ბავშვობის სიყვარული (1)
*** მაღვიძარას ხმა. ეს დაწყევლილი საშინელი ხმა. ხელი გადავწიე თბილი საწოლიდან, ცოტახანი ჰაერში ვაბოდიალე ბოლოს მივაგენი საძულველი ხმის გამომცემ საგანს და თითი ისე დავაჭირე, ტკივილისგან სახე დამეჭიმა. თვალებს ვერ ვახელ და ვერ ვფხიზლდები. აი რა იცის ღამის ცხოვრებამ. ჯანდაბა მართა! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, თან მითუმეტეს სამსახურში ვარ წასასვლელი, ეს მშვენივრად ვიცი და არა მაინც გავაგრძელე სმა და დაღლამდე ცეკვა გათენებამდე. სამსახურში ისედაც არ მაკლია გართობა ირონიულად მეღიმება. თუმცა ღიმილი სახიდან მიქრება როცა მახსენდება ჩემი უფროსი, მისი მახინჯი სახე და ვიმრიზები. ოდესმე მოვა დრო და მე გავხდები მისი უფროსი და ვეტყვი. „გელაა სტატია გაამზადე ბავშვებთან დაკავშირებით, თან ისეთი რომ ცრემლები მომადგეს თუ არა და დაემშვიდობე სამსახურს“ ჩემს ჯერ-ჯერობით აფსურდულ ოცნებას გავუღიმე და საწოლიდან წამოვიზლაზნე. კედელში ჩასმულ ულამაზეს სარკეში ჩავიხედე და ჩემს თავს კმაყოფილმა გავუღიმე. ჩემი გრძელი და სწორი ფეხები მეც კი ძალიან მომწონდა. არადა საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის კრიტიკული ვიყავი. წვრილი წელი, მადისაღმძვრელი მკერდი, ქერა თმა, ცისფერი თვალები, საშვალო ზომის არადაბოტოქსებული ტუჩები. მიუხედავათ იმისა რომ ჩემს ირგვლივ სულ პლასტიკური ოპერაციის შედევრები დაიარებიან არასოდეს გამჩენია სურვილი მათ დავმსგავსებოდი. რატომღაც წარსული მახსენდება. ყოველთვის ჟურნალისტობა მინდოდა და აი ავიხდინე ოცნება ჟურნალისტი ვარ. თუმცა ჯერ ნამდვილად არ დამიპყვრია მწვერვალები. მეტიც ვფიქრობ რომ ყველაფერი წინაა. ბავშვობაში ლამაზი ბავშვი არ ვყოფილვარ, შავგვრემანი ვიყავი თმა მქონდა და საშინლად ურჩი ნელა მეზრდებოდა და ეს ნერვებს მიშლიდა. ყოველთვის გრძელ ჯანსაღ თმაზე ვოცნებობდი. მაღალი კი ვიყავი მაგრამ ზედმეტი კილოგრამები მამშვენებდა, ეს ცოტა ჩემს თავში მკეტავდა და არ ვიცოდი ეს კომპლექსი როგორ მომეხსნა. კლასელებთანაც არმქონდა გადასარევად ახლო ურთიერთობა. ერთადერთი ადამიანი ანაა რომელიც სკოლიდან გამომყვა ჩემი საუკეთესო დაქალია. უი რა გამახსენდა! ერთ დროს ღრმა ბავშობაში ჩემი კლასელი ბიჭი მომწონდა. მე კი არა მგონი ყველას მოსწონდა. ისეთი ბიჭი იყო რა თავიდანვე სიმპატიური, აზრზე მოსული, მაგარი ზმანებით და ამბებით. სიგარეტიც ყველაზე ადრე მოწია, მგონი მეექვსეში იყო მაშინ. ყველაფერი ზეპირად ვიცოდი იმ ბიჭის, მიხვრა-მოხვრიდან დაწყებული ნერვიული წიკით დამთავრებული. მგონი მეხუთედან გადმოვიდა ჩვენთან. არვიცი, ნელნელა როგორ გაუფერულებია დროს ეს ძველი მოგონებები. ჰო გეუბნებით, ვგიჟდებოდი ისე მომწონდა კი არა და მიყვარდა, ოღონდ წესიერად სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. მალევე მივხვდი რო ისეთი გოგოები ეტენებოდნენ მე არც კი შემომხედავდა და ვეცადე დამევიწყებინა, მაგრამ ჩემთვის სულ მიყვარდა ჩუმად. მერე ამანაც გადამიარა და გავიზარდე. ბოლო წელს უკვე მყავდა აქა-იქ თაყვანისმცემლები, თუმცა მაინც სკოლის დამთავრების შემდეგ მთლიანად შევიცვალე. თუ არ ვცდები ტატო ფეხბურთელი იყო მაშინ და ეს ორმაგად ზრდიდა მის პოპულარობას გოგოებში. ჩემი აზრით ახლანდელი გადმოსახედიდან ტატო ერთი ზედმეტად გათამამებული ბიჭია, არ ვიცი გახდა თუ არა ცნობილი ფეხბურთელი როგორც გეგმავდა. რვა წელია სკოლის დამთავრებიდან გასული და მაგის შემდეგ ტატო აღარც მინახავს. რამ გამახსენა ამ დილას ტატო და ჩემი წარსული. მინდა როგორც ზედმეტი კილოგრამები წარსულის კომპლექსებიც ისე მოვიშორო. თმის ფერი როგორც ადვილად შევიცვალე ისე ადვილად მინდა ვიცხოვრო. არ მიყვარს სიძნელეები. 26 ვარ და რამოდენიმე რომანის გარდა სერიოზული ურთიერთობა არ მქონია. იმ ერთადერთს ველი. კაი ვხუმრობ იმდენ ვინმეს ვხვდები ვუსმენ დღეში, ჩემი ცხოვრებისთვის ვეღარ მიმიხედავს და ამიტომაც დავიარები ასე ეულად. ეს სულაც არ მაწუხებს, მარტო ვცხოვრობ კარგი ბინა მაქვს, კარგი სამსახური და პატარა იასამნისფერი მანქანაც, რომელიც თავიდან ვერცხლისფერი და ერთფეროვანი იყო, მერე მართა შეეხო და შექმნა პატარა კნოპკა. ასე ვეძახი პატარა მანქანაა და იმიტომ. აბაზანაც მივიღე ამ დროში განა მარტო სისულელეების ფიქრში ვხარჯავ დროს. თეთრი ხალათით ვდგავარ კარადასთან და ვარჩევ რა ჩავიცვა. იქნებ ლურჯი ჯინსი თეთრი პერანგი დაა აი ის შავი მაღლები მე ხომ ვგიჟდები მათზე. როგორც ლანას სიმღერაშია blue jeans white shirt ვგიჯდები ამ სიმღერაზე. ხოდა ძაან კაი ასე ჩავიცმევ. თმები გავიშრე და უბრალოდ გავიშალე, ხელოვნურად მაქ გასწორებული და მშვენივრად დგას. მომბეზრდა ტალღოვანი თმა. წავედი რაა! დღეს უამრავი ინტერვიუ მაქ ჩასაწერი მერე გასამთლიანებელი და დასამუშავებელი. ჩემს კნოპკაში ჩავჯექი გამზადებული. დღეს რაღაც კარგად გამოვიყურები, მომწონს ჩემი თავი. კიდევ კარგი საცობში მაინც არ მოვყევი. დიდი ფეშენებელური შენობის წინ პარკირების ადგილას წესების დაცვით დავაყენე მანქანა. დაცვას, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია ნიკოლოზი ხელის აწევით მივესალმე, ნელა გამიღიმა. -მართა პრივეეტ-გაიწელა ანანო, ჩემი მეგობარი და ამავე დროს თანამშრომელი. მას ერთ-ერთი რუბრიკა აბარია როგორიცაა მაგალითად ბავშვების მოვლა ჯანმრთელობა და ასე შემდეგ. ანუ ინტერვიუებზე არ დარბის მხოლოდ ექიმებს ეკითხება ხოლმე ამათუ იმ საკითხზე რა უნდა დაწეროს და მორჩა. გაუმართლა! მე კიდევ ათას ადამიანს უნდა დავუსვა შეკითხვები, რომლებზეც პასუხი არც კი მაინტერესებს. თუმცა მე მომწონს ჩემი პროფესია და სიამოვნებით ვასრულებ მას. -წამო წამო ყავა დავლიოთ-ჩვენს სამუშაო ადგილამდე სწრაფად მივდივართ. მე შევდივარ ანანო კი ყავის აპარატთან ჩერდება. ამერიკანოს სუნი მცემს ვგიჟდები ამ შავ სითხეზე. -გოგო გაიგე?-მეკითხება აღფრთოვანებული ანანო -არაფერი ესეთი აღსაფრთოვანებელი არ გამიგია, რა ხდება?-ვიკითხე მეც ოდნავ დაინეტერესებულმა -გოგო არ შეიხედე ფეისბუქსე? ან ინსთაგრამზე? რანაირი ჟურნალისტი ხარ კაი რაა-ამოიზმუვლა დახელი ჩაიქნია. ყავა მოვსვი მშვიდად და კითხვა რო არ დავუსვი ისევ თვითონ გააგრძელა: -ძაან ცნობილი ფეხბურთელი ჩამოვიდა გუშინ, ქართველია მარა ესპანეთის ერთ-ერთმა გუნდა იყიდა და დიდი ხანია იქ ცხოვრობს -მერე?-ვერ მივხვდი -მერე ის რო გურამი მაგ შანს ხელიდან არ გაუშვებს ხო იცი? ხოდა ცნობილებთან ინტერვიუ შენ გეველება ხოდა სავარაუდოდ გაგიშვებს რო ჩაწერო -ხო მერე რა ძალიან ბევრ ცნობილთან ვყოფილვარ პირველი არ იქნება, რითია ასეთი განსაკუთრებული-მაინც რო ვერ მივხვდი ანანოს გაგიჟების მიზეზს დავიბენი. -გოგო ძაან სიმპათიურია- ღიმილით თქვა და თვალები მინაბა. ხმამაღლა გამეცინა და ფეხები მაგიდაზე შემოვალაგე. -ხო იცი ვერ მომხიბლავს ვერაა, გაიგე რა ანანო არ მაქ ამ ბიჭების თავი, მეზარება განა სხვა რამე ხდება და არც ვიღაც ფებურთელის ჩამოსვლა შეცვლის ამას. ისე ხელფასები როდის იქნება, ახალი კოლექციაა წამოსული უკვე და აუცილებლად უნდა ვიყიდო- ვგიჯდები შოპინგზე. ჩემი ჰობი, სტიქია თუ დაავადებაა რაც გინდა ის იფიქრეთ, უბრალოდ ვგიჟდები მახალისებს და მაბედნიერებს. -მგონი ორ სამ დღეში, ერთად წავიდეთ მეც მაინტერესებს, რეებიაა შემოტანილი-ყავა დაამთავრა და წამოდგ. კარზე დააკაკუნეს, და ოთახში ნია შემოვიდა, ჟურნალის რედაქტორის გურამის, მოადგილე: -გამარჯობათ გოგოებო, მართა შენ გურამი გიბარებს-გაგვიღიმა -ასეც ვიცოდი- ცალყბად გამეღიმა, ცარიელი ყავის ჭიქა ნაგვის ურნაში ჩავაგდე. ჯინსში ჩატანილი თეთრი პერანგი გავისწორე და ქუსლების კაკუნით შევედი ლიფტში. სწრაფად ავედი და ფრთხილად დავაკაკუნე გურამის კარზე: -შეიძლება ბატონო გურამ-ვიკითხე თავაზიანად, ისე კი დიდად არ მომწონს ეს პრეტენზიული კაცი რომელსაც უნდა ყვილაფერი ისე იყვეს როგორც თვითონ ფიქრობს. უნდა რომ რესპოდენტებმა რეიტინგის მომტანი ამბები თქვან, მაგრამ მათ ისტორიებს მე ვერ შივალამაზებ. ვწერ იმას რასაც მეუბნებიან. ამიტომაც ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანს მოსწონს ჩემთან ინტერვიუ, იცან რომ მათ ნათქვამს წაღმა არ დავატრიალებ. ეს არ მოსწონს გურამს მაგრამ რას იზავს. მე თუ გამანთავისუფლებს, ბევრ ცნობილ ადამიანთან დაკარგავს ინტერვიუს აღების შანს. -მოდი მართა საყვარელო, მისმინე ალბათ უკვე გაიგებდი რომ საქართველოში ცნობილი ფეხბურთელი ჩამოვიდა ესპანეთიდან. სასწრაფოდ მჭირდება მასთან ინტერვიუ შენზე უკეთესს კი ვერავის გავუშვებ.- როგორ მაღიზიანებს ეს მბრძანებლური მომთხოვნი კილო. -კი მაგრამ ბატონო გურამ, მე რომ დღეს ცეკვის მასწავლებელს ვხვდები? -შეწინააღმდეგება ვცადე, იმიტომ რომ ამ მოცეკვავესთან უკვე დამუშავებული მქონდა კითხვები და ამ ადამიანის შესახებ კი თითქმის არაფერი ვიცოდი. -ეგ მოიცდის მერე ჩაწერ და სხვა ნომერში გავუშვებთ, ეხლა ეს ინტერვიუ მჭირდება ამ კვირის ნომერში. ფაილს მოგცემ ამოგიბეჭდე ყველაფერი მის შესახებ, გზაში გაეცნობი. დავურეკე უკვე და თანახმაა ინტერვიუზე ოღონდ მის სახლში უნდა მიხვიდე. -სახლში ვეახლო? ის რა საზოგადებაში არ ჩნდება-გავიკვირვე მე -სწორედაც რომ არ ჩნდება, და მასთან ინტერვიუც სწორედ ამიტომ მოგვიტანს რეიტინგს. -კარგით მომეცით ფაილი და წავალ ჩემი მანქანით, არ მინდა მძღოლი. -კარგი მიდი მართა და მისამართი ფაილშია. წარმატებები იცოდე მე ეს ინტერვიუ მჭირდება-თავი დავუკარი და სწრაფად გამოვედი. კაბინეტში დავბრუნდი ჩანთის ასაღებად. სარკეში ჩავიხედე წითელი მუქი პომადა გადავისვი და ჩემ თავს კმაყოფილმა გავუღიმე. ფაილი გადავშალე და მისამართი წავიკითხე. სახელის გაგებას მერეც მოვასწრებდი. იმხელა ფაილი იყო რომ დამეზარა ამდენის კითხვა, კითხვებს ადგილზევე მოვიფიქრებდი, დიქტოფონი ავიღე და წასასვლელად მოვემზადე ანანო რომ შემოვარდა: -ხო გითხარი გაგაგზავნის უეჭველითქო რა მაგარია გოგო, აუ გეხვეწები ავტოგრაფი გამოართვი რაა, დარწმუნებული ვარ ფოტოსაც გადაიღებს შენთან ერთად, დღეს ძაან ვიფიანი ხარ. მოდი შემოგხედო ამ პერანგის ერთი ღილიც რომ შეიხსნა მთლად გააგიჟებდი. შეიძლება შეუყვარდე კიდეც-აღტაცებით მოსაუბერე ანანო ძლივს გავაჩერე -დაწყნარდი რა არ ვაპირებ გავეპრანჭო, არც ფლირტს ვაპირებ არაფერს საერთოდ. მორიგი ჩვეულებრივი ინტერვიუა და მორჩა. -კარგი მიდი მარა ინტერვიუ მაინც გამოართვი რა ძალაინ გთხოვ- დავპირდი გამოვართმევთქო და სწრაფად დავტოვე შენობა. ზუსტად ორმოც წუთში მის სახლთან ვიდექი. რა დებილი ვარ მე მისი სახელიც არ ვიცი, ფაილი კი სამსახურში დავტოვე. ეს რომ გურამმა გაიგოს ხო გამათავისუფლებს იმწამსვე. გამოვედი მანქანიდან და ულამაზეს სამსართულიან სახლს გავხედე.ოჰო ბოჰემაც ამას ქვია. უმშვენიერესი ბაღი, ყვავილები. ისეთი სახლი იყო რომელიც არასოდეს მომწონდა. მე მყუდრო პატარა სახლები მიყვარს. ქვებით მოკირწყლილი ბილიკი გავიარე და კარზე დავაკაკუნე ძლიერათ. კარი მოსამსახურის ფორმაში ჩაცმულმა ქალმა, გააღო -ვინ გნებავთ? -მე ჟურნალიტი ვარ-მივუგე მტკიცედ ______________________ გამარჯობათ საყვარლებო ამსაიტზე ეს ჩემი პირველი ისტორიაა. ეს ერთი და სხვა მრავალი :დ იმედია მოგეწონებათ ფოტოზეა მართა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.