გაბრიელ ლიპარტელიანი! (7)
გაბრიელ ლიპარტელიანი! (7) თავი 7 ყველაფერი უჩვეულოდ განვითარდა... გაბრიელი ხავსგამოცლილი კაცივით იყო, მაგრამ იმდენად ძლიერი ხასიათის იყო არაფერს არ იმჩნევდა, მეტიც, მისი სახის მიმიკები არანაირ დეფორმაციას არ განიცდიდა...საავადმყოფოს ფანჯრის მხარეს იწვა და გარემოს ათვალიერებდა, თან რაღაცაზე ჩაფირებულიყო, ამ დროს კი ლიკუნა ქარიშხალივით შემოფრიალდა პალატაში და მისი მხიარულებაც გაავრცელა... -ლიპარტელიანის ვაჟკაცო ასე ძან თუ გეწყინა ჩემი ჩამოსვლა გეთქვა საერთოდ არ ჩამოვიდოდი... ჩვეული მხიარულებით დაიწყო ლიკუნამ... -ოჰ თავადის ასული მობრძანებულა... მხიარულად გადმოტრიალდა და ჩასახუტებლად წამოსულ ლიკუნას თავისი მკლავები შეაგება... -მომენატრე გაბო -ჩემო, ჩემო ლამაზო, ჩემი სულის ნაწილი მომენატრა... ჰო მოკლედ მოგიყვებით მათი ურთიერთობის შესახებ... გაბრიელი და ლიკუნა დეიდაშვილები არიან, ეს სისხლის კავშირით რომ ვთქვათ, მაგრამ რეალურად ისინი ყოველთვის ახლოს იყვნენ.. ერთმანეთის ყველა ტკივილი თუ ბედნიერება იცოდნენ... არასდროს დაუტოვებიათ გასაჭირში ერთურთი, ყოველთვის ღრმა მეგობრობით შემოიფარგლებოდნენ და მეტიც არცერთი საიდუმლო არ იყო მათ შორის... -ახალი ამბავი გავიგე გაბო.. არხეინად წამოუწვა ლიკუნა...კი შეავიწროვა ამხელა კაცი, მაგრამ მაინც... ერთი თხილის გული ცხრამ ძმამ გაიყოო და რაღა ესენი ვერ გაიყოფდნენ უშველებელ საწოლს... -ვინ ჩაგიკანკლა ჭორიკანავ სიახლეები? და წკიპურტი დაჰკრა ცხვირზე... ლიკუნამ ცალი თვალი მოჭუტა და ისე შეხედა გაბრიელს... -მე ლიკუნა ჟორჟოლიანი, შენი აზრით ვინმეს მონათხრობს დაიჯერებს... მიგიქარავს ჩემო ძმაო.. -კარგი ხო ვიცი ყოვლისშემძლე რომ ხარ.. საყვარლად ჩაეხუტა გოგონას, საერთოდ არ ჩანდა მის განიერ მკლავებში... შემდეგ ორივე ერთხანს ჩაფიქრებულები იყვნენ, თითქოს გრძნობდნენ ერთმანეთის დარდს და ასე უთქმელი სიტყვებით უზიარებდნენ გულის ნადებს... ლიკუნამ ითავა საუბრის დაწყება.. ხმა ჩაიწმინდა და დაუფარავად ჰკითხა მისი სულის ნაწილს..... -ასე ძალიან გიყვარს?! -შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ... გაბობ ტკივილიანი ხმით ამოილაპარაკა.. ლიკა ერთადერთი იყო რომელთანაც გრძნობებს არასდროს არ მალავდა -ჯანდაბა და მაინც იმ გოგოს რა ბზიკმა უკბინა, რომ დაჰკრა ფეხი და თხასავით გაიქცა, არა შეურაწყოფას არ ვაყენებ შენს საყვარელ ქალს, მე ვიყყოდი უფრო ბავშვს და ბოლო ნაწილში ფართოდ გაიღიმა... ლიპარტელიანსაც გაეღიმა... -ბავშვია და პირველივე პრობლემის შეეშინდა.. მაგრამ გამოვზრდი გაბომაც ჩაიხითხითა ლიკუნამ კი ხელები ცისკენ აღმართა და დემონსტრაციულად ჩაილაპარაკა: ,,და ღმერთო რატომ მეგონა წამიერად რომ გაბრიელი დანებდა?!" კითხვას კი გაბომ უპასუხა... -სადაც არ უნდა წავიდეს ლიკუ ყველგან მოვძებნი, ის ლიპარტელიანის გახდა და ასეც იქნება სამუდად, სულაც რომ გაგიჟდეს და ძალაც დამჭირდეს მაინც ჩემს გვერდით იქნება... უბრალოდ გავუშვი, რომ დაფიქრდეს გარკვეული პერიოდი, მიფუმეტეს მას შემდეგ, რაც ჩვენს შორის მოხდა... -აპ, აპ, აპ, აპაა მანდ შეჩერდით ვაჟკაც.. რაც დიდ ქალსა და კაცს შორის ხდება ის მოხდა?.. მეამიტი ბავშვივით იკითხა ლიკუნამ და თვალები საყვარლად დააკვესა... -ჰო,ლიკუნა ჰოო და წამიერად ყველაფერი თვალწინ დაუდგა გაბროს და ფართოდ ვაეღიმა -ჰმ, არადა ეგ გოგო მე რქებიანი მეგონა, მოკლედ სულ გათავხედთა ეს ახალგაზრდა თაობა. აფსუს რა დრო იყო ჩვენ დროს გაბო, ნწ ნწ ნწ სინანულით ჩაილაპარაკა ვითომ ოთხმოცი წლის ბებერი იყოო.. -ღმერთო შენ როდის უნდა დაქალდე ლიკუ, სულ ასეთი ცანცარა როგორ ხარ... -ეჰ ჩემო გაბო ყველაფერს აქვს თავისი დრო... -რამე მოხდა ჟორჟოლიანის ასულო და თვით გაბრიელმაც არ იცის? -ნუ ეხლა ისეთი მაინცდამაინც არაფერი, მერე მოგიყვები როცა გამოგწერენ... -იყოს ნება შენი, მაგრამ იცოდე ვერსად ვერ გაექცევი ამ საუბარს.. თითი გამაფრთხილებლად დაუქნია... ერთხანს ორივე მიყუჩდა შემდეგ გაბობ წამოიწყო... -ამ საავადმყოფოდან ვატყობ დიდხანს არ გამწერენ და რა აზრის ხარ არაკანონიერ ქმედებაზე? ცალი თვალი მოჭუტა და ლიკოს ისე შეხედა... -მმმმ საავადმოყოფოდან გაპარვა გაქვს მხედველობაში... -აჰამ... გეგმა ასეთია საღამოს ვიპარებით... -კაი კაცო რა ვრცელი გეგმა მოგიფოქრებია, არადა მეთქი ჩამოაყალიბებს სათქმელსთქო... ეჰ მასეთი სიტყვაძუნწი რომ იყავი ის გოგოც მაგიტომ გაგექცა... -ლია ჟორჟოლიანო.! -ჯანდაბას შენი თავი , ნუ მეძახი მასე თავი მოხუცი მგონია -არხარ თუ შეხედე სახეზე რამდენი ნაოჭი გაქვს.. და გაბობ მეტი დამაჯერობლობისთვის თითის ბალიშები გადაატარა ვითომ ნაოჭებზე... ლიკაც წამოეგო მახეს და დაფრთხალი ჩიტივით წამოფრინდა საწოლიდან და ჩამქვრალ ტელეფონზე ამოწმებდა მის სახის კანს..გაბოს კი მოსასულიერებლად ერთი ჭიქა წყალი თუ უშველიდა ისე იყო ჩაბჟირებული სიცილით... -მომატყუე ხომ? -შენ მე დამაცადე რა გიქნა.. საყვალად დაემუქრა და ისევ მის საწოლზე წამოგორიალდა... * * * თავი რომ არ მოგაბეზროთ, მოკლედ გიამბობთ ორი ზრდასრული ადამიანი ისე გამოიპარა საავადმყოფოდან ნახევარმა მსოფლიომ ვერ გაიგო რა მოხდა... გაბრო სახლში დაბრუნდა.. კი ეჩხუბნენ მშობლები და-ძმა, მაგრამ მის ტვინში არაფერი შესულა...ყოველდღე უკირკიტებს დამიანი და დანიელი, მაგრამ ძმას კრინტსაც ვერ ანძრევიებენ... ამ საერთო გამოძიებაში იმდენად დაახლოვდნენ ავალიანის ვაჟებთან ვერც კი გაიაზრეს რომ საჩხუბრადაც კი ერთად დადიან... ლილეს რაც შეეხება ქალბატონი ბრაზილიაში გაფრინდა სანაპიროზე... ლაგუნაზე სურს დასვენება ოჯახმაც უარი არ უთხრა და ასე გაიყო საზოგადოება... ვინ სად რაზე დაჰქროდა...ეჰ მაშოს გული ცალკე იდაგებოდა.. კიდევ იჩხუბეს ბაჩომ და მაშომ... ისე ბაჩო დღესაც იმ თორნიკეს დასდევს.. ხომ გახსოვთ ჩემო მკითხველო მაშოს გამოგონებული ვითომდა კურსელი.. საწყალი კაცი ჩამომხმარი დადის აქეთ-იქით... ძმები და მეგობრები კი ზურგს უკან საწყალ არაბულს დასცინიან ასე რომ წამოეგო მაშიკოს მახეს... აქეთ ქალბატონი ჟორჟოლიანი იწვება, არა არა სიყვარულისგან კი არაა სიბრაზისგან... რაც ძმებთან ერთად შეამჩნია ბატონი ვაჩე და გაარკვია ყველაფერი, იმ ვაჟბატონის შუაზე გაგლეჯვა სურს რაც მუცოში დამართ ა... სამაგიერო რომ არ გადაუხადოს ბოღმისგან გასკდება .. გაინტერესებთ ხომ რა მოხდა? მეც ძალიან მაინტერესებს.... * * * ლიკა ჟორჟოლიანი, საშუალო სიმაღლის შავგვრემანი გოგონა, ულამაზესი ლურჯი თვალებით... ამერიკაში გაბრიელთან ერგად ცხოვრობდა თან სწავლობდა.. გაბოს ბიზნესში აქტიურად იყო ჩართული და დეიდაშვილს საქმეების მოგვარებაში ეხმარებოდა.. აქ ვითარება ცოტათი რთულადაა... შემდეგ გადაწყვიტა საკუთარი თავისთვის დასვენება მოეწყო და საქართველოში დაბრუნებულიყო დროებით, მითუმეტეს როცა გაბო აქ ეგულებოდა.. ამიტომაც ამ შუა ზამთარში მუცოს მიაშურა.. გოგონა მანქანით იყო, თუმცა იმხელა თოვლი იყო და იმდენად სიცივე რომ ფაქტიურად მეტი შორს წასვლა შეუძლებელი იყო, თან ზამთარში ისეთი ნისლი იცის მთაში საკუთარ თითებსაც ვერ შეამჩნევ.. -ჯანდაბა რაღა აქ მოვეთრეოდი.. სხვა ადგილი ვერ ავარჩიე.. გაჩენის დღეს იწყევლიდა ლიკუნა.. ცოტა გზა რომ გაიარა ნისლში მბჟუტავი ნათება შენიშნა და იმ მხარეს გაგრძელა სიარული, ვიტყოდი უფრო ხოხვას.. როგორც იქნა სახლის პირმაღს მიაღწია და განწირულივით დაიწყო ბრახუნი კარებზე ... უკვე გამოტრიალებას აპირებდა კარები რომ გაიღო და წელსზემოთ შიშველი ვაჩე გამოჩნდა, თან მარჯვენა ხელი მუცლის ქვედა მარცხენა მხარეს ჰქონდა მიჭერილი და სისხლით იყო დასვრილი , ეტყობა რომ ჭრილობა გაეხსნა... ქირურგის ინსტიქტმა თავისი ქნა, ვაჩე ლამის სახლში შეათრია და ჭრილობა გაუკერა...დიდად გაკვირვებული იყო მამაკაცი მაგრამ რას იზავდა.. -მე სისხლისგან დაცლას გადაგარჩინე შენ უნდა შემიფარო... -მე გთხოვეთ რამე... მდივანზე გადაწოლილი ბიჭი ძლივს საუბრობდაა -მადლობა, ოთახს მე გავიმზადებ... გოგონა წამოდგა და კიბესთან მდებარე მარჯვენა ოთახს მიაშურა.. მამაკაცის სურნელით იყო გაჟღენთილი მთელი ოთახი, გოგონამაც ლოგინს მიაშურა და მამაპაპურად წამოგორიალდა და მორფეოსის სამყაროში გადაეშვა... ვაჩემ ხმა რომ ვერ გაიგო ბურისში მყოფმა კიბეები აიარა და ისიც დასაწოლად მოემზადა, მაგრამ შეამჩნია მისი ლოგინის საბანი ზევით-ქვევით ადი-ჩამოდიოდა.. ახლოს რომ მივიდა გოგონა შეამჩნია ის უცნობი გოგონაა.. -ღმერთო ეს ალქაჯი რისთვის გამომიგზავნე? ჯერ იყო სახლში შემომივარდა, ახლა ჩემი ლოგინის ოკუპაციაც მოახდინა ... საბანი აშალა და გვერდით მიუწვა.. პატარა კურნოსა ცხვირის წვერი გაწითლებული ჰქონდა ეტყობა რომ სციოდა. -ღმერთო დავრჩები იმპოტენტი ასეთი ქალი რომ გვერდით გეწვება და ვერაფერს იზავ.. ჩემი პირადი სასჯელად მომევლინა.. ზურგი აქცია და დასაძინებლად მოემზადა.. ასე მშვიდად არცერთს არ ეძინა აქამდე... დილით გოგონა მუცელზე სიმძიმეს გრძნობდა... საბანი რომ აშალა მამაკაცის დაძარღვული ხელები მის მუცელზე იდო.. ცხვირი კი მის ყელში ჰქონდა ჩარგული და ღრმად და მშვიდად სუნთქვადა.. -ჰეი, მამონტო ხომ არაფერი გაწუხებს? გოგონამ მშვიდად დაიწყო საუბარი მაგრამ ვაი, რომ მის მუცელში ადრენალინი მთელი ძალით ეხეთქებოდა კედლებს... -მმმმ ვაჩემ ამოიზმუვლა და კიდევ უფრო კარგად მოეწყო -ჰეი მოზვერო აეგდე ფეხზე შენი ბალიში კი არ ვარ, რომ შემომეხვიე სუროსავით -ვაჩემ უკმაყოფილოდ ასწია თავი , თმები აბურდული ჰქონდა, წითელი ტუჩები დაბერილი და ენა გადაიტარა... -აღარ მახსოვდა სახლში ვიღაც ალქაჯი , რომ შემომიმავრდა და ჩემი ლოგინი მიისაკუთრა... -ღმერთო მომკალი კაცი კი არ მომიკლავს... ლიკუნა წამოფარფატდა და კიბეებზე დაეშვა.. -ჰეი მოზვერო დროზე ჩამოეთრი ბუხარი დაანთე.. ვაჩემ უკმაყლფილოდ ამოიფრუტუნა და ოინის ხასიათზე მოვიდა -შენ შემომივარდი სახლში მიბრძანდი და შენ დაანთე მე ჯერ უნდა გამოვიძინო გადატრიალდა და უზომოდ კმაყოფილმა ლიკუნას ბალიშში ჩარგო თავი და თვალები დახუჭა , მაგრამ ეს ნეტარება დიდხანს არ გაგრძელებულა მალე ცივი წყალი გადაასხა თავზე ლიკუნამ... -შე ალქაჯო ამ შუა ზამთარში წყალს როგორ მასხავ.. -ჩვეულებრივად, იმედია ახლა მაინც აეთრევი ფეხზე და არ გამყინავ... -ღმერთლ მეტეორი მესროლე... ეს აპოლონი ფეხზე წამოიმართა და კიბეებზე ჩაფრატუნდა... ლიკუნა კი ერთხანს ჩაფიქრებული იყურებდა წელსზევით შიშველ ვაჩეს.. ,, ნეტა თუ არ ცივა'' და ლიკუნაც უკან გაჰყვა... თავი რომ არ მოგაბეზროთ ეს ორი ერთად ნამდვილი ატომური ბომბია... საწყალმა კაცმა მარილიანიც ბევრი ჭამა, წიწაკიანიც, საუკეთესო მლაშე ყავაც დალია... მოკლედ ლიკუნამ დღეები გაუმწარა ისე იყვნენ არცერთმა არ იცოდა ერთმანეთის სახელი, როგორ თავდაყირადაც დააყენა ვაჩეს ცხოვრება ისე დატოვა... * * * -მაშო გოგო რა გჭირს , კიდე არ გეშველათ შენ და შენს სატრფოს? დილა ლიკუნას ჭიკჭიკით დაიწყო... -ეჰ ლიკუნა ნერვების მჭამელია ეგ შენი არაბული -კი სულ ჩემია, მერე შენც ითამაშე გოგო მაგის ნერვები არ გესწავლება მაშიკო ჩემიდან ეგ -ჰო ისე კაი აზრია ეგ, როგორც თვითონ იქცევა ისე მოვექცევი მეც... - ჰოდა ძალიან კარგი.. ორივე მისაღებში იჯდა და ყავას მიირთმევდა, ბიჭები რომ მოვიდნენ თან ავალიანებჯც ახლდნენ.. ერთად, ჩამოსხდნენ -მიდი მაშუნა აცუნცულდი და ცივი ლუდი მოგვიცუნცულე... -ოჰ შერიგდით მოსისხლე მტრები? ლიკუნამ ირონიით დაიწყო საუბარი... -ლიკუნა სჯობს გვიან ვიდრე არასდროს არც ვაჩემ დააკლო ირონია? -ოჰ თქვენ არ იყავით, რომ ხოცდით ერთმამეთს? -მერე შენ არ გსმენია ჭირი მტრებსაც რომ აახლობებს ერყმამეთთან , მითუმეტეს რომ ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩვენ შთაგვაგონეს...ასე რომ ალქაჯო თქვენს გრძელ ცხვირს უფროსების საქმეში ნუ ჰყოფ... კმაყოფილებით გადაწვა მდივნის საზურგეზე ვაჩე... -უხ საპასუხოდ რომ ვერაფერი მოიფიქრა კურტუმოს ქნევით სამზარეულოში გავიდა და მაშოს წყრომის თვალები მიანათა ... -როგორ მაკადრა ეს, ხედავ მაშო რა იკადრა იმ ხისთავიანმა პრიმატმა... ბოლთას ცემდა , მაშო კი ლიკუნას ამ საქციელზე ხითხითებდა... -კარგი ეს ლუდის ბოთლები გამატანინე ერთად ვერ წავიღებ ლიკუნაც მიეხმარა და ბიჭებს დაურიგეს, თუმცა ვაჩე და ბაჩო სასმელის გარეშე დარჩნენ.. -ლიკუნა მე რატომ არ შემხვდა? ბაჩომ იკითხა -მეტი არ იყო არაბული და თუ გნებავთ წაბრძანდით და მოიტანეთ.. მაშომ ულასუხო და სახლის ბაღში გავიდა, ლიკაც მას გაჰყვა -ლიკუნა ვაჩე მოგწონს? -არა რა სისულელეა მაგ მაიმუნი საერთოდ ვის მოეწონება -თვალებმა გაგყიდეს ლიკო.. -მაშო ეგ მეორედ არ თქვა, რა სისულელა -კარგი ხო დამანებე თავი რაც გინდა ის ქენი... გულს ვერ მოატყუებ... * * * ყველა ბილიარდის ოთახში იყო , თან თამაშობდნენ თან საუბრობდნენ.. -გაბრიელ ყველამ კარგად ვიცით, რომ ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩვენმა მშობლებმა დაგვაჯერეს. -მერე რა გინდა მაგით რომ თქვა ვაჩე -ის რომ ვგრძნობ ყველაფერი იცი და რაღაცა მიზეზით არ გინდა რომ ჩვენ და შენი ძმები გარიო.. ისიც ვიცით რომ დადეშქელიანი შენ არ მოგიკლავს... -იცით რა ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც არის ძმებს გადახედა და ღონიბრად დაჰკრა ბურთს ჯოხი... რიჩიმ გაბრაზებულმა დააგდო ჯოხი და მრისხანე თვალებით შეხედა გაბრიელს. -რატომ არ ამბობ რომ დადეშქელიანი ცოცხალია... რატომ უმალავ ყველას ყველამ გაოცებული შეხედა რიჩის .. -რას ბოდავ ბიჭო,ჩვენკ ხელით დავმარხეთ ლაზარე -არ ვაჩე ის ლაზარე არ იყო , სხვა ადამიანი დავკრძალეთ, ის ცოცხალია ცოხალი, გაბრიელი კი ყველაფერს მალავდა... -ეს სიმართლეა გაბრო დამიანი ბრაზით უყურებდა -ვთქვათ და ცოცხალია მერე -ანუ სიმართლეა დამიანი მოწყვეტით დაეცა დივანზე... -რატომ დამალე... -ასე იყო საჭირო, ლაზარე თვითონ აგიხსნით როცა ამას მოინდომებს მე მის ცხოვრებაში ჩარევის უფლება არ მაქვს... მან მე დახმარება მთხოვა, მეც დავეხმარე... -აბა იმ საღამოს დაჭრილი არ იყო? -კი დაჭრილი იყო თუმცა შეტაკებაში ლაზარეს მოწინააღმდეგე გარდაიცვალა და თქვენ სწორედ იმ დროს მოხვედით და ლაზარე გეგონათ... ასე თვითონ დადეშქელიანმა გადაწყვიტა და ის თვითონვე აგიხსნით რატომ... მე ამის უფლება არ მაქვს... -შენ არ გაქცეულხარ,შენ ლაზარესთან ერთად წახვედი.. -მას სჭირდებოდა ასე.. ის ჩემი სულის ნაწილია და მისთვის მკვლელის სახელსაც დავირქმევდი.. ეხლა კი თამაში გავაგრძელოთ... * * * - ვახტანგ ლაზარე დადეშქელიანი ცოცხალია -ვიცი ნოდარ ვიცი... -ლაზარე თუ საქართველოში ჩამოვა ჩვენ გამოვაშკარავდებით.. -ამიტომაც ის ამერიკაშივე უნდა მოკვდეს, მის მაფიოზურ სამყაროს შეეწირება.. -რა გარანტია გვაქვს რომ გაბრიელისთვის არაფერი აქვს მოყოლილი, მითუმეტეს ისინი ერთად იყვნენ... -ჯერ არ ალაპარაკებულა.. გამოდის რომ არც ალაპარაკდება, ამიტომ ჯერ ლაზარე მოვიშოროთ ვახტანგ მერე გაბრიელს მივხედოთ, აუტკიებელი თავი რატომ უნდა ავიტკიოთ... -მაშ ასე, ლაზარე ხვალ საღამოს დუბაიში მიფრინავს, იარაღები უნდა იყიდოს... -რით იმგზავრებს -გემით -ჰოდა უეცრად ბორდი აფეთქდება და ჩვენი ლაზარეც ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდება... -ჩვენი პრობლემაც მოგვარდება... * * * -ჯულიანა ამ საღამოს სანაპიროზე გავიდეთ -კარგი ლილე, თან შენს პატარას მოუხდება სეირნობა... -ჰოო ლიმე ხელისგულებკ მუცელზე მოისვა და სიყვარულით ჩაილაპარაკა -მიყვარხარ დე... -არ აპირებ ბავშვის მამას რომ უთხრა.. -არ მინდა ჯულიანა ჩემს შვილს სისხლისღვრაში ვერ გავზრდი, მაშინ ვეტყვი მამამისს როცა ყველაფერი მშვიდად იქნება... -გიყვარს? -სიგიჟემდე ყოველღამე მისი მაისური მაქვს მიხუტებული და მასთან გატარებულ წამებს ამით ვიხსენებ...უმისობას ამით ვივსებ -სჯობს ლილე დროზე უთხრა შემდეგ უფრო მეტად გაგიჭირდება -ვეტყვი ვეტყვი... ღმად ამოისუნთქა და ლურჯ სანაპიროს ლურჯი წყლიანი თვალებით გახედა.... იმედი მაქვს მოგეწონებათ ტკბილებო..მინდა რომ.მალ.მალე დავდო მაგრამ.დროის უქონლობის გამკ ძალიან ,,ვიჭედებკ" დროში და ვერ ვდებ მალ-მალე.. ძალიან მიყვარხართ და აზრი მაინტერესებს თქვენი ძალიან პ.ს სიყვარულით Sad Writer_ი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.