შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

DAMN (2)


4-02-2017, 14:43
ავტორი Ponio
ნანახია 1 568

წვეულება უაზროდ იწელება. სახლში მივდივართ, მე ჩემს ოთახში ვიკეტები, გიტარას ვიღებ და დაკვრას ვიწყებ. ვუკრავ და ვმღერი უამრავ სიმღერას, ისე, რომ ვერც კი ვიგებ თავზე როგორ მათენდება. ჯანდაბა, უკვე ორი დღეა არ მიძინია. უნდა გადავეჩვიო ღამით დაკვრას. თავს ვიწესრიგებ და ემილის ველოდები. ჯანდაბა, რამდენ ხანს ანდომებს ეს გოგო თავის მოწესრიგებას? როგორც იქნა მივაღწიეთ სკოლაში. გაკვეთილები უაზროდ იწელება, ეკონომიკის გაკვეთილზე ჟღალთმიანი გვერდით მიჯდება და ოდნავ მიღიმის. როგორც იქნა, შესვენების დროა.
-დადადადამ, ჭამის დროა! - ვყვირი ბედნიერი და კუთვნილ მაგიდასთან ვჯდები. გვერდით მარკი მიჯდება, წინ კი ანა და ემილი. ცოტა ხანში ჟღალთმიანი და მისი მეგობრებიც ჩვენთან ჯდებიან. ანუ, ამის შემდეგ სულ აქ იჯდებიან? ჰმ. ლაპარაკს ვიწყებთ და კარგადაც ვუგებთ ერთმანეთს. ჟღალთმიანს ტაილერი ჰქვია, ქერას სემი, ხოლო შავგვრემანს ჯონი. მარკის ხუმრობებზე საოცარი ხმით ვიცინი, რითიც სხვების ყურადღებასაც ვიქცევ, ამიტომ ვჩუმდები.
-დღეს ჩვენთან წამოდით, ჯორჯი წაგვიყვანს მანქანით. - ეუბნება ემილი ბავშვებს.
-კარგი. - ამბობენ მარკი და ანა, შემდეგ კი იკრიჭებიან. ტაილერი, სემი და ჯონიც თანხმდებიან.
გაკვეთილები მალევე გადის. სკოლის ეზოში გავდივართ და ბიჭებს ვხვდებით, შემდეგ კი მანქანისკენ მივდივართ.
-იმედია არ დაგვამტვრევ. - მეუბნება ტაილერი.
-იხუმრე? - ირონიულად ვეკითხები.
-დაახლოებით. - წარბებს წკეპს ჟღალთმიანი. ცერა თითს ვუწევ და მანქანაში, საჭესთან ვჯდები.
-ჯანდაბა, შეგიძლია ნელა ატარო? - უკან ვიხედები და დაძაბულ ჯონს ვხედავ. სიცილი მიტყდება და სიჩქარეს უფრო ვუმატებ.
-ნელა ატარე! - განწირული ხმით ყვირის, მაგრამ არ ვუსმენ. მუსიკებს ვრთავ და სიმღერას ბოლო ხმაზე ვიწყებ. მალე სახლამდეც ვაღწევთ.
-დედა, მშია! - ვყვირი, როგორც ყოველთვის ერთი და იგივე ფრაზას. ემილი თვალებს ატრიალებს და თავში მირტყავს.
-დედა და მამა დღეს სახლში არ იქნებიან.
-ამმ, კარგი. ემილი, მშია! - კვლავ ვყვირი.
-ჯანდაბა, ყოველთვის როგორ გშია? - სიცილით კითხულობს ტაილერი, მეკი მხრებს ვიჩეჩ. მისაღებ ოთახში ვჯდებით, ემილი კი ჩიფსების გამოსატანად სამზარეულოში გადის. წამდაუწუმ თვალი ტაილერისკენ გამირბის, ჯანდაბა! რა მჭირს?! ჯანდაბა! ჯანდაბა! ცოტა ხანში ხმაურისგან თავი მტკივდება და ჩემს ოთახში ავდივარ. საწოლზე ვხტები და ჭერს ვუყურებ. რამოდენიმე წუთის შემდეგ კარის ხმა მესმის. ვიხედები და ტაილერს ვხედავ. რა ჯანდაბას აკეთებს აქ? ოთახში შემოდის და აქეთ იქით იყურება, შემდეგ კი კედელთან მიდის, რომელზეც ჩემი საყვარელი ბენდების პოსტერები მაქვს გაკრული.
-კარგი გემოვნება გაქვს. - თავს აქნევს და საწოლზე ჯდება.
-ვიცი. - ვამბობ ამაყად, ის კი უბრალოდ მიყურებს და ოდნავ მიღიმის. არავის შეუმჩნევია, რომ ულამაზესი, ცისფერი თვალები აქვს? ჯანდაბა, ჯორჯ! მოკეტე. თავს უხერხულად ვგრძობ, ამიტომ ფეხზე ვდგები.
-უკრავ? - მეკითხება და ჩემს გიტარას იღებს. ჯანდაბა, რა ლამაზი თითები აქვს.
-რატომ კითხულობ, როცა პასუხი იცი? კი, ვუკრავ! - ვპასუხობ ჩემი ფიქრებით გაღიზიანებული. ვხვდები, რომ უხეშად გამომივიდა, ამიტომ ვწითლდები.
-ვცდილობ საუბარი წამოვიწყო. - ამბობს დაბნეული და თავს იქექავს. ალბათ რა რბილი თმები აქვს. ცეცხლისფერი თმები. ოო, ჯორჯ, მგონი შენი საქმე ცუდადაა.
-ამმ, ჰო. - ვპასუხობ უხერხულად.
-მოდი დაბლა ჩავიდეთ. გიტარაც წამოიღე და დაუკარი. - თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და გიტარას ვიღებ. დაბლა ჩავდივართ და ჩვენს ადგილებს ვუბრუნდებით. ცოტა ხანში ყველა ჩუმდება, მე კი დაკვრას და სიმღერას ვიწყებ.
- Look at the stars,
look how they shine for you,
and everything you do,
yeah, they were all yellow… - სიმღერის დროს თვალს ტაილერისკენ ვაპარებ, მიყურებს და თავისებური, ოდნავი ღიმილით მიღიმის. მეც მეღიმება და სიმღერას ვაგრძელებ. საღამოს ყველა სახლში მიდის, მე კი ჩემს ოთახში ავდივარ და საწოლზე ვწვები. ჯანდაბა, ნუთუ ტაილერი მომწონს? ანუ, გეი ვარ? ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ჩემს ორიენტაციაში ეჭვს შევიტანდი. როგორ შეიძლება ეს ფიქრები და ეს შეგრძნებები თავიდან მოვიშორო? არ ვიცი, არ ვიცი. ჯობს ამის შესახებ მარკს დაველაპარაკო, რჩევა ნამდვილად მჭირდება. ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი, მშვიდად ვიძინებ.

***
-მარკ, წამოდი, უნდა ვილაპარაკოთ. - უხერხულად ვამბობ და თავს ვიქექავ. შესვენებაზე, კაფეტერიაში ვზივართ, ტაილერიც და მისი მეგობრებიც რა თქმა უნდა აქ არიან. მარკი გასახდელში გამყავს და ყველაფერს ვუყვები.
-ჰმ, არ ვიცი რა გითხრა. თუ არ გინდა, რომ ტაილერის მიმართ რაიმე გრძნობები გაგიჩნდეს, ამისთვის საჭიროა ერთი ლამაზმანი შენს ცხოვრებაში. - ამბობს მარკი და თავს მაღლა ამაყად წევს.
-კარგი რა. - ვბუზღუნებ მე.
-სერიოზულად. იცი, რომ ჯესიკა უილსონი, რომელთანაც მათემატიკის გაკვეთილი გიტარდება, შენზე ყურებამდეა შეყვარებული? - მეუბნება და წარბებს სასაცილოდ მითამაშებს.
-ჯანდაბა, აზრზე არ ვარ ვინ არის.
-სხვათაშორის, სკოლაში საკამოდ პოპულარული გოგოა. იამაყე ძმაო, ისეთ გოგოს უყვარხარ, რომელზეც სკოლის ბევრი ბიჭი ოცნებობს.
-და შენ საიდან იცი ამის შესახებ? ან მე რატომ არ ვიცოდი აქამდე? - უცბად თვალები მიბრწყინდება. -ჰეი, შეამჩნიე, რომ გაირითმა?
-ამმ, საერთოდ არ გარითმულა. - სიცილით ამბობს ის - კარგი, ჯესიკას დავუბრუნდეთ. რომ გავალთ, დაგანახებ, რომელიც არის. ჰოდა, მიდი, გამოელაპარაკე. რა იცი რა ხდება. სხვათაშორის, იცი ვისი მეგობარია? ჩემი ყოფილის, მარიასი. კარგი, კარგი. წამოდი, გავიდეთ. - ამბობს მარკი. გასახდელიდან გავდივართ და ჩვენს მაგიდას ვუბრუნდებით. მარკი ქერა, ლამაზ გოგონაზე მიმანიშნებს. ეს არის ჯესიკა? ჯანდაბა, რა ლამაზია. შევამჩნიე, რომ მიყურებდა, მაგრამ ჩემი მზერა, რომ შეამჩნია გაწითლდა და გაიხედა. რა დონის დებილი ვარ, რატომ ვერ შევამჩნიე ეს გოგო აქამდე. მარკს ვუყურებ და ეშმაკურად ვიღიმი.
-რა ხდება, ჯორჯ? - მეკითხება ანა და წარბებს მითამაშებს.
-ის ხდება, ძვირფასო ანა, რომ ჩვენი ჯორჯუნა განვანათლე და ვუთხარი, რომ ჯესიკა მასზე შეყვარებულია.
-აქამდე არ იცოდი? - სიცილით მეკითხება ემილი.
-ჯანდაბა, ყველამ რატომ იცოდით ამის შესახებ, ჩემს გარდა? - სიცილით ვკითხულობ მეც.
-იმიტომ, რომ დებილი და იდიოტი ხარ, არაფერი არ გაინტერესებს ჭამის გარდა და გოგოები მხოლოდ ერთი ღამისთვის გინდა. - ამბობს ემილი და თვალებს ატრიალებს.
-ამმ, გმადლობთ...კომპლიმენტისთვის. - ვამბობ და ცალყბად ვიღიმი. - და მე არავის არაფერს არ ვაძალებ, გოგოებს არ ვიყენებ! - ვამბობ გაღიზიანებული. კვლავ ჯესიკას ვუყურებ, რომელიც თვალს ჩუმად აპარებს ჩემსკენ. შემდეგ ტაილერს ვუყურებ, ჯანდაბა, რატომ ვუყურებ ტაილერს? ფეხზე ვდგები და ჯესიკასკენ მივიწევ.
-ჰეი. - ვამბობ და ჯესიკაც დაბნეული მიყურებს. შემდეგ იღიმის და მეუბნება.
-ჰეი.
-შეიძლება დავჯდე?
-კი, კი, რა თქმა უნდა.
-მიცნობ ჰო? ჯორჯი ვარ. მათემატიკის გაკვეთილი ერთად გვიტარდება.
-კი, გიცნობ. - ამბობს ღიმილით.
-შენი მეგობრები სად არიან? - ვეკითხები და აქეთ-იქით ვიყურები.
-დროებით გასულები არიან, მალე დაბრუნდებიან.
-კარგი. მისმინე, იქნებ დღეს სადმე გაგვესეირნა? - ვამბობ და ვხედავ როგორ უბრწყინდება თვალები. რა საყვარელია.
-სიამოვნებით.
-კარგი, მაშინ სკოლის შემდეგ ეზოში შემხვდი, შემდეგ კი მანქანით სადმე წავიდეთ.
-კარგი, კარგი. - ამბობს ჩუმად და ღიმილით მიყურებს. თავს უხერხულად ვგრძნობ, რადგან მასთან იმიტომ მოვედი, რომ ტაილერი ‘დამევიწყებინა’. მაგრამ, არა. ჯესიკა მომწონს. ლამაზი და საყვარელია. ჩემს მაგგიდასთან ვბრუნდები და ვიძახი.
-დღეს ავტობუსით მოგიწევთ მგზავრობა.
-კარგი რა! - წუწუნს იწყებს ჩემი და. უცბად ტაილერი მაგიდიდან დგება და კაფეტერიიდან სწრაფად გადის. WTF?
-რა დაემართა? - გაკვირვებული კითხულობს სემი.
-აზრზე არ ვარ. - პასუხობს ჯონი.
-გავყვეთ? - კითხულობს სემი, ჯონიც თანხმობის ნიშნად თავ უქნევს. გვემშვიდობებიან და მიდიან.
-ჯანდაბა, შეხედე რა ბედნიერია ჯესიკა. - მეუბნება მარკი.
-ხო, მაგრამ თავს დამნაშავედ ვგრძნობ, ასე მგონია, რომ მის გრძნობებზე ვთამაშობ. - ვამბობ ჩუმად, რომ ემილიმ და ანამ არაფერი გაიგონ.
-ოდნავ მაინც არ მოგწონს?
-კი, მომწონს. საყვარელია.
-ესე იგი, მის გრძნობებზე არ თამაშობ. ასე, რომ მოკეტე და ცხოვრებით დატკბი. - მეუბნება და მუსიკების მოსმენას იწყებს. თავს ვუქნევ და კაფეტერიის კარებისკენ ვიყურები. ნეტავ ტაილერს რა დაემართა? სად წავიდა? ნუ ფიქრობ ჯორჯ ტაილერზე რა. ჩემი ‘გრძნობების’ უარყოფა იმიტომ გადავწყვიტე, რომ არ მინდა, ასე ვთქვათ ცალმხრივი სიყვარულით დავიტანჯო. ჯანდაბა, გოგოსავით ვსაუბრობ. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ ტაილერი ბიჭებით დაინტერესებული არ არის. ალბათ. ჯანდაბა, დავიბენი, მართლა ძალიან დავიბენი. ვოხრავ და მეც მუსიკების მოსმენას ვიწყებ.



№1  offline წევრი snoopy

უამრავჯერ გამოიყენე სიტყვა ჯანდაბა. მთელი ისტორია ჯანდაბაა...

 


№2 სტუმარი Guest ანი

ჰმმ.. საკმაოდ განსხვავებული ისტორიაა, ჩვენს მწერალ ქალბატონებს და ბატონებს არ მოუვიდათ აზრად ასეთი ისტორიის შექმნა (გეებს ვგულისხმობ) ... როგორც სტაჟიანი მკითხველი გეტყვი რომ მომეწონა,ცოტას წაუბავშვურებს,სულ ცოტა დახვეწა სჭირდება ♥♥ წარმატებები და დიდხანს არ გვალოდინო :*

 


№3  offline წევრი Ponio

snoopy
უამრავჯერ გამოიყენე სიტყვა ჯანდაბა. მთელი ისტორია ჯანდაბაა...

Madloba, gavitvaliswineb.

Guest ანი
ჰმმ.. საკმაოდ განსხვავებული ისტორიაა, ჩვენს მწერალ ქალბატონებს და ბატონებს არ მოუვიდათ აზრად ასეთი ისტორიის შექმნა (გეებს ვგულისხმობ) ... როგორც სტაჟიანი მკითხველი გეტყვი რომ მომეწონა,ცოტას წაუბავშვურებს,სულ ცოტა დახვეწა სჭირდება ♥♥ წარმატებები და დიდხანს არ გვალოდინო :*

Didi madloba

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent