შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი გრძნობები(5)


2-02-2017, 19:38
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 9 968

-ვითომ მომავალი იურისტი მზარეულად რატომ გყავს დემეტრე?
-იცნობ? თაია ჩემი თანაშემწეა. თაი საიდან იცნობ?- გოგოს გავხედე აკანკალებული ხელებით რომ ცდილობდა ნამსხვრევების აღებას- შეეშვი მაგას მე ავიღებ ხელია რ გაიჭრა- გვერდით გავსვი და გავუღიმე ხმა რომ ამოეღო - აბა საიდან იცნობ დაჩის?
-ის ... ბატონი დაჩი ჩემი ლექტორია
-კაი მართლა? რა პატარა ქალაქია მოკლედ .სად დაგახვედრე სტუდენტი ხედავ? -დაცის გავხედე და ეშმაკურად გავიცინე. იმან თვალები აატრიალა და ჯიბეებში ჩაიწყო ხელები ასე მაშინ აკეთებს ემოციას რომ ფარავს და თითებს მალავს.
-ნამდვილად- ჩაიცინა და უკან შებრუნდა-მისაღებში დაგელოდებით.
-გადი შენც მე გამოვიტან
-ა არაა მე თავად გამოვიტან. მეტს აღარაფერს გავტეხავ პირობას გაძლევთ.იმისთვის მაპატიეთ რა შემთხვევით მომივიდა
-დამშვიდდი არაა ტირანი ...- პირდაპირ გავარტყი ასე რომ აჭიკჭიკდა უცებ,ცავარდნილი ხმით
-ნამდვილი სატანას მოციქულია ტირანი ნამდვილად არ არის - ჩუმად თქვა და თეფშზე გადმოიღო კერძი . ლამაზად დააწყო სალათიც და ამოისუნთქა- ჩემი წასვლის შანსი არ..
-არც იფიქრო!- ხელი ოდნავ მივადე წელზე და ისიც წავიდა. მისაღებში შესვლამდე მისი ღრმა ჩასუნთქვა გავიგე.
მაგიდასთან მისვლამდე რამდენჯერმე აერია ნაბიჯები.არადა ამ ცქრიალა გოგოს აქამდე მსგავსი რამ არ დამართნია. დაჩის გავხედე უყურებდა და ისე გველურად იცინოდა როგორც იცის. როგორც კი გავხედე მხრები აიჩეჩა რა შუაში ვარო და მაგიდისკენ დაიძრა. თაია რომ გასწორდა ზუსტად მის უკან იდგა და ვითომც არაფერი ისე ამეტყველდა. მომიკლავს ეს მე თანაშემწეს და კიდევ ერთის მოსვლას ვერ გადავიტან
- დემე შენი ნახელავია ეს გემრიელობა?
-არაა თაიმ მოამზადა
-ოჰ არადა მშიოდა...
-დაჩი- ისე გავხედე თვალები აატრიალა. დაჯდა თაის გვერდით და მთელი დროის განმავლობაში ვუყურებდი როგორ აწამებდა გოგოს . ჩვეულებრივი წამება იყო სხვა არაფერი დამიჯერეთ.
რომ გავსინჯე ისე მომეწონა ემოცია ვერ დავფარე
-უგემრიელესია ... მოკლედ ყველაფერი კარგად გამოგდის თაი
-ყველაფერი სწავლის გარდა. სამსახური კი გიშოვნია და შეეშვი იურისტობაზე ოცნებას-კაი რა რატოა ასეტი ბოროტი ეს ბიჭი. ისე აემღვრა თვალები თაის გული დამეწვა. ის კი კმაყოფილი მზერით უცქერდა .მეგონა არაფერს ეტყოდა ,მაგრამ შევცდი
-ლექტორის გადასაწყვეტი არ არის ვინ ისწავლის და ვინ არა...მოვალეობა მხოლოდ ლექციის ჩატარებაა - წვენი აიღო და მოსვა ,არ ვიცი რა მხოდა უცებ გადასცდა და ხველა აუტყდა. დაჩიმ მაგიდის ქვემოდან რომ ამოსწია ხელი და ზურგზე მოუთათუნა მერე რამდენიმე ვარიანტი განივიხილე დახრჩობის და ისევ გამეცინა.
რა მაცინებს ჩემი ძმაკაცი პედოფილი გამხდარა და ვერაფერი გავიგე. როდის ჩაგიგდებ მარტოს ხელში რომ დაგაფრქვევინო ყველაფერი.
-კარგად ხარ?
-ყველაფერთან ერთად დალევაც არ სცოდნია ... შენ კიდე აქებ .რა კეთილი ხარ მოკლედ ყველა უსუსურს მფარველობ -უსუსური რა იყო ახლა... მოკლედ ამ გოგოს გამწარება ახარებს. ეს ნერვების მოშლა არ არის და ვერ ვიგებ გულის ტკენა რა უბედურება. ამ სადისტს რას გაუგებ. - ახლა მესმის რატომ დამირეკე...
არაფერი მითქვამს. მზერაც საკმარისი იყო ცოტა ხნით შეესვა საუბარს.
რომ დავასრულეთ „ვახშმობა“ თაია მ დაიწყო ალაგება. ხელი ჩავკიდე და გავაჩერე
-დაჯექი ...
-მე ავალაგებ რა პრობლემაა დემეტრე
-თაია...
-კარგი ,შეგიძლიათ მითხრათ სააბაზანო სად არის?
-მე გაცვენებ ... რაც მალე აალაგებ მით მალე დავასრულებთ საქმეს- ისე უცებ მოკიდა ხელი მკლავში და გაიყვანა ვერაფერი ვუტხარი. სწრაფად ავალაგე და უკან დავბრუნდი. დაჩი მისაღებში იჯდა და ჟურნალების მაგიდაზე გაშლილ საბუთებს ამოწმებდა
-რა იყო ეს ...
-რა იყო?
-მერე დაგელაპარაკები
-უფლებადამცველი ნუ ხდები თუ ძმა ხარ... მარიამი ამათ მოგვარებას რატო გავალებს. იურისტი არ გყავთ ნორმალური?
-კი ,მაგრამ მე მაინც ყველაფერს ვამოწმებ...
თაია რომ დაბრუნდა ჩემ გვერდით დაჯდა . იმდენჯერ წაკბინა დაჩიმ თან ისე რომ ფაქტობრივად არც შეუხედავს მისთვის მეგონა ბოლი აუვიდოდა ჩემ გოგოს. უცებ გამოართვა კონტრაქტი და თითოეულ პუნქტზე ისაუბრა ,ისე ჩქარა რომ ლიზიკო გამახსენდა. მე კი გავშეშდი დაჩი კი ისე კმაყოფილი უყურებდა თითქოს ელოდა
-გამოცდაზეც დაგეწერა ეგრე და არ გექნებოდა ჩაჭრის საფრთხე...მოკლედ როგორც შენმა თანაშემწემ განაცხადა ყველაფერი რიგზეა . შენ ცოდნაში დარწმუნებული რომ ყოფილიყავი გამთენიისას წამოსვლა არ დამჭირდებოდა !- მაინც წაკბინა და მერე მე გამომხედა-კიდე არის რამე ?
-არა არაფერი...
-კარგი მაშინ წავალთ ჩვენ
-ვინ ჩვენ...
-დემეტრესთან თუ აპირებ დარჩენას მარტო წავალ
-არა მე მე არა მაგრამ არა
-ქათმის იმიტაციას აკეთებ თუ უაზროდ რატომ ყრი სიტყვებს
-შეგიძლიათ წაბრძანდეთ თუ მიდიხართ. მე საკუთარ თავს მივხედავ
-ხო რა თქმა უნდა- წამოდგა ტყავის ქურთუკი მოიცვა , თაიას ჩანთა აიღო და გოგონას ხელი ჩაკიდა - ნახვამდის დემე- თვალი ჩამიკრა -შენ საყვარელ თანაშემწეს მე მივიყვან სახლში,შენ აღარ შეგაწუხებ- თავისუფალი ხელი მხარზე მომარტყა და თაია წაიყვანა.
გავიგე როგორ უთხრა მარტო წავალ არ შეწუხდეთო ,მაგრამ მეეჭვება დაჩის ყურადღება მიექცია. გზაში არაფერს ეტყვის იმედია ისეთს გული რომ გაუხეთქოს.
საბუთები დავაწყვე და დასაძინებლად წავედი. მაინც დავურეკე დაჩის
-ახლა რაღა გინდა შე ჩემა
-იმედია შუა გზაში არ დატოვე ის გოგო
-ჩავთვალოთ რომ არ გამიგია! მაცადე დაძინება ბიჭო - ისე იღრიალა გამეცინა- აუ მიგაკლავ ერთხელ სადმე და დავისვენებ შენგან
-მიდი დაიძინე დაიძინე... პედოფილო ლექტორო
-რა?- ახლა შენ მოგეშალოს ნერვები . მობილური გავუთიშე და დავიძინე.
მეორე დღეს ყველაფერმა კარგად ჩაიარა. საღამოს რესტორანში ავღნიშნეთ საქმის დასრულება. საკმაოდ დიდი პროექტი იყო და ყველა ტანამშრომელი იყო რესტორანში ვინც ამ საქმეს ხელმძღვანელობდა.
ნიკოლოზიც მობრძანდა. ლიზიკოს მე დავურეკე და რომ შემოანათა არ გამომპარვია ვაჟბატონის მზერა.
-დემეე- როგორც ყოველთვის მომეხვია ჩემი გადარეული და ლოყაზე მაგრად მაკოცა- მომენატრე ბოოს
-მეც გადარეულო-ჩუმად ვუთხარი და წელზე მოვხვიე ხელი- მოდი ჩემ თაიას გაგაცნობ
-გამარჯობა...ლიზი ხომ?- ისე გაუღიმა თაიმ ლიზიკო ეგრევე აჭიკჭიკდა
-ვაიმეე საყვარელოო რა კარგი ვინმეა ეს... სასიამოვნოა ჩემო შოკოლადის ფილავ
-ჩემთვისაც...
-როგორც ჩანს შენი ზესექსუალური მეგობარი დაგეხმარა და ყველაფერი მოგვარდა - მე მომმართა ლიზიმ და გაიცინა - ის არ მოვა?
-თუ მოიცლის აუცილებლად შემოგვიერთდდება და მეჩვენება თუ ჩვენი ეკონომისტი თვალს არ გაშორებს- უცებ მივაყოლე და მანაც აატრიალა თვალები
-ეკონომკლასით გავუშვებ ჯოჯოხეთში - სახე დამანჭა და თაისთან საუბარი განაგრძო.
ქალბატონი მარიამი შორიახლოს იდგა დედამისთან ერთად და რომელიღაც კომპანიონს ესაუბრებოდა. ნიკოლოზიც მათთან იყო
ჩვენმა ეკონომისტმა ვერ მოითმინა და ერთ-ერთი ცეკვის დროს ქალბატონი ლიზიკო საცეკვაოდ გაიწვია. ლიზა გაჰყვა,უბრალოდ ცეკვა უნდოდა.ვიფიქრე შემდეგ ვუშველი-თქო ,მაგრამ ვინ დამაცადა. ერთი ხელის მოხვევა წელზე და ბრუნიც არ დააცადა ნიკოლოზი რომ აესვეტა წინ. არ ვციი რა უთხრა ისე იყურებოდა მეგონა მოკლავდა იმ საწყალს. ბიჭი გამოეცალა მან კი ლიზიკოს მოხვია ხელი და ისე შეერია მოცეკვავეებს ვეღარ ვხედავდი.
-საღამომშვიდობის ... - დაჩი მოვიდა და მოგვესალმა. თაიმ არ იცოდა ისიც თუ მოდიოდა და უცებ დაიბნა
-მოხვედი ? მეგონა საქმეები გქონდა
-გადავდე ! ჩემი ბეჭითი სტუდენტიც აქ ყოფილა ,გამარჯობა ქალბატონო თალიკო
-საღამო მშვიდობის ბატონო დაჩი
-ასეთი სიტუაცია თუ იქნებოდა ვერ გამაფრთხილე?
-როგორი ასეთი
-90 წლის ხალხის გასართობად
-ანუ სათქვენოა ზუსტად - თაიამ ჩაილაპარაკა ,არ ვიცი დაჩიმაც გაიგო თუ არა მაგრამ მე სიცილი ვერ შევიკავე. დაჩიმ ისე დამიბღვირა აშკრად გაიგო უბრალოდ თაიას გაუტარა..
არაფეირ უთქვამს მისთვის მთელი საღამოს განმავლობაში, ნუ დიდხანს არც დარჩენილა მალევე წავიდა . თაიამ წავალო რომ თქვა მაშინვე „გამოუჩნდა საქმე“
მე კი დავრჩი მარტო. სიმრერა ორი დასრულდა ლიზიკოს წასვლის შემდეგ ის და ნიკოლოზი კი არსად ჩანდნენ. მთელიდ არბაზი მოვათვალიერე და შემდეგ დავურეკე. არ მიპასუხა მივხვდი რომ მასთან ერთად იყო და აღარ დამირეკავს. აივანზე გავედი წვიმდა და საკმაოდ ციოდა, ეზოში გადავიხედე და დავინახე ქალბატონ მარიამს როგორ უახლოვდებოდა ვირაც . ისე გავიარე მანძლი ეზომდე და ხელი მოვხვიე წელზე აზრზე ვერ მოვედი
-ქალბატონო მარიამ ჩვენი წასვლის დროა !
-რა თქმა უნდა... უკაცრავად ბატონო გიორგი დაგტოვებთ- აჰ თურმე კომპანიონი ყოფილა . მანქანისკენ წავედით .კარი გავუღე და ისიც ჩაჯდა
-ხვალამდე ქალბატონო მარიამ...
-ხვალ არ ვიქნები ... მე და დედა რამდენიმე დღით მილანში მივდივართ
-საშოპინგოდ ალბათ...
-რა თქმა უნდა...
-მაშ მომავალ შეხვედრამდე ქალბატონო მარიამ
რამდენიმე დღე ერთ კვირას მოიცავდა. მთელი ერთი კვირა ლაღად დავაბიჯებდი სამსახურში. მისი ბრზანებების გარეშე და ვაკვირდებოდი თაიას ,რომელსაც ფინალური გამოცდები ჰქონდა ზამთრის არადეგებამდე და სამსახურშიც კი წიგნებით დადიოდა. ვცდილობდი ბევრი დავალება არ მიმეცა და მეცადინეობის საშუალება ჰქონოდა.
ბატონი დაჩი მობრძანდა ერთ დღეს , ფანჯრიდან ვიყურებდოი. მიეჭრა თაიას,რომელიც ვიღაც ბიჭთან ერთად იდგა და საუბრობდა . ბიჭს ხელი ჩაავლო ყელში და ისე მოუჭირა მგონი დაახრჩო რაღაც უთხრა და ხელი გაუშვა. სამაგიეროდ თაია წაიყვანა და გაქრა. ორივეს ვურეკავდი არცერთი მპასუხობდა. საღამოს ჩართო როგორც იქნა მობილური და იკადრა დარეკვა
-არ დაიწყო ახლა. არაფერი მომხდარა შენი თანაშემწე მშვიდად არის სახლში უკვე დიდი ხანია
-მაშინ რატომ არ მპასუხობს
-მე რა ვიცი ... საქმე მაქვს უამრავი და მაცდენ დემუსი
-ისეთ კარგ ხასიათზე ხარ აშკარად იხალისე
-ვერ წარმოიდგენ როგორ
-რა გაუკეთე იმ გოგოს?
-რა უნდა გამეკეთებინა ბიჭო ხო არ გაგიჟდი
-ნუ ყვირი ერთი რა ,ციდი არაფერი მიგულისხმია
-ხოდა ძალიან ცუდი ... - მითხრა და გამითიშა.
ერთ კვირაში ახალი წელია მე კი ისევ თბილიში ვარ. ახლა სახლში უნდა ვიყო წესით ჩემ ოჯახთან ერთად.
-ქალბტონო მარიამ ..რა გეგმები გაქვტ ახალი წლისთვის?
-შვებულებას მოგცემ ნუ ღელავ
-არ ვღელავ...გეკითხებით უბრალოდ
-დედა მიდის და ალბათ მარტო ვიქნები სახლში
-დედა მიდის? ღმერთო რა საოცარი ამბავია
-რა გინდა დემეტრე?
-დაგპატიჟებთ ჩემთან- ეს მე ვთქვი? არაუშავს მაინც არ წამოვა ქუთაისში რა უნდა ქალბატონ მარიამს.
-დარწმუნებული ხარ?
-ამ არა...- უცებ ვუთხარი და გასვლა დავაპირე
-წამოვალ რა თქმა უდნა.. მინდა შენი მშობლები გავიცნო.მამაზე მომიყვებიან...
-მართლა? უკან მიმაქვს მოწვევა... აღარ მივდივარ საერთოდ ქუთაისში
-დემეტრე... კარგი სხვა დროს ვნახავ შენ მშობლებს. საახალწლო ღონისძიებას დაესწარი და შემდეგ შეგიძლია წახვიდე. სხვა თუ არაფერი გინდა კარი ღიაა
წამოვედი ...
დადგა ღონისძიების დღეც, გულუხვმა ქალბატონმა ყველა თანამსრომელს დაურიგა საახალწლო პრემიები მიუხედავად იმისა რომ არავინ ელოდა ალქაჯისგან ამ ჟესტს.
აღმოჩნდა რომ საახალწლო წვეულებაზე ერთი წესი ჰქონდა ბატონ მიხეილს შემოღებული ჯერ კიდევ იმ დღიდან როცა პირველი საახალწლო წვეულება იმართებოდა მის იმპერიაში. ყველა სტუმარს ნიღაბი უნდა კეთებოდა , აღმოჩნდა რომ ამ დღისთვის ყველა განსაკუთრებით ემზადებოდა. მიხეილი საოცარ საღამოს უწყობდა შრომისმოყვარე თანამშრომლებს . ყველას შეეძლო პარტნიორის დაპანიჟება და მეწყვილესთან ერთად მოსვლა. მე როგორც ვიპ თანამშრომელმა ჩემი ბიჭები დავპატიჟე გიო, ცოტნე და დაჩი. ნუ ლიზიკო თავისთავად იქნებოდა. რაღა დაგიმალოთ და ვგრძNობდი წინასწარ რომ მაგარი საღამო იქნებოდა.
დილას სამსახურში ვიყავით, ყველა საღამოს დაგეგმილ წვეულებაზე საუბრობდა.
-ქალბატონო მარიამ ახლა მაინც მეტყვით რა დაგეგმეთ საღამოსთვის?
-ერთადერთი რამ არის რაც შენ გარეშე გავაკეთე და შენთვისაც სიურპრიზი უნდა იყოს -ძალიან მშვიდად მითხრა და ჩანთა აიღო
-მიდიხართ უკვე?
-უნდა მოვემზადო ... თან დედას უნდა დავურეკო .
-შემიძლია წავიდე?
-არა! აკონტროლე რომ ყველა სამუშაოს დასრულებამდე დარჩეს,თორემ საჩუქრებს აღარ დავარიგებინებ
-რა საჩუქრებს
-როგორც ყველგან ... ისეა აქაც რა გჭირს შენ
-რა ხდება გამაგებინეთ ვინმემ ნორმალურად - მარიამი წავიდ ამე კი თაიასთან დავრჩი-თაი რა საჩუქრებზე ლაპარაკობდა?
-ყველას უნდა გვქონდეს საჩუქარი საღამოს. ქალბატონ მარიამს ექნება დიდ მინის თასში ყველა თანამშრომლის სახელი ჩაგდებული სათითაოდ ამოიღებენ სახელებს და ვისი სახელიც ამოგივა მას მისცემ საჩუქარს. ეს შეიძლება იყოს უბრალო მდივანი, რომელიმე ოფისის დირექტორი ან თავად ქალბატონი მარიამი
-მე რატომ არ მითხრა?
-თქვენ კანონიერი თანამშრომელი არ ხართ ...
-ანუ მე საჩუქარს არავის გადავცემ?ალქაჯი ეგ! როგორ გამიჩალიჩა . ის თასი სად არის?
-მარიამის მდივანს აქვს
-თაი შეგიძლია ის გოგო მოაშორო აქედან? ყავა გადაასხი ან რა ვციი რომ გავიდეს ორი წუთით
-კარგიი და რას აპირებთ?
-მიყურე და გაიგებ...როგორ ფურცლებზე წერია სახელები
-სპეციალურად იბეჭდება ბატონო დემეტრე ...
-რაა? მე რატო არ ვიცოდი ეს
-არ ცარეულხართ და იმიტომ
-ხო რა გამოიყენა ჩემი ბედნიერება იმით გამოწვეული რომ ერტ საქმე მაინც მომაშორა
-უნდა დაგეთანხმოთ...ახლა რას აპირებთ?
-ვინ დაამზადა ეგ სახელები იმას დაურეკე და უთხარი ერთ საათში ჰქონდეს გამზადებული ჩემი სახელი . შეძლებ?
-მოვახერხებ რამეს...
-თაი მოახერხებ თუ არა
-მოვწონვარ იმ ბიჭს და გამოვიყენებ ამ ერთხელ
-საჩუქარს მოგცემ იცოდე - ლოყაზე მაგრად ვაკოცე და კაბინეტში შევედი.ჩემი ნივთები ავიღე და კომპანია დავტოვე.
-ლიზიიკოოოოო- გადარეულს დავურეკე და უცებ მივაყარე სანამ რამეს იტყოდა- ჩემო სიცოცხლე და ერტადერთო,ჩემო განუმეორებელო არსებავ და ჩემო სულის ნაწილო მჭირდები
-სამწუხაროდ დაკავებულია !- ორი სიტყვა გავიგე და მობილურს დავხედე. ჯანდაბა ნიკოლოზს ისეთი ხმა ჰქონდა მეგონა ყურში ტყვია ჩამეღვრებოდა და მომკლავდა. სანამ რამე ვუთხარი მობილური გათიშა. ვიფიქრე დავრეკავ ისევ-თქო ,მაგრამ ვიცი უფრო გაგიჟდებოდა და გავჩერდი. ვიფიქრე რამე ორიგინალურს მომაფიქრებინებს-თქო და ახლა მომიწევს რამე ჩვეულებრივის ყიდვა თან ისეთის კაცსაც რომ გაეხარდეს და ქალსაც? ვაიმე არ მინდა იყოს გადავიფიქრე თამაში ისე მივალ და გავერთობი . სანამ მანქანას ვმართავდი და ვფიქრობდი ლიზიკომ დამირეკა
-დემე შენი ზარი იყო
-ნიკოლოზს რა უნდოდა შენ ტელეფონს?
-ვის? ლუციფერს? გასული ვიყავი და
-კაი დამშვიდდიი...
-რა გინდოდა ?
-საჩუქარი უნდა შევარჩიო ამ საღამოსთვის რამე ორიგინალური ისეთი რომ ბიჭსაც მოეწონოს და გოგოსაც
-პრეზერვატივი-ისე სერიოზული ხმით მითხრა მეთქი მომესმა. მერე ერთიანად იხეთქა სიცილმა და ძლივს გავჩუმდი.რომ წარმოვიდგინე როგორ ვაძლევ შეფუთულ პრეზერვატივს ვინმეს ხსნის და ყველას აჩვენებს საჩუქარს -რა არი სასაცილო , თავდაცვა უპირველეს ყოვლისა
-არ შეწუხდე მაქვს ბლომად
-კარგი თუ არ გინდა არ მოგცემ ...
-შენი ბოსი რას ყიდულობს
-კუბოს...
-აუუ ლიზიკოოო.ახლოსაა ეგ სადმე?
-კი აბა?
-მოიცა ესმის?
-რა თქმა უნდა
-რა სახე აქვს წარმომიდგენია
-ვერ წარმოიდგენ
-ფრთხილად რამე არ გესროლოს
-იქნებ პირდაპირ ამაფეთქოს
-შეიძლება...
-მოკლედ რას ვაპირებთ? წამოვიღო თუ არა
-გოგოოო... გეყოს ახლა ნუ მოაკლევინებ თავს. როდის გამოხვალ?
-საღამოსთვსი მომზადება უნდა მოვასწრო და მანამდე შემოგივლი მოვასწრებთ არ იდარდო
-ვაიმე რას მოვასწრებთ..რა სიტყვებს იძახი გოგო გაგიჟდება
-სულაც არა ... სულერთია
-ეგრე გეგონოს... სულერთი რო იყოს არ გაბრაზდებოდა
-წავედი და მოვალ მალეეე
რა გოგო დავკარგე?
სახლში მივედი ტანსაცმელი გავამზადე შავი ნიღაბიც გვერდით დავდე და ლიზიკოც დამატყდა თავს. ხელში რამდენიმე ყუთი ეჭირა
-საჩუქრები მოვიტანეეე
-რა?კი მაგრამ
-ნუ ღელავ ჩემი ფული არ დამიხარჯავს..სად მაქ საცოდავ სტუდენს მაგდენი ფული. თაის დავუკავშირდი და გადმომირიცხა.
-რეებია?
-არ გახსაა . ეს თუ კაცი იქნება მოგაწოდებ ყველა ასაკზე წავა საათია ისეთია რაფერი. ეს ორი კი 40 წლამდე ქალისთვის და ლურჯში 40 წელს გადაცილებული ქალისთვის საჩუქარია
-არ მეტყვი რა არის?
-არააა ... არც გახსნი იცოდე!
-კი მაგრამ..თავი არ მომჭრა გოგო რამე საოცრება არ იყოს.. მართლა პრეზერვატივი ხო არაა
-ოო არა ეგ ყველაზე სულელური გადაწყვეტილება იქნებოდა..უფანტაზიო გგონივარ? კაი წავედი თორე დამაგვიანდება
-მოიცა ერთ წუთს.იმას როგორ გამოექეცი
-გამოვექეცი სწორი შენიშვნაა.ისე მიყურებდა კიდევ კარგი ნატქვამი ჰქონდა ადრე შეგიძლია წასვლაო.სანამ გელაპარაკებოდი მანამ ავიღე ნივტები და მერე უცებ გამოვვარდი სანამ წამტეხდა კისერს.მიყვარხარ სიხარულოო წავედი - მაკოცა და გავარდა.
ისე იყო შეფუთული ყუთები მართლა ვერ გავხსნიდი . ამიტომ ვენდე განგებას ...
მოვემზადე და ჩემი საჩუქრებით წავედი რესტორნისკენ.უკვე საღამოს ცხრა საათი იყო . ყუთები გადავიტანე და შენობაში შევედი. ჩემი მაგიდა მაჩვენეს და იქეთ წავედი. თაი იქ იყო უკვე შესანიშნავად გამოიყურებოდა ბრწყინავდა იმდენად რომ ჩემ პედოფილ ძმაკაცს დარწმუნებული ვარ გააგიჟებს. გიო და ცოტნეც უკან მომყვნენ . დაჩი როგორც ყოველთვის იგვიანებს
-ნიღაბში საოცრად ვგრძნობ თავს...
-სექსუალური ფანტაზიები გიჩნდება ჩიტო?
-გეყოფათ ნუ გამიგიჟებთ გოგოს ...ლიზი კი არაა ეს
-კარგი ჩუმად ვართ...არ მოგვაქციო საყვარელო ყურადღება ცოტა ვერ ვართ
-არაუშავს
-მოკლედ თაი ეს ყუთები სადმე დადე რა.. მე რომ ამოვიღებ სახელს ყველას იცნობ შენდ ა თუ კაცი იქნა შავი ყუთი მომაწოდე, თუ ახალგაზრდა ქალი ეს წითელი ყუთი, თუ საშუალო ხნის ქალი ლურჯი ყუთი
-კარგით...
-დანარჩენ საჩუქრებს რას უზამ ?
-შენ მოგცემ
-ისე არ მჩუქნი რამეს სიცარულო?
-კი რა თქმა უნდა ..ეს გაწყობს?- მაგიდახე ხელს ვდებ თიტები მოკეცილი მავს მხოლოდ შუა მაქვს გაშლილი. ცოტნე დაყურბს ხელსს დიდი ინტერესით და მერე წარბებს კრავს
-მეც იგივეს გაჩუქებ თუ გინდა ოღონდ ჩემი უფრო დიდია
-გარყვნილო არსებებო რა დღეში ხართ- დაჩი გვადგება თავზე და ისე მიჭერს მხარზე ხელს მგონი გატეხა ძალი. ჯანდაბა ახლა გამახსენდა თაი, გოგო თვალებგაფართოებული მიყურებდა ,არ ელოდა ჩემგან .
-ამას ვის ხედავს ჩემი ორი თვალი... თვით საუკეთესო გამომძიებელი, უბადლო ლექტორი, სექსბომბა , ქალების მასვ...
-გიორგიიი სანამ ენა შეგრჩენია პირში და სხვაგან არ გადაგიტანე გაჩუმდი- ჩუმად ეუბნება და უღიმის.
-ოკ- ეკრიწება გადარეული და თაიას უყურებს შეთქმულივით- ლამაზო ქალბატონო ნორმალურად არც გიცნობთ და ნირაბი რომ მოიხსნათ არ შეიძლება?
-არ შეიძლება, წესია ასეთი- უცებ ვეუბნები სანამ დაჩი შეიშლება და თვალით ვანიშნებ .ის რა თქმა უნდა ყველაფერს ხვდება და იღიმის
-ხოო? არ მჯერა
-დაიჯერე...
-მაგარია... საინტერესო წესი ჰქონიათ- უცებ აკეთებს და დაჩის უყურებს- ყოჩაღ დაჩიკოო
ასე გიჟობდნენ სანამ ლიზიკო არ მოვიდა. მოსვლა არ ერქვა ამას, ისე საოცრად გამოიყურებდა მართლა გამიხარდა და რომ არ არის,თუმცა რა მნშვნელობა აქ სულ არ მომეწონა როგორც უყურებდნენ.
-ნა ცამივარდა ჩემო ლამაზო ...ია ვშოკე - მსუბუქად ვაკოცე ლოყაზე და ჩუმად ვუთხარი
-დიდი პატივია ჩემო სიმპაწიურო...შოკოლადის ფილაც აქ ყოფილა. როგორ ხართ ბიჭებო?
-არაჩვეულებრივად გამოიყურები... გეფიცები ვერ გიცანი სანამ არ დაილაპარაკე
-და იფიქრე ათასი სისულელე ხო?
-ვერ მოვასწარი მთლად
-გარყვნილო - ხელი მიარტყა ცოტნეს და გაიცინა. - ეს ანგელოზი ვის დაეკარგა ? შენთანაა დემუსი?
-ხო დაახლოებით- ვუცინი და თაის ვუღიმი- მე სულ ანგელოზები მყავს ირგვლივ
-ჯერ ჩვენ გვიგულისხმა და მერე თქვენ
-ღმერთო ამას მართლა არააქ მწყობრშ მგონი- ლიზიმ თქვა ჩუმად და გიორგიმაც სიცილი ევრ შეიკავა
-აბა თუ შეწყვეტთ !
-კაგრი ლექტორო დაგვიმშვიდდი !
-დაგამშვიდებ ახლა!
ორჯერ დაჩის გაფრთხილება მართლა გაფრთხილება იყო და შეწყვიტეს უზრდელური გამოსვლები. ლიზიკო ჩვენ მაგიდასთან იდგა და შესაბამისად გავხალისდდით. ყველა მაგიდა დაიკავეს, მხოლდო მარიამი არ ჩანდა. უკვე მესამე თუ მეოთხე ჭიქას ვსვამდი ამდენ სიცილში ყველამ კარისკენ რომ გაიხედა. მეც შევბრუნდი და მერე არაღაფერი მახსოვს. ყველა გაქრა და დარჩა მხოლოდ დედოფალი. ერთადერთი და განუმეორებელი. წითელი კაბა ეცვა რაღაც საოცარი ნიღაბი ეკეთა , წითელი ტუჩსაცხი მის ბაგეებს უფრო მიმზიდველს ხდიდა. შავი თმა ლამაზად შეეკრა , თვალები კი ნიღაბიდან ისე იმზირებოდნენ სულს მიხუთავდა.
აქამდე თუ ეჭვი მეპარებოდა იმ წამს ზუსტად ვიცოდი რომ ეს ქალი მთელ ჩემ ცხოვრებას შეცვლიდა ბოლოს. ყველა ტაშით შეეგება. მოდიოდა ხალხს შორის საოცრად მოარხევდა სხეულს და იღიმოდა . თავის მაგიდასთან მივიდა ,მიკროფონი მიაწოდეს ყველას მიულოცა დამდეგი ახალი წელი და გარტობისკენ მოუწოდა. ზუსტად არ მახსოვს საქმესაც სეეხო ორიოდ სიტყვით მე მხოლოდ ვუყურებდი . არცერთხელ გამოუხედავს ჩემკენ და ამან ბრაზიც აღძრა ჩემში,მაგრამ არაფერი მადარდება .
შემდეგ დაიწყეს ცეკვა, გართობა. საოცარი სიმღერები ჟღერდა. ნამდვილად არ იყო მოსაწყენი საღამო . მელაპარაკებოდნენ ჩემ გვერდიტ მყოფები მაგრამ არაფერი მესმოდა. ასე ჯიქურ ვუცქერდი ქალბატონს სანამ დაჩიმ არ მომიჭირა მკლავზე ხელი
-გეყოფა ! ზედმეტია უკვე ასეც ნუ გაითიშები
-ღვთაებრივია
-გეთანხმები , მაგრამ ნუ დაარწმუნებ რომ ბოლომდე გმართავს
-მმართავს და როგორ
-სულ გამოლენჩდი ბიჭო?-ჩუმად მეჩხუბებოდა- მოიხედე აქეთ ... ამ რამდნეიმე თვეში როგორ დაგაჩმორა ტო
-არ ვიცი...
-ვახ ჩემი მაგრად დაგენძრა
-აი რატო არ მინდოდა დაბრუნება...
-აი რატომ გინდოდა...
-რა მინდოდა ასე რომ ვყოფილიყავი?
-ხო ... შენ ამ ქალის მონიბისკენ გაქ მიდრეკილება
-შენ თუ დამცინებდი ოდესმე რას ვიფიქრებდი!
-კარგი მთლად მონობა არ გამოგივა შენ...მაგრამ მხოლოდ მასთან რომ ხარ ასე ეს ხო ფაქტია . რა დღე დადგა ,რას მოვესწარი
-გაჩუმდი გთხოვ
-ვქრები საერთოდ , მე ჩემ პატარა ანგელოზს მივხედავ ჯობს.დიდი ხანია არ გამიწვალებია- გაიცინა და ლიზიკოსთან მოჟღურტულე თაის გვერდით დაუდგა, ხლეი წელზე მოხვია და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. მერე საცეკვაოდ წავიდნენ. მაქსიმალურად ვეცადე მარიამის დაიგნორებას. ლიზიკო საცეკვაოდ გავიწვიე. ის ის იყო განვტვირთე და მოვეშვი ნიკოლოზი და მარიამი რომ დავინახე. ვალსს ცეკვავდა და-ძმა . მოულოდნელად ნიკა გაჩერდა და მეწყვილე წამართვა. როგორ გავუშვებდი ამ შანსს მარიამმა ის იყო უკან დაიხია ხელი რომ მოვხვიე და სხეულზე ავიკარი. მერე ვერ ვაცნობიერებდი რას ვაკეთებდი, მგონი სულ ოდნავ ვყვებოდით მელოდიას, ისე კი ჩახუტებულები ვიდექით. ხელები ყელზე მომხვია და სუნთქვაარეული მიყურებდა თვალებში . გამოვფხიზლდი და ცეკვა დავიწყეთ. არაფერი მითქვამს უბრალოდ ვუყურებდი, ხელიც არ ამიმოძრავებია წელზე მივადე და გავიყინე .
-არ მეგონა შენც თუ დაემსგავსებოდი სხვებს- ჩემკენ მოსწია თავი ისე რომ ყურთან მეხებოდა მისი ტუჩები
-ვერ მიგიხვდით ქალბატონო მარიამ
-შენც ისე მიყურებ როგორც ყველა სხვა ,ისე როგორც უბრალო სექსუალურ ფიტულს - მისი სიტყვები ისრებივით მესობოდა. ნუთუ მართალი იყო მხოლოდ მისი გარეგნობის გამო იწვევდა ამ ემოციებს ჩემში? ისე მომწონდა როგორც უბრალოდ სხვა ყველა ქალი? არა სისულელეა მე ხომ მას სხვა ქალებთან არ ვაიგივებ, არასდროს! ის სულ სხვაა ჩემთვის...
-ცდები! მე როგორც გიყურებ ისე ვერავინ შემოგხედავს - ეს რომ ვუთხარი ისევ გასწორდა,, ისევ თვალებში მიყურებდა .არ ვიცი რატომ ,მაგრამ გაეღიმა .იქნებ იმიტომ რომ სიმართლეს ვეუბნებოდი, გულწრფელი ვიყავი .სრულიად დარწმუნებული საკუთარი სიტყვებში...ღიმილს თავის მხარზე დადება მოჰყვა. მელოდიას ისე მსუბუქად ვყვებოდით თითქოს ვფარფატებდი მასთან ერთად სადრაც მაღლა ღრუბლებში. ნეტარებას ვგრძნობდი, ყველაზე გამორჩეულს და განსხვავებულს .პირველად ვგრძნობდი ...
ცეკვის დასასრულს , წამში მომშორდა და გაქრა. ჩემს ადგილს დავუბრუნდი ლიზი კი მათთან დარჩა.
საჩუქრების გადაცემის ცერემონია რომ დაიწყო კარგად გავერთე, ძრითადად ყველა ხსნიდა საჩუქარს. ჩემი სახელიც გაჟღერდა დაგეგმილივით თაიმ ამოიღო და კმაყოფილმა გაიღიმა
-გილოცავთ ახალ წელს - გამიღიმა და საჩუქარი გამომიწოდა
-რა არის? შეიძლება გავხსნა?
-სუნამოა...თქვენ რომ გიყვართ ის
-იმ შენზე გაგიჟებულ ბიჭთან ჩააწყვე ხომ?- ეს რომ ვუთხარი დაჩის იქ ყოფნა აღარ გამითვალისწნებია. თაი უხერხულად შეიშმუშნა,ოდნავ შეუფერადდა ღაწვები
-არ შემეძლო საჩუქრის მოფიქრება ... გამიმართლა თან სხვამ რომ არ ამოიღო თქვენი სახელი
-გმადლობ საჩუქრისთვის...მე პირდაპირ 31-ში გადმოგცემ -თვალი ცავუკარი და მე წავედი ფურცლის ამოსაღებად. ბაბთით შეკრული პატარა გრაგნილი გავხსენი და ხმამაღლა დავიწყე კითხვა -მარიამ ასათიანი- ჯანდაბა შარში ვარ. მარიამი? რაღა ის შემხვდა. თაი ყუთს მაწვდის, მარიამთან მივდივარ, ლიზას თვალები უფართოვდება,ჯანდაბა მგონი დავიღუპე,,ყელა მე მიყურებს უნდ აგადავცე ყუთი სხვა გზა არ მაქვს
-გილოცავთ ქალბატონო მარიამ- ყუთს მართმევს,ლოყაზ ემსუბუქად ვკოცნი უკან ვიხევ და ლიზა უცებ მეუბნება
-შიგნით ქალის თეთრეულია ...- მარტო ეს მესმის ,მარიამს სთხოვენ გახსნას ყუთი უცებ რომ ვადებ ხელს ბაბთას
-თუ შეიძლება ქალბატონი მარიამის საჩუქარი უცნობი დარჩეს...
-ახლა კი დროა ქალბატონმა მარიამმა გაუკეთოს ერთ-ერთ იღბლიან თანამშრომელს საახალწლო საჩუქარი. ახალთახალი მანქანა “Range rover sport” . მეორე სავსე თასთან მიდის ქალბატონი მარიამი ჩემი მაშველი ლიზიკოს საშუალებით, რომელმაც საკუთარი დანაშაულიც გამოისყიდა . ყურადღება მარიამზე გადამაქვს. ვმშვიდდები რადგან იქ ნამდვილად არ არის ჩემი სახელი. მარიამი იღებს ბარათს და პაუზის შემდეგ ამბობს ერთ-ერთი თანამშრომლის სახელს. ოვაციები და მილოცვები რომ დაიწყო მერე მივუბრუნდი ლიზის ხელი ჩავავლე და იქედან გავიყვანე
-სულ გაგიჟდი გოგო შენ? ახლა რა ვქნა მარიამი შეიშლება ის რომ ნახოს
-შენ ხომ არ იცოდი ... უფრო სწორად რა ვიცოდი მარიამი თუ ქინებოდა
-რა დევს იქ კიდე.სკამაოდ დიდი ყუთია
-საცვლები, პენუარი , ფუმფულა ბეწვით ხელბორკილები იმავე ფერში ანუ შავში და ..
-ხელბორკილები? მოიცა კიდეა რამე?
-ხო... ფრთები
-რა ფრთები იმაში ფრთა როგორ ცაატიე
-იკეცებოდა და ... არ გაბრაზდე რა რა ვიცოდი მე მაინცადამაინც მარიამი თუ ქინებოდა.ს ხვა კიდე 40 წლამდე ვინც არის ყველას მოსწონხარ, ვისაც არ მოსწონხარ გათხოვილია და გაახარებდა ქმარს .შენ კიდე მაინცადამაინც მარიამს დაავლე ხელი
-გიჟი ხარ... უნდა გამოვართვა
-რა გამოართვა..რას ეტყვი აღარ გაძლევ საჩუქარსო? თან იმხელა ყუთს როგორ გამოართმევ შეუმჩნევლად
-მოგკლავ!
-მანამ მარიამმა თუ არ მოგკლა კი-აკისკისდდა და მანამ იცინოდა სანამ ნიკოლოზი არ დაინახა აივნის მეორე ბოლოს. რას უშვება ეს ბიჭი ასეთს ვერ გეტყვით,მაგრამ ერთი შეხედვა და ლიზიკოს გათიშვა ერთდროულად ხდება. ამჯერად კი ვიღაც ქალბატონს „ესაუბრებოდა“ ნიკუშა და ლიზა ისე გაბრაზდა თვალებიდან ცეცხლს ისროდა-მე უნდა წავიდე- უცებ თქვა და მოხდენილი ნაბიჯებით გაემართა წყვილისკენ. ვუყურებდი როგორ მოხვია მკლავზე ხელები ამირეჯიბს და ყელზე ტუჩები მიაწება. მეგონა მეჩვენებოდა,მაგრამ მოჩვენებები არ მაქვს ზოგადად . იქ დავრჩებოდი და გავერთობოდი ,მაგრამ მარიამი დვაინახე როგორ მიდიოდა ჩემი ყუთისკენ და ისე უცებ წავედი მისკენ თვალები გაუფართოვდა
-რა ხდება?
-ა არაფერი . მიდიხართ უკვე? მინდოდა მეკითხა ქუთაისში დაცვის თანხლებით წამოხვალთ თუ ჩემთან ერთად
-მგონი ბოლოს გითხარი რომ სხვა დროს ...
-კარგით რა იმდღევანდელის გამო?უბრალოდ ვიხუმრე...დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებთ
-მეეჭვება! - მომახალა და იმ წამს მოსულ თანამშრომელს გაუბა ბაასი. ყუთს ვუყურებდი და ვერაფერი მოვიფიქრე. სანამ ვფიქრობდი მარიამს ცეკვა სთხოვეს და იმ წამსვე გახდა წყვილი ჩემი თვალტვალის ობიექტი. ხომ ვამბობ,მაგრად გავები. მგონი ვეჭვიანობ, ან არ ვიცი უბრალოდ ვბრაზობ ,ფაქტია სუნთქვა მეკვრის როცა სხვა ეხება და თვალებით ხდის. სეიძლება ითქვას რომ მეც იგივეს ვაკეთებდი...არა სისულელეა მე ისე არ მიფიქრია როგორც ზოგადად ,უხამსი ფიქრები არ მქონია ,ის ხომ მარიამია
ვფიქრობდი და როგორ გავჩნდი მათთან არ ვიცი, ფაქტია მეწყვილეს დავაშორე და ახლა უკვე ჩემ მკლავებშია მოქცეული
-როგორ იქცევი!
-როგორ...
-ასე ნუ მიყურებ და ყურადღებას ნუ იქცევ! შენ არ ხარ ტანამშრომელი და საერთოდ შეუმჩნეველი უნდა იყო -ჩუმად მეჩხუბებოდა. მეც შევამცნიე რომ ყველა ჩვენ გვიყურებდა. ხელი ოდნავ შევუში და დავატრიალე ,მერე ისევ წელზე მოვხვიე და ანთებულ თვალებში ჩავხედე
-ვგავარ იმ კაცს რომელსაც ჩრდილში ყოფნა შეუძლია?
-საერთოდ არ ვიცი ვის ან რას ჰგავხარ! მე გეუბნები როგორიც უნდა იყო
-ასე რომ ბრაზდები ყველა იფიქრებს რომ ვჩხუბობთ ..გაიღიმეთ ქალბატონო მარიამ
-შენ როგორც იტყვი- წარბიც არ შეუხრია უცებ დამაბიჯა ფეხი და ლამის ხელი მოვტეხე ისე მოვუჭირე ინსტიქტურად
-თავს ნუ მესხმით
-უბრალოდ ნაბიჯები ამერია...
-ტყუილი არ გამოგდით
-დიდოსტატი ვარ
-მეეჭვება
რა ჯანდაბა მემართება დებილივით რატო ვუღიმი. სულ გამომაშტერა ამ ქალმა. თვითონ მიბრიალებს თვალებს და მე დემეტრე მხეიძე ვლენჩდები? რა არის ყველა გოგოს დაბოლების გამო ერთიანად მიხდი ღმერთო?
-სიმღერა დასრულდა და ხელს თუ გამიშვებ დამავალებ- რას მერჩის რატომ მიბღვერს,რა დავუშავე.ახლა მაინც არ ვუშლი ნერვებს . მეტის ღირსი ვარ რო არ ვაბრაზებ
-აი ისევ დაიწყო - ისევ ჩავავლე ხელი და მსუბუქად მოვქაჩე ჩემკენ-დედოფალო რატომ ხარ გაბრაზებული?
-ნუთუ ვერ ხვდები
-თუ მეტყვი...
-ღმერთო რა ცინიკოზი ხარ !
-უსამართლო ხართ დედოფალო - ეს სულელური ღიმილი გამომადგა, მასზეც მოქმედებს ჩემი ღიმილის დროს დაწვრილებული თვალები აშკარად ცდილობს მზერა მომასოროს ,მაგრამ ეს არც ისე მარტივია
-როგორ ვერ გიტან
-თქვენ ხმას ,მზერას და გულისცემას თუ დავუჯერებთ მეუბნებით რომ გაგიჟებთ
-რა..როგორ ბედავ!- ოჰ რამდენი ხანია არ უთქვამს თავისი“როგორ ბედავ“ მაკიაჟი იცავს თორემ დარწმუნებული ვარ მთელი სახე უხურს . ასე ბავშვივით რომ იქცევა ჭკუას მაკარგვინებს
-ჩშ..ნუ აღელვდებით დედოფალო- მკლავზე გადავიწვინე მარტივი მოძრაობით და წამში შეეკვრა სუნთქვა, მასთან იმდენად ახლოს ვიყავი სულ ცოტა და გონება დამებინდებოდა. სწრაფად მოვიზიდე ჩემკენ და ისევ ავიკარი სხეულზე. ნეტავ ოდესმე მიგვრძვნია ასეთი ჟრუანტელი მსგავსი ქმედებით? არ მახსოვს ...
უეცრად დედოფალს ხელიდან მაცლიან ,ლიზა მეხვევა და ჩემს თიტებში ხლართავს თითებს, მარიამს ვუყურებ ნიკოლოზი ეცეკვება და იქედან მიბღვერს
-ეს რა იყო
-ყველა თქვენ გიყურებდათ იცი აქ რამდენი ჟურნალისტია? გინდა ხვალ მარიამის საყვარელი გაგხადონ?სულ გაგიჟდი? რა გჭირს
-ჯანდაბა!
-ლუციფერი გაგიჟებულია! უფრთხილდი
-შენ რომ გაშინებს ბევრს არ ნიშნავს ჩიტო
-მოვიდა უცებ ხასიათზე ...წეხან ძაან დაშტერებული იყავი?
-რას ნიშნავს დაშტერებული
-იცი რასაც
-და ის რას ნიშნავდა ნიკოლოზს რომ მიეჭერი და გამოსტაცე იმ ნაშას
-რასაც ნიშნავდა იმას...
-მოიცა რამე გამომრჩა?
-ქუთაისში მეც მოვდივარ ხვალ...
-ვინ დაგპატიჟა!
-სანდრიკოომ
-ჩემ ძმასთან რა გინდა გოგო
-უნდა შევაცდინო -გადარეული როგორ ჩამომრჩება აბა დაიხიოს უკან არ გამომყვეს ბოლომდე .- ისე ერთი ინდივიდი რომ არ მიფორიაქებდეს შინაგან ქალღმერთს შენ საყვარელ ძამიკოს კი შეაცდენდა მართლა კაცი
-ოოო შენ არ იცი ჩემი ბიჭი რო მასე მარტივი შესაცდენი არ არის
-ისე მართლა ხო წამიყვან ...
-წაგიყვან ჩიტო აბა რას ვიზამ ...
-ვინები იქნებიან კიდევ?
-წელს ბევრნი იქნებით პირველად ჩვენთან ... თაიც მოდის და ქალბატონი დედოფალი
-მარიამი ?
-ხო ... ნუ ხვალამდე თუ არ გადაიფიქრა იმ ხელბორკილებს რომ ნახავს..რა გაცინებს
-წარმოვიდგინე მისი სახე და
-ავდგები ახლა და გავუგზავნი ხელოვნურ ას;;; შენ ნიკოლოზს და დავაწერ „ლიზიკოსგან საახალწლო საჩუქრად“ იცინე მერე მისი სახის წარმოდგენისას-აი როგორ უნდა გააჩუმო გოგო. დადუმდა კი არ აგაქვავდა, მგონი ზედმეტად სერიოზული ხმით ვუთხარი ისე გაუფართოვდა თვალები
-მარიამს გამოარტვი და ეგ გაუგზავნე ... ან ახლავე ამოაცალე ყუთიდან
-რააა?- გამაბა ამ საზიზღარმა გოგომ. ისე ახარხარდა ყველა ჩვენ გვიყურებდა მერე მხარზე დამადო ტავი დაისე ფხუკუნებდა- გადაგიხდი მაგისთვის გეფიცები
-ნუ ღელავ ეგ ნამდვილად არ მიყიდია... ჯანდაბა !- თავი ჩემ მხარზე ედო და სადღაც იხედებოდა უცებ რო შეწყვიტა სიცილი და გასწორდა
-რა ხდება?
-საშინელება მოხდება თუ არ წავალ ... არ ჩაერიო. მარიამს მიაქციე ყურადღება და სიტუაცია აკონტროლე .ნიკოლოზი გააჩერე - უცებ მიაყარა მომშორდა და კარისკენ წავიდა. დავინახე ვირაც ბიჯი როგორ გადიოდა ,მაგრამ კარგად ვერ გავარჩიე . უკან რომ მოვიედე ლიზაც აღარ იყო.თან ისე გაქრა ნიკოლოზმაც ვერ შეამჩნია
-ელიზა სად არის?
-ის გავიდა...საქმე გამოუჩნდა- მე კი ვეუბნები მშვიდად ,მაგრამ ნიკოლოზი რამდენად ტყუვდება ვერ გეტყვით. ისე მიყურებს აშკარაა აზრი არ აქვს ჩემ სიტყვებს .
მობილურში იყურებოდა ორი წუთი ზუსტად მერე მარტო“შევეც.’ გავიგე და გავარდა. ისე რომ დაცვაც არ წაუყვანია, მარიამიც გააგიჟა და ამას ისიც დაემატა რომ მეატასედ ვურეკავდი ლიზას და არ პასუხობდა.
-გამაგებინებ რა ხდება? - დედოფალი მიტევს. ხელს ავლებს ყუთს და კლათჩს თვალით მანიშნებს გავყვე და საზოგადოებას ვეცლებით. -მიპასუხე
-არ ვიცი ქალბატონო მარიამ.. თქვენი ძმის თვალთავლი ჩემთვის არ დაგივალებიათ
-სამაგიეროდ ის გიჟი იცი სად დაქრის და მიიყოლებს თან ჩემი ძმის ტვინს
-არ მესმის რაზე საუბრობთ- ეს რომ ვუთხარი ისე უცებ მობრუნდა და მწვდა საყელოში ბაბთაზე მეტად მომიჭირა
-მთელი კვირაა ნერვებს მაწყვეტ და ახლა ერთიანად თუ არ გინდა ვიფეთქო მითხარი სად წავიდა ნიკოლოზი და რა შარში გახვია იმ შენმა გიჟმა
-დამშვიდდით დედოფალო- ხელი ხელზე მოვუჭირე და მვოიშორე- ლეო ქალბატონი სახლში წაიყვანე - დაცვის უფროსს გავხედე მანქანის კარი გავუღე -ჩაჯექი მარიამ სანამ ჟურნალისტებმა დაგაფიქსირეს- ვანიშნე რამდენიმე პაპარაცზე, სახე მოეღრიცა გაბრაზებული ჩაჯდა მანქანაში . მე კი ლეოს მივუბრუნდი- იზრუნე იმაზე რომ სახლში იყოს, დაცულად
-რა თქმა უნდა
ქალბატონი წავიდა , მეც სწრაფად ჩავჯექი მანქანაში და გავშორდი იქაურობას. მოვიშორე ის დაწყევლილი ბაბთა და ლიზას კიდევ ერთხელ ვურეკავდი მისი ნომრიდან შეტყობინება რომ მოვიდა რაღაც მისამართი მომწერა თან მიწერილი ჰქონდა სწრაფ მოდი . წარმომიდგენია როგორ იყო. სადღაც სახლტან დავინახე ნიკოლოზის მანქანა და სწრააფდ გადავედი. სახლში იყვნენ , მიტოვებულ ძველ სახლს ჰგავდა. ეზოში კიდევ ერთი მანქანა იდგა. ფარები ანათებდა ეზოს. მალევე შევნიშნე ამირეჯიბი ,რომელიც იმ წამის შესული იყო ეზოში ვუყურებდი როგორ მიდიოდა ხუთიოდე ბიჭისკენ და ნაბიჯებზე ეტყობოდა საუბარს რომ არ აპირებდა. ჩხუბის სუნი მცემს და სისხლი მიდუღდება...მანამდე ლიზიკოს ვეძებ თვალებით. უცებ უსხლტება ვირაცას და კარიდან გამორბის პირველს მე მხედავს და ჩემკენ მორბის სანამ მოაღწევს მანამ იჭერს ვიღაც ინდივიდი რომელსაც ვატყობ მალე გავუერთიანებ ტავ-ყბას
-დემეტრე გააჩერე...დემე წაიყვანე და წადით - რაო წადითო? მაპატიე გადარეულო ,მაგრამ ახლა ვერ დაგიჯერებ. ტან არამგონია ნიკოლოზს შენი გაფრთხილება სჭირდებოდეს. სანამ მივალ ლიზამდე მანამ ბრუნდება გადახტა,იფრინა თუ რა გააკეთა ვერ გეტყვით ერთ ამოსუნთქვაში უკვე იმ ბიჭის ყელს სწვდა ხელით და კედელს მიახეთქა . რა თქმა უნდა საუბარი არ გამოვიდა . მხოლოდ ის მოვახერხე ლიზა იქედან გამეყვანა კი წიოდა და კიოდა ,მაგრამ მისი მოსმენის დრო არ მქონდა. ის ის იყო ერთ-ერთს ნიკოლოზისთვის ტავში უნდა ჩაერტყა ხელი რომ დავავლე და მოვაშორე. მერე როგორც ყოველთვის ცხოველურმა ინსტიქტმა იმძლავრა და სულ არ მახსოვდა რა ხდებოდა, მხოლოდ მოზრვავებული ენერგია და ურჩი ყმაწვილების დასისხლიანებული სახეები მახსოვს. ერთ-ერთს ვცემდი მარიამის ხმა რომ გავიგე ,ნიკოლოზის არ ვიცი და მე რომ ინსტიქტურად გამიშეშდა ჰაერში მუშტი ეგ ფაქტი იყო
-ახლავე შეწყვიტეთ!
უკან რომ მივიხედე ორი ლომი იდგა ერთმანეთის პირისპირ და თვალებით კლავდნენ ერთმანეთს. ხომ ვამბობ ერთმანეთს გვანან-თქო
-ახლავე მანქანაში ორივე!
-ნიკოლოზ...-არ თმობდა პოზიციას მარიამი, ლიზიკო კი ხმაჩავარდნილი აცახცახებული იდგა და სლუკუნებდა
-მანქანაში მარიამ! დროზეე
-შეწყვიტეთ და რა თქმა უნდა დავჯდები ამ დაწყევლილ მანქანაში
-შენი ქალბატონი გიბრძანებს ხომ ხედავ...-ერთ-ერთმა ამოთქვა და კიდეც წვდა ყელში
-მოვლენების დაჩქარება მიწევს.. არადა რა დასანანია . კარგად მომისმინე ლაწირაკო , ეს ყველაფერი თამაში იქნება იმასთან შედარებით რასაც გაგიკეთებ შენ და მთელ შენ ხროვას ლიზას კიდევ თუ მიუახლოვდები
-ნუ მაშინებ ძაან გთხოვ...
აღარაფერი უთქვამს გაიცინა თავი ისე დაარტყა იმ წამსვე ჩაიკეცა მერე ზურგი აქცია და დანარჩენებს მოავლო მზერა.
მარიამი მიბღვერდა , მაგრამ ძირითადად ძმას უტევდა. ჩემთვის სიტყვაც არ უთქვამს. ნიკამ კი ლიზიკოს მოხვია ხელი და მანქანაში ჩასვა
-დემეტრე მარიამს წაიყვან ხომ?- ისე უბრალოდ თქვა და გაგიჟებულ მარიამს ყურადღებაც არ მიაქცია სწრაფად ჩაჯდა და წავიდა.
-მოვკლავ !- ერთი გამოსცრა ქალბატონმა და მანქანაში ჩაჯდა- შენი წაყვანა არ მჭირდება
-ღმერთო რა გადარეულები ხართ - ჩემ მანქანაში ცავჯექი და უკან გავყევი. სახლში მივიდა. მანქანა ეზოსთან გავაცერე და უკან გავყევი. დაცვას ჩაუქროლა და სახლში შევარდა მერე იღრიალა და რაღაც ისე ისროლა ლამის მომახვედრა
-ჰეი დედოფალო ფრთხილად
-აქ რა გინდა ... მის მაგივრად გინდა შენზე ვიყარო ჯავრი?
-რამე დასალევი მინდა ყელი მიშრება- იქვე დადგმული წვენი ავიღე და მივიყუდე.
-ორი ავადმყოფი... შენც მისნაირი ველური ხარ- ისეთი ტონით ამბობდა თითქოს რაღაც ცხოველს უყურებდა-სიამოვნებას იღებთ ხალხის ცემით... პირუტყვები
-სცადე ერთხელ...- თვალი ჩავუკარი და დივანზე დავჯექი
-ნეტა შენ თავზე შეგახედა რას გავხარ.ხვალ ასე აპირებ სახლში წასვლას?
-დედაჩემს არ გაუკვირდება ნუ დარდობ...მტოვებთ მილედი?- ზურგი რომ მაქცია და სადღაც გაუჩინარდა უკან გავყევი. საძინებელში იყო და რაღაცას ეძებდა მერე უცებ გასწორდა ხელში ბამბა და სპირტი ეჭირა
-დაჯექი... სისხლს მოგწმენდ
-არ შეწუხდე...ხელებს დავიბან და მორჩა! იმედია კიდევ არ წახვალთ სადმე. ხვალ წამოგიყვანთ ლეო ჩემთან...მისამართი ვუთხარი უკვე
-უბრალოდ დაჯექი ხომ შეიძლება- ხელი მომკიდა მკლავზე და საწოლზე დამსვა
-დარწმუნებული ვარ არ გაგეგებათ ჭრილობის გაწმენდის არაფერი და თუ შეიძლება უარესად ნუ გამაწამებთ
-ერთხელ მაინც რომ გაჩუმდე და ნერვებზე უარესად არ დაუკრა ხომ შეიძლება !
-კარგი ჩუმად ვარ ...თქვენ ხელში ვარ და არ მინდა დავიღუპო
რამდენჯერმე ისე დააჭირა ჭრილობას მგონი განგებ აკეთებდა. როგორც იქნა წამება დაასრულა და შემომხედა. უცებ მზერა შეეცვალა ,სწრაფად გადმოიხარა და პერანგი გადაგლიჯა კი არ გახსნა. ჭრილობა მახსოვდა საერთოდ? მხოლოდ ვუყურებდი და გულის ბაგა-ბუგი მესმოდა. აქამდე არ მქონდა თუ რა უბედურებაა.
-დემეტრე გესმის? დემეტრე ცუდად ხარ? ძალიან გტკივა? ახლავე დავურეკავ ექიმს
-რა მტკივა...
-შენ ნორმალური ხარ საერთოდ? ზურგზე ჭრილობა გაქვს
-ნაკაწრია ... ნუ აბუქებთ ძალიან გთხოვთ
-ვერ გრძნობ? რა ადრენალინი გამოიმუშავა შენმა ორგანიზმმა ასეთი კიდევ რომ ვეგრ გღძნობ ტკივილს
-ვგრძნობ,უბრალოდ იმდენად მტკივნეულიც არ არის როგორი გამომეტყველებაც თქვენ გაქვთ. ნუ გიხარიათ ასე უცებ ვერ მომიშორებთ .ბამბა მომეცით და მოვიწმენ ...წებოვანი საკრავი გექნებათ სადმე და ეგაა
-ავადმყოფი ხარ შენ !
-გმადლობთ...მობილურს მომცემთ?
-მიხედავს ჩემი ძმა როგორმე იმ გიჟს
-მეც ვიცი რომ მიხედავს უბრალოდ მინდა დავურეკო...
აკანკალებული ხელებით მიწმენდდა ჭრილობას და შიგადაშიგ სულსუბერავდა. პატარა ბავშივით ჰქონდა შეკრული წარბები და ისე აკეთებდ აყველაფერს თითქოს ძალიან მტკენდა და ეშინოდა . სიცილი ვერ შევიკავე
-ასე თუ იქნებით დიდხანს უჰაერობით დაიგუდებით ... ან კიდევ შიშისგან გული გაგისკდებათ
-უმადური ხარ.- ეს თქვა და ისე მიაჭირა გადახვეულ ჭრილობაზე ხელი ხმა ვერ გავაკონტროლე- უიი გატკინეეე ...მაპატიე
-დიდი მადლობა დახმარებისთვის ... დროა წავიდე- უცებ წამოვიწიე ხელზე რომ დამქაჩა
-სად მიდიხარ გაგიჟდი?
-სახლში ...
-არსად მიდიხარ... ასე საჭესთან ვერ დაგსვამ და მარტო ხომ არ იქნები. აქ დარჩები... ოტახს მოვამზადებინებ
-უფროსის როლიდან გამოდიხართ და ძიძას ემსგავსებით... მშვიდ ძილს გისურვებთ . ხვალამდე - გავუღიმე ოდნავ დამშვიდობების ნიშნად და მშვიდად დავუყევი კიბეს. პერანგის შეკვრა შეუძლებელი იყო ამიტომ უბრალოდ მოვიცვი. მანქანაში ჩავჯექი და სახლში წავედი.
მგონი ეს ქალი სრულიად მთიშავს, მხოლოდ მას აღვიქვამ და როგორც კი ვშორდები სხვა შეგრძნებები მიბრუნდება. აქამდე ტკივილს ვერ ვგრძნობდი სახლში რომ შევედი ჭრილობამ შემახსენა თავი , მგონი ადრენალინიც გაქრა ჩემი სხეულიდან და უკვე ტკივილის შეგრძნება დამიბრუნდა. რამდენიმე გამაყუჩებელი დავლიე , დამაძნებელიც მივაყოლე გავიხადე და საწოლზე დაწოლისთანავე გავითიშე.
სახეზე თბილი ხელების შეხებას ვგრძნობდი, მარიამის ხმა ჩამესმოდა.მეგონა სიზმარს ვხედავდი და თვალების გახელა არ მინდოდა.
-დემეტრეე ... გაახილე თვალები თორე ჩემი ხელით მოგკლავ გეფიცები- მისი ტუჩები ლოყაზე შემეხო თავი დამადო და ღრმად ამოისუნთქა -დემეტრეე განგებ აკეთებ ხო? გინდა შემაშინო


იმედი მაქვს იმხიარულეთ ....
მიყვარხართ მეთქვენ <3 <3 <3



№1  offline წევრი chemibichi

ნუ აი არ ვიცი რა რავთქვა მოკლედგეტყვი საოცრება ხარ❤️და სულ წერე არასოდეს შეწყვიტ წერა❤️❤️❤️

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

chemibichi
ნუ აი არ ვიცი რა რავთქვა მოკლედგეტყვი საოცრება ხარ❤️და სულ წერე არასოდეს შეწყვიტ წერა❤️❤️❤️

მადლობაა smile heart_eyes

 


№3 სტუმარი Tako

სასწაულიხარ!

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

Tako
სასწაულიხარ!

მადლობ smile heart_eyes kissing_closed_eyes flushed kissing_closed_eyes

 


№5  offline წევრი M^d G1rl

ვაუუ მარიამ აღარ ხუმრობ
შოკი ხარ^^

 


№6 სტუმარი Tako

Dachis da Taia-s wkvili ragacnairad dzalian momwons"!Danarchenebic xo kargebi arian mara es wkivil istoria ro upro ganavro kargs izaav.dzalian mainteresebss

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

M^d G1rl
ვაუუ მარიამ აღარ ხუმრობ
შოკი ხარ^^

Tako
Dachis da Taia-s wkvili ragacnairad dzalian momwons"!Danarchenebic xo kargebi arian mara es wkivil istoria ro upro ganavro kargs izaav.dzalian mainteresebss

მადლობა smile
დავწერ მათზეც ცოტ ცოტას მარა გავრცობას ვერ დაგპირდებით

 


№8  offline წევრი Everything

მეათედ გეუბნები და მეთერთმეტეჯერაც გეტყვი რო ძაან მაგარი გოგო ხაარ!! საოცრებაა!!! აუ როდის "შეკრავ" დემეტრეს და მარიამს??

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

Everything
მეათედ გეუბნები და მეთერთმეტეჯერაც გეტყვი რო ძაან მაგარი გოგო ხაარ!! საოცრებაა!!! აუ როდის "შეკრავ" დემეტრეს და მარიამს??

ხოდა მეთერთმეტედ გეტყვი "მადლობააა"
კიდევ დიდხანს დააგვიანდებათ

 


№10 სტუმარი Tako

Sitvacias ro agrdzeleb xolme mase vigulisxme <3

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

Tako
Sitvacias ro agrdzeleb xolme mase vigulisxme <3

შევეცდები heart_eyes

 


№12 სტუმარი Tako

Am ghames dadeb ??

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

Tako
Am ghames dadeb ??

კი

 


№14  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ამდენი ხანია ვფიქრობ და ვერ ვხვდები ახალბედა მწერლის სტატუსი რატომ არ გაქვს? ნამდვილად იმსახურებ...
საოცარი ისტორიაა როგორც ყოველთვის....

 


№15  offline წევრი Nessa

მიშველეთ ხალხი არ ხართ ? ნიკოლოზი მიყვარს ვგიჟდები

 


№16  offline მოდერი sameone crazy girl

უცნობი ქ
ამდენი ხანია ვფიქრობ და ვერ ვხვდები ახალბედა მწერლის სტატუსი რატომ არ გაქვს? ნამდვილად იმსახურებ...
საოცარი ისტორიაა როგორც ყოველთვის....

მადლობა heart_eyes

Nessa
მიშველეთ ხალხი არ ხართ ? ნიკოლოზი მიყვარს ვგიჟდები

რა ვქნა რა გავაკეთო რით გიშველო smile bowtie

 


№17  offline წევრი mimimimo

რა კარგია.
თაია და დაჩი
ლიზიკო და ნიკოლოზი
ეს ორი მინდა ახლა განსაკუთრებულად.

 


№18  offline მოდერი sameone crazy girl

mimimimo
რა კარგია.
თაია და დაჩი
ლიზიკო და ნიკოლოზი
ეს ორი მინდა ახლა განსაკუთრებულად.

ვიცოდი რომ ყველას მეორეხარისხოვანი გმირები მეოწონებოდა ,მაგრამ ამდენადაც არ ველოდი smile შევეცდები დავწერო

 


№19 სტუმარი Kirito

Vaiimee vaime nikolozi da liziko
Dachi da taia amatze rom ar ganavrcoo
Da ar dawero tundac cota da amave istoriashi ar gapatieb
Saswauli gogo xar saswauli
Usazgvro fantaziit

 


№20  offline მოდერი sameone crazy girl

Kirito
Vaiimee vaime nikolozi da liziko
Dachi da taia amatze rom ar ganavrcoo
Da ar dawero tundac cota da amave istoriashi ar gapatieb
Saswauli gogo xar saswauli
Usazgvro fantaziit

მადლობა smile
დავწერ

 


№21  offline წევრი f43i3zxv

გოგონი 2 იურისტი ერთად რომ წარღვნაა არ იცი ? :დ მე კიდევ ნიკუსას და ლიზიკოს წყვილი მომწონს და გიოს სატრფოს ველი :დ

 


№22  offline მოდერი sameone crazy girl

f43i3zxv
გოგონი 2 იურისტი ერთად რომ წარღვნაა არ იცი ? :დ მე კიდევ ნიკუსას და ლიზიკოს წყვილი მომწონს და გიოს სატრფოს ველი :დ

მე ხომ სულ წარღვნას და ბუნებრივ კატასტროფებს ვქმნი ისეთი წყვილები მყავს და არც ისინი იქნებიან გამონაკლისები smile

 


№23  offline წევრი aNuGi

გავგიჟდები მალეეეეეე!
ეს ისტორია ჩემ საყვარელ ისტორიებში შევიდააა, აი პროსტა სასწაული ხარ რა!
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№24  offline მოდერი sameone crazy girl

aNuGi
გავგიჟდები მალეეეეეე!
ეს ისტორია ჩემ საყვარელ ისტორიებში შევიდააა, აი პროსტა სასწაული ხარ რა!

ვაიმეე არ მჯერა smile
მადლობა დიდი ჩემო ტკბილო bowtie

 


№25 სტუმარი kati

Ra kargia ase male rom Dade axali tavebi.kargad vixalise am gijebze.momdevno tavs velodebi ukve.

 


№26  offline მოდერი sameone crazy girl

kati
Ra kargia ase male rom Dade axali tavebi.kargad vixalise am gijebze.momdevno tavs velodebi ukve.

რამდენიმე საათში დავდებ heart_eyes

 


№27 სტუმარი Guest Darina

Rogorc yoveltvis esce saocreba istoriaaa shen ki tbili tkbili da gasagijebeli gogo xar chemi erterti sayvareli mwerali xar am saitzeee, martalia demetrec momwons magram sheni aleqsandre da mariami momenatraaa, ai nikolozze mec vgijdebiiii mgoni vigacas leee

 


№28  offline მოდერი sameone crazy girl

Guest Darina
Rogorc yoveltvis esce saocreba istoriaaa shen ki tbili tkbili da gasagijebeli gogo xar chemi erterti sayvareli mwerali xar am saitzeee, martalia demetrec momwons magram sheni aleqsandre da mariami momenatraaa, ai nikolozze mec vgijdebiiii mgoni vigacas leee

მადლობა heart_eyes მიხარია რომ მოგწონს ჩემი პერსონაჟები ...
ალექსანდრე და მარიამი იმდენი მყავს რომ ვეღარ ვარჩევ პირადად მე ...
მარიამს მაინც ვერ ველევი მიყვარს ჩემი სახელი და რა გავაკეთო ფანტაზია არ მყოფნის სახელებში .

 


№29  offline წევრი f43i3zxv

ისე ანგელოზი იურისტი არ მი ახავს მე :დ დაჩი მომწონს მარა რახან იურისტია არ მინდა გიო უფრო მომწონს თან :დ კარგი გოგო უპოვე :დ ამ გამოცდების დროს შემოვდივარ და ვკითხულობ მამხიარულებს და კარგ განწყობას მიქმნის ტანჯვის ღამს :დ

 


№30  offline მოდერი sameone crazy girl

f43i3zxv
ისე ანგელოზი იურისტი არ მი ახავს მე :დ დაჩი მომწონს მარა რახან იურისტია არ მინდა გიო უფრო მომწონს თან :დ კარგი გოგო უპოვე :დ ამ გამოცდების დროს შემოვდივარ და ვკითხულობ მამხიარულებს და კარგ განწყობას მიქმნის ტანჯვის ღამს :დ

გამოცდები მაქვს მეც 6 ჩავაბარე უკვე და მესმის როგორ გჭირდება გამხიარულება. იურისტები აშკარად არ მოგწონს...
გიორგის ისეთ გოგოს ვუპოვი მასაც რომ დაადუმებს და გააოცებს heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent