შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იძულებითი ქორწინება (9)


3-02-2017, 21:42
ავტორი pandukela
ნანახია 3 320

*წვეულებიდან 5 დღით ადრე. *
დღე ჩვეულებრივ დაიწყო. ორი დღეა ჯონკუკი არ მინახავს, რომც მენახა თვალებში მაინც ვერ ჩავხედავდი იმ ინციდენტის მერე. ახლა ამ სეზონის უკანასკნელი ფოტოსესიისთვის ვემზადები, ჯგუფური ფოტოსესია. გოგოების ნაწილი უკვე გადაღებულია, ამ წუთას მარტო ბიჭებს იღებენ, მერე კი ყველა ერთად. ჩემს საგრიმიოროში ყავის სურნელი ტრიალებს, რადგან დილიდ 6 საათიდან აქ ვართ და ყველას ეძინება. რბილ სავარძელში კომპორტულად მოვკალათდი და ცოტა დაძინება გადავწყვიტე რომ ოთახში ლი ჯონ სუკი შემოვარდა. რა ჯანდაბა უნდა?! ამის გამო შემზიზღდა ფოტოსესიაზე სიარული.
-გამარჯონა ჰეილი- მომესალმა ოთახში შემოსვლის თანავე, და აქ მყოფ სიუს ანიშნა რომ გასულიყო. სიუმ მე გაომხედა, ძალიან არ მინდოდა მასთან ერთად ოთახში მარტო დაჩენა, მაგრამ სხვა გაოსავალ არ იყო ამიტომ სიუს თავი დავუქიე თანხმობის ნიშნად.
-რამ შეგაწუხათ ბატონო ლი?- ვკითხე და მეც ფეხზე წამოვდექი.
-გავიგე თხოვდები- პირდაპირ სათქმელით დაიწყო მან
-მერე თქვენ რა?- ისევ ვინარჩუნებ სიმშვიდეს. მაგრამ შიგნიდან გული მიცემს რადგან ვიცი რომ ბონსუ აქ არ არის და რამე რომ მოხდეს მშველელიც კი არ მყავს არავინ.
-მართალია?
-დიახ, ასეა- ისევ მშვიდად ვუპასუხე და შევამჩნიე როგორ დაიძაბა ბიჭი
-ვინ არის?
-შემიძლია ამ კითხვას თავი ავარიდო?- ვცდილობ თავიდან მოვიშორო
-არა! მიპასუხე ვინ არის?- მის ხმაში გაბრაზება უკვე საგრძნობლად იგრძნობოდა.
-ჯოენ ჯონკუკი- ინსტიქტურად ვუპასუხე
-HBA-ის შთამომავალი? ჯონკუკი?- გაკვირვებული მზერა მომაბყრო ბიჭმა
-დიახ - მეც ვუპასუხე
-ვიცი რომ არ ....- ლაპარაკი ლის ფოტოგრაფმა გააწყვეტინ და ამოვისუნთქე. გვანიშნა რომ გადაღებები იწყებოდა.
-ჩვენ არ დაგვიმთავრებია - გამოსცრა ბიჭმა და ისეთი მზერა მესროლა შემეშინდა.
არც ვიცი რა ვქნა, ბონსუ მამაჩემს ახლავს კომპერენციაზე ბუსანში (საპორტო ქალაქი კორეაში) ჰონსოლი სეულშია, მაგრამ დედაჩემს ახლავს მანქანით. მე კი აქ მხოლოდ სიუ მყავს მისი მანქანით. გამოსავალს ვერ ვპოულობ ტვინი გამეყინა, ვერც კი წარმოვიდგენ რა შეიძლენა მოხდეს. თავში იდეა დამარტყა, მაგრამ შანსი არაა ვერ დავურეკავ, არა არ შემიძლია.... ჯანდაბა სხვა გზა არ მაქ. ტელეფონი ავიღე და შიგნით ჯონკუკის სახელით ნომერის ძებნა დავიწყე. რამოდენიმე წამი ისევ ვიყოყმანე, მაგრამ ლის მზერა რომ გამახსენდა დარეკვის ღილაკს დავაჭირე
-გისმენ ჰეილი- გაისმა ჯონკუკის ხმა ყურმილში.
-ჯონკუკი მიშველე
-რა მოხდა- მისი ლაღი ხმა უცებ ბოხით შეიცვალა.
-გთხოვ მიშველე, მსახიობი ლი ჯონ სუკი ხომ იცი, მოდელია ჩემთან ერთად დედას კომპანიის?
-ხო მერე?- აშკარად ვერ ხვდებოდა რისი თქმა მინდოდა
-მოკლედ, დიდი ხანია ჩემი ხელში ჩაგდება უნდა, მაგრამ რა თქმა უნდა ვერაფერს მიღწია ახლა კი გაიგო რომ ვთხოვდები და ისეთი გაბრაზებულია არ ვიცი რას იზამს
-მერე მე რა?
-თუ გინდა რომ ცოცხავი დავრჩე მომაკითხე და ისე მოიქეცი როგორც ჩემი საქმრო- ვეცადე მტკიცედ მივდგომოდი
-აააა.... არ მინდა- ძალიან თავდაჯერებით თქვა ჯონკუკმა
-გთხოვ ჯონკუკ მიშველე- ისეთი საცოდავი ხმა ამოვუშვი მე თითონაც გამიკვირდა.
-და მე რას მივიღებ მაგით?- თავში რაც მომივიდ ის „წამოვაყლანტარე“
-ნებისმიერ 1 სურვილს შეგისრულებ- და მერე მივხვდი რაც ვთქვი მაგრამ უკვე გვიანია...
-ესეიგი ასეა საქმე... 3 სურვილი და თანახმა ვარ- ვაჭრობა დამიწყო ბიჭა
-არა, მხოლოდ 1 სურვილი - გავაპროტესტე, ის ერთი დარწმუნებული ვარ საშინელება იქნება და სამი ხომ საერთოდ.
-მაშინ არმატებებს გისურვებ- ისევე მშვიდი ხმით მიპასუხა ბიჭმა. ჯანდაბა მართლა არ მოვა რომ არ დავთანხმდე
-2 სურვილი- მეც შევევაჭრე
-არა ან სამი ან მაგას გაჰყევი ცოლად.- ამის გააზრებაზე ცუდად გავხდი. ძალია გავბრაზი ვიცი რომ იცის რამდენად ვერ ვიტან ასეთ ხუმრობებ, მაგრამ მაინც ამას აკეთებს
-კარგი, არაფერში მჭირდები!- ვუყვირე ტელეფონში და გავუთიშე.
ისევ თეთრ კედლებს შორის დავდექი ლის გვერდით. ყველა მის შეხებაზე ვკრთებოდი, მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია და რაც ძალა მქონდა ყველაფერს სახის კუნთებში ვდებდ რომ გამეღიმა რამენაირად. დაახლოებით 40 წუთიანი გადაღებებეის შემდეგ ფოტოგრაფმა გვანიშნა რომ მოვრჩით, სანამ ყველას მადლობას უხიდიდა დრო ვიხელთ და გასახდელში გავიპარე. აქიდან უნდა წავიდე სანამ დამიჭირა იმ შეშლილმა. ასე სწრაფად არასდროს გამომიცვლია... სიუ მანქანაში გავუშვი რომ გავიდოდი თუ არა მაშინვე წავსულიყავით(და აბათ ასეთი ცედი გადაწყვეტილება ცხოვრებაში არ მიმიღია.). საგრიმიოროდან უკვე ჩაცმული „გამოვიჭყიტე“, არავინ იყო, ამიტომ ფრთხილად გამოვედი დერეფანში და გავუყევი მას ავტოსადგომისკენ. ავტოსადგომი მიწის ქვეშ იყო -1 სართულზე, ამიტომ კიბეებზე მომიწევდა ჩასვლა. ასეც მოვიქეცი კარები გამოვაღე და თეთრად განათებულ კიბეებს ჩავუყევი. კიბის მეორე მხარეს ჩავუხვიე და რამოდენიმე წამში ცივ კედელზე აღმოვჩნდი ზურგით. მაჯაში, თითები მიჭერდნენ და თან ჩემი თავის სიმაღლეზე ეკვროდნენ კედელს. მოულოდნელობისგან თვალები დავხუჭე, მაგრამ როცა გავახილე მხოლოდ ერთი გრძნობა მქონდა, შიში...
-გეგონა გამეპარებოდი- ასეთი ხმა პირველად გავიგე მისგან
-ლი გამიშვი, იცოდე ინანებ
-აქ არავნაა და არც გადამრჩენელი გყავს.
-თავი დმაანებე შენ ბინძურო- „ხვანცალი“ დავიწყე მაგრამ უიმედოდ, რა მიზნის მიღწევას ვცდილობდი არ ვიცი, ეს „სიფრიპანა“ გოგო ამ „ჩოყლაყს“ როგორ გავუმკლავდებოდი
-ნუ ხვანცალებ თორემ უფრო მომზიდველი ხდები- ჩაისისინა ბიჭმა და ისეთი გამომეტყველებით გამომხედა როგორც ვეფხვი უყურებს კლანჭებში მომწყვდეულ მსხვერპლს, მისი სახე უფრო ახლოს მოდიოდა, ამ წუთას ყველაფერი მეზიზღებოდა, გულის რევის შეგრძნება მქონდა და გაჩხერილ ბურთს ვგრძნობდი ჩემს გლანდებთან. მისი სუნთქვა უკვე მიწვავდა კანს, უფროდა უფრო ახლოს იწევს....
-საყვარელო აი სად ყოფილხარ, მე კი ყველგან გეძებდი, როგორ იცი ხოლმე ასე გაქრობა მერე ვერ გპოულობ- გაისმმა ექოდ, მისი ბოხი ხმა და მისი ტექსტის მიუხედავად, დებილიც შეატყობდა მის გაბრაზებას.
-ნუ ჩაერევი „პრინცო“- ახლა ლი ჩაერთო საუბარში. მან ცალი ხელი გამიშვა მაჯიდან, მაგრამ მეორე მაჯაში ისევ ისე მიჭერდა. ვიგრძენი როგორ გამიჩერა სისხლი.
-ბოდიში მაგრამ ამის სრული უფლება მაქვს, ის ჩემი საცოლეა და როცა მიდა მაშინ ჩაავერევი მის საქმეებში- ამ ფრაზის გაგონებაზე მეც მომინდა ჩხუბი, მაგრამ ჯერ ამ სიტვაციიდან გამიყვანოს და მერე ვეხუბები
-მას არ უყვარხარ და არც არასდროს შეგიყვარებს- გადაჭრით განაცხადა ლიმ და ხელი უფრო მომიჭირა. ტკივილისგან ცრემლბი მომადგა თვალზე. მხოლოდ ახლა შევხედე ჯონკუკს თვალებში. მის თვალებში ცეცხლს ვხედავდი, გაბრაზების ცეცხლს. ალბათ ამ წუთას ვინმეს იარაღი რომ მიეწოდებინა მისთვის დაუფიქრებლად გაუხვრეტდა ტვინს ლის.
-ხელი გაუშვი სანამ ადამიანურად გელაპარაკები- ჩაისისნა ჯონკუკმა და მზერა ისევ ლიზე გადაიტანა
-არ გავუშვებ! შენამდე ის ჩემი იყო და ბოლომდე ჩემად დარჩება- არც ლი ჩამოჩა. რაც უფრო ბრაზდებოდა მით უფრო მიჭერდა ხელს და მეც ტკივილისგან კვნესას ვუშვებდი, თან ჩუმად ვთხოვდი რომ გაეშვა.
-ეს ბოლო გაფრთხილება ლი გაუშვი ჩემი ცოლი- ამ სიტყვაზე გულთან უცნაური შეკუმშვა ვიგრძენი ისედაც შიშისგან აკანკალებულ სხეულზე ახლა ჟრუანტელმა დამიარა.
-ის არ არის შენი და არც გახდება... -ამის თმა და ჯონკუკის მუშტის მოქნება ერთი იყო. ლიმ ერთბაშად გამიშვა ხელი მაჯიდან და ეს უფრო მეტკინა იქვე ჩავიკეცე, ორი წამით აზრზე ვერ მოვედი მაგრამ მერე გავაანალიზე რომ ჯონკუკი ზედ ეჯდა ლის და გამეტებით ურტყამდა სახეში. აზრზე არ ვარ ეს როგორ შევძელი, მაგრამ ფეხზე ავდექი და ჯონკუკს მივუახლოვდი. რაც ძალადა ღონე მქონდა ჩავეჭიდე მის მკლავებს და შევეცადე გამეჩერებინა. თავიდან რეაქცია არ ჰქონდა
-ჯონკუკ გთხვ წავიდეთ- ნახევრად ტირილით ვუთხარი და ისიც გაჩერდა ერთი გამომხედა. მერე ადგა. მისი შავი ჟაკეტი მომაფარა და მის ხელებში მიმიმწყვდია.
-ვსო მორჩა წავედით- შუბლზე მაკოცა მისის ლავასავით ცხელი ტუჩებით და დიდი ნაბიჯებით დაიწყო სიარული. მეც მას მივზდევდი. ბოლოს და ბოლოს ჩავედით მანქანების სადგომზე და იქვე მდგარ ჯონკუკის შავ ახალი მოდელის BMW-ში ავჯექოთ. მანქანაში ჩაჯდომამდე გაოცებულ სიუს რაღაც უთხრა მერე თვითონაც ჩაჯდა და ელვის სისწრაფით დაძრა მანქანა. ხმას არ იღებდა, რამოდენიმე წუთშის გავჩერდით. მან დამეხმარა მანქანიდან გადმოსვლაში და მხოლოდ მაშინ შევამჩიე საავადმყოფოში ყოფნა როცა წამლის სუნმა ცხვრის ნესტოები ამიწვა.
მაჯაზე რენდგენი გადამიღეს და აღმოჩნდა რომ ძვალი გაბრზული მქინდა და კანი მის ტერიტორიაზე მთლიანად დაჟეჟილი. გამიკვირდა საერთოდ როგორ არ მომტყდა ხელი, ბავშვობიდანვე ძვლებში კალციუმის რაოდენობის ნაკლებობა მაწუხებს, ამიტომ ბავშვობაში ცოტა ძლიერი დაცემისგან მინიმიმ ხელი ან ფეხი მტყდებოდა. ესეც ერთერთია იმ ცოტა მოგონებებიდან რაც ბავშვობიდან მახსოვს. ხელის საგულდგულო შეხვევის შემდეგ გამომწერეს და ჯონკუკის მანქანაში დავბრუნით. ხმას ისევ არ იღებდა ამიტომ გადავწყვიტე მე დამერღვია სიჩუმე
-მადლობა- ისეთ დაბალ ხმაზე ვთქვი არამგონია გაეგო
-ჩემთან სამი სურვილი გაქვს იცოდე- ნერვიული სიცილით თქვა ისე რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია
-კარგი, ეგრე იყოს- დავთანხმდი რა უნდა მითხრას ისეთი? ხომ არ მომკლავს, ამ წუთას ისეთი მადლიერი ვარ სულ არ მაღელვებს რას მეტყვის, რომ მითხრას თვითმფრინავიდან უპარაშუტოდ გადმოხტიო ასეც მოვიქცევი.
-უკეთ ხარ?- მკითხა დიდ ხნიანი დუმილის შემდეგ.
-კი, შენი წყალობით- მეც არ დავაყოვნე პასუხი და ბინტებით შეხვეულ ხელს დავხედე.
-იმედია დაბადების დღემდე გაგივლის-მის ხმას გაბრაზება არ ტოვებდა.
-გმივლის არ ინერვიულო- მეც ვცდილობ ზედმეტი არაფერი ვთქვა.
ჯონკუკის სახლამდე ისე მივედით ხმა არცერთ ამოგვიღია. კარებზე პაროლის აკრეფის დროს დავინახე მისი მარჯვენა ხელი რომლიც სულ სისხმიანი ჰქონდა. სახლში შესვლის თანავე ხელი ფრთხილად ჩავავლე მაჯაში და საძინებლისკენ გავუძეხი. თვითონ ლოგინზე დავსვი მე კი აბაზანიდან ჭრილობის დამუშავებისთვის საჭრო ნივთები გამოვიტანე და ლოგინზე წინ დავუჯექი. შევამჩნიე რომ ჩემი არც ერთი მოძრაობა არ გამოუტოვებია, თვალებში მიყურებდა მიუხედავად იმისა რომ ჩემი მზერა მხოლოდ მის გადატყავებულ ხელზე იყო მიბყრობილი.
-შეგაშინე ხო?- სიჩუმე მან დაარღვია მე ორი წამოთ გავშეშდი მოულოდნელი კითხვისგან მაგრამ მალევე მოვედი აზრზე და გავაგრძელე სისხლის მოშორება სველი ნაჭრით. მას რეაქცია არ ჰქონია
-ცოტათი- ძალიან ხმადაბლა ვუპასუხე და დაშავებილ კანზე ფრთხილად წაუსვი მაზი.
-ბოდიში რომ დამაგვიანდა- ამდენი ხნის განმავლობაში პირველად მომაშორა მზერა და დაბლა დაიხედა.
-მეგონა საერთოდ არ მოხვიდოდი.- ისევ იგივე ხმის ტემბრით ვპასუხე მაგრამ ამჯერად ხმა გამიტყდა, ვხედავ როგორ გაიდღაბნა გამოსახულება.
-რათმაუნდა მოვიდოდი- ისევ მე მომაპყრო მზერა.
-მადლობა ჯონკუკ- ამჯერად მართლა გადმომიცვივდა თვალებიდან მარიალიანი ცრემლები.
-შენ მადლობა- მისი უკვე შეხვეული ხელი ჩემი ხელებიდან გამომაძვრინა და ორივე ცერა თითით ორივე ლოყიდან მწველი სითხე მომაშორა.
-რისთვის?
-რომ დამრეკე, რომ მენდე...- მოულოდნელად მომქაჩა მისკენ და მის ხელებში აღმოვჩნდი, მის დაკუნთულ ხელებში ისე მშვიდად ვგრძნობდი თავს როგორც არასდროს, ცეცხლისმფრქვეველი დრაკონიც რომ დამესხას თავს ისეთი შეგრძნება მაქ რომ ეს მკლავები გადამარჩენს. ხელეხი მეც მოვხვიე წელზე და თავი მხარზე ჩამოვადე. ეს ბიჭი ისე მშვიდად სუნთავდა მაგარამ მისმა გულმა გაყიდა, მისი ყველა გულის დარტყმა მესმის და მის რიტმს არაფრით ჩამოუვარდება ჩემიც.
-ისე შემეშინდა... როცა დაგინახე... ცრემლები რომ დავინახე.... და ხელი- ცალცალკე თქვა წინადადება და ვვხვდები რომ ამით სიბრაზის მოთოკვას ცდილობდა.
-ყველაფერი კარგადაა- ხელი დავუსვი ზურგზე ისე როგორც პატარა ბავშვს უსმევენ ხოლმე როცა ავადაა ან რამე იტკინა.
-შეგიძლია დღეს დარჩე?- ისეთი მოულოდნელი იყო ეს შეკითხვა
-არ ვიცი, არამგონია ჯონკუკ...
-და სურვილი რომ გამოვიყენო? -უფრო მაგრად მომხვია ხელი და ღმად ჩაისუნთქა ჩემი სურნელი. ისედაც აფორიაქებულს ამის გამო მუცელში პეპლებმა დაიცწეს ფრენა...
-მაშინ სხვა გზა არ მაქ, დავრჩები.- ხელი ახლა მისი ზურგიდან კეფაზე გადავიტანე და მის ფაფუკ თმებში შევაცურე ხელი. ჯონკუი ორი წამით მომშორდა, საბანი გადააძრო ლოგინს შიგნით მომაქცია, თვითონაც გვერძე მომიწვა და ისევ ამიკრო მის მკერდზე. მის სახეს ვერ ვხედავდი, ნიკაპი თავზე ზემოდან ჰქონდა მობჯენილი და მშვიდად და წყნარად სუნთქავდა, მე კი მის გულის ცემას ვუსმენ, ისეთი ხმაურია რომ მგონია გული ამოხტომას ლამობს, მაგრამ მაინც ვერ ბედავს.
-როგორ ფიქრობ გიჩივლებს?- არ მინდოდა მაგრამ მაინც უნდა მეკითხა
-არ ვიცი და არც მაინტერესებს, რაც უნდა ის უქნია- ამოილაპარაკა მშვიკად.
-ის ცნობილი ადამიანი შენ კი მისის სახე გაალამაზე
-არაუშავს მოუხდება, ოპერაციის ფულს გადავუხდი- ვიგრძენი როგორ შეეპარა ღიმილი ლაპარაკის დროს
-ხო მაგრამ...
-არ მინდა მაგაზე ლაპარაკი, დილიან ფეხზე ხარ, მოდი დავიძინოთ ცოტა ხანი- ღრმად ჩაისუნქა და თავზე მაკოცა.
-კარგი დავიძინოთ- უკეთ მოვკალათდი და რამოდენიმე წამში გავითიშე.
როცა გავიღვიღვიძე ოთახში მარტო ვიყავი. ცოტა ხანი ლოგინში ვიკოტრიალე სანამ გამოვფხიზლდებოდი მერე ავდექი, იქვე კარადა გამოვაღე, ჯონკუკის მაისურებიდან ერთ-ერთი ავიღე და სააბაზანოსკენ გავეშურე. რამოდენიმე წუთში გამოვედი ჯონკუკის „ცხრა“ ზომით დიდი, შავი მაისურით და პირდაპირ ასე გავედი გარეთ, მაიკა ისედაც კაბასავით მქონდა ამიტომ არანაირი პრობლემა არ იყო. მთელი დღის მშიერს ძალიან მშიოდა რის გამოც პრდაპირ სამზარეულოსკენ გავბიჯე. ჯონკუკი იქ უნდა ყოფილიყო ამიტომ თამამად შევაბიჯე მაგრამ ხელში ჯონკუკისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანი დამხვდა. მას ქერა თმა ქონდა, უფრო ცრძელი ცხვირი, დიდი ტუჩები, ესეც დაკუნთული იყო მაგრამ ბევრად გახდარი ვიდრე ჯონკუკია. არ ვიცი ეს დახასიათება ერთ წუთში როგორ არღვიქვი, მაგრამ ერთი შეხედვით ძალიან სიმპათიური ბიჭი იყო, და თან შესვლის თანავე 32 კბილით გამიცინა.
-შენ ალბათ ჰეილი არა ქუქის საცოლე?- ხელი გამომიწოდა ბიჭმა
-დიახ, ჩან ჰეილი, მაგრამ საცოლის რა მოგახსენოთ- თავი ოდნავ დავუხარე მისალმების ნიშნად და მერე ჩამოვართვი ხელი.
-მე ტეჰიონი ვარ, კიმ ტეჰიონი- გამიმეორა ბიჭმა, მისმა საყვარელმა გამოთქმამ ღიმილი მომგვარა.
-სასიამოვნოა და ჯონკუკი სად არის?
-მაღაზიაში წავიდა ლუდის მოსატანად- ისევ გაიღიმა ბიჭმა.
-მოვედი- კარიდან გაჰყვირა ჯონკუკმა- ოო ჰეილი გაიღვიძე?- გამიღიმა და დიდი რაოდენობით პარკები მაგიდაზე დააწყო.
-ცოტა ხნის წინ- დავაზუსტე
-გაიცანი უკვე? ტეჰიონი?- თითით მანიშნა ახალ გაცნობილზე
-ჯერ მხოლოდ სახელი- დავაზუსტე ისევ და მაგიდასთან სკამზე ჩამოვჯექი.
-ჩემი უახლოესი მეგობარია, ამერიკაში ბოლო 5 წელი ერთად ვცხოვრობდით.
-სანამ არ მომტაცეს და არ ჩამოიყვაეს ისევ აქ- 32-ით გაიკრიჭა ქერამ და ჯონკუკის მოწოდებული ლუდი მოსვა.
-ტეჰიონმა ჩვენი გეგმის შესახებ იცის
-მართლა?-„ მე მეგონა მარტო ჩვენ ვიცოდით“ გავიფიქრე გულში
-დიახ- ნიშნის მოგებით მითხრა ბიჭმა და კიდევ მოსვა ლუდი- ძირითადათ ჩემი დაგეგმილია ეს გაქცევა- დაამატა და ჯონკუკის მოტანილ პარკებში თავით ჩაეფლო.
-მართლა?- გავოცდი ამ ბიჭმა როგორ დაგეგმა ყველაფერი, ცოტა არ იყოს დებილის შეხედულება აქვს.
-ეს ახლა არის ასეთი თორე სახლს რომ გავცდებით შენ თვითონ დარწმუნდები რომ სულ სხვანაერია, შემიძლია თამამად ვთქვა რომ ჩემს სამეგობროში ყველაზე ჭკვიანი ესაა- თითქოს ჩემი აზრები წაიკითხა ჯონკუკმა და შექებით გაბადროლ ტეჰიონს გახედა რომელიც ჩიფს დაგემოვნებით მიირთმევდა.
-ჯონკუკ მე სახლში უნდა წავიდე- წამოვდექი მე
-გაგიყვან- ისიც გამოვიდა საზარეულოს ბარიდან და ხელი დაავლო გასაღებს.
-უარს ვერ გეტყვი რადგან ასე მაგარ ვიდზე ჩაცმული გარეთ ვერ გავალ- სიცილით უთხარი და შავ მაისურზე და დაბალ თეთრ კეტებზე მივუთითე.
-არადა გიხდება
-სარკაზმი შენთვის შეინახე - გავუღიმე და ჩემს ჩანთას დავავლე ხელი.
-ჩვენი გეგმის ის ნაწილი რომელიც ჯერ მე არ ვიცი ტეჰიონს ეხება არა ?- ვკითხე ჯონკუკს მას მერე რაც ქალაქში გავდით
-ნაწილობრივ- ორაზროვნად მითხრა ჯონკუკმა და მივხვდი რომ ამაზე საუბარ არ სურდა
-ქუქი?- გამახსენდა რომ ტეჰიონმა ასე მიმართა თავიდან
-ხო ის ჩემზე დიდია და მიაჩნია რომ ზედმეტ სახელი უნდა შემრქვას.- ჩაიღიმა მან- კორეაში კიდე ნორმალურად ჟღერს და წარმოიდგინე შუა ამერიკას ამხელა კაცს ორცხობილას რო მეძახის- წარმოვიდგინე და კინაღამ სუნთქვა შემეკრა სიცილისგან
-მაგის გამო უნივერსიტეტის რაღაც ნაწილი, ეხლაც ჰომოსექსუალებად გვთვლიან- ამაზე ხომ საერთოდ „ჩავბჟირდი“. ასე სიცილით მივედით სახლამდე, მანქანიდან სწრაფად გადავხტი. სანამ სახლში შევიდოდი კი გამაჩერა
-შემდეგი შეხვედრისთვის პატარა ჩანთაში რამოდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩაალაგე- სიცილით მითხრა მან- სანამ ამ გეგმაზე მმუშაობთ, ბევრჯერ მოგიწევს ჩემთან დარჩენა და როდემდე უნდა იარო ჩემი მაისურებით,- თავიდან ფეხებამდე ჩამათვრიელა
-კარგი მასე ვიზამ, თუ არ გინდა რომ ტანსაცმელი მათხოვო- ვითომ გაბუტვით მივმართე და ალოყები დავბრე
-არა შენ თუ პრობლემა არ გაქ თორე მე ამ ტანსაცმელში უფრო სექსუალური მეჩვენები-კიდევ ერთხელ ჩამაყოლა თვალი
-ოხ ეს ბიჭები... კარგი გავიგე რაც იგულისხმე, წადი ახლა ნერვებს ნუ მიშლი-ისევ გავემართე ჭიშკრისკენ. ხელი ისე დავუქნიე არც მოვტრიალებულვარ, რადგან ვგრძნობდი რომ მიყურებდა და ისიც კი წარმოვიდგინე როგორ გაეღიმა ამ ჟესტზე.
მშოობლებს მივესალმე და პირდაპირ ოთახში ავედი, თან ესმეს ვთხოვე საჭმელი ამოეტანა ოთახში.
ჭამის შემდეგ წიგნი მოვიმარჯვე ხელში და ლოგინზე წამოვწექი, მაგრამ ვერაფერი ვერ წავიკითხე რადგან სულ გეგმაზე ვფიქრობდი.
იმედია ამ ჯერად გამომივა და ცხოვრებაში ერთხელ გავაკეთებ იმას რაც მინდა, დედაჩემის წინააღმდეგობის მიუხედავად.... იმედია არა ნამდვილად გააკეთებ ჩან მინსუ....



№1 სტუმარი Guest Davinna

Taeyung laaaav :d hm mase argamoitqmis magram jandabbas..mikvarxar dzalian.kargat wer..veli shemdeeegs <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

ამ ისტორიის დასასრულს ველოდი ერთიანად რომ წამეკითხა,თუმცა ცნობისმოყვარეობამ მძლია და კარგიც ვქენი რომ წავიკითხე.ძალიან კარგი და საინტერესოა
--------------------
ლანა

 


№3  offline წევრი nini :)

Au male dade raaaa, miyvars istoriis mtlianad wakitxva magramamas ver vityvi am istoriazeee, ver vitmen dasasrulamdeeeeeee...

 


№4  offline წევრი anuki2662

გვაწამებ და ცოთა მალე დადე ხოლმე

 


№5 სტუმარი kusa13

au rakai tavi iyo... momewona dzalian <3 ase gaagrdzelee <3 <3

 


№6 სტუმარი მარიეტა

ეს თავი ყველაზე ყველაზე საინტერესო იყო.უკვე შემიყვარდა ჯოენ ჯონკუკი ისეთი ჯელტმენი და მამაკაცურიახოლმე ვგიჯდები და ტანში მბურძგლავს რომ ვკითხულობ.ოღონდ ერთი საყვედური მაინც უნდა გითხრა,ძალიან გთხოვ ცოტა მალე დადეხოლმე ახალი თავები რაააააა,სულარ გებრალები?ვკვდები ისე მაინტერესებს რამოხდება.და ბოლოს გთხოვ ჰეილის ერთხელ მაინც გაამარჯვებიე დედამისზე რომ გული მომეფხანოს რაააააა.ყოჩაღ,ჩემი სიმპათიები შენ❤❤❤

 


№7 სტუმარი Guest salome

შემდეგი თავი როდის იქნებააა???

 


№8 სტუმარი მარიეტა

აუ მალე დადე ახალი თავი რაააა.რამდენიხანია გელოდები.ასე შეიძლება?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent