თითქმის ვიპოვე... (სრულად)
ბებიაჩემის სახლში ვარ... წვეულებაზე?! წვეულება? აქ იშვიათად კიარა თითქმის არასდროს არ იმართება წვეულებები... მეგრამ ფაქტია რომ მე ნამდვილად ბებოს ზღვისპირა სახლში ვარ და იმ ქართული სიმღერების მელოდიებს ვაყოლებ ტანს რომელიც ბებოს მე თვითონ ჩავუწერე. ზოგადად ყოველთვის უცხოურ მუსიკებს ვუსმენ მაგრამ ქართულის მოსმენა მაინც რაღაცნაირ დადებით ემოციებს იწვევს ჩემში. ამას ემატება ეს სახლი და მასთან დაკავშირებული ყველა ტკბილი მოგონება... ეს ყველაფერი ღიმილს აღძრავს ჩემში.. ამ ღიმილის მთავარი წყაროა ჩემი უუუთბილესი ბებოა, რომელიც უზომო მიყვარს. რომელიც მუდამ ცდილობს რამით გვასიამოვნოს, უუუზომოდ გემრიელ ჩვენთვის საყვარელ საკვებს გვიმზადებს და ჩვენი სიხარულით ისიც ხარობს. ის გვიყვებოდა ისტორიებს მონათესავე სულებზე, რომლებიც ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი და ერთმანეთს ადრე თუ გვიან იპოვიან.... ამ ფიქრებში ვიყავი წასული უსიამოვნო მწველი მზერამ გამომაფხიზლა. ჩემი ძველი თაყვანისმცემელი ირაკლი მიმზერდა.. მეც არ დავაყოვნე და თვალი თვალში გავუყარე, ბოლოს რათქმაუნდა ისევ მან ამარიდა დაბნეული მზერა და ტელეფონს დაჟინებით ჩაშტერდა. და საერთოდ მას აქ რა უნდოდა? ადრე სულ რამოდენიმეჯერ მყავს ნანახი, მერე სასიყვარულო წერილებს მწერდა, ერთ დღესაც ალბათ მობეძრდა ჩემი სდევნა და დამემუქრა ან ჩემი გახდები ან არავისიო. არაა როგორ გაბედა აქ მოსვლა?! ან ამდენ უცნობ ხალხს ამ სახლში რა უნდათ?! მე ისევ ვცეკვავ და ისევ იმაზე ვფიქრობ თუ ამ ხალხს აქ რა უნდათ განსაკუთრებით კი იმ ძემოტხსენებულ თაყვანისმცემელს, თუ შეიძლება საერთოდ ასე ეწოდოს... უეცრად ის ადგა და ჩემსკენ წამოვიდა ვნება ანთებული თვალებით, ცოტა შემეშინდა მაგრამ ცეკვა არ შემიწყვეტია, უეცრად დაბნეულმა და შეშინებულმა ვიღაცას შევასკდი... ავხედე და ჩემზე ერთი თავით მაღალ, შავგრემან, თაფლისერთვალა და ლამაზი არა, უულამაზესი ღიმილის პატრონს წავაწყდი... _ცოტა ფრთხილად იცეკვე, რამე არ იტკინო!_და გამიღიმა... ვაიჰჰ ლა კალგი ღიმილი აქვს, ეს ლოყა რომ ეჩხვლიტება... _ამმ... ბოდიში.. შემაშინეს და შემთხვევით მომივიდა... _ენა დამება და ძლივს ამოვღერღე.. _ვინ შეგაშინა?_ თვალებზე თითქოს ბრაზი დაეტყო, თითქოს ჩემზე ღელავდა... არადა მე პირველად ვხედავ... უეცრად ირაკლისკენ გამეხედა რომელიც ისევ მე მიყურებდა... უცნობმაც ჩემს მზერას თვალი გააყოლა._შენ აქ დამელოდე მე მალე დავბრუნდები კაი? _კაი! _ ირაკლის რაგაც ანიშნა და გარეთ გავიდა. გულზე მომეშვა, თითქოს ერთი დიდი პრობლება გადავლახე. ის ვინ იყო?! გულმა ასე რატომ დამიწყო ფეთქვა? ისევ ავაყოლე ტანი მელოდიას. _ვატყობ უკვე მშვიდად ხარ! _ ცინიკური მზერა შემომანათ.. _სანერვიულო მაქვს რამე?! _არა! აღარ! ის ლაჩარი რასაც ამბობს იმის ასრულება არ შეუძლია და რომც შეეძლოს ამას არ დავუშვებთ! _ვინ არ დაუშვებთ? ან შენ ვინ ხარ საერთოდ? _მე დემეტრე დადიანი ვარ, დემეს მეძახიან._ჩემი საყვარელი სახელი აქვს... _აქ საიდან მოხვდი? _მეგობარმა დამპატიჟა! _ამმ_ ჩამეღიმა, მასთან საოცრად მშვიდად და სრულყოფილად ვგრძნობ თავს. ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი არაბიოლოგიური ძმა და ბიოლოგიური დეიდაშვილი ძლივს შევამჩნიე, ჩვენთან მოვიდა. _რას შვრები ბარბი?_ჩემი სიმპაწიურმა ბიჭმა მისი მწვანე თვალები შემომანათა და ისე მკითხა.. _ბარბი არა ბ ა რ ბ ა რ ე_ დავუმარცვლე_რავი ცხოვრებით ვტკბები!!_ ჩემი საფირმო სიტყვები ვსტყორჩნე და გავეკრიჭე. _უიი ხოო ეს დემეა მეგობარდ დაუპატიჟებია ჩევნთან! დემე გაიცანი ეს ლაშაა ჩემი არაბიოლოგიური ძმა. ამ ორმა ეთმანეთს გადახედეს გაიცინეს და კაი ძმაკაცებივით ჩასდრასტეს ერთმანეთი. კიღამ პირი დამრჩა ღია.. _იცნობთ ერთმანეთს? _რათქმაუნდა _მიპასუხა ლაშიკომ_ შენი აზრით ვინ მოიწვია აქ?! _საიდან იცნობთ? _ორივე რაგბისტები ვართ ბარბუნია!_ეს უკვე დემე იყო, ოხ როგორ ვერ ვიტან ბარბის რომ მეძახიან მაგრამ მისგან ძალიან მესიამოვნა.. ვაიმეე რა მჭირს? _აი თურმე სად ყოფილა ძაღლის თავი_ ამაზე სამივეს სიცილი აგვიტყდა.. ლაშას ბებომ დაუძახა და წავიდა. _ვიცეკვოთ?_ხელი ღიმილით გამომიწოდა დემემ. _რატომაც არა?!_ მის ხელს ჩემი შევაგაბე და აი ამ წუთას თითქოს ყველაფერი გაჩერდა, მხოლოდ მელოდია მესმოდა და ვგრძნობდი მის ხელებს რომელიც ჩემს კანს ეხებოდა და ჟრუანტელის ულევ ტალღებს იწვევდა... ცეკვა ცეკვით აივანზე გავედით... დემე რაც გამოჩნდა იმის შემდეგ ჩემი გული გამალებით ფეათქავს, თითქოს ჰაერის არ ყოფნიდა და ეხლა ერთდროულად ინაძღაურებს დანაკლისსო... ისე ფეთქავს გეგონება საგულედან ამოხტომას ლამობს... დემესთან ერთად აივანზე ვცეკვავ და ისეთი გრძნოა მაქვს ტითქოს ის ერთადერთი ვიპოვე, რომელიც ჩემთვის შექმნეს. მასტან ხლოს ყოფნა მისი ტკივილამდე ჩახუტება მინდოდა..თითქოს ჩემს აზრებს კიტხულობსო მკითხა _შეიძლება ჩაგეხუტო?_ თითქოს მიხვდა რომ ჩახუტების წყურვილი მკლავდა, მიხვდა რომ მინდოდა მაგრამ ამის თქმას ვერ ვბედავდი მან კი გაბედა.. _კი_ და მთელი ძალით მოვხვიე ხელები, თითქოს მეშინოდა სადმე არ გამქრალიყო. მანაც მისი დიდი დაკუნთული ხელები შემოაჭდო ჩემს პატარა სხეულს და გულში ჩამიკრა. ჩვენი სულები გაერთიანდნენ და დაბედნიერდნენ. უზომოდ ბედნიერი ვიყავი და დარწმუნებული ვარ ისიც იმავეს გრძნობდა, ჩვენი გულები შეხმატკბილებულად ფეთქავდნენ! თითქოს დიდი ხნის შემდეგ მაინც იოვეს ერთმანეთი... თავი წამოვწიე და მის ჩემსავით მუქ ტაფლისფერ თვალებს ჩავხედე რომელიც სიყვარულით მიმზერდა. _გთხოვ არასოდეს არ გამიშვა! _რომც მინდოდეს ვერსად გაგიშვებ! _დამპირდი რომ არსად არ წახვალ და არ დამკარგავ! _არასოდეს არ წავალ მაგრამ თუ დაგკარგე აუცილებლად გიპოვი!! ისევ სულის შეკვრამდე ჩახუტება და ისევ ჩვენი ბედნიერების პიკი. ამ აღმაფრენა მომენტიდან ჩემი პატარა დის პატარა თითუნების ტაპუნმა გამომაფხიზლა. _ბალბალე გაგვიჯე უკვე შუადგე!... ^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^ ჰაიი ისევ დავბრუნდი... ჩემი სულუსური ისტორიებით... აიი ჩემი პატარა ნამდვილი სიზმარი :D ეს ამ დილით მესიზმრა :D ყველას გისურვებ ტქვენი მონათესავე სულის პოვნას... მე იმედი მაქვს, რომ ჩემს აუცილებლად ვიპოვი.. ბოდიში შეცდომებისთვის.. და უღრმესი მადლობა რომ ბოლომდე წაიკითხეთ.. პატარა კომენტარს თუ დამიტოვებთ ძალიან გამიხარდება... მიყვარხართ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.