შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული სიყვარული


3-02-2017, 21:17
ავტორი mia700
ნანახია 2 470

-მთელმა თბილისმა იცოდა მათ შესახებ. არა იმიტომ, რომ ყველაზე "გაჩითულები" იყვნენ, არამედ იმიტომ რომ, ხალხს ასწავლეს რა იყო ნამდვილი და აკრძალული სიყვარული...
***
"-ჩემი აზრით ყველაზე მაგარი წყვილი იყო. იცით მე და მაშკა ბავშვობის მეგობრები ვიყავით. საოცარი გოგო იყო და ამავდროულად უცნაური. არა, ჩვენ არ ვყოფილვართ მეგობრები, ჩვენ უფრო დები ვიყავით. ყოველთვის ვკბენდით ერთმანეთს რადგან შეყვარებული არც ერთს კაი ხანი არ გვყავდა. ბოლო სიტყვა ყოველთვის მისი იყო "ლენკა მოიცა და ნახავ სულ მალე მოვლენ ჩემთან პეპლები და ისინი სულ ჩემთან იქებიან, არ მივცემ მათ უფლებას, რომ წავიდნენ...." და მერე სადღაც, უსასრლობაში იყურებოდა. ვერ იტანდა კატებს, რადგან ღრმა ბავშვობაში საკუთარმა კატამ საშინლად დაპორჭყნა. გიჟდებოდა მხოლოდ ლაიკაზე. ძალიან უყვარდა ბლინები და ყიყლიყოები. ისე გემრიელად ჭამდა ხოლმე. ზოგადად, მაშიკო ძალიან ლამაზი იყო. მაღალი, ცისფერი თვალებით და წაბლისფერი თმით. უზომოდ ჯიუტი და შეუპოვარ იყო. ოო... სადრო? სანდრო იყო ვინც იყო. არვიცი საერთოდ მაგ ბიჭზე მაგარი ბიჭი თუ ვინმე იყოს, რათქმაუნდა ჩემი რეზის მერე. მგონი ქალაქში ერთადერთი ვიყავი ვინც ასე ვიქრობდა. სანდრო იყო ის ვინც ჭირდებოდა ჩემ მაშკას. მაგრამ არ შეიძლებოდა. ახლაც ვტირი. ვტირი იმიტომ რომ, არ შეიძლებოდა მათი სიყვარული. არა, ის არ იყო მისი ძმის, ჩემი რეზის ძმაკაცი, ის იყო მისი მოსისხლე მტერი. ის იყო ვინს გამოც რეზი 4 წელი იჯდა ციხეში . იმიტომ რომ, სანდრო ბაბლუანი იყო ცნობილი კრიმინალი. მაგრამ მე დღემდე მჯერა, რომ მაშკა თავის სანდრისთან ერთად ყველაზე ბედნიერი იყო. მაპატიეთ, მეტი აღარ შემიძლია"'-ლენკა კეკელიძე.
***
15.04.12
"საშინელებაა, როდესაც ყველა გეუბნება თავი დაანებო შენს საყვარელ ადამიანს. საშინელება ქუჩაში გადიოდე და გრძნოდე ხალხის საშინელ მზერას, მათ ფრაზებს "ეს ხომ მკვლელის შეყვარებულია". მე გულში ჩუმად ვამბობ სანდრი არაა მკვლელი, ის ჩემი სანდრია. როგორ მინდა გავექცე რეალობას და ვიყო ბედნიერი ჩემ სანდრისთან ერთად. როგორ მინდა, როგორ!".-მაშკა მანტკავა.
***
-ქალბატონო ლენკა, მოგვიყევვით იმ ღამის შესახებ და ზოგადად მათ შესახებ.
-გახსენებაც არ მინდა იმ ღამის. ჩვენ ვერაზე ვცხოვრობდით, სანდრი ნუცუბიძეზე. ერთმანეთი გაიცნეს იმ ჩხუბის დროს...
-ქალბატონო ლენკა დამშვიდდით...
-რთულია მივბრუნდე 3 წლის წინ მომხდარ კოშმარს, მაგრამ გეფიცებით მათ გამო ვიზამ, დავუბრუნდეთ იმ დროს, როდესაც მაშკა გვერდზე მყავდა....
***
-"რეზი მანტკავას მიესაჯა 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლო დასრულებულია."
გვერდზე ვიხედები და იმ პიროვნებას ვუყურებ ვის გამოც ჩემი ძმა 4 წლით ციხეში უნდა ჩაჯდეს, ვიხედები და ვუყურებ იმ პიროვნებას, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, ვიხედები და ვუყურებ იმ პიროვნებას, რომელიც არის ჩემი ძმის მოსისხლე მტერი და მე ის მიყვარს. ვუყურებ მას, რომელიც გავიცანი 1 წლის წინ იმ საზარელი ჩხუბის დროს. მაშკა გამოფხიზლდი. არშეიძლება გიყვარდეს ის. უხმოდ ტოვებს დარბაზს, ჩემსკენ უჩუმრად ბრუნდება და ხელში ძალიან ნელა დაკუჭულ ფურცელს მაჩეჩებს, მე ცრემლები მდის, შემდეგ უჩინარდება, ლენკას გაბზარულ, ცრემლიან სახეს ვამჩნევ და საწყალ დედაჩემს რომელსაც 5 კაცი უნიავებს. დარბაზს ვტოვებ, სადღაც ვიმალები და წერილს ხელიის კანკალით ვხსნი.
"ამ წერილს გწერს კრიმინალი, შენი ძმის მტერი, რომელსაც სიგიჟემდე უყვარხარ. რომელსაც შენს გარდა არ უნდა სხვა, რომელსაც სჭირდები ჰაერივით, რომელიც შენთვის დაუფიქრებლად დაიხლიდა ტყვიას შუბლში. ამ წერილს გწერ მე, სანდრო ბაბლუანი, რომელიც გიყვარს შენც. ბოდიში რომ მიცნობ, ბოდიში რომ მიყვარხარ და იმისთვისაც ბოდიში რომ გიყვარვარ. ბოდიში რომ სანდრო ვარ ბაბლუანი. ბოდიში იმ 1 კვირისთვის. როგორ მინდა არ მიცნობდე, ასე ხომ უფრო მშვიდად და ბედნიერად იქნებოდი. მაშკა გამოფხიზლდი, გთხოვ დამივიწყე, ვიცი რომ რთულია, მაგრამ შეძლებ. გთხოვ, მე მხოლოდ ზიანს მოგიტან. მაშკა ბედნიერი იყავი. მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს. მიყვარხარ მიყვარხარზე მეტად. იცოდე ყოველთვის გხედავ, ყოველთვის მეცოდინება რას გააკეთებ. გპირდები ცხოვრების, სიცოცხლის ბოლომდე მეყვარები. ერთადერთი ხარ, ვინც ქვის გული გამილღო და ცხოვრების ხალისი მაჩუქა, მინდა გახსოვდეს, რომ სანდრო ბაბლუანისთვის ყველაზე ძვირფასი ხარ. მაშკა მაპატიეე ჩემი ვინაობა, მიყვარხარ. მიყვარხარ. მიყვარხარ. გპირდები აღარასოდეს გნახავ. და მაინც, შენი სანდრი ბაბლუანი."-წერილს ვამთავრებ. სახე ალეწილი მაქვს. უამრავი ადამიანი მიყურებს. დედა ადამიანს აღარ გავს. ლენკა გაშეშებულია. ახლა მივხვდი, რომ დასამალად საშინელი ადგილი ავირჩიე და თან ხმამაღლა ვკითხულობდი. აპარატების "ჩხიკინი" მესმის, უამრავი კითხვები, ყველაზე საშინელი ფრაზა "ყველაფერი კარგად იქნება", არა არაფერი არ იქნება კარგად. ვიკეცები და ვტირი. ვტირი რეზის გამო, სადრის გამო და ჩემი, ჯერ არც დაწყებული და უკვე დამთავრებული სიყვარულის გამო...
***
სასამართლომდე.
მოკლედ, ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც რეზიმ გამოაცხადა, რომ მოსაკლავად დასდევდნენ. ყველასთვის შოკი იყო ეს, განსაკუთრებულად დედასთვის. მამა არ მყავს. დიდი ხნის წინ გამოგვიცხადა, რომ სხვა ოჯახი ჰყავდა. მალევე შევეგუეთ. ნუ ასე მეგონა მანამდე სანამ, მეშვიდე კლასში კლასელმა მითხრა მამას იტალიაში მივყავარო. მაშიინ ვიგრძენი ის დანაკლისი, რასაც მამა ჰქვია. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ის ყოველთვის არაკაცად დარჩება ჩემს გონებაში. დედა ყველაფერს აკეთებდა ჩვენთვის. ორ სამსახუში მუშაობდა, რომ ჩვნ არაფერი მოგვკლებოდა. უდიდესი ბედნიერება იყო ჩემთვის რეზი. ძმაზე მეტი, ძმაკაცზე მეტი. რეზი იყო რეზი და მორჩა. ბედნერი ვიყავი რადგან ჩემს ძმას და ლენკას ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ. ყველანი ბედნიერები ვიყავით, სანამ.... სანამ აი ის ზემოთ ხსენებული არ გავიგეთ. მის მერე აირია ყველაფერი. დაიწყო დაძაბულობა. ჩემი ღამე ჩუმად ტირილი. ვხვდებოდი, რომ ლენკას ვარგავდი. სამწუხაროდ ის ძალიან რეაილისტი იყო. დედას წნევები, ჩაშავებული თვალები და რეზის ერთი და იგივე სიტყვები "ნუ ნერვიულობთ, ტოო. ყველაფერი დალაგდება რა." არადა ყველამ და მათ შორი რეზიმაც ვიცოდით, რომ სანერვიულო ძალიან ბევრი იყო, და არაფერი არ დალაგდებოდა. ვიღაცა ნადვილად დაღვრიდა სისხლს. მიზეზი ძალიან ბანალური-შიდა აშლილობა უბნებს შორის, კაჩაობა და ქუჩური გარჩევები. ეს ხომ თბილისია. ვერა-ნუცუბიძე. თითქოს მართლაც ყველაფერი ლაგდებოდა სანამ ღამის სამ საათზე არ მივიღე მესიჯი დაფარული ნომრიდან. "თუ გინდა ძმა ცოცხალი გყავდეს,სახლიდან ჩუმად გამოდი და ამ მისამართზე მოდი. მოტყუება არ გაბედო პატარავ." მიწა მცლებოდა, ვგრძნობდი, ვხვდებოდი, რომ შესაძლოა წუთნახევარიც რომ დამეგვიანა რეზი აღარ მყოლოდა. როგორც იქნა მივედი. ძალიან ბნელოდა. ბიჭების გინება გავიგე. მივუახლოვდი მათ. დავინახე სისხლიანი ჩემი ძმა და სიკვდილივით მკვლელის შავი თვალები.არვიცი, მართლა არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ რაღაცა ვიგრძენი ამ თვალების შემყურე, პირდაპირ შემიყვარდა ის, უკუნითი შავი თვალები. გამოვფხიზლდი, რეზისთან მივვარდი და ძალიან მაგრად ჩავეხუტე. მხოლოდ ის მითხრა ბედნიერი იყავიო და შუბლზე მაკოცა. მერე გავიგე გასროლის ხმა და ბიჭის ღრიალი. ეს არ იყო რეზი. ჩემს ფეხებთან დავარდა უსულო სხეული, შავი თვალები ჩამქრალიყო. ყველა მიმოიფნტა მხოლოდ რეზი არ ინძრეოდა, მერე შემომხედა და მივხვდი, რომ ეს იყო დასასრულის დასაწყისი. პოლიციის სირენების ხმა და რეზის დაკავება. საბედნიეროდ ბიჭი გადარჩა. ჭრილობა არ იყო ღრმა. რეზის ყველაფერი გაეთვალისწინებინა. 1 კვირაში იმ ბიჭს გამოწერდნენ. რეზი წინადაკავების იზოლატორში იმყოფებოდა... და მე, ყველაზე სულელი ადამიანი მივედი იმ ბიჭთან საავადმყოფოში, ჩემი დანახვისას თვალები გაუფარდოვდა და მერე ცინიკურად ჩაეღიმა. მერე მე, მსოფლიოში ყველაზე მოღალატე ადამიანი, იმ ღამეს გავიპარე აწ გაცნობილ სანდრო ბაბლუანთან ერთად საავადყოფოდან პირდაპირი რეისით გურიაში. ახლაც რომ ვიხსნებ ვერ ვხვდები რატომ, მაგრამ იმ წამიდან, რაც მე შავი თვალები დავინახე, მივხვდი რომ ვეღარ დავივიწყებდი. 1 კვირის განმავლობაში გვეძებდნენ... და ამ 1 კვირის განმავლობაში შევძელით ერთმანეთის შეყვარება. სასამართლოს დილას დავბრუნდით ქალაქში. ვერ დავივიწყებ დედაჩემის და ლენკას თვალებს. ვერ დავივიწყებ რეზის თვალებს, რომელიც ცრემლიანი ყურებდა მის მოღალატე დას. ჰოდა მერე თქვენც იცით რაც იყო. რეზის დაკავება და სანდროს გაუჩინარება.
*
*
*
-ლენკა, მოგვიყევით იმ ღამის შესახებ.
-არ შემიძლია.
-უნდა შეძლოთ გთხოვთ. მოგვიყევით.
-ეს წერილი ნახეთ.-კარადიდან დახეულ ფურცელს იღებს.
***
სასამართლოდან 4 წლის შემდეგ.
"დღეს რეზი გამოუშვეს. ძალიან შეცვლილია. თვალებში ვერ ვუყურებ. ვხვდები, რომ ყველაზე დიდი დარტყმა მე მივაყენე. სანდრი არ ჩანს. არ გამოჩენილა 4 წლის განმავლობაში. მე ისევ იმ სიყვარულს ვებრძვი. რეზი არ მელაპარაკება ერთადერთი სიტყვა რაც მითხრა ეს იყო "არ ვაცოცხლებ". 4 წლის მეერეც ისევ ამაზე ფიქრობს. არ ვიცი შეიძლება ბოლოჯერ ვწერ. სიცოცლე აღარ მინდა. აღარ მყავს პეპლები..."

***
18 თებერვალს ვგებულობ ამბავს, რომ სანდრო ბაბლუანი თბილისშია. ზუსტად ვიცი, რომ ახლა ან სანდრო ან მე, ან რეზი, რომელიღაცა აუცილებლად მოვკვდებით, მაგრამ დამიჯერეთ არც ერთის გარეშე არ გავჩერრდები...
18 თებერვლის ღამეს ვერაზე ისმის საშინელი ღრიალის ხმა. პოლიციის სირენა. საწრაფო. ყველაფერი დამთავრდა. ლოგინიდან ვვარდები, ტირილით ვგლიჯავ კარს და მისაღებში გავდივარ სადაც რეზი ზის. მოიცა, როგორ? ხელებს შლის და მეც 4 წლის მერე პირველად ვეხუტები. გრძნობს, რომ მჭირდება. ორივე სწრაფად გავრბივართ სახლიდან. 15 წუთში ასფალტზე დაგდებულ ადამიანს ვხედავ, ვნატრულობ ოღონდ ეს სანდრი არ იყოს. თვალები მიბნელდება და ვიკეცები. გვამთან ვიმუხლები და თეთრ ნაჭერს ვწევ.
ჩემიი სანდრი.
სანდრი.
სააანდრი.
სააააანდრი.
აღარ არის. არააამქვეყიურად ვღრიალებ და გვამს ვეხუტები. ხალხი იკრიბება. ლენკას შეშლის სახეს ვხედავ, მე ვეღარაფერს ვგრძნობ, ვერც იმ დიდ ნემსს, რომელსაც მარჯვენა ხელში მიკეთებენ და ვერც იმას, როგორ მიმათრევენ სასწაფოს მანქანაში.
***
***
***
-მაშას წერილიი ვიპოვე.
"ბოდიში ლენკა. ჩემგან გაფრინდნენ პეპლები. სულ ცოტაანიიყვნნ და უკვე სამუდამოდ გაფრინდნენ, მე ვერ გავუფრთხილდი მათ.მომიკვდნნ ლენკა ისინი. მივყავარ ლენ, მეც მივყავარ, სანდრისთან მივყავარ . მიყვარხარ. მეამაყები. ლენკა იცოდე, რომ ჩემი პიროვნება ხარ და იქნები. ვხვდები, რომ ვერარ ვძლებ, ვხვდები, რომ სრულდება.... შენი მაშუნა".
***
-მერე რა მოხდა?-აკანკალებული ხმით კითხულობს მამაკაცი და 24 წლის თვალებაწითლებულ და აკანკალებბლ გოგონას უყრებს.
-2 კვირაში, მაშკა გარდაიცვალა. გული გაუსკდა.
საუბრის დასასრული.



№1 სტუმარი nini

dzaan magariaa gaagrdzeleee

 


№2  offline წევრი mia700

nini
dzaan magariaa gaagrdzeleee

მადლობა <3 აუცილებლად <3
heart_eyes heart_eyes

ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი და გთხოვთ კომენტარები დაწეროთ!.. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent