შეუმჩნეველი (IV ნაწილი)
- არ მენდობი? - თავს ღიმილით ვუქნევ, ჩემს სახეს ხელებში იქცევს და ზეთისხილივით შავი თვალებით მაკვირდება. - მაშინ რატომ არ მეუბნები? - მეკითხება და ნაზად მკოცნის ტუჩის კუთხესთან - ხომ იცი, როგორ ვნერვიულობ შენს გამო, ახლა სამსახურში ვეღარ მოვისვენებ და სულ შენზე ვიფიქრებ. - ყველაფერი კარგადაა, მართლა, გთხოვ წადი, ისედაც დააგვიანე უკვე. - ვეუბნები და ძალით ვუღიმი. - ჯერ მითხარი და მერე წავალ. რა გაწუხებს? - თორნიკე, გთხოვ წადი. კარგად ვარ, უბრალოდ თავი მტკივა, ბიბლიოთეკაში დავრეკავ და ვეტყვი რომ ცუდად ვგრძობ თავს. რომ წახვალ ცხელ ჩაის დავლევ და მერე დავიძინებ, სავარაუდოდ გამოვკეთდები ამიტომ არ ინერვიულო. - ისევ ვუღიმი. თავს აქნევს და ისევ ტუჩს კუთხესთან მკოცნის. - ასე ადვილად ვეღარ მომიშორებ, პატარავ, - საყვარლად მიცინის. - სამსახურში დავრეკავ და ვეტყვი რომ დღეს ვერც მე მივალ, არაფერი მოხდება თუ ერთ დღეს გავაცდენ, ისედაც ძალიან ცოტა საქმეა. - ამ სისულელის გამო სამსახურს არ გაგაცდენინებ, თან ვიცი მაკა გაგიჟდება. - მისი უფროსის გახსენებაზე ვიჯღანები და ენას ვუყოფ, რომ ვაჩვენო რომ ისე ცუდად არ ვარ, როგორც მას ჰგონია, მაგრამ ისევ თავს აქნევს. - არა, ხომ გითხარი, უკვე გადავწყვიტე, თან დიდი ხანია ერთად სახლში აღარ ვყოფილვართ. ადრე წასვლა და გვიან დაბრუნება მიწევს და შენთან დროს თითქმის ვეღარ ვატარებ, - ამჯერად ცხვირზე მკოცნის. - დარწმუნებული ხარ, რომ პრობლემები არ შეგექმნება? - კი, შენ ამაზე ნუ ინერვიულებ, ყველაფერს ძალიან სწრაფად მოვაგვარებ. - ნელა მშორდება და სხვა ოთახში გადის რომ მის უფროსს დაურეკოს და შეატყობინოს რომ დღეს სამსახურში ვერ მივა. მის მზრუნველობაზე მეღიმება, მაგრამ თავს ისევ ცუდად ვგრძნობ. იქნებ მართლაც კარგი იდეაა მასთან ერთად დღის გატარება? ერთად ვიქნებით და მეც შევძლებ ალექსანდრედან ისევ თორნიკეზე გადავერთო და ჩვენს სიყვარულს ის დავუბრუნო, რაც ჩემს გამო დავკარგეთ. თორნიკე არაჩვეულებრივი ბიჭია, ზუსტად ისეთი მამაკაცია, ვისთანაც ბავშვობაში მინდოდა მომავლის გატარება. ისევე როგორც ვიზუალით, მისი პიროვნებაც საოცრად თბილია, სულ იცის ადამიანი როგორ უნდა დაამშვიდოს. ალბათ ზუსტად ამ მისი თვისებების გამო ვერ ხვდება თუ რა აწუხებს ჩემს შენიღბულ მხარეს. ხშირად მხოლოდ კარგი ფიქრები უტრიალებს თავში, ყველა ადამიანში იმ დადებით მხარეს ეძებს, რომელიც ბევრს საერთოდ არ ააქვს და შემდეგ, როდესაც ამას თვითონაც ხვდება თავში მათ უკეთეს ვერსიას ქმნის და არარსებულს იჯერებს. ამას თვითონ მეუბნება ხოლმე და თავს ძლივს ვიკავებ რომ სისულელეები არ წამომცდეს, რომ არ ვაწყენინო. ზოგადად არასდროს არ მომწონდა მისი დამოკიდებულება ხალხის მიმართ, როდესაც ყველაფერს ასეთი თვალით უყურებ ალბათ ხმას არც ტყუილზე და ღალატზე ამოიღებ. წარმომიდგენია, თუ რამდენმა მოატყუა უკვე სამსახურში და ათასი უაზრო რაღაც უთხრა, რაც უმანკო თორნიკემ სავარაუდოდ ეგრევე დაიჯერა. ჩემი ხასიათი უკვე შესწავლილი აქვს, ამიტომ იცის როგორ უნდა მოიქცეს რომ არ გამაღიზიანოს, ჩემს გამო მის თავმოყვარეობას სიყვარულზე უკან აყენებს და საკუთარ თავს ხშირად ჩაგრავს. სულ ცდილობს მაგრძნობინოს რომ კონფლიქტის დრო მე მართალი ვარ, ის კი - დამნაშავე, როდესაც უმეტეს შემთხვევაში მე ვეჩხუბები სისულელის გამო. ყველანაირად სცდილობს ჩვენი დაშორება თავიდან აიცილოს, სამწუხაროა რომ ამაში ხელის შეწყობა მე აღარ შემიძლია. ამდენი რამ დავაშავე, მისი ჩემს გვერდით დატოვება კი უკვე მეტისმეტად მეჩვენება. - აბა, რა გავაკეთოთ? - ოთახში ბრუნდება, კლასიკურ, შავ ფეხსაცმელს იხდის და საწოლზე ჩემს გვერდით წვება. მის შავ თვალებს ვუყურებ და მხრებს ღიმილით ვიჩეჩავ. - რაც შენ გინდა. - ვეუბნები ჩახლეჩილი ხმით. - დაძინებას აღარ აპირებ? - არამგონია გამომივიდეს, ისედაც უკვე გამოვფხიზლდი. - მაშინ, უბრალოდ ჩამეხუტე, თუ საღამოს სადმე გასვლა მოგინდება ერთად გავიდეთ, სუფთა ჰაერზე გავისეირნოთ და ისე მოვიქცეთ როგორც რამდენიმე წლის წინ. წესით, ამდენი რაღაც არ უნდა შეცვლილიყო, ყველაფერი თავდაყირა დგას, დრო საერთოდ აღარ გვაქვს ერთმანეთისთვის. - გეთანხმები, მაგრამ მთვარია რომ ამდენი ხნის შემდე მე და შენ მაინც ერთად ვართ. - მიჭირს ამ სიტყვების თქმა, ალბათ ყველაზე მეტად მიჭირს, მაგრამ მინდა ჩემი გულრწფელობა დავანახო, ყოველ შემთხვევაში იქამდე სანამ ჩემი დანაშაულის აღიარებას შევძლებ. თავს მიქნევს და შუბლზე მკოცნის, გული მეკუმშება, ჩხვლეტვას ვგრძობ, მაგრამ ვცდილობ კონცენტრაცია ნებისმიერ რამეზე მოვახდინო, ოღონდ ამ საშინელებ გრძნობაზე არა. - შენი სურნელი ყველაზე მეტად მიყვარს. სადაც არ უნდა იყო, როგორც არ უნდა გამოიყურებოდე ყოველთვის ამოვიცნობ. - ჩურჩულებს და ჩემი თმის სურნელს კიდევ ერთხელ, ღრმად ისუნთქავს. უნებურად მეღიმება. - ლავანდის სურნელი, შერეული დიორის სუნამოსთან, საოცრებაა. როგორ ხარ ასეთი განსხვავებული? ათას ქალთან ვყოფილვარ, მაგრამ არც ერთი არ გგავს. ისეთი იდუმალი, საინტერესო და ლამაზი ხარ, ვერავინ გაგიტოლდება, ვერასდროს. სულ ის ერთი იქნები, რომელიც სულ მენდომება, რომელიც სულ ჩემს გულში იქნება. უფრო ფართოდ ვიღიმი და ჭერს თვალს არ ვაშორებ. მისი სიტყვები უსაზღვრო სიამოვნებას მანიჭებს, არ ვიცი შემდეგ როგორ გადავეჩვევი ამ სითბოს, რომელიც მისგან მოდის. რაც შეეხება ალექსანდრესთან, მასთან ყველაფერი დამთავრდა, აი, ასე უბრალოდ და ბანალურად დამთავრდა. ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივა მხოლოდ რამდენიმე თვეში, ესეც იმიტომ რომ ელენემ მომხდარი დაივიწყოს ნამდვილად არ მხიბლავს. მხოლოდ ახლა მივხვდი თუ რამდენინად უთავმოყვარეო ქალი ვგონივარ, აქამდეც ვიცოდი რომ ასე ფიქრობდა, მაგრამ რატომღაც მისი მხოლოდ კარგი მხარეების დანახვა უფრო მსურდა. როგორი საცოდაობაა, ელენეს დავცინოდი არადა დარწმუნებული ვარ უკან რომ დაბრუნდეს დაუფიქრებლად გავყვები ყველგან, იმ უსასრულ ადგილებშიც კი, რომლებიც ასე ძალიან მეზიზღება. მისი სიყვარული არ შეიძლებოდა, მასთან ურთიერთობა იმ დღეს უნდა გამეწყვიტა, როდესაც მის თითზე სადა, ვერცხლის ბეჭედი დავინახე. მაგრამ მასთან ყოფნა ისეთი სასიამოვნო იყო, რომ უარი ვერ ვთქვი, ამით კი ჩემს თავს და ჩემს პრინციპებს საბოლოოდ ვუღალატე. ვერც იმის შემდეგ, როდესაც მითხრა რომ მისი ცოლის ზურგს უკან შეხვედრა მოგვიწევდა, რადგან ოჯახს ასე ადვილად ვერ დააგრევდა. მე მაინც მასთან ვიყავი, მიუხედავად ყველაფრისა. ისიც ვიცოდი თუ როგორი მტკინვეული იქნებოდა მასთან განშორება, როდესაც ამას თვითონ მოინდომებდა, მაგრამ მაინც ვერ შევეშვი. ჩემთვის ის მიუღწეველი ადამიანი იყო, რომლის დაპატრონებაც ყველაზე მეტად მსურდა. ეგრევე მოიცვა ჩემი ფიქრები, მალევე გაბატონდა ჩემს თავში, მხოლოდ მასზე ვფიქრობდი და სულ ვოცნებობდი რომ ბიბლიოთეკაში კიდევ ერთხელ შემოსულიყო, თუნდაც უმიზეზოდ, თუნდაც იმისთვის რომ შორიდან მეყურებინა მისთვის, თუ როგორ ისვამდა ნიკაპზე ხელს და ჩაფიქრებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. როგორ იწევდა სახეზე ჩამოყრილ კულულებს უკან, როგორ დაუსრულებლად ეძებდა მისთვის სასურველ წიგნს უზარმაზარ ბიბლიოთეკაში. თანამედროვე ლიტერატურა არ მოსწონდა, კლასიკის მოყვარული კაცი იყო, ამიტომ, როდესაც უკვე ხშირად დაიწყო ბიბლიოთეკაში სიარული, ჩემი გემოვნებით ვურჩევდი ჩემს საყვარელ წიგნებს. უმეტესობა მოსწონდა და ზუსტად ამ წიგნებმა დაგვაახლოვა, ამ წიგნებზე საუბარმა, პერსონაჟების და სიუჟეტის განხილვამ. წიგნის წაღების შემდეგ ერთ კვირაში აბრუნებდა და თავის შთაბეჭდილებებს მიზიარებდა. ყველაფერს მიყვებოდა, პერსონაჟების რა საქციელი მოეწონა, რამ გააღიზიანა და რამ მიიქცია ყველაზე მეტად მისი ყურადღება. მეც დინჯად ვუსმენდი და მის აზრს პატივს ვცემდი, მაგრამ აბსურდულ რაღაცეებზე აუცილებლად ვეკამათებოდი. ისიც მისმენდა და თან ღიმილს სახიდან არ იშორებდა. მომწონდ ამავდროულად კი ვხვდებოდი რომ ეს პატარა მოწონებაც ჩემი მხრიდან თორნიკეს შეურაცხყოფას ნიშნავდა, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი, მასზე უნებურად ვფიქრობდი. ნელ-ნელა ბიბლიოთეკის გვერდზე გახსნილ კაფეში სიარულს მოვუხშირეთ. თითქმის კვირაში ორჯერ ან სამჯერ ვხვდებოდით ერთმანეთს, თუმცა წიგნების მაგივრად უკვე ჩვენს პირად ცხოვრებაზე ვსაუბრობდით, მიყვებოდა მის ოჯახზე, მის მეგობრებზე, სამსახურზე, ალბათ უკეთესი იქნება თუ ვიტყვი რომ ერთმანეთს არაფერს არ ვუმალავდით, ვიყავით ერთმანეთისთვის ის ადამიანები, რომლებთანაც თქვენც კი თავს ძალიან კომფორტულად და კარგად გრძნობთ. *** - ვიცი რომ გაბრაზებული ხარ, მაგრამ ეს უსამართლობაა. აგიხსენი თუ რა რთულადა არის საქმე, მეგონა მიხვდებოდი და გამიგებდი, თუმცა როგორც ჩანს შევცდი, მართა. - არაფერი არ მითქვამს, მგონი გადავწყვიტეთ რომ ერთმანეთს აღარ შევხმიანებოდით, შენ კი ისევ მირეკავ. ასე არაფერი გამოვა, გთხოვ თავი დამანებე. - ყველანაირად ვცდილობ სიმშვიდის შენარჩუნებას, მაგრამ მეთვითონვე ვიცი რომ არ გამომდის. მხოლოდ ახლა, როდესაც მისი ხმა მესმის კიდევ ერთხელ ვანალიზებ, თუ როგორი მნიშვნელოვანია ის ჩემთის. მისი ხმა, თვალები... როდესაც ვხვდები, რომ მისი ყველა ნაწილი მიყვარს ისევ კანკალს ვიწყებ, მცივა, ძალიან მცივა, მაგრამ ფეხზე ვერ ვდგები რომ რამე მოვიხვიო და ჩემი სხეული გაყინვას გადავარჩნო. - ბევრ დროს არ წაგართმევ, არც მე მცალია. - სწრაფად მეუბნება, მისი ხმა ისევ ისეთი თბილი აღარ არის. - რა გინდა? - ნუ ჩერდები, ხმა ამოიღე, მიდი, თქვი ის რისი თქმაც გინდა. ილაპარაკე ჩემზე ისე როგორც საჭიროა. არ ვუარყოფ, არ უნდა გამოგლაპარაკებოდი, მომეწონე და უნდა მივმხვდარიყავი რომ ეს ამბავი კარგად არ დამთავრდებოდა, მაგრამ, როდესაც შენი მარწყვივით მუქი, ვარდისფერი ტუჩები და თითქმის ყველაფრის მთქმელი ჭაობისფერი თვალები დავინახე თავი ვეღარ შევიკავე. რომ გამომელაპარაკე ეგრევე მივხვდი თუ როგორი განათლებული იყავი, საოცრად ლამაზი და ჭკვიანი, წიგნების მოყვარული ადამიანი გავიცანი, რომელიც მალევე შემიყვარდა. გახსოვს, კაფეში შენს საყვარელ წიგნს რომ გავნიხილავდით? სახელი არ მახსოვს, არ მომეწონა, მაგრამ სპეციალურად ის გითხარი, რაც ვიცოდი რომ გესიამოვნებოდა, მინდოდა შენს სახეზე ის ღიმილი დამენახა, რომელსაც ბოლო დროის განმავლობაში მიმალავდი, მგონი ზუსტად იმ მომენტში შემიყვარდი, როდესაც კმაყოფილმა გამიღიმე. შენმა ერთმა უბრალო ღიმილმა ჩემთვის ყველაფერს არსებობა შეაწყვეტინა, ყველა ადამიანმა ჩემს გარშემო არსებობა შეწყვიტა, ყველა ნივთი გაქრა, გხედავდი მხოლოდ შენ და შენს ლამაზ თვალებს. ახლაც ასე მიყვარხარ და დარწმუნებული ვარ სიცოცხლის ბოლომდე ასე მეყვარები. ზუსტად შენმა შერჩეულმა წიგნებმა მასწავლეს რომ ასე ადამიანს მხოლოდ ერთხელ უყვარდება. ერთხელ და უკანასკნელად. გთხოვ გამიგე, მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ერთად ვერ ვიქნებით და ეს შენც უნდა იცოდე. საკმაოდ ბევრი პრობლემა არსებობს, ათასი დაბრკოლება, რომელსაც ერთად ვერც გადავლახავთ. იყავი გამგები, სხვა თვალით შეხედე შექმნილ სიტუაციას და შენც მიხვდები. დარეკვას აღარ ვაპირებ, მართალი ხარ, ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. - ხმას არ ვიღებ, არაფერს ვამბობ ის კი რამდენიმე წამში მითიშავს და მეც თითქოს დედამიწაზე ვბრუნდები. ვხვდები რომ ნარკომანს დავემსგავსე, რომელიც ნარკოტიკის გარეშე ვეღარ ძლებს. ალექსანდრეზე ჩემდა უნებურად გავხდი დამოკიდებული, მისთვის უფრო ადვილია, ამას დაფიქრებაც არ სჭირდება, მე კი ცოტაღა მაკლია, მგონი ნელ-ნელ გაგიჟებას ვიწყებ... აი, ისევ ეს საშინელი გრძნობა. ვხვდები, რომ ამ მოთხრობას ისე აღარ ვუყურებ როგორც ამას დასაწყისში ვაკეთებდი, თითქოს ახლა სხვა გრძნობებით ვწერ. რაც არ უნდა მოხდეს, როგორი საშინელი ნაწერიც არ უნდა იყოს მე მაინც ძალიან მეყვარება, მაგრამ ამჯერად დადებას მხოლოდ იმიტომ ვაგრძელებ რომ უკვე დაწყებული მაქვს და არ ვაპირებ დაწყებული საქმის ასე უბრალოდ გადაგდებას, მეზიზღება ასეთი უპასუხისმგებლო საქციელები. ალბათ დადება რომ არ დამეწყო ამას ჩემთვის შევინახავდი, მაგრამ მაინც დიდი მადლობა მათ ვინც კითხულობს. კომენტარში დაწერილი ერთი სიტყვაც კი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და მიხარია რომ ასეთი რამდენიმე ადამიანი მაინც გამოჩნდა. იმედი მაქვს, როდესაც გავიზრდები(ჯერ არც ისეთი დიდი ვარ ;დდ) დავწერ ისეთ მოთხრობას, რომელიც მართლაც ამ საიტის შესაფერისი იქნება. კიდევ ერთხელ მადლობა <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.