სიმართლის დრო dasasruli
ყველაზე ბედნიერი დილა გათენდა, ბარბი დამშვიდებული სახით ადგა დილით და მის გვერდით მძინარე ირას ღიმილით შეხედა. ირამ თითქოს იგრძნო დაჟინებული მზერა და ღიმილით მიესალმა ბარბის. ---დილა მშვიდობისა, როგორ გეძინა? ---იცი? ირა სამყაროს სიყვარულის თვალით თუ არ შეხედე, ვერ შეიგრძნობ უკიდეგანო სივრცეს, ვერ დაინახავ მშვენიერებას და ვერ დაუჯერებ სასწაულს, სამყაროს ჩვენამდე რომ მოაქვს. ირა ეს რომ დაინახო,გულში უნდა გქონდეს მთელი სამყარო,მათი სამყოფი სულით უნდა სუნთქავდე,რომ სუნთქავდე უნდა გიყვარდეს და ამ სიყვარულს ძილშიდაც გრძნობდე, რომ ძილში მისი ჩურჩულიც გესმოდეს,რომ სილამაზე შენით იწყებაო, რომ დილა არასოდეს არ არის დილა, შენს გარეშეო. ბარბი ისეთი აღფრთოვანებული საუბრობდა,რომ ირამ თვალები დაატრიალა და ხელებაპყრობილმა თქვა. ---ღმერთო რატომ სჩადიხარ ამ საცოდავობას,მიეცი ამ ორ ბატს ჭკუა,რომელიც ეს წლებია წაართვი და უტვინოდ დაატარებ ორივეს. ადექი,ადექი და მერე მოვუსმენ შენი ფილოსოფიის გაკვეთილებს.ორივე წამოდგა და თავები მოიწესრიგეს,შემდეგ კი ბარბიმ ერეკლე და ლევანი წამოაგდო ფეხზე. შემდეგ სამზარეულოში ჩავიდა და საუზმის მომზადებას შეუდგა. მშვენიერი და უგემრიელესი ალადები დააცხო და თამრო რომ ადგა, მას უკვე საუზმე მზად დახვდა, რომელმაც გაოცებულმა შეხედა ჯერ ბარბის და შემდეგ გაწყობილ სუფრას. ---ბოდიში,მაპატირეთ დეიდა თამარ რომ თქვენს დაუკითხავად შემოვიჭერი სამზარეულოში. ---რას ამბობ შვილო, როგორ გიხდება ეს წინსაფარი და როგორ უხდები ამ სამზარეულოს.უბედნიერესი ქალი და დედა ვიქნები შენისთანა რძალი,რომ შემომივიდეს ჩემს სახლში. ---სამზარეულო დამითმეთ,დღეს რაღაც უნდა გამოვაცხო.ბექუშა წადი რა გთხოვ მაიკო გამოიყვანე აქ და მერე ჩვენ წავალთ და გოგოები ერთად წავლიან.ბექამ შეხედა ლევანს და თვალები გადაატრიალა, თამარს კი უთხრა. ---ყურადღება მიაქციეთ,სამზარეულო არ გადაწვას. თუ მაინდამაინც თქვენ მოასწარით გარეთ გასვლა და ეს აქ დატოვეთ. რასაც დათესავ იმას მოიმკი ძმაო. ---ხოდა ყველამ უკან დაიხიეთ, რომ ცეცხლის დროს ძალიან შორს გადახტეთ. ადამიანი შეიძლება ყველაფერს შეეგუოს, უფრო მეტიც,ადამიანმა შეიძლება გაუძლოს შიმშილს,სიცივეს,მაგრამ მე თქვენს გარეშე ვინ ვიქნები, მეც თქვენთან ერთად დავიწვები თუ ცეცხლი გავაჩინე. ყველა ყურადღებით უსმენდა ლევანის სევდიან საუბარს, მაგრამ მისმა ბოლოს ნათქვამმა სიტყვებმა ყველა გააცინა.ახლა ნება მომეცით აქედან გაგაძევოთ და მარტო დავრჩე. რაღაც უნდა გამოვაცხო და უფალო შემიწყალე მარტო არ დამტოვო და ამათი სასაცილო არ გამხადო. ---ლევან იცოდე ვარდი უეკლოდ არავის დაუკრეფია, ბოლომდე იბრძოლე,შენი შესაძლებლობლებისთვის. ვითომ სერიოზულად უთხრა ბარბიმ მაგრამ ლევანის ბრაზიან გამოხედვას რომ შეხედა, პირზე ხელი აიფარა და გულიანად გადაიკისკისა.ერთ საათში დაბრუნდა ბექა და მაიკოც მიიყვანა. ყველა მისაღებში იჯდა და საუბრობდნენ, თან ლევანს ელოდნენ მისი შედევრით, რას მოამზადებდა და რას შესთავაზებდა მათ. ბედნიერი იყო ონისე და თამარი ასეთი მხიარული დილა რომ გათენდა მათ სახლში. ---ოჰოჰოოო ლეუშა მოდის, ჩვენი შეფ-პოვარი. ხელში თეფში ეჭირა ლევანს და თვალით მაიკოს დაეძებდა. ვერ შეხედა და ბარბის შეეკითხა. ---ბაბილინა სად არის მაიკო? ბაბილინას გაგონებაზე გაბრაზებულმა გახედა ლევანს და უთხრა. ---არ ვიცი ლეუშა.ეს რაა უკვე მოამზადე შენი შედევრი?უი გადავრჩით,არ ვართ ცეცხლის ალში გახვეული. ---შენ ენაზე უნდა წაგეკიდოს მარტო ცეცხლი. ბარბი წამოდგა და ლევანისკენ გადადგა ნაბიჯი,რომ ლევანიმ იყვირა. ---არ მომეკარო,პირველი მაიკოს უნდა გავასინჯო.---მოიცა რამდენი წელია მაიკოს რომ იცნობ? ---სამი წელია,რატომ მეკითხები? ---გიჩხუბიათ როდისმე? ბარბის ყველა ღიმილით უსმენდა. ---არა,რატომ უნდა გვეჩხუბა? შენსავით შხამიანი არ არის. ---ხოდა არა უშავს, ამ ერთხელ თუ იჩხუბებთ.უთხრა და თებშიდან ააცალა ლევანს მისი საფირმო მარმელადები. ---ნახეთ რა მიყო, როდის უნდა ისწავლო ჭკუა,მართლა ბაბილინა ხარ.ყვიროდა ლევანი და სახლი ზანზარებდა მათი ხმამაღალი სიცილისგან. მაიკომ მიუახლოვდა ლევანს და უთხრა. ---რა გაყვირებს ლევან. ---შენ ახლა მოგინდა მაინდამაინც გასვლა? ბარბარე კისკისებდა ლევანის ჯუჯღურზე და პატარა ბექაც კარგად ხალისობდა, დედას ასეთ მხიარულს და ბედნიერს რომ ხედავდა. დრო და დრო კი ონისეს რაღაცეებს ეკითხებოდა როგორც დიდი ადამიანი. სასურველი პასუხის მიღების შემდეგ, კი ღიმილით გადახედავდა ჯერ ბარბის და შემდეგ ბექას თან ფიქრობდა ალბად მის პატარა გულში. ,,მალე გაზაფხული მოვა და ვარდები თავად გაიშლებიან ჩვენს ქუჩაზე დე''. როგორც იქნა ერეკლე ფეხზე წამოდგა და ხმამაღლა თქვა. ---ძია ონისე ჩვენი წასვლის დროა, ხვალ ქორწილში შევხვდებით ერთმანეთს. აბა ვაჟკაც დაემშვიდობე ონისე პაპას და თამარა ბებოს, აქ კიდევ მოხვალ. ---ვიცი რომ მოვალ. თქვა დამაჯერებლად პატარამ და ამაყად გახედა დედას, თითქოს აგრძნობინა, ,,დაგაგვიანდა, მე ყველაფერი უშენოდაც გავიგეო''. გარეთ ისევ ქარია, სიცივისაგან მობუზულ ხეების ტოტებს ერთმანეთში იხლართება. თითქოს შიშველი ტოტები ერთმანეთის მოხვევას და ერთმანეთის გათბობას ლამობენო. როგორც გარეთ, ისე ბარბის სულში ბობოქრობს და მძვინვარებს ქარიშხალივით სურვილი,სურვილი საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნის.უცქერს ბექას მონატრებულ სახეს და არ შეეძლო შეხებოდა.გულში ფიქრობდა მხოლოდ, ,,ღმერთო აქ ხარ,ახლოს ხარ ჩემთან ერთი ხელის გაწვდენა და შეგეხები,მაგრამ არ შემიძლია.შენ ჩემი ფიქრების ყოველი წამი ხარ''.ქარი ღმუის გარეთ და ღმუის ორი ადამიანის გულშიც, გარეთ ფანჯრებს ეხეთქება და გაბრაზებული უკან ბრუნდება,ცდილობს შეანგრიოს მინები და შიგ დაატრიალოს ქარბორბალა, ისე როგორც ბარბის გულს ეხეთქება ფიქრები და მძვინვარებს მხოლოდ შიგ. უსაშველო ქარს წვიმაც მოყვა და ბარბის თვალსაც მოერია ცრემლი, ჯერ ნელა-ნელა აიმღვრა და ბოლოს თვალებში ცრემლის გუბედ დადგა, დაემშვიდობა ოჯახის წევრებს და საჩქაროდ გამოვიდა გარეთ, რათა მისი ცრემლი წვიმას შერეოდა. სახე შეუშვირა წვიმას და ცრემლმაც გამოინავარდა გარეთ.წვიმის გაბმულ სიმღერას გაყვა სიყვარულის ცრემლიც.წვიმის წვეთები უფლის მირონია, აი წვიმამაც გაიგო ჩემი ტკივილი და მომეშველა.მხიარული და მოჩვენებითი ღიმილით შებრუნდა სახლში პატარა ბექას გამოსაყვანად,გრძნობდა თითქოს მისი გულის ნაწილი დატოვა ამ სახლში, წინ წამოვიდა, უეცრად უკან მიიხედა და შვილი ვერ დაინახა. ---ბაქარ სად ხარ.დაიძახა ხმამაღლა.ბექას მალამოსავეთ მოედო გულზე ბარბის მიერ დაძახებული ,,ბაქარ''.ის ხომ განსაკუთრებულ და განსხვავებულ გრძნობას დებს ამ სახელის დაძახებაში. ---მოვდივარ დედა.პატარამ დიდი სიყვარულით დაემშვიდობა პაპას და ბებოს. ონისეს კი ყურში რაღაც უჩურჩულა. ონისეს ჯერ თვალები გაუბრწყინდა და შემდეგ გულიანად გაიცინა, დაიხარა და პატარა გულიანად ჩაკოცნა.ბექა სიყვარულით უყურებდა მშობლების ბედნიერ სახეებს და გაიფიქრა ,,რა ბედნიერება შემოიტანე ჩემს სახლში ჩემო პატარავ.'' ---სად ხარ აქამდე, ვერ ხედავ რომ წვიმს? ---მიდი დაჯექი ჩქარა დედა გელოდება, ხვალ შევხვდებით ერთმანეთს.უთხრა ბექამ შვილს და თაავზე აკოცა.პატარამ კი ეს კოცნა არ იკმარა და მამას ჩაეხუტა. ბარბიმ ძალიან ცუდად იგრძნო თავი,მამა შვილი რომ ჩახუტებულები დაინახა. არა ბარბი არ იტირო, ტკივილმა უნდა იყუჩოს. ოხ რა ძნელია ჩემთვის ვისუნთქო იქ,სადაც ჰაერი არ მყოფნის.გაპატიებ,ყველა ტკივილიან წუთს და წამს დავივიწყებ. გაპატიებ, მაგრამ წარსულის დავიწყება არ შეიძლება, მაგრამ მომავალს შევცვლით და ვიცხოვრებთ ბედნიერები. საოცარ შეგრძნებას მაძლევს შენი თვალები,თვალები რომლებშიც ვკითხულობ თუ როგორი ძლიერი მონატრებით მელოდი.მინდა შენს ნატკენ გულს ვაკოცო და ტკივილი დაგიამო,შენც შეეხე ჩემს ტკივილით და მონატრებით, შენი მონატრებით და სურვილით სავსე გულს,რომ მეც დამიამდეს, კიარ გამიყუჩდეს,საბოლოოდ გაქრო ეს ორი გრძნობა, შემეხე, მხოლოდ შენ შემეხე,მხოლოდ ეს მოარჩენს ნატკენ გულს.ბარბის ცრემლმა ისევ ვერ გაძლო დამალულად ყოფნა და გარეთ გამოინავარდა უნებურად. ბექას გულს უკლავდა მისი ცრემლიანი თვალების შეხედვა და გული მოეწურა. ---წავიდეთ ბარბი. სახლში მიგიყვანთ, გამოიცვალეთ და ხვალისთვის მოემზადეთ, თუ რამე დაგჭირდეთ დამირეკეთ. იმ გიჟს არ ეცლება დღეს თქვენთვის, მე შეუვლი დღეს და საბოლოოდ უნდა დავუკრა მის ნერვებზე ,,ლალე'' და წავალ მერე სახლში. გაეცინა ერეკლეს და გოგონებიც გააცინა. ბინასთან მისულებმა ირას უთხრა; -ირა ბექა წაიყვანე, ადით ბინაში და ბარბიც მალე მოვა. ირამ გასაღები გამოართვა ბარბის და ბექასთან ერთად ჩქარი ნაბიჯით თავი შეაფარა ბინას. ერეკლემ შეხედა ბარბის დაძაბულ სახეს და თვალი აარიდა. ჯერ ორივე მდუმარედ იჯდა და შემდეგ უთხრა. ---ბარბი როგორ ხარ, ნუ მომატყუებ მხოლოდ.გიყურებ და ვხვდები როგორც ხარ. ტყუილით შორს ვერ წახვალ ბარბი და ვერც უკან ვერ დაბრუნდები.წუხელ როგორ გეძინა,ან ის თუ იცი სად გეძინა და ვის სახლში.ვინ იყვნენ ის ხალხი,თავზე რომ გევლებოდნენ შენს შვილთან ერთად.იმას თუ მიხვდი რამხელა სიხარული იყო წუხელ თქვენ ორის ყოფნა იმ ოჯახში. შენ ბარბი შენი შვილით ბექას ოჯახში იყავი წუხელ. ონისე და თამრო ბექა მშობლებია, ტკბილი მშობლები. იციან, რომ პატარა ვაჟკაცი მათი შვილიშვილია. უნდა შეძლო, უნდა შეძლო ბარბი და აპატიო, მასაც და შენს თავსაც თქვენი ცალ-ცალკე ცხოვრება. დაფიქრდი, კარგად დაფიქრდი. შენ კარგად იცი, რომ მე შენი, ლევანისა და ბექას მეტი არავინ არ გამაჩნია, ისიც კარგად იცი ერთ დროს დედა რომ უარყო მისმა ხალხმა, მეც ვუარყავი ისინი და არცერთის დანახვა არ მინდა. ყველაფერს გადავიტან, მაგრამ შენს ისევ დაკარგვას ვერ გადავიტან ბარბი. ხო მართლა, წუხელ ირასთან ერთად მეძინა ჩახუტებულს. ძალიან მომწონს ეს გოგო და შენი იმედი მაქვს, შენ უნდა დამეხმარო,თუ გინდა სულ მალე მეორე ქორწილიც შედგეს. ---ვისთან გეძინა?ის ხომ ჩემს გვერდით იწვა.გაუკვირდა ბარბის. ---მართლა არ გაგიგია არაფერი?აი რატომ არ აფეთქდა მეტეორი წუხელ.ბარბი მთელი ღამე მე და ირა ჩახუტებულები ვიწექით. ლამის გადამრია წუხელ, მაგრამ გეფიცები მაგრად შევიკავე თავი. ხმამაღლა გაეცინა ერეკლეს მაგრამ ბარბის სახეს რომ შეხედა შეკავებული სიცილით უთხრა.; შენთან შენი სიყვარული იწვა,ის შემოგიძვრა საწოლში ხვლიკივით. თვალი ჩაუკრა და ანიშნა გადადი მანქანიდან, მივდივარო. ---აბა ის,ის არ დამსიზმრებია?ის მართლა ჩემთან იწვა და ერთ საწოლში ერთად ვიწექით? ---ერთ ოთახში და ერთ საძინებელში,ერთი ჰერით სუნთქავდით.გამიშვი ახლა, მაგვინდება. ---სად გაგიშვა.გაბრაზებულმა შეხედა ერეკლეს. --- ეს ჩაფიქრებული გქონდათ ხომ? გველო, ნიანგო, ორაგუტანგო, მედუზა. ყურადღებით უსმენდა ერეკლე და ბოლოს ნათქვამ მედუზაზე ხმამაღლა და გულიანად გადაიხარხარა. ---ჩემს ძმობას გაფიცებ, ეს მედუზა სად გაგახსენდა. გველი კი,ბევრჯერ დაგიძახებია და ყური მიჩვეულია ყველა ამ ჩამონათვალს რაც მიწოდე,მაგრამ მედუზა? ვაიმე რას არ მოიფიქრებ ხოლმე. არა, აქედან შენ ვერ წახვალ.მე შენსავეთ ვერავინი ვერ გამამხიარულებს. გადადი,გადადი და რომ მოვიწყენ გამოგივლი,ახალი ლექსიკონი გექნება შედგენილი.ბარბი გაბრაზებული გადავიდა,ბრაზობდა მაგრამ ერეკლეს რომ შეხედა მაინც გაეცინა.-ბარბიიიი ხვალ ყველაზე შოკი-მოკი უნდა იყო იცოდეეე,გაკოცე მაგ გაბრაზებულ ლოყებზე.მანქანა აამუშავა,მაგრამ ისევ ჩააქრო და გადავიდა.ბარბი კი გაოცებული მიაჩერდა.---რა გინდა,რატომ არ მიდიხარ. ---მომკალი აქვე და ახლავეს, ვერ წავალ და ასე ვერ დაგტოვებ ბარბი უნდა გაგაცინო.თან მისკენ მიიწევდა ნელი ნაბიჯით,თითქოს მის წიმ მსხვერპლი იდგა და დაჭერას ლამობდა.ბარბიმ კან-უკან დაიხია და თან ლოყებზე აიფარა ხელები.მაინც დაიჭირა და ლოყები დაუწელა და დაუკოცნა. ---წადი,მომშორდი სანამ კიდე რამე მომაფიქრდა და შუბლში მოგარტყი. ერეკლემ სიცილით მოშორდა ბარბის და წავიდა.მანქანაში ჩაჯდომისას მიუბრუნდა და ჰეროვანი კოცნა გაუგზავნა და წავიდა. ბარბიმ გაბრაზებული სახით აირბინა მეოთხე სართულზე და კარები ღიად დახვდა.ხელ მიბრუნებით მიაჯახუნა სახლის კარი და ირას წინ დოინჯებ შემორტყმული დადგა. ბექა გაოცებული მიაჩერდა დედას,ის იშვიათად ხედავდა ბარბის გაბრაზებულს. ---რას გიგავს გოგო ლოყები, რამ აგიწითლა ასე.შეიცხადა ირამ როცა ბარბიმ სახლში შევიდა.ბარბიმ შეუბღვირა და ბექასთან ერთად თავი შეიკავა. მიხვდა ბექამ ის უნდა გაცლოდა მათ და შეუმჩნეველი ღიმილით გაეცალა დედას.ბარბი კი ისევ ირას მიუბრუნდა. ---ჩემს ლოყებს დაანებე თავი,იმ გიჟმა დამიწელა და ისე წავიდა.შენ ის მითხარი,წუხელ სად ბრძანდებოდი გემრიელად გეძინა?---ირამ მიხვდა ბარბი რასაც გულისხმობდა და უცბდ უთხრა; ---ჩემი ბრალი არ არის,პირზე ხელაფარებული გამიყვნა ოთახიდან ბარბი ლამის გამგუდა და მის გვერდით ძალით დამაწვინა. გეფიცები,ლამის მოვკვდი მისი შიშველი სხეული რომ შემეხო. ---მაგრამ არ მოკვდი, ცოცხალი ხარ. სიბრაზეს არ იშორებდა სახიდან, არადა გულში უხაროდა რომ მოწონება ორივე მხრიდან იყო. ---რა სადისტად გადაიქეცი ბარბი. ჯობია ხვალისთვის მოვემზადოთ.ბარბის ტელეფონი ამღერდა და ისევ გაბრაზებული ხმით უპასუხა. ---რა გინდა,რა დაგრჩა უღქმელი ბატონო ერეკლე? ---რა დამრჩა უთქმელი და შავი კაბა არ ჩაიცვა, თორემ ძალიან მაწყენინებ იცოდე. ---არ ვიცმევდი,მაგრამ ახლა შენს ჯიბრზე ჩავიცმევთ ორივე. ---ხოდა ორივეს მოგხვდებათ,უკანა ჩემოდნებზე. ---საზიზღარი ხარ, არ მცალია შენთვის და მომშორდი, ხვალამდე თვალში არ გამეჩხირო. გაუთიშა და ჯერ კაბები მოამზადეს ხვალინდელი დღისთვის,ბექას ტანისამოსიც გადააწყო და შემდეგ კი ორივემ სახის ნიღაბი გაიკეთეს. უკვე უნდა დაებანათ, რომ კარებზე ზარი იყო,ირამ და ბარბიმ ეშმაკურად გახედეს ერთმანეთს და გაეცინათ, პატარას ანიშნეს კარები გაეღო. ერეკლემ ბექა ჩაკოცნა კარებთან და სასუსნავებით სავსე ჩანთა მისცა ხელში და იქვე მდგარ სავარძელში ჩაესვენა დაღლილი და დაქანცული.თვალები დახუჭული ქონდა და ბარბის გასძახა. ---ბარბი წყალი დამალევინე რა. ისე უთხრა თვალები არც გაუხელია.დააგვიანდა ბარბის წყლის მოტანა და გაუკვირდა.თვალები გაახილა და მის წინ ორი ნახშირით მომურული მუმია იდგა,რომლებსაც მხოლოდ თვალების პარპალზე თუ შეამჩნევდით, რომ ის ორი ცოცხალი არსება იყო. ---ღმერთო შენ მიშველე.დაიძახა და ხელი გულზე მიიდო. იქვე მდგარ ბექას შეხედა და უთხრა. --ვაჟკაც,ესენი ორივე ცოცხლები არიან, თუ მუმიებად გადაიქცნენ. რას გავხართ, რა დამაძინებს ამაღამ, ხომ გამისკდა ძილში გული ამ სახით რომ გამომეცხადოთ. ბექა გულიანად იცინოდა ერეკლეს სახეს რომ ხედავდა. მართლა წადით და მომშორდით დაიბანეთ. ვაიმე რას გავხართ. თქვა და მანაც გულიანად იცინა. გოგნებმა თავი მოიწესრიგეს და ერეკლეს წინ წარსდგნენ დაბანილები და გალამაზებულები. ---რა გინდა,რისთვის მოხვედი.უთხრა კუშტად ბარბიმ. ---ხომ გითხარი, ცუდ ხასიათზე რომ ვიქნები შენთან მოვალთქო და ფეხებმა თავისით მომიყვანა შენს კარებთან. მართალიც აღმოვჩნდი დაიკო,დაძაბული დღის შემდეგ,მართლა მომიხსენით დაღლილობა. ახლა კი წავალ დავისვენებ. ---ხვალისთვის მზად გაქვს ტანსცმელი? შეეკითხა ბარბიმ ცოტა მომბალი ხმით. ---ხვალისთვის მაიკო მომიმზადებდა ტანსაცმელს. წავედი ხვალ ადრე უნდა ავდგეთ.უნდოდა ისევ ბარბის გაწვალება,მაგრამ ბარბის ცივმა ხმამ შეაჩერა. ---არ მომეკარო,ძლივს მოვიშორე სიწითლე. ---კარგი ამ ერთხელ ასე იყოს. შემდეგ ირას შეავლო ვნებიანი თვალები და წავიდა. სიხარულით სავსე ბედნიერი დღე გათენდა. კარგ გუნებაზე გაიღვიძეს ძალების მოზღვავებით, კარგად გამოძინებულებმა და დიდი ენერგიით შეუდგნენ ქორწილისთვის მომზადებას. დღევანდელი დღე ხომ დიდ სასიხარულო ამბავთან არის ასოცირებული. ბარბიმ ჯერ პატარას ჩააცვა და შემდეგ თავად შეუდგა მზადებას. მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა,თმები შუაზე გაიყო და უკან შეიკრა ბუჩქივით. წინ კი ლამაზად ჩამოიყარა მისი ბუნებრივი ლოკონები. კაბა ატმის ყვავილის ფერი იყო წვრილი ბრეტელებით, საკმაოდ დეკოლტე და უკან ოდნავ ამოჭრილი. გრძელი და ცალ ფეხზე სიგრძიდან ჩახსნილი. რელური სილამაზე ამშვენებს ქალს, სულიერი სილამაზის მქონე ქალი ერთგულია სიყვარულის და სულიერად ლამაზი ქალი, ყოველგვარ სილამაზეზე აღმატებულია. სულიერად ლამაზი ქალი-ღვთისთვის სათნოა, სულიერი სილამაზე მარადიულია და უკვდავია. ბარბის სილამაზემ თვალი მოსჭრა ყველას. ყველა ჩურჩულებდა და კითხულობდა, ვინ იყო ეს მომაჯადოვებელი სილამაზის მქონე ქალი. ონისე და თამარი ამაყად იდგნენ და ტკბებოდნენ ბარბის სილამაზით. ქალში ხომ პირველად გარეგნულ სილამაზეს ხედავს ადამიანის თვალი, მაგრამ გარეგნობასთან ერთად, სულის სილამაზეც უნდა ვეძიოთ. ბარბი უფლისგან იყო დაჯილდოვებული როგორც გარეგნული, ასევე შინაგანი სილამაზით, ეს ორი ხომ თავად ერწყმის შინაგან მშვენიერებას,მაგრამ ბარბის სილამაზე იმდენად ღვთაებრივი და დამატყვევებელი იყო,ის ყველამ აღიქვა,როგირც სილამაზის ეტალონი. ---პირადად შევაფაებ აი იმ ქალბატონის სილამაზეს, ეს ბუნებრივი ქმნილებაა,ეს საოცრებაა, ეს ბუნების შედევრია. ღმერთო ვერცერთი ექიმი ვერ შეძლებს, ვერცერთი ოპერაციის შემდეგ ასეთი შედეგი მიიღოს, ეს ხომ მხოლოდ ბუნების მიერ ბოძებული სილამაზეა.ხმამაღლა თქვა ერთერთმა სტუმართაგანმა. ---მართალს ბრძანებთ.უცნობს იქვე მდგარი ონისე გამოპასუხა.მშვენიერება იგივე ხელოვნებაა და ხელოვანთა საქმე მათ კატეგორიაში გადის.ეს კი ჩვენს წინაშე არის ბუნებისგან ბოძებული შინაგანი და გარეგნული ხიბლი. ---ბატონო ონისე. ვინ არის, ეს ქალღმერთივით ლამაზი ქალი,ის ხომ ტრაგიკულად ლამაზია. ---და მას სილამაზესთან ერთად,შინაგანი სიმდიდრეც აქვს. ---გეფიცებით, ასე ჯერ ქალს არ დაუტყვევებივარ.მის თვალები,მისი სულის სარკეა და მისი ცრემლები,მისივე ანარეკლია. ღმერთო რა გადამდებია ეს მისი ღიმილი. საოცრად ლამაზი იყო დედოფალი, მაგრამ არც ლევანი ჩამორჩებოდა მაიკოს სილამაზით. ირა და ბარბი? ბედნიერი ღიმილით უცქერდნენ მეფე-პატარძალს და უხაროდა ბარბის ლევანის ბედნიერებით სავსეს რომ ხედავდა. ბექა? მათი თვალები რამოდენიმეჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ თვალს არიდებდა ბარბი და გვერძე იხედებოდა. სიცოცხლის ფასად უჯდებოდა ბექას სიახლოვეს ყოფნა. მის გარეშე უკვე ვეღარ გააგრძელებდა ჩვეულებრივ ცხოვრებას. საოცარი მოუსვენრობა და დისკომფორტი შეუქმნა თავის თავს, ამიტომ გაერიდა ყველას და ყველაფერს და გარეთ გავიდა .ერთი გახედა შვილს და გული დაიმშვიდა ბექა ონისესთან და თამართან ერთად რომ დაიგულა. ერეკლემ მკაცრად მიმოატარა ირგვლივ მისი მრისხანებით ანთებული თვალები, მაგრამ ბარბის ვერ შეხედა. ლევანიც ათვალიერებდა,მაგრამ ვერც მან ვერ შენიშნა ბარბი და ანერვიულებული ხმით ჩუმად უთხრა ერეკლეს. ---მიხედე,არ ვიცი საით გავიდა, სულ ცოტა ხნის წინ აქ იყო. ---გარეთ გავალ და ვნახავ, არ ინერვიულო შენ დაწყნარდი და სიმშვიდე შეინარჩუნე. ერეკლე გარეთ გავიდა და მიდამო მოათვალიერა,სიბნელეში დალანდა ბარბის ნატიფი სხეული და მისკენ წავიდა. ---ბარბი აქ რას აკეთებ,რამდენი ხანია შიგნით დაგეძებ.ერეკლემ რესტორნის უკან,მყუდრო ადგილზე ნახა ბარბი მარტო იჯდა და თავის ფიქრებში,თუ ოცნებებში იყო ჩაძირული. ---ვფიქრობ ერეკლე.ვფიქრობ რომ აქ ზედმეტი ვარ და უნდა წავიდე. ---ბარბარე დღეს არა,დღეს ნუ მოიწყენ. ლევანი ნერვიულობს შიგნით,რომ ვერ დაგინახა.დაიცა ვუთხრა,რომ გიპოვნე.ერეკლემ ლევანს დაურეკა და უთხრა. ---არ ინერვიულო გარეთ ვართ და მალე შემოვალთ.შემდეგ ისევ ბარბის მიუბრუნდა და უთხრა;-გინდა ერთი საიდუმლო გითხრა? ბარბი იცი უკვე რამდენი ხანია ნათია და ბექა რომ დაშორდნენ? ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ,რატომო შემეკითხები,მაგრამ მე არა,ამას ის გეტყვის ვინც უნდა გითხრას,თუ რატომ და რისთვის გაშორდა ამდენი წლიანი ქორწინების შემდეგ. თუ არ მოუსმენ,თუ არ მისცემ კიდევ ერთ შანს,ის მიდის ბარბი და სამუდამოდ ტოვებს საქართველოს.(აქ კი, უცებ მოფიქრებული ტყუილი შეთხზა ერეკლემ)მერე რას ეტყვი შენს შვილს,რომელიც უკვე ელოდება თითქმის დამდგარ ,,სიმართლის დრო-ს?''ბარბი შენ ხომ გჯერავს ხოლმე ჩემი?მეც ხომ გიჯერებ შენ? ნუ გაუშვებ გთხოვ მას და მაგრად ჩაჭიდე.ნუ დაკარგავ სამუდამოდ შენს სიყვარულს,ცხოვრებას უფრო ნუ დაიმძიმებ საყვარელო. ---გული მტკივა ერეკლე.ყველაზე ძნელი იცი რა არის? როცა ასე ძლიერ გიყვარს და არ გაქვს უფლება სიყვარულის,შეხების,შეხედვის,მოფერების.ეჩხუბები და აგდებ შენგან,რომ შორს იყოს შენგან რადგან არ გაქვს მასთან სიახლოვის უფლება,მაგრამ ის ჩხუბი და ის განშორება მანადგურებს ერეკლე და მკლავს. ---შენთან ჩხუბი,სხვასთან სიყვარულს სჯობს ბარბი.მოესმა ბექას ხმა.ბექამ მივიდა ახლოს და დაუფიქრებლად მოხვია მისი ძლიერი ხელები და მასში ჩამალა ეს პატარა და სუსტი არსება.ერეკლემ თვალი ჩაუკრა ბექას და გაეცალა იქაურობას ბედნიერი ღიმილით.ბექამ ბარბის თავი მის მკერდზე მიიდო და მისი თავი კი მას დაადო და ღრმად შეისუნთქა ბარბის თავბრუდამხვევი სუნი,სუნი რომელიც ასე ძალიან ენატრებოდა.ასე იყვნენ რამოდენიმე წუთი.ბარბი მიუბრუნდა ბექას და თვალებში ჩააშტერდა, ვეღარ გაუძლო ბექამ ამ თვალებს, ვეღარ გაუძლო მასთან სიშორეს და მის მონატრებულ ბაგეებს დააკვდა. ---მიჭირს უშენობა ბარბი ძალიან მიჭირს. ---მე? მე რატომ არ მეკითხები როგორ მოვედი აქამდე უშენოდ ბაქარ. ---ყველაფერი ვიცი ბარბი.შენი უძილო ღამეების დარაჯი ვიყავი,შენ გეფერებოდი ჩემს ოცნენებში.ნუ მეტყვი რამეს და მოდი,რას იტყვი მომავალ კვირას, აქ ჩვენი ქორწილი რომ გადავიხადოთ? ---უკანონო ქორწილი?გაუკვირდა ბარბის. ---რა საოცარი შეკითხვაა ბარბი. რატომ უკანონო?ჯერ ვფიქრობ რომ დადგა ,,სიმართლის დრო'' და ჩვენს შვილს დაველაპარაკო. შემდეგ კი მისი ლამაზი დედიკოს ხელი ვთხოვო და შემდეგ ჯვარიც დავიწეროთ. ბარბიმ შეხედა და უთხრა. ---არ მიჯავრდები? ---არ გიჯავრდები ბარბი.შენ გაკეთე ის რაც მართებულად ჩათვალე იმ დროს, მაგრამ ის არ იკითხე, რომ მე იმ ღამის შემდეგ ორის წლის დაგვიანებით დავქორწინდი ნათიაზე ცალკე შენზე გაბრაზებულმა და ცალკე უკვე, მომაბეზრებელმა ყოველდღიურმა მშობლების თხოვნამ. დავანებოთ წარსულზე ფიქრს თავი და მოდი მომავლით ვიცხოვროთ,დასჯით დაისჯები იცოდე, სასჯელი არ აგცდება მაგრამ ახლა პასუხს ველი ---შენ, უკვე ყველაფერი მოფიქრებული გაქვს და მე რაღას მეკითხები.მიდი იმოქმედე, ახლა მხოლოდ მოქმედების დროა. ბექამ სიხარულისგან აღფრთოვანებულმა ჩაიკრა გულში ბარბი და აღტაცებული ხმით უთხრა; ---დაუფიქრებლად დამეთანხმე თუ სერიოზულად მეუბნები ბარბი. ---მეტყობა რამე არა სერიოზულობის? ბარბარე სიცილს იკავებდა,მაგრამ შეატყო ბექამ ათრთოლებულ ღაწვებზე და სევდიანარევი ხმით უთხრა. ---დამცინი ხომ? ---სულაც არა,საიდან მოიტანე.უთხრა ბარბიმ და მკერდზე მიადო თავი,თითქოს ბექას გულის ცემას უსმენდა. ---მაშინ წამოდი და ერთად ვუთხრათ ორივემ პატარას. ბარბიმ ხელი ჩაკიდა და ორივე ასე ხელი-ხელ ჩაკიდებულებმა შეხედე ერთმანეთს და მტკიცე ნაბიჯებით მივიდნენ პატარა ბექასთან.ონისეს და თამარს თვალები გაუფართოვდათ და სიხარულისგან არ იცოდნენ რა ეთქვათ,მათ მჭიდროს ჩაჭიდებულ ხელს რომ შეხედეს.ბექა პატარასთან მივიდა და ფეხზე ჩამოიჯინა, ძნელი იყო, მაგრამ შეეცადა სიმართლე ეთქვა. პატარას გაეცინა, ონისეს გახედა თვალი ჩაუკრა, მამის ფეხიდან ჩამოცოცდა და მამას წინ დაუცუცქდა ძმაკაცივით. ჯერ უყურა და ელოდა ბექა როდის ეტყოდა რამეს, მაგრამ მიხვდა რომ უჭირდა საუბრის დაწყება და თავად დაეხმარა. ---რატომ გიჭირს საუბარი მამა? ბექამ ადგილზე გაიყინა, ოფლმა დაასხა და ბექას მიაჩერდა. -ნუ წვალობ,მე ყველაფერი ვიცი. აი ონისე პაპამ და თამაზი პაპამ ორივეს გაჯობათ.მხოლოდ მათმა მითხრეს სიმართლე. იმედია აწი აღარ დაშორდებით ერთმანეთს და ამიერიდან სულ ერთად ვიქნებით. დედა ვიცი რომ გიჭირდა თქმა და ყოველთვის მეუბნებოდი, როცა ,,სიმართლის დრო''მოვა ყველაფერს გაიგებო. აი მოვიდა უკვე ეს დრო და მეც უკვე ამოვისუნთქე და თქვენც. ---შენ, აქ რომ ჩამოვედით,უკვე იცოდი სიმართლე? შეეკითხა ბარბიმ შვილს. ---ვიცოდი,თამაზი პაპამ მითხრა სიკვდილის წინ, რომ მე ძალიან კარგი მამა მყავს მაგრამ არც დედაშენს აქვს ტვინი თავში და არც მამაშენსო. ამაზე ყველას გაეცინა, ბექა და ბარბი უბედნიერესები იყვნენ. მათ ონისე და თამარი მიუახლოვდათ და უთხრა. ---ბედნიერი ვარ ბარბარე შენ რომ ხარ ჩემი შვილიშვილის დედა. მადლობა ამ მარგალიტისათვის. თამარმა კი ცრემლიათი თვალებით მოიხსნა ხელიდან უძვირფასესი ბეჭედი და ბარბის გაუკეთა ხელზე. გაიხარა ყველამ და როგორც იქნა ბარბის და ბექას სახეზე ბედნიერი ღიმილი გამოისახა. ლევანი ღიმილით უყურებდა მის საყვარელ მეგობრებს და გულით უხაროდა მათი სიხარული,შემდეგ კი უთხრა მათ მკაცრად. ---ჩემს ჩამოსვლამდე ქორწილი არც იფიქროთ თორემ ორივეს დაგახრჩობთ.ბექამ წუთიერად დატოვა ბარბი და ყველას გასაგონად დაიწყო საუბარი. ---ყურადღებას ვითხოვ.პირველ რიგში ჩემს უახლოეს მეგობრებს ვულოცავ დღევანდელ დღეს და ვუსურვებ მუდამ ღიმილი იყოს მათ სახეზე. ბედნიერი იყავით ძმაო ლევან და დაო მაიკო, თქვენი ბედნიერება და სიმრავლე სხვა რა უნდოდეს მეგობარს მეგობრისგან. ახლა კი ახალი ინფორმაცია.ზურმხტი-სილამაზეზე შერწყმული ფუფუნებაა, ეს საკმაოდ იშვიათი ძვირფასი ქვაა, რომელიც გაცილებით ძვირია, ვიდრე ალმასი. ქალი რომელიც ჩემი ზურმუხტია, ჩემი შვილის დედაა. ის ზურმუხტივით გამჭირვალე და მასავეთ შეუფასებელია, ის ჩემი სიწმინდეა. შენმა თვალებმა,შენმა სევდიანმა თვალებმა ახადა ფარდა შენივე გულში ჩამალულ საიდულმოს. შენ ღვთაება ხარ,მაგრამ მხოლოდ ჩემი ღვთაება. ნუ გაგიჭირდება ჩემი ნათქვამის გაგება და არ აღიქვა ის ადეკვატურად. სიყვარული ყველა დროის ძლიერი მოვლენაა, სიყვარულს ძალიან ბევრი მითი აქვს და მე თავად პირველ შიშს დავასახელებ. მეშინია, ბარბი სიყვარული იმ ასაკში მოვიდა ჩვენთან, როცა ძალიან არ ველოდი,მაგრამ ის ჩემში შემოსვისთანავე ღრმად ჩასახლდა ჩემში და დღემდე ჩემში ცხოვრობს და ცოცხლობს. დღეს ჩემი უახლოესი ადამიანის,ჩემი მეგობრის ქორწილია და სწორედ დღეს ვაძლევ ჩემს თავს დიდ უფლებას,აი აქ ამ ხალხის ,ამ საზოგადიების წინაშე მუხლზე დავდგე შენს წინაშე და ამ წლებში ნანახი ტკივილისთვის და ცრემლისთვის პატიება გთხოვო. ბარბიმ თვალებზე აიფარა ხელი, ონისე მიუახლოვდა და გულში ჩაიხუტა აცახცახებული ბარბი.ბექა კი აგრძელებდა. -ბარბარე მაპატიე ჩემგან მოყენებული ყველა ტკივილი. შენ რომ გტკიოდა, მეც მტკიოდა. შენ რომ ტიროდი, მეც ვტირიდი, მაგრამ ერთმანეთის შუაში სიშორე იდგა და ერთმანეთს ვერ ვხედავდით,ვერ ვხედავდით ერთმანეთის ტანჯვას და ცრემლს.ახლა კი გეკითხები თავაწეული ხმამაღალი ხმით. ვაკმაეროთ ერთმანეთს ტკივლი და ცრემლი და მომავლის გზას გავყვეთ ხელი-ხელ ჩაკიდებულმა აწყობილი ნაბიჯებით?ერეკლე ბარბისთან მივიდა,შუბლზე აკოცა და უთხრა ონისეს გულზე მიყრდნობილს. ---შენი ჯერია ბარბი.ნახე რამდენი ხალხი დგას გასუსული შენი პასუხის მოლოდინში. ---მეშინია,მაგრამ მეც ვიტყვი ჩემს გულში ჩაგროვუილ სათქმელს.ჩამოცილდა ონისეს და ერეკლეს და ბექასკენ წავიდა.შეჩერდა,უკან მიიხედა და ბედნიერი სახით მდგარი პატარა ბექას შეხედა,რომელმაც გაუღიმა და მისმა ღიმილმა ძალა მისცა.შემდეგ ერეკლეს შეხედა და გაეღიმა ირას გვერდით რომ იდგა და გულზე ჰყავდა მიკრული. ერეკლემ ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და შემდეგ ლევანს შეხედა,გააბედნიერა ლევანის და მაიკოს ბედნიერმა ღიმილმა. მორცხვად შეხედა ონისეს და თამარს და მათ თვალებშიც ბედნიერების სხივი დაიჭირა.თავი მაღლა ასწია და მტკიცე ნაბიჯით და გაღიმებული,ბედნიერი სახით მიახლოვდა ბექას.მის გვერდით დადგა და გაბედულად თქვა. ---სიყვარულით უყვართ ის ასე ძალიან,ვინც მისია,მასშია და ერთ სხეულად არიან შექმნილები.ჩვენ ჩვენი სხეულის ნაწილი გვყავს,ჩვენი დიდი და ძლიერი სიყვარულის ნაყოფი,რომელსაც 9 წელია გიმალავ ,მაპატიე ეგოისტურად მოვიქეცი.სიყვარულით უყვართ აგრეთვე ის,ვინც მის მისაღებად მზად არის.ჰოდა ვაღირებ რომ მე შენ მიყვარხარ და მე მზად ვარ,შენს გვერდით განვლო მთელი ჩემი ცხოვრება.სულს მიხუთავს უშენობა ბაქარ.მე ამ გრძნობის სამუდამო ტყვე გავხდი,შენი ტყვე,ჩვენი სიყვარულის ტყვე.მე შენ მიყვარხარ და არასოდეს არ მომბეზრდება ამ სიტყვების განმეორება,სიყვარული ეგუება მოვალეობების ჩარჩოებს და მეც მოვალე ვარ ეს სიყვარული ბოლომდე ვატარო შენს გვერდით. ბარბი თან ტიროდა,ბექა ახლოს მივიდა და ვნებამორეული ხმით უთხრა. ---ჰაერი აღარ მყოფნის უშენობით,თურმე ეს წლები ზეპირად მიცხოვრია. ---,,სიმართლის დრო-მ'' შეგვაერთა ისევ. ---,,სიმართლის დრო-მ'' შეგვაერთა ერთმანეთს ჩემო ტკბილო. ონისემ შვილიშვილს შეხედა ღიმილით და უთხრა. ---აი პაპას ვაჟკაცო დასრულდა მათი ტკივილიანი ცხოვრება და ამიერიდან ბედნიერად ვიცხოვრებთ ყველა ერთად. მალე ჩვენს გვარს მიიღებ და ახლა კი მითხარი რა გინდა გამოხვიდე. ბაქარი არც დაფიქრებულა,მშობლებზე თვალმოუშორებლად უთხრა პაპას. ---მე ისტორიკოსი უნდა გამოვიდე პაპა.თქვა ამაყად .---ასე მოგეწონა და შეგიყვარდა საქართველო? გინდა გაიცნო ჩვენი სახელოვანი მეფეების ცხოვრება, თავდადებულ წინაპრების ბრძოლების შესახებ? ---არა პაპა,უბრალოდ მინდა ისტორიულად მოვყვე ხოლმე ორი სიყვარულით გადარეულ და თავადებულ წყვილზე, თუ როგორი გიჟური სიყვარულით უყვარდათ ერთმანეთი. ამ სიყვარულის გადმოცემას ვერ შეძლებ თუ მათი სიყვარულის ისტორია არ შეისწავლე. ეს რომ შეძლო,ჯერ ეს ისტორია უნდა ისწავლო და შემდეგ გადმოცემაც ისტორიულად უნდა შეძლო.ეს ისტორია არ არის?ღიმილით უსმენდა ბარბი და ბექა შვილს და მათთან ერთად სხვებიც იცინოდა. არ არსებობს სიყვარულზე დიდი გრძნობა,თუ რამ გაქვთ სათქმელი შეარჩიეთ სათქმელად დრო და ,,სიმართლის დრო'' შვებას მოგგვრით და ცხოვრებაც ბედნიერ სახეს მიიღებს,ბედნიერ წლებთან ერთად. კილომეტრები მხოლოდ ციფრებია, რომლებიც აშორებენ მხოლოდ სხეულებს და არა გულებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.