შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ შემცვალე (Chapter 13)


3-02-2017, 23:27
ავტორი მანგო ✨
ნანახია 1 846

თავი 13

სამზარეულოში ვსაუბრობდით როდესაც კარის გაჯახუნების ხმა გავიგეთ,ამ ხმაზე შევხტი,მაგიდიდან ჩამოვხტი და ჰოლში გავედი... გაოცებულმა მოვავლე ბავშვებს თვალი და შევამჩნიე რომ ლუკა და ლოლიტა გამქრალიყვნენ. ხან ვის შევხედავდი,ხან ვის ბოლოს გიოს გაცოფებულ სახეს რომ წავაწყდი გიჟივით გარეთ გავვარდი,ლუკა მთელი სისწრაფით მიიწევდა წინ ლოლიტა კი ცდილობდა გაეჩერებინა და ზედ ეკიდებოდა. ლუკა მის ხელებს უხეშად იშორებდა და ამის გამო ლოლიტა გზაზეც წაიქცა... შუა გზაზე დააგდო ის კი გზას მაინც აგრძელებდა. ამ სანახაობას შევყურებდი, შევყურებდი და ვხვდებოდი რომ ლუკას გული სტკიოდა ! მეცოდებოდა,მაგრამ არ ვაპირებდი ამის გამო ჩემს გეგმაზე უარის თქმას,მისი წესებით ვითამაშებ და ვანახებ თუ რას ნიშნავს ტკივილი. შუა გზაში ვიდექი და ვუყურებდი როგორ ქრებოდა ლუკა ჩემი თვალებიდან. ჩაფიქრებული ვიყავი როდესაც ვიღაცის შეხებამ გამომაფხიზლა. მისკენ მივიხედე და ნინის დამწუხრებულ სახეს მივჩერებოდი.
- წამოდი,სახლში შევიდეთ... - გამიღიმა და მხარზე ხელი მომითათუნა,თავი დავუქნიე და სახლში შევედი. ბავშვები გამქრალიყვნენ ! ოთახში მარტო გიო იყო.
- სად გაქრა ყველა ? - გაკვირვებულმა ვიკითხე. გიომ მხოლოდ მხრები აიჩეჩა და ფეხზე წამოდგა.
- მეც წავალ ! - უემოციო სახით წავიდა კარებისკენ, შემდეგ ყველაფერს მივხვდი და გიო გავაჩერე.
- თქვენ რა ლუკას ამართლებთ და მე მკიცხავთ ჩემი საქციელის გამო ?! - დავუყვირე და ადგილზე ცქმუტვა დავიწყე. გიო შემომიბრუნდა და ნინის გადახედა.
- მე არავის არ ვასამართლებ, უბრალოდ..
- რა უბრალოდ ?! უბრალოდ ლუკას უჭერთ არა მხარს ?! ყოჩაღ მაგარი ხარ ! ამდენი წლის მეგობრობა ვიღაც ახალგადმოსული,ამპარტავანი ბიჭის გამო გააფუჭე.
- ელე მე.. - სიტყვა არ დავასრულებინე სამზარეულოში შევვარდი, თავი გავაქნიე და საჭმლის კეთებას შევუდექი როდესაც გიომ განრისხებულმა კარი ისე შემოაღო რამის ჩამოიღო.
- რას მეუბნები ელე ?! გინდა გაგამართლო იმის გამო რაც გააკეთე ?! ხო, დავუშვათ ლუკამ შეცდომა დაუშვა რომ სხვასთან დაწვა მერე რა ? არ იცი რომ ამას ყოველდღე აკეთებს?! იცი, მისგან საერთოდ არ განსხვავდები,ერთმანეთის ასლები ხართ,რა მოხდა თუ ბიჭმა გოგოს „უღალატა“? ეს ხომ ყოველდღე ხდება,შენ ამის გამო ასე უნდა მოექცე?! - ნინიმ თავი გამოყო და მისი ნათქვამი შეიცხადა.
- ამით რისი თქმა გინდა ? - ტონს აუწია ნინიმ.
- იმის თქმა მინდა რომ ბიჭი გოგოს ყოველდღე ღალატობს ! - არ დააკლო გიომაც.
- კარგი გასაგებია ! - სამზარეულოდან გასვლას აპირებდა როდესაც გიო მასთან მივარდა და მოაბრუნა.
- მე ეს არ მიგულისხმია !
- კი იგულისხმე !
- მე არ გღალატობ ! უბრალოდ იმის თქმას ვცდილობ რომ ელეს იმის გამო არ გავამართლებ რომ მასთან აქვს „ასეთი“ ურთიერთობა ვისაც მასზე ძალის ხმარება უნდოდა ! - მისმა სიტყვებმა პირდაპირ გამაოცა.
- და შენ რა გგონია სწორი ? ჩემსა და ლუკაზე არაფერი იცი, ამიტომ გირჩევნია მოკეტო ! არაფერი იცი იმის შესახებ,თუ როგორ გავიცანით მე და ლუკამ ერთმანეთი, რა გამიკეთა და ღმერთმა იცის რის გაკეთებას მიპირებს!
- და მაინც როგორ გაიცანით ერთმანეთი ?! უბრალოდ სკოლაში შეხვდით ერთმანეთს,ამაში რა არის განსაკუთრებული?! - დანა რომლითაც მწვანილს ვჭრიდი იქვე მივაგდე და გიოს მივუბრუნდი.
- კიდევ ერთხელ გიმეორებ რომ არ იცი როგორ გავიცანით ერთმანეთი ! - დავუყვირე და ვიგრძენი როგორ მომაწვა ცრემლები. ნინიმ ეს შეამჩნია და გიო სამზარეულოდან გააგდო. ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა.
- არც კი იცის, რას ამბობს ამიტომ ნუ მოუსმენ !
- გთხოვ ნინი მარტო დამტოვე რა ! მარტო ყოფნა მინდა... - ამოვისლუკუნე და თვალებში შევხედე, თავი დამიქნია და სამზარეულოდან გავიდა.
ჩავიკეცე და თავი ხელებში ჩავრგე... ტირილს ვუმატე და თავი ავწიე, თავი გავაქნიე და ცრემლები უხეშად მოვიშორე ! არა, აღარასოდეს ვიტიებ ! მხოლოდ სუსტები ტირიან... მე კი ძლიერი ვარ ! თუნდაც ყველა და ყველაფერი დავკარგო მაინც წამოვდგები ფეხზე, გავიღიმებ და ვიტყვი რომ კარგად ვარ ! ფეხზე წამოვდექი და საჭმლის კეთებას შევუდექი,არ ვაპირებ ყოველთვის ტირილს. დროა ჩემი ცრემლები ავანაზღაურო! გავიღიმე და საჭმლის მომზადება განვაგრძე. როდესაც დავასრულე კონტეინერში მოვათავსე და საავადმყოფოსკენ გავემართე. ტაქსს ფული გადავუხადე და შენობაში შევაბიჯე,როდესაც თვალი მომკრეს ყველა გაშეშდა. მე მომშტერებოდნენ და ჩურჩულებდნენ დაბნეული ვიდექი ერთ ადგილას და მათ გამომეტყველებას მივჩერებოდი,როდესაც ერთერთი ხანში შესული ქალის საუბარს მოვკარი ყური „თურმე იმ ბიჭთან ერთადაა,რომელმაც მასზე ძალა იხმარა და გააუბედურა“ მის სიტყვებზე უბრალოდ გამეღიმა და თავი გავაქნიე. ამაყი ღიმილით განვაგრძე გზა და ბექას პალატისკენ გავემართე. სანამ პალატამდე მივაღწევდი ყველას თვალებში ვუყურებდი და ამაყად ვუღიმოდი,მაგრამ ვაი ამ ღიმილს ნეტავ იცოდეთ ჩემს შიგნით რა ხდება ! მთლიანად არეული ვარ,არც კი ვიცი რას ვაკეთებ უბრალოდ იმდენად ჯიუტი,ამაყი და პრინციპული ვარ რომ არ მაინტერესებს სხვა ჩემზე რას იტყვის. პალატის კარები გამოვაღე და ადგილზე გავშრი... ბექა იატაკზე უგონოდ ეგდო და სისხლისგან იცლებოდა, დავიკივლე და მასთან მივირბინე. ტუჩიდან და წარბიდან სისხლი სდიოდა, ძლივს სუნთქავდა და ჩემს დანახვაზე ძალის მოკრება სცადა. ექიმს მთელი ხმით ვეძახდი და ჩემს აკანკალებულ ხელებს მის სახეზე დავაცოცებდი. ექიმი გიჟივით შემოვარდა და მის სხეულს წამის მეასედშ მომაშორა.მასთან მისვლა ვცადე თუმცა არ მიმიშვეს,ვიღაცის ძლიერი მკლავები მიჭერდა და ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. ექიმები ბექას შემოეხვივნენ და საკაცეზე დააწვინეს რაღაცეებს ბუტბუტებდნენ და გიჟივით მიაქროლებდნენ.ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე.. კვლავ ! თავს პირობა მივეცი რომ აღარასოდეს ვიტირებდი,ჯანდაბა ყველაფერი რატომაა ჩემს წინააღმდეგ ! ვერ ვხვდებოდი ეს ექიმი ამდენ ხანს რატომ მეკვროდა ან რატომ მამაშვიდებდა,თმაზე მეფერებოდა და მეუბნებოდა რომ ის კარგად იქნებოდა. თუმცა ახლა ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა? ახლა მთავარი ბექა იყო რომელიც შეიძლებოდა მომკვდარიყო ! კაცი ჩემს წინ ჩაიმუხლა და სახიდან ხელები სახიდან მომაშორა. ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე და ავსლუკუნდი,როდესაც კაცმა თავი ამაწევინა და თვალებში შემხედა უკან გავხტი. ტანში გამცრა და გამაკანკალა. თვალებში ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი რომ ის აქ იყო. თბილად მიღიმოდა და მაკვირდებოდა. ძალა მოვიკრიბე და კითხვის დასასმელად მოვემზადე.
- თქვენ... - ღიმილი ყურებამდე აუვიდა და შეხება ცადა თუმცა თითით ვანიშნე რომ არ შემხებოდა.
- გახსოვარ ელენა ? - მის წარმოთქმულ სახელზე ჟრუანტელმა დამიარა და გულში რაღაც ჩამწყვიტა. - ჩემს ბიჭს მართლაც კარგი გემოვნება აქვს...
- ეს... კიმაგრამ როგორ ? დავინახე როგორ... - ენა ჩამივარდა,ამ სიტყვას ვერ ვამბობდი, მაგრამ ჩემი სათქმელი მან დაასრულა
- მოვკვდი ? - მხოლოდ თავის დაქნევა მოვახერხე - შენც და ლუკამაც ეს არასწორედ გაიგეთ.
- მაშინ ... - სიტყვებისთვის თავის მობმას ვცდილობდი თუმცა ვერ ვახერხებდი.
- ეს გრძელი ისტორიაა. - ღრმად ჩავისუნთქე და წარბები შევჭმუხნე,მხოლოდ ახლა შევამჩნიე მისი თეთრი ხალათი.. მოიცა რა? ის აქ მუშაობდა ?!
- ლუკამ ამის შესახებ იცის ? - უარყოფის ნიშნათ თავი გააქნია და თავი ჩაღუნა.
- ამის შესახებ არც უნდა გაიგოს. - მისმა პასუხმა გამაოცა.
- ამდენი ხნის მანძილზე რატომ არ გამოჩნდით ?! - სიბრაზემ ამიტანა.
- ის ამას ვერ გაიგებს,ამიტომ ჩავთვალე რომ ასე უკეთესი იქნებოდა...
- თქვენ არც კი იცით ამით რამხელა ტკივილი მიაყენეთ ! - ხმა გამიმკაცრდა.
- სხვა გზა არ მქონდა,რატომ არ გესმის ? ვიცი რომ იტანჯებოდა და სტკიოდა,მაგრამ ამის გამო მე უფრო ვიტანჯებოდი ! ვხედავდი როგორ იქცეოდა და რას აკეთებდა,მისი თითოეული ქმედება კარგად ვიცი,ვიცი როგორ გაწვალებს და როგორ უყვარხარ,თუმცა როგორც ჩანს ამას ვერ ხედავ და ვერ აფასებ ! - გაოცებულმა შევხედე და მის სახეზე გამოსახული განრისხების გამო ცოტა არ იყოს შემეშინდა.
- უკაცრავად ?! - ტონს ავუწიე და თვალებში ჩავაშტერდი. მათში თითქოს სინანულის ნაპერწკალმა გაიქროლა მაგრამ მალევე გაქრა.
- ელენა იცი რომ..
- ასე ნუ მეძახით, უფლება არ გაქვთ !!
- ელენა იცი რომ ამის უფლება მაქვს! მე ხომ შვილივით გზრდიდი, შენ კი ძალიან გიყვარდი ! - თვალები აუწყლიანდა,რამაც მგონი გული მომილბო
- ხო მიყვარდით,მაგრამ უკვე აღარ ! - ვიგრძენი როგორ ჩამომიგორდა თბილი ბურთულა სახეზე,რომელიც მალევე მოვიშორე.
- ბექა კარგად იქნება, ამის პირობას გაძლევ ! უბრალოდ მინდა რაღაც ვიცოდე. - ვგრძნობდი რომ ამ კითხვის გამო რცხვენოდა.
- გისმენთ !
- გთხოვ ასე ოფიციალურად ნუ მესაუბრები...
- მეტს ვერ ეღირსებით ! - დანებების ნიშნად ამოიოხრა და მზერა ამარიდა, ცოტა ხანში კი კითხვაც დამისვა.
- ბექასთან რატომ გაქვს ურთიერთობა? ანუ გიყვარს, თუ უბრალოდ ერთობი ?! ჩემს შვილს ის ამჯობინე ? - მის კითხვაზე თვალები გამიფართოვდა
- თქვენ ვერ გადამიწყვიტავთ ვინ უნდა მიყვარდეს და ვინ არა !
- ახლა გასაგებია...
- რა არის გასაგები ?!
- ის არ გიყვარს !
- ეს თქვენ არ იცით.. - ჩაიცინა და ჩემს გვერდზე ჩამოჯდა.
- კი ვიცი, მას უბრალოდ იყენებ,ასე არ არის? მისმინე ამ თამაშს მორჩი,წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა შენს საყვარელ ადამიანს დაკარგავ.
- რატომ გგონიათ რომ ვიყენებ ?!
- იმიტომ რომ გინდა ლუკას ატკინო,ისე როგორც მან გატკინა ! არ დაგაინტერესა ბექას ეს რატომ დაემართა? აქ ლუკა იყო... - მის ნათქვამმა თითქოს გონზე მომიყვანა, აბა სხვა ვინ იქნებოდა ?! ფეხზე წამოვდექი და წასვლა დავაპირე,როდესაც მკლავში ხელი წამავლო და უკან დამაბრუნა. - ამას არ გირჩევ,ის გაცოფებულია და მაინც ყოველი შემთხვევისთვის, იცოდე რომ ის მესაკუთრეა ! - თვალი ჩამიკრა რაზეც გავცოფდი.
- შეიძლება,მაგრამ მე სხვა არ ვარ ! მე არავის საკუთრება არ ვარ და არც არასდროს ვიქნები !! - თვალები დავუბრიალე და იქაურობას ჩამოვშორდი.
განრისხებული მივდიოდი ლუკას სახლისკენ... როგორ გაბედა ?! რა უფლება აქვს ან თავი ვინ ჰგონია რომ ასე იქცევა?! ჰგონია ყველაფრის უფლება აქვს და როგორც უნდა ისე მოიქცევა? არა ვერ მოგართვით, ახლა მასთან მივალ ყველაფერს პირში მივახლი რაზეც ვფიქრობ ! ბოლოს კი გაღიზიანებულზე უფრო გავაღიზიანებ და მამამისზე ვეტყვი ! ჯანდაბა,ნეტავ რა მოხდა ?! ის მკვდარი უნდა იყოს ! რანაირად გადარჩა? მშვენივრად დავინახე როგორ დააჭედეს თავში ტყვია, დავინახე თუ მისი ლანდი როგორ დაეცა მიწაზე... მაგრამ იქნებ ეს სულაც არ ყოფილა გაბრო ? იქნებ... იქნებ... როდესაც სავარაუდო პასუხი გავიფიქრე, ადგილზე გავჩერდი და პირზე ხელი ავიფარე. ეს შეუძლებელი იყო ! ჩვენ სამივენი იქ ვიყავით და სამივემ დავინახეთ რაც მოხდა... ჯანდაბა,ბექა ! ამის შესახებ უნდა დაველაპარაკო,უნდა გავიგო სინამდვილეში რა ჯანდაბა მოხდა და რას ინახავს ის წყეული ტყე,სადაც ისინი სალაპარაკოდ მიდიოდნენ.
მოგონება

^^^
- ჯანდაბა,ასე უბრალოდ ვერ წახვალ გესმის ?! შენ ჩვენს ბიზნესს ჩააფლავებ,ხომ იცი რომ ამის შესახებ არავინ უნდა გაიგოს ?! - გადაულაპარაკა ერთერთმა მეორე.ნეტავ რა ჯანდაბას აკეთებს ეს სამი აქ? ვხედავდი როგორ ამოაცურა ერთერთმა იარაღი და ხელში დამალა. პირზე ხელი ავიფარე და ირგვლივ მიმოვიხედე, არავინ იყო...
დღეს 17 იანვარია, შუა ღამეა და ტყვეში ძალიან ცივა.თვილი ბლუზა მაცვია თუმცა მაინც ვკანკალებ. ნისლი ხეებს თანდათან ფარავს და უფრო საშიშს და შემაძრწუნებელს ხდის... ვცდილობ შეუმჩნეველი ვიყო,ამიტომ ხეს ვეფარები და ნელნელა წინ მივიწევ,ვცდილობ მათი საუბარი გავიგო და რაიმე მაინც გავარჩიო. ვიცოდი რომ რაღაც ხდებოდა,ამიტომ მამაჩემს გამოვყევი. ვიცოდი რომ რაღაც ისე არ იყო,ამ ბოლო დროს ვამჩნევ რომ მამაჩემს ბიზნესთან პრობლემები აქვს,რაც ძალიან მაწუხებს. როდესაც ამის შესახებ ვეკითხები სახიდან ფერი გადასდის და დაბნეული ოთახიდან გადის ან საუბარი სხვა თემაზე გადააქვს. როდესაც მათ ვუახლოვდებოდი,ჯოზს ფეხი დავაბიჯე და ტკაცუნმა მათი ყურადღება მიიპყრო,წამით გაჩუმდნენ შემდეგ კი მამაჩემმა იმ სამიდან ერთერთი შესამოწმებლად გამოგზავნა, უკან სვლა დავიწყე და როდესაც მივვდი რომ ნაბიჯებს უჩქარებდა სირბილზე გადავედი,ისიც ამედევნა და ყვირილი დაიწყო,მივბრბოდი,როდესაც რაღაცას ფეხი წამოვკარი და მიწაზე დავეცი,ვგრძნობდი როგორ მიახლოვდებოდა უცნობი. უკვე შეგუებული ვიყავი იმ აზრთან რომ დამიჭერდა და მათთან მიმათრევდა,შემდეგ მამაჩემი მეჩხუბებოდა,დამიყვირბდა და ალბათ დამარტყამდა კიდეც მაგრამ სწორედ ამ დროს მკლავში ვიღაცამ ხელი ჩამავლო და რაღაც ორმოში ჩამაგდო.ვიღაცას დავეცი,რაზეც შევშინდი. შემდეგ ისიც ჩამოხტა და მანიშნა გავჩუმებულიყავი. ბნელოდა მაგრამ იმდენად არა მისი თითის მოძრაობა რომ არ დაგენახა. მიწას მიეფარა და თან მეც გამიყოლა,მხარზე მეფერებოდა და მაჩუმებდა,მთლიანად ვკანკალებდი,რადგან ძალიან მეშინოდა. ვგრძნობდი მეორე ადამიანის დაჟინებულ მზერას თუმცა ვაიგნორებდი,რადგან ახლა ზედმეტად შეშინებული ვიყავი. როდესაც დარწმუნდნენ რომ ის კაცი წავიდნენ ორმოდან ამოძვრნენ და მეც ამომიყვანეს, ის ერთი მაინც დაჟინებით მიყურებდა მეორე კი თბილად მიღიმოდა.
- ბოდიში სულ დამავიწყდა, მე ბექა ვარ ეს კი ლუკა. - გამიღიმა და ლუკას გადახედა. გავუღიმე და მადლობა გადავუხადე.
- ასეთ გოგოს ამ შუაღამისას ტყეში რა ესაქმება ?! - უხეშად მკითხა ლუკამ რაზეც გავოცდი,ახლა ამის დრო იყო ?
- ლუკა ასე უხეშად ნუ ელაპარაკები, ის ხომ გოგოა ! - შეუღრინა ბექამ
- შენ რა არ გაგიგია,რომ გოგოებს წესიერად თუ მოექცევი გაგანადგურებენ ? - ირონიულად გაიცინა რაზეც გავბრაზდი.
- მომისმინე,არ ვიცი თქვენ რას აკეთებთ აქ,მაგრამ მე საქმე მაქვს ! - ვუთხარი და წასვლა დავაპირე როდესაც ბექამ შემაჩერა, გაფრთხილებ ნიშნათ თვალები დააწვრილა და მკაცრად შემომხედა.
- დარწმუნებული ხარ? იქ საშიშია ! - გაღიმება ვცადე და ლუკას გადავხედე,მადლობა გადავუხადე და ისევ იმ ადგილისაკენ წავედი, კუდში ბექა ამედევნა რომელიც ჩემს შეჩერებას ცდილობდა. - მისმინე იქ არ უნდა მიხვიდე !
- იქ მამაჩემია ! - ჩემმა პასუხმა გააოცა.
- მამაშენი ?
- ხო.
- მოიცა ლევანი მამაშენია ?! - უხმოდ დავუქნიე თავი და დაბნეულმა ლუკას გავხედე,რომელიც გვიახლოვდებოდა.
- შენ საიდან იცი ?
- მე... - ახსნა დაიწყო,როდესაც სროლის ხმა გაისმა. შევხტი და უკან შემოვბრუნდი, იმ ადგილისკენ მთელი სისწრაფით გავიქეცი სადაც რამოდენიმე წამის წინ სროლის ხმა გაისმა... მთელი სისწრაფით მივრბოდი და როდესაც მათთან მივედი ორივეს გაოცებული მზერა ჩემზე გადმოვიდა. მამაჩემს იარაღი ხელში ეჭირდა და დაჭრილს ზემოდან დაჰყურებდა. დავინახე მიწაზე დაგდებული სხეული რომელიც გულში იყო დაჭრილი, პირზე ხელი ავიფარე და მამაჩემს იმედგაცრუებულმა შევხედე. როდესაც დავინახე რომ ბექა და ლუკა გვერდში ამომიდგნენ, ლუკას სახეზე ცრემლები ჩამოუგორდა დაბლა დაგდებულ სხეულთან მივიდა და მისი თავი კალთაში მოიქცია. ტირილს უმატა და ხელებით მოფერება დაუწყო,როდესაც ძალიან სწრაფად ბექამ ხელი ჩამკიდა და ტყისკენ გამაქცია... მივრბოდით,ოღონდ არ ვიცოდი სად,ბექა ხელს ძლიერა მიჭერდა და უფრო ჩქარა მიმარბენინებდა,თითქოს იცოდა რა შარშიც გავყავით თავი...

^^^
ლუკას სახლთან მივედი და კარებზე დავაკაკუნე, კარები ლოლიტამ გამიღო რაზეც გული ჩამწყდა. კარებს მიეყუდა და დაკვირვება დამიწყო,ღრმად ჩავისუნთქე, თავი ავწიე და დაუკითხავად შევაბიჯე ოთახში. მისაღებში შევედი და თვალებით ლუკას ძებნა დავიწყე. სავარძელში იჯდა და სისხლს იწმენდა. როგორც ჩანს არც ბექას დაუკლია ! როდესაც დამინახა თვალე გადაატრიალა და სხვაგან გაიხედა,დავინახე როგორ ეყარა სისხლიანი ბამბები მაგიდაზე, გამახსენდა ის დღე როდესაც ლუკას ჭრილობებს ვუმუშავებდი.ამის გახსენებაზე ჩამეცინა და სავარძელზე ჩამოვჯექი. ფეხი ფეხზე გადავიდე და ხელები გადავიჯვარედინე, ამოვიოხრე და საუბარი დავიწყე.
- უნდა ვილაპარაკოთ. - დამცინავად შემომხედა და ჩაიცინა.
- ახლა იმაზე ლაყბობა უნდა დამიწყო ბექას რომ ცხვირპირი გავუერთიანე ? - მის კითხვაზე გამეცინა,რამაც მისი გაკვირვება გამოიწვია.
- გინდა თქვა რომ შენ გაუერთიანე ცხვირპირი ? საკუთარ თავს შეხედე - დამცინავად ვუყურებ და ხელბით ფეხებს ვეყრდნობი. - იმით ამაყობ რომ ვიღაც გოგოს გამო ადამიანი სიკვდილის პირამდე მიიყვანე ? - ჩემს კითხვაზე წინ წამოიწია და დაჟინებული მზერა მომაპყრო,ისეთი როგორიც ერთ დროს მაშინებდა.
- ამდენი ხნის მანძილზე ვერ მიხვდი რომ ვიღაც გოგო არ ხარ ? - როდესაც მისმა ლამაზმა ბაგეებმა ეს სიტყვები წარმოთქვა თავი გავაქნიე და გავიღიმე,მისგან ეს სიტყვები ძალიან მესიამოვნა.
- ეს რატომ გააკეთე ? ხომ ხვდები რომ მის მიმართ გრძნობები მაქვს არა ? - ვცდილობდი მწყობრიდან გამომეყვანა,ამის გამო არ გეგონოთ რომ ბექას ვიყენებ... უბრალოდ ! ჯანდაბა,მასთან თავს კარგად ვგრძნობ მაგრამ ის... კარგით დაივიწყეთ !
- ეს რატომ გავაკეთე ? რა შეკითხვაა ! - ამ დროს ოთახში ლოლიტა შემოცუნცულდა და ლუკას კალთაში ჩაუხტა, ტუჩებში მოწყვეტით აკოცა და შემომხედა. მის ქმედებაზე დავიძაბე,მინდოდა შუაზე გამეგლიჯა და დამექუცმაცებინა. ვხედავდი ლუკას კმაყოფილ ღიმილს რომელიც უბრალოდ მაღიზიანებდა.
- ახლა ხვდები ? - გამიღიმა და ლოლიტას წელზე ხელი შემოხვია.
- რას უნდა ხვდებოდეს ? - დაბნეულმა ამოილაპარაკა
- არაფერს პატარვ. - მის „პატარავ“-ზე თვალები გადავატრიალე და ფეხზე წამოვდექი.
- როდესაც მარტო იქნები მაშინ დაგელაპარაკები,რადგან ეს თემა მასთან განსახილველი არ არის.
- და მაინც რაზე უნდა მესაუბრო ?
- ისეთ რამეს გეტყვი რაც შენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის ! - ჩემს სიტყვებზე გაეღიმა და ლოლიტა მოიშორა.
- გთხოვ, სიყვარულის ახსნა მხოლოდ ერთი სიტყვითაც შეიძლება ! - თვითკმაყოფილი იდიოტი !
- დამშვიდდი, მე შენთან არაფერი მესაქმება ეს უბრალოდ... ჩვენს საიდუმლოს ეხება ! - ბოლო სიტყვებზე დასერიოზულდა და ახლოს მოვიდა.
- რამე მოხდა ?
- ამას ასე უბრალოდ ვერ გეტყვი ! - მწველი მზერით მომაშტერდა და ყურადღება ჩემს ტუჩებზე გადაიტანა.
- რას მიმალავ ?! - ხმა გაუმკაცრდა და ისევ ჩემს თვალებთან დაბრუნდა.
- ამის თქმა არ შემიძლია ! - შევუბღვირე და მისი სახლი სწრაფი ნაბიჯებით დავტოვე..

ესეც მეცამეტე თავი ♥ წარმოდგენა არ მაქვს შიგნით რა დავწერე,უბრალოდ მუსიკები მქონდა ჩართული და ტექსტს ვკრეფდი, ვფიქრობდი თითოეულის პერსონაჟზე და აზრების მოკრება მიჭირდა რადგან დღეს წერის ხასიათზე არ ვიყავი. მაგრამ მაინც საჭიროდ ჩავთვალე რომ უნდა დამედო.



№1  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Chemo gogo dzalian kargi iyo da momewona dzalian magram luka gulze ar mexateba me isev beqas vucher mxars vici sashineleba roca dzaladoben magram me mainc miyvars da elenes saqcieli ar momwons is beqas iyenebs da amis gamo shemidzlia gavputo vafshe beqa me rom davitovo ara? Miyvarxar sixarulo
--------------------
M.D

 


№2 სტუმარი ^_^

ელენე ძ*კნა გამოვა თუ ლუკას დაუბრუნდება. ჩემი აზრით, იმ ადამიანზე საშინელი არავინაა ვინც მეორე ადამიანს იყენებს მესამის საეჭვიანოდ.

 


№3 სტუმარი Guest Meko

Auu ra sashinelebaa anu beqas grznobebze tamashobs ele..kaia ro mainc lukastan axlovdeba nel nela magram beqa ro mecodeba

 


№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Ar vici ra vifiqro. Kargi tavi iyo veli shemdegs!

 


№5 სტუმარი Guest Light

მაბოდებს შენზე და რაგავაკეთო?!♡♥

 


№6 სტუმარი kusa13

mmm kargiaa... agar daagviano ra :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent