მე ასეც მიყვარხარ (თავი 4)
შუბლზე მაკოცა და სამზარეულოდან გავიდა. -მოიცა ლუკა!.. -დავეწიე და დავუძახე როცა ის მისაღებ ოთახში შედიოდა -გისმენ ნინნ! -თბილად მომმართა და ტახტზე ჩამოჯდა. -არა არაფერი. -ზედმეტი კითხვების დასმისგან თავი შევიკავე და დაბნეული ვიდექი. -ნინა იცოდე შენი სახლი გადაიწვება!!! -სიცილით გამაფრთხილა მესხმა... -ვაიმე... -წამოვიყვირე და ისევ სამზარეულოში შევვარდი... ცეცხლწაკიდებული ტაფა რომ დავინახე "გული ფეხებში ჩამივარდა" -ლუკა!!! -განწირული ხმით დავუძახე და კედელთან ავიტუზე მის შემოსვლის მოლოდინში. -ნინა!!! -შეშინებული შემოვარდა და ჩემთან გამოიქცა. -რამე მოიმოქმედე რა... -პატარა ბავშვივით ავწუწუნდი. მაშინვე შიშველი ხელებით აიტაცა ტაფა, ნიჟარაში ჩააგდო და წყალი მოუშვა. მერე კი ჩემსკენ წამოვიდა. -დაშავდი?! რამე დაიწვი?! -ღელავდა ლუკა... და ნერვიულად მისვამდა კითხვებს. -კარგად ვარ... -დავამშვიდე მე. -შეხედე... -ჩემი ხელი აიღო და გულის მხარეს დამადებინა... -გესმის?! აი ასე მიცემდა ზუსტად გული როცა ჩემთვალწინ ავარიის დროს კინაღამ... მოდი ასე ნუღარ შემაშინებ ხოლმე რა. ვეღარ გაუძლებს ჩემი გული ამდენს!... -ამოისუნთქა მან. -ნუ ღელავ. ხომ გითხარი კარგად ვარ მეთქი... -კიდევ ერთხელ დავარწმუნე. -მოდი ჩემთან! -ეს თქვა, თავისკენ მიმიზიდა და გულში ჩამიკრა, ხელები მომხვია. არ მიცდია რომ მოვშორებოდი. უბრალოდ მეც ჩავეხუტე... მის გულის ცემას მკვეთრად ვგრძნობდი. -დამელოდები რომ ისევ შევწვა კარტოფილი?! -ვკითხე როცა ერთმანეთს მოვშორდით. -მოდი ეხლა ჩვენ კაფეში წავიდეთ კარგი?! სხვათაშორის ეს დილითვე მქონდა გათვალისწინებული, აქ რომ მოვედი. -ნიჟარასთან მივიდა და წყალი დაკეტა. -მოდი, ყოველთვის, როცა სადილის გაკეთებას დააპირებ უბრალოდ დამირეკე კარგი?! არ მინდა რამე დაგემართოს. -თქვა და გაიღიმა. -მე საერთოდ არ ვარ ასეთი მოუხერხებელი როგორიც დღეს მნახე!!! -გაბუტულმა ვთქვი. -უბრალოდ დავიბენი. - ზურგი შევაქციე მას. -წამოდი წავიდეთ კარგი?! -მისკენ შემატრიალა და სამზარეულოდან გამიყვანა -მოვემზადები და გავიდეთ... -კარგი... -გამიღიმა მან. -შენ დაჯექი. მე ოთახში შევალ. -ნაზი ღიმილით ვუპასუხე. -რათქმაუნდა! -დამეთანხმა მესხი. მე კი ოთახისკენ უკან სვლით წავედი და ერთმანეთს ღიმილიანი სახეებით შევცქეროდით. სანამ ოთახს არ მივუახლოვდი და კარი არ ჩავკეტე მანამდე ჩვენი მზერა ერთმანეთს არ მოშორებია. კარის მიხურვა და ლუკას თვალის ჩაკვრა ერთი იყო... კაბა ჩავიცვი, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და მისაღებში გავედი. მისაღებში რაა... ლუკასთან! -მეგონა გოგოები 2 საათი ემზადებოდნენ ხოლმე... -ზურგით იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. და კარის ხმაზე შემოტრიალდა. -ნინა! -პირი დააღო მან -რა ლამაზი ხარ! -გაოგნდა ლუკა. არადა აქ გასაოგნებელი არაფერი იყო. -წავედით! -მივმართე მას, ტელევიზორი გამოვრთე და კოჭლობით გავედი სახლიდან. -ფეხი ისევ გტკივა?! -დიდი ინტერესით მკითხა ლუკამ როცა ჩემს უკან მოდიოდა. -კი ოღონდ ცოტა. -შეუტრიალებლად ვუთხარი და გზა განვაგრძე. მანქანაში ისე ჩავჯექი რომ ლუკას თავაზიანობის გამომჟღავნება არ ვაცადე. შკარად უნდოდა ჩემთვის კარის გაღება დაესწრო -რომელ კაფეში მივდივართ?! -ვკითხე მოულოდნელად როცა მანქანა დაქოქა. -აი შენ რომ დადიხარ ხოლმე. -ღიმილით მიპასუხა. -შენ რა იცი მე სად დავდივარ -საყვედურით მივმართე -ერთი ორჯერ დაგინახე... -ჩაიხითხითა მან კაფეში როგორც კი მივედით სკამი თავაზიანად გამომიწია და დასაჯდომად მიმითითა. თვითონ კი რათქმაუნდა ჩემს პირდაპირ დაჯდა -რას შეუკვეთავთ?! -ვერც კი დავინახე ჩვენს მაგიდასთან მოსული მიმტანი, რომელსაც ეტყობოდა რომ ლუკა მოეწონა -გოგონას დავუთმობ! -ჩემზე მიუთითა ლუკამ -მე... არ მშია. -მორცხვად ვუთხარი -ნინა! -ბრძანებით მომმართა მან. -კარგი ჰო... ქათმის სალათი თუ შეიძლება. და წვენი... -ყველაზე პირველი რაც გამახსენდა ის ვთქვი -და წვენი რომელი?! -ჩამაცივდა მიმტანი, ამ კითხვისთვის პასუხი მზად არ მქონდა ამიტომ დავიბენი -სულერთია... -ამოვღერღე ბოლოს. -და თქვენ?! -ეშმაკური ღიმილით გახედა გოგონამ ლუკას. ახალგაზრდა იყო ეტყობოდა. -მეც იგივე რაც მან აარჩია. -თქვა მესხმა. მიმტანმა ისევ გაიღიმა და წავიდა. -ლუკა რას აკეთებ?! -გაკვირვებულმა ვკითხე გოგონას წასვლის შემდეგ. -რას ვაკეთებ?! -გაიკვირვა მანაც. -ამ გოგოს აშკარად მოეწონე, დაა ცოტა უხეშობა ხომ არ გამოგდის ასე ცივად რომ ელაპარაკე?! -გოგო შენ მე მართლა ისეთი ხო არ გგონივარ?!!! -მეჩხუბა ლუკამ. -მე ერთი მომწონს, ერთი მიყვარს და მის თვალებზე ვგიჟდები. არ ვაპირებ ვინმე სხვას ვეფლირტავო. -დარწმუნებით ამიხსნა მან. -და რა თვალები აქვს ასეთი იმ გოგოს. და შენ ხომ თქვი შეყვარებული არ მყავსო?! -ცალი წარბის აწევით ვუთხარი -არც მყავს. მაგრამ მეყოლება! -თქვა და ჩემსკენ გადმოიწია. თავით ცალ ხელს დაეყრდნო. მეორე ხელი კი მაგიდაზე ედო და მე გაშტერებული შემომცქეროდა -რამე მოხდა ლუკა?! -გავუღიმე მე. -ვტკბები და მაცადე... -რით ტკბები?! -გამომცდელად შევხედე... -შენით! -სწრაფად თქვა და ასევე სწრაფადვე წინ წამოიწია, ტუჩზე მაკოცა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. ცოტაც და გული წამივიდოდა. ყველაზე ნაკლებად ლუკას ამ ქმედებას ველოდებოდი. ცივი ტუჩები ჩემსას რომ შეეხო ცუდად გავხდი. ნუთუ ეს საჭირო იყო?! ესე ძალიან უნდა მომწონებოდა ერთწამიანი კოცნა?! მიმტანი მოგვიახლოვდა და სალათი დაგვიდო. მხოლოდ ახლა გამოვფხიზლდი და ზღაპრული ფიქრებიდან გამოვიპარე. გოგონა დამწუხრებული წავიდა. ეტყობოდა რომ კოცნა დაინახა. -რას აკეთებ ლუკა?! -ნაკლებად გაოცებით ვკითხე. -ახლა რაღა დავაშავე? როდის მოვექეცი იმ გოგოს ცუდად!... -ჩაიბურტყუნა მან. -ეს რა იყო... -ტუჩზე თითით ვანიშნე. -ის, რაც უნდა ყოფილიყო. -ეშმაკურად ჩაიცინა მან და ისევ თვალი ჩამიკრა. ღმერთო ეს თვალის ჩაკვრა ამ ბიჭს უკვე ჩვევაში აქვს გადაზრდილი... როდის უნდა მოეშვას ჩემი გულის აჩქარებას?! რომ კითხოთ არ უნდა რომ ცუდად გავხდე და შევაშინო... სალათი სწრაფად შევჭამე. კაფეში ყოფნის დროს ლუკა უმეტესწილად მე შემომცქეროდა და იღიმოდა. არც სალათი უჭამია და არც წვენი დაულევია. გადახდაში არ შევჯიბრებივარ და კაფიდანაც მალე გამოვედით... ლუკა როგორც კი მანქანაში ჩავსხედით ნინამ მაშინვე ლაპარაკი გააგრძელა... -დედა როგორ გყავს?! -იმედიანად მკითხა -სანამ შენთან მოვიდოდი დილით მასთან ვიყავი და მითხრა რომ მშვენივრად გრძნობს თავს. ძალიან მახარებს ეს. -ვუთხარი და ვაგრძნობინე რომ ბედნიერი ვიყავი. -ძალიან კარგია... -იცი დედა როგორ მიყვარს?! -გავხედე ნინას და ვუთხარი... -ვერ გადავიტან ის რომ არ მყავდეს. მის გარეშე ალბათ ვერ ვიცოცხლებ. ის რომ ჩემს გვერდით არ ყოფილიყო ჩემი ცხოვრების საშინელ წუთებში ალბათ ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი. დედა რომ მეხმარებოდა ისე არავინ დამხმარებია. დედა რომ მანუგეშებდა ისე არავინ... -ვთქვი და ჩემს ლოყაზე დიდი მარილიანი ბურთი ჩამოგორდა... -მესმის შენი. -თითქოს დამამშვიდა. -ბოლო დღეებია ყოველ მისვლაზე მეუბნება რომ კარგადაა და არაფერი სტკივა... იცი ეს როგორ მაბედნიერებს?! ამდენი ხნის განმავლობაში გუშინ ალბათ პირველად მეძინა. სიმართლე რომ გითხრა ვფიქრობ ყველაფერი ისე კარგად რომ იყოს როგორც საჭიროა ექიმი მეტყოდარომ დედას ჯანმრთელობა უკეთესობისკენ მიდის. მაგრამ მე მაინც დედასი მჯერა. ის ძალიან ახალგაზრდაა სიცოცხლისთვის და ის ჩემთვის იცოცხლებს!!! -ბოლო წინადადება ისე მკაცრად ვთქვი თითქოს ვინმეს ვეჩხუბებოდი. -დედა ჩემი საუკეთესო მეგობარია... -ვუთხარი და მეორე ცრემლიც ჩამომიგორდა... -ყველაფერი კარგად იქნება... -მითხრა და ხელის ნაზი მოძრაობით ცრემლი შეაშრო. -იმედია -ვთქვი და მის ხელს ვაკოცე. -ლუკა დამიჯერე! ყოველთვის შეგიძლია მენდო და გული დარდისგან გაითავისუფლო. მე სულ მოგისმენ... მართალია შენ როგორც გგონია მოუხერხებელი, უყურადღებო და დაბნეული ვარ, მაგრამ შეგიძლია ყველაფერი მომიყვე და დარწმუნდე რომ ყველა სიტყვა ჩემთან დარჩება... -ნინას ამ სიტყვებმა ისე გამამხნევა როგორც არასდროს. -რაკარგი ადამიანი ხარ ნინა! -თბილი თვალებით გავხედე, მან კი გამიღიმა. -ის ბიჭი ისევ გემტერება?! -მოულოდნელად წამოჭრა საკითხი ნინამ ამ თემაზე... -ვინ ბიჭი?! -გაკვირვებულმა შევხედე. -რომ დაგჭრეს... -მოკლედ ამიხსნა მან. -ჰმ... დვალი!... -თვალების გადატრიალებით ვთქვი და ვაგრძნობინე როგორ არ მიყვარდა ამ თემაზე ლაპარაკი. -მომიყევი! -ინტერესით მკითხა. მაინც ჩამაცივდა და თითქოს სმენად იქცა. -ამ ბიჭთან ვმეგობრობდით მე, ახვლედიანი და გელოვანი... -დავიწყე მე. -ოღონდ ცოტახნით. სულ რაღაც სამი წელი ვმეგობრობდით -უმნიშვნელოდ ვუთხარი და განვაგრძე. -ამ სამი წლის შემდეგ ერთი გოგოს ცოლად მოყვანა გადაწყვიტა, რომელიც მე საერთოდ არ მყავდა ნანახი და წარმოდგენაც კი არ მქონდა მასზე მიუხედავად იმისა რომ ძმაკაცის საცოლე იყო. ქორწილი დაგეგმეს უკვე და ამ გოგომ გამოაცხადა ლუკა მესხი მიყვარსო... არადა ხომ გითხარი არც კი ვიცოდი ვინ იყო. რათქმაუნდა დვალი გაბრაზდა. ერთხელაც თავზე დამადგა და დანა მითავაზა... არ გავამწვავე ეს ყველაფერი და არ ვუჩივლე. მინდოდა ყველაფერი მშვიდობიანი გზით მომეგვარებინა. თურმე მამაჩვენებიც მეგობრობდნენ. ბიზნესი ჰქონდათ და პრობლემები შეექმნათ. უკამათიათ და ამ კამათის დროს დვალის მამა წაქცეულია. გულის შეტევით გარდაიცვალა. ამაზეც გამწარებულია. და ჩვენ გვაბრალებს მამის სიკვდილს. აი ასეთი სახიფათო ვინმეა ეს დვალი. არც ნომერი ვიცი მისი და არც მისამართი. მინდა ოდესღაც შემხვდეს სადმე, თუნდაც შემთხვევით და მოლაპარაკების გზით გადავჭრა მთელი კომფლიქტი... -როცა ამას ვუყვებოდი ნინას, მე გზაზე ვიყურებოდი ის კი მე მიყურებდა. -კიმაგრამ შენ საიდან იცოდი ამ ბიჭზე და ჩემს დაჭრაზე...-გამახსენდა ბოლოს -ქალაქი პატარაა ლუკა! -ჩაეცინა მას... რამდენჯერ უნდა გითხრა რომ ყველა გიცნობს... -სხვათაშორის არც თუ ისე სასიამოვნოა იმ ფაქტის გახსენება რომ ყველა მიცნობს. -ცალი წარბის აწევით ვუთხარი. -რას ვიზამთ უნდა გაუძლო... -ისევ გაიცინა. მე კი ნაზად ყურთან თმა გაავუსწორე. მისი შეხებები გულს მიჩქარებდა. როცა მეხებოდა გზას ვუყურებდი მაგრამ ცუდად გახდომისგან ამით თავს ვერ ვიძვრენდი. "შოკია ეს ბიჭი! უბრალოდ სასწაულია!!!" -ჩემს თავს ვუთხარი გონებაში და ლუკას შევხედე. -რა ლამაზი ხარ არა?! -დამატყვევებელი მზერით შემომხედა, თითქოს რაიმეთი ტკბებოდა. მაგრამ უკვე ცნობილი იყო რით. არ ვფიქრობდი იმაზე თუ რას შეიძლება ნიშნავდეს მისი ასეთი ქცევები... კოცნა, ჩახუტება, შუბლზე კოცნა, ნერვიულობა... "მე ასეც მიყვარხარ!" ან ეს ფრაზა... არ მინდა ამ ფრაზას ჩავეძიო და დავფიქრდე რა შეიძლება იყოს სიმართლე. -მეკითხები თუ რიტორიკულ შეკითხვას მისვამ?! -სიცილით მივუბრუნდი და არც მიცდია ამ სიცილის შეკავება რადგან ყველანაირად მინდოდა მისთვის მეგრძნობინებინა რომ მასთან ყოფნის დროს სულ მხიარული ვიყავი... -რიტორიკულ შეკითხვას გისვამ... -დამტკიცებით მითხრა. -შენი თმა... შენი თვალები... -ამოისუნთქა. -რა ხარ ასეთი საოცრება!!! -მოუსვენრად თქვა ბოლოს. -რაზე ოცნებობ ლუკა?! -ვკითხე მოულოდნელად. -შენზე! -სწრაფად მიპასუხა... -ლუკა მისმინე! ჩვენი ურთიერთობის გადახედვა მოგვიწევს... -მშვიდად ვუთხარი. -და რატომ?! -მოწყენილად მითხრა. ალბათ ეგონა ურთიერთობის დამთავრებას ვაპირებდი. -უნდა გავარკვიოთ ლუკა... -ნაღვლიანად ვუპასუხე. -კარგი გისმენ... -შეშინებულმა მიპასუხა. -რას ნიშნავს ეს... -რა! -უმნიშვნელოდ მომმართა. -მოდი განვიხილოთ კოცნა, თბილად მოქცევა, ჩახუტება, შუბლზე კოცნა და ბოლოს ფრაზა "მე ასეც მიყვარხარ!" -დავუწყე ახსნა. -... -ბოლო ხმაზე გადაიხარხარა ლუკამ! -რატომ დამცინიი!!! -ბუზღუნით შევბრუნდი მისკენ. -... -არ წყვეტდა მესხი სიცილს... -ლუკა ეხლა იცოდე მანქანიდან გადავალ! -დავუყვირე მე. -კარგი ხო... -ხელზე ხელი ნაზად დამადო და ისე გამაჩერა...მე კი უბრალოდ ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში -მაშინ ამიხსენი ლუკა... ასე ვერ გავჩერდები. ნუთუ ჩვენ შორის რამე ხდება და მე გამომრჩა. -ჩამეცინა. -არა თუ რამე ხდება და მე ვერ ვხვდ... -მიყვარხარ! -შემაწყვეტინა მესხმა. -რა თქვი?! -1 წუთის მერე ნათქვამის გამეორება მოვთხოვე. -მიყვარხარ ნინა! -მე არც მიყურებდა ისე მელაპარაკებოდა. მე კი მთელი მზერა მისკენ მქონდა მიმართული და ამ სიტყვებისგან გაშეშებული ვიყავი. -და ლუკა ჩვენ ხომ მხოლოდ 3 დღეა რაც ერთმანეთს ვიცნობთ... -ერთმანეთს უკვე დიდი ხანია ვიცნობთ ეს შენც კარგად იცი... მე ტელევიზიიდან და შეენ... -ჩაფიქრდა. -ქალაქი პატარააო და -სიცილით დაამატა ლუკამ. მეც გულიანად გამეცინა. -ანუ გიყვარვარ?! -ეჭვით ვკითხე ლუკას. რადგან იმის დამტკიცება მინდოდა რომ ეს არც ჩემი სიზმარი და არც ჩემი ზღაპრული ფიქრები არ იყო. მინდოდა დამეჯერებინა რომ რასაც ვხედავდი და რაც მესმოდა რეალობა იყო. -მართლა მიყვარხარ ნინა! -ჩემს დარწმუნებას ცდილობდა. -დარწმუნებული ხარ?! -იმედიანი სახით ვკითხე. სიმართლე რომ ვთქვათ დადებითი პასუხის მოლოდინი მქონდა. -სრულიად!... -დაამტკიცა მან და გზისკენ გაიხედა. -შენს პასუხს დაველოდო?! თუ გინდა, რომ ახლავე გავწყვიტოთ ურთიერთობა... -მხოლოდ 3 დღეა... და კარგად არც მიცნობ. -სევდიანად ვუთხარი. -მე ამ სამ დღეში რა კარგად გაგიცანი იციი?! ვიცი რომელ კაფეში დადიხარ. ვიცი რრა საჭმელი გიყვარს ყველაზე ძალიან... ვიცი რომ შამპანიურს ძალიან ნელა სვამ... დავაკვირდი შენს ჯდომის მანერას. გამოვიცანი შენი საყვარელი ფერი, საყვარელი ყვავილი, საყვარელი მუსიკა... ვიცი რომ მხოლოდ საზამთროს საღეჭი რეზინი გიყვარს... შევამჩნიე რომ ლაპარაკის დროს ადამიანს ყოველთვის თვალებში უყურებ... ჩანთას როგორ იჭერ ეგეც ვიცი! შენი საყვარელი სუნამოც კი ვიცი... -იმედიანად მიყვებოდა ლუკა და მე გაკვირვებული ვუსმენდი. ამდენი რამ მგონი მეც კი არ ვიცოდი ჩემს თავზე. -სიყვარულს რატომ სანზღვრავ იმის მიხედვით თუ რამდენი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს? არ მიცნობ?! გამიცნობ... მალე უფრო დავახლოვდებით დამიჯერე. ვიცი რომ არც შენ ხარ ჩემს მიმართ ცივად. გრძნობები შენც გაქვს... -დარწმუნებით ლაპარაკობდა ის. -არ ვიცი ლუკა!... რაღაცას ვგრძნობ, მაგრამ არ ვიცი რას... -თავს შეგაყვარებ ნინა! -სწრაფად მითხრა. -... -ხმა ვეღარ ამოვიღე. -დღეს სად ხარ წასასვლელი?! დღის ნებისმიერ მომენტში დამირეკე და მაშინვე შენთან გავჩნდები... -სასწრაფოდ შეცვალა თემა და ღიმილით მითხრა. მინდოდა სიყვარულზე კიდევ დიდი ხანი გველაპარაკა რადგან ვიცოდი მიყვარდა ეს ბიჭი. უბრალოდ ვცდილობდი არ მეჩქარა. -ანისთან წამიყვან?! -მოურიდებლად და სიცილით ვკითხე. -რათქმაუნდა... -თვალი ჩამიკრა მან. -6 ზე ჩემ სახლთან იყავი. -ვუთხარი და მანქანიდან გადმოსვლა დავაპირე რადგან მანქანა უკვე ჩემს სახლთან იდგა. -კარგი ნინა! -მანქანას მოუარა და კარის გაღება დამასწრო. -არაა საჭირო. -მორცხვად დავხარე თავი. -კარამდე მიგაცილებ და მე დედასთან წავალ საავადმყოფოში... 6 ის ნახევარზე აქ ვარ! -კაპიტნის ჟესტით მომცა პირობა და სახლის კარი გამიღო. -კარგად ნინა! -მითხრა და უკან სვლის დაწყებას აპირებდა როცა სწრაფად ვაკოცე ლოყაზე და კარიც სწრაფად მივხურე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.