შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი დის წარსულმა სიყვარული მაპოვნინა სრულად


3-02-2017, 12:59
ავტორი Viktoria
ნანახია 7 114

- ბევრი ვიფიქრე.
-და რა გადაწყვიტე?
-მივდივარ.
-მითხარი სხვა გყავს?
-მყავს.
-მატყუებ ვიცი, რომ ჩემი ხარ.
-ცდები მე შენი არასდროს არ ვყოფილვარ და არც ვიქნები.
-გოგო აზრზე მოდი რას მეუბნები, რომ ვამბობ ჩემი ხარ მეთქი ესეიგი ასეა.
-გიო გთხოვ გამანებე თავი მე სხვა მიყვარს, შენთან ვერ ვიქნები.
-ესეიგი სხვა გიყვარს არა, მაშინ ის რა იყო, როცა მე მეხებოდი, როცა ჩემთან ყოფნისას სიყვარულს მეფიცებოდი. ყველაფერი ამაო იყო ფეხებზე გეკიდე და ვსიო.
-რაც გინდა ის იფიქრე, მე მივდივარ მშვიდობით.
-სანამ წახვალ ეს წაიღე მე მაინც აღარ მჭირდება.
-რა წავიღო?
-ეს კულონი შენ გეკუთვნის.
-არ შემიძლია ამას ვერ წავიღებ.
- შენს გარდა ამ კულონს სხვა ვერ ატარებს, ასე , რომ შენ გქონდეს.
-არ მჭირდება, არაფერი არ მინდა, რაც შენს თავს გამახსენებს.
-შენ ვერასოდეს დამივიწყებ ნია იცი, რატომ? იმიტომ, რომ მე შენი ვარ, შენ კიდევ ჩემი.ყოველთვის გემახსოვრება ჩვენი შეხვედრები, ვერ დაივიწყებ იმ ვნებიან კოცნას, რომელიც მე მეკუთნოდა, ვერ დაივიწყებ შენს პირველ კოცნას, რომელიც მე მოგპარე, ვერც ჩვენს თითოეულ შეხებას.
-შეიძლება, მაგრამ მე მაინც სხვა მიყვარს და მასთან ვიქნები.
-ნია ნუ გააკეთებ ამას გთხოვ.
-კარგად გიო.
მივუახლოვდი გადავეხვიე და ვაკოცე ლოყაზე, წასასვლელად გამოვბრუნდი, უეცრად შემაჩერა და კედელზე ამაკრა.
-შენ აი ამას წაიღებ.
ყელზე კულონი გამიკეთა და ისე ნაზად მეამბორა მეგონა ჩავიფერფლებოდი,ვიგრძენი მისი ბაგე, რომელიც მრავალჯერ შეხებიან ჩემს ტუჩებს, თითქოს ველოდი, რომ კვლავ მაკოცებდა, მაგრამ მგონი კოცნას არც აპირებდა უბრალოდ მიცქერდა, მივატოვე უხმოდ და სახლისკენ წამოვედი.
გაგაცნობთ ჩემს თავს, მე ნია გიორგაძე ვარ 18 წლის ახლახანს დავამთავრე სკოლა, ვცხოვრობ ბებიასთან ერთად დედ-მამა საზღვარგარეთ არიან მყავს დაქალი ანი მეტრეველი, რომელიც ძალიან მიყვარს,გიო ვიბლიანი ჩემი კლასელი და ამავდროულად შეყვარებულიც იყო, მას ახლახანს დავშორდი, მოვატყუე, რომ სხვა მიყვარდა თუმცა კი მის გარდა სხვისთვის არ შემიხედავს, მივატოვე იმიტომ, რომ მომავლის გეგმებში არ შედიოდა, მალე საბერძნეთში მივდიოდი მშობლებთან. ეს ძალიან მახარებდა ვიცოდი, რომ გიოს ჩემთან განშორება გაუჭირდებოდა, მაგრამ მაინც მივატოვე, მისთვის ასე აჯობებდა.
მართლაც დედამ დარეკა და ყველაფერი მოვამზადე რაც დამჭირდებოდა. დადგა ნანატრი დღე და მეც წავედი აეროპორტში, თვითმფრინავით მგზავრობის მეშინია, მაგრამ მაინც შევაბიჯე. გული ანიზე მწყდებოდა, რაღაცნაირად ამ გოგოს შევეჩვიე, მაგრამ მშობლებს ვერ დავუპირისპირდი. ყოველთვის ასეთი მხდალი ვიყავი. არაფრით გამორჩეული თუ ჩემს სილამაზეს არ ჩავთვლით. არ ვგავდი ჩემს ტყუპისცალ დას მარიამს, რომელზეც არ მიყვარდა საუბარი. დედას შვილები არ ყავდა ასე, რომ მე მიშვილეს ჩემი და კი ჩემს ბიოლოგიურ დედასთან დარჩა. მას არც ვეკონტაქტებოდი, რაღაცნაირად ვერ ვიტანდი მას. ვერ ვიტანდი იმიტომ, რომ ყველანაირად მჯობდა, მშურდა მისი. მე უქნარა და მოუხელთებელი ვიყავი,თუ მე გართობაში ვატარებდი დროს ის სწავლა განათლებას აკლავდა თავს. მე ყველა და ყველაფერი მეკიდა ფეხებზე ამ ცხოვრებაში, რომ დავუკვირდი გიოზეც ანალოგიურად ვიყავი. ვხედავდი, რომ ფინია ძაღლივიათ მეფოფინებოდა თავს, სიმპატიური, ჭკვიანი და ბობოლა მამიკოს ბიჭი იყო ასე, რომ მისი დაკარგვა არ ღირდა, გავაბი რომანი და ვერთობოდი მისით, როგორც ერთ-ერთი სათამაშოთი.
მიყვარდა? არა იმიტომ, რომ ერთადერთი ვიზეც ვიყავი შეყვარებული ეს საკუთარი თავი იყო, მიყვარდა ისეთი როგორიც იყო და სხვისი აზრი არ მაინტერესებდა.როგორც ავღნიშნე ყელაფერი გამახსენდა, გავიხსენე რაც ვიყავი და საკუთარ თავზე გამეცინა. ვიგრძენი, რომ რაღაც რიგზე არ იყო ბოლოს კი მივხვდი,მართალი ყოფილა როცა ამბობენ სიკვდილის წინ მთელი ცხოვრება თვალწინ ჩაგივლისო. ვხედავდი, რომ ნისლში ვიძირებოდი, ვგრძნობდი, რომ სადღაც ვიკარგებოდი ეს კი საერთოდაც არ მომწონდა. მე ნია გიორგაძემ სულ რაღაც 18 წელი ვიცოცხლე და არა მოვასწარი? მხოლოდ ის, რომ სხვებს ვამცირებდი და ყველანაირ მანკიერებას ვაწვებოდი ცხოვრებაში, მშურდა მარიამის, რომელიც სიცოცხლეს გააგრძელებდა მთელი ცხოვრება გართობა და თამაშს შევალიე.

**************

ვხედავ ტელეფონზე რეკავენ, ნომერს დავხედე და გამიკვირდა, ისინი არასოდეს მაძლევდნენ ნიასთან ურთიერთობის უფლებას. ბოლოს და ბოლოს ვუპასუხე, ახალი ამბავი მაცნობეს და დასაფლავებაზე დამპატიჟეს ვიგრძენი, რომ გული ამომგლიჯეს და ნაფლეთებად აქციეს, ჩემი ნია, ჩემი გოგონა აღარ იყო. ისე დავკარგე, რომ ერთხელაც არ მოვფერებივარ, ნუთუ ასეთი ცხოვრების ღირსი ვიყავი, მარიამმა ნიაზე არაფერი არ იცის, თავი ძლივს გავაკონტროლე, რომ სიმართლე არ მეთქვა, ცრემლებს ვიკავებდი. ჩემს მარის დავემშვიდობე და სასწრაფოდ ქუთაისისაკენ წავედი. მივდიოდი შვილთან, რომელიც არასოდეს არ მინახავს, არ მოვფერებივარ, მე უბადრუკს მისი გვამის ხილვაც არ მეღირსა, ბავშვის გვამი ზღვის ტალღებმა შთანთქა. ნინოს და გურამს დავემშვიდობე და თბილისისაკენ წამოვედი. გზაში ცუდად გავხდი საჭე ვერ დავიმორჩილე და სატვირთო მანქანას დავეჯახე, ბუნდოვნად მახსოვს ვიღაცა რაღაცას მეჩურჩულებოდა.
- მარი, როგორ ფიქრობ ნიკასავით მეც ჩავაბარებ სამსახიობოზე?
- როგორ არა ნიაკო
- მარიამ გთხოვ დღეს ჩემთან დარჩი, ნონა დეიდას დაურეკე და უთხარი, რომ შენს პატარა დაიკოს უნდა მასთან, რომ დარჩე კარგი?
- კარგი დავურეკავ!
ნიაკო ჩემი მეზობელია თორმეტი წლისაა. ყოველთვის მსურდა და მყოლოდა, მაგრამ სამწუხაროდ ღმერთმა არ მაჩუქა ასე, რომ დის სიყვარულს მონატრებული ნიას ვეფერები. ვურეკავ ნონას, მაგრამ არ მპასუხობს, რამოდენიმე ცდის შემდეგ კი ვიღაც უცხომ მიპასუხა:
- უკაცრავად ნონა ბერიძე მინდოდა?
- თქვენ მისი ვინ ბრაძანდებით?
- მისი შვილი ვარ მარიამ ბერიძე.
- დედათქვენი საავადმყოფოშია, ძალიან ცუდადაა, შეიძლება ვერ გადარჩეს, ძალიან ვწუხვარ შვილო!
- რომელ საავადმყოფოშია, სად მოვიდე?
- ჯეოჰოსპიტალში
- უკაცრავად ეგ სადაა?
- ქუთაისში
- გმადლობთ!
ტელეფონი გავთიშე ნიას დავემშვიდობე და სასწრაფოდ წავედი სახლში. თავი მოვიწესრიგე, ბარგი ჩავალაგე და ქუთაისისკენ წავედი ტაქსით. რაღაც თავს შეუძლოდ ვგრძნობდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, მიჭირს ახსნა, მეგონა ცოცხლად დამმარხეს, ვფიქრობდი დედაზე რა უნდოდა მას ქუთაისში? ჩვენ ხომ ნაცნობიც კი არ გვყავდა ამ ქალაქში, საავადმყოფოში მივედი და ბარგიანად მის პალატაში შევედი.
დღეები გადიოდა, მაგრამ სიახლე და კარგი არაფერი არ იყო, ექიმებსაც იმედი გადაეწურათ და მართლაც მეოთხე დღეს გარდაიცვალა, ძლივს გავაცნობიერე, რომ დედამიწაზე მხოლოდ მარტო დავრჩი, ვიყავი ობოლი დედ-მამისგან მიტოვებული და მიწასთან განადგურებული, გამახსენდა ჩემი საბრალო დედიკო, რამდენჯერ გვესაუბრა სიკვდილზე, მაგრამ არ მეგონა თუ მიმატოვებდა. მახსენდებოდა მისი სახის თითოეული ნაკვთი და გული ტკივილისაგან მისკდებოდა, უეცრად მისი ფოტო გამახსენდა, მაშინ ასე შევამკე მისი სილამაზე:
ღიმილი შენი-მზიან დილას ჰგავს,
გაბუტვა შენი-ქარიან დილას,
ტირილი შენი- ბუნების ტირილს,
დედი მიყვარხარ, მიყვარხარ წმინდავ.
მახსოვს ბევრი იცინა ჩემს ლექსზე, ვუცქერდი მას და ვგრძნობდი, რომ სიკვდილმაც ვერაფერი დააკლო ჩემს დედას, ის ისევ ისეთი ლამაზი იყო, როგორიც მახსოვდა.
დედის დასაფლავების შემდეგ თბილისში ბინა გავყიდე, იმ იმედით, რომ დედის გარდაცვალებაზე რაიმე ახალს გავიგებდი.მაინტერესებდა თუ რა უნდოდა დედას მისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ქუთაისში, ამ ქალაქმა იგი შეიწირა. პატარა საკუთარი სახლი ვიყიდე და საკმაოდ კომფორტულადაც მოვეწყვე. მენატრებოდა დედ-მამა მაგრამ ცხოვრებას ავუბი ფეხი, ნიასთან ტელეფონით ვსაუბრობდი, მიჭირდა მარტო ყოფნა მაგრამ ვიცოდი, რომ ამასაც გავუმკლავდები.
მეზობლებიც მეგობრულად შემხვდნენ. ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ბიჭმა, რომელიც სულ გაბრაზებული მიცქერდა, მიკვირდა მას არ ვიცნობდი და მაინც მიჩნდებოდა კითხვა თუ რა დავუშავე?
არ ვიცი რატომ მაგრამ ამ ბიჭმა ამაფორიაქა, ვუცქერდი მას და მისი ცქერით ვტკბებოდი. ის კი გაბრაზებული მიცქერდა, ვგრძნობდი, რომ ვძულდი მთელი არსებით. მეც ვაიძულე საკუთარი თავი, რომ მასზე არ მეფიქრა, მაგრამ ის ისეთი კარგი იყო, რომ ვერ მოვერიე საკუთარ თავს. მაღაზიისკენ მივდიოდი, როცა გავიგონე როგორ დამცინოდა მეგობრებთან ერთად, გაბრაზებული მისკენ წავედი, მაგრამ ფეხი ამისრიალდა, აშკარად ვიგრძენი, რომ რაღაც ცეცხლოვანი შეეხო ჩემს სხეულს, ეს კი მისი ხელები იყო, რომ არა ეს ხელები ძირს გავადენდი ბრაგვანს. გაოცებულმა და დარცხვენილმა მადლობა გადავუხადე და სახლისკენ გამოვიქეცი, აღარც მაღაზიაში წავსულვარ ფანჯრიდან ვუცქერდი მას და მისი ღიმილით ცქერით ვტკბებოდი, მართლაც, რომ მშვენიერი იყო, გამახსენდა დორიან გრეი და ყველა ის პერსონაჟი ვინც კი მომწონებია ამა თუ იმ ფილმში და წიგნში. კითხვა ძალიან მიყვარდა და თავისუფალ დროს სულ ვკითხულობდი. უნივერსიტეტის საკითხიც მოვაგვარე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოვიტანე საბუთები და მოვეწყვე სასურველ ფაკულტეტზე.

*******************

მთელი ზაფხული ქუთაისში გავატარე.სწავლის დაწყებამდე ერთი კვირაა დარჩენილი ცოტას ვნერვიულობ მაინც ახალი ვარ ამ ქალაქში,გვიანობამდე წიგნს ვკითხულობდი. უეცრად სიმღერის ხმა გავიგონე ფანჯრიდან გავიხედე და ჩემი სიმპატიური მეზობელი დავინახე.ისეთი ნასვამი იყო, რომ ძლივს მიაბიჯებდა. ეს ბიჭი ჩემზე რაღაცნაირად მოქმედებდა.არ ვიცნობდი, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მთელი ცხოვრება მასთან გავატარე.მისი ნახვით გახარებულმა,სიხარულით თავბრუ დახვეულმა სარაფნით გავირბინე ჩვენს შორის მანძილი კოკისპირულ წვიმაში. საკუთარი თავი მის დახმარებაში დავარწმუნე, ვსველდებოდი ტანში მაციებდა, მაგრამ მაინც მივუახლოვდი მას.
-უკაცრავად დახმარება ხომ არ გჭირდება?
- სწორედაც, რომ შენ გეძებდი.
-უკაცრავად?...
- არ გრცხვენია ნია ასე, როგორ მომექეცი?
ხელები დამიკავა და შემომხედა თვალებით, რომელიც არასოდეს არ დამავიწყდება.
-არ მესმის რას მეუბნები, ვინაა ნია? ან შენ ვინ ხარ? მე შენი სახელიც კი არ ვიცი.
-ახლა აღარ გახსოვს პატარა მატყუარა ქალბატონო, გაგახსენებ გიორგი ვარ გიო ვიბლიანი.
-ალბათ ფიქრობ, რომ ეს სახელი რამეს ნიშნავს ჩემთვის, მაგრამ მე ასეთს არავის, რომ არ ვიცნობ რა ვქნა ?
-მეთამაშები ხომ, კარგი მიყვარს თამაშები და მეც მოვედი თამაშის ხასიათზე.
-ვერ გავიგე გიორგი რას ამბობ?
- ასე, როგორ მომექეცი მიმატოვე მერე და როგორ ? მთელი ეს დრო მატყვილებდი. ეხ ნია როგორ მიყვარდი და რა გამიკეთე? ახლაც მიყვარხარ, მაგრამ ვერ ვხვდები ასე, რატომ მოგვექეცი სუყველას.ყველას მკვდარი გონიხარ დედაშენი და მამაშენი ახლაც გლოვობენ შენს დაკარგვას მეც გამანადგურე შენი სისასტიკით, ეხლა აქა ხარ და ისე იქცევი თითქოს არც არაფერი მომხდარა.
-გიორგი მისმინე მე ნია არა ვარ. მე მარიამი მქვია ნასვამი ხარ ვიღაცაში გეშლები, გთხოვ ხელი გამიშვი, მეგონა დახმარება გჭირდებოდა, მაგრამ შევცდი, მშვენივრად ხარ და უჩემოდაც მიაგნებ შენს სახლს.
- შენი აზრით ახლა გაგიშობ როცა გიპოვე. გახსოვს ნია გითხარი შენ ჩემი ხარ და მე კიდევ შენი, გითხარი, რომ მე მეკუთვნი, მაგრამ არ გჯეროდა ჩემი.
თავის გამოხსნა ვცადე, მაგრამ უშედეგოდ მან მის გულ-მკერდზე მიმიკრა და საუბარს აგრძელებდა.
- ვიცოდი, რომ არ მიმატოვებდი ჩემო ცხოვრება, მიყვარხარ ნია და ეს შენც მშვენივრად იცი. შენ ჩემი ხარ იყავი და იქნები.
- გიორგი მისმინე ვიღაცაში გეშლები მე მარი მქვია მე არ ვარ ნია.
-ჩუმად იყავი და მოუსმინე ჩემი გულის ცემას გამალებით ფეთქავს იმიტომ, რომ ჩემთან ხარ.
ის ვერ გრძნობდა, რომ ჩემი გულიც გახეთქვას იყო,მისი სიახლოვე თავბრუს მახვევდა ის კი არ ჩერდებოდა.
-ისე მენატრებოდა შენი სითბო,შენი თვალები,შენი ტუჩები,შენი სხეული ჭკუიდან მშლი შენი სილამაზით. მენატრებოდი ნია, ძალიან მენატრებოდი. შენ ? ალბათ კი ამიტომაც დამიბრუნდი.მთავარია ჩემთან ხარ ასე, რომ წარსულის უსიამოვნება შეგვიძლია დავივიწყოთ.
-მისმინე მე მარი ვარ და არა ნია, შენ გეშლება მე...
ვიგრძენი, როგორ ამიკანკალდა სხეული მისი ტუჩები ვიგრძენი ბაგეზე, რომელიც ვნებიანად მკოცნიდა. მის მკლავებში მომიქცია და ნაზად მეფერებოდა ხელებით სხეულზე. წვიმდა, ციოდა მე კი სითბოს განვიცდიდი, ვგრძნობდი, რომ მთელი სხეული მეწვოდა, ის კი კვლავ მეფერებოდა სხეულზე მისი ნატიფი თითებით. მეგონა ჭიანჭველები დაღოღავდნენ ჩემს სხეულზე, ყოველივე ეს კი სიამოვნებას მანიჭებდა.მკოცნიდა და მეც ჩემდაუნებურად კოცნითვე ვპასუხობდი, მის თითოეულ მოქმედებას ვიმეორებდი. თვითკონტროლი სადღაც ჯანდაბაში მოვისროლე, იმდენად მსიამოვნებდა მისი შეხება.
ვიცოდი ეს კოცნა სხვას ეკუთვნოდა, მაგრამ თავს ვერ ვაკონტროლებდი. ეს იყო ჩემი პირველი კოცნა, რომელიც მან გამომტყუა, მომპარა, რომ ეკითხათ ვნანობდი თუ არა დაუფიქრებლად გიპასუხებდით. მე მიხაროდა, რომ მან დატოვა მისი კვალი ჩემს ბაგეზე. არ ვიცი რამდენ ხანს გრძელდებოდა ყოველივე ეს, მაგრამ შეწყვეტა არ მსურდა,ნაზად მაკოცა ლოყაზე და ჩახუტებული სახლამდე მიმაცილა დამშვიდობებისას ისევ მაკოცა ლოყაზე და ღიღინ-ღიღინით სახლისკენ წავიდა.
გაოცებული ვიყავი, ჯერ კიდევ ვგრძნობდი მის სურნელს ჩემს სხეულზე. სურნელს, რომელიც ჭკუიდან მშლიდა, ვიხსენებდი თითოეულ დეტალს და სიამოვნებისაგან ვიღიმოდი. უეცრად წამომიტივტივდა სახელი ნია, აი პირველად დავინტერესდი თუ ვინ იყო ნია ან რით ვგავდით ერთმანეთს ასე ძალიან, მაინტერესებდა როგორი იყო. პირველად გამიჩნდა ქალისადმი ინტერესი ისიც იმიტომ, რომ გამერკვია მასზე ლამაზი ვიყავი თუ არა.გიორგის ნახვა და მასთან საუბარი გადავწყვიტე, ყველა კითხვაზე ის მიპასუხებდა საწოლზე წამოვწექი, ძლივს მოვახერხე დაძინება, მის ბაგეს ვგრძნობდი ჩემს ტუჩებზე და სიამოვნების ჟრუანტელი მივლიდა მთელს სხეულში. უეცრად წამომიტივტივდა თავში სიტყვები, რომლებიც პატარა ლექსად აღვიქვი.
შენს შეხებას მე შევიგრძნობ ჟრიამულით,
შენს თვალებში შევამჩნიე სიხარული,
შენს ბაგეზე, კვლავ შევიგრძნე სიხარული
მხიარული ლამაზია სიყვარული.
ნუთუ სიყვარული იყო, რაც მემართებოდა, არა განა ერთი ნახვით შეყვარება შესაძლებელია, ეს რაღაც ახალი იყო ჩემთვის ჯერ კიდევ გამოუცდელი. მივხვდი, რომ ინტერესი გამიჩნდა მის მიმართ და ჩემმა თავმა გამაოცა. მე მას, როგორც მამაკაცს ისე აღვიქვამდი და არა ჩემს სიმპატიურ მეზობლად. ვგრძნობდი, რომ მას ვეკუთნოდი და მსიამოვნებდა ამის გაფიქრება.
დილით ადრე ავდექი თავი მოვიწესრიგე და გიორგის სახლისაკენ გავეშურე, გზაში ვიღაც ბიჭმა შემაჩერა.
- თუ გიოსთან მიდიხარ სახლში არ არის, წასულია და ერთი კვირით არ იქნება.
-თქვენ ვინ ბრძანდებით?
- ნიაკო ვეღარ მცნობ ჰა, მოიცა გაგახსენებ ჩემს თავს მე ლუკა ვარ ლუკა ბუკია.
- სასიამოვნოა, მე კიდევ მარი ვარ და არა ნია.
-ჰო არა, კარგი ნია თუ ასე გინდა მარის დაგიძახებ.
- ეგ რა შუაშია, მე მარი მქვია.
- კარგი კარგი დამშვიდდი მარი უნივერსიტეტში გნახავ ალბათ აბა ჰე.
- კარგად ლუკა.
- უცნაური ხარ, მაგრამ საყვარელიც ნი.
ბოლოს ისევ ნია დამიძახა. ვინ არის ნია ? აუცილებლად უნდა გავიგო. რატომღაც ლუკა ძალიან მომეწონა ჩემი ყურადღება მისმა თვალებმა მიიპყრო. ასეა თყ ისე ამ ქალაქში ჩემი მეზობლის გარდა ვიღაც გავიცანი და ეს ვიღაც საკმაოდ სიმპატიური ბიჭი გახლდათ. ჩემს ოთახში დავბრუნდი და ნიაზე კვლავ ჩავფიქრდი. ვინ იყო? რას წარმოადგენდა ეს გოგონა, ყველა მასზე მესაუბრებოდა . პასუხს გიორგისთან საუბრისას გავიგებდი, მაგრამ ერთი კვირით იყო წასული, რაღაცნაირად მაგიჟებდა ამ ბიჭზე ფიქრები. დღეები ერთმანეთს გავდა, სახლიდან არ გავდიოდი.მენატრებოდა, ძალიან მენატრებოდა ჩემი სიმპატიური მეზობელი. წიგნების კითხვაში ვაქსოვდი ყველანაირ სურვილს, მეც წარმოვიდგენდი, რომ ერთ-ერთი პერსონაჟი ვიყავი და ავტორისეულ მოსაზრებებს პირნათლად ვიზიარებდი.
უნივერსიტეტი ხვალიდან მეწყებოდა და ცოტათი ვნერვიულობდი. რთული იყო ჩემთვის უცხო ქალაქში ყოფნა მე, ხომ თითქმის არავის არ ვიცნობდი თუ მხედველობაში არ ჩავთვლით ლუკა ბუკიასა და გიორგი ვიბლიანს.

****************


დილით ავდექი თავი მოვიწესრიგე მომავალი ჟურნალისტი გახლავარ და მეც მაქსიმალურად ოფიციალური ტანსაცმელი ავარჩიე. თეთრი საროჩკა მოკლე მინი იუპკა და მაღალ ქუსლიანები ჩავიცვი, ჩემი საყვარელი ჩანთა ავარჩიე თმები მაღლა ავიწიე და უნივერსიტეტისაკენ გავეშურე. ბევრი ვირბინე ამა თუ იმ კორპუსში, გამიჭირდა რადგან პირველად ვიყავი ამ ქალაქში, უეცრად ნაცნობს მოვკარი თვალი, ის დამეხმარა თორემ ისევ უთავბოლოდ სირბილი მომიწევდა აქეთ-იქით.
-როგორ ხარ ნია? რომელ ფაკულტეტზე ხარ?
-ჟურნალისტიკაზე მე მარიამი ვარ და არა ნია.
- კარგი რა ნიი აღარ მოგბეზრდა მეც ჟურნალისტიკაზე ვარ, გიოც ჩვენთან ერთადაა, ანი მეტრეველიც ჩვენთანაა.
- კარგია, გიორგის ვიცნობ მეზობლები ვართ, მაგრამ ანი ვინაა?
- რომ ნახავ მიხვდები ვინცაა.
- კარგი, არ დავაგვიანოთ გთხოვ რა.
-ნუ ნერვიულობ აი 1205-ში ვართ.
- კარგი წამო შევიდეთ.
ოთახში შევედით და როგორც ყოველთვის ლექტორის წინ დავჯექი.
-ნია, არ გამაფრენინო მთელი 12 წელია უკანა მერხებს ვერ მოგაშორე და რა დაგემართა? რა გჭირს?
გავხედე გოგონას, რომელიც მიღიმოდა და ჩემსკენ მოდიოდა, მისი სახის ნაკვთების შესწავლა დავიწყე.ლამაზი სახის იყო კუნოსა ცხვირით ლამაზი ტუჩები და ლურჯი თვალები ჰქონდა უნაკლო ღიმილი და უნაკლო სხეული ქერა დალალები კი მკერდზე ჰქონდა ჩამოყრილი.ძალიან მომეწონა ეს გოგონა ალბათ ესეც ნიას მეგობარი იყო, დიდი სიამოვნებით დავუმეგობრდებოდი.
-პრივეტ.
-წამო უკან დავჯდეთ, ნია ბევრი რამ უნდა ამიხსნა მე მაინც რატომ არ მითხარი სიკვდილის გათამაშებას, რომ გეგმავდი.
-მისმინე ანი მე ნია არ ვარ, მე მარიამ...
საუბარი მოხუცმა მამაკაცმა შეგვაწყვეტინა, რომელმაც წამის მეასედში მოგვავლო ყველას თვალი საუბარი დაიწყო.
- თუ შეიძლება საკუთარი ადგილები დაიკავეთ ბავშვებო, პირველ რიგში გავიცნოთ ერთმანეთი.მე დავით ბაგრატიონი ვარ, ჩვენ შევისწავლით საგანს, რომელიც საინტერესოა და დიდი იმედი მაქვს, რომ დაინტერესდებით ამ საგნით.მე თქვენი ლექტორი ვარ საერთაშორისო ურთიერთობები კი საკმაოდ საინტერესო საგანია კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, მთელი ლექცია ყურადღებით ვუსმენდი. იმდენად საინტერესო იყო ბატონი დავითის ლექცია ვცდილობდი, რომ არცერთი სიტყვა არ დამეკარგა, მის შენიშვნებს ბლოკნოტში ვიწერდი. დასვენებაზე ლუკამ და ანიმ სტუდკაფეში წამიყვანეს.
-ნია იქნებ მიამბო რა ხდება არასოდეს არაფელს არ მიმალავდი რაში დაგჭირდა თვითმკვლელობის გათამაშება, იცი შენები როგორ ნერვიულობენ დედაშენი, მამაშენი ბებიაშენზე, რომ არაფერი აღარ ვთქვა, მეც შემეშინდა. იცი გიორგი, როგორ განიცდიდა ლამის ჭკუიდან შეიშალა ისე ინერვიულა შენზე ჩვენც განვიცდიდით შენ კიდევ...
- რაზე ჭორაობთ გოგონებო აი თქვენი ზაკაზი.
- საიდან იცოდი რომ რძიანი ყავა მიყვარდა?
- მეც მიყვარს ნიი დაგავიწყდა.
- ახლა ორივემ მომისმინეთ მე მარიამ ბერიძე ვარ და არა ნია, გვარიც კი არ ვიცი ვინაა ნია ნუთუ ასე ვგავართ ერთმანეთს. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა მე ვარ მარიამ ბერიძე 18 წლის ახლახანს გადმოვედი ქუთაისში საცხოვრებლად.
- და აქამდე სად ცხოვრობდი, მოიცა გამოვიცნობ ბათუმი...
-თბილისში ვცხოვრობდი ლუკა ვხედავ, რომ ჩემი არ გჯერა მოიცა ჩანთიდან საფულე ამოვიღე და მათ პირადობა გავუწოდე გაოცებული მიყურებდნენ.
- იცი როგორ გავხართ ერთმანეთს ტყუპებივით ხართ.
- არ ვიცი მე არასოდეს არ მინახია ეს გოგონა რაც აქ ჩამოვედი ყველა მის სახელს მეძახის.
- მარტო ცხოვრობ მარიამ?
-ხო დედა ახლახანს გარდაიცვალა, ქუთაისშიც მაგიტომ ჩამოვედი აქ დაიღუპა.
- ვწუხვარ, არ ვიცოდი მარიამ.
- არაუშავს.
- ანი ნია რამდენი წლის იყო?
- ნია გიორგაძე18 წლის იყო, სამწუხაროდ გარდაიცვალა, მშობლებთან საბერძნეთში მიფრინავდა, როცა მისი თვითმფრინავი ჩამოვარდა და ზღვაში დაიღუპა. გვამი ვერ ვიპოვეთ, თუმცა კი გადარჩენით შეუძლებელი იყო გადარჩენა, მაგრამ იმედი ბოლოს კვდებაო ნათქვამია, ამიტომ გვეგონე ნია. სამწუხაროა, მე აქ ახალი ვარ და სიმართლე, რომ გითხრათ დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი თქვენთან.
- მეც, მარიამ ძალიან მომეწონე.
-ლუკას მეც ვემხრობი.
- კარგი გოგონებო სადმე წავიდეთ გავისეირნოთ.
- ლექცია, რომ გვაქვს ბატონი დავითის ლექციას მე ვერ გავაცდენ, არ მინდა, ძალიან მომეწონა ეგ პიროვნება, სხვა დროს, რომ წავიდეთ.
- კარგი რა მარ წავიდეთ, ქალაქსაც დაგათვალიერებინებ.
- ლუკა მისმინე მართლა არ მინდა ლექციის გაცდენა, ისიც არ მინდა, რომ ჩამოვრჩე, იქნებ სტიპენდია დავინიშნო.
- კარგი, კარგი, მაშინ მაგ ფულით სადმე მაგარ პონტში გამჩითავ.
- კარგი გპირდები.
დიდი სიამოვნებით დავესწარი ბატონი დავითის ლექციას და დაღლილი სახლისკენ წამოვედით, ერთმანეთს დავემშვიდობეთ. სახლში მივედი, მივირთვი. სახლი დავალაგე დღევანდელი საკითხები ამოვაკონსპექტე და საწოლზე წამოვწექი, დაძინებას ვაპირებდი, როცა ტელეფონმა დარეკა, გამიკვირდა ასე გვიან რატომ მირეკავდა.

***************
- გისმენ ანი რა ხდება? ხო მშვიდობაა.
- მისმინე მარიამ ნიას მშობლებს შენი ნახვა უნდათ.
- რატომ ანი, მე მათ არ ვიცნობ, ნუთუ ისინიც ფიქრობენ, რომ მე ნია ვარ.
- არა მგონია აქ სულ სხვა რამ უნდა იყოს.
- კარგი ვნახავ, სად უნდა მივიდე.
- ჯეოჰოსპიტალის საავადმყოფოსთან შევხვდეთ ერთმანეთს და მერე მე გაგყვები კარგი.
- კარგი, ეგ საავადმყოფო ვიცი სადაცაა, მალე მოვალ.
- კარგი იქ დაგელოდები იცოდე.
თავი მოვიწესრიგე და 10 წუთში გავედი სახლიდან, მალევე საავადმყოფოსთან ვიყავი გადავეხვიე ანის და ნიას სახლისკენ წავედით, მალევე მივედით, სახლში შევედით. ყველა მე მიცქერდა ეს კი უხერხულობის შეგრძნებას მიქმნიდა საუბარი ვიღაცა მამაკაცმა დაიწყო, ალბათ ნიას მამა იყო.
- ნინი ძვირფასო, გევედრები ნახე, შეხედე, როგორ ჰგავს.
- ჩვენი ცოდვების გამო წაგვართვა ღმერთმა ნია, უვარგისი დედა ვიყავი. შენც საშინელი ქალი მოიყვანე ცოლად. გახსოვს გურამ რამდენს გვეხვერწებოდა დედაშენი, რომ მას ასე არ მოვქცეოდით, მაგრამ მე ვერ ვიტანდი მას, ის ხომ შენს შვილებს ატარებდა, ვერ მივიღებდი ნონას იმიტომ, რომ ის ჩვენი ოჯახის დანგრევას გეგმავდა. მძულდა ნონა ბერიძე იმიტომ, რომ მან შენ შვილები გაჩუქა, მე კი სამწუხაროდ ესეც ვერ მოვახერხე.
დედაჩემის სახელის გაგონებისას სავარძელში ჩავეშვი ვცდილობდი ცრემლები არ შემემჩნია, ნიას დედა მომიბრუნდა და საუბარი გააგრძელა.
- მძულდა ის და ამიტომ მოვექეცი ასე საშინლად შენ ძალიან გავხარ მას, მაპატიე შვილო.
- უკაცრავად მე არ ვიცი რა მოხდა თქვენსა და ნონას შორის.
- დედაშენიც ჩამოვიდა?
- არა ის გარდაიცვალა ბატონო გურამ. ავარიაში მოყვა თბილისში ბრუნდებოდა ქუთაისიდან.
შევამჩნიე, როგორ გაუქვავდა სახე ამ დევივით მამაკაცს და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა, ამ ამბის გაგებისას ნინიმ ხმამაღლა წამოიყვირა.
- ღმერთო შენ გვიშველე. გურამ სიცოცხლე გავიმწარე და სიკვდილითაც ჩვენი მიზეზით მოკვდა.
თითქოს ბურუსში ვიყავი ვხედავდი გურამს, რომელიც ნინოს ეფერებოდა და ამშვიდებდა. სიმართლის გასაგებად საუბარი დავიწყე.
- უკაცრავად იქნებ ამიხსნათ მთლად ავირიე.
- მე და ნინოს შვილები არ გვყავდა რის შედეგადაც ხშირად ვჩხუბობდით საბოლოოდ ოჯახის დანგრევა და განქორწინება გადავწყვიტეთ, ცოტა ხნით ცალ-ცალკე ვცხოვრობდით. შემდეგ გავიცანი ნონა მასთან კარგ დროს ვატარებდი, მან არ იცოდა ჩემი ქორწინების შესახებ, როცა გაიგო მიმატოვა და წავიდა ნინომ კიდევ ერთი ბავშვი დაკარგა, რომელიც 8 თვე მუცლით ატარა და საბოლოოდ მთლად განადგურდა იგი.
ცოტა ხნით გაჩუმდა და მის ცოლს გადახედა, რომელიც უხმოდ ტიროდა.
- მე შვილები არ მყავდა, ერთხელაც გამოკვლევაზე თბილისში გავემგზავრე, საავადმყოფოში თვალი მოვკარი ნონას, ფეღმძიმედ იყო, იმის გაფიქრებამ, რომ ეს ბავშვები გურამისგან ყავდა მიწასთან გამასწორა, ვესაუბრე და ჩემი გასაჭირიც ვუამბე, არ ვიცი რატომ მაგრამ მან დახმარების ხელი გამომიწოდა ალბათ შევებრალე, როგორც ქალი ან ისევ გურამის სიყვარულმა გააღებია ასეთი მსხვერპლი, როცა ბავშვები გააჩინა ერთი გოგო ჩვენ მოგვცა მეორე კი თვითონ დაიტოვა. ჩვენს გოგონას ნია დავარქვით რაც უფრო იზრდებოდა და ლამაზდებოდა მით უფრო მიყვარდებოდა ჩემი გოგონა, ნონას მასთან ყველანაირი კონტაქტი ავუკრძალე მას არ ვაძლევდი ბავშვის ნახვის უფლებას, გააჩინა თუ არა იმწამსვე წამოვიყვანე...
- უკაცრავად აქ რაღაც გაუგებრობაა, მე დედისერთა ვარ, მამამ ადრე მიგვატოვა რამაც მას გული მოუკლა, არც გათხოვდა ასე, რომ მე მზრდიდა და მივლიდა არც და არ მყოლია და არც ძმა არადა ყოველთვის მინდოდა, რომ მყოლოდა.
-შენ და ნია ტყუპები ხართ, მარიამ ნიას გარდაცვალების შემდეგ გურამი მესაუბრა, მისი თხოვნით დავურეკე ნონას დასაფლავებაზე, რომ ჩამოსულიყო, აუცილებლად აქ უნდა ყოფილიყო, შენ გურამის და ნონას შვილი ხარ, ჩემი შვილიც ხარ.
-მე არ ვარ თქვენი შვილი.
- მარიამ გთხოვ ასე გულქვად ნუ მოექცევი ნინის საუბარში გურამიც ჩაერია.
-მე მყავდა დედა, რომელიც დავკარგე, ასევე მამაც.
- ნიას გარდაცვალების შემდეგ, მე ვიზრუნებ შენზე შვილო თუ ამის უფლებას მომცემ.
- მე არავის მოვლა არ მჭირდება, საკუთარ თავს როგორმე მოვუვლი, თქვენ კი საერთოდ არ გიცნობთ.
- მე ხომ მამაშენი ვარ.
- მამაჩემი მკვდარია.
- გევედრები შვილო ახლა მაინც ნუ მომექცევი ასე როცა უკვე ერთი შვილი დავკარგეთ.
- თქვენ ორივე შვილი დაკარგეთ. ნია ახლახანს მე კი დაბადებისთანავე, უარი თქვით ჩემზე.
- გთხოვ მარიამ ასე ნუ მომექცევი.
-კარგად იყავით.
- შვილო მარიამ.
- მე თქვენი შვილი არა ვარ კარი გავიხურე და ანისთან ერთად წამოვედი სახლისკენ.
- ხვალ გნახავ კარგი?
- მისმინე მარ თუ გინდა.
- გთხოვ არავის არ უთხრა, არ მინდა ვინმემ, რომ იცოდეს.
- არ ინერვიულო ვერავინ ვერ გაიგებს.
ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სახლისკენ წამოვედი. აი თურმე რა უნდოდა დედას ქუთაისში, ახლა კი მოსვენება დავკარგე, მთელი ცხოვრება მატყუებდნენ, ნეტავ როგორი იყო ნია, ნუთუ მას არც კი უცდია ჩემი პოვნა, ალბათ მასაც ატყუებდნენ, საიდუმლოებებით ყოფილა ჩემი ცხოვრება მოცული. საწოლზე წამოვწექი და ტირილი დავიწყე მინდოდა, რომ ნონა ჩემს გვერდში ყოფილიყო, მაგრამ ვიცოდი, რომ მარტო მომიწევდა გამკლავება. ნიაზე ფიქრები არ მასვენებდა, თვალწინ წარმომიდგა ლუკა, ანი გიორგი. გიორგის გახსენებაზე გულში რაღაც ჩამწყდა. მისი სიყვარული ხომ ნია იყო, ის კოცნა, მოფერება, ჩახუტება ხომ ნიას ეკუთვნოდა, ის არასოდეს არ იქნებოდა ჩემი ყოველთვის მისი იქნებოდა, თავს შეუძლოდ ვგრძნობდი მარტო ვიყავი და ვტიროდი, ამ ქვეყნად მარტო დამტოვეს მშობლებმა თუ ახლად გამოჩეკილ მამას და დედინაცვალს არ ჩავთვლით, მე კი მათი დანახვაც არ მსურდა.

*****************

დილით ავდექი საშინლად გამოვიყურებოდი თავი მოვიწესრიგე და უნივერსიტეტისკენ წავედი, გზაში ანი შემხვდა გადამეხვია და ასე ვყავდი მანამ სანამ ლუკაც არ მოვიდა.
- ჩემი ორი მშვენიერი ქალბატონი რას საქმიანობს?
- არც არაფერს ქალურ საკითხებზე ვჭორაობდით, შენ რას შვები ლუკა?
- რავი ვარ რა, თუ არ ვცდები, მალე ჩემს გულისწორს გაგაცნობთ.
- კარგია ლუკა, მიხარია. მე გავალ და მალევე მოვალ.
- გილოცავ ლუკა.
-მადლობა გაეღიმა.
- მისმინე ანის რა დაემართა?
- წარსული გაახსენდა.
- წარსული, რას გულისხმობ ლუკა, თქვენს შორის რამე იყო?
- ეჰ მარიანა იყო დრო, როცა მე და ანი ერთმანეთს ვხვდებოდით, ნიამ იცოდა ჩემი გრძნობები, მაგრამ მე არ მოვწონდი, ამიტომ ანის სხვა ბიჭებთან ურჩევდა შეხვედრას, ისიც ნიას უჯერებდა. სკოლის ბანკეტზე საჯაროდ განვუცხადე ჩემი გრძნობების შესახებ ეს კიდევ მას სასაცილოდაც არ ეყო. ვიცი, რომ მასაც ვუყვარვარ, მაგრამ სიმართლეს არ აღიარებს ამიტომ მოვიფიქრე ახალი ისტორია, რომანზე. იქნებ მისი გულქვა გული გავალღვო და იქნებ დავიბრუნო. მე სხვა არც არავინ არ მჭირდება.
- ამას მართლა არ მოველოდი ლუკა შენ და ანი.
- ჰო ვიცი, რომ ერთმანეთს ვუხდებით.
- რაზე ჭორაობთ ჩემო გვრიტებო?
- წარსულს ვიხსენებდით.
- ჰო. მისმინე ლუკა იქნებ ხვალ გაგვაცნო შენი ლოვე, რას იტყვი მეც ჩემსას წამოვიყვან, ანის გვერდს თორნიკე დაუმშვენებს.
- მშვენიერი აზრია ანი, ხვალ შევხვდეთ ერთმანეთს, ახლა კი წავალ დაგტოვებთ, გიოს უნდა შევხვდე, ახლახანს ჩამოვიდა სვანეთიდან.
- ისევ ლექციის გაცდენას აპირებ?
-არაუშავს მთავარია გამოცდებზე დამეხმარეთ და ჩამაბარებინეთ, მერე ყველაფერი კარგად იქნება.
- მისმინე ანი ვინ არის შენი ლოვე?
- თემო ჰქვია.
- ვინაა საერთოდ ეგ თემო და თორნიკე რას წარმოადგენენ.
- ჩვენი ფაკულტეტის ბიჭები არიან, მაღალ კურსებზე არიან.
- საიდან იცნობ მათ?
- ნიამ გამაცნო ისინი კარგი ბიჭები არიან.
- რაში დაგჭირდა მათი დაპატიჟება?
- ლუკას გამო მაგას გონია, რომ მე მის გარდა სხვა ვერ მეყოლება, ხვალ დაინახავს, რომ ცდება.
- არ ჯობია, რომ უბრალოდ ისაუბროთ?
- არა მარიამ მე ის ძალიან მიყვარს, მიყვარდა, მაგრამ მან ვიღაც თიკაში გამცვალა.
- საიდან იცი ანი მე ვხედავ, რომ მას ძალიან უყვარხარ, მის თვალებში იმხელა სიყვარულს ვხედავ შენს მიმართ.
-ნიამ მითხრა ერთმანეთს, რომ ეხუტებოდნენ მაშინ დაინახა, ნია კი ყოველთვის სიმართლეს ამბობდა.
- მე არ ვიცი როგორი იყო ნია ან რას აკეთებდა, მაგრამ ლუკასთან მიმართებაში აშკარად შეცდა.
- შენ ასე ფიქრობ?
- დარწმუნებული ვარ, მისმინე თუ ერთმანეთი გიყვართ, რატომ არ გინდათ მშვიდად საუბარი.
- მე ხომ არ ავუხსნი არა ის კიდევ საერთოდ არ ანძრევს ხელს.
- შეიძლება შენგან ელის მოქმედებას?
- კარგი რა მარ.
-იქნებ ხვალ მაინც ისაუბროთ.
- ხვალ ნახავს, რომ მეც მშვენივრად ვარ.
- ვერ ხართ თქვენ.
ლექციებს დავესწარით და სახლისკენ წამოვედი სანამ სახლში შევიდოდი გიორგიმ გამაჩერა.
- ესეიგი მარიამი?
- დიახ მარიამ ბერიძე.
- სასიამოვნოა მე გიო ვიბლიანი ვარ, მისმინე შენ იცი ძალიან გავხარ...
- ნიას უკვე მითხარი.
- მარიამ იმ ღამით რაც მოხდა.
- არაუშავს გიორგი ნასვამი იყავი და მთელი ღამე ნიას მეძახდი.
- უბრალოდ მაპატიე თავი ვერ გავაკონტროლე.
- მესმის შენი ჩათვალე, რომ ეს ღამე საერთოდ არ ყოფილა შენს ცხოვრებაში.
- შენ ასე ფიქრობ?
-ჰო.
-დარწმუნებული ხარ?
- კი.
- კარგია ერთ ფაკულტეტზე ვართ მგონი.
-ჰო.
- იმედია მომეხმარები რაღაც რაღაცეებში.
- აუცილებლად თუ რამე არ მოგერიდოს.
- ვიმეგობროთ მარიამ.
- ვიმეგობროთ გიორგი.
- მე გიო უფრო მომწონს.
- მე კიდევ გიორგი.
- კარგად მარ ჩაიღიმა.
- კარგად გიორგი.
ერთმანეთს დავემშვიდობეთ სახლში შესვლისთანავე ჩემი ოთახისაკენ გავიქეცი, გამოვიცვალე მივირთვი, საკითხები დავაკონსპექტე მუსიკები ჩავრთე ჩავუჯექი წიგნებს ღამით დასაძინებლად ჩემს ოთახში გავედი.

*************

დილით ადრე ავდექი თავი მოვიწესრიგე უნივერსიტეტისაკენ წავედი, აუდიტორიაში შევედი და ჩემს მეგობრებს დაველოდე, როგორც ყოველთვის ანი მოვიდა მეორე გადამეხვია და საუბარიც გავაბით, მალევე გიორგიც მოვიდა.
- პრივეტ გოგონებო.
- პრივეტ გიო როგორ ხარ?
- რავი ვარ შენ როგორ ხარ?
- მეც ვარ რა , ლუკასი სად ბრძანდება?
- ლუკაჩო გზაშია ჩაეძინა მეორე ლექციაზე აქ იქნება.
-უი ჰო გაიცანი მარიამ.
- უკვე ვიცნობ ჩემი მეზობელია.
- უი კარგია.
პირველი ლექცია დაგვისრულდა და ჩვენს საყვარელ ადგილს მივუახლოვდით სტუდკაფეში, გიოც ჩვენს გვერდით იყო, შევუკეთეთ პიცა და გამაგრილებელი სასმელები ლუკაც შემოგვიერთდა.
- მარ, საინტერესო ლექცია გამოვტოვე.
- საკმაოდ.
- მისმინეთ დღეს ღამით 7 საათზე, რომ შევიკრიბოთ რას იტყვით?
- და 7 საათზე რა ხდება?
- " რომეო და ჯულიეტა" იქნება მესხიშვილში და დავესწროთ.
- მშვენიერი აზრია მე ძალიან მიყვარს შექსპირი.
- კარგი ბიჭებს ვეტყვი და მალევე მოვალ.
- ლუკა შენ დღეს მართლა გოგოსთან ერთად იქნები?
- არა მარი გასაბერ თოჯინასთან ერთად, აბა ვისთან ერთად უნდა ვიყო.
- ვინ მოგყავს?
- ჩემი დეიდაშვილი, მაგრამ მისმა ლოვემ, რომ გაიგოს მაგარი დამერხა.
-ანის ვუთხარი და შენც გეტყვი, ნუ სულელობთ.
-უი გიო შენც წამო რა გთხოვ.
- არ ვიცი ლუკაჩო.
- მისმინე თოკო და თემო თეატრთან გვნახავენ.
- მისმინე ანი მე...
- კარგი რა მარ ცოტა გაიღიმე რა.
- არ გამცინო იცოდე ახლა რასაც გეტყვი.
- ამოღერღე.
- მისმინე მაინც და მაინც არ მომწონს ეგ იდეა.
- არ მითხრა, რომ ბიჭების გეშინია.
- არა უბრალოდ რაღაცნაირად არაკომფორტულად ვიგრძნობ თავს არ მიყვარს მაინც და მაინც ბიჭებთან ურთიერთობა.
- მოიცა ჩვენ გოგონები ხომ არ გგონივართ ასე, რომ დაგვიახლოვდი.
- ლუკა მე იმას ვგულისხმობ, რომ არ მსიამოვნებს როცა ვიღაც შენს დანახვაზე ნერწყვებს ყლაპავს და ერთი სული აქვს როდის ჩაგითრევს საწოლში. ეს გულის ამრევია, რაც შეგეხებათ თქვენ ორს, მერწმუნე არცერთს არ გეტყობოდათ შემდეგი რამ.
ანის და ლუკას ჩემზე გაეცინათ გიორგიმ ჩაიღიმა და ყურთან ნაზად მიჩურჩულა.
- ჰო არა.
-ჰო.
- ნუ გეშინია მარ ესენი კარგი ბიჭები არიან, მოგეწონება, მაგრამ რამე სახალისო ჩაიცვი ნუ ცოტა სექსუალური, რომ იყო.
- რამეს მოვიფიქრებ შენი თორნიკესთვის, არ ინერვიულო.
- მისმინე ლუკაჩო მე გამომიარე და ერთად წავიდეთ.
- კარგი გიო.
ლექციების შემდეგ ერთმანეთს დავემშვიდობეთ, მე და გიორგი ერთად წავედით, გზაში ხმა არცერთს არ ამოგვიღია სახლთან შევჩერდით, გზაში ხმა არცერთს არ ამოგვიღია სახლთან შევჩერდით ერთმანეთს დავემშვიდობეთ. ჩემს ოთახში ავედი შხაპი მივიღე და მთელი სხეული თაფლის კრემით შევიზილე. მიყვარს ეს კრემი საშინლად კარადაში ბევრი ძრომიალის შედეგად სასურველ კაბასაც მივაგენი შავი მოკლე მკერდზე მოჭერილი კაბა ჩავიცვი, ამავე ფერის მაღალქუსლიანები და ყელზე საყვარელი კულონი გავიკეთე, მიყვარს ზურმუხტი ძალიან თმები ჩამოვისწორე და ასე გამოპრანჭული ანისკენ გავეშურე.
- მარ ვაუ თორნიკეს გააგიჟებ.
- ჰო არა.
- მისმინე, რომელი კაბა ჩავიცვა.
- წითელი, უფრო სექსუალურია და ლუკასაც მოეწონება.
- მარიამ, ლუკა რა შუაშია.
- მართალი ხარ თავშია.
ანიც გამოიპრანჭა და თეატრისაკენ წავედით დათქმულ დროს ანის ვიღაც ბიჭი მიუახლოვდა.
- გაიცანი მარი ეს თემოა.
- სასიამოვნოა.
- ჩემთვისაც, ძალიან გავხარ ნიას.
- ვიცი მითხრეს უკვე.
- თემო თოკო სად არის? რატომ აგვიანებს.
- უი ჰო, თოკო ვერ მოვა.
- რაა? და ამას ახლა მეუბნები.
- არაუშავს ანი მე ისედაც კარგად ვიქნები, ხო იცი არა.
- ნუ ნერვიულობ ანი ამ მშვენიერ ქალბატონს გვერდს არც მეტი არც ნაკლები გიო ვიბლიანი დაუმშვენებს, ისიც მარტოა თუკი მარიამი თანახმა იქნება.
ლუკას გადავხედე, რომელიც იღიმოდა იქვე გიორგიც იყო. ძალიან უხდებოდა ოდნავ შეხსნილი შავი საროჩკა კლასიკურ შარვალზე ზემოთ ტყავის მოსასხამი ეცვა, თვალი მომჭრა მისმა სილამაზემ კიდევ ერთხელ ვუცქერდი მწვანე თვალებს, რომლებშიც ვიძირებოდი.არც კი დავფიქრებულვარ ისე განვაცხადე თანხმობა.
-რატომაც არა თანახმა ვარ ხედავ ყველაფერი რიგზეა.
- არაფელიც არაა რიგზე.
- თიკა რა გჭირს?
- ლუკ უბრალოდ წავიდეთ რა გთხოვ.
- მისმინე თიკა რა ხდება ?
- არაფერი მე მივდივარ კარგად ლუკ.
- თიკა... ბავშვებო...
თიკასკენ მიდიოდა, როცა ანის სახეზე ღიმილი შევამჩნიე.
- უკაცრავად მე წავალ კარგი ანი ბოდიში.
- რაა? რას აკეთებ?
- როგორც მეგობარი წამოგყევი, მაგრამ არ მეგონა თუ თიკაც აქ იქნებოდა.
- თიკა რა შუაშია?
- თავშია, მე მისი შეყვარებული ვარ, სანამ ყველაფერი გამიფუჭებია წავალ, იქნებ შემირიგდეს.
მე და გიორგის გაგვეცინა თემო თიკასკენ გაიქცა, ლუკა და ანი ჩუმად უცქერდნენ ერთმანეთს.
- აჰა მიიღეთ თუ არა პასუხი თქვენს სისულელეზე ორი მოსიყვარულე წყვილი, რომელიც უნდა დამტკბარიყო "რომეო და ჯულიეტა-თი" დააშორეთ ერთმანეთს, მაგრები ხართ რა.
- ჩემი ბრალი არაა არ უთქვამს თემოს, რომ შეყვარებული ყავდა, ჩემი შორეული ნათესავია და მას მაგიტომ ვთხოვე დახმარება.
- მე კიდევ ვიცოდი, რომ ყავდა შეყვარებული, მაგრამ თემო თუ იყო არ ვიცოდი სახელი არ მითხრა, დამიმალა ჩემმა სულელმა დეიდაშვილმა.
- იქნებ მოაგვაროთ თქვენი ურთიერთობა რას იტყვით?
- მე დიდი ხანია ამას ვცდილობ უბრალოდ ის.
- თუ არ ვცდები მალე სპექტაკლი დაიწყება, რადგან ჩემმა მეწყვილემ მიმატოვა და შენს მეწყვილესთან ერთად წავიდა იქნებ ერთად შევსულიყავით.
- რატომაც არა ანი მშვენიერი აზრია.
- მეც ვემხრობი გიორგის, ასე რომ შევიდეთ.
- მოიცადეთ ჩვენ მთლად დაგვივიწყეთ.
- მისმინე თემო მე არ...
- არაუშავს ანი უკვე ავუხსენი მას ყველაფერი.
- მიხარია, რომ შერიგდით.
თეატრში შევედით და საკუთარი ადგილები დავიკავეთ მიყვარს შექსპირი " რომეო და ჯულიეტა" ერთ- ერთი უსაყვარლესი ნაშრომია ჩემთვის ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში წავიკითხე მახსოვს, როგორ ვტიროდი მათ სიკვდილზე ბოლო მომენტზე ვიგრძენი, რომ თვალები ცრემლებით ამევსო ცოტაც და ვიტირებდი.
თეატრიდან კაფე ეგზოტიკაში შევედით ცალკე კუპეში ჩავუჯექით და დავიწყეთ დროსტარება, გიორგი და ლუკა სვამდნენ მე და ანი კი ვჭორაობდით და უაზროდ ვიცინოდით. ბოლოს ანიც და ლუკაც წავიდნენ ტაქსით, ბევრი ხვერწნის შემდეგ ძლივს დავიყოლიე გიორგი სახლში წასვლაზე.
- მისმინე მარი, მოდი ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს.
სასმელი გამოცალა და სავსე ჭიქა მომაწოდა.
- მე არ ვსვამ.
- ერთი ჭიქა არაფელს არ დაგიშავებს.
- კარგი იქნება შენც თუ არ დალევ.
- გთხოვ მარი.
- ჯანდაბას.
სასმელი გამოვცალე და მივხვდი, რომ თვალებში ვარსკვლავები აბრჭყვიალდნენ და ათამაშდნენ.
- ახლა სახლში მივდივართ კარგი?
- ჩემთან თუ შენთან?
- ჯერ შენთან და მერე მე სახლში წავალ.
- ჰო ჩაიღიმა.
- ჰო.
- ისედა დღეს ძალიან სექსუალურად გამოიყურები.
- დიდი მადლობა ალბათ მე...
- არ იფიქრო ამას იმიტომ ვამბობდე, რომ ნიას გავხარ არა სულაც არა მე მარიამს ვეუბნები, მართლა ძალიან გიხდება ეს კაბა.
- მადლობა გიორგი.
- ლოყები გაგიწითლდა.
- შეიძლება მე ხომ ასეთ კომპლიმენტს პირველად მეუბნებიან.
- დავიჯერო, რომ...
- ბიჭებთან მაინც და მაინც არ მქონია კონტაქტი ნუ თითქმის არც არავისთან არ მქონია ურთიერთობა.
- მისმინე ცუდად ნუ გამიგებ, მაგრამ უნდა გკითხო.
- გისმენ.
- ბიჭისთვის ნაკოცნი გაქვს?
- უკვე პირადულს ეხები.
- მართლა მარ გთხოვ მიპასუხე.
- კი.
- გასაგებია.
- მაგრამ ის სხვისთვის იყო განკუთვნილი.
- ვერ გავიგე.
- ის სხვას ჰკოცნიდა სულიერად.
- მისმინე ნუთუ მე ვარ.
- ჰო, მაგრამ ეს არც არაფერს არ ცვლის.
- უბრალოდ მაინტერესებს პირველი კოცნა მაინც მნიშვნელოვანია ყველასთვის, გოგონებისთვის კი განსაკუთრებით. მოგეწონა?
- ვთქვი, რომ არ მეკუთვნოდა მეთქი, ყურადღებაც არ მიმიქცევია.
- ხომ არ გავიმეოროთ.
- არა და დღეისათვის საკმარისია.
- შენი წყენინება არ მინდოდა.
- ვიცი არც მწყინს, წავიდეთ.
ტაქსში ჩავჯექით თუ არა გიორგის ჩამოეძინა, მის სახლამდე სანამ მივიდოდით გამოეღვიძა სახლთან გავაჩერეთ, მძღოლს ფული გადაუხადა და მანქანიდან გადავედით.
- სახლამდე მიგაცილებ.
- არა გიორგი სახლში შედი გთხოვ.
- ჰო მაგრამ...
- უკვე გითხარი.
- კარგი, როგორც გინდა.
- ხვალამდე.
- ტკბილი ძილი მარიამ.
- შენც ასევე.
გადამეხვია და ასე ვყავდი რამოდენიმე წამით მერე კი ნაზად მაკოცა ლოყაზე.
- ხვალამდე მშვენიერო.
ჩემი სახლისკენ წამოვედი, გამოვიცვალე კონსპექტები გავაკეთე და დასაძინებლად წამოვწექი, ბევრი ფიქრის შემდეგ ჩამეძინა.

***************

დღეები ერთმანეთს გავდა ლექციები სახლი და ასე შემდეგ. გიორგი სვანეთში იყო ლუკა არ ჩანდა ანი და მე მარტო ვიყავით და გამოცდებისათვის ვემზადებოდით. მე ყველა საგნის კონსპექტები მქონდა. მე და ანი ერთად ვსწავლობდით. წინასწარ ბიჭებისთვისაც გადავიღეთ პირველი გამოცდის საკითხები იმ იმედით, რომ სადმე ვნახავდით და აუცილებლად გადავცემდით. დროს კარგად ვატარებდით, ვიცინოდით, ვჭორაობდით და ასე შემდეგ. ანის ლუკაზე ხშირად ვესაუბრებოდი და ვანიშნებდი, რომ ერთად უნდა ყოფილიყვნენ რაზეც გულიანად ეღიმებოდა. ჩემს შენიშვნებზე და რჩევებზე ლოყები უწითლდებოდა.
გამოცდებამდე ორი დღეა დარჩენილი ლუკა და გიორგი კი არ ჩანან ავნერვიულდი და ანის მათზე ვესაუბრე. ლუკას სახლისაკენ წავედით სახლში თიკა დაგვხვდა გაუკვირდა ჩვენი დანახვა, მაგრამ მაინც თბილად მიგვიღო.
- ლუკას, რატომ ეძებთ?
- ზეგ გამოცდა აქვს და ვიფიქრეთ საკითხებს მივცემთ მეთქი თქვა ოდნავ ლოყებაწითლებულმა ანიმ.
- ის და გიო ხვალ ერთად ჩამოვლიან სვანეთიდან თუ გინდათ საკითხები დატოვეთ და მე გადავცემ.
- არა იყოს თიკა ხვალ ჩემთან გამოიარონ და მე თვითონ მივცემ თან რაღაცეებსაც ავუხსნი.
- კარგი გადავცემ.
ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სახლისკენ წამოვედი, საკითხებს ჩავუჯექი როცა ვიღაცამ კარზე დამიკაკუნა, კარისკენ გავბანდალდი გავაღე და ლამის გავშეშდი. მის აქ ნახვას არ მოველოდი.
- აქ რას აკეთებთ? რატომ მოხვედით?
- მარიამ გთხოვ დამეხმარე, შვილი უკვე დავკარგე, გურამსაც ვერ დავკარგავ.
- მე რა შუაში ვარ, თქვენს ქმარს რა დაემართა? მე, როგორ დაგეხმარებით ვერ ვხვდები.
- ის ძალიან ცუდადაა, მან ბევრი სისხლი დაკარგა, მას მხოლოდ შენ თუ გადაარჩენ, თქვენ ერთი ჯგუფის სისხლი გაქვთ.
- მისმინეთ მე...
- გევედრები შვილო გთხოვ დაგვეხმარე, თუ გსურს მუხლებშიც ჩაგივარდები.
დახრას აპირებდა ხელი შევუშალე და დასაწყნარებლად ჩავეხუტე.
- დამშვიდდით ქალბატონო ნინო მე ახლავეს წამოვალ, უბრალოდ გამოვიცვლი და წავიდეთ.
თავი მოვიწესრიგე და ნინოსთან ერთად საავადმყოფოში წავედი. სისხლი გადავუსხი კაცს, რომელიც მამად მეკუთვნოდა, მაგრამ მასზე გაბრაზებული არ მინდოდა მასთან ყოფნა, არ ვიცი წყენა როდის გამივლის, მაგრამ იმას ვგრძნობდი, რომ მისი დაკარგვა არ მინდოდა. ის ასეა თუ ისე, მაინც მამა იყო ჩემი. მთელი ღამე მის პალატაში ვიყავი. დილით ნინომ გამაღვიძა და გურამს ვესაუბრე.
- მიხარია, რომ აქა ხარ.
- გამოჯანმრთელებას გისურვებთ.
- არასოდეს არ მაპატიებ შვილო?
- არ ვიცი დრო მჭირდება...
- კარგი დაფიქრდი თუ რამე იცოდე, რომ შენს გვერდით ვართ.
გურამს და ნინოს დავემშვიდობე, სახლისკენ წამოვედი. რაღაცაზე დაფიქრებული ვიყავი, მათზე ვფიქრობდი როცა ვიღაცამ შემაჩერა. ეს ვიღაც გიორგი ვიბლიანი გახლდათ.
- მარიამ რაზე ფიქრობ ასე, სახლსაც კი გაცდი იცი.
- უი გავითიშე მომენტალურად.
- ლუკა ანასთან წავიდა კონსპექტებზე და მალე მოვლენ.
- ხო კარგია.
- რთულია ისე?
- არც ისე გააჩნია, მოდი მანამდე რაღაცას მაინც აგიხსნი.
- კარგი წამო წავედით.
სახლში შევედით მისაღებში დავტოვე ოთახიდან კონსპექტები ჩამოვიტანე ჩემებიც და მათიც, ცოტა ხნით ჩუმად ვიყავით ამჯერად სიჩუმე მე დავარღვიე.
- უი ყავას დალევ?
- ვფიქრობდი, როდის შემომთავაზებს მეთქი.
- დალევ ანუ, მოიცა წავალ წყალს დავადგამ.
- კი დავლევ, ოღონდ მე ტკბილი მიყვარს.
- რძიანს დალევ თუ ისე?
- სულ ერთია მთავარია ტკბილი იყოს.
- მე რძიანი მიყვარს.
- ნიასაც რძიანი უყვარდა.
- ვიცი ლუკამ მითხრა.
- მაგრად გავხართ ერთმანეთს, რომ არ მცოდნოდა, რომ დედისერთა იყო ვიფიქრებდი, რომ მისი ტყუპისცალი ხარ.
- იცი მე და ნიას რაღაც საერთო გვაქვს ჩვენ...
კარზე კაკუნმა მაიძულა საუბრის გაწყვეტა, კარისკენ წავედი და ლუკასთან და ანასთან ერთად მისაღებ ოთახში დავბრუნდი.
- ყავას თქვენც დალევთ ხო?
- წამოვალ მოგეხმარები.
მე და ანი გამოვედით და საუბარი მან დაიწყო.
- იცი მგონი ლუკას მართლა ვუყვარვარ მე კიდევ...
- რამე გითხრა? ხომ გეუბნებოდი.
- ხო, მაგრამ მე მაინც თავს ვიკავებ, მიყვარს, მაგრამ მალე დაოჯახებაც არ მინდა.
- მოიცა ცოლობა შემოგთავაზა?
- ჯერ არა მაგრამ...
- რა, მაგრამ.
- დრო მომცა რამოდენიმე დღეში პასუხი უნდა გავცე.
- რას ფიქრობ მერე ამდენს, გიყვარს და რატო აწვალებ.
- რავიცი, კარგი მოვრჩეთ ჩემზე შენ და გიო რას შვებით.
- მითხრა, რომ ნიას ვგავარ და მოვუყევი ჩვენი საუბარი დეტალებში.
- მოგწონს ხომ?
- კი ძალიან, მაგრამ ჩვენს შორის ყოველთვის ნია იქნება.
- ნუ სულელობ.
- არ ვსულელობ ანი, შენ ხომ იცი არა?
- კარგი ამას დრო გვიჩვენებს, შენზე და ნიაზე ეტყვი?
- აზრი არ აქვს დამალვას, ადრე თუ გვიან მაინც გაიგებს გამოცდების მერე ან მანამდე ვეტყვი ორივეს.
ყავა გავიტანეთ, მივირთვით და სამეცადინოდ დავჯექით. ბევრი ვიმეცადინეთ და დაღლილ დაქანცულები დივანზე ჩამოვჯექით.
- ჩვენც წავალთ მარ.
- კარგი ლუკა და იცოდე სახლამდე მიაცილე.
- არ ინერვიულო მარიამ, კარგად გიო.
- აბა ჰე ბავშვებო.
ბავშვებს დავემშვიდობე და ოთახში დავბრუნდი გიორგი ისევ კონსპექტს კითხულობდა.
- დახმარება ხომ არ გჭირდება.
- არა საკმაოდ გასაგებად წერია აქ ყველაფერი.
- თუ რამე არ მოგერიდოს.
- კარგია შენ მაინც, რომ სწავლობ კარგად, ჩვენ არცერთი არ ვიკლავდით თავს სწავლისთვის.
- არც ნია არ სწავლობდა?
- ნწ. უფრო ვერთობოდით, სწავლა მეორე ხარისხოვანი იყო ჩვენთვის.
- ცუდია, მე სულ სწავლაზე ვფიქრობდი.
- ჰო ანუ შკოლნიკი იყავი?
- შეიძლება ასეც ითქვას.
- კარგი წავალ თორემ ღამეა და ნიას გავხარ თან აქ მყავხარ.
- ხო ნიაზე გამახსენდა, ხვალ გამოცდების მერე სადმე წავიდეთ, რაღაც მინდა, რომ გითხრათ სუყველას.
- კარგი მარ.
- კარამდე მივაცილე, გამომხედა გამიღიმა და ნაზად მაკოცა ლოყაზე.
- აბა ჰე მარიამ დაისვენე, ხვალ რთული დღე გვაქვს.
- შენც გიორგი ხვალამდე აბა ჰე.
ვუცქერდი მანამ სანამ სახლში არ შევიდა, მერე მეც დაღლილ დაქანცული ავბანდალდი ჩემს საძინებელში და დაწოლისთანავე ჩამეძინა.

**************

დილით ავდექი თავი მოვიწესრიგე და ჩემი კონსპექტებით უნივერსიტეტში წავედი, გამოცდა გვქონდა აკადემიურ წერაში, ბავშვებს ველოდებოდი და საკითხებს ვიმეორებდი. თორმეტი საათისათვის აუდიტორიაში შევედით და საათის შემდეგ გამოვედით.
- სამივე დაწერე მარი?
- კი ანი და შენ?
- მეც სამივე დავწერე.
გიორგი და ლუკაც გამოვიდნენ.
- რამდენი დაწერე ლუკა?
- ორი ანი.
- შენ გიორგი?
- მეც ორი დავწერე მარიამ , თქვენ რა ქენით?
- სამივე დავწერეთ ორივემ.
- ასეც ვიფიქრე და ჩაიღიმა გიორგიმ.
- სადმე არ წავიდეთ, ვჭამოთ რამე, რა მნიშვნელობა აქვს აქ ყოფნას მშია.
- შვენიერი აზრია ლუკა და თან ქსეროქსებიც გადავიღოთ ზეგ უცხო ენაში გვაქვს გამოცდა.
- კარგი გიო.
-სტუდკაფეში წასვლა გადავწყვიტეთ, მაგრამ გიორგიმ ქალაქისაკენ აიღო გეზი. კონსპექტები გადასაღებად დავტოვეთ, ქალაქურში შევედით და ხინკალი შევუკვეთეთ.
- სანამ შეკვეთას მოგვიტანენ რაღაც მინდა, რომ გაგიმხილოთ.
- გისმენთ მარიამ, შემთხვევით გათხოვებას ხომ არ აპირებ ?
- ნუ სულელობ ლუკა, მე ნიაზე მინდა საუბარი, ალბათ გაინტერესებთ თუ რატომ ვგავართ მე და ნია ერთმანეთს, მოკლედ ჩვენ ტყუპები ვიყავით.
- მოიცა ეგ როგორ, მაირიამ ალბათ რაღაც გეშლება. მე ვიცნობდი ნიას, ის არასოდეს არ მატყვილებდა ვიცოდი, რომ დედისერთა იყო ანერვიულებული აჩქარებით საუბრობდა გიორგი.
- მაგრამ ეს ასეა ნია ჩემი ტყუპისცალი იყო.
- ხო მაგრამ, მაინც არ ცხრებოდა გიორგი.
- გიო მართალს ამბობს მეც იქ ვიყავი.
- ვაა, მაგარია გაიღიმა ლუკამ.
ვხედავდი გიორგის მზერას და მივხვდი, რომ ყველაფერი დაწვრილებით უნდა მომეყოლა ასე რომ დავიწყე საუბარი უმნიშვნელო დეტალსაც კი არ ვტოვებდი როცა მივხვდი, რომ საკმარისად ჩათვალეს ახსნა განმარტება ცხელი ხინკლის ჭამას შევუდექი.
სახლში დაღლილი მივედი წამოვწექი თუ არა ჩამეძინა. დილით ავდექი თავი მოვიწესრიგე და სახლის დალაგება დავიწყე ყველაფერს მოვრჩი და ნამცხვრის გაკეთება გადავწყვიტე, უცებ გამახსენდა ჩემი და დედიკოს საყვარელი ნამცხვარი " მელიის კუდი" ვიცოდი, რომ მამასაც უყვარდა. ყოველთვის ამბობდა დედა როცა კი გააკეთებდა ნამცხვარს, ბევრი არც მიფიქრია ჩემს ტელეფონზე ქალბატონი ნონას ნომერი ავკრიფე და დავურეკე, გურამის ამბავიც გამოვკითხე ორ დღეში საავადმყოფოდან გაწერდნენ ნონას დავემშვიდობე და ნამცხვრის გამოცხობა დავიწყე, ვიცოდი, რომ ისევ ჩემთან შევიკრიბებოდით. მართლაც დათქმულ დროს გამომეცხადა სუყველა.
- რა გემრიელი სუნია? რა გააკეთე?
- ნამცხვარი გამოვაცხვე ჩვენთვის, იმედია მოგეწონებათ.
- თუ სუნით ვიმსჯელებთ ალბათ კარგი იქნება გაიღიმა ლუკამ.
ყავა და ნამცხვარი მივირთვით, მერე მეცადინეობა დავიწყეთ და ბევრი წვალების შემდეგ ყველაფერი ვისწავლეთ.
დილით უნივერსიტეტში მივედი, ჩავაბარეთ გამოცდები და კმაყოფილები გამოვედით სუყველა. ასე გრძელდებოდა სხვა გამოცდებზე, ჩემთან ვიკრიბებოდით.
დილით უნივერსიტეტში მივდიოდით ვაბარებით გამოცდებს შემდეგ კი ჩემთან ვიკრიბებოდით და ვმეცადინეობდით, ბოლო გამოცდა საერთაშორისო ურთიერთობებში გვქონდა და მეც მივაკალი თავი მეცადინეობას, ბატონ დავითთან მაღალი ქულები მინდოდა, რომ მქონოდა. დაღლილ დაქანცული ძლივს მივბობღდი საწოლამდე. დილით გიორგის ზარმა გამაღვიძა, ფეხზე წამოვფრინდი, კინაღამ დამაგვიანდა არადა საათის დაყენებაც დამვიწყებია, უნივერსიტეტში მივედი სამივე საკითხი დავწერე გახარებული გამოვედი ბავშვებიც გამოვიდნენ.
- არ ავღნიშნოთ გამოცდების დამთავრება?
- რას გვთავაზობ, სად წავიდეთ გიო?
- რავი ლუკა რამე მოვიფიქროთ.
- კარგი მოდი დღეს ამირანში ავიდეთ და ჩავუჯდეთ ჩვენებურად.
- კარგი გიო მე ანის წამოვიყვან.
- მე კიდევ მარიამს.
- ჩვენ არც კი გვეკითხებით? გაიღიმა ანიმ.
- აბა რას იზამთ გოგოებო? გაიპრანჭეთ და ჩვენც გამოგივლით.
მე და გიორგი ერთად წამოვედით უნივერსიტეტიდან. ერთმანეთს დავემშვიდობეთ. სახლში შევედი შხაპი მივიღე, თავი მოვიწესრიგე. შავი მოკლე მკერდზე მოჭერილი კაბა ჩავიცვი, თმები ჩამოვიხვიე და ჩამოვიყარე. უბრალო მაკიაჟი გავიკეთე, ხელჩანთა ავიღე, გიორგიმ დამირეკა და გარეთ გავედი.
- ვაუ, ლამაზად გამოიყურები.
- შენც, შავი ფერი ძალიან გიხდება.
- შავი ყველას უხდება.
- ჰო.
ტაქსში ჩავჯექით და ამირანისაკენ წავედით რესტორანთან ლუკაჩო და ანი გვიცდიდნენ, კუთვნილ ადგილებს მივაშურეთ და შევუდექით დროსტარებას. ვცეკვავდით, ვიცინოდით და ვსვამდით. უეცრად ჩვენს მაგიდას ვიღაც მოუახლოვდა გაგვიღიმა და ანის გაუბა ბაასი.
- უკაცრავად მშვენიერო შეიძლება, რომ ვიცეკვოთ?
- იცით მე...
- ის არ ცეკვავს.
- შენ არავინ არ გეკითხება.
- მე მისი საქმრო ვარ.
- მერე რა, რომ ხარ.
- წამოდი ერთი გარეთ გავიდეთ.
- რამე პრობლემაა ბიჭო?
- არაფერი ანზო, გარეთ გავალთ და ვსიო.
- მეც მოვდივარ ლუკა.
ბიჭები და უცნობი თავისი მეგობრებითურთ გარეთ გავიდნენ ათი წუთის შემდეგ დაბრუნდნენ და ჩუმად დაიკავეს თავიანთი ადგილები.
- რა მოხდა ბოლოს და ბოლოს იქნებ აგვიხსნათ, თქვენი გადამკიდე ვეღარავის...
- ის მოხდა ანი, რომ მიყვარხარ ამის დედა შ*****, შენ კიდევ იმენა გკიდივარ რა.
- საიდან მოიტანე იქნებ ამიხსნა, თუ შეამჩნიე მე მას უარი ვუთხარი.
- მე ჩავერიე თორემ გაყვებოდი.
- იცი რა თუ ეგრე ფიქრობ ჩემზე, საუბარიც არ ღირს ასე, რომ კარგად იყავი ლუკა.
- იცით რა ჩემი აზრით საუბარი არ გაწყენდათ თქვენ ორივეს.
- მარიამ სალაპარაკო აქ არც არაფერია.
- კაი რა ანი თითქოს არ იცოდე, რომ მას უყვარხარ.
- ვიცი გიო მაგრამ, ის...
- უკაცრავად ბავშვებო მაგრამ, ჩვენ გავალთ და მალევე დავბრუნდებით.
ლუკამ ანის დაავლო ხელი და გარეთ გაიყვანა.
- იმედია მორიგდებიან.
- იმედია ერთმანეთთან მოაგვარებენ ურთიერთობას, ისე კი საყვარლები არიან.
- ჰო და ჩვენ რა ვქნათ?
- არც არაფერი.
თხუთმეტი წუთის შემდეგ ანი და ლუკა დაბრუნდნენ, გახარებულები ჩანდნენ ეს კი იმას ნიშნავდა, რომ შერიგდნენ.
- აბა რა ხდება ძმაო?
- ჩემი გოგოა გიო. ჩაიღიმა და თვალები ეშმაკურად აათამაშა ლუკამ.
- დამიყოლია მაინც გაიღიმა და ლოყებაწითლებულმა ანიმ ორივეს გადმოგვხედა.
- კარგია მიხარია, გილოცავთ.
- მადლობა გენაცვალე.
- მოდი ვიცეკვოთ ბავშვებო.
- კარგი აზრია საყვარელო.
ლუკა და ანი საცეკვაოდ წავიდნენ, მე კი გიორგისთან ერთად მაგიდასთან დავრჩი.
- იქნებ ჩვენც გვეცეკვა, რას იტყვი?
- რატომაც არა.
საცეკვაოდ წავედით და ცეკვა დავიწყეთ. ისევ ვიგრძენი მისი ხელები ჩემს წელზე და სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა ტანში, ცეკვა დასრულდა და მაგიდასთან დავბრუნდით. ბევრი ვიცეკვეთ, დავლიეთ და კარგი დრო გავატარეთ, ბოლოს კი სახლისკენ წამოვედით. ლუკა და ანი ერთად წამოვიდნენ მე კი გიორგიმ წამომიყვანა. მაგარი ნასვამი იყო.
- იცი? რაღაც მინდა, რომ გითხრა.
- რა ხდება გიორგი?
- რაღაც მინდა რომ გავაკეთო.
- რა უნდა გააკეთო?
- ძალიან მინდა, რომ გაკოცო.
- ხო მაგრამ, ნასვამი ხარ, მე კიდევ ნიას მამსგავსებ. მესმის შენთვის რთულია მაგრამ, მაინც გიორგი მოდი ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც არის. დავრჩეთ მეგობრებად.
- ხო მაგრამ, ამოიგდე თავიდან ნია მე შენ მინდა, რომ გაკოცო.
- შენ არ გესმის. განა ჩემთვის ადვილია? შენ ნიას შეყვარებული იყავი მისთვის პირველი. შენი აზრით რას უნდა ვგრძნობდე ახლა? ცუდად ვარ იმიტომ, რომ ჩემი დის გამო არ შემიძლია გაკოცო.
- ამაზე საუბარი არცაა საჭირო იმიტომ, რომ მე შენ მაიც გაკოცებ.
გულ-მკერდზე მიმიხუტა და ნაზად ვენებიანდა დამიწყო კოცნა ტუჩებზე. მსურდა, რომ ეს წამები სამუდამოდ გაგრძელებულიყო, მკოცნიდა და მეც კოცნაში ვყვებოდი. ტუჩებიდან ყელზე გადავიდა შემდეგ კი მსუბუქად მიკბინა კისერზე, რამოდენიმე წამის შემდეგ ისევ ტუჩებზე დამაცხრა, ბოლოს როგორც იქნა ძლივს გავჩერდით. ვიცოდი, რომ ის იქნებოდა ჩემი პირველი, მაგრამ ასე არ მინდოდა, ისიც ვიცოდი, რომ ნიას გამო თავს დამნაშავედ ვიგრძნობდი.
გიორგიმ სახლამდე მიმიყვანა ლოყაზე მაკოცა და დამემშვიდობა.
- ტკბილ ძილს გისურვებ მშვენიერო.
- შენც გიორგი.
ისევ მაკოცა ბაგეზე და სახლისაკენ წავიდა. ალბათ ხვდებით თუ რა რთული იყო ჩემთვის ყოველივე ეს მიხაროდა და თანაც დანაშაულის გრძნობას განვიცდიდი ნიას გამო. ისიც მიკვირს ძილი, როგორ მოვახერხე.

************

დილით ანის ზარმა გამომაღვიძა, ავდექი თავი მოვიწესრიგე სახლი დავალაგე და მაღაზიაში გავედი საყიდლებზე. სახლში მალევე დავბრუნდი, ყავისთვის წყალი დავადგი და ანიც მოვიდა ისეთი გახარებული იყო, რომ მეც გავხალისდი.
- აბა რა ამბავია მშვენიერო ანი რა ხდება?
- მე ლუკასთან ვიყავი.
- რას ნიშნავს იყავი ნუთუ თქვენ...
- ხო მარ ჩვენ სექსი გვქონდა.
- ვაუ ამას არ მოველოდი.
- თავიდან არც მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ქორწილამდე ასეთ რამეს არ ჩავიდენდი, მაგრამ თვითონაც არ ვიცი ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა.
- არც კი ვიცი რა გითხრა.
- არც არაფერი უბრალოდ გიხაროდეს ჩემი ბედნიერება.
- როგორ არ მიხარია, ძლივს დაალაგეთ ურთიერთობა.
- ბედნიერებაზე და სიხარულზე გამახსენდა შენ და გიო რას შვებით აბა.
- გუშინ ერთმანეთს ვაკოცეთ მაგრამ...
- არავითარი მაგრამ, ცხოვრება ხანმოკლეა ხო იცი ასე, რომ ისიამოვნე ყოველი წამით.
- ლუკა სადღა არის?
- გიოსთან წავიდა ალბათ ისინიც ჭორაობენ.
- ალბათ.
............................

- მიხარია ძმაო როგორც იქნა ერთად ხართ?
- ხო გიო, მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებ ჯერ კიდევ თავი სიზმარში მგონია შენ მაინც ხო იცი არა.
- კარგი დამშვიდდი სიზმრებზე და ზღაპრებზე მე უნდა ვიწუწუნო.
- რა ხდება აბა?
- მგონი მარიამი მომწონს.
- ნიას, რომ გავს ალბათ იმიტომ.
- თვითონაც ეგრე ფიქრობს, მაგრამ ასე არაა მე მართლა მარიამი მომწონს.
- და რა ხდება თქვენს შორის?
- გუშინ ერთმანეთს ვაკოცეთ ადრეც მიკოცნია მისთვის, მაგრამ გუშინ სხვა იყო მთელი არსებით ვგრძნობდი მას.
- ისე კარგი გოგოა გამიხარდება თუკი ერთად იქნებით, ნუ სანამ შეყვარებულები იქნებით გამოცდებიც ჩაბარებული გვექნება.
- ხო მაგრამ, ნიას გამო ის თავს იკავებს და მეც სიმართლე, რომ ვთქვა.
- ვიცი, რომ ნია გიყვარს მაგრამ, ის მოკვდა ასე, რომ შანსი მიეცი საკუთარ თავს უფლება გაქვს, რომ ახალი ცხოვრება დაიწყო.
- ხო მაგრამ, ზმაო არ შემიძლია, მოდი შენზე ვისაუბროთ.
- აბა რა გითხრა გიო სიხარულით მეცხრე ცაზე მგონია ჩემი თავი ბედნიერი ვარ ძმაო.
- მიხარია, იმედია მალე ქორწილშიც ვიგრიალებთ.
- არვიცი ანის არ უნდა ჯერ-ჯერობით და მეც არ ვაძალებ ისე კი მე დიდი სიამოვნებით მოვიყვანდი.
- არაუშავს მთავარია ერთად ხართ და მერე ყველაფერი იქნება.
- იმედია ძმაო იმედია.კაი გიო ახლა წავალ და ხვალ ვნახავთ ერთმანეთს ლექციებძე. უი ხო მარიამზე რაც გითხარი არ დაგავიწყდეს.
- რომელს გულისხმობ იმას, რომ კარგი წყვილი ვიქნებით თუ იმას, რომ სანამ ერთად ვიქნებით გამოცდებს წარმატებით ჩავაბარებთ?
- ორივეს ძმაო, მაგრამ ამჟამად მაინც გამოცდებისაკენ ვიხრები, კაი ხვალამდე გიო.
ლუკა სახლისაკენ წავიდა, მე კი კვლავ ფიქრებს მივეცი თავი. ვიხსენებდი იმ დროს როცა ნია მყავდა გვერდში. ალბათ ლუკა მართალია, მარიამი იმიტომ მომწონს, რომ ნიას გავსს. საკუთარი თავის დარწმუნება ვცადე, მაგრამ უშედეგოდ, მე მართლაც მარიამი მომწონდა. ვიცოდი, რომ ის ნიას გავდა, მაგრამ მაინც ის მომწონდა, რომ ნიასგან განსხვავებული იყო.
მომწონდა მისი ჭითელი ლოყები და დაბნეული გამოხედვა, ვიცოდი მისი დამოკიდებულება ჩემს მიმართ ვიცოდი, რომ მოვწონდი, მაგრამ ამასთანავე ისიც ვიცოდი, რომ ნიას გამო თავს შეიკავებდა. მეგობარმა დამირეკა თავი მოვიწესრიგე და ძმაკაცებთან ერთად გასართობად წავედი.
სახლში ღამით მოვედი, ოდნავ ნასვამი ვიყავი. ბევრს ვფიქრობდი მარიამთან მისვლაზე, საშინლად მინდოდა მისი ნახვა. შევამჩნიე ფანჯარაში ფარდის მიღმა მისი სილუეტი. ვგრძნობდი, რომ ხშირად მიცქერდა, მის მზერას ხშირად ვგრძნობდი, რაღაცნაირად მესიამოვნა, რომ ჩუმად მითვალთვალებდა შხაპი მივიღე და დასასვენებლად წამოვწექი.

....................................

ანის გასტუმრების შემდეგ ნინოსა და გურამს დავურეკე და მათთან წავედი. ყველა თბილად შემხვდა განსაკუთრებით კი გურამის დედა ქალბატონი ციალა. უნდა ვაღიარო აშკარად მეამა. მე ბებია არასოდეს არ მყოლია და თუ მეყოლებოდა ვისურვებდი, რომ ასეთი ყოფილიყო. გურამსა და ნინოს ძალიან გაუხარდათ ჩემი ნახვა, ვაღიარებ მეც რაღაცნაირად მესიამოვნა მათთან ყოფნა. ბევრი ვისაუბრეთ და მეც საბოლოოდ გადავწყვიტე ნიაკოზე ჩამომეგდო საუბარი.
- იცით რაღაც მინდა, რომ გკითხოთ და გთხოვთ გულახდილად მიპასუხეთ.
- გისმენ მარიამ გვკითხე რაც გსურს.
- მაინტერესებს ნიაკომ იცოდა ჩემს შესახებ?
- მან ყველაფერი იცოდა, ჩვენ მას სიმართლე თხუთმეტი წლის იუბილეზე გავუმხილეთ.
- და ჩემი მოძებნა არ უცდია საერთოდ?
- სიმართლე, რომ გითხრა არ ვიცი შვილო.
- შენ გული არ დაგწყდეს ჩემო მშვენიერო, მისთვის რთული იყო ყოველივე ამასთან შეგუება ბებო გენაცვალოს შენ.
- გასაგებია.
ყველას ჩავეხუტე დავემშვიდობე და სახლისაკენ წამოვედი. ახალი მისული ვიყავი გამოვიცვალე და წიგნის კითხვა დავიწყე, მანქანის ხმამ მაიძულა და წიგნის კითხვა მივატოვე. ფანჯრიდან გავიხედე და დავინახე, ღმერთო როგორც ყოველთვის ბრწყინვალე იყო. არ ვიცი იგრძნო თუ არა მან, მაგრამ მალევე საწოლზე წამოვწექი. არც ვიცი როდის ჩამეძინა.

****************

დღეები ერთმანეთს გავდა, უნივერსიტეტი, ლექციები და ა.შ. გიორგი, როგორც ყოველთვის გადაიკარგა. ალბათ ისევ სვანეთში იყო წასული. რაც შეეხება ანისა და ლუკას სიხარულით მეცხრე ცაზე დაფრინავდნენ. მე რაც შემეხება ხშირად დავდიოდი სტუმრად გურამთან და ნინოსთან. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, რომ თავი კომფორტულად მეგრძნო. რაც შეეხება ციალა ბებოს ამ ქალმა ისე შემაყვარა თავი, რომ სიტყვებითაც ვერ ავღწერ.
უნივერსიტეტის საკითხებს ვაკონსპექტებდი, ვკითხულობდი ვსწავლობდი და ა.შ. დრო სწრაფად გადიოდა სულ რაღაც ორ კვირაში ზეპირი გამოცდები გვექნებოდა. ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო, მაგრამ რაღაც მაინც მაკლდა, შესწორება რაღაც არა ვიღაც. გიორგი აი ვინ მაკლდა მისი დანახვაც კი ისეთ სიხარულს მანიჭებდა, რომ სიტყვებით აღწერაც კი არ შემიძლია. მასზე ფიქრებში ვათენებდი და ვიძინებდი, ჩემი ფანჯარა კი ჩემი უსაყვარლესი ადგილი გახდა, ხშირად ვამოწმებდი ფანჯრიდან ჩამოსული იყო თუ არა.
როგორც ყოველთვის დილით ადრე ავდექი თავი მოვიწესრიგე და უნივერსიტეტისაკენ წავედი. ინგლისურის ლექცია მქონდა და მეც 1225-ე ოთახისაკენ წავედი. მალევე ანი და ლუკაც მოვიდნენ.
- როგორ ხარ მარიამ?
- მე კარგად ვარ, თავად რას შვები ლუკაჩო?
- რავი აბა ვიფერებ, რომ საუკეთესო გოგო ჩემი ლოვეა.
- აბა გეტყობა, ხომ იცი ცოტათი გაწითლდი.
- ხდება ხოლმე, კარგი მე წავედი ძვირფასო, კარგად მარ.
- მოიცა სად მიდიხარ ლექცია.
- Don't worry Baby... I know English a little.
- oh, Yes... and where ara you going?
- საყვარელო აუხსენი რა გავიქეცი Bay- bay ladies.
- გიორგის უნდა დახვდეს დღეს ჩამოდის სვანეთიდან.
- გასაგებია სხვა რას მეტყვი კარგს და ახალს.
- მარ იცი როგორი ბედნიერი ვარ სიტყვებითაც კი ვერ ავხსნი ის არის ჩემი ცხოვრების აზრი. მისი შეხება ჭკუიდან მშლის და მის მკლავებში ვიფერფლები. არც კი მეგონა თუ კი ასეთი სიყვარული შემეძლო, ის ჰაერივითაა, მის გარეშე მოვკვდები.
- მიხარია ანი, მართლა ძალიან მიხარია, რომ ერთად ხართ, რას გეგმავთ ახლო მომავლისათვის?
- რას გულისხმობ? იმედია ქორწილს არა?
- არა, მაგრამ ხომ შეგიძლიათ ნიშნობა მოაწყოთ.
- ცუდი აზრი არაა , მაგრამ იცი რას მივხვდი, მან ცოლობა რომ შემომთავაზოს დავთანხმდები.
- მაგრამ, დრო მაინც ბევრი გაქვთ.
- ვივი მაგრამ, მაინც წლის ბოლოს ცუდი არ იქნება ქორწილი.
- კარგი აზრია და მანამდე პირველ კურსაც ჩახურავთ.
- ჰო თან ყოველთვის მინდოდა ზაფხულში ქორწილის გადახდა.
- მე კიდევ პირიქით, რაღაცნაირად ზამთარი მიყვარს.
- მოდი შევთანხმდეთ მე ზაფხულში მექნება ქორწილი, შენ კი ზამთარში გადაიხადე.
- ზამთარი თითქმის ახლოვდება მე კიდევ მარტო ვარ.
- რატომ მარტო გიორგი ხომ არის შენს გვერდით.
- იცი ჩვენ ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ მეგობრობა.
- თქვენ თუ შენ? კარგი არაუშავს და თან ხომ იცი ყველაფერი მეგობრობით იწყება.
- ჰო მაგრამ ჩვენ მარტო მეგობრები ვიქნებით.
- მაგას დრო გვიჩვენებს ჩემო მშვენიერო.
ლექცია, როგორც ყოველთვის საინტერესო იყო.
- წამოდი სტუდკაფეში ჩავიდეთ რამე ვჭამოთ.
- კარგი ანი წავიდეთ და თან რაღაცას მოგიყვები.
სტუდკაფეში შევედით და საკუთარი ადგილები დავიკავეთ, შეკვეთაც მალევე მოგვიტანეს.
- აბა რა უნდა გეთქვა?
-იცი მე ჩემს მშობლებს ვაპირებ, რომ შევურიგდე.
- მოიცა ნინოს და გურამს გულისხმობ?
- ჰო, ანი ეს ბოლო დროა რაც მათ ვხვდები. არც ისეთი ცუდები არ არიან ციალა კიდევ გადასარევი ქალია, პირდაპირ დამიპყრო, ძალიან თბილია და თან მარტო ყოფნაც არ მინდა.
- კარგია მარ მიხარია, რას აპირებ გადახვალ მათთან?
- არა ჯერ არა, მაგრამ სავარაუდოდ რატომაც არა, იცი ნიაზე ვკითხე იცოდა თუ არა ჩემზე, მე მასზე არაფერი არ ვიცოდი, მეგონა მასაც ატყუებდნენ, მაგრამ თურმე სიმართლე ცოდნია მე კიდევ...
- გული არ დაგწყდეს მარ, ნია თავისებური იყო, მაგრამ ამასთანავე არაჩვეულებრივი გოგონაც იყო თუკი იცოდა ესეიგი მიზეზიც ჰქონდა, რომ დაემალა.
- უბრალოდ გამიხარდებოდა ჩემით, რომ დაინტერესებულიყო. იცი ყოველთვის მინდოდა და ან ძმა, რომ მყოლოდა. მე, რომ სიმართლე მცოდნოდა აუცილებლად მოვძებნიდი მას.
- მესმის შენი.
- კარგი მოდი რამე კარგზე ვისაუბროთ.
- იცი რა მოვიფიქრე? იქნებ კურსელებმა წვეულება მოვაწყოთ მალე ახალი წელი იქნება, რას იტყვი?
-კარგი აზრია.
- მაშინ ბავშვებს გავუზიაროთ ხვალ ჩვენი იდეა.
- კარგი.
ანის დავემშვიდობე და სახლისაკენ წამოვედი, გზაში ლუკასა და გიორგის შევხვდი.
- პრივეტ მარ, როგორ ხარ?
- კარგად ვარ თავად როგორ ხარ?
- რავი არამიშავს ლუკა ცდილობს, რომ არ მოვიწყინო.
- გასაგებია.
- საინტერესო ლექციები გამოვტოვეთ?
- საკმაოდ საინტერესო.
- ანი სახლში წავიდოდა, წავალ და ვნახავ, აბა ჰე მარიამ, კარგად ძმაო.
- ხვალ გნახავ ლუკაჩო.
- კარგი მეც წავალ ჰო.
- სახლამდე მიგაცილებ.
- ნუ შეწუხდები მართლა.
- მარიამ, რომ არ გიცნობდე ვიფიქრებდი, რომ ჩემი გეშინია და გამირბიხარ.
- არა გიორგი ეგ რა შუაშია უბრალოდ ძალიან დავიღალე.
- კარგი გაგეხუმრე.
- კარგი ხვალ გნახავ ლექციებზე ხო?
- ალბათ ზუსტად არ ვიცი ვიქნები თუ არა.
- კარგი აბა ჰე.
სახლისაკენ წამოვედი, გიორგიზე ფიქრები არ მასვენებდა. რატომ? ასე ცივად, რატომ ვესაუბრე? მე ხომ ის სიგიჟემდე მომწონს, მაგრამ მაინც ვცდილობ, რომ თავი მისგან შორს დავიჭირო. ისევ ნიას გამო, მე არ ვიქნები მართალი მის მიმართ. სახლში მივედი კონსპექტები გავაკეთე თავი მოვიწესრიგე და დასასვენებლად წამოვწექი.
დილით ავდექი თავი მოვიწესრიგე და უნივერსიტეტში წავედი. პირველი ლექციის შემდეგ ანიმ ბავშვებს ჩვენი იდეა შესთავაზა რაც ყველას ძალიან მოეწონა. გადავწყვიტეთ, რომ 31-ის მაგივრად პირველში ამირანში დავმჯდარიყავით.
ლექციების შემდეგ გიორგი მე ლუკა და ანი ქალაქურში წავედით. ბევრი ვიცინეთ და სახლისაკენ წამოვედით. თითქმის მთელი გზა ჩუმად ვიყავით, ბოლოს გიორგიმ დაიწყო საუბარი.
- იცი მარიამ რაღაც მინდა, რომ გითხრა.
- გისმენ გიორგი.
- ძალიან მომწონხარ დარწმუნებული ვარ, რომ ეს იცი. ისიც ვიცი, რომ შენც მოგწონვარ...
- მისმინე გიორგი, შენ არაჩვეულებრივი ბიჭი ხარ, მაგრამ ხომ გესმის მე და შენ ერთად ვერ ვიქნებით. შეგვიძლია უბრალოდ მეგობრები ვიყოთ, მოდი ყველაფერი დავტოვოთ ისე როგორც არის.
- კარგი, როგორც გინდა, შენი გადასაწყვეტია, თუკი მეგობრობა გინდა, კარგი არაა პრობლემაა. კარგი წავედი მე მეგობარო კარგად.
- კარგად გიორგი.
სახლში შევედი კონსპექტები გავაკეთე და ისევ წიგნებს დავუბრუნდი.
დღეები ერთმანეთს ჰგავდა. უნივერსიტეტი, ლექციები, სახლი და ასე შემდეგ. სიახლე მხოლოდ ის გახლდათ, რომ გიორგი ვიღაც ნინის ხვდებოდა ჩვენს კურსზე. ცუდი გოგო მართლაც არ იყო, მაგრამ გული მტკიოდა როცა მათ ერთად ვხედავდი. გიორგის არც არაფერში არ ვადანაშაულებდი, მაგრამ მე არ შემეძლო მასთან ყოფნა ნიას გამო. პლიუსი ისიც გახლდათ, რომ ჩემს მშობლებს ხშირად ვნახულობდი და ახალი წლისათვის მათთან ერთად ვემზადებოდი.

**************

დრო ძალიან სწრაფად გადის, ხვალ ახალი წელია. მე ნინოსთან ერთად დავდივარ საყიდლებზე, ვემზადებით მთელი ოჯახი. სახლში წამოვედი და ანის დავურეკე, საყიდლებზე წასვლა გადავწყვიტეთ. ერთმანეთს სავაჭრო ცენტრში შევხვდით.
- აბა რას შვები, როგორ ხარ დაკარგულო?
- რავი ვარ რა შენ რას შვები?
- მეც ვარ ვემზადები ხვალინდელი დღისათვის.
- მშობლებთან ერთად აღნიშნავ?
- ხო არადა ლუკასთან ერთად ვგეგმავდი, შენ? მარტო აპირებ აღნიშვნას?
- არა ჩემს მშობლებთან.
- აი თურმე სად ბრძანდებოდი ეს პერიოდი.
- მათთან კარგად ვგრძნობ თავს. ნინოც იცი თან მყვება, სულაც არ ჰგავს კუდიან დედინაცვალს ზღაპრებში, რომ გვხვდება. ის საყვარელია.
- ძალიან მიხარია, რომ მათთან გადაწყვიტე შერიგება, პირადზე რას მეტყვი?
- არც არაფერი, გიორგის მერე არა მგონია ვინმეს, რომ გავხედო. მაგრამ მაინც კარგად ვარ მარტო შენ და ლუკამ რა გადაწყვიტეთ?
- ჯერ-ჯერობით არაფერი, მაგრამ რაღაცას ვფიქრობთ წლის ბოლოსთვის და ძალიან მოგეწონება.
- კარგი, მე მიყვარს სურპრიზები.
საჩუქრები ვიყიდეთ, ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სახლკისაკენ წამოვედი. ყველასთვის ვიყიდე საჩუქრები იმედია მოეწონებათ. დაძინებას ვაპირებდი, როდესაც კარზე დამიკაკუნეს. კარი გავაღე და ვიღაც ბიჭი შემრჩა ხელთ.
- უკაცრავად მარიამ ბერიძე ბრძანდებით?
- გისმენთ, თქვენ ვინ ბრძანდებით?
- მე ნიკა ვარ, გიორგის ნაცნობი.
- გიორგის?
- დიახ იცით ის ძალიან მაგარი ნასვამი ვიპოვეთ მე და ჩემმა შეყვარებულმა, სახლში მივიყვანეთ მაგრამ, საფულე გასაღები და ტელეფონი თან არ ჰქონდა, გარეთ ვერ დავტოვებდით. ასე , რომ მოგმართეთ თქვენ. ჩემი შეყვარებული სახლში უნდა მივიყვანო თორემ მშობლები დასჯიან და ხვალ ვეღარ ვნახავთ ერთმანეთს. ხომ გესმით ჩემი.
- გასაგებია, წამოდი გადმოყვანაში დამეხმარე.
- თქვენ აქ დარჩით, მე თვითონ გადმოვიყვან.
ცოტა ხნის შემდეგ ნიკამ გიორგი მისაღებში დივანზე წამოაწვინა დამემშვიდობა და წავიდა. კუხნაში გავედი ყავა გავიმზადე, მისაღებში დავბრუნდი ყავა მივირთვი და გიორგის გაღვიძება გადავწყვიტე. ხვერწნის შედეგად ძლივს მოვიყვანე გონს.
- გიორგი, გიორგი წამოდი საძინებელ ოთახში გავიდეთ.
- არ მინდა, იყოს აქ ვიქნები.
- წამოდი გთხოვ თუ გინდა, რომ მშვიდად დავიძინო წამომყევი.
- იყოს მართლა სულ რაღაც ათი წუთი და სახლში წავალ გპირდები.
- სად წახვალ გასაღები, საფულე ტელეფონი არაფერი არ გაქვს, არ მესმის ამდენი სად დალიე ან რატომ?
- როგორ თუ არა მაქვს?
- წამოდი საძინებელში გაგიყვან, იქ გამოიძინე.
- არ მინდა მარტო, რომ ვიყო საძინებელ ოთახში.
- ჩემს ოთახში წამოდი.
- და შენც ჩემთან ერთად იქნები?
- შენთან ახლოს ვიქნები, შენ დაისვენე, მე წავიკითხავ ცოტა ხნით წიგნს.
- კარგი მაგრამ, იცოდე არ მიმატოვო. მე შენ მჭირდები მარ.
- მოდი დამეყრდენი.
საძინებელ ოთახში ავედით და გიორგი საწოლზე დავსვი ფეხზე გავხადე და ჩემი წიგნისაკენ წავედი.
- მარ საროჩკის გახდაში არ მომეხმარები?
- კარგი ახლავეს მოვალ.
წიგნი ავიღე და გიორგისთან დავბრუნდი, ფრთხილად შევუხსენი ღილები და საროჩკის გახდაში დავეხმარე. ვცდილობდი, რომ მისი გულ-მკერდისათვის არ შემეხედა, ასევე დამეიგნორებინა მისი პრესი და მოხდენილი სხეული, მაგრამ უშედეგოდ. თვალი მაინც გამექცა მისკენ, რაზეც საყვარლად ჩაეღიმა და საწოლზე წამოწვა.
- შენ არ დაწვები?
- როგორ არა მეც წამოვწვები.
საწოლზე წამოვწექი და წიგნის კითხვა დავიწყე, თუმცა გულახდილად, რომ გითხრათ ვერც ვერაფერი ვერ გავიგე ერთსა და იმავე სტრიქონებს უაზროდ ვკითხულობდი, ჩემი ფიქრები კი სადღაც დაფრინავდნენ.
- მარ მინდა, რომ ჩაგეხუტო იცი?
- ამ სიცხეში ჩახუტება, კარგი აზრი არაა ხო იცი?
- კარგი რა მარ ვიცი, რომ შენც გინდა ჩახუტება.
- სულაც არა, არ მინდა, ( თუ ჩახუტება გინდა რაღას უცდი ბუტბუტებს გულში ჩემი მეორე მე.)
- იცი რა მე მაინც ჩაგეხუტები მოგწონს თუ არა შენ ეს.
წიგნი წამართვა გვერდზე მოისროლა და ამაკრა მის მხურვალე სხეულს. ასე ვყავდი, რამოდენიმე წამის განმავლობაში. ვგრძნობდი, რომ არასწორი იყო ყველაფერი, მაგრამ მისი სიახლოვე ისეთ სიხარულს მანიჭებდა, რომ ბედნიერებისაგან თითქოს დავფრინავდი. მთელი ღამის განმავლობაში მას ვუცქერდი, მისი ძილის დარაჯი გახლდით, რადგან ვერც ძილი მოვახერხე. 7 საათი სრულდებოდა, როდესაც გაიღვიძა და გამიღიმა.
- დილა მშვიდობისა მშვენიერო.
- პრივეტ.
- როგორ ხარ?
- რავი არამიშავს, შენ როგორ ხარ?
- ცოტათი თავი მტკივა.
- ეგ გასაკვირი არცაა.
- ძალიან მაგარი ნასვამი ვიყავი?
- საკმაოდ.
- მითხარი რამე ხომ არ გაწყენინე ან ხო ხვდები არა.
- არა ნუ ნერვიულობ ყველაფერი რიგზეა.
- კარგია, შენთან როგორ აღმოვჩნდი?
- ნიკამ მოგიყვანა.
- ნიკამ... არ მახსოვს.
- არც იცნობდი, სახლამდე მოგიყვანეს.
- გასაგებია.
- ყავას დალევ?
- დიდი სიამოვნებით დავლევდი.
- მაშინ წავალ წყალს დავადგამ.
- შენი გაშვებაც, რომ არ მინდა.
- ნუ სულელობ.
- გეფიცები მარ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ჩემს ცხოვრებაში.
-ხოო...
- მართლა, მარ ვისურვებდი, რომ დილით სულ შენი ლამაზი სახე დამენახა.
- გასაგებია, მაგრამ.
- შენ ყველაფერს ართულებ მარ, უბრალოდ არ მაძლევ უფლებას, რომ შენს გვერდით ვიყო და რაც მთავარია შენს თავს არ აძლევ უფლებას, რომ ბედნიერი იყო.
- მოდი სხვა რამეზე ვისაუბროთ.
-როგორც გინდა.
- კარგი ყავას გავამზადებ და შენც ჩამო ხო.
- კარგი მარ, ჩამოვალ.
ავდექი თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში ჩავედი ყავისათვის წყალი დავადგი და სალათაც გავამზადე ჩვენთვის, ცოტა ხნის შემდეგ გიორგიც ჩამოვიდა და ისევ მომიქცია მის მარწუხებში, რამოდენიმე წამი ვყავდი ასე და შემდეგ გამიშვა. სუფრა გავშალეთ და მივირთვით.
- დღეს რას აპირებ? რა გეგმები გაქვს?
- ჩემს ოჯახთან ერთად ვაპირებ, რომ ავღნიშნო და შენ?
- მე ჯერ ქალაქში და შემდეგ ჩემებთან დღეს ჩამოვლიან.
- კარგია.
- იცი რა ვიფიქრე? დღეს მე შენ ანი და ლუკა ერთმანეთს შევხვდეთ ასე 10 საათისათვის და მერე სახლებში წავიდეთ.
- კარგი აზრია.
- მაშინ ლუკას გადავურეკავ მერე.
- კარგი.
- მინდა იცოდე მარ, რაც დილით გითხარი, სიმართლე იყო ახლა კი წავალ აღარ მოგაცდენ.
ნაზად მაკოცა ლოყაზე და სახლიდან გავიდა, ცოტა ხნით ფიქრებს მივეცი თავი შემდეგ კი სახლის დალაგებას შევუდექი. ღამისათვის გიორგიმ დამირეკა ერთმანეთს ამირანში ვხვდებოდით 9 საათზე.

**************

9 საათისათვის მე და გიორგი წავედით ამირანში, იქ ლუკა და ანი გველოდებოდნენ.
- ბავშვებო თქვენთვის რაღაც მაქვს.
- ჩვენც მარიამ.
ერთმანეთს გადავეცით საჩუქრები.
- საათი და საფულე არაჩვეულებრივია გოგონებო.
- მეც მომეწონა ლუკა, თან ხომ იცი ჩემი საფულე დამეკარგა თანაც ძველი იყო და ამით შევცვლი.
- მადლობა ანი ძალიან მომწონს ეგ წიგნი ზუზაკმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
- დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას იტყოდი.
- თუ წაიკითხავ შენც მოგეწონება ლუკაჩო.
- არა იყოს... შენ ხომ წაიკითხე ესეც ყველას გვეყოფა.
- " ელიფ შაფაქის - სიყვარულის 40 წესი", როგორი წიგნია?
- მაგარი არის ანი ძალიან მოგეწონება, მადლობა გიორგი.
- მიხარია თუ მოგეწონა ხო ისედა დილით, რატომ არ მომეცი ჩემი საჩუქარი?
- დამავიწყდა.
- გასაგებია.
ჩავუჯექით ჩვენებურად ვსვამდით ვცეკვავდით და დროს კარგად ვატარებდით, 11 საათისათვის დავიშალეთ და სახლებისაკენ წამოვედით, გიორგიმ გადაწყვიტა ჩემი გაცილება ასე, რომ ერთად ჩავჯექით ტაქსში და ჩემი მშობლების სახლისაკენ წავედით.
- მისმინე მარ დღეს...
- გიორგი იცი ეს ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ჩემს ცხოვრებაში, ბედნიერი ვარ.
- მეც ბედნიერი ვარ, ჩემთან ერთად როცა ხარ. უბრალოდ თვალს ვერ გაშორებ, ძალიან ლამაზი ხარ.
- მადლობა, კომპლიმენტისთვის, შენც ელეგანტურად გამოიყურები.
- ვეცადე მაქსიმალურად შენთვის გავიპრანჭე.
- და მეც მომეწონე 10 ქულას გიწერ.
- და ჩემი ჯილდო რა არის?
- ჯილდო? გულახდილად, რომ გითხრა არც მიფიქრია იცი.
- კარგი მაშინ გაკოცებ და ეს იქნება ჩემი საჩუქარიც.
- მაგრამ მე არ გაძლევ კოცნის უფლებას.
- და მაინც გაკოცებ იმიტომ, რომ გული მიგრძნობს ეს შენც გინდა.
- ნუთუ, როდის მერე ხვდები მე რა მინდა და რა არა.
- გაჩუმდი და გამიღიმე შენს ღიმილზე ვაფრენ.
- მეც, ძალიან ლამაზი ღიმილი გაქვს.
- შეიძლება, მაგრამ შენსას მაინც ვერ ჯობია.
- ალბათ, კარგი გვიანია და შევალ სახლში ხო.
- კარგი, დამდეგ ახალ წელს გილოცავ მშვენიერო.
- მეც გილოცავ გიორგი, ყოველივე კარგს გისურვებ.
- იმედი მაქვს, მომდევნო წელს ერთად შევხვდებით.
- ვნახოთ მანამდე დრო გვაქვს.
მომიახლოვდა გულში ჩამიკრა და ნაზად მეამბორა ლოყაზე.
- კარგად მარიამ ხვალ გნახავ.
- კარგი, ხვალამდე გიორგი.
ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სახლში შევედი, შემებს საჩუქრები დავურიგე და მათგანაც მივიღე საჩუქრები.
- კარგით რა, რატომ შეწუხდით.
- რა შეწუხებაა შვილო, არ ვიცოდით გქონდა თუ არა ასე, რომ იმედია მოგეწონება.
- დიდი მადლობა მართლა ძალიან მომეწონა.
- მისმინე ბებო, მე შენთვის განსაკუთრებული საჩუქარი მაქვს. ამ ყელსაბამს ჩემი ბებო ატარებდა, მისგან გამიგია, რომ უძველესია, შეიძლება საგვარეულოც ვუწოდოთ. ძალიან მინდა, რომ შენ გაჩუქო, მართალია ძველია, მაგრამ მშვენიერია.
- მადლობა ბებო ძალიან ლამაზია.
- შენ გენაცვალოს ბებო, ჩემო ლამაზო და მშვენიერო.
- ჩემო მშვენიერო ქალბატონებო, მაგიდას აღარ მივუჯდეთ, სულ რაღაც 10 წუთში ახალი წელი შემოაღებს კარს.
- მართლაც გურამ წავედით.
ყველანი ზალაში გავედით ნინოს მიერ გაწყობილი სუფრა დაგვხვდა შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს სუფრას ჩიტის რძეც კი არ აკლდა.
ყველანი დავჯექით კუთვნილ ადგილებზე და უკუთვლა დავიწყეთ.
ათი, ცხრა, რვა, შვიდი, ექვსი...
- იმედია ჩვენი პატარა, ჩვენთან იქნება სულ. გაიღიმა და გურამს გახედა ნინომ.
ხუთი, ოთხი, სამი, ორი ...
- იმედია, ჩემი ყველა სურვილი ამისრულდება, ოჯახით დაწყებული, სიყვარულით დამთავრებული.
ერთი... გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ...
გურამმა, როგორც ოჯახის უფროსმა შამპანიურით სავსე ჭიქა ასწია და საუბარი წამოიწყო.
- გილოცავთ ჩემო მშვენიერო ქალბატონებო ახალ წელს, გისურვებთ ყოველივე კარგს. იმედია ეს წელიწადი ყველასთვის იქნება ბარაქიანი და ბედნიერი.
ყველამ შევსვით სასმისი ერთმანეთს გადავეხვიეთ და შევუდექით დროს ტარებას, რამოდენიმე საათის შემდეგ სუფრა ავალაგეთ და დასაძინებლად ჩვენს ოთახებში გავედით. მე, როგორც ყოველთვის ნიას საძინებელს მივაშურე პიჟამო ჩავიცვი და დასაძინებლად წამოვწექი. ვცდილობდი დაძინებას, მაგრამ უშედეგოდ ფიქრები არ მასვენებდა, თავს უცნაურად ვგრძნობდი.
ამ სახლში ადრეც ვყოფილვარ, დავრჩენილვარ, მაგრამ დღეს რაღაც განსხვავებულს ვგრძნობდი, ბედნიერი ვიყავი ჩემი ოჯახის გვერდით. არც კი მახსოვს როდის ჩამეძინა. დილით მზის სხივებმა გამაღვიძა, ტელეფონს დავხედე 7 საათი სრულდებოდა, ოთახი კიდევ ერთხელ მოვათვალიერე. ამ საძინებლის თითოეული კუთხე და კუნჭული შესწავლილი მქონდა. ყველა ფოტო, სათამაშო, სამოსელი, წიგნებიც კი რომლებსაც თითქმის არ მიკარებია არავინ 17 წელიწადი. კიდევ ერთხელ მივუახლოვდი წიგნების თაროს და თვალი გადავავლე თითოეულ წიგნს, უეცრად თვალი მომჭრა ერთ-ერთმა წიგნმა გადმოვიღე და დიდი ინტერესით შევათვალიერე. ჩემი ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ სინამდვილეში ჩემი წიგნი სულ სხვა რამ აღმოჩნდა.მე ხელთ მქონდა ნიას დღიური. გამიხარდა იმის გაგება, რომ ისიც დღიურს აწარმოებდა ჩემსავით. მთელი არსებით მსურდა დღიურის წაკითხვა, მაგრამ ასევე მეშინოდა იმის რასაც მასში აღმოვაჩენდი და თან სირცხვილის გრძნობა მიჩნდებოდა. სხვისი დღიურის კითხვა ეს იგივეა ხელები აფათურო მის ცხოვრებაში, სულში. ამიტომ ვცდილობდი თავის შეკავებას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გადავწყვიტე დღიურის წაკითხვა. ფრთხილად გადავშალე დღიური და თვალი მოვკარი ნიას ფოტოს.ის ალბათ 14-15 წლის იქნებოდა, ამ ფოტოზე დაბლა კი ლამაზად წაეწერათ, რამოდენიმე სიტყვა. უბეწდნიერესი დღე ჩემი 15 წლის იუბილე. კარზე კაკუნმა მაიძულა დღიურის დახურვა. ნიას დღიური ჩემს ჩანთაში ჩავაგდე და ნინოს კარი გავუღე.
- დილამშვიდობისა, როგორ გეძინა შვილო?
- არაჩვეულებრივად თქვენ, როგორ გეძინათ?
- ჩვენც ნორმალურად. უბრალოდ ნიაზე ვფიქრობდი, ძალიან მომენატრა აქ, რომ ყოფილიყო უბედნიერესი ვიქნებოდი.
საწოლზე ჩამოჯდა და ცხვირსახოცით ცრემლები მოიწმინდა, მაგრამ მალევე ისევ ცრემლები წასკდა, ნაზად მოვეხვიე და ასე გულში ჩაკრულს დავუწყე საუბარი.
- დამშვიდდით ქალბატონო ნინო, ვიცი თქვენს შვილს ვერასოდეს ვერ შევცვლი, მაგრამ მე ხომ აქ ვარ თქვენთან .მეც ხომ თქვენი შვილი ვარ ვიცი, რომ ნია გენატრებათ, მაგრამ ის ხომ ჩვენთანაა, ჩვენს გვერდით. უბრალოდ ჩვენ მას ვერ ვხედავთ. მე კი ძალიან მჭირდება, რომ გაღიმებული გიხილოთ. თქვენ ხომ ჩემი ოჯახი ხართ. ვიცი ძალიან ბევრს ვითხოვ, მაგრამ ახლა ისე როგორც არასდროს. ორივე მშობლები მჭირდება დედაც და მამაც. ასე, რომ ჩემო მშვენიერო დედიკო მოდი ცრემლები მოვიწმინდოთ და დაბლა ჩავიდეთ ჩვენებთან.
- კარგი, როგორც შენ იტყვი შვილო, გინდა დაგეხმარო?
- რატომაც არა, ერთად დავალაგეთ საძინებელი, ტანზე გამოვიცვალე და სარკის წინ ჩამოვჯექი, ნინოც მომიახლოვდა.
- მოდი თმების ჩამოვარცხნაში მოგეხმარები.
სავარცხალი აიღო და ნელ-ნელა დამიწყო თმების ჩამოვარცხნა. ცოტა ხანში კი კვლავ ატირდა.
- ხომ გთხოვე, რომ არ გეტირა დედიკო.
- ეს სიხარულის ცრემლებია შვილო, შენ მე დედას მიწოდებ ეს კი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
- შენ კიდევ ღვიძლი შვილივით მიმიღე და ესეც ბევრს ნიშნავს ჩემთვის.
კიდევ ერთხელ ერთმანეთს გადავეხვიეთ და საძინებლიდან გავედით. სამზარეულოში ციალა ბებო ფუსფუსებდა, გურამი კი მას დილის სიახლეებს უზიარებდა, ჩვენ დანახვაზე გაჩერდა მოგვესალმა და გაიღიმა, სუფრას მივუჯექით, მივირთვით და ვისაუბრეთ ცოტა ხნის შემდეგ სახლისაკენ წამოვედი.

*************

სახლში მივედი აბაზანაში შხაპი მივიღე თავი მოვიწესრიგე და პირსახოც მოდებული ოთახში დავიწყე ბოდიალი. დღეს კურსელები ერთმანეთს ვხვდებოდით, მე კიდევ სასურველი კაბაც კი არ მომიძებნია, ბევრი ძრომიალის შედეგად ვიპოვე რასაც ვეძებდი. ფერებიდან შავ ფერზე ვგიჟდებოდი, დღეიდან ისიც მეცოდინება, რომ წითელი ფერი ძალიან მიხდება. მოკლე მკერდზე მოჭერილი კაბა ჩავიცვი, შავი მაღალ ქუსლიანები, ყელზე ბებოს ნაჩუქარი ყელსაბამი გავიკეთე, ხელზე უბრალოდ დედას ქალიშვილობის ლალის ბეჭდი, თმები ჩამოვიხვიე და ჩამოვიყარე, პატარა ჩანთაც დავიჭირე ყოველი შემთხვევისთვის. საძინებლიდან მისაღებ ოთახში ჩავედი, გიორგის უნდა გამოევლო ჩემთან და ერთად უნდა წავსულიყავით, მალე გიორგიც მოვიდა და ეთად წავედით.ყველანი ერთმანეთს ვულოცავდით ახალ წელს, ვსვამდით, ვცეკვავდით, ვიცინოდით, ვსაუბრობდით და დროს არაჩვეულებრივად ვატარებდით. ღამის პირველი საათისათვის სახლისაკენ წამოვეწდით, ანი ლუკა და გიორგი სამივე ჩემთან რჩებოდნენ. ანი და ლუკა სტუმრებისათვის განკუთვნილ საძინებელში გავიყვანეთ. მე და გიორგი კი სასტუმრო ოთახში დავბრუნდით ნასვამები ვიყავით და ვიცინოდით.
- დღეს მართლაც კარგი დრო გავატარე.
- ხო მეც ძალიან კარგი დრო გავატარე გიორგი კარგი იქნება თუკი ავღნიშნავთ კიდევ რამეს ერთად.
- კურსელებთან ერთად თუ არა ჩვენ ოთხნი, რომ სამუდამოდ ერთად ვიქნებით ხო იცი.
- მაგაში დარწმუნებული ვარ.
- გეძინება თუ არა?
- არა ეხლა ნაყინი მინდა თან ძალიან შემომიერთდები?
- დიდი სიამოვნებით.
სამზარეულოში გავედი მაცივრიდან გამოვიღე შოკოლადის ნაყინი და ორი კოვზიც გავაყოლე ხელს, სატუმრო ოთახში დავბრუნდი გიორგი მდივანზე წამომჯდარი დამხვდა.
- ორი კოვზი... და რაში დაგჭრდა ორი კოვძი?
- რავი ვიფიქრე, რომ...
- რაც არ უნდა გეფიქრა, იცოდე ერთიც საკმარისია ჩვენთვის.
- კარგი, როგორც შენ გინდა.
გვერდით მივუჯექი და ნაყინის ჭამაც დავიწყეთ, შესწორება დავიწყე, ის კიდევ მიცდიდა სანამ არ მივაწოდე მანამდე არ უჭამია.
- იცი შენი ხელიდან მოწოდებული უფრო გემრიელია.
- რავი აბა მე ასეთს ვერაფერს ვერ ვამჩნევ, მაგრამ თუკი შენ ასე ფიქრობ ალბათ ყველაფერი მასე არის.
ნაზად შემახო თითები ტუჩებზე და ეშმაკურად ჩაიცინა.
- დასვრილი იყავი. მსურდა, რომ ტუჩებით მომეშორებინა, მაგრამ ჩვენ ხომ მეგობრები ვართ ასე, რომ თითებით მოგაშორე.
- მარტო მაგიტო მოიქეცი ეგრე?
- არა, უბრალოდ შენი გაბრაზება და შენთან ჩხუბი არ მინდოდა თორემ მეგობრობა რას შემაჩერებდა.
- გასაგებია.
- საძინებელში ხომ არ ავსულიყავით?
- კარგი წამო წავიდეთ.
საძინებელში ავედით და საწოლზე წამოვწექით.
- იცი როცა ჩემს გვერდით ხარ, ოდნავ ვნერვიულობ.
- ვხვდებოდი, იცი რატომ ნერვიულობ?
- ვხვდები, ალბათ იმიტომ, რომ მომწონხარ.
- მეც მარიამ არა მარტო მომწონხარ, არამედ მიყვარხარ.
- ნუთუ ასე მალე?
- შენ წარმოიდგინე და კი, მიყვარხარ მარიამ.
- მოდი დავიძინოთ კარგი.
- ნუ ვცადოთ დაძინება, მისმინე რო რამე გახდაში ხომ დამეხმარები?
- მოდი აქ მომიახლოვდი.
საროჩკის ღილები ნელ-ნელა შევუხსენი და იქვე სავარძელზე მოვისროლე, ფეხზე გავხადე და გავუღიმე.
- მეც ხომ არ მოგეხმარო კაბის გაძრობაში?
- ნუ შეწუხდები გიორგი მარტოც მოვახერხებ.
- კარგი იცოდე მალე დამიბრუნდი.
სააბაზანოში შევედი, კაბა გავიძრე და იქვე ადგილზევე გავიყინე. ხო ვამბობ არა, რომ ეს ბიჭი ჩემზე ძალიან მოქმედებს მეთქი, ახლა რაღა ვქნა? პიჟამოების წამოღება დამავიწყდა, ასე ვერ გავალ, კაბის ჩაცმა კი მეზარება.
- ამდენ ხანს მანდ რას აკეთებ? აღარ გამოხვალ რო რამე?
- გამოვიდოდი, მაგრამ არაფერი არ მაქვს, რომ ჩავიცვა, შენს გამო პიჟამოების წაღება დამავიწყდა.
- რა ჩემი ბრალია თუ ასე მოინუსხე ჩემით, თუ გინდა გამოდი თვალებს დავხუჭავ და არ შემოგხედავ.
- კი კი აბა რა, შენ გგონია დაგიჯერებ.
- გპირდები, მართლა არ გამოგხედავ.
- მისმინე კარს გავაღებ და შენ პიჟამოებს მესვრი.
- ხო კარგი კარგი როგორც შენ გინდა ისე იყოს.
კარი გავაღე გიორგის ნასროლი პიჟამოები ავიღე, ჩავიცვი და საძინებელ ოთახში გავედი.
- სექსუალური ხარ.
- ვიცი.
- მოდი ჩემთან.
საწოლში ჩავწექი და გიორგის გადავხედე ის უბრალოდ იცინოდა.
- რა, რა ხდება? რაზე იცინი?
- პიჟამო უკუღმა გაცვია.
- რა, რა უკუღმა, ხო არ გააფრინე?
- აი ნახე, მოდი მოგეხმარები.
ნაზად შემიცურა ხელი პიჟამოს ქვეშ და ვიგრძენი მისი ცეცხლოვანი ხელები წელზე, სულ რაღაც 3 წუთში შემომაძარცვა პიჟამო და შეთვალიერების შემდეგ ჩაიღიმა, გასწორებული პიჟამო უკანვე დამიბრუნა და ჩაცმაში დამეხმარა.
- ეს რა იყო, იქნებ ამიხსნა?
- ეს არც არაფერი არ ყოფილა.
- ნუთუ?
- ხო ასე, რომ დამშვიდდი და წამოწექი.
ხელი დამავლო და საწოლზე წამომაწვინა.
- ტკბილ ძილს გისურვებ მშვენიერო.
ნაზად მეამბორა შუბლზე და სხეულზე მიხუტებული ვყავდი რამოდენიმე წუთის განმავლობაში. არც კი ვიცი, როდის ჩამეძინა.

******************
დილით ადრე გამომეღვიძა ტელეფონს დავხედე 7 საათი სრულდებოდა, ძლივს მოვახერხე გიორგის მკლავებიდან თავის გამოხსნა. ადგომას ვაპირებდი, მაგრამ გიორგის მეშვეობით ისევ საწოლში აღმოვჩნდი.
- დილამშვიდობისა მშვენიერო.
- დილამშვიდობისა გიორგი.
- მოდი ერთი კარგად შეგავლო თვალი.
- არა რას ვგავარ.
ხელები სახეზე ავიფარე, რაზეც გაეცინა, სახიდან ხელები მომაშორებინა და შუბლზე მაკოცა.
- შენ არც კი იცი, როგორი ლამაზი ხარ.
- აბა რა დარწმუნებული ვარ, ხელ-პირ დაუბანელი და თმებ დაუვარცხნელი, როგორი ლამაზი ვიქნები.
- მოდი ჩემო მშვენიერო ერთი კარგად უნდა ჩაგეხუტო.
- წამოდი ავდგეთ გთხოვ, თან საუზმეც გავამზადოთ.
ადგომა ვცადე, მაგრამ უშედეგიდ საწოლზე წამომაწვინა, ზემოდან მომექცა და გულ-მკერდზე ნაზად ჩამომადო თავი, რამოდენიმე წამი ასე ვიყავით, შემდეგ კი ნელ-ნელა მომიახლოვა სახე, გამიღიმა და ისევ მიმიხუტა სხეულზე.
- იცი ახლა ყველაზე ძალიან რა მინდა?
- და საიდან უნდა ვიცოდე, მითხარი რა გინდა?
- თუ შემისრულებ იმ შემთხვევაში გეტყვი.
- სულ ნუ მეტყვი შენთვის შეინახე.
- მინდა, რომ გაკოცო, მაგრამ...
- იცი ჩემი მოსაზრება.
- ამიტომ ვფიქრობ, რომ...
- მორჩი ფიქრს და მაკოცე, სანამ გადამიფიქრებია.
-რა რა თქვი?
- რაც გაიგონე.
ნაზად დამავლო ხელი და მთელი ძალით მიმიზიდა, მისკენ იმდენად ახლოს ჰქონდა ტუჩები, რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი, ნაზად შეეხეო ბაგეს ტუჩებით და მეამბორა. თითები ჩააცურა ყელზე და ნაზად შეაცურა პიჟამოს ქვეშ, მისი ნატიფი თითები ჩემს წურგსა და წელზე დასრიალებდნენ, რამოდენიმე წუთის შემდეგ კი ერთმანეთზე მიხუტებულები საწოლზე წამოწოლილები ვიცინოდით.
- მარიამ, ჩვენ?...
- მეგობრები ვართ.
- მაგრამ ეს კოცნა?
- მოდი ჯერ-ჯერობით ვიმეგობროთ, გთხოვ ნუ დამაჩქარებ.
- ის მაინც გამაგებინე მოგწონვარ?
- იმაზე მეტად ვიდრე შენ გგონია.
- მე ძალიან მომწონხარ მარიამ იმდენად, რომ შენიძლია გითხრა მიყვარხარ.
- მეც ძალიან მომწონხარ გიორგი. ეს კი უნდა იცოდე, შენ დატოვე ჩემს ბაგეზე პირველად კვალი, როცა მომპარე კოცნა, ისიც მინდა იცოდე, რომ შენზე ძალიან ბევრს ვფიქრობ, ხშირად გიცქერ გითვალთვალებ.
- შემიმჩნევია ბევრჯერ და გამღიმებია სიამოვნებისაგან.
- ასეც ვიფიქრე.
- მოდი აქ ჩემთან.
მიმიკრა სხეულზე და ასე ჩახუტებული ვყავდი, რამოდენიმე წამი.
- გიორგი ავდგეთ გთხოვ.
- კარგი ავდგეთ და საქმეს მივხედოთ.
ავდექით თავი მოვიწესრიგეთ და სამზარეულოში ჩავედით. ყავა გავამზადეთ და ასევე პეროგიც გამოვაცხვეთ. მალევე ლუკა და ანიც შემოგვიერთდნენ, მივირთვით, ვიცინეთ, ვიჭორავეთ და ასე შემდეგ. ერთმანეთს დავემშვიდობეთ წასვლის წინ გიორგიმ ნაზად მაკოცა ლოყაზე.
- იმდენ ხანს დაგელოდები, რამდენიც დაგჭირდება.
- ვეცდები, რომ დიდხანს არ გალოდინო.
- კარგი აბა წავედი მე. ხო ისე, რომ იცოდე სწავლის დაწყებამდე სვანეთში ვიქნები.
- გასაგებია.
ერთმანეთი გადავკოცნეთ, სახლში დავბრუნდი, ყველაფერი დავალაგე. სამი დღის განმავლობაში სახლს ვალაგებდი, ჩემი სამოსი განვაახლე, რაც არ მინდოდა გადავაწყვე და ასე შემდეგ.
არდადეგებზე ჩემებთან დავდიოდი, ხშირად ანი და ლუკა მოდიოდნენ ჩემთან რჩებოდნენ კარგ დროს ვატარებდით ერთად და ასე შემდეგ.
მალევე უნივერსიტეტი დაიწყო, ლექციები, კონსპექტები. ზეპირი გამოცდები სახალისოც კი იყო, ლექტორები ყველანაირად ხელს გვიწყობდნენ ხალისით ვაბარებდით გამოცდებს და დროს კარგად ვატარებდით. სულ რაღაც ერთ კვირაში ფინალური გამოცდები გვქონდა. ჩემთან ვიკრიბებოდით და ვემზადებოდით. ძველი კონსპექტების გადმოლაგებისას თვალი მოვკარი ნიას დღიურს, გამიკვირდა სულ გადამავიწყდა, რომ წასაკითხად წამოვიღე. დიდი ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ გადავშალე და კითხვა დავიწყე.

25 აპრილი.

დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, დღეს ხომ ჩემი დაბადების დღეა.უამრავი გეგმა, სურპრიზი, საჩუქრები, ყველაფერზე წინასწარ ვიზრუნე გავემზადე და საჩუქრების გახსნას შევუდექი. ყველაფერი რაც მსურდა აქ გახლდათ: ჩანთები, კაბები, აქსესუარები. ეს მართლაც ჯადოსნური დღე უნდა ყოფილიყო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დაბადების დღეს წვეულებამდე მშობლებმა საშინელება გამანდეს. არც კი ვიცი დღიურის წარმოება რატომ დავიწყე მე ხომ წერა მაინც და მაინც არ მიყვარს, მაგრამ ჩემი სიბრაზე სადმე ხომ უნდა წამეღო. ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა სანამ არ გავიგებდი, რომ ტყუპისცალი მყავდა. თავიდან არ დავიჯერე, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა მოვისმინე მთელი სიმართლე ჩემზე და ჩემს მშობლებზე, ყოველივე ეს გულისამრევი იყო ჩემთვის. ვერ ვხვდებოდი თუ როგორ გამიმეტა საკუთარმა დედამ და როგორ გამაშვილა, ყოველივე ამის მიუხედავად დაბადების დღეზე მშვენიერი დრო გავატარე.

...........................

ერთი თვის შემდეგ ჩემები საზღვარგარეთ გაემგზავრნენ მე კი ბებიასთან დამტოვეს. სიმართლე, რომ ვთქვა დიდად მაინც და მაინც არ მანაღვლებდა ჩემი დის ბედ-იღბალი, მაგრამ ციალასაგან მაინც გავიგე მცირე ინფორმაცია. როგორც აღმოჩნდა ჩემი და რადიკალურად განსხვავდებოდა ჩემგან, ის შკოლნიკი და მოდას ჩამორჩენილი გახლდათ. ეტყობოდა, რომ სწავლის გარდა სხვა რამ მისთვის არ არსებობდა. შემებრალა და ჩემი მისდამი სიძულვილი სიბრალულმა შეცვალა.

...........................

დღიურში ხშირად არც კი ვწერ, მაგრამ მაინც მინდა მოვიხსენიო. მშობლებმა მათთან გამგზავრება შემომთავაზეს, მე კიდევ ძალიან მიხარია, იმიტომ კი არა, რომ მათ ვნახავ, უბრალოდ ამ ქალაქს მოვშორდები და შევძლებ ახალი ცხოვრების დაწყებას. აქ მხოლოდ ერთ ადამიანზე მწყდება გული, ანი მეტრეველზე, რაღაცნაირად მივეჩვიე ამ გოგოს. კარგია ახალი პროექტისთვის გამოდგება. პირველად, რომ დავინახე მართლაც, რომ გულისამრევი იყო, მაგრამ ნელ-ნელა დავხვეწე და გვუზიარე რჩევები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.

.................................

დღეს მართლაც, რომ კარგი საქმე ჩავიდინე, ჩვენი მეგობრობა გადავარჩინე, მაგრამ ანის მაინც ვერ ვუმხელ არც კი ვიცი რა რეაქცია ექნება. ჩვენს მეგობრობას ხელს უშლიდა ერთი გაბღენძილი იდიოტი ლუკა ბუკეა. ანი თვლიდა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე სიმპატიური ბიჭი იყო, მაგრამ იყო კი? პირადად მე ვერანაირ ხიბლს ვერ ვხედავდი მასში, ერთი უბრალო ბიჭი იყო, არაფრის მაქნისი, იდიოტი. ყველანაირად ვეცადე და ისინი ერთმანეთს დავაშორე. არც ისე რთული არ აღმოჩნდა ყოველივე ეს, ანი ხომ ჩემი მარიონეტი გახლდათ.

..............................

დღეს გიოს დავშორდი, უნდა ვაღიარო ეს ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი იყო ჩემს ცხოვრებაში. სიმპატიური, ვნებიანი, ჭკვიანი და ბობოლა მამიკოს ბიჭი იყო.ყველაფერი გავაკეთე, რომ თამთა მაჭარაშვილს არ დარჩენოდა თან ისიც მიწყობდა ხელს, რომ თამთა ჩემთან შედარებით ნამდვილი ბაყაყი იყო. ასე, რომ გიო ვიბლიანი ჩემი პირადი დაცვა გახდა, სადაც მინდოდა იქ მივყავდი, რაც მინდოდა იმას მისრულებდა, ის ჩემი მონა გახლდათ. საბოლოოდ მეც გადავწყვიტე, რომ ჩემს სასარგებლოდ გამომეყენებინა ის ასე, რომ ის ჩემი შეყვარებული გახდა.

მთელი დღიური ამდაგვარი შენიშვნებით იყო სავსე გაბრაზებულმა დავხურე და საწოლზე მოვისროლე, მართლაც რომ საშინელება იყო. ნუთუ ასეთი იყო ნია, ჩემი და ჩემი ტყუპისცალი. ცოტა ხნის შემდეგ დღიური ავიღე და ნაგვის ყუთში ჩავაგდე, მისი წაკითხვის სურვილიც აღარ მქონდა ასევე არ მინდოდა სხვასაც გაეგო ყველაფერი ეს. ასე, რომ საბოლოოდ დრიურის ფურცლები ამოვხიე, დავხიე დავანაკუწე და ისევ ნაგვის ყუთში ჩავყარე. საწოლზე წამოვწექი არც კი ვიცი, როდის ჩამეძინა.

*********************


დღეები ერთმანეთს მისდევდა უნივერსიტეტი, ლექციები კონსპექტები და ასე შემდეგ. ბავშვები, როგორც ყოველთვის ჩემთან ვიკრიბებოდით გამოცდების საკითხებზე. ვსწავლობდით და წარმატებულადაც ვაბარებდით გამოცდებს. პირველი კურსის პირველი სემესტრი წარმატებულად ჩავხურეთ სუყველამ მე და ანიმ კი პრეზიდენტის სტიპენდია დავინიშნეთ. ერთმანეთს ვხვდებოდით ვიკრიბებოდით და კარგ დროს ვატარებდით. გიორგი ყველანაირად ცდილობდა, რომ ჩემთვის მოცემული პირობა არ დაერღვია ასე, რომ როგორც მეგობარი გვერდში მედგა.
ჩვენი ურთიერთობა ჩახლართული იყო, მე სიმართლე ვიცოდი ყველაფერი ვიცოდი ნიას დღიურის შედეგად, მაგრამ სიმართლის ცოდნაც კი აბრკოლებდა ჩვენს სიახლოვეს ვცდილობდი იმის დავიწყებას რაც წავიკითხე, მაგრამ უშედეგოდ თუმცა კი ერთი სული მქონდა ისევ გიორგის მკლავებში ვყოფილიყავი და დავმტკბარიყავი მისი ცქერით, მისი სურნელით, რომელიც თავბრუს მახვევდა.
მეორე სემესტრიც ისეთივე საინტერესო აღმოჩნდა, როგორიც პირველი იყო. ყოველი დღე ერთი და იგივე იყო, მაგრამ ერთ დღესაც რაღაც შეიცვალა. პირველი რეიტინგულისათვის ვემზადებოდი როცა ჩემთან ღამით ანი მოვიდა, გახარებული ჩანდა, მაგრამ ამავდროულად შეშინებულიც.
- როგორ ხარ მარიამ, რას შვები?
- რავი ვარ ანი შენ როგორ ხარ? ხო მშვიდობაა, ღამით თან ასეთ დროს ვატყობ, რომ რაღაც ხდება.
- მარიამ, რომ იცოდე რა დამემართა.
- რა ხდება ანი? შენი გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებ ბედნიერი ჩანხარ, მაგრამ ამავდროულად შიშის ნიშნებსაც გამჩნევ მთლად ავიბენი.
- მარიამ, შენ პირველი გაიგებ ამ ამბავს, მოემზადე.
-ანი...
- მარიამ მე ორსულად ვარ, მე და ლუკას მალე პატარა გვეყოლება.
- მოიცა რაა? შენ მალე...
- დედა გავხდები, ლუკა კი მამა.
- ხო, მაგრამ შენებმა იციან თუ არა?
- არა და ვერც გაიგებენ.
- რას გულისხმობ?
- იმას, რომ ისინი არ მომცემენ ბავშვის გაჩენის უფლებას.
- ხო მაგრამ რას აპირებ?
- ლუკას მინდა, რომ ვუთხრა, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული მინდა, რომ მოვუწყო.
- ხო, მაგაში კი დაგეხმარები, რას აპირებთ მერე?
- არ ვიცი ვნახოთ რამეს მოვიფიქრებთ.
- მიხარია ანი ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოს, გენაცვალე, რამდენის ხარ?
- ექიმმა მითხრა, რომ ამ კვირას 1 თვე შემისრულდება.
- ღმერთო ჩემო ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ.
- უნდა დაიჯერო ჩემო მშვენიერო მეჯვარევ.
- ვგრძნობდი, რომ ერთად იქნებოდით ოჯახს შექმნიდით, მაგრამ ასე მალე სიმართლე, რომ გითხრა არც კი მოველოდი.
- კარგი ახლა მე წავალ და ხვალ გნახავ ხო?
- ხო ხვალამდე, მისმინე კონსპექტებზე არ ინერვიულოთ არცერთმა არც შენ და არც ლუკამ, ყველაფერს მე მოვაგვარებ.
- ხო ვიცი, ზეგ გამოცდა ინგლისურ ენაში გვაქვს ხო?
- ხო და აი ნახავ ყველაფერს ჩავაბარებთ ჩემო ლამაზო და მშვენიერო.
ანი გავაცილე და სახლში შევბრუნდი საწოლზე წამოვწექი და არც კი ვიცი, როდის ჩამეძინა.
დილით ავდექი თავი მოვიწესრიგე და სახლი დავალაგე, ჩემთან ვიკრიბებით როგორც ყოველთვის, ბავშვებიც მოვიდნენ, მე და ანი სამზარეულოში გავედით.
- უთხარი ლუკას თუ არა?
- ჯერ არა, გამოცდების ბოლოს ვეტყვი.
- შენებზე რას მეტყვი აბა?
- არა არ იციან ჯერ-ჯერობით.
- გასაგებია.
სამზარეულოდან მისაღებ ოთახში დავბრუნდით, ვიმეცადინეთ და კარგი დრო გავატარეთ.
- ჩვენ წავალთ, მარიამ.
- კარგი ლუკა.
- კარგად მარ.
- თავს გაუფრთხილდით ორივე გასაგებია.
- არის სერ.
- მიყვარხართ ბავშვებო.
ერთმანეთს დავემშვიდობეთ ანი და ლუკა კარებამდე მივაცილე მისაღებ ოთახში დავბრუნდი სადაც გიორგი იყო.
- აბა რას იტყვი?
- არაჩვეულებრივად აკეთებ კონსპექტს.
- ხო კარგია, რამე ხომ არ გინდა წყალი, ყავა ან...
- ყავას დიდი სიამოვნებით დავლევდი.
- კარგი.
სამზარეულოში გავედი გიორგის გამომყვა წყალი დავადგი ყავისთვის ის სკამზე ჩამოჯდა და მიყურებდა თითოეულ ჩემს მოძრაობას აკვირდებოდა.
- ესე რატომ მიყურებ?
- ლამაზი ხარ, მომწონს როცა რაღაცეებს აკეთებ ჩემთვის.
- გასაგებია.
ცხელი ყავა მივუტანე მაგიდაზე დავუდგი, გამობრუნებას ვაპირებდი, როცა ხელი დამავლო და მუხლებზე დამისვა.
- რას აკეთებ გიორგი, გამიშვი.
- არ გაგიშვებ მარიამ გაჩერდი უბრალოდ ჩემთან იყავი.
ასე ვყავდი რამოდენიმე წამის განმავლობაში, ნაზად დამისვა ზურგზე ხელი და ჩაიღიმა.
- რაზე გეღიმება გიორგი?
- შენზე ჩემო მშვენიერო.
- გამიშვებ თუ არა?
- არა ცოტა ხნით ასე მეყოლები.
- ხოო და ყავა?
- დავლევ როგორმე.
- მისმინე შენთან ყოფნა არაჩვეულებრივია, მაგრამ ხვალ გამოცდა გვაქვს მე კიდევ დასვენებით უნდა დავისვენო.
- ვიცი, მაგრამ ასე დაისვენე მანამ სანამ არ დავლევ ყავას შემდეგ რამეს მოვიფიქრებ.
- რამეს მოიფიქრებ, რას გულისხმობ?
- ჯერ თვითონაც არ ვიცი, ვნახოთ.
ყავა ნელ-ნელა დალია და ცოტახანი ისევ კალთაში ყვავდი.
- შეიძლება, რომ გთხოვო?
- გისმენ.
- შენთან მინდა, რომ დავრჩე, მომცემ უფლებას?
- იმ შემთხვევაში თუ...
- არავითარი სასტუმრო ოთახი, შენთან მინდა.
- გიორგი მისმინე...
- მე შენ დაგპირდი, ჩვენი პირობა მახსოვს, მაგრამ თუ შეამჩნიე ჩვენ შეგვიძლია ერთად ყოფნა ყოველგვარი ალერსის გარეშე.
- ეგ მეც ვიცი, მაგრამ...
- გადაწყვიტე დავრჩე თუ წავიდე?
რამოდენიმე წამი ვდუმდი და ხმას არ ვიღებდი გიორგი ადგა და წასვლა დააპირა, მაგრამ მე შევაჩერე მან გაიღიმა და თვალებში შემომხედა.
- ვიცოდი, რომ დუმილი თანხმობის ნიშანი იყო, მაგრამ...
- გინდოდა, რომ მეც მეაქტიურა.
გაიღიმა და ისევ გააგრძელა საუბარი.
- მისმინე ხვალ გამოცდა გვაქვს ინგლისურ ენაში და აუცილებლად უნდა გამოვიძინოთ.
- ვიცი ასე, რომ საძინებელში ავიდეთ.
მან ხელში ამიყვანა და ასე შემიყვანა საძინებელ ოთახში საწოლზე წამომაწვინა გვერდით მომიწვა და ასე ვიყავით რამოდენიმე წამი, შემდეგ მომიბრუნდა და ჩაიღიმა.
- ახლა რაღაზე გეღიმება?
- შენზე, ჩემზე ჩვენზე.
- მოდი გახდაში დაგეხმარები.
- იმ პირობით თუ მეც...
- შეგიძლია თვითონ გაიხადო, სულაც არ ვარ წინააღმდეგი.
- მომეხმარე, მიყვარს როცა მეხმარები.
- კარგი მოდი აქ.
ტანზე გავხადე და სააბაზანოში შევედი ცოტა ხნის შემდეგ საძინებელში პიჟამოებით შევედი საწოლზე წამოვწექი და გიორგის გადავხედე.
- მოდი აქ ჩაგეხუტო.
ერთმანეთს გადავეხვიეთ და ასე ვიყავით არც კი ვიცი, როდის ჩამეძინა.


***************

დილით ადრე გამეღვიძა, მაგრამ ადგომა მეზარებოდა ასე, რომ ისევ გიორგის მკლავებში ჩავრგე თავი. ჩემს მოძრაობაზე გაეღვიძა და ხელები უფრო მაგრად მომხვია, ცოტა ხნის შემდეგ საუბარიც დაიწყო.
- დილამშვიდობისა მშვენიერო.
- დილამშვიდობისა.
- ადგომის დროა, მაგრამ სულაც არ მინდა საწოლის მიტოვება.
- გამოცდაზე აუცილებლად უნდა გამოვცხადდეთ.
- ხო, ვიცი ვიცი.
- ასე, რომ ავდგეთ მოვწესრიგდეთ და უნივერსიტეტისაკენ წავიდეთ.
ავდექით თავი მოვიწესრიგეთ, სამზარეულოში ჩავირბინეთ. ყავა გავიმზადეთ, დავლიეთ და უნივერსიტეტისაკენ წავედით. გამოცდა ჩავაბარეთ და ჩემი სახლისაკენ წამოვედით. გიორგი დამემშვიდობა სახლში შევედი თავი მოვიწესრიგე და ბავშვებს დაველოდე. გჰამოცდებს ვაბარებდით და კარგ დროსაც ვატარებდით. ბოლო გამოცდის შემდეგ წვეულების მოწყობა გადავწყვიტეთ, ჩემთან ვიყავით გიორგი და ლუკა აკადემიური წერის საკითხებს სწავლობდნენ მე და ანი სამზარეულოში ვჭორაობდით.
- ვნერვიულობ მარიამ, არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინც ვერ ვისვენებ.
- არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება.
- წავალ ბიჭებს დავუძახებ.
- კარგი მე სუფრას გავაწყობ.
სუფრა გავშალე, ბავშვებიც შემომიერთდნენ, მაგიდაზე საკუთარი ადგილები დავიკავეთ, საჭმელს ვჭამდით, ვიცინოდით და დროს კარგად ვატარებდით.
- მარიამ კიდევ მინდა შოკოლადის ნაყინი.
- შოკოლადის აღარ მაქვს, მარწყვის, რომ იყოს?
- არაუშავს, მაინც შევჭამ.
- ანი დღეს იმდენჯერ ჭამე ხო კარგად ხარ, საერთოდ აღარ უფრთხილდები შენს ფიგურას, თუ ასე გააგრძელებ, გასუქდები ხო იცი.
- ამით რა გინდა, რომ თქვა? მსუქანი არ გეყვარები.
- როგორ არა ჩემო მშვენიერო, სუსტი, მსუქანი ჩემთვის სულერთია, მე შენ მიყვარხარ არა შენი ფიზიკური სილამაზისთვის არამედ შენი სულიერი სილამაზისთვის. შენ ჩემი ცხოვრების აზრი ხარ.
- შენ კიდევ ჩემი.
ანის და ლუკას ვუცქერდით გიორგიმ გამიღიმა და მეც ღიმილითვე ვუპასუხე. საკითხები ვისწავლეთ და ერთმანეთს დავემშვიდობეთ. გიორგი როგორც ყოველთვის ჩემთან დარჩა. ბევრი რამ გავიგე მასზე და მის ოჯახზე.ოთახში შემოვბრუნდი გიორგი ისევ საკითხებს კითხულობდა.
- შენ ისევ აქ აპირებ, რომ დარჩე?
- და შენ წინააღმდეგი ხარ?
- არა სულაც არა.
- ასეც ვიცოდი, მოდი აქ.
ხელი დამავლო და გულში ჩამიკრა ასე ჩახუტებული მიმიყვანა დივანთან ზედ ჩამოჯდა და მეც გვერდით მიმისვა.
- მისმინე არ ჯობია, რომელიმე რესტორანში, რომ დავმჯდარიყავით ხვალ?
- არა სახლში ჩავუჯდებით და კარგ დროსაც გავათარებთ.
- ხო, მაგრამ უნივერსიტეტი გამოცდა და მერე საყიდლები, მზადება დაიღლები მთელი დღე.
- ხვალინდელი დღე ამად ღირს.
- რას გულისხმობ? რამე ისეთი იცი რაც მე არ ვიცი.
- არა უბრალოდ აი ნახავ ხვალ რაღაც ისეთი მოხდება, რაც ყველას გაგვახარებს.
-შენ იცი რაც ხდება, მაგრამ არ მეუბნები, კარგი დაველოდები ხვალინდელ დღეს.
- მერწმუნე არაჩვეულებრივ დროს გაატარებ.
- დარწმუნებული ვარ.
- უი ხო ხვალ საყიდლებზე ხო წამომყვები?
- როგორც შენ გინდა ისე იქნება ყველაფერი.
- კარგი მშინ, ხვალ მე და შენ გამოცდების შემდეგ წავალთ და საქმეებს შევუდგები.
- მე კიდევ მოგეხმარები.
- მთელი დღე ჩემთან ერთად კუხნაში იტრიალებ?
- რატომაც არა, შენთან ახლოს ვიქნები.
- კარგი როგორც გინდა.
- წამოდი საძინებელ ოთახში გავიდეთ, ჩემი აზრით უკვე ძილის დროა.
- ხო მაინც და მაინც არ მეძინება, მაგრამ ავიდეთ.
ხელი დამავლო და ატატებული ამიყვანა საძინებელ ოთახში შემიყვანა საწოლზე წამომაწვინა გვერდით მომიწვა და ხელი ჩამკიდა.
- ეს ყოველი შემთხვევისათვის, რომ არ გამეპარო.
- არც ვაპირებდი, არსად გაპარვას იცი რატომ? იმიტომ, რომ ძალიან მომწონხარ და შენთან ყოფნა მსიამოვნებს.
- მეც მაგრამ მოდი მაგაზე საუბარს ნუ გავაგრძეკებთ თორემ პირობის გატეხვა მომიწევს მე კი ეს არ მჩვევია და არც მინდა შენთვის მოცემული პირობის დარღვევა.
- მესმის.
- კარგი ახლა დაისვენე, დაიძინე.
- კარგი.
თავი ჩამოვადე გულ-მკერდზე და ასე მიხუტებული ვიყავი მასზე, არც კი ვიცი როდის ჩამეძინა.
დილით თვალი, რომ გავახილე გიორგი საძინებელში არ დამხვდა ავდექი თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში ჩავედი, გიორგი ჩვენთვის ბლინებს აცხობდა.
- არაჩვეულებრივი სურნელია.
- მერწმუნე ასეთივე გემრიელია.
- ვნახოთ, ვნახოთ.
- მოდი და ნახე.
ბლინები გავსინჯე და მართლაც ძალიან მომეწონა.
- მართლაც, რომ გემრიელია.
- იცი რატომ?
- ალბათ ბევრი შაქარი დააყარე.
- არა შაქარი აქ არაფერ შუაში არ არის ეს ბლინები იმიტომ არის ასეთი ტკბილი, რომ შენთვის მთელი გულით ვაკეთებდი.
- გასაგებია.
- თუკი ხარ მზად, ხომ არ წავსულიყავით უნივერსიტეტში.
- რატომაც არა მე მზად ვარ და შენ?
- მხოლოდ საროჩკა უნდა ჩავიცვა.
- მოდი აქ, მოგეხმარო.
საროჩკა შემოიცვა და ღილები ნელ-ნელა შევუკარი, ჩაიღიმა და გულ-მკერდზე მიმიხუტა.
- მისმინე შენს საროჩკას რა სჭირს?
- ჩემსას არც არაფერი, რატომ მკითხე?
- არასწორად გაქვს შებნეული.
- არ არსებობს.
- მოდი აქ...
- არა იყოს თვითონ შევიკრავ.
ღილები შევიხსენი და ნელ-ნელა დავიწყე მისი შეკვრა. უეცრად გიორგიმ მისკენ მიმატრიალა ხელები მომენტალურად მკერდზე ავიფარე. მომიახლოვდა ხელები ჩამაწევინა და ისევ გულ-მკერდზე მიმიხუტა.
- გთხოვ ასე ნუ იქცევი.
- გიორგი ხო ხვდები ასე, რატომ ვიქცევი.
- ვიცი, მაგრამ ჩემი ნუ გრცხვენია.
- ხო მაგრამ.
- გაჩუმდი და მაცადე.
ნელ-ნელა შემიკრა ღილები და გამიღიმა.
- აი ასე ჯობია, მშვენიერო.
- მოდი აქ მომიახლოვდი.
ერთმანეთს გადავეხვიეთ და ასე ვიყავით, რამოდენიმე წამი, შემდეგ ნაზად მეამბორა ლოყაზე და მეც ვაკოცე, მომენტალურად ჩვენ ერთმანეთს ტუჩებით შევეხეთ და ჩემდაუნებურად ისე ვნებიანად ვეძგერე ბაგეებზე, რომ საკუთარმა თავმაც კი გამაკვირვა. ვკოცნიდი და ისიც მკოცნიდა, ნაზად შევუცურე თმებში თითები და ჩემსკენ მოვიზიდე, წამის მეასედში ხელში ამიტაცა და სამზარეულოში მაგიდაზე შემომსვა. ერთმანეთს ვკოცნიდით და ვეფერებოდით დროის შეგრძნება სულ დავკარგეთ კიდევ დიდ ხანს არ შევჩერდებოდით ტელეფონზე, რომ არ დაერეკა ანის და ლუკას.
- სად ხარ ამდენი ხანი? თუ მალე არ მოხვალ გამოცდაზე დაგაგვიანდება.
- მოვდივარ, არც კი ვიცი რა დამემართა.
- გიოც გააღვიძე რა ალბათ ჩაეძინა.
- აუცილებლად გავაღვიძებ.
ტელეფონი გავთიშე და გიორგის ისევ ჩავეხუტე.
- გვაგვიანდება.
- ვიცი.
- წავიდეთ?
- არ მინდა, მაგრამ აუცილებლად უნდა წავიდეთ.
- კარგი წამოდი.
- მოიცა ერთი წამი.
- რამე ხომ არ გავიწყდება?
- მე არა და შენ ხომ არ გავიწყდება?
- კი.
- მიდი მალე გელოდები, მშვენიერო.
- აი ეს მავიწყდებოდა.
ნაზად ვაკოცე ბაგეზე, რაზეც ჩაეღიმა და თვითონაც მაკოცა.
- ახლა რას მეტყვი, გახდები თუ არა ჩემი გოგო?
- ჯერ არა ზეპირი გამოცდების ბოლოს გეტყვი პასუხს ანდა არა მოიცა...
- იმედია ფინალურ გამოცდებს არ გულისხმობ?
- შენ ხომ მაინც ჩემთან იქნები არა?
- კი მაგრამ ფინალური გამოცდები...
-ვიცი, რომ ბევრს გთხოვ მართლა, მაგრამ...
- მოდი აქ ჩემო სულელო ბავშვო.
გულში ჩამიკრა და ასე ჩახუტებული გამიყვანა გარეთ. უნივერსიტეტისაკენ წავედით, ჩვენი ბავშვები დავინახეთ, როცა ყურში ჩუმად მიჩურჩულა რაღაც, შემდეგ კი მიკბინა.
- პრივეტ ბავშვებო.
- ცოტაც და გამოცდაზე დააგვიანებდით.
- ხო ანი, მაგრამ მთავარია აქ ვარ შენი წყალობით.
- და ჩემიც, წვლილი მეც შევიტანე.
- მადლობა ძმაო შენ, რომ არა აბა ჩვენ რა გვეშველებოდა.
კურატორის მოსვლამ გვაიძულა საუბრის გაწყვეტა, ოთახში შევედით, საკუთარი ადგილები დავიკავეთ საკითხებიც ავიღეთ და წერას შევუდექით საათნახევრის შემდეგ ოთახიდან გამოვედით და სტუდკაფეში შევედით, სანამ ბიჭები ზაკაზს აძლევდნენ მე და ანი ვსაუბრობდით.
- როგორ გრძნობ თავს?
- კარგად, მაგრამ ამ ბოლო დროს სულ ჭამა მინდა.
- პატარას აშკარად კარგი მადა ექნება.
- სულ ვჭამ მიკვირს ასე რატომ ვარ, მე არ მიყვარდა ჭამა.
- საიდან იცი ეგ?
- დედაჩემს ვკითხე ისე თითქოს და ბავშვობა გამახსენდა.
- ალბათ ლუკას გავს.
- ალბათ კითხვით ვერ ვეკითხები ჯერ-ჯერობით.
- არაუშავს დღეს ყველაფერი მოგვარდება.
- და მაინც ვნერვიულობ.
- და არზე ნერვიულობ ჩემო მშვენიერო?
- საკითხებზე მგონი ამერია და არასწორად დავწერე.
- დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი სწორად დაწერე.
- ვნახავთ როცა ქულებს გავიგებთ.
- მართალი ხარ, მარ ლუკაჩო შოკოლადის ნაყინი არ მინდა გთხოვ მარწყვის მომიტანე.
- კარგი ჩემო დედოფალა, შენი სურვილი ჩემთვის კანონია.
ლუკა გიორგისაკენ წავიდა და ისევ მარტო დაგვტოვა.
- შენზე და გიორგიზე რას მეტყვი აბა?
- ფინალურ გამოცდებზე უნდა ვუპასუხო, ვიქნები ტუ არა მისი გოგო.
- და მერე რას აპირებ?
- ნუ მე ახლაც მისი ვარ, მაგრამ მაინც.
- გიორგიმ რაო რა გითხრა?
- დაგელოდებიო.
- და ისე რა ხდება თქვენს შორის?
- რავი ნორმალურად ვართ.
- კარგია.
ბიჭებიც მოვიდნენ, მივირთვით, ერთმანეთს დავემშვიდობეთ სახლისაკენ წამოვედით, გზაში ყველაფერი ვიყიდეთ, რაც დღეისათვის გვჭირდებოდა, სახლში მივედით და პროდუქტები ამოვალაგეთ.
- მისმინე მე გადავალ გამოვიცვლი და რაღაცეებს გადმოვიტან.
- კარგი გელოდები.
- მალე მოვალ.
ერთმანეთს ვაკოცეთ და საქმიანობას შევუდექი.


*******************

ყველაფერი გავამზადეთ ისეთი სუფრა გავშალეთ, რო წუნსაც კი ვერ უპოვნიდით, გიორგი წამითაც არ მომშორებია გვერდიდან. ლუკა და ანი 2 საათში მოვიდოდნენ სუფრა გავაწყვეთ და მისაღებში გავედით.
- გამიმხელ სიმართლეს თუ ისევ დაველოდო?
- დაელოდე, მაინც მალე გაიგებ.
- კარგი კარგი.
- შენ რას აპირებ? გამოსაცვლელად გადახვალ სახლში?
- არა, შენთან გამოვიცვლი ყველაფერი აქ მაქვს წამოვიღე.
- გასაგებია, იცოდე პირველი მე შევდივარ შხაპის მისაღებად.
- მისმინე შენ არ გამოაღწევ იქედან მალე ასე, რომ ჯერ მე შევალ და მერე შენ.
- კარგი რა გიორგი დამითმე გთხოვ.
- არა მშვენიერო, დაგასწარი.
მართლაც მალევე გამოვიდა, თვალი მომჭრა მისმა უნაკლო სხეულმა მომიახლოვდა და სცელი სახე ჩემს თმებში ჩამალა, ნაზად მეამბორა ყელზე და ჩაიღიმა.
- ახლა შენ შედი ჩემო მშვენიერო.
აბაზანაში შევედი შხაპი მივიღე და საათის შემდეგ გამოვედი.
- ვაუ, არაჩვეულებრივად გამოიყურები.
- შენ რას აპირებ? რომელი კაბა შეარჩიე საღამოსთვის.
- ჯერ არ გადამიწყვეტია.
-ხოო? ერთად ხომ არ ავარჩიოთ?
- როგორც გინდა.
- კარგი მაშინ ერთად ავარჩიოთ.
ბევრი ძებნის შემდეგ გიორგიმ შავი მოკლე კაბა მომაწოდა და ამავე ფერის ფეხსაცმელები. აბაზანაში შევედი საყვარელი კრემით შევიზილე სხეული კაბა ჩავიცვი და გიორგის ვთხოვე დახმარება, უეცრად ზურგზე თითების დასრიალება ვიგრძენი, ჩამეღიმა. გიორგიმ ხელები შემომხვია და ასე ვყავდი ჩახუტებული.
- ძალიან მიყვარხარ.
- მე კიდევ ძალიან მომწონხარ.
- ვიცი.
ნაზად მეამბორა ყელზე და ისევ ჩამიკრა გულში, მისაღებ ოთახში ჩავედით ლუკას და ანის მოსვლას დაველოდეთ. დათქმულ დროს ისინიც მოვიდნენ, ერთმანეთს გადავეხვიეთ, ვიჭორავეთ და შემდეგ სუფრას მივუჯექით, მივირთმევდით, ვსვამდით, დროს კარგად ვატარებდით, ვიცინოდით და ასე შემდეგ.
ანიმ ყველანი შეგვაჩერა, რამოდენიმე წამით მე გამეღიმა, რადგან სიმართლე ვიცოდი. ბიჭები გვიცქერდნენ და გაოცებულებიც იყვნენ.
- კარგი დაიწყეთ ახლა თორემ დავიღალე მთელი დღეა გელოდებით ორივეს.
- რას გულისხმობ გიორგი?
- ვერ ხვდები ლუკა, რომ რაღაცას გვიმალავენ.
- სწორედ ამიტომ არ წამოვიდნენ რესტორანში?
- დიახ სწორედ ამიტომ.
- ბიჭებო მე თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს.
- გისმენთ ანი.
- ლუკა განსაკუთრებით შენ მოემზადე.
- რა ხდება ანი?
- ლუკა გილოცავ შენ მალე მამა გახდები.
- რა? როგორ? მოიცა რა თქვი?
- შენ მამა გახდები, მუცლით შენს პატარას ვატარებ.
- ღმერთო ჩემო ანი, ძვირფასო.
ლუკა ანისთან მივარდა გულში ჩაიკრა და მთელი სახე დაუკოცნა.
- გილოცავთ გილოცავთ.
ვულოცავდით და ერთმანეთს ვეხვეოდით სუყველა ლუკა კი სიახარულისაგან ჭკუზე აღარ იყო. ანის ეხუტებოდა, ეფერებოდა, კოცნიდა.
ბავშვები ჩემთან დარჩნენ, გვიანობამდე ვიცინოდით ფილმებს ვუყურებდით და დროს კარგად ვატარებდით, ღამით ლუკა და ანი საძინებელში გავიდნენ მე და გიორგი კი ცოტა ხნით სასტუმრო ოთახში დავრჩით.
- მართლაც არაჩვეულებრივი დრო გავატარე.
- ხო ვამბობდი კარგი იქნება მეთქი.
- პატარაზე, რატომ არაფერი არ მითხარი?
- იმიტომ, რომ სიურპრიზი იყო და თან მე არ მქონდა უფლება ანის საიდუმლოს ვერ გავცემდი.
- მართალი ხარ ღირდა ცდად, მართლაც ბედნიერი ვარ ჩემი ნათლული მალე გაჩნდება.
- ან ჩემი, შენ რა იცი, რომ მე არ ვიქნები მისი ნათლია?
- მოკლედ ერთ-ერთს მოგვიწევს უარის თქმა.
- ეგ რატომ?
- იმიტომ, რომ ჩვენ მალე ვიქორწინებთ.
- ჯერ თანხმობაც კი არ მითქვამს.
- არც არის საჭირო, მე ხომ ვიცი ახლაც ჩემი ხარ.
- დარწმუნებული ხარ?
- ასი პროცენტით ჩემო ლამაზო.
ჩამეხუტა და სემდეგ ნაზად მაკოცა ლოყაზე.
- წავიდეთ დასაძინებლად?
- რატომაც არა წავიდეთ.
საძინებელ ოთახში ავედით საწოლზე წამოვწექით და ერთმანეთს ჩავეხუტეთ, არც კი ვიცი, როდის ჩამეძინა.დილით, რომ გავიღვიძე საძინებელში მარტო ვიყავი, საათს დავხედე და გამიკვირდა ასე ადრე გიორგი სად წავიდოდა? ფიქრებიდან მალევე გამოვფხიზლდი გიორგი აბაზანიდან გამოდიოდა და მიღიმოდა.
- დილამშვიდობისა ლამაზო.
- დილამშვიდობისა.
- როგორ გეძინა?
- კარგად, შენს გვერდით თავს მშვენივრად ვგრძნობ.
- მეც მშვენიერო.
ნახევრად სველი მომეკრო სხეულზე და ყელზე მაკოცა, მისმა სურნელმა თავბრუ დამახვია და ისევ მივეკარი სხეულზე.
- მიყვარხარ მარიამ.
-მეც მიყვარხარ გიორგი.
- ვიცი, რომ ფინალურ გამოცდებზე დამთანხმდები, მაგრამ...
- დარწმუნებული ხარ?
- ასე პროცენტით, შენ ახლაც ჩემი ხარ.
-ხოო?
- დიახ ასე, რომ კიდევ ერთხელ გკითხავ, მარიამ ბერიძე თანახმა ხარ თუ არა, რომ გახდე ჩემი შეყვარებული?
- თანახმა ვარ.
- მიყვარხარ.
- ვიცი.
ნაზად შემიცურა თითები თმებში და მთელი არსებით მისკენ მიმიზიდა ნაზად დამიკოცნა ლოყები და თითები დამისვა ბაგეზე ცოტა ხნის შემდეგ ჩაიღიმა და ისე ვნებიანად მაკოცა ტუჩებში, რომ სიამოვნებისაგან მეგონა ჩავიკეცებოდი, მაგრამ გიორგის ისე ვყავდი მის სხეულზე მიკრული, რომ ამის შიში არ უნდა მქონოდა ერთმანეთს ვკოცნიდით და მის სურნელში ვიკარგებოდი. ნაზად დამისვა თითები ყელზე და შემდეგ ტუჩებიც ჩააცურა ოსტატურად, მეგონა მთელს სხეულზე ჭიანჭველები დაცოცავდნენ. ვერც კი გავაცნობიერე თუ, როგორ აღმოვჩნდით საწოლზე ფერებაში ლამის საკუთარი თავიც დავკარგე, მაგრამ მისი სიახლოვე იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, რომ მისი შეჩერების სურვილიც არ მქონდა.
- მიყვარხარ მარიამ.
- მეც მიყვარხარ გიორგი ძალიან მიყვარხარ.
- მინდა, რომ ჩემთან იყო მინდა, რომ ჩემი იყო.
- ვიცი, მაგრამ ასე არ შეიძლება.
- ვიცი მესმის შენი.
ნაზად მაკოცა ლოყაზე და სამზარეულოში ჩავიდა. ღმერთო ჩემო ეს რა იყო? აბაზანაში შევედი შხაპი მივიღე და ფიქრებს სევუერთდი. იმდენად რთული იყო ჩემთვის თავის შეკავება, თითოეულ მის შეხებას ჭკუიდან გადავყავდი, მისი სურნელი თავბრუს მახვევდა მის თვალებში ვიძირებოდი. აბაზანიდან გავედი თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში ჩავედი.
სუფრა გავშალეთ, ლუკასა და ანის დაველოდეთ, მივირთვით, ვიცინეთ და დროც კარგად გავატარეთ.
- ბავშვებო ზეპირ გამოცდებამდე სვანეთში ვიქნები და აი ინევიულოთ.
- ზეპირი გამოცდები ორ კვირაში გვექნება და მთელი ეს დრო...
- ვიცი მეც ძალიან მომენატრები მშვენიერო.
- მოიცა ჩვენ რამე გამოვტოვეთ?
- ჩემი გოგოა ლუკაჩო.
- დაფიქრდი ხო მაინც ჩემს წინადადებაზე, მიხარია.
- გილოცავთ ჩემო საყვარლებო.
- მადლობა ანი.
ერთმანეთს დავემშვიდობეთ ლუკა და ანი წავიდნენ, გიორგი რამოდენიმე წამით დარჩა და მწვანე თვალები ეშმაკურად აათამაშა.
- მისმინე ორი კვირა უშენოდ...
- ვიცი, რომ ძალიან მოგენატრები.
- მომენატრები და თან ძალიან, მივეჩვიე შენთან ყოფნას.
- მარტო მაგიტომ?
- არა მარტო ამიტომ არა, ძალიან მიყვარხარ და მომენატრები.
- მეც მიყვარხარ და ძალიან მომენატრები.
კარებამდე მივაცილე ერთმანეთს ჩავეხუტეთ, ვაკოცეთ და ასე ვიყავით რამოდენიმე წამის განმავლობაში. მკოცნიდა და მეც თითოეულ მის მოქმედებას ვყვებოდი, ვკოცნიდი და მის სურნელს ხარბად ვისრუტავდი ძალიან რთული იყო ჩემთვის მასთან გაშორება.
როგორც კი ერთმანეთს დავშორდით გიორგიმ მაკოცა და გამიღიმა.
- მიყვარხარ პატარავ.
- მეც მიყვარხარ გიორგი.
რამოდენიმე ნაბიჯით გაცდა ჩემს სახლს მე კი თვალს არ ვაშორებდი მას ბოლოს კი მაინც გავიქეცი და მთელი არსებით მას ჩავეკარი, არც კი ვიცი რამდენი წამი გავიდა, მაგრამ მის მკავებში თავს კომპორტულად ვგრძნობდი.
ერთმანეთს დავემშვიდობეთ სახლში დავბრუნდი და მთელი არსებით ვიგრძენი, რომ გიორგი მაკლდა. დღეები ერთმანეთს გავდა ლექციები, კონსპექტები, წიგნები და ასე შემდეგ.
ყოველ ღამით ფანჯრიდან გავყურებდი გზას იმ იმედით, რომ მას ვნახავდი ან თუნდაც მისი ჩამოსვლის შესახებ რამეს გავიგებდი. მენატრებოდა საშინლად, მართალია ერთმანეთს ყოველდღე ვწერდით ვსაუბრობდით, მაგრამ ეს მაინც არ იყო საკმარისი ჩემთვის. დღეებს ვითვლიდი ისე ძალიან მინდოდა მასთან ყოფნა, მისი ღიმილი მენატრებოდა, მისი მწვანე თვალები, რომლებიც დანახვისთანავე შემიყვარდა, მისი სურნელი, რომელიც თავბრუს მახვევდა. დრო კი გადიოდა კიდევ ერთი კვირა და ისიც ჩამოვა. მიხარია, მაგრამ მთელი ერთი კვირა კიდევ მის გარეშე რთულია.
დილით უნივერსიტეტში წავედი, ერთი და იგივე, როგორც ყოველთვის ბავშვებს დავემშვიდობე და ჩემი მსობლებისაკენ წავედი დიდი ხანია რაც არ მყავდა ისინი ნანახი მართალია ტელეფონით ვეკონტაქტებოდი, მაგრამ მაინც არ იყო საკმარისი. ბევრი ვიჭორავეთ ვიცინეთ და დიდი ხვერწნის მიუხედავად სახლისაკენ წამოვედი, რატომღაც გული მიგრძნობდა, რომ სახლში უნდა ვყოფილიყავი, კონსპექტები გავაკეთე პიჟამოები ჩავიცვი და წიგნი ავიღე წასაკითხად, უეცრად კარზე დამიკაკუნეს არავის არ ველოდი ნუთუ ისაა? გახარებული გავარდი კარი გავაღე და ადგილზევე გავშეშდი მის აქ ნახვას არ მოველოდი მითუმეტეს ასეთ მდგომარეობაში.


********************

- ანი, ხო მშვიდობაა, რატომ ტირი? ხმა ამოიღე ქალო? ბავშვს რამე ხომ არ ჭირს?
- მარიამ მე უბრალოდ...
ვცდილობდი დამშვიდებას მაგრამ უშედეგოდ ვგრძნობდი შიშს და პანიკას ნელ-ნელა, რომ ვყვებოდი. ანი კი ტიროდა და ვერც ვამშვიდებდი. ბოლოს ისევ დაცდა გადავწყვიტე, როგორც კი ანი დამშვიდდა საუბარიც დავიწყე.
- ანი რა ხდება? რატომ ტირი? ხო მშვიდობაა? ბავშვი...
- ბავშვი კარგადაა უბრალოდ მე...
- შენ და ლუკამ ხო არ იჩხუბეთ?
- არა ყველაფერი კარგად გვაქვს, ძალიან უხარია ბავშვის ამბავი.
- აბა რა ჯანდაბა ხდება? ლამის გავაფრინე როცა დაგინახე საკუთარ თავს არ გავდი.
- ჰო მარიამ, ჩემებმა სიმართლე გაიგეს და მე...
- რას ნიშნავს სიმართლე, ნუთუ...
- ხო მარიამ გაიგეს, რომ ორსულად ვარ.
- საიდან? როგორ?
- თვითონაც არ ვიცი ფაქტია მე არ მითქვამს არც ლუკა და გიორგი ეტყოდა მათ.
- და მერე რა გითხრეს?
- პირველი რაც მოვიმოქმედე მოვატყუე ყველანი თავიდან თითქოს დამიჯერეს, მაგრამ ექიმთან წასვლა გადაწყვიტეს, მე უარი ვუთხარი, ბოლოს გადაწყვიტეს, რომ ნებითა თუ ძალით ექიმთან წამიყვანდნენ.თუკი დადებითი იქნებოდა პასუხი ბავშვს მომაცილებდნენ.
- ღმერთო ჩემო ანი.
- ხომ ვამბობდი მარიამ, რომ ასე გადაწყვეტავდნენ ყველაფერს.
- ხო, მაგრამ ვიფიქრე, რომ გაუხარდებოდათ.
- არა მარიამ შენ ჩემებს არ იცნობ, ისინი სიტყვის შემსრულებლები არიან, შემეშინდა, რომ ჩემს შვილს რამეს დაუშავებდნენ ასე, რომ დაველოდე სანამ დაიძინებდნენ და სახლიდან გამოვიპარე.
- ლუკამ იცის? საფრთხე ხომ არ ემუქრება?
- მადლობა ღმერთს არა არც კი იციან ვინ არის ბავშვის მამა.
- კარგია ლუკამ იცის, რომ გამოიპარე?
- ჯერ არა, მაგრამ ხვალ დავურეკავ.
- კარგი დამშვიდდი ანი შენ ხო იცი, რომ დასავით ხარ ჩემთვის.
- სწორედ მაგიტომ გავბედე ამ ღამით შენთან მოსვლა.
- და ძალიან კარგიც ქენი, წამოდი საძინებელ ოთახში გავიდეთ, დაისვენე.
- მარიამ შეიძლება შენთან, რომ დავიძინო?
- როგორ არა, მოდი ჩემო პატარა.
ოთახში გავედით ანი საწოლში ჩავაწვინე მეც გვერდით მივუწექი, წიგნს ვკითხულობდი, დრო და დრო კი ანის გადავხედავდი, არც კი ვიცი, როდის ჩამეძინა.
დილით ავდექი თავი მოვიწესრიგე ყავა გავამზადე და ანიც გავაღვიძე მივირთვით და უნივერსიტეტისაკენ წავედით. ლექციების შემდეგ სტუდკაფეში ჩავედით ლუკა ანის გვერდიდან არ იშორებდა, ბევრი ვისაუბრეთ და შემდეგ სახლში დავბრუნდით, საკითხები დავაკონსპექტე და ანისთან ერთად დასაძინებლად წამოვწექი. დღეები ერთმანეთს ჰგავდა გიორგიც ჩამოვიდა ზეპირი გამოცდებისათვის, როგორც ყოველთვის ჩემთან ვიკრიბებოდით და შემდეგ წარმატებულადაც ვაბარებდით. ზეპირ გამოცდებზე ყოველთვის კარგად ვერთობოდით, ლექტორებიც კი მთელი გულით გვეხმარებოდნენ, ბოლო გამოცდა ინგლისურში გვქონდა და ისიც წარმატებულად ჩავაბარეთ.
- არ მჯერა ფინალური გამოცდები დარჩა და პირველ კურსს ჩავხურავთ.
- არც მე ძმაო.
ქალაქურში ჩავუჯექით და დროც კარგად გავატარეთ, სახლში მივედით ბიჭებს დავემშვიდობეთ დასაძინებლად წამოვწექით ვიცინოდით და დროს კარგად ვატარებდით მანამ სანამ ანის ტელეფონზე დაურეკეს.
- გისმენთ.
- .................................
- ვერ გამოვალ.
- .................................
- გითხარი, რომ ვერ გამოვალ.
- .....................................
- კარგად იყავი.
ტელეფონი გათიშა და შეშინებულმა გადმომხედა.
- მშვიდობაა ანი? ვინ იყო?
- ჩემი ძმა იყო, გარეთ არის ჩემი ნახვა უნდა.
- მერე რისი გეშინია?
- შენ არ იცი თორნიკე როგორია.
- ნუ გეშინია, მე აქ არ ვარ, ვერც შენ და ვერც ბავშვს ვერაფერს ვერ დაგიშავებთ.
- ხო, მაგრამ...
კარზე კაკუნმა შეგვაწყვეტინა საუბარი ანის გადავხედე, რომელსაც სახეზე ფერი არ ჰქონდა, შეძლებისდაგვარად დავამშვიდე და კარის გასაღებად წავედი, გავაღე და გამიკვირდა, როცა ლუკა, გიორგი და თორნიკე ერთად ვნახე, სახლში შემოვიპატიჟე ყველანი და გაკვირვებული გადავხედე სუყველას. თორნიკე ანის ტყუპისცალივით ჰგავდა არადა ტყუპები არ იყვნენ, ვისაუბრეთ და დიდი ხვერწნის მიუხედავად მაინც ვერ დაიყოლია ანი სახლში დაბრუნებაზე.
- მისმინე რისი გეშინია? მე ხომ შენს გვერდით ვიქნები.
- ყოველთვის ვერ იქნები, მეშინია მამასი და ასევე დედასიც.
- ნუ გეშინია ანი, ლუკა მათ აუცილებლად გაესაუბრება.
- ხო, მაგრამ მაინც თორნიკე, როცა ლუკა მოვა იმ დღეს წამოვალ მეც სახლში.
- კარგი მაშინ დაგირეკავ იცოდე და აუცილებლად მიპასუხე ჩემო პრინცესა.
- კარგი თორნიკე.
- იმედია ოდესმე მაპატიებ დაიკო გაუფრთხილდი თავს და ჩემს დიშვილს.
- უკვე გაპატიე თორნიკე, იმედია მშობლებიც მშვიდად შეხვდებიან ლუკას.
- მეც დიდი იმედი მაქვს პაწაწუნა.
ერთმანეთს დავემშვიდობეთ და საძინებელ ოთახში გავედით, საწოლზე წამოვწექით.
- თავს როგორ გრძნობ?
- გახარებული ვარ მარიამ.
- ვიცი და მეც მიხარია შენი ბედნიერება.
ვიჭორავეთ, ვიცინეთ და არც კი ვიცი, როდის ჩაგვეძინა. დილით ავდექით თავი მოვიწესრიგეთ და უნივერსიტეტში წავედით, ლექციების შემდეგ სტუდკაფეში ჩავედით და ვიჭორავეთ, სახლისაკენ წამოსვლას ვაპირებდით, როცა ვიღაც გოგომ გაგვაჩერა.
- როგორ ხარ ანი?
- გვანცა? კარგად შენ როგორ ხარ?
- მშვენივრად თავს როგორ გრძნობ?
- მშვენივრად, შენ? როგორ მიდის შენი საქმეები?
- ძალიან კარგად და შენი?
- ჩემიც ძალიან კარგად მადლობა.
- ლუკა როგორ არის?
- არაჩვეულებრივად.
- ხო, გავიგე რომ ისევ ერთად ხართ.
- დიახ ერთად ვართ და სულ ერთად ვიქნებით.
- ძალიან მიხარია და შენები რას ფიქრობენ თქვენს ურთიერთობაზე?
- ჯერ-ჯერობით არაფერს.
- მათაც უნდა გაუგო, ალბათ იციან, რომ ორსულად ხარ, გაიგებდნენ.
- შენ საიდან იცი?
- შემთხვევით გავიგე და გამიკვირდა არ მოველოდი შენგან, ვერ მოვისვენე და შენებისაგან გავიგე სიმართლე.
- ანუ შენ უთხარი მათ ჩემს შესახებ?
- შემთხვევით გამოვიდა, მართლა შენი წყენინება არ მინდოდა, მეგონა იცოდნენ სიმართლე ბოდიში ანი.
- გასაგებია.
- კარგი კარგად ანუშკი ლუკაჩო მომიკითხე.
სახლისაკენ წამოვედით და ანის ვუსმენდი.
- ოხ ეგ ძუკნა ეგა, გაიგე რა მითხრა? მაგ დამპალმა ჩამიშვა, მაგ ძროხა მაგი, როგორ ვერ ვიტან.
- კი, მაგრამ ანი ჯერ ერთი დამშვიდდი და მითხარი ვინ არის ეგ გოგონა?
- გვანცა ქათამაძე ერთ-ერთი ძუკნაა ძვირფასო, რო იცოდე, როგორ ვერ ვიტან, რა აღარ გააკეთა, რომ ლუკას დავშორებოდი, ბოღმისაგან მალე გასკდება, დაინახე რა სახე ჰქონდა, მოიცა ჯერ სადაა ჩვენი ნიშნობის და ქორწილის შესახეებ, რომ გაიგებს მერე ნახე.
გაეცინა, ანის გადავხედე სახლში მივედით, მივირთვით, კონსპექტეები გავაკეთე და ღამით დასაძინებლად წამოვწექით. დილით ავდექი, სახლი დავალაგე და წიგნის კითხვა დავიწყე მალევე ანიც ჩამოვიდა.
- რატომ არ გამაღვიძე? დაგეხმარებოდი.
- იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა დაისვენო.
- გასაგებია, რას საქმიანობ?
- როგორც ყოველთვის ვკითხულობ.
- "ზუზაკის- წიგნის ქურდი" მაგრამ ეს წიგნი ხომ გაქვს წაკითხული?
- კი და კიდევ ერთხელ ვკითხულობ ძალიან მომეწონა.
- მე ვერაფრით ვერ წავიკითხავ ორჯერ ერთი და იგივე წიგნს, ერთხელაც თუ წავიკითხე რეკორდული მაჩვენებელი იქნება.
- ამიტომ პატარას ძალიან უნდა შევაყვარო კითხვა, თორემ თქვენს ხელში არ ვიცი რა მოხდება.
ვიცინოდით სიმღერებს ვუსმენდით როცა ტელეფონმა დარეკა საათის შემდეგ კი სახლში ლუკა, გიორგი და თორნიკე მესტუმრნენ.
ვისაუბრეთ, მივირთვით და დროც კარგად გავატარეთ. თორნიკე გავისტუმრეთ ბიჭებიც მას გაჰყვნენ, მაგრამ ღამით უნდა დაბრუნებულიყვნენ. სახლი დავალაგეთ და საუბარიც დავიწყთ.
- კარგი დამსვიდდი ანი ხომ გაიგე, რომ ყველაფერი კარგად არის.
- ხო მაგრამ მაინც ვერ ვისვენებ.
- იცოდე სასწრაფოდ დამშვიდდი, ჩემს პატარას რამე არ დაემართოს და შეეშვი უაზროდ ნერვიულობას.
- მაგრამ...
- არც არაფერი ხვალ ყველაფერი ბრწყინვალედ ჩაივლის.
- კარგი, კარგი სხვა რამეზე ვიფიქრებ.
ღამით ბიჭებიც მოვიდნენ ანი და ლუკა საძინებელში გავიდნენ. მე და გიორგიც ავედით საწოლზე წამოვწექით გულში ჩავეკარი და ხარბად შევისრუტე მისი სურნელი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა, ისიც მიხუტებდა და გვერდიდან არ მიშორებდა.
- ძალიან მომენატრე.
- მეც ძალიან მომენტრე მსვენიერო.
- შენი აზრით ხვალ ყველაფერი კარგად ჩაივლის?
- რათქმა უნდა სანერვიულო არაფერი არ გაქვთ ძვირფასო ქალბატონებო.
- დიდი იმედი მაქვს.
- კარგი მოდი ახლა ჩვენზე ვისაუბროთ, ანდა საუბარი არცაა საჭირო.
ისე სწრაფად დამეწაფა ტუჩებზე, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი წამის მეასედში მეც ავყევი და ჩემკენ მოვიზიდე, ისიც მკოცნიდა და მეფერებოდა.
- მიყვარხარ მარიამ, ძალიან მიყვარხარ.
- მეც მიყვარხარ გიორგი.
ნაზად მაკოცა ლოყაზე და ხელები შემომხვია.
- ძილის დროა მშვენიერო, ხვალისათვის ყველაფერი უნდა მოვამზადოთ.
- ძილინებისა ტკბილი ძილი.
- შენც ასევე ჩემო სიცოცხლე.
მივეკარი მის მხურვალე სხეულს და არც კი ვიცი, როდის ჩამეძინა.

*************

დილით ადრე ავდექით თავი მოვიწესრიგეთ და ანის სახლისაკენ წავედით ვნერვიულობდი, მაგრამ ანის დამშვიდებას მაინც ვცდილობდი. კარებში თორნიკე შეგვეგება, მას უკან მოჰყვა ოდნავ თმა შევერცხლილი პუტკუნა ქალბატონი, ალბათ დედამისი იყო, ანი გულში ჩაიკრა და სასტუმრო ოთახში გავედით სადაც საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი დავინახე თორნიკეს ასლი გახლდათ მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ, რომ აქა იქ ბრწყინავდა ვერცხლისფერი ღერები მის შავ თმებში, ანის გაუღიმა, ცოტა ხნის შემდეგ კი გადაეხვია.
- დედა, მამა გაიცანით მარიამ ბერიძე.
- სასიამოვნოა შვილო შენზე ბევრი რამ მსმენია, გამიღიმა ანის დედამ.
- ძალიან გავხარ ნიას, მასავით ლამაზი ხარ პატარა ქალბატონო.
- მართალი ხარ მამა მეც კი გავოცდი როცა დავინახე ჩაიღიმა თორნიკემ და ერთი კიდევ ამათვალიერა.
- მარიამ ესენი ჩემი მშობლები არიან დაჯია მელაძე და ავთანდილ მეტრეველი, თორნიკეს კი იცნობ.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.
- ჩვენთვისაც.
ცოტა ხნის შემდეგ სამზარეულოში გავედით და საქმეს შევუდექით თან ვსაუბრობდით.
- დედა აზრი რატომ შეცვალეთ, ჩემი დაკარგვის შეგეშინდათ?
- ესეც შვილო, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით, რომ ბავშვის მამა ლუკა იყო.
- საიდან გაიგეთ ანის ორსულობის შესახებ ქალბატონო დაჯია?
- მოდი შვილო არ გვინდა ქალბატონო, უბრალოდ დაჯია დამიძახე, კარგი?
- კარგი ქალბ... დაჯია დეიდა რა მითხარით საიდან გაიგეთ?
- გახსოვს შვილო გვანცა ქათამაძე? ერთად სწავლობდით.
- როგორ არ მახსოვს.
- ხოდა სწორედ მან დარეკა, ისეთები ისაუბრა შენზე, რომ ლამის გააფრინა მამაშენმა.
- და თქვენც დაუჯერეთ.
- არა არ ვუჯერებდით, მაგრამ შენ ისე დაიწყე საუბარი და შენი გაქცევა მის სიტყვებს ადასტურებდა.
- გეფიცები დედა მე მართლა არ ვაპირებდი, მაგრამ შემეშინდა თქვენი, ამიტომაც გავიპარე.
- ხო ახლა ყველაფერი ვიცით. თორნიკე ყველგან გეძებდა ბოლოს კი ლუკა ნახა, შენ ხო იცი, რომ ჩვენ ყოველთვის მოგვწონდა ლუკა, პატარაობიდან ერთად იყავით, თორნიკემაც უამბო ყველაფერი და ლუკამაც მთელი სიმართლე დაწვრილებით გადასცა ასე გადაწყდა ყველაფერი.
- გვანცამ თუ დარეკა მას შემდეგ რაც ჩემზე გიამბოთ?
- როგორ არა, თითქმის ყოველდღე რეკავდა და მამაშენი დღითი დღე იშლებოდა ჭკუიდან, ბოლოს აღარც ვპასუხობდით, ერთი კი ვერ გამიგია ყოველთვის კარგად იყავით ერთმანეთთან, რა დაგემართათ? ასე რატომ მოიქცა? ასე რატომ ძულხარ?
- იმიტომ, რომ ლუკას კარგი გემოვნება აქვს, მან მე ამირჩია და არა ის.
დაჯიამ რამოდენიმე წამი დაგვტოვა, ანიმ ვაშლი აიღო ჩაკბიჩა და თან ანერვიულებული საუბრობდა.
- მოიცა აი ნახავ იმ ძუკნას რას ვუზავ ვინ გონია მისი თავი, მაგ დებილის გამო მე საკუთარი მშობლების მიტოვება დამჭირდა.
- კარგი, კარგი დამშვიდდი ანი და მერე მივხედოთ გვანცას.
სუფრა გავშალეთ დათქმულ დროს ლუკა, გიორგი, თიკა და ლუკას მშობლებიც მოვიდნენ. ანი და ლუკა ერთმანეთს გადაეხვივნენ. თიკა მომიახლოვდა, მივესალმე ისიც ტბილად სემხვდა, ცოტა ხნის შემდეგ ლუკაც მოვიდა და მისი მშობლები გამაცნო.
- გაიცანი მარიამ დედაჩემი ნესტან წერეთელი და მამაჩემი კონსტანტინე ბუკეა, თიკას ისედაც იცნობ.
- სასიამოვნოა.
- ჩვენთვისაც შვილო.
გიორგი გადამეხვია მაკოცა ლოყაზე და ასე ვყავდი ჩახუტებული. ცოტა ვისაუბრეთ, შემდეგ მაგიდას შემოვუჯექით და დაიწყო დროს ტარება, ტრადიციული სადღეგრძელოები. გიორგი თითებით მეფერებოდა ხელზე თითოეულ მის შეხებაზე ტანში ჟრუანტელი მივლიდა. ნიშნობამ წარმატებით ჩაიარა, ფინალური გამოცდების შემდეგ ქორწილიც ექნებოდათ.
- რა რიცხვში გადავიხადოთ სიხარულო?
- 16 ივლისს საყვარელო.
- როგორც შენ მეტყვი ჩემო დედოფალო.
- შენ კიდევ ჩემი მეფე ხარ ჩემო საყვარელო.
- აბა ჰე მეჯვარეებო მოემზადეთ ძალიან მალე ქორწილში იქეიფებთ.
- რაც თავი მახსოვს ამ დღეს ველოდებოდი ძმაო.
- მეც ველოდებოდი ამ დღეს გიორგი და ხედავ ამისრულდა, ჩემს ცხოვრებას იმ ქალს ვუკავშირებ, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, ქალს რომელიც მუცლით ჩვენი სიყვარულის ნაყოფს ატარებს.
კიდევ ერთხელ გადაეხვივნენ ერთმანეთს და საბოლოოდ სახლისაკენ წამოვედით. გიორგი ჩემთან დარჩენას გეგმავდა, მაგრამ ლუკამ აიჩემა მასთან წასვლა ასე, რომ ჩვენი გეგმები გადაიდო. ერთმანეთს ვაკოცეთ სახლში შევედი გამოვიცვალე და დასაძინებლად დავწექი, არც კი ვიცი როდის ჩამეძინა.
დილით ავდექი თავი მოვიწესრიგე და უნივერსიტეტში წავედი სულ რაღაც 1 კვირაში ფინალური გამოცდები გვქონდა, დღეები ერთმანეთს გავდა უნივერსიტეტი, სახლი, კონსპექტები, მეგობრები და ასე შემდეგ. აკადემიურ წერაზე ბავშვები უაზროდ ხმაურობდნენ, ლექციის შემდეგ სტუდკაფისაკენ წავედით გზაში გვანცა შეგვხვდა.
- გამარჯობათ გოგონებო.
- გაგიმარჯოს გვანცა.
- როგორ ხარ ანი, ლუკა როგორ არის?
- მშვენივრად ვართ ორივე მადლობა მოკითხვისათვის, კარგი წავედით თორემ ძალიან გვშია ჩვენ.
გაუღიმა მარიამს და მუცელს მოეფერა თითებით, რაც გვანცას არ გამოჰპარვია.
- კარგი კარგად ანი.
- კარგად გვანც, უი ჰო სულ დამავიწყდა მე და ლუკა დავინიშნეთ, სულ მალე ქორწილიც გვექნება და მინდა, რომ შენც მოხვიდე სხვა თუ არაფერი მეგობრები ვართ.
- მადლობა დაპატიჟებისათვის, მაგრამ არ ვიცი მოვახერხებ თუ არა მოსვლას საყვარელო.
- კარგი, ეგ შენი გადასაწყვეტია ისე კი ძალიან გამიხარდება თუ მოხვალ.
სტუდკაფეში შევედით მივირთვით და შემდეგ საფირფარეშოში გავედით.
- კარგად ხარ ანი?
- კი მარიამ არ ინერვიულო უბრალოდ რაღაცამ მაწყინა ალბათ.
- კარგი თუ რამე არ მოგერიდოს.
- არ ინერვიულო მარ, უი ხო ხსენებაზე შეგიძლია დასალევად წყალი, რომ მომიტანო?
- ახლავეს გენაცვალე.
საფირფარეშოდან გამოვედი და მალევე წყლის ბოთლით დავბრუნდი ფეხი ამიცურდა და ძირს წავიქცეოიდი, რომ არა ნინი.
- მადლობა ნინი შენ, რომ არა...
- რა ხდება გოგონებო?
- ნელა ანი აქ სველი არის არ ასრიალდე საყვარელო.
- მადლობა გოგონებო, წყალი მომიტანე?
- აი გამომართვი.
- მე გავალ ხო ლუკას უნდა შევხვდე კიდევ ერთხელ მადლობა.
- კარგი მეც დაგეწევი.
ანი გავიდა მე და ნინი კი დავრჩით სასაუბროდ.
- მისმინე მარიამ ახლა რასაც გეტყვი არ მოგეწონება, მაგრამ უნდა მომისმინო.
- რა ხდება ნინი?
- მგონია, რომ ეს ყველაფერი ანის მოუწყვეს, მაგრამ შენ ასრიალდი...
- რას ნიშნავს მოუწყვეს? სასწრაფოდ ამიხსენი ყველაფერი.
- საფირფარეშოში წყალი ძირს არ იყო, მე კარგად მახსოვს ვიფიქრე მოვწევ და გავალ მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე ანის და შენ მოგკარით თვალი, არავინ არ იცოდა იქ, რომ ვიყავი, არც შენ არც ანიმ და არც იმან.
- ვინ იმან? ვინ იყო ნინი?
- გვანცა ქათამაძე, არ ვიცი იცნობ თუ არა, მაგრამ მან სპეციალურად მოაწყო ყველაფერი და შენ კი არა ანი უნდა ასრიალებულიყო.
- ოხ ეგ დამპალი, ფეხებს დავატეხავ მაგ იდიოტს, თმებს დავაპუტავ, მადლობა ნინი.
- მიხარია თუკი რამით დაგეხმარე, ძალიან მომწონხარ და გულახდილად გეტყვი საერთოდ არ გავხარ შენს დას, მხოლოდ ფიზიკურად თორემ ისე სულ სხვა ხარ.
- კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ნინი.
ნინის დავემშვიდობე და ანისაკენ წავედი. დღეიდან მისი თვალები და ყურები მე ვიქნები. ვაკვირდებოდი მას და გვანცას, მის დანახვაზე კი სისხლი მიდუღდებოდა, ერთი სული მქონდა, რომ გამეპუტა.
დღეები ერთმანეთს ჰგავდა. 2 დღეში ფინალური გამოცდები გვქონდა და პირველ კურსაც დავხურავდით. უნივერსიტეტი ლექციები სახლი კონსპექტები და ასე შემდეგ.
- აღარ შემიძლია დავიღალე ლუკა.
- კარგი დამშვიდდი საყვარელო ფინალურები და დავისვენებთ ორივე.
ანი და ლუკა კიბეებზე ჩადიოდნენ მე და გიორგი კი ლექტორს ვესაუბრებოდით, თვალი მოვკარი გვანცას, რომელმაც ანის ფეხი დაუდო და, რომ არა ლუკას სიმარჯვე კიბეებზე დაგორდებოდა.
- კარგად ხარ ძვირფასო?
- არვიცი ლუკა ძალიან დავიღალე.
- წამოდი სახლში მიგიყვან დაისვენე და ღამით წავიდეთ მარიამთან.
- კარგი საყვარელო.
ერთმანეთს გადაეხვივნენ და უნივერსიტეტიდან გავიდნენ, ლექტორს დავემშვიდობე ჩანთაში ჩავძვერი და პირველივე წიგნი რაც ხელთ მომყვა გვანცას გავუქანე ფეხებში, წამის მეასედში ძირს დაეცა ყველას გაეცინა მე და გიორგი მივუახლოვდით, გიორგიმ წიგნი აიღო და მე მომიბრუნდა ნაწყენი, მისი სახე არც კი შევიმჩნიე და არწივივით ზემოდან დავხედე ჩემს მსხვერპლს.გვანცაც ადგა და მთელი ხმით დაიწყო ყვირილი.
- შენ ხო არ გააფრინე გოგო ჰა?
- არა გაფრენა მერე გენახა ანის რამე, რომ მოსვლოდა.
- რა... შენ... კარგად ხარ?
- ნუ დაიბლუკე შენდა სამწუხაროდ არაჩვეულებრივი ხედვა მაქვს ასევე მიზანიც თუმცა ამაში ამ წამს შენც დარწმუნდი. ახლა კი გაფრთხილებ, რომ იცოდე რას გიზავ თუ გავაფრენ. იცოდე ანის ახლოს არ გაეკარო თორემ ორივე ფეხს მოგამტვრევ და ასევე მაგ თმებს დაგაპუტავ.
- ამ საქმეს ასე არ დავტოვებ, შენ მამაჩემთან მოგიწევს საუბარი.
- როგორც გინდა ქალბატონო.
წამოსვლისას ხელი ავკარი და მისი ჩანთა ძირს დავარდა, ნივთები კი გადმოიყარა.
- უფს არ მინდოდა შემთხვევით მომივიდა.
გიორგისთან ერთად გამოვედი უნივერსიტეტიდან და სახლისაკენ წამოვედით. მან წიგნი მომაწოდა, რომელიც ნახევრად დახეულიყო, შევამჩნიე, რომ მოწყენილი იყო.
- კარგია, რომ ანის იცავდი, მაგრამ რაღა მანდამაინც ჩემი ნაჩუქარი წიგნი ესროლე.
- არც კი ვიცოდი შენი ნაჩუქარი წიგნი თუ იყო, მართლა საყვარელო, პირველი რაც მომყვა ის ვისროლე.
- კარგი გაპატიებ თუ კი მაკოცებ.
- რამდენსაც გინდა იმდენს გაკოცებ, ჩემო ერთადერთო სიყვარულო.
ერთმანეღს ვეამბორეთ გადავეხვიეთ და სახლში შევედი. გამოცდებს წარმატებულად ვაბარებდით ბოლო გამოცდის შემდეგ ქალაქურში ვაპირებდით წასვას, მაგრამ ვიღაცამ შეგვაჩერა.
- მარიამ ბერიძე ბრძანდებით?
- დიახ თქვენ ვინ ხართ?
- მე გელა ქათამაძე ვარ თქვენთან საუბარი მინდა.
- რა ხდება მარიამ? რა უნდა გვანცას მამას?
- არაფერი ისეთი ანი შენ დამშვიდდი.
- დავრჩე მშვენიერო?
- არა თვითონ გავესაუბრები.
ბავშვები გვერდზე გავიდნენ და მარტო დაგვტოვეს, ხმას არცერთი არ ვიღებდით, ბოლოს ისევ მან დაიწყო.
- გულახდილად გეტყვით, ცხოვრებაში გვანცას მეტი არავინ არ მყავს, ჩემი მეუღლე მის გაჩენას გადაყვა ასე, რომ გკითხავთ, მართალი არის თუ არა ის რაც მან მითხრა?
- გააჩნია რა გითხრათ ბატონო გელა?
- ის, რომ წიგნი მესროლე და ხელი მკარი ჩანთა ძირს, რომ დამვარდნოდა, ჩაიღიმა გვანცამ.
- დიახ სრული სიმართლეა, მაგრამ როგორც ვატყობ გვანცას მთლიანად არ მოუყოლია ისტორია თქვენთვის არის დეტალები, რომლებიც უნდა განვიხილოთ.
- ჩვეთვის დეტალები არ არის მნიშვნელოვანი.
- შეიძლება შენთვის არა შვილო, მაგრამ მე დიდი სიამოვნებით მოვისმენ.
- ძალიან კარგი ბატონო გელა არ ვუარყოფ მე მართლა ვკარი ხელი მის ჩანთას ასევე მართლა ვესროლე წიგნი, მაგრამ მინდა გითხრათ ეს იმიტომ გავაკეთე, რომ გაეგო თუ კიდევ გააკეთებდა ისეთ რამეს რაც ანის ავნებდა ვერ გადამირჩებოდა.
- რას გულისხმობთ?
- თქვენმა ქალიშვილმა ორჯერ ცადა მისთვის ხაფანგის მოწყობა, საკუთარი თვალით დავინახე, როგორ დაუდო მან ანის ფეხი კიბეებზე ამას ძალიან ბევრი ვინმე დაამოწმებს. ასევე იმას, რომ საფირფარეშოში განგებ დაასველა კაფელი მადლობა ღმერთს, რომ მე ავსრიალდი და არა ანა ამასაც ბევრი დაამოწმებს.
- სიმართლე არის ეს ყველაფერი გვანცა?
- არა მამიკო შენს თავს ვფიცავარ, დედას ვფიცავარ.
- კარგი, როგორც ვხედავ მოწმეები უნდა მოვიყვანო.
- ბოლოჯერ გეკითხები გვანცა, სიმართლე მითხარი იცოდე გიბრძანებ.
- თორე რას მიზავ?
- სიმართლე არის თუ არა?
- დიახ სრული სიმართლე არის. აბა რა ეგონა ლუკა წამართვა, ქორწილშიც კი დამპატიჟა ჩემს დასამცირებლად.
- სულაც არა, დასამცირებლად კი არა იმიტომ დაგპატიჟა, რომ შენთან ჩხუბი არ უნდოდა, პირადად მე მის ადგილზე, რომ ვიყო გვერდითაც არ გაგიკარებდი იმის მერე რაც გაუკეთე, იცი შენს გამო მის მშობლებს, რომ გაურბოდა.
- მადლობა შვილო საკმარისია, დიდი მადლობა, რომ თვალები ამიხილე. ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე მოხდა, მერწმუნე მას ვეღარასოდეს ვეღარ ნახავთ.
- რას ნიშნავს ვეღარ მნახავენ?
- იმას, რომ დღეს ჩვენ გერმანიაში წავალთ და შენ სწავლას იქ დაამთავრებ.
ხელი დაავლო მანქანისაკენ წაიყვანა, ანისთან და ლუკასთან გაჩერდა მიულოცა და წავიდა. ჩვენ ერთმანეთს გადავეხვიეთ და ქალაქურში წავედით მივირთვით და სახლისაკენ წამოვედით.


******************

ფინალური გამოცდების ქულები აი რას ველოდებოდით დაძაბულები მთელი ზაფხული, ამ ცდაში კი მოგვიახლოვდა ქორწილიც. როგორც პირველ სემესტრში ახლაც მე და ანი სტიპენდიანტები ვიყავით, პირველი კურსი წარმატებულად ჩავხურეთ. ერთი თემიდან ახალი სანერვიულო თემაზე გადავედით. ქორწილი აი რაზე ვნერვიულობდით არადა ვიცოდით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ლუკას და ანის მშობლები ყველაფერს ბრწყინვალედ აგვარებდნენ. ანის საკმაოდ ეტყობოდა მუცელი თუმცა მისთვის მაინც არაჩვეულებრივი კაბა ავარჩიეთ.
- ღმერთო ჩემო რა მოუსვენარია, რომ იცოდეთ.
- მამიკოც მოუსვენარი ჰყავს.
ჩაიღიმა ლუკამ და ანის აკოცა ტუჩებში. სახლისაკენ წამოვედით, გიორგის დავემშვიდობე და დასაძინებლად ავედი ოთახში ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ დაწოლისთანავე ჩამეძინა.
დილით ადრე ავდექი შავი მოკლე კაბა ჩავიცვი მკერდზე მოჭერილი ამავე ფერის ფეხსაცმელები, კაბას წითელი კანტები დაჰყვებოდა, წითელი თავშალიც მოვიხვიე მხრებზე და გიორგის დაველოდე. მოსვლისთანავე ანის სახლისაკენ წავედით. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და ანისთან ერთად სალონში წავედი, მაკიაჟი, პიჩოსკა გავიკეთეთ და სახლში დავბრუნდით. ყველაფერი ბრწყინვალე იყო, გამოვეწყვეთ და სიძის მოსვლას ველოდებოდით, ვიდეო გადამღები თითოეულ მომენტს აფიქსირებდა ასევე ფოტოგრაფიც, ანალოგიური სიტვაცია იყო სიძის ოჯახშიც. დათქმულ დროს ლუკა მისი ოჯახი და გიორგიც მოვიდნენ, გიორგიმ გამიღიმა და ლუკას გვერდით დაიკავა ადგილი. სასწრაფოდ ვაზა მოვიტანე და წითელი ვარდები შიგნით ჩავალაგე.
დაიწყო მილოცვები, ყველანი ახალდაქორწინებულებს ლოცავდნენ, მეც მათ რიგში გახლდით. ერთმანეთს გადავეხვიეთ და გადავკოცნეთ.
- და მაინც რატომ მითხარი უარი მეჯვარეობაზე, მარიამ?
- შენც ხო იცი ძალიან მინდოდა, რომ ვყოფილიყავი შენზე უკეთესი ვინ მყავს, მაგრამ თუ გინდა გამცინე ძველთაგან არის ასე მე გიორგის მომავალი ვარ და ჩვენ ხო ხვდები...
- კარგი კარგი ნუ წითლდები გვესმის.
- ნუ დამცინი ლუკაჩო თორემ...
- დღეს არ გინდა მერე იყოს, ჩაიღიმა ანიმ და აკოცა ლოყაზე ლუკას.
- გთხოვთ მეჯვარეები ერთად დადექით ფოტოსათვის.
- თიკა, მოდი გიორგი მოწყდი ახლა მარიამს ნუ შეჭამე თვალებით, ეშმაკურად ჩაიღიმა ლუკაჩომ.
ფოტოები გადაიღეს და სიძემ პატარძალი სახლში წაიყვანა. იქაც იგივე პროცესი ჩატარდა, მაგრამ განსხვავება ის იყო, რომ თეფში ლუკამ გატეხა, შოკოლადი კი ანიმ შეჭამა.
- სულ მთლიანად უნდა შემიჭამო?
- ხო კარგი ცოტას გაგიყოფ.
ერთმანეთს გაუნაწილეს შოკოლადის ფილა და მილოცვების შემდეგ მოწამეთაში წავედით ჯვარის დასაწერად. ჯვრისწერის შემდეგ ხელიც მოაწერეს იუსტიციის სახლში და საბოლოოდ ქალაქიც შემოიარეს ფოტოებისათვის და დათქმულ დროს დარბაზსაც მიაშურეს, როგორც ყოველთვის ტრადიციული სუფრა, სასმელები დროს ტარება, ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა. ტრადიციული სადღეგრძელოები, ბედნიერი სახეები ცეკვები და სიმღერები.
- დროა პატარძალმა თაიგული ისროლოს, მოემზადეთ გოგონებო და ბიჭებო, იცინოდა ლუკა და თან ანის რაღაცას ანიშნებდა.
- ერთი, ორი, სამი...
თაიგული გიორგის დამ თინათინმა დაიჭირა, ყველა მას ულოცავდა. გიორგის მშობლები სახლში წავიდნენ ჩვენ კი დავრჩით და ახალდაქორწინებულებთან ერთად დავტოვეთ დარბაზი.
- საყვარელო ჩვენ აუცილებლად გვექნება თაფლობისთვე, ხო იცი ახლა...
- ვიცი ძვირფასო, ჩვენ სამივე ერთად წავალთ, ვაი.
- რა ხდება ხო მშვიდობაა ძვირფასო?
- მგონი ჩვენს ბიჭს მოგზაურობის იდეა მოეწონა აი კიდევ, ხვანცალებს.
- სულ მე მგავს.
- ჯერ არ ვიცით იქნებ მე.
- აჯობებს, რომ ორივეს გვგავდეს.
- მიყვარხარ ანი, ყოველთვის მიყვარდი და მეყვარები.
- მეც ლუკა, მეც მიყვარხარ.
ერთმანეთს აკოცეს და გადაეხვივნენ.
- ჩვენც წავალთ რძალო.
- აბა ჰეე, გიორგი მიყვარხარ ძმაო.
- მეც ლუკაჩო, მეც ძალიან მიყვარხარ, შენც მიყვარხარ რძალო.
- იმედია მალე თქვენს ქორწილშიც გავაჯაზებთ.
- იმედია, მარიამი თუ დავითანხმე.
- მოიცა და წინააღმდეგი როდის იყო? ჩაიცინა ლუკამ.
- არც არასდროს, აჰყვა ანიც.
- კარგი ბავშვებო თავს გაუფრთხილდით.
- კარგად მარიამ და იცოდე ჩემს ძმას გაუფრთხილდი.
- ცივ ნიავს არ მივაკარებ.
ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სახლისაკენ წამოვედით. სახლში შევედით მდივანზე ჩამოვჯექით და ასე ვყავდი მიხუტებული გულ-მკერდზე რამოდენიმე წუთის განმავლობაში. მაკოცა ლოყაზე და წასასვლელად ადგა.
- მიდიხარ?
- დავრჩე?
- შრნ, როგორც გინდა.
- აქ უკვე მარტო ჩემზე არაა საუბარი მარიამ, გულახდილად გეტყვი, მიყვარხარ მინდა, რომ ჩემთან იყო, ჩემი მინდა, რომ იყო გესმის?
- მესმის გიორგი...
- არ მინდა, რომ დაგაძალო ან ხო ხვდები არა, ყველაფერი შენი სურვილის მიხედვით მინდა, რომ იყოს, მინდა ეს შენც გინდოდეს. იცი, სახლში იმიტომ მივდივარ, რომ მეშინია ჩდუნებას, რომ ვერ გავუძლო, შენ ისეთი ლამაზი და სექსუალური ხარ, მინდიხარ თან ძალიან.
- მეც მიყვარხარ გიორგი.
- ვიცი მარიამ ვიცი, მე წავალ.
მაკოცა ტუჩებზე და კარისაკენ წავიდა, მის გაშვებას არ ვაპირებდი, ის ხომ ჩემი ცხოვრების აზრი იყო. ჯერ კიდევ პირველივე კოცნისას მივიღე გადაწყვეტილება, რომ ის იქნებოდა ჩემი ერთადერთი და უკანასკნელი, უკან გავყევი და კართან მდგომს ზურგზე მივეკარი.
- არ წახვიდე ჩემთან დარჩი.
- დარწმუნებული ხარ?
- ერთადერთი რაშიც დარწმუნებული ვარ ის არის, რომ მიყვარხარ და მჭირდები.
- მეც მიყვარხარ.
მობრუნდა და გულ-მკერდზე მიმიხუტა, ცოტა ხნის შემდეგ კი ნელ-ნელა დამიკოცნა ლოყები, სახის თითოეული დეტალი, ნაზად შეეხო ტუჩებს და წამის მეასედში ისე ვნებიანად დამაცხრა, მეც მის მოქმედებას ნელ-ნელა ვყვებოდი, ვკოცნიდი და ვეფერებოდი. ვიცოდი, რომ მისი ვიყავი, ყოველთვის ასე იქნებოდა ვკოცნიდი და მის თითოეულ შეხებაზე ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა. ვერც კი გავაცნობიერე თუ როგორ აღმოვჩნდით ჩემს საძინებელში, მაგრამ ამას მაინც და მაინც დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდფა, ჩემთვის მხოლოდ ერთადერთი რაც არსებობდა ეს გიორგი იყო და მისი ცეცხლოვანი ტუჩები, რომლითაც ნაზად მიკოცნიდა ყელს. პიჯაკი გავაძრე და იქვე ძირს დავაგდე, შემდეგ კი ნელ-ნელა დავიწყე ღილების შეხსნა, საროჩკაც იქვე მოვისროლე და ავასრიალე თითები მის უნაკლო სხეულზე, რამოდენიმე წამით შეჩერდა, ამათვალიერა და ყურთან მიჩურჩულა.
- დარწმუნებული ხარ, მარიამ?
სიტყვებს აზრი არ ჰქონდა, მთელი არსებით დავეწაფე მის ტუჩებს ვკოცნიდი და მის სურნელს ვისრუტავდი. ვიგრძენი, როგორ შემომაძარცვა კაბა და გამიკვირდა ის სიმორცხვეც კი საერთოდ გამქრალიყო. საწილზე წამომაწვინა და ტუჩებზე დამაცხრა, მკოცნიდა, ვკოცნიდი და სიამოვნებისაგან მეცხრე ცაზე დავფრინავდი. ერთადერთს გიორგის ვხედავდი, ვგრძნობდი მის სიყვარულს, სითბოს რაც მაბედნიერებდა, მის სურნელს ვისრუტავდი და მის თვალებში ვიკარგებოდი, მე ხომ ისინი დანახვისთანავე შემიყვარდა.
დილით გავიღვიძე თუ არა გიორგის გაღიმებულ სახეს მოვკარი თვალი.
- დიდი ხანია რაც გღვიძავს?
- არც ისე, შენ გიცქერდი, იცი რა საყვარელი ხარ როცა გძინავს.
- შენც ძალიან საყვარელი ხარ.
- თავს როგორ გრძნობ?
- არაჩვეულებრივად და შენ?
- მშვენივრად შენ მე და აი ნანატრი ჩვენ.
- დღეისათვის რა გეგმები გვაქვს?
- ლუკასთან და ანისთან მეორე დღეზე მივდივართ.
- ღმერთო ჩემო ეგ სულ გადამავიწყდა.
- მეც, დამირეკეს თორემ სულ სხვა გეგმები მქონდა.
- საინტერესოა და რა გეგმები?
- მთელი დღე შენთან ვიქნებოდი, ჩაგიკრავდი გულში და სულ ეგრე მეყოლებოდი.
გულ-მკერდზე ჩამოვადე თავი, ვიგრძენი როგორ შემომხვია ხელები წელზე და ასე ვყავდი რამოდენიმე წამით.
- შენთან ყოფნაზე არც მე არ ვიტყოდი უარს, მაგრამ როგორც მეჯვარე უნდა გაემზადო, დაგვიანება არ გეკადრება.
- უჩვენოდ მაინც არ დაიწყებენ ასე, რომ ჯერ კიდევ დრო გვაქვს.
ისე ვნებიანად მაკოცა ტუჩებში, რომ მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, ვკოცნიდი და მის ალერსში ვიკარგებოდი. 12 საათისათვის ფეხზე წამოვხტი, შხაპი მივიღე და გიორგიც ავაგდე.
- რა ხდება მშვენიერო?
- ის ხდება, რომ დავაგვიანეთ ძვირფასო, საათია რაც დავაგვიანეთ.
ჩავიცვით თავი მოვიწესრიგეთ და ლუკასთან სახლში წავედით, როცა მივედით ჯერ კიდევ სუფრა გაუშლელი იყო.
- ეს არის დავაგვიანეთო?
- დიახ, დიახ დააგვიანეთ, უბრალოდ გაგიმართლათ ჩვენებმა სტუმრები პირველი საათისათვის დაპატიჟეს.
- გასაგებია, თავი მიგჯება, მშია და თან მეძინება.
- გუშინ ისე ძალიან ბევრი არ დაგილევია, პახმელიაზე არამგონია, რომ იყო, თავის ტკივილი შიმშილის ბრალია, შიმშილზე იმას მოგახსენებ ჩემო ძმაო, რომ ალბათ მარიამმა არაფერი არ გაჭამა, უეჭველი ეშინია, რომ ფიგურას დაკარგავ და გიფრთხილდება, უძილობას კი რაც შეეხება...
- კარგი გეყოფა ლუკა აღარ მოგბეზრდა ღლაბუცი კაცი მალე მამა გახდები.
- ჯერ სად ხართ ახლა დავიწყე, სად შევჩერდი? ხო, უძილობას რაც შეეხება მეც განმიცდია და ხედავთ ჩვენს შედეგსაც, ანის მუცელზე მოეფერა, იმედია მალე თქვენც მოგილოცავთ.
ლოყებ აწითლებული გიორგის გულ-მკერდზე მივეხუტე, ის კიდევ იცინოდა ლუკასთან და ანისთან ერთად.
- კარგი ლუკა გეყოს დღეისათვის საკმარისია ნელ-ნელა შეაჩვიე.
- შენც ამათ ყვები ხო?
- მე ორივე მხარეს ვემხრობი აქეთ რძალი და ძმაა ჩემი იქით ჩემი მომავალი საცოლე.
- მე, რომ შენი საცოლე არ ვარ.
- ჯერ-ჯერობით, მაგრამ იცოდე ეს საკითხი ამ დღეებში მოგვარდება.
- და რას გეგმავ?
- პირველ რიგში შენების ნახვას, ნიშნობას, ჯვრისწერას, ქორწილს და ასე შემდეგ, რას იტყვი?
- თქვენი გეგმები ჩემთვის მისაღებია.
სტუმრები მოვიდნენ ჩავუჯექით და ძალიან მაგარი დრო გავატარეთ, სახლისაკენ წამოვედით გიორგი დამემშვიდობა გადამეხვია და მაკოცა. სახლში შევედი საწოლზე წამოვწექი და არც კი ვიცი როდის ჩამეძინა.
დრო ისე სწრაფად გადიოდა მართლაც, რომ სწორად აღნიშნეს" დრონი მეფობენ და არა მეფენი." უკვე მეორე კურსის სტუდენტები ვიყავით, ახალი საგნები, ლექტორები და რაც მთავარია კიდევ ერთი გიჟური წელიწადი, რომელსაც სწავლა განათლებას შევწირავდით. ანი და პაწაწუნა ერთად დადიოდნენ უნივერსიტეტში. დაბადებამდეც კი სწავლას მოწყურებული იყო პატარა ნიკოლოზი, დიახ ანის და ლუკას ბიჭი ეყოლებათ ეს კი იმას ნიშნავს, რომ გიორგი ნიკოლოზის ნათლია იქნება. სახლში სუფრის გაშლა გადავწყვიტეთ, ჩავუჯექით და დროც კარგად გავატარეთ.
- ძვირფასო ხვალ ან ზეგ შენს მშობლებთან მივალთ, შენი ხელი უნდა ვთხოვო მამაშენს.
- ჩემებს ვესაუბრე, შენზე ბევრი რამ იციან ასე, რომ ხვალ უპრობლემოდ შეგვიძლია მისვლა.
- რაო მამიკომ, როგორ შეხვდა იმ ამბავს, რომ მალე გაუთხოვდები?
- თავიდან უარზე იყო ძლივს დავიყოლიე, მგონი სიძეს იწუნებდა...
- რა ჭირს ამ ანგელოზივით ბიჭს ვინმეს დასაწუნი?
- ხუმრობს ლუკ, მამამის ისედაც მოვწონვარ, ვიცი ვიცნობ.
ვიცინეთ და შემდეგ ერთმანეთს დავემშვიდობეთ. გიორგიც წავიდა სახლში შემოვბრუნდი დავწექი და არც კი ვიცი, როდის ჩამეძინა.
დილით ადრე ავდექი თავი მოვიწესრიგე და ჩემებთან წავედი, სახლში ერთ ამბავში იყვნენ, ნინო და ციალა სამზარეულოში ფუსფუსებდნენ. მეც მათ შევუერთდი, ყველაფერი გავამზადეთ და სტუმრების მოსვლამდე ვსაუბრობდით.
- ქორწილი როდისთვის გინდა შვილო? რომელ თვეში?
- იცი დედა პირადად მე არც მინდა ქორწილი, ჯვრისწერაც საკმარისია.
-რას ჰქვია ჯვრისწერა, შენ ხო არ გააფრინე ჩემო მშვენიერო, ერთადერთი ქალიშვილი მითხოვდება და ქორწილის გარეშე, მაგის იმედი არ გქონდეს.
- ხო, მაგრამ მამიკო დიდი ქორწილიც არ მინდა.
- მაგაზე არ ინერვიულო შენ დიდი იქნება თუ პატარა, მთავარი ისაა, რომ შენ ყველა წესის დაცვით გათხოვდები.
- როგორც შენ იტყვი მამა.
დათქმულ დროს სტუმრებიც მოვიდნენ სასტუმრო ოთახში შევიპატიჟე ყველანი, სამზარეულოდან ციალაც გამოვიდა და გაოცებისაგან შეიკივლა.
- ღმერთო ჩემო გიორგი რა დრო გავიდა.
- ციალა შენ ხარ ქალო? მართლაც, მართლაც.
- როგორ ხარ თამარ ისევ გაწვალებს?
- როდის იყო ეგ მშვიდად.
ყველანი მათ ვუყურებდით გაოცებულები, ბებომ დაიჭირა თუ არა ჩვენი მზერა გადმოგვხედა და სიტვაციაც აგვიხსნა.
- ბებო გაიცანი, გიორგი ვიბლიანი.
- ვიცნობ ბებო ჩემი საქმროა.
- ცოლი, რომ არ მყავდეს და ცოტათი ახალგაზრდა, რომ ვყოფილიყავი დიდი სიამოვნებით მოგიყვანდი ცოლად.
- მე კიდევ თქვენს შვილიშვილს მივყვები ცოლად.
- ვიცი ჩემო მშვენიერო.
- ბებო მე გიორგი და თამარი ერთად ვსწავლობდით, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა...
- მართლაც ციალა, ცუდი ისაა, რომ ერთმანეთი დავკარგეთ.
- ხო, მაგრამ არაუშავს ხედავ ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე ეტყობა არ გვეწერა ერთმანეთის დაკარგვა, ჩვენი შვილიშვილების ქორწილით ერთმანეთს კიდევ უფრო დავუახლოვდებით.
ბევრი იჭორავეს მოხუცებმა, გიორგის მშობლები ძალიან თბილად შემხვდნენ, ლია და დავითი მართლაც, რომ არაჩვეულებრივები იყვნენ, თინათინი კიდევ ნამდვილი საოცრება, 15 წლის იყო და ისეთი ლამაზი, რომ თვალს მოსჭრიდა ნებისმიერს.
ზალაში გავედით სუფრას მივუჯექით, მივირთვით, დავლიეთ, ვიცინეთ, ვისაუბრეთ და ასე შემდეგ.შუა საუბარში გიორგი ადგა და ხელზე ულამაზესი ბეჭედი გამიკეთა, ყველა ტაშს გვიკრავდა, ლუკა კი გაჰკიოდა.
- კოცნა, კოცნა, გთხოვთ ახლად დანიშნულებმა აკოცეთ ერთმანეთს.
სხვებიც მას აყვნენ, გიორგიც გაღიმებული მომიახლოვდა და ტუჩებში მაკოცა.
- კარგი მოდით ახლა ქორწილის რიცხვიც დავნიშნოთ.
- მარიამს ზამთარში უნდა ქორწილის გადახდა და მეც მის სურვილს ვუერთდები.
- ანუ სადღაც დეკემბერი, იანვარი ან თებერვალი რომელი თვე გინდათ აარჩიეთ.
- დეკემბრის ბოლო რიცხვებისაკენ.
- ხო, მაგრამ გიორგი...
- მშვენიერო გახსოვს გითხარი, რომ ჩვენ მომდევნო წელს ერთად შევხვდებით მეთქი.
- მე კიდევ გითხარი ამას დრო გვიჩვენებს მეთქი.
- და სწორედაც ახლა ჩვენი დროა და მეც დიდ ხანს ველოდი.
- ჩემო საყვარელო მიყვარხარ.
- მეც მიყვარხარ ჩემო მშვენიერო.
- ბავშვებო ქორწილს 25 დეკემბერს გადავიხდით.
- არაჩვეულებრივია მამა.
- კარგია მამიკო.
მშობლებს გადავეხვიეთ და შემდეგ ისევ ერთმანეთს ჩავეკარით, ერთმანეთს დავემშვიდობეთ სტუმრები გავაცილე მე ჩემებთან დავრჩი, ნინოსთან ერთად სახლი დავალაგე და დაღლილ- დაქანცული საწოლზე წამოვწექი, მალევე ჩამეძინა.
დილით ავდექი თავი მოვიწესრიგე სამზარეულოში ჩავედი, როგორც ყოველთვის ციალა ფუსფუსებდა, გამიღიმა თბილად გადამეხვია და მაკოცა ლოყაზე, მალევე ნინოც შემოგვიერთდა, ვისაუბრეთ მივირთვით და სახლისაკენ წამოვედი.
სახლი დავალაგე, წიგნიც წავიკითხე, ყველაფერი გავაკეთე და ბოლოს დავისვენე. უნივერსიტეტში დავდიოდით, კონსპექტებს ვაკეთებდი, ერთი და იგივე ყოველ დღე ერთფეროვნება, ცოტათი აუტანელიც კი იყო. ანი ისეთი გაბერილი იყო, რომ ყველა მას უყურებდა და ტყუპების გაჩენას უწინასწარმეტყველებდნენ, რაზეც გულიანად ეცინებოდა.
როგორც ყოველთვის უნივერსიტეტში წავედი მალევე ანიც მოვიდა გამიცინა, ცარიელ აუდიტორიაში შევედით და საუბარიც დავიწყეთ.
- როგორ ხარ ჩემო მშვენიერო?
- რაღა მშვენიერი კი მე ვარ, ვაიმე მარიამ ისეთი გასუქებული ვარ, რომ არ ვიცი სულ ვჭამ, ჭამის გარდა სხვას ვერაფერს ვერ ვუდებ გულს, საერთოდ არაფერი არ მეტევა. მოკლედ თუ ესე გავაგრძელებ, დარჩენილი დრო გოლიათების მაღაზიაში მომიწევს საყიდლებზე წასვლა.
-კარგი, კარგი არც ისეთი მსუქანი არ ხარ და თან რაღა დარჩა, სულ ცოტაც და ჩვენი პატარა ნიკოლოზი გაჩნდება.
- მართალი ხარ ერთი თვეღა დარჩა, მაგრამ რომ იცოდე რა მოუსვენარია.
- აბა, აბა ახლა რა დღეშია და რომ გაჩნდება მერე რაღას იზავს.
ბიჭებიც მოვიდნენ ერთმანეთს გადავეხვიეთ მალევე ბავშვებიც შემოგვიერთდნენ. ლექციაზე ბატონმა დავითმა ძალიან ბევრი გვაცინა, საკმაოდ განსხვავებული იყო ეს დღე სხვა დღეებისაგან. უნივერსიტეტიდან სტუდკაფეში ჩავედით და სანამ ზაკაზს მოგვიტანდნენ ვსაუბრობდით მე და ანი მალევე ნინიც მოგვიახლოვდა.
- პრივეტები გოგონებო.
- პრივეტები ნინი.
- როგორ ხარ მშვენიერო? პაწაწუნა რას შვება?
- მადლობა ნიი ვართ რა, ხვანცალებს...
- ვერ ისვენებს მამასავით, პრივეტ ნინი.
- პრივეტ ლუკა, როგორ ხარ?
- მშვენივრად ვარ, შენ?
- კარგად ვარ მადლობა, გამიხარდა თქვენი ნახვა.
- ჩვენც ნინი.
- კარგად ბავშვებო.
- კარგად ნინი.
- აღარ შემიძლია დავიღალე ყელში ამოვიდა ლექციები, სწავლა, გამოცდები.
- თორემ შენც არ სწავლობდე ყველაფერს საფუძვლიანად.
- დამღლელია ერთ დღეში სწავლა.
- შენც ადექი და ყოველდღე ისწავლე ნელ-ნელა.
- ჩემი სიკვდილი გინდა თუ რა ძმაო.
- არა ყველაზე კარგი ვერსია შემოგთავაზე.
უნივერსიტეტიდან სახლისაკენ წამოვედით, გიორგის დავემშვიდობე, კონსპექტები გავაკეთე, სახლი დავალაგე და დასაძინებლად წამოვწექი, არც კი ვიცი როდის ჩამეძინა.
გამოცდებისთვის ჩემთან ვემზადებოდით და წარმატებულადაც ვაბარებდით. ბოლო გამოცდა აკადემიურ წერაში გვქონდა, როგორც ყოველთვის ჩემთან, ვიკრიბებოდით, დათქმულ დროს ბავშვებიც მოვიდნენ. ვიმეცადინეთ, მივრირთვით და შემდეგ კომედიას ვუყურეთ. ბავშვები ჩემთან დარჩნენ, ლუკა და ანი მალევე წავიდნენ დასაძინებლად მე და გიორგიმ კი საშინელებათა ფილმის ყურება დავიწყეთ.
- ღმერთო ჩემო ახლა ის მას შეჭამს.
- კარგი დამშვიდდი ეგ ხომ სინამდვილეში არ ხდება.
- სულ ესე ხდება ჩემი ფავორიტები ყოველთვის კვდებიან.
- კიდევ კარგი, რომ რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება.
- ღმერთმა დაგვიფაროს.
- წამოდი დავწვეთ.
ოთახში ავედით პიჟამოები ჩავიცვი და გიორგის საროჩკის გახდაში დავეხმარე, გულ-მკერდზე მიმიხუტა, საწოლზე წამომაწვინა და ტუჩები აასრიალა ჩემს ყელზე, მეც მის ქმედებას ვყვებოდი მეფერებოდა მკოცნიდა და მეც მის სიყვარულში ვიკარგებოდი, ის უკანასკნელი სამოსიც შემომაცალა და შიშველი მის სხეულზე მიმიკრა. მის სურნელს ვისრუტავდი და მის სიყვარულში ვიკარგებოდი. მე მისი ვიყავი მხოლოდ მისი.
დილით ადრე ავდექით თავი მოვიწესრიგეთ, ბავშვებთან ერთად ყავა დავლიე და უნივერსიტეტისაკენ წავედი. გამოცდა წარმატებულად ჩავაბარეთ და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.
გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე ჩემთან ვაპირებდით შეკრებას, ყველაფერი ვიყიდეთ რაც საჭირო იყო, ხვალ დილიდანვე ყველაფერს გავაკეთებდით მე და ანი.
საწოლზე წამოვწექით გიორგის გულ-მკერდზე ჩამოვადე თავი და არც კი ვიცი როდის ჩამეძინა, ტელეფონზე ზარის ხმა გავიგონე, მაინც ძილი ვიბრუნე, მაგრამ გიორგიმ გამაღვიძა.
- ხო მშვიდობაა?
- სასწრაფოდ ჩაიცვა, საავადმყოფოში მივდივართ.
თავი მოვიწესრიგე და ტაქსით საავადმყოფოსაკენ წავედით.


****************


საავადმყოფოში მივედით სადაც თორნიკე ლუკა მისი მშობლები და ანის დედ-მამა იყვნენ.
- გამარჯობათ.
- როგორ მიხარია, რომ აქ ხარ ძმაო.
ერთმანეთს გადაეხვივნენ, დრო გადიოდა ლუკა კი ვერ ისვენებდა აქეთ-იქით დადიოდა, როგორც იქნა ექიმიც გამოვიდა ყველამ მას გადავხედეთ, მან კიდევ გაბრწყინებული სახით გამოგვიცხადა.
- გილოცავთ ბიჭი შეგეძინათ.
ყველა ვულოცავდით ლუკას და ანის სანახვად წავედით, მივულოცეთ და ვესაუბრეთ, პატარას ეფერებოდა.
- მიხარია, რომ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე გაჩნდა ჩემი პატარა ნიკოლოზი.
- გილოცავ გენაცვალე, ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოთ.
- მადლობა გენაცვალე.
სახლში წავედი საწოლზე წამოვწექი და დავისვენე, დრო სწრაფად გადიოდა, ანისთან დავდიოდი პატარას ვუვლიდით და კარგ დროს ვატარებდით.
- თავს, როგორ გრძნობ მარიამ?
- კარგად ვარ გენაცვალე, უბრალოდ ცოტას ვნერვიულობ, ვერ ვისვენებ.
- ეს ბუნებრივიცაა ზეგ ქორწილი გაქვთ.
- და სწორედ ამიტომ ვერ ვისვენებ, ვნერვიულობ.
- კარგი დამშვიდდი გახსოვს მეც ვნერვიულობდი, მაგრამ ხომ ხედავ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
- ხო ვიცი, ვიცი მაგრამ მაინც ვერ ვისვენებ.
ანის დავემშვიდობე და სახლისაკენ წამოვედი, გზაში ფიქრები არ მასვენებდნენ რაც უფრო ახლოვდებოდა ქორწილის დღე მით უფრო ვერ ვისვენებდი, ნიაზე ფიქრებიც უფრო გამიმძაფრდა, თავს მოღალატედ ვგრძნობდი, მაგრამ გიორგის შეხებაზე ყველა და ყველაფერი მავიწყდებოდა. მთელი ორი ღამე ჯოჯოხეთში გავატარე. დილით ანი მოვიდა, შემოხედვისთანავე ყვირილი დაიწყო.
- ღმერთო ჩემო ეს რა არის მარიამ, ხო გთხოვე, რომ ნორმალურად დაგესვენა, რატომ არ დაიძინე ნორმალურად.
- ვერ დავიძინე ანი, ეს დღეებია ნიაზე ფიქრები არ მასვენებს, მე მას ვუღალატე, მე... მე...
- მოეშვი სისულელეს და მოდი სააქაოს, ორივემ მშვენივრად ვიცით, რომ ნიას გიორგი სულაც არ უყვარდა, მისით ერთობოდა.
- ხო, მაგრამ ანი მე მაინც...
- მოვრჩეთ მარიამ, დღეს შენი დღეა, იმ მამაკაცს მიჰყვები ცოლად ვინც სიგიჟემდე გიყვარს ასე, რომ ახლა ავდგებით თავს მოვიწესრიგებთ და შენებთან სახლში წავალთ.
თავი მოვიწესრიგე და სახლისაკენ წავედით იქედან სალონში მაკიაჟი, პრიჩოსკა გავიკეთეთ და ისევ სახლში წავედით, შემდეგ სხეული შევიმოსე თეთრი კაბით. მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა, სუფრა გაშლილი იყო ყველაფერი მზად გვქონდა, გიორგის მოსვლას ველოდებოდით. თვალები საათისაკენ გამირბოდა წამები, წუთები ისე სწრაფად გადიოდა მე კიდევ ოდნავ ვნერვიულობდი.
დათქმულ დროს გიორგიც მოვიდა მის ოჯახთან ერთად, ნაზად მეამბორა ტუჩებზე ჩაიღიმა და წითელი ვარდების დიდი თაიგული მომაწოდა. ანიმ ყვავილები ვაზაში ჩაალაგა. ფოტოგრაფი და ვიდეო კამერა ყველაფერს აფიქსირებდა ყოველ წამს წუთს. მოლოცვები, სადღეგრძელოები, საჩუქრები. ჩვენი სახლიდან გიორგის სახლში გადავინაცვლეთ, გიორგიმ მომასწრო თეფშის გატეხვა, შოკოლადის მოკბეჩისას გულისრევის შეგრძნება მქონდა, მაგრამ შევეცადე ამ გრძნობის დაიგნორება, ბოლოს და ბოლოს ჩემი დღე იყო და ახლა ამის დრო არ იყო. აქაც იგივე საჩუქრები მოლოცვები სადღეგრძელოები და ასე შემდეგ. ეკლესიისაკენ წავედით წმინდა გიორგის ეკლესიაში დავიწერეთ ჯვარი, ჩემი მეჯვარე ყველას ძალიან მოეწონა. ბევრი ვიფიქრე თუ ვისთვის მეთხოვა ბოლოს ისევ ნიაზე შევაჩერე არჩევანი მაინც დასავით მყავდა, ისიც სიხარულით გამოიქცა თბილისიდან. ჯვრისწერის შემდეგ ქალაქში გავედით ფოტოები გადავიღეთ ყველა ჩვენ გვიცქერდა, ქალაქიდან იუსტიციის სახლში წავედით ხელი მოვაწერეთ, ვალსიც ვიცეკვეთ და დარბაზისაკენ წავედით.
დაიწყო ტრადიციული სიმღერები და მეც ერთ-ერთი სიმღერის თანხლებით, შემიყვანა დარბაზში გიორგიმ, ტრადიციული სადღეგრძელოები, სიმღერები, ცეკვები, ყველაფერი ზღაპრულად იყო, თუმცა თავს ოდნავ შეუძლოდ ვგრძნობდი, სიგარეტის სუნი საშინლად მაღიზიანებდა, მაგრამ გიორგის გაბრწყინებული სახის დანახვაზე ყველაფერი გადამავიწყდა. იმდენი საჩუქარი და ძვირფასეულობა მომიტანეს, რომ აღარ ვიცოდი სად წამეღო. ტრადიციული ვალსიც შევასრულე ჩემს საყვარელ მამიკოსთან ერთად. ქორწილში ყველაფერი ზღაპრულად იყო, ფეიერვერკიც ვისროლეთ და ასე შემდეგ.
ქორწილის დასასრულს გიორგი ადგა და საუბარიც დაიწყო.
- პირველ რიგში ყველას დიდი მადლობა, რომ მოხვედით, დაგვაფასეთ ამ ბედნიერ დღეს.
ჩაიღიმა ჩვენ გადმოგვხედა და საუბარიც გააგრძელა.
- მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებიც მუდამ გვერდში მედგნენ, მიყვარხართ ძალიან. ასევე ჩემი მშობლები თქვენც ძალიან მიყვარხართ ჩემო ოჯახო, ყველანი მიყვარხართ, მაგრამ ყველაზე ძალიან მთელს მსოფლიოში შენ მიყვარხარ ჩემო მშვენიერო, ჩემო ერთადერთო სიცოცხლევ, მიყვარხარ მარიამ ბერიძევ, ძალიან მიყვარხარ.
ვიგრძენი, როგორ ჩამომიგორდა თვალებიდან ცრემლები, მას ოდნავ გაეღიმა და შემდეგ ჩემს ყურთასმენას ნაზი ჰანგები ჩაესმა, ვიღაცა მღეროდა მთელი გულით, ემოციით, სიყვარულით ეს კი ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული გიორგი იყო. ის მღეროდა ჩემთვის, მთელი გულით და მიღიმოდა.
სტუმრებიც წავიდნენ, ყველანი დაიშალნენ და ჩვენც წავედით გიორგისთან სახლში.
- მთელი სახლი ჩვენს განკარგულებაშია.
- და მეც მათ შორის, შენი სიყვარულით დამთვრალი აქ ვარ.
- ვგიჟდები შენზე შენს სხეულზე.
ნაზად დამიკოცნა ხელები, სახე, ყელი, ტუჩები და ასე მის სხეულზე მიკრული მის საძინებელში ამიყვანა, ნაზად აასრიალა თითები ჩემს ზურგზე საწოლზე წამომაწვინა ჩვენი სამოსი კი ძირს მოისროლა, ზემოდან მომექცა თითები ჩამოასრიალა ჩემს ყელზე რაზეც ჩემმა სხეულმა რეაგირება წამსვე მოახდინა, თითები თმებში შევუცურე და ჩემსკენ მოვიზიდე ვკოცნიდი და მის თითოეულ შეხებაზე სიამოვნების ჟრუანტელი მივლიდა მთელს სხეულში, მის ზურგზე ავასრიალე თითები რაზეც ჩაიღიმა და ისევ ვნებიანად დამაცხრა გულ-მკერდზე, მკოცნიდა მეფერებოდა და მე ისევ ვიკარგებოდი მის სიყვარულში.
დილით თვალი გავახილე თუ არა გიორგიმ მაკოცა და რამოდენიმე წამით გაუჩინარდა, მალევე დაბრუნდა ლანგრით ხელში, მივირთვით ერთმანეთს გადავეხვიეთ და დარბაზისაკენ წავედით.
დღევანდელი დღე იმით განსხვავდებოდა გუშინდელისაგან, რომ მხოლოდ ნათესავები და მეგობრები იყვნენ. მივირთმევდით, ვსვამდით, ვმღეროდით, ვცეკვავდით და ასე შემდეგ.
- შეიძლება მშვენიერ პატარძალს, რომ ვეცეკვო?
- რატომაც არა.
თორნიკესთან ერთად დავიწყე ცეკვა, ვიცინოდით და ვსაუბრობდით.
- მისმინე მარიამ, ხომ ვერ მეტყვი ნია რამდენი წლის არის?
- ჯერ-ჯერობით პატარაა, რატომ მეკითხები?
- ძალიან მომეწონა და ვიფიქრე, რომ...
- რაზე ჭორაობთ? ჩემო საყვარლებო.
- შენს მომავალ რძალზე ჩემო ტკბილო.
- მარიამ კარგი რა...
- მეც მომეწონა ნია ძამიკო ასე, რომ ჩვენი მხრიდან პრობლემა არ გაქვს, მთავარია მასაც მოეწონო.
როგორც ყოველთვის ჩვენ ერთად ვიყავით, ვცეკვავდით ჩვენ-ჩვენ მეუღლესთან ერთად.
ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სახლისაკენ წამოვედით. გიორგის გულ-მკერდზე ჩამოვადე თავი და მის მკლავებში ჩამეძინა.
დრო გადიოდა ახალი წელი ახლოვდებოდა სულ რაღაც დღეები და ჩვენ პირველად შევხვდებოდით ერთად ახალ წელს.
ყველაფერს ვამზადებდით მთელი ოჯახი, ჩემებიც აქ იყვნენ ჩვენთან, ლუკაც, ანიც, ნიკოლოზიც მათი მშობლები და ერთად ვითვლიდით წუთებს, ყოველთვის ვოცნებობდი ასეთ ოჯახზე, ჩვენ ყველანი ხომ ერთად ვიყავით.
ათი, ცხრა, რვა, შვიდი...
- იმედია სულ ასე ერთად ვიქნებით ყველა, ჩაიღიმა ანიმ და თვალი მოგვავლო სუყველას.
ექვსი, ხუთი, ოთხი...
- ან ახლა ან არასოდეს, უნდა ვუთხრა გიორგის სიმართლე.
სამი, ორი, ერთი...
გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ.
ერთმანეთს მივულოცეთ საჩუქრები დავურიგეთ და საუფრასაც მივუჯექით.
- ჩემი საჩუქარი სად არის მარიამ, ჩემს გარდა ყველამ მიიღო საჩუქარი.
-ხო მართალი ხარ, ახლავეს მოვიტან.
ოთახიდან ჩანთით მისი საჩუქარი გამოვიტანე, გახსნა და გამიღიმა ხელში "ელიფ შაფაქის- სიყვარულის 40 წესი," რომ დაიკავა.
- სერიოზულად?
- ხო, ჩემგან საჩუქრად ჩემო ძვირფასო.
- მე, რომ კითხვა არ მიყვარს.
- ჩვენთვის დაიწყებ.
- ჩვენთვის? მოიცა შენ?
- ხო ჩვენთვის ამ წიგნის თითოეულ წესს წაიკითხავ ჩემო საყვარელო.
- მარიამ მე და შენ?
- მალე მშობლები გავხდებით.
- ღმერთო ჩემო, მე მალე მამა გავხდები, გეფიცები ჩემო ერთადერთო ეს ყველაზე კარგი საჩუქარია ჩემს ცხოვრებაში.
ყველამ მოგვილოცა, ვიმღერეთ, ვიცეკვეთ და კარგი დროც გავატარეთ.
დრო სწრაფად გადიოდა, ზეპირი და ფინალური გამოცდები ისე კარგად ჩავაბარეთ, რომ გაკვირვებულიც კი ვიყავი.
თორნიკე და ნიაკო ერთმანეთს ხვდებოდნენ, ლუკა, ანი, მე და გიორგი კი უნივერსიტეტში დავდიოდით, ვსწავლობდით და დროს კარგად ვატარებდით.
მარტის დასაწყისში ლუკამ და ანიმ ერთი კვირით თერჯოლაში დაგვპატიჟეს, ეს სახლი ლუკასთვის უყიდია თურმე დიდ ბაბუას. სულ წუწუნებდა რაში გადაყარა ფული იმ წუწკმა მოხუცმაო, მაგრამ როცა ჩავედით თვითონაც კი გაჩუმდა.
ყველაფერი საუცხოოდ იყო მოწყობილი, პროდუქტები ამოვალაგე და საჭმლის კეთებას შევუდექი, ბიჭები ბუხარს ანთებდნენ და მწვადების შეწვას ცდილობდნენ, ნიკოლოზი თავისთვის ღუღუნებდა დედიკოს კალთაში.
მივირთვით და დასაძინებლად საძინებელ ოთახებში გავედით.
დღეები ერთმანეთს გავდა, მარტის თვე იყო, წვიმები და არც ისე სახარბიელო ამინდი გვქონდა. 8 მარტს ბიჭებმა საჩუქრად თაიგულები მოგვართვეს, გიორგიმ იაიები ჩამაწნა თმაში და ასე ვყავდი გულ-მკერდზე მიკრული მთელი დღის განმავლობაში.
ყოველ დღე მის სიყვარულში ვრწმუნდებოდი, ვიცოდი ვუყვარდი, მიყვარდა და ასე გაგრძელდებოდა მთელი ცხოვრება. თუკი აქამდე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი ნიას მიმართ ახლა მისი მადლიერი ვიყავი, მისი წყალობით გავიცანი გიორგი, შემიყვარდა და ასე შემდეგ.
მეტი რაღა მინდოდა, მე ყველაფერი მქონდა იმისათვის, რომ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქალი ვყოფილიყავი, მყავდა მეუღლე, რომელსაც სიგიჟემდე ვუყვარდი და მეც მიყვარდა, ველოდებოდით პატარა დავითს, ბაბუის საპატივცემულოდ შევარჩიეთ ეს სახელი. ვიჯექით ბუხრის წინ, გიორგი კი წიგნს გვიკითხავდა მე და პატარას, ერთი ხელით კი მუცელზე მეფერებოდა.
ვიყავით ჩვენ ოთხივე,როგორც ადრე დასაწყისში ახლაც ისეთივე ბედნიერები, როგორც ადრე. მთელს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერები, მე ჩემს მეუღლესთან ერთად ანი კი თავის ქმარ- შვილთან ერთად. ჩვენ ერთმანეთის სიყვარულით ვცხოვრობდით მე, ანი, ლუკა და გიორგი.




№1  offline წევრი სალი-სალი

უკვე მეორედ წავიკითხე ❤️ ისე ძალიან მიყვარს ეს ისტორია რომ თავი ვერ შევიკავე ❤️ შენც ძალიან მიყვარხარ ასეთი სიგემრიელე რომ დაწერე ❤️❤️

 


№2  offline წევრი In ga

araushavda

 


№3  offline წევრი Viktoria

სალი-სალი
უკვე მეორედ წავიკითხე ❤️ ისე ძალიან მიყვარს ეს ისტორია რომ თავი ვერ შევიკავე ❤️ შენც ძალიან მიყვარხარ ასეთი სიგემრიელე რომ დაწერე ❤️❤️

Madloba genacvalee dzalian mixaria rom mogecona es istoriaaa <3

In ga
araushavda

<3

 


№4  offline წევრი Viktoria

სალი-სალი
უკვე მეორედ წავიკითხე ❤️ ისე ძალიან მიყვარს ეს ისტორია რომ თავი ვერ შევიკავე ❤️ შენც ძალიან მიყვარხარ ასეთი სიგემრიელე რომ დაწერე ❤️❤️

მიხარია თუ მოგეწონა <3

In ga
araushavda

<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent