- რა სჭირს?
- მემგონი გაფუჭდა, ტელეფონი მომაწოდე დავრეკავ დაცვასთან და გამოგვიგზავნის მანქანას
- სად არის ეს რესტორანი კიდევ, მიკარგულში, რა უბედურებაა? - თან ვქოთქოთებდი თან ტელეფონი მივაწოდე
- ყველგან გადატვირთული იყო ჩვენ კიდევ წყნარი გარემო გვჭირდებოდა, არ იჭერს ეს ტელეფონი რა - ხელი საჭეს დაარტყა - აქ ვერ გავჩერდებით
- აბა რა უნდა ვქნათ?
- სადმე უნდა ვიპოვოთ ადგილი სადაც შეგვიფარებენ
- გაგიჟდი?
- არა, გადმოდი მანქანიდან და გზას გავუყვეთ, მემგონი აქ ახლოს დასახლება არის
- მეშინია
- მე დაგიცავ
- შენ ხომ გიჟდები ჩემზე და გადაეღობები ლომს
- რა უნდა გოგო აქ ლომს?
- ვეფხვს
- არც ვეფხვი არ არის
- მაშინ მგელს
- მგელს კი მოვერევი როგორმე - გამიცინა და ხელი მომკიდა
- ეს ხელის მოკიდება აუცილებელია?
- რომ არ დავიკარგოთ, ყველაფერზე ნუ იწეწები, ახლა დრო არ არის ურთიერთობებზე ვიფიქროთ!
- კარგი ხო კარგი - უკმაყოფილოდ ვაქნევ თავს და უკან მივყვები.

!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

- იქნებ როგორმე თითები არ მომამტვრიო? - წარბაწევით ვეკითხები, ისე თითქოს იმ სიბნელეში რამეს დაინახავს
- მეშინია არ გამექცე, მერე სად გეძებო?
- ოჰ, ისე დარდობ ჩემზე რომ აღარ იცი როგორ მოიქცე ხო?
- თუ გინდა ხელს გაგიშვებ და წადი რომელიმე მგელი სიამოვნებით შეჭამდა ახლა საჭმელს, დარწმუნებული ვარ საშინლად უღმუით მუცელი
- არც გაბედო! - კატეგორიულად ვეუბნები და ხელს ახლა იქეთ ვუჭერ
- და მე ვარ მერე უხეში - თავისთვის ბურტყუნებს
- ახლა რაღა მოხდა?
- ისე მიჭერ თითებს გეგონება ჩემი გაშვება არ გინდა არსად
- ეს სიტუაცია არ იყოს განახებდი სადაც გაგიშვებდი
- მაინც?
- ჯანდაბაში!
- რა მკაცრი ხარ მაკვირვებ პირდაპირ
- რისი ღირსიც ხარ
- ვიცი ხო იმას ვიღებ შენგან, კარგი
- ვაიმე რაღაც ხმა არ გესმის? - ჩავაფრინდი უარესად მკლავზე
- კი და ჩუმად - ფეხაკრეფით მივიპარეთ ბუჩქებთან და იქვე ჩავჯექით
- აუ რა არის?
- ნათელმხილველს ვგავარ? - ისე მიკრავს გულში სუნთქვა მეკვრის
- შემიშვი ხელი ცოტა, რა მნიშვნელობააქ ის დამესხმება თავს თუ შენ გამგუდავ ამ ჩახუტებით?
- მეორე უკეთესი იდეაა მგონი
- აი კიდევ არის ხმაური რას ლაპარაკობ გააჩუმე ეგ ენა
- შენ რომ სხვაზე რამეს იტყვი - ფრუტუნებს
- ნახე არ ჩუმდება
- გავჩუმდები და მერე ვუსმინოთ სიჩუმეს?
- ფაჩუნობს რაღაც
- რას შვება? - ხარხარს იწყებს და მემგონი ის რაღაც დაფრთხა და ისეთი სწრაფი ნაბიჯებით გარბის ჩვენც კი ვიგებთ.
- დააფრთხე
- ვაიმე საწყალი, გავეკიდო მოვაბრუნო გინდა? - ტუჩებს წინ წევს
- კლოუნი!
- მე წავალ ვნახავ რა ხდება და მოვბრუნდები
- შენ უნდა გენდო? - სატირლად დავბრიცე ტუჩები
- მომისმინე სესილი, დავბრუნდები, ხომ იცი რომ აქ მარტო არ დაგტოვებ?
- მე რავიცი რომ არ დამტოვებ?
- გპირდები, გეფიცები ყველაზე ძვირფასს რომ დავბრუნდები!
- კარგი, მალე ქენი გთხოვ, რა მოხდებოდა მანქანაში რომ დავრჩენილიყავით?
- ფანჯრები ჩამოწეული გვქონდა, მანქანა არ იქოქებოდა, თანაც ნებისმიერი მანქანა რომ წამოსულიყო ვერ გადავიყვანდი გზიდან, ვინ იცის რა იქნებოდა, ჯობდა წამოვსულიყავით - შუბლზე მაკოცა და იქვე ბუჩქებში დამტოვა. ფრთხილი ნაბიჯებით მიიკვლევდა გზას, ცოტახანში საერთოდ შეწყდა და ჩამიჩუმი არ ისმოდა.
დაახლოებით 15 წუთი ველოდებოდი სანამ მოვიდოდა, მაგრამ მთელი ეს დრო საუკუნედ მეჩვენებოდა. როგორც კი ნაბიჯების ხმა გავიგე ეგრევე წამოვვარდი და ხის ტოტი დავიკავე ხელში, მოულოდნელობისგან დავარტყამდი და თუ ვერ გავთიშავდი გავიქცეოდი მაინც.
- სესილი - დაბალ ხმაზე დამიძახა მაგრამ ვიგრძენი როგორ დამიარა სიხარულის ტალღამ სხეულში
- მაქს, მოხვედი? - მისკენ გავიქეცი მაგრამ ფეხი გადამიბრუნდა და ტკივილისგან დავიკივლე
- რა მოგივიდა? - ეგრევე მომვვარდა - სად იტკინე ჰა?
- ფეხი გადამიბრუნდა - სლუკუნით ვუთხარი და ნატკენი ადგილი ხელით დავიზილე
- შეძლებ გავლას?
- არვიცი - ძლივს ამოვიხავლე და წვალებით წამოვდექი ფეხზე, რაღაც ნაწილის გავლა შევძელი, მაქსიმეს ორივე ხელით ვეჭირე და ცდილობდა როგორმე დამხმარებოდა, ხელი როგორც კი გამიშვა და განათებული ადგილისკენ გაიშვირა ეგრევე დავეცი და ტკივილისგან უარესად ამოვიხავლე
- სად წახვედი გოგო? - ძებნა დამიწყო, ვაიმე რა იდიოტია
- აქ ვარ!
- რას აკეთებ მანდ?
- ტანგოს ვცეკვავ, იქნები ჩემი პარტნიორი? - ამოვიფრუტუნე
- ვერ მითხარი მერე აქამდე? მოიცა მეც ჩამოვჯდები
- ჩამოჯდები კი არა მომეხმარე წამოდგომაში!
- კიდევ რა გინდა?
- ხელი მომეცი მეთქი - ხელს მიწვდის და მეც ნელნელა ვდგები
- აუუ ვერ გავივლი
- მანახე ერთი რა გჭირს - იქვე ქვაზე მაჯენს და ჩემს წინ იმუხლება, ფეხს ხელს კიდებს და მუხლზე იდებს
- მომანათე ტელეფონი მიხვდი ახლა - მიღრენს, ვუნათებ და ინტერესიანი მზერით ათვალიერებს ფეხს
- რა ხდება?
- ოპერაცია დაგჭირდება - ჩემს შეშინებულ და შეშფოთებულ სახეზე ჯერ ღიმილი ეპარება და მერე ისეთ ხარხარს იწყებს რომ მგონი ახლომახლო ყველას და ყველაფერს ესმის.
- იდიოტო!
- კარგი მოდი სულელო - ხელში ავყავარ და ისე მივივკლევთ გზას
- მძიმე ვარ დამსვი
- მერე რას იზამ ხოხვით წამოხვალ?
- თუნდაც, შენ დამსვი
- არ დაგსვამ
- დამსვი მეთქი
- იცოდე ახლა კი არ დაგსვამ, გისვრი და დაისვენებ შენც და მეც
- შეხედე როგორ მელაპარაკება კიდე ეს ეს.. თვითკმაყოფილი იდიოტი!
- მალე მივალთ დამშვიდდი
- დამსვი და სულ არ წამიყვანო არ ჯობია?
- შენ აქ დაგტოვო მერე თუ რა ვქნა?
- ხო
- არ არის ცუდი იდეა მართლა, მაგრამ მერე შენი ყბიდან რა ამოვა?
- იდიოტი ხარ მეთქი რომ გეუბნები არ გჯერა - გავიბუსხე მე
- ვაიმე შენ ოღონდ გაჩუმდი და რაც გინდა ის ვიქნები რა - პასუხს არ ვცემ და სახლამდე საერთოდ ხმას არ ვიღებ.
- ხომ ხედავ?
- რას?
- რამდენი პრობლემა გადაჭერი შენი სიჩუმით!
- როგორ გიძლებ ვერ ვხვდები რა! - ამოვიხავლე და ვეცადე დამვმდგარიყავი, თუმცა წავბარბაცდი და პირდაპირ მაქსიმეს ჩავუვარდი მკლავებში.
- გამიშვი ხელი
- გაგიშვა?
- ხო გამიშვი!
- დარწმუნებული ხარ?
- კი!
- კაი ჰა - ხელს მიშვებს და პირდაპირ ვენარცხები მიწას, ტკივილს იმდენად ვერ ვგრძნობ რამდენადაც გაბრაზებას
- რატომ გამიშვი იდიოტო ხელი ჰა?
- შენ არ მითხარი
- წყალში გადახტე მეთქი რომ გითხრა გადახტები?
- კი გინდა? - წარბებს მითამაშებს - მოიცა ხაზეიკას დავუძახო თორემ გამათენებინებ შენ აქ - ფეხზე მაყენებს და ძახილით შედის ეზოში, იქედან ხანში შესული ქალი გამოდის და ღიმილით გვეგებება
- გამარჯობათ
- გაგიმარჯოს შვილო
- შეგიძლიათ ერთი ღამით შეგვიფაროთ?
- დიახ რათქმაუნდა, მობრძანდით
- ასე როგორ გვენდობა? - ვეჩურჩულები მაქსიმეს
- შენ გავხარ საშიშს თორემ ჩემს მიღებაზე ვინ იტყოდა უარს?
- არც შენ ხარ ნაკლები, ვერ ხედავ როგორ გიყურებდა? - ასე კინკლავით შევედით სახლში და მხოლოდ 15 წუთის შემდეგ შევამჩნიეთ როგორ გვიყურებდა მომღიმარი სახით.
- უკაცრავად - ლოყები ამიფერადდა და თვალები დავხარე
- არაუშავს შვილო, ახალშეუღლებულები ხშირად ჩხუბობენ ასე
- ჩვენ.. იცით
- რა კარგია ცოლქმარნი რომ აღმოჩნდით, მხოლოდ ერთი ოთახი მაქვს, აქ ჩემი შვილიშვილი ჩამოდის ხოლმე, პატარა სახლი არის ალბათ შეამჩნიეთ - სევდიანად გაგვიღიმა და წინ გაგვიძღვა
- ვერ ამოიღე ხმა? - ვუბრწკინე მაქსიმეს
- მეტკინა გოგო! მე რავიცი ერთი ოთახი მაქვსო და გარეთ დაგაწვინო?
- არ გიფიქრია რომ შენ დაწვები გარეთ?
- აბა ახლა - ხელის აწევით მაჩერებს - როგორ ვაკადრებ მაგას ჩემთავს არ გაგიჟდე!
- თვითკმაყოფილი იდიოტი! - ჩავიღრინე და პატარა მყუდრო საძინებელში აღმოვჩნდი.
- მოიცა აქ რა სავარძელი არ არის? - კოჭლობით მივედი ლოგინამდე და ჩამოვჯექი
- არა შვილო, გასულ ზაფხულს გაგვიტყდა და გადავაგდეთ
- კარგით, ძალიან დიდი მადლობა - გავუღიმე და მაქსმა კარებამდე მიაცილა.
მე დრო ვიხელთე და ბალიშები შუაში ჩავაწყვე
- არც იფიქრო ჩემს ტერიტორიაზე გადმოსვლა! - თითი გამაფრთხილებლად დავუქნიე და პირდაპირ შევწექი საწოლში.

***

ღამე მშვიდად და გემრიელად მეძინა, რაღაც უცნაური ხმები მაწუხებდა გარედან მაგრამ არ ვიმჩნევდი, რომ შემემჩნია აუცილებლად შემეშინდებოდა და პირდაპირ მაქსიმეს ჩავეხუტებოდი.
არც კი ვიცი როდის ჩამეძინა ისე ღრმად რომ დილით ასეთ პოზაში გაგვეღვიძა, გაოცებული ვაფახულებდი თვალებს და მის ზედაზე მთელი ძალით ჩაფრენილ თითებს ვცდილობდი ფუნქცია დაებრუნებინათ, ფაქტიურად ზემოდან ვეწექი ნახევარი ტანით, ცხვირები ერთმანეთს ეხებოდა და პირდაპირ თვალებში ვუყურებდი. გული კინაღამ გადამიქანდა, აქამდე შორიდან მაინც ვგრძნობდი მის სურნელს, ახლა კი ლამის ჩახუტებული ვარ მასზე და ცხვირში კი არ მიღიტინებს, პირდაპირ მიწვავს, ერთიანად ვწითლდები და ვცდილობ წამოვიწიო, მაგრამ საბანში ისე ვარ გაბლანდული ამის საშუალებას არ მაქვს.
უკვე ფართხალს ვიწყებ, თვითონ კი სიცილს.
- რა გაცინებს იდიოტო? - ფართხალს არ ვწყვეტ და თან ვუღრენ
- ცოდვაა ის ქალი
- რატოა ცოდვა?
- ისე ფართხალებ და ისე ზანზარებს ოთახი რას იფიქრებს?
- შე უნამუსო, შე შე უხ! - მოწყვეტით ვეცემი ზემოდან
- ოჰ, მორჩნენო ამოისუნთქებს - განაგრძნობს ხარხარს
- ვაიმე რა უზრდელი ხარ!
- რა ჩემი ბრალია შენ თუ ეგრე ფართხალებდი? - არ წყვეტს დაცინვას
- იდიოტი ხარ მეთქი ხომ გითხარი? გამანთავისუფლე ახლავე
- კარგი ხო - ფრთხილად წევს საბანს, ნელნელა გამოხლართა და გადამაწვინა მეორე მხარეს - იმედია შოკში არ იქნება ის ქალი - ჩაიცინა და წამოდგა
- ეგ ქალი შენნაირი გარყვნილი და უტაქტო არ იქნება! - ენა გამოვუყავი და სააბაზანოში შევასწარი.


***

ქვემოთ ჩასულს ისეთი სურნელი დამხვდა კინაღამ თავბრუ დამეხვა, ღიმილით შემომეგება ქალბატონი, რომლის სახელიც ჩემდა გასაკვირად არც ვიცოდი.
- გამარჯობა ქალბატონო .. - ყოყმანი დავიწყე
- თამილა შვილო - გამიღიმა ისევ და ხაჭაპურები თეფშზე დააწყო
- დიახ - დავიმორცხვე - რა კარგი სურნელია, ამ მაქსიმე სად არის? - ინტერესიანი მზერა მოვავლე ოთახს
- წყლის მოსატანად მივდიოდი დედა და მე წამოვიღებო, რა კარგი ბიჭია, როგორ უხდებით ერთმანეთს - ლოყაზე ხელი მომითათუნდა, მე უხერხულად გავუღიმე
- წყალი არ გაქვთ აქ?
- კი შვილო როგორ არა, რას ამბობ, უბრალოდ მილი გასკდა და ხელოსანი აქ არ არის, ხვალ ჩამოვა აუცილებლად გამიკეთებს
- ძალიან კარგი
უხმოდ ვჭამდით მაქსიმე რომ მოვიდა წ....ბით ხელში.
- შენ გაიხარე შვილო, უფალმა დაგლოცოთ და სულ ასე სიყვარულში და ბედნიერებაში ყოფილიყავით - ერთმანეთს გადავხედეთ წარბაწეულებმა და მე ისევ გავუბრაზდი.
- წავალთ ჩვენ ბებო, ძალიან დიდი მადლობა - გაუღიმა მაქსმა და ხელი ჩამჭიდა
- კეთილი მგზავრობა, აქვე ახლოს არის გაჩერება და შეგიძლიათ ჩახვიდეთ, თუ გნებავთ გაგყვებით - გამოგვყვა ღიმილით
- არა, იყოს რა საჭიროა, დღეა და შევძლებთ როგორმე გზის გაკვლევას
- ისე შვილებო კი მაინტერესებდა
- გისმენთ - გავუღიმე
- გამოპარულები ხართ ხო? - ისე ამელეწა სახე მემგონი თვითონაც მიხვდა რომ არ უნდა ეკითხა.
- არა ბებო, დიდი ხანია ცოლქმარი ვართ, უბრალოდ მანქანა გაგვიფუჭდა და - გაუღიმა და ხელჩაკიდებული გამომიყვანა იქედან. ორივემ თბილად დავემშვიდობეთ და დავუყევით დაღმართს.
- ხელი გამიშვი ახლა მაინც დღეა!
- რავიცი იქნებ აქაც ერთი ამბავი მოაწყო - დამიქაჩა თვალები და უფრო მომიჭირა ხელი
- ენა რომ არ გქონდეს ყვავი წაგიყვანდა ცერცვაძე!
- გაატანდი ჩემთავს?
- მე თვითონ მივაწოდებდი შენთავს რომ წაეყვანე - ენა გამოვუყავი და ხელი გამოვგლიჯე
- ასე გამწირავდი?
- გაგწირავდი რომელია! აი მარშუტკების გაჩერება - შევხტი და გავიქეცი იქეთ
მაქსიც გამომეკიდა და ერთად ავირბინეთ იმ წამს დაქოქილ მარშუტკაში.
- როგორც იქნა!
- ფეხები დამატყდა სანამ აქამდე მოვიდოდით - ამოვიწუწუნე და იქვე სავარძელში ჩავჯექი
- ენერგო ვამპირი ხარ და როგორ დაიღალე?
- აჰ, ახლა ენერგო ვამპირი გავხდი არა?
- რათქმაუნდა, მეორე დღეა აქ ვარ და ასე ჯერ არ დავღლილვარ
- ნეტა მანამდე როგორ მიძლებდი?
- მაშინ ძველი სესილი იყავი შენ
- ოხ, კაი ერთი, ძველი მაქსიმე მეც მომწონდა მერე გაფუჭდი - უკმაყოფილოდ დავპრუწე ტუჩები
არაფერი უპასუხია, მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია საერთოდ, სასტუმროსთან ჩამოვედით და დაღლილ-დაქანცულებმა ძლივს შევაღწიეთ. მისაღებში ლუკა იჯდა და ფეხს ნერვიულად ათამაშებდა, როგორც კი დაგვინახა წამოდგა და ჩქარი ნაბიჯებით წამოვიდა ჩვენკენ.
- როგორც იქნა მოხვედით, მთელი ღამე არ მიძინია, კარგად ხართ? - ინტერესიანი მზერა შემავლო
- იდეალურად - ჩაიღრინა მაქსიმემ
- კარგად ვართ ლუკა - დავეჭყანე მაქსს - შენ როგორ ხარ?
- სად იყავით?
- მანქანა გაგვიფუჭდა და სოფელში დავრჩით
- კარგია, მეგონა რამე შეგემთხვათ და ვინერვიულე
- მერე ვერ წამოხვედი საძებნელად?
- მე.. ვეცადე მაგრამ არ გამომიშვეს
- აბა 15 წლის ბიჭი ხარ და წინააღმდეგობას როგორ გაუწევდი - ამ სიტყვებზე ისე ვბრწკენ რომ სულ ვუღებ, მაგრამ ჩემდა გასაკვირად არ იმჩნევს, მემგონი იმდენად კმაყოფილია რომ ჩვენს დასახმარებლად არ წამოვიდა საერთოდ ვერაფერს ვერ გრძნობს.
- მაქსიმე
- დავმშვიდდეთ! - ხელს მაღლა ვწევ და შუაში ვდგები - მაქს, ავიდეთ ოთახებში დასვენება გვჭირდება - ვუღიმი და ხელით ოდნავ ვუბიძგებ, ისეა დაღლილი ჩემს ნებას ყვება და მშვიდად მომყვება ზემოთ.
- დავამტვრევ ძვლებში!
- რა ეჭვიანი ხარ
- ვინ მე? - ისე იოცებს გეგონება დავაბრალე რაღაც
- ხო შენ! - ენას ვუყოფ და ჩემს ოთახში შევდივარ.
ეგრევე წყლის ქვეშ ვდგები და დაღლილობა წამში ირეცხება ჩემი სხეულიდან, მეღიმება, ეს ერთადერთი ადგილია, რომელიც ყოველთვის მშველის და მაძლევს საშუალებას რომ ამოვისუნთქო. ცუდ ხასიათზეც მყოფი აქ მოვრბივარ და ეგრევე ვიხსნი ყველანაირ სტრესს. სააბაზანოდან ღიღინით გამოვდივარ, თან თმას ვიმშრალებ და თან თვალდახუჭული ჩემს მიერ შექმნილ მუსიკას ტანს ვაყოლებ.
ისეთ ნეტარებაში ვარ ახლა ვინმემ ხელი რომ შემიშალოს ალბათ სასწაულს ვუზამ. როგორც იქნა თმებს ვიმშრალებ და ქვედა პირსახოცს უნდა დავწვდე მოსახსნელად ბოხი ბარიტონი რომ ერთიანად მივლის სხეულში
- არა აქამდე კი გავუძელი მაგრამ არამგონია მეტს გავუძლო - თვალებს ეგრევე ვახელ და ჩემკენ ზურგით მდგომ ნაცნობ სხეულს რომ ვხედავ თან გულზე მეშვება თან ისეთი ბრაზი მეკიდება რომ ლამის გავგიჟდე.
- აქ რას აკეთებ?
- ღიღინი შემომესმა და შემოვედი, კარგად ცეკვავ - წარბებს მითამაშებს
- მე კარი ჩაკეტილი მაქვს ცნობისთვის!
- ა, კარებში გამოვედი - იცინის - კარგი მიდი მოემზადე და შეხვედრაზე უნდა ჩავიდეთ
- გაბრძანდი გარეთ
- აუ შევბრუნდები რა გთხოვ არ გამიყვანო ახლა - ქვედა ტუჩს წინ წევს და თავს უკმაყოფილოდ ვაქნევ
- შებრუნდი მაშინ!
სწრაფად ვიცვამ მთლიან შავ, გამოყვანილ, მუხლებამდე კაბას და მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ, თმებს მხრებზე ვიყრი ისე რომ არ ვიშრობ.
- მზად ვარ
- წავედით - მათვალიერებს, იღიმის და კარებამდე მიდის.
- მოიცა
- რა მოხდა? - პირდაპირ ცხვირით ვეჯახები გულმკერდზე და უკმაყოფილოდ ვწუწუნებ - კარგი რა ასე უცებ რატომ მობრუნდი
- რას მორბოდი შენ?
- რა გინდოდა?
- თმებს რატომ არ იშრობ შენ? სიცივეა გარეთ - გაბრაზებული, წარბებ შეკრული მიყურებს და ზუსტად ის დღე მახსენდება პირველად რომ მიმაბრუნა და ძალით გამაშრობინა თმები. თვალებში ვუყურებ და მახსენდება თითოეული მონაკვეთი, თუ როგორ ზრუნავდა ჩემზე და აცრემლებულ თვალებს ვარიდებ.
- გაიშრე დროზე
- პატარა ბავშვი არ ვარ
- გეუბნები გაიშრე მეთქი, აქედან ფეხს არ მოვიცვლით იქამდე, ნუ გეშინია ლუკა დაგელოდება აუცილებლად
- გეყოფა მაქსიმე! გამიშვი - ხელით ვცდილობ რომ გავწიო მაგრამ არაფერი გამომდის
- გელოდები - წარბაწევით მიყურებს იქამდე სანამ არ ვნებდები და ფენს არ ვიკავებ ხელში, ნელნელა ვიშრობ თმას და როგორც კი ცოტა ეტყობა რომ შეშრა ეგრევე ვრთავ
- კმაყოფილი ხარ?
- ვარ, შეგიძლია გახვიდე - გვერდზე იწევა და მატარებს, პასუხით მხოლოდ ვეჭყანები და ქუსლების კაკუნით გამოვდივარ გაბრაზებული იქედან.

***

როგორც კი რესტორანში შევდივართ ყველას ყურადღება ჩვენკენ არის მომართული, ლუკა არსად არ ჩანს და ბედნიერებისგან ყურებამდე მეღიმება.
უფრო ამაყად მივიწევ და მაგიდაზე ჩემს ადგილს ვიკავებ მაქსიმეს გვერდით.
აშკარად თვითონაც კმაყოფილია რადგან არაფერს არ ამბობს და არც გახშირებულად სუნთქავს.
უცებ ყველა კარებისკენ იხედება და როგორც კი მაქსიმეს დაბერილ ძარღვებს ვხედავ მეც ეგრევე ვტრიალდები, გაოცებისგან თვალები შუბლზე ამდის ლუკას რომ ვხედავ ვარდებით ხელში.
თანაც აშკარად ჩემთან მოდის ყურებამდე გაღიმებული.
ხომ ვთქვი ეს ბიჭი ვერ არის მეთქი, ყველაფერთან ერთად თვალშიც აკლია, ახლა ხოა ღირსი მაქსიმე რომ ეცეს.
ღმერთო გადაგვარჩინე, ახლა ლოცვის გარდა არამგონია ვინმემ ან რამემ გვიშველოს.
ნელნელა მიახლოვდება და ისევ იგივე გამომეტყველებით მაწვდის ვარდებს.
უხერხულად ვიშმუშნები და ყალბი ღიმილით ვართმევ, არ მინდა რამე შემამჩნიოს, მაგრამ სამაგიეროდ მაქსიმეს აქვს გადმოშლილი გრძნობები, წკიპზე არის, რამდენიმე წამი და აუცილებლად ეცემა.
თვალებს მაგრად ვხუჭავ, არ მინდა ეს სისასტიკე დავინახო, მაგრამ უცებ წელზე ხელი რომ მეხვევა ვკრთები, გაოცებისგან თვალები მიფართოვდება ნაცნობი სურნელი რომ მიღიტინებს ცხვირში.
- გაგიჟდი? - წარბებს ვკრავ მაგრამ გვერდზე არ ვიწევი
- გინდა რომ სასწაული ვუქნა თუ რა ხდება? - ზემოდან დამყურებს გაბრაზებული
- ამით ვითომ რას აკეთებ?
- ვმშვიდდები, შენი სიახლოვე მამშვიდებს განსაკუთრებულად
- ხუმრობის ხასიათზე ვართ? - თვალებს ვუქაჩავ
- ნუ თამაშობ ნერვებზე, ხომ ხედავ როგორ ვივარჯიშე რაც გვერდით არ მყავდი - კუნთს მაჩვენებს - ისეთს ვუზამ მის თავს ვერ იცნობს სარკეში!
- ცარიელი კუნთი ხარ, ტვინის ნასახი არ გაგაჩნია ამხელა კაცს
- ახ მე არა?
- ხო შენ!
- გამოგყავარ აქ იდიოტად
- რაც ხარ იმად გამოდიხარ - ენას ვუყოფ და ვარდებს მაგიდაზე ვაწყობ
- მაგ ვარდებს გადააგდებ
- შენ რა გინდა? ძალიან ლამაზებია
- წავედით აქედან! - მკაცრად მეუბნება და სუფრაზე მჯდომთ უღიმის - უკაცრავად უნდა დაგტოვოთ, ხვალ ბოლო დღეა, გუშინ მე და ჩემმა ადვოკატმა ყველაფერზე შევთანხმდით, შეგიძლიათ თქვენ დაილაპარაკოთ და ხვალ ხელშეკრულებაზე მოგიწერთ ხელს - მკლავში მწვდება და სულ ძალით მიმათრევს
- გამიშვი ხელი
- გადააგდე ეგ ვარდები
- რატომ?
- იმიტომ რომ ეგონება მიმიღო და მოვწონვარო
- მერე რა არის ტყუილი?
- რას მიშლი ნერვებს? გადააგდე მეთქი - უკვე ღრიალზე გადადის
- მომწონს მე! რატომ უნდა გადავაგდო? - ტირილის პირას მყოფი ვლუღლუღებ - მიყვარს ვარდები და რა ვქნა?
- გეყოფა სესილი!
- არა, მინდა მე ვარდები და მომწონს, შენ გეყოფა აწი! - ვიბუსხები მე
- გადააგდე მეთქი რომ გეუბნები ესეიგი უნდა გადააგდო! - გაავებული მართმევს ხელიდან და სანაგვეში ყრის, გულში ვზეიმობ გამარჯვებას მაგრამ გარეგნულად არაფერს ვიმჩნევ, გაბუსხული და გაბრაზებული სახით ვუყურებ სივრცეს და ყურადღებას არ ვაქცევ მის დუდღუნს.
- მომისმინე..
- წავედით?
- ხო
უხმოდ ვჯდები მანქანაში და ნახევარი გზა ხმას არ ვიღებ, ცდილობს ლაპარაკი წამოიწყოს, მეცინება მაგრამ ვიკავებ და წარბებს ვკრავ.
- მომისმინე, არ მინდოდა ცუდად გამომსვლოდა უბრალოდ გავბრაზდი
- მერე ჩემი ვარდები?
- რა გადაყევი ამ ვარდებს რაიყო?
- მე მიყვარს ვარდები ძალიან და რა ვქნა? - გატეხილი ხმით ვეუბნები, რა კარგი მსახიობი ვარ მიკვირს ჩემი თავის.
- აი წამოდი მარკეტში გადავიდეთ და რასაც გინდა გიყიდი კარგი? - მარკეტთან აჩერებს და ღიმილით მიყურებს.
- მართლა რასაც გეტყვი?
- ხო
- წამოდი - ღიმილით მივყვები და სექციებს ვუვლი
- აი ეს მინდა, ეს, ეს, კიდევ ეს, აუუ ესეც, აუ ნახე ახალი შოკოლადი გამოსულა, ესენი ყველა მინდა!
- გასუქდები
- ეგ შენ სუქდები ამდენს თუ ჭამ მე კი არა - ენას ვუყოფ და შოკოლადებს ვყრი კალათაში.
კონსულტანტი დაახლოებით ნახევარი საათი აწრიპინებს აპარატს, მაქსიმე მოთმინებით ელოდება როდის დაასრულებს, გოგო აშკარად გაკვირვებულია, კარგად მათვალიერებს ყოველი წრიპინის შემდეგ. ალბათ ცდილობს დაადგინოს რა გვჭირს, შვილები გვყავს თუ ორსულად ვარ. პირდაპირ ეიფორიაშია ინტერესისგან, მეღიმება და მაქსიმეს ვუყურებ, რომელსაც არაფერი აინტერესებს იმის გარდა რომ შეწყდეს ეს გამაყრუებელი წრიპინი, ამაზე საერთოდ ისტერიული სიცილი მივარდება. რათქმაუნდა, გეგმა შესრულებული მაქვს დღეისთვის. საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ.
ღიღინით გამოვდივართ მარკეტიდან დატვირთულები შესანიშნავად ვარ, არადა საერთოდ არ მაღელვებდა ეგ ლუკას ვარდები, უბრალოდ ნერვები ხომ უნდა მომეშალა მაქსიმესთვის, ერთ-ერთ პლიტკას ვწვდები და გემრიელად ვკბიჩავ.
- აი უგემრიელესია - თვალები მიციმციმდება ეგრევე, ფრთხილად ქოქავს მანქანას და ნელა მივუყვებით დაღმართ - არ გინდა შენ?
- არა
- ახლა შენ ხარ ცუდ ხასიათზე? - ვიცხადებ და ეღიმება
- ისე ნუ იქცევი განაღვლებდეს რა
- ვაიმე მთელი ხელფასი დაგიხარჯე? - თავს დანანებით ვაქნევ
- გეყოფა ეს მაიმუნობა და ჭამე შოკოლადი!
უხმოდ მივდივართ სასტუმროსთან, ჯერ უცნაური მზერით მიყურებს, შემდეგ ღიმილით აქნევს თავს
- რაიყო?
- არაფერი - ჩემკენ ოდნავ იღრება, მე უკან უკან ვიწევი მაგრამ სივრცე არ მყოფნის და კარს ვეყრდნობი, მისი სუნთქვა უკვე ტუჩებზე მეცემა და ჭკუიდან გადავყავარ. ჩემი გაგიჟება უნდა, ვგრძნობ როგორ წევს ხელს მაღლა და ტუჩებიდან შოკოლადის ნარჩენს მწმენდს, ჩაიცინა და ისე უცებ გამშორდა გააზრება ვერც მოვასწარი.
გულაჩქარებულმა და აფორიაქებულმა ძლივს გადმოვედი მანქანიდან და ბარბაცით გავუყევი გზას სასტუმროსკენ.

***

- არ მითხრა რომ კიდევ ჩემთან მოდიხარ ოთახში - მოუსვენრად ვქანაობ ლიფტში
- გაიჭედება - მშვიდი გამომეტყველებით მიმზერს, ნერვები მეშლება რომ ცოტახნის წინანდელი არ აფორიაქებს.
- მერე რა, დიდი ამბავი ახლა - ვფრუტუნებ
- გინდა ძალით გავჭედო?
- რა საჭიროა?
- გაგისწორებ შენ!
- იდიოტი ხარ მეთქი მითქვამს შენთვის?
- იმდენჯერ ვეღარ ვითვლი უკვე ენერგო ვამპირო
- არაფერი გეშველება - თავს ვაქნევ დანანებით
- მე თუ არ მეშველება, არც შენ არ გეშველება!
- მაგით იმშვიდებ თავს? - ვეჭყანები
- რათქმაუნდა
ამასობაში ლიფტიც იღება და ისეთი სისწრაფით მივდივარ ჩემი კარებისკენ რომ მეშინია არ გადმოვვარდე ქუსლებიდან. ზურგს უკან მაქსის სიცილი მესმის მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ და მთელი ძალით ვაჯახუნებ კარებს გაბრაზებული.

***

აივანზე ვზივარ და ფეხები მოაჯირზე მაქვს შემოწყობილი, გრილი სიო ნაზად მელამუნება სხეულზე და სიამოვნებისგან მაკანკალებს.
ვფიქრობ ყველაზე და ყველაფერზე, გასული რამდენიმე დღე იმდენად სახალისო და სასიამოვნოა რომ ჩემი თავის მიკვირს.
არადა რომ მახსენდება როგორ მოიქცა ნერვები მეშლება მოთმინების უნარი რომ არ მაქვს, რეალურად კი ისეთი საყვარელია წინააღმდეგობასაც ვერ ვუწევ.
ზოგჯერ ისე მინდა ჩავეხუტო ხელები მექავება და ჭკუიდან გადავდივარ. საშინელებაა ასე ახლოს იყოს ადამიანი შენთან და ამავდროულად ძალიან შორს.
სასაცილოა, ჩვენი ურთიერთობა იმდენად უცნაურად და გაუაზრებლად დაიწყო რომ ჩვენც ვერ მივხვდით როგორ შეგვიყვარდა ერთმანეთი. მე მიყვარს, აი მაქსიმეს ვუყვარვარ თუ არა ეს მხოლოდ ვარაუდია.
როგორ შეიძლება ადამიანის მიმართ არაფერს გრძნობდე და მაინც ასე ეჭვიანობდე.
მეცინება.
როდესაც ვიხსენებ როგორ ებერება ძარღვები და დაჭრილი ნადირივით სუნთქავს ყოველწამს არის მზად რომ თავს დაესხას და სასწაული უქნას.
ისე ვაღიარებ უკეთსს ტანზეა, ადრე უფრო სუსტი იყო და რაღაცნაირი, ყოველთვის მომწონდა ასეთი დაკუნთული ბიჭები, მეც კი არ ვიცი რატომ, უბრალოდ რაღაცნაირად უფრო მიმზიდველები არიან.
მაქსიმე რომ მიმზიდველია მაგაში ორი აზრი არ არსებობს, ზოგჯერ მეც კი მიჭირს თავის შეკავება, არადა ვაღიარებ საშინლად მენატრება მისი ტკბილი ტუჩები.
ვაი მე! გამოფხიზლდი სესილი, არ გახსოვს რა გაგიკეთა? როგორ გატკინა? გამოფხიზლდი, არ შეიძლება ადამიანზე ამდენი იფიქრო და ამდენი იდარდო. მორჩა, ის შენი წარსულია ახლა მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გაქვთ!
ნეტა თუ მჯერა რასაც ვბურტყუნებ? რა საქმიანი ურთიერთობა, ლამისაა ჭკუიდან გადავიდე ისე ვარ. რა გაძლებს კიდევ, თვეები კი არა წლები, იქამდე სანამ კონტრაქტი არ დამიმთავრდება. გული ამოვარდნაზე მაქვს ახლა და მის გვერდით ვინმე რომ დავინახო ხომ გავგიჟდი?!
ისე მადლობა უნდა ვუთხრა ლუკას, ასე მაინც დამანახა რომ რაღაცას გრძნობს. არადა რეალურად ისე ცდილობს თავი შორს დაიჭიროს რომ მიკვირს, როგორ შეუძლია ასე გაძლოს? საიდან ამხელა ნებისყოფა?
ნეტა ერთი წამით მაინც ჩამახედა მის გულში რას ფიქრობს, ალბათ ყველას გასჩენია ეს სურვილი, ჩაიხედო საყვარელი ადამიანის გულში, გაიგო რას ფიქრობს შენზე და უყვარხარ თუ არა.
არადა საქციელები ყველაფერზე კარგად მეტყველებენ, პირიქით ერთი პატარა დეტალითაც კი შეიძლება მიხვდე რა დამოკიდებულა აქვს ადამიანს შენს მიმართ.
საოცარია ეს გრძნობა, როგორ შეიძლება ამხელა შეცდომის შემდეგ მაინც გქონდეს სურვილი მასთან იყო.
- რაზე ფიქრობ? - ნაცნობმა ხმამ შემაკრთო, ლამის სკამიდან გადავვარდი
- აქაც არ უნდა მომასვენო ხო?
- ისეთი სახე გქონდა მემგონი მთელი მსოფლიოს მმართველი შენ იყავი - იცინის და სიგარეტს უკიდებს, ნაპასის დარტყმის დროს საყვარლად ჭუტავს თვალებს, ესეც კი მომწონს მასში.
- ოცნება მაინც შემარგე
- შენ ოღონდ მითხარი და ფეხქვეშ დაგიგებ ყველაფერს - უცნაური მზერით გადმომხედა და ისევ ჰორიზონტს გაუსწორა მზერა ჩაფიქრებულმა
- არაფერი არ მჭირდება
- ვიცი, შეცდომას ვერასდროს გამოვასწორებ, ცდასაც არ აქვს აზრი მგონი
- დაიგრუზე?
- იცი რა ვიფიქრე და მართალი ხარ, გაქვს ბედნიერების უფლება, შეგიძლია იყო ლუკასთან და აკეთო ის რაც შენ გისწორდება, მე შენს ცხოვრებაში აღარავინ ვარ და მე თვითონ დავკარგე ეს უფლება, ჩემს ამბიციებს, მოწონებას და გაშტერებას შევწირე ყველაფერი. ვიცი ვერ მაპატიებ და გულით გთხოვ რომ ბედნიერი იყო, უბრალოდ ერთს მაინც გეტყვი ეგ ბიჭი შენი შესაფერისი არ არის, მასზე ბევრად მეტს იმსახურებ დამიჯერე, გატკენს, თან საშინლად, ამიტომ ვბრაზდები თორემ დამიჯერე თუ შენს ცხოვრებაში შენი შესაფერისი ადამიანი გამოჩნდება შენი ცხოვრებიდან საერთოდ გავქრები, მინდა რომ შენს თვალებში სიხარულს ვხედავდე, ბედნიერებას, ისევ ისე ლაღად კისკისებდე ყოველდილით, დარბოდე და მღეროდე როგორც იცი ხოლმე, მე ვერ გაგაბედნიერებ, წარსულის იარები ყოველთვის შეგახსენებს თავს, ეს დიდი ბზარი, რომელიც ჩვენს ურთიერთობას დავამჩნიე ვერასდროს გამთელდება, რავიცი იქნებ მე მგონია ბზარი, რეალურად კი დამსხვრეულია და მისი აწყობაც კი შეუძლებელია, ასე ძალიან ლამაზი ხარ ბევრად უფრო ლამაზი გარეგნულად, მაგრამ შენი შავი თვალები არ ბრწყინავს, რაც შენს გარეგნობას ჩემს თვალში ყველანაირ ხიბლს უკარგავს, სულ რომ არაფერი შენი თვალები ისეთი მეტყველი და ღრმა იყო რომ ძალაუნებურად იკარგებოდა მასში ადამიანი. იქამდე სანამ ისინი ბედნიერებისგან არ აციმციმდებიან შენს ირგვლივ ვიტრიალებ, მერე გპირდები მე თვითონ გიშოვი სამსახურს სხვაგან და მოგცემ უფლებას რომ ბედნიერი იყო საყვარელ ადამიანთან ერთად - სევდიანად გამიღიმა და ოთახში შევიდა.
გაოცებული, პირდაღებული და თვალებ ამღვრეული შევცქეროდი იმ ადგილს, სადაც წამის წინ იდგა არც კი ვიცოდი რა უნდა მეთქვა, ენა ვერ მოვაბრუნე რომ გამეჩერებინა მაინც, რამდენიმე წუთი ვქანაობდი ერთ ადგილზე, შემდეგ ოთახში შევედი და მოწყვეტით დავეცი საწოლზე.

***

დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა, ალბათ თვალები მაქვს დასიებული ტირილისგან, საშინელი სანახავი ვარ, მინდა წამოვდგე მაგრამ ტკივილი საშუალებას არ მაძლევს, ძლივს ზლაზნვით ვდგები, სიმწრით ვითმენ ტკივილს და როგორც კი მყარად ვდგავარ ფეხზე იქვე მდგომ წყალს ვწვდები და ერთი ამოსუნთქვით ვსვამ, ასე მგონია პახმელიაზე ვარ ან ჯერ კიდევ ვერ გამოვდივარ სიმთვრალიდან.
უღიმღამოდ ვტრიალდები რომ სააბაზანოსკენ წავიდე და გაოგნებისგან, მოულოდნელობისგან და სიხარულისგან თვალები შუბლზე ამდის..



მართლა ყველაფერს მოველოდი მაგრამ ახალაღვიძებულზე ეს თუ დამხვდებოდა ოთახში ნამდვილად არა.
ნელნელა მივიწევდი შუაგულისკენ და სიხარულით მევსებოდა გული. იქვე ჩავიკუნცხე, ხელით მივეფერე და ღრმად შევისუნთქე ხასხასა ვარდების სურნელი.
ახალდაკრეფილს ჰგავდა, სასიამოვნოდ გამცრა სხეულში და ბუკეტი ხელში ავიღე, უცებ იქედან კონვერტი გადმოვარდა, დავიხარე, ავიღე, ყვავილები ლარნაკში მოვათავსე და იქვე ჩამოვჯექი. ფრთხილად დავწვდი კონვერტს, გავხსენი და წერილი ამოვიღე.
“პრივეტ სესი,
რა ბანალური დასაწყისია არა?
მერამდენე ფურცელია ვინ იცის ჩემს მაგიდას რომ ავსებს და ადგილს იკავებს, შეიძლება ესეც დაიკუჭოს და სადღაც კუთხეში გადავარდეს, ან მოგივიდეს და ბედნიერმა ინავარდოს შენს ლამაზ და თბილ თითებში.
გუშინ ძალიან გაბრაზებული ვიყავი იმაზე, სახელის ხსენებაც ნერვებს მაგლიჯავს, ვიცი მოსწონხარ და ისიც ვიცი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ხელში ჩაგიგდოს, მე კიდევ უძლური ვარ და ეს უფრო მაწყვიტავს თითოეულ უჯრედს. მე არ შემიძლია რამე აგიკრძალო, გითხრა, გეჩხუბო მე საერთოდ დავკარგე ყველაფრის უფლება.
ზოგჯერ ჩემთავს ვუსმამ კითხვას ცოცხალი ვარ თუ არა, რაც ჩემი ცხოვრებიდან წახვედი იმის მერე არც არავინ არ მინახავს, ალბათ საკუთარ ძმაკაცებსაც ვერ ვიცნობ ქუჩაში.
ნეტა შემეძლოს დროის უკან დაბრუნება და შენი ძალიან ძლიერ ჩაკვრა გულში.
მე უძლური ვარ, ასე მგონია ვიღაც ყოველდღე შიგნიდან მჭამს და მანადგურებს.
სინანულს აზრი არ აქვს, არც ბრძოლას, მე შენი ღირსი არ ვარ!
მინდა რომ ბედნიერი იყო, მინდა იღიმოდე და თვალები გიციმციმებდეს, ეს გუშინაც გითხარი და ყოველთვის გაგიმეორებ!
ყველაზე მაგარი ადამიანი ხარ ამ დედამიწაზე და იმსახურებ საუკეთესოს!
ა ხო, ეს ვარდები გუშინდელის გამოსასყიდია, ვიცი არასწორად მოვიქეცი მაგრამ ვერ მოვითმინე, იმედი მაქვს გაგახარე და ოდნავ მაინც გაგიკრთა ტუჩებზე ღიმილი.
მაქსიმე”

ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა და ტკივილი ნელნელა აღწევდა გულამდე, ერთიანად მივლიდა ჟრუანტელი და თან მინდოდა რომ ყველაფერი გამეგლიჯა ირგვლივ.
როგორ აფუჭებს ერთი შეცდომა ყველაფერს, როგორ ტკენს ადამიანს და არ აძლევს საშუალებას რომ ახალ ეტაპზე გადავიდეს. ჩვენ ჩავრჩით იმ ნაწილში სადაც ერთმანეთისთვის ვცხოვრობდით, რადგან ბედნიერი წამები და წუთები მაშინ გავატარეთ. დაუვიწყარი დღეები, რომლებიც ყოველთვის ღიმილს გამოიწვევენ გახსენებისას.
ახლა ყველაზე მეტად მინდა გავიქცე და მთელი ძალით მოვეხვიო, მაგრამ სიამაყე ამის საშუალებას არ მომცემს, რაც არ უნდა გააკეთოს არც კი ვიცი როგორ შევძლებ ვაპატიო ის შეცდომა, რომელიც თუნდაც გაუაზრებლად დაუშვა.
მინდა მაგრამ არ შემიძლია, ჯერჯერობით მაინც.
მუჭით შევიმშრალე ცრემლები და წამოვდექი, ცოტა უნდა გამოვფხიზლდე თორემ ასეთი თვალებით არ უნდა მნახოს არავინ.
სააბაზანოში შევედი, როგორც ყოველთვის ყველანაირი დარდი მომეხსნა და ღიმილით შევუშვირე გრილ წყალს სახე.


***

- მოხვედი სესილი? - ღიმილით შემომეგება ლუკა და გადამკოცნა, ეგრევე შევამჩნიე მის უკან მდგარი მაქსიმე, რომელიც გაქვავებული სახით გვიყურებდა და სუნთქვაშეკრული თვალებსაც არ ახამხამებდა.
- მოვედი - უხერხულად გავუღიმე და გვერდზე დავდექი.
- რატომ ამხელა დისტანციით?
- იცით, უფროსთან უნდა მივიდე აუცილებლად, თანაც ვერანაირ აუცილებლობას ვერ ვხედავ იმაში რომ თქვენთან ახლოს ვიდგე - მკაცრი, შეუვალი ტონით ვუთხარი და ირონიულად გავუღიმე. შეცბა არ ელოდა ჩემგან ასეთ რეაქციას და გაბრაზებულმა გაუყვა მისი ჯგუფისკენ გზას.
- მადლობა ყვავილებისთვის - როგორც კი მივუახლოვდი ვუთხარი და მსუბუქად ვაკოცე ლოყაზე
- ვხედავ გაგახარე - ტუჩის კუთხე აწია და თვალი ჩამიკრა
- არ ველოდი, მოულოდნელი სურპრიზები ყოველთვის სიხარულს იწვევს ადამიანში
- მნიშვნელობა არ აქვს ვისგან არის?
- როგორ არ აქვს, დამიჯერე ახლა ეგ ლუკასგან რომ ყოფილიყო აქ ასე ლაღად არ ილაპარაკებდა - ქვედა ტუჩი ამოვაბრუნე
- ეგეც მართალი - ჩაიცინა და წელზე ხელი მომხვია, მის შეხებაზე ერთიანად შემომიტია მთელმა ზოოპარკმა და შემაქანა - კარგად ხარ? - წარბებშეკრულმა გადმომხედა
- კი, უბრალოდ არ მეძინა ნორმალურად და ეტყობა გადავიღალე - თმები შევისწორე ნერვიულად
- რატომ რა ხდებოდა?
- რავიცი, მციოდა
- მერე ვერ დამიძახე? თუ პატარა ბავშვი ხარ? - დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში
- რატომ უნდა დამეძახა ვერ გავიგე?
- იმიტომ რომ.. - დაიბნა - მე შენი უფროსი ვარ და ვალდებული დაგეხმარო!
- ხოდა მე არ მინდოდა დახმარება, თვითონაც მივხედავ ჩემთავს!
- მოინდომა გოგო, ერთი ლუკაზე ვერ მოგივლია და შენთავს მიხედავ? ჭირვეულო
- მე ვარ ჭირვეული და შენ ხარ უპრობლემო ხო?
- და რაში შემატყვე რომ არ ვარ?
- ახ, სანამ მე არ დავალაგებდი იქამდე ყველაფერს რევდი ოთახში, მე უნდა გამეკეთებინა დილით ყავა შენთვის და ყოველთვის ყველაფერი უნდა მცოდნოდა სად გედო. ერთი არ მცოდნოდა ჭირვეულობას განახებდი შენსას! - თითი ცხვირთან მივუტანე და წარბები შევკარი
- ხო კარგი, გნებდები! - ხელებს დანებების ნიშნად წევს მაღლა
- ხოდა ეგრე - ამაყად ვსწორდები მხრებში და კმაყოფილი მზერით მივდივარ იქ შეკრებილი ხალხისკენ.

***

- მოკლედ თავისუფლად შეგვიძლია რომ ხელშეკრულებას მოვაწეროთ ხელი - ღიმილით ამბობს მაქსიმე და ყველა ეთანხმება
- მე არ ვარ თანახმა - მეხისგავარდნასავით ისმის ეს სიტყვები და გაოცებულები ყველა ლუკასკენ ვატრიალებთ თავს.
- რას ნიშნავს თანახმა არ ხარ? - იღრინება მაქსი, გაოცებისგან ვერავინ ვერ იღებს ხმას, ვერ ვხვდებით რა შეიძლება იყოს პრობლემა.
- ხო, არ ვარ თანახმა!
- რატომ?
- იმ შემთხვევაში ვიქნები თანახმა თუ ეს ქალბატონი - ჩემკენ იშვერს თითს, ვგრძნობ როგორ იძაბება მაქსიმე - იმუშავებს ჩემთან და ივლის მივლინებებში ჩემთან ერთად - ირონიულად უღიმის მაქსიმეს
- არა! - ხელს მკიდებს გააფთრებული და მის უკან მაყენებს
- რას ნიშნავს არა? მაშინ არ შედგება არანაირი კონტრაქტი
- ხოდა ძალიან კარგი, წავალ და თქვენს კონკურენტ ფირმასთან გავაფორმებ ხელშეკრულებას, დარწმუნებული ვარ უკეთეს მოგებას მივიღებ - ლუკა და ყველა იქ მყოფნი შრებიან და ახლა მაქსიმეს დასთამაშებს სახეზე ირონიული ღიმილი.
- ეს არ გამოვა - დგება ერთ-ერთი და ჩვენკენ მოდის - ლუკა გეყოფა ჭირვეული ბავშვივით მოქცევა!
- მე ასე მინდა, ისე არ მოვაწერ ხელს, აი მაგ ხელშეკრულებაზე ჩემი ხელმოწერის გარეშე ხელსაც ვერ გაანძრევთ! - შეუვალი ხმით აცხადებს
- ძალიან გთხოვთ ბატონო მაქსიმე ჩვენთვის აუცილებელია ეს კონტრაქტი
- მომისმინეთ! მე აქ იმისთვის ვარ რომ დაგეხმაროთ, თქვენს თანამშრომელს მოთხოვეთ პასუხი ამაზე, თუმცა ასეთი თავხედობისთვის უარს ვაცხადებ ამ კონტრაქტის გაფორმებაზე, ბრაზი რომ გამივლის ვნახოთ იქნებ გადავიფიქრო! - ჩაიცინა, ხელი მომკიდა და იქედან სულ ძალით გამომიყვანა.

***

- მაქსიმე დამშვიდდი რა გთხოვა ასეთი?
- მივლინებაში უნდა იაროს შენთან ერთად? ეს გინდა? მითხარი თუ გინდა ახლავე მივაბრუნებ მანქანას - იღრინება და თან მთელი ძალით არის ჩაფრენილი საჭეს
- მე ეს არ მითქვამს მინდა რომ დაწყნარდე
- ხოდა გაჩუმდი მაშინ, ხომ ხედავ ნერვებზე ვარ? ნაგლი, იქეთ ვეხმარები და კიდევ აქეთ რომ მეჭიმება, მაგას ვანახებ!
- ახლაც არ გჯერა ჩემი ხო? ახლაც ფიქრობ რომ ვეჭვიანობდი, დღეს მივლინება მოითხოვა ხვალ უარესს მოგთხოვს, ეგეთი ა*ვარია ეგ ნაბი*ვარი! - დაიღრიალა და საჭეს ძლიერად დაარტყა ხელი
- გადააყენე მანქანა
- რა?
- გადააყენე მანქანა!
უხმოდ გადააყენა მანქანა და ღრმად ამოისუნთქა.
- აბა ახლა დამშვიდდი, რამ გადაგრია ასე?
- არ მინდა ვინმემ გული გატკინოს.. კიდევ
- არავინ არ მატკენს გულს არ ვაპირებ რომ ვიყო ლუკას გვერდით, დამშვიდდი, სამსახურიდან წამოვიდოდი მაგაზე რომ დათანხმებულიყავი - გამამხნევებლად ვადებ მხარზე ხელს და მსუბუქად ვუჭერ
- მე არ მივცემდი მაგის საშუალებას, ვიცი რა გეგმებიც ჰქონდა, ეგონა დავთანხმდებოდი რადგან ჩვენს ფირმასაც სჭირდება მათთან კონტრაქტი ნაწილობრივ, მაგრამ ვერ შევწირავ ამ ყველაფერს შენს ცხოვრებას თუნდაც სამკვდრო-სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოფილიყო! - თავზე ხელი გადაისვა ნერვიულად - წავედით - მანქანა დაქოქა და ნელა დაუყვა დაღმართს.

***

- ავიდეთ და ბარგი ჩავალაგოთ, დღესვე ჩავდივართ თბილისში
უხმოდ დავუქნიე თავი და უკან ავედევნე.
ისეთი გაბრაზებულია ახლა აზრი არ აქვს რომ რამე ვკითხო ან ვუთხრა, ჯობია ვაცადო რომ გადაუვიდეს გაბრაზება თორემ დარწმუნებული ვარ დაანგრევს ირგვლივ ყველაფერს.
სწრაფად ვალაგებ ჩანთას და ქვემოთ კი არ ჩავდივარ, ჩავრბივარ და მის გვერდით გვდგები მკრთალი ღიმილით.
თავს აქნევს და სწრაფი ნაბიჯებით ტოვებს შენობას.
არც გზაში იკლავს დიდად საუბრით თავს, ჩუმად აპარებს თვალებს ჩემკენ და როგორც კი ჩვენი მზერა ხვდება ერთმანეთს სარკეში ეგრევე იხედება.
მეცინება მაგრამ არ ვიმჩნევ, ახლა სიცილის დრო ნამდვილად არ არის.
მემგონი ჯერ კიდევ არ მაქვს გააზრებული რა გააკეთა მაქსიმემ დღეს.
არადა ვიცი რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტი იყო მათთვის, სწორედ ამიტომ დაჭირდათ რამდენიმე დღეს მის გასაფორმებლად, მან კიდევ ჩემგამო ყველაფერი ჩაშალა და უკანმოუხედავად წამოვიდა იქედან.
ფირმამ რომ იზარალოს ჩემი ბრალი იქნება, საერთოდ რას წამოვყევი ამაზე მეთქვა უარი და წაიყვანდა ვინმე სხვა ადვოკატს, მაგრამ ცდუნება ვერ გავუძელი შანსი რომ მეძლეოდა მის გვერდით ვყოფილიყავი.
ჩემთავზე ნერვებმოშლილი ცუდ ხასიათზე ვდგები და წარბებს ვკრავ.
- რა დაგემართა? - აშკარად არ გამორჩენია ჩემი ხასიათის ცვლილება
- არაფერი
- მითხარი
- ჩემგამო ამხელა დათმობაზე წახვედი შეიძლება ფირმამ იზარალოს
- შენს გაუბედურებას მირჩევნია მთელი ბიზნესი დავკარგო, საერთოდ არ მაინტერესებს რა იქნება და ძალიან გთხოვ მორჩი საკუთარი თავის დადანაშაულებას. მე როგორც მინდოდა ისე მოვიქეცი თორემ რომ დავთანხმებოდი ვერავინ აღმიდგებოდა წინ!
- გასაგებია და მესმის, რატოღა ნერვიულობ?
- ნერვები მეშლება მის გამოხტომებზე მინდა რომ თავ-პირი გავუერთიანო ასეთი თავხედობისთვის
- ჯობია სახლში წახვიდე და დაისვენო, ხვალ შევხვდებით სამსახურში!
- კარგი მიდი - გამიღიმა და ჩანთა მომაწოდა - ხვალამდე
- ხვალამდე - ღიმილით გადმოვედი მანქანიდან და ძლივს ავბობღდი კიბეებზე.
ისეთი დაღლილი ვარ პირდაპირ დავემხობი საწოლზე. კარი როგორც კი გავაღე დედა და მარია შემომეგება
- აბა ხვალ მოვალო? - თვალები გაუფართოვდა დედას, მარია კივილით გამოიქცა და პირდაპირ კისერზე ჩამომეკიდა
- რამდენი ხანია არ მინახიხარ საძაგელო! - კიოდა და თან ლოყებს მიკოცნიდა
- მეც, ძალიან ძალიან მომენატრე, მეტიჩარა - ცხვირზე დავკარი თითი და მაგრად ჩავიკარი გულში
- მეც მომენატრე დეე - აცრემლებული თვალებით წამოვიდა ჩვენკენ და ორივეს მოგვეხვია.
დამაჯინეს და ყველაფერი დაწვრილებით მომაყოლინეს, შიგადაშიგ დაიკივლებდა ხოლმე მარია ან გადაიკისკისებდა და მერე მე და დედა ერთად ვაწყნარებდით. როგორც კი მთელი ინფორმაცია გამომძალეს შემდეგ ნება დამრთეს რომ დამესვენა. ყურებამდე გაღიმებულმა ავედი ოთახში და პირდაპირ საწოლზე დავემხე.

***

დილით ადრე მივედი სამსახურში, მაქსიმე ჯერ არ იქნებოდა მოსული ამიტომ კაფეტერიაში დავიკავე ადგილი და ამერიკანო შევუკვეთე.
მშვიდად ვიჯექი და სამსახურში მიმავალ ხალხს ვაკვირდებოდი, წინ მაკა რომ ჩამომიჯდა მომღიმარი სახით
- მაკუსიი - თვალები ამიციმციმდა მის დანახვაზე - როგორ ხარ?
- კარგად ჩემო ლამაზო შენ?
- კარგად, რა ხდება? აქ რამ მოგიყვანა?
- მინდოდა გამომეკითხა მცხეთის ამბები - წარბები ამითამაშა
- კარგი რა
- რატომ არ გააფორმა კონტრაქტი?
- ლუკამ მე მომითხოვა სანაცვლოდ
- რას ნიშნავს შენ მოგითხოვა?
- მასთან უნდა მემუშავა ის პერიოდი
- ვატყობდი რომ უბერავდა ეგ ბიჭი - დანანებით ჩაილაპარაკა - რაზე მოვედი
- აბა რა ხდება? - ინტერესიანი მზერა შევავლე
- დღეს უცხოეთიდან ინვესტორები ჩამოდიან, ამიტომ სახლში წვეულებას ვაწყობ და აუცილებლად უნდა მოხვიდე, ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება სიტყვა არ თქვა - თითი გამაფრთხილებლად დამიქნია
ხელები დანებების ნიშნად ავწიე და მანაც გადაიკისკისა
- მომენატრე მაკუსი - გვერდით მივუჯექი და მთელი ძალით მივეხუტე
- მეც ჩემო პატარა! - შუბლზე მაკოცა და ლოყაზე მომეფერა.

***

- აბა დღეს რას დამავალებ ბოს? - ღიმილით შევედი მის კაბინეტში თავაწეულმა
- რა კარგ ხასიათზე ხარ - მკრთალად გამიღიმა და ისევ საბუთებში ჩარგო თავი
- უცნაურია ხო? მეც მიკვირს, დიდი ხანია ასეთ კარგ ხასიათზე არ ვყოფილვარ
- კარგია მერე რა გინდა?
- არაფერი რა უნდა მინდოდეს მაინტერესებს დღეს რამე საქმე თუ გვაქვს?
- არამგონია, უცხოელი ინვესტორები მოდიან და მთელი დღე კუდში უნდა ვზდიო, ქალაქი უნდა დავათვალიეროთო, ამიტომ შეგიძლია გაენთავისუფლო და სახლში წახვიდე
- იდეალურია! - ტაში შემოვკარი და კაკუნით გამოვედი გარეთ, ეგრევე ჩანთას დავავლე ხელი და სახლისკენ წავედი ყურებამდე ღიმილით გაბრწყინებულმა.

***

- ასე ადრე რატომ მოხვედი დე? - გამიღიმა დედამ
- იმიტომ რომ საქმე არაფერი არ იყო და გამომიშვა მაქსიმემ
- ძალიან კარგი, საღამოსთვის უკეთესად მოემზადები - თვალი ჩამიკრა
- მოიცა, შენ საიდან იცი? - თვალებმოჭუტულმა გადავხედე
- მე უბრალოდ.. მაკამ დამირეკა - გამეკრიჭა და სასწრაფოდ შევარდა სამზარეულოში, ღიმილით გავაქნიე თავი და ჩემს ოთახში ავედი.
აქ რაღაცას ხლართავენ ესენი აშკარად, დედას ხუთი თითივით ვიცნობ და კარგად ვხვდები როდის მატყუებს. მემგონი ძალიან უნდათ რომ დავახლოვდეთ მე და მაქსი ისევ, ამისთვის კიდევ რას არ აკეთებენ.
როგორ დავიღალე ეს დღეებია, სულ გადარბენაზე ვარ, ამ ყველაფერს ემატება ემოციური სტრესი და ლამის გავგიჟდე. მყუდრო გარემო მინდა, რამდენი ხანია სადმე დასასვენებლად არ წავსულვარ. ცოტაც და საახალწლო დასვენებები მოვა, ერთი სული მაქვს როდის გავიქცევი სადმე საზამთრო კურორტზე და მთელი დღეები ვიგუნდავებ.
ბავშვობიდან ვგიჟდები თოვლზე, საზაფხულო კურორტებს ყოველთვის მერჩივნა, სიცივე უფრო მიყვარს ვიდრე გაუთავებელი სიცხე. თუმცა არც ზღვაზე არ ვამბობ უარს. აი მაქსიმესთან ერთად ბორა ბორაზე დიდი სიამოვნებით წავიდოდი მეორეჯერ, იმდენად ბედნიერი და ლაღი ვიყავი მაშინ რომ საერთოდ არ მახსოვდა არანაირი პრობლემა.
როგორ მინდა ძველი პერიოდი დავაბრუნო და ისევ საუკეთესო მეგობრები ვიყოთ, იქნებ რომელიმეს გადაგვედგა ნაბიჯი და ურთიერთობა ასეთ დონემდე არ დასულიყო. ახლა მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გვაქვს, წავკბენთ ერთმანეთს და ვართ ასე კინკლავში გაგვყავს დრო. რამდენიმე დღეა ჩემი უფროსია და იმდენი რამე მოხდა, არადა ის 1 წელი სრულ სიმშვიდეში ვიყავი მამამისთან ერთად. გიჟია და ყველგან თავისი სიგიჟე მოაქვს, სახლში როგორც კი შემოვიდოდა ეგრევე დაეტყობოდა ხოლმე ყველაფერს, მთელი სახლი გუგუნებდა და ყველგან მისი ხარხარი ისმოდა.
მენატრება ეგ პერიოდი, არ მინდა ასეთ სიმშვიდეში ცხოვრება. მემგონი ზედმეტად შემომიტია გრძნობებმა, რაც უფრო ახლოს მივდივარ მასთან მით უფრო ვერ ვაკონტროლებ მათ და ჭკუიდან გადავდივარ.
აღარ ვიცი როგორ მოვიქცე ვფიქრობ იქნებ სხვაზე გადავერთო? ვინმეს შანსი მივცე რომ ურთიერთობა დაამყაროს ჩემთან და თავი მომაწონოს? ან გამომივა კი ასეთი რამე? გაფიქრებაც არ მინდა რომ ოდესმე ვინმე შემეხება ოდნავ მაინც მაქსიმეს გარდა, როდის შემიყვარდა ასე არანორმალურად ვერც ვხვდები.
თვალებს ვხუჭავ და ფიქრებში გართული ისე მეძინება ვერც ვხვდები.

***

- გაიღვიძე დედიკო დაგაგვიანდება წვეულებაზე
- კარგი რა დე, მაცალე ცოტახანი
- მაკამ დარეკა თუ არ მოვა 2 საათშიო არ ვიცი რას ვუზამო
- კარგი ხო ვგდები - ბუზღუნით წამოვჯექი ლოგინზე
- ეგრე არ ჯობია დედიკო? ნელნელა მოემზადები და 7ზე კი მიხვალ იქ
- ან ორი საათი რათ მინდა მოსამზადებლად? ვეპრანჭები ვინმეს?
- გოგო იქ შენ კომპანიის მთავარი ადვოკატის სტატუსით მიდიხარ ამიტომ საუკეთესოდ უნდა გამოიყურებოდე!
- შარვალ-კოსტუმიც საკმარისია
- არა, რამე ლამაზი კაბა ჩაიცვი!
- კარგი რა დედა
- რომ გეუბნები ისე გააკეთე, მარია მოვა მალე და დაგეხმარება!
- ასე მგონია მაქსიმეს ვეპრანჭები წვეულებაზე მივდივარ კი არა!
- საიდან მოგაქვს ახლა ეგეთები? როდის იყო რამეს გაძალებდი? მინდა საუკეთესოდ გამოიყურებოდე უბრალოდ და ნუ ქოთქოთებ ამდენს, ადექი დროზე წყალი გადაივლე, მანამდე მოვა ის გიჟი.
უხმოდ შევედი სააბაზანოში და ნეტარებაში გადავეშვი.
საერთოდ გადამავიწყდა რომ წასასვლელი ვიყავი, გონზე კარებზე გაბმულმა კაკუნმა მომიყვანა.
- გამოვდივარ ხო - პირსახოცშემოხვეულმა გავაჭერი ოთახში და წარბაწეული მარიას დანახვაზე გაოცებული სახე მივიღე - მოხდა რამე?
- არაფერი, მანახე აბა რა უნდა ჩაიცვა
- აი ეს - შავ სადა კაბაზე მივუთითე და თმების გამშრალება დავიწყე
- მე ავარჩევ რას ჩაიცვამ!
- რა დავაშავე - ამოვიხავლე და მოთმინებით დაველოდე როდის დალაშქრავდა ჩემს გარდერობს.
- აქედან აარჩიე - 3 ყველაზე სექსუალური კაბა რაც მქონდა ის გადმომილაგა და ჩაფიქრებულმა მომაშტერდა.
- ესენი სად ჩავიცვა არ გადამრიო, სირცხვილია - დავიმორცხვე ეგრევე
- კომპლექსები მოიხსენი და ეს ნაცრისფერი ზურგამოღებული მოკლე კაბა ჩაიცვი აბა
- ეგ არ მინდა რა, ლურჯს ჩავიცვამ
- არა, ნაცრისფერი ჯობია - თავს აქნევს და ხელში მაჩეჩებს კაბას
- მოვა ჩემი დროც! - ვუღრენ და ეგრევე ვიცვამ
- აი სასწაულია რა! - ტაშს უკრავს და ჩემს უხერხულობას საერთოდ არ იმჩნევს.
- რას დაერჭვე მანდ, მოდი აქ თმებს დაგივარცხნი და მაკიაჟს გაგიკეთებ.
- იცოდე მსუბუქი მაკიაჟი! - თითის გამაფრთხილებლად ვუწევ
- რათქმაუნდა! - იცინის და ძალით მსვამს სკამზე გაბრაზებულს და წარბებშეკრულს.

***

დაახლოებით 1 საათში უკვე მზად ვარ, იმდენ რაღაცას მისვამს სახეზე დარწმუნებული ვარ მაქსიმე კი არა მე ვერ ვიცნობ ჩემთავს სარკეში. შიშით ჯერ ცალი თვალით ვუყურებ გამოსახულებას, შემდეგ მეორე თვალით და ვვოცდები, გაოგნებისგან ყბა მივარდება და დაბნეული ვაფახულებ თვალებს.
- ეს..
- ეს შენ ხარ! - მიღიმის მარია - ულამაზესი ხარ სეს! - მოწყვეტით მკოცნის ლოყაზე და კისკისით გადის ოთახიდან.
საძაგელი ბავშვი, რამდენი რამე წაუსვია ჩემზე, მომიშალა ნერვები! - ვქოთქოთებ და თან ჩემს გამოსახულებას ვათვალიერებ სარკეში - არა ვაღიარებ მომწონს, კარგად გამოვიყურები მართლა, ისე სწორად აქვს ყველა დეტალი შერჩეული რომ წუნს ვერ დაუდებ, უბრალოდ მრცხვენია ასე გადაპრანჭული წასვლა, მე მსუბუქი მაკიაჟი ძლივს ვისწავლე და ამან სად დაამუღამა ასეთი გადაპრანჭვა?!
ღიმილით ჩავედი ქვემოთ და დედაჩემს გამაფრთხილებლად დავუქნიე თითი მისი აცრემლებული თვალები რომ დავინახე.
ეგრევე გაჩერდა და კარებამდე სულ ლოცვით მიმაცილა.
- უფალი იყოს შენი მფარველი დე, ფრთხილად იარე!
გავუღიმე და ნელნელა ჩავედი კიბეებზე, ტაქსი უკვე სადარბაზოსთან მელოდებოდა, მთელი გზა ისე ვნერვიულობდი ლამის მთელი მაკიაჟი ჩამომივიდა, თან თითები დავიმტვრიე ლამის.
როგორც კი შევედი ეგრევე ჩემკენ იყო ყველას ყურადღება მომართული, თვალებით მაკას ან მაქსიმეს ვეძებდი მაგრამ არცერთი არ ჩანდა. იქვე მდგომ თორნიკეს მოვკარი თვალი და მისკენ წავედი ღიმილით.

***

მაკა

- მაქსიმე რას აკეთებ ამდენ ხანს? მოვა მალე სტუმრები - შევუვარდი ოთახში
- გამოვდივარ დე, რა ხდება რაიყო?
- მალე მოვა სესილიც და ხომ უნდა დახვდე ქვემოთ?
- რომ არ დავხვდე რაიყო რა მოხდება?
- რას ქვია? უნდა დახვდე აუცილებლად - თან ოთახიდან გამოვედი თან ვუხსნიდი - ის მთავარი ადვოკატია ფირმის და აუცილებლად როგორც საპატიო სტუმარს ისე უნდა მოექცე
- კარგი რა დედა - კიბეებზე ჩამოვდიოდით და თან მეკამათებოდა
- გვერდიდან არ მოშორდე იცოდე გაიგე?
- რატომ მიკერებული ვარ მასზე თუ რა ხდება?
- ისე ნუ იქცევი გეგონება არ გინდოდეს მის გვერდით დგომა რა - ხელი ავუქნიე
- მინდა სხვა არის, მაგრამ იძულებით არავის გვერდით არ დავდგები, მითუმეტეს როდესაც ვიცი რომ არ სიამოვნებს, სამსახურის გარეთ ვართ და სულ არ არის ვალდებული გვერდით დამყვებოდეს ან მე დავყვებოდე კუდში!
- აი ნახავ ისეთი ლამაზი იქნება რომ ყველას ყურადღება მისკენ იქნება მიმართული - მოგვიახლოვდა ნატალიც
- კარგი ერთი, იმდენი ლამაზი გოგოა აქ და რატომ მაინც და მაინც სესილი? - დაგვიქაჩა თვალები
- ვერ აფასებ შენ მის გარეგნობას! - თვალი ჩაუკრა ნატალიმ
- მართალია, მასზე უკეთესს ვერსად ვერ იპოვი!
- წამიც არ დამჭირდება მის მოსაძებნად, აი მიყურეთ! - ამაყად გაიჯგიმა და ცენტრში გავიდა კარგად რომ დაეთვალიერებინა ირგვლივ მყოფნი.

***

სესილი

- თორნიკე რას შვები როგორ ხარ? რამდენი დღეა არ მინახიხარ - გავუღიმე და გადავკოცნე
- კარგად, რავიცი პატარა ცუდად გახდა და გადაყოლილი ვიყავი, ამიტომ ვერ შემოგიარე, როგორ მიდის საქმეები?
- რავიცი ნორმალურად, ამ თვეში რამდენიმე ხელშეკრულება გვაქვს გასაფორმებელი, ალბათ მომიწევს შენთან შემოვლა რამდენიმეს გადმოგაბარებ
- არ მეგონა თუ მენდობოდით
- შანსს გაძლევ რომ ყველაფერი გამოასწორო იცოდე - სიცილით ვუქნევ თითს
- თქვენს სამსახურში მიგულეთ - იღიმის და აშკარად ვიღაცას ეძებს თვალებით.
- უკაცრავად - ზურგს უკან ნაცნობი ხმის გაგონებისას ვკრთები - თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ, დედაჩემი თვლის რომ აქ ჩემს მთავარ ადვოკატზე ლამაზი ქალი არ არის და ყველას ყურადღება მისკენ იქნება მიმართული, თუ შეგიძლიათ გამომყევი და დავანახებ რომ მასზე ლამაზებიც არსებობენ, მაგალითად თქვენ!



- რათქმაუნდა გამოგყვები! - ვუცინი და მისკენ ვტრიალებდი, ჯერ ფერები გადასდის სახეზე და მერე საერთოდ ფითრდება
- შენ.. მე… აქ… ამ კაბაში… ასეთში… - ბლუყუნებს და ისეთი ისტერიული სიცილი მიტყდება ვერ ძლივს ვსულიერდები
- რაიყო ასე მოგეწონე?
- არ მეგონა შენ თუ იყავი თორემ საერთოდ არც შემოგხედავდი
- რომ გცოდნოდა მუღამი არ ექნებოდა - უკმაყოფილოდ დავპრუწე ტუჩები
- როდის მერე იცვამ ასეთ კაბებს? - მიქაჩავს თვალებს
- შენ რომ შეცდომა დაუშვი მაგის მერე - თვალს თვალში ვუყრი და ირონიულად ვუღიმი
- ენაც დაგიგრძელებია
- ავტომატურად, შენ არაკაცულად მოიქეცი, მე უფრო ქალური და დახვეწილი გავხდი
- მე ძველი სესილი უფრო მომწონდა
- ძველი სესილი სულელი იყო, რომელიც შენს ტყუილებს იჯერებდა! - იქვე მდგომ შამპანიურის ჭიქას დავწვდი
- ოჰ, სასმელსაც ეძალები?
- რატომ გაინტერესებ ასე ძალიან? ა თუ გეშინია ლუკასნაირი არ გამომიჩნდეს ისევ? შენ ხომ ჩემი პირადი მცველი ხარ
- მაკამ მაიძულა
- არ ვიცოდი ვინმეს თუ შეეძლო შენი მართვა
- არავის არ შეუძლია
- აბა როდის იყო სხვის ნათქვამს ასრულებდი შენი სურვილის გარეშე?
- რის მიღწევას ცდილობ? გინდა რომ გითხრა ჩემი გრძნობების შესახებ თუ რა მსურს?
- არა რას ამბობ, ეგ ისედაც ნათელია რომ მოგწონს ჩემი მცველის ამპულაში ყოფნა
- ვგიჟდები, იმდენი იდიოტი გიყურებს მარტო აქ, ყველას ვერ მოვერევი ამიტომ ცოტა ჭკუა უნდა ვიხმარო
- მაინც რას მოიმოქმედებ?
- ასე გაინტერესებს?
- კი ძალიან
- ცოტახანში გაიგებ ყველაფერს!
- მაინტრიგებ არა?
- ცოტა ინტრიგა ყოველთვის საჭიროა სესილი - ლოყაზე მომეფერა მაგრამ თავი გავწიე
- ხელები!
- ოჰ, რა მკაცრი ხარ პირდაპირ მაოცებ
- მერამდენეჯერ მეუბნები ამას?
- არ მეგონა ჩემს სიტყვებს ასე თუ იმახსოვრებდი
- დიდი წარმოდგენა ნუ შეგექმნება შენს თავზე - თვალი ჩავუკარი
- არა მართლა, ეს კაბა ბევრად განსხვავდება იმათგან რასაც აქამდე იცვამდი, საოცრად სექსუალური ხარ - ავლის დროს ყურთან ვნებიანად ჩამჩურჩულა და მოწყვეტით მაკოცა ლოყაზე.
გავშრი, ისეთმა ჟრუანტელმა დამიარა სხეულში ძლივს შევიკავე თავი რომ არ წავქცეულიყავი, ერთი მეორეს მიყოლებით ცვლიდა გრძნობები ერთმანეთს და უკვე თავბრუ მეხვეოდა ამდენი ემოციისგან.

***

ნატალი

ზოგჯერ ვფიქრობ რა შეიძლება ყოფილიყო მაქსიმეს გარეშე ჩემი ცხოვრება და თვალები ცრემლებით მევსება.
მახსოვს დედას იმედი მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით, მარტო დარჩენილმა რომ არ იცოდა რა ექნა ჩვენთან ყოფნით იკლავდა დარდს და არასდროს ცდილობდა მისი ცრემლიანი თვალები დაგვენახა.
პირიქით გვაშორებდა ამ ყველაფერს მაქსიმალურად, თუმცა ჩვენზე მაინც ცუდად იმოქმედა იმ პერიოდმა, ჩემზე მეტად ალბათ უფრო მაქსიმეზე, რადგან მე შედარებით პატარა ვიყავი და სკოლით ვიყავი გატაცებული, ვსწავლობდი და ვცდილობდი საუკეთესო მოსწავლე ვყოფილიყავი.
მე თუ ვმეცადინეობდი და წიგნებში ვიყავი ჩართული მაქსიმე უყურებდა როგორ ჩხუბობდნენ და როგორ აგდებდა მამას სახლიდან მაკა.
მაკა ყველაზე ძლიერი ქალია ამ დედამიწაზე, მიუხედავად იმისა თუ რა გამოიარა მაინც მხიარულობს და ცდილობს ყოველთვის კარგ ფორმაში იყოს. ბევრი მის ადგილზე გამოიკეტებოდა და ცხოვრებაზე ხელს ჩაიქნევდა, მან კიდევ პირიქით უკეთესობისკენ დაიწყო სვლა და ახლა არამარტო საუკეთესო დედა, არამედ საუკეთესო მმართველია ერთ-ერთი კომპანიის.
ლალიკო რომ არ არსებობდეს ჩვენ ცხოვრებაში არ ვიცი რა გვეშველებოდა, მოსიარულე პოზიტივია, ადამიანი რომელიც ყოველთვის კარგ ხასიათზე გვაყენებს. მართალია მაკას ცოტა ნერვებს უშლის ხოლმე მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია ისეთი მეგობრები არიან დაუფიქრებლად გაწირავენ ერთმანეთის გამო საკუთარ თავს და ყველაფერს რაც კი გააჩნიათ. სწორედ ასეთი მეგობარი მინდოდა მყოლოდა, თუ ბავშვობიდან არა, ახლა შეძენილი მაინც.

***

“ჩემი შეყვარებული” უნივერსიტეტში გავიცანი, უკვე მერამდენე წელი “ერთად” ვართ ვერც კი ვითვლი, რეალურად შაკო ჩემი საუკეთესო მეგობარია, რომელიც ყოველთვის მეხმარებოდა თაყვანისმცემლების მოშორებაში, ყველგან სადაც კი ხმა მიუწვდებოდა ყველგან ამბობდა რომ ჩემი შეყვარებული იყო. ცხოვრებაში ერთხელაც არ გამივლია გონებაში რომ სერიოზულად შემეხედა მისთვის, არა იმიტომ რომ ის ცუდი ბიჭია, პირიქით მასზე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, არამედ იმიტომ რომ ჩემს გემოვნებაში - როგორც შეყვარებული - არ ჯდება, ამიტომ ვაძლევდი იმის უფლებას გაეკეთებინა რაც უნდოდა, ხშირად მომდიოდა შეტყობინებები მახსოვს, ფოტოებსაც მიგზავნიდნენ თუ როგორ “მღალატობდა” მაგრამ შემდეგ ვიჯექით და ერთად ვხარხარებდით ამაზე.
თქვენ წარმოიდგინეთ ქეთამაც არ იცოდა სიმართლე, არ გვითქვამს არასდროს, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენს და მის ძმაკაცებს შორის დარჩა.
ყველას გონია რომ შაკო ჩემს გრძნობებზე თამაშობს, რეალურად კიდევ ჩვენ ვთამაშობთ “შეყვარებულების” როლს.
ეს იდეა იქედან გაგვიჩნდა ჩემზე გაგიჟებულმა ბიჭმა ჩემი გატაცება რომ მოინდომა და ძლივს რომ დამიხსნეს მისი მკლავებიდან. მაშინ მაქსიმე საზღვარგარეთ იყო და ყველანაირად ვეცადეთ რომ ეს ისტორია მაქსიმალურად დაგვემალა, ვიცოდი რომ ჯერ ერთი არ აპატიებდა და მერე ისეთს უზამდა იმ საცოდავს მთელი ცხოვრება დაღუპული ჰქონდა. შაკომ და მისმა ძმაკაცებმა საკადრისი პასუხი გასცეს მაშინ მახსოვს.
ამ დინებას ნელნელა მივყვებოდით იქამდე სანამ ველოსიპედიდან არ გადმოვვარდი და საავადმყოფოში არ აღმოვჩნდი დაკაწრული ფეხებით.
ახალგაზრდა გოგოსთან ერთად სიცილ-კისკისით შემოვიდა მაღალი, სიმპატიური ყმაწვილი პალატაში და უცნაური მზერა მომაპყრო, თუმცა დიდი ხანი არ გაგრძელებულა, ეგრევე მიტრიალდა მისკენ და რაღაცის ახსნა დაუწყო, მე სიტყვები არ მახსოვდა, მაგრამ რამდენიმეს მოვკარი ყური “კარგად გადაუხვიე”, “არ ატკინო იცოდე”, “მნიშვნელოვანია”.
ეს სიტყვები მაშინ ვერაფრით ვერ დავუკავშირე ერთმანეთს, ვიფიქრე სხვა პაციენტზე საუბრობდნენ და აღარ მივაქციე ყურადღება. ექიმმა ფრთხილად გადამიხვია ფეხები და სანამ გადატყავებული ფეხები არ შემიხორცდებოდა ამიკრძალა ველოსიპედით კატაობა. გული კი დამწყდა მაგრამ რა მექნა. ცოტახანში ისევ ის ყმაწვილი შემოვიდა პალატაში და ღიმილით გვკითხა როგორ იყო საქმე.
- კარგად ვარ, მადლობა ყურადღებისთვის ბატონო ..
- იოანე - ამით მისი სახელი გავიგე და კმაყოფილს ჩამეღიმა
- იოანე ჩვენი მთავარი ფსიქოლოგია ამ კლინიკაში, 24 წლის არის - ჰმ, სულ რაღაც 2 წლით უფროსი, გავიფიქრე ჩემთვის და გავუღიმე
- სასიამოვნოა, ნატალი - ხელი გავუწოდე და მის შეხებაზე უცნაურად გამაკანკალა, თუმცა არ შევიმჩნიე ისევ არაფერი. ფრთხილად წამოვდექი
- თუ შეიძლება სახლამდე გაგიყვანთ, თუ თქვენი შეყვარებული არ მიწყენს - გამიკვირდა ჩემზე ამხელა ინფორმაციას რომ ფლობდა და დაბნეულმა ავაფახულე თვალები
- არა, რათქმაუნდა, თქვენ თუ არ შეწუხდებით ბატონო იოანე
- ბატონო მოაშორე, სულ რაღაც 2 წლით ვარ შენზე უფროსი, ასე მგონია ბებერი ვარ ეგრე რომ მომმართავ - გაიცინა და პალატიდან გასვლაში დამეხმარა, ექიმს მადლობა გადავუხადე და დავემშვიდობე.
გზაში ხმა არ ამოგვიღია, ფრთხილად აპარებდა ხოლმე ჩემკენ თვალს და იღიმოდა.
- საიდან ჩემზე ამდენი ინფორმაცია? - წარბაწევით გავხედე
- მაქსიმეს და ხარ
- იცნობ?
- არა, მაგრამ “ჩერეზ” ძმაკაცები ვართ, რომ იტყვიან - გაიცინა და იმ მომენტში ათმაგად სიმპატიური მეჩვენა, შაკო გულში გამოვლანძღე ჩემი “შეყვარებულობისთვის”.
- მადლობა რომ მომიყვანე, მე იცი.. შაკო…
- რა საჭიროა ახსნა? გასაგებია ყველაფერი, ნუ გეშინია რომ რამე ვერაფერს გაიგებს
- არა უბრალოდ.. - დავიბენი, არ ვიცოდი რა მეთქვა, არადა მინდოდა სიმართლე გაეგო
- მომავალ შეხვედრამდე ნატალი - გამიღიმა და სწრაფად მოწყვიტა მანქანა ადგილიდან.

***
იმის მერე დავიწყე მასზე ინფორმაციის შეგროვება და ძალიან გამიკვირდა არამარტო ფსიქოლოგი, არამედ ბარმენიც რომ აღმოჩნდა ერთ-ერთ ღამის კლუბში. დღეები ჰქონდა გამოყოფილი და მეც სწორედ იმ დღეებში დავდიოდი შაკოსთან და მის სასტავთან ერთად იქ, ერთ დღესაც ვითომ ბართან მივედი ძალიან მთვრალმა და კოქტეილი შევუკვეთე, მხოლოდ მერე ავიხედე, ვითომ იქამდე არ ვიცოდი იოანე რომ იდგა და საოცრად შევიცხადე
- შეენ?
- გამარჯობა ნატალი - ისევ ისე სერიოზულად მიპასუხა როგორც საავადმყოფოში, თუმცა ვაღიარებ ბევრად უფრო მხიარული ჩანდა
- გამარჯობა იოანე - გავუღიმე - აქ საიდან შენ?
- ბარმენიც ვარ
- მართლა? არ მეგონა - ქვედა ტუჩი წინ გამოვწიე და გავუღიმე
- არაუშავს, ახლა ხომ იცი, ვხედავ შეყვარებულთან ერთად ყოფილხარ - თვალი გაუსწორა შაკოს
- ხო, ჩემს ბიჭთან ერთად ვარ - მივბრუნდი და ხელი დავუქნიე, მანაც გამიცინა და ჭიქა ამიწია, ანუ მანიშნა თუ გინდა ეცეკვე არ არის პრობლემაო. ძლივსშესამჩნევლად დავუქნიე თავი და ისევ იოანეც მივუბრუნდი.
- ცეკვა არ გინდა? თუ გეკრძალებათ?
- არა ჩემი ძმაკაცის ბარია, აქ ვარ ძირითადად, ისე მოწვევებიც მაქვს ხოლმე 1-2 დღით - თვალს მიკრავს - გამოვალ ახლავე
სიხარულისგან ტაშს ვუკრავ პატარა ბავშვივით და მოუთმენლად ველოდები როდის გამოვა. დაახლოებით 5 წუთში ღიმილით მიახლოვდება და საცეკვაოდ მიწვევს.
- შენი შეყვარებული არ იეჭვიანებს? - ყურში მეჩურჩულება და მისი სუნამოს სუნი გონს მაკარგვინებს ლამის
- არა - ძლივს ვხავივარ და უფრო ძლიერად ვხვევ ხელებს - არ არის ეჭვიანი საერთოდ
- მიკვირს არადა წესით უნდა ეჭვიანობდეს
- რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე
- რაიცის, იქნებ წავართვა შენი თავი, მერე? - იცინის და მეორე ხელსაც მიცურებს წელზე, უფრო ახლოს მწევს და მისი სუნთქვა პირდაპირ ტუჩებზე მეცემა.
- არამგონია ეს შეძლო
- ახლა აქ რომ გაკოცო რას იზამს?
- ალბათ თავყბას გაგინგრევს - ნიშნის მოგებით ვეუბნები
- ღირს ვითომ?
- ვიცოდი რომ შეგეშინდებოდა
- მიწვევ?
- რატომაც არა, მაინტერესებს რაზე ხარ წამს.. - საუბრის დამთავრებას არ მაცლის ისე მეცემა ტუჩებზე და ისეთი ზოოპარკი იშლება ჩემს სხეულში ლამის გონება დავკარო, მისი ტკბილი ტუჩების შეგრძნება საოცარია, ცუდად მხდის, გონებას მირევს, ჭკუიდან გადავყავარ, არაადამიანურად მომინდა რომ არასდროს არ გავეშვი, იმედი მაქვს შაკო არ მოვა და არ ცემს, ოღონდ ეგ არ გააკეთოს, ოღონდ ეგ არა, გულში თან ვლოცულობ თან ვცდილობ კოცნაში ავყვე და მისი ტუჩების გემო კარგად დავიმახსოვრო.
ვერც კი ვხვდები ისე გავდივართ სადღაც სიბნელეში და კედელზე ვარ აკრული, კოცნას არ წყვეტს, მაგრამ არც ზედმეტებში გადადის, პირიქით ცდილობს რომ თავი შეიკავოს და ამისთვის ერთი ხელი კისერზე უდევს და მეორე წელზე, ძლიერად მიკრავს თავის დაკუნთულ სხეულზე, ცდილობს უფრო დამაკარგვინოს გონება.
უცებ მწყდება და უკან იხევს
- შენ არ ხარ ასეთი ნატალი, შენ არ უნდა ღალატობდე მას - შუბლზე მკოცნის, მაგრად მიკრავს გულში და იქედან ისე ორთქლდება თითქოს არც ყოფილა.
გაბრუებული მივდივარ შაკოსთან და მის გვერდით ვიკავებ ადგილს.
- მოხდა რამე? - ჩუმად მეუბნება
- მაკოცა
- ვცემო? - მიცინის
- არა, მომწონს, მაგრამ ჰგონია რომ შეყვარებულები ვართ
- უთხარი შენც
- არ მაძლევს საშუალებას! - ვიღრინები
- მითხარი ვინ არის
- იოანე
- იცი რამდენი იოანეა ამ დედამიწაზე? სად მუშაობს
- ფსიქოლოგია კლინიკაში და აქ ბარმენად მუშაობს იმ დღეებში, რომელ დღეებშიც დაგყვებით
- ორშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი? - ხარხარებს
- ნუ დამცინი!
- ნახე რა ნაშაა - თვალით მანიშნებს გოგოზე
- წავედი მე - ენას ვუყოფ - კარგად გაერთე ძმაო - მოწყვეტით ვკოცნი ლოყაზე, ყველას ვემშვიდობები და ჩქარი ნაბიჯებით გამოვდივარ.

***

რამდენიმე დღეში შაკო მირეკავს, მიკვირს იშვიათად მეხმიანება ხოლმე ასე, ძირითადად ესემესებით შემოვიფარგლებით, ალბათ რამე მოხდა, დაფეთებული ვიღებ ყურმილს
- რა მოხდა შაკო?
- შენი ბიჭი მოვძებნე
- მერე?
- არსად არ არის, სამსახურიდან მივლინებაში წასულა სადღაც 2 წლით, მისი ნება იყოო, თანაც ხომ იცი მთავარი ფსიქოლოგი ყოფილა აქ და ეს წლები იქ იქნებაო დირექტორს დაველაპარაკე, ტელეფონი არაფერი არ აქვს ჯერჯერობით, ალბათ არც ექნებაო, მოკლედ ვერ მივასწარი რა, აქამდე საქმეები მქონდა ახლა კიდევ ეს, ბოდიში რა ჩემო ლამაზო მართლა არ მინდოდა ასე გამოსულიყო
- არა რას ამბობ შაკო, პირიქით მადლობა რომ მოიძიე რა შუაშია ხარ შენ, ის თუ წავიდა ესეიგი ასე უნდოდა - მწარედ ჩამეღიმა და ტელეფონი გავთიშე.
იმის მერე 2 წელი საერთოდ როგორ ვიცხოვრე არც ვიცი, დაახლოებით წელიწადნახევარში მაქსიმემ სესილი მოიყვანა ცოლად.
თავიდან ვფიქრობდი რომ ძალიან სოფლელი იყო, საერთოდ ასეთი ჩაცმულობის გოგოები არასდროს მომდიოდა თვალში დიდად, იმიტომ არა რომ თავში ავარდნილი გოგო ვიყავი, უბრალოდ მიყვარდა კოხტად, ლამაზად და თუნდაც სექსუალურად ჩაცმა.
მერე რომ გავიცანი მივხვდი ცუდი ადამიანი რომ არ იყო, განსაკუთრებული ხელი მაქსიმეს დაეტყო და ყველაზე მეტად ამის გამო ვაფასებ.
იქამდე მეგონა რომ ქეთა იყო მისი ბედი, თუმცა მივხვდი რომ ამოჩემებული ჰყავდა და რაც გაიგო რომ მაქსიმე და სესილი იდეალურად შეეწყო ერთმანეთს ისე წავიდა სიტყვაც არ უთქვამს.
ესეც ჩემი საუკეთესო მეგობარი ბავშვობის, რომელსაც მხოლოდ მაქსიმე აინტერესებდა, იქამდე სინდისი მაწუხებდა რომ არ ვუთხარი სიმართლე შაკოს შესახებ მაგრამ მერე დავრწმუნდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. ახლა ძალიან იშვიათად ვეხმიანებით ერთმანეთს, ხან ის დამირეკავს ხან მე, თანაც საზღვარგარეთ წავიდა უნდა ვისწავლოო, ახლა აუტყდა სწავლა იქამდე წიგნსაც არ ეკარებოდა ცოცხალი თავით. ახლა ვხვდები ადამიანი როდესაც გიყვარს როგორ ვერ ამჩნევ მის უარყოფით მხარეებს, ან ამჩნევ და თვალს ხუჭავ.

***

იმ დღეს მაქსიმეს დაბადების დღეზე რომ დავინახე სუნთქვა შემეკრა, ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა და ლამის გავიშხლართე იქ. მაგრამ ჩემმა სიამაყემ საშუალება არ მომცა რომ მის წინ ასე გამოვჩენილიყავი, ამიტომ გავჩერდი და დროდადრო ვაკვირდებოდი როგორ იქცეოდა. თითქოს ვერც მამჩნევდა, იქ არ ვიდექი და არაფერი ხდებოდა. გაბრაზებისგან ლამის ბოლი ამსვლოდა ყურებიდან, ეგ არ მეყო და ახლა სესილის დაუწყო ლაპარაკი, ისე იცინოდნენ გეგონება კარგა ხნის ნაცნობები იყვნენ. ეჭვიანობამ ჭკუიდან გადამიყვანა, ლამის თვალებით დავჭამე ორივე და ცოფები ვყარე. გოგოები ტვინს მიბურღავდნენ შაკოზე ლაპარაკით, მე კიდევ ახლა იოანეს და სესილის ლაპარაკის მოსმენის გარდა არანაირი სურვილი არ მჭამდა. ვეღარ მოვითმინე და ახლოს მივედი.
რომ მითხრა სესილიმ იცის ვინ მიყვარსო ჭკუიდან გადავედი, მარტო იმის გაგონებაზე რომ შეიძლება ვიღაც სხვა იპოვა და შეუყვარდა ჭკუიდან ვიშლებოდი.
სესილი რომ წავიდა გაბრაზებულმა შევხედე
- რატომ წახვედი საზღვარგარეთ?
- რატო მოგენატრე?
- ძალიან - დავიჩურჩულე
- მართლა?
- ჰო!
- როგორი პირდაპირი ხარ
- რატომ შენი გოგო არ არის?
- უკვე ჩემი გოგოა?
- ხო რა უშლის ხელს რო?
- შეყვარებული
- ახ, იმასაც ჰყავს, მოკლედ არ გიმართლებს!
- კნოპკა სად ხარ გეძებდი მალე წამოდი რაა - შაკო მომიახლოვდა სიცილით
- რა ხდება?
- ჩემი საცოლე უნდა გაგაცნო სასწრაფოდ
- აქ არის? - გადავიკისკისე, სულ დამავიწყდა ჩემწინ იოანე რომ იდგა
- ხო, ძლივს დავითანხმე რომ წამოსულიყო დღეს ალბათ ხელს ვთხოვ - პატარა ბავშვივით უციმციმებდა თვალები
- მოვდივარ!
უკანმოუხედავად გავვარდი გარეთ და მარიამს მთელი ძალით მოვეხვიე და ჩავკოცნე
- სასიამოვნოა ჩემო კარგო ეს გიჟი მომაშორე როგორც იქნა
- ხომ მოგწონს ჩემი გოგო? - ხელი გადახვია და თავზე აკოცა
- საოცრად! უმაგრესი წყვილი ხართ
- გამიხარდა შენი გაცნობა - დაიწკრიალა და მაშინ ვიგრძენი როგორი ბედნიერი ვიყავი საუკეთესო მეგობრის ბედნიერებით.
- კიდევ კარგი ამას თავიდანვე რომ ვუთხარი, შენ კიდევ მაგ იოანეს რა ვერ გამოუტყდი?
- სხვა უყვარს!
- ზღაპარი - ტუჩები დაპრუწა და სამივეს ბოლო ხმაზე აგვიტყდა სიცილი.
- წავედით ჩვენ - გამიღიმა და ორივეს სათითაოდ გადავეხვიე ვიცოდი რომ იმ ღამეს მოიტაცებდა და კარგა ხანი ვერ ვნახავდი ვერცერთს.

***

საღამო მშვიდად მიმდინარეობდა, უცებ ვიღაცამ რომ ჩამავლო მკლავში ხელი და სულ ძალით გამათრია შენობიდან. საბედნიეროდ არავინ არ იყო ისეთი ვინც დაგვინახავდა თორემ კარგი დღე არ დაადგებოდა ნამდვილად. სურნელიც ვიცანი რომ იოანე იყო, ისე სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა ძლივს ვეწეოდი, არაფრის დიდებით არ მიშვებდა ხელს, არადა რამდენჯერმე ვცადე რომ ხელი გამენთავისუფლებინა.
იქვე სკამზე ჩამომაჯინა და თავზე დამადგა წარბებშეკრულმა
- რას ნიშნავს ეს?
- რა? - გავიოცე მე - რა მოხდა?
- ვინ არის ის გოგო შაკოსი?
- საცოლე - უდარდელად ვუპასუხე
- და შენ ასე მშვიდად ზიხარ? საერთოდ ვინ ხართ ერთმანეთისთვის არ მეტყვი?
- საუკეთესო მეგობრები!
- რა? რას ნიშნავს ეს? ვინ ამთავრებს სიყვარულს მეგობრობით საიდან მოგაქვთ?
- არ ვყოფილვართ შეყვარებულები, არ მაცალე ახსნა-განმარტების მოცემა!
- რას ნშნავს ეს?
- იმას რომ უბრალოდ მიცავდა გიჟი თაყვანისმცემლებისგან, რომლებმაც ჩემი მოტაცება ცადეს, არაფერმა რომ არ გაჭრა ეგ მოიფიქრეს უბრალოდ ბიჭებმა!
- ანუ შენ შეყვარებული არ გყავს და შაკოსთან არ ყოფილხარ? - უცნაურმა ღიმილმა გადაკრა სახეზე
- ხო
- ანუ შენ გამოცდილი არ ხარ და ვერ დამეხმარები
- რაში?
- აი ჩემი გოგო როგორ დავაშორო თავის შეყვარებულთან - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა და ვიგრძენი როგორ მოაწვა გაბრაზება ვენებს. ეგრევე წამოვხტი გაავებულმა და გამოქცევა ვცადე, მაგრამ დამიჭირა და გულში ჩამიკრა
- სულელო - თავზე მაკოცა, მერე ჩამოუყვა, შუბლი, ცხვირი, ზედა ტუჩი, ქვედა ტუჩი, ნიკაპი. ამოვიბუზღუნე, გაეცინა და გემრიელად წამეტანა ბაგეებზე.
- მიყვარხარ ნატალი!
- მეც მიყვარხარ იოანე - გავეკრიჭე და მთელი ძალით მოვეხვიე ბედნიერმა და სიხარულით სავსემ.

***

ლაზარე

რამდენი წელია უკვე სხვისი ბედნიერებით ვცხოვრობ და ვსულდგმურობ, ისე გული დაფლეთილი მაქვს ნაწილებად, საშინელებაა საყვარელ ადამიანს ხედავდე სხვა ადამიანთან და გული არ გეგლიჯებოდეს.
რა მინდოდა მაშინ იმ წვეულებაზე რომ მივედი და გავიცანი, სრულიად შემთხვევით, მისმა ლაღმა და თავისუფალმა სიცილმა მიიქცია ჩემი ყურადღება, შემდეგ შემთხვევით ჩემს გვერდით აღმოჩნდა და პირველი ცეკვაც მაჩუქა ნელ მუსიკაზე. თავიდანვე მომეწონა და გულში ჩამივარდა, მაგრამ არ მინდოდა დამეფრთხო, ფრთხილად ვესაუბრებოდი, აი ისე ყოველ სიტყვას რომ ზომავენ ადამიანთან მიმართებაში, მისი წყენინება აზრადაც არ გამივლია.
მერე საიდანღაც გამოჩნდა მისი მეორე ნახევარი და წამართვა. წაიყვანა, სულ გვერდით ჰყავდა და ხელს არ უშვებდა.
მინდოდა მივვარდნილიყავი და მთელი ძალით მეცემა, მაგრამ ამის უფლებაც არ მქონდა, თათიამ მხოლოდ მეგობრად მიმიღო, რადგან მისი დაქალის მეგობარი ვიყავი და წვეულების გამართვაში მონაწილეობაც მივიღე.
ნამდვილად არაფერი არ იყო ამაში ცუდი. იმის მერე ვხვდებოდი ყველგან, შემთხვევით, გამიზნულად არასდროს მოვქცეულვარ ასე, პირიქით თავს ვარიდებდი ხოლმე მაგრამ ყოველთვის როდესაც დამინახავდა მოდიოდა და თბილად მკითხულობდა.
ყველაფერი აინტერესებდა ჩემს შესახებ, სოციალურ ქსელშიც მყავდა და ისე სული თუ წამძლევდა მოვიკითხავდი, დაუსრულებელ და გულახდილ საუბრებში გადაგვდიოდა ხოლმე მაგრამ ისევ ჩნდებოდა ეს მისი შეყვარებული და მართმევდა მის თავს ყოველ ჯერზე.
იმ დღეს გავიგე რომ ახალი უფროსი ჰყოლია და მოვიკითხე, მითხრა ძალიან მაგარი ქალიაო ეტყობოდა რომ კმაყოფილი იყო. შევთავაზე სამსახურის შემდეგ გამოგივლი და სადმე გავისეირნოთ მეთქი. რომ დამთანხმდა გამიკვირდა მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია ამაზე, პირიქით გამიხარდა და მთელი დღე სიხარულით ვემზადებოდი.
მე არ ვაპირებდი მათ დაშორებას, პირიქით ის ბიჭი რომც მოსულიყო ვეტყოდი რომ არანაირი მოტივაცია არ მქონდა გარდა მეგობრობისა.
სამსახურში გამოპრანჭულმა გავუარე და ყურებამდე გაკრეჭილმა ჩავსვი მანქანაში, მიხაროდა რომ მასთან დროის გატარების საშუალება მეძლეოდა, უჩვეულოდ მოწყენილი იყო, თვალებიც კი ცრემლებით ჰქონდა სავსე. გული მომიკლა მისმა ასეთმა მდგომარეობამ და გადავწყვიტე ოდნავ მაინც დამემხიარულებინა.
- სად წავიდეთ?
- სადაც გინდა - სევდიანად გამიღიმა და გზას გაუსწორა ისევ მზერა
მანქანა გადავაყენე, კოსტუმი გავიხადე, გაოცებული მზერით გადმომხედა, რამდენიმე ღილი ჩავიხსენი, მკლავები ავიკეცე და საგულდაგულოდ დავარცხნილი თმები ავიჩეჩე.
თვალს არ მაშორებდა და შიგადაშიგ სიცილი ეპარებოდა.
მანქანა მოვაბრუნე და სხვა მიმართულებით ავიღე გეზი.
- სად მივდივართ?
- მუშტაიდის ბაღში
- იქ რა გვინდა?
- საქანელები არ გიყვარს?
- კი როგორ არა, უბრალოდ მე მეგონა
- იცი რა, პირდაპირ გეტყვი რომ მინდოდა შენი რესტორანში წაყვანა, მაგრამ ახლა ასე რომ გხედავ იქ უფრო დაიგრუზებოდი, ამიტომ მოდი განწყობა ავიმაღლოთ და თან ბავშვობაც გავიხსენოთ.
მანქანა მუშტაიდის წინ გავაჩერე აფორიაქებულმა და იქედან სწრაფი ნაბიჯებით გადმოვედი. მანქანის კარი გამოვუღე და ხელი გავუწოდე, გაეცინა და მანქანიდან გადმოვიდა.
- რაზე დაჯდები?
- რავიცი, ყველაფერზე - გადაიკისკისა
- ასე არ ჯობია? - გავუღიმე და სპეციალური ბარათი შევიძინე
თითქმის მართლაც ყველა ატრაქციონზე ვიჯექით. რაზეც კი დავიშვებოდით, არა მოგატყუებთ პატარებისაზეც ვიჯექით, აი ის მატარებელი რომ დადის, იქ ყველაზე მეტი ვიცინეთ, ბავშვები გაოცებული გვიყურებდნენ, ალბათ ფიქრობდნენ ვერ არიანო.
ბოლოს დაღლილ-დაქანცულებმა იქვე ჩამოვჯექით და მე ბატიბუტს, ის ბამბის ნაყინს ჭამდა თვალებაციმციმებული.
- რატომ იყავი მოწყენილი? - ძლივს გავბედე ამ კითხვის დასმა
- შეყვარებულს დავშორდი
- რატომ? - თითქოს მეწყინა, რადგან ვხედავდი რომ ბედნიერი არ იყო
- იცი რა, ყველაფერი იქედან დაიწყო რომ საკმარის ყურადღებას არ მაქცევდა, თავიდან ხომ იცი როგორც არის, თავზე გევლებიან, ყველაფერს გისრულებენ, თუმცა სიმართლე გითხრა არც მაშინ იქცეოდა დიდად განსაკუთრებულად, უბრალოდ იმას რაც მაძლევდა მყოფნიდა. ზედმეტს არ ვთხოვდი რადგან ვიცოდი არ შეეძლო, აი მაგალითად შენნაირად არ წამომიყვანდა მუშტაიდში, ან თუ წამომიყვანდა დაჟინებული თხოვნის შემდეგ თვითონ არ დაჯდებოდა. ასეთია, ზედმეტად სერიოზული ვითომ და თავგადაკლული სამუშაოზე. მერე მომბეზრდა ეს სულ ძვირადღირებულ რესტორნებში სიარული, შეიძლება არსებობს გოგოების კატეგორია, რომელსაც ეს მოსწონს და იზიდავს, მაგრამ მე არ მინდოდა ასე ჩარჩოებში და რაღაცნაირი ცხოვრება, როგორ გითხრა. მინდოდა გართობა, სიცილი, კისკისი, წვეულებებზე სიარული და თუნდაც ერთად დათრობა. ყველაფერი გათვლილი ჰქონდა, მაგრამ მიყვარდა და ვიტანდი ყველაფერს. მერე ერთ საღამოს, ჯერ ვერ გავედი სამუშაოს გამო, მერე სესილიმ, ჩემმა უფროსმა
- ვიცნობ
- საიდან?
- ჩემი რძალია
- ძალიან მაგარი გოგოა!
- ვიცი - გავუღიმე - გააგრძელე
- ადრე გამიშვა, შეამჩნია რომ წასვლა მინდოდა და გამომიშვა, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ვჭირდებოდი და ბევრი ვეხვეწე დავრჩები მეთქი. ვიფიქრე სურპრიზს გავუკეთებ და მოულოდნელად დავადგები. იქ მისულს საოცარი სანახაობა დამხვდა, ეს ზესერიოზული ტიპი რამდენიმე გოგოში იყო ჩამჯდარი და არყის ბოთლი ეკავა ხელში, ხან ერთს კოცნიდა ტუჩებში ხან მეორეს. ჩემს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა და ეგრევე წამოვარდა. მაგრამ ახსნაც არ ვაცალე ისე წამოვედი იქედან. მერე თვითონაც ჩამომშორდა ნელნელა აღარც დაურეკავს, ისეთი ცხოვრობით ცხოვრობს როგორც ადრე.
- მძიმე შემთხვევაა
- ზედმეტად - გამიღიმა და წამოდგა - წავედით?
- წავედით.

***

იმის მერე იმდენად ახლო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა რომ თვითონაც გაოგნებული იყო, ძალიან მარტივად ვუგებდით ერთმანეთს და დავდიოდით ყველგან, კინოში, პარკში, კაფეში, თუ სადმე რაიმე გასართობი იყო, ან კონცერთი ყველგან დავდიოდით და თან ერთმანეთს უფრო ახლოს ვიცნობდით. მხოლოდ მაშინ მივხვდი საშინლად ღრმად რომ შევტოპე უკვე ჩემს შეხებაზე რომ უცნაური ელეთ-მელეთი ემართებოდა და თავს მარიდებდა. ერთხელაც მისი ასეთი საქციელი რომ ვეღარ მოვითმინე მყუდრო კაფეში დავპატიჯე და მოუთმენლად ველოდებოდი როდის მოვიდოდა.
- გამარჯობა - გამიღიმა და ჩემს წინ ადგილი დაიკავა, შეკვეთა როგორც კი მივეცით ეგრევე საქმეზე გადავედი
- მინდა დაგელაპარაკო
- რაზე? - უცებ დაიძაბა
- ჩვენს ურთიერთობაზე, შეგამჩნიე რომ თავს მარიდებ ხდება რამე?
- არა, არაფერი - ნერვიულად იმვტრევდა თითებს
- შეგიძლია მითხრა რა ხდება, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ?
- სწორედ ეს არის პრობლემა რომ მეგობრები ვართ! - წყლიანი თვალებით ამომხედა
- რა პრობლემა არის ამაში? გიშლი ხელს რამეში? - დავიბენი
- არა!
- აბა?
- მე არ მინდა შენთან მეგობრობა - მეხისგავარდნასავით გაისმა ეს სიტყვები და ვიგრძენი როგორ ჩამწყდა მთელი ძალით გული
- სად დავუშვი შეცდომა?
- არვიცი.. - გაუტყდა ხმა და უცნაური მზერით შემომხედა - იქნებ მე დავუშვი? არ გიფიქრია?
- რითი დაუშვი თათი? რითი? მე წამოვიწყე შენთან მეგობრობა, მე დავიჭირე ასე ახლო ურთიერთობა, ვერ გავითვალისწინე ის რომ შენთვის სრულიად უცხო ვარ და..
- და?
- არაფერი, რა აზრი აქვს? არანაირი - თავი გადავაქნიე
- იქნებ აქვს?
- ნუ ცდილობ მათქმევინო ის რაც ჩვენს მეგობრობას დაანგრევს თათი! - ამოვიბლუყუნე
- ითქვას ბოლომდე რაც საჭიროა მიდი! - გაუმკაცრდა ხმა
- ვინმე გყავს? - ვცდილობდი სხვა თემაზე გადამეტანა საუბარი
- ეს რაშუაში იყო? - დაბნეულმა გამომხედა
- მაინტერესებს
- არა..
- აბა რატომ გინდა დაშორება, რა მოხდა?
- საუბარი ნუ გადაგაქვს!
- კარგი, გეტყვი - გავუღიმე და ხელებს დავეყრდენი, პირდაპირ თვალებში ვუყურებდი და ვცდილობდი გამბედაობა მომეკრიბა - მიყვარხარ!
- რა? - თვალები დაბნეულმა ააფახულა და ვიგრძენი როგორ აკანკალდა
- მიყვარხარ - მეთქი!
- რას ამბობ?
- იმას ვამბობ რაც გულში მაქვს, მინდოდა რომ თავი შემეყვარებინა შენზე, მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყავი მთელი ცხოვრება! გული დამწყვიტა შენმა გადაწყვეტილებამ, მაგრამ პატივს ვცემ შენს სიტყვებს, ამიტომ საერთოდ გავქრები შენი ცხოვრებიდან - მკრთალად გავუღიმე, თუმცა არამგონია ჩემს თვალებს იგივე ეთქვას, ავდექი, ფული გადავიხადე და უთქმელად წამოვედი იქედან.

***

- არის აქ ვინმე? - ძილბურანში თათიას ხმა შემომესმა და მეგონა რომ მესიზმრებოდა, უცებ კარები გაიღო და ოთახში მისი სურნელი რომ დატრიალდა თვალები გაოგნებულმა ვჭყიტე.
- აქ რას აკეთებ?
- შენთან მოვედი - გამიღიმა და გვერდით მომიწვა, გაოცებული ვუყურებდი ყოველ მის მოძრაობას - რას მიყურებ პირღია?
- მე უბრალოდ..
- ჩუ - თითები ტუჩებთან მიმიტანა - მიყვარხარ სულელო! - გაიცინა და მთელი ძალით ჩამიკრა გულში, გახარებულმა ჯერ ვერ მოვიფიქრე რა მექნა და მერე მთელი ძალით მოვეხვიე მეც ჩემს ბედნიერებას.

***

მათე

ყველაზე თავისუფალი ადამიანი ვარ საძმაკაცოში, არასდროს არავინ არ მყვარებია და არც ვცდილობ ვინმეს ყურადღება მივაქციო. რომ იტყვიან ჩიტივით თავისუფალი ვარ და მაქსიმალურად ვტკბები ასეთი ცხოვრებით.
ახლაც კლუბში ვზივარ, ერთი ჭიქა ვისკით და ყოველ შემომსვლელს ვუყურებ, როგორც ყოველთვის “მსხვერპლს” ვეძებ, ვინ გამომყვება ამჯერად საწოლში, არც კი ვიცი ასეთ ცხოვრებას როდის დავეჩვიე, ალბათ პირველად რომ გავუსინჯე გემო ქალს იმ დღიდან, მექალთანე არ ვარ მეთქი რომ ვთქვა მოვიტყუები, მაგრამ თუ საყვარელი ქალი მეყოლება არასდროს ვუღალატებ, მე თავისუფალი ვარ და ამით ვსარგებლობ, თანაც რამდენი წლის ვარ უკვე და ჯერ ვერ შევხვედრილვარ სასურველ ქალბატონს. ისეთს აი ჭკუიდან რომ გადამიყვანს. ყოფილა ისეთი “მიუწვდომელებიც” მაგრამ ჩემი ყურადღება ვერ მიიქცია ხელოვნურობამ, რაღაც უფრო სხვა მინდოდა ყოველთვის, განსაკუთრებული, მისი სიცილი რომ სულს ამიფორიაქებდა, გაბრწყინებული თვალები რომ გამაბედნიერებდა და ყოველი მისი შეხება პულსს ამიჩქარებდა.
ვიცოდი აქ რომ ვერასდროს შევხვდებოდი ეგეთს, მაგრამ მაინც ვერ ვშორდებოდი აქაურობას.
ფიქრებში ვიყავი გართული უცებ ერთ გოგოს რომ გადავეყარე, გაოცებულმა გავიხედე გოგოების ჯგუფისკენ, ერთ-ერთს აშკარად დაბადების დღე ჰქონდა, რამდენიმე თვალებით მჭამდა დროდადრო, რამდენიმე სხვებს ჭამდნენ. მეუცნაურა, ამდენ გოგოში მხოლოდ ერთი იჯდა ჩუმად და თავის ჭიქას ისე უყურებდა გეგონება რაღაც საოცრად საინტერესო არისო. მაინც და მაინც იმას დავადგი თვალი, მიუხედავად იმისა რომ ბევრი “მეძლეოდა” იმ მომენტში მხოლოდ ის მიზიდავდა. ნელა წამოვედი და ღიმილით გავემართე მათკენ, იუბილარს დაბადების დღე მივულოცე და ჩუმი გოგონასკენ გავწიე, ყოველთვის მიზიდავდა იდუმალება.
მივუახლოვდი და გვერდით დავუჯექი, დაჟინებით ვუცქერდი მაგრამ ყურადღებას არ მაქცევდა, ეს ერთგვარი დამცავი ფარია, კარგად ვიცი ცოტა გაიხსნას და ეგრევე კისერზე ჩამომეკიდება, ჩამეცინა და ხელზე ხელი ნაზად დავადე. ყოველშმთხვევაში ვეცადე.
ერთი ამომხედა, მზერა გამისწორა, თავისი ცისფერი, უძირო თვალები შემომანათა და ისევ დაიხედა, თან ხელი ოსტატურად გამოაძვრინა ჩემი ხელიდან.
- გამარჯობა
- გაგიმარჯოს - არც ამჯერად აუწევია თავი, არც კი ვიცოდი როგორ გამეგრძელებინა საუბარი, დავიბენი და ჩემი თავის გამიკვირდა, მე და დაბნევა? გოგოს წინაშე. ალბათ ცუდად მეძინა.
- შენი სახელი?
- ნაზი - გამომცდელად შემხედა თვალებში, დავიჭყანე ამის გაგონებაზე, ჩაეცინა - შენი?
- მათე
- კარგი სახელია
- შენზე იგივეს ვერ ვიტყოდი
- არც ველოდებოდი - ხელებს დაეყრდნო და ინტერესიანი მზერა მომანათა
- არ გინდა გავიდეთ?
- კი, აქ დახუთულობაა - ესეც ასე ჩიტი გაება მახეში, არადა გულის სიღრმეში მწამდა რომ განსხვავებული იყო, მაინც რაღაცნაირი გრძნობა მქონდა თუმცა გამიცრუვდა ყველანაირი იმედი.
იქედან სწრაფი ნაბიჯებით გამოვედით, მანქანისკენ წავედი, მაგრამ უკან რომ მივიხედე არ მომყვებოდა.
- არ მოდიხარ?
- მე გითხარი გავიდეთ მეთქი, წავიდეთ თქო არ მითქვამს - გაიცინა
- წავიდეთ?
- არა!
- რატომ?
- არანაირი სურვილი არ მაქვს შენთან დაწოლის - პირდაპირ მომახალა და ყბა ჩამომივარდა კინაღამ გაოცებისგან
- შემიძლია გამოგიწვიო - გამომცდელად შევხედე თვალებში
- არაფერი გამოგივა - უდარდელად აიჩეჩა მხრები
- რატომ? გოგოები მოგწონს?
- არა - დაიჭყანა - უბრალოდ შენთან არ მინდა დაწოლა
- ვერ ვხვდები რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი - გავღიზიანდი - თუ არ გინდა რა პრობლემაა წავალ სხვას ვნახავ
- არამგონია ასე უცებ შემეშვა, შენნაირებს უყვართ მიუწვდომელი გოგოები
- მშვენივრად თამაშობ მინდა გითხრა! - ირონიულად გავუღიმე
- რათქმაუნდა, უნდა ვითამაშო რომ ჩემით დაინტერესდე - არ მიმალავდა თავის ფიქრებს და ეს უფრო მაოცებდა.
- საერთოდ არ ვინტერესდები შენით სიმართლე გითხრა! - ხმა გავიმკაცრე
- იმიტომ იყო, იმდენ გოგოში, სადაც ნებისმიერი მზად იყო ერთი ღამით კი არა ერთი საათით გამოგყოლოდა, პლიუს ამას იქეთ გადაგიხდიდა ფულს უმეტესობა, მე ამომარჩიე და მოხვედი
- ისეთი მორცხვი ჩანდი დავინტერესდი შენით
- მერე შენ უნდა გადამაქციო ქუჩის ქალად?
- ეგ არ მიფიქრია
- აჰ, შენთვის ხომ ვინც კლუბში დადის ყველა ბ*ზია?
- ეგ რა შუაშია? გითხარი გავიდეთ მეთქი და დამთანხმდი, რა უნდა ვიფიქრო? უარი რომ გეთქვა შეგეშვებოდი, ხვეწნა ჩემს ხასიათში არ ზის, როგორც აღნიშნე უარს არავინ არ მეუბნება ძირითადად.
- დახუთული იყო და ვერ ვუძლებდი, აი ეს უნდა იფიქრო, თუ არ იფიქრე ახლა გაიაზრე რაც გითხარი და შეგიძლია შემეშვა
- სხვა მოვა და ძალით წაგათრევს, დაგელოდები სანამ შეხვალ
- პატარა გოგო არ ვარ რომ შენ მიპატრონო, შედი, არ ვაპირებ დაბრუნებას
- აბა რას აპირებ?
- სახლში წავალ
- ამ შუაღამეს? საერთოდ რატომ მოხვედი?
- ჩემი თავშიავარდნილი ნახევარ დის დაბადების დღეა, რომელსაც დაუჩემეს რომ წამოვეყვანე - ამოიღრინა და ფეხით გაუყვა
- მომისმინე, მანქანა მყავს და გაგიყვან
- შენ მემგონი ყურში გაკლია, ვერ გაიგე რომ არ მჭირდება?
- თავიდანვე გეთქვა უარი და შეგეშვებოდი, რა საჭირო იყო ეს ცირკი და გამოყოლები?
- მოდი პირდაპირ გეტყვი, ისინი იფიქრებენ რომ შენთან ერთად წამოვედი, დაიბოღმებიან, განსაკუთრებით ჩემი და, რომელსაც უკვე წარმოუდგენია როგორი ღამე გვექნება და შურით სკდება დარწმუნებული ვარ. ერთი სული აქვს სახლში როდის მივალ და გამომკითხავს ყველაფერს, რომ ხვალ მოვიდეს და შენ შეგაბას, რადგან ჩვეულებრივი ბ*ზია, თუ თქვენთან მემგონი ეგ ბ*ზობად არ ითვლება, აქტუალური პრობლემა ხომ იცი, პატიოსან ქალებს ეგეთ ქალებზე ცვლიან, მამაჩემსაც შვილი გაუჩნდა მისგან და ახლა იდეალური ურთიერთობა გვაქვს როგორც ხედავ!
- და სარგებელი შენ რა მიიღე? რომ გასკდა შურისგან? თუ გინდა პოტოებიც გადავიღოთ - თმები გავისწორე
- სარგებელი ის მივიღე რომ დაბრუნება არ მომიხდება, ისე რომ გამოვსულიყავი დაიწყებდა წიკვინს, ახლა ვერაფერს ვერ მეტყვის ვიცი!
- გასაგებია, მაშინ შეიძლება სახლამდე მიგაცილოთ ქალბატონო?
- თუ თავს არ მომაბეზრებ უაზრო ლაპარაკით კი!
- კარგი - ისეთი მოძრაობა გავაკეთე თითქოს პირი ამოვიკერე და გაღიმებულმა ავედევნე უკან.
ვერ ვხვდები რა მემართება!

***

- რა გქვია მართლა?
- ნია
- ლამაზი სახელია
- ნაზის რას უწუნებდი?
- რავიცი, ნია უფრო გიხდება უბრალოდ
არაფერი უპასუხია, გაიცინა.
- რაზე სწავლობ ნია?
- უცხო ენების ფაკულტეტზე, დავამთავრე უკვე
- მუშაობ?
- ჰო, ერთ-ერთ კომპანიაში თარჯიმანად შენ?
- მე გენერალური დირექტორი ვარ მამაჩემის კომპანიის - გავუღიმე
- ძალიან კარგი
- სად ცხოვრობ?
- აქვე, ერთი მოსახვევი დარჩა
- ხშირად დადიხარ კლუბში?
- მეტყობა რამე?
- რავიცი, არც კი ვიცი რა გკითხო, პირველად ვაცილებ გოგოს სახლში ასე - სასაცილოდ დავიჭყანე, გაეღიმა
- არაუშავს, გეყოლება ვინმე და შეეჩვევი მერე სეირნობას
- იმედი მაქვს!
დანარჩენი გზა სიჩუმეში გავატარეთ, ისე მივედით სახლამდე დაღლილობა არც მიგრძვნია.
- აი ჩემი ბინა - გაეღიმა - მადლობა რომ მომაცილე
- რისი მადლობა - გავუღიმე, ახლოს მოვიდა, ცერებზე აიწია და მოწყვეტით მაკოცა ლოყაზე, სანამ სადარბაზოში შევიდოდა მობრუნდა და ხელი დამიქნია.
შემდეგ არც კი მახსოვს როგორ მივედი მანქანამდე და საერთოდ როგორ მივედი სახლში ერთიანად აფორიაქებულმა.

***

დღეები ერთმანეთს მისდევდა მაგრამ ნიაზე ფიქრს თავიდან ვერ ვიგდებდი, რამდენთან ვიყავი იმის მერე მაგრამ თითქოს ის სულიერი სიმშვიდე რაც იმ დღეს მის გვერდით ვიგრძენი ვერცერთმა დამიბრუნა. გაავებული დავდიოდი, მიკითხვის მეშინოდა, ჩემთავზე ვბრაზდებოდი ასეთი საშინელი შტაბეჭდილება რომ დავუტოვე. დავმშვიდდი და სხვანაირი გავხდი, გული აღარ მიმდიოდა ქალებთან, მაგრამ რატომღაც მეგონა რომ ეს ოდნავ მაინც შემიმსუბუქებდა ჩემს მდგომარეობას.
რაც მეტი ღამე გადიოდა, მით უფრო მეტად ვგრძნობდი დანაკლისს, ეს იქამდე გაგრძელდა სანამ ისევ იმ კლუბში არ შევამჩნიე, ვიღაც ბიჭზე რომ იყო შემოხვეული და თან კისკისებდა, ვიგრძენი როგორ ამიდუღდა სისხლი და თან საშინელი იმედგაცრუება ვიგრძენი გულში.
ალბათ დაჟინებული მზერა იგრძნო და ჩემკენ გამოიხედა, თვალი როგორც კი გამისწორა გამიღიმა და ისევ თავის ბიჭს მიუბრუნდა. ამან საერთოდ გადამრია და იქვე მჯდომ გოგოს მოვხვიე ხელი, მინდა მეეჭვიანებინა, თუმცა ამის მეთვითონაც არ მჯეროდა, მინდა მასაც გაბრაზება ეგრძნო მაგრამ ვიცოდი რომ არაფერს გრძნობდა ჩემს მიმართ. გაბრაზებული ღერს ღერზე ვეწეოდი და თვალს არ ვწყვეტდი. ცოტახანში იმ ბიჭის მკლავებიდან თავი დაიხსნა და ჩემკენ წამოვიდა. ჩამეცინა.
- როგორ ხარ? - გვერდზე მომიჯდა და ისევ ისე როგორც მაშინ მსუბუქად მაკოცა ლოყაზე
- კარგად - უკმეხად მივუგდე და გავაგრძელე გოგოების თვალიერება
- ვერ შეარჩიე მსხვერპლი? - გამიცინა და ჩემი ჭიქიდან ვისკი მოსვა
- ვერა, განსაკუთრებული მინდა ვინმე ამ საღამოსთვის - ირონიულად გავუღიმე
- იცი ცოტახნის წინ აქ რა მაგარი გოგო იყო? ცეკვავდა, ვინმემ თუ არ დაგასწრო წაიყვანე - თვალი ჩამიკრა
- ხო, რომ გამოვა კიდევ, აუცილებლად მივალ - მკრთალად გავუღიმე და კიდევ ერთხელ შევივსე ჭიქა
- ბევრს სვამ!
- მერე რა მოხდა? შენ შენს ბიჭს ვერ მიხედავ?
- ვის? - გაიცინა
- შენს ბიჭს!
- იმას მიხედავენ, შენ უფრო მაინტერესებ ამ მომენტში
- მეჩვენება თუ სხვანაირად ჭიკჭიკებ? - თვალები მოვუჭუტე
- სხვანაირად როგორ მაინც?
- შენი ბიჭი როგორ გიშვებს ჩემთან სალაპარაკოდ?
- არ მყავს ეგეთი ტირანი ძმა როგორც სხვებს - გაიცინა
- ეგეთები თუ არსებობდნენ.. მოიცა რა? - ოდნავ წამოვიწიე - შენი ძმაა?
- ხო, უფროსი, ამის გარდა 1 მყავს კიდევ
ისტერიული სიცილი ამიტყდა, ბედნიერებისგან, სიხარულისგან, თითქოს გულის ყველა ნაწილი აღმიდგა და ჩემი მისდამი დამოკიდებულება ურყევი დარჩა, თვალები ამიციმციმდა, იმდენად დიდი ემოცია იყო ვერ დავმალე.
- ასე თუ გაგიხარდებოდა აქამდე გეთქვა - გაიღიმა და მხარზე დამადო თავი - წავიდეთ არ გინდა?
- წავიდეთ თუ გავიდეთ?
- შენ რომელიც გინდა - ამოისუნთქა და წამოდგა, უკან გავყევი, ვერც კი ვიჯერებდი რომ არჩევანი ჩემზე იყო რა უნდა გაგვეკეთებინა.
გარეთ რომ გამოვედით ცივმა ჰაერმა ცოტა გამომაფხიზლა.
- აბა? - გამომხედა
- წავიდეთ - მანქანისკენ მივუთითე, კარები გავუღე და გემრიელად მოკალათდა, გამომეტყველებაზე დავაკვირდი არანაირი იმედგაცრუება.
მის გვერდით დავიკავე ადგილი და სწრაფად მოვწყვიტე მანქანა. ხმა არ ამოუღია, სასტუმროს წინ გავაჩერე და გადმოსვლაში დავეხმარე.
გამიღიმა, ისევ არ ეტყობოდა იმედგაცრუება, არანაირად, გავვოცდი, წესით სხვანაირად უნდა მოქცეულიყო. ისე ავედით ნომრამდე არაფერი უთქვამს.
მშვიდად შევედი და პიჯაკი იქვე მივაგდე. გამომხედა, ისევ გამიღიმა და ლოგინზე ჩამოჯდა.
- რა საჭირო იყო ასეთი ძვირადღირებული სასტუმრო? - მისმა შეკითხვამ დამაბნია
- კომფორტი მოგიწყვე, რაიყო არ მოგწონს? - გვერდით მივუჯექი
- მნიშვნელობა არ აქვს - მხრები აიჩეჩა, თმებში ხელი შევუცურე და ჩემკენ მოვქაჩე, ვნებიანად წავეტანე ბაგეებზე, როგორც კი შევეხე ეგრევე ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა, საშინელმა ვნებამ მოიცვა მთელი სხეული, სისხლის მოძრაობა ლამის ყურებში ჩამესმოდა, გული გამალებით მიცემდა და მთელი სხეული მიკანკალებდა. ყელის ქვემოთ ხელის ჩამოწევა ვერ გავბედე, მიუხედავად ამხელა ვნებისა, გრძნობებმა გასაქანი არ მომცეს, როგორც კი კოცნით გული ვიჯერე ეგრევე მოვცილდი.
ისევ ისე გამიღიმა.
არც თვალები ჰქონდა სევდიანი, არც იმედგაცრუება ეტყობოდა, უბრალოდ ყოველი ჩემი საქციელის შემდეგ იღიმოდა.

***

არც კი ვიცი რამდენი ხანი ვიჯექი ასე და თვალებში ვუყურებდი, ღიმილი არ მოშორებია სახიდან, სისხლის მიმოქცევა დამირეგულირდა, გული აღარ გუგუნებდა ეგრე მშვიდად და რიტმულად ფეთქავდა, კანკალი შეწყდა, სამაგიეროდ კარგად მესმოდა მისი გულის ბაგაბუგი, ერთადერთი რამ რაც მის მდგომარეობას გასცემდა. იქ იყო შიში, ან იმედგაცრუება? არა, თვალებში შეეტყობოდა, ვხედავდი რომ სურვილი ჰქონდა, მაგრამ რაღაც უშლიდა ხელს ამის განხორციელებაში.
წამოვდექი და ხელში ავიყვანე, შეკრთა მაგრამ არ შეიმჩნია. ლოგინს მოვუარე და მეორე მხარეს დავაწვინე, გვერდით მივუწექი და ისევ თვალებში ვუყურებდი.
ისევ გაიღიმა.
მე სახეზე მივეფერე და მისკენ მივიწიე, წელზე მოვხვიე ხელი და გულში ჩავიკარი, ეგრევე ათრთოლდა და უფრო აუჩქარდა გული.
შუბლზე ვაკოცე და თვალები დავხუჭე.
რამდენიმე წუთის შემდეგ ჩემგან არანაირი მოქმედება რომ არ იგრძნო ამოიხედა, თვალები გავახილე და მის დაბნეულ მზერას წავაწყდი
- რა მოხდა?
- შენ რა..
- დაიძინე - გავუღიმე და ისევ დავხუჭე თვალები. ერთიანად მოდუნდა და მომბაძა.
არც კი ვიცი მისი სურნელით გაბრუებულს როდის ჩამეძინა.

***

თვეები ისე გავიდა რომ ერთმანეთთან კონტაქტი არ გაგვიწყვეტია, ვხვდებოდი ყველგან, ჩემდა გასაკვირად დალევაზე ხელი ავიღე, აღარ დავდიოდი კლუბებში და დროს სახლში ვატარებდი ძირითადად. ღამე კარგად ვიძინებდი რომ მთელი დღე მის გვერდით არ შევეწუხებინე. სახლში მისულზე დედაჩემის გაფართოებული თვალები და მამაჩემის გაოგნებული სახე მხიარულ განწყობაზე მაყენებდა. მშვიდად და აუღელვებლად ვამატებდი ურთიერთობას ეტაპებს და ვცდილობდი არანაირად არ დამეფრთხო. თუმცა მემგონი აქეთ უფრო მაფრთხობდა მისი თავისუფლებით და იმის ლაპარაკით რაზეც იმ წამს ფიქრობდა.
გავიცანი ყველა მის ირგვლივ მიმიყვანა და ოფიციალურად გამაცნო ოჯახი. მე ვთხოვე რომ როგორც შეყვარებულის სტატუსიდ ისე წარვედგინე, თორემ დაჩემებული ჰქონდა მეგობარი, მეგობარიო, რომ გავუბრაზდი მხოლოდ მერე შემპირდა რომ იტყოდა ისე როგორც არისო. ამიტომ შეყვარებულად მაღიარა და იმ დღიდან ოფიციალურად გავხდით ერთმანეთის ნაწილები, სიტყვიერად თორემ სულიერად ისედაც ვიყავით.
არც კი ვიცი როგორ გამოვუტყდით ერთმანეთს სიყვარულში, უბრალოდ აი ასე ერთ დღესაც თვალებში ჩავხედეთ ერთმანეთს და მივხვდით ის მოწონება რაღაც სულ სხვა განსაკუთრებულში იყო გადასული. უსიტყვოდ, უთქმელად ვუთხარით ერთმანეთს გრძნობები და იმ ღამეს გავიპარეთ.

***

მაქსიმე

ხელებს ვიმტვრევ ნერვიულობისგან, ადგილს ვერ ვპოულობ, მინდა რაც შეიძლება მალე გავიყვანო სესილი და ყველაფერი ვუთხრა, თუმცა ყოველჯერზე მისკენ რომ მივდივარ რაღაც მაფერხებს, გაბრაზებული ვბრუნდები უკან და ნერვიულად მიმოვდივარ ოთახში, არც ის ვიცი საიდან უნდა დავიწყო, რომ გამიბრაზდეს? ან გაიქცეს? ან უარესი, ისტერიკები მომიწყოს? მერე რა ვქნა, ან რითი დავამშვიდო, ან რა ვუთხრა.. ავირიე საშინლად. ახლავე უნდა მოვიკრიბო გამბედაობა და უნდა მივიდე თორემ აუცილებლად გადავალ ჭკუიდან.
- შეგიძლია გამომყვე? - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ძლივს ვუთხარი და რაც შემეძლო გავუღიმე.



მაქსიმე

თავს პატარა, გამოუცდელი, თინეიჯერი ბიჭივით ვგრძნობ, ვერ ვხვდები რატომ ვიბნევი ასე და რატომ მივლის ჟრუანტელი მასთან ახლოს რომ ვდგავარ, ზოგჯერ მგონია რომ სერიოზული პრობლემები მაქვს გულზე, არც კი ვიცი რა ვუთხრა, თუ არავისთან არ ვიბნეოდი, მასთან ყველანაირი კომპლექსი ერთად მიტევს და ნერვიულად ვირწევი აქეთ იქეთ. თან მის აციმციმებულ შავ თვალებს რომ ვხედავ, ვგრძნობ როგორ მეღვრება გულში სითბო და ჩემდაუნებურად მეღიმება.
ახლაც მის ირგვლივ ვტრიალებ და არც ვიცი როგორ მივიდე რომ სალაპარაკოდ გავიყვანო, ჩემი მეორე მე მიღრღნის გულს რომ გამბედაობა მოვიკრიბო და მივიდე მასთან. ბოლოს როგორც იქნა ვაგროვებ დარჩენილ ძალას და ჩქარი ნაბიჯებით მივდივარ
- შეგიძლია გამომყვე?
- მოხდა რამე?
- ხო, მოხდა, მინდა რომ დავილაპარაკოთ
- სერიოზულია რამე?
- რა საჭიროა ახლა ამდენი კითხვა, უბრალოდ წამომყევი! - მკლავში ვავლებ ხელს და ფრთხილად ამყავს ჩვენს ოთახში.
- აქ რატომ მომიყვანე?
- მინდა რომ ყველაფერი გითხრა, რა როგორ მოხდა!
- იმის გარდა კიდევ მოხდა რამე? - გაოცება დაეტყო ხმაში
- ჩამოჯექი
- რა ხდება მაქს? უკვე მაშინებ - ხმა საგრძნობლად აუკანკალდა, სწრაფად წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი.
- შენ ჩემს ცხოვრებაზე ყველაფერი იცი სესი, ყველა დეტალი რაც კი გამოვიარე, რაც კი შემემთხვა ოდესმე, ყველაფერს გიყვებოდი, გენდობოდი, გესაუბრებოდი. ჩემთვის შენ იყავი ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ბოლომდე ვენდობოდი. მაგრამ ამდენმა ყურადღებამ, სითბომ და მეგობრულმა გარემომ, როგორც ვატყობ ცუდად იმოქმედა ჩემზე, ჩავთვალე რომ ცოლი კი არა საუკეთესო მეგობარი იყავი და თავისუფლად შემეძლო ვყოფილიყავი იმასთან ვინც მომწონდა. თუმცა იმ დროს ჯერ კიდევ ვერაფერს ვერ ვხვდებოდი, ახლა ძალიან ვნანობ, ბარბარეს რომ თავისი გავატანინე და ჩვენს ურთიერთობას უდიდესი ბზარი გავუჩინე, ვიცი, ჩემსა და შენს შორის არაფერი იქნება, შენ არასდროს მაპატიებ იმ ტკივილს რაც მოგაყენე, მითუმეტეს სიმართლეს რომ გაიგებ. სად შევხვდი მას არც კი მახსოვს, ალბათ ვიღაცის დაბადების დღეზე, მომეწონა და იმ დღის შემდეგ დავიწყე “ურთიერთობა”, თუ საერთოდ ამას ურთიერთობა ერქვა, ყურადღებას არ მაქცევდა, ცდილობდა ჩემგან შორს დაეჭირა თავი და ამით უფრო შევედი “მუღამში”, რომ ჩემი გამეხადა. შემდეგ საერთოდ საზღვარგარეთ წავიდა, ჩემს ცხოვრებაში რომ გამოჩნდი, ყველაფერი დავივიწყე ირგვლივ, გვანცაც კი, მაგრამ მაშინაც ვერ მივხვდი ვერაფერს. როგორც კი ბარბარე დაბრუნდა ეგრევე გამიბა მსუბუქი ფლირტი, ჯერ თვალებით მჭამდა და სულ იქ ჩნდებოდა სადაც ვიყავი, შემდეგ დამიახლოვდა. ის რომ ლამაზია, ამაში ორი აზრი არ არსებობს, ამიტომ ძველმა მოწონებამ ეგრევე გაიღვიძა და მთელი ჩემი არსება მოიცვა, მაშინ შენდამი გრძნობები მის მიმართ გრძნობებში ავბლანდე და საერთოდ ვერ მივხვდი ვერაფერს, სანამ ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ არ წახვედი.
- მაქსიმე..
- გთხოვ! არ შემაწყვეტინო - ცრემლიანი თვალებით გავხედე და ისევ ჰორიზონტს გავუსწორე მზერა - მე ჩვენი ურთიერთობა დავანგრიე და ახლა იმდენად უსუსური ვარ რომ თავიდან აშენებაც არ შემიძლია. ჩვენს შორის მხოლოდ მეგობრობა არ იყო და ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი რეალობას რომ გავუსწორე მზერა. ახლო ურთიერთობა მქონდა მასთან, ისეთი ახლო, რომელიც ჩვენ არ გვქონია - მიჭირდა საუბარი ამიტომ ღრმად ვსუნთქავდი და ვცდილობდი როგორმე აკანკალებული სხეული დამეწყნარებინა - მერე, 1 თვეში დაახლოებით მოვიდა და მითხრა რომ ორსულად ვარ შენგანო, რა უნდა მექნა? ცხოვრებაში გადაუხვეულიც არ უთქვამთ მასზე, მის პატიოსნებაზე ხომ საერთოდ, სწორედ ამიტომ დავუჯერე. ვიცი რომ დამნაშავე ვარ მასთან ასეთი ურთიერთობა არ უნდა დამეჭირა, მაგრამ სისუსტემ მძლია, მე ხომ როგორც ქმარს არ მაღიარებდი, არც კი ვიცი რა უნდა მექნა, გეფიცები, ჩვენ რომ ერთად ვყოფილიყავით მსგავს შეცდომას არ დავუშვებდი, მამაჩემის შეცდომას არ გავიმეორებდი, მაგრამ ჩვენ ერთმანეთისთვის არანაირი პირობა არ მიგვიცია.. ვერ გეტყვი რომ გამიგო, რადგან ამის უფლება არ მაქვს, ალბათ მეც ვერ გაგიგებდი რაც არ უნდა ახსნა-განმარტება მოგეტანა. ვიცი არც ის მამართლებს რომ უბრალოდ მეგობრები ვიყავით. მაგრამ ალბათ უფრო ბოლო იმედს ვებღაუჭები და ვცდილობ ისეთი გამართლება მოვუძებნო ჩემთავს რომ მაპატიო.
- და სად არის ახლა ბარბარე ბავშვით?
- ის ბავშვი..
- არ მითხრა რომ აბორტი გააკეთებინე! - წამოხტა ფეხზე და მისკენ შემატრიალა გაავებულმა
- არა.. რას ამბობ… მაგას გავაკეთებდი? - გული ჩამწყდა ასეთი წარმოდგენა რომ ჰქონდა ჩემზე - ის ბავშვი გავარკვიე რომ ჩემი არ იყო და თავისი მეორე შეყვარებულისგან ჰყავდა, შევუსწარი ფაქტიურად ერთად რომ იყვნენ - მწარედ ჩამეცინა და სახეზე ჩამოვისვი ხელები - გესმის? შევუსწარი
- ეგრევე რატომ არ მოხვედი ჩემთან? რატომ არ მითხარი?
- მე უფლება არ მქონდა გესმის? - მხრებში ჩავავლე ხელი და მსუბუქად შევანჯღრიე - მე არ მქონდა არანაირი უფლება რომ შენთან მოვსულიყავი, ან რა პირით? იცი გიღალატე და ახლა გავარკვიე რომ ის ვინც ჩემგან მეგონა ორსულად, სხვისგან აღმოჩნდა და ახლა შემირიგდი მოდი.. რა პირით მეთქვა? ან ენა როგორ მომეტრიალებინა პირში? რატომ არ გესმის, მე ბრმად ვენდე მას და შენ ზურგი გაქციე, მე შენ, ჩემს საუკეთესო ადამიანს ყველანაირი გზა მოგიჭერი ჩემთან მოსასვლელად.
- ის კომენტარები? სპეციალურად დააწერინე არა?
- არა! გეფიცები, შენს სიცოცხლეს ვფიცავარ საერთოდ არ ვიცოდი, ძალიან მაგრად ვეჩხუბე მაგის გამო შენ რომ წახვედი, არ ვიცოდი მართლა, როგორ ვიფიქრებდი რომ კიდევ ასეთებს ილაპარაკებდა, შენი საქციელის შემდეგ. მერე საერთოდ დაჩაზე წავედი, მარტო ვცხოვრობდი მთელი ის პერიოდი და საერთოდ არავის არ ვეკონტაქტებოდი, გიგლამ დამირეკა ჩამოდი საქმე მაქვსო და მერე კი შევხვდით ერთმანეთს სამსახურში. მთავარი რისთვისაც აქ მოგიყვანე ეს საბუთებია
- რა არის?
- ჯერ ჩემს სათქმელს გეტყვი ბოლომდე - ლოგინზე ჩამოვაჯინე და მის წინ ჩავიმუხლე, მისი ხელები ჩემს ხელებში მოვაქციე - ვიცი, დამნაშავე ვარ, აქამდე გითხარი რომ ბედნიერების უფლებას მოგცემდი, მაგრამ სიმართლე გითხრა აზრი შევიცვალე, იმიტომ რომ ეგოისტი ვარ და ვერ ავიტან სხვასთან რომ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა შენ გაძლევ საშუალებას არჩევანი გააკეთო, არაადამიანურად, არანორმალურად მჭირდები, გპირდები არასდროს გავიმეორებ იგივე შეცდომას, როგორც გინდა ისე დამსაჯე, ყველაზე უარესი სასჯელი უშენობა იქნება, რასაც სიმართლე გითხრა არც კი ვიცი როგორ გადავიტან
- ეს საბუთები?
- ეს ჩვენი განქორწინების საბუთებია, მე ხელი არ მომიწერია - მის გვერდით ჩამოვჯექი და პასტა ამოვიღე - მაგრამ ახლა მოგიწერ, რადგან თუ გადაწყვეტ რომ ჩემგან წახვიდე, ყველანაირ თავისუფლებას გაძლევ - სევდიანად გავუღიმე
- გასაგებია - ცივად ამოილაპარაკა, საბუთებს ხელი დაავლო და უკანმოუხედავად გავიდა ოთახიდან.

***

სესილი

ვერასდროს ვიფიქრებდი თუ ასეთ სიტუაციაში ჩავვარდებოდი, ამ წამს გავიგე ის რაზეც საერთოდ წარმოდგენაც არ მქონდა, თურმე მთელი ამ დროის განმავლობაში სხვა მიზეზი იყო ჩემი და მაქსიმეს დაშორების, მე კიდევ სულ სხვა მიზეზით ვეჩხუბე, ყველანაირად ჯობდა ძველი მიზეზი დარჩენილიყო და მისი ასეთი საქციელის შესახებ არაფერი გამეგო.. თუმცა ოდესმე ხომ გავიგებდი და ეს შეიძლებოდა ცხოვრების ისეთ ეტაპზე მომხდარიყო, რომ აწყობილი ურთიერთობა წამში ჩამოეშალა.
არც კი ვიცი რა უნდა ვქნა, ვის დავუჯერო, გულს თუ გონებას? ვცდილობ აზრები დავალაგო მაგრამ არაფერი გამომდის. ცრემლები მთელი ძალით აწვება თვალებს მაგრამ თავს უფლებას არ ვაძლევ რომ ვიტირო. მინდა დავიცალო, ვიკივლო, ვიწივლო ირგვლივ ყველაფერი დავამსხვრიო, ამის ნაცვლას კი ფრთხილად მივუყვები ნახევრად ჩაბნელებულ ქუჩას და საშინელი ტკივილის გარდა ვერაფერს ვერ ვგრძნობ.
ახლა ყველაზე მეტად მინდა სადმე უკაცრიელ კუნძულზე ვიყო და ბოლომდე დავხარჯო ის ემოციები, რომლებიც ასე საშინლად აწვება სხეულს და შიგნიდან მიჭამს. ყველანაირი იმედი დაიმსხვრა, მაგრამ მინდა ვაღიარო რომ გამიხარდა, ჩემს გულს გაუხარდა რომ ბარბარე მისგან არ აღმოჩნდა ორსულად, ალბათ ახლა თუ ოდნავ მაინც შერჩა შანსი ჩვენი ერთად ყოფნის, მაშინ ვეღარაფერი დამაკავებდა მის ცხოვრებაში, საკუთარ თავს არ ვუტყდები მაგრამ ზუსტად ვიცი რომ სიგიჟემდე მიყვარს, იმდენად ღრმად აქვს ჩემში ფესვები გადგმული რომ საშუალებას არ მაძლევს მისი მარწუხებიდან თავი დავაღწიო, პირიქით რაც მეტს ვცდილობ, უარესად მითრევს და უარესად მბოჭავს. უძლური ვარ, ჩემი გრძნობების წინაშე და მაინც.. ამხელა შეცდომა დაუშვა და სიყვარული არსად არ წასულა, პირიქით ყველანაირად ცდილობს რომ ჩემგან დამოუკიდებლად მის თითოეულ სისუსტეს დაებღაუჭოს და იმედი გამიჩინოს. ვერ ვხვდები რაში სჭირდება ის რომ მის გვერდით ვიყო? ნელნელა მივიწევ წინ, თითქმის სახლამდე მივაღწიე და მთელი ეს გზა ისეთი სიმწრით მქონია თითებს შორის მოქცეული საბუთები რომ ფრჩხილებით სულ დასერილი მაქვს კანი. მე არ მინდა მის გარეშე ცხოვრება, მე არ ვიცი რა გადაწყვეტილება უნდა მივიღო..

***

მარია

ყველაზე ბედნიერი ვარ ამ დედამიწაზე, რადგან ამ დილით გავიგე რომ ჩვენი სიყვარულის ნაყოფი მუცელში მიზის და ძალიან მალე მოევლინება ამ დედამიწას. სიხარულისგან ლამის ყველა გამვლელს ჩავეხუტო, რათქმაუნდა დიტომ ჯერ არაფერი იცის, მაგრამ ვერაფრით ვერ გადავწყვიტე როგორ შეიძლება ამის თქმა, რამდენიმე ვარიანტი განვიხილე მაგრამ არცერთი არ ემთხვევა. ბოლოს მოღუშულმა, იმით რომ ვერაფერი მოვიფიქრე, შევედი სახლში და დიტოც შემომეგება.
- რა გჭირს ქალბატონო? - სიცილით ამიჩეჩა თმები და გულში ჩამიკრა
- არაფერი, მშია
- რას მიირთმევთ?
- პიცას
- გამოვიცანი - გაიცინა და წინ უზარმაზარი პიცა დამიდო
- აუ რა მაგარია - პატარა ბავშვივით შემოვკარი ტაში და მადიანად ჩავკბიჩე, ბოლოს გამძღარმა ტახტზე გადავწექი და დიტოს ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე, სიცილით გააქნია თავი.
- იმდენს ჭამ, გეგონება ერთი კი არა ორი ხარ - ენას მიყოფს და სამზარეულოში გააქვს რაღაცები
- საიდან მოგაქვს რა - ხელს ვუქნევ და მულტფილმებს ვრთავ
- მოიცა, როდის მერე უყურებ შენ ამათ?
- აუ მაგარია, შენ არ გაინტერესებს? - ვეკრიჭები
- რა გჭირს მარია?
- ორსულად ვარ - უდარდელად ვიჩეჩავ მხრებს და გამომცდელად ვუყურებ
- მეთქი რამე მოხ.. მოიცა რა თქვი? გაიმეორე აბა! - მომმვარდა და გულში ჩამიკრა - ორსულად ხარ?
- ჰო, ორსულად ვარ და აი აქ - მუცელზე დავიდე ხელი - მალე ჩვენი პატარა ასლი გვეყოლება
- ჩემი ბედნიერება - ხელში ამიყვანა და დამატრიალა თან მკოცნიდა - შენ ოღონდ მითხარი და ვარსკვლავებს მოგიწყვითავთ, რას ინებებს ჩემი ქალბატონი და ჩემი პატარა?
- ამმ.. - დავფიქრდი - შოკოლადებს - ტუჩები გავილოკე და თვალის დახამხარება ვერ მოვასწარი ისე გავარდა სახლიდან. დაახლოებით 15 წუთში პარკებით ხელში დაბრუნდა და უამრავი შოკოლადი დამაყარა თავზე.

***

მაქსიმე

დღეს შესანიშნავი ამბავი გავიგე, დიტოს და მარიას პატარები ეყოლებათ, მაგრამ გულამოვარდნილი ველოდები პასუხს სესილისგან.
წარმოდგენაც არ მინდა რომ უარი მითხრას, ალბათ არც დამირეკავს, როდესაც განქორწინებას შეიტანს ეგრევე დამირეკავენ იქედან და შემატყობინებენ.
ნერვიულად მიმოვდივარ ოთახში, რამდენი დღეა საჭმელსაც არ გავკარებივარ, სულ იმაზე ვფიქრობ თუ რა იქნება პასუხი.
თუ უარს მეტყვის, ბილეთები აღებული მაქვს და საფრანგეთში წავალ ეგრევე, საერთოდ მოვწყდები აქაურობას და აღარასდროს გავეკარები.
უკვე ისტერიკაში გადავდივარ, ექვსი საათია და არ დაურეკავს, როგორც კი ტელეფონის ხმა მესმის ეგრევე მივრბივარ, როგორც კი სამოქალაქო რეესტრის ნომერს ვცნობ ეგრევე სისხლი მეყინება, უპასუხოდ ვთიშავ ტელეფონს და იქვე ვაგდებ.
გასაგებია, რა საჭიროა ამდენი ლაპარაკი, ისედაც ამ ზარმა ყველაფერი გამაგებინა, გულამოვარდნილი, გამწარებული და გაბრაზებული ვმუშტავ ხელებს რომ ყველაფერი არ დავლეწო ირგვლივ. ესეიგი ჩემთან გაყრა გადაწყვიტა, არ მაპატია, ჩემთავზე ვბრაზობ, თორემ დარწმუნებული ვიყავი ეგრე რომ მოიქცეოდა, ძალიან ცოტა შანსი იყო იმის რომ ეპატიებინა და დაბრუნებულიყო.
რატომ რატომ რატომ!
რატომ გავიმეორე მამაჩემის შეცდომა? რატომ ვენდე? რისთვის?
როგორ ავყევი იმ ბ*ზის მიმართ გრძნობებს, როგორი სულელი ვიყავი.
არაადამიანულად მოვიქეცი და ყველაზე საშინელი სასჯელიც მივიღე.
ამას ჯობდა გული ამოეგლიჯათ და საერთოდ აღარ დაებრუნებინათ, ვიდრე მის გარეშე ცხოვრება მოესაჯათ.
ეს სასჯელი იყო, არა უარესი, უფრო მწარე, უფრო დაუნდობელი და უფრო მტანჯველი, ვიდრე ჩვეულებრივი სასჯელი. ყველაფერს ავიტანდი, ოღონდ ამას არა, არადა როგორ მწამდა, არაადამიანურად, არანორმალურად, გულის იმ ნაწილს ისე წამდა..
სესილიი…
იქვე კუთხეში ჩავიკეცე და თავი ხელებში ჩავრგე..
რატომ?
ეს კითხვა არ მასვენებდა არანაირად და ყოველ ჯერზე დაუნდობლად მისერავდა გულს, ჩემს შეცდომას გამუდმებით მიმეორებდა ჩემი მეორე მე, სინდისის გრძნობა საერთო გამოვიდა წყობიდან, ასე მგონია მთელი სისტემა მომეშალა და მხოლოდ სისხლი მოძრაობდა ისე, როგორც საჭირო იყო. გულის ხმა აღარ მესმოდა, ბოღმა კისერში მახრჩობდა და დაუოკებელი სურვილი მქონდა ყველაფერი დამემსხვრია ირგვლივ.
მერე მხოლოდ ის მახსოვს როგორ მოიცვა ბურუსი ყველაფერმა და გავითიშე.

***

სესილი

გაბრაზებული დავაბიჯებდი ოთახში და მინდოდა ჩემს გადაწყვეტილებაში დავრწმუნებულიყავი, ბოლოს როგორც იქნა დავრწმუნდი, ჩანთას ხელი დავავლე და კარები გამოვიხურე. რაც შემეძლო სწრაფად ჩავირბინე კიბეებზე და მაქსიმეს სახლისკენ წავედი. მინდოდა ყველაფერი პირში მეთქვა, ყველანაირი ტკივილი და გრძნობა რაც მთელი ამ დროის განმავლობაში მაწუხებდა გადმომენთხია, დავცლილიყავი, იქნებ ასე მაინც მომეპოვებინა სიმშვიდე.
არ დამიკაკუნებია ისე შევგლიჯე კარები და ოთახში ავირბინე. გავოგნდი ოთახი ცარიელი რომ დამხვდა, ყველაფერი ამოყირავებული იყო, რამდენიმე ნივთი დამსხვრეული და ლოგინი არეული. ეგრევე გამოვვარდი და მაკას დავუწყე ძებნა.
- სესილი? აქ რას აკეთებ? - მკრთალად გამიღიმა მაგრამ აშკარად ეტყობოდა მღელვარება
- სად არის მაქსიმე?
- წავიდა..
- როგორ თუ წავიდა? სად?
- საზღვარგარეთ ჩემო ლამაზო, დაახლოებით ნახევარი საათის უკან გავიდა სახლიდან, 2 საათში მიფრინავს
- კარგი მადლობა მაკუსი - მოწყვეტით ვაკოცე ლოყაზე და თავქუდმოგლეჯილი გამოვვარდი იქედან.

***

მაქსიმე

რეგისტრაცია მშვიდად გავიარე, ყოველ წამს უკან ვიყურებოდი და თვალებით ვეძებდი, მაგრამ ამაოდ, მაინც ბოლო იმედს არ ვკარგავდი, იქამდე სანამ თვითმფრინავში არ ავედი და ჩემი ადგილი არ დავიკავე. შეუძლებელი იყო იქ მოსულიყო, ტკივილმა ერთიანად დაიარა ისევ სხეული და ვიგრძენი როგორ გამოტოვა გულმა რამდენიმე ფეთქვა. ვიცოდი, აწი ჩემი ცხოვრება არაფერს არ ნიშნავდა, ერთი უსუსური არსება ვიქნებოდი დღეიდან, რომელმაც საკუთარი სიყვარულის დაცვა ვერ შეძლო და უდიდესი შეცდომა დაუშვა ცხოვრებაში. არასდროს მეგონა თუ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი, ყოველთვის ყველა ნაბიჯს ვსაზღვრავდი და სწორედ იქ დავუშვი შეცდომა, სადაც ყველაზე ნაკლებად ველოდებოდი. თვითმფრინავი ნელნელა ივსებოდა, გვერდით ვიღაც ახალგაზრდა გოგო მომიჯდა, მაგრამ ისე ჰქონდა სახე დაფარული ვერაფერი გავარჩიე, ხმა არ ამოუღია, პირიქით მთელი გზა ჩუმად იჯდა და ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა. ვითომ არაფერი ისე ვაქციე ზურგი და სესილიზე გავაგრძელე ფიქრი. მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი უდიდეს ტკივილს მანიჭებდა, მაინც არ შემეძლო უარი მეთქვა მასზე.
ცოტახანში ჩამეძინა, ისე ჩავფრინდით ვერც კი გავიგე, ჩემს გვერდით მჯდომმა როგორც კი ჩავედით წინ გამასწრო, გრძელი ფართხუნა კაბა ეცვა და რაღაცნაირად მიდიოდა წინ. გამეცინა, პირველად სესილი რომ ვნახე ის დღე გამახსენდა და ყველა ემოცია ისევ თავიდან მომაწვა, როგორმე უნდა ვისწავლო საკუთარი თავის კონტროლი, თორემ არც კი ვიცი რა მეშველება.
სახლში მშვიდად და აუღელვებლად მივედი, ყველაფერი ამოვალაგე და პიცა შევუკვეთე.
ვცდილობდი ოდნავ მაინც მიმელაგებინა სახლი, თორემ საშინელი შესახედავი იყო ყველაფერი.
სამზარეულოში ვალაგებდი რაღაცებს, კარზე ზარის ხმა რომ გავიგე, როგორც იქნა პიცა მოვიდა, კი არ გავედი გავფრინდი მისაღებში და კარები ღიმილით გამოვაღე.

***

სესილი

- გამარჯობათ! თქვენი პიცა - გაკრეჭილმა გავუწოდე ყუთი, მის გაკვირვებულ სახეზე მინდოდა გადამეკისკისა მაგრამ მაქსიმალურად შევიკავე თავი. - კარგად ხართ?
- მელანდები ხო?
- უკაცრავად, პიცა გამომართვით თორემ შეიძლება გაცივდეს - წინა ტუჩი წინ გამოვწიე და ისევ გავეკრიჭე
- შენ რა გქვია?
- სესილი - გაოცებისგან უფრო გაუფართოვდა თვალები და ფერები გადაუვიდა სახეზე
- შეიძლება შემოვიდე?
- დიახ, რათქმაუნდა - დაბნეულმა ჩაიბურტყუნა და შემატარა
- რა კარგი ბინაა, კარგად მოეწყვე ხო? როდის ჩამოხვედი?
- შენ.. მოიცა… მე? რანაირად? აქ.. - დაბნეული აქნევდა ხელებს
- პირველად მყავს ასეთი დაბნეული კლიენტი მოკლედ - ვითომ ჩაფიქრებულმა ჩავილაპარაკე - რამ გაგაკვირვათ ასე ბატონო მაქსიმე?
- მე ..
- მე მე მე იძახე ახლა, ან მიპასუხე ან წადი პიცა დააწყვე თეფშებზე და გამოიტანე, ვჭამოთ - თან ბინას ვათვალიერებდი თან ველაპარაკებოდი, უცებ დაფაცურდა და ყველაფერი გამოიტანა, ძლივს ვიკავებდი სიცილს. - მოიცა მოვალ
- სად მიდიხარ? - უკან გამომყვა და ჩემოდნები რომ შემოვათრიე საერთოდ გაგიჟდა - რას ნიშნავს ეს?
- აი ის ოთახი მომწონს და იქ ვიცხოვრებ კარგი? შენ თუ გინდა სხვაგან გადადი, თუ გინდა ჩემთან დაიძინე საყვარელო - ლოყაზე მივუთათუნე ხელი და ოთახში შევვარდი.
- საერთოდ ნორმალური ხარ? - ეტყობა შოკიდან გამოვიდა და ახლა გაავებული შემოვარდა ოთახში, მეცა და შემანჯღრია
- მე კი არა შენ თუ ხარ ნორმალური ფეხი რომ დაკარი და გამოვარდი აქ?
- აბა რა მექნა, შენ ხომ განცხადება შეიტანე და განვქორწინდით?
- საიდან მოგაქვს ეს სისულელეები ვერ ვხვდები! იდიოტი ხარ მართლა?
- მოიცა.. შენ რა გინდა მითხრა რომ
- წამოდი! - ხელი მოვკიდე და მისაღებ ოთახში გავათრიე, რკინის რაღაც სათლის მაგვარი და ცხვირწინ ავუფრიალე განქორწინების საბუთები გაკრეჭილმა - აი აქ არის, ეგეთი იდიოტიც არ მეგონე
- აბა რატომ დამირეკეს?
- მე რავიცი? კითხე!
- ანუ არ შეგიტანია? - თვალები აუციმციმდა, როგორც კი გაიაზრა რაც ხდებოდა
- არა, რათქმაუნდა და მინდა აქვე დავუსვა ამ ყველაფერს წერტილი
- რას?
- აი ამას - ჯიბიდან სანთებელა ამოვიღე, რომელსაც მთელი გზა საგულდაგულოდ ვინახავდი და პირდაპირ საბუთებს წავუკიდე. ბოლომდე ვუცქერდით როდის ჩაიწვებოდა ეს საშინელი საბუთები. მერე გაოცებულ მაქსიმეს გავხედე, მივუახლოვდი და მხარზე ჩამოვადე ხელი
- ჰა? შოკში ხარ? - წარბები ავუთამაშე
- ოხ! სესილი! - გაიცინა და მის მკლავებში მომაქცია - ჩემი ცოლი ხარ ისევ და ისევ - დაიღრიალა და გულში ძლიერად ჩამიკრა - ვაიმე, არ მეგონა რომ ოდესმე გულში ჩაგიკრავდი, ცოლობაზე ხომ ზედმეტია საუბარი
- ახლა ოფიციალურად გაცხადებ ქმრად და იცოდე შეცდომები არ იყოს - გამაფრთხილებლად დავუქნიე თითი და ხელები რაც შემეძლო ძლიერად მოვხვიე.
- ჩემი ბაჭია - ცხვირზე მაკოცა და გამიცინა - ესეიგი ოფიციალურად ცოლქმარიო არა? - გამომცდელად შემხედა თვალებში
- დიახ ოფიციალურად ცოლქმარი მეთქი ასე ვთქვი! - დავუმოწმე, გაიცინა, დაიხარა, ჯერ მაწვალებდა, მისი სუნთქვა ტუჩებზე მეცემოდა და ჭკუიდან გადავყავდი, უცებ წამეტანა ბაგეებზე და ლამის ხელებში ჩავადნი, როგორ მომნატრებია მისი ტკბილი ტუჩები. როგორც შემეძლო კოცნაში ვყვებოდი და მასთან შედარებით ხომ ბევრად გამოუცდელი ვარ ამ საკითხში.
ქვედა ტუჩზე მიკბინა და მეც კვნესა ვერ შევიკავე, როგორც კი გავაანალიზე რა მოხდა ეგრევე ამიწითლდა ლოყები.
- შენი ტუჩები აწითლებული ბევრად უფრო სექსუალურია - ყურში ვნებიანად ჩამჩურჩულა და ლამის გული გამისკდა მოწოლილი ემოციებისგან.
- იცი რა - უცებ მოვიკრიბე გამბედაობა და შევაჩერე
- რა?
- აი მე ვფიქრობ რომ შენს ტუჩებს სიწითლე აკლია - გავუღიმე და ახლა ჩემი ინიციატივით წავეტანე ბაგეებზე, ჯერ დაიბნა, შემდეგ კი წელზე შემიცურა ხელი და ძლიერად მიმიკრა სხეულზე. არც კი ვიცი როდის აღმოვჩნდი კედელზე აკრული
- საოცრად სექსუალური ხარ - ძლივს ამოიჩურჩულა ტუჩებთან და ისევ გააგრძელა დაგემოვნება, ემოციების პიკი იყო ცალ ფეხზე ხელი რომ ამომდო და მაღლა ამაწევინა, წელზე შემომადებინა, თან ნაზად აასრიალა შიშველ ფეხზე ხელი და თეძოზე მსუბუქად მომიჭირა
- მაქსს - ძლივს დავიჩურჩულე და სიამოვნებისგან კვნესა აღმომხდა კისერზე რომ ვიგრძენი ჯერ ტუჩები და შემდეგ კბილები - მომისმინე
- ჩუუ - ტუჩებზე ამაფარა ხელი და უფრო ქვემოთ ჩაუყვა, ჯერ ლავიწის ძვლები დამიკოცნა, შემდეგ ფრთხილად გადამაძრო მაისური და ლიფიც სადღაც მოიშორა - რა გემრიელი ხარ - ვნებისგან დაბინდული მზერით ამომხედა და მკერდზე მისი ტუჩების შეხებაც ვიგრძენი, საერთოდ ყველაფერი გაქრა ირგვლივ ჩემი და მაქსიმეს გარდა, ერთადერთი რაც მინდოდა ის იყო რომ არ გაჩერებულიყო, კვნესის შესაკავებლად ტუჩებს ვკბენდი მაგრამ არაფერი გამომდიოდა, ემოციები ეხეთქებოდა უჯრედებს და მთელი სხეულით ვკანკალებდი, უცებ ამიტაცა ხელში და საწოლ ოთახში კოცნა-კოცნით შემიყვანა
- ჩემი სესილი - ბურტყუნებდა და თან მთელ სხეულს მიკოცნიდა - ჩემი ყველაფერი ხარ - ისევ ტუჩებს დაუბრუნდა, ვნებამორეულმა გადავაძვრე მაიკა და კისრიდან დაწყებული, მხრებით დამთავრებული ყოველი წერტილი დავუკოცნე - ხომ არ გეშინია? - ჩამჩურჩულა ყურში და იქვე მაკოცა, არც კი ვიცი რა პასუხი გავეცი, მაგრამ მისი მოქმედებიდან ჩანს რომ დადებითი პასუხი არ მიმიცია, შარვალი, საცვალი მოისროლა იატაკზე და ფეხებშორის მომექცა - ნუ გეშინია გპირდები არაფერს გატკენ - მეჩურჩულებოდა და მთელ სახეს მიკოცნიდა. მერე მხოლოდ პატარა ტკივილი ვიგრძენი და ისე გადავეშვით სიამოვნების მორევში რომ ვერც კი გავიაზრე.

***

- ახლა უკვე სამუდამოდ ჩემი ხარ - თითები ტუჩებთან მიიტანა და სათითაოდ დამიკოცნა - ყოველი შენი უჯრედი ჩემია, ჩემი შენია, ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება ხარ შენ! - სახე დამიკოცნა და მაგრად მომხვია ხელები
- ქმარუკ - ცხვირზე დავკარი თითი და ტუჩებში ვაკოცე მოწყვეტით
- რამე ხომ არ გტკივა სესი?
- არა, კარგად ვარ - გავუღიმე და ფრთხილად წამოვდექი. ვიცოდი რომ ტკივილი გაძლიერდებოდა, მაგრამ ისე გაუსაძლისადაც არ მტკიოდა ნაბიჯი რომ ვერ გადამედგა, სააბაზანოში შევედი და ცხელი წყლის ქვეშ დავდექი, დაძაბულობა, ტკივილი, ნერვიულობა ერთიანად მომიხსნა. გამეღიმა და უკნიდანაც ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა საყვარელი სხეული
- აქაც არ მომასვენო ახლა შენ
- რა ვქნა, სანამ არ გავძღები, იქამდე შენს გაშვებას არ ვაპირებ არსად იცოდე!
- პატარა ვარ მე
- პატარა კი არა ამხელა ქალი ხარ - მისკენ შემატრიალა და ტუჩებში მაკოცა მოწყვეტით - შენი ხმა არ გავიგო იცოდე
- ვჩუმდები - გავუცინე და ვნებიანად წავეტანე ბაგეებზე.

***

- მაქს სად ხარ? - სამზარეულოდან გამოვედი და ძებნა დავუწყე, ვერსად რომ ვერ ვიპოვე აივანზე გავიხედე და დავინახე როგორ ათამაშებდა ტელეფონს ხელში გაღიმებული. - ჰეი, რა მოხდა? - მივუახლოვდი და კალთაში ჩავუჯექი
- ახალი ამბავი მაქვს
- აბაა?
- ქეთა გათხოვდა
- კაიი? ვის გაყვა?
- ვიღაც ბიჭი გაუცვნიათ საზღვარგარეთ შეყვარებიათ ერთმანეთი და ცოლობაც უთხოვია - თმები ამიჩეჩა
- ძალიან მაგარია, როგორც იქნა ბედნიერი იქნება და ჩვენც მოვიშორებთ
- კარგი რა, ბოლოო პერიოდში საერთოდ აღარ მაწუხებდა უკვე - გამიღიმა
- მართლა ძალიან გამიხარდა, არ მინდოდა ისე ყოფილიყო რა, ისაა.. - ყოყმანი დავიწყე - ბარბარესთან რა ხდება?
- რავიცი, დავურეკო მოვიკითხო?
- რა საჭიროა ახლა!
- კარგი ხო, გეხუმრე - ხელის გულზე მაკოცა - მემგონი შეურიგდა მისი ბავშვის მამას
- რაიცი?
- რაღაც სტატია იდო facebook - ზე და..
- მოკლედ, ძალიან კარგად მიდის ყველაფერი რა
- გაგიხარდა?
- და რა უნდა მწყენოდა ადამიანი თუ ბედნიერია, მე რატომ უნდა დავიბოღმო ვითომ? მთავარია შენ მყავხარ გვერდით ამხელაა სიყვარულით - ხელით რაღაც ფიგურები მოვხაზე და გადაიხარხარა
- ზოგჯერ როგორი პატარა ბავშვი ხარ
- ხომ გეუბნებოდი და არ გჯეროდა შენ - ხელები გადავაჯვარედინე
- არაუშავს, შენც და ჩვენს პატარასაც ერთად გაგზრდით, მთავარია გავიგოთ რომ აი აქ გყავს - მუცელზე დამადო ხელი თვალებ აციმციმებულმა.
- მიყვარხარ სესიი!
- მეც მიყვარხარ მაქსს! - გავუღიმე და მთელი ძალით მოვეხვიე სიხარულით და ბედნიერებით სავსემ.

***

3 წლის შემდეგ

- სესიი სად ხარ? - ბოლო ხმაზე ბღაოდა მაქსიმე თან ოთახებში დაბორიალობდა
- რა მოხდა? - სააბაზანოდან გამოვედი პირსახოცშემოხვეული
- აუ ტირის და ვერ ვაწყნარებ წამოდი რა - საწყლად გამიღიმა და მეც სწრაფი ნაბიჯებით წავედი დემეს ოთახისკენ
- რაო დედიკოს სიცოცხლე რატომ ტირიხარ? გტკივა რამე?
- პატალა დაიტო მინდაა! - სასაცილოდ ამოიბურტყუნა და მამამისივით შეკრა წარბები
- საიდან მოიტანე ახლა ეს დემე? - ლოყები დავუკოცნე გაბრაზებულს
- აი, ჩემს ბაღში კავს ელთ გოგოშ დიდი ძმა ხოდა სულ უვლის, ხელჩაკიდებული დაკავს, აკითქავს დასვენებაზე, მეჩ მინდა ეგლე მკავდეშ პატალა თოჯინა
- დაიძინე ჩემო პატარა ახლა და ვეცდები რომ ეგეთი პატარა თოჯინა მოგიყვანო აუცილებლად ხო? - გავუღიმე და ლოგინში დავაწვინე - მობრძანდი აქ - თვალები დავუბრიალე მაქსიმეს
- რა მოხდა? - საწყალი ბავშვივით აიტუზა კედელთან თავდახრილმა
- შენ დაარიგე არა?
- რას ამბობ? - შეიცხადა
- წამობრძანდი აქეთ! - გავიმკაცრე ხმა
- მოვდივარ ხო - დასჯილი ბავშვივით ამედევნა უკან ბუზღუნით
- ესეიგი დაიკო არა? - ცალი წარბი მაღლა ავუწიე და ძლივს შევიკავე ღიმილი
- იცი რა? შენ ვინ გეკითხება? - გაბრაზდა უცებ და ჩემკენ წამოვიდა ძლივს შეკავებული ღიმილით.

დასასრული

ჩემთვის ეს ისტორია ყველა ისტორიისგან განსხვავებულია, გამორჩეულად მიყვარს, მინდოდა კიდევ ერთხელ დამედო ამჯერად სრულად, ახლა ზედმეტად მშრალი და ზედაპირული მეჩვენება, მაგრამ მახსოვს როგორი ემოციით ვწერდი და კანკალით ველოდებოდი თქვენს კომენტარებს <3
მიყვარხართ! <3



№1  offline წევრი TeddyBear

ჩემი სესილი და მაქსიმე ^^
როგორ მიყვარს ეს ისტორია ^^ მერამდენჯერ ვკითხულობ უკვე აღარ ვიცი. მგონი ამ ისტორიის დასასრული უკვე დავიზეპირე joy heart_eyes
ძალიან შემიყვარდა ამ ისტორიის პერსონაჟები განსაკუთრებით მაკუსი... ის რომ არა ალბათ მაქსიმე და სესილი ვერც შეხვდებოდნენ ^^
მაკუსი ყველაზე საყვარელია აქ heart_eyes
მაქსიმე - ჰმმ თავიდან როგორ მესაყვარლა და შუაში როგორ მომიშალა ნერვები expressionless
მმ ბათ ბოლოში მაინც კარგი ბიჭი იყო smile relaxed
მიყვარხარ მე შენ!!! heart_eyes

 


№2  offline წევრი aNuGi

TeddyBear
ჩემი სესილი და მაქსიმე ^^
როგორ მიყვარს ეს ისტორია ^^ მერამდენჯერ ვკითხულობ უკვე აღარ ვიცი. მგონი ამ ისტორიის დასასრული უკვე დავიზეპირე joy heart_eyes
ძალიან შემიყვარდა ამ ისტორიის პერსონაჟები განსაკუთრებით მაკუსი... ის რომ არა ალბათ მაქსიმე და სესილი ვერც შეხვდებოდნენ ^^
მაკუსი ყველაზე საყვარელია აქ heart_eyes
მაქსიმე - ჰმმ თავიდან როგორ მესაყვარლა და შუაში როგორ მომიშალა ნერვები expressionless
მმ ბათ ბოლოში მაინც კარგი ბიჭი იყო smile relaxed
მიყვარხარ მე შენ!!! heart_eyes

ძალიან დიდი მადლობა ჩემო თბილო <3
ვერ წარმოიდგენ როგორ მახარებ და მაბედნიერებ <3
მეც ძალიან მიყვარხარ!
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№3  offline წევრი aNuGi

Lollipop :))
მთელი დილა ამას ვკითხულობდი . აი რა საოცრება ხარ იცი? ნათქვამი მაქვს და კიდევ ბევრჯერ ვიტყვი. არ მომბეზრდება. ❤❤
ისეთი თბილი ისტორია იყო... რავიცი.. ყველა წყვილი მომწონს საშინლად ვისზეც კი დაწერე ( იმ ქერებს არ ვგულისმობ :დ :დ ქეთას და ბარბარეს) აი ისე გავბრაზდი მაქსიმზე მისი სისულელის გამო , თან ისე მეწყინა, გულში რაღაც ისე ჩამწყდა ჯერ ასე არ განმიცდია ისტორიის კითხვისას .
საოცარი გოგო ხარ, უმაგრესი მწერალი. რავიცი ულევ ბედნიერებას და წარმატებას გისურვებ, ჩემო კარგო❤❤

ძალიან დიდი მადლობა ჩემო თბილო, მაგ მომენტზე მეც საშინლად დამწყდა გული, მაგრამ საჭირო იყო სიყვარული რომ გაეაზრებინა, ზოგიერთ ადამიანს სჭირდება ეს ადამიანის დასაფასებლად, გამიხარდა რომ წაიკითხე, დიდი მადლობა და შენც ასევე ყველაფერს საუკეტესოს გისურვებ თბილო <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№4  offline მოდერი zia-maria

მთელი დღეა დღეს ამ ისტორიას ვკითხულობ და სულ ღიმილით ჩავიკითხე ბოლო თავი.საოცრება ხარ და საოცრად ნიჭიერი.გისურვებ ოცნებების ასრულებას. kissing_heart

 


№5  offline წევრი aNuGi

zia-maria
მთელი დღეა დღეს ამ ისტორიას ვკითხულობ და სულ ღიმილით ჩავიკითხე ბოლო თავი.საოცრება ხარ და საოცრად ნიჭიერი.გისურვებ ოცნებების ასრულებას. kissing_heart

ძალიან ძალიან დიდი მადლობა თქვენ! <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№6 სტუმარი kusa13

dzalian kargi gamogividaa<3 <3 emociebic shesanishnavad iyoo :* iseti tkbilii iyoo ro ravicii <3 <3 <3

 


№7  offline წევრი aNuGi

kusa13
dzalian kargi gamogividaa<3 <3 emociebic shesanishnavad iyoo :* iseti tkbilii iyoo ro ravicii <3 <3 <3

ძალიან დიდი მადლობა <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№8  offline წევრი NARA

ოჰ რას ამბობ რა მშრალი და ზედაპირული ისეთი საოცრება იყო სამი დღეა ამას ვკითხულობ მხოლოდ. ზლივს დავამთავრე და ზალიანც ვისიამოვნე ამის კითხვით. ერთი სიტყვით ზალიან მაგარი იყოო საოცრება პირდაპირ.

 


№9  offline წევრი aNuGi

NARA
ოჰ რას ამბობ რა მშრალი და ზედაპირული ისეთი საოცრება იყო სამი დღეა ამას ვკითხულობ მხოლოდ. ზლივს დავამთავრე და ზალიანც ვისიამოვნე ამის კითხვით. ერთი სიტყვით ზალიან მაგარი იყოო საოცრება პირდაპირ.

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის! <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№10  offline წევრი Marta M

Dzalian kargi istoria

 


№11  offline წევრი In ga

ერთადერთი ვარ ვინც აღფრთოვანებული არ დარჩა და ისე მეშინია ამკომენტარის დაწერა რომ რავი... ასე მგონია ვინმე ჩამქოლავს :დ კარგი იყო მაგრამ მგონია რომ ცოტა სწრაფად გაქვს მოვლენები განვითარებული, მაქსიმეს ეს უცბად მდგომარეობის და ხასიათის შეცვლა, სესილის კლუბში წასვლა და ასე შემდეგ, თუ მორცხვია ასე რატომ ხდება :( ნუ მოკლედ არ გადავრეულვარ მაგრამ არც იმას ვამბობ რომ ცუდი იყო :) მაგრამ უკეთესად შეგეძლო ;)

 


№12 სტუმარი Guest Keti

magari nawarmoebia da dzalian sakvarlebi arian sukvela

 


№13  offline წევრი aNuGi

ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№14 სტუმარი Guest ნათია

ვგიჟდებიიიიი...მერამდენედ ვკითხულობ...ვგიჟდები შენზეე ❤❤❤❤

 


№15  offline წევრი aNuGi

Guest ნათია
ვგიჟდებიიიიი...მერამდენედ ვკითხულობ...ვგიჟდები შენზეე ❤❤❤❤

დიდი მადლობა თბილო <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№16  offline წევრი ლილიანი

აუუ რა კარგიი იყოოო ძალიან მომეწონა სესილი და მაქსიმე აუუ რა მმაგარი იყო ბევრი ვიცინე და ვიტირე ყოჩააღ kissing_heart heart_eyes

 


№17  offline წევრი aNuGi

ლილიანი
აუუ რა კარგიი იყოოო ძალიან მომეწონა სესილი და მაქსიმე აუუ რა მმაგარი იყო ბევრი ვიცინე და ვიტირე ყოჩააღ kissing_heart heart_eyes

დიდი მადლობა თბილო <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№18  offline წევრი ლილიანი

aNuGi
ლილიანი
აუუ რა კარგიი იყოოო ძალიან მომეწონა სესილი და მაქსიმე აუუ რა მმაგარი იყო ბევრი ვიცინე და ვიტირე ყოჩააღ kissing_heart heart_eyes

დიდი მადლობა თბილო <3 <3 <3

heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№19  offline წევრი Gvantsaa23

Saswauli ikooo

 


№20  offline წევრი aNuGi

Gvantsaa23
Saswauli ikooo

დიდი მადლობა <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№21  offline აქტიური მკითხველი aanamaria

როგორ მიყვარს ეს ისტორია

 


№22  offline წევრი aNuGi

aanamaria
როგორ მიყვარს ეს ისტორია

დიდი მადლობა <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№23  offline წევრი Indigo

დღეს საშინელ ხასიათზე ვიყავი და გზაში მასწავლებლისკენ რო მივიჩქაროდი, ტელეფონში ჩავიჭყიტე, რამეს წავიკითხავ დროს გავიყვან და იქნებ გულიც გდავაყოლოთქო. ჩავიჭყიტე და ვნახე შენი ისტორია, დამახსოვრებული მქონდა. გადავწყვიტე გადამეკითხა და ზუსტად ხუთ წუთში, დებილივით ვიღიმოდი ავტობუსში. საოცარ ხასიათზე დამაყენე, ბედნიერებისგან ვანათებდი. ხოდა, ამისთვის, ასე რო მოქმედებ ჩემზე, ასეთ კარგ ხასიათზე მაყენებ და მოჟამულ ხასიათს უცებ მიკეთებ, მადლობის მეტი რა მეთქმის? ^^ kissing_heart
ზოგადად მაბოდებს შენ ისტორიებზე, ყველაზე უკლებლივ და ხშირად "გიყენებ" როგორც უხასიათობის წამალს. heart_eyes heart_eyes
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№24  offline წევრი aNuGi

Indigo
დღეს საშინელ ხასიათზე ვიყავი და გზაში მასწავლებლისკენ რო მივიჩქაროდი, ტელეფონში ჩავიჭყიტე, რამეს წავიკითხავ დროს გავიყვან და იქნებ გულიც გდავაყოლოთქო. ჩავიჭყიტე და ვნახე შენი ისტორია, დამახსოვრებული მქონდა. გადავწყვიტე გადამეკითხა და ზუსტად ხუთ წუთში, დებილივით ვიღიმოდი ავტობუსში. საოცარ ხასიათზე დამაყენე, ბედნიერებისგან ვანათებდი. ხოდა, ამისთვის, ასე რო მოქმედებ ჩემზე, ასეთ კარგ ხასიათზე მაყენებ და მოჟამულ ხასიათს უცებ მიკეთებ, მადლობის მეტი რა მეთქმის? ^^ kissing_heart
ზოგადად მაბოდებს შენ ისტორიებზე, ყველაზე უკლებლივ და ხშირად "გიყენებ" როგორც უხასიათობის წამალს. heart_eyes heart_eyes

ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამაბედნიერე ამ სიტყვებით, ჩემი სტიმული ხართ თქვენ! <3
ძალიან ძალიან ძალიან დიდი მადლობა, მიხარია თუ შემიძლია უხასიათობის წამალი ვიყო <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№25  offline მოდერი ენემი

არ ვიცი რა გითხრა. დიდხანს რომ არ გავაგრძელო გეტყვი რომ საოცრებაა, ყველასაგან გამორჩეული. წარმატებები kissing_heart kissing_heart

 


№26  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

აუუიიიციი როგორ მიყვარს ეს მოთხრობა ♥♥
ხალისიანი ტკბილი და სასიამოვნო წასაკითხია
მაქსიმეზე მაბოდებს :დ
რაღაცნაირი საყვარელი ბიჭია
მაკაა ხო ვაფშე ეგარის ქალი პიროვნება
რაც დედა ის შვილი რა
სესილიი ვუაიმეე
როგოორიი კარგიაა ..
ეჰ არრგამომდის რა მე კომენტარების წერა
მაგრამ აა ესმოთხრობა საოცარია არსჭირდება ჩემი კომენტარი :დ

 


№27  offline წევრი deep

ვგიჟდები ამ ისტორიაზე
მაქსიმეზე
მაკაზე
ნატალიზე
გიგლაზე
მარიაზე
დიტოზე
სესილიზე
მაგრამ ყველაზე მეტად მაინც
ლალიკო
ქალი ტორნადო
ქალი ენერგია
საოცრად მგავს
ალბათ მისი ასაკის რო ვიქნები
მეც მაეთი გადარეული ვიქნები
ღმერთო
საოცარი ისტორააა
შენი ისტორიები ხო სულ საოცრებებჯა
მაგრამ ეს და ლექტორი?
არვიცი
ამ ორზე მეტად
შენი არცერთი ისტორია არ მიყვარს
გენაცვალე გულით სულით
შენი ერთგულიი მკკითხველი
დიანა

 


№28  offline წევრი aNuGi

ენემი
არ ვიცი რა გითხრა. დიდხანს რომ არ გავაგრძელო გეტყვი რომ საოცრებაა, ყველასაგან გამორჩეული. წარმატებები kissing_heart kissing_heart

უდიდესი მადლობა ჩემო საყვარელო! <3

LuckyGirl
აუუიიიციი როგორ მიყვარს ეს მოთხრობა ♥♥
ხალისიანი ტკბილი და სასიამოვნო წასაკითხია
მაქსიმეზე მაბოდებს :დ
რაღაცნაირი საყვარელი ბიჭია
მაკაა ხო ვაფშე ეგარის ქალი პიროვნება
რაც დედა ის შვილი რა
სესილიი ვუაიმეე
როგოორიი კარგიაა ..
ეჰ არრგამომდის რა მე კომენტარების წერა
მაგრამ აა ესმოთხრობა საოცარია არსჭირდება ჩემი კომენტარი :დ

ძალიან ძალიან დიდი მადლობა, ისე გამიხარდა ეს კომენტარი ვერც კი წარმოიდგენ! <3 <3 <3

deep
ვგიჟდები ამ ისტორიაზე
მაქსიმეზე
მაკაზე
ნატალიზე
გიგლაზე
მარიაზე
დიტოზე
სესილიზე
მაგრამ ყველაზე მეტად მაინც
ლალიკო
ქალი ტორნადო
ქალი ენერგია
საოცრად მგავს
ალბათ მისი ასაკის რო ვიქნები
მეც მაეთი გადარეული ვიქნები
ღმერთო
საოცარი ისტორააა
შენი ისტორიები ხო სულ საოცრებებჯა
მაგრამ ეს და ლექტორი?
არვიცი
ამ ორზე მეტად
შენი არცერთი ისტორია არ მიყვარს
გენაცვალე გულით სულით
შენი ერთგულიი მკკითხველი
დიანა

რამდენს ნიშნავს ეს კომენტარი ვერც კი წარმოიდგენ, ჰო მეც ვგიჟდები ლალიკოზე და სრულიად გეთანხმები, ქალი ტორნადოა, ყველაზე ბედნიერი ლალიკოს მომენტებს ვწერდი! <3
ძალიან ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№29  offline ახალბედა მწერალი MariamG

ანა, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ერთ ისტორიაში იმდენჯერ განვითარდი, რამდენიც ახალი მონაკვეთი დაიწყე.
ისტორიის დასაწყისი სულ სხვა იყო, როგორც გრამატიკულად, ასევე მართლწერის საკითხში, ხოლო სულ ბოლოს, სხვანაირი ანა იყავი, სხვანაირი ხელწერით.
თავიდან მოვლენები ცოტა არ იყოს დაჩქარებულად მეჩვენა, თუმცა არც გაწელილი სიუჟეტი მომეწონებოდა.
მომხიბლა მაკამ, მისმა გადარეულმა მეგობარმა, ძალიან გამაღიზიანა ქეთამ და ბევრ მომენტში მაქსიმემ.
ცოლ-ქმარი მართალია, წყვილთან ერთად ერთმანეთისთვის მეგობრის ფუნქციას ასრულებენ, მას ენდობი და გიყვარს, შენს სულთან ყველაზე ახლოსაა. როცა ამას ორივე გრძნობდა, როცა ორივემ სულამდე მიაღწია,ძალიან უადგილო და გაუმართლებელი იყო მაქსიმეს ბარბარესთან გაქცევა. ამ მომენტში პირდაპირ გამოიკვეთა მაქსიმე, როგორც 16 წლის ბიჭი.
სესილი ღირსეულად მოიქცა, ნამდვილად სწორი და ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო. ქალს მაშინ ვცემ პატვს, როცა ზედმეტი ისტერიკის ნაცვლად, ღირსეულად მოკრებს "ნივთებს" და გამართული წავა. მომეწონა, რომ მაქსიმეს მხოლოდ უყურადღებობა უსაყვედურა და არა "მე შენ შემიყვარდი, შენ კი ასე მომექეცი" და ბლა ბლა.
ისტორიაში ქალის როლი ბევრად მაღლა დადგა. დიდი პლიუსია.
მარიას და სესილის რაც შეეხებათ, კონკიას ამბავს ჰგავდა, ოღონდ პრინცის ნაცვლად და იპოვნა.
მაქსიმე მხოლოდ ისტორიის დასასრულს მომეწონა.
პირველ და შუა ნაწილში ბიჭი იყო და არა კაცი.
მთლიანობში, ძალიან კარგი, მსუბუქი, გემრიელი ისტორია გამოვიდა.
წარმატებები, ანა❤️

 


№30  offline წევრი aNuGi

Hela
ჩემი სესი ფა მაქსი ნუ როგორ მიყვარს
ამ ისორიაზე კიდე ვაფრენ
საერთოდ ყველა პერსონაჟი მიყვარს

ჩემო კარგო, ძალიან დიდი მადლობა <3

MariamG
ანა, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ერთ ისტორიაში იმდენჯერ განვითარდი, რამდენიც ახალი მონაკვეთი დაიწყე.
ისტორიის დასაწყისი სულ სხვა იყო, როგორც გრამატიკულად, ასევე მართლწერის საკითხში, ხოლო სულ ბოლოს, სხვანაირი ანა იყავი, სხვანაირი ხელწერით.
თავიდან მოვლენები ცოტა არ იყოს დაჩქარებულად მეჩვენა, თუმცა არც გაწელილი სიუჟეტი მომეწონებოდა.
მომხიბლა მაკამ, მისმა გადარეულმა მეგობარმა, ძალიან გამაღიზიანა ქეთამ და ბევრ მომენტში მაქსიმემ.
ცოლ-ქმარი მართალია, წყვილთან ერთად ერთმანეთისთვის მეგობრის ფუნქციას ასრულებენ, მას ენდობი და გიყვარს, შენს სულთან ყველაზე ახლოსაა. როცა ამას ორივე გრძნობდა, როცა ორივემ სულამდე მიაღწია,ძალიან უადგილო და გაუმართლებელი იყო მაქსიმეს ბარბარესთან გაქცევა. ამ მომენტში პირდაპირ გამოიკვეთა მაქსიმე, როგორც 16 წლის ბიჭი.
სესილი ღირსეულად მოიქცა, ნამდვილად სწორი და ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო. ქალს მაშინ ვცემ პატვს, როცა ზედმეტი ისტერიკის ნაცვლად, ღირსეულად მოკრებს "ნივთებს" და გამართული წავა. მომეწონა, რომ მაქსიმეს მხოლოდ უყურადღებობა უსაყვედურა და არა "მე შენ შემიყვარდი, შენ კი ასე მომექეცი" და ბლა ბლა.
ისტორიაში ქალის როლი ბევრად მაღლა დადგა. დიდი პლიუსია.
მარიას და სესილის რაც შეეხებათ, კონკიას ამბავს ჰგავდა, ოღონდ პრინცის ნაცვლად და იპოვნა.
მაქსიმე მხოლოდ ისტორიის დასასრულს მომეწონა.
პირველ და შუა ნაწილში ბიჭი იყო და არა კაცი.
მთლიანობში, ძალიან კარგი, მსუბუქი, გემრიელი ისტორია გამოვიდა.
წარმატებები, ანა❤️

შენს კომენტარს გაფაციცებით ველოდებოდი და ბოლო მომენტში ისე შემიქანდა გული, ვფიქრობდი ალბათ არ მოეწონა მეთქი <3
აი ძალიან დიდი მადლობა! <3
ჰო ნამდვილად, ამ ისტორიის შემდეგ ძალიან შევიცვალე, მეც უადგილო მეჩვენა მაქსიმეს ქცევა, მაგრამ ადამიანები ხო ზუსტად იმ მომენტში უშვებენ შეცდომებს, სადაც არ უნდა დაუშვან! <3
ძალიან ძალიან დიდი მადლობა ჩემო ლამაზო,
ვერც კი წარმოიდგენ შენნაირი მწერლისგან რამხელა სტიმულია ასეთი კომენტარი! <3
გამაბედნიერე! <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent