ორმაგი გრძნობები(4)
არ ვიცი რა დამემართა წამიერად გავითიშე, მაგრამ მაინც მოვახერხე მისი კივილი შემეჩერებინა. კარი უცებ მივხურე ზედ ავაკარი და პირზე ხელი ავაფარე. ვერც კი გავიაზრე ჩემი ქცევა. მხოლოდ მის გაფართოებულ თვალებს ვუყურებდი და ნელ ნელა ვგრძნობდი მისი სხეულის ტემპერატურას. ხელი მის შიშველ წელზე მქონდა მოხვეული და ზედ ვეკვროდი -მარიაამ რამე ხდება?- ნატალიას ხმა გავიგე და ტვინი ისევ ამუშავდა. -ჩშ...მან არ უნდა გაიგოს აქ რომ ვარ ხელს გაგიშვებ და უპასუხე- ყურში ვეუბნები ძალიან ჩუმად და ხელს ვაშორებ. მაქსიმალურად ვცდილობ არ შევხედო, არ შევიგრძნო ყველაფერი დავაიგნორო ,მაგრამ არ გამომდის ხელები უმძრაოდ აქვს ჩამოშვებული ვერც მოახერხებს ამოძრავებას რადგან ისე ვდგავარ ფაქტობრივად დაჭერილი მყავს. -მარიააამ -არაფერი დედა რა უნდა ხდებოდეს... აღარ გახვალ შენს ოთახში? - მისი ხმა სხვანაირად ჟღერს, აბა რა იქნება . ჯანდაბა ახლა ამის დრო იყო. სუნთქვა უმძიმდება, პირდაპირ ყელთან ვგრძნობ მისი ბაგეებიდან გამოსულ ცხელ ჰაერის შეხებას . -კარგი წავედი... სადილზე არ დაიგვიანო .გამოგივლი რამდნეიმე წუთი ორივე ვჩუმდებით. კარის ხმა ისმის,როგორც კი იხურება მაშინვე ღრმად ვსუნთქავ,მგონი აქამდე არც ჩამისუნთქია...ინსტიქტურად ვადებ მხარზე თავს და მეორე ხელს თეძოზე ვადებ . სისხლი სიეტი სიჩქარით მოძრაობს კაპილარებში მგონი გასკდება და გულიც თან მიჰყვება. ჯანდაბა! ვინ მაცლის , მაშინვე ფხიზლდება ჩემგან განსხვავებით . ხელებს ამოძრავებს და ისე მიჭერს ყელზე ცალ ხელს არც მსორდება სხეულიდან მაგრამ სუნთქვას კი მიკრავს -ახლავე ხელები მომაშორე ,მაგრამ უკან გაწევა არც გაბედო ! გასაგებად ვთქვი? - კი არ მიყურებს თვალებით მკლავს... სულ დამავიწყდა ყველაფერი. ნამდვილი ალქაჯი! ციებიანივით ვაშორებ წელიდან ხელებს -დიდხანს თუ მომიჭერ სუნთქვას შევწყვეტ-რა მალაპარაკებს,უფრო გაბრაზდა მგონი -თვალები დახუჭე და მომშორდი სწრაფად! -იყოს მშვენივრად ვარ... ერთ ხელს თვალებზე მაფარებს,მეორეს მკერდზე მკრავს და მიშორებს. უცებ დგება ჩემს უკან ;და ხელს ისევ არ მაშორებს. უკვე ზურგიდან მეკვრის , თითქოს ეს არ მყოფნიდა ერთი ხელი პერანგში რომ ჩააცურა და ღილების გახსნა დაიწყო ყველა კუნთი ერთიანად დამეჭიმა, თიტები უკანკალებდა, ისევ ისე სუნთქავდა და მისი თითები რომ მეხებოდნენ მაშინვე უკან სწევდა დენდარტყმულივით. -რას... -მოკეტე თუ არ გინდა რომ შემომაკვდე! - ცდილობს მკაცრად თქვას ,მაგრამ არ გამოსდის. მგონი ჩემზე ცუდადაა და კარგი არაფერი მელის,ორმაგად ვნადგურდები... პერანგს ხსნის და მხდის, მაშინვე სხეულზე იფარებს და თვალიდან ხელს მაშორებს. უკან ვბრუნდები , ჩემ პერანგს სწრაფად იცვამს და ღილების შეკვრის გარეშე იხვევს სხეულზე. სულ მთლიანად წითელია და ისე აცეცებს თვალებს ასე „აფორიაქებული“ რომ არ ვიყო მთელი არსებით გავიცინებდი კიდეც -მე გავალ ხო? -და მე აქ დავრჩე? აქ დარჩი ჩავიცვამ და გამობრძანდები მერე,თან ამიხსნი რა ჯანდაბა გინდა აქ- კარს უცებ აღებს და გადის . ჯანდაბა ! დამშვიდდი დემეტრე რა გჭირს ქალია რ გინახავს? ტან ფაქტობრივად არც დაგინახავს უბრალოდ ჩაეხუტე ,მაგრამ ეს ალქაჯი ხომ ყველანაირად განსხვავებულად მოქმედებს ჩემზე, ყველაზე დიდი დოზით. რამდენიმე წამში გლეჯს კარს უკვე ჩაცმული და ოთახისკენ მითითებს. თიტქოს არ იმჩნევს ,მაგრამ თვალს ამინც მარიდებს -ამიხსნია ქ რა გინდა/ მე შენ საქმის მოსაგვარებლად დაგტოვე იქ თუ ის გითხარი ყაზბეგში წამობრძანდითქო -რატომ ცხარობ ვერ ვხვდები. შენ შემოვარდის ააბაზანოშ გახდილი მე რა დავაშავე -რა დააშავე? სააბაზანოში ჩაცმული ვიქნებოდი აბა? ან საერტო რას გიხსნი ჩემ ოტახში,ჩემ სააბაზანოშ რა გინდოდა. სხვა ოტახი არ იყო? აქ თუ მობრძანდებოდი -არავინ უნდა იცოდეს აქ რომ ვარ ... შენ ოთახში უნდა დავრჩე რადგან საფრთხე გემუქრება -შენ ხო არ შეიშალე? რა ჩემ ოთახში უნდა დარჩე , გინდა შემშალო ხო? რამე თამაშია თუ რა ხდება -მოდი შეთანხმება დავდოთ... -რა შეთანხმება ?- ოჰ როგორ კარგად გიცნობ მარიამ. მაშინვე აენთო თვალები და მშვიდად დაჯდა -სანამ პრობლემა არ მოგვარდება უბრალოდ დამემორჩილე და თანახმა ვარ სიტყვა შევასრულო , ნამდვილი ხელქვეითი გავხდები და დაგემორჩილები -ვერ მოვიხიბლე წინადადებით. თუ მოვინდომებ ისედაც შევძლებ შენ მართვას -კარგი როგორც იტყვი ... მაშინ ახლავე შეგიძლია დაიწყო . მე კი რაც მინდა იმას გავაკეთებ. დაწყებული საქმის შუა გზაში გაჩერებას ვერ ვიტან - ხელი ჩავავლე და ჩემკენ მოვიზიდე. ინსტიქტურად მომხვია ხელები და თვალები წამსვე გაუფართოვდა. სააბაზანოსკენ დავიწყე სვლა მასთან ერთად -რას ..რას აკეთებ .ახლავე გაჩერდი! შეწყვიტე ,ეს რა უბედურებაა რა გინდა -აბა გამოიცანი ... -რა ... შენ ..შენ სულ შეიშალე მგონი .არა რომ ვერ იყავი საღ გონებაზე ვიცოდი ,მაგრამ - ერთი ონკანი მოვუშვი.მეორე კი მარიამის წელზე მქონდა მოხვეული და მისი ხელების ტყაპუნს თითქოს რომ მირტყამდა ვაიგნორებდი-ხელი გამიშვი -რატომ? მე ხომ შენი ხელქვეითი ვარ,ფაქტობრივი მონა . შენ ხომ გიყვარს ასეთი დაქვემდებარებული ხალხის ყოლა . მაინც აქ ვარ და დაგეხმარები - ხელი ბლუზის ქვეშ შევუცურე და ნელ-ნელა ავწიე ზემოთ . რა თქმა უნდა იფიქრა რომ გახდას ვაპირებდი ,ნეტავ მისი სახე გენახათ-აბა რას გააკეთებთ ჩემ შესაჩერებლად?- ყურში ვუთხარი და ცხვირი ყელზე გავუხახუნე , საშინლად მათრობელა სურნელი აქვს .აქამდე როგორ ვერ ვამჩნევდი ამას . მეჩვენება თუ დიდი სიამოვნებით ავასრულებდი ამ თამაშს -კარგი ... ჯანდაბა ხელი გამიშვი დემეტრე .ეს ჩვეულებრივი ძალადობაა -ძლადობა? ქალბტაონო მარიამ მე უბრალოდ ბანაობაშ გეხმარებით..თქვენ რა გეგონათ? ღმერთო ჩემო ეს როგორ იფიქრეთ - ჯანდაბა სამსახიობზეც უნდა ჩამებარებინა ავაყვავებდი ქართულ კინოხელოვნებას. უცებ მოვშორდი ,სანამ მოთემნა შემეძლო და შეშფოთებული გამომეტყველება შევინარჩუნე. სულ მთლად გაწითლდა, სიტყვას ვერ ამბობდა -ღმერთო როგორ ვერ გიტან -ახლა უნდ ამითხრათ რომ თანახმა ხართ მომავალი რამდენიმე დღე დამემორჩილოთ თორემ ღმერთმა უწყის რა მომაფიქრდება -კარგი ! ასე იყოს ... ახლა გადი ! -ბარემ სურნელოვან... -დემეტრე გადი აქედან... -კარგით რა ქალბატონო მარიამ ნუთუ ასე ვმოქმედებ თქვენზე რომ განმარტოება მოგინდათ ..ასე უცებ? - ზუსტად ვიცი ოდესმე გადამიხდის და მწარედ მაზღვევინებს ამისთვის. აქამდე მეგონა წითელი იყო მაგრამ თურმე ვცდებოდი. ცისარტყელას ყველა ფერმა გადაუარა ,მაგრამ წითელი მაინც მკვეთრად ჩანდა მის სახეზე. ტუჩები ერთმანეთს დააშორა ,ღრმად სუნთქავდა და შოკირებული მიყურებდა. ამას ვეღარ გავუძლებ რამე საოცრებას გავაკეთებ და დავიღუპები თავად. სჯობს თავის გარტობა აქ შევწყვიტო და ჩემი პერანგი დავიბრუნო.- წარმატებულ ექსპედიციას ვუსურვებ თქვენს ნატიფ თითებს -რომ დავიწყებ ხომ ვერ ვაჩერებ ამ ენას რა ... გასვლამდე შხამი დავამატე და კარი მოვხურე. ჩემი პერანგი საწოლზე იყო მიფენილი. სწრაფად ჩავიცვი და ჩემ ნივთებს მივხედე. რეალრუად მარიამზე ვფიქრობდი და იმ ყველაფერზე რაც ჩემ სხეულს ემართებოდა მისი უბრალო მოახლოებისას, წესითი რეაქცია უბრალო ხუმრობისას არ უდნა მქონოდა. მე კი ლამის მარიამთან ერთად დვაიფერფლე და დავკარგე კონტროლი. სისულელეა! ის უბრალოდ ჩემი უფროსია და ჯანდაბა ! ტანსაცმელს ვალაგებდი თუ ვყრიდი ,სულ გავითიშე მგონი. კარადაში თაროზე ისე მქონდა ყველაფერი მიყრილი გგონებოდათ იქ საუკუნის შედებული იყო. უკან გამოვიღე და თავიდან დავალაგე ყველაფერი. ჩანთა მეორე თაროზე დავდე და კარადა მივხურე. ვიცოდი მარიამის ლოდისნ აზრი არ ჰქონდა ამიტომ საწოლზე დავწექი და დაძინებას შევეცადე, ბედი არ გინდა? თიტქოს შორს იყო თვალებისდახუჭვისას მისი აწითლებული სახე დავინახე,რა დამაძინებდა. როგორც იქნა გამოაღწია ... ოთახში შემოსვლა და თვალის არიდება ერთი იყო. რა მორცხვი ყოფილა ჩემი ალქაჯი ,ესეც ახალი აღმოჩენა. რისი რცხვენია განა ისეთი რა გავაკეთე. ჩანთიდან რაღაც საცხები ამოიღო და სავარძელში ჩაჯდა ,მე ახლა რატომ შევამჩნიე პირსახოცით რომ იყო? ნახევრად შიშველია და ვერ ვამჩნევ,რომ ცამეხუტა იმან გამაგიჟა რა არის შეხებისას რამეს მმართებს და ყურებაზე არ ვრცელდება? -სხვა ოთახში რომ გადაგიყვანო? ისე რომ ვერავინ გაიგოს. აქ დედაჩემი შემოვა,შეიძლება მაიკლიც შემოვიდეს და -მაიკლს რა უნდა აქ... დედასენს კიდე როგორმე დავემალები.ბევრი ოთახებია აქ -შენ გვერდით დაზინებას არ ვაპირებ. არაპროგნოზირებადი ქცევები გაქვს -თქვენ რადგან ვერ ხვდებით წინასწარ იმას არ ნიშნავს რომ პროგნოზირება შეუძლებელია,ქალბატონო მარიამ. შეგიძლიათ დამაიგნოროთ, თუ არ შემეწინაარმდეგებით ხელს ნამდვილად არ შეგიშლით. ისე მოიქეცით თითქოს მარტო ხართ- არ მომწონს ასე დაძაბული რომ არის რა უბედურებაა მართლა ძალადობას ხო არ ვაპირებ. იმედები გამიცრუვდა,მეგონა იმდენად ჭკვიანი იყო მიხვდებოდა და თავად გამაბავდა მახეში . -რას ამბობ შენს დაიგნორებას როგორ შევძლებ - ოჰ ვითომ ძალებს იკრებს? რაღაც მეეჭვება შეძლოს. ..ლოსიონის წასმა რომ დაასრულა ჩემოდანი გახსნა და კაბების ამოლაგება დაიწყო. საწოლზე დადო რამდენიმე და ზოგი საერთოდ მე დამაფარა ფეხებზე.. ასე მაიგნორებს ვითომ? კაბებს აკვირდება შემდგე ერთ-ერთს იღებს სწრაფად და სააბზანოში გადის. იქედან უკვე მზად ყოფნაში ბრუნდება.ვერ ვხვდები რას არცევდა როცა ყველა კაბა თიტქმის ერტნაირად სადა და ელეგანტურია. სიგრძეც კი ერთნაირია , ფეხსაცმელი რომ ჩაიცვა მერე უკვე ბალიშში ჩავრგე თავი,ოდესმე ამ ფეხსაცმელებს ქუსლებს დავამტვრევ და ვაიძულებ რამე ადამიანური ჩაიცვას. თმასაც იკრავს და რომ უნდა გავიდეს ოთახიდან მეც ვდგები. -შენ სად მოდიხარ... - არსად ...კარს გაგიღებ უბრალოდ- მოვწვი რომ გავყოლოდი გაგიჯდებოდა.თან იმათ უნდა შეხვედროდა ჯობდა შორიდან მეცქირა სიტუაციისთვის . რამდენიმე წუთი დაველოდე და შემდეგ გავემართე დარბაზისკენ. ისეტ ადგილას დავჯექი ყველაფერს ვაკონტროლებდი და ისინიც ვერ მამჩნევდნენ. როგორც ჩანს მაიკლი ქორწილამდე ნამდვილად არ შეცვლის გეგმებს და ისევ განაგრძობს თამაშს. ვხედავ როგორ აცურებს ხელს მარიამის წელზე და შემდეგ ფეხზე ადებს. ქალბატონი ისე აგრძლებს საუბარს თითქოს არაფერი მომხდარა, საერთოდ არ აქვს რეაქცია . ჩემი შეხებისას ერევა თავ გზა თუ მე ვერ ვამჩნევ მის დაბნევას. ისე მოხერხებულად იშორებს ხელს მეცინება. რამდენიმე წამში დგება და ჩემკენ მოდის. ხელში მენიუ მიჭირავს ,მაგრამ ვიცი დამინახა.მოახლოებისას ხელიდან აგდებს ჩანთას და იხრება -ახლა ასე უნდა მდიო? იმდენ ადამიანთან ერთად ვარ ვინ რას დამიშავებს . ნატალიამ რომ დაგინახოს მოგკლავ ! -ასე გიჭირს ჩემი დაიგნორება? -ვერ გიტან! -ბედნიერებააა რომ აღიარე... ჩანთას იღებს და გადის. იქ რაღა მინდოდა , ცოტას განვიტვირთებოდი მაინც ამიტომ გავყევი. საპირფარეშოში შევიდა, მეც შევედი და გრძელ დიდ ნიჟარაზე შემოვჯექი . წითელი ტანგა ცმია ქალბატონს , ძლივს რაღაც ასაკის შესაფერისი აცვია. სულ გამაგიჟა ამ სტრესულმა სიტუაციამ რას აღარ ვაკეთებ განსატვირთად. კარს აღებს და გამოდის რომ მხედავს უცებ ფეხი უბრუნდება და ძლივს იკავებს თავს რომ არ დაეცეს -რა ჯანდაბააა ! -გეჩვენები... -რამდენ ხანს აპირებ ამ სპექტაკლის გაგრძელებას -თუ შეიძლება ხელები დაიბანეთ და მერე მომიახლოვდით -ღმერთო ჩემო პირდაპირ ნერვებზე როგორ უკრავ მეტყვი? -ნერვული დაბოლოებიბის გარდა მხოლოდ ჰორმონების აცეკვება შემიძლია, პირდაპირ ხორუმს ვაცეკვებ და გინდა გამოსცადო თუ ისევ ნერვებზე დავრჩეთ -მისკენ ვიხრები და ისე ვეუბნები. წამსვე წითლდება ,უკვე ბრაზისგან მგონი. მე კი ღიმილს არც ვფარავ ისე ვეკრიჭები ,უცებ ბრუნდება ონკანს არც კეტავს ხელს ყბაზე მიჭერს და თავისკენ მქაჩავს,ცოტაც და ჩამოვვარდები -რატომ მგონია რომ შენი პლასტიკა ჩემთან ვერ მოვა ... -ყველანაირ მუქარას ველოდი და ამას თუ მეტყოდა რას წარმოვიდგენდი. ზედმეტად მოვდუნდი ,გამოაჩინა კლანჭები ისევ .ახლა რომ ავყვე ზედმეტად უხერხულ თამაშს ვთამაშობ და შეტოპვაც უნდა შემეძლოს, ამ შემთხვევაში კი არ შემიძლია შესაბამისად დამარცხება მიწერია ან უკან დახევა . არადა რა საინტერესოა -ეს გამოწვევაა? -თვალებში ვუყურებ,მთლად დარწმუნებული არ არის. ამას უბრალოდ სიამაყე აკეთებინებს ,ვერ ეგუება რომ ნებდება- მივიღო ? -არავითარი გამოწვევა! გეყოს უკვე მართლა სცდები ზღვარს -კარგი რა კიდევ მე ვცდები ზღვარს? უბრალოდ ნუ მიმჩნევთ ,თითქოს მოჩვენება ვარ ან რა ვიცი ..ასე ძნელია რომ ჩვეულებრივად მოიქცეთ და ყურადღება არ მომაქციოთ?რას ვითხოვ ასეთს ხელები გაიმშრალა. ტუჩსაცხი თავიდან წაისვა, თმაც შეისწორა და გავიდა. სადილობის შემდეგ სასეირნოდ წავიდნენ. აშკარად მოხიბლულნი იყვნენ გარემოთი. განსაკუთრებით მაიკლის მამა. ნატალიას და მის წყვილს ვაკვირდები და ვხვდები რომ ამ კაცს ისევ მოსწონს ქალბატონი . თუმცა არც მიკვირს, დარწმუნებული ვარ ასეთი ქალის დავიწყება რთული იქნება როცა ერთხელ გაუგებ გემოს. ნუთუ ეს ყველაფერი ეჭიანობის გამო ხდება, ნუთუ მთავარი მიზეზი ამ აჟიოტაჟისა ეს ღალატია. რა სისულელა, ქალები გიჟები არიან და მერე ჩვენ ვჩხუბობთ ტყუილად. ხო მაგრამ ეს ბიჭი როგორ დაარწმუნა ,ვგიჟდები როგორი ჩახლართულია ყველაფფერი. ჩემი სახლი მენატრება სიმშვიდე და არავითარი ტყუილი,ინტრიგა, შიში და საფრთხე. როგორ გამიმართლა ჩემ მშობლებს ასე ძლიერ რომ უყვართ ერთმანეთი. ახლა განსაკუთრებით ვაფასებ იმ ყველაფერს რაც მათ მომცეს,პირველ რიგში კი სიმშვიდეს .მარიამის ადგილას ყოფნას ნამდვილად არ ვისურვებდი. რამდენიმე წამი მოვადუნე ყურადღება ,ტყეში იყვნენ. მარიამი და მაიკლი აღარ ჩანდნენ. მეგონა გავგიჟდებოდი, სწრაფად დავიწყე ძებნა.როგორც იქნა მივაგენი. ისეთი არაფერი,ტყუილად ვინერვიულე, რაღაცაზე მშვიდად საუბრობდნენ. მარიამს უცებ დაეტყო აღელვება, უკან გადადგა ნაბიჯი და მუშტები შეკრა. სახეზე ვერ ვხედავდი მაგრამ ვხვდებოდი საშინლად ბრაზობდა. მაიკლი რაღაცას უხსნიდა, მხარზე ხელის შეხება სცადა მარიამმა კი ხელი მოუქნია და ისეთი სილა გააწნა მის ადგილას ყოფნას არ ვისურვებდი. თავი დახარა და ყბაზე ხელი მოისვა. მაინც უხსნიდა რაღაცას ,უცებ მოხვია ხელი და თავისკენ მიიზიდა, მეგონა რამეს უშავებდა ნაბიჯი გადავდგი მაგრამ ისევ უკან დავიხიე რადგან მხოლოდ სახეზე ეფერებოდა ხელებს უსვამდა და აშკარად თხოვდა რაღაცას. მარიამისთვის აშკარად სულერთი იყო მისი სიტყვები , ყბაში ხელი მოუჭირა და რაღაც დაუყვირა მერე თავი გაინთავისუფლა ზურგი აქცია და სწრაფად წავიდა ნატალისკენ. თიტქოს იცოდა სად ვიყავი სწრაფად აუჩქარა ნაბიჯს,ფაქტობრივად მორბოდა სადღაც იყურებოდა ზუსტად ვერ გავიგე მე მხოლოდ მაიკლს ვუყურებდი მეშინოდა რამე არ მოემოქმედებინა. უცებ გასროლის ხმა გავიგე მარიამი ადგილზე მიეყინა , თვალები გაუშტერდა , უკან მივიხედე და დავინახე როგორ უმიზნებდა იარაღს მაიკლის დედა ნატალის. აი თურმე რა ხდება . მარიამმა ისევ განაგრძო სვლა, საერთოდ ვერ ვატყობდი შიშს -მოიცადე! მარიამ -არ გაბედო ჩარევა... დედაჩემის მოკვლის უფლებას არ მივცემ - სწრაფად მომახალა და იქეტ წავიდა ხელი ჩავავლე და გავაჩერე .უკვე ყველანი ერთად ვიყავით -შვილო რას აკეთებ - მაიკლს უბრაზდება დედიკო როცა ხედავს რომ მისი ვაჟი მარიამზე თავდასხმას არ აპირებს -დედა ვერ მოვკლავ... ხომ იცი რომ მიყვარს -გიყვარს? შენ რა დამცინი? ამ ქალის შვილი როგორ შეგიყვარდა. მეგონა ხუმრობდი ... -დედა არ გინდა გთხოვ ... დაუშვი იარაღი შენ ხომ მხოლო -რა ფული მინდოდა? კიდევ კარგი სიმართლე რომ არ გითხარი თორემ აქამდე ჩამიშვებდი . ფული რაში მჭირდება მე მხოლოდ ამ კახპის ჩაძაღლება მინდა,რომელმაც მთელი ცხოვრება ამირია. მეგობრად ვთვლიდი მან კი თითქოს კაცები არ ჰყოფნიდა ქმარი წამართვა , ბავშობა გაგიმწარა, ნუთუ არ გახსოვს როგორ ვიყავით .როგორ შეგეძლო მისი შეყვარება, როგორ მიღალატე -დედა გთხოვ... მაიკლი და მისი ქალბატონი ქარტულად საუბრობდნენ. აი კიდევ ეთი სიურპრიზი. მამამისს არაფერი ესმოდა. ნატალი კი შიშისგან ფერდაკარგული იდგა და კანკალებდა. მარიამს ხელს არ ვუშვებდი ვიცოდი რამეს გააკეთებდა. ხელი ისე მოვხვიე რომ ჩემკენ მიმეზიდა -დამპირდი რომ არ ჩაერევი ... გეფიცები მოვაგვარებ უბრალოდ შენ არ გაინძრე გთხოვ -მაქსიმალურად ჩუმად ვეუბნები.. თვალებში მიყურებს - გთხოვ -სანამ ველაპარაკებოდი ქალბატონმა მარიამს დაუმიზნა იარაღი.ნატალიმ რაღაც უთხრა და გაბრაზდა, არ მესმოდა მათი საუბარი. -ძალიან კარგი ,გეგმას არ შევცვლი ქალბატონი მარიამი მოკვდება! ყოველთვის მაღიზიანებდა მისი სიამაყე თიტქოს რამე ჰქონდა საამაყო დედა და სადღაც გადაკარგული მამა რომელიც მხოლოდ ფულს უგზავნიდა. ესეც შენნაირია, ჩემი შვილიც კი გააგიჟა და შეცვალა.ამიმხედრა, ამას არ გაპატიებთ თითი ჩახმახისკენ მიაქვს, ზუსტად ვიცი რომ უკან არ დაიხევს . მაიკლი მისგან შორს დგას, ნატალი კივის.მარიამი ხმასაც არ იღებს დგას და უბრალოდ უყურებს. ყველაფერი წამებში ხდება. არ ვიცი როგორ ვახერხებ მაგრამ მისი მიმართულებით ვისვრი. მარიამი ჩემ უკან დგას ,ჩემ მიერ გასროლილი ტყვია ძირს სცემს ქალბატონს და ამავე დროს მაიკლს ვხედავ რომელსაც თავზე იარაღით ხელსი ნიკოლოზი ადგას. მიწაზე კიდევ ერთი იარაღი აგდია . ხმა არ მესმის,მხოლოდ კადრებს ვხედავ და არაფერი მადარდებს იმის გარდა რომ მარიამი საღ სალამათია.ისინი რას იტყვიან ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. მისკენ ვბრუნდები, თავს ცუდად ვგრძნობ თვალებზე ბინდი მეკვრება, ადრენალინის მოჭარბების გამო ვერაფერს ვგრძნობ. მარიამს ვუყურებ , ვხედავ რომ კარგადაა და წამში მიმძიმდება სხეული . რაღაც ვერ დავინახე, რაღაც ვერ გავიაზრე... მარიამის ხმა ჩამესმის, კიდევ რამდენიმე ადამიანის , სირენების ხმა და ისევ მარიამი. შემდეგ ყველაფერი ბურუსში ეხვევა და ვითიშები... რომ გავიღვიძე არაფერი მახსოვდა, საერთოდ არაფერი . თვალები ძლივს გავახილე .პალატაში ვიწექი . ოთახში თეთრ ხალათში გამოწყობილი კაცი იდგა და მიყურებდა. გამოფხიზლება მომილოცა რაღაც ჩაინიშნა და გავიდა. ნორმალურად ვერ ვხედავდი, თვალები მეხუჭებოდა ისევ ,მაგრამ გონებას არ ვკარგავდი. შემდეგ ექიმები მსინჯავდნენ, მივხვდი რომ დაჭრილი ვიყავი, მაგრამ ეს როგორ მოხდა ვერ ვიხსენებდი .მხოლოდ კადრები ჩანდა გონებაში . რაღაც წამალს უშვებენ ვენაში და ისევ მეხუჭება ქუთუთოები... მეორედ რომ მოვედი გონს ეგ უკვე გამოფხიზლება იყო. მხედველობაც გაუმჯობესდა, სიტყვებიც სწორად მესმოდა, თავის ტკივილიც იმდენად არ მაწუხებდა და ოთახში მყოფ მარიამს ვხედავდი. შეამჩნია რომ გავიღვიძე და გამიმიღიმა -როგორ ხარ ? -რა მოხდა? -არ გახსოვს? -ამდენს რომ მიღიმი ვკვდები თუ რით დავიმსახურე- საუბარი აშკარად მიჭირს ,პირი მიშრება . -არაფერი განსაკუთრებული,მაგაზე ნუ იფიქრებ .უბრალოდ შენი დამსახურებით ცოცხალი ვარ და ყველაფერი დასრულდა .მერე მოგიყვები ,ახლა შენი გადაღლა არ შეიძლება -მშვიდად მეუბნება და დგება -იმდენი მნახველია შენთან მომკლავენ დიდხანს რომ დავრჩე- თითქოს მიხსნის გასვლის მიზეზს და მიდის. რამდენიმე წუთში დედაჩემი და მამაჩემი შემოდიან. დედა ცრემლებს ვერ იკავებს და ქვითინებს, თან მეჩხუბება ასე როგორ დაგემართა, როგორ გაითიშე რომ თავი ვერ დაიცავიო. მეც მიკვირს ასეთ მარტივ სიტუაციაში ერთ ქალს და სულელ ბიჭს რომ ვერ გავუმკლავდი ,მაგრამ არაუშავს . პირველი ჭრილობა ხომ არაა ,მთავარია მარიამია კარგად. დედას ვამშვიდებ როგორღაც და მამას მზერით ვხვდები რომ არ ბრაზობს და უბრალოდ შუბლზე მკოცნის თავზე მისვამს ხელს და გადის. ჩემი გიჟებიც შემოვიდნენ , ისე იყვნენ ფერდაკარგულები გიორგიც კი არ ლაპარაკობდა. მხოლოდ რამდენიმე სიტყვა მითხრეს მერე მოგხედავთო დააყოლეს და ისიც გაუშვა ექიმმა. ანუკი რომ დავინახე ყველაზე მეტად გამიკვირდა. ტირილისგან თვალები დასიებული ქონდა.როგორც კი მომიახლოვდა მაშინვე მაკოცა და ისევ ტირილი დაიწყო -მადლობა ღმერთს კარგად ხარ...როგორ შემეშინდა იცი? -კაი რა ... -ასეთს არ გიცნობდი. მე შენ ჭკვიანი ბიჭი მეგონე ... როგორ გააკეთე ეს. იმ ქალის გამო კონტროლი დაკარგე ,მის გადასარჩენად თავი გასწირე -სავარზელში დაჯდა და ჩამეხუტა-კიდევ კარგი რომ არ წავედი თორემ შევიშლებოდი ეს ამბავი იტალიაში ყოფნისას რომ გამეგო -დამშვიდდი რა -კაგრი ვსიო..აღარ მოგაბეზრებ თავს - გაიღიმა და ლოყაზე მაკოცა . მარიამი მას მერე არ მოსუა. იმდენმა ვინმემ მინახულა თითქოს რამე საოცარი მჭირდა.როგორც გავიგე ოპერაცია გამიკეთეს, ტყვიას შინაგანი ორგანოები არ ჰქონდა დაზიანებული და მარტივი ოპერაცია იყო. სახლშიც მალე გამწერეს,ნუ როგორც შეეძლოთ . დედაჩემს ანუკი მეგობარი ეგონა და მშვიდად უყურებდა. ბიჭები არ მტოვებდნენ, ცოტა ხნით თუ გავიდოდნენ და მომაბეზრეს თავი. ლაპარაკი რომ შევძელი ვუამბე ყველაფერი,მოვისმენე ლანძღვა გინება დედაჩემის ხსენების გარეშე და მერე მოტკბნენ. ჩვენი გმირი ხარო მაღადავებდნენ და იყვნენ. ნიკოლოზი რომ მოვიდა ნამდვილად გამიკვირდა. შემოვიდა მშვიდი უემოციო სახით, დაჯდა სავარძელში ორი წუთი მიყურებდა -მადლობა ... -როგორც გავიგე შენი დამსახურებით დაიჭირეს ისინი და მადლობა მე რისთვის -სანამ მე მტკიცებულებებს ვაგროვებდი და შენ დაჩისთან ერტად მოვდიოდი. შენ იყოჩაღე , ნატალიას სიცოცხლე ფეხებზე ,მაგრამ ჩემი და ნამდვილად არ იქნებოდ ააკრგად შენ რომ არა. -როგორც გავიგე მაიკლს შენ ესროლე -მაგ ნაბიჭვარმა დამასწრო სროლა ,არ ვიცი როგორ მოახერხე ერთდროულად გასროლა და მაიკლის ტყვიაზე ჩამოფარება , თითქმის გაოცებულიც ვარ -სიმართლე გითხრა ზუსტად არაფერი მახსოვს... -სამაგიეროდ მე მახსოვს და არასდროს დავივიწყებ ! ვიცი დაჩი გეტყოდა ,მაგრამ მე გაგიმეორებ უკვე ყველაფერი დასრულდა მათი ყველა თაღლითობა აღმოვაჩინეთ და საკმაოდ დიდხანს იქნებიან ციხეში,სამივე . დედა შვილი კი მკვლელობის მცდელობისთვისაც მოიხდიან. სანამ ნიკოლოზი მელაპარაკებოდა ჩემი ლიზიკოც მოვიდა ,მერამდენედ ვინ იცის. კლინიკაში როცაა ხო სულ მნახულობდა და ისედაც მოდიოდა. ამჯერად რიგითი ვიზიტით იყო -ჩემ ზესიმპატიურ უფროსს ყველაზე გემრ... არ ვიცოდი სტუმარი თუ გყავდა გავალ მე - ნიკოლოზის დანახვისას დამუნჯდა და უცებ დაიხია უკან -შეგიძლია მოხვიდე... ვისაუბრებთ ჩვენ კიდევ. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ. უშენოდ უჭირთ იქ - ჩაიცინა ,ლიზის გადახედა და წავიდა. -ურჩხული..ფუუ როგორ ვერ ვიტან.როგორ იყურება,სატანა .ლუციფერი ეგ-მაშინვე აჯუჯღუნდა ლიზიკო და სკამზე დაჯდა -რა ჯანდაბაა იმდენი სუნამო ასხია წამლების სუნიც გადაფარა ფუუ- სახე დამანჭა და ქოთოთებდა. -კარგი დამშვიდდი ... -ბოს ისე სიმართლე გითხრათ -რა სიმართლე- მისი მოტანილი მაწვნის ქილას თავი მოვხსენი და კოვზით ამოვიღე-მეზიზღება უკვე ყველაფერი.რამე შემწვარი მინდაა -რა და ის რომ შენ გარეშე მარიამი გიჯს გავს. -კი ეტყობა იმიტო ათენებს და აღამეს პალატაში -ეგ არ ვიცი რატომ არის ეგრე ,მაგრამ იქ როგორცაა იმას გეუბნები და მადროვე.ხომ იცი ჩემ მახვილ მზერას არაფერი გამოეპარება, ფსიქოლოგი ვარ მე -კარგი გისმენ.. -მოკლედ სულ ჯუჯღუნებს, ყველას ეჩხუბება,არაფერი მოსწონს .არავის გაკეთებული საქმე აკმაყოფილებს.თავიდან აკეთებინებს ყველას ყველაფერს სულ უმაქნისები ეძახათ დირექტორებს. ხო მართლა რთველი გადადო, გავიგონე როგორ ეუბნებოდა ტელეფონით ვიღაცას არ მაინტერესებს როცა მე ჩამოვალ მაშინ დაკრეფთო ერთ კვირაში არაფერი მოუვაო . კიდევ სულ არ დავიწყებიხართ, პალატაში რადგან არ შემოდის იმას არ ნიშნავს რომ არ მოსულა. ამას რომ ვამბობ არ ვიცი სწორია თუ არა ,მაგრამ ჩემი მორიგეობის დროს შევნიშნე ღამით როგორ შემოვიდა შენ პალატაში . მეორე გოგოსაც ვკითხე და წუხელაც იყო მოსული რომ დავაძინეთ პაციენტი მაშინ შევიდაო . ექიმთანაც იყო და მოკლედ ყველაფერი იცის შენი ჯანმრთელობის შესახებ,უბრალოდ თქვენ გაცვენებთ რომ არ ადარდებს..რა ვიცი ამ ამაყ ხახს რას გაუგებ -მართლა? -დიახ ბოს... ისე გამიხარდა ეს ამბავი ,პატარა ბავშვს ვგავდი სანატრელი სათამაშო რომ მისცეს და უხაროდა. იმდენი ვინმე იყო მოსული და მარიამის მოსვლა არ მოსვლა რატომ წყვეტდდა ვერ ვხვდები. ღამით ვერ დავიძინე, ჩემი გულის რაღაც ნაწილი მარიამს ელოდა. მეგონა არ მოვიდოდა და უბრალოდ ლიზიკოს მორიგეობას დაემტხვა ის ერთადერთი შემთხვევა. ის ის იყო უნდა ჩამძინებოდა კარი რომ გაიღო, თვალები დახუჭული მქონდა,მაგრამ იმდენად მძაფრად ვგრძნობდი მის მოახლოებას თითქოს ყველა უჯრედი სიხარულისგან დახტოდა. ძალიან ჩუმად მომიახლოვდა, ის კაკუნა ფეხსაცმელი არ ეცვა . სკამზე დაჯდა მგონი , მისი მოწევის ხმა გავიგე . ერთხანს დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი , შემდეგ დაიხარა და ლოყაზე მაკოცა.მეგონა მეჩვენებოდა ,არადა კიდევ ვგრძნობდი მისი ცხელი ტუჩების შეხებას . თვალები ისე უცებ ვჭყიტე მომშორდა და დანაშაულში გამოჭერილი ბავშვივით მიყურებდა -ქალბატონო მარიამ...ნახვის საათები დიდი ხნის წინ დასრულდა და აქ რამ მოგიყვანათ ამ დროს?- თითქოს ვაიგნორებ მის ქცევას ,მაგრამ მთლად მშვიდი ხმა არ მაქვს -დღისით ზედმეტად ბევრი საქმე მაქვს ,იმისტვის რომ შენ გამო მოვცდე -აჰ მართალია ... საერთოდ ჩემ გამო თავის შეწუხება არ ღირდა. უბრალოდ საქმეს ვასრულებდი სხვა რომ არაფერი -მართალია...შენ საქმეს ასრულებდი- ჩემი ნათქვამი გაიმეორა წამოდგა კიდვ მაკოცა ლოყაზე თითქოს სულ ასე მემშვიდობებოდა და წავიდა- მალე გამოჯანმრთელდი საგონებელში ჩამაგდო მისმა ქცევამ და ნაღვლიანმა თვალებმა. ახლა როცა ჩემი მოვალეობა შევასრულე , დავზარალდი კიდეც დასვენება მეკუთვნოდა.იქნებ სამუდამოდაც კი ! ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ისე დავიქანცე, ნამდვილად არ მინდა კიდევ განვაგრზო ეს წამება. ყველაფერი აირევა ვგრძნობ და არ მინდა . თანაც ახლა ძმა ჰყავს რომელიც დაიცავს, დაეხმარება და ყველაფერს გააკეთებს მისთვის. ისეთ რაღაცეებსაც მე რაც არ შემიძლია , მოკლედ მიხელი ზემოთ არ მიწყენს დარწმუნებული ვარ. ჩემი მისია შევასრულე და დროა დავუბრუნდე ჩემ ტკბილ ცხოვრებას. ანუკიმ წასვლა გადადო რამდენიმე დღით, უნდოდა დალოდებოდა ჩემ გამოჯანმრთელებას,მაგრამ გავუშვი არ მინდოდა საქმე გაეფუჭებინა. გამოსამშვიდობებელი რამე მმართებდა და დავპირდი რომ გამოვკეთთდები გესტუმრები-თქო . ანუკი ნამდვილად დამაკლდება, მაგრამ დავურეკავ ხოლმე არაუშავს. უკვე რამდენიმე დღეა სახლში ვარ. დედაჩემი დავარწმუნე რომ სახლში დაბრუნებულიყო. მალე ჩემი ძამიკო ჩამობრძანდება და მასთან ერთად წავალ მეც ქუთაისში ცოტა ხნით. მანამდე კი მარტოც მივხედავ თავს. ჭრილობა კიდევ მტკივა ,მაგრამ ცუდად ნამდვილად არ ვარ. ბიჭები იყვნენ ჩემთან,ისინი გავაცილე და დავწექი.კარზე კაკუნის ხმა რომ გაისმა , ის ემეზარებოდა ადგომა ლამის დავაიგნორე. მაგრამ რაღაც ძალამ მაიძულა ავმდგარიყავი, კარი რომ გამოვაღე კიბესთან მდგომი მარიამი დავინახე -მარიამ?-რომ დავუძახე შემობრუნდა -გაგაღვიძე... მაპატიე -არაუშავს... არ შემოხვალ?- უკან დავიხიე და ისიც შემოვიდა . მისი სურნელი რომ ვიგრძენი მივხვდი რომ ჩემ რაღაც ნაწილს ენატრებოდა . კარისკენ წამოვიდა ,მიყურებდა რაღაც სხვანაირად . მისაღებისკენ წავიდა მაგრამ უცებ გაჩერდა -შენ წოლითი რეჟი გაქვს... სულ დამავიწყდა მაპატიე არ უნდა მოვსულიყავი -რა ხდება ქალბატონო მარიამ? -ხელი ჩავავლე მკლავში და გავაჩერე . ქვემოდან ამომხედა - არ მეტყვით? -არაფერი ..უბრალოდ შენ მოსანახულებლად მოვედი . -ისევ ღამით ...როცა წესით უნდა გეძინოთ -არ მეძინა და ვერ გავიაზრე რომ გვაინი იყო სტუმრობისთვის -რატომ არ გეძინათ? რამე პრობლემა გაქვთ? -არა ... რა პრობლემა ყველაფერი კარგადაა. შენი და ნიკოლოზის დამსახურებით. -ნიკოლოზი...გამოავლინა ნამდვილი სახე? -იცოდი ხომ? ყაზბეგში რომ ამოხვედი უკვე იცოდი ჩემი ძმა რომ იყო..მაიკლზეც იცოდი -რამე მნიშვნელობა აქვს? -რატომ დამიმალე..რომ მცოდნოდა იქნებ ასე აღარ მომხდარიყო. -და რა მოხდა ისეთი... ყველაფერი მოგვარდა , დაიჭირეს ის თაღლითები , დედაშენიც საღ-სალამათია და შენც კარგად ხარ . -კარგად? ხო კარგად ვარ ტყვია არ მომხვედრია ,მთავარი ხომ ეგაა რომ გიყურებდი როგორ იცლებოდი სისხლისგან, ხმას რომ არ მცემცდი როცა გთხოვდი გამოფხიზლებას და სულ სისხლიანი ვიყავი იმიტომ რომ პანიკაშ ჩავარდნილი გეხვეოდი ეგ ხომ არაფერს ცვლის. არ მოქმედებს... შეიძლებოდა რომელიმე ორგანო დაგზიანებოდა, შეიძლებოდა მომკვდარიყავი და ეს ყველაფერი იმიტომ რომ შენ და ჩემმა ძმამ.ორმა ყოჩაღმა გადაწყვიტეთ ჩემთვის ყველაფერი დაგემალათ-ამდენი ხნის განმავლობაში მის აფეტქებას პირველად ვხედავდი. შინაგანად ვბედნიერდებოდი მისი სიტყვებოს მოსმენისას,ისევ რომ ვხედავდი მის მოელვარე თვალებს და მკაცრს ტემბრს ვისმენდი -არ მითხრათ რომ შეგეშინდათ ჩემ გამო...იარაღს რომ გიმიზნებდათ ის გიჟი ქალი წარბიც არ შეგიხრიათ და ჩემ გამო,რიგითი თანამშრომლის გამო რატომ ღელავდით ქალბატონო მარიამ -დიდი არაფერი... უბრალოდ სინდისის ქენჯნა, ჩემ ნაცვლად მოგხვდა ტყვია -ახლა გასაგებია... სხვა როგორ ხართ? კომპანიაში ხომ ყველაფერი რიგზეა -რა თქმა უნდა -ძამიკოს ამპლუაში როგორია ნიკოლოზი... ალბათ საოცარი ურთიერტობა გაქვთ.ორივე მდუმარე ,ორივე ცივი და უემოციო საოცარი იქნება თქვენი ერთად ხილვა -ვეჩვევი იმ ფაქტს რომ ჩემი ძმაა და დედაჩემს ვიგერიებ. -არ დაბრუნებულა ქალბატონი ნატალია ამერიკაში? -არა ..გადაწყვიტა დარჩეს სამუდამოდ -რა ბედნიერებააა... არ დაჯდები? ასე უნდა ვილაპარაკოთ? -დაიღლები ასე... -კარგად ვარ და არც დავიღლები -მაინც რომ დაწვე? ან წავალ ... რომ დაბრუნდები სამსახურში მერე ვილაპარაკოთ -ნამდვილად კარგად ხარ? -კი ,რა თქმა უნდა -ზედმეტად ემოციური ხომ არ გახდი ამ რამდნეიმე დღის განმავლობაში -გეჩვენება -მგონი ღამით იცვლები,სხვა ადამიანი ხდები -შენი პირობა გახსოვს? - რა პირობა -რა თქმა უნდა ტყუილად მთხოვდი დამორჩილებას -ერთ დღეში დასრულდა ყველაფერი მარიამ -კიდევ კარგი ... -ისე ნუ მიყურებ თითქოს წუთი წუთზე უნდა წავიქცე ...კარგად ვარ ,კარგაად -სამსახურში როდის დაბრუნდები? -არამგონია გჭირდებოდე... რამდენიმე დღე დავისვენებ -კარგი! წასვლის დროა ... დიდხანსაც ნუ გააგრძელებ მაგ „დასვენებას“- მაინც გაიქცა. აშკარად ვერ გრძნობდა თავს კომფორტულად. კიდევ რამდენიმე დღე დავრჩი სახლში. ბიჭები ყოველ დღე მოდიოდნენ და მარტოობა არ მიგრძვნია. დღეს ჩემი „მისტერდასტოინი“ ძამიკო ჩამოდის . აეროპორტში წავედით მე ცოტნე და გიო. მისი რეისი გამოაცხადეს და მალევე გამოჩნდა ბატონი . ამ ერთ წელში ძალიან შეცვლილა ,უფრო ამაღლებულა და დავაჟკაცებულა. წვერი ოდნავ მოუზრდია , თმებიც სხვანაირად შეუჭრია და მოკლედ მისტერ სექსუალური გამხდარა. -სანდრიიკ -როგორ ხარ დემე?- მოვეხვიე და ჩემ აყლაყუდა ბიჭს მხარზე ხელი მოვცხე -მომენატრე შე მავნე -მეც -ვაიმეე საყვარლებო ჩვენც მოგვხედეთ რაა...რამხელა ხარ ბიჭო მეტრანახევარი გაგიშით და იქ რა გაჭამეს ასეთი -ისევ არ მოგმატებია ჭკუა გიო? -ჩვენც მოგვენატრე პაწუუუ -ღმერთო შენ უშველე- საფირმო ფრაზა ჩაიბურდღუნა და ძირს დადებული ჩანთა ისევ მხარზე მოიგდო - ხომ არ დაგირეკია სახლში? -არა ხომ გამაფრთხილე -დღესვე წამოხვალ შენ? -არ დარჩები ამაღამ? -აქ რა მინდა... -ოო ამას ხო ვერ მოაშორებ თავის ქუთაისს -დღესვე წავიდეთ,უბრალოდ საქმე მაქვს რაღაც . სახლში დაისვენე ცოტა მე გავიქცევი მოვაგვარებ და წავიდეთ -კარგი ... მანქანაში ცავსხედით, ბინაში დავტოვე სანდრო ბიჭები წავიდნენ მე კი კომპანიისკენ ავიღე გეზი. ყველას გაუკვირდა ჩემი დანახვა, თან არაოფიციალურ ფორმაში, დახეული ჯინსით კეტებით და კუბოკრული პერანგით. -უფროსოოო-ლიზიკომ რომ დამინახა ისე წამოვარდა და მომეხვია თიტქოს დიდი ხნის უნახავი მყავდა - როგორ მომენატრეეთ -მეც ლიზიკო ...- თავზე ვაკოცე და ხელი მოვხვიე -დაბრუნდიით? -არა ... მარიამი იქაა? -დიახ ...ლუციფერთან ერთადაა -კარგი შევალ მე და მერე ვილაპარაკოთ ჩვენ -არის ბოს - გაიცინა და უკან დაბრუნდა. კაბინეტის კარი შევაღე , მარიამი რაღაცას უხსნიდა ნიკოლოზს საქმეში იყვნენ ჩაფლულები . კარისკენ რომ გამოიხედა და დამინახა უცებ წამოდგა -დემეტრეე ... დაბრუნდი?- ისე ამოიმღერა მეგონა გამოიქცეოდა და მომეხვეოდა, მაგრამ თავი შეიკავა -როგორ ხართ? -კარგად შენ?- ნიკოლოზმა გამომხედა მას მერე რაც თავის დას მოსწყვიტა მზერა -მეც კარგად...-სავარძელში ცავჯექი და რამდენიმე წუთის შემდეგ დავიწყე- ბევრი დრო არ მაქვს მეჩქარება. იმის სათქმელად მოვედი რომ მივდივარ -სად ? -კომპანიიდან... ვფიქრობ აღარ გჭირდებით ქალბატონო მარიამ.ჩემი მისია შევასრულე. თანხა ხვალ დაირიცხება თქვენს ანგარიშზე მთლიანად რაც აქამდე ჩამერიცხა . -რას ნიშნავს მიდიხარ... კონტრაქტში -მე ხელი არ მომიწერია კონტრაქტისთვის ასე რომ ვალდებულება არ გამაჩნია ქალბატონო მარიამ... წარმატებებს გისურვებთ .დარწმუნებული ვარ მიაღწევთ კიდეც - თვალები ბრაზისგან აენთო როცა ეს ვუთხარი. ნიკოლოზს რეაქცია არ ჰქონია . ხელი გავუწოდე მანაც ჩამომართვა და წამოდგა -მადლობა ,ყველაფრისთვის -არ არის საჭირო . .. - ნიკოლოზს მზერა მოვწყვიტე და მარიამს გავხედე .ისევ ფეხზე იდგა და მიყურებდა- მშვიდობით ქალბატონო მარიამ. ალბათ კიდევ შევხვდებით სადმე ,თბილისი პატარა ქალაქია - მისკენ გადავიხარე ლოყაზე მსუბუქად ვაკოცე და მალევე მოვშორდი. არაფერი უთქვამს,საერთოდ არაფერი -ვიცი არ დაგჭირდებით,მაგრამ მაინც შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ- ნიკოლოზს ვუთხარი - ერთი თხოვნა მაქვს. ლიზიკოსთან დაკავშირებით, როგორც ადრე ეკატერინე იყო თქვენი მდივანი იმავე პოსტზე დატოვეთ სანამ მისი და დაბრუნდება. -რა თქმა უნდა... -მაშ კარგად ...მარიამს კიდევ ერთხელ შევხედე და კაბინეტი დავტოვე. -ლიზიკო ,თხოვნა მაქვს -რა თხოვნა? -ჩემი ნივთები აიღე რა ... გასაღებს დაგიტოვებ და ჩემ ბინაში მიიტანე გთხოვ -რა ნივთები...როგორ მიდიხართ?- უცებ წაეშალა ღიმილი სახიდან და მოიღუშა -მივდივაარ მაშ? შენ მარიამის ან ნიკოლოზის მდივანი იქნები . როგორც ადრე იყო ეკუნა სანამ მე მოვიდოდი აქ. ასე რომ არ იდარდო ყველაფერი ისევ ისე იქნება -კარგით რააა ისევ სიე როგორ იქნება თქვენ და ის ორი ერთი ხართ? აუ არ წახვიდეთ რაა.სულელი ვარ ხო ? მომენატრებიით- ისევ წამოდგა და მომეხვია -ვერ მოგართვი ქალბატონო! თავიდან ვერ მომიშორებ იცოდე . ახლა ქუთაისში მივდივარ ჩემი ძმა ჩამობრძანდა და ერთად ვესტუმრებით მშობლიურ სახლს.რომ დვაბრუნდები უკან ხშირად გნახავ- ხელები მაგრად მოვხვიე და ლოყაზე მაგრად ვაკოცე -კარგი თანახმა ვარ- გაიკრიჭა ისევ და ლოყაზე ბევრჯერ მაკოცა - ნახვამდის ბოოს . მისიას პირნათლად შევასრულებ -დარწმუნებული ვარ ...აბა კარგად მხრებიდან მძიმე ტვირთის მოშორებას ვგრძნობდი და ამავე დროს რაღაც სულს მიხუთავდა. კომპანიას ბოლოჯერ მოვავლე თვალი ,შემდეგ მანქანაში ჩავჯექი და სწრაფად წავედი ბინისკენ. ჩემი ბიჭი საწოლე იყო გაგორებული და ვიღაცას ელაპარაკებოდა რომ დამინახა წამოდგა -კაი მერე დაგირეკავ რო ჩამოვალ ...-მობილური ჯიბეში ჩაიდო და გამომხედა- წავედით? -ასე სად გეცქარება ...ჩავალაგებ ბარგს და წავიდეთ -საძინებელში რა მაზები გიდევს...ან ის წამლები რატოა რა გჭირს . -ჩემო ექიმოო ეს მჭირს... არ ინერვიულო კარგად ვარ უკვე- პერანგი ავიწიე და ჭრილობა ვაჩვენე ეგრევე აენთო -რატო არ მითხარი . ამჯერად რა ჯანდაბა ჩაიდინე , ვის გამო იჩხუბეთ შენ და იმ ორმა გიჟმა -ჩემი დიდი ბიჭიი... როგორ მომენატრა შენი დამრიგებლური ტონი ჩემო უფროსო-უმცროსო ძამიკო -ნუ არიდებ კითხვას თავს- უკან გამომყვა და შეკრული მუჭი კედელს მიარტყა- ვის ეჩხუბეთ -არავის ...მხოლოდ მე დამჭრეს. სამსახურის გამო რა -რა სამსახურის...იმ გოგოსთან რომ იყავი? მიხეილის შვილთან? -ხო ... კარგად ვარ რა და არ გინდა ახლა ტვინის ტყვნა -რა უპასუხისმგებლო ხარ , პირდაპირ შენ შეუშვირე მკერდი ტყვიას? დაცვა არ ჰყავს იმას? -რა მშიშარა ბიჭივით ბაზრობ ... და ისე თიტქოს შენ არ ჩხუბობდე -მე როცა ვჩხუბობ უკიდურესი მდგომარეობაა -ვიცი ხო შენი უკიდურესი მდგომარეობა „მართა“ ჰქვია სახელად - ბარგს ვალაგებდიდ ა ტან ვიცინოდი. მომენატრა ამ გიჟის დარიგებები. ეს რო არ მყავდეს რა მეშველებოდა, ის ორი ჩემზე მეტად უბერავენ. უცებ მოვეხვიე და თმა ავურიე- როგორ მომენატრე პატარავ -ისე გავუწელე ლოყები როგორც პატარაობისას და თვალები აენთო ,ზღვა ღელავს ამ დროს . -რამე რომ მოგსვლოდა მერე? ჩემთვის თქმას საერთოდ არ აპირებდნენ? -პირდაპირ საფლავზე მოხვიდოდი...ნუ იბღვირები ახლა რა -კაი ხო ... რა აზრი აქ უკვე. მოგეხმარო ? -არა დავამთავრე უკვე. წავიდეთ - ყველაფერი დავკეტე ,კარიც ჩავრაზე და ჩემ ძამიკოსთან ერთად წავედი ქუთაისისკენ. გზაში შემომტავაზა მე დავჯდები საჭესთან ცუდად არ გახდეო და სიცილი ამიტყდა. ისე გაბრაზდა საერთოდ არ დამლაპარაკებია კარგა ხანს. დაღლილი იყო და მიეძინა. ქუთაისში რომ შევედით მაშინ გაიღვიძა ჰაერი იცნო მგონი . ისე გაუბრწყინდა თვალები თითქოს ვენეციაში მისეირნობდა. სახლი მეც ძალიან მქონდა მონატრებული, მანქანა ეზოში შევიყვანე და დედა უკვე გარეთ იყო . სანდრო რომ გადავიდა მანქანიდან და გაიქც ამისკენ კივილ-ტირილ-წივილი ერთად დაიწყო -ჩემი ბიჭი..ჩემი ალექსანდრე .ჩემი სიცოცხლე დე რატოა რ მითხარი თუ მოდიოდი ჩემო სიცოცხლე როგორ მომენატრეე - კოცნიდა და ტიროდა. სანდრომ ხელები მაგრად მოხვია და სახე დაუკოცნა.აი როდის ხდება პატარა ბიჭი როცა დედაჩვენს ეხვევა. -მეც მომენატრე დედი - ხო „დედის“ რაც შეეხება სხვა არასდროს არაფერი დაუძახებია არც დედა, დე , სახელი ხო მითუმეტეს. ჩემგან განსხვავებით ჩემთვის სულ მაკუნაა -როგორ ხარ დემეტრე?- მამას მოვეხვიე და მანაც გამიღიმა .ჩემი ჭაღარა მამიკო ეს კაცი ჩემი სიამაყეა. -კარგად მახო ...მაგრად -მართლა? -კაი რა ერთი ტყვია რას მიზამდა შენი ბიჭი არ ვარ? -სანამ მახო რამეს მეტყოდა მაკუნამ ჩემთვის მოიცალა და ისე რომ სანდროსთვის ხელი არ გაუჩია მეც ჩამავლო ხელი -შენ მოდი აქ ... როგორ არ მითხარი თუ მოდიოდა -კაი მაკუცი რა იყო სიურპრიიიის - ჩავეხუტე და ვაკოცე- ჩემო ფუმფულა მომენატრე მაგრად შენ თავს ვფიცავარ -როგორც იქნა მთელი ოჯახი ერთად ვართ ... -ორივეს გვაკოცა და გაიცინა . ღმერთო როგორ მიყვარს ბარგი სახლში შევიტანეთ.ჩვენ ოთახებში დავდეთ და ქვემოთ ცავედით. სამზარეულოდან უკვე გამოდიოდა ხაჭაპურის სუნი დასანდროც იქეთ გაიქცა. ჩემგან განსხვავებით სპორცმენია და იმდენს ჭამს ხოლმე პირი ღია მრჩება. არც მე ვარ ნაკლები ,მაგრამ ის მაინც მჯობნის. ერთი საათიც არ იყო გასული ,მისაღებში ვისხედით კარი რომ გაიღო და მართა შემოვიდა . სანდროც წამოფრინდა და ისე მოეხვივნენ ერთმანეთს ვერ გაარჩევდი ერტია დამიანი იყო თუ ორი. ის ველური მუცელზე ეჯდა და ტკიპასავით არ შორდებოდა -ტყუილად მეგონა რომ გაიზარდა... ერთმანეთის დანახვისას ორივე ბავშვი ხდება მართა შეყვარებული ან უბრალოდ მეგობარი არ გეგონოთ. ეს ორი განუყრელნი არიან. მართას ნათლიაა ბატონი სანდრო , ძმაც შეიძლება ეთქვას არ ვიცი მოკლედ ყველაფერი არიან ერთმანეთისთვის. მართალია ყველას გვიყვარს ეს გიჟი გოგო ,მაგრამ სანდროს და მას საოცარი ურთიერთობა აქვთ. მშურს ხოლმე ისე უგებენ ერთმანეთს. საღამოს ყველა ჩვენი მეგობარი და ახლო ნათესავი გვეწვია და ერთად ვისხედით სუფრასთან.სანდრიკოს დაბრუნებას ავღნიშნავდით. შუაღამით ეზოში ვიყავით და მონატრებულ გარემოს ვუყურებდით. მშობლიურ გარემოში ჰაერიც კი სხვანაირია. თითქოს ყველაფერი ქრება ... -ბიჭებოო -მართა მმოვიდა და ორივეს მოგვხვია ხელი- ორივე მომენატრეთ . -მეც მომენატრე გადარეულო - ლოყაზე ვაკოცე და მერე ვუკბინე -დამპალო! ამ კბენას რით ვერ გადაეჩვიე ... -ფუმფულა ... -გატყუებს მართუშ ჯოხივით ხარ უკვე - სანდრომ მოხვია ხელი და ჩაეხუტა სანამ გამგლეჯდა. გვიან დავიძინეთ. მე პირადად როგორც კი დავდე თავი ბალიშზე მაშინვე დამეძინა. მომდევნო ორი დღე ქალაქში დავბორიალებდით. მონატრებული ქუჩები , თითქმის არაფერი იცვლება ქალაქში ასე რომ ყველაფერი იგივე იყო. ყველა კუთხეს რაღაც მოგონება ჰქონდა. იმდენი ნაცნობი ვნახე ლამის მოგზაურობა იყო წარსულში რაც ძალიან მახარებდა. ქალბატონ ლიზიკოს რომ დავურეკე მითხრა მოვაგვარე ყველაფერი თქვენი ნივთები თქვენს სახლში არის უვნებლად დაბინავებულიო. ამბები გამომკითხა და ბოლოს რომ მივაყოლე მოპატიჟება შაბათ კვირას მაშინვე ვერ დავითანხმე,მაგრამ ბოლოს გადაწყდა . ქალაქის შემოსასვლელში დავხვდი და როგორც კი ჩამოვიდა სამარშრუტო ტაქსიდან მაშინვე მომეხვია -მომენატრე ბოოს -როგორც იცის ისე ჩამკოცნა და ჩემი ძმა გააკვირვა.- ის ახალგაზრდა ჩემი გულის მოსაკლავად გახლავს? -მოკლედ დეტექტორი გაქვს რა..ყველგან ამჩნევ სიმპათიურებს -ოფ ქოოორს ბოოს -ესაა სულ ბარგი?- ჩანთაზე მივუთითე და სწრაფად გამოვართვი - რა ჩადე ამდენი ერთი შეხედვით პატარაა -იქნებ ვინმე კაგრი ბიჭი გავიცნო და ბარემ დავრჩები...წამოვიღე ყველაფერი -კარგი ბიჭების მეტი რა არის... ამ საღამოს აგიყრი მთელი ქუთაისის კაი ბიჭობას -ჯერ არ მინდა... თუ გავთხოვდი ქალაქის დათვალიერება არ გამომივა -ღმერთო რა გიჟია ეს გოგო. მანქანასთან აყუდებულ ჩემ ძმას აესვეტა წინ და ხელი გაუწოდა- ელიზაბეტი -ალექსანდრე... -ძმა ხომ? მე მეგობარი ... არც იფიქრო რომ სხვა ვინმე ვარ -არც ვფიქრობ. ჩემ ძმას შენნაირები არ მოსწონს -ჩემნაირები რას ნიშნავს? -ამას საძმაკაცოდ ევასება მხიარულები... ისე კი დასტოინებზე აბოდებს -ხო ეგ რა თქმა უნდა- გაიცინა და მანქანაში ჩაჯდა. გზაში ყველაფერს აკვირდებოდა. თან ჭიკჭიკებდა. სახლში რომ მივიყვანე მაკუნას გადავაბარე .იმ დღეს დაისვენა.მხოლოდ სამზარეულოში ჰქონდა ვიზიტები და მაკუნას კერძების რეცეპტებს იპარავდა. მართა გავაცანი და შეიშალა ასეთი ლამაზი გოგო ასე ბიჭივით რატომ მოძრაობო ,იმხელაზე სეჰყვირა ლეზბოსელი ხარო მართა აყირავდა სკამიდან. მე და ალექსანდრე კი სიცილს ვერ ვიკავებდით . მეორე დილიდან ქალაქი შემოვატარე. ნაყინების ომიც მომიწყო და გადარია ალექსანდრე. მისი ძმაკაცები გაგვეჩითნენ და ლიზიკოს ჭიკჭიკზე დაბოლდნენ. ყველა მეკითხებოდა ეს გოგო ვინააო . ლიზას ვინ გააჩერებდა ისე აჯახა 30 წლის ვარ თქვენთვის მოვხუცდი უკვე ბავშვებოოო რამდენიმემ უკან დაიხია. სასაცილო საუბარი გაიმართა. ნუ რა თქმა უნდა ხუმრობდნენ ისეტი იარაფერი. საღამოს პარკში ვისხედით და ლიზიკო იქაურ სიტუაციას სწავლობდა. ბირჟას აკვირდბეოდა და იმდენ კომენტარს აკეთებდა სიცილისგან ნაკრები გამეხსნა მგონი. -წავედით ახლა თორე მომტაცებენ შენ თავს... -აუუ ადრეა ჯერ -კარგი ხო ფეხით გავისეირნოთ . სახლამდე გინდა/ -აუუ კიიი -მე მანქანით წავალ თქვენის ნებართვით. -მიბრძანდი ბატონო - ალექსი წავიდა მე და ლიზიკო კი ქუჩაში მივსეირნობდით. -რაღაცის თქმა მინდაა ,კარგია სანდრიკო რო წავიდა -რა უნდა მითხრა ...არ მითხრა რომ სიყვარულში უნდ აგამომიტყდე -ნუ ღლაბუცებ - ხელი მომარტყა და თვითონაც აკისკისდა- მარიამზე მინდოდა მეთქვა. -ხოო? რა სჭირს ქალბატონ მდუმარებას? -მართლა მდუმარე გახდა შენი წასვლის სემდეგ. რომ წახვედი მთელი კაბინეტი დაანგრია, პირველად ვნახე ასეთი იცი? -რა გააკეთა? -არ მოგესმა არაა...მწყობრიდან იყო გამოსული. მტვრევის ხმა რომ გავიგე სემეშინდა და შევიხედე თუ რამე მსხვრევადი იყო ყველაფერი კედელს მიანარცხა. ლუციფერი ამ დროს იჯდა სავარძელში და მშვიდად უყურებდა, თან იღიმოდა . მერე რომ დამშვიდდა ჩანთა აიღო და წავიდა. ნიკოლოზ ბატონმა ვითომ აქაც არაფერი საბუთები აიღო და თავის კაბინეტში გადაბრძანდა. მეორე დღეს არ მოსულა საერთოდ. პარასკევს კი გათიშული დადიოდა , შეხვედრა ჰქონდა. ვიღაც ტიპმა რაღაც უთხრა გადაკვრით ეფლირტავებოდა რა ისე გახედა ტიპი გააშეშა .მერე რაღაც ჩუმად უთხრა და გააქვავა სულ... -გადაუვლის არაუშავს. ბევრჯერ მითხრა რომ ჩემი წასვლა გაახარებდა -კარგით რა ბოს... ხომ იცით რამდენს ნიშნავტ მისთვის -რას უნდა ვნიშნავდე შე პატარა ეშმაო -შემიძლია გითხრათ რომ თქვენთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ქალები ,მისი მსგავსი ქალები არ ამბობენ ხშირად ყველაფერს. მაგრამ უნდა მიმხვდარიყავით რომ გენდობოდატ და ასე არ უნდა მიგეტოვებინათ, ჩემი აზრით მას კიდევ სჭირდებით.იმატ დაჭერაში არაა საქმე... უბრალოდ სჭირდები დემე -ჩემოფსიქოლოგო ქალბატონო ეგ მარიამზე დაკვირვების შედეგად დაასკვენით? -კაცები რატომ ხართ უგრძნობები? ურჩხულიც და შენნაირი თბილიც -მე ზოგადად ვერ ვიჩენ განსაკუთრებულ გრძნობას ქალების მიმართ. უბრალოდ ვეხმარები და როცა ვხვდები რომ ზედმეტად შეიძლება მივეჯაჭვო ვშორდები. -გეშინია ! -რა? -რაც გაიგე... გეშინია სერიოზული ურთიერთობების...რატომღაც გგონია რომ ყველას პირდაპირ ცოლობა უნდა. ისე მართალიცაა ზოგ შემთხვევაში და სწორიცაა რომ იშორებთ თავდიან ეგეთებს,მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ სხვა საქმეა -არ არის სხვა. მას ცოლობა არ უნდა რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვერ ვგრძნობდი მასთან თავს თაისუფლად . არ შემიძლია როცა კომფორტულად არ ვარ -შენ უბრალოდ მის მიმართ მხოლოდ მეგობრული დამოკიდებულება არ გქონდა. მისი დანახვისას არ ფიქრობდით როგორც მეგობარზე...აი როგორც ჩემ შემთხვევაშია. ჩვენც ხომ ცოტა ხანია რაც ვიცნობთ ერთმანეთს,მეგბრებიც არ გვეთქმის მაგრამ ორივემ ვიცით რომ ოდესმე კარგი მეგობრბეი გავხდებით , მეგობრები და სხვა არაფერი . აი მარიამთან კი ვერასდროს იმეგობრებთ, მხოლოდ მეგობრობა ან მხოლოდ თანამშრომლობა არ შედგება თქვენ შორის -დიახ რა თქმა უნდა ... ამიტომაც წამოვედი -ვიცი რომ ელი როდის მოვა... ვიცი და არც იფიქრო უარყოფა. შენ გჭირდება სადავეები ხელთ და ელი როდის ჩაიგდებ ხელთ. ელი მარიამის უკან დახევას და ძალიან აკრგად იცი რომ ბოლოს თავად მოვა. საშინელი კაცი ხარ! -რატომ ვარ საშინელი მშვიდად ყოფნა რომ მინდა? -იმიტომ ,რომ იცი მისი კონტროლი მხოლოდ შენ შეგიძლია და ამ ყველაფერს იყენებ -ნამდვილი ეშმაკი ხარ..პატარა კი არა დიდი ეშმაკი ხარ -ყველა ქალში ცოცხლობს ესმაკი ... -ეშმაკი და ლუციფერი მაგრად უგებენ ერთმანეთს- ეს რომ ვუთხარი წამში შედგა და გაბრაზებულმა შემომხედა. აი სად გამოგიჭირე ,კიდევ ერთხელ -რა შუაშია ლუციფერი -მე ხომ ვაღიარე ჩემი ზრახვა -კი არ აღიარე მე აღმოაჩინე და მეორეც მე არაფერი მაქვს სათქმელი -კი როგორ არა... აღიარე რომ საშინლად გიზიდავს შენი ლუციფერი .იმდენად რომ იწვი - მისკენ მივიწიე და ჩუმად ვუთხარი. წამში დაიბნა და აწითლდა -რა შუაშია... სულაც არა . ვიწვი არა ის. მაგ ურჩხულმა როგორ უნდა მოახერხოს ჩემი შინაგანი ქალღმერთის გაგიჟება ... -შენ შინაგან ქალღმერთს უბრალოდ კი არ აგიჟებს ჭკუას აკარგვინებს...სულ ცოტა რომ მოინდომოს ყველაფერს გააკეთებ -სისულელეა... შეუძლებელია უბრალოდ . ვერავინ მოახერხა ეგ ,შენ წარმოიდგინე არც ისე ცოტა სიმპატიურ ბიჭთან მქონია ურთიერთობა..უფრო სწორად მცდელობა ,მაგრამ ვერავინ მოახერხა ეგ და ყველა ტავიდან მოვიშორე... საერთოდ ეგ ლუციფერი რა შუაშია არც კი ვიფიქრებ მაგაზე -ამდენს რომ ლაპარაკობ უკვე თავის მართლებაა -საზიზღარი ბიჭი ხარ ! -ვიცი - ხელი მოვხვიე მხარზე და საფეთქელზე ვაკოცე- რჩევებისთვის შეგიძლია მომმართო,მთლად უფროსი ძმა არ გავხდები -როგორ შეიძლება რამე მირჩიო... კაცებს ეგ არ შეგიძლიათ. ქალის ტყავს ვერ მოირგებთ . თქვენ ვნებაც კი სხვანაირად გიტევთ, სხვა უფრო ფაქიზ გრძნობებზე საუბარი ხომ ზედმეტია -რა ცუდი წარმოდგენა გაქვს კაცებზე ... ვნებას რაც შეეხება ეგეთი მეორე გრძნობა არ არსებობს და არც არაფერი შეედრება დამიჯერე. ნამდვილი ვნება ყოველთვის არ ჩნდება -საერთოდაც მარიამზე ვსაუბრობდით და ვნებას კი არა შიშ უფრო ვგრზნობ მის მიმართ. მარტო მე მგონია ის გიჟი და ცივსისხლიანი ... მაგრამ გამოჩნდება ლუციფერი რომ არის აი ნახავთ -დაიმშვიდე თავი ... დაიმშვიდე სანამ სეგიძლია -ბოროტი ხარ!- მიბღვერს და სახლში შედის. -დამელოდე სად გარბიხარ -ბარემ სემომყევი ოთახში და ამისალე ნერვები- დამემანჭა პატარა ბავშვივით და კიბე აირბინა. მე სამზარეულოში შევედი წყალი დავლიე და შემდეგ გადავინაცვლე საძინებელში. კვირას მოწამეთაზე ავედით. ძალიან მოეწონა იქაურობა ქალბატონს,უამრავი ფოტო გადაიღო და დიდხანსაც დავრჩით. საღამოს კი დაგვემშვიდობა და ისევ დაბრუნდა თბილისში. მე კი ისე შევყევი მშობლიურ ქალაქის ქუჩებში სეირნობას ვერა და ვერ მოვწყდი. ერთი თვეც გავიდა და დადგა ნოემბერი . ბიჭებმა შემაწუხეს დაბრუნდიო, მეც მომენატრა თბილისი ან უბრალოდ მარიამის ნახვის შანსი მინდოდა გამეზარდა. რატომ მეფიქრებოდა მასზე ვერ ვხვდებოდი ,მაგრამ ფაქტია თავიდან ვერ ვიშორებ. ბინაში დაბრუნებისთანავე დამადგნენ გიორგი და ცოტნე. სადღაც წვეულება იმართება და წავიდეთო. საღამოს უკვე ჩვეულ ამპლუაში ვიყავი, სასმელით ხელში ვაკვირდებოდი შეკრებილ საზოგადოებას და ღამის პარტნიორს ვარჩევდი. არც გამჭირვებია დიდად, იმ რამდენიმე ქალიდან რომლებიც თვალებით მჭამდნენ იმ წამს ყველაზე სექსუალური რომელიც მეცვენა მისკენ დავიძარი. რამდენიმე ცეკვა, ალკოჰოლის მომატებული დოზა და ჩემი რბილი საწოლი... დილით წასული დამხვდა, უფრო სწორად შუადღეს გამეღვიძა. წერილი იდო ტუმბოზე უფრო სწორად ნომერი და სახელი ეწერა . ყურადღება არ მიმქცევია ციფრებისთვის ძილი განვაგრძე და ბოლოს გამაღვიძეს . ვინ იქნებოდა თუ არა გიორგი ...ვინ მოჰყვებოდა ნახევარ საათში თუ არა ცოტნე -თქვენ შოგ ხო არ გაქვთ ე რას დამადექით. ცოლათ შეგირთავთ მალე ორივეს და ეგდეთ ბარემ აქ -ბაზარი არაა... -თავი მისკდება და ბორჯომი არ გაქ? -მეც მისკდება თავი და მეძინა ჩემთვის.გეცადათ დაძინება -უკაცრავად რა... -შენ მაინც გყავს სალომე ადი მიუწექი გიშველის ... -არ მშველის ეგ მე ... ხო იცი ცუდად მოქმედებს ჩემზე სასმელი -მერე რას სვამ ბაჩუტიიი -ნუ დამჩხავი რა -აუ დაიწყებენ ახლა... -რამე მაინც გვაჭამე ტო... ხო იცი არცერთს ვეხერხება მზარეულობა -მე ვარ ერთადერთი ...ეგ ვიცი ისედაც- სამზარეულოში შევედი და დავიწყე მზადება. სალომე ჩამოვიდა, არ ვიცი რატომ მაგრამ ამ გოგოს მზერა არ მომწონს. რაღაც არაა ჩემი ანუკის მსგავსად სანდრო ..მასთან მშვიდად ვერ ვიქნებოდი.ისეთი შეგრძნება მაქვს რომ გართობა კი არ უნდა ბიჭის გამოჭერის სურვილი კლავს. იქნებ მე მაქვს მართლა ფობია, არ ვიცი უბრალოდ ამ შეგრძნებას ვერ ვიშორებ ესაა და ეს. ის ფაქტი მარიზიანებს რომ ვეჩნად მიჩითავს თავის დაქალ მაკოს რომლის შესახებაც ყველამ იცის და ჩემი დამოკიდებულებაც,მაგრამ არა მაინც უნდა გამოჩნდეს ჰორიზონტზე და მომიჩოჩდეს გვერდით . რაც სერიოზულად მხდის ცუდად. არასტუმართმოყვარე ვარ ალბათ... საღამოს ექვსზე მარტო ვიყავი. ჩემ ძმას ველაპარაკე,მშობლები მოვიკითხე და გასეირნება გადავწყვიტე. მერე დაჩისთან ავედი სახლში ,მასტან საუბარი მშველის ყოველთვის. ისეთი მშვიდი, გაწონასწორებული და დინჯია საოცარი მრჩეველი იქმენება მისგან. ყველაფერს ისიც განაპირობებს რომ გამომძიებელია ,სიტუაციებს და ადამიანებს თავიდანვე ცნობს. -ანუ სამსახურიდან წამოხვედი და თავისუფალი ბიჭი ხარ -მომბეზრდა უკვე -ადრეც მიკვირდა უსაქმოდ როგორ ძლებდი. მე ვკვდები, როცა საქმე არ მაქვს -შენ ყოველთვის ეგრე ხარ.. არ შეგიძლია უბრალოდ გართობა -სულ გართობას რა მუღამი აქვს.რომ გენატრება მერე უფრო მაგრად ერთობი. მაგაზე გამახსენდა... ცოტნე კიდევ დადის იმ შენ მეზობელ ნაშასთან? -კი რა ხდება? -არაა არაფერი...ისე გამახსენდა. ანუკი როგორ მოეწყო იტალიაში? -კარგად... სწავლობს და გახარებულია . ასე ამბობს მასწავლებლებს მოვწონვარ და მალე მიხილავ როგორც ვარსკვლავსო -მართლა კარგად მღერის ...უნდა ვაღიარო ნიჭიერი გოგონაა -რატომ არ მოგწონს არავინ გამაგებინე. ანუკის რას ერჩი , წინა საუკუნეში ხარ ცარჩენილი რა არის იმაში ცუდი რომ ქალი სიამოვნებას იღებს და პრობლემებს არ ქმნის -არაფერი მხოლოდ ის რომ მსგავსი ურთიერთობები გრძნობებს აქრობს ,აციებს და საერთოდ აღარ იარსებებს მალე გრძნობა სახელად „სიყვარული“ ყველა თავისუფალი ურთიერთობით დატკბება და ვინ იფიქრებს „უღელში თავის გაყოფას“ -რაღაც მხრივ მართალი ხარ,მაგრამ მე მაინც ჩემი ცხოვრების სიტილი მაკმაყოფილებს -შენ ქალების გარეშე არსებობა არ შეგიძლია ..ერთხელ აიკიდებ რამეს და ნახავ -ოო ნუ ახურებ თუ ძმა ხარ- მანაც ვერ შეიკავა თავი და გაიცინა -ხუმრობას შევეშვათ და მითხარი რატომ გამოექეცი მარიამს -გამოვექეცი ახალი აზრია...ჯერ არ მომისმენია . აბა მითხარი თქვენი თეორია ბატონო გამომძიებელო -სხვამ რა თეორია წამოაყენა არ ვიცი,ჩემი მარტივი ხვდებოდი რომ ზედმეტად უახლოვდებოდი და თავის დახსნა გადაწყვიტე ,რადგან სერიოზული ურთიერთობები გეზიზღება -საოცარი მიზეზია ყოჩაღ -დარწმუნებული ვარ მარიამი რომ მოვიდეს ნებისმიერ შემოთავაზებაზე დათანხმდები,ასე საკუთარ თავს დააჯერებ რომ მას სურს შენთან შენ კი შეგიძლია მის გარეშე გაძლება და -და მერე რა იქნება ღმერთმა უწყის -იქნებ ვეღირსო ნათლულს -ხო არ გაგიჟდი ...ღმერთმა დამიფაროს მისგან შვილი? საერთოდ მე და ის? უბრალოდ მივეჩვიე და რაღაცნაირად გულთან მივიტანე მისი პრობლემები ხომ იცი რა ტიპი ვარ... -კაი ნუ კაკანებ დაჯექი მანდ - დაჩი ახარხარდა და დივანს მიეყრდნო . ჯანდაბა ყველამ დამწვა ... არადა მეც არ ვიცი ნორმალურად რა მინდა,თუმცა ფაქტია რომ ჩვეულებრივი ურთიერთობა არ მქონდა მარიამთან ... მას მერე არ გვისაუბრია ამაზე. დაჩი ერთი და იგივე თემის ტკეპნას ვერ იტანს. რადგან აზრს იშვიათად იცვლის. სამსახურის ამბები მომიყვა ,ცოტა კიდევ დავლიეთ და შემდეგ წავიდა. რამდენიმე დღე გადაბმულად ვერთობოდი. ვიღაც წითურთმიანი მყავდა სახლში კარზე ზარის ხმა რომ გაისმა. შარვალი ამოვიცვი და კარის გასაღებად გავედი. ლამის ენა ჩამივარდა მარიამი რომ დავინახე ზუსტად ისეთივე გამომეტყველებით როგორც პირველი შეხვედრისას ჰქონდა. არც უკითხავს პირდაპირ შემოვიდა ბინაში და ბრძანება გასცა -ვინც გყავს გაუშვი ახლავე! საქმე მაქვს -უკაცრავად მომესმა? -ბევრი დრო არ მაქვს ერთი აქტის ჩაგდება არაფერს დაგიშავებს - გამომხედა წარბაზიდულმა და ისევ მომაშორა მზერა . ამდენი ხანია არ მინახავს და იმის ნაცვლად მონატრება მეგრძნო ისევ ბრაზს ვგრძნობ,ისევ იგივეს რაც თავიდან იყო. ნამდვილი ალქაჯია რომლის დახრჩობის სურვილი მაქვს. საძინებელში დავბრუნდი მაისური გადავიცვი და ჟღალთმიანს წასვლა ვთხოვე. არ შემწინააღმდეგებია ,უბრალოდ არ მოეწონა რომ ვუშვებდი. მისაღებში ვიყავი და ქალბატონს ვუყურებდი რომ გამოვიდა მაკოცა და წავიდა.მარიამმა თვალი გააყოლა და ტუჩები დაბრიცა წამით. -აბა გისმენთ ... -ყოველთვის სტუმართმოყვარე იყავი... -მეჩქარებაო ხომ თქვით, დრო არ იცდის .რამ შეგაწუხათ? -ნიკოლოზი ჩემი ქონებიდან წილს არ იღებს, შესაბამისად ისევ თავის კომპანიას უბრუნდება და ჩემ საქმეებში ვერ დამეხმარება აქედან გამომდინარე ისევ უნდა დაბრუნდე -არა გმადლობთ... -არც მიუქცევია ჩემი უარისთვის ყურადღება ისევ იმავე ტონალობაში განაგრძო -კომოანიას ისევ სჭირდები და შენი მოვალეობები გელოდებიან - თავის ტავს რომ არ ახსენებს ეს ალქაჯი ! თან კი არ ითხოვს მიბრძანებს . -კომპანიის საჭიროებების შესრულება ჩემი დავალება არასდროს ყოფილა, მე თქვენ უნდა დაგხმარებოდით,როგორც სჩანს თქვენ არ გჭირდებით შესაბამისად -ელი რომ გეტყვი სენ გარეშე ვერაფერს ვაკეთებ-თქო და დაბრუნება გთხოვო? -ჩემთან ხართ სახლში, ამხელა გზა გამოიარეთ და ვფიქრობ ბრძანებას სხვა ვინმესაც დაავალებდით. გავიგე საკმაოდ ბევრი კანდიდატი გყავდათ ჩემ ნაცვლად ბოლო ერთ თვეში და ნუთუ შემცვლელი ვერ იპოვე- არ ელოდა ამ ინფორმაციას თუ ვფლობდი ,მაგრამ ჩემი ლიზიკო რას ვერ გაიგებს. თითები ნერვიულად აათამაშა ,მაგრამ ისევ ისე მიცქერდა. თავიდან ვიწყებთ!=მაპატიეთ მაგრამ ვერ დავბრუნდბეი. როცა თავად გექნებათ პრობლემა და დაგჭირდებათ ჩემი დახმარება თქვენ გვერდით მიგულეთ . აღარ დაგაყოვნებთ- შენ გაჩვენებ როგორ უნდა საუბარი , ალქაჯო! წამოდგა ,მეგონა წავიდოდა ის კი ჩემკენ წამოვიდა წინ დადგა და ისე რომ თვალი არ მოუსორებია მითხრა -მჭირდები ... - ისე მიყურებდა ,ისეთი ხმა ჰქონდა გავითიშე .რას მიკეთებს ეს ქალი თითქოს მე ვმართავდი სიტუაციას სანამ გონს მოვეგე უკვე თანხმობა მქონდა ნათქვამი -ხვალ სამსახურში გელოდები -ხელი მსუბუქად დამადო მხარზე უფრო მოიწია და ლოყაზე მაკოცა.წამით შეჩერდა თითქოს ღრმად ჩაისუნთქა და წავიდა. ეს რა ჯანდაბა იყო ..ნუთუ მე დამიყოლია ასე მარტივად, ასე გადავიფიქრე გადაწყვეტილება შევცვალე? არ არსებობს ,შეუძლებელია ეს ჩემ თავს ხდებოდეს. ეს ალქაჯი ვერ მმარტავს.შეუძლებელია ,როცა ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდი ვერ დავუშვებ ისევ ამირიოს ყველაფერი. მთელი საღამო გიჟს ვგავდი. ვერაფეირ მოვიფიქრე . ბოლოს გადავწყვიტე მისი გაგიჯება დამეწყო,ყოველგავრი დათმობის გარეშე და თავად მომიშორებდა თავიდან,თან სამუდამოდ. მერე ყველაფერი დალაგდებოდა, აღარც მარიამი იქნებოდა და აღარც მასზე ფიქრები ჩემ გონებაში . საცოდავი კაცივით ვიცავ თავს იდუმალი პრობლემისგან ,მაგრამ არაფერი მადარდებს . მხოლოდ მისი გაქრობა მინდა ჩემი ტვინიდან. დილით ადრე გამეღვიძა, მოვემზადე მშვიდად ვისაუზმე და წავედი. შენობაში შესვლისთანავე მივიქციე ყურადღება. ყველა მესალმებოდა და მილოცავდა დაბრუნებას. აშკარად უხაროდათ,ეტყობა იმ დესპოტმა გააგიჟა ყველა ჩემი წასვლის შემდეგ. როგორც იქნა ლიფტში შევედი და ბოლო სართულზეც ავაღწიე. ლიზიკოსტვის არაფერი მითქვამს გაგიჯდება რომ დამინახავს. პირველად მისი მაგიდისკენ გავიხედე ,მაგრამ აღარ იყო იქ. მარიამის დივანთან არც შევჩერებულვარ,უბრალოდ მივესალმე გამიღიმა და პირდაპირ კაბინეტში შევედი. ალბათ ისევ უკან დავბრუნდები ...სანამ ეს გავიფიქრე უკვე არმოვაჩინე რომ კაბინეტებს ძველი იერი ჰქონდა დაბრუნებული მათ შორის ისევ მინის კედელი იყო . ქალბატონი აშკარად მელოდა, იჯდა წელში გამართული და კმაყოფილი გამომეტყველებით მიცქერდა. -გამარჯობა ქალბატონო მარიამ... -კეთილი იყოს შენი დაბრუნება -როგორც სჩანს ჩემ კაბინეტში ვბრუნდები და მდივანი სად გაქრა? -ლიზი ნიკოლოზთან გადავიდა -რა? ნიკოლოზს თავისი მდივანი არ ჰყოფნიდა ჩემი რომ არ წაეყვანა? -გუშინ გადავწყვიტე... არ მეგონა მნიშვნელობა თუ ჰქონდა,ნიკოლოზს კი სჭირდებოდა ახალი მდივანი და ეკას კანდიდატი განვიხილეთ. შესაბამისად ელიზაბეტი მისი შემცვლელია და მოუწევს დროებით იქ ყოფნა ორი გაიძვერა, რა ჩაიფიქრეთ. ე.ი ნიკოლოზთან მოუხდება დღეს წასვლა? რა საინტერესო სანახავები იქნებიან ღმერთო რა სანახაობას ვტოვებ. -შენი თანაშემწე უკვე შევარჩიე ... წუთი წუთზე მოვა ძალიან მშვიდად მესაუბრება, მაგრამ ემოცია ხმაზე ეტყობა .თვალებზე აღარაფერს ვამბობ , საინტერესოა ასე თუ ვმოქმედებ მის განწყობაზე. ეს უფრო ართულებს საქმეს და არ მაწყობს საერთოდ რატომ უხარია ჩემი დაბრუნება ასე . -ჩემ კაბინეტში ვიქნები ... ნივთები ისევ უნდა ამოვალაგო -დაალაგეს უკვე ... წინასწარ იცოდა რომ დამაბრუნებდა. როგორ მინდა დავახრჩო ! საბინეტში შევდივარ, მაგრამ რა აზრი აქვს იქედანაც მშვენივრად ვხედავ. გასაწევი კარი აქვს კედელში ჩამონტაჟებული .ჟალუზის ჩამოფარებას ვაპირებდი ,მაგრამ არ იყო ამ დროს გამომხედა და ტუჩის კუთხე ასწია. უკვე დაიწყო ნერვებზე თამაში , ახლა აქაც უნდა მაკონტროლოს? სამაგიერო კაბინეტის ამბისთვის . რარაც უნდა მოვიფიქრო სასწრაფოდ,მაგრამ არ შემიძლია ეს წინასწარი გეგმები . ექსპრომტად მოვიფიქრებ რამეს. იმედია მდივანი მაინც იქნება ნორმალური და ვიღაც ტიპურ სწერვა ტუჩებდაბერილ არსებას არ მომიყვანს ჩალიჩი რომ მომინდეს. ლეპტოპი გავხსენი და დაველოდე როდის მივიღებდი ახალი საქმის დეტალებს.თუმცა ამ ერთ თვეშ რაც გააკეთა ისიც გასარკვევი მაქვს ეს რომ გავიგო . ზუსტად ათ საათზე დააკაკუნეს კარზე -მობრძანდით...-როგორც კი ვუთხარი მაშინვე გაიღო კარი და მგონი ანგელოზი შემოფარფატდდა. ისე საყვარლად გამიღიმა , ვის დაეკარგა ეს ბავშვი -გამარჯობათ ბატონო დემეტრე -გამარჯობა - ინსტიქტურად გამეღიმა .უკვე შემოაბიჯა და ჩემკენ წამოვიდა. არ ყოფილა ბავშვი , შევცდი. -მე თქვენი მდივანი ვარ , თაია წერეთელი- გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე და გავუღიმე. კიდევ კარგი ჩემი ფიქრი არ გამართლდდა და ეს პრინცესა შეარჩია ქალბატონმა ალქაჯმა. აშკარად მიმართლებს მდივნებში . იმედია საქმეს კარგად გაართმევს თავს. ლიზიკოს შემდეგ გამიჭირდება,მაგრამ არაუშავს ერთი მშვიდი ნაზი არსება მჭირდება ახლოს სულ რომ არ გავგიჟდე. გოგონას გავესაუბრე კითხვები დავუსვი და მივხვდი რომ საკმაოდ განატლებული,ჭკვიანი და ზრდილობიანი გოგონაა. ის რაც მჭირდება , ასე რომ ყველაფერი რიგზე იყო. მეორე კურსის სტუდენტი ვარო რომ მითხრა გამიკვირდა, თუმცა უფრო დიდი ვერც წარმომედგინა. ქალბატონი მომავალი იურისტი ყოფილა დიდი სიამოვნებით დავეხმარები ,ერთით მეტი ნაცნობი იურისტი არავის აწყენს. როცა უკვე საქმის დრო დადგა მივხვდი რომ ამ ორი თვეში ძალიან გავზარმაცდი და საშინლად მეზარებოდა ამ უღიმღამოს საქმის კეთება. მარიამს გავხედე ,ქაღალდებში იყო თავით ჩაფლული და რაღაცას ამოწმებდა. მერე სადღაც დარეკა და მცირე ხნიანი საუბრის შემდეგ ერთ-ერთი განყოფილების უფროსი გამოჩნდა კაბინეტში. ქალბატონი ისეთი სახით ელაპარაკებოდა ტიპი გაშავდა. მერე რაღაც აუხსნა და გაიძურწა იქედან. მარიამმა ისე უცებ გამომხედა თავის შებრუნება კი არა მზერის არიდება ვერ მოვახერხე. სადიან ხვდება რომ ვუყურებ ,კუდიანი! უცებ ვიღებ საბუთებს და მასთან შევდივარ. -რა ხდება? -მნშვნელოვან საქმეზე ვარ გასასვლელიდა იმედია ამათ თქვენ მიხედავთ- სიზარმაცე... ვიცი გაბრაზდება -მიბრძანდი- რაოოოო? მომესმა? მიშვებს? - არ მიდიხარ? -თაია როგორ სეარჩიე? -რომ მოვიდა მაშინვე მივხვდი რომ ის გამოგვადგებოდა . რამე პრობლემაა? -არა არავითარი... -შემიძლია შევცვალო თუ არ მოგწონს - მოიცა ჩემი აზრი აინტერესებს? მეთამაშება , მოვკლავ ნამდვილად წინასწარ იცოდა ცუდად მოქცევას რომ ვაპირებდი თუ რა ხდებოდა ვერ გეტყვით. ყველაფერზე მეთანხმებოდა,ყველა სულელურ წინადადებაზე ,ზოგჯერ კი ბრაზდებოდა ,მაგრამ მაინც მეთანხმებოდა სიტყვიერად და მერე აშკარად ხალისობდა ჩემი გამომეტყველებით. ეს მხოლდო ერთი კვირა ბოლოს ვეღარ გაუძლო და იმხელა ხმაზ ეიღრიალა ჩემი მორიგი სისულელის დახეტქებისას ლამის გული გამისკდა. საწყალ მზერა ვსტყორცნე და შევიჭერი როლში. აი მას მერე ჩვეულებრივი მარიამი დაბრუნდა და უბრალოდ მიმორჩილებდა. თაიაზე პირველი წარმოდგენა გამართლდა ბოლომდე, ნამდვილი ანგელოზია . რომ იცინის პატარა ბავშივით ეჩხვლიტება ტუჩები. ნამდვილი ღიმილა გოგოა. ისე გახსნილი არ არის როგორც ლიზიკო,მაგრამ ვფიქრობ კარგი ურთიერთობა გავქვს. ჩემ გადარეულს ყოველ დღე ვუკავშირდები და ნახევარი საათი მარტო „ლუციფერის“ ლანძღვას ვისმენ. დანარჩენი ჩემ ამბავს კითხულობს და მერე კარგ ხასიათზე დგება და მეც მახალისებს. ერთ-ერთი წამოწყებული პროექტი უნდა დაგვესრულებინა ამიტომ თაია ჩემთან დავიბარე სახლში. მშვიდი გარემო შევქმენი მუშაობისთვის და შევუდექით საქმეს. ლამის გავითიშე იმდენი დეტალი იყო შესამოწმებელი -დავიღალე -მეც ,მაგრამ ამაღამ თუ არ დავასრულებთ ქალბატონი მარიამი მოგვკლავს -ეს იურიდიული მხარე მე როგორ შევისწავლო რა უბედურებაა ყველაფერი კი არ ვიცი მართლა -რაღაც მხრივ მეც ვერკვევი ,მაგრამ ჯერ თავს ვერ დავდებ სისწორეში თან მნიშვნელოვანია და -აუ მშია -თუ გაქვთ პროდუქტები მე მოვამზადებ -ოქრო ხარ... გეფიცები მეორე ვიზიტზე მე გაგიმასპინძლდები -იქეთაა ხომ სამზარეულო -აჰაა- მობილური ავიღე და დაჩის დავურეკე -ალო -გძინავს შე ჩემა? -ორი საათია ,რა დროს მირეკავ შენ შიგ ხო არ გაქ -არაააა -აუ დემეტრე რამე მნიშვნელოვანი საქმე თუ არ გაქ დაგენძრა იცოდე -მჭირდები ! ხვალ თუ არ გინდა ჩემი ტრუპი მორგში ნახო -რა ხდება შე ჩემა- მივხვდი წამოვარდა -სად ხარ -ნუ გეშინია არ ვჩხუბობ ... მარა ამრიამი დამბრიდავს. ჩემო კანონებში გარკვეულო მაშველო და სულის ვარდო მოდი რა ჩემთან -ამ დროს რა კანონი აგიტყდა ბიჭო გამისკდა გული..ვინმე დაბრიდე? -ნუ ატრაკებ თუ ძმა ხარ ..მოხვალ? -მოვალ აბა რას ვიზამ ... ნახევარ საათში ვიქნები -კარგი არაა პრობლემა მობილური გადავდე და სამზარეულოში გავედი. სახლში ნამდვილი მზარეული მყოლია რას მოვესწარი აქამდე არავინ მომიყვანია აქ ისეთი ჩემ იმედზე რომ არ ყოფილიყო. ქალბატონი რაღაც ორ კერძს ამზადებდა და ბზრიალებდა. -ვაუუ... რატომ არ მითხარი ასეტი კაგრი მზარეული თუ იყავი? -არ გიკითხავთ -კიდევ რა ნიჭს ფლობ ისეთს რაც გამომადგება -ნიჭს? არაფერს. ეს ისე უბრალოდ ზაფხულში კურსებზე დავდიოდი დედაჩემთან. შეფმზარეულია და გადავწყვიტე თავად სკოლაში მიმეკითხა თორე ისე არ არის სახლში თითქმის სწავლება კი ეზარება. -საინტერესოა ... აუცილებლად დავაგემოვნებ მის ნახელავსაც. ხომ წამიყვან იმ რესტორანში? -დიახ ... -იურისტობა რატომ გადაწყვიტე? -მინდა დავეხმარო იმ ადამიანებს ვინც უდანაშაულოა და ციხესი ხვდებიან. ვიცი არ ვგავარ დამცველს ... -ძალიან კარგია რომ არ ჰგავხარ... რომ მოუგებ ყველას შოკი იქნება. გინდა დაგეხმარო? -არაა ..მალე მომზადდება უბრალოდ მოითუშება -მე მაგიდას გავაწყობ მაშინ- თეფშები გამოვიღე ,ჭიქები და მაგიდაზე დავდე. სამს რომ შეხედა გაუკვირდა,მაგრამ არაფერი უკითხავს. ეს თვისება მიყვარს ყველაზე მეტად, არასდროს სვამს ზედმეტ კითხვებს. თაია ისევ სამზარეულოში გავიდა, კარზე კი ზარის ხმა გაისმა. სწრაფად გავაღე -აბა რა ხდება ჩემ იმედზე მყოფო ერთადერთო სულიერო - სახლში შემოაჭრა სიცილით მისმა აღმატებულებამ -აუ რა კაი სუნია ეე საჭმელს აკეთებ? რა იცოდი მშიერმა რო დავიძინე - სამზარეულოსკენ გაიქცა ეგრევე სიტყვის თქმა ვერ მოვასწარ.უკან მივყვებოდი ,მაგრმა ჯერ მსხვრევის ხმა გავიგე და მერე შევიხედე . დაჩი თაიას უყურებდა ის კი ხელიდან გავარდნილ თეფშს ,მერე მე და მერე თვალების ფახუნით შეშინებული სესცქეროდა დაჩის. ბატონმა გამომძიებელმა მე გამომხედა ,აშკარად გაცინება უნდოდა თვალებში ჭინკები უხტოდნენ , მე კი მიზეზს ვერ მივხვდი თავიდან -ვითომ მომავალი იურისტი მზარეულად რატომ გყავს დემეტრე? -იცნობ? თაია ჩემი თანაშემწეა. თაი საიდან იცნობ?- გოგოს გავხედე აკანკალებული ხელებით რომ ცდილობდა ნამსხვრევების აღებას- შეეშვი მაგას მე ავიღებ ხელია რ გაიჭრა- გვერდით გავსვი და გავუღიმე ხმა რომ ამოეღო - აბა საიდან იცნობ დაჩის? -ის ... ბატონი დაჩი ჩემი ლექტორია გადავწყვიტე კიდევ ერთი თავი დამედო ... ხვალ კიდევ დავდებ .იმედია მოგეწონებათ მიყვარხართ ... გადახედავ ვერ მოვასწარი და თუ "ცუდი" სიტყვები შეგხვდებათ გამოტოვებული ასოს გარეშე მაპატიეთ მე უზრდელს მიყყვარხაართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.