Black Widow_შავი ქვრივი #3
დილით საშინელი თავის ტკივილით ვიღვიძებ და პირველივე რასაც ვგრძნობ ისაა, რომ კისერში რაღაც უჩვეულო შეგრძნება მაქვს. მალევე ვაანალიზებ, რომ ვიღაც ჩემს კისერთან სუნთავს. თავს ოდნავ უკან ვაბრუნებ და ვხვდები, რომ მინგიუა. ნელ-ნელა მისკენ ვტრიალდები და სახესთან ძალიან ახლოს ვიწევ. მის ყოველ ნაკვთს დიდი ყურადღებით ვაკვირდები. ახლაღა შევამჩნიე, რომ მარცხენა ლოყაზე პატარა და საყვარელი ხალი აქვს. "ჯანდაბა ახლა გესაყვარლება კიდევაც? რა აქვს ამ ბიჭს ისეთი რამაც ასე მოგაჯადოვა." ვუწყრები საკუთარ მეს. მართლა ვერ გამეგო რა ხდებოდა ჩემს თავს. თითქოს მას რაღაც ძალა გააჩნდა რითიც ჩემს მანიპულირებას ახერხებდა. ვეცადე ავმდგარიყავი მაგრამ ამ დროს მისი ხრინწიანი ხმა შემომესმა. -გაიღვიძე საყვარელო?_თქვა და ხელი გადმომხვია. -ღმერთო ჩემო მინგიუ! თავი მტკივა არ მაქვს შენი ნერვები._დავუყვირე და ვეცადე მომეშორებინა. -მე კი ძალიან კარგად ვარ._გაიღრიჯა ყურებამდე, ისე რომ თვალები ჯერ კიდევ დახუჭული ჰქონდა. -შენ რა ნაბახუსევზე არ ხარ?_გავიკვირვე და თხელი ხალათი შემოვიცვი. -ეგ რა არის.... -კარგი დაივიწყე. და მოიცადე რატომ წევხარ ტანს ზემოთ შიშველი!!!!_დავიჩხავლე და ზურგი შევაქციე მას. -ნუ ღელავ ძვირფასო, ჩვენს შორის არაფერი მომხდარა. შეგიძლია თავად დარწმუნდე, თეთრეული თოვლივით ქათქათაა._ცინიკურად იღიმის მე კი სააბაზანოში შევდივარ და კარს მაგრად ვიჯახუნებ. შხაპს ვივლებ და ისევ ხალათით გამოვდივარ სააბაზანოდან. მინგიუს კვალიც კი არსად ჩანს. სარკის წინ მაგიდაზე პატარა ქაღალდს ვხედავ და ხელში ვიღებ. "სასიამოვნო იყო შენთან ერთად გატარებული დრო. დღეს საღამოს 7ზე მოგაკითხავ და ხეკს მოვაწერთ. ;) -შენი მომავალი მეუღლე♡" ირონიული ღიმილი მეფინება სახეზე და ჩაცმას ვიწყებ. საღამომდე დროს ნამდვილი დედოფალივით ვატარებ, რადგან სავარაუდოდ ხვალ მინგიუსთან მომიწევს გადასვლა და ვცდილობ "თავისუფლების" ბოლო საათებით დავტკბე. თუმცა მე ყოველთვის თავისუფალი ვიქნები....ყოველ შემთხვევაში ცოტა ხნის შემდეგ როცა ჩემი წყევლა მახრჩობელა გველივით შემოეხვევა და მერე ჩემზე კარგად ალბათ არავინ იცის რა მოუვა. თანდათან ისეთი ფიქრები მაწუხებს როგორიცაა "როგორი იქნება მისი აღსასრული?" "რამდენ ხანს გაუძლებს წყევლას?" "რა მოხდება, რომ ხელის მოწერისთანავე მოკვდეს?" არა არა და არა! ნამდვილად არ ვარ სადისტი ან უგულო(ნუ ცოტათი შეიძლება) ჩემი ასეთი აზროვნება ჩემივე ცხოვრებამ და ბედმა გამოიწვია. საღამოსთვის ვემზადები და მალე ქორწინების სახლშიც მივდივართ. -ხომ არ ნერვიულობ._მეკითხება მანქანაში ყოფნისას მინგიუ და ჩემს ხელს იღებს. -სანერვიულო რა მაქვს, ეს შენ უნდა ნერვიულობდე..._"იქნებ სულ ცოტა დრო დაგრჩა." ვამთავრებ წინადადებას გულში და ამასობაში დანიშნულების ადგილზეც მივდივართ. მთელი ეს პროცესურა იმდენად მოსაწყენია, რომ არც კი ვაპირებ მის აღწერას. -გილოცავთ... -დიდი მადლობა._არ ასრულებინებს მინგიუ წინადადებას პატარა კოხტა ქალბატონს, ხელს მხვევს და ქორწინების სახლიდან გამოვდივართ. -რას იტყვი დღესვე რომ გადმოხვიდე...._ამბობს და ამასობაში მანქანაც სასტუმროსთან ჩერდება. -არ ვარ წინააღმდეგი._ვეუბნები და მანქანიდან თავად გადმოვდივარ. ჩემოდნები არც მაქვს ამოლაგებული და ჩემს დიდი დრო არ მიაქვს. მე და მინგიუ სასტუმროს პერსონალს ვემშვიდობებით და ისევ მანქანაში ვსხდებით. -ისე უნდა გითხრა, რომ როცა იქ მივალთ და საერთოდ ამიერიდან მინგიუ აღარ დამიძახო._ჩემსკენ იხედება. -რატომ? აბა როგორ მოგმართო... _მეც ფანჯარაში ყურებას ვწყვეტ. -სებასტიანი, ჩემი ნათლობის სახელი. ოფიციალური ქაღალდებისა და სამსახურის გარდა ყველგან სებასტიანი ვარ. იქ მრავალ ისეთ ადამიანს გაიცნობ ვინც განსხვავებული სახელითაა და უბრალოდ არ გაგიკვირდეს._თვალს მიკრავს და ისევ ფანჯარაში აგრძელებს ცქერას. -კარგი....სებასტიან._მხრებს ვიჩეჩავ და იმავეს ვაკეთებ რასაც მინ...სებასტიანი. ვხვდები, რომ დიდხანს მივდივართ და თანდათან დიდი ქალაქის შუქები ცოტავდებიან. -არ მეგონა ასე შორს თუ ცხოვრობდი..._გადავულაპარაკე სებასტიანს რომელმაც ჩაიცინა. -კიდევ დიდი გზა დარჩა, შეგიძლია დაიძინო._ამბობს და მეც თვალებს ვხუჭავ, მაგრამ ძილი არ მეკიდება. მალე ისევ ვფხიზლდები და იმდენად ბნელა, რომ გარშემო არაფერი ჩანს. მხოლოდ ნაცრისფერ გზას ვხედავ, რომელსაც მანქანის ფარები ანათებენ. გვერძე ვიხედები და მის თვალებს ვეჩეხები, რომლებიც მე მაშტერდებიან. -ღმერთო ჩემო,სებასტიან! როგორ შემაშინე!_ის კი უბრალოდ იცინის და მისი ეშვები ამ სიბნელეშიც კი მკვეთრად ჩანს. მანქანა უცებ ნაცრისფერი ხეებით დაფარულ ტყეში უხვევს, თუმცა ისევ მსუბუქად აგრძელებს სვლას. ტყეში სვლასთან ერთად ნისლი ჩნდება და თანდათან იმატებს. ტანში ჟრუანტელი მივლის და ჟაკეტს ტანთან ახლოს ვიკრავ. -საშინელებათა ფილმის გადასაღებ მოედანს გავს აქაურობა._უხერხულად ვამბობ და ვიშმუშნები. -ცოტაც მოითმინე და მალე მივალთ._მიღიმის და მეც ვცდილობ დავმშვიდდე. ამასობაში მანქანა დიდ ძველებურ ჭიშკართან ჩერდება, რომელსაც აქეთ-იქიდან მაღალი ქვის გალავანი აკრავს, დაახლოებით სამი მეტრის რომ იქნება და მას მთლიანად სუროები ფარავენ. მანქანიდან გადმოვდივართ და საშინელი სიცივე მივლის ტანში. "ალბათ იმიტომ, რომ მანქანაში ვიჯექი." ვფიქრობ გულში და სებასტიანს მივყვები. ჩემოდნები მძღოლს გადმოაქვს. აქვე გამოდის კიდევ ერთი კაცი, რომელიც სავარაუდოდ აქ მუშაობს და მე და სებასტიანს გვესალმება. ჭიშკარი ისე იღება და იკეტება, რომ მას არავინ ეხება და ჩვენც ეზოში შევდივართ. გზა როგორც ჩანს პატარა ქვებითაა მოკირწყლული, მის გარშემო კი სხვადასხვა მცენარეულობას ვხედავ, მაგრამ უკუნითი სიბნელის გამო კარგად ვერაფერს ვარჩევ. მალე ამ ბილიკის ბოლოში მოპირკეთებული მოედანზე გავდივართ. სწორედ აქ დგას მაღალი და დიდი შენობა. ისიც ეტყობა, რომ დიდი დროების გამოვლილია. მარჯვნივ და მარცხნივ კიდევ უფრო ამაღლებულია შენობა ხოლო შუა ნაწილში კი კოშკურის მსგავსი ობიექტია. მთვარის შუქზე არც ისეთი ლამაზი სანახავი იყო, მითმეტეს, რომ ზოგ ადგილას სუროც შეზრდილიყო სახლს. ღამის წყვდიადში ვდგავარ და ვცდილობ გავიაზრო, რომ ეს ის ადგილია სადაც ამიერიდან ვაპირებ ცხოვრებას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.