შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემოდგომისფერი მირა (სრულად)


3-02-2017, 17:47
ავტორი Nia kvaratskhelia:)
ნანახია 3 391

მუსიკის მოსმენის დროს მეჩვენება, რომ იმას ვგრძნობ, ის მესმის და ის შემიძლია, რასაც ჩვეულებრივ ვერ ვგრძნობ, რაც არ მესმის და არ შემიძლია...
მე,მთვარე და ჩარკვიანი საუკეთესო მეგობრები ვართ, ბავშვობიდან..
ხომ გაგიგიათ ფრაზა, საუკეთესო მეგობრები არ არსებობენო ? მჯეროდა უაზროდ
მერე მთვარე და ირაკლი გამოჩნდა...

ბავშვობიდან, დაძინების წინ, აივანზე გავდივარ და მათ ვხვდები.
მათთან ერთად ვსაუბრობ,ვგრძნობ ყველა'ფერს : იისფერს,ყვითელს, ვარდისფერს, ლურჯს, ნისლისფერს, წითელს, შავს, თეთრს,მწვანეს........
არ გეგონოთ,რომ დღისით არ ვმეგობრობთ, უბრალოდ ორივეს ვერ ვხედავ,მაგრამ ვგრძნობ,დღისით ორივეს ვგრძნობ.
ჰო, დამავიწყდა საერთო მეგობარი გვყავს მე და ირაკლის, ყურსასმენები...
გვეხმარება ვიკონტაქტოთ და გზას გვიადვილებს...
 დედა ყოველთვის მეკითხებოდა, რა გჭირსო ?
რა უნდა მჭირდეს ?! არ შეიძლება მეგობრები მყავდეს ?...
მახსოვს,როგორ შემოდიოდა ჩვენი კარის მეზობელი, თინიკო და სულ ეჩურჩულებოდა შევულოცოთო, ამაზე ხარხარი მიტყდებოდა...
თქვენ წარმოიდგინეთ, საგიჟეთშიც მქონია ვიზიტი, მერე ვიღაცამ გამომიყვანა, არვიცი და არც მაინტერესებს ვინ
ამის გამო ყველა გიჟად მთვლიდა
ახლაც
ზედმეტასახელებიც არაჩვეულებრივი მაქვს
"გიჟი მირა"
"ვერელი მირა"
"შეშლილი,ვერელი მირა"
არ მწყინს, პირიქით მომწონს
ამაზეც გიჟად მთვლიან, ჩამთვალონ მე რა ? მე ხომ მაინც ვფერადდები ამ ღორულ სამყაროში...
ჩემი ვერა, ჩემეული ვერით ვფერადდები
ვგიჟდები თბილისზე, ვგიჟდები ვერაზე და აქ მოძრავ ჰაერზე, ვგიჟდები ვერელებზე,ვგიჟდები ჩემს იტალიურ ეზოში მცხოვრებ ბო*ების და ქურდების სწრაფ დამდგენ ბიუროზე...
დედაჩემიც მათი წევრია,რა ვქნათ ? მაინც არაფერი შეიცვლება, ისევ მწვანე ფერისები იქნებიან...

შუა ღამეა
აივანზე მოგვწყინდა
ჩარკვიანი ჩამჩურჩულებს
"მოდი წავიდეთ"
ხოდა წავიდეთ!

მწვანე, მოკლე,ფუშფუშა კაბას ვიცმევ, ყვითელ მაისურს და ნარინჯისფერ,გრძელ კაშნეს ვიხვევ
წითელ,მწვანე და იისფერ ბათინკებს დავცქერი.
მწვანეო, მჩურჩულებს ირაკლი
არ ჩერდება
კარგი,დავუჯერებ ირაკლის.
კაბის ფრიალს, ჩემი წითური თმაც ყვება ცეკვაში.
ვალსს ცეკვავენ
მეც ვცეკვავ ვალსს
ვერაზე ჩვენ ვცეკვავთ
ვცეკვავთ,ვტრიალებთ,ვფერადდებით ჩვენ ვერის ქუჩებში
ვფერადდებით..
"ისევ ამოდის თეთრი მთვარე "
ირაკლი მთვარეზე ლაპარკობს
ხომ გითხარით, ვუგებთ ერთმანეთს...
-მირა, რატომ დახტიხარ ? უი ბოდიში, შენ ჩარკვიანტან ერთად ხარ ხო ? მე მაპატიეთ
რა სასაცილოა !
-ვანო, ჩემი ძმა ხარ, სულ ყველაფერს როგორ ასიანში არტყავ!
მხარზე ხელს ვუტყაპუნებ და ისევ ცეკვა-ცეკვით ვშორდები ვერის ბირჟას.
-შვილო, არ გცივა ასე შიშველი ფეხებით ?
-თინიკო,არა, არ მცივა. თინო მე ვფერადდები
-ღმერთო,შენ უშველე ამ საცოდავს _ ბუტბუტებს თინიკო, ვიგებ და კიდევ ვფერადდები.
ვიცინივარ
და ფლეიერს ვაწვები
"ისტორიას"
ისტორიას
ნეტავ, თუ დავრჩები ისტორიას ?
დავრჩები ?
გამიხსენებენ ?
რა ბოდიალობ მარგო,ირაკლის მოუსმინე!
ბავშვები სახლში მიდიან
ჩემი ბავშვები
ყველაზე სუფთები
ყველაზე მეტად,ამათ ვუყვარვარ
როგორ ეუბნებიან დედები
"არ გაეკარო, გიჟია"
მაგრამ მაინც მოდიან, მეხუტებიან და მაფერადებენ.

-ჯეკო, მეც მათამაშეთ ფეხბურთი რა_ვუახლოვდები კაბის ფრიალით.
-კარგი_ ბურთს უკან აბრუნებს და გაუბედურებულ სტადიონზე ბრუნდებიან ბავშვები.
ფეხს ვწევ და კაბაც მაღლა მეწევა
ვერისეული ქარიც ხელს უწყობს და ჩემი კაბაც აღარ მიფარავს  ვარსკვალავებიან საცვალს.
გაეღიმათ
გამეღიმა
-მეც მინდა ეგეთი_ ტუჩები დაბრუცა პატარა დარომ.
სიცილი დაიწყეს
იცინოდა მარგო
ბავშვები
ვერის უბანი იცინოდა...
 ***
 სახლისკენ მიდიოდა.
გინების ხმა მოესმა, ვანიკოს ეზოდან.
იქით გაექანა.
წითელი,მოჭრაჭუნე ჭიშკარი შეაღო
ვანიკო ნაცემი დახვდა.
-მირა, წადი ! შენი თავი არ მაქვს_ ცხვირზე მოისვა ხელი.
-რატომ ვანიკო ? გინდა ბიჭებს დავუძახო ?
-არა!
-მაშინ, გინდა ვიცეკვოთ,ტკივილმა რომ გადაგიაროს_თვალები ააფახურა.
-მირა, მოშორდი აქედან!
-არ წავალ, ერთად ვიცეკვოთ!
ფლეიერადან ყურსასმენები გამოვაძვრე და ჩარკვიანი ჩავრთე.
ზლოზვნით წამოდგა, მაჯაში ხელი მომკიდა და ეზოდან გამაგდო.
არ მწყენია, საერთოდ
საერთოდ არ მწყენია.
ფუშფუშა კაბა გავისწორე და სახლისკენ ავიღე გეზი.
***
-მირა, გილოცავ_ მომახტა დარინე და ვარდისფერი კაბა დამიჭმუჭნა.
-დაროო, ჩემი იასამნისფერი გოგო ხარ შენ!
-მირა, შენ რა ფერის ხარ ?
-აბა რავიცი ჩემო დარო-ავდარო?
-იცი, მეც ვერ დამიდგენია შენი ფერი, მაგრამ აუცილებლად ვიფიქრებ!
-წამოდი, თინიკოს გაზი გადავუკეტოთ
-ეგ ხომ ცუდი საქციელია, შენ ხომ ცუდი არ ხარ ?
პასუხი არ გავეცი, ასე აჯობებს.
***
-მარიამ, მოდი აქ!
-მირა მქვია მე!
-მარიამი!
-მირა მქვია, მირა !
-მარიამ, შვილო რა გჭირს ? დავიღალე გაიგე ? მარიამ... დავიღალე _აქვითინდა ქალი.
-მე წავედი, ფოთლები უნდა დავითვალო.
ნარინჯისფერი ბათინკები ფეხზე მოვირგე და კარს უკან გავუჩინარდი.

***
ისევ ვერა
ისევ ირაკლი
ისევ მთვარე
-იცით, ჩემი ფერი ვერ დავადგინე, დარო შემპირდა, ხომ იცით ის გოგო, ის პატარა იასამანისფერი ბავშვი, როცა მივხვდები გეტყვიო.
***
-ავარიაა, ვერაზე
-მერე რა, არ გკიდია ?

-ვინ ვის დაეტაკაა ? არ მესმის, გარკვევით თქვი
-ვერაზე ? ის გიჟი მირა?
-ვაიმეეე, რა საშინელებაა

-ალოო, ალოო, არ ისმის კარგად
-რაა ? ვერ გავიგე
-ვინ მირა ?!

თეთრი განათება მაღვიძებს
ვიღაცა რაღაცას გამეტებით აჩხაკუნებს
არ ისვენებს
საშინელი წამლების სუნი ცხვირს მიწვავს და ამქვეყნად მაბრუნებს
მამჩნევენ ალბათ
მოდი, თვალებს გავახელ
-მარიამ, გესმით ჩვენი ?_ვიღაც სალათისფერ ხალათში გამოწყობილი ქალი დამყურებს ზემოდან.
-მირა მქვია!
-ექიმო, ასე იცის, მირა მქვიაო,მაგრამ მარიამია, ჩვენ ასე დავარქვით_ატიტინდა დედაჩემი.
-ქალბატონო, მაგას ახლა რამე მნიშვნელობა აქვს ?!
 მკაცრად გახედა სალათისფერმა.
-მირა, როგორ გრძნობ თავს ? ავარიაში მოყევი, მაჯა გაქვს ამოვარდნილი და ტვინის შერყევაა, ყველაფერი კარგადაა,შენ არ ინერვიულო უბრალოდ კარგი ?_ღიმილით შემობრუნდა სალათისფერი გოგო.
-ანაკო, მიმღებში გეძახიან!_ მკაცრი სახით შემოვიდა ვიღაც ბიჭი.
შავგვრემანი, კუპრივით შავი თვალები ჰქონდა, უკუნითი შავი თვალები, იმდენად შავი მაშინვე მოვაშორე ჩემი იაგუნდისფერები.
თმაც შავი ჰქონდა, ნახშირივით შავი...
საშინლად შავი იყო ეს ბიჭი, მაშინვე ცუდი აურა დაბადა თითქოს
-მირა,მე ბექა ვარ, დღეს ვერ გაგწერთ სახლში, ხვალ კი თუ ყველაფერი მწყობრში იყო, შეიძლება შინ დაბრუნდეთ.
-კარგით.
გამიკვირდა, საიდან იცის რომ მირა ვარ ? რომ მქვია მირა ?
მეშავებოდა ეს ბიჭი, თანაც საშინლად...

აპარატების წრიპინი ჩემს ყურებს ვნებდა
ძიძგნიდა
და მშლიდა
მერე შეტევა მქონდა, ყველა ფერმა ერთად დამარტყა თავში
ცისარტყელასავით ჩაჯდნენ მატარებელში და სუფთა ვენების დახამარებით ტვინში ამოვიდნენ,მერე კი იფეთქეს, გასკდნენ ბუშტივით,ფერადი ბუშტივით.
იფეთქეს ფერებმა
ჩემმა,შენმა,მისმა ფერებმა
დამაბეს
გამთიშეს
და წამიყვანეს

***
ფანჯრის უკან შემოდგომას ვუცქერდი და ვტიროდი
მე დღეს ნაცრისფერ,თეთრ ავზში გავფერადდი
არა, მე ვერ გავფერადდი
მე 2 ნოემბერს ნაცრისფერი ვიყავი
ვტიროდი,ვკრუსუნებდი,ვწკუმუტუნებდი
გარეთ მინდოდა
ჩემს ფერად ბათინკებთან ერთად ვერაზე
ვერაზე
სადაც ვანიკოს ვნახავდი
სადაც თინიკოზე ვიცინებდი
სადაც დარინე შემომხვევდა ხელებს
სადაც მთვარეს დავინახავდი
მე მინდოდა აივანზე,ჩემთან,სახლში
ისევ მომესმინა ირაკლისთვის და ისევ მესაუბრა მთვარესთან
მე მინდოდა ჩამეცვა ისევ ფუშფუშელა ფერადი კაბები,მაგრამ მე არ ვიყავი ფერადი
მე ამას ვგრძნობდი
მე არ ვიყავი ფერადი,იმიტომ რომ მე ვტიროდი
მე 2 ნოემბერს ნაცრისფერი ვიყავი
მე ვერ ვიქნებოდი ფერადი
მე ვიქნებოდი მირა,მაგრამ არა ფერადი
მე ვიქნებოდი ვერელი ისევ და ისევ მირა,მაგრამ მე ვერ ვიქნებოდი ფერადი...
***
თეთრ ოთახში ვარ, ერთი ხის მაგიდა, პატარა ხის სკამი,ფიცარივით ლოგინი მარგუნეს.
აქ უკვე 2 დღეა რაც ვარ
კლინიკაში თურმე უგონოდ 4 დღე ვყოფილვარ.
შემდეგ შეტევა მქონია და აქ გამომაქანეს,დედაჩემის დახმარებითაც.
სასადილოში
მწვანე და თეთრ სასადილოში მითხრეს ქალებმა,ასე გავიგეთო.

***
ახლაც აქ ვარ
ექთანი შემოდის და წითელ აბს მაწვდის
ურეაციოდ ვიღებ და ვყლაპავ
წყალი მიყვარს
მომწონს
მიაქვთ წყალი,არადა კიდევ მოვსვავედი...
***
ისევ მკაცრი სახით შემოდის ბექა
ბექა ექიმი
ექიმი ბექა
აი ის ბიჭი, შავი რომაა
თურმე ჩემი ექიმი ყოფილა, და ისიც აქაა
მაშინებს მისი შავები, ვერც ვუყურებ თვალებში იმდენად შავი ფერისაა...
-მირა, დღეს როგორ ხარ ?
არ ვცემ პასუხს, ხომ იცის, არ ვარ კარგად
-მე მგონი გეკითხები შენ!
ოხ, მომთხოვნი გაგვიხდა ხმა ?!
-რა გნებავთ ?!
-მაინტერესებს, როგორ გრძნობ თავს მირა
-ძალიან კარგად!_ცინიკურად ვცემ პასუხს და ვბრუნდები.
-დღეს წამლებს არ მიიღებ
-რატომ ? მე მინდა წამლები, განსაკუთრებით წითელი
თავს დანებებით აქნევს და თეთრი ოთახიდან გადის
ჩემი თეთრი ოთახიდან
თეთრი ოთახიდან,რომელშიც დაიკარგა ჩემი ფერები
გაქრა ყველა
მაგრამ ვგრძნობ
რაღაცას ვგრძნობ
მგონი ერთი დამრჩა
სულ სულ სულ
ერთი ფერი
ფერი ერთი
მეტი არა..

***
მეექვსე დღეა
დღეა მეექვსე
უმთვაროდ
უირაკლოდ
უფუშუფშოდ
უკაბოდ
მაგრამ იგივე
გარუკვეველი ფერით შევცქერი თეთრ კედლებს.
ყოველდღე შემოდის შავი.
მელაპარაკება,თითქოს ირაკლი იყოს ჩარკვიანი.
ხრინწიანი ხმა აქვს
ამავდროულად თბილიც და თითქოს ის "თბილი" ხმაც გწვავს...
ვლაპარაკობთ.
მომწონს მასთან საუბარი, მაგრამ ირაკლი უფრო მირჩევნია.

***
დღეა მეცხრე
მეცხრეა დღე
არ შემოსულა
მეწყინა?
არა ვინაკლისე
ჩემეულად ვინაკლისე.

***
დღეა მეათე
მეათე დღეა
ახლა ის შემოდის და მიღიმის
გაინტერესებთ ჩვენი დიალოგი ?
მოიცადეთ, ის საუბარს იწყებს.
-მირა, როგორ ხარ ?
-ჩემებურად
-მეც კარგად
-როდის გავალ ?
-როდის ? რამე გაკავებს,მირა ?
-კი! ეს თეთრი კედლები,რომელიც არ მომწონს და შენც!
-მეც ?
-კი, შენც!
-მე რატომ ?
ცალყბად გაიღიმა და თავისი შავები სახესთან უფრო ახლოს მომიტანა.
-შენ ხარ ექიმი და შენ მაკავებ ასე არაა ? შენ შეგიძლია გამიშვა,მაგრამ არ მიშვებ,არც წამლებს მაძლევ და რატომ ? მე ხომ მიყვარს წითელი აბები, მიყვარს წითლები, ლურჯებიც მაგრამ წითლები უფრო კარგია.
-ნუ ამბობ ასე,გთხოვ
-გამიშვი
ვიცინი
იატაკზე ვწვები და ვიცინივარ
ძალიან მეცინება
რა საყვარლები არიან!
-ვერ გაგიშვებ
-კარგი
-მირა
-რა ?
-კარი ღიაა, შეგიძლია წახვიდე
ჩუმად ამოილაპარაკა
ძალიან ჩუმად
თავისთვის
-მართლა ?
-კი, წახვალ ?
-ჩემი მწვანე ბათინკები აქ არის ?
-აქ არის.

***
დღეს 14 ნოემბერია
საგრძნობლად
14 რიცხვია
საგრძნობლად ნოემბერი.
მე ნოემბერი მომეწონა
მე 14იც მომწონს.
14 ნოემბერი მომწონს.
მომწონს, აბსტრაქტულად, თითქოს მხატავს თეთრ დიდ კედელზე
მაგრამ არა!
მე თეთრი არ მომწონს!
მოდით, ყვითელ კედელზე დამხატოს,14მა ნოემბერმა.

***
შემოდგომაა
ისევ ისე
აბსტრაქტულად ვგრძნობ ამ სეზონს,რაღათქმაუნდა ირაკლისთან და მთვარესთან ერთად.
დავდივარ ქუჩებში და ისევ უსასრულოდ ვცეკვავ, თუმცა სხვა ფერში.
ვგრძნობ იმ ფერს,მაგრამ ვერ ვამბობ, ვერ ვარქმევ სახელს,არვიცი.
მე ისევ სახლში ვარ, მომწონს ? დიახ, მომწონს მათით ვხალისობ.
ვიღვიძებ, ფანჯრიდან მზე აწუხებს ჩემს თვალებს.
იანგუდისფერი თვალები მაქვს, იშვიათი და ლამაზი.
მე მომწონს ჩემი თვალები, მომწონს.
დენდარტყმული ვიცმევ ყვავლიებიან სარაფანას, ალუბლისფერ ბათინკებს და ყვითელ ჟაკეტს.
-სად მიდიხარ,მარიამ ?
-მირა!
-ხო,სად მიდიხარ მირა?
-არაფერი დამემართება,ნუ ღელავ
თმებს ვიშლი.
იტალიური ეზო მიყურებს და მეც ვხალისობ,ღიმილით ვუვლი მათ და გარეთ გავდივარ.
შემოსახვევში გაწამაწიაა,ნეტავ რახდება ? ან ეს დიდი მანქანა რისთვისაა ?
ალბათ ვინმე გადმოვიდა,წავალ ვნახავ.
-მირა!
-დარინევ!
-ვიღაც გადმოდის
-მართლა ?
-ჰო
-დაკო! დროზე სახლში!_ჩემს დანახვაზე, პატარა დარინეს გამოჩხავა დედამისმა.
-დაკო არა, დარინე!_ვუყვირი მე, შეშინებული ბავშვი კი დედასთან მირბის.
-დაკო,წამოდი დედი, ამ გიჟს ნუ ეკარები
-ნახვამდის_ხელს მაინც მიქნევს პატარა.
-კარგად, ჩემო საყვარელო და იცოდე! ნუ ეტყვი საყვარელ დედას,რომ ცდა მოთმენად ღირს,რომ წყენას შენს,ვერავინ გაბედავს,რომ შენ უყვარხარ გმირს! იცოდე,დარინე ეს ირაკლიმ თქვა,ჩარკვიანმა!

***
 
ნოემბერი იწურება, მე ვითლები და ისევ იმ ფერში ვტრიალებ.
ისევ ისე ვარ, იმ შემოსახვევში შევდივარ.
გაყიდულ სახლს ვაკვირდები.
ფერი აქვს კრემის, უჰაერობას მაგრძნობინებს.
 აივნის კარი იღება და იქიდან ვიღაც გამოდის.
რა ნაცნობია, ქვემოთ იხედება და ვაკვირდები.
ისაა, შავია.
მცრის და ვკრთები, ნეტავ, ნეტავ, ახლა წამიყვანს ?
მე,მე არ მინდა!
გაიქეცი,მირა!
-მირა!
-ბექა!
-როგორ ხარ ?
-არამიშავს, მე უნდა წავიდე!_სწრაფად ვამბობ და გასაქცევად ვემზადები.
-შემოდი, ჩაიზე გეპატიჟები
-იყოს,არ მინდა
-მოდი!
უნდა შეხვიდე! ისევ გიჟად ჩაგთვლიან!
ხის კარი გაღებისას ჭრიალებს,ეს უფრო მბოჭავს.
კიბეებიდან ჩამოდის და ჩემსკენ მოემართება.
მე უკან ვიხევ,თითქოს მოწყურებულია ? ან რაღაც უნდოდა და ვერ მიიღო,ჩამჩურჩულებს ირაკლი.
ცოტა ხანი მოიცადე, ირაკლი.
-იცი, არც პიტნის,ლიმნის,მალინის და ეგეთი რაღაცეები არ მაქვს, უბრალოდ ჩვეულებრივი ჩაი,რომ დავლიოთ,მირა ?
-არაა პრობლემა_ვუღიმი და სავარძელში ვჯდები.
ჩემი სარაფანა მუხლებზე მაქვს "დაფენილი", ვუყურებ მის სისწორეს და ალუბლისფერ ბათინკებს.
ზედმეტად მომწონს ეს სარაფანიც, ბათინკებიც და სწორი ფეხებიც,გალურჯებული და გამხდარი რომაა.
-აი ჩვენი ჩაიც_ხის მაგიდაზე დებს ფინჯნებს, შემდეგ ჩემს პირდაპირ მდებარე სავარძელში ჯდება და ყურებას მიწყებს.
მერე ?
მერე სიგარეტს იღებს და ეწევა.
არ მიყვარს სიგარეტი,მისი ბოლი და ზმანება!
თავისი ჩაი ცივდება,მე ჩემით ხელებს ვითბობ.
მერე ვეღარ ვითმენ,ფოთლები ყელში მიჭერენ.
-ნუ ეწევი!
-რატომ ?
-ვერ ვიტან,რათუნდა ამას ამდენი ამბავი! უბრალოდ ნუ ეწევი!
-ისე, აწერია,გვეუბნებიან, კლავსო და გვყიდიან,რა თემაა იცი ?
-კი,ვიცი,ადამიანობაა ეგ
-სხვანაირი ხარ
-რატომ ?
-სხვა ხარ
-ალბათ,იმიტომ რომ უფრო ნამდვილი ვარ, სხვებთან შედარებით
-ალბათ,მაგრამ კიდევ სხვა ხარ,მირა!_გამოკვეთილად თქვა ჩემი სახელი.
-არვიცი
-რატომ დაირქვი მირა ?
-მე არ დამირქმევია, ირაკლი ჩარკვიანმა და მთვარემ დამარქვა
-როგორები არიან ?
-ისინი არსებობენ ჩემთვის, ვგრძნობ მათ, მესაუბრებიან დაუსრულებლად, ყველაზე ნამდვილები, ცამდე მართლები და სუფთები ისინი არიან, ისინი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან! ყველაზე მეტად მათ ვგრძნობ და რატომ იცი ? აბსტრაქტულად, ჩემეულად ჩემთვის არიან და იქნებიან,უბრალოდ ვერ ხედავენ ეს ადამიანები ამას და ამიტომაც მეძახიან ალბათ გიჟს.
-და ეს შენი ჩაცმულობა, საქციელები ?
-ჩაცმულობა ჩემია! ის ვარ,რაც მაცვია და საერთოდ ეს რა საუბარია ?! საქციელები კი რა? რა არის ამაში განსხვავებული და გასაკვირვებელი ?
-ხომ გითხარი, სხვა ხარ!
-საერთოდ არ მესმის შენი,ბექა!
-ბევრჯერ დამიძახე ბექა რა
-დაგიძახებ,გპირდები!
-ფსიქიატრიულში შენი აზრით რატომ გკეტავენ ?
-უნდათ,რომ ჩემს მეგობრებს ჩამომაშორონ და მეტი არაფერი,ჩემი ბედნიერება არუნდათ!
-შენ ასე ფიქრობ ?
-კი,ასე ვფიქრობ.
უეცრად ფანჯრები ძლიერმა ქარმა შემოაღო.
სიომ სახეში,არტერიაში და სხეულში შეაღწია,შემკრა და გარეთ გავარდნა მომინდა.
-უნდა წავიდე!
გარეთ გავედი, შემოსახვევიდან გამოვვარდი და ხელები მაღლა ავწიე.
თითქოს პეპლები ამოვიდნენ, ამოფრინდნენ ჩემი გულიდან და იმ ფერით მომნათლეს, რომელიც ჯერ კიდევ ვერ დამიდგენია.
ვტრიალებდი და ვთავისუფლდებოდი.
დაწოლა მომინდა, ვეღარ დავდექი და დავწექი.
ბათინკებში ჩატენილი ყურსასმენები ამოვაძვრინე, პატარა ფლეიერში ირაკლი ჩავრთე და თვალები დავხუჭე.
მოვწყდი ყველაფერს.
 მსიამოვნებდა ის ფერი,რომელსაც ვგრძნობდი და ირაკლიც მაგრძნობინებდა.
მჩურჩულებდა,რომ იყო კარგი და ჩემი!
მე ვინათლებოდი ჩემში,შენში,მასში და მათში!
ვგრძნობდი,რომ ყვითელი,გახუნებული ფოთლები ელაგა და დაფარფატებდნენ ჩემზე.
აბსტრაქტულად, სხვანაირად ვწამობდი იმ ფერს, მგონი ფერიც აღარ იყო, უფრო სხვა იყო კიდევ.
ზედმეტად ვიჯექი მის ტყავში,ზედმეტად მინდოდა დავრჩენილიყავი  ? არა, მე სულ ეს ფერი ვიქნებოდი, მის ტყავში ვიქნებოდი, იმიტომ რომ ჩემი იყო.
ვიცოდი, ყველა მე მლანძღავდა ან მიცოდებდა და დამტიროდა,უფროსწორედ დედაჩემს დასტიროდა...
მე მეკიდა, არა,არ მეკიდა, მე ვხალისობდი ჩემს ფერთან და ირაკლისთან ერთად, მთვარე არ მიყურებდა,მაგრამ ვგრძნობდი,რომ ისიც ჩემთან ერთად იყო.

***
ბექასთან სულ 4 შეხვედრა მქონდა, ისიც თავის სახლში.
იმ სახლიდან რომ გამოვდიოდი, უცნაური გრძნობა მიფლობდა და მითრევდა, აუტანლად კარგი იყო იქ, ბექასთან და ჩაისთან ერთად.
ბექას უცნაური ხასიათი ჰქონდა,ან ძალიან მხიარული იყო,ან ძალიან მოწყენილი და სერიოზული. შუალედური მდგომარეობა მისთვის არ არსებობდა.
ახლა მასთან მივდდივარ.
ფუშფუშა,მოკლე,ყვითელ კაბას ვიცმევ.
ბათინკებს დავყურებ,ჩემს ყველა ბათინკს,რომლებიც ასე ძალიან მომწონს.
მწვანე არ მინდა, არც იიისფერი,არც იასამნისფერი, არც ალუბლისფერი,მოდი ყვითელი იყოს.
ყვითელ კაშნეს ვიკეთებ და გარეთ გავრბივარ ცეკვა-ცეკვით.
ყვითელ,ნარინჯისფერ,გახუნებულ ფოთლებს ვხედავ.
მინდა რომ ისინი ჩემი იყოს. სულ ჩემი,მე მათ ვგრძნობ,ჩემი დაკარგული ფერებივით ვგრძნობ,რომელებიც არ მეკუთვნოდა.
მაგრამ ეს ფოთლები მეკუთვნის და მორჩა.
რამოდენიმეს ვიღებ და თმაში ვირჭობ. თითქოს თავზე გვირგვინი მადევს,რომელიც რაღაც ფრად კაშკაშებს. შეუმჩნევლად ანათებს,ასე თავისთვის.
შემოსახვევთან ვჩერდები.
ფეხები კანკალებს, ხელებიც, მხრებიც, ნიკაპიც, ტუჩები.
განა სიცივისგან ?
რა სისულელეა. იმ მუხტისგან,აი წინათგრძნობას რომ გავს,რომ ელოდები იმ დიალოგს,რომელიც შედგება. საშინლად,აუტანლად სასიამოვნოდ შედგება.
აი იცით,რა განცდაა?
იცი,რომ დაცლილი ხარ და ავსებული გამოხვალ.
იცი,რომ დაცლილი შეხვალ და ავსებული იქნები.
იცი,რომ მოინათლები მეხუთედ და უკანასკნელად, იმ სახლში.
-შემოდი.
ცივი იყო. მეტად ცივი, ისე რომ მირასაც კი ააკანკალა ბუხრის წინ.
ტუჩები დალურჯებოდა და ბუხრის წინ ჩამომჯდარიყო.
-ახლა არც ჩაი მაქვს და არც ყავა.
-არ მინდა, არაუშავს.
ჩაეცინა, ცალყბად ჩაეცინა. თავი მირასკენ მიატრიალა და კითხვებით სავსე თვალები მიაპყრო.
-ჩემი ფოთლები მოგწონს ?
-მომწონს, გიხდება.
-ხო, მიხდება.
-მირა
-რა ?
-ფერები გიყვარს ?
-აღარ მიყვარს, ბექა.
-აღარ ?
-რაც შენ გაგიცანი, მის შემდეგ ჩემთვის ფერები აღარ არიან, მხოლოდ ერთი დამიტოვეს.
-რომელიც შენ ხარ ?
-ხო,ალბათ ვარ.
-მე რა ფერის ვარ ?
-არვიცი.
-უნდა იცოდე!
-სისულელეა.
-ის არააა სისულელე, მე რომ მიყვარხარ ?!
გატოკდა.
პირველად უთხრეს რომ სხვნაირად, უყვარდა.
დაიბნა, ბრინჯივით დაიბნა, აიშალა და სასიამოვნო  გრძნობამ აუტანლად დაუარა მთელ სხეულში.
ეს პიკი იყო.
უკანასკნელი პიკი იყო ბექასთან.
უკანასკნელი პიკი იყო შავთან.
უკანასკნელი პიკი იყო მასთან.
პიკი იყო მელანქოლიური და მორჩა.
გამოიქცა.
ისევ დაწვა და გაივსო.
აივსო და აღარ იცლებოდა.
აღარ იყო სიცარიელე, მხოლოდ მუცელში,თმებში და სხეულზე იყო ფოთლები.
მეტიც ყველაფრისგან არაფერი იყო,ხოლო არაფრისგან ყველაფერი...

***
ნოემებერი აღარააა.
ერთი ფოთოლი მომწყვიტეს,თუმცა ბევრი მაქვს.
უფრო ბევრი დამიგროვდა.
შემოსახვევში აღარ შევდივარ, ბექა გადასულა.
არც არაფერი მიგვრძნია.
ახლა ?
ახლა მაცვია თეთრი.
უჩვეულოდ თეთრი კაბა და ნაცრისფერი, გახუნებული ბათინკები.
თან მომწონს,თან არა.
თან ცუდს ვგრძნობ,თან კარგს.
ფოთლები მყავს, ისევ მყავს, ერთის გარდა.
დაჭკნა და ვეღარ გაძლო, არადა როგორ მიყვარდა.
ვანიკოს დასაფლავებაზე მივდიოდი.
ეს წითელი ჭიშკარი ისევ ისე იყო,არაფერიც არ შეცვლილა.
ბიჭები ტიროდნენ,ქალებიც,ბავშვებიც და ბებრებიც.
მე რატომ არ ვტიროდი ?
არვიცი.
არ მეტირებოდა.
სანამ მიწას,იმ შავ მიწას დააყრიდნენ მის კუბოს, სასწრაფოდ მივვარდი მათ.
-გაუშვით!
-მირა,დაწყნარდი, რამოხდა ?_ვიღაცამ გამოყო თავი, ბიჭი იყო.
-რა წესია ?! რა წესი ? რომ მოკვდება მიწას აყრით და თავიდან იშორებთ ? მერე ალბათ დააჟღვლინტავთ, ერთ ყვავილს გადაუგდებთ, კარგად იქეიფებთ, იტყვით ეს საწყალი ბიჭი რამ მოკლაო და მორჩა ხომ ყველაფერი ?! აი ამიტომაც ხართ ღორები. საქონლები, თქვენ,საქონლები ხართ! ფერიც აღარ გაქვთ, ფერის ღირსებიც აღარ ხართ! მე მოვრჩი. ნახვამდის, ვანიკო!

ჩემი კაბის ფრიალით სახლში წავედი.
როგორ დუმდა ვერა, რა წესია ?!
ჩემი დარინე სადაა ? ჩემი ბავშვები სად არიან ?
ბექა,ბექა სადაა ?

-მარიამ, შენს სახელზე წერილია.
-წერილი ? ეგ რაა ?
-უბრალოდ ქაღალდზე დაწერილი ინფორმაცია,რომელიც შენზეა გამოგზავნილი.
-გასაგებია.
რაღაც სასიამოვნო სუნი ჰქონდა კონვერტს.
სულ სხვა ფერი.
გახუნებული, მე თეთრს ველოდი.

"რამდენი ხანია არ გვისაუბრია, რამდენი ხანია აღარ ჩამირგავს შენში ფოთლები,რამდენი ხანია ვფიქრობ შენზე,რამდენი ხანია ვცდილობ აგიხსნა, რამდენი ხანია გასული.
მიყვარხარ და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის, მირა.
კიდევ გეტყვიი მე შენ რომ სხვა ხარ და სხვანაირად მიყვარხარ, ყველაზე,ყველაზე მეტად მირა.
შენი ბექა."
 
***
"მე არ მიყვარხარ, მე სხვა მიყვარდა, მიყვარს და მეყვარება. შენ კარგი ხარ ბექა, ყველაზე კარგი ხარ. მე მომწონს შენთან,მაგრამ მე არ ვჩერდები,შავო! ვერა, არ შეიძლება ჩემი დარჩენა შენთან. მე მხოლოდ ირაკლის,მთვარეს და ვერას დავრჩები.
ნახვამდის.
უბრალოდ მირა"
 
-დარინეეე !
-მირაა,ჩემი მირაა!
-ჩემო საყვარელო,როგორ მომენატრე.
-მეც,მირა
-სად არიან ბავშვები ?
-დაივიწყე ბავშვები! მე მივხვდი შენს ფერს.
-ახლავე მითხარი
-მირა, შემოდგომისფერი მირა.
მე.
შემოდგომისფერი მირა ვარ...

___
ჩემს ნატალიას...
 არვიცი როგორი გამოვიდა,მგონი არეული და დარეული რასაც ქვია, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია,იმიტომ რომ პირველად დავწერრე ამ ჟანრში.
გრამატიკას არ ვაქცევთ ყურადღებას ხო ?
მოკლედ:))



№1  offline წევრი Somebody

იმ 2 ისტორიას აღარ დებ? :/ უიშვიათესად რო დებ კარგი მაგრამ ცაფშე უდა დაივიწყო?
--------------------
“ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში..”

- დალაი ლამა -

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

ალბათ არსებობენ ნამდვილად ასეთებიც

 


№3  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

terooo
ალბათ არსებობენ ნამდვილად ასეთებიც

ალბათ.

 


№4 სტუმარი გვანცა))

ფბზე ვნახე.ეს რომ გედო დაა შემოგირბინე აქაც;დდ
შენ რა კარგი გოგო ყოფილხარ^^
კატუნია;დ❤
ალბათ მართლა არსებობენ ასეთებიც როგორიც მირაა...
წარმატებები

 


№5  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

გვანცა))
ფბზე ვნახე.ეს რომ გედო დაა შემოგირბინე აქაც;დდ
შენ რა კარგი გოგო ყოფილხარ^^
კატუნია;დ❤
ალბათ მართლა არსებობენ ასეთებიც როგორიც მირაა...
წარმატებები

მადლობა, გვანცა ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent