შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი ნაცნობები (ნაწილი 12)


3-02-2017, 23:53
ავტორი ანტა
ნანახია 1 479

ჭიქებს ერთმანეთ ვუჯახუნებთ და ვსვამთ ღვინოს. მუქი წითელი,გრილი მომჟავო სითხეს სიამოვნებით ვსვამ.ყველანი დიდ მაგიდასთან ვართ მი სხდრები, მაგიდა ხილით ტკბილეულით წვენებით და ღვინოთია გადატვირთული. ყველა იცინის და ერთობა. დედა სახლში არ არის მეგობრათან არის წასული ქალაქ გარეთ და ხვალ დილით აპირებს ჩამისვლას. ბიჭები სანამ მაკიაჟის წაშლას მოასწრებდნენ ფოტოები გადავუღეთ. თუმცა ოდნავ მაინც ეტყობათ მაკიაჟის კვალი. გადავხედა სუფრას და კოცინარ მეგობრებს, და მივხვდი როგორ მიყვარდნენ, სიხარულით უცნობისკენ მივბრუნდი და სახე მკერდში ჩავუმალე. აივანზე გავედით. სახიდან ღიმილს ვერაფრით ვერ ვიშორებდი. მოაჯირს მივეყრდენი ის კი უკნიდან მომეხუტა და თავი თავზე დამადო.
-მადლობ რომ მაშინ გეძინა.
-რა?-გაკვირვებულმა შემომხედა.
-როცა პირველად გნახე, მაშინ გეძინა, ძალიან სიმპატიური იყავი თავიდანვე მომეწონე, და მივხვდი რომ უბრალოდ არ გაქრებოდი ჩემი ცხოვრებიდან.
-პირველად შენი სუნი ვიგრძენი, სუფთა და გრილი, შემდეგ შენი ხუჭუჭა თმა დავინახე ბილოს კი მთლიანად შენ.მაღლა ავხედე და ნაცრისფერ თვალებში ჩავხედე რომელიც სიბნელეში უფრო გამუქებულიყო. ნელა მოიწია უცნობი ჩებსკენ და ნაზად მაკოცა. მე ხელები კისერზე მოვხვიე მან კი ზურგზე და კიდევ უფრო მიმიხუტა. ძლივს მოვწყდი უცნობის ტუჩებს, ჩემი მუქი წითელი პომადა მის ტუჩებზე გათხაპნილიყო. გამეცინა და ქვედა ტუჩზე ცერა თითი გადავუსვი. სასტუმრო ოთახში დავბრუნდით ყველა იცინოდა. ჩვენს დანახვაზე კიდევ უფრო ახარხარდნენ.
-არ ვიცოდი შენი საყავრელი მუქი წითელი თუ იყო-ხელი გადახვია უცნობს დემეტრემ. ალექსანდრემ დემეტრე მოიშორა და ჩვენი ჭიქები მოიტანა. ხმამაღალი ჩახველება იყო რა ანდრიამ ყველას ყურადღება მიიქცია.
-მე მინდა ჩვენი ერთად ყოფნის სადღეგრძელო ვთქვა. ეს საღამო ჩემს გონებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდება, მიხარია რომ ხართ ჩემთან ერთად, ძალიან მიყვარხართ და მინდა დავდოთ ფიცი რომ სამუდამოდ ერთად ვიქნებით.-ჭიქბის ბუჩქი გავაკეთეთ და ყველამ ერთად შევძახეთ
-ჩვენს სამუდამო მეგობრობას გაუმარჯოს!!!-გავიცინეთ და სასმელი შევსვით.მარიამმა ალექსანდრე წაიყვანა დასაძინებლად. ნელო მუდიკა ჩავრთეთ და წყვილებმა ცეკვა დავიწყეთ. საბამ და ბექამ ხელი აიქნიეს დაოთახიდან გავიდნენ.მე უცნობის მკერდზე მედო თავი. ნელა ვირწეოდით მუსიკასთან ერთად. და მაშინ განვაანალიზე რომ მათი წყალობით ჩემი ბედნიერი მომენტების სია ფურცელზე აღარ ეტეოდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent