შელახული ღირსება
ვუძღვნი გოგონას რომელსაც მთელმა ერმა ზურგი აქცია და 16 წლის ბავშვის ღირსება ისე ამოსვარეს ლაფში არც უცდია ვინმეს ბოლომდე გამოეძია თავს არც ისე კარგად ვგრძნობ, ვუყურებ ამ თითქოსდა ჩვეულებრივ ღამეს , ყოველ ღამით ვცდილობ დავიძინო და ყოველ დილით ვხვდები რომ უნებისყოფო სუსტი არსება ვარ, ხვალ შობა საზეიმოთ მორთულ მოკაზმული სახლი სრულებით ვერ ახდენს ჩემს ხასიათზე გავლენას, მეუბნებიან რომ გიჟი ვარ და ეს არის ჩემი მთავარი დიაგნოზი , დედაჩემი რაღაც წამლებსაც კი მასმევს მგონი თვითონ მიწერრს რეცეპტებს, რადგან ექიმთან ჩემი მიყვანა ესირცხვილება მართლა რომ გიჟი აღმოვჩნდე? მთელი სოფელი გაიგებს იოსელიანების ამბავს. ნელ ნელა ღამის წყვდიადში მკვეთრად ვარჩევ ხის ფორმებს... ცა ღიავდება ნაცრისფერი თითქოს თეთრი ხდება და მოწითალო მოყვითალო ფერებიც დაჰკრავს,მზია ამოსვლას ფიქრებში გართული ვერ ვამჩნევ, ყოველთვის უყურადღებოდ მრჩება ეს მომენტი , დიდად ფრინველებზე დაკვირვება არ მიზიდავს მაგრამ ჩემს ფანჯარასთან მოჭიკჭიკე მერცხლის ხმის გარჩევა არ მიჭირს, საოცარ გუნებაზე მაყენებს თითქოს ბალახის სუნს და მზის თბილ სხივებს ვგრძნობ, სასიამოვნო ფიქრების გამო მეღიმება საწოლიდან სხარტად ვდგები მუხლებამდე დაშვებულ, გრძელმკლავიან კაბას ვიცმევ, თმას ვიწნი ღრმად ვისუმთქავ და დამღლელი დღისთვის ვემზადები დღეს ხომ შობაა თუმცა სანამ იმ აურზაურზე მოგიყვებით რაც ჩემს სახლში ხდება მე რებეკა იოსელიანი ვარ რებეკა ცოტა უცნაური სახელია ხომ მეთანხმებით? საქართველოში მეტად იშვიათი, თითო ოროლას თუ ერქმევაა ისიც ძალიან მორწმუნეს ან მრავალშვილიანი მღვდელის რომელიმე ქალიშვილს, ვინც არ იცოდით აქვე გეტყვით რომ რებეკა ბიბლიური სახელია, ალბათ მეც სწორედ ამიტომ მომწონს, თორემ სულ არ მსიამოვნებს ხალხის გაკვირვებული გამომეტყველება და ვერ შეკავებული ინტერესი - ქართველი ხარ? - ვინ დაგარქვა? - რას ნიშნავს ? რაიმე მცენარეა? მოკლედ ხშირ შემთხვევაში მიქმნის უხერხულობას, მეგობრები ოჯახის წევრები და მეზობლები რებეს მეძახიან ღმერთო ჩემო ვინ საუბრობს სახელზე ამდენს? იმედია თქვენც არ თვლით რომ გიჟი ვარ წელამდე თმა მაქვს, ჩალისფერი და სწორი 16 წლის გავხდები მალე 11 იანვარს , ყავისფერი თვალები მაქვს, იმის მიუხედავად რომ არც ქერა ვარ და არც წითური ჭორფლების ნაკლებობას ჩემი სახე ნამდვილად არ განიცდის, პატარა ცხვირი მაქვს და ოდნავ სქელი ტუჩები მოკლედ ისეთი დღე იყო მოწყენა რომ უბრალოდ შეუძლებელიც კი მეჩვენებოდა დედას ყველაფერი მზად ქონდა მაგრამ წვრილმანებისთვის ოთახიდან ოთახში სირბილში არ ვიღლებოდი და დროც წარმოუდგენლად სწრაფად გადიოდა...მე და დედამ მაგიდაზე სპეციალურად ამ დღისთვის ნაყიდი თეფშები დავაწყვეთ, მე ძალიან მომწონდა სალათის ფერი იყო და სანტა ეხატა საჩუქრებით ხელში, საკმაოდ დიდი ვარ რომ მჯეროდეს სასწაულების და სანტის არსებობის, თუმცა ზუსტად ვიცი რომ მამა აუცილებლად მაჩუქებს რაიმეს, მაძვის ხის(რომელიც საკმაოდ მაღალია და ლამაზად მორთული)4 ყუთი დევს ყოველ წუთს ამ ლამაზად შეფუთული საჩუქრებისკენ გამირბის თვალი ნეტავ ჩემი რომელია? საოცარი სურნელი ტრიალებს მე და მამას თავის შეკავება გვიჭირს, დედა კი გვაფრთხილებს რომ სანამ სტუმრები მოვლენ ხელი არაფერს ვახლოთ, ეს ერთგვარი ტრადიცია ქართული ოჯახის რომელიც ძალიან მაღიზიანებს, ჩემი მსუნაგი აზრების შეკავებას ვცდილობ კაკუნის ხმაა მე მთელი გულით ვიღიმი და მიხარია რომ ნინოს და შოთიკოს ოჯახთან ერთად ავღნიშნავთ,ალბათ მიხვდებოდით რომ ნინო შოთიკოს მეუღლეა შვილი არ ყავთ თუმცა როგორც ვიცი 18 წელია ერთად ცხოვრობენ, თურმე შოთიკო არ ნდომებია ბავშვი, უცნაურია ზოგს კი ოცნებად ააქვთ შვილის ყოლა, ზოგჯერ სამყარო უსამაღთლო მეჩვენება ამ ოჯახთან რამდენიმე წელია ახლო ურთიერთობა გვაქვს თუმცა ზედმეტად არაა დღესასწაულებზე ერთად ვართ ხოლმე ან ჩვენთან ან მათთან, დროს ერთად საკმაოდ ხალისიანად ვატარებთ დედა არაჩვწულებრივად ამზადებს კერძებს ამიტომ მათ დაგემოვნებაში გართული არ ვერევი საუბარში - არ მეგონა თუ გათოვდებოდა, არადა გაზაფხულივით თბილი ამინდები იყო - ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ნინო - კაით გოგოებო რა შობას თოვლი უხდება - შოთიკო ხომ დაგისხს? - კი ზურაბ კი, რებეკა ბიძი ხომ მეთანხმები? სწრაფად გადავყლაპე ლუკმა და შევხედე მლმღიმარი შოთას დანახვაზე უცნაურად ვიგრძენი თავი, ერთიანად წამოვხურდი და თითქოს გამაკანკალა, მომეჩვენა რომ ცდილობდა თავისი ღიმილით რაღაც მიეხჩედრებინა - რა? დაბნეულმა ვიკითხე და მზერა ჭიქაზე გადავიტანე რომელიც მამას უკვე აევსო ღვინით... ალკოჰოლის დანახვაზე გულის რევის შეგრძნება მეუფლება, მახსოვს ერთხელ ჩემი კლასელის დაბადების დღეზე უგონოდ დავთვერი, მამამ მონიყვანა სახლში მთელი ღამე მაღებინებდა.. . - რომ გათოვდა არ გიხარია? - სითბო მერჩივნა მამა უფლის სადიდებელს სვამს მერე დანარჩენები შორიდან ჩამესმის ჩემი ტელეფონი წკრიალი შეუმჩნევლად ვდგები და ვიწყებ მოძებნას მალევე ვპოულობ სავარძელზე დადებულს ეკრანს დავყურებ და გული გამალებით მიცემს ვიცი რომ სულ გავწითლდი სახეზე ხელით ვინიავებ და ვპასუხობ - ხო ტატო - რებუსუნა( ასე მხოლოდ ის მეძახის) შობას გილოცავ, ხომ იცი როგორც მიყვარხარ მინდა ერთმანეთი დაგვებედოს და სულ ასე ბედნიერები ვიყოთ " ერთად " მისი სიტყვები თავგზას მიბნევს როგორ მინდა ახლა ჩავეხუტო უაზროდ ვიღიმი, მაგიდისკენ ვიხედები რაღაცაზე ცხარედ კამათობენ ამიტომ მეც მოურიდებლად ვიწყებ საუბარს - მეც ძალიან მიყვარხარ და გილოცავ ძვირფასო ვიცი ასე თამამი ვერ ვიქნები ჩემს წინ რომ იდგეს - კარგი ჩემო ფრინცესა სტუნრები მყავს გვიან მოგწერ ან დავურეკავ კაი? გკოცნიი ბევრს - კაი, არ დავიძინებ დაგელოდები ტელეფონს ვთიშავ და ისევ სავარძელზე ვდებ რადგან ვიცი სხვა არავინ დამირეკავს ისევ ჩემს ადგილს ვუბრუნდები და შოთა " ბიძიას " რაღაცნაირ გამონეტყველებას ვაწყდები თითქოს მზერით მეუბნება ვიცი ვისაც ესაუბრე შენ ეშმაკუნაო მეც ვიღიმი და განვაგრძობ ჭამას , ერთი ორი სიმღერაც ვინღერეთ, მართალია ნინო ლამაზი ქალი არ არის მაგრამ საოცრად ტკბილი ხმა ააქვს, სხვა რომ არაფერი თავისი ნამღერითაც მოხიბლავდა შოთას მხოლოდ სტუნრების წასვლის შემდეგ გავხსენით საჩუქრები ნამდვილად სადღესასწაულო განწყობაზე ვიყავი ოთახში ღიღინით შევედი და საწოლზე დავემხვე ტწლეფონში დავიწყე ქექვა საბოლოოდ ჩვეულებისამებრ ჩემს და ტატოს ფოტოებს ვათვალიერებდი ტატო ჩემს სკოლაში სწავლობს ის მეთორმეტე კლასშია, რამდენიმე თვეა რაც ერთმანეთს ვხვდებით ყოველთვის მომწონდა არასდროს დამავიწყდება როგორ ამიხსნა მთელი სკოლის წინაშე სიყვარულო ხომ წარმოგიდგენიათ რა შეგრძნება იქნებოდა ბედნიერებისგან ამ სამყაროს არ ვეკუთნოდი ჩემებსაც მან განუცხადა თქვენი შვილი მიყვარსო ჰოდა სამაგალიყო წყვილადაც მოგვიხსებიებენ ხოლმე რადგან სხვებივით ვნებებს აყოლილები არვართ, ვიცით სად როგორ უნდა მოვიქცეთ,ის საოცარი ბიჭია და მე ბედნიერი ვარ რომ ჩემს გვერდითაა ფიქრებიდან მისმა ზარმა გამომიყვანა - ალო - ჩემო ფერიავ დილამდე ვისაუბრეთ, ჰო ასე დაუღკეკად შეგვეძლო ყველაფერზე გვესაუბრა, გამყენისასს დავიძინე თუმცა 9 ის ნახევარზე უკვე მეღვიძა უძილობის მიუხედავად მხნედ და ენერგიულად ვგრძნობდი თავს... გავემზადე სკოლისთვის ტატოსთვის არ მიმიწერია ვიცი ეძინება და არ მინდა გავაღვიძო ცოდოა დედა საუზმეს გამზადებულს მახვედრებს - შოთა გამოგივლის, სწრაფად ჭამე არ ალოდინო გულმა უცნაურად მრენჩხა ეს გრძნობა არვიცი რას ნიშნავს. .. დილით ჭამა არ მიყვარს მაგრამ როცა დედა სახლშია სხვა გზას არ მიტოვებს, ძალით ვჭამ და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ამოვასხა სიგნალის ხმაზე ჩანთას ზურგზე ვიკიდებ და გარეთ გავდივართ - გაუმარჯოს დედა შოთას ესალმება ისიც საპასუხოდ ხელს უქნევს, დედას ვეხვევი და სწრაფი ნაბიჯებით მივდივარ მანქანისკენ შოთას გვერდით ვთავსდები, წესისამებრ გადამკოცნა და საჭეს მიუბრუნდა - როგორ ხარ ბიძი? ისეთი ტონით მეუბნება როგორ პატარა ბავშვს ესაუბრებიან - კარგად ვარ - რაიყო უძილო ხარ? ყოველთვის ხვდება, არვიცი როგორ ახერხებს საჭის მართვაას და თან ჩემზე დაკვირვებაც მანქანას სადგომზე აყენებს და ორივე გადავდივართ ძირს, კარებს კეტავს და სიგარეტის მოსაწევად გარეთ რჩება მანწანაზე მიყრდნობილი, შოთა ჩვენ სკოლაში მუშაობს მანდატურია უკვე 2 წელია მე ბავშვებს ვუერთდები და შენობისკენ მივდივარ ვგრძნობ რომ ვიღაც მიყურებს , ვიცი რომ ის არის. .. სისუსტეს ვგრძნობ მგონია რომ წავიქცევი მაგრამ უძინარი ჩემსკენ მომავალი ტატოს დანახვა ყველაფერს მავიწყებს , მიკვირს ასე ადრე როგორ გაიღვიძა - ჩემო ლამაზო - ტატ როგორ გაიღვიძე? მეკიდე არ მოგწერე ეძინოს მეთქი ხელჩაკიდებულები შევედით სკოლაში ტატომ საკლასო ოთახამდე მიმაცილა თვალი მოვკარი როგორ შემოვიდა შენობაში შოთა ისე იყურებოდა რომ აშკარად ვერ იყო ხასიათზე არადა გზაში ვერაფერი შევამჩნიე რა მოუვიდა ნეტავ? დასვენებებზე ყოველთვის ოთახში ვრჩები ხოლმე ან ვკითხულობ ან ჩემს თანაკლასელებს ვესაუბრები, აქტიური ბავშვი ნამდვილად არვარ რადგან ფიზიკურად სუსტი ვარ, თან გამხდარიც. გაკვეთილების მერე ფეხით ვბრუნდები სახლში საკლასო ოთახიდან გამოსულს დერეფანში შოთა წამომეწია - რებე მოიცა - დიახ - წამოდი მე წაგიყვან სახლში - იყოს არ შეწუხდე ავტობუსს გავყვები - წამოდი თან რაღაც წამოსაღები მაქვს ბარემ სახლიდან და... - აჰ მაშინ კარგი მანქანაში ჩავსხედით მე ისევ მის გვერდით ვიჯექი წინ ჯდომა მიყვარს უფრო კარგად ვაკვირდები გზას მგზავრობა მწყენს მაგრამ ასე უფრო მკადვილდება ძალიან დამღლელი დღე იყო ძალა გამოცლილი ვიჯექი საზურგეს მიყრდნობილი' თუმცა შევამჩნიე როგორ გავცილდით ჩემს შესახვევს წარბები შევკარი, გამიკვირდა, ვიფიქრე ალბათ რაიმეს ყიდვა უნდა მარკეტში მეთქი, მაგრამ როცა მარკეტსაც გავცდით ცოტა არიყოს შიში შემეპარა - ცოტა გავისეირნოთ თუ სახლში დავბრუნდეთ? - სახლში დავბრუნდეთ შევეცადე აფორიაქება არ დამტყობოდა, მანქანა შეაჩერა უკვე სუნთქვისვ გაკონტროლება მიჭირდა, სკამზე ავწრიალდი - ცოტა ხანს ვიყოთ რაიყო სად გეჩქარება ეჰ მისი ხმა ახლა სულაც არ გავდა 40 წლის შოთა ბიძიას ხმას, ოდნავი ვნება და სინაზე დასტყობია ხმას სუნთქვა მიჭირდა, ვცდილობდი მისკენ არ გამეხედა, სახე მეწვოდა ვიგრძენი მისი თითების შეხება მიხლზე, შიშის ჟრუსნტელმა დამიარა ტანში, ფეხი გავწიე ვანიშნე რომ თითები მოეშორებინა თუმცა სულაც არ აპირებდა ამის გაკეთებას, ბარძაყთან ააცურა და მაგრად მომიჭირა, გავშეშდი გონებაა მიბინდდებოდა გამწარება დამეტყო სახეზე შემატყო რომ ვხვდებოდი ყველაფერს და მანქანა დაქოქა, მოაბრუნა და სახლის გზას დავადექით საუბრობდა გაუჩერებლივ მეკი ჯერ კიდევ გათიშულმა რის გაგებაც მოვასწარი იყო - ვიცი უაზრობაა საშინელებაა მაგრამ რომ გიყურებ პატარა ბავშვივით ვარ. .. ისე მენატრები რომ ვერ გხედავ ხოლმე სისხლი მეყინება ვეღარ ვუძლებ მისი ხმის გაჰონებას, საბედნიეროდ ჩემს საცკთანაც მივედი ამასობაში კარებს მაგრად ვუჯახუნებ და სახლში შევრბივარ არ შემოდის ისე მიდის ისევ სკოლისკენ ჩემები სახლში არ იყვნენ რომც ყოფილიყვნენ რა უნდა მეთქვა? ეს ხომ დაუჯერებელია არაა ეს ჩემი ილუზია მე ვაზვიადებ, ყველაფერი სხვანაირად მომეჩვენა საკუთარ თავს ვარწმუნებდი და ყოველჯერზე მინნდოდა მეტირა მეკივლა მეწივლა ოღონდ ეს შიში და ეჭვი გამომედევნა გონებიდან რომ შემომყოლოდა,? რამოხდებოდა? აკანკალებული ვჯდები სავარძელზე თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ მომხდარზე არ ვიფიქრო არმინდა იფიქროთ რომ ბოლო დროს გახმაურებულ ამბავზე რაიმე ბრალდება მაქვს თუმცა გთავაზობთ ვერსიას რომელიც მე მიმაჩნია სიმართლედ , ეს ჩემი აზრია მხოლოდ და იმედია არ დამზრახავთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.