შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლექტორი (1)


3-02-2017, 03:05
ავტორი aNuGi
ნანახია 6 872

მაინც და მაინც ახლა მოუნდა ამ მანქანას გაფუჭება, ასეთ ყინვაში - ვდუდღუნებ ჩემთვის და ხელებს ერთმანეთს ვუხახუნებ რომ ოდნავ მაინც გავთბე, მაგრამ ამაოდ, ისეთი სიცივეა ყინვა ძვალსა და რბილში ატანს.
მთელი სხეულით ვცახცახებ, ეს რაღაც ნაჭერი არც მათბობს, გაბრაზებული მიმოვდივარ და ვცდილობ გამოსავალი ვიპოვო, მგონი უღრან ტყეში ვარ, ტელეფონიც არ იჭერს, კაციშვილიც არ ჩანს.
ჯანდაბა! ფეხი ვკარი ბორბალს და მთელი ხმით დავიღრიალე.
- მგონი ჯობია ცოტა გავიარო, იქნებ რაიმე ადამიანური შევამჩნიო - თვალებს მობეზრებულად ვატრიალებ, პირველად არ ვარ ამ სიტუაციაში და დარწმუნებული ვარ არც უკანასკნელად. ჩემი ბრალია ჩემი ძველი ავტომობილი გადასაგდებად რომ დამენანა, ხომ ვიჯდებოდი ახლა ახალში და თბილისისკენ მიმავალ გზაზე ერთიანად ჩამთბარი.
- აზრი არ აქვს, ტყუილად ვუბრაზდები საკუთარ თავს - თვალებისცეცებით მიმოვდივარ და თითქმის შეუმჩნევლად რაღაც მოციმციმე ციფრებს ვხედავ. გახარებული იქეთკენ მივრბივარ, მგონი ავტობუსის გაჩერებაა.
არ ვცდები, ერთიანად გაყინული იქვე სკამზე ვიკავებ ადგილს და ციფრებს ვაკვირდები, ერთადერთი ავტობუსი მოვა და ისიც 20 წუთში.
ტელეფონო! ახლა მაინც დაიჭირე დამდე პატივი და..
მაგრამ როგორც თქვენ არ გაგიგიათ, ისე ჩემს ტელეფონსაც.
ყველაფერი გამოსაცვლელია, ან გადასაგდებია. აღარ შემიძლია უკვე ამ ჯართების ატანა.
თხელ, სიფრიფანა პალტოს მთელი ძალით ვიხვევ სხეულზე, კაშნში ვცდილობ ცხვირ-პირი ჩავმალო და ცხელი ჰაერი ერთ ადგილზე მოვაქციო, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ერთს გავმოძრავდები და ეგრევე იფანტება ყველაფერი.
მოღუშული ვზივარ და ისევ დედაზე მეფიქრება, რა მოხდება დამეჯერებინა მის სიტყვებზე? თურმე მართალი ყოფილა, მარტო მოდურად ჩაცმა არ ნიშნავს ყველაფერს, ცოტა გვერდებიც უნდა გაგითბეს.
ამ შუა ზამთარში თხელ მაიკასა და რაღაც “გამჭირვალე” პალტოში რომ ვარ გამოპრანჭული. ჩამეცვა დუტი!
ნერვები მომეშალა.
თავი გავაქნიე რომ ტვინისმჭამელი ფიქრებისგან თავი გამენთავისუფლებინა.
როგორი თბილია ეს კაშნი, არა აშკარად იცოდა რომ ოდესმე გამომადგებოდა, თან ძალიან თხელი და თან ძალიან თბილი. ერთადერთია, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვატარებ, მაშინ 12 კლასში გადავედი დედამ რომ ჩემთვის შეკერა ექსკლუზიურად და ჩემი სახელი და გვარის ინიციალებიც ამოახატინა ზედ.
მადლობა დედა ასეთი სითბოსთვის, ვერასდროს გადაგიხდი ამ ამაგს განსაკუთრებით!
მემგონი სიცივისგან ბოდვა მეწყება, უაზრო ფიქრებისგან ორი მოხარხარე სხეული მაფხიზლებს, რომლებიც ჩემკენ მოიწევენ.
მოსულები ალმაცერად მათვალიერებენ, ალბათ ფიქრობენ გიჟიაო, თვითონ ისე არიან ჩაფუთნულები, მეეჭვება რომ 1 საათზე ნაკლები დაჭირდეთ გახდაზე.
რაებზე ფიქრობ ბიჭო!
2 წუთი.
საშინლად გაიწელა ეს 18 წუთი, უკვე აღარ შემიძლია.
ძლივს ჰორიზონტზე ავტობუსი მოჩანს, რომელიც ძლივს მოჩაქჩაქებს.
კარი ნელა, ზლაზვნით იღება, მაგრამ როგორც კი თბილი ჰაერი მეცემა ეგრევე ჟრუანტელი მივლის და სიხარულით არბივარ.
არავინ არ ზის, გარდა ერთი გოგოსი, რომელიც მკრთალი ღიმილით გადაჰყურებს გარემოს.
არა რა უხარია?!
გზა არ მთავრდება, ისე იწელება გეგონება თბილისში კი არა, ოკეანის იქეთ მივდივართ.
მაგრამ რადგან თბილა, ხმას არ ვიღებ, ისე მსიამოვნებს რომ რამდენჯერმე ჟრუანტელმაც დამიარა.
ბიჭები გოგოს უჯდებიან წინ და ალმაცერად ათვალიერებენ, თან ერთმანეთს ეჩურჩულებიან და გოგოზე თვალებით მიანიშნებენ. ვღიზიანდები, მაგრამ რა ჩემი საქმეა? გოგოც ჩუმად ზის.
არ ვერევი, ფანჯრისკენ ვატრიალებ თავს და თოვლით გადაპენტილ არემარეს გავყურებ, როგორ მომენატრა თოვლში თამაში ლენკასთან ერთად. ახლაც მისი კისკისი ჩამესმის ყურებში, როდის ჩამოვა?!
უკმაყოფილოდ ვვოხრავ, არ შეიძლება ასე ადამიანი გენატრებოდეს.
ამასობაში ერთ-ერთ გაჩერებაზე გოგოს ჩასვლის დროც მოდის, სულ წამიერად ჩასვლამდე მაპყრობს თავის შეშინებულ და დამფრთხალ თვალებს.
მერე უცებ მხოლოდ იმას ვხედავ როგორ ჩადის და როგორ მიყვება ორი ბიჭი უკან ისევ ხორხოცით.
რამდენიმე წამი გაშტერებული ვზივარ, ვერ ვიაზრებ წამის წინ რა მოხდა, ან რატომ ჰქონდა ამ გოგოს ასეთი მომაჯადოვებელი თვალები.
მერე გველნაკბენივით ვხტები და კარებთან ვვარდები.
- გააჩერე!
მძღოლს რეაქცია არ აქვს.
- გააჩერე ეს დედა *** თორემ ჩამოვიღებ გეფიცები!
ვიღრინები და მძღოლისკენ მივიწევ, შეშინებული სწრაფად აჩერებს და კარს მიღებს. სირბილით მივდივარ უკანა გაჩერებაზე.
თოვლზე მხოლოდ რამდენიმე კვალია, ვცნობ და სწრაფი ნაბიჯებით მივყვები, ტელეფონით ვანათებ გზას, ვცდილობ მოვასწრო იქამდე სანამ წამოსული თოვლი არ წაშლის.
ვეწევი, ამ ბიჭების სიცილი კილომეტრზეც ისმის, უკმაყოფილოდ ვაღრჭიალებ კბილებს, ფეხს ვუჩქარებ, გვერდს ვუვლი ჩაბჟირებულებს და გოგონას ვუდგები გვერდით.
უცებ იმ დამფრთხალ და საოცრად სევდიან თვალებს მაპყრობს, ოდნავი გაკვირვება ესახება, მაგრამ არაფერს იმჩნევს, ღიმილით ვიწევი მისკენ, შარფს ვიხსნი, მხრებზე ვახურავ და ხელსაც ვხვევ, არაფერს ამბობს, ალბათ თვითონაც ხვდება სიტუაციას.
ბიჭები ჩერდებიან, დარწმუნებული ვარ უცნაური მზერით გვაკვირდებიან.
ვერ მივვარდები, რადგან არაფერი გაუკეთებიათ, თორემ აქამდე სიამოვნებით ჩამოვუღებდი სათითაოდ ყველა კბილს ორივეს.
ღრმად ვსუნთქავ და ვცდილობ დავმშვიდდე.
ფრთხილად, თითქმის შეუმჩნევლად და უხმოდ მივაბიჯებთ თოვლით გადათეთრებულ გზაზე და ერთმანეთის სუნთქვას ვუგდებთ ყურს. არის ამ სიტუაციაში რაღაც განსაკუთრებული, რაღაც ისეთი რაც მაჯადოვებს და მამუნჯებს, თორემ ალბათ აქამდე ცხრაჯერ მაინც გავეცნობოდი.
გოგონა ჩერდება და მეც დაბნეული ვაკვირდები.
- მოვსულვართ - მხიარულად ვუღიმი, ისე თითქოს არავინ იყოს ჩვენს ირგვლივ.
- ჰო - ჩუმად და ისეთი სასიამოვნო ხმით ჩურჩულებს რომ თბილი ტალღა მივლის სხეულში.
- ბოდიში რა რომ გაწყენინე კარგი? - ნიკაპზე ხელს ვკიდებ და თავს მაღლა წევს, მიცინის და თავის ნაცრისფერ თვალებს საყვარლად აბრიალებს.
მეღიმება.
- არაუშავს და დიდი მადლობა რომ მომაცილე, ამ სიცივეში გამეყინებოდი - დანანებით ჩაილაპარაკა და მკლავზე ხელი ჩამომისვა რამდენჯერმე.
ახლაღა გამახსენდა რომ საშინლად მციოდა და უნებურად გამაკანკალა.
- სახლში ხომ იცი როგორ წახვიდე? უკანა გზაზე რომ წახვალ, მარჯვნივ გადაუხვიე და იქ ბევრი ავტობუსი მოდის, თბილისში ჩაგიყვანს! - ლოყაზე სწრაფად მკოცნის, მაგრამ ამ სისწრაფეშიც ვგრძნობ მის უცნაურ, თითქოს მარწყვის სურნელს, გაოცებული ვაკვირდები ჩემს წინ, ეზოში მიმავალ, ლამაზ სხეულს და უნებურად იმ ადგილზე ვისვამ ხელს სადაც ცოტა ხნის წინ მაკოცა.
გაბრუებული იქამდე ვუყურებ სანამ სახლის კარებს არ იკეტავს და უკან ვბრუნდები მექანიკურად, ბიჭები უკმაყოფილოდ მიმზერენ, ერთ-ერთს მხარს ვკრავ იმ იმედით რომ გამომეკიდება. მაგრამ მაგაშიც სათანადო კაცები არ აღმოჩდნენ.
- ასეთებზე არც ღირს ხელების გასვრა! - ვღიღინებ და იმ გაჩერებისკენ მივიწევ, რომელიც პატარა ქალბატონმა მიმასწავლა.

***

3 წლის შემდეგ

დეა

დღეს ყველანაირად პოზიტიურ განწყობაზე ვარ, უნივერსიტეტს როგორღაც შევეჩვიე, ჩემი გოგოები რომ არ მყავდეს, ალბათ ვერასდროს შევეგუებოდი ამ “ქაჯთა” სამყაროს. მიჭირს ქალაქზე შეჩვევა, აქ ყველაფერი სხვანაირად არის, ყველა ერთმანეთს უყურებს როგორ აცვიათ, როგორ დადიან, როგორ ჭამენ, რას ამბობენ, ვის ემეგობრებიან. ირჩევენ ადამიანებს და უმეტესობას გამარჯობასაც არ ეუბნებიან. ვერ წარმომიდგენია ამ სამყაროს ნაწილი ჩემი თავი, რთულია, როდესაც სულ სხვა გარემოს ელოდები და იმაზე უარესი გხვდება, ვიდრე წარმოგედგინა.
ახლაც უნივერსიტეტში ვდგავარ, ძალიან მალე ჩემს გოგოებთან უნდა გავიდე კაფეში, ველოდები, უსაქმურობისგან არ ვიცი რა გავაკეთო და ჩემს გვერდით მდგომ გოგოებს ვუსმენ.

- რა მაგარი ბიჭია!
- აუ რა სექსუალურია, ამის ლექციაზე ერთხელ მაინც როგორ არ უნდა იყოს ნამყოფი ადამიანი?
- კარგი რა, ისეთი ამბავია ამასთან მოხვედრაზე რომ.. არამგონია გაგვიმართლოს შემდეგ სემესტრში.
- რას არ გაგიმართლებს, მთავარია კარგად ჩავუჯდეთ რა! - ხელს იქნევს ქერა და კისკისებს, იქნებ ეგრე მაინც მიიპყროს ლექტორის ყურადღება. მაგრამ ჩვენდა გასაოცრად, კურსზე ყველაზე სექსუალურ და სასურველ გოგოს ისეთ იგნორს ურტყამს ჩვენი ლექტორი.. გული მეწურება მისი საცოდაობით.
- მგონი ცისფერია? - წარბაწევით ეკითხება მასზე ოდნავ ‘უშნო’ დაქალი.
- არა გოგოო, აქ ეკრძალება გოგოებზე პრანჭვა-მანჭვაო, ასე თქვეს, შენობის გარეთ სადაც გინდა და როგორც, შეგიძლია დაკერო - ქერა თმას თითზე იხვევს და ენას გამომწვევად ისვამს ტუჩებზე.
უნდა გავეცალო ამათ თორემ მალე ზედ ამერევა გული, ეს კიდევ ძალიან ცუდი სანახავი იქნება.
სწრაფად მივდივარ კიბეებისკენ და უკან-უკან ვიხედები, ან ხო არ შემამჩნიეს, ან სადმე ახლო მახლო ხომ არ მომყვებიან ‘შემთხვევით’. საბედნიეროდ არავინ არ არის, ღრმად ვსუნთქავ და ის ისაა თავი უნდა შევატრიალო რომ ვიღაცის მაგარ სხეულს მთელი ძალით ვასკდები და მიწაზე მოწყვეტით ვვარდები.
მგონი კედელს შევეჯახე, აბა ასეთი მაგარი და ადამიანი?! წარმოუდგენელია.
თვალებს ნელა და მძიმედ ვახელ, ჩემს წინ ჩაცუცქული შარვალ-კოსტუმში გამოწკიპული პიროვნება შეშფოთებით დამყურებს ზემოდან.
თვალები მის ლამაზ სახეზე მიშტერდება, ეს ის არის?! ჩემი გონება გაკივის და ძლივს ვიკავებ თავს რომ არ ჩავეხუტო.
ისეთი სიმპატიურია, გოგოსაც კი შეშურდება მისი სილამაზის.
ღმერთო, აქამდე ასე შორიდან როგორ მომწონდა და ახლა?! ასე ახლოს.. გული გამისკდება მალე.
დაბნეული, სულელური ღიმიდან მისი ხმა მაფხიზლებს
- კარგად ხართ? - მიღიმის და გვერდულად მიყურებს, ვდნები.
- ა.. დიახ… - დაბნეული ვიყურები აქეთ-იქეთ და ჩემზე მოშტერებულ ხალხს ვუბღვერ.
- არაუშავს, წინ არ იყურებოდით და ამის ბრალია - ხელს მიწვდის და წამოდგომაში მეხმარება.
- დიახ, ბოდიშით.
- არაუშავს, წარმატებულ დღეს გისურვებ - იღიმის ისევ და გზას აგრძელებს, მე კიდევ რამდენიმე წუთი გაშტერებული ვუყურებ ჩემკენ ზურგით მდგომ, მიმავალ სხეულს.
- ჰა მოგეწონა? - ჭორიკანა კურსელი მხარს მკრავს და ამაზრზენად კისკისებს.
- ის არის? - დაუფიქრებლად ვეკითხები, არ ვიმჩნევ რომ ვიცი მისი ვინაობა.
- დიახ, მთელი უნივერსიტეტი მასზე აბოდებს, თვითონ კიდევ ჰყავს უკვე რჩეული, არც იოცნებო, მითუმეტეს შენ - ამათვალიერა, ჩამათვალიერა და აბზუებული ცხვირით გააგრძელა გზა.
ახლა არ ეცე დეა თმებში, ჯერ ადმრეა, ცოტა მერესთვის შემოვინახავ ამ არსების გაპუტვით მიღებულ სიამოვნებას, ახლა კაფეში მეჩქარება ჩემს გოგოებთან.
სწრაფი ვბრუნდები და გასასვლელისკენ მივრბივარ.

***

- ვაიმე გოგოებო, ვერც კი წარმოიდგენთ რა მოხდა! - მხიარულად ვკივი და მათკენ ჩქარი ნაბიჯებით მივდივარ.
- რა მოხდა? - მეკითხება პირგამოტენილი ანუსი, რომელსაც “მშია” შევარქვით, ამის გარდა ნამდვილად არაფერი ადარდებს.
- რადა.. ლექტორს შევასკდი!
- ეს რა მომხდარაა?! - ვითომ იოცებს დიკო და თვალებს ატრიალებს.
- იმ ლექტორს შევასკდი, მთელი უნივერსიტეტი რომ გიჟდება! - ნიშნისმოგებით ვეუბნები და ტუჩებს ვპრუწავ.
- მოიცა რაა? - ორივე ერთდროულად იწევა დაინტერესებული და მაგიდას ეყრდნობიან - სპეციალურად გააკეთე ხო? - მოჭუტული თვალებით დამყურებს ზემოდან დიკო.
- ხო, კი მომწონდა მაგრამ მაგაზე არც ვოცნებობდი, კარგი რა! - ხელს მობეზრებულად ვიქნევ - ქერა რომ არის და მაგის დაქალი წითელა, ეგენი ლაპარაკობდნენ ამის დაკერვაზე, ხოდა მაგათი სმენა რომ მომბეზრდა და ლექტორმაც მომაწოდა მასალები, ეგრევე დავიძარი გასასვლელისკენ, უკან ვიყურებოდი ხომ არ მომყვებიან მეთქი და შემთხვევით შევასკდი, რომ არა ჭორიკანა, ახლა ასე ნერვებ მოშლილიც არ ვიქნებოდი.
- მაგარი ბიჭია ხო? - თვალების ქაჩვით მეკითხება ანუსი და ისევ აგრძელებს ჭამას.
- მაგარი რომელია, სუპერი! უჰ, რატომ არის ლექტორი?! - დანანებით ვაქნევ თავს და უკმაყოფილოდ ვოხრავ.
- ჭორიკანამ რაო?
- შენ არ შემოგხედავსო - ვაჯავრებ და გაბრაზებისგან თვალები მენთება. - მაგას ხომ შეხედავს, ეგ… ეგ ფიცარი!
- ფიცარიც არის და ნოხიც, მემგონი ყველა მაგაზე აწმინდავს ფეხებს - კისკისებს ანუსი და ფეხზე დგება - დროა წავიდეთ, ლექცია გვაქვს იმ ჟმოტის!
- ჩვენი ზედმეტსახელები რომ არ არსებობდეს, ალბათ აქამდე გამოგვაგდებდნენ!
- კარგი რა დიკო, რაებზე ფიქრობ!
- შენ ისე ხარ გატაცებული ამ შენი ლექტორით რომ.. - ეშმაკურად უციმციმებს თვალები.
- გეყოფა სისულელეებზე ფიქრი, არაფერი არ მოხდება, მითუმეტეს რომ ლექტორია და სტუდენტებთან ურთიერთობა ეკრძალება. თანაც ქერა ისეთი მონდომებულია მისი დაკერვით რომ მაგის ცოდვას ვერ დავიდებ ნამდვილად - ენას ვუყოფ და წინ მივდივარ, ვბრაზობ მაგრამ მეც ვერ ვხვდები რაზე.

***

არ ვიმჩნევ ლექტორის დაბღვერილ სახეს და უდარდელად ვეშვები სკამზე, ასევე ვუსმენ და რამდენჯერმე შიგადაშიგ ვამთქნარებ, ამ ქალის ლექციები ყველაზე მოსაბეზრებელია ხოლმე.
ყველაფერს ეხება ირგვლივ, რასაც კი შეიძლება რომ შეეხოს და საბოლოოდ არასდროს ყოფნის დრო.
კარებზე კაკუნი ისმის და მხოლოდ ლექტორის თანხმობის შემდეგ იღება კარები.
- გამარჯობა ქალბატონო! - ღიმილით ესალმება უსიმპატიურესი ლექტორი, ირგვლივ ყველას ღია აქვს პირი, რამდენიმე გამწარებულს მგონი ნერწყვიც კი ჩამოსდით. მე სრულიად მოხიბლული ერთ ადგილზე მიყინული ვზივარ და თვალის დაუხამხამებლად გავყურებ.
- გამარჯობა, დანიელ! - დანიელი? ოჰო მომწონს მისი სახელი, მმ.. დანი და დეა, ვუუ, დდ-ვიქნებით, “დაჟე” ისე ვარ უკვე სახელიც შევუმოკლე, ოცნებას კაცი არ მოუკლავსო ჩემზეა ნათქვამი. ჩემივე ფიქრებზე მეღიმება.
- როგორ ბრძანდებით? მენეჯერისგან ნიშნების ფურცელი მომქონდა და თქვენთვისაც წამოვაყოლე - მომხიბვლელად უღიმის და ქალიც ეგრევე ინაზება. რა დროს შენი პრანჭვაა ქალო. წარბებს ვკრავ ლექტორის ასეთ საქციელზე და უკმაყოფილოდ ვფრუტუნებ. დანი წამით ავლებს მთელ აუდიტორიას თვალს, მეჩვენება ან მართლაც უცნაურად იღიმის ჩემი დანახვისას და უხმოდ იხურავს კარებს.
- მადლობაც ვერ ვუთხარი - შეშფოთებული ლექტორი ახლაღა ფხიზლდება და კარებთან მიკაკუნობს - დანი ძვირფასო!
- დიახ?
- დიდი მადლობა!
- რას ბრძანებთ - ისევ ისე უღიმის და დინჯი ნაბიჯებით მიიწევს დერეფანში.
რა სიმპატიურია!

***

- გოგო 2 დღეში ექსკურსიაზე რომ მიდის ჩვენი ჯგუფი, ხო წამოხვალ? - თან პომადას ისვამს თან მე მელაპარაკება დიკო.
- ქერა და ისინიც მოდიან? - უკმაყოფილოდ ვატრიალებ თვალებს.
-ეგენი დააკლდებიან? მითუმეტეს თუ… - ყოყმანობს მითხრას თუ არა ეგრევე ვატყობ.
- თუ? თქვი რა ხდება კიდევ - ინტერესიან თვალებს ვანათებ და თან
- დანიელი და მისი საცოლეც მოდის - თვალებს ფრთხილად აპარებს ჩემკენ და მეც მოულოდნელობისგან ვამუხრუჭებ და ანუსი პირდაპირ საქარე მინაზეა აწეპებული. კიდევ კარგი უკან არავინ არ მომყვებოდა თორემ ჩემი ახალი მანქანა “შელამაზებას” ნამდვილად ვერ გადაურჩებოდა.
- გაგიჟდი გოგო? - როგორც კი ფხიზლდება ეგრევე მანჯღრევს - გამაფრთხილე ხოლმე მაინც! - გაბრაზებული ხელებს აჯვარედინებს.
- შენ კიდევ რამდენჯერ გითხარი, შემაპარე ხოლმე ახალი, სასიამოვნო ამბები! - წარბაწევით ვეუბნები და გზას ვაგრძელებ.
- ვერ ვხვდები, რას აიჩემე ეს ლექტორი? კარგი რა, ჩვენ მასთან შედარებით ბავშვები ვართ დეა, გთხოვ არ გინდა.. - მუდარის თვალებით მიყურებს ანუსი.
- და სად ვთქვი რომ რაიმე გეგმები მაქვს? უბრალოდ მომწონს, თორემ ხვალვე ვუვარდები სახლში მეთქი ხომ არ მითქვამს არა?!
- ხო მაგრამ..
- არავითარი მაგრამ, რა ხდება ჩემი არ გჯერათ? ნუთუ ისეთ გოგოს ვგავარ, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი კაცის ხელში ჩასაგდებად? - ვითომ ნაწყენი ხმით ვეუბნები, არადა მინდა რომ ვიხარხარო მათ გამომეტყველებაზე.
- სულ გამოშტერდი? - დიკო მიბრღვერს, ანუსი კი მსუბუქად მირტყამს თავში - ნორმალური თუ ხარ?
- კარგით ხო - სიცილი მივარდება, ჯერ გაოცებულები მიყურებენ, მერე კი თვითონაც მყვებიან და ბოლო ხმაზე ვხარხარებთ.

***

ორმა დღემ მალე ჩაირბინა, უნივერსიტეტი-სახლი, სახლი-უნივერსიტეტი, ყოველდღიური რუტინა არ შეცვლილა. ერთხელაც არ მომიკრავს თვალი ლექტორისთვის, არადა უკვე ისე მინდოდა ნახვა, ლამის ზედ შევაფრინდებოდი სიხარულისგან სადაც დავინახავდი. ემოციების კონტროლი მიჭირდა, მაგრამ ასე თუ ისე ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა. ის ერთი შეჯახება მგონი ჩემს სხეულზე კი არა პირდაპირ გულზე მოხდა და ერთიანად მოიარა ყველა უჯრედი. მისით დაუჯერებლად ავივსე, ორი დღე განუწყვეტლივ მასზე ფიქრში დამაღამდა, ვერც კი გავიაზრე რომ ხვალ დილით ექსკურსიაზე მივდიოდი.
დილით სწრაფად შევკარი ბარგი და დანიშნულების ადგილისკენ გავიქეცი. იქვე ვცხოვრობდი, ამიტომ არ გამჭირვებია და ყველაზე ადრე მივედი. ჩემი ადგილი ღიმილით დავიკავე და მოუსვენრად დაველოდე მის გამოჩენას.
ყველაზე მეტად ამ ექსკურსიაზე ის მახარებდა რომ მოდიოდა, მერე რა რომ იმ გოგოსთან ერთად, მთავარი იყო ვნახავდი და როგორმე შორიდან მაინც დავიკმაყოფილებდი მისი ნახვის მოთხოვნილებას.
გოგოებმა ჩემს ირგვლივ რომ დაიკავეს ადგილი, მაგის მერე შევწყვიტე გამუდმებით კარებისკენ ყურება, ისე ვიქცეოდი თითქოს მათ ველოდებოდი და არა დანის, არადა ინტერესი მკლავდა აქამდე სად იყო, ნუთუ არ მოდიოდა?! კურსელების მოკითხვებს, სუსტი და თავაზიანი ღიმილით ვპასუხობდი, კარებს გადავამოწმებდი და ფანჯარაში ვიყურებოდი. რომელიმე მხრიდან მაინც შევძლებდი მის დანახვას.
მერე დავინახე როგორ გამოჩნდა კარებში დანი, უკან ულამაზესი გოგონათი, ელასტიკები და ტანზე მომჯდარი მაისური იმდენად ლამაზად ჰქონდა მოხდენილი, რომ უნებურად ჩემს ფეხებზე დავიხედე და ლამის სახლში წამოვედი.
მიუხედავად იმისა რომ არც სუსტი და არც მსუქანი ვარ, ვცდილობ ბევრი არ ვჭამო და ფორმაში ვიყო, მასთან შედარებით ნამდვილად საფრთხობელას უფრო ვგავდი, ვიდრე ნორმალურ გოგოს.
წარბები უკმაყოფილოდ შევკარი და ფანჯრისკენ რომ გავიხედე მთელი გზა ზედაც არ შემიხედავს არავისთვის.
თუმცა რას ველოდებოდი? ცუდ გოგოს რატომ შეარჩევდა?!
როგორც კი ჩავედით ეგრევე დაიწყო სელფომანია, მძღოლმაც შესაფერის ადგილზე გაგვიჩერა, იქედან იმდენად ლამაზი ხედი იშლებოდა რომ სურათის გადაღებას კი არა არსებობასაც დაგავიწყებდა.
“კუთხეში” ავიწურე, როგორც სელფების არ მოყვარულმა და ღიმილიანი სახით გადავხედე მოზუზუნე საზოგადოებას.
- აქ რატომ დგახარ? - შიშისგან ოდნავ შევხტი და ჩემს გვერდით მდგომ მომღიმარ დანიელს გაოცებულმა შევხედე.
- აა - ავბლუყუნდი - არ მიყვარს სურათების გადაღება და..
- არ მჯეროდა, შენნაირი გოგოები თუ არსებობდნენ - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა და ერთ-ერთ მიმავალ ლექტორს თავი დაუკრა.
- არც თქვენ ჩანხართ აქაური სიტუაციით აღფრთოვანებული.. - სიტუაციით ვისარგებლე და თავით-ფეხებამდე ავათვალიერ-ჩავათვალიერე. სუნთქვა შემეკრა იმდენად უხდებოდა სპორტულები, თხელი, ნატიფი თითები ჯიბეებში ჰქონდა ჩალაგებული, შავი სათვალე მოერგო, ოდნავ მოზრდილი წვერიდან მადისაღმძვრელად გამოიყურებოდნენ სისხლისფერი ტუჩები. სურვილმა ერთიანად დამიარა ტანში და თავი მეორე მხარეს გავაბრუნე დასაწყნარებლად.
- მართალი ხარ, დიდად არც მე მხიბლავს ფოტოების გადაღება! - ტუჩის კუთხე აწია და თავისი გოგოსკენ დაიძრა, რომელიც აჟიტირებული ეძახდა რომ მასთან მისულიყო.

***

გოგოებმა დაწვრილებით გამომკითხეს ყველაფერი და შემდეგ ჩვენი უსიმპატიურესი გიდისკენ დაიძრნენ, რომელსაც იმდენად შესაშური გარეგნობა ჰქონდა რომ ბიჭების უმეტესობა მოღუშული, წარბშეკრული იყურებოდა აქეთ-იქეთ და ღრენით აკვირდებოდნენ მისი დახვეწილი თითების მოძრაობას. მე და ჩემს კურსელ დემნასთან ერთად მივდიოდი და სიცილით ვუყურებდი გოგოებს.
- სიმპატიური ბიჭია არა? - წარბაწევით გადმომხედა დემნამ.
- ხო, კარგი ბიჭია!
- შენს დაქალს ეტყობა რომ მოეწონა - ჩაიღრინა და მზერა გაუსწორა დიკოს.
- რა გინდა, გოგოების გულთამპყრობელია, ძალიან კარგი ბიჭია
- არაუშავს რა, დიდი ვერაფერი, ერთი შენი დაქალის გული მოიგო თორემ - სხვათაშორის თქვა და წინ გადაშლილ ულამაზესს ხედს გადახედა.
- დიდი ვერაფერიო და ნახე რამდენი გოგო მიყვება!
- გიდია უბრალოდ და მაგიტომ რა!
- კარგი რა, მაგის გიდობა ვის აინტერესებს?! - მის ნერვებზე დაკვრას არ ვწყვეტდი მე.
- კაი ერთი - გაბრაზებულმა აიქნია ხელი და სწრაფი ნაბიჯებით გამეცალა. სიცილით გადავაქნიე თავი და ნელა დავუყევი გზას.
- მიხარია ხასიათი რომ გამოგიკეთდა! - შიშისგან შევხტი ჩემს გვერდით მომღიმარი ლექტორი რომ დავინახე. რამდენიმე წამი თვალისდაუხამხამებლად რომ ვუყურებდი ალბათ შეეშინდა და ისე უცებ მომხვია ხელი რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. - ცუდად ხარ? არ მინდოდა შენი შეშინება, აწი წინასწარ გაგაფრთხილებ ხოლმე - აღელვება დაეტყო ხმაში და მეც ეგრევე გამოვფხიზლდი.
- აა..რაფერია, უბრალოდ შემეშინდა! - გავუღიმე და მანაც ეგრევე შემიშვა ხელი.
- მართლა კარგად ხარ? - ჩამეკითხა მაინც მოუთმენლად.
- მართლა - თავიც დავუქნიე უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო ჩემი პასუხი.
- კიდევ კარგი, ძალიან მშიშარა ხარ!
- ხო, ზოგჯერ.
- რა გქვია?
- დეა
- შენ არ მკითხავ?
- დანიელი
- გცოდნია - თვითკმაყოფილს ჩაეღიმა.
- ჰო, ჩემს ირგვლივ არსებული გოგოები სულ თქვენზე საუბრობენ და შეუძლებელია დიდი დანიელი არ იცოდეს ვინმემ - გაეცინა.
- მაინც რას ამბობენ?
- რომ ლექტორის კვალობაზე ზედმეტად სიმპატიური ხართ.
- ნუთუ? და შენ არ ფიქრობ ეგრე? - ინტერესიანი მზერა შემავლო.
- ლექტორებს არ ვეტრფი თუმცა ვფიქრობ რომ სიმპატიური ხართ, მითუმეტეს მოხუცი და ჯოხიანი ლექტორების შემდეგ ზედმეტად სიმპატიური ჩანხართ. - ისევ ჩაიცინა და არაფერი უპასუხია, რამდენიმე წამის შემდეგ კი საერთოდ გაქრა ჩემი თვალთახედვიდან.
გოგოებზე ისევ მომიწია მთლიანი დიალოგის მოყოლა და მხიარულად გავაგრძელეთ გზა.

***

საღამოს კარავი გავშალეთ და დაღლილებმა ღიმილით შემოვუჯექით იმ წამს დანთებულ ცეცხლს. ღიმილით ვუყურებდით ერთმანეთს, იქამდე სანამ ერთ-ერთმა იდეა არ წამოაყენა რომ ყველას ისეთი რაღც უნდა გაგვეკეთებინა რაც გვეხერხებოდა. გვემღერა, გვეცეკვა, ლექსი გვეთქვა. გაგვეკეთებინა ის რაც გვსურდა. ყველამ ერთხმად დავთანხმდით და ყველამ დაიწყო ნელნელა საკუთარი თავის წარმოდგენა.
დემნამ იცეკვა, ცეკვას ჩემდა გასაკვირად დიანაც შეუერთდა და ისეთი სილაღით, ისეთი გულით ცეკვავდნენ აჭარულს რომ თვალს ვერ ვწყვეტდი ვერცერთს. ერთიანად გვივლიდა იქ მყოფთ ჟრუანტელი და განაბული ვაყოლებდით მათ მოძრაობებს თვალს. სიმღერა როგორც კი დამთავრდა ორივე ერთდროულად შედგა ადგილზე და ღიმილით გადახედეს ერთმანეთს. გულამოვარდნილებმა ძლივს დაიკავეს ადგილი, მეღიმებოდა მათ შემხედვარე, ნეტა რაზე ფიქრობენ ერთმანეთს რომ არ უტყდებიან?!
ჩემი ჯერი რომ დადგა, ყველამ ისეთი თვალებით გადმომხედა რომ მივხვდი ეს ყველაფერი რისთვისაც მოაწყვეს, ვიგრძენი როგორ მეტკინა რაღაც ძალიან ძლიერად სხეულში და მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი, იქნებ კისერში გაჩხერილი ბურთულა როგორმე მომეშორებინა. მთელი ბავშვობა ვგიჟდებოდი სიმღერაზე, დავდიოდი, უამრავ კონცერტზეც ვარ გამოსული, მაგრამ მერე მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. ერთიანად შეცვლილი ჩემი ცხოვრება და თავდაყირა დაყენებული მომავალი მომღერლის კარიერა. ვიღაცისთვის შეიძლება ის ფაქტი არაფერი იყოს, მაგრამ იმ დროინდელმა ნერვიულობამ ერთიანად დამიკარგა სიმღერის სურვილი, თითქოს ჩემმა სხეულმა უარი განაცხადა სიმღერაზე და იმის მერე ოდნავაც კი არ ამომიშვია მსგავსი ხმა სხეულიდან, არც კი მგონია, რომ ოდესმე შევძლებ სიმღერას, ისევ ისე.. განსაკუთრებულად, მთელი გულით და გრძნობით. ასე მგონია, ის ნიჭი ჩემში ერთიანად ჩაკვდა, ერთიანად წავიდა იქ, საიდანაც ძალიან რთული იქნება მისი მობრუნება. არ ვიცი, შეიძლება რაღაც განსაკუთრებული მჭირდება იმისთვის რომ ვიმღერო, სხეულზე მოწოლილ ტკივილს ვერაფრით ვუმკლავდები, დარცხვენილი ვხრი თვალებს და ტუჩი სატირლად მებრიცება.
- იმღერე დეა! - მეხის გავარდნასავით ისმის დანიელის ხმა და ვერც კი ვხვდები ისე ვუსწორებ მზერას - გვანახე რა შეგიძლია! - ტუჩის კუთხეში გაპარულ ღიმილზე ერთიანად მებინდება გონება, მის ხმას დანარჩენებიც ყვებიან და ერთად მთხოვენ სიმღერას.
გაუცნობიერებლად ვაქნევ თავს და ვერც კი ვხვდები საიდან ხვდება ჩემს ხელში გიტარა. მონატრებულს, ფრთხილად ვუსვამ თითს და ვგრძნობ როგორ იშლება სხეულში ყვავილი.
არც კი მჯერა..
ნუთუ ამას ვაკეთებ?!
თვალებზე მოწოლილ ცრემლებს უკუვაგდებ და ვცდილობ როგორმე მელოდიას ოდნავ მაინც ავყვე.
რამდენიმე ცდის შემდეგ ძალას ვიკრებ და ჰაერში სასიამოვნო ჰანგებიც იფანტება. ყველა ჩუმდება და მომლოდინე თვალებით მომჩერებიან.
მეგი გოგიტიძის - შევეჩვიე ლანდებს ჩემდაუნებურად ვიწყებ და მთელი 5 წლის გრძნობებს ამ სიმღერაში ვატევ. ვმღერი და ასე მგონია ნელნელა ვიცლები, ვერც კი ვხვდები ამდენს რანაირად იტევდა ჩემი სხეული, როგორ შემეძლო ასეთი მძიმე ტვირთი მეზიდა, როგორ ვთქვი უარი სიმღერაზე?! არც კი მჯერა, რაც უფრო მეტ აკორდს ვიღებ უფრო მეკუმშება გული ტკივილისგან, უფრო დიდ თავისუფლებას ვგრძნობ და ასე არეული, ძლივს, გატეხილი ხმით ვამთავრებ სიმღერას.
იმ წამს, ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანების თვალები რომ დაგენახათ, ალბათ არასდროს შეწყვეტდით ჩემს ადგილას სიმღერას, ერთიანად, ყველას თვალებში იმხელა ვარსკვლავი და სიმღერისგან გამოწვეული სევდა იყო ჩაბუდებული გული უარესად შემეკუმშა. ტკივილისგან გაბრუებულმა ვერც კი ვიგრძენი როგორ ავდექი და გამოვიქეცი, არ ვიცი რატომ, მაგრამ აი ასე ლაჩრულად ავდექი და წამოვედი.
მაიკის ამარა გავეხვიე თბილ საბანში და თვალები მაგრად დავხუჭე. მინდოდა რეალობას გავქცეოდი, მინდოდა ახლა ამ წამს ასე არ ვყოფილიყავი..

ჰმმ, დავბრუნდი? დავბრუნდი, ასე მალე იმიტომ რომ ეს ისტორია ძალიან დიდი ხნის წინ დავიწყე, უბრალოდ ვერ დავასრულე და.. ახლა გადავწყვიტე რატომღაც რომ მეცადა. <3
რამდენად მოგეწონებათ არ ვიცი, თუ მოგეწონებათ აუცილებლად გავაგრძელებ!
ველოდები შეფასებას და ბოდიში შეცდომებისთვის.. <3



№1 სტუმარი Guest ანი

ველოდები შემდეგ თავს ♥ ძალიან მომეწონა :* მეც მომწონდა ახალგაზრდა ლექტორი :დდდდ

 


№2  offline წევრი aNuGi

Guest ანი
ველოდები შემდეგ თავს ♥ ძალიან მომეწონა :* მეც მომწონდა ახალგაზრდა ლექტორი :დდდდ

დიდი მადლობაა! <3
საინტერესოაა :დ <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№3  offline წევრი Mariammmo

გააგრძელე ^^ გააგრძელე ^^
საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხია... ნუ ზოგადად შენი ისტორიები მიყვარს <3 თბილები და ტკბილები <3

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეე შენი სახელი რო დავინახე შევხტი საწოლში smile smile ძალიან მომწონს იმდენად კარგია რომ ვიცი მაგას ისტორიას ვიწყებ და საოცრად დასრულდება heart_eyes heart_eyes

 


№5  offline წევრი ანამარია...

აუცილებლად გააგრძელე! ძალიან კარგია

 


№6 სტუმარი გვანცა))

ძალიან კარგი იყო
დამაინტერესა^^
ვნახოთ რა როგორ მოხდება გელოდები ❤

 


№7  offline წევრი TeddyBear

ძალიან მომწონს, რაღაცნაირად მიმზიდველი ისტორიაა ^^
ჰმმ დანიელი მიყვარს ეს სახელი ❤
შემდეგ თავს ველი ❤
მიყვარხარ მე შენ ანუკ ❤

 


№8 სტუმარი Anna

Ra uzrdeli gogoa. Ra wadi qalo nifxavi chaicvi, romeli tyidan aris!

 


№9  offline წევრი aNuGi

Mariammmo
გააგრძელე ^^ გააგრძელე ^^
საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხია... ნუ ზოგადად შენი ისტორიები მიყვარს <3 თბილები და ტკბილები <3

ძალიან დიდი მადლობა <3 <3 <3

sameone crazy girl
ვაიმეე შენი სახელი რო დავინახე შევხტი საწოლში smile smile ძალიან მომწონს იმდენად კარგია რომ ვიცი მაგას ისტორიას ვიწყებ და საოცრად დასრულდება heart_eyes heart_eyes

იმედი მაქვს გაგიმართლებ მოლოდინს და მართლაც კარგი გამომივაა heart_eyes

ანამარია...
აუცილებლად გააგრძელე! ძალიან კარგია

დიდი მადლობა <3

გვანცა))
ძალიან კარგი იყო
დამაინტერესა^^
ვნახოთ რა როგორ მოხდება გელოდები ❤

დიდი მადლობა, მიხარია რომ კითხულობ <3

Lollipop :))
ის გოგო ეს დეაა? და დანიელი ის ბიჭი?
ვგიჟდები შენს ნამუშევრებზე და დარწმუნებული ვარ ესეც ისეთი საოცრება იქნება როგორიც დანარჩენები❤წარმატებები

დიდი მადლობა, იმედი მაქვს გაგიმართლებ იმედებს და კარგი გამოვა <3

TeddyBear
ძალიან მომწონს, რაღაცნაირად მიმზიდველი ისტორიაა ^^
ჰმმ დანიელი მიყვარს ეს სახელი ❤
შემდეგ თავს ველი ❤
მიყვარხარ მე შენ ანუკ ❤

მე შენ მიყვარხარ ძალიან ძალიან ჩემო უნიჭიერესო <3

Anna
Ra uzrdeli gogoa. Ra wadi qalo nifxavi chaicvi, romeli tyidan aris!

გულში გაიფიქრა. უზრდელი რა შუაშია. blush
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№10  offline მოდერი bla.ell

ვაიმეე რა კარგიააა მოუთმენლად გელი საყვარელოოheart_eyes

 


№11  offline წევრი aNuGi

bla.ell
ვაიმეე რა კარგიააა მოუთმენლად გელი საყვარელოოheart_eyes

დიდი მადლობა, მიხარია <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№12  offline მოდერი CeCe))

შენი ნიკი,რომ დავინახე სიმართლე გითხრა
გამიკვირდა.
მაგრამ...
ნუ აი რა ვთქვა?
პირველი თავია და უკვე
შემიყვარდა ეს ისტროია.
(არ ვაფერისტობ დედას გეფიცები :დდ)
მართლა რაღაცნაირია...
განსხავავებული და
სასიამოვნოდ წასაკითხი.
წარმატებები ჩემო სიცოცხლე!

 


№13 სტუმარი Guest ანი

ხო,საინტერესოა,თუმცა ამ ისტორიაში გადმოცემული არცერთი შემთხვევა არ ყოფილა ჩემთან :დდდ სამწუხაროდ
aNuGi
Guest ანი
ველოდები შემდეგ თავს ♥ ძალიან მომეწონა :* მეც მომწონდა ახალგაზრდა ლექტორი :დდდდ

დიდი მადლობაა! <3
საინტერესოაა :დ <3

 


№14  offline წევრი aNuGi

dreamer14
შენი ნიკი,რომ დავინახე სიმართლე გითხრა
გამიკვირდა.
მაგრამ...
ნუ აი რა ვთქვა?
პირველი თავია და უკვე
შემიყვარდა ეს ისტროია.
(არ ვაფერისტობ დედას გეფიცები :დდ)
მართლა რაღაცნაირია...
განსხავავებული და
სასიამოვნოდ წასაკითხი.
წარმატებები ჩემო სიცოცხლე!

დიდი მადლობა ჩემო ნიჭიერო და ჩემო თბილო <3 ძალიან მიხარია შენი თითოეული სიტყვა <3 <3 ვეცდები რომ იმედები არ გაგიცრუო <3<33 <3

Guest ანი
ხო,საინტერესოა,თუმცა ამ ისტორიაში გადმოცემული არცერთი შემთხვევა არ ყოფილა ჩემთან :დდდ სამწუხაროდ
aNuGi
Guest ანი
ველოდები შემდეგ თავს ♥ ძალიან მომეწონა :* მეც მომწონდა ახალგაზრდა ლექტორი :დდდდ

დიდი მადლობაა! <3
საინტერესოაა :დ <3

ყველაფერი წინ არის :დ <3 რაიცი რა ხდება...
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№15  offline წევრი An-El

მიდი აააან აბა შენ იციიიი დაასრულე, ძაან საინტერესო და გემრიელად წასაკითხია

 


№16  offline წევრი aNuGi

An-El
მიდი აააან აბა შენ იციიიი დაასრულე, ძაან საინტერესო და გემრიელად წასაკითხია

<3 დიდი მადლობა <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№17  offline წევრი ლილიტიი

ვერ გავიგე დასაწყისი
სავარაუდოდ გოგოზე საუბრობ, მერე უცბად მესამე პირში გადაგყავს.
კიდევ ხო ვერ ვიტან მსგავს გოგოებს
რატო არ ასვენებენ ამ შეყვარებულიან, საცოლიან კაცებს ღმერთმანიიი

 


№18  offline წევრი aNuGi

ლილიტიი
ვერ გავიგე დასაწყისი
სავარაუდოდ გოგოზე საუბრობ, მერე უცბად მესამე პირში გადაგყავს.
კიდევ ხო ვერ ვიტან მსგავს გოგოებს
რატო არ ასვენებენ ამ შეყვარებულიან, საცოლიან კაცებს ღმერთმანიიი

ვწუხვარ :)
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№19 სტუმარი blablabla

რაღაც ვერგავიგე :დ ანუ თავიდან ის მონაკვეთი სანამ დეა დაიწყებს თხრობას იმ პირველ ნაწილს ვინყვება?

 


№20  offline აქტიური მკითხველი terooo

ჰმ.რა საინტერესოდ დაიწყო...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent