შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაწელილი წამი


7-10-2016, 23:22
ავტორი VIKTA
ნანახია 1 688

მეძახი. შენსკენ არ ვბრუნდები. ვცდილობ შენს მიერ წარმოთქმული ჩემი სახელი გონებაში რაც შეიძლება ბევრჯერ გავამეორო, რომ არასოდეს წაიშალოს ჩემი მეხსიერებიდან...
მიახლოვდები. ზურგით ვდგავარ, მაგრამ ვგრძნობ, გეფიცები, მიუხედავად იმისა რომ ვერ გხედავ, შემიძლია შენი ნაბიჯებიც კი დავითვალო. ისევ არ ვტრიალდები...
ხელებს თვალებზე მადებ. მეღიმება,მინდა დრო გაიყინოს და ეს წამი არასოდეს დამთავრდეს...
წინ მიდგები. შენს ხელებს ვუყურებ, წამის წინ რომ მეხებოდა და ბედნიერებისგან მეღიმება, იმიტომ რომ შენს შეხებას ჯერ კიდევ ვგრძნობ...
ვბედავ და თვალებში გიყურებ. გეღიმება.
მე მეშინია, იქნებ იმიტომ იღიმი, რომ ჩემს თვალებში ის ამოიკითხე რისი თქმაც ასე ძალიან მიჭირს?
მარცხენა ლოყაზე შენი ტუჩები მეხება. ვგრძნობ ის ადგილი როგორ მიხურს...
ისევ მიღიმი.
-როგორ ხარ?
-კარგად,შენ?
-მეც,ნინისგან ისმის რამე?
-არა, არაფერი
-ცუდია. კარგი,წავედი და თუ გაიგებ რამეს, შემეხმიანე
გპასუხობ- აუცილებლად. თუმცა ეს სიტყვა შენს ყურთასმენას აღარ სწვდება რადგან უკვე შორს ხარ...
და მეც ვუბრუნდები რეალობას, ვხვდები, რომ შენ უბრალოდ მოსასალმებლად და ინფორმაციის მისაღებად მოხვედი, მე კი ყოველი წამის აღწერა, გონებაში ჩაბეჭვდა, მაქსიმალურად გაწელვა და გაიდეალურება მინდოდა.
რეალობას ვუბრუნდები და გული მტკივა, შენთვის არაფერს წარმოვადგენ, როცა ჩემთვის ჰაერივით საჭირო ხარ...
ვდგავარ.
გიყურებ.
მინდა შემობრუნდე.
მინდა მოხვიდე.
მაგრამ შენ თვალს ეფარები.
და მეც მაშინვე მიცურდება, ჯერ კიდევ ახურებულ მარცხენა ლოყაზე ობოლი ცრემლი...



№1  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent