შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისტორიები ნაწილი 8


3-02-2017, 02:17
ავტორი ლილუუ
ნანახია 1 298

არ გადამიხედავს და ბოდიში შეცდომებისთვის


გიორგი მოჩვენებითი სიმშვიდით გამოვიდა ვერანდაზე და იქ მსხდომ ბიჭებს გადახედა. სახე გაფითრებოდა. დამხვდურების გამომეტყველებას რომ დააკვირდა, თავი ძლივს შეიმაგრა წაქცევისაგან. მიხვდა, რაღაც ცუდი ხდებოდა მისი შვილის თავს.
-მგონი ხვდებით აქ რისთვის ვარ?!_ გამომცდელად იკითხა დეტექტივმა
-მგონი კიი, დაბრძანდით და ვილაპარაკოთ,_ სკამისკენ ანიშნა ანდრეამ
-სად არის ლილუ და რა დაწმართა?_ მოწყვეტით დაეშვა სკამზე და მაშინვე შვილის ამბავი იკითხა.
-ძალიან გთხოვთ, დამშვიდდით, თანმიმდევრობით მოგიყვებით ყველაფერს და არ გაგვაწყვეტინოთ,_ უთხრა იომ და მოსაყოლად მოემზადა. ანდრეა იმდენად იყო განერვიულებული რამის თხრობას ვერ მოახერხებდა, დანიელი კი მოწმე არ ყოფილა და შეიძლება რამე გამორჩენოდა.

ლილი ცდილობდა ნერვებს არ აყოლოდა და დამშვიდებულიყო, მაგრამ თავს ვერ ერეოდა. ახლა რომ ცოტა წამალი გაეკეთებინა ხომ შეძლებდა საღად აზროვნებას? აქ, ალბათ, ექნებათ ნარკოტიკი. თუმცა, ლილუს მხოლოდ ცოტა მორფინი სჭირდება, მეტი არასოდეს არაფერი გაუსინჯავს და არც აქვს სურვილი. თავი გააქნია, აქ თავისი სისუსტე არ უნდა გამოევლინა. არავინ უნდა გაიგოს მისი მორფინზე დამოკიდებულება, თორემ ამ სისუსტით ისარგებლებენ. მაგრამ მაინც, სულ ერთი წვეთი მორფინი რომ ჰქონდეს... კანკალი აუტყდა, არ სციოდა, მაგრამ ვერ ჩერდებოდა. ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა და სუნთქვა უჭირდა. დანიელის ლანდს ვერ იშორებდა. წამლის შოვნას კიდევ მოახერხებდა, მაგრამ რამდენჯერაც სცადა იმდენჯერ დანიელიას განრისხებული სახე და წყლისფერი თვალები დაუდგა თვალწინ და ვერ შეძლო. სახლში ასე თუ ისე ერეოდა თავს და რეალურად ჰქონდა შანსი წამლისთვის თავი დაენებებინა. ახლა კი ეს წარმოუდგენელ ურვილად ეჩვენებოდა.
-ლილუ, რა გჭირს? კარგად ხარ?_ შეშფოთდა თორნიკე
-არა, არ ვარ, ყველაზე საშინელი ადამიანი ვარ ამქვეყნად,_ ჩურჩულებდა ლილუ
-გთხოვ, დამშვიდდი, გეშინია?
-არა, ეგ არაფერ შუაშია, უბრალოდ.... მართლა ყველაზე საშინელი ადამიანი ვარ..._ტირილს არ წყვეტდა გოგონა
-ლილუ, ერთიანად კანკალებ, არადა არ გცივა ოფლიანი ხარ, რა გჭირს?_ ნერვიულობისგან აღარ იცოდა რა ექნა თორნიკეს
-დანიელი მართალი იყო... არ მაპატიებს..._უკვე თავისთვის ბუტბუტებდა ლილუ და თორნიკეს ზედ ეკვროდა, თითქოს ის იყო მისი გადარჩენის ერთადერთი იმედი. ბიჭი უფრო მეტად ანერვიულდა. დანიელის ხსენებამ დააბნია. ვერ მიხვდა, რა შუაში უნდა ყოფილიყო ახლა მისი ძმა ან რაში იყო მართალი. თუმცა ლილუსთვის რაც უნდა ეკითხა, პასუხს ვერ მიიღებდა. გოგონას მდგომარეობამ სერიოზულად დააფიქრა.
-ჰეი, დამეხმარეთ, გოგონა ცუდადაა,_ დაუძახა კაცებს
-ჩვენ შენი ექიმები კი არ ვართ,_ შეუღრინა რიჟამ.
-იცოდეთ რამე რომ დაემართოს.... მოგვეხმარეთ, ჰეი, გესმით?!_ კიდევ დაუყვირათ თორნიკემ და შეწუხებუილმა გადახედა ფერდაკარგულ ლილუს, რომელიც რაღაცას ბურბუტებდა, ტიროდა და ერთიანად ოფლში ცურავდა. ქერა მიუახლოვდა და ლილუს სახე უხეშად ააწევინა, რაზეც თორნიკეს მუქარა მიიღო. ერთხანს აკვირდებოდა გოგონა და მის ამ მდგომარეობას პირველად ნანახი მამაცი ადამიანისას ადარებდა. იმ ადამიანისა, რომელმაც ბიჭის გადასარჩენად დაუფიქრებლად გაწირა თავი, რომელიც არაფერს შეუშინდა და ერთი ცრემლიც კი არ დაუღვრია სიკვდილის პირას მყოფს. მართალია მას ერთხრელ შეხვდა, მაგრამ ლილუს ახლანდელი მდგომარეობა არაადეკვატური იყო. ქერამ ერთხანს უყურა და ბოლოს გაიცინა. მისმა ამ საქციელმა თორნიკეს გაღიზიანება გამოიწვია.
-რა გაცინებს? გეუბნები ცუდადაა-მეთქი! დაყრუვდი?_ ყვიროდა ბიჭი და ცდილობდა ლილუ ახლოს ყოლოდა.
-საინტერესოა,_ მშვიდად ჩაილაპარაკა ქერამ
-რა არის საინტერესო? _ დაიბნა თორნიკე
-შენი მეგობარი გოგონა ნარკომანია,_ ღიმილით აუწყა ბიჭს ახალი ამბავი. გაოცებულმა ახვლედიანმა ჯერ ლილუს შეხედა და მერე ისევ კაცს.
-არ ვარ ნარკომანი,_ ხმის კანკალით წარმოთქვა გოგონამ
-სიმპტომებს კარგად ვცნობ, წლებია ამ საქმეზე ვმუშაობ. ახლა ძალიან გინდა წამლის მიღება და ასე იმიტომ ხარ. ეგრედ წოდებული "ლომკა" გაქვს,_ დიდი კმაყოფილებით ლაპარაკობდა ქერა
-არ ვარ ნარკომანი,_ გაიმეორა ლილუმ და თორნიკეს დაადო თავი.
-შემიძლია წამალი მოგცე, თუ მოგინდება მითხარი,_ უთხრა კაცმა და წყვილს მოშორდა. ლილუ შუბლით ეყრდნობოდა თორნიკეს მხარს და ტიროდა.
-თორნიკე, არ მომცე უფლება წამალი მოვთხოვო, გთხოვ, ცუდად ვარ, უბრალოდ არ მიმატოვო და ამის უფლება არ მომცე, თორნიკე ხმა ამოიღე, გეხვეწები, თორნიკე
-ლილუ, კარგი დამშვიდდი, მე შენთან ვარ,_ ჩასჩურჩულა და თავი თავზე დადო.
-თოკო, ნარკომანი არ ვარ, მხოლოდ მორფინზე ვარ დმოკიდებული, ვიცი ეს გამართლება არაა, მაგრამ უბრალოდ.. მე...
-ლილუ, მორჩი თავის ტანჯვას, მე შენთან ვარ და არ მოგცემ უფლებას სისულელე ჩაიდინო, უბრალოდ შენც ჩემთან დარჩი. სასოწარკვეთილმა თორნიკემ მაინც შეინარჩუნა ხმის სიმტკიცე. ახლა არ ჰქონდა დანებების უფლება. ლილუმ მის გამო თავი გაწირა და ახლაც მის გამო იყო ასეთ საფრთხეში, ამიტომ თორნიკესაც უნდა გადაერჩინა ის. მათ შორის თითქოს უხილავი ძაფი გაიბა იმ პირველი შეხვედრისთანავე და უფროდაუფრო მყარდებოდა ეს კავშირი. ლილუ მას ანგელოზად მოევლინა როცა სჭირდებოდა და თორნიკე ვალდებული იყო თავისი ანგელოზი დაეცვა.

-რას მეუბნებით, ამის შემდეგ როგორ დავმშვიდდე? ჩემი ლილუ, ჩემი პატარა გოგონა, რამდენი რამ გადახდენია და მე არაფერი ვიცოდი.,_ ემოციების მოთოკვა უჭირდა გიორგის.
-ახლა ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ, ბატონო გიორგი, ლილუ და თორნიკე უნდა გადავარჩინოთ, ამიტომ რამე უნდა მოვიფიქროთ. მილიციის ჩარევა მათ სიკვდილს უდრის,_ მშვიდად მიუგო დანიელმა, თუმცა ხელები ნერვიულად უთრთოდა.
-მართალია, ჩვენ თვითონ უნდა მოვიფიქროთ რამე, სიმართლე ითქვას უკვე ვფიქრობ რაღაც-რაღაცებს. ჩემი დამხმარე კოსტა მელოდება ჩემს სახლში, იქ წავიდეთ. ჩვენს საუბარსაც ვერავინ მოისმენს და ერთიანი ძალებით რამეს გავაწყობთ იმ ბანდიტებთან,_ ამოიოხრა გიროგიმ და ადგა. თითქოს ეს შეთავაზება კი არა ბრძანება იყო. ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს დ სამივე უკან მიყვა. ახლა მათ ერთი მიზანი ჰქონდათ და დანიელიც ფიქრობდა დეტექტივთან დროებითი ზავი კარგი იდეა იყო. ან იქნებ ეს დროებითი ზავი ხანგრძლივი ან სამუდამოც გამხდარიყო ერთი თავნება, გადარეული, მაგრამ მაინც ძალიან საყვარელი გოგოს გამო.

ჯაფარიძეების ოჯახის იდილეა კლარას აღშფოთებულმა ხმამ დაარღვია. სახლში ახალმოსული ბრაზისგან ერთიანად გაწითლებული იყო და ლექსოს ეძახდა. ხმაზე გურამი და სალომე გამოვიდნენ მისაღებში და ბოლოს ლექსოც გამოჩნდა. კლარას დანახვისთანავე მიხვდნენ, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე.
-დედა, რა მოხდა?_ ჰკითხა სალომემ და ყველა ქალბატონს მიაშტერდა.
-ლექსო, ყოჩაღ, შვილო, მთელი ქალაქის მაშტაბით შეგვარცხვინე,_ ირონიულად დაუყვირა შვილს და სავარძელზე დაჯდა
-რა გინდა, დედა?_ გაღიზიანდა ლექსო
-ის ახვლედიანების გომბიო რომ მოიტაცე მაგაზე გეუბნები, არ აზმაურებენ ამ ამბავს, მაგრამ რადგან მე გავიგე, ესე იგი სხვებიც გაიგებენ
_დედა, მორჩი მოთქმას რა, მორალს ნუ მიკითხავ,_ კლარამ უკმაყოფილოდ ამპოიფრუტუნა და ქმრის გამოხედვაზე მიზვდა მანაც იცოდა ეს ამბავი. სალომე გაოცებული უყურებდა ოჯახის წევრებს., ლექსოს საქციელი არ გაჰკვირვებია, მაგრამ მშობლებისა ცოტა კი. ეგონა დასჯიდნენ ამ თავნება ბიჭს, მაგრამ გაჩუმდნენ. კლარას მხოლოდ ხალხის აზრი აწუხებდა და არავინ ფიქრობდა ლიკაზე. სალომე მას არ იცნობდა, მაგრამ საოცრად შეეცოდა ის გოგო. ადამიანურად შეეცოდა ახვლედიანი, თუმცა არც არასოდეს სძულდა ისინი. არც იცოდა მათი ოჯახების მტრობის ამბავი როდის ან რატომ დაიწყო და არც რამის გარკვევა უცდია. სევდიანად კიდევ ერთხელ მოავლო თვალი მამას, დედასა და ძმას და დასაძინებლად საძინებელში დაბრუნდა. დილაადრიან სად შეიძლება ყოფილიყო დედამისი ვერ მიხვდა, მაგრამ ახლა ეგ არ აინტერესებდა. მხოლოდ მათგან შორს ყოფნა უნდოდა. ახლაისე იყო კოსტან ერთად დიდი სიამოვნებით გაიქცეოდა აქედან. ირაკლის როგორც დაუნგრიეს ცხოვრება მასაც იგივე ელოდა ამ სახლში. პირველად იგრძნო ასეთი სიახლოვე თავის ძმასთან, იმ მკაცრ უფროს ძმასთან, რომლისაც ყოველთვის ეშინოდა. ან, უფრო სწორი იქნება ითქვას, რომ ლექსოსი ეშინოდა, ირაკლის კი პატივს სცემდა. რადგან ის ყოველთვის უხსნიდა და ელაპარაკებოდა, ლექსო კი ყოველთვის ბრძანებლობდა და ყველას გრძნობები ფეხებზე ეკიდა. სასწრაფოდ შეირბინა ოთახში და აბაზანას მიაშურა. ძალიან მოუნდა ირაკლის ნახვა და მასთან ლაპარაკი. კოსტასთან შეხვედრაც მოუნდა, მაგრამ ბიჭმა მოსწერა დღეს მნიშვნელოვანი საქმე მაქვს და რომ მოვიცლი გნახავო. ერთი სული ჰქონდა ამ სახლიდან გაეღწია. კოსტას თითოეული ნახვისას ეჭვი ღრღნიდა, რომ ერთ დღესაც მობეზრდებოდა სალომეს ლოდინი და მიატოვებდა, გოგონა კი ამას ვერ გადაიტანდა.

წერეთლის სახლში ღამენათევები და გადაღლილები ისხდნენ და გამტაცებლების ზარს ელოდნენ. ფული, რა თქმა უნდა, არ ჰქონდათ, მაგრამ გიორგისა და კოსტას დახმარებით მოახერხეს ეშოვნათ ყალბი ფული, რომელიც ახლა მათ წინ დიდ ჩანთაში ეყარა. ყველანი ნერვიულობდნრენ, რადგან საქმე პროფესიონალებთან ჰქონდათ და ისინი მალევე შეამჩნევდნენ რომ მოატყუეს. ამ დროის მანძილზე კი უნდა მოესწროთ ლილუსა და თორნიკეს გათავისუფლება. თუ გაუმართლებდათ და გამოაღწევდნენ იქიდან ხომ კარგი, თუ არადა დანიელი, კოსტა და გიორგი იქვე იქნებოდნენ ჩასაფრებული და მიეშველებოდნენ. გიორგის ასევე დარეკილი ჰქონდა რამდენიმე ნაცნობთან და პოლიცია ჩუმად გამაგრდებოდა ახლომდებარე ტერიტორიაზე, ბოლოს კი დაიჭერდნენ კიდეც. ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივი ჩანდა, თუმცა ხუთივემ კარგად იცოდა ეს ყველაფერი რამდენ სირთულესთან იყო დაკავშირებული.
-გამტაცებლები ჯერ არ დარეკავენ, წუხელ მითხრეს რომ 24 საათს მაძლევდნენ ფულის საშოვნელად. ალბათ, საღამოს დარეკავენ და გვეტყციან სად მივიდეთ,_ აუტანელი სიჩუმე დაარღვია ანდრეამ
-მანამდე უმოქმედოდ მოგ იწევს ყოფნა,_ დანანებით ჩაილაპარაკა კოსტამაც.
-მანამდე კიდევ ერთხელ გადავხედავთ გეგმას,_ მტკიცედ თქვა გიორგიმ
-ხომ უკვე გდავხედეთ?_ გაიკვირვა იოანემ
-ხო, მაგრამ ახლაც გადავხედავთ დსა საღამომდე კიდევ გადავხედავთ. არ დავუშვებ ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე შევუქმნა,_ მკაცრი იყო გამომძიებლის ხმა და არავინ შეწინააღმდეგებია. მიუხედავად ამისა, დრო საღამომდე საშინლად იწრელებოდა. ნერვიულობისაგან ერთ ადგილზე ვეღარ ჩერდებოდნენ და წამდაუწუმ საათებს ამოწმებდნენ. საღამო ხანს კი ნანატრი ზარის ხმაც გაისმა და ანდრეამ ხმამაღალზე ჩართო ტელეფონი, საიდანაც გამტაცებლის ხმა გაისმა.

სალომე მხიარულად ატარებდა დროს თავისი ძმის სახლში. ანანოს ელაპარაკებოდა და პატარა ბიჭს ეთამაშებოდა. გეგა ირაკლიმ დაარქვა და ანანოსაც არ გაუწევია წინააღმდეგობა. სალომეს კარგად ესმოდა რაც ხდებოდა მათ ოჯახში, მაგრამ არაფერს იმჩნევდა. ყოველ შემთხვევაში სხვებთან. ირაკლისთან კი ყველაფერს ღიად ამბობდა. ბავშვს დიდხანს ელაპარაკა და ეფერა, უყურებდა მის ლამაზ და ფუმფულა ნაკვთებს და გული სითბოთი ევსებოდა. ალბათ, ასეთი უმწიკვლო და ანგელოზივით ბავშვი იყო ერთ დროს ლექსოც. მის გულში და თვალებში მხოლოდ სითბო და ინტერესი იკითხებოდა გარემოსადმი. მერე კი სადღაც გაქრა მისი უმწიკვლობა და უბრალოება, მისი თბილი და სიკეთით სავსე გული ბოღმამ და სიბოროტემ ისე ჩაანაცვლა ვერც ვერავინ მოასწრო ამაზე დაფიქრება. სალომე დაფიქრდა რამ აქცია ლექსო ასეთ ურჩხულად, ან მისი მშობლები ასეთ უმოწყალო არსებებად. თბილად ჩაყო ცხვირი ბავშვის ფუმფულა მუცელში და გაიაზრა, რომ ლექსო არ დაბადებულა ასეთ არსებად, არავინ იბადება ბოროტად ან კეთილად, ისინი მერე ხდებიან ასეთები. ყველა ადამიანი გარემო პირობებს განსხვავებულად აღიქვამს და განსხვავებული ფსიქოლოგია უყალიბდება. იქნებ ლექსოს არც არაფერი ეშველოს, მაგრამ იქნებ მაინც არის იმედი, რომ მასში იმ უმანკო არსებას ან ამ არსების ნაწილს, რომელიც ამ ქვეყანას მოევლინა, მაინც გააღვიძებს დაიკო. ყალბი ღიმილით მოშორდა ბავშვს და ანანოს საშუალება მისცა ბავშვი დასაძინებლად წაეყვანა. ირაკლი მაშინვე დაიკოს მიუჯდა და კითხვისნიშნიანი თვალები მიანათა. სალომემაც გაიღიმა ძმის მიხვედრილობაზე და ლექსოს მიერ ლიკას მოტაცების ამბავი მოუყვა, არ გამორჩენია არც მშობლების რეაქციის მისთვის გაცნობა. ირაკლიმ წარბები შეჭმუხნა.
-ჩვენს ძმასა და მშობლებს არაფერი შეცვლის, ვერაფერი უშველის,_ თითქოს სალომეა ცოტახნისწინანდელ ფიქრებს გამოეხმაურა ირაკლი. სალომე მას ეთანხმებოდა, მაგრამ ნათქვამია იმედი ბოლოს კვდებაო. ეს ბოლო კი ჯერ არ მოსულა.
-ირაკლი, მაშიმ, კოსტაზე რომ მუთხარი..._ დაბნეულად დაიწყო სალომემ და თავი ჩახარა.
-ვიცი, რომ ხვდები მას. ვიცი, რომ გიყვარს ის ბიჭი, თანაც ძალიან და ისიც ვიცი, რომ მასაც გულწრფელად უყვარხარ. ჩემმა ქორწინებამ ბევრი რამ მასწავლა და მხოლოდ ერთი შემიძლია გითხრა, უბრძოლე იმ ბიჭისთვის, იბრძოლე თქვენი სიყვარულისთვის და მე მუდამ შენს გვერდით ვიქნები. მე ჩემს ძველ ცოდვებსა და შეცდომებს ვერ გამოვისყიდი, მაგრამ ჩემი პატარა დაიკოს ბედნიერებისთვის ვიბრძოლებ,_ მთელი ძალით ჩაიკრა სალომე გულში და თავზე აკოცა. გოგომაც უხმოდ დაუქნია თავი და ხელები მოხვია უფროს ძმას. ახლა აღარ ფიქრობდა ლექსოზე ან მშობლებზე. ახლა იმას ფიქრობდა, რომ ირაკლი იმაზე მეტად აოცებდა ვიდრე ეგონა და იმაზე მეტად ადამიანური აღმოჩნდა ვიდრე ფიქრობდა.

ლილუ თითქმის უგონოდ იყო თორნიკეეზე მიყუდებული და სუსტად სუნთქაბდა. ბიჭს გული უსკდებოდა მისი შემხედვარე. გამტაცებლებმა ამცნეს, რომ მისი ძმა და მეგობარი უკვე მოდიოდნენ მის საშველად. თორნიკე კი მაინც საშინლად ღელავდა. იცოდა ასე მალე ამდენი ფულის შოვნა თითქმის შეუძლებელი იყო და ანდრეასა და იოანეს სავარაუდოდ რაღაც გეგმა ჰქონდათ. ლილუს გამო კიდევ უფრო ღელავდა. მისი მდგომარეობა მართლაც მძიმე იყო. თორნიკემ პირობა შეასრულა და იმდენი ქნა, რომ მას არ ეთხოვა გამტაცებლებისთვის ნარკოტიკი. თუმცა ბიჭი იმასაც ფიქრობდა, რომ ახლა ლილუსთვისვე ჯობდა მორფინის მცირე დოზა მაინც რომ მიეღო.
-ჰეი, ხელები გაგვიხსენით, გოგო ცუდადაა, არაფერს გავაკეთებთ, აქ ვიქნებით, უბრალოდ მას დავეხმარები,_ მუდარანარევი, მაგრამ მტკიცე ხმით უთხრა ქერას და ჯიქურ გაუსწორა მზერა.
-მაინც მალე მოვლენ, გაუხსენით, მაგრამ ერთი სულელური ნაბიჯი და ორივე ტვინს გაგასხმევინებთ,_ გააფრთხილა ქერამ, რიჟამ კი ხელები შეუხსნათ და თორნიკემ მაშინვე ლილუ ჩაიკრა გულში. მანაც სუსტად შემოხვია ხელები. თავისი თავი სძულა, რომ ასეთ მდგომარეობაში იყო, იმის მაგივრად, რომ თავისებურად მყარად მდგარიყო და რამე მოეფიქრებინა, იჯდა უძლურად, კანკალებდა და წამლის მეტზე ვერაფერზე ფიქრობდა. დანიელის სიტყვები განაჩენივით ჩაესმოდა და აცლა უკვე ბრაზსაცვეღარ გრძნობდა ამის გამო. მარტო იმას ცდილობდა ნერვები გაეკონტროლებინა და გონზე მოსულიყო. თორნიკეს მთელი ძალით უჭერდა ხელებს, თითქოს მისი სხეული რომ ვეღარ ეგრძნო წინააღმდეგობის გაწევის უნარს დაკარგავდა და დაბლა მხოხავი შეევედრებოდა ამ ნაძირალებს მორფინის სულ ერთი წვეთი მაინც მიეცათ. ასე ეგონა ვიღაც მთელ სხეულს უსერავდა. ცდილობდა თავი დარერწმუნებინა, რომ ეს ნამდვილი ტკივილი არ იყო, რომ ეს მისი ილუზია იყო და უნდა გაჩერებულიყო, მაგრამ არც ისე მარტივი იყო.
-ლილუ, გთხოვ, ცოტაცხანსაც გაუძელი, მალე გვიშველიან.
-დანიელი მართალი იყო,_ კვლავ ჩაიბუტბუტა ლილუმ
-რაში იყო მართალი? - დაინტრიგდა თორნიკე
-რომ მე უნებისყოფო გოგო ვარ და ისევე ვერ შევიკავებ თავს ნარკოტიკის მიღებისგან, როგორც მასთან დაწოლისგან,_ მონოტორულად გაიმეორა ლილუმ
-რაა?_ გაოცება ვერ დამალა თორნიკემ
-არადა გეფიცები, ეს სულ სხვადასხვა რამეა
-ჩემს ძმასთან წევხარ?_ ჯერ კიდევ შოკში იყო ბიჭი
-არაა, არაა, უბრალოდ ვაკოცე, უბრალოდ, ეს სხვა რამეა, მე მისგან მეტკინა, იცი, ძალიან მეტკინა, მისგან მეწყინა, სხვასთან ვიკავებ თავს, უფრო სწორად არც მჭირდება ეგ, სხვასთან არ მქონია სურვილი... დანიელი სულ სხვაა და მას მე ვძულვარ, რატომ ვძულვარ?_ ლილუს აბდაუბდა ლაპარაკს თორნიკე ყურადღებით უსმენდა და ახლა ძალიან მოუნდა დანუელისთვის დაერტყა. ხელები მჭიდროდ შემოხვია ატირებულ და ანერვიულებულ გოგონას და გააჩუმა. არ შეეძლო მისი ტანჯვის ყურება.
მალევე მანქანის ხმა მოისმა და ნაცნობი მერსედესი გაჩერდა შენობაში. იქიდან ხელებაწეული ანდრეა და იოანე გადმოვიდნენ. ქერასგან რომ თანხმობა მიიღეს მანქანიდან ჩანთა გადმპიღეს და ახლოს მოიტანეს. თორნიკე ნერვიულობისგან ტუჩებს იჭამდა.
-ფული დაითვალეთ და შეამოწმეთ,_ ბრძანება გასცა ქერამ
-მათთან მივალთ
-მანდ იდექით
-ფული მოვიტანეთ, უიარაღოდ ვართ, აქედან მაინც ვერსად გავიქცევით, თქვენს ხელში ვართ,_ ბრაზით მიუგო ანდრეამ და ორივე ლილუსა და თორნიკესთან მივიდა.
-რა სჭირს?_ ლილუზე კითხა ძმას
-ალბათ, ნერვული შეტევაა, ცუდადაა,_ სწრაფად იცრუა თორნიკემ და ლილუ ფეხზე წამოაყენა.
-აქედან მალე გავაღწევთ,_ ყალბი დამაჯერებლობით თქვა ანდრეამ. ის და იოანე ისე დადგნენ, რომ თორნიკესა და ლილუს ეფარებოდნენ. ყოველნაირად იცავდნენ მათ მოსალოდნელი თავდასხმისაგან. მართალია გელა და მისი თანამზრახველები პროფესიონალები იყვნენ ნარკოტიკებისა და ფული საქმეში, მაგრამ იგივეს ვერ იტყოდი გატაცებაზე. ამიტომ ჰქონდა იოანეს იმედი, რომ გიორგის გეგმა იმოქმედებდა და სამშვიდობოს გააღწევდნენ.
-შეგვიძლია წავიდეთ? თქვენი უკვე მიიღეთ,_ მშვიდად მიმართა ანდრეამ გელას. ქერამ ერთი გადმოხედა და თავი დაუქნია. თან თავისებურად გააფრთხილა სისულელეების გარეშე გაეკეთებინათ ყველაფერი. ოთხივენი ნელა წავიდნენ გასასვლელისკენ. ისწ მიდიოდნენ, თითქოს ის ხუთი მილიონი ნამდვილი იყო და საფრთხე აღარ ემუქრებოდათ.
-ადგილიდან ფეხი არ მოიცვალოთ!_ იღრიალა შავგრემანმა
-ფული ყალბია,_ განაჩენი გამოიტანა რიჟამ
-მე გაგაფრთხილეთ, რომ სისულელეების გარეშე მოგვეგვარებინა,_ დაშაქრული ტონით უთხრათ გელამ. მისკენ მოტრიალდნენ, რომ რამენაირად ამ ბანდიტების რისხვა აეცილებინათ თავიდან. თუმცა ვერაფრის თქმა მოასწრეს, გელამ სასხლეტს გამოკრა და მას მიბაძა რიჟამაც. ოთხივე დაიხარა. ანდრეა და იო გადაეფარნენ მოტაცებულებს. სროლის ხმას ავტომატების და მძიმე ნაბიჯების ხმა მოყვა. შენობა შეიარაღებული ხალხით გაივსო. გამტაცებლები დაიბნენ და იძულებული გახდნენ დანებებოდნენ. თორნიკე და ლილუ ჯერ აზრზე ვერ მოდიოდნენ ანდრეას ღრიალი რომ გაიგეს. მიწაზე იჯდა და მის წინ ერთიანად სისხლში ამოსვრილი იოანე იწვა. ორივეს გული მოეწურა. თოენიკე მასთან მივიდა ახლოს. ლილუს აზროვნებაც უჭირდა და სიარულიც. ფიზიკურად არაფერი ჭირდა, მაგრამ შეტევა ჰქონდა. იგრძნო ნაცნობი სხეული როგორ მიუახლოვდა, როგორ აიტაცა ხელში და სადღაც წაიყვანა. დანიელის უფერულ თვალებს შეხედა და ტირილს უმატა. არ ესმოდა ბიჭის სიტყვები, უბრალოდ ემოციებს ვერ აკონტროლებდა. ბუნდოვნად გაარჩია მამის სახე და გაღიმება სცადა. დანიელმა გარეთ გაიყვანა და ქვაზე ჩამოსვა. ლილუ მის ხელს ჩარეჭიდა და ცოტა დამშვიდდა.
-ახლავე ექიმს მოვიყვან,_ თქვა გიორგიმ
-არა, მამა, არ გინდა, იქ დაჭრილია იმას მიხედრეთ, ჩემთვის ხელი არ უხლიათ, უბრალოდ ნერვიულობის ბრალია, გთხოვ, უბრალოდ დანიელი სახლში წამიყვანს,_ ერთი ამოსუნთქვით მიაყარა ლილუმ და მეტი დმაჯერებლობისთვის ღიმილით წამოდგა. გიორგი ერთხანს უყურ შვილს, ბოლოს მზერა მისი და დანიელის ჩაჭიდებულ ხელზე შეაჩერა და დასთანხმდა.
გზაში ხმას არც ერთი იღებდა. ლილუ ცდილობდა ცუდად არ გამხდარიყო.
-დარწმუნებული ხარ რომ კარგად ხარ და არფერი დაგიშავდა?_ შუბლშეკრულმა ჰკითხა დანიელმა
-კიიი, უბრალოდ რაც შენ წახვესი მას მერე არ მიმიღია მორფინი და ცუდად ვარ, ისე იშვიათად ვიღებდი, მაგრამ როცა ემოციური სტრესი მაქვს თავს ვერ ვიკავებ და ახლა არ ვიცი რა უნდა ვქნა,_ ნერვიულად ლაპარაკობდა ლილუ
-გინდა წამალი მოგცე?
-დანიელ ნერვებს რატომ მიშლი? რა გინდა რომ გითხრა? ხოოო სუსტი ნებისყოფის მქონდე ნარკომანი ვარ! ეს გინდა მათქმევინო? ,_ ხმას აუწია განერვიულებულმა. დანიელმა მანქანა გააჩერა და ორ წუთში ნემსი გაუწოდა ლილუს. გოგონამ გაოცებულმა შეხედა. ვერ გაეგო ბიჭი რა თამაშს თამაშობდა. ან წამალი საიდან მოიტანა.
-ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ არ მიგიღია. ისიც ვიცი, რომ ასე ერთი ხელის მოსმით ვერ შეეშვები და ისიც ვიცი, რომ უნდა მაპატიო ჩემი სიფიცხე და კიდევ ეს,_ გაოგნებულ ლილუს ტუჩებზე დააცხრა და ძლიერად ჩაიკრა გულში



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუუუ რა საყვარლობა იყოო. ვგიჟდები ამ მოთხრობაზე. მართლა ძალიან მომწონს. თხრობის სტილიდან დაწყებული სიუჟეტით და პერსონაჟებითთ დამთავრებული ყველაფერი მომწონს. უმაგრესია. ველი შემდეგს მოუთბენლად!!!! ნუ ყველა მაგრამ განსაკუთრებით დანიელის პერსონაჯI მომწონს და მაინტერესებს. ვფიქრობ რო მისი და ლილუს ურთიერთოას კარგი განვითარება შეიძლება ქონდეს და აქვს კიდეც. არ სემიძLია არ ავღნიშნო ისიც რომ სხვა პერსონაჟებიც ძაან საინტერეოსები არიან გამოვყოფდი ირაკლის. მოკლედ აღარ გავაგრძელებ ბევრს აბა შენ იცი გელი.....

 


№2  offline წევრი ლილუუ

nawkas12345
აუუუ რა საყვარლობა იყოო. ვგიჟდები ამ მოთხრობაზე. მართლა ძალიან მომწონს. თხრობის სტილიდან დაწყებული სიუჟეტით და პერსონაჟებითთ დამთავრებული ყველაფერი მომწონს. უმაგრესია. ველი შემდეგს მოუთბენლად!!!! ნუ ყველა მაგრამ განსაკუთრებით დანიელის პერსონაჯI მომწონს და მაინტერესებს. ვფიქრობ რო მისი და ლილუს ურთიერთოას კარგი განვითარება შეიძლება ქონდეს და აქვს კიდეც. არ სემიძLია არ ავღნიშნო ისიც რომ სხვა პერსონაჟებიც ძაან საინტერეოსები არიან გამოვყოფდი ირაკლის. მოკლედ აღარ გავაგრძელებ ბევრს აბა შენ იცი გელი.....


მადლობა დიდი ^_^ ვეცდები იმედები არ გაგიცრუო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent