ჭადრაკის დაფაზე
წინათქმა სექტემბრის მზიანი დილა გათენდა, მზის სხივები ცის ყველა კუნჭულს ანათებდნენ, ჩიტები მხიარულად ჟღურტულებდნენ. ალბათ ვერ ხვდებოდნენ როგორ გაიპარა ზაფხული. ახლა უკვე შემოდგომა იდგა. ოქროსფერი შემოდგომა, თბილი მზითა და კეთილი ფერებით. სკოლის დაწყებას ყველა მოუთმენლად ელოდა. გოგონებს ერთი სული ჰქონდათ როდის ჩაიცვამდენენ სუფთად დაკეცილ, ლამაზ ტანსაცმელს. ზოგიერთს უნდოდა სექტემბერი ზაფხულის თვე ყოფილი, უფრო მეტიც უნდოდათ რომ ზაფხულის თვეებში მეტი ციფრი ყოფილიყო. ოცნებობდნენ ზაფხულზე, რა იდიოტია ადამიანი... ზაფხულში ზამთარი და თოვლი ენატრება, ზამთარს ზაფხულის მოლოდინში ატარებს... სისულელეა, ყველა ადამიანი სულელია, ჰგონიათ რომ მუდამ იცოცხლებენ. ყველა უკვდავია სიკვდილის წინა დღემდე. მაგრამ სიკვდილი ყველგან არის, განა ყველანი მისი შვილები არ ვაართ?! დრო მოვა და ყველა მიხვდება, მიხვდება რა უაზროა ცხოვრება, რა უაზროა ადამიანი. არაფერს აქვს აზრი. არაფერს, გარდა ერთისა... I. პირველი დღე პირველი დღე გათენდა თუ არა, გულგახეთქილი წამოვვარდი საწოლიდან, ,, ეს მაღვიძარა ერთხელაც ბოლოს მომიღებს!'' ჩავიბუტბე და აბაზანის კარი შევაღე. ვჩქარობდი, არ მინდოდა სკოლაში პირველ დღესვე დამეგვიანა. ყოველთვის 15 წუთით ადრე გავდიოდი სახლიდან. სკოლა 9-ზე იწყებოდა. როცა ჩავიცვი და სარკეში ჩავიხედე, სარკის მოპირდაპირე მხარეს საათს მოვკარი თვალი. უკვე ცხრას ათი წუთი აკლდა, საჩქაროდ ავიღე ჩანთა და სკოლისკენ წავედი. გზად ჩემი მეგობარი შემხვდა, მივესალმე და სკოლამდე ერთად გავაგრძელთ გზა. -შენ ამბობ რომ დიუმა ბონაპარტისტი იყო? ჯიუტად შემომხედა ემამ -ზუსტად! გამოვაჯავრე და გაბრაზებულმა შევხედე. -კარგი რა ჰანა! სასოწარკვეთილმა შეჰყვირა. ვინმეს რომ გაეგონა მისი წამოძახილი იფიქრებდა რამე ატკივდაო. როგორ მაბეზრებდა თავს! მაგრამ მაინც მეგობარი იყო. ვერაფერს იტყვი მშვენიერი დასაწყისია! -ემ მოდი ამ თემას მერე მიუბრუნდეთ ახლა კი წამოდი ელი და როუზი ვნახოთ. ზუსტად ვიცი, ემამ თავი გამარჯვებულად ჩათვალა, მაგრამ არმინდოდა პირველივე დღეს სისულელეზე კამათი ... მალე სკოლას მიუახლოვდით და გოგოებიც გამოჩნდნენ. როუზი და ელი როგორც ყოველთვის ჩვეულებრიად გამოიყურებოდნენ, როუზს სახეზე ცბიერი ღიმილი დასთამაშებდა, ელი კი ჩვეულებისამებრ კლასელ ბიჭებზე ბურტყუნებდა. -წარმოგიდგენიათ?! მიკმა პირველივე დღეს მახეში გამაბა. -კარგი რა ხომ იცი როგორ უყვარს იდიოტური გართობები. გამოეპასუხა ემა -ჩვენც მოვუწყოთ კარგი ოინი რასიტყვით გოგონებო?! ჩაიფხუკუნა როუზმა. -გოგონებო მედუზა გვიახლოვდება. წავიჩურჩულე და ხეს მივეყრდენი. ეს იყო სკოლის დირექტორი ქალბატონი ფილთზი, რომელსაც საუკეთესოდ ეხერხებოდა ბავშვების გამოლანძღვა. საშუალო სიმაღლის, ქერა საშინელი გამომეტყველების ქალი დიდი ცხვირითა და მოგრძო სახით. მე მას მედუზა შევარქვი, ის ჰგავდა ბერძნული მითოლოგიის გმირ გორგონას. ეს არსებები ადამიანებს თვალებში შეხედვით აქვავებდნენ, მე კი როცა თვალებში მიყურებდა ვქვავდებოდი და ადგილიდან ვერ ვიძვროდი, ამიტომაც შევარქვი ეს საშინელი სახელი. მისი არ მეშინოდა მაგრამ უნდა ვაღიარო ძლიერი ჰიპნოზის უნარი ჰქონდა. როუზს ყოველთვის ეცონებოდა ამ სახელზე, მითუმეტეს მასაც უყვარს მითლოგია. -გოგონებო მგონი ჯობია სკოლაში შევიდეთ. თქვა როუზმა და თმა შეისწორა. კლასში შევედით, ყველა სიხარულით ესალმებოდა ერთმანეთს. ბიჭები როგორც ყოველთვის ახალ მანქანებზე საუბრობდნენ. გოგონები კი ახალ ბიჭებზე. ყველას მივესალმე და ჩემს მერხს მივუჯექი. გოგონებიც ჩემს ირგვლივ დასხდნენ. ვცდილობდი თავი ამერიდებინა მიკის ოინებისთვის მაგრამ რვეული მაინც წამოვიდა ჩემსკენ, როუზი რომ არა თავში მომხვდებოდა. მან დაიჭირა რვეული და მიკს ესროლა. მიკს პირდაპირ სახეში მოხვდა სქელ ყდიანი რვეული, რომელიც ამდენი ფრიალით სულ მთლად გაცრეცილიყო. მალე გაკვეთილი დაიწყო. კლასში მკაცრი გამომეტყველების მასწავლებელი შემოვიდა, ეს ჩვენი ახალი მასწავლებელი იყო მის მარტინი, იგი ქიმიას გვასწავლიდა. შავი თვალები ქორივით უელავდა, თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი, სწორი ცხვირი ჰქონდა და წვრილ ტუჩებზე წითელი ტუჩ საცხი ესვა. გამიგონია რომ მას ბავშვები ,,ღუჟე ლევღს’’ ეძახდნენ, ეს ფრანგულიდან ითარგმნებოდა როგორც ,,პომადა’’. სასაცილოა, ალბათ არასოდეს აქცევს ყურადღებას აბეზარ ბავშვებს, წყნარი და მშვიდი გამომეტყველება არ შორდება სახიდან. -მოგესალმებით ბავშვებო! მე თქვენი ახალი მასწავლებელი ვარ მის მარტინი, იმედია ერთმანეთს გავუგებ... სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა რომ კლასის კარი გაიღო და 4 მაღალი ბიჭი ერთდ შემოვიდა ოთახში. ესენი იყვნენ ახალი ბიჭები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.