შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის 13 (თავი 25)


4-02-2017, 00:34
ავტორი ნანიკო_ნანო
ნანახია 1 598

-დაურეკე! -მივმართე ჩემს წინ აქეთ-იქით ნერვიულად მოსიარულე მარიამს.
-ვის.. -ფიქრებიდან გამოფხიზლდა თითქოს.
-ლაშას. სხვას ვის.. -მეც აშკარა ნერვიულობა მეტყობოდა. -გუშინ საღამოს წავიდნენ და უკვე უნდა დაბრუნებულიყვნენ.
-და შენთვითონ ვერ დაურეკავ დემეტრეს? -იერიშით წამოვიდა ჩემკენ
-გოგო სად ჩემი და დემეტრეს ურთიერთობა და სად შენი და ლაშასი. ცოლ-ქმარი ხართ თქვენ და ბოლოსდაბოლოს შვილი უნდა გეყოლოს მისგან. არ გაღელვებს შენი ქმარი სადაა ამდენ ხანს? -გამომცდელად ვკითხე
-კაი ხო დავრეკავ. ვიფიქრე არ შევაწუხოთ მეთქი... -თქვა, ტელეფონი მოიმარჯვა და ნომერი აკრიფა.
-ხმამაღალზე ჩართე! -მის გვერდით დავდექი რომ ყველაფერი კრგად გამეგო.
-ჰო მარიამ.. მისმინე აგიხსნი ყველაფერს. -აკანკალებული ხმით დაიწყო ლაშამ. -ჩამოვალთ დღეს. რავქნა, რაღაც ხდება. ოღონდ თქვენ, არცერთმა არ უნდა ინერვიულოთ.
-რა ხდება ლაშა ამოღერღე! -მოუთმენლად მივმართეთ ერთდროულად
-თოკო დაიღუპა -ამოიხვნეშა.
-რაო? -განცვიფრებისგან გული შემიწუხდა. მარიამს ფერი გადაუვიდა სახიდან.
-გარდაცვლილი დაგვხვდა უკვე. ვეღარ უშველეს ექიმებმა .
-რა დაემართა -ძლივს ამოვღერღე
-ზედმეტი მოუვიდაო.. -თითქოს სხვის ნათქვამს იმეორებდა -დღეს უნდა ჩამოვასვენოთ. ნეტავ იცოდეთ რა საშინელი სიტუაციაა აქ. -დაბალი ხმით ლაპარაკობდა. თითქმის ჩურჩულით
-დემეტრე როგორ არის? ან მშობლები... -ვიკითხე მე.
-როგორ იქნებიან ქეთო. საშინლად...
-ჩვენ შეგვიძლია რამის გაკეთება? მე და მარიამს.. -ყველანაირ მზრუნველობას გამოვხატავდი.
-მისმინეთ! ხვალ მანდ ვიქნებით. თქვენ მანდ იყავით და არაფერზე არ ინერვიულოთ! -კი არ გვთხოვდა, მოგვთხოვდა.
-კარგი მაშინ, თქვენც ფრთხილად იყავით რა... -ემუდარებოდა მარიამი
-დემეტრეს მიხედე! -მივმართე ლაშას და დავემშვიდობეთ.
მეორე დღეს საღამოთი უკვე ჩვენთან იყვნენ. სახლში არ ჩერდებოდნენ. სულ გადარბენებზე იყვნენ. ვწუხვარ მეთქი, ერთხელ ვუთხარი და იმის მერე დაკრძალვამდე არ მინახავს. როგორ ვნახავდი. ჩემთვის ეცალა?! განა ვალდებული იყო ყოველდღე ვენახე? განა ჩემს გამო თავისი მწუხარება უნდა დაევიწყებინა? სისულელეა... იქიდან ჩამომიყვანა, თავის ცხოვრებად მაქცია და ამაზეც მადლობელი ვარ. როგორ შემიძლია ვიყო ადამიანი და ამავდროულად დავიწუწუნო რომ ჩემთვის დროს ვერ პოულობს. მიყვარს დემეტრე! ტყუილად კი არ ვუთხარი მაშინ. მინდა ძალიან მისი ნახვა მაგრამ ამ მომენტში ასე ხდება.. ასეა სააჭირო.
ლაშა გვერდიდან არც მოშორებია დემეს მთელი კვირის განმავლობში. აბა რისი ძმაკაცია. ყველაფერში დაეხმარა და გვერდში ამოუდგა. მე და მარიამმა მათ მშობლებსაც მივუსამძიმრეთ. მაგრამ მაგდროს დემეტრე სახლში არ ყოფილა. ვერც იქნებოდა... დაკრძალვისთვის ყველაფერი მოსაგვარებელი იყო.
მე და მარიამი პირდაპირ ძაკრძალვაზე მივედით ერთად. ლაშა რათქმაუნდა უკვე იქ იყო. ხალხი გლოვობდა.. დემეტრე კი იქვე შეუმჩნევლად იჯდა. თითქოს მარტო მე ვამჩნევდი. შავი შარვალი და შავი პერანგი ეცვა. შავი ფეხსაცმელები და შავი სათვალე ამშვენებდა. აბა სხვაგვარად როგორ იქნებოდა. პიჯაკი მხარზე ჰქონდა გადაგდებული. რამდენჯერმე შემომხედა და მადლობის ნიშნად თავი ოდნავ დამიქნია. მხოლოდ მე რომ მივხვდებოდი ისე. თითქოს ჩემი მწუხარება მიიღო. მზერას მალევე მარიდებდა. დიდხანს ვერ მიყურებდა თვალებში. ფეხზეც რამდენჯერმე წამოდგა მაგრამ ვერ ჩერდებოდა. ფეხები უკანკალებდა და ჯდებოდა. სიგარეტისთვის თავი ვერ დაუნებებია. დასაფლავებამდე რამდენჯერმე მოუკიდა ახალ-ახალ ღერს. ყველაფერს ვამჯობინებდი ასეთ მდგომარეობაში მის ნახვას. გული მეკუმშებოდა როცა სათვალეს მოიხსნიდა და თვალებს ისრესდა ცრემლები რომ შეემშრალებინა. იცით მას რა შევატყე? ეტირებოდა... მაგრად ეტირებოდა! მივხვდი რომ ასე იყო. ძალიან ღრმად და სწრაფად სუნთქავდა. მერე უცებ ცდილობდა შეენელებინა სუნთქვის რიტმი. არ გამოსდიოდა და ამიტომაც მოსდიოდა ცრემლები. თან ვერც ისვენებდა, თან კიდე თითქოს არ უნდოდა დამშვიდება. იდაყვებით მუხლებს ეყრდნობოდა და ფრთხილად გაჰყურებდა იქვე მგლოვიარე ხალხს. დედ-მამასაც რამდენჯერმე შეავლო თვალი. მე მარტო მას ვუყურებდი. მხოლოდ მას... სხვას არავის. განა რამეს ვაშავებდი ან ვაფუჭებდი ამით? უბრალოდ მეტი არაფერი შემეძლო. ადგილიდან ვერ ვიძვროდი. ნაბიჯებს მისკენ ვერ ვდგამდი რომ მასთან მივსულიყავი და ჩავხუტებოდი. ისიც არ ვიცოდი როგორ მეგრძნობინებინა დემეტრესთვის, რომ მთელი სულით და გულით მასთან ვიყავი. შორიდან გავცქერი შავებში ჩაცმულ ხალხს და მოღრუბლულ ცას რამოდენიმე წამში ერთხელ ავხედავ ხოლმე იმის გასარკვევად წვიმა დაიწყო თუ არა. აბა ისე ვერ ვიგრნობ და.... ხალხთანაც არც თუ ისე ახლოს ვდგავარ. შავი კაბა და შავი ფეხსაცმელები მაცვია. დაკრძალვას არც ვუყურებ. მთელი ყურადღება დემეტრესკენ მაქვს მიმართული და ამის მეტს ვერაფერს ვაკეთებ. მაინც რაარის ეს სიკვდილი. თითქოს ყველა დარდი იქარწ....ბოდეს ამ დაკრძალვით. თითქოს ყველაფერი მთავრდებაო. არადა ახლა იწყება ყველაფერი. მე არც ძმა მყავს და არც და მაგრამ ძალიან კარგად ვხვდები რა ტკივილი იგრძნობა ამ ყველაფრის დროს. მშობლების დაკარგვის დროსაც იგივე არ განვიცადე? მალე ორი წელი გავა და მე ჯერაც ვერაფერს შევეგუე. ეს ისეთი გრძნობაა რომ გინდა დამშვიდდე და თან რომ არც ცდილობ ამის გაკეთებას. თითქოს რაღაცას ელოდები. საკუთარ თავს არ ეკუთვნი. ყოველდილით სარკეში იხედები და ცდილობ შენი თავის აღქმასა და ამოცნობას.
ხალხი თანდათან იცლება. ყველა თავის ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება რამოდენიმე წუთში. მაჩაბელის მშობლებიც ძლივს შორდებიან საფლავს. თუმცა შვილის საფლავს როგორ უნდა მოშორდე. იმ მიზეზის ახსნას ცდილობ თუ რატომ ვეღარ ნახავ იმ ადამიანს. ვერ აცნობიერებ იმ ფაქტს რომ ის უკვე დაიკარგა. სულიერად შენთანაა მაგრამ მაინც დაკარგულია. სამყაროდან გადაიკარგა რა!
დემეტრე ადგილიდან არ იძვროდა. იჯდა და საფლავს შეჰყურებდა. ახლოს კი არ მიდიოდა... უბრალოდ უყურებდა.
-არ მოდიხარ?-მარიამმა მკითხა
-არვიცი. -მხრები ავიჩეჩე.
-მოდი ჩვენ წავალთ, სასაფლაოს გარეთ დაგელოდებით. ან რავიცი... შენ მიდი მასთან და დაელაპარაკე. -ჩუმად ჩამჩურჩულა ლაშამ, მარიამს ხელი გადახვია და წავიდნენ.
არავინ აღარ იყო ჩვენ ორის გარდა სასაფლაოზე, მასთან მივედი, ფრთხილად მივაბიჯებდი. უკვე კარგად მივუახლოვდი. მის გვერდით ჩამოვჯექი. ხელები მუხლებზე დავილაგე და დაჟინებით მივაცქერდი. მისი ღრმად სუნთქვის ხმა მესმოდა. კარგად მესმოდა. კიდევ უფრო ახლოს რომ ვმჯდარიყავი მასთან, ალბათ იმასაც გავიგებდი როგორ სწრაფად ცემდა მისი გული.
-დემე! -მისკენ წავიწიე და თვალებში ჩახედვა ვცადე. მისი მზერა საფლავის ქვისკენ იყო წარმართული
ხმა არ ამოუღია. უბრალოდ ხელი ხელზე დამადო და მომიჭირა. მთელი ძალით, სიმწრისგან. ვერ თოკავდა თავის სიბრაზეს. თავის თავზე ბრაზობდა. მხოლოდ თავის თავზე! მეც ძლიერად ჩავკიდე ხელი და არ ვუშვებდი.
-დემე! -ისევ გავუმეორე რადგან ვიფიქრე ცუდად გახდა. თუმცა ამას რა ფიქრი უნდოდა. განადგურებულია ბიჭი. ფერდაკარგული, სახეწაშლილი და თვალებჩაწითლებული იყო. ვეღარ ვცნობდი. ასეთი არასოდეს მენახა
-დემეტრე! -ამჯერად ტონს ავუწიე. შიშმა შემიპყრო მას რომ ვერ ვშველოდი. ანდაც როგორ უნდა მეშველა. როგორ უნდა დავხმარებოდი. მისკენ უფრო ახლოს მივიწიე და მხარზე ხელი მოვხვიე, მივიკარი, ძლიერად მივიკარი! არ იძვროდა. ქვასავით მიყინვოდა ადგილს. დაძაბული იჯდა და ჩემს ჩახუტებასაც კი არ დანებდა.
-დემე მოდი ჩემთან! -ყურში თბილად ჩავძახე
სათვალე მოიხსნა, წამიერად გამომხედა. ჩემს თვალებს დაჟინებით მიაშტერდა. ისევ გაიხედა და ღრმად ჩასუნთქვა სცადა. კანკალებდა...
-იცი რა ქეთო!-თმაზე ხელი გადაისვა. მომართვამაც კი დამადნო
-რა? -ცრემლმორეული თვალებით ვკითხე
-შენ ერთადერთი ხარ... -ისევ ჩაისუნთქა. ხმა უთრთოდა. სიტყვებს თავს ვერ აბამდა. -ვისთანაც შემიძლია ვიტირო. თუნდაც ბავშვივით, პატარა გოგოსავით! ამხელა ბიჭმა, დემეტრე მაჩაბელმა, შენს წინაშე ვიტირო! -თქვა დაჩემს ხელებში ჩაიკეცა. აქვითინდა. მართლაც რომ პატარა ბავშვივით აქვითინდა. მთელისხეულით მომეკრო. -იცი რომ მთელი ამ ერთი კვირის განმავლობაში ერთი ცრემლით არ წამომსვლია? -კითხვა დამისვა ოღონდ არ ვიცი უნდა მეპასუხა თუ არა
-ვიცი დემე, ვიცი! -თავს ვერ ვძლიე და მაინც ვუპასუხე
-თვალზევე ვიშრობდი იმ ცრემლებს რომელთაც დინება უნდოდათ! -ოდნავ ჩაიღიმა. სიმწრისგან ჩაიღიმა, ისე კი არა.
-მოგიწევს შეეგუო! -ამ წინადადების თქმის შემდეგ გავაანალიზე რა სისულელე წამოვროშე. ჩემი თავი შემზიზღდა როცა ამ ფრაზის არსს მივხვდი. რა სულელი ვარ. როგორ შეუძლია ადამიანს ძმის სიკვდილს შეეგუოს. ვალდებულს ვხდიდი? ესეთი როგორ ვარ, ვერასოდეს ვერავის რომ ვერ ვამხნევებ.
-მომიწევს? -შეკითხვა შემომიბრუნა გაურკვევლობაში მყოფმა
-არ ვიცი... -დავიბენი
-ანუ? -ისიც დაიბნა, ჩემსავით.
-არაფერი... -ვუთხარი და ისევ მივიხუტე
-შენც ჩემსავით ცუდად ხარ?! -დაჟინებით მაცქერდება
-ჰო... -მნიშვნელოვნად დავეთანხმე
-ჩემი ძმა იყო! -უცბად მხრებში გასწორდა და ცრემლები ჩემგან მალულად შეიშრო. თავი გვერდით გაატრიალა,
-დემე! -ჩემი მწუხარების ფაქტი აღვნიშნე
-ჩემი ძმა, ჩემი თორნიკე, უმცროსი მაჩაბელი! -თმაზე ხელი ნერვიულად გადაისვა და სათვალე მოირგო.
-ყველაფერში დაგეხმარები! -დავარწმუნე ის და ცრემლების შეშრობა დავიწყე
-... -სიცილი აუტყდა
-რა ხდება? -გამიკვირდა, მაგრამ ღიმილი მივიხატე სახეზე. იმიტომ კი არა რომ მეღიმებოდა, უბრალოდ არ მინდოდა თავი მარტო ეგრძნო. მაინც სისულელეა.
-... -ვერ იკავებდა თავს. შეიძლება ისიც დავასკვნა რომ არ იკავებდა.
-რა გჭირს დემე?! -შიშმა შემიპყრო მაგრამ ყალბი ღიმილი სახიდან არ მომიშორებია
-რა სიგიჟეა -გადაიხარხარა
-რა არის სიგიჟე! -მკაცრი ტონით ვკითხე
-უმცროსი მაჩაბელი. ყველა ისე იცნობდა როგორც უმცროს მაჩაბელს. მე დემეტრე მაჩაბელი ვიყავი, ყველგან და ყოველთვის. ორ ძმას შორის ხო შეიძლება უბრალოდ უფროსი მაჩაბელი ვყოფილიყავი. მაინცდამაინც მე რატომ მიცნობდნენ უფრო კარგად -სიბრაზემ შეიპყრო -ღმერთო როგორ მრცხვენია... როგორი გაბრაზებული ვარ! თოკო სულ ამბობდა ერთხელაც თორნიკე მაჩაბელად გამიცნობს ხალხიო, არადა ისე წავიდა ამ ქვეყნიდან ცხოვრებაც კი ვერ მოასწრო
-სიმწრის სიცილია ეს... უნდა დამშვიდდე! -მივმართე მას
-კი მაგრამ ყველა ამ სიტყვით როგორ ცდილობთ ჩემს დაწყნარებას? ამით მოგვარდება ყველაფერი?! -ტონს აუწია
-უკაცრავად... -მოვუბოდიშე და ხელები წყენით მოვაშორე. თავი პატარა ბავშვივით დავხარე. დამნაშავედ ჩავთვალე თავი. უცბად შემომხედა, მიხვდა რაც მოხდა და მომაცქერდა
-მაპატიე რა! არ უნდა მეყვირა შენთვის. -ჩემკენ გადმოიწია და შუბლზე მაკოცა
-კარგი.. -ფეხზე წამოვდექი. არ უნდა მეწყენოდა ასე... თავს ახლა უფრო დამნაშავედ ვგრძნობ. ვშიშობ ცუდად გამომივიდა
-ბინა ვიქირავე. -ახალი თემა წამოჭრა და ძმის საფლავი კიდევ ერთხელ შეათვალიერა
-რატომ? -ინტერესით ვკითხე
-ასე იყო საჭირო... დედასთან და მამასთან ვეღარ გავჩერდებოდით. ერთი შვილი დაკარგეს და არ მინდა უყურონ მეორესაც როგორ კარგავენ ტანჯვით.
-მათ ხომ შენი გამხნევება სჭირდებათ! -მოვიღუშე
-კარგი რა... თავად ვერ ვამხნევებ ჩემთავს და სხვას როგორ ვუშველი -მხრები აიჩეჩა
-მერე რა, შენი მშობლები არიან დემე. -ვერ ვჩერდებოდი და ვეპასუხებოდი
-რა "მერე რა" ქეთი?! ჩემს ტანჯვას უყურონ ჩემმა მშობლებმა? ერთი გასაჭირი არ ეყოფათ და მეც უნდა დავემატო მათ მწუხარებას? შეხედე რას ვგავარ! -ფეხზე სწრაფად წამოდგა და სათვალე დაუუფიქრებლად მოისროლა. -თვალებში ჩამხედე აბა. ატყობ, რომ სისხლჩაქცევა მაქვს? შეხედე როგორ გავხდი... საერთოდ რას დავემსგავსე. რა არსება ვარ?! სახეზე რა ფერი მაქვს ამჩნევ?! იცი რომ იმ ფიქრებით მომიწევს მთელი ცხოვრების გატარება, რომ ჩემი ძმის სიკვდილი ჩემი ბრალიცაა?! -ისტერიულად ჩაიცინა. ასეთი გაღიზიანებული არასოდეს მინახავს
-არაა შენი ბრალი! -მივუახლოვდი. ვიფიქრე დაწყნარდებოდა
-აბა ვისი ბრალია? ჩემს ძმას ვერ მივხედე. ცხოვრება ვერ ვასწავლე და აქედან გავუშვი. კარგი რა. ახლა იქ წევს და სულ იქ უნდა იყოს, აზრზე ხარ?! -ხელით საფლავისკენ მანიშნა -რისთვის ვიყავი მასზე უფროსი. ვერ ვუშველე და აი შედეგიც...
-არ არის შენი ბრალი, გეფიცები არ არის! -სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, უფრო მივუახლოვდი და ჩავეხუტე. ძლიერად ჩავეხუტე. უძლიერესად! მეტი არაფერი შემეძლო. სხვანაირად ვერ დავამშვიდებდი. მთელი სხეულით თრთოდა. გულის ცემაც ისე მტკივნეულად ჩამესმოდა...
-ქეთი... -წარმოთქვა და ხელები მომხვია
-წამოდი წავიდეთ კარგი? ლაშა და მარიამი გარეთ გველოდებიან, მანქანასთან. -ვუთხარი და ხესთან დაგდებული სათვალე მივაწოდე. მასთან ერთად გავუყევი გზას რომელიც გასასვლელისკენ მიდიოდა. ხელი მხარზე დამადო. თავი უკან შეატრიალა, გაიხედა და ქვას თვალი შეავლო. თითქოს ბოლოჯერ უყურებდაო. გზა განვაგრძეთ და გარეთ გავედით
-დემე! -თბილად ჩაეხუტა მარიამი
-ხო იცი შენთან ვარ არა?! -გადაეხვია ლაშაც
-ვიცი ვიცი...
-ჩასხედით და წავედით -ლაშამ მანქანის გასაღები მოიმარჯვა
-უკანა სავარძლისკენ გამვაღე კარი. მარიამი ჩემგვერდით უნდა დამჯდარიყო, დემე კი ლაშას გვერდით.
-ლაშა! -შეჩერდა მაჩაბელი
-რა იყო ძმაო -შეშინებული შეყოვნდა
-შენ მაინც ხო არ მიმატოვებ? -ფრთხილად იკითხა და კარს დაეყრდნო
-არანაირად! -თბილად გაუღიმა
-და არც თქვენ, გოგოებო! -მე და მარიამსაც გამოგვხედა
-არა რათქმაუნდა...
მანქანა დაძრული იყო და სასაფლაოს ტერიტორიასაც უკვე კარგად გამცდარი
-დემე ხო იცი შეგიძლია ჩვენთან დარჩე რამდენხანსაც გინდა! -საჭესთან მჯდომმა არაბულმა მიმართა მას
-რასისულელეა... ვერ დავრჩები თქვენთან. ვიქნები მარტო, ჩემთვის.
-ცუდი არაფერი დაიმართო რა! -მე ხმას ვერ ვიღებდი. მარტო მარიამი პასუხობდა
-არა მარიამ, არა! -სარკისკენ წარმართა მზერა მის დასანახად. მერე მეც შემომხედა და დამწუხრებულად გამიღიმა.
არ ვიცი რა ვთქვა, ან რა ვიფიქრო. ჩვენი ურთიერთობა ცეცხლივითაა. როგორ უცებ გაღვივდება ხოლმე და მერე უცებ როგორ ჩაქვრება. კვმლად რჩება... ან საერთოდ არ ვლაპარაკობთ, ან ძალიან ბევრს ვსაუბრობთ. ან საერთოდ არ ვეხუტებით, ან ორი საათი ჩახუტებულები ვდგავართ. ან საერთოდ არ ვუყურებთ ერთმანეთს, ან ჩვენთვის არაფერი არსებობს ერთმანეთის გარდა. რაღაცნაირი სიყვარულია... ნამდვილი და თითქოს შორეული. ერთმანეთთან ასე ახლოს ვართ და მაინც როგორ შორს. არადა შემიძლია მას შეყვარებული ვუწოდო. კახეთიდანაც მის გამო არ წამოვედი?
წამები გადიოდა, წუთები... საათებიც, დღეებიც და კვირეებიც. იმ დღის მერე რამოდენიმეჯერღა შევხვდით ერთმანეთს. 3 ჯერ... ან 4 ჯერ. მთელი ერთი თვის განმავლობაში თითქმის არც გვილაპარაკია. ლაშასთან და მარიამთან იყო. მეც იქ ვიყავი და იქ ვნახულობდი. აბა სხვანაირად როგორ. თანდათან ეგუებოდა იმ ამბავს... ვატყობდი.
ერთ დილით ადრე გავიღვიძე, მივხვდი რომ არაფერი მქონდა საქმე და უბრალოდ გარეთ გავედი. მანქანაში ჩავჯექი და ბარისკენ გავემართე. თითქოს ისე შევედიო მაგრამ რომელი სულელი შევა ბარში არაფრის გამო? ერთ მაგიდას მივუჯექი და ნიკაპით ხელს დავეყრდენი, იდაყვით კი მაგიდას. მეორე ხელიც მაგიდაზე დავდე და ქუჩისკენ დავიწყე ცქერა.
ვფიქრობდი... ბევრს ვფიქრობდი, ძალიან ბევრს. დემეტრესაც ვერ ვურეკავდი. რას ვეტყოდი, ბარში ვარ და მოდი გავერთოთ მეთქი? ეს ხომ დიდი სისულელეა...
უცბად ბარის დახლთან ნაცნობი სილუეტი შევნიშნე. სახეწაშლილმა გავიხედე იმ ადგილისკენ. ამ ბიჭის მზერა პირდაპირ ჩემსას შეხვდა. "ღმერთო ჩემო!" ამ ორმა სიტყვამ გამიელვა გონებაში და ზიზღის ჟრუანტელმა ტანში დამიარა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent